როცა მოვკვდი (თავი მეათე)
მე და მზეო ვსაუზმობდით როცა ტელეფონის ხმა მომესმა, მეორე ოთახში გავედი და ვუპასუხე. -გამარჯობათ, სებასტიანს ვესაუბრები? -დიახ, და თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე სააგენტოდან გიკვშირდებით. -სააგენტოდან? -დიახ, სააგენტოდა, თქვენ განცხადება შემოიტანეთ რომ დას ეძებთ.-ყელში ბურთი გამეჩხირა რაც საუბრის საშვალებას აღარ მაძლევდა. წარმოვიდგინე ის ოფისი სადაც შეიძლება ჩემი და მელოდა-თქვენი განცხადების საფძველზე, ვიპოვნეთ ორი გოგონა. საჭიროა დეენემის ანალიზი რომ გავიგოთ არის თუარა რომელიმე თქვენი და-ცრემლები მომადგა თვალებზე. არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა, ხომ შეიძლებოდა იქიდან არცერთი ყოფილიყო ანასტასია. ხომ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ გამცრუებოდა იმედი. -დიახ, და ახლა რა მოხდება. -ხვალ გავაკეთებთ ანალიზს და ორ კვირაში იქნება პასუხი. ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. საორგანიზაციო საკითხები რომ მოვაგვაროთ. -და, მათ… მათ შევხვდები? -არა, ეს ყველაფერი კონფიდენციალურად ხდება. -კარგით და როდისთვის მოვიდე? -დღეს ორ საათზე გელოდებით. მადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით.-ტელეფონი გავთიშე ფანჯარაში წმვიმიანი ამინდი მოჩანდა. მზეოს მზერა ზურგს მიწვავდა. მხარზე ხელი დამადო. -ყველაფერი რიგზეა? -კი, უბრალოდ, მგონი ვიპოვე -ვინ? -ანასტასია. -როგორ? -ერთ სააგენტოში ვიყავი ვინც დაკარგულ ხალხის ძიებაში ეხმარება ხალხს და მათ ორი გოგო იპოვნეს, დეენემის ანალიზი ჭირდებათ. -რატომ არ მითხარი? -ნუ იქნები ეგოისტი, ეს არაფერს ნიშნავს, შეიძლება არცერთი არ არის ანასტასია. ~ -შეიძლება მაგრამ, მაინც უნდა გეთქვა, შენს გვერდით მინდა ყოფნა როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. -ჯერ არაფერი ხდება მაგრამ, ჩემს გვერდით ხარ-მისი ხელი ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. -იმედია ყველაფერი გამოვა. -იმედია-წელზე მომეხვია.. ცხოვრებასი ასე არაფერს ავუფორიაქებივარ, ჩვეულებრივად ვიზრდებოდი, ჩემი აღმზრდელი მშობლები არაფერს მაკლებდნენ, საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი. არასდროს მაკლდა მეგობრები და მშობლების სიყვარული არც ყურადღება გოგოებისგან. უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ისეთი რაც ამაფორიაქებდა, რასაც სულმოუთქმელად დაველოდებოდი, გვერდით ადამიანი მყავდა რომელსაც ვუყვარდი და ჩემთვის ბევრ რამეს ცვლიდა საკუთარ თავში. ახლა კი ახლა. ღამე ძილი დამიფრთხო ამ ამბავმა, ის სადღაც ახლოს იყო. ჩემი ორი კლასელი ტყუპები იყვნენ გოგოები, მუდამ იმას ამბობდნენ რომ ისინი საბადების წუთიდან ერთად იყვნენ რომ მათზე უკეთ ერთმანეთს არავინ იცნობდა, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის ტკივილს როგორც საკუთარს ისე განიცდიდნენ. ჩვენც ასე უნდა ვყოფილიყავით სატელეფონო ცნობარში პირველი ერთმანეთის ნომრები უნდა გვქონოდა. ახლა კი იდუმალი დეენემის ანალიზის პასუხს ველოდებოდი და არაფერის გაკეთება შემეძლო. დღეები საუკუნეებად გაიწელა. თუმცა მეორე ვარიანტიც იყო, არცერთი რომ არ ყოფილიყო. იმედი რომ გამცრუებოდა, ეს ლოდინი კიდევ უფრო რომ გაწელილიყო?! ანდაც მთელი ცხოვრება რომ გაგრძელებულიყო?! ვერასდროს რომ ვეღარ მენახა?! როგორც იქნა მტანჯველი ორი კვირაც მიიწურა. დილიდან მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს თითქოს სხვა გალაქტიკაზე გასამგზავრებლად ვემზადებოდი, ერთი საათი ვივარცხნიდი თმას სარკესთან ვერაფრით შევარჩიე შესაფერისი ვარცხნილობა, ვერც ტანსაცმელი, ბოლოს ჩვეულებრივად ავიბურდე თმა თეთრი მაისური გადავიცვი და საჭესთან დავჯექი. -ხომ არ ნერვიულობ?-ხელი ხელზე მომიჭირა მზეომ. -გიჟი უნდა ვიყო რომ არ ვინერვიულო. -ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება…-გზაში არარაფერზე გვისაუბრია, ისევ იგივე ოფისს მივადექით. -გამარჯობათ- კარი შევაღე. -მოგესალმებით ბატონო სებასტიან. თქვენი პასუხები უკვე მზად არის. -და რაო რა წერია? -თავად ნახეთ.-კონვერტი გამომიწოდა-აქ არის ყველაფერი რაც გჭირდებათ. მადლობთ რომ ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით კარგად ბრძანდებოდეთ. -რას ნიშნავს კარგად ვბრძანდებოდე, მეტს არაფერს მეტყვით? -ყველაფერი აქ არის რაც გაინტერესებთ.-მაგიდაზე დადებული კონვერტი ჩემსკენ გამოაცურა. ოფისიდან გიჟივით გამოვვარდი- რას ნიშნავს ყველაფერი აქ არის? ესენი რა სადისტები არიან? -დამშვიდდი, წამოდი სახლში წავიდეთ და იქ ვნახოთ რა არის ამ კონვერტში. მოზრდილი კოვნერტი იყო თითქოს მთელი ჩემი ისტორია ამაში ინახებოდა. რამდენიმე სხვადასხვა წერილი და ანალიზის პასუხი ამოვირე კონვერტიდან. -ღმერთო ჩემო რა იდუმალებით მოცული იყო იქაურობა თავიდანვე.-ანალიზის პასუხი წავიკითხე, ტესტი დადებითია. უნებურად გადმომივარდა თვალებიდან ცრემლები თითქოს წლები უკან დაბრუნდა, ახლა დავიბადე. და ის კვლავ ჩემთან ერთად იქნებოდა. დანარჩენი კონვერტები დანომრილი იყო. პირველ წერილში სააგენტოს მიმართვა იყო რომ მადლობას მიხდიდა თანამშრომლობისთვისა და მოთმინებისთვის. მეორეში ანასტასიას საკონტაქტო ინფორმაცია და ძიების პროცესები იყო აღწერილი მესამე კი თავად ანასტასიას წერილი. რომელიც მწერდა რომ მზად იყო ჩემთან შესახვედრათ და დავკავშირებოდი არნიშნულ ნომერზე ან მისამართზე. მისამართი ქუთაისში იყო , როგორ უნდა მოვქცეულიყავი ჯერ დამერეკა და მერე მივსულიყავი თუ პირდაპირ მის კარზე დამეკაკუნებინა.მოსვენება ახლა უფრო დამეკარგა. ახლა უკვე საათები იწელებოდა საუკუნეებად. ბოლოს ტელეფონის ხელსი აღება და დარეკვა გადავწყვიტე. -თუ გინდა მე დავურეკავ -არა მზეო, ეს ჩემი ომია-გავურიმე და ნომერი ავკრიფე სამი ზარის შემდეგ მიპასუხა. -გისმენთ.-წკრიალა, მხიარული ხმა ქონდა. -გამარჯობა. იცით, მე…-რა უნდა მეთქვა რომ ვინ ვარ, შენი ზმა?! სებასტიანი, იქნებ არ იცოდა ვინ არის სებასტიანი. როგორ ამეხსნა სიტყვებით ვინ ვიყავი -გისმენთ, ვინ ბრძანდებით. -მე სებასტიანი ვარ-დაუფიქრებლად და სწრაფად ვთქვი,-თქვენი ნომერი სააგენტოში მომცეს, ანასტასია არა?!-მესმოდა როგორ გაუხშირდა სუნთქვა ხმას აღარ იღებდა.-ბოდიში, მაპატიეთ თუ აგაღელვეთ. -არა, პირიქით, ძალიან გამიხარდა თქვენი ზარი. იქნებ მესტუმროთ, არ მქონდა გეგმასი ძმის ტელეფონით გაცნობა-”ძმის” მეგონა იმხელა ხმაზე თქვა მთელ სამყაროს ესმოდა რომ მე მისი ძმა ვიყავი. -მე თბილისში ვცხოვრობ. -დიახ ვიცი, მაგრამ შეგიძლია მესტუმრო. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის. და შენი მეურლისთვის თუ რათქმაუნდა გყავს. შეგიძლია ახლავე ჩამოხვიდე. -კარგი, მართალი ხარ მგონი ასე აჯობებს. მე და ჩემი საცოლე გესტუმრებით. -მისამართი ალბათ იცი -კი, არ იქნება პრობლემა გიპოვი. -მაშინ შეხვედრამდე -შეხვედრამდე სიხარულით მინდოდა მეხტუნა მზეოს ხხელი დავსტაცე და ვეცეკვებოდი. -მიხარია რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა. -ხო ყველაფერი პრწყინვალედ განვითარდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ყველაფერი წინ არის. -რათქმაუნდა. რაო? რა გითხრა? -მესტუმრეთო, ჰოდა ხვალ წავიდეთ, ვეღარ ვითმენ ისე მინდა მისი ნახვა. -ქუთაისში უნდა წავიდეთ? -ჰო რა მოხდა ? არ გინდა წამოსვლა. -კი მინდა, მაგრამ იმედია შუარამეს აღარსად დამტოვებ.-გაიცინა მზეომ -არასდროს დღის არცერთ მონაკვეთში აღარსად დაგტოვებ.-ხელი წელზე მოვხვიდე და ჰაერში ავიტაცე მზეო დილა ადრიან დავადექით ქუთაისის გზას. მისმართი ვიცოდი, უბრალოდ არ ვიცოდი ის როგორ გამოიყურებოდა ახლა. არ ვიცოდი იყო თუ არა დაოჯახებული, ან ვისთან ერთად ცხოვრობდა. დიდი წვალების სემდეგ მივაგენით ანასტასიას სახლს, ორსართულიანი ქვის სახლი, მშვიდ ქუჩაზე იდგა, წინ გალავანივით შავი ჭიშკარი აღემართათ. ზარი დავრეკე. გული ყელში მებჯინებოდა, მეგონა მთლიანად გული ვიყავი ყველგან ვგრძნობდი მის ცემას. როგორც იქნა კარიც გამიღეს. საშვალო სიმაღლის შავგვრემანმა ქალმა გამიღო კარი. -გამარჯობათ, ქალბატონ ანასტასიასთან მოვედი. -გამარჯობათ. ვინ ბრძანდებით? -მე სებასტიანი ვარ. -ახლავე გადავცემ.-ქალმა კარი მომიხურა -ის რა მილიონერია?!-მზეოს გადავუჩურჩულე. -შეიძლება უბრალოდ აქ მუშაობს-გამეხუმრა მზეო. -მნიშვნელობა არ აქვს.-კარი კვლავ გაირო ისევ ის შავგვრემანი ქალი. ახლა უკვე ღიმილით გამოვიდა. -მობრძანდით. ანასტასია გელოდებათ.-ეზოში შეგვიძღვა ქალი სემდეგ სახლში, და მისაღებშიც როგორც იქნა მივედით. -გამარჯობა-რიმილით წამოვიდა ცემკენ მაღალი ქერა ქალი. ლურჯი თვალები სემომანათა. მეგონა ჩემს ქალის ვარიანტს ვუყურებდი თავისუფალი ხელი გამომიწოდა, მეორეში კი მცირეწლოვანი ბავსვი ეჭირა რომელიც ინტერესით მაკვირდებოდა. ----- ბოდიშს გიხდით ამდენხნიანი პაუზისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.