შიში პატივისცემა და სიყვარუილი {13}
13. დილით, სანამ თორნიკე კომპანიაში წავიდოდა, სამზარეულოში ყავას მიირთმევდა, როცა ნიცა შევიდა სახლში ჟურნალებით ხელში სადაც წყვილის ფოტოები იყო. -დილამშვიდობისა სიძე კაცო. -გამარჯობა. ეგ რა გაქვს? -თქვენი „სიყვარულის ამბავი“! ასეთი რომანტიკოსები თუ იყავით მე რატომ არ ვიცი?... მაგიდაზე დაუდო რამდენიმე ჟურნალი, რომელის პირველ გვერდს მისი და ანასტასიას ფოტოები ამშვენებდა, სხვ და სხვა მომენტი იყო გამოსახული და ყველაში საოცარი მუხტი იგრძნობოდა, მთელს სხეულს სასიამოვნოდ მოედო ნანახი ფოტოები, რომელებიც მაღაზიასთან მომხდარს აღწერდა, წარწერებიც იგივე შეგრძნებებს უჩენდა დადიან: „როგორ ერთობიან დადიანები“.. „დადიანის რჩეულის იუბილე მარტო აღნიშნეს“, „ საოცარი ქალი და თან ბავშური“ „სიყვარულით სავსე მზერა“ და სხვა .. -უკვე იცი. ლურჯი თვალები მიანათა, ნიცას. -ვიცი, მაგრამ უჟმურების მეფე-დედოფალისგან მიკვირს! ცხვირი დაუმანჭა. -ჯერ ფხიზელი ანასტასია ნახე და გაკვირვებაზე მერე ვისაუბროთ. -ააა, მთვრალი იყო? ჩემი კნუტი. უნდა ვნახო! დაიძრა წასასვლელად, მაგრამ სანამ გავიდოდა თორნიკეს მიუბრუნდა: -ჯერ ხომ არ მიდიხარ? -არა. -მქონდეს შენი იმედი? თუ მოკვლა დამიპირა.. -.... თავი დაუქნია ღიმილით.. ნიცა ოთახში ფეხაკრეფით შევიდა და ბალიშებში ჩაფლულს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა.. -მმმმ... -როგორ ხარ? -მეძინება. -კარგი, მერე მოვალ. ნიცა სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა სამზარეულოში, თორნიკემ წაბები აუწია ისე შეხედა: -ტყუილა „მეკითხები“, არ ამქვეყანაზე და მე უნდა მოვიყვანო, თორემ დიდი ხანი იქნება იმ ქვეყნად. -გაიღვიძა? -არა, ამოისმუვლა! -კარგი მე წავალ და სახლი არ გადაწვათ, ნიკაც აქ არის! -მერე სად არის, ჩემი ბიჭი ამდენ ხანს?. -მოვედი! რამე უნდა მაჭამო? -ანას წვნიანი უნდა გავუკეთო, გინდა? -რისი? -ქათმის ბულიონი და პელმენის, რომელიც მოეწინება. -რაღას მეკითხები? -რომელი გინდა? -ორივე. -თინა, მოდი მიხედე ამათ, მარტო არ დატოვო გაზთან! გასასვლელში მდგომმა თორნიკემ, თინას თავზე აკოცა და გავიდა. სამსახურში მისულმა კი თომა სახლში გაუშვა ტასოს რამე რომ დასჭირდეს შენ მიხედეო, ერეკლემ ყველაფერი არ იცის და მე მეყოლებაო. ისიც სახლში შევიდა თუ არა, სამზარეულოში მოფუსფუსე ნიცას მოკრა თვალი.. -ოხ თორნიკე, შენი.. ნიკამ როგორც კი დაინახა თომა, სამზარეულოდან გამოვიდა და შეიყვანა: -ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ეს თითის ტოლა გოგო შეჭამ! -მე რატომ უნდა შემჭამოთ, ეს საკმარისი არა? -მე არც ვაპირებ! წარბები აუთამაშა ნიკამ, გოგონას და ჩვარიც მოხვდა სახეში, რომლიც ნიას ეჭირა. შემდეგ ნიცამ აიძულა ორივე მისაღებში გასულიყვნენ და დაპირდა, რომ მორჩებოდა სუფრას გაშლიდა.. მისაღებში მყოფი თომა და ნიკა საუბრობდნენ თომა კი, სამზაროლოდან სასადილო ოთახსი მოფუსფუსე ნიცას, თვალს არ აშორებდა და გული სითოთი ევსებიდა. წამით ისიც კი ინატრა, რომ მისი სახლის დიასახლი ყოფილიყო და სტუმრად მოსულ ნიკოლზს უმასპინძლდებოდეს, ეს პატარა ქალბატონი. თავის ფიქრებზე გაეცინა გასვიანს. არ ემტებოდა საკუთარი თავისთვის ნიცა აბაშიძე, არც მისი ასასკი და არც მისი სილაღე. მისთვოს მხოლოდ ბედნიერბა სურდა და ეს ბედნიერება, რომ თვითონ იყო ვერაფრით იჯერებდა. გრძნიბდა, მაგრამ იმდენად პატარა იყო ნიცა, რომ გასვიანის აზრით, სიყვარულსა და გატასებას შორის განსხვაება უნდა ესწავლა ჯერ აბშიძეს!.. -თომა! -რა გინდა? -სად დაფრინავ? -არსად. -აბა რა გჭირს? -არაფერი, შენ და ანდრიამ როგორ გაიცანით? -ბარში ვიყავით, ეს თავის კალასელებთან იყო, როგორც ჩანს მხოლოდ გოგნები იყვნენ.. -ნიცამ თქვა:- ხომ ვთქვი ბიჭების გარეშე არ ღირს შემოპარვაო! მის კლასელს ვიღაც ტიპი აეკიდა ცუდად და ანდრიამ მიბეგვა, ნიცამ მადლობები უხადა, მერე უკან მობრუნდა ის და სანამ ანდრიას დაარტყამდა, ბოთლის ნახევარს, ნიცამ ისეთი „ხია“ მეც მეტკინა.. უცებ პოლიცის ხმა გავიგეთ და ყველა აირია. ამის გოგონები დაიბნენ და ნიცას ეკითხებოდნენ რა ვქნათ დაგვიჭერენო.. ამან ბრძანება გასცა -სამზარეულოში ჩქარა! ისინიც ყველნი ისე დატყდნენ, რომ მთელი წელი ვეძებდით.. ანდრია დიდიხანი იდგა და უყრებდა პოლიციამ გამოაფხიზლა, როგორც ახლა გავიგე, კლასელს მოუწყვეს გაცილება და იქ ვისი მანქანითაც იყვნენ კლასელის იყო და გაუყიდიათ, იცი ვიდეოში კარგად ჩანდა, როგორ მოხერხებულად მოტეხა თავისი სასტავი. გიჟია რა.. -ბიჭებო მოდით! ღიმილით შეხედა ბიჭებს და თომას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მაგრამ უცებ გაახსენდა ანდრია ახვლედიანი მისი მეგობრის შვილი. მოღუშული სახით წამოდგა და ნიკას შეხედა, როგორც კი ნიცა გავიდა ოთახიდან. -არ გითქვამს ანდეათვის? -არა. -მოგკლავს! -ვიცი, მაგრამ თუ ბედია თვითონ გაიგებს. -როდე მერე გაიჩითე მჩხიბავი ნიკა?.. -ეგ რა შუაშია? -აბა რა ბედი და რას ბოდავ?! -სიყვარული და ბედი პირდაპირ კავშირშია, რომ იცოდე! თავი გააქნია თომამ და სასადილო ოთახში შეიდა. ნიცამ ყელაფერი დაულაგა შემდეგ თინა დედიას სინი მოსთხოვა და ანასტასიას ოთახისკენ დაიძრა: -ბიჭებო წარმატებები მისურვეთ რა.. -რატომ სად მიდიხარ? თომას სურდა ისიც მათთან ერთად დამჯდარიყო. -უჟმურეთის დედოფალს უნდაავაკითხო და შევირიგო. სიმწრით გაიცინა. -ტასიკოსი ასე გეშინია გოგო? თუ რამეა დამიძახე. თვალი ჩაუკრა ნიკამ, ისიც აუყვა კიბეს ფრთხილი ნაბიჯებით და ოთახში შესულს თავზე ხელებ შემოლაგებული ანა დახვდა. სინი ტუმბოზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა: -ანა.. როგორ ხარ? -ცუდად. ჩამწყდარი ხმით ამოთქვა. -მაპატიე ან.. მზერა მხოლოდ მაშინ გაუსწორა ნიცას. -რა გაპატიო? -ყველაფერი. მე მხოლოდ შენი დაცვა მინდოდა. -ვაიმეეე. ნიცა გუშინ.. ვაი თავი! მე თორნიკე ძალიან გავაბრაზე?!.. ვაი დედა, თავი მტკივა.. -ვიცი ანა და მალე გიშველი! -ვაიმე ნიცა აბაშიძე შენ თუ ყოველთვის ასე ხარ და მაინც სვამ, მოსაკლავი ხარ! -ანა, ამას თუ შეჭამ გაგივლის. -რას? წამოჯდა და მუხლებზე დადებულ თეფშებს დახედა. -წვნიანია, შენ რომ გიყვარს! რომელიც გინდა. -აუ გული მერ.. ხელი აიფარა და რამდენიმე წუთში აბაზანიდან დაბრუნებულმა, ნიცას თხოვნით მიირთვა.. -ცოცხლები ხართ? რა სიჩუმეა? კარში მდგომი ნიკა იცინოდა. -კი დღეს არ მაქვს ჩხუბის თავი! -კარგი რა ტასიკო! იცი მე საჩუქარი მოგიყვანე. -რა საჩუქარი? -გუშინ უნდა მომეცა, მაგრამ ისე დატყდი ვერ გიპოვეთ. ყავის მაგიდასთან მუხლებზე მჯდომი ანა პატარა ლეკვის ხმაზე შეხტა და კარისკენ შეშინებულმა გაიხედა.. -არ მითხრა, რომ.... ააა მიშველეთ! ჩემთან მოდის.. ვაიმე ნიცა მიშველე გაიყვანე მიკბენს. წამოხტა შეშინებული ჯერ მაგიდაზე ახტა, შემდეგ მანძილის მიუხედავად საწოლზე აღმოჩნდა ორ ნაბიჯში და იქედან ყვიროდა. ნიცა კი ისეთი კმაყოფილი იყო, ზაღლის სილამაზითა და ბანტით, რომ ანა საერთოდ არ ახსოვდა. -ნახე რა სიცოცხლეა, როგორი საყვარელი ხარ. მეც მინდა ნიკოლზ ასეთი! -შენთვისაც არის! მეორე პატარა ლეკვიც შეცუნცულდა ოთახში და ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ეს პატარა საყვარელი ლეკვები: ერთი ანასტასიას თმის ფერის იყო და დავარცხნილი მოგრძო თმით თავს იწონებდა, მეორე ლეკვი კი ისეთივე ღია ფერის, როგორიც ნიცა და მასაც მოზრდილი დავარცხნილი თმა ჰქონდა ნიცამ კივილი დაიწყო. -ან ნახე რა, ერთი შენ გგავს მეორე მეე. რა მაგარია. ეს ჩემია ხომ? -შენია და ვატყობ, ტასიკოც შენი მოსავლელია. -ვაიმე რა მაგარია. ტასიკო ჰქია? ჩემსას? -გიჟ ქალა. სიცილით პასუხობდა ნიკა, აღფრთოვანებულ და შეშინებულ აბაშიძეეს. -მადლობა ნიკუშ. სახელს გაპატიებ. ჩამოეკიდა კისერზე და ორივე ლეკი ხელში აიყვანა. ანაც საწოლიდან ჩამოვიდა და შორიახლოს დადგა მისვლა უნდოდა მაგრამ შიშს ვერეფერს უხერხებდა.. -ტასიკო ნახე რა საყვარელია. -არა ნიკა მეშინია, მე ვერ შევძლებ. -სცადე მაინც. -ცოტა მერე რა, როცა მე თვითინ დავძლევ შიშს. -შენ რომ შიშს დაძლევ გათხოვდება ეს. პატარა ლეკვები ეყოლება და შენ აღარ დასჭირდები. ენა გამოუყო და გულზე მიიხუტა ორივე. ნიკაც კმაყოფილი უყურებდა ორივეს და იცინოდა. -ნიცა, ბახუსმა გაუარა ამას, შიშით ხომ? -როგორც ჩანს კი. აი რა ხელი მაქვს რააა. თავის ხელს აკოცა პატარა აბაშიძემ, კარში მდგომ თორნიკეს და თომას სიცილით გახედა. ანამ მათ დანახვაზე, სახეზე ხელები აიფარა და ზურგი აქცია სირცხვილით, ყველანი გავიდნენ, მხოლოდ თორნიკე და ანასტასია დარჩნენ. თორნიკეს ის აინტერესებდა თუ რატომ დაიმორცხვა. -რა მოხდა ტასო? უცებ მისკენ შებრუნდა და დარცხვენილმა ამოილაპარაკა. -მაპატიე. გუშინ ძალიან ბევრი ვიგიჟე ხომ? მამაკაცს გაეღიმა და ხელები სახიდან ჩამოაღებინა. უყვარდა ეს გოგო იმაზე მეტად ვიდრე მასშეეძლო არმიდგენა და ასეთუ ბავშვური კიდევ უფრო მეტად მოსწონდა.. -ტასო, რაც არ უნდა გააკეთო შენი საქციელის არ შეგრცხვეს. მითუმეტეს ჩემთან! -კარგი მაგრამ.. ალბათ ყველა ჩემზე საუბრობს დღეს. -ტასო ისაუბრონ!.. ტელეფონმა დარეკა ანას, ნატალია იყო მხირულად და ემოციებით სავსე საუბრობდა. ინტერნეტში თქვენი ფოტობეი ვნახე, რა კარგია, რომ აღნიშნეთ შენი იუბილეო, შემდეგ იოანეს ამბავი ახარა, მკურნალობას შედეგი ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდებოდა, ამიტომ რჩებოდნენ გერმანიაში.. თეკლა კი დილით, კმაყოფილი ადგა, რადგან ეგონა ანასტასიას და თორნიკეს პრობლემები სააშკარო გახდებოდა, მაგრამ ნანახი ფოტოებით ისე იყო გამწარდა, რომ არა ადეკვატური გახდა რამდენიმე რედაქციაში ჭორები გაავრცელებინა რომ დადიანების ოჯახში ანასტასია ბედნიერი არ არის და რეზიზე რამდენიმე მინიშნებაც გააკეთა.. ამას დიდი მითქმა მოთქმა მოჰყვა, რაც ნატალიას ჩამოსვლის მიზეზი გახდა,თან ისიც დაემატა რომ დაჩის მოშორება ღიად და დაუფარავად სურდა ნინო ჩიჩუას, დაჩი ბიზნესის იმ ნაწილს ჩაუდგა სათავეში, რომელიც მხოლოდ მამაისის იყო და კანონიერი, ბარებისა და ნარკოტიკების ბიზნესი ისე გადაულოცა, სერგის რომ ყველა გააოცა, ნინო ჩიჩუა კი გააბრაზა.. -ვიწყებთ ერთად საქმიანობას დაჩი? მხიარული იყო სერგი, შეხვედრისას. -არა! კატეგორიული იყო ნადირაძე. -გადიხარ საქმიდან? -არც ვყოფილვარ ამ საქმეში! -მამაშენი იყო! სერგისაც შეეტყო სიბრაზე. -ურო სწორად, მამაჩემის ბიზნესს, ამოფარებული ბიძაშენი-ლევან ჩიჩუა იყო! -ხომ იცი, ასე მარტივად ვერ გაძვრები ამ საქმიდან?! -მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს და გაძრომაც არ მომიწევს! -ამას მარტო მე არ ვწყვეტ და ეს უნდა იცოდე! -ვიცი და შენ მოაგვარე ყველაფერი, მე მაგათთან არაფერი მესაქმება, მაგრამ იცოდე, რომ არ შეეხებით არავის! თორემ იცი რაც მოხდება?! -რა მოხდება? -თქვენზე ინფოპრმაცია იქ მივა სადაც საჭიროა, ისედაც ბევრჯერ გადაიდო სასამართლო!.. ამ ყველაფერზე ისე იყო ქალბატონი ნინო გაბრაზებული, რომ პირად კონტროლზე აიყვანა დაჩი ნადირაძე, სერგიმ დაიყოლია ბებია, რომ თურქეთში მყოფი რეზი ბრეგვაძე სჭირდებოდა, მისი გაიძვერა ხასიათი მართლაც რომ საჭირო იყო, ნინოსთვისაც ამიტომ ამის უფლება მისცა და თან სერგის დაავალა მოსკოვში წასულიყო, რადგან ნოდარ ნადირაძე მოინახულა ციხეში და ერთადერთი ძმის შვილის ''ღალატი" უამბო. უფროსი ნადირაძე კი ძმებში ყველაზე უგულო და ცივსისხლიანი იყო, მაგრამ როცა დაჩის ეხებოდა საქმე, ის ყველაფერს კარგად გაიგებდა და დააკვირდებოდა, რადგან ციხეში იყო თავის ხალხს დაავალა ყველასთვის ეთვალთვალათ მათ შორის დადიანებისთვისაც. ამ თვალთვალით კი ნინო ჩიჩუა ისარგებლებდა და როგორც კი შეხვდებოდნენ ერთმანეთს ბრძანება გასცა ესროლათ, რადგან იცოდა, ნოდარ ნადირაძე ვერ გაწირავდა საკუთარ სისხლს და ხორცს, მიუხედავად იმისა, რომ მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, დაჩი მაინც უყვარდა და ამაყობდა, მისი ჯიუტი ხასიათიც კი ეამაყებოდა. ბავშვობიდან ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ბიძას და მამას, როცა ვინმეს ჩაგვრაზე ან რაიმე ბოროტებაზე იყო საუბარი. ამდენი წინააღმდეგობის ბრალი იყო, რომ ისეთ წერში მოხვდა, ვისაც ვერ იტანდა და ვის გამოც ოჯახს ეწინააღმდეგებოდა. ჯერ ნამუსზე აგდებით დაიწყო წამლის გასინჯვა. შემდეგ გაბრაზებულ გულზე და ისეთი ხშირი სახე მიიღო წამლის მიღება, რომ ერთ დილას მარის სახის ნახვაც მოუწია და საბოლოოდ შესძულა საკუთარი თავი.. ერთ დღეს მარის, საორსულო და ახალშობილის ტანსაცმელი უნდა შეეძინათ, ანა და ნიცა ახლდა ნივთების საყიდლად. ბავშვების მაღაზიაში რომ შევიდნენ ნიკა და ნიცა ისე იქცეოდნენ მარი კი არა, ორსულად ნიცა გეგონებოდათ და ნიკა კიდე პრეტენზიული ცოლის ამტან მეუღლეს ჰგავდა.. მარის დაბნეულობა ანას არ გამოჰპარვია. აბა ორ გადარეულს სპექტაკლი ჰქონდა დასადგამი ქუჩაში. ანა მარის შორი ახლოს დაუდგა ისე, რომ ეფიქრა მე არ მიყურებსო და საბას სმს მისწერა. -საბა ჩვენთან ახლოს იყავი რა. საბაც სწრაფად მიუახლოვდა და თვალიერებით ჰკითხა ანას: -რა მოხდა? -არაფერი, რატომღაც მარი დაბნეული მეჩვენება. საორსულო მაღაზიაში შესულებს რამდენიმე ზედა და შარვალი ეჭირათ ხელში და მარი აიძულეს, რომ შესულიყო გასახდელში. ნიცა და ნიკა ისევ არჩევდნენ ტანსაცმელს: -ჩემს ცოლს ლამაზად უნდა ეცვას. ყვიროდა ნიკოლოზ დადიანი, ანა და საბა იდგნენ შორიახლოს, როცა გასახდელიდან ხმა მოესმათ. -გადი თორემ ვიყვირებ! -მარი, გთხოვ დამშვიდდი და აგიხსნი, მხოლოდ საუბრის უფლება მომეცი... -არა! -ეს... -ეს, რა არის მარი? შენ ორსულად ხარ? -არა. მამაკაცის ხმა იმდენად მკაცრი და გაოგნებული იყო, რომ ანა და საბა ორივე გასახდელში აღმოჩნდნენ. მარის ნერვიულობსაგან აფარებული ზედადაუვარდა და დაჩიმ მუცელი შეამჩნია, რომელიც მხოლოდ შიშველზე თუ ეტყობოდა. ისიც იმიტომ დაინახა, რომ მის სხეულს ხარბად ათვალიერბდა, მარის ვერ ივიწყებდა, იმ დღის შე მდეგ მარის ნახვის სურვილით ცდილობდა მკურნალობის კურსი ბოლომდე გაევლო და შეძლო კიდეც.. -დაჩი აქ რა გინდა? ფერ დაკარგული დაჩი, გაქვავებული იდგა და ხან მარის უყურებდა ხან მუცელს, მარიც ანერვიულებული ცდილობდა ზედა გადაეცვა. -საბა, შენ მაინც იცი რა მინდა და ახლა მითუმეტეს! მარისთვის თვალი არ მოუშორევბია ისე თქვა.. -აქ რა ხდება, რამეს არიგებენ? ნიცა ცდილობდა გასახდელში მოხვედრას, ბიჭები მალევე გამოვიდნენ და გარეთ გამოსულები ნიკამაც დაინახა, მთელი სისწრაფით მივიდა დაჩისთან და დაარტყა, რატის არაფერი უთქვამს, იმდენად იყო გაოგნებული, რომ ჯერ კიდევ მარიზე ფიქრობდა. -ნიკა, გაჩერდი სხვაგან გავარკიოთ. საბა ცდილობდა დადიანის შეჩერებას, მარიც გარეთ გამოვიდა და ცრემლებით ცდილობდა მის შეჩერებას, ნიკასთან ვერაფერს გახდა და დაჩის მიუბრუნდა: -დაჩი წადი, გთხოვ.. -მხოლოდ შენს გამო მივდივარ! სახეზე ხელი ჩამოუცვა და ზურგი აქცია ყველას. -გაა*ი და არ დამენახო იცოდე! ყვიროდა დადიანი და როგორც კი თვალს მოეფარა ნადირაძე, მარის მიუბრუნდა. -რა გატირებს გოგო, შენი ნერვიულობა არ შეიძლება, ხომ გითხარი არა? -რატომ მანერვიულებ მერე? -ვახ ჩე*ი შეგეცოდა კიდეც ტო?... -არა. -აბა შეხვედრა ჩაგიშალეთ? -ნიკა! ანასტასიამ უჩქმიტა დადიანს და მარის ცრემლები უფრო მეტად მოაწვა, იმედგაცრუებულმა თავი გააქნია, გასასვლელისკენ წავიდა: -მარი მოიცა, გეხუმრე. მარი. ფუი ამის... გარეთ გასული დაჩის დანახვაზე დაცვის ბიჭი შეშინებული მივიდა: -რა მოხდა ბატონო დაჩი, სახეზე რა გჭირს? -არაფერი ნუკრი. მანქანასთან გაჩერდა, თმაში ხელი შეიცურა, სახეზე ჩამოისვა და ღიმილით ჩაილაპარაკა: -მარი. -რა მითხარით? -მარი ბავშვს გამიჩენს ნუკრი! სახეზე ჩამოისვა ხელის გული ისევ, ბედნიერებით ევსებოდა სხეული და უნდა დამჯდარიყო, გარეთ გამოსული მტირალი მარი რომ დაინახა, მასთან მივიდა: -მარი? მარტო რატომ არის? -არ მომეკარო! არ გაბედო და ხელი არ მახლო! -რა მოხდა, მე შენი დახმარება მინდა და მომეცი ამის უფლება.. -რა უფლება არანაირი უფლება არ გაქვს!.. -ერთი შანსი რომ აგისხნა ყველაფერი, მარი მიყვარხარ! უცებ ანასტასია გამოვიდა და ცდილობდა მის დამშვიდებას: -მარი, რატომ გამოხვედი. უბრალოდ გეხუმრა და რატომ ბრაზობ, ხომ იცნობ ნიკას?... ყველანი გარეთ გამოვიდნენ და ნიკამ ისევ ყვირილი დააპირა ნიცამ ხელი ააფარა პირზე: -დაჩი წადი რა სანამ ვახერხებ ამის გაჩუმებას.. -კარგი. შებრუნდა დაჩი და მანქანისკენ მიდიოდა, როცა ორი შავი მანქანა სავაჭრო ცერტრის ეზოში შევიდა და სროლა დაიწყეს, ნიკა ნიცას გადაეფარა, საბამ ანასტასიას მიყვანა შეძლო დაჩის მანქანამდე, დაჩის და მარის დანახვა მხოლოდ ნიკამ მოახერხა, როგორ გადაეფარა და მძიმედ დაეცნენ ორივე.. მალევე იყო საპასუხო სროლა საბას, ერეკლეს და ნუკრის მხრიდან, მანქანებმაც სწრაფადვე დატოვეს ადგილი.. ყველანი კარგად იყვნენ მხოლოდ მარი და დაჩი იწვა მიწაზე გაუნძრევლად, ნიკამ რომ ღრიალი მორთო და მხეცივით მივარდა ორივეს, შეშინებულმა გადმოაბრუნა დაჩი, რომელსაც სისხლით ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი, მარის გონზე მოსვლა მალევე შეძლო, მაგრამ ნუკრი უშედეგოდ ცდილობდა დაჩის გონზე მოყვანას. მარი მხარში იყო დაჭრილი და მუხლებით მიხოხდა ბიჭტან რომწლმაც სიცოცხელე აჩუქა იმ წუთას, მას და მის პატარას. -დაჩი... ღმერთო სისხლისგან იცლება. -მარი არ შეხედო. - მან მე მეორედ გადამარჩინა .. ნიკა გადაარჩინე გთხოვ. -მიეცი უფლება ექიმებმა მიხედონ. -დაჩი გონს მოდი გთხოვ. -თქვენც უნდა წამობრძანდეთ ქალბატონო. -ჩვენ გამოგყვებით ეს წაიყვანეთ. -არა, მასთან მინდა! -კარგად იქნება ნუ გეშინია საშიში ჭრილობები არ არის. -მარი, მიეცი უფლება წაიყვანონ. ჩაიხუტა გოგინა ნიკოლოზ დადიანმა. ყველანი საავადმყოფოში იყვნენ და ოპერაციის დასრულებას ელოდნენ. ექიმმა საბოოლო პასუხითაც გაახარა ყველანი, მაგრამ რეანიმაციაში დატოვეს ისევ. მხოლოდ ერთი მნახველის ნახვის უფლევა ჰქონდა და ისიც მარი იყო, მაგრამ ეძინა დამამშვიდებლების დახმარებით. ამიტომ ნუკა შევიდა: -მარი როგორ არის? როგორც კი ნიკა დაინახა პირველი კითხვაც დასვა ნადირაძე. -კარგად არის ნადირაძე, ნუ ნერვიულობ შენს თავს მიხედე. -ბავშვი კარგად არის? არ შეიმჩნია ნიკას რჩევა. -ისიც კარგად არის. შენ ის მითხარი ამის უკან ვინ დგას? -ნინო ჩიჩია და სერგი. ვუთხარი მათუ ბინძური საქმის გარეშე მივხედაბ ბიზნეს მეთქი და რადგან არ მეშვებიან მვხედავ ოგორც იმსახურებენ. -გამოდის ორი კურდღლის დაჭერა უნდა ნინოს? -რას გულისხმობ? -ნადირაძის მოშორება მემკვიდრესთან ერთად და თორნიკესთვის ოჯახისწევრების? წარბები შეკრა ჯერ კიდევ სუსტად მოსაუბრე დაჩიმ და დაეთანხმა. დადიანი გასვლისას დაემშვიდობა და კართან მდგომმა უკან მიიხედა: -დაჩი. -ბატონო. -ჯანმრთელი ბიჭია პატარა ნადირაძე. -მადლობა ნიკა.. გონს მოსული მარი საწოლიდა წამოდგა და დივანზე ჩაძინებულ ნიკას ტხელი პლედი დააფარა, რადგან გაღვიძებას არ აპირებდა დადიანი, რეანიმაციაში შეუმჩნევლად შევიდა. ძილში მყოფ დაჩის დააკვირდა და გაეღიმა, მისი სახის ნაკვთები ეგონა არ ახსოვდა, თურმე ცდებიდა ზუსტად ისეთი იყო როგორიც ეჩვენებოდა ან ესიზმრებოდა ხოლმე, ფერმკრთალი იყო ნადირაძე, მაგრამ მამაკაცური სახე მაინც მიმზიდველი იყო. მუქი სწორი წარბები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, სახეს სიმკაცრეს მატებდა, მაგრამ ნაცრისფერი თვალები ჰქონდა რომელიც მეტყველი იყო და მისი გაოცებული მზერე მუდამ ახსენდებიდა, მარის როცა მარტო რჩებოდა, ამი აღიარების ეშინოდა. მოძალადე ნარკომანია და რატომ ფიქრობო ხშირად საყვედურობდა თავს. ახლა კი ყველაფერი აშკარა იყო მისი დაკარგვა როცა ასე ქლახლოს ჰყავდა არ სურდა.. -ყველაფრის მიუხედავად შენზე ვფიქრობ. ნუთუ ასეთია სიყვარული?.. სასიამოვნო, მაგრამ რთული და შორი. გაეღიმა ისევ და ოთახი დატოვა, ფიქრებში გართული დაწვა საწოლზე და ნიკას გახედა რომელმაც უკვე იცოდა სადაც იყო ქალბატონი და რაზე ისაუბრა. კითხვები არ დაუსვამს რადგან გაოგნებული იყო იმით, რაც მარიმ თქვა. როგორ გამომეპარა და ვერ შევამჩნიეო? ამ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს.. საავადმყოფოდან მალევე გაწერეს მარი, მაგრამ გული იქ დატოვა სურდა დაჩისთვის მიეხედა ნიკას გაბრაზების ეშინოდა და თავს იკავებდა.. უმცროსი დადიანი კი ხვდებიდა და სპეციალურად მის გასაგონად აძაგებდა დაჩის. უნდოდა მარი გამოტყდომადა, მაგრამ არა ვერ ბედავდა, მისგან იმდენად იყო დავალებული, რომ ვერ ეტყოდა ვერაფერს. ქორწილისთვის მზადებას არ წყვეტდა დადიანი, მარი კი მეტად დაბმეული და განერვიულებული იყო. მაინც დაჩიზე ეგიქრებოდა. ერთადერთი იმედი მისი ძმა იყო რომელმაც ყველაფერი იცოდა და იმედი ჰქონდა რომ ცოტა ადრე ჩამოვიდოდა.. დაჩი კი მალე გამოკეთდა, მაგრამ საავადმყოფოდან უწევდა საქმეების მოგვარება, უკვე დაცვაც აიყვანა და უფრო მეტად ფრთხილობდა ვიდრე აქამდე, რადგან მარისთვის უნდა ებრძოლა.. ყველაფერი რაც ჰქონდა ინფორმაცია მტკიცებულებებით თორნიკეს მისცა და ნინოს გამოჭერასაც ცდილობდა დადიანი, რადგან ის ყველაზე დაუნდობელი იყო ამიტომ მხოლოდ შემსრულებლები არ ჭირდებოდა, სწორედ ამ დროს გამოეპარათ მთავარი, რეზი ბრეგვაძის გაქცევა და საქართველოში დაბრუნება.. რესტორნიდან იყვნენ ყველანი დაბრუნებულები, გამოცდების და თავდასხმისგან გადარჩენას აღნიშნავდნენ. თორნიკეს და ანასტასიას ცეკვაზე საუბრობდა ყველა, ჟურნალები სავსე იქნებაო ამბობდნენ. ასევე ბექას და ნიცას სიმღერაზე ემოციებს ვერაფერ უხერხებდნენ ბიჭები და გადაკვრით თომად თვალებს აგინებდნენ.. თითქმის ყველანი დაიშალნენ, მხოლოდ ბიჭები ისხდნენ მისაღებში და ყავას მიირთმევდნენ ანასტასია ოთახიდან გასვლას აპირებდა, თორნიკემ ყავის ფინჯანის დადების დროს რომ შეხედა. -არ გახვიდე. დაჯექი და მარიც მოვა. -კარგი დავუძახებ. -შენ დაჯექი ტასიკო, მე დავუძახებ. ნიკამ ოტახი დატოვა და ანას ტელეფონიც ამღერდა, უცხო ნომერი კი იყო, მაგრამ რადგან მისი მშობლები და და-ძმა გზაში იყვნენ მაშუნვე უპასუხა: -გისმენ. -ანნ.. როგორ ხარ?.... რეზის ხმაზე გული აუჩქარდა ცივმა ოფლმა დაასხა და მძიმედ გადაყლაპა შიშის, გაკვირვების და სიბრაზის ბურთი.. -რომელი ხხხარ? ძლივს მოახერხა კითხვის დასმა იმდენად წარმოუდგენელი იყო რეზი ბრეგვაძის ხმის გაგონება.. -რეზი ვარ ანა. შენი ნახვა მინდა და გთხოვ უარი არ მითხრა. ნებისმიერ დროს სადაც მეტყვი.. საუბრისას თორნიკესკენ მიბრუნდა, ისიც ადგა და ანას მიუახლოვდა, რადგან ვერ გაიგო, რატომ დაკარგა ფერი ტასომ. -რა მოხდა? -ცოცხალია. რეზი ცოცხალია?.. იცოდი? თორნიკემ წარბები შეკრა მერამდენედ გააფრთხილა და ისევ ანასთან დარეკვას ცდილობს.. -ცოცხალია ხომ. სიმწრის სიცილით იკითხა ანამ. -კი და ვნანობ უკვე!!! ანამ სიხარულით თუ მოულოდნელობით დაკარგა გონება..ცოტა რომ მოკეთდა და ოთახსი თინა იყო, მარისთან ერტად უვლიდა. მისაღებში დაგდებულ ტელეფონს დაწვდა და გადარეკა. -გისმენ ანა. -სად ხარ უნდა გნახო! -დასმულ კითხვასა არ ელოდა რეზი, მაგრამ ახლა ძალაუფლება მისი იყო და ამიტომ უნდოდა ანასტასია ეგონა რომ მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი. -სადაც გინდა მოვალ. -კარგი. ტელეფონი გათიშა, მისამართი მისწერა და გასვლისას დაიბარა არცერთი არ გამომყვეთო ყველანი განერვიულდა მაგრამ იცოდნენ რომ თორნიკე გაბრაზებული უყო და ახლა არ უნდა გაკარებოდა არავინ.. აბაშიძეები მიიყვანა თომამ და სახლში მისულს ეს ბავი რომ დახვდა გაჰყვა თორნიკეს მალევე იპოვა სიხშირით რომელიც მხოლოდ თომას და ერეკლეს ჰქონდათ. დადიანების რომელიმე წევრის დაკარგვის შემთხვევაში.. თორნიკე და თომა ისეთი სისწრაფით შეხვდნენ ერთმანეთს, რომ თითქოს წამზომი ჩართესო. ასეთივე სისწრაფით დაარტყა დადიანმა და ისე ცემა, რომ შეიძლება მოკვდომოდა კიდეც თომას რომ არ მიესწრო. უსულოდ დაგდებულ სხეულს დეხი კრა და ისე წავიდა მანქანისკენ, რომ ჯდებოდა მაშინ იგრძნო ტკივილი მარცხენა მუხლის არეში და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო.. -საავადმყოფოში არ წამიყვანო, ლაშას დაურეკე... -რა გწირს? ფუ შენი.... ხო თორნიკე რა 20 წლის ბიჭივოთ მოუნდა ჩხუბები და გარჩევები. ბრაზობდა და თან თავის სახლში შეიყვანა მანქანა. საწოლზწ დააწვინა და ლაშას დაურეკა რომელსაც გამორყული ჰქონდა. ხმოვანი ტექსრით.: -მედიკოსების შეკრებაზე ვარ შვეიცარიაში... -დედაც... სახლში მივიდა, ბიჭებს ყველაფერი უთხრა და ერეკლე, როგორც გამოცდილი, ნაკერი არა მაგრამ კარგად დაუმუშავა.. მეორე დღეს ანასტასიამ მოიკითხა თორნიკე და მივლინებაში წავიდაო, თინამ არაფერი იცოდა დაჩაზე ისე წავიდა, გოგონები დაიბარა და რამდეჯიმე დღე იქ უნდა დარჩენილიყო. მარის და ანასტასიას ბიჭების ფაცი-ფუცი საეჭვოდ მოეჩვენათ, მაგრამ არცერთი არ ამბობდა არაფერს, ეს ყველაფერი მეორე დღესაც გაგრძელდა. ანას უკვირდა თორნიკე რატომ არ მირეკავს, რეზის გამო გამიბრაზდაო ფიქრობდა, მაგრამ რეზი ისე სძულდა, რომ შეხვედროდა შეიძლება მოეკლა კიდეც.. ამის თქმის სურვილკ კლავდა გოგონას, მაგრამ დადიანი არად ჩანდა.. ეჭვიანობდა კიდეც და ის თეკლა ახსენდებოდა სულ, სუბრაზეს ვერაფერს უხერცებდა ამიტომ სურდა გაეგო სიმართლე.. საღამოს მოსული ბიჭები ისევ წასვლას აპირებდნენ, როგორც წინაზე ახლაც ბარში მივდივართო, ერთმანეთს ენაცვლებოფნენ თითქოს, მაგრამ რაშუი ეს ვერ გაიგო და ანას ეჭვი ეპარებოდა, ამიტომ მარის დავალება მისცა, წასვლამდე ბიჭები უნდა გაეჩერებინა. აბაშიძე ბიჭებს დაემშვიდობა, საძინებელში შესვლისთანავე, კარი ჩაკეტა და მომზადებული ზეწარი აივანზე დაამაგრა, ოთახის ჩუსტებითა და ჟაკეტითვე ჩავიდა რადგან უნდა მოესწრო ბიჭებისთვის. სწრაფი ნაბიჯით მივიდა თომას მანქანასთან დახრილი. დაკეტილი დახვდა და სიმწრით ერეკლეს მანაქასტან მივიდა ის გაირო და უკან სავარძელზე მოტავსდა. მაგრამ იცოდა შეამჩნევდნენ ბიჭები და სავარძლის შუა ნაწილში საზურგე ფადმოწია, რომელიც საბარგულში გადასვლის საშუალებას აძლევდა. გადძვრა და ტელეფონის საშუალებით გაანათა კიდეც, ბნელი ,,ოთახი,, ბიჭებიც მალევე განაწილდნენ მანქანებში და საუბარსაც მოკრა ყური აბაშიძემ: -ლაშა ისევ არ ოასუხობს? -არა. -ასე თუ გაგრძელდა თომა მივიყვანოთ უნდა საავადმყოფოში... ანას ჰაერი აღარ ეყო იმის გაგებამ შეაშინა რომ ვიღაც ცუდად არის და ეს თირნუკე არ უნდა იყოს ასე სურდა აბაშიძეს. მალევე მივიდნენ სახლში სადაც არაფერი ანათრედა გარდა ერთი ოთახისა, ანა დაელოდა ყველას როდის გადავიდოფნენ თან ნატრობდა ერეკლეს ისევ არ ჩაეკეტა მანქანა. ამაშიც გაუმართლა და კარზე ზარი დარეკა.. პ.ს. მეგონა ავტვირთე და ისე გაითიშა ინტერნეტი რომ ვერაფერი გავიგე ახლა ვნახე და ვდებ თავიდან მაგრამ ახლობლის ტელეფონით და მაპატიეთ ვერ ვამოწმებ თან დავიგვიანე. ველი შეფასებებს და სავარაუდოდ შემდეგი თავი დასასრული იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.