ცუდი ბიჭების სასტავი (დასასრული)
საავადმყოფო...თეთრი კედლები...წამლის სუნი...აუმრავი პაციენტი, რომლებიც ხან ტკივილისგან კვნესიან და ხან სიკვდილის მომლოდინე ცრემლებს ღვრიან. ქაოსი ტყდება, ყველა ექიმი ერთ პაციენტთან მირბის რომელიც ახლად შემოყვენილია. სისხლშია ამოსვრილი, და მკვდრის ფერი ადევს. საკაცეს მიაგორებენ და გოგო საოპერაციოში შეყავთ -თუ შეიძლება მისი ახლობლები მომიძებნე, ოპერაციის ნებართვას ხელი უნდა მოაწერონ-ამბობ ახალგაზრდა ექიმი და ექთანს დოკუმენტებს აძლევს. ექიმი საოპერაციოში შედის, ექთანი კი ყველგან გოგონას ახლობლებს ეძებს, როდესაც იქვე მდგარ სისხლიან მამაკაცს შენიშნავს -თქვენ ამ ქალბატონის ახლობელი ხართ?-იკითხა გოგონამ. ბიჭს ხმა არ ამოუღია გაშტერებული იდგა და სისხლიან ხელებს დაჰყურებდა -ბატონო კარგად ხართ? -ა რამე მკითხეთ?-გამოცოცხლდა მამაკაცი -ამ გოგონას ახლობელი ხართ? -დიახ მე, მე მისი ქმარი ვარ -კარგით თქვები სახელი -დემეტრე, დემეტრე მქვია -კარგით ბატონო დემეტრე აი აქ მომიწერეთ ხელი ბიჭი კალამს სისხლიან ხელში იღებს და დოკუმენტს ხელის კანკალით ადებს ხელმოწერას. ექთანი უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც დემეტრე ხელზე დაექაჩა -ხომ კარგად იქნება? -არ ვიცი ბატონო დემეტრე, ექიმი რომ მოვა მას დაუსვით შეკითხვები-თქვა გოგონამ და საოპერაციოში შევიდა. დემეტრე ისევ თავის სისხლიან ხელებს დააცქერდა, გაახსენდა...გაახსენდა ის წამი როდესაც სისხლიანი ანი ხელებში ჩაუვარდა. თვალები დახუჭა და იქვე კედელთან დაჯდა მანქანით მოიყვანა...ძალიან სწრაფად ატარებდა და...გზას არც კი უყურებდა. ანის ემუდარებოდა, ემუდარებოდა რომ არ დაეტოვებინა რომ არ წასულიყო. ჩქარი ნაბიჯების ხმა ისმის, დემეტრე თავს წევს, საძმაკაცოს და ანის მეგობრებს ხედავს -სად არის ანი-ამბობს ნუცი და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ცვივა -დემეტრე სად არის ანი მეთქი-იმეორებს კითხვას თუნცა დემეტრე დუმს, უბრალოდ დუმს -დემეტრე სად არის ანი სად-დაიღრიალა ნუციმ და განწირული ბექას ჩაუვარდა ხელებში-შენი ბრალია, შენი ბრალია ეხლა ჩემი დაქალი აქ რომ არის,მეზიზღები დემეტრე, მეზიზღები-ყვიროდა ნუცი და ცხარე ცრემლით ტიროდა -ნუცი გეყო, დემეტრეც არ არის კარგ დღეში-უთხრა გვანცამ და იქვე ჩამოჯდა -კიდევ მას იცავ? კიდევ მას იცავ? არ მჯერა გვანცა, უბრალოდ არ მჯერა -მე არავის არ ვიცავ, უბრალოდ აქ დემეტრე არ არის დამნაშავე -სწორედ ისაა დამნაშავე, მისი ბრალია ყველაფერი-ღრიალებდა ნუცი. ბექამ ხელი მოკიდა ნუცის და ბიჭები გააფრთხილა -კაფეტერიაში ჩავიყვან, იქნებ ცხელმა ჩაიმ უშველოს-თქვა და ნუცი კიბეებზე ჩაიყვანა. -დემეტრე, ჩოგოვაძე პოლიციამ წაიყვანა, დააკავეს, ალბათ სამუდამოს მიუსჯიან-უთხრა ვაჩემ. თუნცა დემეტრე ხმას არ იღებდა ისევ გაშტერებული დასცქეროდა თავის სისხლიან ხელს -ეხლა ვერაფერს გააწყობ ვაჩე დაანებე თავი-თქვა ნენემ და ნიკას გახედა რომელიც ფერმკრთალი იყურებოდა. -გავგიჟდები, ანის რომ რამე დაემართოს გავგიჟდები-თქვა გვანცამ და ფეხზე წამოდგა-როგორ ვიცოცხლო მის გარეშე როგორ? ჩემი ბრალია, ვეჩხუბე, მე ვეჩხუბე წამოსვლის წინ და ეხლა რომ ვეღარ ვნახო? რა ვქნა? ბოდიში რომ ვეღარ მოუხადო ყველაფრის გამო? რა გავაკეთო რა -დაიღრიალა გვანცამ მუხლებზე დაეცა-რა გავაკეთო რა? რა ვქნა? მეგობარი მიკვდება, კვდება გესმით? რა ვქნა? და მიკვდება. ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ-ღრიალებდა გვანცა მისი ცრემლები კი სათითაოდ ეცემოდა საავადმყოფოს თეთრ უსიცოცხლო იატაკს. ვაჩემ ააყენა გვანცა და გულში ჩაიკრა -რა ვქნა ვაჩე რა გავაკეთო რომ ვეღარ იცოცხლოს -იცოცხლებს, დემეს გამო იცოცხლებს ** ნუცი და ბექა კაფეტერიაში იჯდნენ. ნუცის სახე უსიცოცხლო ჰქონდა და მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდა. -ნუცი მესმის რომ გიჭირს მაგრამ დამიჯერე, ანი ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ვერც მე და ვერც ჩემი საძმაკაცო ვერ გადავიტანთ რამე რომ დაემართოს მას. დემეტრე განადგურდება, ალექსანდრეს მერე, ამას ვეღარ გადაიტანს დამიჯერე-თქვა ბექამ და ჩაი მოსვა -არ მაინტერესებს დემეტრე, მხოლოდ ეგ არის დამნაშავე მომხდარში -არასწორად ფიქრობ ნუცი -ძალიანაც სწორად ვფიქრობ-თქვა ნუციმ და ხელები გადაიჯვარედინა. -კარგი ფიქრობდე ეგრე-ბექა წამოდგა და წასავლელად ზურგი აქცია -ბექა-დაუძახა ნუციმ -რა მოხდა? დემეტრე უნდა გალანძღო და მაგიტო დამიძახე? -მიყვარხარ დრო გაიყინა... წამი გაჩერდა...ბექა გაფითრდა დამიჯერეთ არ ელოდა -რა? -ხო მიყვარხარ -და ეხლა რატომ გაგახსენდა ეგ -იმიტომ რომ მივხვდი რამდენად მჭირდება ეხლა შენი გვერდით დგომა -ნუცი -გისმენ -მე უფრო მიყვარხარ-თქვა ბექამ. ნუცის გაეცინა და ბექას მოეხვია, აჰ ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერები იყვნენ ისინი ახლა -წამო ანის მდგომარეობა გავიგოთ-თქვა ბექამ ნუცის ხელი ჩაკიდა და ერთად ავიდნენე ზემოთ. *** წყვილის ამოსვლა და ექიმის საოპერაციოდან გამოსვლა ერთი იყო. დემეტრე მხოლოს ეხლა გამოცოცხლდა და წამოდგა ფეხზე -რთული ოპერაცია იყო ნამდვილად, ქალბატონ ანას ტყვია პირდაპირ გულის მიდამოებში ქონდა მოხვედრილი. მიმძიმს ამის თქმა მაგრამ შესაძლოა მან აღარ გაიღვიძოს, 24 საათი დაკვირვების ქვეშ იქნება, თუ გაიღვიძა ის გამოჯანმრთელდება, თუ არა და... დემეტრე კედელს მიეყრდნო და ცისფერი თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა -ხო მართლა დემეტრე რომელია? -მე ვარ ექიმო -თქვენ შებრძანდით პაციენტთან,მთელი ოპერაციის განმალობაში თქვენს სახელს იმეორებდა დემეტრე უსიცოცხლი სახით შევიდა ანისთან. მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვამ დემეტრეზე იმოქმედა, ხელები მომუჭა და ნელნელა ლოგინს მიუახლოვდა. სახეზე შეხება ვერ გაბედა, უბრალოდ ხელზე მოკიდა ხელი. ხმით ტირილი დაიწყო -უსამართლობაა ანი, ეს ყველაფერი უსამართლობაა. მე მჭირდები. გთხოვ არ მიმატოვო, გევედრები დარჩი ჩემთან. ალექსანდრეს მერე ამას ვეღარ გადავიტან, შენ დაგარკვას ვეღარ გადავიტან, გთხოვ ანი გთხოვ. მიყვარხარ, გევედრები დამიბრუნდი, მხოლოდ შენ მყავხარ. მითხარი აქ როგორ ვიცხოვრო მითხარი როგორ-უფრო მოუმატა დემეტრემ ცრემლების ღვრას და თავი მისი ცოლის ხელზე დადო *** შადრევანის პირას ვზივარ, თეთრი ყვავილებით მოქარგული კაბა მაცვია. გვირილების გვირგვინი მადგას თავზე და წყალს გავყურებ. ვიღაც უცნობი ბიჭი მიჯდება გვერდით და შემომყურებს -სად ვარ? -შენ...სამოთხეში ხარ -ანუ უკვე მოვკვდი? -ჯერ არა ანი, არჩევანი შენზეა -შენ ვინ ხარ? -მე ალექსანდრე ვარ -მოვკვდები? -არ ვიცი საყვარელო არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ უნდა იბრძოლო დემეტრეს გამო -დემეს ძალიან ენატრები შენ -ვიცი, მეც ძალიან მენატრება ის -იქნებ ვკვდები? -მოდი რაღაცას მოგიყვები კარგი? -კარგი -იყო დრო როდესაც დემეტრეს ვიღაც უყვარდა. გაგიჟებამდე, დამიჯერე მართლა ძალიან უყვარდა. შეყვარებულები იყვნენ სადღაც ორი წელი თუ მეტი, ყველაგნ ერთად დადიოდნენ, ყველგან ერთად იყვნენ. ჩემი გარდაცვალების შემდეგ დემეტრე დეპრესიაში ჩავარდა. აღარავის აღარ ნახულობდა, და ის გოგოც დაშორდა. წარმოიდგინე ყველაზე მძიმე დროს მიატოვა. ასე მან დაკარგა ძმაკაციც და საყვარელი ქალიც. თუნცა შემდეგ შენი გამოჩნდი ანი, შენ უყვარხარ სიცოცხლესე მეტად უყვარხარ დამიჯერე. ეს მის თვალებში ჩანს. ვერ გადაიტანს ეხლა თუ მიატოვებ ვერ გადაიტანს-თქვა და ფეხზე წამოდგა -მეც რომ წამოვიდე -შენ დასარჩენად სხვა მიზეზიც გაქვს-თქვა და ხელი მუცელზე მომადო-უკვე ვგრძნობ ამ პატარას რომლის არსებობსაც თქვენ სულ მალე გაიგებთ -მაგრამ ალექსანდრე იქნებ შენც წამოხვიდე -მე ვერ წამოვალ ანი, ვერ წამოვალ -და როგორ დავბრუნდე -არჩევანი ეხლა შენზეა,ყველაფერი შენ უნდა გადაწყვიტო -ჩემი მომავალიც? -ხო შენი მომავალიც-ამბობს და თეთრ ნისლში ქრება. ისევ ნაკადულის პირას ვჯდები და ცრემლიანი თავლებით შევყურებ წალს *** დმეტრე პალატიდან ექიმმა გამოიყვანა და იქვე ჩამოაჯინა -იქნებ ქვემოთ ჩახვიდეთ, ჩაი დალიოთ ცოტას გამოფხიზლდებით -ხო ეხლავე-თქვა ჩამწყდარი ხმით დემემ და ფეხზე წამოდგა. კაფეტერიაში ერთი ადგილი დაიკავა და ფიქრი დაიწყო. გაახსენდა მისი და ანის ამბავი ქაფეტერიაში: ორივენი დემეტრეს მიაჩერდნენ, მივხვდი რომ ერთმანეთის გაცნობა უნდოდათ -ეს გვანცაა ეს კი ნუცი, გოგოებო ეს დემეტრეა -სასიამოვნოა-ერთხმად თქვეს გოგოებმა -ჩემთვისაც, კარგია უკვე რო შეგირჩევია მეჯვარეები ქორწილისთვის-თქვა დემეტრემ სიცილით თან გაკვირვებულ გვანცას და ნუცის მიუბრუნდა -ღმერთო ეს მომაშორებინე-აწია ანიმ ხელები ცაში -ვერ მომიშორებ საცოლევ-თქვა ლოყაზე აკოცა და თავის სასტავს შეუერთდა. გაშეშებული დარჩა ამ კოცნით, ერთი გახედა ანიმ მომღიმარ ნუცის და გვანცას და ვითომც არაფერი თავი ისევ ფურცლებში ჩარგო. შიგნით კი გული ამოვარდნაზე ქონდა... ამ მოგონების გახსენებისას საამურად გაეღიმა. ძალიან უყვარს ანისთან გატარებული დღეები მასთან ერთად გატარებული თითოეული წამი. ჩაი დალია და პალატაში დაბრუნდა. უკვე კარის შეღებას აპირებდა როდესაც ნუცის სიტყვები გაიგონა -ვიცი როგორ გიყვარს დემეტრე. კარგი რა ანი ეს ჩემზე კარგად არავინ იცის. ეხლა თუ წახვალ-ცრემლები ერთის მიყოლებით ცვიოდა-ეხლა თუ წახვალ ჩვენ ვერ ვიციცხლებთ. იცი? მე და ბექა ერთად ვართ, შეიძლება ეხლა ამის დრო არ არის მაგრამ ასეა. მაპატიე რომ გაწყენინე...მე..ეს არ მინდოდა. შენ დემეტრე იმდენად გიყვარს რომ მის გარდა არავინ აღარ გინდა ამას ხო ხვდები? ოღონდ ეხლა გაიღვიძე და თუ გინდა სულ დემესთან ერთად იყავი, ოღონდ ეხლა გაიღვიძე ** ანის მშობლები უკვე მოსულები იყვნენ და დერეფანში იცდიდნენ. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდათ და ერთად იჯდნენ. უეცრად ანის აპარატი აწკიპინდა ყველა ექიმი მის პალატაში შევარდა -რა ხდება-თქვა დემემ და ფეხზე წამოვარდა -წნევა ეცემა, გული უჩერდება-ყვიროდა ექიმი -50ზე დააყენეთ-დაიყვირა როგორც ჩანს კარდიოლოგმა-მუხტი -არა ექიმო არ სტაბილურდება-ამბობს ექთანი -150ზე დააყენეთ -მუხტი-ისევ არაფერი ეშველა. ექიმმა ბოლოჯერ დამუხტა 200ზე და როცა უკევ ყველა იმედი გადაწურული იყო...ანის გული ამუშავდა და მდგომარეობა დასტაბილურდა. * ყველანი პალატაში იყვნენ შეკრებილნი, ანის ხელი დემეს ეკავა და მას დასცქეროდამ რამხელა სიყვარული ჩანდა მის თვალებში ნეტავ გენახათ. ექიმი შემოვიდა და ოჯახის წევრებს შეხედა -ანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეხლა მხოლოდ სასწაულის იმედზე უნდა იყოთ -ექიმო მას არაფერი უნდა დაემართოს-წამოვარდა ფეხზე ანის მამა-როგორ ვიცოცხლოთ მის გარეშე როგორ -მაპატიეთ ბატონო მაგრამ..-სიტყვა ახლად შემოსულმა ექთანმა შეაწყვეტინე რომელმაც მას ყურში რაღაც უჩურჩულა. დემეტრემ ანის შეხედა და ცრემლები თავლებით აევსო ეხლა მხოლოდ სასწაულის იმედზე იყვნენ და...ეს სასწაული მოხდა -ანი ორსულად არის-წარმოთქვა ექიმმა და მისი სიტყვები ექოდ გაისმა მთელ ოთახში. დემემ ექიმს შეხედა და რაღაცის თქმა დააპირა როდესაც ახლად გამოღვიძებულმა ანიმ თქვა -დემე აქ ხარ? ორი სიხარული ერთად, ორი სასწაული ერთად. ეს დაუჯერებელი იყო, დემეტრე სიხარულისგან ალბათ მეცხრე ცაზე იყო. იმდენად გაუხარდა ეს ამბავი რომ სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ყველა იქ მყოფმა გაიხარა ყველა ბედნიერი იყო, ანის გამო,დემეს გამო. -აქ ვარ ანი, აქ ვარ საყვარელო ჩაიჩურჩულა დემემ და ანის შუბლზე აკოცა. *** სადღაც 2 კვირაში ანი საავადმყოფოდანაც გამოწერეს. ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილები დემს სახლში -ისა რაღაცის თქმა მინდა-წამოიძახა ნიკამ და ფეხზე წამოდგა-მე და ნენე ერთად ვართ ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა შემდეგ კი ამ ამბავს ემოციები მოყვა -ჰააააააა მართლა????? რა მაგარიაააა-იკივლა ანიმ ბოლო ხმაზე -რა გაკივლებს გოგო რამე არ დაგემართოს-თქვა სიცილით ნენემ. -აუ რამაგარი ამაბავია ტოო-წამოიყვირა ვაჩემ -ზეუმაგრესი-თქვა ნუციმ -მოდი ახალ წყვილს გაუმარჯოს-თქვა ლაშამ და ჭიქა მაღლა აწია -აუ მე ვერ ვსვამ-ამოიკვნესა ანიმ -ფუ ვერც მე-წამოცდა გვანცას. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა -ეხლა არ თქვა რო-აღარ დააბოლოვა ნუციმ -ისა ხო..ანუ.. -რა ანუ გვანაცა-ვეღარ მოითმინა ვაჩემ -ორსულად ვარ-წამოიყვირა გვანცამ წამებში აიტაცა ვაჩემ ხელში გვანცა და დაატრიალა -ოხ ოხ ეს რა ამბებია, მე რავქნა ეხა ცოლის და შეყვარებულის გარეშე რო დავრჩი-თქვა მოწყენილმა გეგამ -ეგ არაფერი გეგა თურქულ სერიალებს უყურე და გიშველის-თქვა დემეტრემ და მთელ სასტავს სიცილი აუტყდა. ანი უყურებდა მის მეგობრებს დემეტრეს და...გულში ფიქრობდა თუ რა კარგი იყო აქაურობა -დემე მიყვარხართ -ვინ გიყვარვართ -ცუდი ბიჭების სასტავი პს. ესეც დასასრული. ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონათ მთლიანობაში ჩემი ნაწერი. მიყვარხართ მე თქვენ ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.