უ'საზღვროდ /22/
მაშო დაჟინებულ მზერას გრძნობდა,მიხვდა სადაც იმყოფებოდა ,მაგრამ თავს მოწყენის უფლება არ ჰქონდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო,ჰქონდა სამსახური რომელზეც ოცნებობდა, ლეა ჰყავდა და მეგობრები . ბედნიერი იყო თავისი საყვარელი დის გამო სხვა კი არაფერი ადარდებდა, არ მისცემდა ზურას ცხოვრების არევის საშუალებას,ამხელა მნიშვნელობას ვერ მიანიჭებდა . -ვიცეკვოთ ქალბატონო ლეა?- საბამ თვალი ჩაუკრა და გაღიმებულმა გაუწოდა ხელი-გთხოოვთ -ფრთხილად შე ჩემა თოიძე არ გაგვეჩითოს თორე აგვკუწავს ყველას-რატი ახარხარდა რა უნდოდა მეტი -კარგიით რაა ნუ ხუმრობთ ასე...არ ეჭვიანობს თქვენზე -გეგონოოს რაა .. ეგ მწერზეც კი ეჭვიანობს ,კოღო რო დაგაჯდეს მხარზე და გიკბინოს იმაზეც იეჭვიანებს -კარგი ბიჭო რა იყო ნუ აშინებ გოგოს - ილიკომ დაუბრიალა თვალები და გააჩუმა -ჯასთე ქიდინგ სვითი - ხელები მაღლა ასწია და მერე ისევ გაიღიმა - რა საინტერესო ხალხია მოკლედ -რა ლამაზი ხარ მაშიკო? აქამდე რატომ არ დადიოდი ჩვენთან ერთად - ბექამ ახალი ჭიქა მიაწოდა და მზერა გაუსწორა -ვმუშაობდი ღამით და ვერ ვახერხებდი...უკვე შევიცვალე სამსახური და ხშირად ვიქნები თქვენთან ერთად -ვაა ვა მაგარია...გილოცაავთ. ახალი სამსახური მოგწონს? -კი ძალიან...რამდენიმე დღეა უკვე ვმუშაობ და თანდათან უფრო მომწონს ..კერ კიდევ ყველაფერი წინაა -წარმატებები მაშენკა ... -მადლობაა ბიჭებოო - მეც მინდა ცეკვა ...მაგარი მუსიკაა. ეს დიჯეი მოიწვია როგორც ჩანს ,აქამდე აქ არ უკრავდა -აჰაამ სპეციალურად ნენესთვის მოუწვევია- ილიკომ აღნიშნა და სავარძელში ჩამოჯდა- რას მიყურებ მე ... გინდა გეცეკვო? მაშოსთან იწეკვე ბექა -შენთან ცეკვას არც ვაპირებდი ... შენნაირ მოუხერხებელთან რა მინდა -ამას შენ რო მეტყვი ეს კუნთი კაცი ძაან ხო არ ტეხავს? -წამალზე მწარე ხარ ზოგჯერ ექიმო - ბექამ „მოწყენილი“ გამომეტყველება მიიღო .ჭიქა მაგიდაზე დადო და მაშოს წელზე მოხვია ხელი- იმედია უარს არ მეტყვი ხომ? -სიამოვნებით ვიცეკვებ თუ მოხერხებული პარტნიორი იქნები - ეშმაკურად გაუღიმა ,კიდევ ერთხელ მოსვა კოქტეილი შემდეგ მაგიდაზე დადო და სხეულის რხევით წავიდა მოცეკვავეებისკენ. -თვალს თუ არ მოაშორებ მალე დაიწვება ... -ვიცეკვოთ ნენე?- ჭიქა დაცალა და ბიძაშვილს გახედა -შენ და ცეკვა? ბოლოს როდის იცეკვე ... ახლა რას აპირებ იმ ბიჭს წაართმევ და მერე? -არ ვიცი მერე -უნდა იცოდე -შენ და შენი ძმა ზოგჯერ ტყუპებივით ხართ -არადა მისი სისხლი შენ გაქვს და საერთოდ არ გავხარ...ეს გოგო მოგწონს? -არ მომწონს, მაფორიაქებს და ეს მაგიჟებს -ვინ არის? -თინის მეგობარია,მაგრამ არაფერი გამოვა -როგორ არ გამოვა, შენ და ასე უცებ დანებება? -მის გამო ბრძოლას არ ვაპირებ! -ცოტა ხნით მაინც მოაშორე მზერა,მგონია რომ გახადე და მე ხელს გიშლი ...საოცრად კი ცეკვავს.ასე როგორ მოძრაობს მეც კი მომეწონა -ცეკვა კარგად გამოსდის- კბილებშორის გამოსცრა, ისევ ალკოჰოლს მიეძალა ,ჭიქა ხის ზედაპირზე დაახეთქა და სწრაფად მოშორდა ადგილს. რამდნეიმე ნაბიჯიც და მაშოს შეეხებოდა ნიკუშა რომ გადაეღობა წინ ჭიქით ხელში -საით ბიძაშვილო? -აქ არ უნდა მოსულიყო! -ის თითქმის ყველგან იქნება სადაც თინის მეგობრები იქნებიან .რა პრობლემა გაქვს -აუტანელი ხარ ! -ვიცი, შენ გგავარ...არ დალევ? -ზედმეტად ბევრი დავლიე , არ მინდა ნენე ვანერვიულო . გარეთ გავალ -როგორ მინდა დადგეს დღე როდესაც თავის გაკონტროლებას შეძლებ -ფუჭი ოცნებაა ძმაო ოთახში ავიდა ,აივანზე დაჯდა ,სიგარეტს მოუკიდა და ზემოდან აკვირდებოდა სიტუაციას. აივანზე რამდენიმე ადამიანი ეწეოდა. ისინიც შევიდნენ და ბოლოს მაშო გამოჩნდა, მობილურით ესაუბრებოდა ვიღაცას და იცინოდა -ხო პატარავ...კი ლეაც აქ არის. ახლა ცეკვავს ,არა მათესთან ერთად არა. ლიკუნაა დედიკო და მამიკო სად არიან? ხოო? მობილური მოპარე რო ჩემთან დაგერეკა? მე ხომ გითხარი რომ ეგ ცუდი საქციელია? ჩემო პატარაავ ... როგორც კი შევძლებ მაშინვე ჩამოვალ, ლეასაც წამოვიყვან. თინი? თინის არ ვიცი თუ ეცლება...გამოცდები აქვს.რა არის და რომ გაიზრდები გაიგებ . ახლა დაიძინე ხო? ზღაპარი მოგიყვე გინდა? კონკიაზე? შენი პრინცი იპოვნე ? სად იპოვნე ...მამიკომ იცის?- გაიცინა და სავარძელში ჩაჯდა- ვაიმეეე მართლა? სკოლაში რომ შევა მერე შენც ხომ შეხვალ და ისევ ნახავ არ იდარდო...ლოყაზე გაკოცა? ვააიმეეე ჩემო სიყვარულოო ...მოგიყვები ახლა ზღაპარს თორემ დედაშენმა თუ გაიგო ორივეს გვცემს...შენ არა ჩემთან ჩამოვა და ყურს ამიწევს- ისევ გაიცინა და მერე ზღაპრის მოყოლა დაიწყო. ვიღაცები გავიდნენ აივანზე და მისი ხმა აღარ ესმოდა ზურას მანამდე კი გაღიმებული იჯდა და სიგარეტიც კი დაავიწყდა. ბოლომდე დამწვარი იყო რომ გაახსენდა და სწრაფად ჩააგდო საფერფლეში. მერე ვიღაცის ხმა გაიგო და ისევ დაძაბა სმენა -მაშო ხომ? -დიახ? -მე ლუკა ვარ ... ცეკვის დროს შორიდან დაგინახე . ის ბიჭი შეყვარებულია? -არა ,მაგრამ ეგ თქვენთვის არაფერს წყვეტს ლუკა . უკაცრავად - გვერდის ავლა სცადა ,მაგრამ ბიჭი წინ გადაეღობა -ძალიან კარგი ე.ი მარტო ხარ ... არ წახვიდე ვისაუბროთ -იმდენად მთვრალი ხარ ლუკა,რომ რაღაც მეეჭვება რაიმე საინტერესო თემაზე საუბარი შეგეძლოს და ამიტომ სურვილი არ მაქვს თქვენთან ბაასის -რატომ მესწერვები? - მკლავში წვდა და შეაჩერა -გამეცალე !- ხელი გამოგლიჯა და თავიდან მოიშორა- კარში შევიდა და ბიჭიც უკან მიჰყვა. ცოტა ხანს ელოდა,მერე უცებ წამოდგა და კლუბში დაბრუნდა. შორიდანვე დაინახა ბიჭი და პირდაპირ მათკენ დაიძრა -რა ხდება ჭყონია? -ვაა ზურაა ? არაფერი რა უნდა ხდებოდეს მაშიკოს ვესაუბრებოდი -მე კი მგონია რომ თქვენი საუბარი დასრულდა , არ მეთანხმები? -დასრულდა...-უკან დაიხია და იქაურობას მოშორდა.უკან მდგომ მაშოს წამით შეხედა და ისე გაეცალა რომ სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მაშო მიმავალს უყურებდა ,ჯერ გაკვირვებული იყო შემდეგ კი უბრალოდ აღარ იმჩნევდა. ლეასთან ერთად იყო , შემდეგ ლეა რატიმ წაიყვანა .შორიდან უყურებდა როგორ ცეკვავდნენ ნენე რომ მივიდა -იმედია კარგად ერთობით ...მაშო ხომ? მაპატიე ძალიან ბევრი ვინმე გავიცანი დღეს და ცოტა მიჭირს -მაშო მქვია , მესმის შენი დიდი ხნის შემდეგ ისევ უკან დაბრუნება ალბათ ძნელი იქნება -ხო ,მაგრამ ჩემების დამსახურებით მალევე შევეჩვევი...ნიკუშა სულ თავის სახლშია ხოლმე ,მაგრამ ზურას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემთან მოვიდეს. თინისთან ვგრძნობ რომ კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება -თინი ისეთი საოცარი გოგონაა რომ მარტივად შეგიქმნის კომფორტს...მე იშვიათად ვარ მათთან ერთად ,მაგრამ ლეა და თინი სულ ერთად არიან -ნიკუშაც უფრო ხშირად რჩება ქალაქში თინის გამო - მოცეკვავე წყვილს გახედა და გაიღიმა-ნიკუშა ზურასგან განსხვავებით სიტუაციის დრამატიზებით არასდროს გამოირჩეოდა,მაგრამ ასეთი თავისუფალი,მშვიდი და ბედნიერი არასდროს ყოფილა . თინი რომ მასთან ბედნიერი იქნება ამაში დარწმუნებული იყავი -შენ ჯერ მათი ურთიერთობის შესახებ ცოტა იცი, დრო რომ გავა და ერთად ხშირად ნახავ მერე დარწმუნდები რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები -მე ზოგადად რომანტიკოსი არ ვარ,მაგრამ სულ ვიცოდი რომ ნიკუშაც და ზურაც რაღაც საოცარი სასიყვარულო ისტორია ელოდათ წინ . ბავშვობიდან ვაგიჟებდი ორივეს ,ნუ ზურა ახლაც არ უჯერებს ჩემ წინასწარმეტყველებას ,ნიკუშა არ მეთანხმებოდა,მაგრამ პირდაპირ წინააღმდეგობას არ მიწევდა მაშო ჯერ მშვიდად უსმენდა ,ნიკშაზე და თინიზე საუბარი ნამდვილად აბედნიერებდა,ზურას სახელის გაგებისას კი უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა. აშკარა იყო რომ ნენეს ორივე ძმებივით უყვარდა და ვერანაირ განსხვავებას ვერ გრძნობდა, ზურას რომ ახსენებდა ზოგჯერ ეგონა რომ თავად სულ სხვა ადამიანს იცნობდა და ნენეს ზურა სრულიად სხვა ,უწყინარი, კეთილი, მზრუნველი და საოცარი კაცი იყო. სულ რამდენიმე წინადადებაში ახსენა,მაგრამ მაინც აშკარა იყო მისი აზრი ზურას შესახებ. ისე უნდოდა ეთქვა არაკაცი ბიძაშვილი გყავსო, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ზურასთან დაკავშირებით. -ნენეე როგორ ხარ ძვირფასო?- ვერ დაინახა კაცის სახე,მაგრამ ხმა ეცნო და ჭიქა ინსტიქტურად დააბრუნა უკან. უცებ გასწორდა და საკუთარ უფროსს რომ შეხედა გული გაუჩერდა. უცებ წარმოიდგინა რომ ზურა გაიგებდა მისი ახლაი სამუშაოს შესახებ და პრობლემას შეუქმნიდა- ზურას მოვკლავ რაა...როგორ არ მითხრა ასე მალე თუ ბრუნდებოდი,ჩვენ ზაფხულში გელოდით -უკაცრავად ? - ბიჭს თვალებდაწვრილებული უყურებდა, განათება ხელს უშლიდა მერე უცებ თვალები გაუფართოვდა- ლაშაა ? მართლა შენ ხარ ? -ღმერთო ჩემო 50 კილო დავიკელი თორემ ისევ ისეთი ვარ ... გული მატკინე -საქართველოში თუ იყავი საერთოდ არ ვიცოდი... -ერთი წელია უკვე აქეთ ვარ...საქმიანი ბიჭი გავხდი -ძალიან კარგია , ზურას არაფერი უთქვამს -არ მინახავს კარგა ხანია...ხან მაგას არ სცალია ხან მე. დაგვივიწყა ძმაკაცები ამ ბოლო დროს . მგონი ხელი შეგიშალეთ -უცებ შებრუნდა და მაშო რომ დაინახა გაიცინა- ვაა მაშიკო? შენ იყავი ის ლამაზი გოგო? ზურგიდან დაგინახე და ვერ გიცანი ... აქ საიდან? -ბატონო ლაშაა ... მე ასე ვთქვათ -ჩვენი მეგობარია ლაშ , შენთან მუშაობს? -ცოტა ხნის წინ ავიყვანე ...ჯერ ჯერობით ჩემ ასისტენტს ეხმარება ასე ვთქვათ დაკვირვებას ვახდენ ,მაგრამ ვფიქრობ დაწინაურების კანდიდატია . აიი ბატონიც გამოჩნდაა ,ზურააბ რომ დამირეკე და მითხარი მოდიო რატომ არ თქვი ნენე თუ ჩამოვიდა შე არასწორო- ბიჭს ხელი ჩაავლო და შეუბღვირა -სურპრიზი გაგიკეთე შე ჩემა და უმადური ხარ კიდე? სულ ვერაფერს როგორ იგებ ისე ...წვეულებას რომ ვაწყობდი მთელმა თუ არა ნახევარმა თბილისმა გაიგო- ბიჭს გაუღიმა და მერე ნენეს საფეთქელზე აკოცა-ნეენ ხო მაგარ ფორმაშია ლაშიკო? -ამის ყბიდან მაინც ვერ ამოვვარდი რაა -მე რო არა კიდევ ისეთი იქნებოდი , რა უმადურია ხედავ? ისევ ისეთი დარჩა პროსტა ახლა მეშინია ქარმა არ წაიღოს ,ზედმეტი მოუვიდა- მაშოს წამით შეხედა და სახიდან ღიმილიც მოშორდა - მგონი საერთოდ აღარ ჭამს საჭმელს -მაშიკო უთხარი რამდენს ვჭამ... დაამსხვრიე მითები და თქვი როგორ ვაგიჟებ კატოს - ლაშამ რომ გაუღიმა გოგოს და მხარზე ხელი დაადო ზურა მთელი ტანით შებრუნდა მათკენ -უმადობას ნამდვილად არ უჩივით...მეგონა იმ კატეგორიას მიეკუთნებოდით მაინც რომ არ იმატებენ ,თურმე ვცდებოდი -ვვარჯიშობ სისტემატიურად, ეს სამსახურიც მაგრად მაცლის ენერგიას ... -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს -ჩემთან მუშაობს ... ხომ იცი კატოს ინგლისში ვუშვებ და მის ადგილას ხო მჭირდება ვინმე . ხომ იცი რამდენი ვინმე ავიყვანე ამ ორ თვეში ,ყველამ აურ დაურია ,მაშიკო ჯერ ჯერობით შესანიშნავად ართმევს თავს და მგონი ჩემ მომავალ მდივანს უყურებ -რა საინტერესოა ,რამდენი ხანია შენთან არ ვყოფილვარ ჩემი 5 % წილი სულ დავივიწყე -ხო არა? რომ გეუბნებოდი დამეხმარე-თქო ათასი საქმე მაქვსო და მარტო თვის ბოლოს ფულს იღებდი და ახლა აღარ გაქ საქმეები? - ლაშამ წარბები შეკრა და შეუბღვირა -გეყოფათ რაა..ზურაა სულ საქმეზე როგორ ლაპარაკობ-ნენე აწუწუნდა და ბიძაშვილიც წამსვე გააჩუმა. მაშოს წასვლა უნდოდა სასწრაფოდ და როგორც იქნა ხელსაყრელი სიტუაცია იპოვნა. დაგტოვებთო თქვა და იქაურობას გაეცალა. აივანზე გავიდა სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა, მოაჯირს დაეყრდნო და თითები მოუჭირა,მთელი სხეული უთრთოდა. თვალები რომ დახუჭა ზურას ირონიული მზერა დაუდგა თვაწინ,თითქოს ეუბნებოდა რომ ყველაფერი დასრულდა. ის იყო დამშვიდდა, სიგრილემ იმოქმედა გვერდით ლორთქიფანიძე დაუდგა . სიგარეტის კვამლში იყო გახვეული, ტუჩებშორის მოქცეული ღერი თითებში გადაიტანა და ირონიულად გაუღიმა -ბედის ირონიაა არა? შენი ბატონობა ჩემი ბედია მგონი... რას იზამ ამჯერად? -შენ მხოლოდ წილის მფლობელი ხარ, მე ბატონ ლაშასთან დავიწყებ მუშაობას -ან ვერ დაიწყებ, რომ ვაჩვენო ის ვიდეო მგონი პირად სტრიპტიზიორად აგიყვანს შეთავსებით გაიხსენებ წინა პროფესიას . ლაშას სულ უყვარდა მსგავსი გამოსვლების ყურება -და მერე ? რას მიიღებ მაგით, რა ხეირი ბატონო ბიზნესმენო, რა გათვლაა თქვენ რომ მოგება მოგიტანოთ -მოგებას ვეღარანაირად მომიტან . ლაშას დაშტერებას თუ გეგმავ მაგრად ცდები, ისეა მხიარული და ლმობიერი თორემ იდიოტი არ არის -ხო,ნამდვილად განსხვავდება შენგან - გაუღიმა და ისევ ხედს გახედა -მორჩი ცინიკოსობას , ნუ გამაგიჟებ -მეტყვი რას აპირებ თუ სიურპრიზს უნდა ველოდო და პომპეზურად დამამცირებ ამჯერად -არაფერს ვაპირებ, არაპროფესიონალებს ლაშა ვერ იტანს,რომ მიხვდება უმაქნისი ხარ თავად გაგიშვებს. ფლირტს თუ დაუწყებ მაშინაც გაგიშვებს, ვერც სამსახურეობრივ რომანებს იტანს ასე რომ მე არაფერში ჩავერევი ...- სიგარეტი მოიშორა და მისკენ დაიხარა - ნენესთან დაქალობაზე არც კი იფიქრო ,ჩემ სარძლოსთან რომ გაქვს ურთიერთობა მაგის ატანაც მიჭირს -დრო რომ გექნება ჩამოწერე ვის ვესაუბრო,რამდენ ხანს, ვის დავუმეგობრდე ვის არა , როდის დაგენახო,როდის არა მერე მომაწოდე და ხომ იცი მეც ისე გავაკეთებ როგორც შენ მეტყვი -თვალებში უყურებდა , უელავდა დიდი სფეროები .ჯერ ოდნავ იღიმოდა მერე წარბები შეკრა და მკერდზე ხელი ოდნავ ჰკრა- მიხვდი ბოლოს და ბოლოს რომ არავინ არ ხარ და შეეშვი ჩემთვის ბრძანებების მოცემას . ყველა ადგილს დავტოვებ სადაც კი ჩემთვის ბრძანების უფლება გექნება - ზურა ჯერ მისმა მზერამ გააგიჟა,მერე მკერდზე მიდებულ მის თითებს დააკვირდა და გაუაზრებლად სწვდა წვრილ მაჯაზე -ინავარდე სანამ შეგიძლია, ბოლოს მაინც ჩემ ხელში აღმოჩნდები და საკუთარი სურვილით დამემორჩილები -თავისკენ მიიზიდა, მისი დამრგვალებული თვალებიდან მზერა წითლად შეღებილ ტუჩებზე გადაიტანა. მანძილი უფრო შეამცირა, ტუჩის კუთხეში აკოცა და მშვიდად გაეცალა. ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და გაიცინა, მაშო კი ისევ გახევებული იდგა,გული საშინლად უცემდა. თითები ნაკოცნ ადგილას ისე ჩამოისვა თითქოს კვალის მოშორებას შეძლებდა. ყბები დაეჭიმა, თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, აგიჟებდა საკუთარი უსუსურება , ცდის მიუხედავად მაინც ვერაფერს უხერხებდა. ერთი იცოდა ,თავი უნდა შეეკავებინა და ყურადღება არ მიექცია. ლეას დიდხანს დარჩენა აღარ უნდოდა და სახლში დაბრუნდენ. არც კი სჯეროდა რომ იქაურობას მოშორდა და ზურას აღარ გადაეყრებოდა.სამსახურზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებდა, ლორთქიფანიძე მისი უფროსი არ იქნებოდა, სადაც არ უნდა წასულიყო ყველა ბიზნესმენთან ექნებოდა რაღაც შეხება ეს ადგილი კი ძალიან მოსწონდა,ლაშა ძალიან კარგი უროსი იყო და მისგან ბევრი რამის სწავლა შეეძლო. გაქცევას აზრი არ ჰქონდა და არც სურდა დამნაშავესავით მოქცეულიყო,როდესაც პირიქით ზურას ჰქონდა დანაშაული მის მიმართ ჩადენილი. სავარძელში იჯდა და ეწეოდა, თინი რომ მიუჯდა გვერდით კოქტეილის ჭიქით ხელში -ვაა სარძლოოვ რომეო სად არის? -ნენესთან ცეკვავს -ისე რატომ მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდა-გაიცინა და ისევ მოიქცია სიგარეტის ღერი ტუჩებშორის -ნიკუშას უყვარხარ და რაც არ უნდა დააშავო მაინც ვერ მოგკლავ,მაგრამ -არ გა*ტრ*კო რა არ გინდა შენ სადაქალოზე ლაპარაკი, ვისაუბრეთ მე და ნიკუშამ და მორჩა!არაა საჭირო შენი დაქალის დაცვა ,მართლა ურჩხული ხომ არ ვარ ტო -და ვინ გითხრა რომ მაშოს დაცვას ვაპირებ, როგორმე თავად დაიცავს თავს.აი შენ ვინ გიშველის ეგ არ ვიცი -მე ? - გაუკვირდა,მერე გაიცინა- მე რა შველა მჭირდება ...ვინ მებრძვის რო? -საკუთარი თავი და აშკარად გერევა ...მალე წყვდიადში ჩაიკარგები და ნათელ წერტილსაც ვერ დაინახავ მე კი საერთოდ არ მინდა ნიკუშას ძმა ბრმა ,ყრუ და გონებადახშული იყოს -მაპატიე ჩემო კარგო,მაგრამ ვიღაცას თუ ჩემი ხასიათი არ მოსწონს ვერ გადავკეთდდები. ისეთი უნდა ამიტანო როგორიც ვარ -მე შენ ხასიათთან პრობლემა არ მაქვს...მიუხედავად იმისა რომ მეც ეჭვის თვალით მიყურებ და ნიკუშას გამო მიტან -შენზე ასე ვთქვათ,არასწორად ვფიქრობდი -არ ვიცი რას ფიქრობდი,არც ის ვიცი ახლა რას ფიქრობ მე მხოლოდ დამოკიდებულებას ვგრძნობ და სიმართლე გითხრა ეგეც არ მაინტერესებს დიდად ...აქ საკმაოდ გრილა -მკლავებზე ჩამოისვა თითები ,უცებ გააჟრჟოლა ისე დაუბერა ქარმა- თხოვნა მაქ შენთან -რა თხოვნა -ნიკუშასთან მინდა წასვლა და იმ მუტანტ ძაღლსაც წამოიყვანს ვიცი , მე მისი ატანის ნერვი არ შემწევს და იქნებ დაიტოვო ? რომ ეცოდინება კარგ ხელშია მშვიდად იქნება -კაი ღადაობ? - სიცილი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა . არადა ფიქრობდა რაღაც სერიოზული თხოვნა აქვსო -სასაცილო რა არის ...შენ არაფერი გეზიზღება და თან გაშინებს? -კი გველები მეზიზღებიან -ხოდა ჩათვალე რომ შენ შეყვარებულს სახლში გველი ჰყავს და ის გველი საწოლზეც კი ადის -კარგი რაა ძაღლს როგორ ადარებ ... დავიტოვებ არაა პრობლემა ,მაგაზე უარს ნამდვილად ვერ გეტყვი. სხვა დროს ასეთი სერიოზული თემით რომ მომმართავ შემაპარე ხო? -ზურააა აქ ხართ? რაზე იცინი? - ნენე მივიდა და მოაჯირთან დადგა -იცი შენ სარძლოს ძაღლების რომ ეშინია და ნიკუშა მაინც უყვარს? -მართლა ? -რა სიგიჟეაა - ნენემაც სიცილი დაიწყო ორივე ლორთქიფანიძე ხარხარებდა -რა ცუდები ხართ,როგორ დამცინით -შენ კი არ დაგცინით ყველაზე ძაღლებისმოყვარულ კაცს რო უყვარხარ მაგაზე გვეცინება ... მის ძაღლს ვინმემ რო დაუყვიროს მოკლავს და შენ ალბათ ახლოსაც არ იკარებ -ნენეე შენი მეწყვილე სად არის?- როგორც კი დამშვიდდნენ ლორთქიფანიძეები მაშინვე მოიკითხა ნიკუშა -ნიკუშაა...შიგნით დარჩა ,მეგობარს ელაპარაკებოდა -ისე თქვა ნენემ მაშინვე შებრუნდა და მინის მიღმა სცადა ნიკუშას დანახვა. დიდხანს არ უძებნია თვალი მოჰკრა ვიღაც გოგოსთან მდგომს და გაეცინა -ნიკუშას თაყვანისმცემელია თუ უიმედოდ შეყვარებული გრძელფეხება- ზურას გახედა ჯერ მერე ნენეს -არც ერთია და არც მეორე ... -კარგი არ აქვს მნიშვნელობა მოდუნდით ეჭვიანობის სცენების დადგმას არ ვაპირებ- გაიცინა და კოქტეილის დაგემოვება განაგრძო- მართლა ცივა აქ,მაგრამ სასიამოვნოა რაღაცნაირად -ხოო ჯერ კიდევ არ დათბა...ეს პერიოდი მიყვარს ძალიან . ზაფხულში თბილისში გაძლება შეუძლებელია .აუუ ზუუუ -რა -ხო ამარჩევინებ ბინას? მამაჩემი უარზეა ხოდა მიპონე მაკლერი რაა გთხოოვ -დიმიტრი დაარწმუნე და კი ... ვაფშე რას აიჩემე ეს მარტო ცხოვრება ვინ რას გიშლის .ისედაც ენატრებოდი ბიცოს ,ცოტა ხანს მაინც დარჩი -ზუუ გთხოოვ -ნუ ხარ მაიმუნი ბავშვი ... არამაქ ახლა შენზე ნერვიულობის ნერვი,დრო და დარჩი სახლში -ანუ არ დამეხმარები -რო მიბღვერ მაშინებ თუ რაა- უღიმოდა და ქვემოდან უყურებდა გაბრაზებულ გოგოს -მე რო ექვს კაცთან ერთა ვცხოვრობ არ იცი ალბათ თორემ არ იტყოდი ცალკე გადასვლა მინდაო -აუუ ხოოო...მიდი რძალო უთხარი როგორ ცხოვრობ -რამდენთან? -ბიჭები ხო გაგაცანი, იმათთან ვცხოვრობ და კიდე ერთია ის სავარაუდოდ გადავა მალე ცოლს შეირთავს ან საერთოდაც ჩვენთან იცხოვრებენ . ძალიან მაგარია ამდენ კაცთან ერთად ცხოვრება განსაკუთრებით სახლის დალაგების დროს -აუუ ზუუ მგონი სარძლო ჩვენზე მეტად გიჟია -ხომ გითხარით სიგიჟის ახალ ელფერს მოვიტან თქო და ნუ მეძახით სარძლოს -რატოო ხო ნათელია რო ადრე თუ გვიან გახდები ? მე რომ გადავალ შეიძლება ნანუ წავიყვანო -როგორ ? ნანუს არსადაც არ წაიყვან... ნანუ ვაფშე ჩემთან წამოვა ახლა .მაინც აღარაფერს ვაკეთებ ისეთს რომ ინერვიულოს -აბა მე ვინ გამიკეთებს საჭმელს? -ვინმე აიყვანე დამხმარე ქალების მეტი რა არის ...მარტო ცხოვრება გინდა და თან სახლში დამხმარე ქალი? შენზე ქართული ჟანგბადის ნაკლებობამ იმქომედა? -არ ვიცი ,შესაძლოა... თინი მოაჯირთან დადგა , შენობიდან გამოსულ მუსიკის ხმას სხეულს აყოლებდა თან ლორთქიფანიძეებს ესაუბრებოდა. ნიკუშა რომ მივიდა, ხელი მოხვია და ყელში აკოცა -რაო ამათ რა გელაპარაკეს -შენ ცოდვებზე ვუყვებოდით და აქედან გადახტომას ფიქრობდა -ზურაბ ვინ აგიმაღლა ასე განწყობა? ცოტა ხნის წინ დაბღვერილი იყურებოდი ეჭვიანი კაცის გამომეტყველებით - წამსი წაუშალა ღიმილი სახეზე და თვალი ჩაუკრა.მერე ისევ აკისკისებულ თინის აკოცა ,ამჯერად ლოყაზე- არ წავიდეთ? ხვალ ხო ლექცია გაქ შენ -გინდა რომ წავიდეთ? - ქვემოდან ახედა და გაუღიმა -ჰეიი გვრიტებო ჩვენც აქ ვართ ... -წავედით ჩვენ... ნენეს შენ გიტოვებ და ნუ დათვრები -ნიკოლოზ რო გამეცალო არ გინდა? აშკარად ენერგიისგან დაცლა გჭირდება ტვინი გაქვს დაბინდული...იქნებ რამე უშველო თინი -ვეცდები შენ არ იდარდო - თვალი ჩაუკრა და ბიჭს მიეკრა- მომავალ შეხვედრამდე მანქანაში რომ ჩასხდნენ მერე უთხრა შენთან მოვდივარო და ნიკუშა უფრო გაახარა -რატომ აქამდე არ მითხარი -მაინტერესებდა როგორ მოიწყენდი ...ხვალ დილით უნდა წამომიყვანო -ბინაში უნდა მივიდე -იმ მონსტრს ზურა მიხედავს ,შეგიძლია მშვიდად იყო -აჰ ანუ ეგეც მოაგვარე ... ასე ძალიან გინდოდა ჩემთან დაძინება? -თვითკმაყოფილების პიკზე მყოფს რატომ ჰგავხარ ? -დიდი ხანია მანდ ვარ მე ...შენ ვეღარ ამოხვედი ? ამდენი ხანია შენ საკუთრებაში ვარ -ღმერთო ჩემოო როგორ საოცრად ჟღერს მინდება კონკრეტულად გავიგო რა არის ჩემ საკუთრებაში -მალე მივალთ სახლში და შეგიძლია მისაღებიდანვე დაიწყო გარკვევა... თინათინ ხვალ თუ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაქვს იქნებ ქალაქში დავრჩეთ -არაა საჭირო ჩემ გამო დარჩენა...მოვახერხებ ყველაფერს, ენერგია მეყოფა -ენერგია რომ გეყოფა მაგაში ეჭვი არ მეპარება...მომპარავ მთელ ძალას და წახვალ მერე დამტოვებ მარტოს საწოლში -პატარა ჭირვეული ბავშვივით რომ მახსენებ იმ დღეს ნერვებს მიშლი -მეც დაგტოვებ გაუფრთხილებლად,რომ გაიღვიძებ და გენდობემა ჩემი კოცნა და მოფერება იქნები მარტოდ მარტო -ჩემიი საბრალოოო ნიკშააა ..>შეგეშინდაა ? -თინათინ ხელები გააჩერე - ფეხზე დადებულ მის ხელს დახედა და მერე ტუჩები ყელზე რომ შეეხო უფრო დაეჭიმა სხეული -როგორ დაგავიწყო ის დილა? -ნორმალურად დაჯექი...რამეს შევეჯახები და ღვედიც არ გიკეთია ნორმალურად -ამდენი საათია გიყურებ,რომ ვცეკვავთ სულ მინდება შიშველი იყო და არა ამ ზედმეტი სამოსით. თან ეს შარვალი საშინლად გიხდება . ვერ ვიტან ასეთი სიმპათიური რომ ხარ და ათასი კუდიანი გხდის თვალებით ,იმ ათასიდან რამენიმეს უკვე ნანახი აქვს შენი შიშველი სხეული და ხომ იცი ყველა მეზიზღება ვინც კი ოდესმე შეგხებია - ყელს უკოცნიდა ,ლოყაზეც გადავიდა და ისე ელაპარაკებოდა გონება დაუბინდა ბიჭს -როგორ გიყვარს ჩემი ცდუნება -სუნთქვა რომ გიხშირდება გონება მებინდება- გაიცინა და ისე უცებ დაუბრუნდა თავის სავარძელს თითქოს წამის წინაც მშვიდად იჯდა - ღრმად ისუნთქე ღრმაად თორემ გული ვერ გაუძლებს -თინათიინ -რაა ... ხომ მითხარი რამეს შევეჯახებიო .უი უკვე გავედით ქალაქიდან? სულ ვერ შევამჩნიე ალბათ იმიტომ რომ ვიღაც სხვა ჩაგეხუტა და შენს სუნს შერეული ჩემი სურნელი გაფანტა -ათასი ვინმე ვნახე დღეს თინათინ ... სიგარეტს აღარ ეწევიან ,მაგრმა მაინც თავისუებური სურნელი იყო ამდენი ხალხი ერთად რომ ცეკვავს - მანქანა რომ გააჩერა და თინათინს ღვედი შეხსნა გოგოს თვალები გაუფართოდა. ნიკუშას არ უყვარდა მსგავსი ვნებასაყოლილი მოქმედებები - რაო რას მეუბნებოდი ? როგორ ისუნთქეო?- თეძოებზე მოუჭირა ხელი და თავისკენ მიიზიდა. მერე მუხლებზე დაისვა და სხეულზე აიკრა -ღრმადოო ? -ამოიკნავლა და მკლავები ყელზე მოხვია . კაბის ქვეშ დააცურებდა თითებს ლორთქიფანიძე, კოცნიდა ყველგან სადაც შეეძლო და სულ რომ აუთრთოლა სხეული დოლიძეს შემდეგ შეწყვიტა კოცნა -მგონი ვერ ხარ კარგად, მალე მივალთ სახლში და ვეცდები სუნთქვა დაგაწყებინო -რააა ...შენ ...შენ კარგიი - უცებ შეკრა წარბები და უკანა სავარძელზე გადაბობღდა. ნიკუშამ მანქანა დაძრა და სწრაფად განაგრძო გზა, ცოტა ხანს გაცეცხლებული იჯდა, მთელი სხეული უკანკლებდა, მუშტები შეკრული ჰქონდა და სარკიდან მომზირალს უყურებდა -წინ რატომ არ დაჯექი -აქ უფრო დიდი სივრცეა...ცუდად რომ გავხდე დავწვები .მგონი ძალიან ცხელა არა ? - კაბა აიკეცა ,მერე ელვა გახსნა და მხრებზე გადმოიწია -თინათინ! -სარკიდან ჩემი ყურება შეწყვიტე და ეცადე მალე მივიდეთ ...მეძინება როგორც იქნა ეზოში შევიდნენ.მაშინვე გააღო მანქანის კარი და სახლისკენ ისე დაიძრა ვითომ ნიკუშა იქ არც იყო. კართან არ იყო მისული ჰაერში რომ აღმოჩნდა და შემდეგ ყველაფერი ნიკოლოზმა გადაფარა, დრო სივრცე, განზომილება, აზრი , ფიქრი მხლოდ თავად დარჩა და სხვა არავინ... .............. მანქანიდან გადავიდა თუ არა იგრძნო როგორ ღელავდა, ფეხი რომ გადაუბრუნდა კიბეზე და მოაჯირს მოეჭიდა იქ უკვე გული აღარ უცემდა. ყავისფერ კარზე დააკაკუნა და დაელოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო პირველად აუჩქრადა ასე ძლიერ გულისცემა.საკეტის ხმა ისე ესმოდა როგორც პატიმარს საკნის დატოვებისას -ასე სწრაფად მოხვედი?- გაკვირვებულმა აზიდა წარბები და ხელში მოქცეულ წვენის ჭიქას დაუბრუნდა, საწრუპი ტუჩებშორის მოიქცია და მისაღებისკენ წავიდა. ზოლიანი ფართე შარვალი ეცვა და თავისუფალი უმკლავებო პერანგი .თმები როგორც ყოველთვის დაუდევრად ჰქონდა შეკრული . დივანზე დაჯდა და ფეხები მოკეცა -აბა რა გინდოდა ? რო გამომაქცუნე სოფლიდან -როგორ ხარ -შესანიშნავად ... ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა მამაჩემი მივლინებიდან და ვეტყვი რომ ფეხმძიმედ ვარ , ჩემ ძმას ვერ ვეტყვი პირდაპირ საკუთარ განაჩენს ვერ მოვაწერ ხელს.დედას გაუხარდება თუ გოგო იქნება და ნებას მივცემ თოჯინასავით გაზარდოს - არ ამოუსუნთქავს ისე თქვა და შემდეგ ისევ წვენის წრუპვა განაგრძო -საყვარელი ხარ - ინსტიქტურად წამოსცდა და გაეღიმა.გოგომ ქვემოდან რომ ამოხედა უცებ მოვიდა გონს-ჩემი შვილი აშკარად კარგად მოქმედებს შენზე -ვითომ შენი გენების დამსახურებაა ეგ? რაღაც მეეჭვება ... -რომ მითხარი შეიძლება მოვიშიროო გავგიჟდი, რა გინდოდა რას მანერვიულებდი ? -არც ინერვიულო ახლა რაა ერთხელ დამავიწყდა იმ იდიოტობა აბის დალევა და მაინცადამაინც მაშინ გაგიჟდნენ შენი სპე*მატოზოიდები . შენც რამ გაგაგიჟა ? არა ყველაფერი ერთმანეთს რომ მიეწყო -აშკარად ზემოთ იყო გადაწვეტილი ბავშვის ამბავი -ნუ მიცინი ნერვებს მიშლი ... შენც გინდა წვენი? - უცებ წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა - ხილზე შევჯექი ... გამასუქებს ამდენი ნახშირწ....ბი და გამოცდებზე როგორ ვივლი ძალიან მაინტერესებს -როდის ჩამოდიან შენები ? -ჩემი ძმა აგარაკზე ბრძანდება , იქედან დააბოტებს სამსახურში. მამაჩემი და დედაჩემი ორ დღეში ჩამოფრინდებიან - წვენის ჭიქაც მოჰქონდა და ბანანიც. ისევ ისე დაჯდა და ბანანს კანი მოაშორა - ასე ნუ მიყურებ... ამოთქვი ბოლოს და ბოლოს რა გინდა -არ აწიოკდე თავიდანვე , უბრალოდ ცოტა დაფიქრდი და გაანალიზე ყველაფერი -ახლა თუ უნდა მითხრა რომ აბორტის გაკეთება სჯობს ამ ჭიქას დავამსხვრევ და გადაგაყლაპებ შინაგანი სისხლდენით რომ მოკვდე -უნდა დავქორწინდეთ...ცოტა ხნით სადმე წავიდეთ და ჩვენებს ასე გავაგებინოთ. არავის ეცოდინება რომ ბავშვის გამო ვქორწინდებით . მერე მშობიარობისას მოიფიქრებ რამეს, ექიმთან ჩავაწყობთ , ილიკო დაგვეხმარება მაგაზე და ვერასდროს ვერავინ გაიგებს .ბავშვიც არ დაისტრესება , ორივე მშვიდად ვიქნებით და ჩვენებიც არ გაგიჟდებიან. არც ბავშვს მოუწევს დაძაბულ გარემოში ყოფნა და აქეთ-იქით სიარული . მგონი იმსახურებს ნორმალურ გარემოში ყოფნას -რომელ ნორმალურ გარემოში სადაც დედას და მამას ერთმანეთი არ უყვართ? -არც გვძულს და არც ერთმანეთს ვკლავთ... -და ვიღაც რომ შეგიყვარდეს და განქორწინება მოგინდეს მერე? თამაშიც წყალში ჩაიყრება და ბავშვიც უარესად აირევა ...საერთოდაც არ მინდა გათხოვება -ბავშვიც არ გვინდოდა ,საერთო მითუმეტეს მაგრამ არსებობს და მგონი ჩვენი სურვილების უკიდეგანოდ გაშლის დრო არაა . ის თუ არის პრობლემა რომ გიღალატებ ეგრე შეიძლება შენც მოგეწონოს ვინმე -შენ რომ მომეწონე რა მივიღე...ერთხელ გავგიჟდი და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა . ახლა ახალ რელსებზე გადასვლა მომიწევს და ყველაფერი ორმაგად რთული იქნება. მამაჩემი მართლა გაგიჟდება და თუ მითხრა ერთ თეთრსაც არ მოგცემო საერთოდ არ მინდა ჩემი შვილი საშინელ პირობებში მყავდეს ... ყველაფერი უნდა ჰქონდეს და მათ შორის მამაც , რა უბედურებაა აუტანელი , საზიზღარი ტიპი მაინც იყო ვიტყოდი ასეთ მამასთან ყოფნას საერთოდ არ ჰყავდეს სჯობსთქო- უცებ დამანჭა სახე და ტუჩები დაბრიცა - კოცნა მინდა - უცებ მოდუნდა და მისკენ მიჩოჩდა - თუ გამოგყვები იცოდე არასდროს გავიხსენებთ რო შეტენილი ცოლი ვარ, ვითომ ძალიან გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა იმიტომ რომ ჩემი მკერდი მოგწონს ...ბავშვი რომ იკითხავს რატომ დაქორწინდითო უთხარი დედას ძუძუებს ვერ შეველიეთქო- ფეხებზე დააჯდა ხელები ყელზე მოხვია და ღიმილით უთხრა საოცარი იდეა- რას იცინი ვერ გავიგე... აუ ახლა უფრო გამეზრდება, ფორმა რო შემეცვლება მერე? -ჩშშ ... -ხელისგული კეფაზე მიადო და ტუჩებში აკოცა ,თითებს ზურგზე დააატარებდა მერე მუცელზე მოეფერა,ზედის ქვეშ შეაღწია და მოფერება განაგრძო -ცონტნეე -ხოო -იქნებ არ ღირს , იქნებ ერთად საერთოდ ვერ ვიცხოვროთ და გავგიჟდეთ -ვეცდებით და გამოვა...ექიმთან იყავი? -ჩავეწერე და ხვალ დილით მივალ -ვკითხოთ მგზავრობა თუ შეიძლება ... მალევე წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ -შენც წამოხვალ ექიმთან? -არ წამოვიდე? -არ მინდოდა მარტო წასვლა ,მეშინია რაღაცნაირად იმედია კარგად იქნება -თავი მხარზე დაადო და კომფორტულად მოკალათდდა -ჩემი ბიჭია, კარგად იქნება -ბიჭი რატომააა ვითომ - უცებ წამოსწია თავი - მე გოგო მინდა , ბიჭი გამაბრაზებს შენ თუ დაგემსგავსება ხომ საერთოდ -კარგი ... გავა რამდენიმე თვე და გავიგებთ ვინაა -ჩემი ხელისმომკიდე გაგიჟდება ...შენი ვინ იქნება -ილიკო -ექიმი როა ხო? ქორწილი არასდროს მინდოდა ,მაგრამ ასე არაპომპეზურიც თუ ვიქნებოდი რას ვიფიქრებდი. ხელი მოვაწეროთ უბრალოდ და მერე გადვაიხადოთ ქორწილი თუ გინდა...როგორიც გაგისწორდება ისეთი. მთავარია დედაჩემს არ გაუსკდეს გული -რატო უნდა გაუსკდეს ვერ გავიგე ბავშვზე თუ არ გაიგებს რას დამიწუნებს ... თუ ვიღაც გოგოს რომ გირიგებდა მისი მეზობლის ბიცოლას მამიდას ბიძაშვილი იმას რომ არ მოიყვან მაგიტო -რაღა მაინცადამაინც მაშინ დამირეკა მაგ ამბავზე რაა ხო ვერ შეწყვიტე ჩემ ნერვზე დაკვრა -ამხელა კაცი ხარ და ყოველ ჩასვლაზე ახალ გოგოს გახვედრებს...სოფელში ხო არ ვიცხოვრებთ?- კიდე წამოიწია და ცოტნე სულ გააგჟა - ან დადე თავი ან ისე დაჯექი დავიტანჯე...სოფელს რას უწუნებ .ბებიასთან რომ მირბიხარ უკან ვეღარ გაბრუნებ? -ოოო იქ სხვაა , იქაური ტალახიც მიყვარს და სადღაც მივარდნილ სოფელში ცხოვრება სად შემიძლია -მაგ მივრდნილ სოფელში გავიზარდე ასეთი -იმიტომ ხარ ასეთი წესიერი, არაფერი გრყვნიდა ტემპერამენტსაც ვერ შველიდი და აჰაა შედეგი სახეზეა -არადა რა ტკბილად დამხვდი უკვე იშხამები -არაფერიც,მითხარი რო იქ დიდხანს არ დავრჩებით ხოლმე -მთელი ზაფხული იქ გაცხოვრებ და ვაფშე იქ გავზრდი ბავშვს ,ჩემ ხის აკვანში ჩავაკრევინებ დედაჩემს და მწყემსობას ვასწავლი -ცხვრები გყავს? -არა ფერმა ...ცხვრებიც მყავს კი . მატყლის წინდებს გითრევ გინდა? ფეხები რო გაქ მიყინული გაგითბობს საკაიფოდ -შენი იუმორი სულ მაოცებდა რააა...აუზში ჩახტომისას რომ არ დამენახე და მომესმინა შენი საუბრისთვის საერთოდ არ მომეწონებოდი -შენი ძმისშვილის მაგივრად ჩამოხტი წყალში ისე დაშტერდი ... -კაბაზე დამქაჩა და ფეხი ამიცდა-თქო რამდენჯერ უნდა გითხრა ცოტნე? -რაც არ დამინახავს ვერ დავიჯერებ -ახლა მიშლი ნერვებს და ცოლი რომ გავხდები ხომ გამაგიჟებ -გაჩუმდი ახლა და დაისვენე...სიცივეა კიდევ და ფეხზე წინდები უნდა გეცვას .ფეხშიშველი რომ დატანტალებ - ტერფებზე აუსვა თითები -ახლა ეს მზრუნველური სისაკვარლეები უნდა დაიწყო? ძაან არ შემიძლია ხომ იცი -ხვალ რომელზე გამოგიარო -11-ზე კლინიკაში უნდა ვიყო -კარგი ექიმია თუ ანალიზები სადაც გაიკეთე იქ მიდიხარ -ჩემი რძლის გინეკოლოგია ,წლებია ვიცნობთ. დედაჩემიც მაგასთან დადის -და არ იტყვის რო ფეხმძიმედ ხარ? -მაგაზე არ მიფიქრია - უცებ შეიცხადა- სულ დავშტერდი რაა ...აუ ახლა რა ვქნა? -გავარკვევ ხვალამდე ...დამშვიდდი -მეძინება ... გვიანია უკვე ხო? ვის წერ რა ხდება -რატია...აინტერესებთ რა ხდება. ნერვიულობდნენ - მობილური ჯიბეში ჩაიდო და გოგო ხელში აიყვანა - დაიძინე ,მე წავალ- საძინებელში შიყვანა და საწოლზე დააწვინა - მოგიტანო წვენი ? ღამე რო მოგინდება დალევ -რადგან ს*ქსი არ გვექნება დარჩენა არ შეიძლება? -გინდა რო დავრჩე? -არა არ მინდა უბრალოდ ნერვებს მიშლი! მიბრძანდი - საბანი ასწია და შიგნით შეძვრა, ცხვირამდე დაიფარა , თმიდან სარჭი მოიხსნა და ისროლა - ცოლად გამომყევიო, სულ გავგიჟებ ბავშვს ,საერთოდ არაფერი მინდა გამეცალე -სულ გაგიჟდი ხო? -გიჟი ცოლად რაში გჭირდება ... მოვდა აქ და ამირია ტვინი, უკვე ვალაგებდი აზრებს როგორ მეთქვა მამაჩემისთვის -მოიშორე საბანი დაიგუდები -ნუ მიყვირიიი -ნერვებს ნუ მიშლი აბა და აზრს ნუ იცვლი...ხო დამთანხმდი -შენი შვილი ტვინს მაცლის და ემოციებს მირყევს ... უარს გეუბნები ამდენი ხანია და ახლაც არ დაგთანხმდები -აქამდე უბრალოდ გითხარი არგუმენტების გარეშე ...მეც არ მქონდა გადაწყვეტილი -არ მოგყვები! -იმიტომ რომ მივდივარ და შენთან არ ვიძინებ? როდის გიყვარდა ჩახუტებულს ძილი , მუცელზე მოფერება დაგიწყო და ბავშვს ველაპარაკო რომელსაც ყურიც არააქ -ფუუ რა იდიოტი ხარ ... ეგ არ მჭირდებოდა -აბა რა გჭირდებოდა -არაფერი..მეც არ ვიცი, შენი ცოლობა არ მინდა ეგ ვიცი და მორჩა -არ გინდა,მაგრამ მოგიწევს -გახდილს არ დაგაწვენ ჩემ გვერდით...საერთოდაც ახლა გვიანია -მე გადავწყვეტ გვიანია თუ არა, შენ ბავშვს მიხედე და მშვიდად იცხოვრე ისე რომ მხოლოდ ჩემი იყო სხვა არაფერი გევალება საერთოდ , ისე იქნება როგორც გინდა - საწოლზე დაჯდა ფეხსაცმელიც მოიშორა , შარვალიც გაიხადა და საწოლში დაწვა -ჩაიწიე გადავვარდები ასე -არ მიყვარს გვერდით რომ მიწევს ვინმე -კარგა ხანია შეგიყვარდა ეგ ...აღარ გახსოვს? -აუტანელო ,შენი შვილი რა იქნება...არა გოგო უნდა იყოს- ისე მოიხარა საჯდომი უკან გამობზიკა ,ბალიშს მოხვია ხელები და ისე დახუჭა თვალები თითქოს წამის წინ არ კიოდა. ცოტნე სიცილს ვერ იკავებდა უბრალოდ, შესანიშნავად იცოდა რომ ყველაფერი ფეხმძიმობის ბრალი იყო და ეს ჭირვეული გოგო არაფრით ჰგავდა ნამდვილ თათიას . ძლივს მოახერხა დაძინება,მისგან განსხვავებით ფიქრები არ ასვენებდა . ილიას მისწერა ექიმზე რომ გაეგო და რომ დარწმუნდა მეორე დღეს გინეკოლოგთან მისვლას მოახერხებდნენ ცოტა დამშვიდდა. ის ის იყო უნდა ჩასძინებოდა მობილური რომ აზუზუნდა. თათიასი იყო , თვალებდახუჭულმა ხელის ცეცებით იპოვნა და უპასუხა ,ისეთი სიჩუმე იყო ხმა კარგად ისმოდა -თათუ სად ხარ? -მძინავს...რომელი ხარ -რა დროს ძილია ...მიშიკო ვარ -ვინ? -კაი ღადაობ ტო? ხო მითხარი ნომერს თუ გაიგებ მერე შეგხვდებიო .... იცი რამდენი ვინმე შევაწუხე შენი ნომერი რო გამეგო? -ღმერთო ყველა იდიოტს მე როგორ გადავეყრები, შვილო ჩემო ჯერ დედაშენს უთხარი გასწავლოს შუაღამეს რომ არ უნდა დაურეკო ქალს რომელიც მოგწონს და მერე კიდე გაითვალისწინე რო ნომერს რომ არ მოგცემენ ე.ი არ აინტერესეებ და შეეშვი ! - წითელს დააჭირა და მობილური საწოლზე დააგდო- გამოსი*** ბავშვი, ბიჭი თუ ხარ ისეთი შტერი არ გაიზარდო -ვინ იყო -შენ აქ ხარ?- უცებ გაახილა თვალები და წამოჯდა- არავინ...ერთი კვირის წინ შემხვდა ჩემი დაქალის სახლში -რატომ არ წახვედი- ცოტნეს გადააწვა ჭიქა რომ აეღო ,მერე ისევ უკან გადაბობღდა და წვენი მოსვა-ასე რატო მიყურებ -გამოს*** თაყვანისმცემლებს შეგიძლია უთხრა რომ გათხოვილი ხარ -ხოო და მერე შენ დაგალაპარაკებ - თვალებიი აატრიალა ჭიქა ისევ გადადო ,მაგრამ ცოტნემ არ მისცა მოშორების ნება . ხელები მოხვია საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა-რას აკეთებ -ისედაც ვერ ვიტანდი ვიღაცები რომ გეჩალიჩებოდნენ და ახლა მაინც მოგაშორებ ყველას -ტუჩებზე წვდა ,მომთხოვნი იყო და მოშორებას არც აპირებდა-ხვალ დილით ექიმთან მივალთ... -კაცია თუ ქალი -კაცია -აუუ არ მინდაა კაცი ექიმიიი...მომშორდი თორემ მაცდუნებ ასე - ხელები შიშველ მკერდზე მიჰკრა და მის მოშორებას ეცადა- ცოტნეეე -რამდენი დღე მანერვიულე იცი? მეც ხომ მინდა განტვირთვა -ზედის ღილების გახსნა დაიწყო და კოცნით გაიკვალა გზა მუცლამდე -ცოტნეე გეყოფა -ვერ ვიტან ამ შარვალს...რა უბედურებაა ეს თოკები როგორ გადაკვანძავ ხოლმე -ჯუჯღუნს რომ იწყებ ძალიან ვხალისობ ...რჩები მანდ თუ -შენ რა გაწუხებს- თავი მუცელზე დაადო და ქვემოდან ახედა. თათიამ საბანი დააფარა და ლამის დაგუდა- გოგოოო -დამაძინე ...წადი ან მომშორდი -ვიძინებ...ხვალ სახლში გავალ გამოვიცვლი და კლინიკაში წავალთ. ვერ წარმოიდგენდა ასე მარტივი თუ იქნებოდა, ისევ ბავშვი ეხმარებოდა და ეს ცხადზე ცხადი იყო. იმედოვნებდა რომ მეორე დღეს სულ სხვა განწყობით არ გაიღვიძებდა ქალბატონი თათია. ილიკო კლინიკაში ელოდათ, ბიჭებმაც იცოდნენ და ყოველწამს წერდნენ როგორი გოგოაო. როგორც იქნა გამოჩნდა წყვილი -ესაა ილიკო ...ილო გაიცანი თათია -სასიამოვნოა -ჩემთვისაც ... იმედია ექიმი არ დამსტრესავს ხო? კაცი არ მინდოდა რომ ყოფილიყო -ძალიან კარგი ექიმია და კომპლექსს მოგიხსნით ... გელოდებათ , უკვე პაციენტი ჰყავს გამოვა და მერე თქვენ შეხვალთ. რამე ხომ არ გინდა მანამდე რომ მოგიტანო -არაა , მადლობა მოსაცდელში იჯდა და ელოდა როდის გაიცნობდა ექიმს. ცოტნე ილიასთან იდგა და გოგოს შორიდან უყურებდა -ლამაზია -ვიცი -მწერენ მთელი საათია , როგორი გოგოაო -გავაცნობ დაისვენონ ცოტა ხანს -ვერ ისვენებენ ...მეშინია აქ არ მოვარდნენ -ხელისმოწერამდე ნუ გააგიჟებენ და მერე რაც უნდათ იქ გააკეთონ -როდის მიდიხართ იუსტიციაში ...როგორც მეჯვარე ხომ უნდა ვიყო მზად -ხვალვე... -ასეც უცებ? ჯერ რომ გაიპაროთ? -იქნებ არც შეიძლება მისთვს მგზავრობა...ექსტრიმის დრო არ მაქვს ახლა -ამდენი სერიოზულობა სად შეგვიძლია -დავაი რა -როგორ მელაპარაკები ბავშვის ნათლიას , ცოტა რიდი იქონიე რა -შენ რაღა დაგემართა ამ სერიოზულ კაცს.. -აი გამოვიდა პაციენტი...შეგიძლიათ შეხვიდეთ. მე მიმღებში ვიქნები და რო გამოხვალთ მნახეთ ხო? - იქვე თუ არ მოვკვდი გნახავ ... თუ მოვკვდი და ბავშვს შენ გიტოვებ მოუყევით ხოლმე ჩემზე -გელოდება გოგო და მორჩი მაიმუნობას მამა ხდები მალე ღრმად ჩაისუნთქა კაბინეტში შესვლამდე და თათიას თითებს თავისი მოუჭირა,რომ მიხვდა როგორი გაყინული იყო ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე რომ ფიქრობდა და ვერ შეამჩნია გოგო როგორ ღელავდა. თავზე აკოცა და კარი გააღო. ექიმი ისე საუბრობდა ორივე დამშვიდდა, საწოლზე რომ დაწვა და ექიმმა მუცელზე გელი წაუსვა ისევ დაიძაბა . ცოტნე იქვე იყო ,თმაზე გადაუსვა ხელი და ლოყაზე მოეფერა -აი თქვენი პატარაც...-ეკრანს თითი მიადო და მერე გუსლიცემის ხმა ჩართო. ექიმებს ძალიან უყვართ ამ მომენტის გამოყენება , ყოველთვის ემოციურია ახალი სიცოცხლის გულისცემის ხმა რომ გესმის, ხვდები,იაზრებ,რწმუნდები რომ არსებობს,ცოცხლობს და სჭირდები რომ იარსებოს... გათიშულები მიაბიჯებდნენ დერეფანში ექიმის დანიშნულება ცოტნეს ჰქონდა და ისე უჭერდა თითებს თათიას თითქოს სადმე გაექცეოდა. -რაო ? ხო ყველაფერი რიგზეა? -საოცრება იყო ... მეგონა აჭარბებდნენ რომ ამბობდნენ . ეს დანიშნულებაა - ფურცელი მიაჩეჩა და თათიას თითების კოცნა დაიწყო -მგონი გაითიშა...მეც აღელვებული ვარ,მაგრამ აშკარად უარესად ხდება -გადაუვლის...- გაიღიმა და კითხვა განაგრძო- ყველაფერი კარგადაა... აქ ისეთი არაფერია. კვების რაციონზე წერია -ვიცი მე ვუსმენდი ეს გაითიშა უბრალოდ...ცოტნეე -ახლა რას ვფიქრობ იცი? მეორედაც მომინდება ამის მოსმენა -მოვალთ მეორედაც და მოუსმენ კიდე 8 თვე ... -ისე თქვა თითქოს ვერ მიუხვდა და მერე ილიკოს აკოცა ლოყაზე- კარგად ... დარწმუნებული ვარ ხვალვე შევხვდებით ან დღესვე ამიტომ მომავალ შეხვედრამდე და მადლობა ასეთი კარგი ექიმი რომ გვირჩიე ...ცოტნე საჭესთან დაჯდომას შეძლებ თუ ისევ გათიშული ხარ -რატო მეღადავები თათია? -რა დროს ღადავია ? ვთხოვდები ,ფაქტობრივად დეპრესია მაქ -კი ხარ ღირსი გითხრა ვაფშე არ მოგიყვან ცოლად-თქო ,მაგრამ ვაი რო არ შემიძლია -და ვინ გიშლის? - უცებ გაჩერდა და წარბშეკრულმა გახედა -იარე გთხოვ , განწყობის გაფუჭება არ მინდა -შენ დარწმუნებული ხარ რომ კარგად იაზრებ ყველაფერს და მზად ხარ ჩემი ქმრობისთვის? -იმაზე მეტად ვიდრე შენ ,ჩემი ცოლობისთვის ,მაგრამ შენც თუ არ ეცდები ნამდვილად ომი იქნება ოჯახის ნაცვლად. არ ვიცი ახლა ასე რატომ იქცევი, თუმცა ვიცი და ისიც ვიცი რომ მალე დამშვიდდები , გადაივლის ეს ქარიშხალი - შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა -წავედით - ყელში აკოცა და მერე ღიმილით მოშორდა . ცოტნემ ბინასთან დატოვა და წავიდა. საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა რომლის მოსაგვარებლად სულ რამდენიმე დღე ჰქონდა. ყოველგვარი გეგმის გარეშე დინებაზე გაყოლა უწევდა და მაინც ბავშვის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ............ არ ვიცი რა ვთქვა წინა თავზე იმდენი კომენტარი იყო იმდენი სითბო მივიღე რომ დღესაც და გუშინაც ვწერდი და ვინაიდან ერთი თავი მაქვს გადავწყვიტე დამედო მე თვითონ მაქვს უკვე თქვენი კომენტარების ლომკა და რა ვქნა იმედია მოგეწონათ ველი თქვენს აზრს და მაპატიეთ რომ ყველა წყვილზე არ იყო მომდევნო თავი იქნება ნიცაზე და გიგიზე ვისაც გაინტერესებთ ეს წყვილი დავდებ ხვალვე ალბათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.