შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული (თავი პირველი) (საცდელი)


13-06-2018, 00:13
ავტორი .M.A.R.I.
ნანახია 1 785

ავტორის შენიშვნა: ვიცი პატარაა მაგრამ ღირს რომ გავაგრძელო????? რატქმაუნდა უფრო დიდითავები მომავალში მაგრამ ჯერ თქვენ უნდა მოგეწონოთ❤️✨



-მარო გჯერა?-მეკითხება ნინა
-ნინა მჯერა აბა რა, ჩვენი ოცნების ახდენამდე დარჩენილია 20 წამი-ის ყურებამდე იღიმის და უკუთვლას ვიწყებთ ერთად
-20, 19, 18, 17, 16, 14, 13,..........., 3, 2 და 1
ბოლო რიცხვი ერთად შევყვირეთ და ვეტრთფრენიდან ხელიხელჩაკიდებულები გადმოვხტით, პირველად რა ვიგრძენი? ჰმ არ ვიცი, ბევრი რამ იყო ერთად: შიში, სიამოვნება, სიხარული, სიამაყე, სიგიჟე, სიმამაცე და კიდევ არც კი ვიცი რა, ვგრძნობ ბევრ რამეს მაგრამ ამის სიტყვით გამოხატვაც არ შემიძლია... ჩემ სახეს ქარი უბერავს ეს ჰაერის ხახუნის ძალაა, ვგრძნობ დრო და დრო როგორ იმანჭება ჩემი სახე, ვგრძნობ ჩემი გრძელი თმა როგორ ამწევია ზემოთ, შემდეგ ნინას ვაკვირდები და ვხვდები როგორი ამაყია იმით, რომ ოცნება აიხდინა, როგორი ამაყია იმით რომ ახლა უფრო თამამად იტყვის, რომ "ოცნებები ხდება" მიყვარს ეს სიტყვები და ყოველთვის ვგრძნობ ამ სიტყვების თქმისას ძალას^^ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ზღვას და ერთმანეთს მზერით ვანიშნებთ, რომ პარაშუტები გავხსნათ, უცბათ ერთი ხელის მოსმით პარაშუტს ხელი გამოვკარი და პარაშუტი ჰაერით გაივსო მე კიდე სწრაფად ვეღარ მივქროდი ზღვისკენ, ნინას გავხედე ის ჩემზე ოდნავ დაბლა იყო, აშკარად ჩემს მერე გახსნა პარაშუტი, ამ ჯერად ჰაერში ნელ-ნელა მივფარფატებ, ზღვას იმდენად ვუხლოვდებით რომ ზღვის სურნელსაც ვგრძნობ უკვე, ფეხებზე რაღაც ცივს ვგრძნობ, ეს წყალია, ნელ-ნელა წყალში ვიძირები,ერთ ჩასუნთქვას ვასწრებ და პარაშუტი თავზე მეფარება, კიდევ კარგი ცურვა ორივემ კარგად ვიცით, ვცურავ და ვეძებ ადგილს სადაც ჩემს ზემოთ პარაშუტი არ იქნება, წყლიდან ვყვინთავ და ჰაერს ჩავისუნთქავ, აქედან კარგად ჩანს სანაპირო შეგვიძლია გავცუროდ კიდეც, ნინას ვეძებ და მის გაღიმებულ სიფათს ვეგებები, ჯერ კიდევ ვერ იჯერებს რომ ეს ყველაფერი მოხდა, ჩვენ ერთმანეთისკენ მივცურავთ და ერთმანეთს ვეხუტებით, უხმოდ მოვცურავთ ნაპირისკენ, როგორც იქნა მივაღწიეთ ნაპირამდე დაღლილებმა, პარაშუტები მოგვხსნეს და დაღლილები "შეზლონგზე" დავეგდეთ, ჩემს სხეულს უყურებ რომელიც ძალიან მომწონს და შემდეგ ჩემი მეგობრისა გავხედავ და რათქმაუნდა მას უკეთესი ტანი აქვს რადგან მაღალია ჩემთან შედარებით. უი ისე დიდი ბოდიშის მოხდით გაგეცნობით, მართლა ბოდიში სულ დამავიწყდა გაცნობა: ჰომ მე მარი ვარ, ჩემი გვარია მაყაშვილი, 20 წლის ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ ფსიქოლოგიაზე მეორე კურსს ვამთავრებ, ნინაც ჩემი ჯგუფელია, მას იმის მერე ვიცნობ რაც ჩემს სკოლაში გადმოვიდა, მეხუთე კლასში , შევხედე თუ არა მის მიმართ სძულვილით განვეწყე ყოველთვის ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ყველაფერში , ერთ სპორტის გაკვეთილამდე, ჰომ სპორტის გაკვეთილზე ჩვენს "ყოფილ მეგობარზე" ვისაუბრეთ, საერთო ყოფილი მეგობარი გვყავდა, ნინა დღეს გახდა 20 წლის, ჰომ სინამდვილეში ნინო ჰქვია, მაგრამ მე ნინას ვეძახი ის კი მაროს, ნინას გვარი მეტრეველია, ის მაღალი შხვართი გოგოა, იფ იფ კაი ფეხები კაი ტანი , ზოგადად შავგვრემანია მაგრამ ამჟამად თმა ყვითლად აქვს შეღებილი, მხრამდე დაჰყრია ყვითელი თმა, ყავისფერი თვალები აქვს და კურნოსაა, აი რაც შემეხება მე, ნინაზე ოდნავ დაბალი ვარ, რომ ვთქვა სუსტი ვარ თქო მოგატყუებთ, მაგრამ პუტკუნაც კი არ ვარ, მეც შავგვრემანი ვარ, მაგრამ თმა ამჟამად ლურჯად მაქვს შეღებილი, თმა კარეზე ოდნავ მოკლე მაქვს და ჩემი ჩოლკა რაც თავი მახსოვს სულ მაქვს, თაფლისფერი თვალები მაქვს და მეც კურნოსა ვარ, ჰომ ამჟამად ბათუმში ვართ ისე თბილისში ვცხოვრობთ ორივე, მშობლებთან, სხვათაშორის ერთად ცხოვრება არ გვინდა მერე საჭმელს ვინ გააკეთებს ხოლმე? ჰომ რავიცი...
-მარო-ყვირის ნინა გამწარებული ჰაჰ მივხვდი რაც ხდება ის გვერძე მიზის და ყვირის ანუ თამაშის დროა
-ნინა რა გაყვირებს გვერძე არ გიზივარ?-ვუყვირი მეც ბოლო ხმაზე
-მარო მე კი არა შენ ყვირი-მიყვირის ნინა
ამ დროს მზეს რაღაც ეფარება და ჩემს სხეულზე ჩრდილი ჩნდება , მე მეგონა ავიხედებოდი და ვინმე სიმპატიურ ბიჭს დავინახავდი და "ბებიაშენისა" ჩემი ძმა არ დამხვდა, ნეტა აქ რა უნდა
-აე ბიჭი აქეთ გამოიწიე მაგას შეყვარებული ყავს-ყვირის ნინა ალბათ ვერ დაინახა რომ ჩემი ძმა იყო, გიგა(ჩემი ძმა) მასთან ახლოს მიდი, ნინას როჟა უშრება
-ვა გიგა-ძალიათ ღიმილი,ოდნავ მიიწია და -მოდი ძმა ჩამოჯექი-გამხიარულდაუცბად მაგრამ ჩემი ძმის უჟმური სახის გადამკიდე, მანაც უჟმური სახე მიიღო
-შეყვარებული გყავს?-მეკითხება გიგა
-არა ძამი-სიტყვას ვწელავ, მაგრამ ბოლოს მივაყარე-და რომ მყავდეს რა?
-ანუ გყავს-გიგა ჩემსკენ მოიწევს და ღირინს მიწყებს, მე არ მეღიტინება ზოგადად მაგრამ ახლა რა დამემართა არ ვიცი, ხელში ამიტაცა და ზურგზე გადამიკიდა თოვლისბაბუას ტომარასავით, მე კი ვუყვიროდი
-დამსვიი,შემეშვი, აუუ გიგააა, კაიი რა- და კიდევ ასეთ ფრაზებს და უცბათ სერიოზული ხმა შემომესმა
ჩახველება-უკაცრავად-ჩემი ძმა ოთხმოცდაათი გრადუსით დატრიალდა, უცნობმა კი განაგრძო-ხომ არ აწუხებთ მაგ გოგოს?
ამ დროს გიგამ სიცილი დაიწყო და აი მე კი მივხვდი რომ ამ ბიჭს საქმე ქონდა წასული...



№1  offline წევრი Onlyyou

Sainteresoa gaagrdzele ♡

 


№2 სტუმარი ????????????????????????????????????????

gaagrdzele kargia ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent