მივიწყებული გრძნობა (მესამე თავი)
მე, გიორგიმ და ნიკამ,ჩემს სახლამდე ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ.გზაში ბევრი სალაპარაკო გვქონდა.გეგმა ზუსტად გავწერეთ.თუ ყველაფერი ისე წავიდოდა როგორც ველოდით მაშინ მიზანს თუ არ მივაღწევდით,მივუახლოვდებოდით მაინც. -შენი დაქალი ქარბოლბალასავითაა-წამოიძახა გიორგიმ,ნიკას კი სახე შეეცვალა -რას ნიშნავს ქარბოლბალასავითაა??უბრალოდ როგორც საჭიროა ისე იქცევა,მეტის ღირსი ვარ.ძალიან გავამწარე. -კაი შე*ემა რას მეცი,ცუდად კი არ მითქვამს -აბა ეხა სტოპ-გავაჩუმე ორივე-წარმოსახვითი მანდილი ჩავაგდე თქვენ შორის და. ხმა არ ამოიღოთ.-მერე ნიკას ლოყაზე ვუჩქმიტე-სასიძო მომწონხარ,ეგრე გააგრძელე-და სიცილით გავაგრძელე გზა -აი,პირის შეკვრა მესმის.ახლა დავუძახო ჩემ შეყვარებულს და ვაცემინო თქვენი თავი?-გიორგიმ ვითომ გაბრაზებით ჩაიფრუტუნა -მოვედით-ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის ისე წამოვიძახე -სად გყავს შე უბედურო შეყვარებული თორე კი…-ჩაიქირქილა ნიკამ -რატოა ვითომ საციდავი თუ შეყვარებული არ ყავს.-კოპები შევკარი -აუ თქვენ რა უგულოები ხართ.არავინ როგორ არ გიყვართ -არ ვარ უგულო-მე და გიორგიმ ერთად წამოვიძახეთ და გაგვეცინა -ხო უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს-გავაგრძელე,ის კი თავის ქნევით მეთანხმებოდა..მერე ორივეს დავემშვიდობე და სახლში ავედი. -დედიი მოვედი-სახლში ასვლისთანავე დავიღრიალე -რა გაყვირებს, გოგო,შენ დღითი დღე უფრო გიჟდები ხო?-გამიცინა და ლოყაზე მაკოცა -მააშ..როცა საჭიროაა წყნარიც ხო ვარ,ახლა მაცადე ჩემ ტერიტორიაზე ვარ.ისეთი ამბები უნდა მოგიყვე შენც გაგიჟდები-მე და დედა საჭორაოდ დავსხედით,ორი საათი ვლაქლაქებდით.ამასობაში მოსაღამოვდა და ჩემს ოთახში გავედი.ტელეფონი ისე მქონდა მიგდებული ძლივს ვიპოვე.თათულის ორმოცამდე წერილი გამოეგზავნა,მლანძღავდა,მწყევლიდა,მცოფავდა და ბოლოს მთხივდა მარტო არ დამტოვოო.გამეცინა და მივწერე -ჩემს ხელში ხარ ცუნცულ,დღეიდან მე მემორჩილები! -ოხ მარიაამ როგორ არ ჩავარდები ჩემ დღეში და მერე ვნახოთ -ვერ გავიგეე??? -არის უმფროსო -ჰოდა ეგრე.წავედი ახლა გაკოცე -კაი მიდი მეც დილის რვის ნახევარი იყო ტელეფონის ხმამ რომ გამომაღვიძა.გონებაში ყველა სალანძღავი სიტყვა მომაგონდა და მათ გადმოსაფრქვევად მოვემზადე. -ალიო,სახლში საათი არ გაქვს??? -აუ წიწილ თათო ვარ და არ მეჩხუბო რაა-უცებ გამოვფხიზლდი და საწოლიდან წამოვფრინდი -რა იყო რამე მოხდა??-მისგან ასეთი სირბილე მეუცნაურა. -აუუ ვნერვიულოობ,მთელი ღამე არ მიძინია.არა გაბრაზებული კი ვარ მაგ დამპალ ადამიანზე, მაგრამ მაინც მენერვიულება. -გადამიტრიალდა შე ქალო გული.აბა შუბლზე ხელი მიიდე -მარიი გეყო,არ მაქვს სიცხე!უბრალოდ განვიცდითქო -კაი ხო ნუ ჩხუბობ.ვალერიანი არ გაქვს სახლში?? -წამლებს არ ვსვამ -რა არის გეხვეწები სანერვიულო,ნიკას აქვს სანერვიულო თუ აქვს.შენ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა. -რა თქვიი?? არაფერი,არაფერი,ვიხუმრე უბრალოდ -მონსტრი ნუ გამოგყავარ, არ ვარ ეგეთი ალქაჯი -ვიციი, პინგვიიინ,ვიცი უბრალოდ ვიხუმრე.გულჩვილი ხარ სინამდვილეში და დამთბობიც,არ ხარ ალქაჯი… მე რა გავაკეთო რომ გეშველოს. -რა და ჩემები გასულები არიან,მარტო ვარ და გამო-ვგრძნობდი როგორ ისაწ....ბდა თავს და მეცინებოდა -აბა კარგად-ვუთხარი და გასათიშად მოვემზადე -იცოდე არ გამითიშო თორე არ გაპატიებ.გამოდიი, რა დაგემართა,ტანსაცმელი ამარჩევინე ვიჭორაოთ და ყურადღებას გადავიტან -კაი ხო ჯანდაბას, მეც მანდ მოვემზადები -გავუთიშე,წყალი გადავივლე,ტანსაცმელი ჩავალაგე და სახლიდან ჩუმად გამოვიპარე. 15წუთში თათულის კარებთან ვიყავი ატუზული და ენერგიულად ვაბრაგუნებდი.კარი გამიღო და გაბადრული სახით დამხვდა -რა კარგ დროს მოხვედი,ახლა შევარჩიე ტანსაცმლის რამდენიმე ვარიანტი და უნდა გაჩვენო -შვილო შენ ხო კარგად ხარ.გახედე რომელი საათია.6ზე მივდივართ შესახვედრად. -ოოო ნუ წუწუნებ წამოდი,შემარჩევინე და გემრიელობებს გაჭმევ-მეც მეტი რა მინდოდა,სავარძელში მორჩილად ჩავემხე. -აჰა მიდი ჩაიცვი, გიყურებ-ორსაათნახევარი,ზუსტად ორსაათნახევარი არჩევდა ტანსაცმელს და ძლივს სასურველ ვარიანტზე შეჩერდა,მერე კულულების დასწორება გადაწყვიტა და საათნახევარი თმებს ილაგებდა.მე კი შიმშილისგან ცუდად ვხდებოდი.თათული თავის თავს აღარ გავდა.ამდენ დროს ტანსაცმლის არჩევას და თავის მოვლას თითქმის არასდროს ანდომებდა.ამიტომ მეც წყნარად ვიჯექი და არაფერს ვეუბნებოდი -მოდი ფრჩხილები გამიკეთე-თმების მოწესრიგებას რომ მორჩა მე გადმომძახა.-ვაიიმეე ეს რა დამემართა -რა დაგემართა-შეშინებულმა წამოვიძახე -მანიკური-წამოიკნავლა -რა მანიკური -გათავდა მანიკური,ჩასქელდა და ჩაძროხდა.ფუ დებილი მანიკური,ჩემი ბედის რა ვთქვი -კარქიიი გოგო ნუ მოთქვამ ჩავალ და გიყიდი,ოღონდ მერე უნდა მაჭამო-თითი დავუქნიე და წასასვლელად კარებისკენ გავემართე -ჰოჰო გაჭმევ, აბა რა-კიბეებზე მომაძახა და კარები დახურა.არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა ისეთი მაღაზიის პოვნა სადაც მანიკური იყიდებოდა,აფთიაქი კი ახლომახლოს არსად იყო.უკვე დაბნეულობისგან საით წავსულიყავი არ ვიცოდი.ჩემ გასაკვირად, ვიღაცამ დამისიგნალა.გავიხედე და მანქანაში მჯდომი დათო დავინახე.თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჩემი გასაჭირი გავანდე.მან კი გაყვანა შემომთავაზა,რაც გინდა ერთად მოვძებნოთო. -შენი მეგობარი როგორაა?-მკითხა მან -ოხ შე ცუღლუტო,კარგად არის მაგრამ თავად რატომ არ კითხავ?? -იციი,იმ დღეს ნომერი გამოვართვი, მაგრამ დამეკარგა,ჩემ ტელეფონს რაღაც დაემართა-მე ვგიჟდებოდი თუ ჩემი ყველა მეგობარი ერთად,ვეღარ ვხვდებოდი.დათო ის ბიჭი იყო სერიოზულად არცერთ გოგოს რომ არ უყურებდა.ახლა კი ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა.ტელეფონი მოვიმარჯვე და ნომერი ვუკარნახე.მალე მანიკურიც ვიშოვნე ,სახლში კი გახარებული დავბრუნდი.თეკლეს დავურეკე და ყველაფერი ჩამოვუკარკლე.ის თავისას არ იშლიდა.კარგი მეგობრები ვართ,ერთმანეთს გავუგეთო.აღარაფერი მითქვამს უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაველოდე. როგორღაც მალე მოვიდა 6საათი და კარებზე კაკუნი გაისმა.სადარბაზოში ყვავილებით ხელში გაჯგიმული ნიკა იდგა.ცოტაც და ხარხარს დავიწყებდი. არა,მართლაც აგიჟებს ეს სიყვარული-გულში გავიფიქრე და გიორგის ნათქვამი გამახსენდა.,,ნიკა ქალების მუსუსი იყო,არც ისე დამთმობი და ბუნჩულა, როგორიც ახლა ჩანს.ძალიან შეიცავალა,თათულიმ შეცვალა” მეც რა თქმა უნდა მჯეროდა სიყვარულის ძალის,ვოცნებობდი მეპოვნა ის,თუმცა ნამდვილი სიყვარულის ტკბილი გემო არასდროს შემეგრძნო.თითქოს ჩემთვის ეს გრძნობა რაღაც მიუწვდომელი მწვერვალი იყო, რომელსაც ვერასდროს მივაღწევდი.უბრალოდ ჩემი მეგობრების ბედნიერებით ვხარობდი,რაც ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო.ამ ფიქრებში ვიყავი გართული გიორგის ხმამ რომ გამომაფხიზლა -ჰა წამოხვალ თუ გეგმა შევცვალოთ და ცალ-ცალკე წავიდეთ. -მარტო დატოვებას თათული არ მაპატიებს,ამიტომ მოვდივარ.-კარები ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვით.მანქანაში მე და გიორგი წინ ვისხედით.ნიკა და თათული კი უკან,მეზობელი ბავშვებივით დამსხდარიყვნენ.მეღიმებოდა თათულის დაბნეულობაზე და თვალების ცეცებაზე.ნიკას კი მეტი თავდაჯერებულობა შესძენოდა.ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ ჩვენ კი მუსიკას ვუსმენდით.ცოტა ხანში ნიკა წინ წამოიწია და ყველას გასაგონად თქვა -გიორგიმ აიჩემა მთაწმიმდაზე წავიდეთო, მე რესტორანში მინდოდა,ამიტომ ჯერ მთაწმიმდაზე ავალთ მერე კი რესტორანში წავალთ. -ეეე რა მაგარიააა-ბავშვივით წამოვიძახე.მართლა გამიხარდა ბომბორას პარკში დიდი ხანი არ ვყოფილიყავი,ამიტომ ბედნიერებისგან ვცქმუტავდი და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით.ყველას გაეცინა ჩემ რეაქციაზე მე კი მუსიკას უფრო ხმამაღლა ავუწიე და გავიტრუნე. ჩვენ წინ საყვარლად მიმავალ თათულისა და ნიკას ყურებისას მთაწმინდაზე მალევე ავედით.გული სიხარულისგან მიფართხალებდა,ვგრძნობდი ყველაფერი მალე დალაგდებოდა და უკვე ქორწილში რა ჩამეცვა იმაზე ვფიქრობდი.უცებ ნიკას ხმამ გამომაფხიზლა. -ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ-ყველა დავეთანხმეთ.ესეც წინასწარ იყო დაგეგმილი.იმისთვის რომ წყვილი მარტო დაგვეტოვებინა,მე და გიორგი ჩამოვრჩით. კაბინაში შემხტარ ნიკას და თათულის ხელი დავუქნიეთ.უაზროდ ვკისკისებდი მეგობრის განწირულ სახეზე და ნიკას მადლიერ გამომეტყველებაზე -აი, ამათ თუ ეშველებოდათ ნაღდად არ მეგონა-მითხრა გიორგიმ -მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს იკარგება-მისკენ არ გამიხედავს ისე ვუპასუხე -მოიცა ამას თვით მარიამი ამბობს??არადა ვიცოდი რომ სიყვარულის არც ისე დიდი ფანი ხარ -და შენ საიდან იცი მე რისი ფანი ვარ-გაკვირვებულმა ვკითხე -რავიცი,რავიცი ნაცნობები აღმოგვაჩნდა და გავიკითხ გამოვიკითხე-ცოტა არ იყოს დამაბნია და გამაბრაზა მისმა ნათქვამმა -და რას ქვია გაიკითხ გამოიკითხე???თუ რამე გაინტერესებს მოდი და მკითხე.სხვის ნათქვამს რატომ უჯერებ? -და რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები.უბრალოდ მითხრეს და მორჩა.დროთა განმავლობაში მე თვითონ მივხვდები,კითხვა არ დამჭირდება, ნუ დარდობ -არც ვდარდობ-კოპები შევკარი და ხელები გადავაჯვარედინე -აი,ახლა კი მართლა ბავშვობ -არაა არ ვბავშვობ.საერთოდაც შენ დაიწყეე და ნუ მედავები -მარიაამ!-დასერიოზულდა ის.უცებ ჩამოვუშვი ხელები და შუბლიც გავხსენი.-არა მართლა ბავშვი ხარ ამხელა გოგო-გამიცინა გიორგიმ და ლოყაზე მიჩქმიტა,მე კი ისევ გავუბრაზდი -ნუ მჩქმეტ თორემ კუბიდონი მეგობრები აღარ ვიქნებით-ენა გამოვუყავი და ორივემ გავიცინეთ.ამ ჩვენ ბუტიაობაში თათო და ნიკაც გამოვიდნენ.აშკარად არც ისე კარგი მდგომარეობა ქონდათ.ნიკა ხელებს იქნევდა თათული კი წიოდა.ჩვენ დამფრთხალი თახვებივით, გაშეშებულები, ავიტუზეთ და მოვლენების განვითარებას დაველოდეთ. -და რა ჩემიი ბრალია ვერ გავიგე-ეუბნებიდა თათული -თათული მილიონჯერ აგიხსენი უკვე რომ არ აქვს გამართლება ჩემს საქციელს, მაგრამ ახლა თვითონ იქცევი ცუდად -კიდევ მე ვიქცევი ცუდად?სასაცილოა პირდაპირ -დიახ შენ.ამდენი ხნის განმავლობაში ხმას არ ვიღებდი უკანასკნელი ქალაჩუნასავით ყველაფერზე თავს გიქნევდი.იმედი მქონდა რომ დაივიწყებდი,მაგრამ შენ არაააა.შეჯექი ჯორზე და აღარ გინდა ჩამოსვლა.მეც მაქვს თავმოყვარეობა და თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა მაშინ თქვი და შეგეშვები.ძალიან მომწონხარ მართლა მაგრამ თუ შენ ჩემი სიახლოვე გაღიზიანებს მაშინ აღარ მიგაბეზრებ აღარასდროს თავს -მე ეგ არ მითქვამს -ხო პირდაპირ არ გითქვამს მააგრამ მითხარი რომ შენ დამაძალე აქ წამოსვლა თორემ შენთან ერთად არასდროს არსად წამოვიდოდიო. ამ სიტყვების შემდეგ რაღა უნდა ვიფიქრო.-თათული დაიბნა,ხმას აღარ იღებდა. ამ დროს ვიღაც მშვიდობის მტრედი მოფრინდა მასთან და თავისი ჭკუით გოგონა დაიცვა -ეი ბიჭო,ამ გოგოს. რომ უყვირი არ გასწავლეს რომ ქალს წესიერად უნდა მოექცე?-ნიკას გაეჭიმა. -შენი ჭირიმე, წადი შენ თავს მიხედე რა-ჯერ მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა ნიკამ -და შენ ვინ ხარ რომ მეუბნები სად წავიდე და სად არა,ბიჭო-ბოლო სიტყვა გამოკვეთა უცნობმა და ნიკასთან ახლოს მიიწია -გითხარი წადიმეთქი თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ-დაიძაბა ნიკა და ხელი საყელოში წაავლო -მიდი აბა შე ჩმორო-არ დანებდა უცნობი, იმის იმედით,ახლოს პოლიციელები არიან და ვერაფერს მიზავსო.თუმცა შეცდა.თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით უცნობი მიწაზე იყო გაწოლილი,ტუჩიდან სისხლი სდიოდა,გიორგი კი მათ შუაში იდგა.თათულიმ გაცეცხლებული ბიჭი ძლივს დააწყნარა,მალევე გონს მოსულმა ნიკამ მოგვიბოდიშა რომ ასეთი რამის ყურება მოგვიწია.სამმა რესტორანში წასვლა გადავწყვიტეთ,მხოლოდ გიორგი იყო წინააღმდეგი. -მოიცა ამერიკულ მთებზე არ დავსხდეთ?-გაკვირვებულმა იკითხა გი -კი აბა რა…ჩემი სიკვდილის შემდეგ-შეშინებულმა ვუპასუხე,იმაში დარწმუნებულმა რომ აღარ შემედავებოდა და გზა გავარძელე -მიოიცა ახლა არ მითხრა რომ გეშინია -არა,არ მეშინია უბრალოდ ფრთხილი ვარ -დიახაც მე და მარი ფრთხილები ვართ-დამემოწმა თათო,გიორგიმ და ნიკამ კი ხარხარი ატეხეს. -ჩვენ არ წამოვალთ თქვენ ადით და მერე წავიდეთ.-ვუთხარი მე -კარგი როგორც გინდათ.-თაგვეთანხმნენ და წასასვლელად შეტრიალდნენ. -გოგო რაღაც საეჭვოდ ჩურჩულებენ და ნელა მიდიან.-გადმომილაპარაკა თათულიმ -არა გოგო ალბათ რესტორანზე ლაპარაკობენ-ამის თქმა ვერ მოვასწარი ჰაერში რომ აღმოვჩნდი.გიორგის მხარზე გადაკიდებული,უშედეგოდ ვფართხალებდი.დავინახე თათულიმ გაქცევა რომ მოასწრო,უკან კი ნიკა დაედევნა.მათი შემყურე აუცილბლად გამეცინებოდა იმ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი -გიორგი დამსვი თორე გეფიცები ხმას არასდროს გაგცემ -არა-მოკლედ მიპასუხა მან -გიორგი -არა -გიორგიმეთქი -არამეთქი -კი -არა -კი -არა შესასვლელთან როგორ აღმოვჩნდი ვერ გავიაზრე..ძირს დამსვა და მხრებზე ხელი წამიჭირა რომ არ გავქცეულიყავი. -არაფერი არაა საშიში დაწყნარდი და უბრალოდ მენდე მე შენს გვერდით ვარ-თავისი ეკუით დამამშვიდა -გული დამარტყამს მივკვდები და მერე ჩემი კუბო დაამშვიდე-არ ვჩერდებოდი მე-იცოდე ტირილს დავიწყებ -ჰოდა ბავშვი იქნები -არა, არ ვიქნები -იქნები -არა, არ ვიქნები -კი იქნები -არა -კი -არა -კი ამის მტკიცებაში გართული, მოხერხებული მოძრაობით, ატრაქციოზე სწრაფად დამაბა.სვლა რომ დაიწყო,ყველასთან გამომშვიდობება დავიწყე და ჩემი ქონებაც დავანაწილე. -არ შეგეშინდეს,დამიყვირა გიორგიმ-თვალები დავხუჭე,ვგრძნობდი როგორ მიიწევდა მაღლა,მერე კი უეცარად დაბლა დაეშვა.განწირუი ვკიოდი,გიორგი კი მთელი ძალით ხარხარებდა.გულში ვწყევლიდი აქ რომ მომიყვანა.მალე თავდაყირა აღმოვჩნდი.მეგონა მუცელში ყველაფერი ამომიტრიალდა. გამწარებული ბიჭს მივწვდი და მთელი ძალით ვუჩქმიტე. -კარგი შეგრძნებაა მაგრამ ღირსი ხარ ძალით არ უნდა ამოგეყვანე-დავუყვირე და მივხვდი,რომ უკვე ყველაფერი სრულდებოდა.თავბრუსხვევით ჩამოვედი და ბანცალით გავუყევი გზას. -აბა როგორი იყო-გაღიმებული წინ გადამიდგა -აუ ძაან მაგარი იყო მაგრამ შენ მაინც საზიზღარი ხარ -ვიცი-თავდაჯერებულმა მითხრა და თვალი ჩამიკრა-წამო ეხა ჩვენი გვრიტები მოვძებნოთ-მითხრა და ხელი გადამხვია -ოპ ოპ ვერ ვიტან ხელს რომ მხვევენ-თავის დაძვრენა ვცადე და მთელი ძალით ვუჩქმიტე. -არაუშავს მიეჩვევი -ძალიანაც ნუ ეცდები, თორემ ერთხელაც ხორცს ამოგიღებ -მაგასაც ვნახავთ-მითხრა თავდაჯერებულად. -დიახაც ვნახავთ-დავეთანხმე და გზა გავაგრძელეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.