შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებული გრძნობა (მეორე თავი)


5-07-2018, 14:16
ავტორი winter girl
ნანახია 1 574

2დღეში ზღვაზე წავედი ბებოსთან და ბაბუსთან ერთად.მათთან ერთად ყოფნას არაფერი მერჩივნა.
-ბები, წამო საჭმელი ჭამე არ დაიღალე ზღვაში ყოფნით?-უკვე მესამედ მეძახდა ბებო
-ქალბატონო თამარ, ასეთი ტემპით თუ გააგრძელებთ ჩემს გამოკვებას,ცოტა ხანში ბეჰემოთს დავემსგავსები და დავრჩები გაუთხოვარი.მერე ამიტანე მთელი ცხოვრება ჭირვეული და კუჭის მონა
-ზუსტადაც ეგ მინდა,არავის გავატან შენ თავს.ამოდი,ამოდი ნუ იზმორები-მეც დავნებდი და წყლიდან ამოვიზლანტე.მართლა მშიოდა,უბრალოდ წუწუნი ჩემი ჰობია.როცა სახლში დავბრუნდით ბაბუს შევჩივლე
-ბაბუუ,იცი ბებომ რა მითხრააა?
-რაო, ბა რა გითხრა
-რა და უნდა გაგასუქოო და არავის გავატან შენ თავსო
-ჩემი ბავშვი არ გაასუქო კატუნა.გატანით კი არც მე ვატან ვინმეს-გამეცინა და ლოყებზე ვუჩქმიტე.
ყოველ დღე ჩავდიოდი ზღვაზე და თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა.ბოლოს გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით და ზუსტად ერთი კვირის თავზე ბარგი ჩავალაგეთ.როცა ყველაფერი მანქანაში ჩავალაგეთ,გავიგონე,ვიღაც მეძახდა.
-ვაა დათოო შენ აქ საიდან-ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი ამოვიცანი და გადავეხვიე
-რავი ბიჭები დასასვენებლად ჩამოვედით,ახლა არმითხრა რომ უკვე მიდიხარ
-აუ ხოო ერთი კვირაა აქეთ ვარ და მივდდივარ უკვე.სად დაიკარგე, რაც დასვენება დაიწყოო სულ აღარ მინახიხარ
-აუ მაგრად გამიტყდა.ისეთი გადარბენები მქონდა არაფრისთვის მეცალა.მერე ძმაკაცს გავყევი თავის სოფელში და იმენა სამყაროს მოწყვეტილი ადგილი იყო.ტელეფონიც კი არ იჭერდა.-როგორც ჩვეოდა ხელების ქნევით მიყვებოდა ამბავს,მე კი ცოტაც და ავხარხარდებოდი.უკან გვერდიგვერდ მდგარი ბებო და ბაბუ დათოს ისეთი თვალებით უყურებდნენ თითქოს სხვა პლანეტიდან ყოფილიყო.ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ და დრო და დრო კითხვისნიშნიანი მზერით მეც გადმომხედავდნენ
-აამ მეც მაქვს ეგეთი სოფელი ეგ არაუშავს
-ისე კარგი კია დასასვენებლად.კაი მაშინ თბილისში რომ ჩამოვალ გნახავ თან რაღაც საქმეები მაქვს და არამგონია დიდხანს დავრჩე-დამემშვიდობა და უკან დაბრუნდა
-აბა კარგ დასვენებას გისურვებ- ხელი დავუქნიე მას და მოშორებით მდგარ ბებია-ბაბუას გავხედე-რა დაგემრთათ ხალხო?
-ბაბუ სულ იმას გასწავლიდი ბიჭს ორ მეტრზე ახლოს არ დაუდგეთქო და შენ რას აკეთებ
-არა, სულ შეიცვალა ეს თაობა-სინანულით აღნიშნა ბებომ და მერე მე მომიტრიალდა-ვინ იყო ეს ბიჭი?
-ჩემი მეგობარი იყო,მნიშვნელოვანი არავინ
-მეგობარი-ამოიოხრა ბებომ-საერთოდ აღარაფერს არ მიყვები,განა მე ვის ვეტყვი
-რა უნდა მოგიყვე როცა მოსაყოლი არაფერია-გამეციანა მის ბუზღუნზე და ლოყაზე ვაკოცე
-გადი, აფერისტო,ვინ იყო ის ბიჭითქო
-მართლა არავინ,მეგობარია ერთად ვსწავლობთ ესაა და ეს-ერთსაათიანი მტკიცბის შემდეგ ძლივს დავარწმუნე რომ არავინ იყო.შემდეგ კომფორტულად მოვკალათდი უკანა სავარძელში და თავს უფლება მივეცი დამეძინა
მეორე დღეს ისევ ზარმა გამომაღვიძა
-ამ ხალხს დაფიცებული აქვთ რომ დილაუთენია უნდა ამაგდონ თუ რა მაფიაა-ვბურდღუნებდი გამწარებული-გიისმეენთ-გამწარებული ჩავყვირე ტელეფონში
-ვაიმეე ნერვები მაქ დაწიწკვნაზე და ახლა არ მეწუწუნო რატო გამაღვიძეო თორე ვერ გადამირჩები-ბოლო ხმაზე წიოდა თათული
-რა გჭირს გოგო კარგად ხარ?
-კარგად კი არაა უიღბლო ვარ,დაწყევლილი ვაარ პირდაპირ.არაფერი არ მეშველება
-კაი დაწყნარდი და მითხრა რა მოხდა-გული ამოვარდნას მქონდა
-რა და ის ბინა,მე და შენ რომ ხმაურზე ავაკითხეთ იცი ვისი ყოფილა?
-გიორგის არ იყო?
-არაა ნიკას სახლი ყოფილა,ახალი ნაყიდი აქვს და გიორგის წვეულება მოუწყვეეს .რა დავაშავეეეე-უეცრად სიცილი ამიტყდა,ვგიჟდებოდი თათულის ჭირვეულობაზე
-რა გაცინეებს ?!ნეტა აქეთ მაინც იყო-მითხრა მან და სწორედ მაშინ გამახსენდა რომ ჩამოსვლის ამბავი არ მითქვამს
-და რომ გითხრა რომ ჩამოვედითქო,რას იზამ?
-გაგატყავებ.რას ქვია არ მითხარი
-კაი მაშინ არ ჩამოვსულვარ
-რა არ ჩამოსულხარ,რატო არ მითხარი?ვაფშე ხმა არ გამცე
-კაი მაშინ მიდი თეკლეს დაურეკე და ჩვენ კაფეში შევხვდეთ
-კაი, ძროხა
-მეც მიყვარხარ თათუ-გამეცინა,საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და გავემზადე.
მისაღებში გასულს დედა დამხვდა
-გაიღვიძე დეე?გელოდებოდი.ჩვენ სტუმრად წასვლას ვაპირებთ და შენც წამოდი არ გინდა?
-ვისთან მიდიხართ ან როდის-გვერდით ჩამოვუსკუპდი და ლოყაზე ვაკოცე
-ჩვენი მეგობრის შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და დაგვპატიჟეს.შენ არ იცნობ
-კაი მაშინ რა მინდა
-ხო იცი როგორ უყვარს მამაშენს ყველა რომ მივდივართ.თან საგანგებოდ მითხრა ირინამ შენი გოგოც წამოიყვანეო
-კაი რავი მაშინ იქ მოვალ პირდაპირ,მისამართი მითხარი და..
-კაი, მოდი ჭამე და გავიდეთ ერთად
-ახლა სადღა მიდიხარ
-საჩუქარი და სახლისთვის რაღაცები მაქვს საყიდელი
-ოხ მოკლედ სულ არ გცალია საკუთარი შვილისთვის
-ნუ ხარ ეგოისტი-გაეცინა დედას-ვითომ შენ არ მიდიოდე ახლა სადმე
-კაი ხო მოდი გამოკვებე შენი საყვარელი შვილი თორე წაუვიდა გული-სათნო სახით გავხედე დედაჩემს
-რა გეშველება?!
-არც არაფერი-ვუპასუხე და სკამზე მოვკალათდი
როგორც კი კაფეში შევედი გაცხარებულ თათულის მოვკარი თვალი,აქეთ იქეთ იყურებიდა.ვიცანი ეს მზერა,ვინმეს ეძებდა რომ ხელში ჩავარდნოდა და კარგად მიეცოფა.შევეცადე. არ გამცინებოდა თორემ ეს უკანასკნელი მე აღმოვჩნდებოდი.
-ჰეიი როგორ მომენატრეე პინგვიინ-გადავეხვიე მას
-ჰო ისე მიგენატრე ისიც კი არ იკადრე მოგეწერა, ჩამოვედიო
-კაი ახლა არ დაიწყო,თეკლა არ მოსულა?
-არა,ალბათ გზაშია-სწორედ ამ დროს გაიღო კარები და ჩვენი მეგობარი ქოშინით შემოვარდა
-რა გჭირს რამე მოხდა?-ვკითხეთ ორივემ
-ცუდ დღეში ვარ.ჩემს ნათესავს დავუდექი შუამდგომლად ბანკში.რაღაც შარში გაეხვა და ახლა სასამართლოში მიბარებენ და მგონი ბინას მე მართმევენ.შენ მოშველო იქნებ მარიამ თორე ჩემი საქმე წასულია.იქნებ იცნიბ ვინმე კარგ იურისტს
-კაი დაწყნარდი,ბევრს ვიცნობ მაგრამ მოდი ახლა ჩემს ნაცნობს დავურეკავ,ძალიან კარგი სამეგობრო წრე ყავს და საუკეთესის მირეჩევს. მოკლედ შენ არ ინერვიულო-დავამშვიდე და დასარეკად გარეთ გამოვედი.დათოს ნომერი ავკრიფე.საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ,ავუხსენი სიტუაცია და გოგოებთან გახარებული დავბრუნდი.
-მოკლედ ისეთი მაგარი ადვოკატი გიშოვე ბანკიც რომ გაგეძარცვა მაინც დაგაძვრენს. არ ვიცნობ მაგრამ მსმენია ძალიან ნიჭიერია.ჩემი მეგობარიც მოგაქცევს ყურადღებას და მოკლედ თავი ქუდში გაქვს რა.
-ვაიმე შენ გაიხარე,უკვე ნერვიულობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა
-კაი ვსო აღარაფერია სანერვიულო.ხვალ ჩამოვლენ ბათუმიდან და შევხვდეთ.
-კაი, წავალ მე რაღაცებს მოვაგვარებ და დრო გამაგებინე რა
- მიდიი თუ რამე გჭირდება გამოგყვებით
-არა,არა მადლობა-ორივე გადაგვკოცნა და კაფიდან გავიდა
-აუ რა ცოდოა,ახლა ინერვიულებს ხო იცი და არ გვაგრძნობინებს-შეწუხებული სახით მითხრა თათულიმ
-ჰო. ვიცი,მართლა კარგი ადვოკატია მოაგვარებს მაგ საქმეა.
ისე მიკვირს,დათოს კი შევხვდი და უკან რომ იდგნენ ბიჭები ალბათ რომელიმე იქნებოდა
-ეე რაღაც ცუდად ჭუკჭუკებ შენ და ჭკვიქნად-თვალებმოჭუტულმა გადმომხედა
-ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ ცუნცულ.მიდი,მიდი შენ ჯობს ნიკაზე მომიყვე-ჭორაობაში ვიყავით გაქაფულები, ტელეფონმა რომ დამირეკა.უცნობი ნომერი იყო,ავიღე და გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდა…
-რა დაგემართა ფერი დაკარგე ლამის-თათულიმ გაკვირვებულმა შემომხედა
-იცი ვინ იყო?
-ვინ?
-გიორგი და შეხვედრა მთხოვა
-ვააა
-არ ვიცი,მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.შევხვდები ალბათ
-როდის?
-გავალ ახლავე,ნეტა რა მოხდა მაინტერესებს-თათული გადავკოცნე და დათქმული ადგილისკენ გავემართე
ბიჭი ადვილად ვიპოვე მივესალმე
-მოდი სადმე დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ
-კარგი,როგორც იტყვი.-მანქანაში ჩავსხედით და უხმოდ დავიძარით.უხერხული სიჩუმე გამეფებულიყო რომელიც გიორგიმ დაარღვია
-ერთი კარგი ადგილი ვიცი,იმედია ჩაი გიყვარს-
ალმაცერად გავხედე.მე მეგონა ერთადერთი ადამიანი ვიყავი,ზაფხულში ჩაით რომ სკდება.
-ჩაი ყველაფერს მირჩევნია.აი, მოვედით კიდეც
-მოიცა,შენ ჩემ აზრებს კითხულიბ თუ რა ხდება,ყოველ კვირას აქ დავდივარ.უგემრიელესი ჩაი აქვთ
-აი ეს მესმის,ანუ კარგი ადგილი შევარჩიე
-თან ძალიან კარგი.-შიგნით შევედით,როგორც ყოველთვის საოცარი სიმყუდროვე სუფევდა,ჰაერში კი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.დავსხედით,შეკვეთა გავაკეთეთ და სასაუბროდ მოვემზადეთ
-მოკლედ,ძალიან მეუხერხულება და უცნაურია რომ ამ თემაზე ლაპარაკი მიწევს.სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ.
-სულით და გულით გისმენ.
-მიხვდი ალბათ ნიკას გრძნობებს და როგორმე უნდა ვუშველოთ
-მოიცა,თათულიმ რომ გაიგოს რომ ნიკაზე გელაპარაკები შეიძლება სამუდამოდ დამკარგოს.მითუმეტეს მის ზურგს უკან რამე რომ ჩავხლართო გაგიჟდება
-ვიცი, ვხვდებიი,მაგრამ აშკარაა არცერთი არაა ერთმანეთის მიმართ გულგრილი.უბრალოდ შენი მეგობარი ზედმეტად ამაყია,ნიკა კი ვერ ხვდება,გამოიჩინოს შემტევი ხასიათი თუ არა. არ უნდა ისევ გული ატკინოს.
-გული ატკინა უკვე დიდი ხნის წინ და ახლა მაგაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ.არ აპატიებს თათული.განა იმიტომ რომ ისევ ნაწყენია,უბრალოდ ჯიუტია,რასაც დაიჩემებს არ გადავა
-შენს აზრს ხო ითვალისწინებს
-ითვალისწინებს მაგრამ სიტუაციას გააჩნია.ძალიან რთული ხასიათი აქვს.
-ხოდა ზუსტად მაგიტო უნდა შევუწყოთ ხელი,ამდენი ხანი რომ გაგრძელდა გრძნობა ესეიგი ნამდვილია და სიჯიუტის გამო არ უნდა დაიკარგოს-გამეღიმა მის სიტყვებზე,ზუსტად იმავეს ფიქრობდა რასაც მე, მაგრამ თათულის დაყოლიება არც ისე ადვილი იქნებოდა
-კარგი დაგეხმარებით.იმაზე მეტად არაფერი მინდა რომ თათული ბედნიერი იყოს,მაგრამ უნდა ამიხსნა რატო აქამდე არაფერი მოიმოქმედა
-სკოლაში არც ისე ჩამოყალიბებული იყო თავის გრძნობებში.მოსწონდა,თუმცა თავს იკავებდა,თან ასაკის სხვაობა.რამდენჯერაც გადაავიწყდა იმდენჯერ სადღაც გადაეყარა მაგრამ ისევ ვერ გაბედა.ეს ბოლო შემთხვევა კი გადამწყვეტიი აღმოჩნდა.იცი რა სასაცილოა?ღამით მირეკავს და ერთად ვლაპარაკობთ ჩვენ სიყვარულზე-ესეიგი ამასაც უყვარს ვიღაც,გავიფიქრე გულში.
-მოკლედ დაველაპარაკები თათულის და შევახვდროთ ერთმანეთს.
-აუ ძაან მაგარი გოგო ხარ! შენ არ იცი როგორ გამახარე-მითხრა სახეგაბადრულმა.
კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ,უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი.ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დავმეგობრდით.
საღამოს მშობლების მეგობრებთან გავატარე, როგორც აღმოჩნდა,ის ახლადჩამოსული ბიჭი გიორგი იყო.ყველას გაუკვირდა ჩვენი ნაცნობობა,თუმცა ოჯახების სიახლოვემ ჩვენ დაახლოებას ხელი უფრო შეუწყო.ქალბატონი ირინა უსაყვარლესი ქალი აღმოჩნდა,თან მყვებოდა,მერაბი,გიორგის მამა,კი დინჯი,მაგრამ მხიარილი კაცი იყო.საღამო საკმაოდ მხიარულად გავატარეთ,შუაღამით კი სახლში კმაყოფილები დავბრუნდით.
მეორე დღეს თეკლასთან ერთად, დათოსთან შესახვედრად გავემართე.ის და მისი მეგობარი ერთ მყუდრო კაფეში გველოდებიდნენ. სახელგანთქმული ადვიკატი უფრო ასაკიანი და ჯმუხი წარმომედგინა თუმცა პირიქით აღმოჩნდა.ალქსანდრე მჭედლიძე,მართლაც უზომოდ ჭკვიანი იურისტი გამოდგა.თითქმის ნახევარ საათში გეგმა დასახა თუ როგორ დაგვეძვრინა თავი და თეკლეც დამშვიდდა.
-ძალიან დიდი მადლობა ყველას,მართლა არ ვიცი თქვენ რომ არ ყოფილიყავით რა მეშველებოდა-თქვა თეკლამ და მადლიერი თვალებით გადმოგვხედა.
-არაფერი არ არის სანერვიულო მთავარია ახლა პროცესი მშვიდობიანად ჩატარდეს-ვთქვი მე და დათოს უცნაურ სახეს დავაკვირდი.თითქოს ძილბურანში წასულიყო,ხმას არ იღებდა.ეს მისთვის უჩვეულო ამპლუა იყო რადგან ლაპარაკის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.მის მზერას თვალი გავაყოლე და მივხვდი,ჩემ დაქალს აშტერდებოდა.მაგიდის ქვეშ ფეხი მივარტყი და გამიფხიზლებულს თვალი ჩავუკარი.
-ხოხო ყველაფერი კარგად ჩაივლის-ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
-კარგი მაშინ დავიშალოთ-ხმა ამოიღო ალექსანდრემ
დათომ გაყვანა შემოგვთავაზა,ალექსანდრე თავადაც მანქანით იყო ამიტომ დათოს და თეკლეს მარტო დარჩენის მიზნით,დარჩენა ავიტეხე.დათო მიმიხვდა ჩანაფიქრს და მთელი ძალით გადამეხვია.ნელა გავუყევი ქუჩას,ყურსასმენების გაკეთება გადავწყვიტე,თუმცა გიორგიმ დამირეკა.დარწმუნდა რომ გეგმა ისევ ძალაში იყო და მალევე გამომემშვიდობა.პირდაპირ თათულისთან წავედი.ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე და თან გეგმის შესრულებას შევუდექი.
-მოკლედ რაა გარიგების დედოფალა ხარ-მითხრა თათულიმ,გულში კი გავიფიქრე,ჯერ სად ხართქო
-ნეტა გენახაა რა თვალებით უყურებდა,მე დავდნი თეკლეს ნაცვლად
-მართლააა, საყვარლებიი-გაინაბა თათო და მეც მეტი რა მინდოდა წამოვეკიდე
-საყვარლები არა??სულ სხვის სიყვარულებზე რომ დნები,შენი რომ მოძებნო არ გიფიქრია?
-შენ ხო რას ამბობ მეათე სიყვარულს იცვლი?ხო არ გავიწყდება რომ არცერთი შეყვარებული არ გყოლია-სიტყვა არ შემარჩინა და თავში ხელის შემორტყმა მომინდა.სტრატეგიული უკან დახევა განვახირციელე და მოვლბი.
-კაი ვიხუმრე, რა იყო.უბრალოდ მშვენიერი გოგო ხარ და ვისაც უყვარხარ კარგად უნდა მოექცე,ცოტა დათმობაც საჭიროა გენაცვალე
-გშია შენ მემგონი,წამო გაჭამო-წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა
-არა კი მშია მაგრამ მე სხვა რაღაცას გეუბნები
-პირდაპირ მითხარი მარიამ
-ნიკაზე იფიქრე
-აიეხლაა მოიცააა-წამოენთი თათო-რაც მაგან გამამწარაა,ვიფიქრებ კიარა დასანახად ვერ ვიტან
-ვიცი რომ იტან,თან უფრო მეტიც და არ არის საჭირო ჩემთან თამაში.შენთვის ცუდი არასდროს მირჩევია და არც ახლა გეუბნები რამე არასწორს,უბრალოდ დინებას მიყევი.ნურც შეეწინააღმდეგები ნურც დიდზე შეტოპავ და დრო გიჩვენებს როგორ მოიქცე-მისმინა,ხმა არ ამოუღია.დაჯდა და ფანჯარაში ყურება დაიწყო.მივხვდი რომ გაჩუმება ჯობდა,ამიტომ ყურადღება საჭმელზე გადავიტანე.
ცოტა ხანში გიორგიმ წერილი გამომიგზავნა
-თუ ხვდები რომ დროა გამოდი,გარეთ გელოდები
-კარგი მოვდივარ.
თათუს ვუთხარი რომ მაღაზიაში რაღაც მინდოდა და სახლიდან გავედი.სადარბაზოსთან ნიკა და გიორგი მელიდებოდნენ
-აბა რა ხდება-აღელვებულმა ნიკამ მკითხა
-დაველაპარაკე და ვნახოთ რა იქნება.რა გეგმა გვაქვს?
-მოკლედ მივა თათულისთან, მოიკითხვას და სადმე წასვლას შესთავაზებს.თუ არ გაჭრა ოთხივე წავალთ და თუ ამანაც არ გაჭრა ერთი გოგო გაიტყიპება-სიცილით გადმომხედა გიორგიმ და როცა გავიაზრე რომ ეს გოგო მე ვიყავი წუწუნი დავიწყე.თან კიბეებს ავუყევით.-კარგი ახლა ჩუმად,ნიკა შენ მიდი ჩვენ აქედან გიყურებთ-გაამხნევა გიორგიმ
ნიკაც ნელა აუყვა კიბეებს და იმის მაგივრად რომ დაეკაკუნებინა პირდაპირ შეალაჯა.
-რა ჯანდაბას აკეთებს,რატო არ დააკაკუნა-გადავუჩურჩუნე გიორგის
-ეს ბიჭი სულ გამოაშტერა სიყვარულმა.ნიკაა ნიკაა-ჩურჩულით ეძახდა გიორგი,თუმცა რაღას გაიგონებდა,კარები მოგვიჯახუნა
-დავიღუპეთ,ეს ჩემი ბრალი ნაღდად არ არის და ნიკა უნდა გაიტყიპოს,მე კი არა.-წარბებშექმუხნულმა ვუთხარი ბიჭს,გიორგიმ კი გამიცინა.
-ვნახოთ,ვნახოთ-გამომცდელად მომიგო და გამწარებულმა მთელი ძალით ვუჩქმიტე
-ააააა
-რა გაღრიალებს ეგრეც არ მიჩქმეტია
-მე კი არაა ნიკა ღრიალებს-წამოხტა გიორგი და სახლში შევარდა.
ასეთი სანახაობა პირველად ვნახე.თათული ცომის გასაპრტყელებლით ურტყავდა ძირს დამხობილ ნიკას
-აიტ შე უნამუსო,ჩემს სახლში შემოპარვაა გინდოდა??ახლავე პოლიციაში ვრეკავ არ გაინძრე-ქოთქოთებდა თათო და გასაპრტყელებელს ენერგიულად იქნევდა
-არა, არა ნიკა ვარ, ქურდი კი არა-წამოიბღავლა ნიკამ
-გოგო გაუშვი, მეზობელი ნიკაა-მეც ხარხარისგან იატაკზე გაწოლილმა ძლივს ამოვიხავლე.მერე კი სიცილისგან ცუდადმყოფ გიორგის გადავუჩურჩულე
-აი ახლა ორმაგად დავრწმუნდი რომ მაგარი წყვილია.
როგორ დავწყნარდით აღარ მახსოვს.მე და გიორგი ერთმანეთს ვაკვდებოდით.ნიკა სავარძელში მოკრუნჩხული იჯდა თათული კი ნერვიულად დატრიალებდა თავს.
-მართლა ქურდი მეგონე თორე გიჟი კი არ ვარ რომ მეცემე,არა ისე კი ხარ ღირსი მაგრამ ეგეთი სასტიკიც არ ვარ.-სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა და ეს ნიკამ თავის სასარგებლიდ გამოიყენა.
-თუ გინდა რომ ძალადობისთვის არ გიჩივლო, ერთი სურვილი უნდა შემისრულო
-შენ შემოიპარე სახლში და მე უნდა მიჩივლო?
-მე კარგი იურისტები მყავს-მეტიჩარა ბავშვივით უთხრა ნიკამ
-მე დაქალი მყავს იურისტი-არ დანებდა თათო
-ეგ დაქალი ჩემკენაა,არა მარიამ?-ყველამ მე შემომხედა.
-მეე…
-კიკი ჩვენკენ ხარ მარიამ თორე ხო იცი გაიტყიპები-თითი დამიქნია გიორგიმ
-ჰო აბა რა-მეც დავნებდი და თათულის მკვლელი მზერა გიორგის ზურგსამოფარებულმა ავიცილე
-ეგრე არა??კი ბატონო.მხოლოდ ერთი პირობით.მარტო მე და შენ არაა, ოთხივე უნდა წავიდეთ-ერთმანეთს გადავხედეთ და რადგან თანხმიბა მივიღეთ იმწამსვე დავნებდით
-ძალიან კარგი-გაუღიმა ნიკამ და გადასაკოცნად გაიწია
-ეი მალჩიკ ოცნებებში ხო არ გადაეშვი-ხელით უკან გაწია
-კარგით წავედით ახლა-წამოიძახა გიორგიმ და კარებისკენ გაემართა
-ჰო წავედით-უკან მივყევი მეც მაგრამ თათულის ძახილმა გამაჩეერა
-სად მიდიხარ ქალბატონო??
-დედამ დამირეკა სასწრაფო საქმე აქვს ჩემთან-ვუთხარი თუ არა კარებში გავვარდი.
-კარგი ახლა დამიძვერი ხელიდან მაგრაამ გნახავ მე შენ-მომაძახა კიბეებზე და მივხვდი მაპატიებდა.სხვა შემთხვევაში ნიკასთან ერთად მარტო წასვლა მოუწევდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent