ბნელი ლორდი [ნაწილი 2]
დავაპირე მათთან გაყოლა,თუმცა ჰაერი უფრო შეიკუმშა,სადაცაა წამახრჩობდა,სიბნელე მოიცვა ირგვლივ ყველაფერმა,ის ხმაც განმიახლდა,თითქოს ქოშინებდა მომაკვდავი ადამიანი. სილუეტი გამომეცხადა წინ... არა ეს შეუძლებელია... მაგრამ ის ხომ... არაა... ისევ ის აჩრდილი გუშინდელი ღამიდან... *** გონზე რომ მოვედი ისევ საავადმყოფოში ვიყავი,რაღაც ამაზრზენი სუნი ვიგრძენი,თითქოს მკვდარი სხეული რომ გაიხრწნება აი ისეთის. ეს წყეული აპარატი ისევ წრიპინებს,ცხვირში მილი გამიჩხირეს,აი პირზე კი რაღაც გამგუდავი მოწყობილობა მიყენია. თავი ისევ გაბრუებული მაქვს. რა მოხდა ან ის აჩრდილი სად გაქრა?ეს წყეული აპარატი ისე საშინლად წრიპინებს ყურები ზამეკანიას იწყებენ. ცოტახანში ოთახში დიანა,სანდრო და კახი შემოდიან. -ვაიმე ღმერთო,ძალიან მძმედაა-ქვითინს მოჰყვა დიანა. -15 წუთის წინ შეტევა ჰქონდა-ჩაამატა კახიმ. შეტევა?რა შეტევა? მოიცა რაო 15 წუთის წინო?გაიხსენე წყეულო გონებავ გაიხსენე! რა ჯანდაბა მოხდა თხუთმეტი წუთის წინ? -ექიმი ამბობს კლინიკური სიკვდილი ჰქონდაო-დიალოგს განაგრძობს სანდრო,თან ეჭვის თვალით მიმზერს-მაგრამ მე სულ სხვა რაღაც მგონია. -მაინც რა?-შეეკითხა კახი. -ძალიან უცნაურად არგეჩვენებათ ის ფაქტი,რომ ჯერ კიდევ გუშინ იპოვეს სისხლში ამოსვრილი,მაგრამ ეს სისხლი მას არეკუთვნის,ამასთანავე სამხილები არ მოიპოვებაო,როცა არც კი მოუძებნიათ? არც პოლიციას შეატყობინეს,თან რაღაც დნმ-ზე ამბობდა ექიმი არარეალური არსებისააო,ახლა კიდევ ეს ვითომ და კლინიკური სიკვდილი, კაი დავუშვათ არის კლინიკური სიკვდილი,მაგ ფაქტს შეუძლია ძირს გადმოაგდოს ლუკას სხეული? ხო,რა თქმა უნდა,გამახსენდა ის თავს დამესხა,ის გოგო. დიდი შავი თვალებით,რაღაცას ამბობდა,მიდი გაიხსენე გონებავ,გთხოოვ მიდი. -უნდა დავათვალიეროთ ის ადგილი-თქვა ბოლოს დიანამ. *** რატომღაც,სანამ იმ ადგილას მივდოდნენ,სადაც ჩემი მკვლელობა დაიგეგმა,იოანეს სანახავად გაეშურნენ. ერთი პლუსი აქვს სული,როცა ხარ. დადიხარ ისე რომ ვერავინ გამჩნევს,ისე ამ გახსენებულზე უნდა დავადგინო რა შესაძლებლობები გამაჩნია. ფილმებში მინახავს სულს შეუძლია საგნებში გავლა,ასევე კონტაქტიც გარე სამყაროსთან,მაგრამ ეს როგორ ხდება არ ვიცი. იოანეს,როგორც ყოველთვის ძნავს,შუა ივლისში 2 საათზეც კი. ჰობად აქვს ნასკების იქით აქეთ მიმოყრა,ასევე ჭურჭლის დაურეცხაობა. გზაში დიანამ და კახიმ მოასწრეს კინკლაობა, არ შეიმჩნიოთ ეს ორი სულ კამათობს, რა თქმა უნდა,ინიციატორი ყოველთვის ჩემი ძმაა. ხშირად ვეუბნები კარგი წყვილი ხართ-მეთქი,მაგრამ ორივე ცხვირს იბზუებს. -იოანე კიდე გძინავს ბიჭო?-თავზე დაადგა კახი-ადექი,იოანე,ეე რა ზანტი ხარ. -კაი რა ამ დილა უთენია რამ მოგიყვანა-ალუღლუღდა ვაჟბატონი. -რა დილა შე*ემა 2 საათია. -ჰა?-თავი წამოყო ბალიშიდან. -ჰა კი არა ადე სერიოზული საქმე გვაქ. -ჰო კაი მოიცადე მალე ჩავიცვამ. როგორც წესი ბატონი იოანე 5 წუთი დგება, 2 წუთი შარვალს იცვამს,მერე ისევ წვება, და ნახევარ საათში ფეღზეა ხოლმე. *** უკვე სუყველა იმ ადგილას იყვნენ,სადაც იმ გოგომ მაწამა. ახლაც თვალწინ დამიდგა ის მომენტი,ხელებზე სისხლი და განწირული ყვირილი სიმწრისაგან,ჯერ ფეხში ჩამარტყა დანა,შემდეგ მუცელში გამიყარა. იოანემ,როგორც კი გაიგო ჩემი ამბავი ელდა ეცა. იმდენი რამ გამახსენდა,რომ რეალობისგან ძალიან შორსაა. მომხდარიდან 9 თვით ადრე ონლაინით გავიცანი ნინი,ზუსტად ის არის,ვინც მთელი ცხოვრება ჩემ გულში დარჩბა. ახლაც მახსოვს ზუსტად ერთი კვირა ვიმიზეზებდი რაღაცებს, რომ მისი ხმა მომესმინა. სასწაულია ადამიანი მოგეწონოს ხმის ტემბრით,ისე რომ მისი სახე ნანხიც კი არ გქონდეს. ესე დამემართა მეც,აი ფოტომ კი შოკში ჩამაგდო. დადგენილია,რომ ქართველი ქალები მსოფლიოში ულამაზესები არიან უძველესი დროიდანვე, ჩემთვის კი სწორედ იმ მომენტში ყველაფერი არაფერი გახდა,ტანში მაჟრიალებდა მისი თაფლისფერი, თაფლის ფიჭივით ტკბილი თვალების დანახვისას, გაშლილი,კარე თმა უმშვენებდა ლამაზსა და გამოყვანილ სახე-ტანს. ეგრევე მივხვდი,რომ ჩემი იქნებოდა და ასეც მოხდა. მაგრამ დღეს,ის თვლის რომ არავისია,მაგრამ მერწმუნეთ ის ყოველთვის ჩემი იქნება,უნდა ეს იმას თ არა მაინც. გუშინ მასთან მივდიოდი,როცა გზაში უცანურობა შევნიშე. სახლიდან გამოსვლისას შავ სილუეტს ვამჩნევდი,ერთხანს ვიფიქრე მეჩვენება-მეთქი,მაგრამ მერე უკვე დავრწმუნდი,როცა წინ დამიდგა და ორჯერ დამჭრა. დღესაც გამომეცხადა და ის გოგო აღმოჩნდა,თითქოს რაღაცის თქმა სურდა და ენა არ ემორჩილებოდა. მანქნაში ისიც აღმოვაჩინე რომ მაქვს საგნის შუა გადაადგილების უნარი,მაგრამ ამასთანავე ხელს ვერაფერს ვკიდებ,ჯერ ჯერობით არ მიმუშავია გარე სამყაროსთან კონტაქტზე. იოანე იმ ადგილას დაიხარა,სადაც ჩემი სხეული იპოვეს,დანარჩენები კი მიმოიფანტნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად,მე კი გადავწყვიტე რიგრიგობით გავყოლოდი ყველას. -კახი მტრები ყავდა ლუკას?-ფანრით მიიკვლევდა გზას დიანა. -წარსულ დროში ნუ ლაპარაკობ მასზე!-ვიგრძენი როგორ ახუხურდა ჩემ ძმას სისხლი-არა საიდან უნდა ყავდეს მტრები. -მაშინ ეჭვი გაქ ვინმეზე,ვინც ამას იზავდა? კახი გაჩერდა და დასაფიქრებლად კედელს მიეყრდნო,ბავშობიდანვე ასეთი ჩვევა ჰქონდა. -არის კი ერთი ადამიანი-თქვა ბოლოს,დიანაც გვერდით ამოუდგა. -მაინც ვინ? -ჯაბა -ეგ ვინაა? -ჩვენი ყოფილი ძმაკაცია,მიიჩნევდა რომ მე და ლუკა სულელები ვიყავით და მხოლოდ ამიტო დაგვიძმაკაცდა შეცოდების მიზნით. ეს მართლაც ასეა,მაგრამ ჯაბა უდანაშაულოა. უცებ რაღაც ხმა გასმა,ორივე შეხტნენ. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები,რაღაც ცუდი ხდება. დიანამ ფანარი გაანათა და აღმოჩნდა კანალიზაციის ვირთხა. მან წამოიყვირა,კახის გაეცინა,რის გამოც მუჯლუგუნი მიიღო. ჰაერში რაღაც სპეციფიური სუნი დატრიალდა. -ხანდახან,როგორ მაოცებ რაა. რისი გეშინია ამ პაწაუნა ვირთხის? -შანს ხელიდან არ უშვებ ხო?-გულმოსულიერებულმა ძლივს ამოილუღლუღა. -არა ჩემო,პატარა მშიშარა-თვალი ჩაუკრა კახიმ. -ჯერესერთიც, არავინაა მშიშარა და მერე კიდე მეორე, მით უმეტეს შენი გაიგე? -ხელებიც ამიწევია აი სულ აფუჭებ მომენტებს რა აი სულ! კახის სერიოზულობა შევატყვე,დიანას კიდევ გაოცება. მგონი დადგა ის მომენტი,რასაც დიდი ხანი ველოდი. -რა მომენტს გულისხმობ ბიჭო? -ვითომ არ იცის ქალბატონმა რაა-ფანარს დაუწყო წვალება. -დიახაც რომ არ ვიცი! და საიდან უნდა ვიცოდე ერთი? და რომ გეკითხები უნდა მიპასუხო კიდევაც!!! -რადა მიყვარხარ!!აი ახლა გაიგეე??თუ დაგიმარცვლო ჰა?დიანა მიპასუხეე!! კახის გული ამოვარდნაზე ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით დიანაზე. ვიგრძენი როგორ აუბუყბუყდა მუცელი, სისხლძარღვები დაეჭიმა მთელ ტანზე,შავი თვალები უფრო გაუფართოვდა შოკისმაგვარად და ხელები აუკანკალდა. -უკვე დიდი ხანია,რაც მიყვარხარ. ამის თქმაც, დიდი ხანია მინდა,მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც მემართებოდა ან შენ აფუჭებდი მომენტს-აკანკალებულ ხელებზე შეეხო და მაგრად მოუჭირა-მითხარი რამე რატო დგახარ ჩუმად? -მე...ისა..ხო...-ენა აებნა,ხელების შეხებამ კი ჭკუაზე გადარია,მაგრამ მალავს მისი გულის მარჯვენა ნაწილი ამ გრძნობას. -რა ხო? -უნდა წავიდე, საქმე მაქვს-ხელები გაინთავისუფლა მისგან,მაგრამ გულის მარჯვენა მხარე ევედრებოდა არა დიანა, ნუ იზავ მაგას,არ წახვიდე. კახის ღიმილი გადეკრა სახეზე და მისცა გასვლის უფლება. *** ამ დრამის მომსწრე,სულ დამავიწყა სხვებთან გადავსულიყავი,როგორც აღმოჩნდა იოანემ კიდევ ერთი სისხლის კვალი აღმოაჩინა,მაგრამ შეუდედებელი იყო,რაც იმაზე მიუთითებს კიდევ ვიღაც არის ჩემს დღეში მაგრამ ვინ შეიძლება იყოს იგი? -ყველაფერი დაათვალიერეთ?-იკითხა სანდრომ. -კი და არაფერი არ არის შიგნით-უპასუხა კახიმ. -დარწმუნებული ხარ კახი?-წამოდგა იოანე ფეღზე სისხლიანი ნაჭრით ხელში. -ფუ ეს რა საზიზღრობაა-წამოიკივლა დიანამ და ცხვირზე ხელი მიიტანა. სისხლის სუნი მეცნობა,თითქოს ახლახან ვიგრძენი,აა ხოო ეს სუნი შიგნით ვიგრძენი,მაგრამ როგორ გავაგებინო ამათ? ცაში ჭექის ხმა გაისმა. -წვიმა იწყება-თქვა იოანემ-მოდი ასე ვქნათ თან საღამოხანია და არამგონია რაიმე იყოს აქ, ახლა დავიშალოთ,მე ამ ნაჭერზე დავადგენ ვის ეკუთვნის და დაგიკავშრდებით. ყველამ თავი დაუქნია და წვიმამაც დაუშვა. *** ალბათ ასე 2-3 საათი იქნება ღამის,ნინის ეძინება ღრმად. ამწამს მის აივანზე ვდგავარ, ვეღარ გავუძლე სურვილს,რადგან მისი მონატრება მახრჩობს. სწრაფადვე შევხტი დაკეტილ კარში,ადრენალინი სულ უფრო და უფრო მიაქტიურდება. ოთახს მოვავლე თვალები ნინი მეპოვნა,კუთხეში ჩასძინებია დამტენთან ახლოს. სულ ვაბრთხილებ ტელეფონს შეერთებულს ნუ ტოვებ-მეთქი და არმისმეს! ნეტა ახლა რა უნდა ვქნა,შეხება არ შემიძლია,მაგრამ იქნებ ვცადო? მივედი მასთან ახლოს, სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი. შამპუნისა და სუნამოს სუნით არის გაჟღენთილი. ხელით ლოყაზე შევეხე,ნაზი და რბილი კანი აქვს,საინტერესოა თუ გრძნობს იგი ამას?როგრო მინდა გულში ჩავიკრა,მაგრამ... მოულოდნელად ტელეფონის ეკრანი ნათდება და მესიჯი მოსდის "ძილინებისა ჩემო პრინცესა" თვალები უფრო გავაფართოვე კარგად რომ წამეკითხა,ნუთუ მომელანდა? არაა,არ მომლანდებია. ჩემო პრინცესაო?ვინაა? რატომ ჩაქრა ეკრანი? ხელების რტყმა დავუწყე ტელეფონს,მაგრა მარეხებოდა. გავმწარდი და წამოვდექი. არაა ასე არიქნება,ასე არ უნდა იყოს არა!გთხოვ ღმერთო ეს დიდი გაუგებარი სიზმარი იყოს გთხოვ. ჩავიკეცე და ქვითინს შევყევი. ზოგადად ძალიან ეჭვიანი ვარ,განაკუთრებით კი ნინს თუ ეხება საქმე. ადრე დაახლოებით ორი სამი თვის უკან, სკოლიდან მოდიოდა ერთ ბიჭთან ერთად,თან ამ პერიოდში გაბუტული იყო ჩემზე. ისე გავმაწრდი იმ სირაქლემის თავიან ინდაურ ბიჭთან ერთად რომ დავინახე. სადაც იყო გავგლიჯავდი შუაზე,არა იმან კი არ გამამწარა რომ ერთად მოდიოდნენ,უბრალოდ ის ინდაურ სიფათა ბიჭი ისეთი თვალით უყურებდა ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მოსწონდა. წამიღა იყო დარჩნილი უკვე მიახლოებას ვაპირებდი,როცა ვიღაცამ ჩამოიარა და იმ ტიპს დაპარაკი გაუბა,აი ნინიმ დააწვა და არ დაელოდა,ისე გამისწორა,რომ წამში დავმშვიდდი. მაგრამ ახლა? მთელი ღამე მის ცქერაში გავიდა. *** ისევ საავადმყოფოშ გამეღვიძა,ტკივილი მკლავს, თვალების გახელის თანავე ისევ ის გოგო მიდგას წინ. და არა... მას ჩემი მოკვლა უნდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.