შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული (თავი მეორე)


7-07-2018, 02:01
ავტორი .M.A.R.I.
ნანახია 1 442

უცნობმა კი განაგრძო-ხომ არ აწუხებთ მაგ გოგოს?
ამ დროს გიგამ სიცილი დაიწყო და აი მე კი მივხვდი რომ ამ ბიჭს საქმე ქონდა წასული... მალევე ერთი ხელის მოძრაობით დამსვა ძირს
-გოგონი გაწუხებთ?-მეკითხება ის ბიჭი და მე ვცდილობ უპასუხო
-მარი სახლში წადი-არაფრის თქმა არ დამაცადა, მე ადგილიდან არ ვიძროდი
-მარი არ გესმის?- გამწარებული მიყვიროდა ჩემი ძმა ამ დროს დაიწყო თავიდან ახსნა
-მარი მე, რომ გითხარი წახვალ გაიგე და კიდე თუ ამ ტიპზე ნერვიულობ არ ვცემ ნუ გეშინია..
სადაცაა წამოსვლას ვაპირებ და უცნობმა სიცილი დასცხო დაახლოებით მივხვდი რომ გიგას დასცინოდა , რაც თავი მახსოვს არცერთი ტიპი არ მეკარება ვინც ჩემს ძმას იცნობს.. ეს ჩემი ძმა დიდი არავინ და არაფერი არაა, მაგრამ როცა საქმე მე მეხება მაშინ ყველაფერია "კაი ბიჭიც" კი, სხვათაშორის ეს "კაი ბიჭობა" ძალიან შტერობაა ერთი პერიოდი 'ექაჩემოდა' ჩემი ძმა მაგ სახელს, მაგრამ მე გავაჩერე მხოლოდ ერთი წინადადების თქმა დამჭირდა "-თუ ამას გააკეთებ დამკარგავ" ამის მერე ურთიერთობაც არ ჰქონია მათთან... უცნობი ისევ იცინოდა და ამ დროს გიგამ სახეში უთავაზა , უცნობმაც არ დააყოვნა, ვცდილობდი გამეჩერებინა ორივე მაგრამ არ გამომდიოდა, ამ დროს ჩემი ძმის ძმაკაცი დავინახე რომელიც აქეთ მორბოდა და წინ გადავეღობე..
-თუ ოდნავ მაინც გაქვს ჩემი ხათრი, გთხოვ არაფერი გააკეთო ცუდი უბრალოდ გააშველე ისინი- ვუთხარი მე და მისგან მხოლოდ თავის ქნევით მივიღე დადებითი პასუხი , ამ დროს მას გავეცალე და ნება მივეცი ჩემს ძმასთან და იმ უცნობ ტიპთან მისულიყო, მან მართლაც გააშველა ისინი და ჩემი ძმა წაიყვანა, მე კი უცნობ ტიპთან მივედი
-კარგად ხარ?- ვკითხე და მისი ამოხედვა დავიმსახურე, აქამდე მის სისაყვარლეზე ყურადღება არ გამიმახვილებია, მისი ცისფერი თვალები ჩემს თაფლისფერ თვალებს შეხვდა, შემდეგ მისი ღიმილი, შეიძლება ლოყა არ ეჩხვლიტება, მაგრამ სასწაული ღიმილი აქვს , ქერაა , ის ხელს აქნევს ჩემი სახის წინ და გამოფხიზლებას ვახერხებ :უფს:
-შენ რა დაგევასე?-მკითხა ცინიკურად
-შენნაირი ბიჭები არ მომწონს, მე კაცები უფრო მიზიდავენ-ვუთხარი სარკაზმით, და ჩემი უმშვენიერესი ღიმილი ვაჩუქე, მას აღარაფერი უთქვამს ადგა და წავიდა, ჰომ ისე მართლაც ეგეთი ტიპები მომწონს, პირიქით ვერ ვიტან კაცებს,ჰომ არ დავიწყებდი ბლუყუნს რაღაც რომ მითხრა? არა მერჩივნა გატყდომოდა, არა ისე ძალიან, ძალიან და კიდევ ძალიან საყვარელია...
-მარო დებილი ჭამე? -ჰომ.. მოტრიალება არ მომიწია მივხვდი, რომ ჩემი დაქალი იყო
-არა ნინა დებილი არ მიჭამია- ცოტახანს დავფიქრდი და გავაგრძელე - ისე დღეს არაფერი მიჭამია მანამ კლუბში წავალთ იქნებ გვეჭამა რამე?
მისგან დადებითი პასუხი მივიღე და ამან ძალიან გამახარა, რადგან უძალიანესად მშიოდა
-საით? -ვეკითხე მე
-მაკდონალდში -ღიმილით მითხრა რამაც ჩემი ღიმილიც გამოიწვია
ჰმ.. რა შევუკვეთო? ალბათ ჰამბურგერ მენიუს ავიღებ, ჰმ ბოლოს რომ ვიყავი და ორი ვიყიდე არ მეყო, ამიტომ გავაორმაგოთ, ჰოომ ოთხს ვიყიდი, ორს ფანტით და ორსაც კოლათი, ფიქრებში დრო მართლაც სწრაფად გადის, უკვე მაკდონალდში ვართ, ნინა მიდის და 7 ჰამბურგერ მენიუს უკვეთავს და დამატებით ერთ ფრის, ჰოომ ის ჩემი დაქალია იცის რამდენი მენიუ მინდოდა
-მარო ვიცი ოთხი მენიუ გინდოდა მარა რავი შვიდი შევუკვეთე - ამბობს სიცილით ხმამაღლა -ჩემთის მხოლოდ ერთი ფრი შევუკვეთე
-ნეტამც მინდა ჩემს შვიდ მენიუს ხელი ახლო- ვეუბნები გაბრაზებული და კიდე რავი რაღაცნაირი სახით
-კაი ჰომ- სიტყვას წელავს, და აგრძელებს - სამი ჩემთვის ავიღე
ამ დროს მეცინება და ვაანალიზებ, რომ დავენიძლავე
-ნინა ნიძლავი -ვეუბნები და ვიცინი, ისიც სიცილს იწყებს
-უკაცრავად შეგიძლიათ გამომართვათ თქვენი ნომერი და მოლოდინის ზონაში დაელოდოთ? - უფს სულ დამავიწყდა ეს ქალი, მაგრამ მე რა დამავიწყდა ნინა მივიდა შესაკვეთათ
-კაი წამო გარეთ დავსხდეთ- მეუბნება
გარეთ გავდივართ და ვსხდებით, ნინას ისეთი სახით ვუყურებ, რომ ხვდება რაც უნდა გააკეთოს და ტელეფონს იღებს ჯიბიდან
-ჰოომ - წელავს სიტყვას და ისევ წელვით აგრძელებს -კაიი
-რა კაი?
- რა კაი და შეჭამ ჰო და მერე ნიძლავს წავაგებ ანუ მომიწევს მივწეროდა ანუ ის "კაი" რომ მივწერ მიხვდი რა კაი?
-კი მივხვდი რა კაიც -ვეუბნები და ვუღმი
ნიძლავს რაც შეეხება, ნინას დავენიძლავე რომ ვერ გაძლებდა ორი დღე მაკდონალდის გარეშე,ეს არაა საინტერესო, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ ის ამას ვერ შეასრულებდა მისი "ქრაში"სთვის უნდა მიეწერა, რომ ქრაშავს, ჰოომ სამწუხაროდ საშინელი დაქალი ყავს
-გოგო წამო მოვიტანოთ, მზადაა -ნინამ გამომაფხიზლა
-მე წავალ, შენ ისიც გეყოფა, რომ იმას უნდა მიწერო რომ მოგწონს
მან ამოისუნთქა და თავი დამიქნია, ასაღებად წავედი და გამახსენდა რომ შვიდი მენიუ იყო იქ და ვერ მოვერეოდი, არა არა მოვერევი ერთ დაფაზე ოთხი მენიუ ეტევა, ანუ ერთ დაფაზე ოთხი მენიუ დევს და მეორეზე სამი მენიუ და ერთი კარტოფილი ფრი , მივედი ერთ ხელში ერთი დაფა დავიჭირე მეორეში მეორე , და გარეთ გავიტანე ნინა დავინახე რომელიც სიცილით კვდებოდა და ვიდეოს მიღებდა
-შეიძლება ყველაფერი გადაიღო? - დაფები დავდე და ხელები გავშალე, ამ დროს მან თითით მანიშნა მოიწიეო მისკენ მივიწიე და ყურში ჩამჩურჩულა
-სააბაზანოში არ გიღებ- ამ დროს სიცილი აგვიტყდა , ნუ სიცილს არ გავს ჩვენი სიცილი, უფრო "ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების ხმა"-ს გავს თითოეული ცხოველის ხმას , იუუ ყველა ჩვენ გვიყურებს , ამაზე კიდე უფრო ვიწყებ სიცილს ამ დროს უკნიდან ხმას ვიგებ რომელიც ამბობს -გამარჯობა- არ ვიცი მე თ მეუბნება, მაგრამ ისიც არ ვიცი, რომ მე არ მეუბნება, ამიტომ შევბრუნდი და ხელში ის ბიჭი შემრჩა ჩემს ძმასთან, რომ იჩხუბა
-ოი ეს ის ჯელტმენია, შენ ძმას რომ აუშარდა- აკვეხებს ნინა და იცინის, მე ვტრიალდები
-არ უნდა გეთქვა, რომ ჩემი ძმაა - და ვიცინი , მერე უკან ვბრუნდები და ვესალმები მას
-ვერ უნდა გეთქვა, რომ შენი ძმა იყო-მეკითხება თუ მეუბნება ამას ვერ მივხვდი
-მათქმევინა რამე?- მხრებს ვიჩეჩ, მისგან ღიმილს ვიღებ და მერე ვხვდები რომ მარტო არ ზის, მის მეგობრებს თვალი გადავავლე, აუ, ვაი , იუ , აუუ, ცუდად ვარ
-მე საპირფარეშოში გავა - ნინა ეუბნებაჩუმად და გადის
აუუ ეს ისაა ნინას ქრაში, ვახ მაგიტო გავარდა , შემდეგ ისევ მის ხელს ვხედავ იმ ისფერთვალებასას, თვალწინ ხელს მიქნევს და ისე მეკითხება,რომ მისმა მეგობრებმა ვერ გაიგონ
-ის გავს კაცს? - და იცინის, მე უბრალოდ ვეუბნები
-საყვარელია - და თვალს ისევ არ ვაშორებ
-ჰოომ გეია - ამ დროს წვენს ვსვამდი და თავი შევაბუნე და წვენი პირიდან გადმოვასხი , არა და ნინის მართლა სერიოზულად მოსწონდა, ნიძლავს არ ჩავაბარებინებ
-გეხუმრე რა იყო? მართლა გევასა? -მიყურებდა გაკვირვებული
-არა მე არა -ფუ ვთქვი და ეგაა, იმედი მაქვს დებილია და ვერ მიხვდება
-აამ ანუ - ამ დროს ჩემს საჩვენებელ თითს მას ტუჩებზე ვადებ, ტუჩებს ვბრიცავ, თვალებს ვაპატარავებ და თავს აქეთ-იქით ვაქნევ უარის ნიშნად, ის ამ დროს ხელზე ხელს მკიდებს , მისი ტუჩიდან ხელს მაღებინებს და მეუბნება
-კაი ჰოომ - მე ხელს ვაშვებინებ და ვტრიალდები ჭამას ვაგრძელებ
უცბათ წინ ნინა დამიჯდა, და ლაპარაკი დავიწყე
-აუ ნინა თითქმის წამომცდა , მაგრამ ვერ მიხვდ.. - ზევით ავიხედე და გავჩუმდი , ცისფერ თვალება ის ნინა მეგონა, აუ რა დებილი ვარ
-კაი ჰომ არ ვიტყვი , არსად , ვფიცავ - ამბობს წყნარად და ბოლოს იღიმის
-კარგი - თითქოს გაკვირვებული ვუთხარი
მან ჩემი ტელეონი აიღო, ტელეფონზე კოდი არ მიდევს ვაიჰ, ვერ ვხედავ სად შევიდა ის ჩემს წინ ზის, შემდეგ უბრალოდ დებს ჩემს ტელეფონს და მიდის ძმაკაცებთან და ჯდება, კაი დაიკიდე რა უნდა ექნა მარი , ვიწყებ ჩემს თავთან ლაპარაკს, და ნინაც გამოდის , ვუყურებ და კარგად ვაკვირდები , და ვეკითხები
-ნინა შენ ხარ?
-არა , უცხოპლანეტელი ვარ, ნინა საპირფარეშოში დავაბი და ცოტა ხნით მისი სხეული ვითხოვე -ამბობს და ჯდება
-ისე სერიოზულად თქვი ლამი დავიჯერე
-კაი ჭამე და მალე წავიდეთ-მეუბნება ის
-ნინაა გზაში მოგიყვები-ვეუბნები და მის ინტერესიან თვალებ ვუყურებ
-მალე ჭამე, აამ აღარ გინდა ? კარგი არ იტირო,არ გაძალებ ჭამას, წავიღებ ამას და გადავყრი- ამ დროს ავხედე პირი ფრითი მქონდა გამოტენილი და ხელში ჰამბურგერი მეკავა ჩასაკბჩად, და ჰოომ ისევ ფოტო, გატენილი პირით დავიწყე ლაპარაკი
-ოუ იდე? ამდენერ? აი აა
-ჩაყლაპე საყვარელო და მერე ილაპარაკე , და კიდე მალე ჭამე მაინტერესებს რა უნდა მომიყვე
-ოო აი - ვამბობ ისევ გამოტენილი პირით
-ჯერ ჩაყლაპე თქო მარო, რამდენჯერ გასწავლო პატარა - მეუბნება ცინიკურად და იცინის , ჰომ მეც ვიცინი რადგან სასაცილო იყო, ნინა ერთადერთი ადამიანი რომელსაც ვაძლევ უფლებას რომ დამცინოს ანუ ვაძლევ რა რომ დამცინის "სავით" არ ვუშარდები მეც ვიცინი და ისიც ასევე
-დავნიძლავდეთ?
-კიდე?-შეიცხადა ნინამ
-თუ მოიგებ არ მიწერ
-მაგრამ თუ წავაგებ
-მარტო იმას კი არ მიწერ,რომ მოგწონს იმასაც რომ გიყვარს
-ანუ მოვიგებ , რაში მდგომარეობს თამაში?
-ვინც უფრო ბევრ ფრის ჩაიტენის პირში, მერე დაღეჭავს და ჩაყლაპავს
-საზიზღრობაა -ამბობს ის
-ვინ მოიფიქრა ეს თამაში? აუ გახსოვს პირველად რაზე იყო? აუ მე კი
-ბატიბუტი ჰოომ?
-კი ბატიბუტი, აბა რას იტყვი გინდა ?
-კი , მარო გახსოვს პირველად ვინ მოიგო?
-კი , შეეენ
-ჰომ მე
მე დავიწყე, ერთი ფრი ჩავტენე, აი მეორეც , ჰომ აი მესამე, მეოთხეც უკვე აქ არის..............................................აი ოცდამეშვიდე, ოცდარვა , ვაიმეე აღარ მეტევა, ოცდა ცხრააა, ისეთი პირი უჩანს მეტს ვერ დავღეჭავ ამიტომ პირს ვურავ და დაღეჭვას ვიწყებ, ვსიო ნინამ მოიგო
-მოგებული მაქვს რა - ამობს ის
და ამ დროს დაიდო წინ ერთიდიდი ფრი და მეორე ჩვეულებრივ მენიუსი , მენიუს ფრითი დაიწყო , მე ტელეფონი ამოვიღე სულ ის მიღებს და ახლა მეც, ვერ დამინახა,რომ ვუღებდი
მე როდესაც ჭამდა: -აი ნინაც გამოჩნდა ,მან მოიგერია ერთი ფრი, გადავიდა მეორეზე , აი მესამეც და ნახეთ მან ყველა ფრი მოიგერია , და აი ბოლოც, ერთი... ორი... სამი.... და ჩაგდება.... არის!!! გოლ!!! მან მოიგოოო !!!


-----------------
ავტორის შენიშვნა: ბოდიშით დაგვიანებისათვის :(( შევეცდები უფრო ხშირად დავდო ხოლმე <3 ეს თავი წინა თავთან შედარებით დიდია :დ იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ისტორია...



№1 სტუმარი :)

მომწონს ძალიან აღარ აგრძელებ?

 


№2  offline წევრი .M.A.R.I.

:)
მომწონს ძალიან აღარ აგრძელებ?

მეც მინდა რომ გავაგრძელო და ალბათ ახლო მომავალში როგორც "მე მია"-ზე გავაკეთე ეგრე გავნაგძობ... მადლობა ისე რომ წაიკითხე და მოგეწონა ხდ *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent