ბნელი ლორდი [ნაწილი 4]
უკვე იმდენი საფიქრალი დამიგროვდა არ ვიცი რას მივაქციო ყურადღება. ჩემი სიკვდილის მოახლოება... გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება... და ბოლოს ნინი... ბოლოს მათ ჩახუტებას ვეღარ გავუძელი და ოთახიდან გამოვვარდი,სული მეხუთება ამ ადგილას. გეზი სანდროსკენ ავიღე. ვფიქრობ ახლა დროა ისიც გაგაცნოთ. ადამიანი,რომელის გამოც შემიძლია მსოფლიო მიწასთან გავასწორო. პირველად სკოლაში შევხვდი,სულ ყველასგან განსხვავებული იყო,არა მარტო სტილით,არამედ ყველაფრით. ჩვენი პირველი დიალოგი ასეთი იყო -პრივეტ-შემაჩერა მისმა ხმამ კარებში შესვლისას. -პრივეტ-როგორც ყოველთვის კოპებ შეკრულად ვუპასუხე. -ახალი ვარ-ისე მელაპარაკებოდა,არც კი შემოუხედავს ჩემთვის. სკოლა დავათვალიერებინე,როგორც იქნა მოვრჩი ჩემ საქმეს და კლასში შესვლა დავაპირე,რომ ძმაკაცობა შემომთავაზა. ადამიანი დიდია თავი ზრახვებში,მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. სწორედ ამაშია მისი დიდი უბედურებაც და მომხიბვლელობაც. იშვიათია ადამიანი,რომელთანაც სიჩუმე უხერხულობას არ ქმნის,ასევე არასდროს მიმაჩნია მოუცლელობა საპატიებელ მიზეზად,პირიქით ამ დროს ისინი ამტკიცებენ,სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ვიდრე შენ. საბოლოოდ კი ერთადერთი ვალუტა,რომელიც ჩემთვის არ გაუფასურდება,ეს ერთგულება არის. სანდროს შემთხვევაში კი ასე შევამჩნიე,რაც განამტკიცა ღირსეულად. მისი ზრხვები მარტივია,რომ მხოლოდ სიყვარულია. გამოცდაზეც,რომც იყოს იქაურობას მიატოვებს და ჩემთან გაჩნდება. არა მოიძებნება ქვეყნად ისეთი ადამიანი,რომელიც იტყვის სანდრო ჩემი ერთგული არასდროს ყოფილაო,რა თქმა უნდა,ფრთიანი ანგელოზი არავინაა,ისიც უშვებს გარკვეულ და დიდ შეცდომას,როგორც ყველა. საბოლოო ჯამში კი სრულყოფილია. სანამ ამ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი,2 დღით ადრე,ტელეფონზე დამირეკა. რა უცნაურია. დუმდა. მე კი მას ვუსმედნი. ბოლოს კი ვეღარ გავუძელი და ვკითხე: -ძმაო რატო ხარ გაყუჩული? -მაინც არავის ესმის ჩემი,იტყვიან "მესმის შენი"-ო და წამში მოაყოლებენ "დაიკიდე"-ო და ვსოვო. რაღა უნდა მეთქვა?მეც ასე ვარ... იოანესგან იმით განსხვავდება რომ ნასკების დაწყობა იცის,სამაგიეროდ მთელ ოთახში მიყრილ მოყრილი აქვს კეპები. ასეთი მანია ააქვს,უნდა ააგროვოს,რაც შეიძლება ბევრი ქუდი. ოთახში მარტო არ დამხვდა,სამნი იყვნენ. -ბიჭო,რა ვუყოთ ამ გოგოს?-ადგილს ვერ პოულობდა იოანე. -დაველოდოთ გაიღვიძოს ჯერ. ოთახში სანაგაოს სუნი მცემდა,ასევე გამხმარი სისხლის. საწოლზე იწვა გოგონა,თეთრი სისხლიანი მაისურით,სახეს გრძელი შავი თმები უფარავდა. მძიმედ სუნთქავდა და მგონი ეღვიძა კიდევაც. -არ უნდა წამომეყვანა,რა იცი იქნებ ავადმყოფია?-ცოფებს ყრიდა იოანე,სანდრომ თვალები გადაატრიალა და სკამზე ჩამოჯდა. მგონი მანაც შეამჩნია გოგონას გამოფხიზლება. უცნობი შეირყა,დაამთქნარა და წამოყო თავი. ისეთი პატარა ცხვირ-პირი აქვს ძნელია არ მოგინდეს დაკვირვება. მისი მზერიდან თუ ვიმსჯელეთ შოკში იყო,აბა რა იქნება ორი უცნობი ბიჭის წინ რომ გაიღვიძებ. ჯერ ერთს შეხედა მერე მეორეს. შემდეგ წამოდგომა დააპირა. -რას აკეთებ?იჯექი ჯერ ჭრილობა არ შეგხოცებია-მივვარდა იოანე და ხელი შეაშველა. გოგონამ მძიმე მზერა ესროლა საპასუხოდ და ისევ საწოლზე დაეშვა. -მომისმინე შენი მტრები ნაღდად არვართ,პროსტა ეგ გვითხარი იმ შენობაში რას აკეთებ?-განაგრძო ისევ იოანემ. -აქ რატომ ვარ?ან ვინ ხართ?-როგროც იქნა ამოიღო ხმა,შეხედულებით თუ ვიმსჯელებთ 16 წლისას ჰგავას,ხმის ტემბრით კი 9 წლის გოგოს,იმდენად წვრილია. -მე იოანე ის კი სანდრო, გათიშული გიპოვეთ იმ შენობაში და რას აკეთებდი იქ? -რაში გაინტერესებს?გამიშვი უნდა წავიდე-კიდევ დააპირა წამოდგომა,თუმცა იოანე წინ გადაუდგა,იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,ცოტაც და ცხვირით შეეხებოდნენ. -სივრცეს მირღვივ ბავშვო! -გოგონავ,ვერსადაც ვერ წახვალ ჭრილობა გაქვს მუცელზე-თვალებით ანიშნა. სანდროს გავხედე,მათი შემხვედვარე ღიმილი გადაჰკროდა სახეზე. "ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,ბრბოს კი,რატომღაც კუზი ჰგონია." სანდროს მშობლები,როცა იგი ექვსი წლის იყო განქორწინდნენ,ცოტახნით ბავშვთა სახლში მოუწია გატარება,სანამ სასამართლო დაადგენდა თუ ვის დარჩებოდა შვილი. შემდეგ დედამისმა წაიყვანა,როგორც თვითონ ამბობს იქ იმდენად კარგი იყო,მაგრამ ამასთანავე ცუდი,რომ წამოსვლილას დედამის ევედრებოდა ბავშვებიც წავიყვანოთო,ცუდი კი ის იყო,რომ მისგან განსხვავებით სხვებს არ ჰყოლიათ მშბლები... ისე განვლო 9 წელი მამამისი არ უნახავს,შემდეგ კი მიუხედავად ამ ყველაფრისა,მაინც მიიღო იგი. რამდენიმე თვის წინ დედამისი სიმსივნით გარდაიცვალა,ამ დროს კი საზღვარ გარეთ იმყოფებოდა,მამამისმა ეს ამბავი იცოდა და დაუმალა,რის გამოც დღემდე ვერ პატიობს ამას. ყოველდღე დააქვს დედამისისთვის ყვავილები,ბათუმიდან თბილისში. სულ რაღაც ორი ან სამი კვირა იქნება შეყვარებულიც "წავიდა". სწორედ ამას უმალავს იმ საზოგადოებას,რომელსაც იგი ჰგონიათ გათამამებული მდიდარი მამის შვილი,თუმცა ყველაზე გამოუტეხავია. ახლა მის თვალებში სევდას ვხედავ,აი იმ გრძნობას,რომელსაც ვერაფერი მოუხერხა. ონლაინ სიყვარული,როგორც წესი ადვილად მთავრდება,მაგრამ მის შემთხვევაში მარადიულია. -მერე შენ რა გადარდებს?-განაგრძობდნენ კამათს. -სიმართლე გინდა გითხრა?მაგრა !აქ მხოლოდ,იმიტო ხარ რომ გვჭირდები. -რაში?-ნაბიჯი გადადგა უკან უცნობმა. -მალე გიაგებ-ჩაერთო სანდრო. *** ცოტახანში კახი და დიანაც შემოგვიერთდნენ,რატომღაც გამომპარვია მათი შერიგება. ორივეს შორის იყო გარკვეული დისტანცია დაცული,რომლის დარღვევას,არცერთი გეგმავდა. უნდა ვაღიარო,ჩემმა კომაში ყოფნამ,მეგობრების გამთლიანები და ახლების შეძენაც გამოიწვია. მოკლედ აუხსენს უცნობს ჩემი მდგომარეობა,იგი ყველას ღრმად აკვირდებოდა. ასევე შემიძლია ხაზი გავუსვა მის ხასიათებსაც,ადვილად ფეთქებად,მაგრამ ამავე დროს ვირივით ჯიუტ გოგონასთან გვაქვს საქმე. -როგროც,მივხვდი ჩემი ნაჭერი იპოვეთ იქ,სადაც თქვენი მეგობარი იპოვეს? ყველამ თავი დაუქნია. -და გვინდა გავიგოთ რაიმე კავშირი გაქვს თუ არა ამასთან-ჩაება დიანა. -თუ გეტყვით რომ სულებს ვხედავ გიჟად ჩამთვლით?-მის ნათქვამს იოანეს ხარხარი მოჰყვა. აი მე კი იმედის ნაპერწკალი გამიღვივა,საღამოხანი არის უკვე ექვსი დღეღა მრჩება სიცოცხლემდე,მერე რაიქნება კაცმა არ იცის. თუ ის შეძლებს ჩემს დანახვას,მას ავუხსნი მდგომარეოაბს და ერთად მოვძებნით გამოსავალს,მაგრამ ვაი და გიჟად მიიჩნიონ? -უკვე ჩაგთვალე-დაასკვნა იოანემ. -მაშინ აღარაფერი დამჩა სათქმელი-ცივად მიუგო ყველას პასუხი. -კარგი მომისმინე შენი სახელი არ ვიცით-თავი გამოიდო კახიმ. -რა მნიშვნელობა აქვს?გიჟი დავუძახოთ-არ ჩუმდებოდა იოანე. დიანამ თავის ძმას მუჯლუგუნი გაკრა,თუმცა მაინც ვერ გააჩუმებს. -მარი მქვია. -და რამდენი წლის ხარ?-აშკარად იგრძნო დიანას მზერა კახიმ,როგორც თავადვე ამბობს ყოვეთვის მომენტი მიდის მასთან. -თექვსმეტის. -მშვენიერია-როგროც,ვატყობ კახი კმაყოფილია თავის საქციელით,აი დიანა კი თავის თავს ებრძვის არ ითრიოს თმებიდან ჩემი ძმა. სულაც ვერ შევამჩნიე როდის გავიდა სანდრო,ხელში ვიდეო კამერით დაბრუნდა. ტელევიზორზე შეართა და ყველანი მას მივაჩერდით. კამერაზე გამოჩნდა ჩემი გადაადგილების კადრები,ნაჩვენებია ნელ-ნელა როგრო ვუახლოვდები შენობას,წარამარა უკან ვიყურები,შემდეგ ვჩერდები და უცნაურად ვიწყებ ხელების ქნევას. ვგრძნობ,როგორ დაეძაბათ ყველას ყურადღება,ისევე როგორც მე. ჰაერში მძიმე სუნი ვიგრძენი. კამერა უფრო და უფრო შიშის გრძნობას იწვევდა ჩვენში,მე მოულოდნელად დავიწყე გააქცევა,მაგრამ არანაირი სილუეტი არ ჩანს კედელზე. მე ხომ მახსოვს? ყველაფერი კარგად მახსოვს. კამერაც ბრუნდება საითაც მე გავრბივარ,მაგრამ მოულოდნელად წყდება. კახიმ და იოანემ ერთდროულად წამოიძახეს რა ჯანდაბააო? მაგრამ წმაში კამერა ირთვება და ვუჩინარდები. -ნახეთ?მოდი ახლა ხელახლა დავაკვირდეთ-სანდრომ თავიდან დააწყებინა ვიდეოს-თუ დავაკვირდებით ლუკას სახეს,მართალია არ ჩანს,მარგრამ აშკარად ჩანს რაღაც ვერ ააქვს კარგად. -უფრო სწორედ ვიღაცას ეძებს-გააწყვეტინა მარიმ,ის მართალია,მე იმ სილუეტს ვაკვირდებოდი,ნელ-ნელა უკან რომ მომყვებოდა,მაგრამ ეკრაზე ეს არ არის დაფიქსირებული. სანდრომ საპასუხოთ თავი დაუქნია მხოლოდ. -ეგაც შესაძლებელია-თქვა ბოლოს და ვიდეო ჩართო-აი აქ კი ნახეთ-იმ მომენტზე დააპაუზა,სადაც უკვე გაქცევას ვაპირებ-რაღაცა დაინახა ისეთი,რის გამოც გარბის. -ნასვამი ხომ არ იყო?-ივარაუდა იოანემ,ახლა რომ შემეძლოს შეხება გავუქანები სახეში,როდის იყო უიმისოდ სადმე ვსვავდი. -არა არ ყოფილა,რომ ყოფილიყო ექიმი გვეტყოდა-უპასუხა კახიმ. -აბა რა ეტაკა ტო? -რავი შე*ემა. რატომღაც მე მარის პასუხს ველოდი,თუმცა ის არავის აქცევდა ყურადღებას მხოლოდ კამერას. თითქოს მის თვალებში შიში და გაოცება ამოვიკითხე. -შეგიძლია იმ მომენტზე დაასტოპო სანამ გაიქცევა?-თქვა ცოტახანში და აჰა იმედები ამენთო. ახლოს მივიდა ტელევიზორთან და ხელებით დაიწყო კონტურების შემოხაზვა. ყველამ ერთმანეთს გადახედეს,მხოლოდ იოანე უყურებდა გაკრეჭილი. ბოლოს გამოვიდა და თავის კუთვნილ სკამზე დაჯდა. ცოტა უცნაურია,რატომ დუმს? კარებზე ზარის ხმა გაისმა,კახიმ ნინი შემოაცილა. ცოტა ხნის წინანდელი ამბავი გამახსენდა და სახეზე სიბრაზის ემოციამ გადამიარა. ცოტახანია,რაც დამშორდა და ვიღაც სხვა ბიჭი ახლავს თავს,თანაც ჩემს წინაშე ეხუტება! ხო,მართალია არ იცის რომ ვხედავ,მაგრამ მაინც უნდა შეეკავა თავი! და საერთოდაც რატომ მანაღვლებს? თავის საქმისა თვითონ იცის. მაგრამ,მაინც არ უნდა ეხუტებოდეს რა იმ ტიპს! დამშვიდდი ლუკა! *** სანამ ნინის სიტაოაციას უხსნიდნენ მე და მარი სხვა ოთახში გავედით,ნუ ის წავიდა მე კი გავყევი. რა ნელა დადის ეს გოგო გამაგიჟებს,ისედაც არ ვარ ჭკუაზე. სააბაზანოში შევიდა,წყალი შეისხა სახეზე და გასწორდა. ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ უფრო ვიგრძენი როგორ დაგროვდა ოთახში ცუდი ჰაერი. -ვიცი რომ ახლა აქ ვარ ლუკა-მოულოდნელად თქვა და წინ და უკან დაიწყო ყურება. გავოგნდი,როგორ მივაწოდო მას ჩემი დასტური?-ისიც ვიცი,რომ ბნელმა ლორდმა დაგწყევლა-ოო,ამას უკვე აღარ მოველოდი-მომისმინე იმაზე იფიქრე,რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გამოგივა კონტაქტი მიდი. წარმოვიდგინე,როგორ ვახრჩობდი იმ ხორბლისფერ ბიჭს,ის კი დახმარებას ითხოვდა,მოულოდნელად კი ნინი გამოჩნდა და წაიყვანა. ვიგრძენი ტემპერატურა ამეწია ორგანიზმში, სისხლმა გათბობა დაიწყო და უკვე სიცხის პიკზე ვარ,ყელში ჰაერი გამეჩხირა,ვაწვები,მაგრამ არ ჩადის. ღრიალი მინდა,მინდა ვიყვირო,მაგრამ ხმა არ ამოჰყავს იოგებს. და უცებ ყველაფერი წყნარდება,თავის ადგილზე დგება. თავს ვწევ მაღლა და გაოგნებულ მარის ვუყურებ. ზუსტად თვალი თვალში გამიყარა,პირი აქვს დაღებული და ტირილის პირასაა მისული. -რა გატირებს?-ჩემს ხმაზე მეთვითონვე შევხტი და შემეშნდა,და მე ეს გამომივიდა,მასთან კონტაქტი დავამყარე,როგორც ჩმი ძა ამბობს, სიტოაცია თავადვე მოდის ჩმთან. -მე ეს გამომივიდა-თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. -ხო,გამოგივიდა,მაგრამ ახლა მომისმინე ვინ არის ბნელი ლორდი? სახე გაუმკაცრდა და სარკისკენ მიბრუნდა,რათა თავისი თავისთვის ეცქირა. -ის ყველაზე ბოროტი მბრძანებელია მთელს ჯოჯოხეთის მიდამოებში,სამასი წლის წინ მამამისი გარდაიცვალა და ახალგაზრდავე გაგზავნეს საგიჟეთში,რადგან ამტკიცებდა რომ მან სული დაინახა. მას არავინ არ უჯერებდა,რის გამოც საგიჟეთს ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა. ხალხმა მას ბნელი ურჩხული უწოდეს,რადგან სიბნელში ჩნდებოდა ხოლმე-ვგრძნობ როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა-ოთხი ათასი ადამიანი დახოცა მან,უნდა ჩამოეხრჩოთ იგი,თუმცა თავი თვითონვე მოიკლა. შოკში ვიყავი თავი ფილმში მგონია,მაგრამ ჰეი სამყარო ეს რეალობაა. -და შენ როგორ გაიგე ეს ყვეალფერი?-ვკითხე პირ დაღებულმა. -ძალიან მიყვარს კითხვა,მასზე კომპიქსებშ წავიკითხე,მაგრამ დღეს დღეისობით მას ბნელ ლორდს უწოდებენ,შენ მისი რიგით სამას ოცდამეოთხე მსხვერპლი ხარ. -მაგრამ მე ჯერ არ მომკვდარვარ. -რამდენი გაქვს ვადა? -ამის ჩათვლით ექვსი დღე. მარიმ საუბარი გაწყვიტა,რადგან ოთახში იოანემ შემოაბიჯა,ნეტა ის თუ მხედავს? არა სისულელეა,ვერ დამინახავს. დამცინავი სახე მიიღო და კედელს მიეყრდნო,მარიმ თვალებით მანიშნა მასზე. -აშკარად მოსწონხარ-ვუთხარი გაკრეჭირლმა. ბევრჯერ მინახავს იოანე ასეთი სახით,ის მაშინ იღებს,როცა ვიღაცასთან ფლირტს გადაწყვეტს ან მაშინ,როცა ყურამდეა შეყვარებული. ამ შემთხვევაში უფრო პირველ ვარიანტს განვიხილავ. ოთხი ყოფილი შეყვარებული ყავს. სასაცილოა,მაგრამ ოთხივეს,იმიტომ დაშორდა რომ საერთო ენა ვერ გამონახა მათთან. -ვიფიქრე ხო არ მოკვდათქო და შემოგიარე-თვალი ჩაუკრა. -გმადლობ ზრუნვისათვის რომეო. -რასამბობ შენთვის ყველაფერს ვიზავ ჯულიეტა-გადაწყვიტა მიახლოებოდა. მარის ჩაეღიმა და სარკეს მიუბრუნდა. აი იოანემ კი მკლავებს შორის მოიქცია იგი. -ხო ხედავ ბავშვო,სივრცეს მირღვევ-ტუჩ საცხის წასმას შეუდგა იგი. -ჰმმ არ გეხები გოგონი რას აკეთებ? -ვერ მიყურებ? -კი გიყურებ,მაგრამ იქნებ აქითკენ შემობრუნებულიყავი. მარიმ სარკიდან ბოროტული მზერა მესროლა,საპასუხოდ კი თავი დავუკარი. შემობრუნდა და ახლა მათი თვალები ერთმანეთში აიხლართა. იოანეს ნაცრისფერი თვალები ირეკლავდნენ მის წინ მდგომისას. ასევე ვიგრძენი ორივეს გაუხშირდათ სუნთქვა, განსაკუთრებით ჩემს ძმაკაცს. -რაიყო?ტუჩ საცხის წასმა მოგინდა?კი ბატონო,მოდი წაგისვამ. ცოტაც და სიცილისგან ჩავიფსამდი,ასეთ მოყუჩბული არასდროს არ მინახავს ეს ვაჟბატონი, მის ბუხუნია ტუჩებს ღებავდა წითელი,ხასხასა პომადა. ხელებზე ვენები ლამის იყო გადმოასკდებოდა. -აჰა ვსო,შეგიძლია ნახო თუ მოგწონს-მარიმ გამარჯვებულივით მოტეხა ტუჩის კუთხე. -შენ არ გინდა წაგისვა? -არა გმადლობ დამჩხაპ... და სანამ იგი სიტყვას დაასრულებდა იოანე თუჩებში ეცა. ხელი წელზე მოხვია,რამაც გამოიწვია ტუჩ საცხის ძირს დავარდნა. უფრო ახლოს მიიზიდა,გეგონება მათთვის დრო გაჩერდა. ხელი წელიდან ფეხზე ჩააცურა,ხელში აიტაცა და ონკანის რაფაზე შემოსვა. მარიმ თმებში შეუცურა ხელი,ამ სიცხეში ნეტა არ სცხელოდა იოანეს მახელა თმებში? მათი ტუჩები აიხლათ დაიხლართა ერთმანეთში,თან ისე რომ კოცნის ხმა საერთოდ,არც კი ისმოდა. აჯობებს მარტო დავტოვო ხო? გავიდე სხვა ოთახში. არაა ვერ გავალ ვიცი რო გაინტერესებს:დ -ეჰეიი ზედმეტი ხო არ ვარ?-გავძახე მარის,მან კი შუა თითი ამიწია,გადავიხარხარე და გამოვედი. *** მეექვსე დღეც გავიდა. უნდა დავიძინო. აუცილებლად უნდა დავიძნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.