შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდი (თავი მეთერთმეტე)


5-07-2018, 10:27
ავტორი ბიბი
ნანახია 1 134

-მოდით, დასხედით, ყავას მიირთმევთ თუ ჩაის?-მხიარული იყო, ძალიან მხიარული და შთამბეჭდავი რიმილი ქონდა, თითქოს საერთოდ არ ღელავდა, მაგრამ ეს როგორ შეიძლებოდა ის ხომ პირველად შეხვდა საკუთარ ძმას. მე კი ძალიან ვრელავდი თითქოს ყინულად ვიქეცი, გავიყინე და ვერც ვმოძრაობდი, ვერც ვსაუბრობდი, ვერც ვიგრძენი ისე მივიდა სხეული სავარძელთან და მასზე მოთავსდა, გვერდით მზეო მომიჯდა, ისიც ალბათ არანაკლებ ნერვიულობდა. -ბოდიში, თქვენი სახელი არ ვიცი-მზეოს მიმართა.
-მზეო-ძლივს ამოილუღლუღა მზეომ და ნაძალადევად გაუღიმა.
-ბოდისი ცოტა ვღელავ, თუმცა რას ვამბობ ალბათ შენც-ხელი ხელზე დამადო.-ეს ვაჟბატონი ჩემი შვილია, ანდრე. ქალიშვილი მამასთან ერთად გავიდა. ის 5 წლისაა. ალბათ მალე მოვლენ.
-მადლობა, ყავა თუ შეიძლება-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ამიტომ მის შეთავაზებას ვუპასუხე, ალბათ ცოტა გვიან.
-ჰო რათქმაუნდა.მზია, თუ შეიძლება ყავა მოგვიტანე.-ძალიან ზრდილობიანი ჩანდა, მოსამსახურე ქალთანაც კი.
-არც კი ვიცი რა გითხრა.
-არც მე მაგრამ ალბათ რაიმეს მოვახერხებთ.-კვლავ თავისი ბრწყინვალე ღიმილით სემომხედა.
-ცოტა რთულია უყურო ადამიანს რომელსაც თითქოს მთელიცხოვრებაა იცნობ და სათქმელი არაფერი გქონდეს.
-მე ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე სენი ძებნა. ასე რომ გეგმაც მქონდა. როგორ უნდა დაგვეწყო ურთიერთობა.-მზიამ ყავა მოიტანა და ანდრე გაიყვანა.-მინდა მოკლედ მოგიყვე ჩემს ცხოვრებაზე და ვიმედოვნებ შენც ასევე მოიქცევი.-რა უნდა მომეყოლა ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა მაგრამ სხვა არაფერი მაფიქრდებოდა ამიტომ დავთანხმდი-ეს სახლში ჩემი მეუღლისაა. მაგრამ ალბათ ჯობს თავიდან დავიწყო. ერთერთმა მდიდარმა ოჯახმა მიშვილა და თავიდანვე ვიცოდი რომ მათი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, თუმცა საკუთარი შვილებისგან არც მანსხვავებდნენ. ხანდახან ვფიქრობდი რომ ასეც ჯობდა და ცხოვრება რომელიც მათ მაჩუქეს უკეთესი იყო ვიდრე პერსპექტივაში მქონდა სამი წლისას. ჩემი ამღზრდელები ძალიან კარგი ხალხია, მათ ისე ვუყვარვარ როგორც სხვა შვილები ხანდახან ვფიქრობდი რომ უფრო მეტადაც კი. ჩემი ქმარი სკოლაში გავიცანი, ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და მეორე კურსზე დავქორწინდით, მალევე დაიბადა ემილი. მოკლეს მგონი სულ ესაა, არც ისე მრავალფეროვანი იყო მგონი.-ნერვიულად გაიღიმა და გაჩუმდა, ახლა მე მელოდა.
-ჩემი ოჯახიც ძალიან კარგი იყო, თითქმის ისეთივე როგორიც შენი. სამწუხაროა რომ შორი-შორს გავიზარდეთ. მე და მზეო არც ისე დიდიხანია ერთად ვართ და ვიმედოვნებ დიდხანს გასტანს ჩვენი ურთიერთობა. სასიამოვნოა რომ კარგ ოჯახში მოხვდი.
-დანაშაული იყო რაც მათ გააკეთეს.
-ვინ?
-ვინც ცალ-ცალკე გაგვიშვა. ასე არ შეიძლება, ახლა ჩემსწინ ზიხარ ჩემი ტყუპისცალი და თითქოს ერთმანეთისთვის არც არაფერი გვაქ სათქმელი. ეს დანაშაულია.
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ ერთმანეთზე, იმაზე თუ როგორ მოგვექცა ბედი, ნელ-ნელა უფრო გავიხსენით ერთმანეთთან, ბავშვობის ისტორიებსა და ცხოვრებას ვიხსენებდით. ძალიან მაწუხებდა ფაქტი რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა თუ იმას არ ჩავთვლით რომ ტყუპები ვიყავით.

*მზეო*
როცა სებამ მითხრა რომ მისი დის მოძებნა გადაწყვიტა და ამას სერიოზულად მოეკიდა, პირველი რაც ვიგრძენი შისი იყო, შიში წარსულთან შეხვედრის, შიში ოცნებისა და ილუზიის დამსხვრევის, შისი პირველი სიყვარულის გაქრობის. მაგრამ ამას ვერ დავუშლიდი, მას უფრო მეტი უფლება ქონდა ამ საკითხში და მეტიც გვერდით უნდა დავდგომოდი, როგორც მისი საყრდენი.
მოთმენლად ველოდი დღეს როცა ანალიზის პასუხები მოვიდოდა. იმედი მქონდა, ბოლო წამამდე იმედი მქონდა რომ ვერ იპოვნიდა, რომ უბრალოდ ანასტასია სხვაგან და ჩვენ სხვაგან მშვიდად განვაგრძობდით ცხოვრებას თუმცა ეს იმედიც მალევე გამიცრუვდა. სებასტიან ისე გაუხარდა, არ მქონდა უფლება თუნდაც იმედი გამცრუებოდა. ახლა მარტო აღარ ვიყავი ის მყავდა ადამიანი რომელიც მწირდებოდა და რომელსაც ვჭირდებოდი და არ უნდა ვყოფილიყავი ეგოისტი. უნდა გამხარებოდა თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მას უხაროდა.
მეგონა არ მოისურვებდა მის ნახვას, ეს იმედიც გამიჩნდა მაგრამ ესეც მალე გამიცრუვდა, ვხედავდი როგორ უჭირდა მასთან დაკავშირება, როგორ ითრევდა ფეხს, ამიტომ შევთავაზე საკუთარ თავზე ამეღო ეს. რომ დავთანხმებოდი?! რომ დავთანხმებოდი მისთვის რა უნდა მეთქვა?! მაგრამ საბედნიეროდ უარი მითხრა. როცა ყურმილი დაკიდა. წამიერად ორი ალტერნატივა შევქმენი ჩემს გონებაში. ერთი მდიდარი ანასტასია იყო და მეორე ღარიბი. ორივე საშინელება იქნებოდა, და ორივეს შევიძულებდი, ჩემი სიყვარული წამში გაქრებოდა და ფერფლად იქცეოდა ყველა მოგონება. ყველა სასიამოვნო შეგრძნება რაც ბავსვობიდან დამრჩა. თანაც ჯერ კიდევ “მამაჩემის” გამოჩენით აფორიაქება არ ჩამცხრალა.
დავინახე და მივხვდი მასში არაფერი შეცვლილა ისევ ისეთი მხიარული, ხალისიანი, სათნო გამოხედვა ქონდა, თმის ფერიც კი იგივე დარჩენოდა, ყვითელი. თითონ ალბათ ვერ მიცნობდა, და ვორჭოფობდი მეთქვა თუ არა რომ მე მას ვიცნობდი და ჩემი შორეული მტანჯველი წარსულის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ვუსმენდი მასსა და სებას როგორ საუბრობდნენ, ორივე ზალიან დაზაბული ცანდა, მე კი ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი როგორც ბავშთა სახში. მაშინაც ვერ გავბედე მისთვის სიტყვის თქმა. ხმა რომ ამომეღო რა მეთქვა რომ მე მასზე მალულად შეყვარებული ვიყავი იქ სადაც სიყვარული საერთოდ არ იცოდნენ რა იყო?! არა ამისთვის ძალიან სუსტი ვიყავი.
-სხვათაშორის მზეოც ბავშთა სახლში გაიზარდა-ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს ბიჭი ყოველთვის იმას ამბობდა რასაც გავურბოდი. ნაძალადევად გავურიმე.
-მართლა?
-ჰო და ჩვენგან განსხვავებით იქ გაიზარდა.
-რა სამწუხაროა, მაგრამ არაუსავს, ახლა მემგონი თავს ერთად კარგად გრძნობთ.
-მე იქ ვცხოვრობდი სადაც შენ-დაუფიქრებლად ვთქვი და მინდოდა იმწუთასვე გამოვქცეულიყავი იქიდან
-სამწუხაროდ არ მახსოვხარ, მე ზალიან პატარა ვიყავი.
-ვიცი, მახსოვს როცა წაგიყვანეს-თითქოს მომეშვა რომ არ ვახსოვდი, კარგი არაფერი ემახსოვრებოდა ჩემზე, მხოლოდ ის რომ გარიყული ბავშვი ვიყავი.-მახსოვს როგორ შეგაწრეს თმები.-თითქოს ყველაფერის თქმა შემეძლო და ამისთვის არავინ გამკიცხავდა.-მე შენი თმები შევინახე. შენ ბავშვობაშიც ასეთივე ლამაზი იყავი როგორც ახლა.
-ძალიან დიდი მადლობა. არ მეგონა თუ ვინმეს ვემახსოვრებოდი.
-შენ ვერც ვერავინ დაგივიწყებდა განსაკუთრებული სილარითა და მხიარულებით იყავი გამორჩეული.-აღარაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა. მე კი ახლა დავიწყე, ახლა დავიწყე ლაპარაკი იმაზე თუ ის რამდენს ნიშნავდა შემთვის. სებასტიანმა გამომხედა, მეტი აღარ გინდაო და მეც სხვა გზა არ მქონდა, ეს სებას ცხოვრება იყო მისი ახდენილი ნატვრა, არ მქონდა უფლება ხელები მეფათურებინა.
საღამოს ვივახშმეთ ანასტასიას ქმარი და შვილიც შემოგვიერთდა. ემილი დედას ასლი იყო, მასსავით ყვითელი თმები და ლურჯი თვალები ქონდა. მაშინვე პატარა ანასტასია დამიდგა თვალწინ. ჩემი თავი მაოცებდა როგორ შემეძლო მის წინ აუღელვებლად ვმჯდარიყავი, მევახშმა მათთან ერთად მეცინა და არაფერი მეთქვა იმაზე რომ მთელიცხოვრება მასშე ფიქრში გავლიე სანამ მის ძმას არ შევხვდი. მაოცებდა ჩემი თავდაჭერილობა.
ვახშამი დიდხანს არ გაგრძელებულა მე და სებას მგზავრობითა და ემოციებით დაღლილს მალევე დაგვეძინა, დილას ისევ სახლში ვბრუნდებოდით თითქოს ეს ერთი დღე სიზმარში გავატარეთ. დღეიდან ანასტასია ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ოჯახისწევრი და ახლობელი გახდებოდა, კიდევ ერთი ახლობელი რომელზეც ვიფიქრებდი რომ გული არ უნდა მეტკინა.
ვცდილობდი სებას არ დავლაპარაკებოდი ანასტასიაზე. თუ რათქმაუნდა თავად არ წამოიწყებდა ამაზე საუბარს. ჩვენი ურთიერთობა კი ამ ამბავმა უფრო გაარრმავა, უფრო მყარი გახადა. ეს მახარებდა როგორც იქნა ცხოვრებასი საზრუნავი და ძვირფასი ადამიანი გამიჩნდა. ბევრი იფიქრებს რომ საზრუნავი თავისტკივილია, და ასეც არის, მაგრამ როდესაც შენზე არავის არასდროს უზრუნია გინდა შენ იყო ის ვინც ბევრ სიყვარულსა და სითბოს გასცემს.
სება ლამის უკვე ჩემთან ცხოვრობდა ეს ბუნებრივად მოხდა, თავისთავად, ჯერ ორ დრეს დარჩა ჩემთან გადაბმულად, შემდეგ თავისი კბილის ჯაგრისი და რამდენიმე მაისური და შარვალი მოიტანა, და მინდოდა არასდროს წაეღო უკან. გაზაფხული დგებოდა, ჰაერი ნელ-ნელა გათბობას იწყებდა და ხეებს კვირტები გაუჩნდათ, ბავშვებიც უკვე გარეთ თამაშობდნენ. ჰაერში სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.
მარტის ერთ მშვენიერ რამეს სებასტიანის ყვირილმა გამარვიძა. ლოგინიდან გიჭივით წამოვხტი. მისაღებში გავვარდი და რას ვხედავ. ოთახი დიდი ბუშტებით იყო მორთული სებასტიანი აივნის კართან იდგა და გაღიმებული მიყურებდა.
-რა ხდება, რა გაყვირებს?-შეშინებული და ცოტა გაბრაზებული არც მივაქციე ყურადღება თითქოს ბუშტებს ისე მივედი მასთან.
-მოიცა, მოიცა, დამშვიდი-მხრებზე ხელი მომიჭირა.
-რა ხდება არ ამიხსნი.
-რათქმაუნდა აგიხსნი.
-პირველად რომ დაგინახე ვიფიქრე არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი გოგოა, რომელსაც ბიწები არც თავს ეხვევიან მაგრამ არც უარყოფენთქო. ვიფიქრე მდიდარი ოჯახის შვილი იქნება რომელსაც ეს სიმდიდრე ყელში აქვს ამოსული და ასეთი უბრალოობით ამიტომ გამოირჩევათქო. მაგრამ მერე გაკვირდებოდი, გხედავდი და ვხვდებოდი შენ ყველაზე ბრალიანი გოგო ხარ მთელს დედამიწაზე-გაიცინა-გახსოვს შენთან რომ მოვედი წვიმაში? პირველად. მაშინ შენ თმებს ყველაზე ნამდვილი სურნელი ქონდა. მომატყუე მაგრამ მაშინ მივხვდი რამხელა სიყვარულის, დარდის, მარტოობისა და სევდის დატევა სეეძლი ერთდროულად შენს გულს. სენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე და ახლა ვხვდები, თავდაყირა მანამდე ვიდექი, ახლა ისე ვდგევარ როგორც სწორია. შენს გვერდით შენთან ერთად. შენ ყველზე ძვირფასი ხარ რაც კი ოდესმე მქონია. ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდებოდა რომ ვერასდროს შეგხვედროდი. ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან იმას ვისთვისაც დაიბადნენ. მადლობა ყველა იმ ძალას რამაც შენამდე მომიყვანა.-უკვე ვტიროდი-ამიტომ არცერთი წამის გატარება აღარ მინდა უშენოდ.-მუხლებზე დადგა.-ცოლად გამომყვები?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent