შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა (ნაწილი 8)


7-07-2018, 02:09
ავტორი judi N
ნანახია 1 486

‌თვალი რომ გავახილე ვერ მივხვდი დილა იყო შუადღე თუ საღამო.. ოთახი სულ ჩამებნელებინა. ტელეფონს დავუწყე ძებნა ,ხელის ფათურით.. უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა ვაკოსგან.. უამრავი სმს-ი , ზოგი ბრაზით იყო სავსე, ზოგი სიყვარულით ... თავში სრული ქაოსი ტრიალებდა, არ ვიცოდი რა მინდოდა და რას ვაპირებდი.. არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.. მეშინოდა, მეზიზღებოდა და გულს მირევდა ჩემი ყველა ნაკვთი , რომელსაც საბა შეეხო გუშინ.. მძულდა საკუთარი თავი , რადგან საბას ვუყვარდი.. განა ვუყვარდი? რაიცის მაგან სიყვარულის.. დამშეულ ცხიველს ჰგავს, რომელიც ყოველთვის მზადაა მსხვერპლს თავს დაესხას და დაიმორჩილოს, თუნდაც ამით საბოლოოდ გაანადგუროს.. ლენკა მირეკავდა ,ბოლოს გადავწყვიტე მეპასუხა
- ჰო -გაგიჟდი? ლამისაა მოვკვდე ნერვიულობით, ან იმ ბიჭს რას ერჩი ,ყოველ წუთს მირეკავს და მეკითხება ხომ არ ვიცი სად ხარ ან რა გჭირს, მე კი იმასაც ვერ ვეუბნები, რომ ცუდად ხარ, გჭირდება და ვიღაც ნადირის გამო კარგავ..
- ლენკა, ლექციებს მიკითხავ?! ნამდვილად არ მაქვს არც სურვილი და არც თავი მოვისმინო დატუქსვა.. გავუთიშე და ბალიში ავიფარე პირზე.. მთელი ძალით ვიყვირე, ვეცადე დაგროვილი ბრაზი და ტკივილი გამომეშვა. არ ვიცი როგორ , მაგრამ თავს ადგომა ვაიძულე, ჩავიცვი , კარი გავაღე და უნივერსიტეტში წავედი.. მეტროს ხმა და ამდენი სახე მომკლავდა , ვერ ავიტანდი, ამიტომ ტაქსით გადავწყვიტე წასვლა.. თსუ-ს მეორე კორპუსთან გავაჩერე და გადმოვედი.. ლექციაზე დაგვიანებით შევედი, თუმცა რა აზრი ჰქონდა ,მაინც ვერ ვისმენდი.. არც სხვაგან ვიყავი ფიქრებით, უბრალოთ გავითიშე , ვერაფერს ვგრძნობდი და არაფერი მესმოდა.. სანამ ხელზე შეხება არ ვიგრძენი, შემდეგ შავი ვარდი დავინახე.. ოთახს თვალი მოვავლე და უკვე აღარავინ იყო .. - ნინია, შეგიძლია მითხრა სად დაიკარგე ან რა გჭირს?! ლამის გამოვსირდი ამ გაურკვევლობით.. კარი ჩამოგიღე და შენს გარდა მთელმა სადარბაზომ გააღო კარი.. ტელეფონი აგიფეთქე .. ალბათ უსასრულოდ გააგრძელებდა, რომ არ გამეჩუმრბინა: - ვაკო, დამშვიდდი, ორი წლის არ ვარ, რომ ასე დამტუქსო. არც რაიმე ვალდებულება მაქვს შენთან და ვერ ჩაგაბარებ ანგარიშს , როდის რას ვიზამ ან სად ვიქნები . ვიცოცხლებ თუ საერთოდ მოვკვდები.. - გაგიჟდი! რაებს ბოდავ. მოკვდები ?! გგონია სიკვდილის ნებას მოგცემ და ამით ჩემს თავსაც მოგაკვლევინებ? იცი მაინც როგორ ვჭედავ შენზე? არც ის იცი ალბათ, რომ დამას**ე და შენს იქით გოგოს ვერ ვხედავ. - ჰოდა სჯობს თვალი გაახილო და ვინმე დაინახო.. ვაკო ის ბიჭი დაბრუნდა ვინც მიყვარდა და მივხვდი, რომ ახლაც მიყვარს.. ავდექი და გამოვიქეცი, არ ვაცადე არაფრის თქმა ... მოვრბოდი უმისამართოთ და ცრემლები თავისით წყდებოდნენ ჩემს ტყუილს... მეშინოდა საბასი, მეშინოდა რომ ვაკოს რამეს დაუშავებდა.. მაგრამ მეც მის ნაირ მხეცად მაქცია და თვითონ ვატკინე, ძალიან ვატკინე.. სახლში შევვარდი და ხმით დავიწყე ტირილი.. ოცდამეერთე საუკუნეშიც კი გოგოს , როგორც სათამაშოს ისე ექცევიან.. თვალს დაადგამენ და სულს უხუთავენ.. ტელეფონმა დარეკა , უცცხო ნომერი იყო, მაგრამ გულმა მიგრძნო ვინც იქნებოდა..
- ნინია როგორ ხარ? ისევ ხომ არ გეშინია ჩემი? მე კი მთელი დღეა ვფიქრობ რა კარგად ჟღერს საბა და ნინია, ნინია და საბა.. - საბა დამანებე თავი! გიჩივლებ .. - რას იზამ? სიცილი დაიწყო.. ისეთ ხკას გამოსცემდა თითქოს ეშმაკი სულში შეზრომოდა და მთლიანად შეეპყრო.. - მგონი ვერ იაზრებ ვინ ვარ და რა შემიძლია.. მიჩივლე, მეტად აღმაგზნებ შენი სიურჩით და ჩემ ბიჭსაც მეტად ენდომება შენში შემოღწევა.. გავუთიშე და სადღაც გულის მიმალულ ნაწილში გადავწყვიტე... ყოველთვის ვამბობდი, რომ თავს სუსტები იკლავენ, თუმცა ახლა თავად ვიყავი ძალიან სუსტი, უმწეო და დამფრთხალი... მალევე გადავიფიქრე და უარესმა აზრმა გამიელვა.. ახლა უკვე საბას მოკვლის სურვილი მკლავდა.. მისი წილი ეშმაკი ჩემში გადმოდიოდა და სინათლის სხივებს მპარავდა.. გარეთ გავედი საღამოს, სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.. წვიმდა , მთლიანად დავსველდი, წვიმას ვთხოვდი ჩემში შემოპარული სიბოროტის ჩამირეცხვას, როცა ფეხის ხმა გავიგე და უკან ჩრდილიც გამოჩნდა... გავხედე და მისმა ამაზრზენმა მზერამ გაიარა ჩემში.. ფეხს ავუჩქარე, მერე გავიქეცი, ისიც მომდევდა , ვგრძნობდი რომ მეწეოდა, მისი სიახლოვე მწვავდა, როცა ვიგრძენი, რომ ვეღარ გავრბოდი და ნაცნობ სხეულს შევეჯახე.. თვალები დავხუჭე და ისე, რომ არც შემიხედავს, ვაკო ვიგრძენი... მივეკარი , ვეხუტებოდი და თვალის გახელა არ მინდოდა.. ნელ-ნელა შემოცურდა მისი ძლიერი ხელები ჩემს წელზე , მერე თმაზე ვიგრძენი შეხება.. მივხვდი, რომ საბა გაიქცა.. ვაკომ გაყოლა სცადა, მაგრამ ისე ავეკარი, არ გავუშვი.. ასე ვიდექით რამდენიმე წუთიი... - სულ მთლად გალუმპულხარ...ჩემო სულელო , წამოდი სახლში.. ხელი ჩავჭიდე და უხმოდ წავყევი.. სახლში შევედით, ცხელი შხაპის მიღების შემდეგ გაბრუებული ჩამოვბარბაცდი მისაღებში.. - ყავა გაგიკეთე.. - იქ საიდან გაჩნდი? - შენგან განსხვავებით ვერკა მენდობა და სჯერა , რომ დაგიცავ. - მე, იცი მე შემეშინდა , რომ რამეა დაგიშავებდა .. ამის თქმა და ცრემლების წამოსკდომა ერთი იყო.. - სულელო გოგო, შენ რომ რამე მოგსვლოდა იმაზე მეტს რას დამიშავებდა?! ვერაფერს იზამს. მე და შენ ვართ ჩვენ. ორნი. მესამე ზედმეტია და მგონი გასაგებია ვინც გაქრრება..
- საშიშია
- ვინ საბა კაპანაძე ნინია?
-შენ რა იცნობ? - თვითონ მიცნობს . თავი ჩემს თმაში ჩარგო და ცოტახნით ასე ჩუმად ფიქრობდა, მერე ამომხედა და ყელისკენ დაიძრა, თავი რომ გავწიე.. - მეხებოდა, მისი ხელებია ჩემს ტანზე ნახეტიალი.. - ჩუუ... შენ ჩემს გარდა ვეღაარავინ შეგეხება ... შენ სუფთა ხარ! ყველაზე სუფთა.. შენს სულში ვერ აფათურა თავის ხელები, რომელიც მოემტვრევა.. ნინია! -ჰო ვაკო . - მიყვარხარ, ჩემი ყველა „ფერი“ ხარ... ჩემი ცის არტ ყელა.. ხელში ამიყვანა, გულზე მიმიკრა, გულისცემა აჩქარებოდა, რაც უფრო მეტად მიკრავდა, უარესად ფეთქავდა მის შიგნით სიყვარული... ოთახისკენ წამიყვანა.. სიმშვიდის სუნი ჰქონდა და სიყვარულის გემო.. -მეც მიყვარხარ ვაკო.. ______________ გამიზიარეთ თქვენი აზრი.. გავაგრძელო თუ არ მოგწონთ?



№1  offline წევრი Mariami^^)

Dzaliann kargiaa gaagrdzele ratqmaunda ❤️^^

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ბოლოს კარგი იყო. გოგოები ასეთი შტერები როგორ არიან? ყოველთვის სულელური საქციელისკენ იხრებიან. კიდევ კარგი ვაკო არ გამოდგა ხისთავიანი და არ გაუჭედა ნინიას. ისე კი იყო გასაჭედი, მოძალადე იდიოტის გამო უარი როგორ უთხრა.
იქნებ თავები გაზარდო, ძალიან პატარა გამოვიდა, არც მეყო. თანაც ხშირად ვერ ახერხებ.

 


№3  offline წევრი judi N

Mariami^^)
Dzaliann kargiaa gaagrdzele ratqmaunda ❤️^^

ძალიან დიდი მადლობა <3

Chikochiko
ბოლოს კარგი იყო. გოგოები ასეთი შტერები როგორ არიან? ყოველთვის სულელური საქციელისკენ იხრებიან. კიდევ კარგი ვაკო არ გამოდგა ხისთავიანი და არ გაუჭედა ნინიას. ისე კი იყო გასაჭედი, მოძალადე იდიოტის გამო უარი როგორ უთხრა.
იქნებ თავები გაზარდო, ძალიან პატარა გამოვიდა, არც მეყო. თანაც ხშირად ვერ ახერხებ.

ვეცდები უფრო ხშირად დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent