შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [1]


7-07-2018, 00:42
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 4 068

-ახალ სამუშაოს იწყებ?- იკითხა წითელთმიანმა გოგონამ და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.
-ხო. ასე მითხრეს საცდელი ფოტოსესია გვექნება და მოდელის შემცვლელი გვჭირდებაო. ამიტომ სილამაზე მთავარი არ არის რადგან უბრალოდ შემცვლელი ვიქნები-უპასუხა ლილემ და ხელები აბურდულ მოკლე თმაში შეიცურა.
-კი მაგრამ...- თიკამ ტუჩზე იკბინა და მეგობრის ნაზი თეთრი კაბა აათვალიერა, რომელიც მოუხერხებლად ეცვა- კაბებს ვერ იტან.
-ფულს კი ვიტან და მხოლოდ ერთი დღით ჩავიცვი.
-და ქუსლიანებმა რა დაგიშავეს?- კაბისფერ კედებს დახედა და გაიცინა- ძალიან დიდი თვითგანწირვა იქნება მათი ჩაცმა უბრალო ფოტოსესიისთვის არა?
-ნუ დამცინიხარ! ქუსლიანები უკვე ჩემი კომფორტის ზონას სცდებოდა- უპასუხა გოგონამ და ყურის მესამე ნახვრეტზე ნოტის ფორმის საყურე გაიკეთა.
უკვე წლები იყო გასული რაც თიკა და ლილე ერთმანეთს იცნობდნენ, ორი წელი კი ერთად თანაცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში, რაც ხელსაყრელი და სასიამოვნო იყო გოგონებისთვის. მხოლოდ ლილე თუ შეძლებდა მისდღემში აგრესიული თიკას მოთაფვლას, რომელიც ყველასთვის გასაოცრად კულინარიულზე სწავლობდა და მხოლოდ თიკა თუ შეძლებდა ლილეს ხასიათის ცვლილებების და უცნაურ მზერას, რომელიც პირველი გაცნობის დღიდან არ შეცვლოდა.
ახალი სამუშაოს ხსენებაც თიკასთვის უცხო არ იყო. ლილე ყველანაირად ცდილობდა სტუდენტი დაქალის დახმარებას და ქირის გადახდას. ამიტომ ღიმილით გააცილა 22 წლის გოგონა ახალ სამსახურში და ვერც კი გაიაზრა, რომ პირდაპირ მგლების ხახაში აგდებდა მას.
გზაში ლილე ყოველ ნაბიჯძე კაბას ძირს ექაჩებოდა და ცდილობდა მუხლები დაეფარა. ვერ იტანდა კაბებს, სინაზეს, საერთოდ ყველაფერს რაც მას სუსტად გამოაჩენდა სხვების წინ. ამიტომ მუდამ დაღვრემილი სახით და უამრავი „საშიში“ პირსინგებით ცდილობდა სხვების დაფრთხობას.
ახალ სამსახურში ისვლისას უცნაური გარემო დახვდა სამ თვალებ ანთებულ ბიჭებთან ერთად. გულმა საფრთხე მაშინათვე უგრძნო, თუმცა გოგონამ ყველაფერი ნერვიულობას გადააბრალა და უცნობებისთვის გაღიმება სცადა.
-გამარჯობათ...მე- თვალებით ცარიელი ოთახი მოათვალიერა და განაგრძო- სამსახურის თაობაზე მოვედი.
ქერა ბიჭი მისკენ წამოიწია,თეთრი კბილები მიანათა ისე, როგორც მგელი კურდღელს უყურებდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. გოგონას გარეგნობას არ გაუგიჟებია, ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელიც ცოტა სულელი აღმოჩნდა მათ მახეში, რომ გაება. ქერამ თავის თანამზრახველებს გადახედა, თვალი ჩაუკრა და ლილეს ცქმუტავი სხეულსიკენ მიანიშნა. მეორე ბიჭმა ეს გამოწვევად მიიჩნია. მომაჯადოვებელი სიცილით, ყელზე ჩამოკიდებული კამერა შეათამაშა. თითებით ოთხკუთხედი შექმნა, ცალი თვალი მოჭუტა და იქიდან გოგონას გახედა.
-ზუსტად ის ხართ ვისაც ვეძებდით- წარმოთქვა ბიჭმა- ნამდვილი მოდელის ზომებში ჯდებით და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით გასახდელში არსებულ კაბას თუ ჩაიცვამთ. ჩვენც საქმეს შევუდგებით.
ლილემ ცალი წარბი ასწია, მისი ხასიათის ცვლილება თავს იჩენდა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. რაო? ზომებში ჯდებიო? ნუთუ მისი დადებილება სურდათ? როგორ უნდა ჩამჯდარიყო მოდელის ზომებში, როდესაც მეტრა 60 ძლივს იყო სიმაღლეში. არც იყო მაგდენი და თავს რიცხვის დამრგვალებით იწყნარებდა. გამხდარიც არ იყო შესაფერისად. თმები მოკლედ ჰქონდა მხრებამდე შეჭრილი, ცალ მხარეს მოკლე და ცალზე შედარებით გრძელი. უბრალო ყავისფერი თვალები არც ცისფერივით მომაჯადოვებელი ჰქონდა და არც მწვანესავით დამატყვევებელი. მიტუმეტეს კაბის გამოცვლა ტელეფონზე საუბრისას არავის უხსენებია.
გოგონას გამომეტყველების ცვლილება რომ შეამჩნიეს ბიჭებმა, საქმის ცუდი განვითარება შეამჩნიეს და ლილეს ფულით წახალისება სცადეს.
-გადაღება ერთ საათსაც არ გასტანს და დაპირებულ ფულს ხელზე აიღებთ.
ლილემ ამის გაგონებისას კვლავ გაღიმება სცადა. თმები უკან გადაიწია და იკითხა სად უნდა გამოეცვალა. ქერამაც პატარა ოთახში შეიყვანა და გრძელი წითელი კაბა დაუდო. კაბის სიმახინჯემ და მისმა ეჭვებმა სძლია გოგონას. ოთახიდან გასვლისას, ბიჭს პერანგზე უეცრად დაეკიდა ტელეფონი ძირს დააგდებინა და ღიმილით ახედა.
-რამდენი საათი გაგრძელდებაო რა მითხარით?
-ერთი საათი- დაბნეულად უპასუხა ქერამ და წასვლაც ვერ მოიფიქრა რადგან გოგონა ხელს არ უშვებდა მის პერანგს. რამდენიმე წამის შემდეგ ძირს დაგდებული ტელეფონი განათდა და მათი მზერაც გაწყვიტა.
ლილე სიცილით დაიხარა, ბიჭს ბოდიში მოუხადა და ტელეფონი აიღო, რომ მიეწოდებინა. ამასთანავე მოსული წერილიც წაიკითხა და სახეზე ღიმილი შეაშრა. „ჰა რას შვრები შე ჩ.მა, რამეს ხო არ ეჭვობს?“... ეჭვობდა. ახლა ეს ეჭვიც გაუმართლდა და თავი სულელად იგრძნო ინტერნეტში ნაპოვნ სამსახურს ასე ბრმად რომ დასთანხმდა.
იდიოტი ხარ ლომიძე- გაიფიქრა ლილემ. ფეხზე წამოდგა, თმები უკან გადაიყარა და ქერას ამრეზად შეხედა. აი, ახლა უკვე ძნელი იყო გაგერჩია რომელი მათგანი იქნებოდა მსხვერპლი. გოგონას მძიმე და შეუვალი ხასიათი მკაფიოდ ჩანდ ამის მოელვარე ყავისფერ თვალებში. ალბათ, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ლილე თავის მკვეთრ ხასიათების ცვლილებას ჰოროსკოპს აბრალებდა, რომელიც უმტკიცებდა, მაისში დაბადებული, ტყუპები იყო და ამით შეეძლო ეპატიებინა თავისი თავისთვის აგრესიის გამოხატვა.
-ნეტავ, რომ არ გამეგო რას მიპირებდით?- წარმოთქვა მობეზრებული ხმით და ქერას გაკვირვებულ სახეს ტელეფონი ჩაახუტა. ბიჭს წიხლი ამოკრა, ააყვირა და ოთახში ჩაკეტა. ყვირილზე დანარჩენი ორიც მოვარდნენ და მისკენ წამოვიდნენ. ლილე უშიშრად იქნევდა ხელებს უკვე წაგებულ ბრძოლაში. ხელები დარტყმისგან დასისხლიანებოდა და თავი სტკიოდა, რადგან ბიჭი თმებზე ექაჩებოდა სანამ მეორე ქერას გამოყვანას სცდილობდა.
-ფუ შენი! ასეთი კაპასი თუ იყავი , ნეტა რას მოხვედი ვაფშე აქ? ჰა? ძუკნას უყურეთ ერთი, ბიჭების სცემაც ცოდნია. -ირონიულად დასჩხაოდა ზევიდან და ლილეს ნიკაპს ხელს უჭერდა- დიდი არაფერი ჩიტი ხარ, მაგრამ ცოტას მაინც გავერთობით. შიშველ ფოტოებს გადაგიღებთ და პატრონსაც გიპოვნით- ბიჭი მუქარებს აგრძელებდა და ვერც კი ხვდებოდა რისი გამკეთებელი იყო გაკაპასებული ტყუპი.
-, გოგონები ისე არ გეკარებიან და მხოლოდ ძალადობით თუ გაიტან შენსას?- ბოღმიანი ხმით წარმოთქვა ლილემ, ხელზე უკბინა და იქიდან სულ კისრისტეხვით გამოიქცა.
გარბოდა და კანკალებდა. ყველაფერი კარაგდ იქნებოდა ბიჭის სიტყვებს რომ არ შეეშინებინა. სამივეს გაუმკლავდებოდა, ყველაფერს ესროდა რაც კი მოხვდებოდა ხელში მაგრამ მერე... ამ ყველაფერს შემდეგ გააკეთებს, ჯერ უნდა გაიქცეს და დაიმალოს.
დიდი ხნის სირბილის შემდეგ, ბინების შორის გაძვრა და სადღაც ბნელ კუთხეში აღმოჩნდა, სადაც მაღალი ფიგურა დაინახა. ყველა ნორმალური ადამიანი ამ ყველაფრის შემდეგ გაიქცეოდა, აქაურობას მოსცილდებოდა, ახალ შარში თავს არ გაჰყოფდა. მაგრამ ლილეს უშიშარი ტყუპისცალი ახლა გამოფხიზლდა, უცნობ მამაკაცში სიმშვიდე დაინახა და მიუახლოვდა. უცნობის გრძელი თითები, მის მსგავსად, სისხლით იყო დასვრილი. შავი შარვალკოსტუმი დაკუნთულ სხეულზე ეკვროდა და ძლიერებას აჩვენებდა. ლილე მის გამოყვანილ ყბას აჰყვა, წითელ ტუჩებს თვალი შეავლო, გრძელ წამწამებზე რომ ავიდა, მზერა ლოყას მიაპყრო და ჩანთიდან ყვავილებიანი სანტავიკის ამოღება დაიწყო. ხელის ერთი მოსმით გახსნა, უცნობის წინ აისვეტა, ხელები წინ გასწია და ლოყაზე არსებული სისხლის ლაქა სანტავიკით დაფარა. მხოლოდ ამის შემდეგ შემოხედა მაღალმა ფიგურამ, შავი უთქმელი მზერით და გოგონას გააფიქრებინა „ ლამაზია“.
ლილემ ლამაზი უწოდა კაცს, რომელიც ხელოვნების ნიმუშად აღიქვა და ვერც გაანალიზა ის, რომ ვისაც გამოექცა ისინი უბრალო ლეკვები იყვნენ, მის წინ მდგარ მგლის დემონთან შედარებით.
დემონმა კი არ იცოდა, ეს გოგონას გაჭუჭყიანებული თეთრი კაბა, მისი ლამაზი დასისხლიანებული თითები, დაკაწრული მუხლები, აღტაცებით მოციმციმე, ყავისფერი თვალები იყო თუ არა, მაგრამ იმ წამს, მან იგრძნო რომ იპოვა, ის რასაც მთელი თავისი მახინჯი ცხოვრების მანძილზე ეძებდა; ბოლო ტყვია, რომელიც მის მოკვლას შეძლებდა, პატარა თეთრკაბიანი ანგელოზი აღმოჩნდა.


-
მრავალ წლიანი შესვენების შემდეგ წერა კვლავ დავიწყე. რამდენად კარგად და საინტერესოდ გამომივიდა ეგ თქვენს განსასჯელად მომინდია^^
ეს, როგორ ვთქვა...საცდელი თავი იყო? ჯერ არ ვიცი კიდევ შემწევს ძალები თუ არა ისტორია სრულიად ჩამოვაყალიბო, მაგრამ მაინც ვცადე და იმედია თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს^^ (აქვე ვიტყვი თუ ვინმე დაიბნა, არანაირი ზებუნებრივი დემონები და ანგელოზები არ იქნება:დ )



№1 სტუმარი sali

male dade ra shemdegi ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მაშო

კარგი დასაწყისია მთავარია არ დააგვიანო და დიდი თავები დადო <3 <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მე პირადად დაამაინტერესა, რაღაც განსხვავებულია. ამიტომ თუ გააგრძელებ წერას, მეც ძალიან გამახარებ

 


№4 სტუმარი ლია

თავები გაადიდე. დასაწყისი კარგია ვნახოთ ,შემდეგში რა მოხდება

წერა არ შეწყვიტო

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

sali
male dade ra shemdegi ❤️

სტუმარი მაშო
კარგი დასაწყისია მთავარია არ დააგვიანო და დიდი თავები დადო <3 <3

Chikochiko
მე პირადად დაამაინტერესა, რაღაც განსხვავებულია. ამიტომ თუ გააგრძელებ წერას, მეც ძალიან გამახარებ

ლია
თავები გაადიდე. დასაწყისი კარგია ვნახოთ ,შემდეგში რა მოხდება

წერა არ შეწყვიტო



დიდი მადლობა კომენტარებისთვის, მიხარია რომ მოგეწონათ და ვეცდები მალ-მალე დიდი თავები დავდო^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent