შენს მკლავებში დავლევ სულს (სრულად)
..და მაშინ,როდესაც არ ელი ცხოვრებისგან არაფერს,ერთფეროვნების წიაღში ხარ გამომწყვდეული,უბრალოდ ცხოვრებით დაღლილს და ძალა გამოცლილს ბედისწერა ისე შეგეჯახება,ტორნადოსავით დაატრიალებს ყველაფერს,ამის გაცნობიერებას ვერც კი მოასწრებ და მხოლოდ იმაზე იფიქრებ,როგორ გაუძლო.. თავი პირველი. ნიღბები სწრაფად გაიკეთეს,მე მთელი ძალით ვყვიროდი და ხელ-ფეხს აქეთ იქით ვაქნევდი,ერთ-ერთმა პირზე საშინელი ნაჭერი ამახვია და მანქანაში ჩამაგდო,ზუსტად აქ დაიწყო ყველაფერი,2018 წლის 18 სექტემბერს,როდესაც ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძოდი. -ევა,მიხვედი სახლში? -არა ჯერ,ტაქსიც კი არ ჩანს..ჯანდაბა სულ დავსველდი.. -რომ შემეძლოს ახლავე გამოვიდოდი ხომ იცი.. -ვიცი,ვიცი..მგონი ტაქსს ვხედავ,კაი დროებით. სწრაფად გავთშე და გზისკენ გავემართე,წვიმა თანდათან უმატებდა,ნისლში გაეხვია მთელი ქალაქი,ვერაფერს ვხედავდი და ვარაუდით დავდიოდი,ვგრძნობდი როგორ ვიყინებოდი და უფრო მეტად სველდებოდა ტანსაცმელი, გაციება არ ამცდება - გავიფიქრე და აი ძლივს! ტაქსი! ტაქსი! ვიყვირე აკანკალებული ხმით და ხელებს აქეთ იქით ვიქნევდი. როგორც იქნა მივუახლოვდი ჩემს სადარბაზოს,კიბეებს სწრაფად ავუყევი,ტელეფონის სენსორს ვერ ვუმკლავდებოდი გაყინული თითებით,მესამე სართულიდან უცნაური ხმები მესმოდა,ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი მათ,ხმები თანდათან მატულობდა..ბოლოს კი - გასროლის ხმა. თვალები გავაფართოვე,მთელს სხეულში ცივმა ოფლმა დამიარა,ჩანთა დამივარდა და კიბეებს სწრაფად მივუყვებოდი,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ჩემი ხმა გაიგეს,უკან დამედევნენ,ერთმა საფეთქელთან იარაღი მომადო და ცხოველური ხმით მომმართა: "ერთი სიტყვაც და ჩაძაღლდები". კითხვები არ მასვენებს,გვერდი-გვერდ ორი ნიღბიანი მიზის იარაღებით ხელში,ალბათ საათზე მეტია ვმგზავრობთ,მომკლავენ? არა . არა.. გთხოვთ,არ მინდა სიკვდილი,არ მინდა.. ვტირი გაუჩერებლად..გვერდით მჯდომი აშკარად შეწუხებულია ჩემი მოუსვენრობით და ტუჩებს კუმავს. მანქანა გააჩერეს. გადმოვედით და ჩემს წინ საშინელი ადგილი იშლება,ძალიან დიდი სახლი,ნიღბიანი მკლავზე ხელს მაგრად მიჭერს და ცდილობს სწრაფად მატაროს. სახლში შევდივართ,უეცრად დივანზე აღმოვჩნდი და ყველა ერთ წერტილს აკვირდება საიდანაც მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის. -დაასუფთავეთ? - რა თქმა უნდა,უბრალოდ ერთი პრობლემაა რაა..შავგვრემანი მზერით ჩემკენ ანიშნებს მე კი ადგილზე ვშრები. -კარგი,ოთახში შეიყვანეთ და იქ გამოკეტეთ,მერე მოვიფიქრებ რამეს,ეხლა უნდა წავიდე,რამდენი დაგრჩათ? -სამნი არიან რა. მე შეშინებული და თვალებგაფართოებული ვუყურებ მათ,რაღაც ჩემთვის გაურკვეველ ენაზე საუბრობენ,მე კი ამ დროს შიგნიდან ვიფიტები,ვერ ვყვირი,ვერ ვტირი,შოკში ვარ,არ ვიცი რა ვქნა,ისევ მკლავზე ვგრძნობ ძლიერ ხელს , იატაკზე ვეხეთქები და ვითიშები. -ძალიან მიყვარხხარ ევა..მოვალ და გადაგარჩენ გპირდები.. -გიო,არ წახვიდე,აქ მაინც არ დამტოვო,გთხოვ,გთხოვ... -საქმეებს მოვრჩები და მოვალ. მისი სახე ქრება,ყველაფერი თეთრდება,თვალებს ვახელ და ვხვდები რომ სიზმრიდან გამოვედი,ვახამხამებ რამოდენიმეჯერ და ვკივი,ჩემს წინ შავგვრემანი დგას და დაჟინებით მაკვირდება. -შენ ცოცხალი რატომ ხარ? ღმერთო,ეს რა შეკითხვაა,რას ჰქვია ცოცხალი რატომ ვარ?ენა მივარდება,ვბლუკუნებ,ვერ ვლაპარაკობ და ისევ კივილს ვიწყებ,ხვეწნა მუდარას რომ გამიშვან.. -გაჩუმდი!გაჩუმდი!ტვინი წაიღე უკვე! ყვირილზე ვხტები და მთელი ძალით შემოდის შიში ჩემში,ვკანკალებ და ცრემლები მცვივა, შავგვრემანი ხელს მავლებს,იმასთან გავყავარ ვინც გუშინ ვნახე..მგონი.. - აჰა,რა ვუყო? -არ ვიცი რა მოვუხერხო,არ მჭირდება ეგ,არც ის მაწყობს ახლავე მოვკლა,ცოტახანი შენთან წაიყვანე. -რაა? შავგვრემანი ძალიან იძაბება და მუშტს კრავს,შუბლზე ძარღვი შესამჩნევად ეტყობა. -პრობლემაა? პირზე ისევ ნაჭერს მახვევს და შავგვრემანს სახლიდან გავყავარ,ვხდები,რომ ყვირილს,ლაპარაკს ამ ცხოველებთან აზრი არ აქვს..ვცდილობ ჩუმად ვიყო,რადგან ხელები ძალიან მტკივა და იქნებ გამიხსნას...ხელებზე ვიყურები და სულ წითელია.. ალაგ-ალაგ სილურჯეებიც დამკრავს..მანქანიდან გადმოვდივართ.. ნუთუ ამათ ყველას ერთნაირი სახლები აქვთ? ვფიქრობ და ვკანკალებ,ვერ დავდივარ..ნაჭერს მიხსნის და სკამზე მიმითითებს დავჯდე. -გთხოვ,გთხოვ გამიშვი,გემუდარები.. არავისთან არ ვიტყვი არაფერს...გთხოვ.. -გაჩუმდი! -ხელები მაინც გამიხსენი,ადამიანი არ ხარ? ჩემკენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მოემართება,ვირტუოზივით იღებს დანას რომელიღაც ჯიბიდან და თოკის ნაგლეჯები აქეთ იქით იფანტება. -მოკლედ,ლაპარაკს მორჩი და ოთახში შედი. არ ვიცი რამდენი დღე და ღამე გადის,უმოქმედობით ვიტანჯები,არაფრის გაკეთება არ შემიძლია,ეს ყველაფერი მკლავს,დედა,მამა..როგორ ნერვიულობენ.. ნეტა გიო თუ ნერვიულობს? ფიქრები მეფანტება და ისევ ვტირი..ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია..ამდენი არასდროს მინერვიულია..მას ყოველდღე თეფშით შემოაქვს საჭმელი,პირს არ ვაკარებ,მის ყოველ შემოსვლაზე გული მერევა,მეზიზღებიან..მკვლელები,ცხოველები..ისევ გადის რამოდენიმე დღე,ნერვები ტვინზე მაწვება,ოთახში ყველაფერს აქეთ იქით ვისვრი და ხელებს კარებზე ვაბრახუნებ,ძალიან მინდა გაღიზიანდეს,ისე,როგორც მე. კარებს ისევ ხელებს ვურტყამ და მიზანს ვაღწევ,კარი ისე სწრაფად იღება ხელები ჰაერში მრჩება და მისი ცივი და წარბშეკრული სახე მეჩეხება. თმაში მწვდება და ოთახიდან მათრევს,ავტომატურად ძირს ვეცემი და თავს ხელით ვისრეს,ხელს ძლიერად მჭიდებს და მის პირისპირ მაყენებს. თმაში ჩამწვდა და ოთახიდან გამომათრია,ავტომატურად ძირს ვეცემი და თავს ხელით ვისრეს,ხელს მჭიდებს და მის პირისპირ მაყენებს,მთელი ხმით ღრიალებს. -იცი შენს წინ ვინ დგას? იცი?? მთელი სიბრაზე მაწვება და ყვირილითვე ვპასუხობ -შენი დედაც! გაცეცხლებული იარაღს ყელზე მაბჯენს -სად გირჩევნია ტყვიის მოხვედრა,გულში თუ საფეთქელში? სახეში ვაფურთხებ და ვხდები ეს არ უნდა გამეკეთებინა... იარაღს მიმიზნებს,თითს ძალას ატანს ჩახმახს ხელი გამოჰკრას რიცა ძლივს ვლუღლუღებ. -მაპატიე,არასწორად მოვიქეცი.. აცრემლებული თვალებით შევხედე,შეკრულ წარბებს შორის არსებული ნაოჭი მოეშვა და სახეზე მაკვირდება,ალბათ ამჩნევს ჩემს ნატანჯ და უძილო სახეს.. -რა გქვია? ამ შეკითხვის გარდა ყველაფერს ველოდი. -ევა...აკანკალებული ხმით ვპასუხობ და მომწვანო-მოყავისფრო თვალებში წამიერად ვიძირები. -ასე თუ კიდევ ერთხელ მოიქცევი,ნიკას ბრძანებას არ დაველოდები ისე ამოგხდი სულს! გასაგებია??! -გასაგებია. ოთახში შედის და ჩემს ნამოქმედარს აკვირდება,თავზე იდებს ხელებს..ფიქრობს..იარაღს მიმიზნების და მითთებს ოთახში შევიდე,მის წინ ვექცევი და თავდაჯერებული ხმით ვპასუხობ. -ცხოველი არ ვარ აქ გამომკეტო და ღორივით საჭმელი მომიგდო ყოველდღე და თუ ჩემი მოკვლა გინდათ ბარემ გაკეთეთ ეს,რას ელოდებით?რატომ მტანჯავთ? იარაღი ვსტაცე და ხელი მივატანინე საფეთქელთან. - მომკალი და დაასრულე მიდი! - როცა მინდა მაშინ მოგკლავ! -აჰაა,ნიკას ბრძანებას აღარ ელოდები?დიდი ხანია ბრძანებებს აღარ ასრულებ? ცინიკური პასუხი არ დავაყოვნე. ყელში მიჭერს და კედელზე მახეთქებს,მის სწრაფ გულისცემას ვგრძნობ,ისევ მის მწვანე თვალებს ვეჯახები. -წყობიდან ნუ გამოგყავარ გიმეორებ!!! იცოდე ვის წინ დგახარ მეთქი!!! თვალებს ვხუჭავ ისე ყვირის,ვერ ვუყურებ,ისევ ძალიან,ძალიან მეშინია,ხელს მიშვებს და მაისურს ისწორებს,ჯიბიდან ტელეფონს იღებს მიღებულ შეტყობინებაძე ნერვიულდება,შავ ტყავის კურტკას იცვამს და სახლიდან გადის. ოთახის კუთხეში ვზივარ,კართან დადებულ საჭმელს და წყალს ვუყურებ,ზიზღი და შიში უმალვე მავიწყდება და ერთ ლუკმას მეორეს ვაყოლებ,არ მაინტრესებს აღარაფერი... არც ასეთი მშიერი არ ვყოფილვარ არასდროს,ვფიქრობ და თვალები მიწყლიანდება.. შუაღამეს ბიჭების ლაპარაკმა გამაღვიძა,ძმაკაცები არიან?ანუ ესენიც მკვლელები არიან? ღმერთო ეს სად მოვხვდი.. ვცდილობ კარს მივეკრო მთელი ძალით და მათ საუბარს ვუსმენ. -ისეთი მაგარი მოსაწევი გავაძრე ორი დღე ვერ გამოფხიზლდები,არ გინდა? -რა მოსწევი,საქმეები მაქვს ჯერ. -შენ რა ქენი,გაერთე პატარასთან? ეს აშკარად ჩემზე თქვა..,თავი ვინ ჰგონია..ბრაზით ვივსები და კბილებს ერთმანეთს ვაჭერ.. -გოგოებს ამოვიყვან ხვალ რა,განტვირთვა არ გინდა იოანე? -კაი,დავაი. -წავედით ჩვენ,ხვალამდე. რა საინტერესო დიალოგია..თვალები გადავატრიალე და საწოლში ჩავწექი,ოთახთან "მისი" ნაბიჯების ხმა მესმოდა და სწრაფად საბანში შევძვერი.. -გიორგი ახვლედიანი რომელ კაბინეტშია?ვკითხულობ და პასუხის გაგებისთანავე ქუსლების კაკუნით ავრბივარ და თან საათს დავყურებ არ დავაგვიანო..კარს ვაღებ და მის კაბინეტში შევდივარ.. -ბატონო გიორგი. ოფიციალურს ვიჭერ წამიერად და უმალვე მასთან გავრბივარ. მისი თბილი მზერა და თბილი ჩახუტება მსიამოვნებს,ყელში მკოცნის და ჩემს ტუჩებს ეწებება. -მეგონა ვერ მოგისწრებდი. არა,გელოდებოდი,შეხვედრა შენს გამო გადავდე,ახლა მე ვარ უფროსი. სკამზე ჯდება და მეც კალთაში მიჯენს,თმაზე მეფერება ნაზად. უცებ თეთრდება ყველაფერი,გიო ქრება,მისი კაბინეტიც და თვალებს ვახელ....ჩემი გიო.. ვფიქრობ და ისევ გამოვდივარ ფიქრებიდან...ინსტიქტურად კარებისკენ ვიხედები,ვნახო დღეს რა საუზმე მხვდა წილად მანიაკისგან.. კართან არაფერი დევს..ახლა უნდა ვიშიმშილო?თუ ჩემი მოკვლის დრო მოვიდა? ფიქრები არ მასვენებს და შიში მიპყრობს..კარს ცაღებ და მისაღებისკენ ვიხედები სადაც მისი მკაცრი ხმა მაფრთხობს. -რას აკეთებ?გამოსვლის უფლება არ მომიცია ჯერ. -კარი ღია იყო,რა მოხდა? ან იქნებ საპირფარეშოშ გასვლა მინდა? არ შეიძლება? თუ ნიკაა აქ ან სხვა ვინმე და გვაკონტროლებს?? -ყოველთვის ასე ბევრს ლაპარაკობ? -არა,უბრალოდ ერთი თვეა თითქმის აქ ვარ და ვგიჟდები, აღარ შემიძლია,მხოლოდ საკუთარ თავს ველაპარაკები,ბანაობა მინდა,თავის მოწესრიგება,დედასთან მინდა,სახლში მინდა...მუხლებზე ვეცემი და ტირილი მივარდება.. -ადექი. -თავი დამანებე. -ადექი და მოწესრიგდი,ხომ გინდოდა? -ტანსაცმელი არ მაქვს გამოსაცვლელი.. უცებ თავისი თეთრი კოფთა გამომიწოდა,ის ჩემზე იმდენად მაღალი იყო მისი კოფტა კაბასავით მომერგებოდა. შხაპის ქვეშ ვდგები და ცხელი წყალი საოცრად მამშვიდებს,მის თეთრ კოფტას ვიღებ და ღილებს ვიკრავ,მისი მძაფრი სუნი თავბრუს მახვევს და ცხვირს მიწვავს. მისაღებში რომ გამოვედი ის უკვე იქ აღარ იყო,მომენტით ვისარგებლე და უზარმაზარი სახლის თვალიერება დავიწყე,სამწარეულოში შევედი და კედელზე "საძმოს" სურათი ეკიდა.. სურათი ეკიდა,მხოლოდ ნიკა,იოანე და კიდევ ერთი ტიპი ვიცანი..უცებ მანქანის ხმა მომესმა, მე სწრაფად ჩემს ოთახში შევედი,ნიკას,იოანეს რამოდენიმე ბიჭის ხმა მესმის..ამ ყველაფერს გოგოების კისკისი ერთვება. ცხოველები,ეხლა გოგოები მოჰყავთ და ისე ერთობიან თთქოს მკველელები არ იყვნენ,თითქოს აქ სრუილად უდანაშაულო ადამიანი არ ჰყავდეთ გამოკეტილი. გულის რევის შეგრძნება მიტევს და ზიზღი ისევ მატულობს. თენდება. კართან ისევ არ გდია საჭმელი,ისევ ღიაა..ფრთხილად ვაღებ და ვიხედები აქეთ იქით. იოანეს ჩრდილს ვხედავ შემოსასვლელისკენ. -იოანე. მკაცრად და ხმამაღლა გავხედე. გაკვირვებული ტრიალდება ჩემკენ,ხარბად მათვალიერებს,წამიერი ღიმილი ჰკრავს სახეზე და სწრაფად სერიოზულდება. -რა ხდება,ევა? -ეს რამე ახალია? -რას გულისხმობ? -კართან რომ ღორივით აღარ მახვდრებ საჭმელს,დილაობით კარს ღიას მიტოვებ და ა.შ.. -ხო,შეგიძლია სამხარეულოში ისაუზმო.შეტრიალდა და იარაღის წმენდა განაგრძო. -მაგ იარაღით მე უნდა მომკლა? ვკითხულობ ცინიკურად.. -არა,შენთვის სპეციალურად მაქვს გადანახული შენსავით ლამაზი იარაღი. თვალები გადავატრიალე და ოთახისკენ გავბრუნდი,რამოდენიმე წამში კი გამომძახა. -მოიცადე -რა გინდა? -ძალიან სექსუალური ხარ ჩემს კოფტაში,უბრალოდ ძალიან მიყვარს თორემ შემოგახევდი. ზიზღით სავსე თვალებით ვუყურებ და პასუხს არ ვაყოვნებ -შენ არაფერში მჭირდები!!!ჯობია შენს საქმეს მიხედო.. მე.. მე .. შეყვარებული მყავს და რომ გაიგ... პასუხის დამთავრება არ დამაცადა და ჩემს წინ დადგა -მერე სად არის აბა შენი გმირი შეყვარებული?აშკარაა,შენს ძებნაში აღარ იცის რა ქნას და სად წავიდეს..არაფერში გჭირდები?ფრთხილად თორემ აქეთ შემეხვეწები პატარავ. კარი ძლიერად მივუჯახუნე და საშინელმა ზიზღმა დამიარა ტანში,ისევ გიო მახსენდება,თითზე ვიყურები,გატაცებიდან რამოდენიმე დღით ადრე ვიხსენებ ჩვენს ნიშნობას..ზუსტად ამ დღეს უნდა დავქორწინებულიყავით როგორც ის ამბობდა,რადგან ერთი თვე უკვე გავიდა..ნეტავ მართლა არ მეძებს? ჩემზე ხელი ჩაიქნია?ნუთუ მართალია იოანე..ფიქრებში გართულს მალევე მეძინება.. დღეები საშინლად იწელება,სიკვდილსა თუ სიცოცხლის ლოდინში ფსიქიკა ცუდ დღეში მაქვს,მერე სიზმრები გიოზე,ოხ როგორ მენატრება... საწოლიდან ზანტად ვდგები და კართან დიდ ყუთს ვხედავ. მისი გახსნა მაშინებს,ნეტა რა უნდა იყოს? კანკალით ვხსნი და შეფუთულ ნივთებს სწრაფად ვხევ,ჩემს წინ უალმაზესი კაბები იშლება,ვიწყებ დანარჩენი ნივთების თვალიერებას სადაც თავის მოვლის საშუალებებს ვიღებ ხელში. რამოდენიმე წუთი ყუთს ვაკვირდები,მგონია მძინავს და ლოყაზე ხელს ვირტყამ,აშკარად რეალობაა.. კარს ვაღებ და იოანესკენ მივემართები. -ეს ძვირადღირებული ნივთები არაფერში მჭირდება,თან რაღაც არამგონია მოპარული არ იყოს,რა გინდა მეტყვი?? -არ ვიცი აქ რამდენი ხანი იქნები,გსიამოვნებს დაუვარცხნელი თმით სიარული?ან ყოველდღე ჩემს კოფტაში გაღვიძება-დაძინება? უცებ იღიმის ცინიკურად.. - ნუ შეიძლება გესიამოვნოს კიდეც. თვალებს ვატრიალებ და ოთახისკენ ვტრიალდები. -კარგი დამშვიდდი,რაც გინდა იქ უქენი მაგ ნივთებს, დგება და სახლიდან გადის. დედა,გავდივარ,ალბათ გვიან დავბრუნდები,დედას ვეხვევი და სახლიდან გავდივარ,გიოს მანქანაში ვუჯდები,ლოყაზე ვკოცნი და მივდივართ,ერთი ხელი საჭეზე უკავია მეორეთი კი ჩემი ხელი და მომენტებში მიღიმის.. -გიო სად მივდივართ? -ნახავ საყვარელო. ჩემი გიო ყოველთვის ძალიან ენერგიული და კრეატიული იყო,საოცრად ლამაზ ადგილას მივედით,ყველგან ლენტები და ბუშტები ეყარა,ცოტახანში ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო და ჩვენი მეგობრები გამოცვივდნენ დიდი პლაკატით ხელში სადაც ეწერა "გიო და ევა" რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს სხვისთვის ეს ყოველივე,მე ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი,გიო ჩემთან მოვარდა,მაკოცა და თითზე ბეჭედი გამიკეთა "გილოცავ,ჩემი ცოლი ხდები" მე ბედნიერი და დაბნეული ვდგავარ,დაქალები მორბიან , მილოცავენ,სელფებს იღებენ ჩემთან ერთად და მეხვევიან... ისევ თეთრდება ყველაფერი,თვალებს ვახელ... ისევ იოანეს სახლში ვარ და ტკბილი სიზმრიდან გამოვდივარ მწარე რეალობაში.. -დივანზე ჩამძინებია,ბოდიშს ვუხდი და ჩემი ოთახისკენ ვბრუნდები "არაუშავს" პასუხს არ მიყოვნებს,მისი გართულებული და ხმამაღალი სუნთქვა მაშინებს,ავტომატურად უკან ვიხედები და ის სულ სისხლშია,სიარული უჭირს და ხელიდან სისხლი სდის.რატომღაც ძალიან დიდი შიში მიპყრობს,შიში იმისა,რომ მას არაფერი დაემართოს,დივანზე წვება,მუცელზე ხელს იჭერს და თავს უკან სწევს. -იოანე!იოანე რა გჭირს?კარგად ხარ??? -რა??წადი აქედან -შენ ასეთ დროსაც როგორი უხეში ხარ...სადარის სპირტი და ბამბა მითხარი???იოანე?? პასუხს არ მცემს მე კი სამხარეულში გავრბივარ და ყველა კარადას ვნახულობ სადაც კი შეიძლება შემხვდეს წამლების ყუთი. ნაჭრებს სპირტით ვასველებ და სისხლიან ადგილებზე ვადებ,მაისურს ვუწევ,დანითაა დაჭრილი,ნაჭერს ძლიერად ვადებ და სიმწრისგან ოხრავს და თვალებს მაგრად ხუჭავს. დილით ვიღვიძებ,რვის ნახევარია,გუშინდელი ამბავი მახსენდება და სწრაფად ვდგები,მისაღებში შევდივარ და არავინაა. -ვის ეძებ?მესმის მისი ხმა სამზარეულოდამ. -კარგად ხარ??გუშინ მუცელზე ძალიან ბევრი ჭრილობა გქონდა. -რაღაც მოგიტანე,ვფიქრობ უნდა გიყვარდეს,ყუთს ხსნის და სუშის მაგიდაზე დებს და თან აყოლებს - ღრმად დაჭრილი არ ვყოფილვარ. -რა იცოდი რომ სუში მიყვარდა?სიხარულისგან ლამის შევკივლე,ვკითხულობ და თან შევექცევი გემრიელობებს,როგორ მომენატრა სუში. ვგრძნობ როგორ მიყურებს და მაკვირდება,მზერას მისკენ ვატრიალებ და სერიოზულ სახეს იჭერს ისევ,დგება და სახლიდან გადის,სიარულზე ეტყობა უჭირს და ისევ სტკივა..ალბათ ისევ რაიმე დავალებაზე მიდის..ან არ ვიცი..საერთპდ როგორ დადის. სიბრალული მიპყრობს იოანესადმი და სუშის ისევ შევექცევი გემრიელად. მოსაღამოვდა,იოანე დაბრუნდა თავის კოლეგებთან ერთად,მათი ლაპარაკი ოთახში მესმის,მაგიდასთან სხდებიან და პოკერის თამაშს იწყებენ,სიგარას აბოლებენ და საქმეების კარგად შესრულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.იოანე დგება "სასმლის მოსატანად გავალ"ო, შესძახა ყველას და გავიდა. რამოდენიმე წუთშ მათ დიალოგში ჩემი სახელი მომესმა. "ევა" როგორ აუტანლად და დამცინავად თქვა ერთერთმა. ჩემი კარისკენ რომელიღაც ტიპის ნაბიჯების ხმა მესმის,კარს აღებს და ჩემკენ მოემართება. -როგორ ხარ ევაა? დანის ტრიალით და ამაზრზენი მზერით შემომყურებს და ქვევიდან ზევით მათვალიერებს. -აქედან გადი სწრაფად. საშინელი შიში მიპყრობს.მის დანას მზერას ვერ ვაშორებ და ცრემლები თავის გზას პოულობენ. ცხოველივით მვარდება,ყელზე ენას მისრიალებს და ყვირილს ვიწყებ,ხელს პირზე მადებს და წელზე ძლიერად მიჭერს,ტუჩებში მვარდება და ცდილობს მეტად შემოაღწიოს ჩემში,მაგიდას ხელს ვურტყამ მაგრამ ხმა არ ისმის ჩემი.. ამ დროს იოანე შემოდის,შუბლზე ძარღვი ძლიერად ეტყობა,ჩემზე მოკრულ ცხოველს კისერში ხელს ავლებს,კედელზე აჯახებს და ის უკვე ჰაერშია.იოანე საშინლად სუნთქავს და ბობოქრობს,მეშინია მივუახლოვდე იმდენად იმდენად ეძაბება მთელი სხეული,ამ ხმაურზე ყველა შემორბის და იოანეს სტაცებენ ხელს, ის კი უკვე ძირს გდია. -შენ... ხხოარ გააფრინე... ბბიჭო? ახველებს,ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს.იოანე კბილებს ერთმანეთს აჭრს, მუშტს კრავს და ზევიდან დაჰყურებს -აქ მეორედ შემოსული არ დაგინახო გასაგებიაა??!!!! მის ყვირილზე ვხტები და ყველა ოთახიდან გადის. შიში მიპყრობს,ვხვდები იოანეს გარეშე როგორი დაუცველი ვარ,ცრემლები მცვივა,ვწვები და მასზე ვფიქრობ.რამოდენიმე საათის შემდეგ იოანე ფრთხილად აღებს კარს,მაშინვე მისკენ ვტრიალდები და სულ ვკანკალებ. -დამშვიდდი ევა, მე ვარ.. -იოანე, ჩუმად შევყვირე მისი სახელი და გულზე მივეკარი ძლიერად.. ვერ ვხდები ამას რატომ ვაკეთებ,როგორ ვეხუტები მკვლელს მაგრამ ამ მომენტში ეს ყველაზე მეტად მჭირდება. -გთხოვ,აღარ დამტოვო მათთან მარტო.. არასდროს.. გთხოვ.. -ნუ გეშინია,გპირდები ხელს არავინ დაგაკარებს. მინდა ვკითხო რატომ მექცევა ასე,რატომ ვხდები მისთვის ოდნავადაც მნიშვნელოვანი მაგრამ არ ვეკითხები... ვერც ვეკითხები.. მეშინია...არ მინდა შეიცვალოს და ისევ ისე მომექცეს როგორც პირველ დღეებში.. რაც არუნდა იყოს მისი მაინც ძალიან მეშინია...და ამავდროულად მის გვერდით მაინც მშვიდად ვგრძნობ თავს. არც კი ვიცი რომელი კაბა ავარჩიო.. -რა ფასიანიც გინდაო,შენმა ქმარმა..დაგავიწყდა?? დაქალი თვალს მიკრავს და მიცინის. -კარგი რა ნინი,ჯერ არ არის ჩემი ქმარი,,არ შემიძლია ეს უკვე ავეჯის ყიდვები და რაღაცეები ხომ იცი.. მეც ვიცინი -მაგრამ ძალიან გიხდება ეს კაბა... -ჰო.. ძალიან მომწონს,ვტრიალებ სარკესთან წინ და უკან და ვაფრიალებ უზარმაზარ თეთრ კაბას. ვფიქრობ ავიღო თუარა ეს კაბა..ტელეფონი წკრიალებს,გიოა,განერვიულებულია,მუქი ლურჯი სმოკინგი ჩაიცვას თუ შავი,ვერ აურჩევია,მის ბუზღუნზე მეცინება და მალევე მემშვიდობება საქმეების გამო,სახე მეცვლება და დარდიანი ვხდები,ნინი ხელს მკრავს და მაფხიზლებს. -ეე,რა გჭირს? -გიოს არასდროს სცალია ჩემთვის..სადმე თუ წავალთ და ვინმე დაურეკავს საქმეზე,მაშინვე გარბის.. ცოლად რომ გავყვები ალბათ მთელი დღე მარტო ვიჯდები სახლში.. -მერე შენც იმუშავებ,რა პრობლემაა? -არ უნდა რომ ვიმუშაო...ყოველდღე ვკამათობთ ამაზე.. -კარგი რა,ხომ იცი როგორ უყვარხარ,შენ რო რამეს სთხოვ უარს ვერ გეტყვის ხოიცი.. ისევ თეთრდება ყველაფერი,სიზმრიდან გამოვდივარ და თვალებს ვაცეცებ,ოთახში იოანეს სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებს და ვმშვიდდები,ვბედავ და ვხსნი იოანეს ნაჩუქარ ტანსაცმელს,კაბებს გვერდით ვწვევ და თან მეცინება,აქ კაბები რაში მჭირდება..რაიმე მოსახერხებელს ვნახულობ,შავ სპორტულ შორტს ვიცვამ და თეთრ გრილ გრძელსახელოებიან ზედას,თმას ვიშლი და ერთ მხარეს ყურთან ვიწევ,სარკეში ვიხედები და როგორც იქნა... ადამიანს ვგავარ. მისაღებშ შევდივარ და იოანე ზის სერიოზული,ტელეფონში ვიღაცას სწერს შეტყობინებას. ხელი ჯერ ნიკაპზე,მერე შუბლთან მიაქვს. -დილამშვიდობის,მოწყვეტით ვამბობ ჩემკენ წამითაც არ იხრება,სამზარეულოსკენ გავდივარ,ტოსტს ვამზადებ და ჩემს ოთახში შევდივარ. მთელი დღეა ხმას არ მცემს,ნეტა რა ხდება?? ფიქრები მტანჯავს...ან რა შეტყობინება მიიიღო ასეთი.. მადა მეკარგება,თეფშს გვერდით ვდებ,კარზე კაკუნი ისმის. იოანე აღებს და ის შემოდის.. ნიკა. არ არსბობს... ყველაზე მეტად მისი დანახვა არ მინდა,არ მინდა საერთოდ მისი ხმაც კი მესმოდეს. -დაუძახე,გამოვიდეს. ხმაჩახლეჩილი ამბობს ნიკა და იოანე ჩემი კარისკენ მოემართება. "გამოდი ევა" მშრალად ამბობს და ადგილს ტოვებს. მისაღებში გავდივარ,ნიკა სავარძელშია მოთავსებული,სიგარა უჭირავს და ხარბად მიყურებს. -ამდენი ხნის განმავლობაში,ქალი არ ჩარეულა ჩვენს საქმეში და ისედაც,არც არავინ. ჩვენ ძირითადად ნაბიჭვრებს ვხოცავთ და ვსჯით,უნდათ ეს თუ არა,არვიცი ახლა გამონაკლისი დავუშვა თუ რა გავაკეთო,შენ ჩვენს საქმეში შემოიჭერი.ყველა გეძებს,დაიკარგა ახალგაზრდა გოგონაო.. ხომ ხვდები,არ მაწყობს პრობლემა,რადგან არასდროს მქონია და არც ვაპირებ მომავალში მქონდეს. ტონს უმატებს. ამიტომ,აირჩიე,სიკვდილი ან სიცოცხლე ყველას გარეშე.. ყველას გარეშე სიცოცხლეში რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმას ცალკე სახლს გიყიდი იქ გაცხოვრებთქო,გადაიხარხარა და მალევე დასეიროზულდა. ეგეთი კეთილი ხომ არ ვარ? მოკლედ,მოიფიქრე,ან ჩემი საყვარელი იქნები და გააკეთებ იმას რასაც გეტყვი, ან მოკვდები. მერე იმ ქვეყნად შეგიძლია დაელოდო შენს მშობლებს და შენს საქმროსაც.. ხვალ ამ დროს გამოგივლი , დროებით. დგება და მიდის. მინდა გავქრე,მინდა ყველაფერმა ჩემს გარშემო არსებობა შეწყვიტოს,მიწა გასკდეს და შიგ ჩავვარდე.. ღმერთო რა უბედური ვარ... ოთახში შევრბივარ,კარს ძლიერად ვხურავ,მუხლებზე ვდები და მთელი ძალით ვტირი. იოანე კარზე აკაკუნებს და სახელურს სწევს. -არ შემოხვიდე,გადი -იმის გასაგებად შემოვედი,რა გადაწყვეტილება მიიღე. -რაა?? შენ გგონია ვინმეს საყვარელი გავხდები? თან თქვენნაირი ნაბიჭვრების რომლებიც ხალხს ბუზებივით ხოცავენ???არ მჭირდება ასეთი სიცოცხლის ჩუქება. გადი ახლა,თავი დამანებე. -ევა! სიმკაცრე ეტყობა ხმაში. -თავი დამანებე,წადი !! წადი აქედან გათენდა,ეს საშინელი დღე დადგა,ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა დღეს,ევა,ბოლოჯერ შეიგრძენი როგორია რეალობა..ბოლოჯერ დადგი მიწაზე ფეხი... ვერ ვდგები,ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს,რის გამო ვკვდები..ჩემი ცხოვრება ასეთი ხომ არ უნდა ყოფილიყო,სრულიად ფერდაკარგული და არაფრისმთქმელი სახით გავდივარ მისაღებში,სადაც იოანე და ნიკა დგანან. -აბა რა გადაწყვიტე? -რა თქმა უნდა,შენს საყვარლობას სიკვდილი მირჩევნია.რაიყო რა გიკვრის?გგონია გამოგყვებოდი?? -დასანანია ასეთი ლამაზი რომ ხარ და ტვინი არ გაქვს თავში..შენი ნებაა,იოანე გააკეთე რაც გასაკეთებელია,თქვა და სახლი დატოვა. თვალებში ვუყურებთ მე და იოანე ერთმანეთს,ის ნაბიჯს დგამს,მე უკან მივიწევ. იმდენივე ნაბიჯით უკან მივდივარ რამდენივეთიც ის იწევა ჩემკენ. კედელს ვეყუდები,ახლა ვერსად გავექცევი..სულ ვკანკალებ. -როგორ მაოცებ,ასე ძალიან მაგრად გეშინია და თავმოყვარეობას არ აბიჯებ,სიკვდილი გინდა? -არა.აქვითინებული ვპასუხობ. -რატომ არ გაჰყევი აბა ნიკას? -იმიტომ..მე ასეთი ცხოვრება არ დამიმსახურებია.. ესეთი ცხოვრება მე არ მეკუთვნის.. ის დუმს.. -ჩუმად რატომ ხარ? -მითხარი.. -იოანე... -ხმა გამეცი... -ფიქრობ როგორ მომკლა? -ხო,ვფიქრობ როგორ მოგკლა.. სახლიდან გავდივართ,ამდენი ხნის შემდეგ სუფთა ჰაერს პირველად ვუშვებ ფილტვებში..შავ BMW-ს ვუახლოვდებით,კარს მიღებს და ვჯდები.მანქანას ქოქავს და მივდივართ.ერთი საათია უკვე ვმგზავრობთ,ნერვები მაწვება ტვინზე. -თუ უნდა მომკლა აუცილებელია ამდენიხანი ასე მატარო?გსიამოვნებს ჩემი ტანჯვა??? მოგეკალი და ასე წასულიყავი იქ სადაც მიპირებ წაყვანას. უცბად იოანე ძალიან სწრფად ატორმუზებს მანქანას,ისე სწრაფად ლამის მინას შევასკდე და დაძაბული ჩემკენ იწევს. -ამდენი ხანი რომ დავდივართ,მიზეზს ვერ ხვდები??? -მიზეზს? -დაგპირდი,რომ არავინ არაფერს დაგიშავებდა. სიტყვას ვასრულებ,ვერ მოგკლავ. ვერა?რატომ..როგორ..ვერ მომკლავს?იმის გამო რომ თავის სიტყვას არ აბიჯებს?გონებაში უამრავი აზრი მერევა,დაბნეული ვუყურებ და სიხარული მიელვებს ტანში..ერთს ვერ ვხდები.. ჩემ გამო ასეთ რისკზე როგორ მიდის,ვინმემ რომ გაიგოს... ან უარესი,ნიკამ რომ გაიგოს! -ახლა რა უნდა ვქნა?მე, მე.. -შენ არაფერი..ერთ ადგილად მიგიყვან და იქ იქამდე იქნები,სანამ მე ჩავთვლი საჭიროდ,ოღონდ დამპირდი ევა,სისულელე არ გააკეთო.არავის დაურეკო,არავინ არ უნდა იცოდეს რომ ცოცხალი ხარ... მქონდეს შენი იმედი?? -კი. -არ ვიცი ამ ყველაფერს რა დრო დასჭირდება,მაგრამ როცა ყველაფერი გაივლის,აუცილებლად დაგაბრუნებ შენს მშობლებთან და... შენს საქმროსთან. -კიდევ შორსაა სადაც მივდივართ? -არცისე. -ჩემს სანახავად მოხვალ ხოლმე? -არა. დარდით ვივსები მის პასუხზე.. გულში თითქოს ისარი მერჭობა იმის გაფიქრებაზე რომ იოანეს ვეღარ ვნახავ...ის არ მოვა ჩემთან.. ********** -იოანე?აქ რა გინდა? აუ რა მაგრად მომენატრე! შემოდი რა მანქანიდან ვიყურები,იოანე მზერას ჩემკენ სწევს და ისევ ვიღაც ტიპს ელაპარაკება. -მარტო არ მოვსულვარ,დავით.. -რახდება? -მოკლედ,ერთი გოგოა,შენთან მინდა იყოს გარკვეული პერიოდი,შეძლებ? -კაი.რაებს მეკითხები..შენთან იმხელა ვალი მაქვს ვერასდროს გადავიხდი ალბათ..შენ მთხოვე და გავაკეთებ ყველაფერს ძმაო. -კაი არ გინდა ეგეთები რა,ევა ჰქვია,მოკლედ გიტოვებ და მიხედე. -არარის პრობლემა. იოანე ჩემკენ წამოვიდა,მანქანიდან გადმომსვა და დავითის სახლში შემიყვანა. მისაღებში ვდგავარ და მათი საუბარი ყრუდ მესმის. -წავედი,ნახვამდის. თქვა და სახლი დატოვა. ასე ვუყურებდი კარებს გაშეშებული,დავითმა მხარზე ხელი დამადო და გამომაფხიზლა. -ევა,გამომყევი,შენს ოთახს გაჩვენებ. -შენც მკვლელი ხარ? მან გაოცებულმა შემომხედა,შეიშმუშნა,არ ესიამოვნა შეკითხვა,აშკარად ზედმეტი მომივიდა - გავიფიქრე და ბოდიში მოვუხადე. მაპატიე.. ვნერვიულობ,დაბნეული ვარ და არ ვიცი რას ვლაპარაკობ.. რა ჩემი საქმეა ვინ ხარ.. -რამდენი ხანი იყავი იოანესთან? -ერთ თვეზე მეტი. -ადრე მეც ნიკასთან ვმუშაობდი. -არა არა...არ ხარ ვალდებული მითხრა.. ცოტახანს გაჩუმდა და ისევ გააგრძელა.. -ნიკა აუტანელია მაგრამ თავისი საქმის სპეციალისტი,მასთან რვა წელი ვიყავი,ბოლოს ძალიან გამიჭირდა,უდედ-მამოდ ვიზრდებოდით მე და ჩემი პატარა და,ხან ვის ვუტოვებდი ხან ვის.. ერთხელ სახლში გვიან მისვლისას გამიკვირდა ჩემი ანასტასია ფხიზლად რატომ იყო..მოვიდა და მითხრა მარტო აღარ დამტოვოო.. მიზეზი რომ ვკითხე სლუკუნით მითხრა ყველაფერი.. თურმე ყველა ვისთანაც კი ვტოვებდი,ცუდად ექცეოდნენ.. ბავშვს არც კი აჭმევდნენ ხვდები?მე მკვლელი ვიყავი,ძიძას ვერ ავიყვანდი... ხომ ხვდები..ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე რომ ჩემი საქმისთვის თავი დამენებებინა და ჩემი პატარა დისთვის მიმეხედა,გამეზარდა..ნიკას ეს ყველაფერი რომ ვუთხარი,ჯერ დამცინა.. მერე მოკვლიტ დამემუქრა..მაგრამ.. იოანემ ჩემი ადგილი დაიკავა.. ჩემს გამო თავი გასწირა სამუდამოდ.. ნერვიულად უკიდებს სიგარეტს და თითებს ატკაცუნებს... -რატომ მიეცი უფლება იოანეს შენი ადგილი დაეკავებინა?? -საქმეც ეგ არის,ჩემთვის აზრიც არ უკითხავს... ოქტომბერი დადგა... ორი თვეა უკვე რაც დათოსთან ვარ.. მე და დავითი ამასობაში დავმეგობრდით,ხშირად ვუყურებ ფილმებს,ხან მე ვარჩევ,ხან ის.. ვკითხულობ საინტერესო წიგნებს,დეტექტიურ წიგნებს რა თქმა უნდა) საჭმელს ხანდახან ვაკეთებ და სახლს ვულაგებ.. ვცდილობ რომ რამეში დავეხმარო,ის ხომ მე მიფარებს. ერთადერთი ის მაწუხებს, რომ იოანემ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დარეკა..ჩემი თავის კი მიკვირს.. თანაც ძალიან მიკვირს ის ფაქტი რომ იოანე საშინლად მენატრება. ნეტავ ახლა ჩემს წინ იდგეს,თუნდაც გაცეცხლებული,როგორც მას სჩვევია...ღმერთო..რა მემართება?ეს მონატრება ერთის მხრივ ძალიან მსიამოვნებს,მეორე მხრივ კი თავს უხერხულად ვგრძნობ,არასწორად,რადგან მე მასზე კიარა... სხვაზე უნდა ვფიქრობდე ახლა...ჩემს თავს ვუბრაზდები მაგრამ ეს გაბრაზება საკმარისი არ არის.. არ არის.... დავითი აბაზანაშია,მისი ტელეფონი კი საწოლზე დევს... თავში ათასი რამ მიტრიალებს.. ახლა რამდენ ადამიანს დავურეკავდი.. ჩემს მშობლებს მაგალითად... ნეტავ მათი ხმა გამაგონა.. მაგრამ იოანეს დავპირდი და პირობას შევასრულებ.. ვეცდები შევასრულო... ტელეფონს სწრაფად ვიღებ და შემოსულ ზარებს ვათვალიერებ სადაც ერთერთ ნომერზე მისი სახელი წერია, თითს ვაჭერ სენსორს და ვწერ "ძალიან მენატრები.." ვფიქრობ გავაგზავნო თუ არა... არა არა... ეს არასწორია.. წაშლას ვაპირებ როცა დავითის ხმა მესმის,აბაზანიდან გამოდის,ტელეფონი ხელში მიკანკალებს ვცდილობ თავის ადგილას მალე დავდო და შემთვევით სენსორზე მეჭირება თითი სადაც ვხედავ,რომ შეტყობინება გაგზავნილია..გაგზავნილ მესიჯს სწრაფად ვშლი... ტუჩს ვიკბენ მწარედ და ოთახში შევრბივარ,ტელევიზორს ვუჯდები და არხებს ვრთავ უაზროდ. ტელეფონი რეკავს. დავითი აფორიაქებულია და მზერას ჩემკენ აბრუნებს -მე არაფერი მომიწერია,აბაზანაში ვიყავი ახლახანს გამოვედი რა ხდება? გაკვირვებული პასუხობს იოანეს და ტელეფონს მალევე თიშავს. -ევა -დიახ? -რაიმე შეტყობინება გააგზავნე ჩემი ტელეფონიდან'? -არა... მმმ.. რა მოხდა? -ნუ მატყუებ.. - არ გატყუებ... ამოიოხრა და ოთახში შევიდა.. მეგონა იოანეს რაიმე რეაქცია ექნებოდა ჩემს შეტყობინებაზე მაგრამ მწარედ ვცდები.. მინდა რამე მოვფიქრო,რამე ისეთი ვუთხრა,რის გამოც აქ მოვა.. არ აქვს მნიშვნელობა მეჩხუბება , მიყვირებს თუ რას იზავს,უბრალოდ მისი ნახვა მინდა,ძალიან მინდა.. იოანე... აქ მაინც მოხვალ და მნახავ.. ტელეფონს ისევ ჩუმად ვიღებ და ახალ შეტყობინებას ვგზავნი "როგორც ხედავ დავითივის ტელეფონს ადვილად ვიგდებ ხელში,მალე მოაგვარე ყველაფერი თორემ ჩემი საქმრო ძალიან მენატრება და იცოდე მალე დავურეკავ" ვიტყუები...ვიტყუები,იმას ვიტყუები რომ ჩემი საქმრო მენატრება... მგონია რომ ამ მონატრებას ვერ გავუძლებ და ბოლოს მომიღებს..მისი ნახვა მინდა,მის ღრმა,მწვანე თვალებში ჩახედვა და ძლიერ,ლამაზ სხეულზე მიკრობა,როგორც ადრე..სინდისი მქენჯნის... თანაც ძალიან,რადგან მე სრუილად სხვა მამაკაცი მიტრიალებს გონებაში და წარსული სრულიად იცრიცება,თითქოს დანიშნული არ ვიყო... -მოსაღამოვდა. ტელეფონი რეკავს,როცა მე და დავითი ვსაუზმობთ. ის ტელეფონს იღებს და გაოცებული სახით დგას,ტელეფონს მაწვდის და მეუბნება რომ იოანეა. -ევა,იოანეს შენთან ლაპარაკი უნდა. ღმერთო.. როგორ მინდა მისი ხმის გაგონება,მისი სუნთვის მოსმენა..მაგრამ არ შემიძლია.. არა,ამას არ გავაკეთებ,ლაპარაკი თუ უნდა მოვიდეს და პირისპირ მნახოს,ისე მელაპარაკოს!!! -მე არ მინდა! გრუბად ვპასუხობ, ოთახისკენ გავრბივარ და ვიკეტები. აჰა,ახლა თუ გამოხვალ წყობილებიდან სერიულო მკვლელო! **** უკვე ვეღარ ვხდები რას ვაკეთებ,ასე იდიოტურად არასდროს მოვქცეულვარ..ევა! გამოფზხიზლდი! მასზე არ უნდა ფიქრობდე! არ უნდა გენატრებოდეს არა! ეს არასწორია! **** ასე გადის დღეები,კვირები,თითქმის ერთი თვე.. ხიდან ჩამოცვენილ მოყვითალო-მოწითალო ფოთლებს თოვლის ფიფქები ფარავენ,ფანჯრიდან ვიყურები დარდით სავსე,ვუყურებ როგორ თეთრდება ყველაფერი,ყოველი ხე,ყოველი ტერიტორია...იოანე კი.. არცერთი ჩემი ქმედების შემდეგ არ გამოჩენილა..არ მოსულა...ამ ყველაფრის გამო,რა თქმა უნდა, დავითი ტელეფონს აღარ ტოვებს მარტო.. სულ თან დააქვს სადაც არ უნდა წავიდეს,რომ არავისთან დავრეკო ან შეტყობინება გავაგზავნო.. ახლა ასე მსჯის მკვლელი.. -ევა,კარზე კაკუნით შემოდის დავითი. -ხო? -საუზმე მზადაა,მოდი -არ მშია -კარგი რა,გუშინ შუადღის მერე არაფერი გიჭამია,ავად გახდები -იმიტომ არ ვჭამ რომ არ მშია დათო. -კარგი კარგი,მაინც არ დამიჯერებ.. იოანე არ ვარ რომ დაგაძალო ეგეთები არ შემიძლია დიდი ხანია უკვე თვალები გვერდით შევატრიალე და ნელნელა მისკენ გავბრუნდი,გაოცებული ვუყურებ -კარგი ხო ვხუმრობ,ჯიუტო. გაიცინა და გავიდა. *** -იოანე!იოანე! გაცოფებული თორნიკე მირბის იოანესთან გული ამოვარდნას აქვს. -რა გჭირს ბიჭო? -ნიკამ ყველაფერი გაიგო -რა ყველაფერი?იოანე იძაბება და სიგარეტს ხელით ფშვნის. -ის ყველაფერი,რო ევა არ მოგიკლავს.. გიბარებს.. ახლავე... მძიმე ნაბიჯებით დადის უფროსი,ადგილზე ვერ ჩერდება,ნერვიულად ქვედა ტუჩს კბენს და თვალები უსისხლიანდება,სავარჯელში ჯდება,ფეხს ფეხზე იდებს და კარებს გაჰყურებს.იოანე შემოდის რამდენიმე კაცთან ერთად,ნიკა ბრძანებას იძლევა რომ ყველა გავიდეს. -გისმენ. მის ერთ სიტყვაში მთელი დაძაბულობა იშლება იოანე ხელებს ჯიბეებიდან იღებს,საათს ისწორებს მაჯაზე და მის წინ ჯდება კომფორტულად. -რაიყო ნიკა,რა არ მოგეწონა?გაიგო ვინმემ რამე? -შენ ბიჭო ხოარ უბერავ?? მე რო გაძლევ დავალებას ესეიგი უნდა გააკეთო!!! -ხოდა გავაკეთე,ევა გაქრა,არავინ იცის სადაა,რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალია ახლა თუ მკვდარი? შენც ეხლა,მისი ცხედარი არ მიგეტანა მისი მშობლებისთვის..ცინიკურად იღიმის. ნიკას მოთმინების ფიალა ევსება,ფეხზე დგება და მაგიდას ატრიალებს,ვისკის ბოთლების და ჭიქების მსხვრევა ერთხმად ისმის. იოანე ისევ მშვიდად ზის და მას უყურებს. -შენ... შენ...ჩვენს კანონებს აბიჯებ..თითის ქნევით ლაპარაკობს გაცეცხლებული -ჩვენი კანონი ესეთია,ქალების და ბავშვების გარდა,არა??? ნიკა იოანეს უახლოვდება და მისკენ იხრება ბრაზისგან ტუჩებმოკუმული რომელსაც საფეთქლებზე ძარღვები ეჭიმება მუშტს იოანეს უკან კედელს არტყავს და და პასუხობს: -გაგიმეორებ,ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა ისინი ჩვენ საქმეში არ არიან. მაისურის სახელოებს იწევს ჯერ მარჯვენა ხელზე,შემდეგ კი მარცხენაზე. **** იოანეს ხელს სჭიდებენ აქეთ იქით მდგომი ტიპები,საპყრობილეში აგდებენ და კარს მაგრად კეტავენ,იოანე ახლა გისოსბს მიღმაა,კედელთან ჯდება და ზურგით ეკრობა,თავს გვერდით სწევს და დაღლილი ცემისგან გონებას კარგავს. ***** თორნიკე ნერვიულად დარბის აქეთ იქით,თავში ხელებს ირტყავს და ფიქრობს რა ქნას... ილიას უტრიელდება და ერთად სხდებიან იოანეს სახლში. -რითი ვუშველოთ? -აზრზე არ ვარ..მოიცა..იოანემ ტელეფონი სახლში დატოვა? -კი მე მაქვს,რათ გინდა? -მომეცი მომეცი,ეგ მე ვიცი. თორნიკე ფეხზე დგება,ნერვიულად ატრიალებს სენსორს და სასურველ ნომერს ხედავს. -ხო იოანე,რას შვრები? -დავით,მე ვარ,თორნიკე -რახდება? -დარხეული გვაქვს.. ნიკას იოანეს მოკვლა აქვს გადაწყვეტილი..ახლა ჯერ ჯერობით საპყრობილეშია..მინდა რომ დავეხმაროთ,შენი დახმარება გვჭირდება. -საპყრობილეში???რატოო?რა მოხდა?? -ნიკამ ყველაფერი გაიგო,ახლა კი შანსს ხელიდან არ გაუშვებს რომ იოანე მოიშოროს. დავითი თვალებს ხუჭავს და შუბლზე ხელს იდებს,რამოდენიმე წამი გაჩუმებულია და ისევ თორნიკესთან საუბარს უბრუნდება. -რა თქმა უნდა დაგეხმარებით,რა გავაკეთო? დავითის ლაპარაკი მესმის,თეფში ხელიდან მივარდება და მისკენ გავრბივარ,ვცდილობ ვათქმევინო რა ხდება. -დავით??რა ხდება? იოანეს რა სჭირს??რა დაემართა გთხოვ მითხარი გთხოვ... თვალებიდან ცრემლებს ვერ ვიკავებ და მეშინია იმ პასუხის გაგების რომლის მოსმენა არმინდა... დათო ხმას არ იღებს და ნერვები ტვინზე აწვება. -დათო ხმა გამეცი!!! -ნიკამ ყველაფერი გაიგო და იოანეს... ფუ ამის. ღრიალებს დათო და მუშტს არტყავს მაგიდას. -რაა?? არა არაა არაა... ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია.. ღმერთო გთხოვ არაფერი დაუშავდეს იოს...გთხოვ...შენ კარგად იქნები.. კარგად იქნები.. ცრემლები მცვივა და მუხლებში ვრგავ თავს. თვალებს ვახელ ოთახში,თბილი სიო ნაზად აფრიალებს ფარდებს,რომლებიც სხეულზე მედებიან სასიამოვნოდ..გვერდით ვტრიალდები და მძინარეს ვუყურებ,ახლოს ვეკრობი და ტუჩებში ვკოცნი ვნებიანად. თვალებს ნელნელა ახელს და ეღიმება,წელზე ხელებს მხვევს და მის ზემთ მაქცევს,გულზე მიკრავს და მეჩურჩულება -იოანე.. გაიღვიძე? ვკისკისებ ჩუმად -ნეტა ყოველ დილით ასე ვიღვიძებდე.. ისევ აგრძელებს კოცნას,ტუჩებზე,ყელზე,მუცელზე,მისი ცხელი ჰაერი და მხურვალე ტუჩები სხეულის თითოეულ წერტილზე მხვდება.. მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის..იოანე.. იოანე გაჩერდი სახლში ვიღაც არის.. ჩემი ხმა იკარგება მას არ ესმის,ვყვირი მაგრამ არ ისმის.. კარები ფეხის კვრით იღება,ნიკა დგას კარებში იარაღით ხელში და წამოდენიმე წამში მთელი ოთახი სისხლით ისვრება. კივილით მეღვიძება. ოფლში ვცურავ,წყლით სავსე ჭიქას ვწვდები და ერთ ჩასუნთქვაზე ვცლი. დათო ჩემს კივილზე კარს აღებს და გაფითრებული ოთახში შემოდის. -ხომ კარგად ხარ?? -ტირილს ვიწყებ.. -საშინელი სიზმარი ვნახე..არმინდა მას რამე დაემართოს არმინდა... დათო მიახლოვდება,მეხვევა და მამშვიდებს,იმედს მაძლევს რომ დაეხმარება თავის ძმაკაცს. -ნეტაც არასდროს გაეცვალა შენთვის ადგილი.. ნეტავ მე არ გადავერჩინე.. -ევა,ყველაფერი ასე მარტივად არ არის როგორც გგონია.. -აბა როგორ არის?? როგორ არის? მითხარი დათო -ეს იოანემ უნდა გითხრას,მე ვერ გეტყვი.. -მითხარი დათო გთხოვ..ისედაც ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს.. -შენ გგონია ნიკა მიიღებდა ჩემს ადგილას ვინმე გამოუცდელ ტიპს და ნებას მომცემდა ჩემი ადგილი დაეკავებინა? -აბა?? -მოკლედ..ნიკას მამას ზუსტად ეს ბიზნესი ჰქონდა რაც ახლა ნიკას აბარია..მამამისი,კოტე,ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იყო ამ საქმიანობით,რა თქმა უნდა...ყველა ქურდს,მკვლელს და ამ გაგების ადამიანს იცნობდა. ნიკასაც ასე ზრდიდა,ასწავლიდა ყველაფერს,ჯერ მარტო ათი წლის იყო ნიკა როდესაც მამამისმა დაბადების დღეზე იარაღების კოლექცია აჩუქა...წლები გადიოდა.. იოანეს დედა კი,ნიკას მამას საყვარელი იყო..ძალიან,ძალიან ლამაზი ქალი იყო ალექსანდრა,მთელს თბილისში კიარა ალბათ მთელ საქართველოში.. კოტემ ამ ქალზე ყველაფერი გაარკვია,დაინახა თუარა მაშინვე მოეწონა და ხელში ჩაიგდო.წლები ერთად იყვნენ,ალექსანდრა იოანეზე ფეხმძიმედ დარჩა,იოანე რომ დაიბადა კოტეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,კიდევ ერთი ბიჭი რომ შეეძინა..კოტე მათ არაფერს აკლებდა,ყველაფერს აკეთებდა რომ ალექსანდრაც კარგად ყოფილიყო და იოანე მითუმეტეს. კოტეს ცოლმა,მარიამმა როცა თავისი ქმრის ღალატი გაიგო და ამასთანავე ის რომ უკვე დიდი შვილი ჰყავდა სხვა ქალისგან,ნერვიულობას გადაჰყვა და დაიღუპა..ამის შემდეგ კოტე ცდილობდა ძმები ერთმანეთს დაახლოვებოდნენ და იოანე აჰყავდა თავისთან,ნიკას კი ეზიზღებოდა,სულ ფიქრობდა რომ იოანეს ბრალი იყო დედის სიკვდილი.. ის რომ არა ისევ ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ..კოტემ რა თქმა უნდა გადაწყვიტა რომ ამჯერად მისი ქონება და ბიზნესი ორად გაეყო და რაც ნიკას ასწავლა,ის ასწავლა იოანესაც.. ამ კაცმა შვილები პროფესიონალ მკვლელებად გაზარდა.. მამის გარდაცვალების შემდეგ,იოანეს არ სურდა ბიზნესი ნიკასთან ერთდ ემართა,რადგან დაუნდობელია ნიკა და მასთან ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა..მას ვერ შეუთანხმდებოდა ვერაფერში.. უნდოდა ცალკე წამოეწყო ეს ბიზნესი და თავისი ხალხი ჰყოლოდა მაგრამ ბოლოს ჩემი ამბები რომ გაიგო... ჩაეშალა იოანეს ეს გეგმები ამის გამო...ნიკა სრული დიქტატორი იყო...არავის არაფერს პატიობდა..ნიკამაც სიხარულით მიიღო ჩემს ადგილას იოანე,იფიქრა ჩემი ნახევარძმა ჩემი მონა გახდებაო... იოანე რა თქმა უნდა როგორც მონა კიარა,როგორც კოლეგა ისე აკეთებდა ყველაფერს მაგრამ მაინც გამოდის რო ნიკას ბრძანებებს ასრულებდა,ბოლო დროს ვატყობდი ვეღარ ითმენდა და მის დასაპირისპირებლად საბაბი უნდოდა..ჩემი აზრით საბაბიც შენ იყავი..ბრძანება არ შეასრულა და არ მოგკლა.. -ახლა რა იქნება? -იმედია იოანეს დახმარებას შევძლებთ მე და ჩემი ყოფილი კოლეგები. -გთხოვ მასთან წამიყვანე,გთხოვ მისი ნახვა მინდა.. -ევა,ეხლა არ შემიძლია თუ შევძლებ გპირდები წაგიყვან მასთან -არა მატყუებ... მატყუებ... გთხოვ,გამოგყვები. -ევა,ბავშვივით ნუ იქცევი,იოანემ რო გაიგოს სისულელეებს ფიქრობ ხომ იცი როგორ ინერვიულებს? -კარგი.. -კარგი. -დათო -ჰო? -იოანეს რომ ნახავ,უთხარი რომ... ძალიან მაგრად მენატრება.. -ვეტყვი..ევა.. დროებით -დროებით.. **** -იოანე,ბიჭო,იოანე..თორნიკე რკინის გისოსებს მიღმა მყოფ მეგობარს აფხიზლებს. იოანე იშმუშნება და ნელნელა ახელს თვალს. -აი,ნახე შენთან ვინ მოვიდნენ,ვაჩე,უტა და დავითი -როგორ ხარ იოანე? -ამაზე კარგადაც ვყოფილვარ.. ეღიმება -რამეს უეჭველად მოვიფიქრებთ და გაგიყვანთ ხომ იცი... იოანე თავს ხრის თანხმობის ნიშნად და სახე ეცვლება,ტუჩზე ხელს იდებს საიდანაც სისხლი სდის. -იმ ნაბ*ჭვარმა გცემა ეგრე,არა?? -ნიკამ?ჩაეცინა იოანეს... როდის იყო მაგდენი ძალა ჰქონდა მე მომრეოდა... მომიყვანა ათი კაცი და უყურებდა კონცერტს მაგის......მეცინება.. -რა გაცინებს?მემგონი თავში უფრო მაგრდ გირტყეს. კითხულობს უტა და ყველას წამიერად ეცინება. იოანე ამჯერად თვალს ავლებს დავითს და ისიც თვალს უკრავს,უახლოვდება და ევას სიტყვებს გადასცემს. -ევამ მითხრა ძალიან მაგრად მენატრებაო,ასე გადაეციო. -მართლა ეგრე გითხრა? იოანე ფიქრებში მიდის და მომენტალურად იღიმის. -ჰო. -მოიცა ამათ ერთმანეთი დაევასათ?ისევ უტა კითხულობს -აუ ბიჭო შენ რა ტვინი გაბურღე ტოო (ვაჩე) დავითს და იოანეს ეცინებათ და სიჩუმეს ისევ მეგობარი არღვევს. -წავედით,წავედით,ნიკას ხალხმა მაინც არ მინდა რომ შემამჩნიონ რა,ხოიცი.. -დავით -გისმენ ძმაო -ევა კარგადაა? -კი,კი,კარგადაა -უთხარი რომ მეც მენატრება... -ერთმანეთს მალე ნახავთ და პირდაპირ ეტყვით მაგას.. წავედი ეხლა. -და რაც არ უნდა მოხდეს,გთხოვ ევას მიხედე -იოანე! დავითი ბრაზდება -უბრალოდ მითხარი რომ მიხედავ -მივხედავ. -კარგი დროებით,წავედით ჩვენ. მეგობრები იოანეს ემშვიდობებიან და საპყრობილეს ტოვებენ. **** -ბოსს,რაღაც მინდა გაჩვენოთ. -რა ხდება? -დღეს იოანესთან სანახავად იყვნენ მოსულები ჩვენიანები,მაგრამ ერთი ტიპი გვეუცნაურა,კამერამ დააფიქსირა და აი ეს არის... გავიდა ორი დღე.. დავითი თავის ძმაკაცებთან ერთად დადის რაღაც საქმეებზე,ხალხს კრიბავენ,იმ დღეს მთელი ღამე რაღაც გეგმას აწყობდნენ და ვერ თანხმდებოდნენ. მეც ვზივარ და ვათენებ,ვუსმენ,მაგრამ ძირითადად ვერ ვიგებ ვერაფერს.. გაგიკვირდებათ და გუშინ ცივი იარაღის ხმარება მასწავლა დათომ,რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ყოველდღე ვთხოვდი რამე ესწავლა ჩემთვის.. დღეს იარაღის ხმარების დრო დადგა... -ევა მზად ხარ? -კი. -ეხლა მომისმინე ყურადღებით. თავს ვუქნევ და მას ვუყურებ დაკვირვებით. -აი ამ სამიზნეს , თითით მაჩვენებს იარაღის ნაწილს და აგრძელებს ამ სამიზმეს ბოლოს ხსნი,როცა უკვე იცი ვის უნდა ესროლო და სად,დაიმახსოვრე,ყოველთვის შავი ფერის ტანსაცმელი უნდა გეცვას რომ ნაკლებად შესამჩნევი იყო,არ აღელდე და რომ დარწმუნდები მსხვერპლი მიზანში გყავს აი აქ ასე გადატენი და ჩახმახს ხელს გამოჰკრავ. ცხოვრებაში რამდენი რამ შეიძლება მოხდეს..ოდესმე წარმოვიდგენდი რომ ნამდვილ იარაღს დავიჭერდი ან ვისვრიდი? ან საერთოდ დანას სხვა რამეში გამოვიყენებდი?არა რა თქმა უნდა...დათოს ვუსმენ და უკვე ფიქრებით იოანესთან ვარ. მისი ლაპარაკი უკვე ბუნდოვნად მესმის როცა იოანეს სახეს ვიხსენებ. -ევაა,ხელს მიტრიალებს თვალებთან -ხო? -გაიგე რაც აგიხსენი ? -კი კი .. აბა რა.. დამაჯერებლად თავს ვუქნევ ,საცდელ იარაღს მაძლევს და სამიზნეს მაჩვენებს. მეასმე ცდაზე ზუსტად მიზანში ვარტყავ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. "გამომივიდააააა!' შევკივლე და დათომ ხარხარი ატეხა. -მოკლედ ცოტახანში ჩემზე მაგრად დაიწყებ სროლას -ნუ დამცინი! ენა გამოვყავი და დავეჯღანე,ორივე ისევ სიცილს ვაგრძელებდით,რამდენიმე წუთში კი კარზე კაკუნი გაისმა,თორნიკე და უტა შემოდიან და დათოს ესაუბრებიან. მაშინვე ოთახში შევბრივარ და ლაპარაკში ვეჩრები. -თორნიკე,იოანე როგორ არის? თავს ხრის და ჩუმად ამბობს -კარგად,კარგად ცრემლები თავისით მომდის და მას ვემუდარები რომ მისი ნახვის საშუალება მომცეს.. -გთხოვ.. მასთან წამიყვანე..გთხოვ.. -ევა არ შეიძლება,ვერ წაგიყვან,საშიშია! ნიკამ რომ გაიგოს ხომ იცი კარგი დღე არ გელის. -ევა შედი შენს ოთახში. დათო ხელს მკიდებს და საძინებელში გავყავარ,ისევ კართან ვდგები და მათ დიალოგს ყურს ვუგდებ. -მოკლედ,ამ ორ დღეში უნდა მოვასწროთ ყველაფერი. -ორ დღეში? -ნიკა იტალიელ მაფიოზებს ხვდება,აი იმათ რა,შენც გეცოდინება,ანტონიოს და კლაუდიოს.. ხოდა ეხლა ნიკას იოანესთვის კიარა ღმერთისთვისაც არ ეცლება.. -ამდენ ხანს რატო წელავდა იოანეს ბედს? -რატო არ გაწელავს? თავის ხალხს აცემინებს იოანეს მანამ სანამ სისხლის გუბეს არ აყენებს ხოლმე.. სადისტია ხო გეუბნები.. -ე.ი დღეს უნდა შევკრიბოთ ბიჭები? -ხო.. დღეს შევიკრიბებით,გეგმას გავაცნობთ და ზეგ დილით დავდასხმაზე გადავდივართ. -კაი დავით,დღეს ასე ღამის ორისკენ გამოვდივართ ნიკას სახლთან,მანამდე ვერ ვახერხებთ ნიკას ბრძანება გვაქვს შესასრულებელი ამიტომ ჯერ მაგას მოვაგვარებთ,ფორმა გაქვს,ნიღაბი,იარაღები.. რომ დაგირეკავთ მზად იყავი და მაშინვე გამოდი. ოთახიდან გადიან და ემშვიდობებიან ერთმანეთს,სწრაფად ვწვები საწოლში.დავითი კარს ფრთხილად აღებს,მამოწმებს მძინავს თუ არა.. კარს ხურავს და ადგილს შორდება, მაშინვე საწოლიდან ვდგები,შავ შარვალს და შავ ქურთუკს ვიცვამ,ნიღაბს ვიკეთებ და ფანჯრიდან ვიყურები. მანქანების ხმა მესმის როგორ შემოდიან ეზოში,მაშინვე სახლის უკანა ფანჯრიდან ვხტები,ორი შავი ბმვ დგას... ნიღბიანები მანქანიდან გადმოდიან და დათოს ურეკავენ.. უკნიდან ვეპარები ყველას და მათ გვერდით ვდგები. დროა... აი დათოს სილუეტიც მოჩანს.. ყველანი მანქანაში ვსხდებით და მეც მათ გვერდით ვარ. ღმერთო..იმედია არ შემამჩნევენ..ვფიქრობ და ვფორიაქობ.. ყველას ნიღაბი უკეთია,ხმაზე უკვე ვცნობ რამოდენიმეს,დათო წინ ზის და თორნიკეს ელაპარაკება,მე კი ვცდილობ ნერვებს არ ავყვე და არ შემამჩნიონ. იმ ადგილს მივუახლოვდით სადაც იოანეა გამოკეტილი. თორნიკე კარს აღებს და მანქანიდან გადმოვდივართ ყველა,უტა მიდი და დაცვას მხარზე ხელს ავლებს,5 წუთში ოთხივე კაცი ძირს გდია... სასტიკად უსწორდებიან მათ მე კი პირღია ვდგავარ,უცებ მხარზე ვიღაც ხელს მავლებს და ვიშმუშნები -წამოდი ბიჭო აქ რას დგახარ? იარაღს მაწვდის და მანიშნებს გავყვე. ეხლა ნამდვილად ისტერიკული სიცილი ამივარდება... კიბეებს სწრაფად ჩავუყვებით ყველანი...დანარჩენები ცდილობდნენ კამერები გაეტეხათ და დაემსხვრიათ. საპყრობილე მხოლოდ ფილმებში მეგონა ასეთი საზარელი თუმცა რეალურად უფრო საშინელი აღმოჩნდა.. გვირაბივით გრძელ გასასვლელში სადაც საშინლად დახუთული ჰაერი იყო,როგორც იქნა იოანეს ზონას მივუახლოვდით... -აქ რა ხდება? იოანე გისოსებს ეკრობა და ცდილობს გაერკვეს.დათო,თორნიკე და კიდევ რამდენიმე ნიღაბს იხსნის და მას ელაპარაკებიან. დათო გულამოვარდნილი ავლებს ხელს იოანეს გისოსს მიღმა: -რა უნდა ხდებოდეს ძმაო,ზეგ შენი გათავისუფლლების დღეა.. უღიმის და ისევ ლაპარაკს აგრძელებენ. მე.. მე რას ვაკეთებ?მე მათი დიალოგი ყრუდ ჩამესმის.. ნელნელა ხმები ძალიან ძალიან შორს მესმის მიუხედავად იმისა რომ მათ გვერდით ვდგავარ... ნიღაბი ისე მეკრობა ჩემი ხშირი სუნთქვა მესმის და მხოლოდ იოანეს ვუყურებ,მის ყველა მოძრაობას,რეპლიკას,მიმიკას.. ყველაფერს ვაკვირდები და ვშტერდები,ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი ჩერდება. -მოკლედ წავედით,აქ ერთი-ორი კაცი დარჩთ,გაიგეთ? -ჩვენ დავრჩებით პასუხობს ორი ტიპი და მეც მათ გვერდით ვდგები. -კაი,მალე დავბრუნდებით,ჩვენიანები ნიკას სახლთან გველოდებიან. ჩემს გვერდით მდგომი ტიპები იოანეს ელაპარაკებიან,მაგრამ ჩემი იქ ყოფნა როგორც ჩანს ასე ცოტა ხალხში უკვე შესამჩნევი ხდება.. -შენ ხმას რატო არ იღებს? კითხულობს ერთ-ერთი. მე უკან უკან მივდივარ და კედელს ვედები.. იოანეს ვუყურებ და სახე ეცვლება. იარაღს ხელს ვუჭერ და მიკანკალებს ხელები..ერთ-ერთი ისევ ჩემკენ იწევა და თავისი იარაღს მიმიზნიებს. -იარაღი დააგდე,დროზე!! მას წამიერად ვაგდებ,მეორე ტიპი მოულოდნელად ჩემს უკან ჩნდება და ნიღაბს მხსნის. -ევა?? გაფართოებული თვალებით მიყურებს ვაჩე... იოანესკენ გახედვა უკვე მრცხვენია და სლუკუნს ვიწყებ. -ევა აქ რა გინდა? ისევ მისი უხეში ხმა მესმის,უხეში და ბრაზნარევი, იოანე ლამისაა გისოსებიდან გადმოხტეს იმდენად იძაბება. მასთან ძალიან სწრაფად მივდივარ და ხელს ვადებ დალურჯებულ ხელზე,ვცდილობ ჩემი თხელი ხელები გოსოსებს გასცდეს და მის სახეს ვეხები. -იოანე,ძალიან მენატრებოდი...შენ არა? -ევა,საქმე შენს სიცოცხლეს ეხება,რატომ მოხვედი?როგორ გაბედე ესე გამოპარვა? -ახლა ხომ აქ ვარ? საფრთხეს ახლა ხომ აღარ აქვს მნიშნელობა.. -ახლავე ვეტყვი ამათ სახლში წაგიყვანონ. რკინის გისოსებს ვშორდები..ხელებს ვითავისუფლებ მისი ხელებისგან და იმედგაცრუებული შევყურებ. -რა იდიოტი ვარ.. როგორ მეგონა..საერთოდ.. რატომ მეგონა ჩემი ნახვა გაგიხარდებოდა? დათო მართალი იყო... შენ მხოლოდ შურისძიების გამო გადამარჩინე.. მხოლოდ იმის გამო,რომ ნიკას დაპირისპირებოდი... -ევა!!არა! -გაჩუმდი,გაჩუმდი იოანე... შენი დანახვა აღარ მინდა.. შენი ყურება ძალიან მტკენს გულს.. -გთხოვ ევა მაგას ნუ ამბობ..შენ უბრალოდ ვერ ხვდები რომ მე შენთვის კარგი მინდა... შენთვის კარგი ცხოვრება მინდა და არა აი ასეთი. -ჯანდაბა იოანე!!! ჯანდაბაშიც წასულა შენი კარგი ცხოვრება! აღარ მინდა გესმის?მე რაც მინდოდა გავაკეთე,დღეს გავაკეთე და აქ მოვედი... მაგრამ თურმე სულ ტყუილად...მიმაგდე შენს მეგობართან და სანახავადაც არ მოსულხარ.. ჩემთვის არც დაგირეკავს.. არც შეტყობინებაზე გიპასუხია..და შენ კიდევ რამეს უარყოფ? -აქედან როცა გამოვალ ყველაფერს აგიხსნი...გპირდები.. -არა იოანე... არაფრის ახსნა არ მჭირდება..კარგად იყავი. -უტა,ევა სახლში წაიყვანე. თავი გავაქნიე,სწრაფად დავტოვე საპყრობილე და ტირილით მივრბოდი მანქანამდე. ***** -მართლა ვერ წარმოვიდგენდი ევა თუ ესე გამოიპარებოდა.. სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით,სხვა გეგმები გვიტრიალებდა თავში..რას წარმოვიდგენდით,რას შევამჩნევდით,თან ეგეც ნიღბით იყო.. მაპატიე რა ძმაო -კაი დავით რას მიხსნი,არაუშავს -აბა,გააქცია გოგო... როგორ ტიროდა თან.. კაი რა (თორნიკე) -რა ბიჭო? რა უთხარი? (დავითი) -რა უნდა მეთქვა?აქედან რას უნდა დავპირდე?ან გაამართლებს ჩვენი გეგმა ან არა.. არ მინდა იმედები შემექმნა... თუ ვერ გადავრჩები,ჯობია ისე გავახსნედე როგორც ერთი მკვლელი ვიდრე ჩემს გამო იტიროს და ინერვიულოს... ეზოში ვერცხლისფერმა ლამბორჯინმა შემოუხვია,უკან ორი შავი ბმვ მოჰყვებოდა,ნიკა გადმოვიდა ახალი მანქანიდან და დანარჩენი მანქანებიდან მისი კოლეგებიც გადმოსხდნენ,უჩვეულო სიტუაციამ ნიკა გააკვირვა,სახლის წინა მხარეს ალაგ-ალაგ სისხლი დახვდა.. სასწრაფოდ ყველამ იარაღი ამოიღო და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ გზას. წინ რა თქმა უნდა ნიკას კელეგები მიდიოდნენ,უკან ის.. სახლში შესვლისას სიმშვიდე დახვდათ და უცებ კარის ჯახუნის ხმა გაისმა. დაფეთებული ნიკა მაშინვე გამოაფხიზლა ხმამ და უკან გამობრუნდა. ნიღბიანებს ხედავს,მის წინ ოცდახუთი ადამიანი ჩნდება. -აქ რა ხდება??? ნიღაბს იხსნის ყველა და ნიკას თვალები უფართოვდება,კოლეგები ერთმანეთს უყურებენ,ვერ ხვდებიან გახსნან თუარა ცეცხლი თავისიანების წინააღმდეგ. -აქ რა ხდება მეთქი ბიჭო? -ვერ მიცანი? -დავით? -შენს მოსაკითხად მოვედი. ნიკას ხმაში შიში და გაურვევლობა ერთიანად ირევა. დაძაბული უყურებს მათ და მთავარ პასუხს ელოდება... -გილოცავ,ახალი ლამბორჯინი დაგითრევია... ცინიკურად ჩაილაპარაკა თორნიკემ -მოთმინებიდან არ გამომიყვანო თორე ტვინს გაგასხმევინებ აქვე -მერე რაღას ელოდები??? დაძაბული საუბარი მაშინვე სკდება,სკდება და ცეცხლს ხსნიან ნიკას მხარეს მდგომი ტიპები,ზოგი ცდილობს რამეს ამოეფაროს,ზოგი უკვე დაჭრილია,თორნიკეს ტყვიები მხარში მოხვდა და ცდილობდა გაქცეულიყო მეორე სართულისკენ.ნიკას ორი კაცი იქვე მოკვდა.უტა დავითს ანიშნებდა მესამე სართულზე ასულიყო და ის გასაღები ეპოვა რომელიც იოანეს დაიხსნიდა. უტა კართან ელოდება დავითს,როცა უკნიდან იარაღიანი მიადგა და ტვინი გაასხმევინა. დავითი წყობიდან გამოვარდა, როდესაც დაინახა მეგობარი როგორ წაიქცა და პირდაპირ მის წინ მოექცა სახე საიდანაც სისხლი სდიოდა,კაცმა ღრიალი ატეხა და იარაღის სროლა დაიწყო გაუჩერებლად მთელს დერეფანში, ტყვიები ყველა ფეხზე მდგომს მოხვდა და ყველა ადგილზე მოკვდა. ნიკა სახლიდან გაიქცა მაშინვე,როცა თავისიანები შემცირდნენ და მას აღარავინ დაიცავდა.. მაშინვე მანქანა დაქოქა და იქაურობა დატოვა.. თორნიკემ სწრაფად აირბინა კიბეები სადაც ვეღარ ირჩეოდა ამდენ გვამში მეგობარი... მხოლოდ იმით მიხვდა,რომ დავითი ერთს თავზე ედგა და სიმწრის ცრემლები სცვიოდა... თორნიკე ადგილზე ჩაიმუხლა და მეგობარს თვალებზე ხელი გადააფარა... -უტა..უტა მოკვდა..უტა,რომელიც რაც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის ხუმრობდა,ყოველთვის ყველას აცინებდა...უტა ყველაზე პატარა იყო მეგობრებს შორის..ყველას პატარა ძმასავით უყვარდა.. ჩვენი პირმცინარი უტა...ჩაილაპარაკა და მასაც ცრემლი გადმოვარდა მწარედ.. კედელს რტყმა დაუწყო გაუჩერებლად,მისი პირიდან ცხოველივით ისმოდა ღმუილი... დავითმა ნიკას უჯრა გატეხა და ყველა გასაღები ამოიღო რაც კი თვალში მოხვდა... ბიჭები ქვევით ჩავიდნენ თავისიანების სანახავად,ვაჩე კიბეებთან ეგდო,ფეხიდან და მხრიდან სისხლი მაგრად სდიოდა და თვალების გახელა უჭირდა, ოცდახუთი კაციდან მხოლოდ ათი გადარჩა... უზარმაზარი ქათქათა სახლის ყველა სართული წითლად შეღებილიყო... მეგობრების მწუხარების გამო ყველა ცხარედ ტიროდა... ეს საშინელი დღე,საშინელი და აუტანელი იყო..რომელიც არც ერთ მათგანს არასდროს დაავიწყდებოდა...ეს ალბათ მათი სასჯელიც იყო..სერიული მკვლელების სასჯელი რომელიც ღმერთმა მათ დაუბრუნა მეგობრების ტკივილით.. რადგან მათ მრავალი ადამიანისთვის მიუყენებიათ ტკივილი ნებით თუ უნებლიედ... -დავით,წადი დაიხსენი იოანე.. მე წავალ და ვინც დაჭრილია იმათ მივხედავ..თუ რამეა ხაზზე ვარ.. აბა შენ იცი.. დავითი მეგობრის სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმლით მიადგა იოანეს საპყრობილეს...იოანე ნაცემი და გონება დაკარგული ეგდო,კარი გააღო და მეგობარს ხელი დაადო მხარზე. -იოანე..მე ვარ.. ადექი,წავედით. -ეს რაარის?დაჭრილი ხარ? -ყველაფერს მოგიყვები,ახლა არ შემიძლია ლაპარაკი,წავედით. საშინელი დღე დაატყდათ ბიჭებს,ამდენი მეგობრის დამარხვა უწევდათ ერთად და მათთან სამუდამოდ გამომშვიდობება.. ეს საშინელი სისხლიანი დღე იყო... იოანე თავის თავს ამას არ პატიობდა,რა თქმა უნდა.. თორნიკე და დავითი ცდილობდნენ დამშვიდებას,თუმცა სიმშვიდეს იმ დღეს ვერავინ პოულობდა. იმ დღეს ევასთანაც არავინ მისულა,ევა მხოლოდ ოთახის კედელთან იყო მოკეცილი და მხოლოდ იმას ფიქრობდა,რომ ვერავინ ვერ გადაურჩა ამ ამბავს,ახალგაზრდა ქალი ცრემლებში იხრჩობოდა და მხოლოდ იმას ელოდა,კარები ნაცნობს გაეღო და კარგი ამბავი მოეტანა.. ღამის ოთხი საათი იყო,როცა კარზე ნაბიჯების ხმა გავიგე,სისხლში გაჟღენთილი დავითი აესვეტა კართან და მის უკან იოანე იდგა. -იოანე...იოანე... მელანდება? მეჩვენები? მასთან სწრაფად მივრბივარ და სახეზე ხელებს ვადებ. -ეს შენ ხარ.. შენ ხარ.. არ მეჩვენება.. ნამდვილი ხარ.. ცრემლებს ვერ ვიკავებ და თავისით მოდის ღვარღვარით... იოანე ცივად მაშვებინებს ხელებს და გვერდით მწევს.. ვერ ვხდები რა დავაშავე,რა ხდება...რატომ არ მეკარება.. -იოანე,რა მოხდა.. გთხოვ მითხარი.. -არ მინდა ახლა ლაპარაკი...სკამზე ჯდება და ნაფაზსს არტყავს, მის წინ ვიმუხლები და ცრემლნარევი თვალებით თვალებში შევყურებ.მისი თვალები კი.. ასეთი გატეხილი ის არასდროს მინახავს... მის ხელს ჩემს ხელში ვაქცევ და ვკოცნი.. -რაც არუნდა იყოს,მიხარია რომ ცოცხალი ხარ.. მე მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი...მისი ყურებით დიდხანს არ დავმტკბარვარ.. ადგა და მალევე წავიდან სახლიდან... ისევ გამიცივდა ხელები,ისევ გაიცრიცა მისი სურნელი ჰაერში და უმისობა ისევ ვიგრძენი.. საწოლზე ვწვები და მხოლოდ იმითღა ვარ ბედნიერი რომ ის ცოცხალია.. 3 კვირა გავიდა მომხდარი ამბის შემდეგ... მეგობრების გულები დიდმა შავმა ლაქამ მოიცვა რომელიც ძნელი მოსაშორებელი იყო... ნიკა არ გამოჩენილა იმ ამბების შემდეგ,იოანე იმ სახლში დაბრუნდა სადაც სისხლი უხვად დაიღვარა,ახსენდებოდა ამ სახლში როგორ მიჰყავდა კოტეს პატარა,როგორ ეფერებოდა,როგორ არიგებდა,როგორ დარბოდა კიბეებზე კოტე კი ნერვიულობდა არაფერი სტკენოდა.. იოანე მამის კაბინეტში შევიდა და იქ მოეწყო,ახლა ეს სახლი იოანეს ეკუთვნოდა... ნიკას გამოჩენა და მისი სიკვდილი ერთი იქნებოდა,იოანე ამას არასდროს აპატიებს ნიკას...არასდროს.. იოანეს ახლა მხოლოდ შურისძიება სწყუროდა,დღე არ გადიოდა ნიკას ძებნაში,ერთ დღეს არ აგდებდა,არც ერთ წუთს და არც ერთ საათს... იოანე ევასთან მთელი ერთი თვე არ მისულა,არც მოუკითხავს... მხოლოდ დავითი,თორნიკე და ვაჩე ხვდებიან ერთმანეთს კიდევ რამოდენიმე მეგობართან ერთად (ვინც სროლის დროს გადარჩა)ახალ ახალ გეგმებს აწყობენ სად ჩააძაღლონ ნიკა.. **** დილით უემოციოდ ვდგები,რძიან ყავას ვიმზადებ და აივანზე გავდივარ,ქვევით ვიხედები და ნაცნობ შავ მანქანას ვხედავ,გული მიჩქარდება ისე რომ ჩემი გულისცემა მესმის. კიბეებს სწრაფად ჩავუყვები და კარს ვაღებ. -იოანე? თვალებში ვუყურებ და ისევ ის დარდიანი სახე აქვს როგორიც იმ დღეს ჰქონდა.. სახლში შემოდის და მისაღებში გადის.. სავარძელში თავსდება და მიყურებს. მის წინ ახლოს მივდივარ და ვიმუხლები,ხელს ვადებ ხელზე და იმედს ვიტოვებ რომ ახლა მაინც დამელაპარაკება... -იოანე... მე ყველაფერი ვიცი.. ძალიან ვწუხვარ შენი...... შენი...მეგობრების გამო... წყვეტილად ვეუბნები,მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა და მასაც უჭირს ამის გაგონება.. ოხრავს და სხვა მხარეს იხედება.. -იოანე გთხოვ დამელაპარაკე...ნება მომეცი ტკივილი გაგინელო..გთხოვ.. მეც გულს მტკენ ამდენი სიჩუმით...გთხოვ რამე მითხარი...თვალებში მიყურებს და ტუჩის კუთხეში ოდნავ სევდიანად ეღიმება, აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე სწრაფად დგება და ხელში მიყვანს,ფეხებს ვხვევ მას და ძალიან ახლოს ვეკრობი, მხოლოდ ზურგის ტკივილს ვგრძნობ რადგან კედელს მწარედ ვეჯახები,მთელი ძალით მეკრობა და განძრევის საშუალება არ მაქვს,მაისურში ხელს მიცურებს და ტუჩებში მვარდება და მთელი ვნებით მკოცნის..ხმაურიან კოცნას ყელზე აგრძელებს,ყოველი მომდევნო კოცნა ერთი მეორეზე ტკბილია,ტანში ჟრუანტელი მივლის და სიამოვნებისგან ოხვრა მწყდება,ის მალევე ჩერდება და მშორდება... - არ შემიძლია... ამბობს და ისევ მარტო მტოვებს. თითებს ტუჩების და ყელის გარშემო ვიდებ,გაშეშებული ვდგავარ და გაურკვევლად ვიყურები,ღია კარს ვხურავ და თვალებიდან ცრემლები მცვივა.. ფანჯარაში ვიხედები და მხოლოდ იმას ვუყურებ როგორ ჯდება მანქანაში და სწრაფად ტოვებს ტერიტორიას. ნაწყენი და გულგატეხილი გავდივარ აბაზანაში და შხაპის ქვეშ ცხელ წყალს ვამშვიდებინებ თავს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ასე რატომ მექცევა,ასე ცივად,ასე საშინლად... მეტირება და ცრემლებს უფლებას ვაძლევ გზა გაიკვალონ... მოკლედ,დღეს ძებნა გრძელდება ამა და ამ ტერიტორიაზე,თითს ადებს იოანე რუქას და თორნიკეს ანიშნებს.. ეს ძებნა რა თქმა უნდა ისევ ნიკას მიმართულებითაა..კარზე კაკუნით შემოდის დავითი და მეგობრებს უღიმის. -რას განიხილავთ? -რასაც გუშინ და გუშინ წინ.. როგორც ყოველთვის ძმაო. -გუშინ ჩემს სახლში იყავი? გაკვირვებული კითხულობს დავითი. -კი,ვიყავი,მერე? იოანე მზერას აშორებს მეგობარს და მაგიდასთან ჯდება, საფეთქელზე იდებს ხელს გაურკვეველი გამომეტყველებით. -მერე არაფერი..უბრალოდ ევა საერთოდ არ მცემს ხმას,ოთახიდანაც არ გამოდის,რამე უთხარი?აწყენინე? იოანეს მწვანე თვალები ენთება ბრაზისგან და ახსენდება მისი გაუმართლებელი საქციელი და იღუშება. -არა,რა თქმა უნდა. სკამით გვერდით ტრიალდება და ტელეფონის სენსორს უაზროდ ატრიალებს. -იოანე..გიცნობ..და უკვე ევასაც..ვიცი,ძალიან გვიჭირს ახლა საღ გონებაზე ვიყოთ მაგრამ.. საყვარელ ქალს ნუ აწყენინებ.. იოანე ვითომ ყურად არ იღებს მის ნათქვამს და მზერა ისევ რუკაზე გადააქვს,მერე დავითს აჩვენებს სად უნდა წავიდნენ. დღეები უაზროდ გადის ნიკას ძებნაში.. როგორც ჩანს ის უფრო შორს გაიქცა,ვიდრე იოანეს და დავითს ეგონათ.. ისღა დარჩენოდა,მხოლოდ კვალს გაჰყოლოდნენ და დალოდებოდნენ იმდენ ხანს,რამდენიც დასჭირდებოდათ. ევა ისევ მოლოდინში ატარებს თავის ცხოვრებას... მოლოდინში,როდის დადგება მისი თავისუფლების დღე..გოგონას ცხოვრება უაზროდ იწელება,იოანე ამასაც ვერ პატიობს თავის თავს რომ ევას ცხოვრება ასე უწევს.. მერე ისევ საშინელი სისხლიანი დღე ახსენდება და არაადამიანურად მანიაკი ხდება.. დავითი სახლში შემოდის და ოთახის კარს აღებს,მე ყავას ვსვამ და წიგნის კითხვაში ვარ გართული.. -ევაა.. კაკუნით შემოდის და ჩურჩულით წარმოთქვამს ჩემს სახელს. -ჰო? -როგორ ხარ? -ამ..არამიშავს, ვუღიმი და სწრაფად ვიშორებ ღიმილს, კითხვას ვუბრუნდები.დავითი რატომღაც მაკვირდება უკვე რამოდენიმე წუთია და წიგნიდან თავს ვიღებ და მზერა ისევ მისკენ გადამაქვს. -დათო? რა ხდება? -აა არაფერი.. დათო ფხიზლდება და ევას კოლოფს აწვდის წერილით. -ეს რაარის? -გახსენი და ნახავ. ოთახიდან გადის და კოლოფს სწრაფად ვიღებ,ჯერ კონვერტს ვხსნი და ღმერთო.. არა.... კონვერტს ვხევ და გადაკეცილ ფურცელს ვიღებ,სადაც მეორე მხარეს აწერია "იოანესგან" მეცინება და მოკლე ტექსტს ვკითხულობ გულამოვარდნილი. "მაპატიე თუ გაწყენინე,ევა... შენ გარეშე არ შემიძლია და არ მინდა გაბრაზებული იყო ჩემზე..კოლოფი გახსენი და მიიღე ჩემი საჩუქარი,დავითს უკან არ გამოატანო თორემ ძალიან გავბრაზდები" კოლოფს ვხსნი და Iphone X-ს ვიღებ ხელში... ღმერთო ჩემო არა... თითს ვაჭერ სენსორს და მისი შეტყობინება მხვდება. "ამიერიდან შენი ლამაზი თითებით მხოლოდ მე გამომიგზავნი ხოლმე შეტყობინებებს,გიმეორებ,მხოლოდ მე" პასუხს არ ვაყოვნებ და ვწერ "როგორც ინებებთ ბატონო იოანე." შეტყობინება მოსდის მამაკაცს ტელეფონზე სადაც "ევა" აწერია.. ხელის კანკალით ხნის მის მოწერილს და ეღიმება,ხელებს თავს ქვევით იწყობს და ფიქრებში მიდის... ფიქრებიდან კარზე კაკუნი აფხიზლებს საიდანაც დავითი შემოდის. -აბა,რას შვრები? -ვფიქრობ.. -ნიკაზე? იოანე იშმუშნება მისი სახელის გაგონებაზე და მაშინვე ღიზიანდება.. -არა,ევაზე.. ვფიქრობ,აქ ხომ არ მოვიყვანო საცხოვრებლად.. -არ ვიცი.. შენს ადგილას დავტოვებდი იქ სადაც არის... -მოვიფიქრებ.. ***** ერთი წელი სრულდება,რაც ევა მშობლების გარეშეა..მეგობრების და საყვარელი ადამიანების გარეშე...ახალგაზრდა ქალი სარკეში იყურება,უყურებს როგორ ეზრდება თმა,როგორ ეცვლება ფერი,გამომეტყველება... და მთლიანად როგორი შეცვლილია...ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია და ღმერთის მადლობელი,რომ იოანეს სახლში გაუშვა ნიკამ იმ დღეს..ამდენი ცუდის მიუხედავად ბედნიერია..რადგან იო სიგიჟემდე შეუყვარდა..და მას ასე ძალიან არავინ არასდროს ჰყვარებია.. მხოლოდ ახლა ხვდება,რომ გიო მისი ნამდვილი სიყვარული არ ყოფილა... გიოსთან არ უგრძვნია ის მუხტი,რომელიც იოანეს შეხებისას სკდება.. არ უგვრძნია ვნება,ისეთი როგორიც იოანესთან აქვს... ***** ღამეა,პირველი საათი სრულდება, საბანში ვძვრები და ვიკრობ რომ გავთბე,ცივი ჰაერი ცხვირს მიწვავს.. სადაცაა ძილის ფაზაში ვარ როცა ტელეფონის ბზუილი მაღვიძებს.. თვალებს ვიფშვნეტ და სენსორს ვწევ. -"რატომ არ მწერ?" -იოანე -"რა უნდა მოგწერო?" -"არ გენატრები?" -"კი." -"მაშინ რატომ არ მეუბნები არაფერს?" -"იო,მეძინება. ხვალ მოგწერ" -"რაღაც მინდა გკითხო" -"მკითხე..." -"მინდა რომ ჩემს სახლში იცხოვრო.. და მინდა რომ ხვალევე გადმოხვიდე.. კარგი?" -"მოვიფიქრებ" -"რას ჰქვია მოიფიქრებ?არ გინდა ჩემთან ყოფნა?!" ტელეფონს ვდებ კამოდზე და ვთიშავ... იოანესთან ერთად ცხოვრება? ჰმმ..რა თქმა უნდა მინდა.. მთელი არსებით მინდა მას ვუყურო ყოველ დღე,მასთან ერთად გავიღვიძო,დავიძინო,შევეხო,ვაკოცო..ძალიან მინდა... მაგრამ..მეშინია.. მეშინია რომ ისევ ცუდად მომექცევა.. მეშინია რომ ისევ დამტოვებს მარტო..ან ისევ აქ გამომიშვებს. ძილის ბურუსიდან გამოვდივარ,შხაპს ვიღებ და ვწესრიგდები,იოანეს ნაჩუქარ კაბებს ვნახულობ რომელსაც ადრე არ ვიცვამდი.. არჩევანი თეთრ,ოდნავ გამჭვირვალე კაბაზე ავარჩიე,დაწნილი თმა გავიშალე და უკან გადავიყარე რომელიც ძალიან ლამაზად იყო დახვეული.. რას ვაკეთებ? მემგონი ძალიან მომენატრა სარკესთან დგომა და პრანჭვა,მთელი ამ დროის მანძილზე არც კი მქონდა იმის თავი ეს ყველაფერი მეკეთებინა,კაბა ჩავიცვი,ცოტა მაკიაჟით შევილამაზე თავი და სამზარეულოში გავედი.. ისევ მარტო ვარ... ჰმმ.. მომიწევს მარტო საუზმის გაკეთება.. ბოლო დროს დათოს სახლში ვერც ვხედავ.. არც მხვდება დილით,ღამეც ისე გვიან ბრუნდება მაგ დროს უკვე ვწევარ და ვერ გავდივარ მოსაკითხად.. ფიქრებიდან მანქანის სწრაფი შემოხვევა მაღვიძებს,ფანჯრიდან შავ BMW-ს ვხედავ.. იოანე.. რა თქმა უნდა.. იმედია გადავრჩები.. ყავის ფინჯანს გვერდით ვდებ და უკვე კარებზე ბრახუნი მესმის. იოანე გიჟივით შემოვარდა სახლში,მკლავზე მისი ძლიერი ხელი მომქაჩა და კედელთან ამაყუდა. -რატომ არ მიპასუხე გუშინ?? გინდა რომ წყობიდან გამომიყვანო? აქ ყოფნა გირჩევნია ჩემთან ერთად ყოფნას არა??? ხელს ვითავისუფლებ და მეორე ხელით ოდნავ უკან ვწევ რადგან იმდენად ახლოს დგას თვალებს ვხუჭავ მის ყვირილზე. -რა გაყვირებს იოანე? ნორმალური ხარ? ტონს უწევს და გულდაწყვეტილი კითხულობს: -რატომ არ გინდა ჩემთან? მზერას ვაშორებ და სხვაგან ყურებას ვიწყებ.. -შემომხედე..ევა.. გთხოვ.. წამოდი ჩემთან.. -ძალიან მთხოვე.. ეშმაკურად ვუღიმი და წარბს ვწევ. -აჰაა.. აი თურმე რა უნდა ქალბატონ ევას.. -გისმენთ ბატონი იოანე.. -ქალბატონო ევა,გთხოვთ დამდოთ პატივი და წამოხვიდეთ ჩემს სახლში.. თანახმა ხართ? -თანახმა ვარ.. ჩემსკენ საკოცნელად იწევა მე კი მაშინვე თავს ვხრი. -აი ეს კი უკვე უნდა დაიმსახურო. თვალს ვუკრავ და ჩანთას ვიღებ,წავედით? გაშეშებული დგას და სასოწარკვეთილი იყურება,ვცდილობ ამ წუთას არ გადავიხარხარო იმდენად სასაცილოდ აქვს ხელები შემოდებული წელზე ბრაზიანად. არადა,როგორ მიყვარს მისი სიბრაზე და ყვირილი,ეს ძალიან სექსუალურს ხდის და მემგონი მე უკვე შევიშალე.) -სად მოვედით?სახლი სასტუმროში გაქვს? -არა,გეშლება ძვირფასო,ეს ჩემი სახლია.. გადმობრძანდით თუ შეიძლება. პირი ღია მრჩება,თვალებს ვაფართოვებ და არც კი მჯერა.. უზარმაზარი სამ სართულიანი სახლი,ქვემოთ ჩამწკრივებული სხვადასხვა მოდელის მანქანებით.. ოცნებაშიც ვერ ვივლებდი ასეთ სახლებს.. თუნდაც ამ მანქანებს,თბილისშიც კი არ მინახავს..წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ყველაფერი...და მე აქ უნდა ვიცხოვრო?არააა.... არ არსებობს.. -გადმოხვალ თუ მანქანაში დაგტოვო? -თვალებს ვატრიალებ და ბუზღუნით გადმოვდივარ. კიბეებს ავუყვებით ორივენი.. მეორე სართულზე ჩერდება და კარს მიღებს. -ეს შენი ოთახია,ევა.. -და შენი?? -მესამე სართულზე ჩემი კაბინეტის გვერდითაა ჩემი საძინებელიც. -შეიძლება ვნახო? -ჰმ,ვეღარ ითმენ ჩემს საძინებელში შემოსვლას? ეშმაკური სიცილი დასთამაშებს სახეზე. -არა,კაბინეტი ვიგულისხმე, ძალიან მაინტერესებს სერიული მკვლელის კაბინეტი როგორია.. ნაგლურად მოვუჭერი და ჩუმად გაიცინა. კაბინეტში შევედით,მგონი ეს ყველაზე დიდი ოთახია ამ სახლში. მაგიდა ცენტრში დგას,კედელზე კი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცის სურათი კიდია. -ეს ვინ არის? -ეს მამაჩემია.. კონსტანტინე. მპასუხობს ამაყად.. -ძალიან ჰგავხარ იო.. -ხო.. ვიცი.. -და დედას ფოტო სად არის? მომენტალურად ვეკითხები და მგონი არ უნდა მეკითხა,სახეზე ვატყობ რომ არ ესიამოვნა.. -არ მაქვს მისი ფოტო.. -მაპატიე,არ მინდოდა.. -არა ,არაფერია.. სავარძელში თავსდება,მე კი ისევ ვათვალიერებ მთელ კაბინეტს,თაროებზე განლაგებულ მრავალნაირ იარაღებს,წიგნებს.. -მოგწონს?მეკითხება ღიმილით და სიგარას უკიდებს. -კი,ძალიან. ახლოს მივდივარ და კალთაში ვუჯდები.. ხვდება რომ მისი ნაჩუქარი კაბა მაცვია და ხარბად აკვირდება ჩემს სხეულს..მისკენ ძალიან ახლოს მიზიდავს,ჩემს მკერდს მისი ცხვირი და ტუჩები ეხება, ხელს კაბის ქვეშ მიცურებს და ისევ სწრაფად ვდგები. -ხომ გითხარი,უნდა დაიმსახუროთქო. -რაა? ევა ნუ მეთამაშები,მოდი აქ! -მმ,არა. ჩემს ოთახში უნდა შევიდე და დავისვენო,დროებით ძვირფასო. ოთახში შევდივარ და უზარმაზარ საწოლზე ვეხეთქები,გულში უცბად ისიც კი გავივლე ნეტავ ჩემი იყოს ეს ყველაფერი -თქო,იმდენად ლამაზია აქაურობა.. არ მეგონა იოანე ასეთი მდიდარი კაცის შვილი თუ იქნებოდა.. კარზე კაკუნით ახალგზარდა ქალი შემოდის უამრავი ყუთით ხელში და გაშეშებული მიყურებს სანამ მე არ ამოვიღე ხმა. -რა ხდება? -ქალბატონო ევა,ბატონმა იოანემ ეს თქვენთან გამომატანა,ნება მომეცით თქვენს კარადაში ჩამოვკიდო ყველაფერი. -მმ.. მე.. იყოს,მე თვითონ მივხედავ მაგ ყველაფერს. -ბატონმა იოანემ დამავალა... -არაუშავს ... თქვენ.. -მე ლილი მქვია. -არაუშავს მარია ,მე თვითონ მივხედავ. ყუთებიდან სწრაფად ვიღებ შეფუთულ ტანსაცმელს და თვალები მიფართოვდება.. რაა??ელი სააბი,ვერსაჩე,დიორი,შანელი.. არ არსებობს?არ მჯერა.. ნუთუ ეს ყველაფერი ჩემია?არა.. ამას ვერ ავიღებ... არ შემიძლია.. იოანე რას მიკეთებ.. პირზე ხელს ვიფარებ და სულ ვწითლდები,არ ვიცი ძალიან გამიხარდეს თუ რა ემოცია უნდა მქონდეს.. კარზე ისევ კაკუნია და ამჯერად იოანე შემოდის. -მოგეწონა? -იოანე.. არ შემიძლია ამ ყველაფრის აღება.. გთხოვ მე.. -გაჩუმდი,ეს ყველაფერი უკვე შენია,ახლა კი რამე ძალიან ლამაზი ჩაიცვი,ძალიან საინტერესო ადგილას მიმყავხარ. -სად? -რამოდენიმე თვეში ერთხელ იტალიელი მაფიოზები და ბიზნესმენები ჩამოდიან ხოლმე და საქმიან ვახშამს ვმართავთ,თან დავლევთ,თან საქმეზე ვისაუბრებთ,მინდა ჩემს გვერდით იყო. -მე რომ დავრჩე არ შეიძლება? თავს ვხრი მორცხვად და ვნერვიულობ. -ევა,ნუ ხარ ასეთი მორცხვი,მინდა ყველამ ნახოს რა ლამაზი და შვენიერი ქალი მყავს გვერდით.. ოთახი დატოვა და კარიდან შემომძახა -1 საათში მზად იყავი. ***** თმა ავიწიე,წითელი კაბა ჩავიცვი რომელსაც ბიუსჰალტერის ჩაცმა არ ესაჭიროებოდა,ზურგი მთლიანად მიჩანდა და ძალიან შეხსნილი იყო,წითელი პომადა გადაისვი და კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში. ევა კიბეებს ჩაუყვება და შესასვლელთან თორნიკე,ვაჩე,გიორგი და დავითი დგანან სმოკინგებში გამოწყომალები,დავითს გული გამალებით უცემს ანგელოზივით ქალის დანახვაზე,მით უმეტეს ასეთ გამომწვევ კაბაში.. ის მთელი არსებით ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ამ გრძნობას რომელიც სინდისს ქენჯნიდა იოანეს გამო. გრძნობების დაფარვას ყველანაირად ცდილობდა მაგრამ თავისი თვალები ყველაფერს ამჟღავნებდნენ.. იოანეც ჩამოვიდა,სმოკინგი ისე უხდებოდა,მეგონა იქვე დავეცემოდი და გული წამივიდოდა მის დანახვაზე.. ეს კაცი ბოლოს მომიღებს.. ჩუმად ვიცინი და იოანეს მკლავზე ვკიდებ ხელს. -ასე გამომწვევად რატომ ჩაიცვი?გინდა საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად შენ გიყურო მთელი საღამო? -ეგ თქვენ გსურდათ ჩემი წამოყვანა,ბატონო იოანე,ახლა კი მორჩით წუწუნს და მანქანა დაძარით. ღვედი შევიკარი და ამაყად ავწიე თავი. ***** წვეულება სასტუმროშია გამართული,მრავალი ხალხი ირევა ერთმანეთში,ყველა ძალიან ლამაზადაა გამოწყობილი,ქალებიც და მამაკაცებიც. ყველას ეტყობა ვინ ცუდ საქმეშია გარეული,ვის როგორ და საიდან აქვს ფული ნაშოვნი,ვინაა მაფიოზი და ა.შ.. ევა მორცხვად დაჰყვება იოანეს აქეთ იქით,თითქოს ისეთ ადგილასაა სადაც არ უნდოდა მოხვედრა საერთოდ.. ქალები ზემოდან დაჰყურებენ და თითქოს მზერით ამცირებენ მას. ყველა იოანეს ესალმება,ქალები მაშინაც ცდილობენ მის შებმას როცა ევა მის გვერდითაა. -არ მოგწონს ხო აქ ყოფნა? -არა. უკმაყოფილოდ პასუხობს ევა. იოანე იცინის და წელზე ხელს ხვევს, -ნუ ნერვიულობ,ასე იმიტომ გიყურებენ რომ მათზე ბევრად ლამაზი ხარ.. -იმედი მაქვს ასეთ საღამოებზე ხშირად სიარული არ მომიწეცს. -კარგი რა,ნუ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით. გთხოვ. მაგიდასთან სტუმრები მოდიან და იოანეც ხელს ართმევს მათ. საათნახევარია რაც მაგიდასთან ვსხედვართ.. შემოსასვლელისკენ ვიყურები სადაც თორნიკე და ვაჩე დგანან,ღვინით სავსე ჭიქები უჭირავთ და ლაპარაკობენ, მომენტებში იცინიან რაღაცეებზე.. მე შეუმჩნევლად ვდგები და მათკენ მივდივარ. -რა გაცინებთ? ვკითხულობ დაინტერესებული. -შენ რატომ ადექი? -რატომღაც ძალიან მომბეზრდა მაგიდასთან ჯდომა და გაურკვეველ ენაზე საუბრის მოსმენა. თვალებს ვატრიალებ და ბიჭებს ეცინებათ. -ჰაა,მითხარი ახლა მეც მინდა სიცილი,პატარა ბავშვივით ვიწყებ ბუზღუნს. -აი იმ კაცზე ვღადაობთ,იმხელა ცხვირი აქვს ბენზინის პისტოლეტი გეგონება,უეჭველი ბენზინის ბიზნესი აქვს,თორნიკე ისევ ხარხარებს და მეც მათ ვყვები. -აი იმ დაბალ კაცს ხო ხედავ?მეტრა ნახევარი,მსუქანი და ღიპიანი რომაა? -ჰო ,ვხედავ -მაგის გვერდით რო ქერა,მაღალი ლამაზი ქალი დგას,მაგისი ცოლია -რააა?? თვალებს ვაფართოებ. -ჰო,ეგეთ ტიპს ეგეთი ქალი როგორ ჰყავს ტო,სიცილით ამბობს ვაჩე -და თქვენ საერთოდ რომ არავინ გყავთ? ყველა ერთად ვიცინოდით,მერე ბიჭებს რომელიღაც მაგიდიდან დაუძახეს. -ორი წამით გავალთ და ახლავე მოვალთ, იოანეს არ მოშორდე და ამაზე შორს არ წახვიდე რა. -კარგი.. თავს ვუქნევ დამჯერი ბავშვივით. უცებ ქალს ახალგაზრდა მამაკაცი ავლებს ხელს,წელზე უჭერს და ახლოს იზიდავს. -მეცეკვებით ლამაზმანო? -ხელი გამიშვით!ახლავე!!!! -გგონია ნიკას გადაგდება ასე უბრალოდ დაგიჯდებათ?ყურში ჩურჩულებს ამაზრზენად და იცინის. -გამიშვი!!!! ისტერიკულ კივილს ვიწყებ და ყველას ყურადღება ჩვენკენაა მომართული, მამაკაცი დარბაზს სწრაფად ტოვებს,იოანე გამწარებული მორბის ჩემკენ და მამოწმებს კარგად ვარ თუ არა. დაცვას ბრძანებას აძლევს სასწრაფოდ დაიჭირონ ის და გარეთ გარბიან იოანესთან ერთად დავითი,ვაჩე და თორნიკე. ახალგაზრდა მამაკაცს დაცვა ხელს ავლებს აქეთ იქითდან,იოანე კი მას უახლოვდება და პირდაპირ იარაღს უმიზნებს,მე მაშინვე იოანეს ვეფარები წინ -ევა რას აკეთებ?????გაიწიე!!!!!!!!! -გთხოვ,არ გინდა. იოანე იარაღი შეინახე ახლავე! გემუდარები.. ვცდილობ მისი სახე ჩემკენ შემოვატრიალო,ბრაზისგან სულ ხვნეშის და ოხრავს. წიხლს არტყავს მანქანას. სასწრაფოდ აიყვანეთ და საპყრობილეში გამოკეტეთ ეს ახვ*რი. მე შენ გასწავლი ჭკუას,თითით ანიშნებს ძირს დაგდებულ ტიპს,ხელს ძლიერად მიჭერს და ჩვენს მანქანასთან მიმათრევს. -მე შენ რა გითხარი არ მომშორდე თქო???? -იოანე.. მომწყინდა უაზროდ ჯდომა.. მერე თორნიკესთან და ვაჩესთან წავედი ვიფიქრე ვილაპარაკებთ თქო... მერე ორი წამით დამტოვეს და ეს ვიღაც ცხოველი მომმვარდა.... -აღარ გაბედო მეორედ და არ მომშორდე!!!მაგას მაინც ჩავაძაღლებ,მანქანაში ჩაჯექი,ახლავე!!!! ვფიქრობ ვუთხრა თუ არა რაც იმ ტიპმა მითხრა.. თითქოს ეს მესიჯი იყო ნიკასგან..მეშინია ძალიან,იოანე საჭეს მართავს და ხელს ხელზე ვკიდებ,სულ გაყინული აქვს.. ღმერთო..იმედია აღარასდროს გამოჩბდება ის ცხოველი... განრისხებული იოანე სახლში შედის,უკან ევა მიჰყვება და მისი მეგობრებიც. კაცი ღრიალებს და გამწარებულია,ევას ეშინია იმის თქმის რაც იმ ტიპმა დააბარა,ალბათ უფრო გაცეცხლდება..ცდილობს დაამშვიდოს იოანე..ევა სამზარეულოში გადის და დავითს ანიშნებს შეჰყვეს. დავითს ცნობისმოყვარე მზერა დასთამაშებს და წარბებს მაღლა სწევს,ევა ისევ ანიშნებს ხელით რომ მასთან მივიდეს. -რა ხდება ევა? ევა კარისკენ იყურება,აკონტროლებს რომ არავინ მოისმინოს რამე. -იმ ტიპმა რაღაც მითხრა.. რაღაც ისეთი რასაც ახლა იოანეს ვერ ვეტყვი.. ისედაც როგორი გაცეცხლებულია და უარესს იზავს.. -რა გითხრაა?? კაცი თვალებს ქაჩავს და იძაბება. -ნიკასთვის ეს ყველაფერი არ შეგრჩებათო.. დავითი დაფიქრდა და რამოდენიმე წამი,ასე,უბრალოდ გაჩერებული იდგა.. გოგონამ თავისი ნაზი ხელები სახეზე მიადო და აცრემლებულმა მთელი არსებით ემუდარა.. -დავით,გთხოვ იო დაიცავი.. არ მინდა რამე დაუშავდეს.. თან ისეთი ფეთქებადია,სისულელეს გააკეთებს ვიცი.. -ნუ ნერვიულობ. დავითმა ევა მიიხუტა და მალევე დასცილდნენ. -ახლა რა ვქნათ?როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი მას.. -არ ვიცი ევა..მგონი მაინც გაიგებს.. ის ტიპი საპყრობილეში ჰყავს და იქამდე აწამებენ სანამ არ იტყვის რა მიზნით მოვიდა შენთან.. -აწამებენ??? -ჰო. -ჯანდაბა.. კარგი,იოანესთან წავალ,ვეცდები დავამშვიდო.. ევამ გეზი იოანესკენ აიღო,მაგრამ მისაღებში მხოლოდ ბიჭები დახვდნენ. -სად წავიდა? -თავის კაბინეტშია.. კარგი ევა,წავალთ ჩვენ,ხვალ დავბრუნდებით.. აბა ჭკვიანად.. -ნახვამდის.. ***** კიბეები სწრაფად ავირბინე და იოანეს კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ. -იოანე... -მოდი. -ასე რატომ ბრაზდები?მე ხომ აქ ვარ,უვნებელი..შენს გვერდით? უკნიდან ვეხუტები და მისი სურნელი ცხვირს მიწვავს,მალევე თავისუფლდება ჩემგან და სავარძელში ეშვება. -რამდენჯერ გითხარი,არავის დაელაპარაკო,არ მომშორდე თქო? -კარგი,ასე აღარ მოვიქცევი. გპირდები. -ახლაც არ მაკოცებ? -რატომ?დამნაშავე რადგან ვარ? -არა,იმიტომ რომ ჩემზე გიჟდები. -ჰმმ.. და საიდან მოიტანე რომ შენზე ვგიჟდები??? სწრაფად მიახლოვდება და თითებს ნაზად მისვამს მხრებზე და მოშიშვლებულ ზურგზე,კისერზე სველ კოცნას მიტოვებს და მთელ სხეულზე ბუსუსები მაყრის,ჟინით სავსეს მისი არეული სუნთქვა ჩამესმის,ავტომატურად თვალებს ვხუჭავ და პირს ოდნავ ვაღებ,მისი სველი ენა ნიკაპიდან მკერდის თავამდე ჩამდის, აქ უკვე ვეღარ ვიძვრენ თავს და დახშული კვნესა მხდება პირიდან,ფეხებს მაშლევინებს და უფრო მეტად მიკრობს სხეულზე და მის თითოეულ ადგილს ვგრძნობ,სიამოვნებით ვნეტარებ და თავს ვერაფრით ვიძვრენ,მეტიც,ვერაფერზე ვფიქრობ,მხოლოდ იმაზე რომ ის მინდა!იოანე მინდა ძალიან მინდა. -ხედავ ჩემი შეხებით როგორ გიჟდები? თვალები მინათდება და ტუჩებს ვკუმავ ბრაზისგან,როგორც მან იცის ხოლმე. -ჯერ ერთიც!!!სანამ არ დაიმსახურებ,ამ სიამოვნებას ვერ მიიღებ თქო,მე დაგპირდი! მაგასაც ვნახავთ ვინ იჭირვეულებს დიდ ხანს! კარს ვუჯახუნებ და ჩემს ოთახში ჩავრბივარ კაბის სწორებით და ნერვები მეშლება,იმის მაგივრად მე არ მიმეცა ამის უფლება,მე თვითონ გამოვდივარ იდიოტი!აჰა,დამაცადე სერიულო მკვლელო,როგორია ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება,თავად გამოცდი! ***** დილით როგორც ყოველთვის ზანტად ვდგები,აბაზანაში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ,მარია ჩემს ოთახში საუზმით შემოდის და საწოლზე მილაგებს. -გემრიელად მიირთვით,ქალბატონო ევა. -გმადლობ. მარია,მოიცადე. ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს ევას სახეზე და გეგმის განხორციელებას უდგება. -აი ამ მისამართზე წადი და აქ რაც წერია ყველაფერი მომიტანონ. ფურცელს ვაწვდი და ქალი გაშტერებული დგას. -მარია,თავისუფალი ხარ -კარგით,თქვენი მოთხოვნა მიღებულია,დაცვას გავგზავნი.. დაცვას? გულში მეცინება.. წარმომიდგენია იმ ადგილას სადაც ეს ყველაფერი იყიდება,იოანეს დაცვა რომ შედის...უკვე მთელ ხმაზე ვხარხარებ და ლილის გასვლისას ისეთი სახე აქვს,აშკარად გიჟი ვგონივარ.. ამაზეც მეცინება და კმაყოფილი გემრიელად შევექცევი საუზმეს. ***** - შე სი*ო!!!!არ იტყვი გოგოსთან რატომ მიხვედი???? ახალგაზრდა მამაკაცი არაფერს ამბობს,თორნიკე გაცეცხლებული ბიტას იღებს და რამოდენიმე წამში სისხლი ფეთქავს მისი ცხვირ-პირიდან. თავს აწევინებს უკან და ყელში უჭერს. -ბიჭო კიდევ არ იტყვი არაფერს?!! იოანე საკანში შემოდის,სკამს საპირისპირო მხარეს ატრიალებს და ისე ჯდება. ისეთი სახე აქვს,მოთმინება რომ ეწურება ადამიანს და სადაცაა გასკდება. -აბა,კიდევ არაფერს ამბობს ჩვენი ვაჟკაცი? -მე დავიღალე ამის ცემით,ეს როგორ არ დაიღალა? -ეტყობა ბიტა არარის საკმარისი თორნიკე,რამე უფრო ცხელზე გადადი. იოანე დგება და სკამს გვერდით ასრიალებს,ტიპს დანას აჭერს არტერიასთან ისე,რომ უკვე სისხლი ჟონავს. -იქამდე გაწამებ და ისე გაწამებ,სიკვდილი თავად ინატრო,გაიგე შე ნაბო***ო? -ბიჭებს გამოვუშვებ,მოგეხმარებიან,ხომ ხედავ არ ჰყოფნის ერთი ბიტით ცემა. ადგილს ტოვებს და თავის კაბინეტში ბრუნდება. ***** იოანე როგორც ყოველთვის სავარძელში თავსდება,კოტეს სურათს უყურებს და მთელი გულით უნდა,რომ ისიც ისეთივე იყოს,როგორიც მამამისი.. ეშინია,რამე არ შეეშალოს,არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს სადმე,ბიზნესი არ ჩაუვარდეს.. ოდნავი შიშის ნაპერწკალი ალბათ ამ დროს ყველა ადამიანს აქვს რაც არ უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს... იოანე მამის სეიფის გახსნას მთელი ამ დროის მანძილზე პირველად ცდილობს,მაგრამ როგორც ჩანს ეს შეუძლებელია. კაცი კოპებს კრავს, ეს როგორ?ამის გაღება როგორ არ შეიძლება?ყველანაირ კოდს კრეფს რაც კი თავში მოსდის მაგრამ უშედეგოდ. თავქვეშ ხელებს იდებს და აქეთ იქით დადის.. კოდი რა უნდა იყოს? ***** 1960წ. თბილისი. გარეთ საშინელი თავსხმა წვიმაა,ახალგზარდა ქალი ქოლგით და ქუსლების კაკუნით სწრაფად შერბის უახლოეს სასტუმროში,კარს აღებს თუარა მაშინვე ვიღაც მამაკაცს ეჯახება,ფეხი უცურდება და ვარდება. მამაკაცი მას ხელს აწვდის და ცდილობს წამოაყენოს,ქალს შლიაპა სძვრება და მისი მწვანე თვალები ელვასავით უჭრის თვალებს მას. დაბნეული,ისევ ეკითხება ახალგზარდას. -კარგად ხართ? -დიახ დიახ ... ბოდიში,ისე სწრაფად შემოვრბოდი.. წინ არც ვიყურებოდი.. -არა,რას ბრძანებთ,მე მაპატიეთ..მე საათს დავყურებდი და მეც წინ უნდა გამეხედა,იქნებ ვინმე შემოდიოდა.. ქალს ეცინება. -ესეიგი ორივეს ბრალი ყოფილა.. -დიახ..ჩვენი ბრალია ასე რომ ვქვათ. ქალი წითლდება და ირცხვენს,მამაკაცს კი ისევ მჭიროდ უკავია წელზე ხელი და მის ლამაზ სახეს ზემოდან დაჰყურებს. უკვე უხერხულობა იქმნება და ცდილობს ფეხზე წამოდგეს,წონასწორობა შეინარჩუნოს. -თქვენი სახელი? -მე ალექსანდრა ვარ. -აჰა... ალექსანდრა.. ღიმილნარევი ხმით გაიმეორა კაცმა მისი სახელი.. -მე კონსტანტინე.. ქალის სათუთი ხელი აიღო და ეამბორა. -დიდი პატივია ჩემთვის თქვენისთანა ლამაზი ქალბატონის გაცნობა... ნება მომეცით,დანაშაული გამოვისყიდო და დღეს ვახშამზე დაგპატიჟოთ.. -იცით.. მე... -უარს ვერ მივიღებ.. -კარგით,ქალი თავს ხრის და ისევ ქუსლების კაკუნით მიემართება ნომრისკენ უკანმოუხედავად,კოტე კი მას თვალს არ აშორებს,იმდენად მონუსხულია ამ ქალით,მისი თვალებით,მისი სილამაზით. მოსაღამოვდა,კოტე ტავისი გრძელი პალტოთი და ქუდით გაემართა პირველ სართულზე სადაც ალექსანდრა ელოდა. ალექსანდრა ლამაზ,მწვანე კაბაში გამოწყობილი,ბეწვივს ქურქით შეხვეული იდგა და მორცხვათ ელოდა მამაკაცს. კონსტანტინემ ქუდი მოიხსნა და თავი დაუხარა პატივისცემის ნიშნად,ხელი გაუწვდინა და ხელმკლავი გაუყარა. -სად მივდივართ?დაბნეული ალექსანდრა კითხულობს. -მოითმინეთ,ისეთივე მშვენიერ ადგილას,როგორიც თქვენ ხართ. წვეულებაზე მოვედით? -დიახ..მეცეკვებით? -კარგად არ მეხერხება.. -მაშინ მე გასწავლით,ერთი ხელი წელზე შემოხვია,მეორე ხელი ქალის ხელს მოკიდა,და ერთი მეორის ნაბიჯებს ყვებოდნენ მუსიკის ფონზე. -თქვენზე არ მომიყვებით უფრო მეტს? -არცისე საინტერესოა.. -მაინტერესებს თქვენი არცისე საინტერესო ცხოვრება. ორივემ ჩაიცინა. -რამოდენიმე დღის წინ,სამსახური დავკარგე..თავი დახარა ქალმა. -სად მუშაობდით? -მოდელი ვიყავი,ფოტო გადაღება მქონდა და ჩემი სურათები მოსკოვში იგზავნებოდა..მაგრამ სამწუხაროდ ფეხი ვიღრძე..ისე ვერ ვიმუშავე კამერასთან როგორც საჭირო იყო..და.. ცრემლი სწრაფად მოიწმინდა თვალიდან და თავი ასწია. -ნუ იდარდებთ,მე გპირდებით,რომ თქვენი ფოტოები ხვალვე გაიგზავნება მოსკოვში... -რაა?როგორ? -ჰმ,ეგ მე ვიცი.. თქვა კოტემ სერიოზული ტონით. ქალი სწრაფად დაატრიალა,წელზე ხელი ნაზად შემოჰხვია და გადაიხარა მისკენ. ალექსანდრას და კოტეს გაგიჟებით შეუყვარდათ ერთმანეთი,ამას ვერცერთი მალავდა,ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვეღარ ძლებდნენ..ერთადერთი რამ,რაც ქალისთვის ნათქვამი არ ჰქონდა,ის იყო რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა..ვერ ეუბნებოდა ,რადგან ალექსანდრას დაკარგვა ეშინოდა...ის იმდენად წმინდა და სუფთა იყო,არ უნდოდა საყვარელი ქალისთვის გული ეტკინა. ალექსანდრა ისევ ქუსლების კაკუნით არბოდა სასტუმროში,გულამოვარდნილი აჰყვებოდა კიბეებს და კოტეს ნომერს მიუახლვდა,კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მასთან შევიდა. -ალექსანდრა? -კოტე..თქვენ მე ბედნიერება მაჩუქეთ.. -რა მოხდა? სიგარა პირიდან გამოიღო და და ქალს მისჩერებოდა გაკვირვებული. -ჩემი ფოტოები დაამკიცეს! შეჰკივლა ქალმა. კოტეს გაეცინა. -მომილოცავს... ალექსანდრა სწრაფად მივიდა კოტესთან და ცალ ფეხზე წამოუჯდა. თვალებში მისი მადლიერება და უზომო სითბო იკითხებოდა.. -ასე ძალიან არავის არასდროს გავუხარებივარ...თქვენ..თქვენ სასწაული მამაკაცი ხართ... ქალი მის ტუჩებს დაეწაფა და მის სხეულს მიეკრო. ვნების მორევიდან დაღლილები უსულოდ დაეხეთქნენ ზურგით საწოლზე. ალექსანდრა კოტეს ზევით მოექცა და თავი მკერდზე დაადო. -საოცრება ხარ ალექსანდრა.. ქალმა ბავშვური მზერით ახედა კოტეს,მწვანე თვალები აუციმციმდა და თმაზე ფერება დაუწტყო. ზეწარი შიშველ ტანზე შემოიხვია,ლალისფერი კულულები გვერდით გადაიყარა,ორი ჭიქა ღვინით გაავსო და ერთი თავის საყვარელს გაუწოდა. -ალექსანდრა,პირადობა თან გაქვს? -კი -კარგია,ბარგი ჩაალაგე,იტალიაში მივდივართ. -რაააააა?მართლააა???იტალიაში წამიყვან????არ მჯერაააა!მიყვარხარ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ. ****** იოანე საპყრობილეში ისევ შემოდის,სადაც თორნიკე და დავითი დგანან, ხელებ დასისხლიანებულები და საშინლად დაღლლები,კაცი კი კუთხეში გდია,სულს ღაფავს. -აბა რა ხდება? -არაფერს არ ამბობს,პასუხობს თორნიკე. -არც იტყვის. აზრი არ აქვს. დავითი ისე პასუხობს რომ მათკენ სახეს არ ატრიალებს. -რას ჰქვია არ იტყვის? -მეგონა იტყოდა ეს სი**... მაგრამ სხვა გზა არ მრჩება და უნდა გითხრა.. -რა ხდება?? -ევას დააბარა,ნიკას რაც გაუკეთეთ ასე არ შეგრჩებათო. -და შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი???!!! -იოანე დაწყნარდი,არ უნდოდა გოგოს გენერვიულა ისედაც როგორ იყავი გუშინ. მოვიდა და მე მითხრა. -ხოდა ამ სი*ს ვათქმევინებთ სადაა ის ნაბი*ვარი,და მე ვაჩვენებ როგორ უნდა ქალისთვის ასეთი შეტყობინების დატოვება... ეგ მარტო არ მოქმედებს.. უეჭველად ვიღაცები ეხმარებიან...მარტო რისი ტ*აკი ექნება. -ნეტავ ვიცოდე სად არის.. იოანე ბოღმით და ბრაზით ივსება. -უტას..უტას და ჩვენი მეგობრების სისხლს მაგას არ შევარჩენ... და ვინც მის გამო წინ გადამეღობება,იმათაც ნიკასთან ერთად გავისტუმრებ. -ჩვენც მაგისთვის ვართ ძმაო.. უტა თითქმის ჩემი გაზრდილია..მაგის სისხლს უშენოდაც არ შევარჩენდი.. ამბობს თორნიკე და მხარზე ხელს ადებს. -ევას არ გაუბრაზდე. -არა..არ ვუბრაზდები.. ალბათ თვითონაც შეშინებულია.. ავიდეთ ჩემთან წამოდით. ეს ეგდოს აქ და აზრზე რო მოვა მერე მივხედოთ. "ყველაფერი გაიგეს" ჩაილაპარაკა ევამ ბიჭების ლაპარაკის მოსმენის შემდეგ. ღმერთო.. რა გაუძლებს ამის ყვირილს... ისევ თავისთვის ლაპარაკობს. იოანე და ბიჭები კი გეგმას აწყობენ, დაცვას აფართოებენ და აძლიერებენ არა მხოლოდ მისი სახლის ტერიოტორიაზე,არამედ ახლომახლო ტერიტორიებზეც საიდანაც შეიძლება შემოსვლა. ბიჭები იოანეს ტოვებენ,ის მისაღებში ჩადის,დივანზე ჯდება და ტელეფონს იღებს,ნაცნობებს ურეკავს ,იტალიასა და საფრანგეთში,რომ ნებისმიერ მომენტში და საჭიროების შემთხვევაში ხალხი გამოუშვან. **** იოანე,სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა.. ეშმაკური სიცილი დასთამაშებს ევას.. დაცვის მიერ მოტანილ ყუთს ხსნის და ათასნაირ თეთრეულს და პენუარას იღებს. მთლიანად შიშველ სხეულზე,მხოლოდ ძალიან გამჭვირვალე ხალათს ვიცვამ,იოანეს საყვარელ წითელ პომადას ვისვამ გამომწვევად და კიბეებს ნარნარით ჩავუყვები. ის ტელეფონსა და საქმიან ქაღალდებშია გართული,დივნის კუთხეში ვჯდები და ჟურნალის თვალიერებას უაზროდ ვიწყებ. იოანე წარბს კრავს,მზერას ნელნელა ჩემკენ აპარებს ვისკის სმით და უკვე მისი ხველება მესმის,ლამისაა დაიხრჩოს. გაკვირვებულ მზერას ვაპყრობ მას და ვითომ "შეშინებული" ვეკითხები.. -ძვირფასო რა გჭირს? ხომ კარგად ხარ??? -ევა... ეს რა..ეს.. ეს რა გაცვია? -რა?რაზე მეუბნები?აა ამაზე? თმას უკან ვიწევ სადაც გამჭვირალე ხალათის მიღმა მკერდი უფრო კარგად მიჩანს. მისი ხმაურიანი ნერწყვის გადაყლაპვა მესმის. -იოანე ტელეფონი გირეკავს,რა გემართება??? ოღონდ ახლა ხარხარი არ ამიტყდეს მეტი არაფერი მინდა. -დიახ,გისმენთ. მისკენ ახლოს მივდივარ ერთ ხელს მუხლზე ვადებ,მეორეთი საროჩკის ღილებს ვუხსნი,ეშმაკურად ვუღიმი თვალებში,თითს ენით ვისველებ და ყელიდან მუცლამდე ჩავუყვები სრიალით,ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ მზერას წამით არ მაშორებს,ქამარს ვუხსნი,შარვლის ელვას ვწევ და ხელს პირდაპირ იქ ვუჭერ. -ღმერთო , ეს თქვა და ამოიხვნეშა. -არა არა,თქვენთვის არ მითქვამს,გისმენთ ,რა თქმა უნდა. ქოშინი და არეული სუნთქვა ერთად დაეწყო. ტელეფონში მე მესმოდა ვიღაცის ლაპარაკი,რომელსაც დარწმუნებული ვარ იოანე არც უსმენდა. ჩემს მიზანს მივაღწიე,ყურთან ტუჩები მივადე და ჩავჩურჩულე -როგორ მიყვარს შენი ამ მდგომარეობაში ჩაგდება,ნეტა იცოდე. სწრაფად ავდექი და კისკისით ავუყევი კიბეებს ჩემს ოთახამდე,მე კი მისი მუქარა მესმოდა. -ევა იცოდე ვერ გადამირჩები!!! ცხოვრება რა თქმა უნდა ისეთი ლამაზი სულაც არ არის,როგორც იოანეს უზარმაზარი სახლი.. არც ეს სახლია წმინდა, სისხლის სუნი აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია..რაც ლამაზი და მომნუსხველია,ხშირად გვაბრმავებს ადამიანებს,ეს არ ვიცი,სამწუხაროა,თუ საბედნიერო მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა... მრვალი მანძილის დაშორებით,ნიკა უკრაინაში იმყოფება,ბინძურ საქმეებს ახლა იქ ხლართავს თავის თანამოაზროვნეებთან ერთად.. რა თქმა უნდა,იოანე და ევა არ გამოკლდებიან მის ბინძურ გეგმებს,და ეს გეგმა პირველ ადგილზეა. შავებში გამოწყობილი იოანე,დავითი,თორნიკე და ვაჩე მეგობრების სასაფლაოზე არიან.. ახლა იქ წვიმს.. მათ გულებში უფრო თავსხმა წვიმა და ქარიშხალია. ეს ქარიშხალი ჩადგება ოდესმე? იქნებ,უფრო ცივმა ზამთარმა მოიცვას იქაურობა,იქნებ,მეგობრების გვერდით ისინიც აღმოჩნდნენ ვინც მათ სანახავად ახლაა მისული? ბედი ადამიანს რას უმზადებს არასდროს იცის. ვინმე ჩაივლის და ამ ახალგაზრდა ბიჭების სასაფლაოს რომ ჩაუვლის,ვერც კი მიხვდება,რა გამოუვლიათ,როგორ დაღუპულა რომელიმე.. ცხოვრება როგორც ტკბილი,ისე ძალიან მწარეა. -იოანე,მოკლედ დაგვირეკეს და ამ საქმეზე ვართ წასასვლელები,შენ რას გვირჩევ?ღირს მანდ ჩვენი ჩარევა? -რას ვიზავთ,წავიდეთ. გიორგი მამაჩემის მეგობარი იყო,ამიტომ ვერ ვაწყენინებ და უარს ვერ ვეტყვი. -"წავიდეთ?" -ხო,რაარის? -შენ აქ დარჩი. ნიკა არასდროს დაგვყვებოდა,რადგან ბოსი არ უნდა დაშავდეს არსად,ის ასეთ საქმეებზე თვითონ არ უნდა დადიოდეს. თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ. -ჯერ ერთი,წლებია მე თქვენთან ერთად დავდივარ ასეთ საქმეებზე და ჩემი სკამის დაკავება იმას არ ნიშნავს,რომ იმ საქმის კეთებას არ გავაგრძელებ რასაც ვაკეთებდი,რომ ვამბობ მოვდივარ,ესე იგი მოვდივარ. მორჩა აქ ზედმეტი ლაპარაკი. -ჰო.. მაგრამ... -არა,ვაჩე. დანარჩენებსაც უთხარი,მანქანა მოიყვანონ და წავედით. იოანეს ნათქვამს ვინ შეეწინააღმდეგებოდა?საშინლად ჯიუტი იყო,ამიტომ იძულებულნი გახდნენ ისიც გაეყოლათ.. იოანემ ძველი როლი მოირგო ისევ,ისევ ის შავი ტანსაცმელი ჩაიცვა,ნიღაბი გაიკეთა და შავი ტყავის კურტკაც შემოიცვა. მანქანაში ჩასხდნენ და საქმეს შეუდგნენ. -ვინმე მათე გელოვანი,ვიღაც ნაბი*ვარი,რომელიც ქალებს და ბავშვებს იტაცებს,საზღვარგარეთ ყიდის და თავის ოჯახს ისე არჩენს ვითომ სუფთა ფულით აჭმევდეს.. სი*ი. -ახლა სად იმყოფება? -განდეგილის ტერიტორიაზე,კუჭავას სახლის უკანა მხარეს რომ შენობაა,აი მანდ. რაღაც ბიზნესს აწარმოებს კიდევ ცალკე, რომ ასე დაიფაროს მისი ბინძური კვალი.. -მოიცა,შენობაში არ არის თორნიკე შეტყობინებას იღებს და მეგობრებს გაკვირვებული უყურებს. ლოკაცია ახლა სულ სხვა ადგილს გვაჩვენებს,მოიცა,მოიცა,აი ეს არის,მანდ შეუხვიე. ბიჭები სახლის კარების ანგრევენ და წამიერად შიგნით ჩნდებიან,მათ წინ ახალგაზრდა ქალი ჩნდება მცირეწლოვანი ბავშვით ხელში რომელიც კივილს იწყებს ნიღბიანების დანახვისას. -მათე სად არის?!! მათე სად არის მეთქი? -ზევით...ზევით ოთახში... ქალი ტირილით პასუხობს.. რა გინდათ,არაფერი დაუშავოთ გთხოვთ.. გთხოვთ... -მათეს გაუმარჯოს.. -ვაა ვაა,სასმელი,მოსაწევი,მათე კაია ცხოვრება?ირონიული ღიმილი დასთამაშებს თორნიკეს სახეზე. -აქ რა გინდათ?რას მერჩით?კანკანლით კითხულობს მათე. -ღმერთმა შეგინდოს ცოდვები,ნაბი*ვარო. ის და მისი მეგობრები შეშინებულები იყურებიან,ზოგი იარაღს ჯიბიდან იღებს,ზოგიც ტელეფონს.. მაგრამ რამოდენიმე წამში გასროლის ხმა ისმის,მათე და მისი მეგობრები ჩაცხრილულები ძირს ყრიან,იისფერი კედლები მთლიანად წითლდება და ოთახში ტყვიებისა და სისხლის სურნელი ერთად იფრქვევა. ბიჭები კიბეებიდან ჩამოდიან,იოანეს წინ პატარა ბიჭი მოდის სათამაშოთი ხელში,რომელიც აცრემლებული თვალებით უყურებს მათ. -მამა მომიკალით? იოანე მძიმედ ყლაპავს ნერწყვს და ნიღაბს ნახევრად იხსნის,ბავშვს უყურებს რამოდენიმე წამით და გარეთ ტყვიასავით ვარდება. -მკვლელებო,მკველებოოო....ქმარი მომიკალით...ქმარი მომიკალით...ახლა როგორ ვიცხოვრო..როგორ ვარჩინო ოჯახი...მეზიზღებით... წადით აქედან ჩქარა.. წადით.. დაგვანებეთ თავიი... მათე...ჩემი მათე... ქალი მთელი მოთქმით ტიროდა და ბავშვებს მთელი ძალით ახლოს იკრობდა. ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და იქაურობა დატოვეს. -დღეს რამე მაგარი დავლიოთ. თქვა იოანემ და მზერა უსასრულობაში გადაუშვა. -დავლიოთ. ერთად შესძახა ყველამ. ****** სად არის ამდენ ხანს.. ღამის ორი საათია..ნერვიულად დავაბიჯებ იოანეს ლოდინში..კარი იღება და იოანე "შემობანცალებს". ევა ძველ ფორმაში ხედავს მას,იმ ფორმაში რითიც მან პირველად ნახა ის,ყველაფერი ახსენდება,გატაცების დღე,ყოველდღე წამება და ტანჯვა,საშინელი გრძნობა ეუფლება და მუცელი ეწვება ტკივილით. ბურუსიდან გამოდის და იოანესკენ გარბის, -იოანე...ფრთხილად,ხელს ვუჭერ და ვცდილობ მკლავზე მოვიკიდო მაგრამ ის იმდენად მძიმეა არც კი გამომდის,თავს ვიკავებ რომ მეც არ წავიქცე,დივნამდე მიმყავს და იქვე ვაწვენ. -ეს რაარის,რა გაცვია.. სად იყავი..ეს..სისხლი? კურტკაზე სისხლი შევნიშნე და მობრეცილი სახით გავხადე ფრთხილად. -წამოდი,შენს ოთახში აგიყვანო,დამეყრდენი. -შენს ოთახში ჯობია... რატომ არ დამხვდი დღეს გამოწყობილი?უაზროდ იცინის, ბურტყუნებს კაცი და საშინელ ღვინის სურნელს აფრქვევს. -მორჩა.. აღარ შემიძლია შენი თრევა იოანე.. ჩემს ოთახში შევიდეთ,აქ დაწექი.. -ძალა უნდა იხმარო? -იოანე გეყოფა. რომ გაიღვიძებ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. იოანე თვალებს ატრიალებს და მოღუშული იყურება. -იმედია მალე არ გამოვიღვიძებ. მზის სხივები ურცხვად იჭრება ფანჯრიდან და იოანეს ედება სახეზე,იშმუშნება და გაღვიძებას ცდილობს. ყვავილების სასიამოვნო სურნელი ცხვირს უწვავს,რომელიც საბანს და ზეწარს ასდის,ეს ევას სურნელია.. ცდილობს ხარბად შეისუნთქოს და შეიგრძნოს. თვალებს ნელნელა ახელს და აქეთ იქით აცეცებს,ევა აქ არ არარის,წელს ზემოთ შიშველი,ჯინსის შარვლით ქვემოთ ჩადის და გოგონას ეძებს. ევა სამზარეულოშია,რძეს სვამს და ნაღვლიანი თვალებით იყურება ფანჯარაში. იო მასთან ახლოს მიდის,შუბლზე კოცნის და სიგარეტს უკიდებს. -კარგად გეძინა იოანე? -რა ირონიაა ევა,რა გჭირს? -სად იყავი გუშინ? -საქმეზე. -და რა საქმეზე იქნებ ამიხსნა? -იმ საქმეზე რაზეც მთელი ცხოვრებაა დავდივარ ევა,რა არის? -მეგონა შეეშვი ამ ყველაფერს! -რას უნდა შევეშვა??ესაა ჩემი ცხოვრება,ან შეეგუე ან არა. -დიდი მადლობა. თვალზე ცრემლი ადგება და ცდილობს შეიმშრალოს,იოანე მხარზე ხელს კიდებს და მასთან ახლოს იკრობს. -კარგი მაპატიე,ზედმეტი მომივიდა. რაც ვარ ეს ვარ,მე ის ვიქნები მთელი ცხოვრება,ვინც შენ გაიცანი ევა. -გასაგებია.. -მიბრაზდები? -არა. -მაშინ მაკოცე. ჩემთვის არასდროს გიკოცნია! გაბუსხული ამბობს და ტუჩებს ბერავს. -უკაცრავად?კარგად გაიხსენე პირველად როგორ მაკოცე შენთვითონ,გიჟივით რომ მომმვარდი,არც მელაპარაკებოდი და დამტოვე იდიოტივით მარტო. -კიდე დიდხანს უნდა დამსაჯო?ბოდიში ხომ მოგიხადე. -ვნახოთ. თვალს ვუკრავ და სამზარეულოს ვტოვებ. რა საშინელი გრძნობაა,როცა ის ადამიანი გიყვარდება,რომლის სიყვარულიც არ შეიძლება,იმაზე გაფიქრება რომ ის გიყვარს და ამავდროულად გტანჯავს სინდისი,რადგან ეს გრძნობები არ უნდა გაგაჩნდეს..რა იქნებოდა,თუ დავითი არასდროს წამოვიდოდა ნიკასგან,თუ ის ისევ იოანეს ადგილას იქნებოდა,შეიყვარებდა ევა მას ისევე როგორც იოანეს?ალბათ აქ ადამიანების ჩანაცვლებას არ აქვს მნიშვნელობა,როცა საკუთარ სულს სხვის სხეულში პოულობ,თუნდაც მრავალი წელი გავიდეს,თუნდაც მრავალი კილომეტრი იყოს დაშორებული. დავითი ახლა იმ საწოლზე ზის,სადაც ევამ გაატარა მთელი წელი და მისი სურნელი დატოვა რომელიც ჯერ კიდევ იფრქვევა ოთახში. როგორ გაუძლოს ამ გრძნობას?როგორ უღალატოს მეგობარს რომელმაც მისთვის სიცოცხლე გაიღო? ან როგორ შეიკავოს თავი,როცა ევა იცინის,როცა ევა ეხუტება,როცა იძახის "დათო",როგორ შეუძლია ასეთ მომენტზე სუნთქვა არ შეეკვრას იმის მიუხედავად რომ იოანე იქ არის? დავითი ამ ფიქრებით თავს იტანჯავს და მარტოა.. უჭირს უკვე იოანეს სახლში მისვლა,უჭირს ევას დანახვა და მისი გადაკოცნა,უჭირს უკვე კითხოს "ევა როგორ ხარ" იმის წარმოდგენა კი ყველაზე მეტად სტკივა,რომ ევა ღამეს იოანესთან ატარებს და მის მკლავებშია მომწყვდეული,მას კოცნის და მას ეფერება.. დარდისა და ტკივილის შემდეგ,ეჭვიანობა კლავს,ყველაზე მეტად ეს გრძნობა უტევს და ეს აწვება საშინლად,მისი მუქი ქერა კულულები და თაფლისფერი თვალები,დიდი წითელი ტუჩები,ლერწამივით ტანი,შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?არც არანაირი იმედი არ არსებობს რომ ოდესმე სხვანაირად შეხედავს ევა,არც არანაირი შანსი,რადგან იოანეს ვერ გადააბიჯებს. დათოს ტელეფონი წკრიალებს და ევას ნომერს ხედავს. ხელები უკანკალებს და ენა უვარდება,ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს და ისე გასცეს ხმა. -ჰო ევა. როგორ ხარ? -დათო,ცუდად.. შენ? -რა გჭირს? -შეგიძლია მოხვიდე? -მოვალ,ახლავე. დათო გაფითრებული შედის იოანეს სახლში,ევა მისაღებში ხვდება და ხელს ჰკიდებს მაშინვე,სამზარეულოში გაჰყავს ჩუმი ნაბიჯებით. -ევა რა ხდება? დათოს გაურკვეველი მზერა სახეზე დასთამაშებს. -დათო..გთხოვ,მომისმინე.. იოანე კაბინეტშია,თუ ჩამოვიდა და მოგვისწრო,უთხარი რომ ახლახანს მოხვედი.. არ მინდა იცოდეს,რომ დაგიბარე. -მეტყვი რა მოხდა? ევა ცრემლებს ვერ იკავებს და ცდილობს ილაპარაკოს. -ერთი წელი გავიდა თითქმის.. დათო..დედა და მამა მენატრება,ძალიან მენატრება.. ჩემი სახლი,ყველაფერი...სულ მესიზმრება,რომ მათ გვერდით ვარ,მესიზმრება როგორ ტირის დედა,რომ ჰგონია ცოცხალი არ ვარ.... დათო გთხოვ,მათი ნახვა მინდა.. იოანეს ვერ ვეუბნები იმდენად დაბრმავებულია ნიკასადმი სიძულვილით.. მეშინია.. მეშინია მას რამე ვუთხრა.. მეშინია რომ ნიკას ემსგავსება.. თვალებიდან ცრემლები ახლა უკვე ნიაღვარივით მოსდის და დათოს სხეულს ეკრობა,მაისურს ცრემლებით უსვლებს და კანკალებს ნერვიულობისგან. დათო თავზე უსმევს ხელს და ცდილობს დააწყნაროს,იმედი მისცეს რომ დაეხმარება. -ევა,არ ვიცი.. მე.. მაპატიე,იოანეს გარეშე ასეთი რაღაც როგორ გავაკეთო? ევა დათოს იშორებს და იმედგაცრუებული მზერით შეჰყურებს. -ანუ არ დამეხმარები? -ევა,იოანეს უნდა სთხოვო ეს.. მე.. არ შემიძლია მის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება.. გამიგე გთხოვ.. ხომ იცი,რაც არ უნდა მთხოვო შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ,უბრალოდ იოანეს არ მინდა ვაწყენინოთ..მასზეც ხომ უნდა იფიქრო? -იოანეს რა ვთხოვო? ჩვენ ჯერ ერთადაც არ ვართ. მზერას აშორებს და ახლა უკვე გულდაწყვეტით ლაპარაკობს ევა..დათოს კი,გულში რაღაც ნაპერწკალი უღვივდება წამიერად მის სიტყვბზე,ერთად არ არიან?კაცი დადუმებულია და ერთ ადგილას დგას ძეგლივით. -კარგი ვეცდები მე დაველაპარაკო,კაბინეტშია? -კი,კაბინეტშია. კიბეებს დავითი ჩამოუყვება,სახეზე გაფითრებული და შეშინებული ევასკენ მიემართება. -ევა,იოანემ თქვა ამოვიდესო. -რა ხდება?! -კაბინეტში გელოდება. ეს თქვა და კაცმა სახლი მაშინვე დატოვა. ევა გაურკვევლობაში ჩავარდნილი თვალებს აქეთ იქით აცეცებს და მასაც შიში იპყრობს. ზევით ადის და კაბინეტში მძიმედ შედის,იოანე მის საპირისპირო მხარეს ზის,სავარძელი ფანჯრისკენ აქვს მიმართული და მხოლოდ მისი სიგარეტის კვამლი მოჩანს. საშინელი სიჩუმეა ჩამოწოლილი,ხმის ამოღებას ევა ვერ ბედავს,მაგრამ არც იოანე იღებს ხმას,ისე ელოდება,თითქოს მისგან მოელის რაიმე პასუხს. -იო... მასთან ახლოს მივდივარ და მხარზე ხელს ვადებ,ხელს მაშინვე მაშორებინებს და ჩემკენ ისევ არ ტრიალდება.. ტანში საშინელი სიმხურვალე მივლის და მუცელი მეწვება. -ესე იგი შენი მშობლები გენატრება,მათი ნახვა გინდა..და ამ ყველაფერს დავითს ეუბნები..საერთოდ არ გრცხვენია?ტონს ნელნელა უწევს,ჩემკენ ტრიალდება და მის მწვანე თვალებს ახლაღა ვუყურებ როგორი ბრაზითა და ზიზღითაა სავსე,რაც მეტ და მეტ შიშს იწვევს ჩემში.. -იოანე მაპატიე...გთხოვ.. -გაჩუმდი!!! დავითს რომ ეთქვა,წაგიყვანო ასე ჩუმად ივლიდი აქეთ იქით არა?? -არაა არა.... ცრემლები მსკდება და ყოველ წამში თვალებზე ხელებს ვიფარებ. -შენ გამო რა არ გავაკეთე??სიცოცხლე გაჩუქე,ჩემთან მოგიყვანე...შენ? შენ რას აკეთებ? ჩემს ძმაკაცს ეხვეწები რო შენები ნახო!!!თან ისე რომ ვერ გავიგო ვერაფერი არა??? -ხოო! ამდენი რამ გააკეთე ჩემთვის.. მრცხვენოდა იოანე.. მრცხვენოდა ეს მეთხოვა.. ვიცოდი ისედაც უარს მეტყოდი.. შენ შემპირდი ყველაფერი რომ ჩაივლიდა მშობლებთან წამიყვანდი მაგრამ იმ ყველაფრის მერე არაფერი არ გითქვამს.. სიტყვაც არ დაგცდენია..როგორ მეთხოვა?როგორ მეთქვა? -ხო,როგორ გეთხოვა,როცა ერთადაც არ ვართ,არა? იქნებ ესაა მიზეზი,შენი სულელური მიზეზი?? რა?ნუთუ დათომ ესეც უთხრა?? -იონე... -გაჩუმდი,გადი აქედან,შენი დანახვა აღარ მინდა.. -ჯანდაბა!!!!ოდესმე გითქვამს რომ გიყვარვარ???გითქვამს ოდესმე?? იმის გარდა რომ ათასნაირ საჩუქარს მიკეთებდი,ყველაფერს აკეთებდი ჩემთვის.. გითქვამს?? არასოდეს!! შენგან არასდროს მახსოვს ეს სიტყვები იოანე... და მე ეს გულს მტკენდა და მტკენს თანაც ძალიან... -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ,ევა, გაფრთხილებ -არასდროს არ გითქვამს ჩემთვის ის სიტყვები რომელიც ასე ძალიან მინდოდა მომესმინა..ნუთუ ასეთი დაუჯერებელია? -ევა გადი აქედან!!!! მისკენ მივდივარ,ვცდილობ შევეხო მაგრამ მხოლოდ მისი მკაცრი მზერა მხვდება და ცივი ხელები,რომელიც ცდილობენ მომიშორონ. -ნუ მეხები!!არ გაბედო! კარს უახლოვდება,აღებს და მანიშნებს რომ გავიდე,სხვა გზა არ დამრჩენია.. გავდივარ და ზურგს უკან კარის ხმამახალ მიჯახუნებაზე ისევ მუცელი მეწვება.. მგონია მიწა ფეხქვეშ მეცლება..სამყარო გაჩერდა ჩემ გარშემო და ვეღარაფერს ვგრძნობ,მხოლოდ ის მინდა რომ გავქრე... რადგან სირცხვილი და საშინელი ტკივილი ერთდროულად მერევა და ამ გრძნობას ვერ ვუმკლავდები. ჩემს ოთახში შევდივარ , საწოლზე ვეხეთქები და მთელი ძალით ვტირი. ორი დღე გავიდა რაც იოანე არ მინახავს,ვერ ვხვდები სახლში საერთოდ არის თუ არა.. მის კაბინეტში ან ოთახში ასვლას ვერ ვბედავ.. ძალიან მრცხვენია მას შევხედო თვალებში...მაგრამ ამავდროულად საშინლად მენატრება მისი ნახვა..მშობლების და საკუთარის სახლის მონატრებით იმდენად დავბრმავდი,ვერც გავიაზრე ჩემი საქციელი,მაგრამ ამას მიხვდება?ამას მაპატიებს?ღმერთო,ალბათ რა საზიზღარი და აუტანელი ვგონივარ...ჩემი იო...გთხოვ დაბრუნდი ჩემთან..გთხოვ.. -ქალბატონო ევა,ვახშამი მზად არის. -მარია,იოანე სადაა? -მე..მე არ.. -მითხარი მარია,გთხოვ მითხარი.. -უბრალოდ დამაბარა რომ გვიან მოვიდოდა.. მეტი არაფერი ვიცი.. -კარგი,შეგიძლია წახვიდე. ტელეფონს ვიღებ და თორნიკეს და ვაჩეს ნომერს ვეძებ.. დათოს არ ვურეკავ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს მასთან ლაპარაკის იმ ყველაფრის შემდეგ. თორნიკეს ნომერს ვკრეფ და გულამოვარდნილი ველოდები მიპასუხოს. -გისმენთ მუსიკის,ქალების და კაცების სიცილის ხმაში ძლივს ვარკვევ მის საუბარს. -თორნიკე ევა ვარ.. -ევა? ხო მშვიდობაა?? -მმ კი. კი. იოანეც მანდ არის? - -თორნიკე? -კი აქარის დაგალაპარაკო? -არა არა ჩემი ხმა ვერც გაიგო,ტელეფონი იოანეს გადააწოდა,იოანესთან კი ვიღაც ქალი კისკისებდა,იოანეც თან ჰყვებოდა,ამ ყველაფრის მოსმენა აღარ შემეძლო და მაშინვე გავთიშე. არა,არ ვიტირებ. არ ვიტირებ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ეჭვიანობამ არ ამიტანოს მაგრამ ამ საშინელ გრძნობას ვერ ვეწინააღმდეგები. საშინლად ვბრაზდები და მინდა ყველაფერი დავლეწო. კამოდზე დალაგებულ ძვირფასეულობებს ერთი ხელის მოსმით ვყრი,სარკეს ძირს ვაგდებ და აქეთ იქით იფანტება მისი ნატეხები მარგალიტის მძივებთან ერთად. ხმაურზე გაფითრებული მარია შემოდის და ძირს იხრება -მარია თავი დაანებე.. -არა ქალბატონო ევა,დავალაგებ ახლავე. ******* -შენ ყველას გვიღალატე ევა..ყველანი დაგვივიწყე,ნუთუ არ გრცხვენია?შენი საქმროც კი ვიღაც მკვლელში გაცვალე.. -დედა??მამა?აქ რას აკეთებთ? დედა!! როგორ მენატრებოდი..დე...დედიკო.. -დედას ნუ მეძახი.. მრცხვენია შენნაირი შვილი რომ მყავდა.. -მეც მრცხვენია,შენნაირი საცოლე რომ მყავდა...გიორგის ბარიტონი ისმის უკნიდან მაგრამ მხოლოდ მისი ლანდი მოჩანს.. -გიო?შენ აქ ხარ? -რა უცებ გამცვალე მკვლელში? -არა.არა....ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ გგონიათ.. დედა,გთხოვ შემომხედე,ასე არ არის გეფიცები..გიო...გთხოვ დამიჯერე..აგიხსნით ყველაფერს.. არ წახვიდეთ..გთხოვთ....დედა....დედა... საშინელი სიზმრიდან რეალობაში ვხვდები,ოფლში ვცურავ და გული ძალიან სწრაფად მიცემს,უკუნით სიბნელეში ვცდილობ ჭიქას დავწვდე წყლის დასალევად მაგრამ ცარიელია,შუქს ვანთებ,ხალათს ვიკრობ სხეულზე და სამზარეულოში ჩავდივარ. საათს ვუყურებ,ღამის ოთხი საათია,მისაღებში სუსტად მოჩანს სინათლე,ნელნელა ვუახლოვდები,სავარძელში იოანე ზის ვისკით ხელში და ლეპტოპში თავის საქმეებს აგვარებს. ძალას ვიკრებ რომ ახლოს მივიდე და დალაპარაკება გავბედო,მაგრამ მაინც ვერ ვბედავ და უკან ვბრუნდები.. ამ დროს კი ტანში ჟრუანტელი მივლის ერთიანად. -რატომ არ გძინავს. ისე კითხულობს რომ ჩემკენ სახესაც არ ატრიალებს. -წყლის დასალევად ჩამოვედი..ლამის კანკალით ვპასუხობ და თვალებს ვერ ვაშორებ..დაჟინებით ვუყურებ იმის იმედით რომ გამომხედავს. -იმდენად შეგძულდი,რომ სახლშიც გვიან მოდიხარ? წარბებს კრავს და ნელნელა მზერას მაპარებს გაკვირვებული...რამ გააკვირვა?რა,ასე არ არის? -შენს თავს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებ,იმიტომ ვაგვიანებ,რომ საქმეები მაქვს.. -რა თქმა უნდა,ძალიან დაკავებული იქნებოდი დღეს ქალებთან გართობით..დიდი საქმეები გქონია!!! -წადი დაიძინე -დიდხანს უნდა ვისჯებოდე?თუ უკვე ფეხებზე გკიდივარ?ისიც არ კმარა რომ არ მელაპარაკები,არაფრად მაგდებ,ახლა ქალებთან ერთობი,იმიტომაც აგვიანებ!! ყველაფერი აგიხსენი,შენ კიდე მაინც როგორ მექცევი იოანე!!! -ევა წადი მეთქი. ისევ დავაბიჯებ სახლში უაზროდ..დღეები იწელება ისე როგორც არასდროს,იოანე საშინლად მსჯის,ეს უკვე ზედმეტია..ხმას არ მცემს,ვერც სახლში ვხედავ ხშირად,კაბინეტში ასვლას საერთოდ ვერ ვბედავ,რადგან უკან გამომაგდებს და ჯერ ჩემი თავმოყვარეობა ისევ მაქვს შემორჩენილი საბედნიეროდ. საშინლად მკაცრი ზამთარი დადგა,თოვლი ყველაფერს ფარავს ირგვლივ. ფანჯრის გაღებისას სიცივე სახეზე მელამუნება და მისი შეგრძნება მსიამოვნებს. ჩემი საყვარელი ხედი აღარ მოჩანს თოვლის გამო,თუმცა ეს სითეთრეც ულამაზესია...ჩემს გულშიც ცივა,საშინლად ცივა როგორც ამ დეკემბერს,მინდა ყველაფერი უკან დავაბრუნო,მინდა მაგრამ არ გამოდის.. არც მაძლევს ის ამის საშუალებას. ყავის ფინჯანს თაროზე ვდებ და გარდერობს ვაღებ ფუმფულა ჯემპრის გამოსაღებად. ვცდილობ რაიმე მოსახერხებელი მოვძებნო,გარდერობის კუთხეში კი პატარა ყუთს ვხედავ. ესეც იოანეს დატოვებულია? ჰმმ.იატაკზე ვჯდები,ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს და ყუთს სწრაფად ვიღებ, ვცდილობ გავხსნა,თუმცა ასეთი მარტივი არ არის,რადგან არც ეს ყუთი ჰგავს იოანეს დატოვებულს ან რაიმე საჩუქარს. ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა გავხსენი და ხელში ძველი ალბომები შემრჩა. პირველ მეორე გვერდზე უცნობი ხალხი მოჩანს,ფოტოები შავ-თეთრია და ვერც ვცნობ ვერავის,ალბომს იქამდე ვშლი სანამ რაიმე საინტერესოს ან ვინმე ნაცნობს არ შევხდები თუმცა ამაოდ. ერთი ალბომი გადავდე და მეორე ალბომის თვალიერება დავიწყე.სურათზე მამაკაცი მეცნო,ეს მგონი იოანეს მამაა,რომელიც კაბინეტში ვნახე იოსთან... ნამდვილად ისაა,ზუსტად იოანესნაირი მკაცრი მზერა აქვს,ჩამეცინა. მეორე გვერდზე კი იოანეს მამა და ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი დგას დიდი მუცლით,მომღიმარი სახით,შავ-თეთრ ფოტოშიც კი ჩანს რომ თვალები უბრწყინავს,ეს იოანეს დედაა?ღიმილით ვშლი ისევ შემდეგ გვერდს,ისევ კონსტანტინე და ის ლამაზი ქალი არიან,კოტე სავარძელში ზის გვერდს კი ლამაზი ქალი უმშვენებს ისევ უზარმაზარი მუცლით.. ახლა მხოლოდ ამ ქალის ფოტოა,სკამზე ზის მოკლე კაბით,ხელი ნიკაპთან აქვს მიდებული და ჩაფიქრებული ზის,ფოტოზე ვცდილობ წარწერა წავიკითხო რადგან ძალიან გაცვეთილია და როგორც იქნა ასოებს ვარჩევ, "კოტეს ,ალექსანდრასგან" მესამე ალბომის თვალიერებას ვიწყებ,სურათს კარგად ვაკვირდები..ღმერთო... არ არსებობს?ეს ხომ.. კარზე კაკუნი მესმის,ალბომებს სწრაფად ვხურავ და საწოლის ქვეშ ვაცურებ,მარია კარს აღებს და გაშტერებული მიყურებს. -ქალბატონო ევა,ალბათ გენდომებოდათ გცოდნოდათ,ბატონი იოანე ბარგს ალაგებს და წასვლას აპირებს ოღონდ სად ზუსტად არ ვიცი.. -რაა????თვალებს ვაფართოებ და პირველ სართულზე მთელი სისწრაფით ჩავრბივარ,იოანეს ვხედავ,ფეხები მებლანდება კიბეებზე და მაშინვე ძირს ვეცემი. იოანე ჩემკენ მოდის,ხელს მკიდებს და ფეხზე მაყენებს. -ასეთი სისწრაფით სად მირბიხარ,მოგსდევს ვინმე? -სად მიდიხარ?ახლა უკვე მარტო მტოვებ?? -მარტო არ იქნები,მარია აქაა,დაცვის ბიჭები აქ არიან,რა გინდა მეტი? -შენ!! შენ მინდა რომ იყო.. შენ მჭრიდები..არ წახვიდე იოანე,გთხოვ. -მორჩი ეხლა ჭირვეულობას,საქმეზე მივდივარ. -საქმეზე კიარა ისევ გასართობად მიდიხარ ალბათ! -თუნდაც გასართობად მივდიოდე,მერე? -იოანე გულს მტკენ...საკმარისია გთხოვ..აღარ შემიძლია ასე ყოფნა..გემუდარები მაპატიე..გთხოვ..აღარასდროს მოვიქცევი ისე სულელურად როგორც იმ დღეს.. მჭირდები,მინდა რომ ჩემ გვერდით იყო.. ძალიან მიყვახარ იოანე,სიგიჟემდე მიყვარხარ მონუსხული და ხარბი მზერით მიყურებს,სუნთქვა უხშირდება,ვერც კი ვხდები რა ემართება ან საერთოდ რაზე ფიქრობს,მოულოდნელად ხელებს მავლებს,ფეხებს ვხვევ და ისევ დაჟინებით მიყურებს,ხელს ყელში მავლებს და მიჭერს, თავს ზევით მაწევინებს,თვალებში მიყურებს და ჩუმად მეკითხება,უფრო სწორედ მიბრძანებს. -გაიმეორე მე ნერწყვსაც ძლივს ვყლაპავ იმდენად მტკივა ყელი და კისერი მაგრამ თავს ძალას ვატან და ვლუღლუღებ -მიყვ..მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ მოულოდნელად ტუჩებზე მვარდება და ხარბად მკოცნის,ხელს ნელნელა მიშვებს ყელზე და ხალათს ერთი ხელის მოსმით მხდის,ხელს მკერდზე მავლებს და მისრესს,კისერში კოცნას აგრძელებს და ჩემს სურნელს ხარბად ისუნთქავს,წელზე ხელებს მიჭერს და იქვე დივანზე მაწვენს. -კიდევ გაიმეორე! -მიყვარხარ,სიგიჟემდე...მითხარი რომ შენც!! -მეც მიყვარხარ!!!სიგიჟემდე მიყვარხარ!! მთელ სხეულს მიკოცნის და თან საროჩკის ღილების შეხსნას ცდილობს,მეც ვეხმარები და კოცნას არ ვწყვეტთ,მინდა მეც ისევე მოვეფერო და ვაკოცო მაგრამ საშუალება არ მეძლევა რადგან სიამოვნებისგან ბურუსში ვარ გახვეული,ნელი აუჩქარებელი სიამოვნებით მავსებს,ვნებას აყოლილები ორივეს ხვნეშა ისმის ერთდროულად. აქოშინებული ზემოდან შიშველ სხეულს დაჰყურებს და მათვალიერებს,ტუჩები ღიმილით ეპობა და ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის. -საოცრად გემრიელი ქალი ბრძანდებით ქალბატონო ევა..იკრიჭება და თმაზე მეფერება. ხელებს მის სახეში ვაქცევ და ლამაზ მწვანე თვალებში ვუყურებ. -იოანე.. მაინც მიდიხარ?გთხოვ..არ წახვიდე.. -საქმე მაქვს ევა.. აუცილებლად უნდა წავიდე,რამოდენიმე დღეში მოვალ გპირდები.. -მეც წამოვალ,შენთან ერთად წამოვალ გთხოვ.. -ასეთ საქმეზე ვერ წაგიყვან ჩემო პატარა..მალე დავბრუნდები,მანამდე ჭკვიანად მოიქეცი,დაგირეკავ ან მოგწერ ხოლმე კარგი? -კარგი.. -მიყვარხარ,წავედი. -მეც.. სამოსს ისწორებს,ბარგს ხელს ავლებს და სახლიდან გადის. საფრანგეთი,პარიზი. იოანე,ვაჩე და თორნიკე აეროპორტიდან გამოდიან შავ სამოსში გამოწყობილნი,გრძელი,შავი პალტოები აქვთ შემოცმული,შავი სათვალე და შავი ქუდი აფარია სამივეს,რომელიც სახეებს ნახევრად უფარავს,სწრაფი ნაბიჯებით სხდებიან მანქანაში და სასტუმროსკენ მიემართებიან. მიზანმიმართლად შეუმჩნეველი,მაგრამ საკმაოდ შესამჩნევები არიან თავიანთი ჩაცმულობით. სამი,მაღალი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცები,რომლებიც სასტუმროს ჰოლის მთელ ყურადღებას იპყრობენ. მათთან ახალგაზრდა გოგონა მიემართება,ნომრების გასაღებს აწვდის და იღიმის. -Bonjour! -Ou est ma chambre? -Troisieme etage! -Merci ma belle! იოანე გასაღებებს აწვდის თავის მეგობრებს და ლიფტში შედიან,მესამე სართულისკენ იღებენ გეზს და საქმეებს უბრუნდებიან. -რა ლამაზი გოგოები ყოფილან ფრანგები ჰა? თვალს უკრავს თორნიკე ვაჩეს და იოანეს და ცალყბად იცინის. -ჯერ საქმე,მერე გართობა. პასუხობს იოანე თითქოს მშობელი მამასავით ტუქსავდეს,გასაღებს კარებს არგებს და ნომერში შედის. ვაჩე სიცილით იფხრიწება და თორნიკეც მას ჰყვება. -რა გაცინებს ბიჭო?გაშტერებული უბრუნდება იოანე ვაჩეს -ძაან დაუნდობელი ხარ შე*ემა,მაგაზე მეცინება. -ჰაა ეხლა,უფროსი არ გააბრაზოთ,ამბობს და თვითონაც სიცილს იწყებს. -დღეს ანტონიოს ვხვდებით? -ჰო. სასტუმროს პირველ სართულზე,როგორც ფრანგებს სჩვევიათ,წვეულება იყო გამართული. ზოგადად,ასე იციან ფრანგებმა და იტალიელმა მაფიოზებმა,როცა საპატიო სტუმარი ეწვევათ ხოლმე,ასე უმასპინძლდებიან,ახვედრებენ ძვირადღირებულ სასმელებს,არნახულ სუფრას და ლამაზ სტრიპტიზიორებს. ანტონიო დიდი პატივით მიეგება იოანეს და თავის მაგიდასთან მიიპატიჟა. -როგორ ხარ იოანე,როგორ მიდის საქმეები?ხომ არაფერი გიჭირს? -არა,რა თქმა უნდა.. მე რა უნდა მიჭირდეს,ახლა თქვენ მითხარით რა საქმე გქონდათ.. -მამაშენივით სულსწრაფი ხარ.. ჩაეცინა კაცს.. ცოტა დავლიოთ,განვიტვირთოთ,ის საქმე მოიცდის ხვალამდე ნუ ნერვიულობ.. -მთავარია მამაჩემის სახელი არ შევარცხვვინო,მე მხოლოდ ამისთვის ვიბრძვი. -ვიცი,შენ ძალიან კარგი ახალგაზრდა ხარ..კოტეს ძალიან ჰგავხარ,ამიტომ სულ მწყდებოდა გული შენზე.. მაგრამ მთავარია ახლა შენ ხარ აქ და არა ნიკა. -ალექსანდრა გახსოვთ? -რა თქმა უნდა..მე,კოტე,მონიკა და ალექსანდრა ყოველთის არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს.. ნეტავ ისევ ახალგაზრდა ვიყო,ნეტავ ისევ კოტეს გვერდით ვიჯდე ახლა.. მაგრამ მეც მალე შევხდები მას იმ ქვეყნად,არა?!იცინის და ჭიქას მაღლა სწევს. -ჯერ ადრეა ანტონიო,ადრე. იოანეც ჭიქას სწევს და ორივე ერთდროულად სვამს. იოანესთან მაღალი,ჟღალთმიანი გოგონა მირბის ქუსლების კაკუნით და უკნიდან ეხვევა,იოანეს ლამის ღვინო გადასცდა და ოდნავ კოსტუმიც დაუსველდა. გაბრაზებული მოტრიალდა მაგრამ სახე მალევე შეეცვალა ქალის დანახვისას. -მელისა?? -იოო!!როგორ მომენატრეე! საძაგელო,ისე ჩამოხვედი,რომ არც კი გამაფრთხილე?! ქალმა ტუჩები მოკუმა და "ცრემლი ჩამოაგორა". -მოკლედ,არ შეცვლილხარ.. -მე რა შემცვლის?! გადაიკისკისა,მხრებზე ხელები მოხვია და კალთაში ჩაუსკუპდა. -მართლა,რატომ აღარ მირეკავ? გეთქვა რომ ჩამოდიოდი! -საქმეზე ჩამოვედი მელისა,მაინც ადრე უნდა წავიდე.. -მერე რა?! ჰმმ.. ქალი ჩაფიქრდა და უცბად ისევ ლაპარაკი წამოწყო. -დანაშაული უნდა გამოისყიდო. -ოჰ,კარგი ერთი? -ჩემთან ხომ ამოხვალ დღეს?! უარს თუ მეტყვი თავს მოვიკლავ.. იოანემ გადაიხარხარა მის სულელურ საქციელზე და ქალი კალთიდან მოიცილა. -ამოვალ,უკანალზე ხელი მოარტყა და თვალი ჩაუკრა,მზერა ისევ ანტონიოსკენ მიმართა და ლაპარაკი განაგრძეს. -ის გოგო როგორ არის? ანტონიომ იკითხა და ნაფაზი ჩაარტყა,იოანე შეცბა მის კითხვაზე,ამას ნამდვილად არ ელოდა,ჭიქა ვისკით აავსო და პასუხი არ დააყოვნა. -კარგადაა. თქვა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ევას გახსენებისას,მათ დამშვიდობებაზე კი ეკლებმა დააყარა და მაშინვე ტელეფონს დახედა. -იოანე,როგორც მამა,ისე გირჩევ..ახლოს მიიწია იოანესკენ და საუბარი დაიწყო. -ჩვენი ცხოვრება იმდენი რისკითაა სავსე,ღმერთმაც არ იცის როდის რა მოხდება..მკვლელებს და მაფიოზებს არ გვაქვს ის ცხოვრება,როგორიც ჩვეულებრივ ხალხს..იცი შენ.. ამიტომ,უნდა გავუფრთხილდეთ იმათ,ვინც გვიყვარს. მხარზე ხელი დაარტყა და კონვერტი გაუწოდა,იოანეს ეგონა კონვერტში ის ეწერებოდა,რა საქმესაც ანტონიო სთხოვდა შესასრულებლად,თუმცა ამაოდ, ფურცლის ნაკეცები გაშალა და მისთვის უცნობი მისამართი ამოიკითხა. -ანტონიო,ეს რა არის? -ეს.. ეს შენი ნახევარძმის მისამართია.. ნიკას მისამართი.. იოანე,შენი გადასაწყვეტია რას იზავ,ცოცხლად დატოვებ თუ არა,მაგრამ მინდა ისე მოიქცე,არასდროს არ ინანო შენი გადაწყვეტილება.. ახლა კი დაგტოვებ,მონიკა მელოდება ბავშვებთან ერთად,არ უყვარს გვიან რომ მივდივარ სახლში.. აბა შენ იცი.კაცმა ქუდი დაიხურა და ჰოლი დატოვა. იოანეს ხელში ფურცელი რამოდენიმე წუთი ეჭირა და ასე გაშტერებული შესცქეროდა,მას,ვისაც ამდენი ხანი ეძებდა,იპოვა.. ახლა რას იზავს?მოკლავს ნიკას?შეარჩენს თავისი მეგობრების სიკვდილს?ახლა,ზუსტად ის დღე უტივივტივდება გონებაში,სისხლით გაჟღენთილი სასახლე,მეგობრების გვამები აქა-იქ "გაბნეული", უტას სახე და საფეთქელიდან მჩქეფარე სისხლი,მისი მეგობრების საფლავები..ტანში სიცივე უვლის ერთიანად და ხელები უკანკალებს ამ ყველაფრის გახსენებაზე,შუბლზე ძარღვი ებერება და მთელი სხეული ეძაბება,თითქოს ვულკანი იყოს და სადაცაა იფეთქებდეს. ანტონიოს სიტყვები გონებაში უტრიალებს "მინდა ისე მოიქცე,არასდროს არ ინანო შენი გადაწყვეტილება" იოანესთვის კი ორივე გადაწყვეტილება სანანებელი იქნება.. ნიკას ცოცხლად დატოვება და ამავდროულად მისი სიკვდილიც..მაგრამ იოანე თავის საყვარელ ადამიანებს ვეღარ ჩააგდებს საფრთხეში,ამიტომ იმ რთულ არჩევანს მიუყვება,რომელიც ყველაზე სამართლიანი და ამავდროულად ძალიან რთულია. იოანე ნომერში შედის და პალტოს ქალი ხდის.. -დაიღალე საყვარელო? კითხულობს მელისა და ვნებაამღვრეული თვალებით შეჰყურებს. -ძალიან,თვალებს ხუჭავს და სავარძელში ეშვება,მელისა მასთან ახლოს მიდის და საროჩკის ღილებს ხსნის. -გინდა დაგავიწყო ყველა პრობლემა?კითხულობს და კოცნას არ წყვეტს. იოანეს ჩაეღიმა და თვალებში შეხედა.. -თუ შეძლებ,რატომაც არა? იოანემ ღრმად ჩაისუნთქა,როდესაც ქალის ტუჩები იგრძნო მის ასოზე.. ხელი თმაზე დაქაჩა და ჩუმად ამოიკვნესა. როდესაც ქალი თავის საქმეს მორჩა,კაცმა მჭიდროდ მოჰკიდა ხელები და საწოლზე დაახეთქა,ცხოველივით ეცა და ჟინი დაიკმაყოფილა. სიმართლე კი მხოლოდ ის იყო,რომ ყოველი ქალის შეხებაზე,მხოლოდ ევა ახსენდებოდა,მხოლოდ იმას წარმოიდგენდა, რომ ევას დიდი , ნაზი ტუჩები ეხებოდნენ მას,მის სხეულზე მხოლოდ ევას გრძელი,ნატიფი თითები მოძრაობდნენ,მხოლოდ მისი მუქი ქერა კულულები ეხებოდა მკერდზე,ის კი იმასაც აცნობიერებდა,რომ ევაზე ტკბილი არავინ შეხვედრია და ყოველი სექსის შემდეგ ხვდებოდა თუ როგორ განსხვავდებოდა ევა სხვა ქალებისგან. -ტელეფონი გადმომაწოდე,თქვა იოანემ და სიგარეტს მოუკიდა. მელისა ტელეფონს დასწვდა და წარბშეკრულმა გახედა საყვარელს. -ეს გოგო ვინ არის? -არაა ეგ შენი საქმე,ადექი რა ჩაიცვი,საქმეები მაქვს. -სხვა საყვარელია??? -მელისა!!! იოანეს თვალები აენთო და გაავებულმა შეხედა მას. -ხომ იცი რომ ჩემსავით უსაზღვრო სიამოვნებას ვერავინ მოგანიჭებს,რატომ არ აღიარებ? -ადექი სანამ აქვე მოგკალი. ქალმა გადაიკისკისა,იოანემ კი გაკვირვებული მზერა მიაპყრო,ანუ ჰგონია არ იზავს?!კაცმაც თავი გააქნია და ირონიულად ჩაიცინა. -ჰო კარგი,კარგი...როდის მიდიხარ? იოანეს სარკიდან გახედა და თან ჩაცმას შეუდგა. -ამ დღეებში.. -აღარ მნახავ? -გნახავ,როცა ჩამოვალ ხოლმე. -კარგი,იმედია პატარა გოგოებში არ გამცვლი! საჩვენებელი თითი დაუქნია და სასაცილოდ ბრაზიანი სახე მიიღო. თბილისი. -ხომ იცი,ამას არ შევარჩენ... შენ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყავი,დღეს,გუშინ.. სულ.. შენი ძმების,თორნიკეს,ვაჩეს გვერდით..ვიცი ახლა რამეს იტყოდი,ისევ ღადაობას დამიწყებდი სრუილად სერიოზულ თემაზე და ამაზეც მეტყოდი დაიკიდეო,მხარზე ხელს შემომარტყავდი , მაგრამ მე არ ვარ ასეთი.. ხომ იცი არა?შენი სისხლის სუნი ჯერ კიდევ ჩემს სახლში ტრიალებს.. მე კი ამ სისხლის დამღვრელს არ ვაპატიებ,არ დავტოვებ ცოცხლად..ზუსტად იმ ადგილას ვესვრი,სადაც შენ გესროლეს, ბოთლს იკიდებს და ერთიანად ცლის იოანე,უტას საფლავს ხელს უსმევს და თვალებზე ცრემლი ადგება.. აი,შენი ძმებიც აქ არიან,იოანე თვალს ავლებს მეგობრებს რომლებიც დგანან და სინანულით დაჰყურებენ ძმების საფლავებს,განსაკუთრებით კი უტასას. იმედია,სადაც ხარ,მშვიდად ხარ და არ გტკივა...მე გპირდები,რომ ნიკას საფლავიც კი არ ექნება..გპირდები,შენს სისხლს არავის შევარჩენ უტა...ჩვენ,არცერთი არ შევარჩენთ... შურისძიების დრო დგება. ****** -ქალბატონო ევა,ბატონი იოანე ჩამოვიდა. -რაა???? ევას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა,ყავიანი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და მთელი სისწრაფით ჩაეშვა კიბეებზე,სადაც იოანე იდგა,მაშინვე ზედ მიეკრო და ძლიერად ჩაეხუტა. -იოო! -რამდენჯერ გითხარი ასე სწრაფად ნუ ჩამორბიხარ თქო! ქაჯი ხარ? ჩაეცინა და მის ტუჩებს დაეწაფა. -ხო,ამდენი ხნით მარტო დამტოვე ხოლმე და კიდევ მე ვიქნები ქაჯი! -ეს შენ მოგიტანე,პატარა კოლოფი გაუწოდა და ევამ თვალები გააფართოვა. -ეს რაარის?? -მოდი,გაგიკეთებ,ოღონდ მომეხმარე და თმა აიწიე. -კისერზე ულამაზესი კულონი შემოახვია პატარა ბრილიანტის თვლით რომელიც გულის ჩარჩოში იყო ჩასმული. -იოო,რა ლამაზიააა... თან ისეთი მძიმე და ბებრული არაა,რაც გიჩუქებია.. გემოვნება დაგეხვეწა??ენა გამოყო და დაიჯღანა. -ამას უყურე ერთი! ესე იგი არ მოგწონდა ჩემი საჩუქრები ქალბატონო?! -ნუუუუ... მმმმ...ისე რააა... -აჰაა,ესე იგი ისე რაა?!! ევას კისკისი ბოლო ხმაზე ისმოდა,როცა იოანემ მხარზე გადაიგდო და უმაწყალოდ იქნევდა ფეხებს აქეთ-იქით. -გასწავლი ჭკუას! -ხელს ხომ არ გიშლით? "მყუდროება" თორნიკემ დაარღვია,მის უკან მდგომ ვაჩეს კი ლოყები ებერებოდა სიცილის შეკავებისგან. "ჭკუას გასწავლი,დამაცადე!" თითის ქნევით მზერა გააყოლა ევას რომელიც კიბეებზე ასვლას აპირებდა. -სალაპარაკო გვაქვს.. -კარგი..დაგტოვებთ, თქვა ევამ,და კიბეები აირბინა. -რაც მალე გვეცოდინება,მით უკეთესი. საქმეს როდის შევუდგეთ? -დღეს დავისვენოთ. ხვალ დილით კი გეგმის განხორციელებას შევუდგეთ... იარაღები სარდაფშია,გადაათვალიერეთ,მეც მოგვიანებით ჩამოვალ. -კაი,წავედით მაშინ. ******** კარები გაიღო და იო შემოვიდა,ღიმილი ყურებამდე ამივიდა და ძლიერად ჩავეხუტე,მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია და არაამქვეყნიური გრძნობებით ავივსე. -ძალიან მოგენატრე? იკითხა დიდი ინტერესით იოანემ და მწვანე თვალები მოჭუტა. -არა თქო,რომ გითხრა ღირსი ხომ ხარ? -არც მე,საერთოდ არ მომნატრებიხარ. ერთი წამითაც არ მიფიქრია შენზე,თქვა და თავი გაატრიალა. წამიერად გავბრაზდი და შუბლი შევკარი,ჩემს რეაქციაზე სიცილი წასკდა და გადაიხარხარა. ლოყებზე ხელი მომიჭირა და ჩემს ტუჩებს ეძგერა. -როგორ მომენატრა ეს გემო... აი ამ კანის და თმის სურნელი... თითები კისერზე ჩააცურა და სველი კოცნა დამიტოვა. -კიდევ რა მოგენატრათ ბატონო იოანე?! -კიდევ?ჰმმმ.. თვალები ქვევით დახარა და ღილები შეხსნა,მკერდს ხელით შეეხო და მოუჭირა,მე კი ამას ვერ გავუძელი და ამოვიკვნესე. -კიდევ აი ეს ხმა მომენატრა.. თქვა და ისევ ტუჩებზე მწვდა.. ხელი ნელნელა ქვევით ჩააცურა და წამებში ტანსაცმლის გარეშე დავრჩი. მთელ სხეულზე ვიგრძენი მისი ცხელი და რბილი ტუჩები,მკერდზე,მუცელზე,ფეხებზე,ყელში. მისი ტუჩებითა და ენის სრიალით ვნეტარებდი.. მის ზემოთ მოვექციე და მთლიანად შევიგრძენი ის,მისი ხელები ჩემს მკერდზე მოვათავსე და თავი გადავწიე უკან,ნელა და აუჩქარებლად ვტკბებოდით ერთმანეთით,ერთმანეთში ვიყავით ჩაფლულები და ამ სამყაროს მოწყვეტილები. -იო,შენთვის საჩუქარი მაქვს... გულამოვარდნილმა ძლივს ამოვილუღლუღე. ინტერესით სავსემ მზერა მომაპყრო და თქმის გარეშე მივხვდი,ელოდებოდა რას ვუპასუხებდი. ზეწარი მოვიხვიე და კარადა გავაღე,ის პატარა ალბომი ავიღე ,რომელიც იმ დღეს შემთხვევით ვიპოვე და ალბომიანად საწოლში ჩავხტი. იოანეს მკლავებში მოვექციე და ალბომი მის წინ გავშალე,სადაც ალექსანდრას,დედამისის ულამაზესი ფოტო იყო. -მახსოვს მეუბნებოდი,დედის ფოტოები არ მაქვსო,მე კი აქ,ამ ოთახში სრულიად შემთხვევით ვიპოვე იო.. იოანე საწოლზე წამოჯდა და მომღიმარი სახით დაიწყო ალბომების შლა.. დედის ფოტოებს განცვიფრებული უყურებდა,შემდეგ იმ ფოტოს,სადაც კოტესთან ერთად ორსული იდგა,პატარა ბავშვივით იღიმოდა და ბედნიერებისგან თვალები უნათებდა. -ევა ეს როგორ იპოვე? -აქ იყო...ამ კარადაში..გაგიხარდა? -რა თქმა უნდა... მადლობა ევა...მადლობა...ვერასდროს წარმოვიდგენდი აქ თუ იქნებოდა.. მადლობა საყვარელო... ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა ისე, რომ ალბომისკენ თვალი არ მოუწყვეტავს. -ევა.. -ჰო? სახე ხელებში მოვუქციე და მისი ყურებით ვეცადე მაქსიმალურად დავმტკბარიყავი. -ხვალ უნდა წავიდე.. მოსკოვში.. ხელები ნელნელა თავისით გამეშვა,მომღიმარი სახე გასწორდა და თვალებმა ციმციმი შეწყვიტა.. -რაა.. ისევ მიდიხარ? არაფრის მთქმელი და უიმედო მზერით გავხედე .. პასუხს არ დაველოდე,მის საპირისპიროდ გადავტრიალდი და თვალებზე ცრემლი მომადგა.. -ევაა... კარგი რა,მომისმინე გთხოვ.. საქმე მაქვს ძალიან სერიოზული.. -რა საქმე იოანე? კიდევ ვინმე უნდა მოკლა? მისი პასუხი არ გამიგია და უკვე ყველაფერს მივხვდი,მაგრამ მსხვერპლი ვინ იყო,იმას არა , რა თქმა უნდა.. -ვეცდები დავბრუნდე. თვალები გავაფართოვე და შეშინებულმა გავხედე -ეცდები? -უფრო სწორედ,ვეცდები..მალე რომ დავბრუნდე... ამის თქმა მინდოდა.. -იოანე მაშინებ...არ წახვიდე,გემუდარები.. -ევა ხომ იცი მაინც რომ წავალ.. -მაშინ მეც წამიყვანე!ასე მშვიდად ვიქნები. -ევაა არ შემიძლია! -იოანე გთხოვ,წამიყვანე. შენს გარეშე არ მინდა ,გთხოვ. იოანემ ღრმად ამოისუნთქა, თავი კედელს მიადო და მზერა უსასრულობისკენ მიმართა. მე ვერც კი გავაანალიზე,როგორ სწრაფად ჩამეძინა მის მკლავებში. ****** ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ,თვალებს რამოდენიმეჯერ ვახამხამებ რომ უფრო კარგად შევძლო რეალობის ასახვა,ხელები მტკივა,ფეხებიც,რადგან ვხვდები რომ გაკოჭილი ვარ,პირზე კი წებოვანი ლენტი მაქვს აკრული,ვფორიაქობ,ისტერიკა მეწყება,სახე ცრემლებისგან სულ მისველდება და ვცდილობ ამ საშინელი ლენტის მიუხედავად ვიყვირო და ვინმემ რამენაირად გაიგოს ჩემი ხმა,ვყვირი,ძალას ვატან თავს,ყვირილი ღმუილს უფრო ჰგავს,ყველაფერი მახსენდება,გასული ღამე...იოანე...ღმერთო,არა... ისევ ხმები,ისევ საშინელი ხმები,პოლიციის სირენა,არა...არა..არა.. მადლობა ღმერთს,ეს იოანეს ხმა მესმის...მეჩვენება? არა..ის არის.. იოს ხმა მესმის როგორც იქნა...იო გთხოვ მოდი.. იო.... ბოლოს კი,შემზარავი გასროლის ხმა,რომელიც სიჩუმის წყვდიადს ასადგურებს გარეთ,თვალებს ვაფართოებ,არც კი ვახამხამებ,ვეღარ ვყვირი,ვეღარ ვინძრევი..ერთ ადგილზე ვარ გაყინული,თითქოს ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლიც მახმება,მისი ხმა აღარ მესმის.. ის..არა..იოანე!!!!არა!!!არ დამტოვო!!!იოანეე..... ******* -ევაა,ევა.. საყვარელო,გაიღვიძე.. ევა.. ყრუდ ჩამესმის იოანეს ხმა,ნელნელა ახლოვდება მისი ბგერები და უფრო მძაფრად მესმის,მის შეხებასაც ვგრძნობ,როგორც იქნა,რეალურ სამყაროში ვახელ თვალებს და მაშინვე იოანეს ვეხუტები. -ევა რა დაგემართა კარგად ხარ??! -საშინელი სიზმარი ვნახე..საშინელი... ყელს ცრემლებით ვუსველებ და ვსლუკუნებ. -კარგი დაწყნარდი,აქ ვარ.. როგორ შემაშინე..სულელო -იო არ წახვიდე არსად გეხვეწები,გთხოვ..არ დამტოვო მარტო... -კარგი ევა რა...ხომ ვილაპარაკეთ ამაზე? -მაშინ მეც წამოგყვები იქ,სადაც მიდიხარ! -ევა. მორჩა ამაზე ლაპარაკი,ნიკაპზე ხელს მკიდებს და მისკენ მწევს საკოცნელად,მაგრამ მაშინვე ხელს ვკრავ. -არა!არ მორჩა,იოანე!იცოდე,მეც მოვდივარ! არ მაინტერესებს!მარტო არ წახვალ და მეც შენთან ერთად ვიქნები! -ევა შენ არ გესმის რომ ესეთ რისკებზე ვერ წავალ???შენს სიცოცხლეს რომ საფრთხეში არ ჩავაგდებ არ გესმის?!! -შენი ყვირილის გგონია მეშინია??მეც შენთან ერთად წამოვალ!მხოლოდ შენ არ წყვეტ ყველაფერს! -ევა! საჩვენებელი თითი ჰაერში დარჩა გაშეშებული,ლაპარაკი შეწყვიტა,პირი მოკუმა და ასე გაბრაზებული მიყურებდა რამოდენიმე წამი. -არც ეგ მკაცრი სახე შემაშინებს! ხელები გადავაჯვარედინე და თავი მეორე მხარეს გავწიე. თავი გააქნია,საწოლიდან ადგა და მოწესრიგებას შეუდგა. -ბარგს ჩავალაგებ,ვთქვი და პრიალა ხალათი შემოვიკარი,ლილი შემოვიდა საუზმით და თვალებ გაფართოებული,დარცხვენილი ისევ უკან გაბრუნდა იოანეს დანახვისას. -ლილი შემოდი,დავუძახე და საუზმე გამოვართვი. თვალებდახრილი უკან გავიდა და კარი მიიხურა. -გშია? ვკითხე ჩემს სერიულ მკვლელს რომელსაც ზუსტად მკვლელის სახე ჰქონდა. -იო,არ გშია? მარია გემრიელ ტოსტებს ამზადებს არაჟნით,მოდი რა..ვისაუზმოთ. თვალები გადავატრიალე მის ურეაქციობაზე,აშკარად გაბრაზებულია,ასე იცის გაჩუმება და ისე მოქცევა თითქოს იქ არ ვარ,მაგრამ არაუშავს,მიეჩვიოს,რომ მხოლოდ თვითონ ვერ გადაწყვეტს ყველაფერს. -იოანე,ხმა მთელი ცხოვრება რომ არ ამოიღო,იცოდე მაინც წამოვალ. ახლა თვითონ გამომხედა,თვალები გადაატრიალა ზუსტად ისე როგორც მე ვაკეთებ ხოლმე,თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან. ტოსტი გავუწოდე და ჩემივე ხელით პატარა ბავშვივით ვაჭამე. -ხომ გემრიელია? თავი დამიქნია და ლოყაზე მაკოცა. -მოვემზადები,მალე გამოვალ. გავძახე საძინებლიდან გასვილისას. -ყალბი პირადობა დაგვჭირდება შენთვის,მაგრამ მოვაგვარებ მალევე,შენი პირადობით ხომ ვერ გავალთ ქვეყნიდან... -კარგი. -ევა -ჰო? -შენ რომ რამე დაგემართოს ჩემს თავს არ ვაპატიებ,ყველაფერს გავანადგურებ,გესმის?? -იოანე,შენ რომ რამე დაგემართოს,როგორ ფიქრობ მე ვაპატიებ ჩემს თავს?გგონია გავძლებ შენს გარეშე? შენ თუ არ მეყოლები გვერდით,სიცოცხლე რათ მინდა? -მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.. შენ ყველაზე ლამაზი მოვლენა ხარ ჩემს ცხოვრებაში. ******** მისაღებში ჩავედი,ბარგი დაცვამ გამომართვა და მანქანაში ჩაალაგა,ეზოში თორნიკე და ვაჩე იდგნენ,იქვე შორიახლოს უცხო მანქანა დავინახე,უცნობ ტიპს დავაკვირდი რომელიც უცნობი კიარა,დათო იყო. საშინლად მოუწესრიგებელი ჩანდა,ცისფერ თვალებზე ქერა თმა ჰქონდა ჩამოყრილი,წვერი გაზრდილი და ოდნავ გამხდარი იყო,არც კი ვიცი ასე რამ შეცვალა,ყველას მიესალმა,ბოლოს მე,იოანეც მალევე ჩამოვიდა რამოდენიმე ბიჭთან ერთად და შავ BMW-ებში ჩავსხედით. იოს შეეძლო უამრავი ფირმის მანქანა ჰყოლოდა,ულამაზესი და უძვიფასესი,მაგრამ ყველაზე მეტად მისი შავი BMW მიყვარდა.. მხოლოდ ეს მანქანა მახსენებდა მის თავს,ალბათ ესაა მიზეზი. ამ მანქანით მიმათრიეს ნიკასთან,ამ მანქანით წავედი იოანესთან,ამ მანქანით წამიყვანა დათოსთან როცა მმალავდა,ამ მანქანით მოდიოდა ჩემს სანახავად.. იოანეს ვუყურებ და მხოლოდ იმას ვფიქრობ,როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს?ასე მგონია ვერ გავუძლებ ამ გრძნობას და გავსკდები,ნაწილებად დავიშლები,ალბათ ვისაც ძალიან ჰყვარებია,მხოლოდ ის თუ მიხვდება.. მაგრამ,როგორ უძლებს ხალხი ასეთ სიყვარულს?როგორ იტევთ გულში? ნეტა ვიცოდე და ვუმკლავდებოდე,მაგრამ არ შემიძლია...თქვენ როგორ შეგიძლიათ ამას გაუძლოთ?ერთ წერტილს ვაშტერდები და ვცდილობ აჩქარებული გულისცემა დავიმშვიდო. იოს ხელი მოვკიდე და თავი მხარზე დავადე. -დათო რატომ მოდის? თქვენ შეხვედრებზე ის ხომ არ დაგყავთ,არც საქმეების მოსაგვარებლად. -ახლა სხვა შემთხვევაა ევა. -რა სხვა შემთხვევა? -ახლა ნიკას სანახავად მივდივართ და იმიტომ. თვალები შუბლზე ამივიდა.. ნიკას "სანახავად?" თავში ათასმა აზრმა გაიფრქვია..მისი სახელის ხსენებაზე კი ჟრუანტელმა დამიარა.. მაშინვე ჩემი სიზმარი გამახსენდა და საშინელ ხასიათზე დავდექი,იოანეს უფრო მჭიდროდ მოვეხვიე და აეროპორტისკენ მიმავალ გზას მივაპყარი მზერა. ****** თვითმფრინავით მგზავრობა ევასთვის პირველი ცდა იყო,როცა თვითმფრინავი აფრინდა და მიწას მოშორდა,ევა აღტაცებისგან თვალებს აცეცებდა და გულზე ხელს იდებდა,ბავშვივით კრთებოდა და ეშინოდა კიდეც,იოანე კი ცდილობდა ჩუმად გაეცინა,პირზე ხელს იფარებდა,მაგრამ ვერ იკავებდა,ევაც ბრაზდებოდა და მუჯლუგუნს სთავაზობდა. მთელი მგზავრობა ევას დაცინვაში და გაბუტვაში მიმდინარეობდა,თორნიკე და ვაჩე კი სკდებოდნენ ცალკე სიცილით,როგორი სხვანაირი იყო შეყვარებული იოანე,ევას რომ გააბრაზებდა,ევა გაიბუტებოდა და ამხელა "სერიული მკვლელი" კაცი როგორ ცდილობდა შემორიგებას,ხან რა თბილი სიტყვებით შემოიფარგლებოდა,ხან რა სასწაულად აუხსნიდა სიყვარულს,ბიჭებისთვის კი ეს ძალიან სასაცილო იყო. დავითი მზერას ევას აპარებდა მთელი მგზავრობა,მაშინვე სახე ეცვლებოდა როცა იოანე ეხვეოდა და კოცნიდა ქალს, ევას შეყვარების შემდეგ დავითში საშინელმა ეგოისტობამ დაისადგურა,თითქოს დაავიწყდა ის მეგობრობა,ის ურთიერთობა რაც მათ ამდენი წელი აკავშირებდათ მას და იოანეს. თვითმფრინავი როგორც იქნა დაეშვა,ევას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როგორც იქნა მოწყდა ცაში ყოფნას,ყველანი ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ და ნომრებში დანაწილდნენ. ოთახში შესვლისთანავე ევამ ბარგი კარებთან მიყარა და ნომრის თვალიერება დაიწყო,ვერანდაზე გავიდა სადაც უკიდეგანო ხედი იშლებოდა,იოანეც მასთან გაჩნდა წამებში რომელიც უკნიდან მიეკრო და თავი ჩარგი მის კისერში. -არ მოგწონს ხო აქაურობა? -აქ წამოსვლის მიზეზი უფრო არ მომწონს იო.. ქალი შეტრიალდა და მის პირისპირ დადგა,იომ თმა ყურთან გადაუწია და ჩაეღიმა. -დავისვენოთ და მერე საქმეზე წავალ. -დღესვე? -ჰო,ევა..დღესვე. მაშინვე რომელიღაც ბარგს დასწვდა და რამოდენიმე იარაღი ამოიღო. -იოანე ეს როგორ წამოიღე?? თვალებ გაფართოებული ვუყურებ და ცდილობს მზერა ამარიდოს. -კი,მაგრამ ბარგები შეამოწმეს..ყველაფერი.. როგორ.. იოანე..ძალიან მანერვიულებ. -ევა,დამშვიდდი კარგი? სახე ხელებში მოაქცია და შუბლზე მაკოცა. სააბაზანოში შევალ - გამომძახა და საძინებელი დატოვა. მუხლებზე დავდექი და იარაღებს თვალიერება დავუწყე,სიმართლე გითხრათ,ძალიან ლამაზი იარაღები იყო,რაღაცნაირი ხიბლი ჰქონდა,განსაკუთრებით როცა დათო მასწავლიდა სროლას,სროლის მომენტი იყო სასწაული,აუღწერელი ადრენალინი გამოიყოფა ამ დროს,რაღაცნაირ მუხტს გრძნობ და ბედნიერებას მაშინ როცა მიზანში არტყავ ტყვიას. ფიქრები ჩემმა სიზმარმა გაფანტა,გამახსენდა ყველაფერი,ის საშინელი სიზმარი რომლისაც ასე სასტიკად მეშინია არ ახდეს..ნიკას გახსენება კი საერთოდ მზარავს...როცა მახსენდება ყველაფერი,ჩემი იო,როგორ იტანჯებოდა,როგორი ნაცემი და ნაწამები ვნახე მაშინ,რომ გამოვიპარე.. ისევ ბარგს დავყურებ,აქ რამდენი იარაღია..თვლას ვიწყებ,ერთ-ერთს ვიღებ,ტყვიებით ვტენი და ჩემს ჩანთაში ვმალავ,ბარგს ვკრავ და თავის ადგილას ვდებ. ჩანთის დამალვას ვცდილობ როცა იოანე გამოვიდა აბაზანიდან,წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული,ერთი ხელით თმას ისწორებდა და თან იღიმოდა. -რას მალავ? იკითხა გაკვირვებულმა და მზერა ჩემს ჩანთას მიაპყრო. -რას უნდა ვმალავდე?თავს ვიშტერებ და ვცდილობ ღიმილი ავიკრა. სახე უსერიოზულდება და ორ წამში ჩემს წინ ჩნდება. -ჩანთა მომეცი. -ძალიან გაინტერესებს ქალის პაკეტები დაათვალიერო?? -რა?? -ხო,აქ მიდევს ისეთი რაღაცეები რაც მჭირდება ხოლმე,აბა შენ რა იფიქრე? -ჰო,კარგი. ჩაეცინა და ლოყაზე მიჩმიტა,ღმერთო..კიდევ კარგი. შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და გული დავიმშვიდე რომელიც ლამის ამოვარდნას იყო. **** იოს მთელი სიყვარულით დაეწაფა ევა ტუჩებზე,ძლიერად მოეხვია და მხოლოდ ის სთხოვა,რომ მალე დაბრუნებულიყო,ცოცხალი და უვნებელი. იოანე წავიდა. ევა ოთახის კუთხეში ჩაიკეცა და აქვითინდა. ნიკას ტერიტორიისკენ მიმავალ ახალგაზრდებს იმის იმედი სულ არ ჰქონიათ რომ ცოცხლები დარჩებოდნენ,მაგრამ სიტყვა სიტყვაა. სისხლი სისხლია. იოანე არავის არასდროს არაფერს არჩენს. და არცერთი სერიული მკვლელი,როგორი სიყვარულითაც არ უნდა იყოს მათი გული ავსებული,მკვლელი მკვლელია,მიზანი ერთია და ცხოვრების რითმი არასდროს შეიცვლება. არასდროს. ნიღბიანები შენობაში იჭრებიან,ისევ. ისევ იარაღების გადატენის ხმა ისმის,ისევ ჩახმახზე ხელის გამოკვრა,ისევ მუქარა და მისი სახელი.. "ნიკა სად არის" ისევ ურიცხვი ტყვიები ეჩეხება ერთმანეთს,ისევ ბრძოლის ველი იშლება თითქოს,ისევ სისხლის დიფუზია ჩნდება ჰაერში,ისევ მეგობრების კვნესა და მათი დაჭრილი ხელ ფეხი. იოანე მთელი სისწრაფით არბის კიბეებზე,იარაღს პირდაპირ ნიკას უმიზნებს სახეში,რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობს და მაშინვე ძირს უვარდება. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ისევ მის ნაბი*რულ მზერას ასწორებს. -დაგპირდი,გიპოვი მეთქი -ძმას ასე ხვდები იოანე?ჩამოჯექი,ხელი სკამისკენ გაიშვირა,იოანემ ჩახმახს ხელი გამოჰკრა რამოდენიმეჯერ და კედლები ტყვიებით აივსო ნიკას უკან. -კარგი კარგი,მშვიდად..აკანკალებული,იოანეს დამშვიდებას ცდილობს და წინ ხელებს სწევს შესაჩერებლად. -სანამ მესვრი და სიცოცხლეს გამომასალმებ,იქნებ ევასთვის დაგერეკა? იოანე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის,შუბლზე ძარღვი ლამის უსკდება. -რისი თქმა გინდა მაგით?!!!!! ყელზე იარაღი ისე მიაბჯინა რომ ნიკა უკვე იხრჩობა. იოანე ღრმად სუნთქავს,მის თვალებში ბინძურ გეგმებს კითხულობს,ისევ ის დამპალი მზერა დასთამაშებს,რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს,იოანე მთელი სხეულით კანკალებს და ქოშინებს,ახლა უფრო უნდა ნიკას სიკვდილი,ახლა უფრო ეზიზღება,ვიდრე სანამ ნახავდა და სანამ მის ხმას გაიგებდა,სანამ თვალებში ჩახედავდა,მაგრამ ევა... ევა რა შუაშია.. იოანეს გონება ებინდება,თვალებს რამოდენიმეჯერ მაგრად ხუჭავს და ახელს,მისი ბოლო სიტყვები კი ჰაერში იფრქვევა. -რა გააკეთე!!!!თქვი!!!რა გააკეთე!!!! **** სააბაზანოდან გამოვდივარ,ტოპს და ქვედაბოლოს ვიცვამ,სარკესთან თავს ვიწესრიგებ,ფიქრებში ვარ გართული,როცა მეორე ოთახიდან კარების შეღების ხმა მესმის,ვიღაცის თუ ვიღაცების ნაბიჯების ხმა,ვერც ვხვდები რამდენნი არიან,საშინელი შიში მიპყრობს და ტირილი მინდება,მინდა რომ იოანე აქ გაჩნდეს,სწრაფად გონზე მოვდივარ,არ მინდა სიზმარი ახდეს..არა,მე იოს გოგო ვარ.. მე ძლიერი ვარ.. თავს ვიმხნევებ,იოანეს გოგო სხვანაირი ვერ იქნება,ჩანთას ხელს ვკიდებ სადაც იარაღი მაქვს დამალული. ევა,სროლა ხომ ტყუილად არ გისწავლია,სიმწრის სიცილი დამკრავს,ვგრძნობ როგორ ახლოვდება ნაბიჯები,მათი ჩურჩული,კარის მოპირდაპირე მხარეს ვდგები,გადატენილ იარაღს აკანკალებულ ხელში ვიჭერ,ოფლად ვიღვრები,სული მეხუთება,მეშინია სასტიკად,ოთახში შემოდიან,ორივე ზურგით დგას,მე მათ უკან იარაღ დამიზნებული გაქვავებული ვარ,ერთი...ორი..სამი... გულში ვითვლი,ერთი...ორი... მიდი...ისროლე..ჩემ მეორე მეს ჩემი ინსტიქტი ასწრებს და უმოწყალოდ ვისვრი ტყვიებს და ორივე ტიპი ძირს ეცემა. ისტერიული სიცილი მივარდება,იქვე ვიმუხლები,სიცილი ტირილში გადამდის,ხელებს თავში ვირტყავ და აზრზე მოსასვლელად ძალა არ მყოფნის,ფეხზე ისე ვდგები,თითქოს ყველაზე სუსტი ვიყო,სუსტი და უძლური,მათი სხეულიდან დანახულ მჩქეფარე სისხლის დანახვაზე საშინელ გულისრევას ვგრძნობ და მაშინვე სააბაზანოში გავრბივარ. პირს ცივი წყლით ვიბან,სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ და ვერ ვხვდები,ვინ ვარ მე..სად წავიდა ის ევა,რომელიც სუფთა და უცოდველი იყო,ის ევა მოკვდა,მოკვდა მაშინ,როცა უკვე სხვაც მოკლა..ზიზღნარევი ვცდილობ მათ გვამებს არ შევხედო,მათ შარვლის ჯიბეებში ვიქექები და ტელეფონს ვიღებ,მათ იარაღებს და ჩანთაში ვაწყობ. იოანე მიპასუხე...ვრეკავ,მაგრამ ზარი არ გადის...რა ვქნა..რა ვქნა... ჯანდაბა..ცრემლებს ვერ ვიკავებ,მეშინია,ოთახის კარზე კაკუნი ისმის და წამიერად ვხტები შიშისგან, მომსახურე პერსონალი გაფაციცებით შემომყურებს და ოდნავ ვმშვიდდები. -ქალბატონო ევა,რამით ხომ არ დაგეხმაროთ? -არა. კარს ვხურავ,ჯინსის ქურთუკს ვიცვამ,ვერანდაზე ფრთხილად გავდივარ,ქვევით ვიხედები სადაც შავებში ჩაცმულ ტიპებს ვხედავ,ისეთივე ფორმებში,როგორებიც ჩემს ნომერში იყვნენ...აქედან როგორ გავალ...ისევ იოანესთან დარეკვას ვცდილობ,ისევ..მაგრამ ამაოდ.. ნომერს მეორე გასასვლელიც აქვს,იქიდან გავალ,ყველა შემოსასვლელი სწრაფად გადავკეტე გასაღებებით და მესამე სართულიდან სწრაფად ჩამოვედი. უნდა გავიქცე,მხოლოდ ესღა დამრჩენია,ვფიქრობ და ჩემს ტელეფონს უკანა ჯიბეში ვიდებ,იარაღს ქურთუკის შიგნით და ჩუმად ვუთვალთვალებ დანარჩენებს როდის შემოვლენ სასტუმროში. **** -რას მიყურებ,დაურეკე ევას.. ზიზღით ევსება იოანეს თვალები,მუშტს სახეში არტყავს ნიკას რომელსაც წამიერად სისხლი სკდება ცხვირიდან,ერთი ხელით იარაღი აქვს დამიზნებული,მეორეთი ტელეფონს იღებს და ევას ნომერს კრეფს. აკანკალებული ელოდება ევას პასუხს,რამოდენიმე ზარია მხოლოდ გასული და იოანესთვის ეს საუკუნესავით იწელება. ევა უკანა ჯიბიდან იღებს ტელეფონს,იოანეს ზარზე თვალები უბრწყინდება. -იოანე,იოანე მოდი გთხოვ,მოდი -ევა,ევა ხომ კარგად ხარ? ნიკას სახე ეცვლება,თვალებს ქაჩავს,საათს დაჰყურებს,რადგან ევა აქამდე უნდა დაეჭირათ. -იოანე,მეშინია,მეშინია.. მე მოვკალი..ისინი მოვკალი..მოდი..გთხოვ მოდი არ შემიძლია მარტო აქ ყოფნა,წამიყვანე აქედან -ევა დაწყნარდი,კარგი??მოვალ მანდ იყავი გთხოვ უბრალოდ დამშვიდდი საყვარელო,მოვალ აუცილებლად ევა გპირდები. ევა ტელეფონს ისევ უკანა ჯიბეში იდებს,სისხლი სახეზე აწვება,შავებში ჩაცმული ახალგზარდები მიუახლოვდნენ და მაშინვე გაკოჭეს. ევას კივილი იოანეს ტელეფონში ესმოდა,კივილი,სადაც მისი საყვარელი ქალის სიტყვებსაც კი ვეღარ არჩევდა რომელიც ცდილობდა ეყვირა რომ ეშველა,იოანეს ჩასისხლიანებული თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა,ნიკას გახედა,ხელი კისერში ჩაავლო და სახე კედელზე არტყმევინა, ისეთი სიმწრით დაუწყო ცემა ,სანამ ტკივილისგან გონება არ დაკარგა,თორნიკემ და ვაჩემ ბოლო წამზე მიუსწრეს,თორემ ნიკას უკვე იმ ქვეყნად გაისტუმრებდა. -იოანე,იოანე გაჩერდი,ცოცხალი გვჭირდება ჯერ... გესმის?? იოანემ ხელები სახეში შემოირტყა და არაადამიანური ხმა გამოსცა,ეცადა ცრემლი არ გადმოსვლოდა თვალებიდან,თუმცა გონებას ვერ უბრძანა. შენი აზრით ცოცხალია? ზედმეტი მოგივიდა..ნახე რას გავს..ვაჩეს ხელები წელზე აქვს შემოწყობილი და თავს აქნევს იოანეს ნამოქმედარზე. ნიკა სულ სისხლშია,კანის ფერიც აღარ უჩანს,მომენტალურად ოხრავს და ცალ თვალს ახელს,რადგან მეორე ძალიან დასიებული აქვს. ტუჩებს კანკალით ამოძრავებს,სისხლს აფურთხებს და ცდილობს რაღაც თქვას. იოანე ზიზღით უყურებს და იმასაც ვეღარ ითმენს რომ ცოცხალია,ხვდება,რომ ასე ძალიან არასდროს შესძულებია ვინმე და მისი სიკვდილი ასე არასდროს მოსწყურებია. ნიკა თავს ძლივს სწევს,იოანეს მზერას უსწორებს და წინ იწევა. -ძალიან შეცდი ეს რომ გამიკეთე.. ტუჩზე ხელს იდებს და სისხლიან ხელებს დაჰყურებს. -მაგით რისი თქმა გინდა ნაბიჭ*არო?!!!! -რამდენიც მე მომხვდება,იმდენს ევა რომ მიიღებს მაგას ვერ ხვდები? მოთმინების ფიალა ევსება იოანეს და ისევ ნიკასკენ მუშტით მიემართება,თორნიკე და ვაჩე მაშინვე იჭერენ და უკან სწევენ. -რა დაგემართა იოანე დამშვიდდი ცოტა!! თორნიკე ხმას უწევს და ბრაზი ერევა ბარიტონში. -ევას სახელს ნუ ახსენებ შე ნა***არო!!!!!!!! თითის ქნევით ყვირის,ღრიალებს იოანე,მტაცებელ ცხოველს ემსგავსება მისი გამომეტყველება,სკამს ფეხს კრავს და იქაურობას ტოვებს. ნომერში ორი გვამია,იოანე წამიერად შეშდება და აზრზე ვერ მოდის,ეს როგორ მოხდა.. მისი ფიქრები ერთმანეთში ისე ირევა აზრიც ვერ გამოაქვს..როგორ? ეს ტიპები,ვინ მოკლა?!ევა..ევამ არც კი იცის იარაღის ხმარება.. თავს უკან იდებს ხელებს და აქეთ იქით დადის. ვაჩე ნომერში შემოდის და ისევ სახეში ხელს ირტყავს.. -კიდევ ვინმე მოკალი? -რა მოვკალი..აქ დამხვდნენ.. -რანაირად?რას ჰქვია აქ დაგხვდნენ?! --ვერაფერს ვერ ვხვდები...აზრზე არვარ.. ევა აქ იყო,ევამ..ევამ სროლა არ იცის გესმის? -აბა მაშინ ვინ მოკლა ესენი? -არვიცი..კარგი,ეხლა ჩვენი მიზანი მხოლოდ ისაა ევა გავიგოთ სად არის.. ამას მერე გავარკვევ..მაგრამ..მოიცადე..იოანე გაკვირვებული მზერას აპყრობს ვაჩეს -დათო ჩვენთან ერთად არ იყო,სად არის?? -რაა? აბა სად იყო?! -მე მეკითხები ? -არც მიმიქცევია ყურადღება..ყველა ნიღბებით ვიყავით,თვლას ხოარ დავიწყებდი?? ვიცოდი რო ყველა ერთად მივდიოდით -დაურეკე. ვაჩე ტელეფონს იღებს,იოანეს თვალებში იყურებს და ორივეს მზერაში შიში და იმედგაცრუება იკითხება. -არ იღებს... იოანე ევას საწოლზე ჯდება და ზეწარს მუშტში აქცევს,თვალები სინანულით და დიდი ტკივილით ევსება,რადგან მისი ბრალია ეს ყველაფერი რომ მოხდა,თავს იდანაშაულებს რომ ევას დაუჯერა და წამოიყვანა,ხვდება,რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება ევა თუ არ გადარჩება. ვაჩე მხარზე მეგობარს ხელს არტყავს და აიმედებს რომ იპოვნიან ევას. ****** დღე პირველი. -ხელი გამიშვით!!!! მთელი ძალით ვყვირი,პირთან სველ ნაჭერს მადებენ და ხარბად ვისუნთქავ,ისე,რომ წამებში უკვე ვითიშები. თვალებს ძლივს ძლივობით ვახელ,უკუნით სიბნელეში ვარ და კივილს ვიწყებ,ნიღბიანები ყვირილზე შემოდიან და როგორც იქნა ოთახი სინათლით ივსება. -შენ რა მამაცი გოგო ყოფილხარ? მაინც,როგორ მოკალი ის ორი კაცი?გატეხილი ქართულით მეუბნება ერთ-ერთი საშუალო სიმაღლის ტიპი და მე მიახლოვდება. -იოანე მაინც გიპოვით!!იცოდეთ გიპოვით და ყველას მოგკლავთ!!!! -სად გიპოვის იოანე?მიიხედ მოიხედე,ან საერთოდ გაიხსენე სად ხარ.. ეს რუსეთია..საქართველო ხომ არ გგონია? თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ცრემლებს ვებრძვი რომლებიც ცდილობენ გასკდნენ,მათი საზიზღარი საუბარი უფრო მეტად გულს მირევს და იმ შიშს მიბრუნებს რომელიც აქამდე მრავალჯერ განმეცადა. ერთ-ერთი თავის ბინძურ თითებს ჩემს სახეზე დაათამაშებს და ირონიული სიცილი დასთამაშებს,მისი ხელები მეზიზღება,რომლებიც აქეთ იქით დააფათურებენ თითებს სხეულის წერტილებში,ყველაფერი მტკივა,აზროვნების საშუალება არ მეძლევა ,უცებ მუცელში საშინელ ტკივილს ვგრძნობ,ერთხელ,ორჯერ,უკვე ვეღარ ვითვლი.. -გთხოვთ,მუცელში არ დამარტყათ...გთხოვთ...გთხოვთ.. -აქ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ,ცოცხალი რომც დაგტოვოთ შენ იოანეს არაფერში აღარ ენდომები,ბოლოჯერ დამარტყა წიხლი ნიღბიანმა და იმის შემდეგ არაფერი მახსოვს. **** ოთახის კუთხეში მივეთრევი მოკეცილი მუხლებით და კედელს ვეყრდნობი,მთელი ძალით ვტირი და ცრემლებიც კი აღარ მომდის თვალები ისე მტკივა.. იო..მოდი ჩემთან.. გთხოვ,მიშველე..კიდევ ერთხელ გადამარჩინე,მოდი... მხოლოდ მისი სახე მიტრიალებს,მხოლოდ მის მოსვლას ველი..მუცელზე ხელს ვიდებ,არ მინდა, რომ მას რაიმე დაემართოს..ტირილში,ისევ ძილი მერევა და ვითიშები. დღე მეორე. კუნთების საშინელი ტკივილი მაღვიძებს,ფეხებს ნელნელა ვშლი და ვხვდები, რომ საშინლად მეტკინა ყველაფერი აქ მობუზულს რომ მეძინა კუთხეში,საწოლთან მივბობღავ და ვწვები,თავს გვერდულად ვდებ და ერთ წერტილს ვაკვირდები უიმედოდ. კარს ნიღბიანი აღებს,მაშინვე ვხტები და ისევ კუთხეს ვუბრუნდები,სახეს ვატრიალებ და წინ ხელებს ვწევ. -არ მომეკარო,არ მომეკარო გთხოვ. პანიკით სავსე ხმით ლამისაა ვიკივლო,აკანკალებული თავს ვერ ვიჭერ და მუხლებზე ვეცემი. სახეს ისევ არ ვატრიალებ მისკენ,ისევ იგივეს ვიმეორებ. არ მომეკაროთ...არ მომეკაროთ..გეხვეწებით..გთხოვთ.. არა... -დამშვიდდი. ნაცნობი ხმის გაგებაზე თვალები მიფართოვდება,არ მინდა თავი გავწიო და იმედი გამიცრუვდეს,არ მინდა ეს სიმართლე იყოს,ნაცნობ ხმას გონებაში ისევ ვიხსენებ და არა,არ მინდა ეს ყველაფერი დავიჯერო... ნუთუ... თავს მისკენ ვატრიალებ და შიშით სავსე მზერას ვაპყრობ... -შენ?! მისი სახის დანახვაზე უფრო მეტად ვფრთხები,ნიღაბი ნახევრად ჩამოწეული აქვს და მისი ნაკვთების შესწავლას,გახსენებას ვიწყებ.. -არ მჯერა.. როგორ გაბედე... როგორ გაბედე.. ხელებს ვუტყავ მთელი ძალით,ტირილს ვერ ვიკავებ და ხელებს ჰაერში მიჭერს. -დაწყნარდი მეთქი!!!! სილას სახეში მაწნის და მაშინვე ვჩუმდები,ლოყა საშინლად მეწვის და ვცდილობ გაყინული ხელით დავიამო.. -შენ..შენ გამიტაცე?? მითხარი რომ ეს შენ არ გაგიკეთებია..მითხარი..რომ შენ ამას არ იზავდი.. მისი თვალები საშინლად მაშინებს,თვალები,რომლებიც კარგს არაფერს მოასწავებენ,დათოს ვერ ვცნობ,ჩემს წინ ის ადამიანი არაა,რომელიც ერთი წლის წინ გავიცანი,ის ადამიანი არ არის რომელიც იოანეს ძმადნაფიცია..ის კაცი არ არის,რომელიც მზადაა მეგობრისთვის ყველაფერზე წავიდეს.. ის სხვაა,სხვაა და სწორედ ეს სხვა იწვევს ჩემში საშინელ,საზარელ შიშს..ახლოს იწევა და ჩემს სახეს ხელებში აქცევს,ვერ ვხვდები საერთოდ ასე რატომ იქცევა,სახეც ვმანჭავ და ჩემივე ხელებით ვცდილობ გავითავისუფლო.. -ნუ მეხები!!გადი აქედან!! გადი!! საზიზღარი ხარ... არ მინდა შენი ყურება..გასწიე ეს ხელები,მომშორდი თავს ვერ ვიკავებ და მთელი ძალით ვყვირი. -მე რატომ არ შეგიყვარდი?!! ჩემზე რატომ არ იფიქრე?!!! ერთხელ მაინც სხვანაირად რატომ არ შემომხედე?!! არადა,ყველაფერი გავაკეთე შენთვის!! შენ მაინც იოანეს ძიებაში იყავი! მხოლოდ ის გინდოდა!!! რატომ??რატოომ?????!!!! ჩემს ზემოთ მოქცეულს ყელზე ხელი აქვს მოჭერილი და ამ ყველაფრის გაანალიზებას საერთოდ ვერ ვასწრებ,რაზე მელაპარაკება,საერთოდ რა უნდა,ღმერთო..ვერაფერი გავიგე,მხოლოდ მისი ცხოველური მზერა და ყვირილი მაფრთხობს,ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება,ვერც აანალიზებს თითოეულ მის ფრაზას.. -ხელი გამიშვი ვერ ვსუნთქავ! ხელს ნელნელა მიშვებს,ხმაურიანად ვუშვებ ჰაერს ფილტვებში და რამოდენიმეჯერ ძლიერად ვახველებ, სუნთვქვის დარეგულირებას ვცდილობ,დაღლილი სახით ნელნელა მზერას ვაპარებ მისკენ და მხოლოდ ახლა მერევა აზრები,მისი სიტყვები.. -რა გემართება?რაზე ლაპარაკობ..რატომ მაშინებ,დათო რა გჭირს?ასე.. ასე როგორ მელაპარაკები.. -აქამდე ვერ ხვდებოდი რომ მიყვარდი არა?!! -რააა??? -რაც გაიგე,მიყვარხარ ევა..ნუ გეშინია აქ არავინ არაფერს დაგიშავებს..იოანე კი,დაივიწყე. აქედან მე და შენ წავალთ ერთად შორს. -დათო ხოარ გაგიჟდი?!! შენ.. შენ სრულ ჭკუაზე არ ხარ... რა გემართება... -მეც ხომ შემიყვარებ?! თუმცა,რას გეკითხები,შემიყვარებ აბა რას იზავ..იოანემ პირველ დღეს რომ მოგიყვანა,იმ დღიდან შემიყვარდი.. რა? რა დავაშავე?!! თქვენ მაშინ ერთადაც არ იყავით! პირველი მე შემიყვარდი,მე ვიყავი ის კაცი რომელსაც პირველი შეუყვარდი ამიტომ იოანე დაივიწყე გესმის?!! ჩემთან კარგად იქნები ევა,გპირდები,ხომ გჯერა ჩემი? ევა ხომ გჯერა მეთქი??? მთელი სხეული მიკანკალებს მის სიტყვებზე,მანიაკივით მიყურებს და ისეთ რაღაცას მიმტკიცებს,რასაც მისგან ვერ წარმოვიდგენდი..არც მოველოდი.. არაადამიანური მზერით ისევ იგივეს მიმეორებს,ხმას ვერ ვიღებ,ერთ ადგილას ვიყინები ის კი ისევ აგრძელებს ლაპარაკს,რომელსაც უკვე ვეღარც კი ვუსმენ..მინდა დავყრუვდე,დავმუნჯდე,საერთოდ გავქრე და მოვკვდე აქვე,ვიდრე აქ ვიტანჯებოდე..აქ ვიყო,იოს გარეშე,კედელს უფრო მეტად ვეკრობი,ასე მგონია უკუსვლით გავალ და გავაღწევ აქედან,თუმცა მხოლოდ სიცივეს და ტკივილს ვგრძნობ მთელი ზურგით.. ჩემც ურეაქციობაზე უფრო მეტად გიჟდება,ჩემკენ ახლოს იწევა და ხელს მაგრად მიჭერს მკლავზე -რატომ არ მეუბნები არაფერს?!!!!გეკითხები!!!! -წადი გთხოვ..დამანებე თავი წადი..აღარ შემიძლია შენი მოსმენა.. -მხოლოდ ჩემი იქნები,გესმის?!! -არავისი არ ვიქნები!!!!იოანე მიყვარს!!მხოლოდ ის მეყვარება!!!გესმის?! მხოლოდ ის!!!! -ასე არა?! ფეხებით მისკენ მათრევს,ისევ ზემოთ ექცევა,სხეულით მთლიანად მაწვება და ენას ჩემს კისერზე დაასრიალებს,ზედას მახევს და ცდილობს სწრაფად იმოქმედოს,ვკივი,მთელი ხმით ვკივი,ვერაფრით ვეწინააღმდეგები,ამ მომენტში,მხოლოდ ის მინდა რომ მოვკვდე,ცხოვრებაში პირველად,რეალურად მინდა,რომ მართლა მოვკვდე. **** სიგარეტის კვამლს მთელი ოთახი აქვს მოცული,მხოლოდ ფანჯრიდან თუ აღწევს სინათლე ოთახში და იოანეს სავარძელს უკნიდან ეხება,სავარძლის უკანა მხრიდან მხოლოდ მისი გრძელი ლამაზი თითები მოჩანს,რომელსაც სიგარეტი აქვთ მოქცეული და თითქმის ბოლომდეა ჩამწვარი,რომელსაც კვამლიც კი სუსტად გამოსდის. მამაკაცს მხოლოდ რამოდენიმე ზარი აფხიზლებს და ტელეფონს ჯიბიდან იღებს. -გისმენთ -ალბათ დიდი ხანია ჩვენს ზარს ელოდები,ბატონო იოანე იოანე წამიერად ფხიზლდება და ბურუსიდან გამოჰყავს მის ცინიკურ ხმას,თვალებს ისრესს ამდენი უძილობით და შუბლზე ძარღვი ებერება. -ევა სად არის?! -ოჰოო.. ევაა...შენი სიყვარული?რომ იცოდე რა დღეშია... იოანე მძიმედ ყლაპავს ნერწყვს,სავარძელს შორდება და აქეთ-იქით იწყებს სიარულს გაუჩერებლად. -შენი ევა ისევეა ნაცემი,როგორც ჩვენი უფროსი. ნიკას თუ არ გაანთავისუფლებ,იმაზე მეტს მიიღებს ევა,ვიდრე წარმოგიდგენია.. -სად ხართ!!თქვი ეხლავე!!!! -სისულელე არ გააკეთო იცოდე,ნიკა ჩაგვაბარე,შენი ბინძური ქალი შენთვის დაიტოვე.. -შე ნაბ***არო,ეს ყველაფერი რომ არ შეგრჩება მაგას ხომ ხვდები?!!! -ჩვენ უკვე შეგვრჩა,გემრიელი კახპა გყოლია,უკვე გავუსინჯეთ გემო...მმმ.. მაგრამ აღარ მგონია პირი დააკარო ამ ყველაფრის მერე..დროებით,12 საათში დავრეკავ. იოანე გაშეშებული დგას,ტელეფონი ისევ ყურთან აქვს მიდებული საიდანაც შეუჩერებლად ისმის წყვეტილი ზარი,თვალები შუშის უხდება,ყველაფერს ამსხვრევს გარშემო,ხმაურზე ბიჭები შემორბიან და ცდილობენ დაამშვიდონ. -იოანე რა ხდება?!! იოანე!!! -ბიჭო რა მოხდა?! იტყვი?! -დარეკეს.. ბიჭები იოანეს ხმის გაგონებაზე,მაშინვე მიხვდნენ რომ ყველაფერი ძალიან,ძალიან ცუდად იყო..იოანე,ასეთი განადგურებული არასოდეს ყოფილა,ასეთი გატეხილი,ასეთი სუსტი და უმწეო,ყველასგან მიტოვებული,თვით ღმერთისგან... თავის თავს ადანაშაულებს იმაში,რომ ევას ამდენჯერ მოუწია ამდენი რამის გადატანა და ქალისთვის ყველაზე რთული ცხოვრებაში - ბინძური ცხოველის მიერ გაუპატიურება.. იოანემ,ისიც არ იცის,ვინ გააკეთა ეს სიბილწე,მაგრამ ,რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს ის ,ცოცხალი ვერ გადარჩება.. ევას გარეშე გატარებული ყოველი დღე დილაა მზის გარეშე,ღამეა მთვარისა და ვარსკვლავების გარეშე,სანაპირო ზღვის გარეშე.. ყველაფერმა რომც ჩაიაროს,როგორ ჩახედავს ევას თვალებში,როგორ იცხოვრებს ევა ისევ... ევას ცხოვრებაში იოანემ დატოვა ყველაზე დიდი,მოუცილებელი ლაქა,რომელიც ასეთი დაუვიწყარია სამწუხაროდ. მათ ჯერ რამდენი ბედნიერი დღე უნდა გაევლოთ ერთად,რამდენჯერ უნდა ეთქვა იოანეს მისთვის როგორ ძალიან უყვარდა,ევას რომ დაიბრუნებს,ეშინია,ის თაფლისფერი თვალები არ იყოს ჩამქრალი და მისთვის ბავშვურად არ ციმციმებდეს,ევას ახირებები,მისი სულელური საქციელები რომლებიც ასე უყვარდა და ასე ართობდა,ეს ყველაფერი არ გაქრეს,მისი ცხოვრება,სისხლითა და სიშავით მოცული,რომელსაც მხოლოდ ევა ანათებდა როგორც ანგელოზი,ეშინია,ეს ანგელოზი არ გაფრინდეს,არც მისგან,არც ევასგან... ***** განადგურებული ევა ძირს გდია უმოწყალოდ,დათო შარვლის ელვას იკრავს და კმაყოფილი სახით ოთახს ტოვებს. ევას თვალები გახელილი აქვს,რომლებიც არც კი ხამხამებენ და მხოლოდ თვალიდან მოედინება ცრემლების გროვა მდინარესავით. ევას წინ გაიშალა მთელი ცხოვრება,უდარდელი ბავშობა,მეგობრები,ოჯახური იდილია,დედა, მამა, ძმა.. გიო.. ყველაფერი თითქოს დალაგებული იყო,ევა,უცოდველი და სუფთა იყო.. ახლა..ახლა კი მხოლოდ სიძულვილი აღძრავს მთელ სხეულში,არ უნდა არც სიყვარული,არც სახლი..უბრალოდ გაქრობა , უბრალოდ სიკვდილი.. მაგრამ..მის სხეულში მყოფ პატარა სიცოცხლეს როგორ გასწირავს?! ევა ისევ იდებს ხელს მუცელზე,თვალებს მაგრად ხუჭავს და ისტერიკული ტირილი უტყდება სიცილთან ერთად. "მაპატიე ჩემო პატარა,მაპატიე..ვერ მოვასწარი შენზე მეთქვა რაიმე მამიკოსთვის..მაპატიე ჯერ კიდევ შენი არსებობა რომ არ იცის..მაპატიე,რომ გეტკინა...მაპატიე.." **** -არ მინდა იმის დაჯერება,რომ დათო ამ საქმეშია გარეული..ამბობს თორნიკე და ნაფაზსს არტყავს. -არსად არ ჩანს..ფაქტია,გარეულია..(ვაჩე) -ევა უცემიათ,ძალა უხმარიათ.. იოანე განადგურებულია..ყურადღება მიაქციე რამე სისულელე არ გააკეთოს,მე უნდა წავიდე დავრეკო -სად მიდიხარ? -ანტონიოს უნდა შევეხმიანო..ხომ ხედავ,საქმე რთულადაა.. დახმარება გვჭირდება.. მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით..იოანეს ფიქრიც კი უჭირს ახლა და ვერ ხვდება ამას,ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ,გესმის? -კაი მიხედე საქმეებს,იოანესთან შევალ. -დროებით. -იოანე.. კარს ვაჩე აღებს და საწოლზე მჯდარ იოანეს უყურებს რომელიც ერთ წერტილსაა მიჩერებული.. -ყველაფერი კარგად იქნება,გვერდით ვაჩე ჯდება და მხარზე ხელს ადებს..ვიპოვით და ყველას ******* ოღონდ ძალა მოიკრიბე.. ევას შენი დახმარება სჭირდება... ევას ხსენებაზე იოანე წამიერად თვალებს ხუჭავს და ცრემლები სკდება. შუბლზე ხელს იდებს და ცრემლებს ვერ იკავებს,არ შეუძლია. -მოვკლავ..არცერთს არ ვაცოცხლებ..ყველაფერს გავანადგურებ... წამებით ამოვხდი სულს ყველას...ყველას,ვინც ევას რამე დაუშავა. ვინც არ უნდა იყოს - ამ სიტყვებს იოანემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და ვაჩეს თვალი თვალში გაუსწორა. იო დგება და ევას ბარგს ხსნის,მის აბრეშუმის ხალათს იღებს რომელიც ევას არაამქვეყნიური სურნელითაა გაჟღენთილი და ხარბად ისუნთქავს.საწოლზე წვება და ხალათს უფრო მჭიდროდ უჭერს ხელს,თვალებს ხუჭავს და ევას სახეს წარმოიდგენს,რომ კარგად ახსოვდეს მისი ყოველი ნაკვთი,მისი თვალები,ტუჩები. ფილმის კადრივით უტრიალებს ის მომენტი,ევა რომ სახლში მიიყვანა,როგორ ეშინოდა მაგრამ მაინც როგორ შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა ყველას.. "იოს გოგო" .. თვალ დახუჭულს ეღიმება წარსულზე, ევას ყოველ სიტყვებზე.. "ხელი გამიშვი ცხოველო" "ცხოველი არ ვარ აქ გამომკეტო" "მიდი მომკალი! " "შენი არასდროს გავხდები,საქმრო მყავს უკვე!" "საზიზხარი ხარ,ნამდვილი ცხოველი,მანიაკი!" "მკველელო,გაეთრიე ჩემი ოთახიდან" "მეზიზღები,ნუ მეხები" "მეტი საქმე არ მაქვს შენზე ვიოცნებო!" "სახლიდან შენს გამო გამოვიქეცი" "ძალიან მიყვარხარ იოანე" "იო..მენატრებოდი..არ წახვიდე რა.." "შენთან ერთად წამიყვანე,შენს გარეშე ვერ ვძლებ,მიყვარხარ!მიყვარხარ!" იოს უფრო მეტად აწვება ტკივილი,მთელი სხეული სტკივა,ისე,თითქოს ევას ტკივილს გრძნობდეს...ყოველი მოგონება ერთმანეთს ერწმის,ერთი მეორეს ეკრობა მიკრობებივით და გონებიდან გამოღწევას არც კი ცდილობენ,პირიქით... ***** -აბა ხომ არ მოგშივდა?! ბოდიში,ლამაზოთი რომ ვეღარ მოგმართავ...რადგან ტყუილის თქმა არ შემიძლია...ამბობს ერთ ერთი რუსი ახალგაზრდა და მის წინ პურის ნატეხს აგდებს. -მე მივხედავ,ეუბნება ერთ-ერთ ერთი და მამაკაცი მის წინ იმუხლება. -გაეთრიე აქედან.. -მითხარი როგორ ხარ ევა.. -გაეთრიე პირუტყვო..როგორ მეზიზღები..როგორ მეზიზღები...ჩუმი აკანკალებული ხმით ლაპარაკობს ევა,რომლის სიტყვების გარჩევა იმდენად ძნელია,არც კი ისმის. -შემომხედე!! დათო მისკენ ტრიალდება და მისი დანახვისას ევა სახეში აფურთხებს,კაცი მაშინვე ხელს იღებს დასარტყმელად მაგრამ წამიერად ჩერდება,მისი ჩალურჯებული,დასიებული თვალის დანახვისას საიდანაც სისხლი უმწეოდ მოსდის. -წყ...წყალი -ახლავე... ახლავე მოგიტან წყლით სავსე ჭიქით მიემართებდა დათო მისკენ,მაგრამ ევა უკვე გონება წასული ხვდება,ხელებს წყლით ისველებს და სახეზე უსვამს,ფრთხილად არტყავს ლოყაზე გამოსაფხიზლებლად,მკერდზე თავს ადებინებს და თავს სწევს რომ წყლის დალევაში მიეხმაროს. ხელში იყვანს და ევას საწოლზე აწვენს,საბანს აფარებს მუცლამდე და მის სახეს სინანულით უყურებს. -შენ მაინც ყველაზე ლამაზი ხარ... ამბობს და ხელს სახეზე ეფერება. ****** ისევ ჩემს წყვდიადში მეღვიძება,გარშემო ვიხედები და მთვარის შუქი იჭრება ოთახში სუსტად,სხივს ოთახში არსებული მტვერი ერევა თითქოს მწერების კორიანტელი იყოს,ვუყურებ..ვუყურებ და ამით გამყავს ყოველი სიცოცხლის წამი,ყოველი ჩასუნთქვა. მოპირდაპირე ოთახიდან გაურკვეველი დიალოგი მესმის,რას აპირებენ ამ შუაღამეს..რაღაც გეგმა აქვთ ჩაფიქრებული? ..საწოლზე ვჯდები და ფანჯარას ვუახლოვდები,სამწუხაროდ იმდენად პატარაა ჩარჩო,ვერ გადავხტები და ვერ დავასრულებ სიცოცხლეს..ესეც სპეციალურად გათვლილია ღმერთო?!მწარედ მეცინება ჩემს ბედზე.. ისევ საწოლზე ვჯდები და მთვარის შუქს ვაკვირდები,კარებზე გასარების რამოდენიმე გადატრიალება მესმის და უცნობი შემოდის. -ევა..ჩემი სახელი მოსცრა პირიდან და შორიახლოს დადგა დამნაშავესავით. -რამდენჯერ გითხარი ნუ შემოდიხარ აქ მეთქი...ვერ გაიგე?!! -დამშვიდდი და მომისმინე.. უფრო ახლოს მოდის, მაშინვე საწოლიდან ვხტები და უკან გავრბივარ. -არ მომეკარო!!!! არ მომეკარო!!! -კარგი.. კარგი.. არ გეკარები,აი.. ხედავ? ხელებს მაღლა სწევს და მანიშნებს რომ უკუსვლით მიდის და თავის ადგილს უბრუნდება. -იოანეს სადაცაა დავუკავშირდებით და გავიგებთ ნიკას დაგვიბრუნებს თუარა... -იოანეს ნიკა ჰყავს?! გულზე დიდი ლოდი მომეშვა თითქოს,თუმცა ჩემი ბედნიერი მზერა მას არ დაუნახავს სიბნელეში... აღიარე...როგორ კანკალებთ შიშისგან... -რატომ უნდა მეშინოდეს?!! -გეშინია.. იცი..იოანემ საკუთარ ძმას არ შეარჩინა მეგობრების სიკვდილი..გგონია შენ ან ვინმეს რამეს შეარჩენს?! -ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ?!!! ხელს სწევს და ჩემკენ მოემართება,ხელს როგორღაც ვიცილებ და ზიზღნარევი ხმით პასუხს არ ვაყოვნებ -რას იზავ?!! ისევ ძალას იხმარ ჩემზე?!! ისევ ლაჩრულად მოიქცევი?!!!ისევ დამარტყავ?!! რატომ არ ირებ ხმას,ჰა?!!! -გთხოვ ევა.. არ გინდა.. -მე არ მინდა?! მე?!! შენ იმაზე უარესი გამიკეთე,ვიდრე აქამდე ჩემთვის დაუშავებიათ...ცხოველო..არაადამიანო.. ვერ წარმოიდგენ,როგორ მეზიზღები.. შენგან განსხვავებით,მშიშარა და ლაჩარი არ ვარ.. არც სიკვდილის არ მეშინია..პირიქით,იცი? იცი როგორ მინდა?! იცი ყოველ წამში როგორ ვცდილობ,რომ თავი მოვიკლა?! ყველანაირ ხერხს ვფიქრობ გეგმა როგორ განვახორციელო,მაგრამ...ჩემში იმ პატარა არსებას ვერ ვკლავ,რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავს,ჯერ კიდევ უმწეოა...მას არ დავუშავებ არაფერს.. ჩემი თავი ისე აცემინე მათ,თვალიც არ დაგიხამხამებია...და მერე,უარესიც დამიმატე... იმაზე უარესი,ვიდრე ცემა და წამებაა.. -ორსულად ხარ?! -ხო,ვარ. და იმ კაცისგან ველოდები ბავშვს,რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ვერავინ ამ ქვეყნად ვერ ჩაანაცვლებს მის ადგილს ვერასოდეს!!!!! დათო იმუხლება ჩემს წინ და მოულოდნელად სიჩუმე ისადგურებს,მისი განწირული ქვითინი ყურებში ყრუდ ჩამესმის და ლამისაა სიგიჯის ზღვრამდე მივიდე,ნუთუ მეჩვენება?!ნუთუ მეჩვენება იმ კაცის სინანული,იმ კაცის ქვითინი რომელსაც ყველანაირად მომაყენა ზიანი?! -მაპატიე ევა...მაპატიე..მაპატიე... -ღმერთს სთხოვე გაპატიოს და პირველ რიგში იოანეს,როცა ოდესღაც პირისპირ ნახავ და თვალებში შეხედავ. ოთახის კარი ისევ იღება,ისევ უცხო მამაკაცი შემოდის,მეორე კართან დგას და მათი ხმა საშელ შიშს აღძრავს ჩემში. -დავით,დროა. ამბობს მაღალი,დათო დგება და მათ უახლოვდება,ტელეფონს იღებენ და მე მაშტერდებიან. მე კი ვხვდები,რომელ ნომერზე გავა მომავალი ზარი,ვინ იქნება ის,ვინც მათ პასუხს გასცემს,გული სწრაფად მიჩქარდება,მუხლები მეკეცება და ისევ საწოლზე ვჯდები. -მოგესალმებით კიდევ ერთხელ,ბატონო იოანე...იმედი მაქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. -რა თქმა უნდა მივიღე. ჯერ ევა დამალაპარაკეთ -ჩვენ მაგაზე შევთანხმდით ნუთუ?! -ხმა გამაგონე ევასი ბიჭო! -კარგი,კარგი.. მაღალი ტელეფონს მაწვდის,მიბრძანებს,რომ მას დაველაპარაკო.. ჩემთან ლაპარაკი უნდა,გულში თითქოს მრავალი ისარი მესობა..უარის ნიშნად თავს ვაქნევ და გაკვირვება ყველას სახეზე ეტყობა. -დიდხანს გელოდო???!!! ბრაზი ერევა ხმაში და ტელეფონი ისევ ჩემკენ აქვს მოშვერილი,მე კი ისევ თავს ვაქნევ და ზურგით ვდგები. -შენს გოგოს არ სურს შენთან ლაპარაკი,რას ვიზამთ. -რას ჰქვია ჩემთან ლაპარაკი არ უნდა?! ევას რამე დაუშავე შე ნაბი*ვარო?! -გეუბნები,ცოცხალია,ჩემს წინ დგას და უბრალოდ საუბარი არ უნდა,ვერ გაიგე თუ მაინც და მაინც მისი ყვირილი გინდა გაგაგებინო?! -მაიდანეს წითელი ქუჩაზე,კოვარენკოსთან გელოდები,15 წუთში იქ ამოა*ვით. ტელეფონი გათიშა და თავისთვის ჩაილაპარაკა.. -ესეც ასეე,ცინიკურად ჩაიღიმა და მზერა მომაპყრო,გაემზადე პატარა კახპავ,მალე გავდივართ. თვალებიდან ცრემლები ისევ წამსკდა,ვერ შევძელი მასთან ლაპარაკი...ვერ შევძელი იოს ხმის გაგება..ღმერთო,დაიფარე გთხოვ..არაფერი დაუშავდეს... პირზე წებოვან ლენტს მაკრავენ და მანქანაში მსვამენ,გვერდით დათო ზის და ხელი მკლავზე აქვს მოჭერილი,რაზეც ყოველ წამში ვიშმუშნები ტკივილისგან,მაგრამ მაინც არ მიშვებს. მანქანები გაჩერდნენ,წინ მხოლოდ რამოდენიმე მანქანის შუქს ვხედავ,ორი კაცი მანქანიდან გადმოდის,მე კი მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურები და გვერდით ისევ დათო მიზის,ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ რამენაირად მივანიშიშნო რომ ხელი გამიშვას. დათოს კანკალს ვგრძნობ,ვგრძნობ, როგორ ცახცახებს,როგორ ეწვის თვალები და შუბლიდან ოფლი მოედინება,ცდილობს წინ არ გაიხედოს. როგორც იქნა წინა მანქანიდანაც გადმოსხდნენ ტიპები..და ჩემს იოს მოვკარი თვალი.. წინ დგას დაძაბული,აქეთ იქით იყურება,ვხვდები თვალებით როგორ მეძებს,როგორ მინდა მასთან გავიქცე,მას ჩავეხუტო,მაგრამ მრცხვენია..არ შემიძლია,მის წინ როგორ დავდგე,როგორ შევხედო თვალებში...თვალებს ისევ დათოსკენ ვაპარებ და მისი სახე მეჩეხება,წარბშეკრული როგორ მიყურებს. -ევა სად არის?! -მანქანაში,მიდი მიდი,გადმოგვეცი ნიკა. -ევა მანქანიდან გადმოიყვანე. იოანე იძაბება და მუშტს კრავს. -შენ შეთანხმება ხოარ დაგავიწყდა?! -შეთანხმებით არ ვარ აქ?! შენ საერთოდ ნიკას გარეშე რას წარმოადგენ?ეხლა რომ ნიკას პირდაპირ შუბლში ვესროლო და ცარიელი ხელებით დარჩეთ,მერე რას იზავთ?!ვინ ჩემი ფეხები ხარ მის გარეშე? იოანეს სიტყვებზე მაღალი ყოყმანობს,მეორე ტიპს თვალებით ანიშნებს რომ ევა გადმოიყვანონ,მანქანას უახლოვდებიან,იოანესაც გადმოჰყავს ნიკა მანქანიდან და წინ აჩერებს. ამ დროს მანქანა იქოქება და დათო ადგილიდან უჩინარდება. -რა ხდება?!! ორი ახალგაზრდა მაშინვე მანქანისკენ გარბის,იარაღებს იღებენ და სროლა ტყდება,მაგრამ მანქანა უკვე შორსაა და ვერცერთი ტყვია ვერ ხვდება, იოანე იარაღს იღებს და ამის დანახვაზე ისინიც იარაღებს უმიზნებენ,მათ უკან პორშე აჩერებს და ანტონიო გადმოდის რამოდენიმე კაცთან ერთად,ახალგაზრდები უკვე ძირს ყრიან თავგახვრეტილები. ნიკა შეშინებული დგას,უკვე იცის რა ბედიც ეწევა,იოანე თვალებში უყურებს მთელი ზიზღით,საფეთქელზე იარაღს ადებს და წამის მეასედში ტყვია მეორე მხრიდან ფეთქავს. ***** დათო წებოვან ლენტს მხსნის,გახშირებულად სუნთქავს,საჭესთან წამიერად ჯდება,მანქანას ქოქავს და იქაურობას ვტოვებთ. მთელი ძალით ვყვირი,ვტირი,მაგრამ თითქოს ჩემი ხმა არც ესმის.. როცა იოანესთან ასე ახლოს ვიყავი,ყველაფერი მთავრდებოდა,ახლა ისევ მისგან შორს ვარ,უკვე ძალიან შორს,ვგრძნობ მანქანას ტყვიები როგორ ხვდება და ისხლიტავს ყველას,ყოველი ტყვიის შეგრძნებისას მბურძგლავს და ტანში მცრის,დათოს არაადამიანურად დაჰყავს მანქანა,მთელი სისწრაფით,ისიც კი არ ვიცი სად.. -გააჩერე!!! სად მიგყავარ ცხოველო!!!! -ხომ გითხარი ერთად გავიქცევით აქედან მეთქი -დათო გაჩერდი , გთხოვ გაჩერდი!!! წამიყვანე უკან..გთხოვ.. -მანქანიდან გადმოდი ევა! -თავი დამანებე!! არ გადმოვალ!! ცხოველო!!! -ძალით გადმოგათრევ ევა!! იცოდე არ გამაკეთებინო ის რისი გაკეთებაც არ მინდა!! მანქანის კართან დგას და მელოდება ფეხს როდის გადავდგავ,ჩემს წინ საშინელი ადგილი იშლება,გარშემო თითქმის სულ ტყეა,პატარა ფარეხივით ადგილია,იქვე ქვისგან ნაშენები პატარა სახლი,ალბათ რაც გზად იპოვა იქ შემოუხვია..საშინლად ვიყინები სიცივისგან,იქაურობას ათვალიერებს,კარებებს აღებს და ამოწმებს ვინმე არის თუ არა. -შემოდი. მიმითითებს შევიდე,მე კი შიშის ზარი მცემს აქაურობა იმდენად საშინელი შესახედია.. ნელა მივათრევ ფეხს წინ,მოთმინების ფიალა ევსება და ხელს მკლავზე მკიდებს და წამებში ოთახში მათრევს სწრაფად. -აქ რა გვინდა?!! მითხარი აქ რა გვინდა!! ფანჯრებთან დგება და აქეთ-იქით იყურება დაძაბულად. -მომისმინე.. პანიკა არ ატეხო , ამბობს და გზას თვალს არ აშორებს. -რაა?!! -შენ აქ დარჩები,მე წავალ და ბილეთებს ავიღებ რომ აქედან შორს წავიდეთ. -რას ამბობ?საერთოდ გააფრინე?!!რას ჰქვია აქედან შორს წავალთ?!!ხელი გამიშვი!!! გამიშვი!!! -პანიკა არ ატეხო მეთქი!!!! თვალებს მიბრიალებს და კურტკის ჯიბეებში იქექება. ისევ წებოვან ლენტს მაკრავს პირზე,ხელებზე და ფეხებზე რამოდენიმეჯერ მახვევს,ოთახის კუთხეში მაგდებს და თვითონ გარეთ გადის,მანქანაში ჯდება და ქრება. უკვე სიბნელეა,საშინელი სიბნელე.. იმდენად მეშინია,სულ ვკანკალებ,გარედან ხმები,სახლში ხმები..თავი საშნელებათა ფილმში მგონია,მაგრამ...არ ვარ თუ?!! ვცდილობ შფოთვა მოვიშორო და რამენაირად გავუმკლავდე სიტუაციას თუმცა არ გამომდის.. მხოლოდ იოზე ფიქრი მწყვეტს ამ სამყაროს ტკივილსგან. ღმერთო...ნუთუ ამდენი რამ უნდა დამმართნოდა,ამდენი რამ უნდა გამევლო იმისთვის,რომ ნამდვილი სიყვარული მეპოვნა?! თუმცა ვიპოვე...მაგრამ...მასთან მაინც არ ვარ..რატომ..რა დავაშავე ასეთი...ნეტავ იმ დღეს,იმ თავსხმა წვიმაში სულ არ გავსულიყავი უნივერსიტეტიდან,რა მეჩქარებოდა სახლში..მაგრამ ახლა ალბათ გიოს უბედური ცოლი ვიქნებოდი..ან ბედნიერი,ვინ იცის..ჰმ..ჩემ თავზე მეცინება,როგორ შეიძლება ბედნიერი იყო იმ ადამიანთან ვინც არ გიყვარს?! ნეტავ,იოანეს ვინ შეუყვარდებოდა,ჩვენ რომ არ შევხვედროდით ერთმანეთს..თუ ბედისწერა არსებობს,ალბათ შევხვდებოდით,მაგრამ სულ სხვა სიტუაციაში..შევხვდებოდი და ვერ გავიცნობდი,ვერ გავიგებდი როგორია,როგორი მუსიკა უყვარს,რომელი სასმელი...რომელი სუნამო... ვერ შევეხებოდით,ვერ ვაკოცებდით ერთმანეთს..ვერ დავტკბებოდით..იოანეს სიყვარული ერთდროულად როგორი ტკბილი და მტკივნეულია,ნუთუ აუცილებელია ეს ყველაფერი...ნეტავ ახლა სად არის,ჩემი იო.. დე,მუცელზე ხელს ვერ ვიდებ,მაგრამ ვცდილობ ფიქრებით დავუკავშირდე ჩემ პატარას... ჩემი იოს პატარა სიცოცხლის ნაყოფს.. მამიკოს ძალიან,ძალიან ეყვარები,როცა შენს არსებობას გაიგებს.. ნეტავ გავიგო როგორ დამიძახებ პირველად "დედას",ნეტავ გიყურო,როგორ გაიზრდები,როგორ შეხვალ ბაღში,როგორ ივლი სკოლაში და გახარებული გამოიქცევი ჩასახუტებლად.. ნეტავ,იოსთან ერთად გიყურო,დავტკბე თქვენი არსებობით,ჩემთვის ხომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება,ნუთუ ბევრს ვითხოვ? ფანჯრებიდან მანქანის ფარების სინათლე აღწევს,სინათლეზე ვფრთხები..ალბათ დათო დაბრუნდა.. ტკბილი ოცნებიდან ვფხიზლდები და ისევ ჩემს ჯოჯოხეთში. -მოვედი. ტყვიასავით გავარდა მისი ბგერები და მხოლოდ ჩემს შეშინებულ თვალებს უყურებდა დაჟინებით. -მმმ.... ვანიშნებ,ფეხებს ვაბაკუნებ,მინდა,რომ ეს ლენტები მომაშოროს. უარის ნიშნად აქნევს თავს," ჯერ არა" ამბობს და იქვე კუთხეში ჯდება. -ორ საათში აეროპორტში წავალთ,მანამდე აქ ვიქნებით. ისევ ვცდილობ რაიმე ვთქვა,ვიყვირო,გავბრაზდე მაგრამ მთლიანად გაკოჭილს არც ლაპარაკი შემიძლია,არც განძრევა.. მხოლოდ მას ვუყურებ,როგორ დაჟინებით მიყურებს თვალებში და იარაღს ხელში ათამაშებს. -მაპატიე,მოყენებული ზიანისთვის..ლენტს ვერ მოგხსნი,სანამ ჩემს სათქმელს არ გეტყვი.. რადგან არ დამაცდიდი ვიცი. სიარულს იწყებს უაზროდ,თავბრუს მახვევს მისი აქეთ იქით ბოდიალი,მერე ისევ საუბარს იწყებს. -მინდა რომ უბრალოდ მაპატიო.. რადგან მართლა ძალიან მიყვარხარ ევა..არ ვიცი რა მემართება..მგონი ჭკუიდან ვიშლები.. ისტერიულ სიცილს იწყებს და ისევ წყნარდება,ისევ მე მიახლოვდება. კედელს ვეკრობი და თვალებს ვხუჭავ. -ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ.. აღარ მოგეკარები,სანამ შენ არ შემიყვარებ,გპირდები. წარბებს ვკრავ და მთელი ზიზღით გავყურებ,ხვდება,ხვდება ჩემს ყოველ გრძნობას,ყველაფერს თვალებიდან კითხულობს და მზერას მაშორებს. -ასე ნუ მიყურებ ევა..გთხოვ.. უარის ნიშნად ახლა თავს მე ვაქნევ,ფეხებს მთელი ძალით ვურტყავ იატაკს,მაგრამ წამში ვშეშდები,როცა ვხედავ,რომ ფანჯრებიდან მანქანის ფარების სინათლე აღწევს,სინათლეზე ვფრთხები.. დათო გაურკვევლობაშია და გარეთ გახედვას ცდილობს,თუმცა ფარების ანარეკლი თვალებში ეჭრება და მომენტალურად ხელებს სახეზე იფარებს. ხმები თითქოს ორმაგდება,თითქოს ბევრი ადამიანი დადის გარშემო,არა თუ ერთი.. სწრაფად ჩემკენ მოემართება დათო, - ადექი სწრაფად!!!! მიყვრის,რომ რაც შეიძლება მალე გარეთ გავიდეთ,სწრაფად მოქმედებს,თუმცა კარებს ვიღაც ფეხით ამტვრევს და ორი პიროვნება შემორბის იარაღით,მე მაშინვე ყვირილს ვიწყებ და ვტირი,საშინელი შიში მიპყრობს გაურკვეველ სიტუაციაში მყოფს,ვხედავ,დათოს დაჭერას როგორ ცდილობს ორი კაცი. ჩემთან ახლოს კი მხოლოდ ნაცნობი ხმა ჩამესმის სიმღერასავით.. -ევა...ევა საყვარელო,კარგად ხარ?! იოანეს გაფართოებული თვალებით ვუყურებ,არ მჯერა რომ ის აქარის,ჩემთან არის,ასე ახლოსაა, ისიც მიყურებს და აზრზე მოდის,ხელ ფეხს მიხსნის და ცდილობს წებოვანი ლენტი ჩემს ტუჩებს ფრთხილად დააშოროს. -ჩემო სიყვარულო... მაშინვე გულში მიკრობს და მისი სურნელი მატკბობს,ერთ ხელს ფრთხილად და გაუბედავად ვწევ,მინდა მეც მოვკიდო ხელი,მაგრამ ვერ ვბედავ... დათოს უბრუნდება,გაშეშებული უყურებს,მგონია ვერ უჯერებს საკუთარ თვალებს,რომ ისაა.. -ხელი გაუშვით.. უბრძანა ბიჭებს,რომლებსაც მკლავებით ჰყავდათ დაჭერილი.. იოანე დათოსთან ძალიან ახლოს დადგა,მთელი სიმწრით მუშტი უთავახა სახეში,კეფაზე ხელები შემოიწყო და თვალები მაგრად დახუჭა რამოდენიმეჯერ. -მითხარი..მითხარი რომ არ ხარ ღირსი მოგკლა,მითხარი რომ ჩემი საყვარელი ქალი შენ არ გაგიტაცებია,არც ამაში არ მიგიღია მონაწილეობა!!!! მიდი მითხარი მიდი!!!!!!! თითქოს ოთახის კედლები ზანზარებს მისი ყვირილისგან,ასე მგონია ჭერი ჩამოვარდება და ყველაფერი ჩამოიშლება. დათოს საქციელი ყევლას საგონებელში აგდებს,თვალებიდან ცრემლი ისე სდის,თითქოს ნიაღვარი სდიოდეს. იარაღს წამიერად იღებს და საფეთქელთან მიაქვს. იოანე გაშტერებული უყურებს,ვეერ ხვდება რას აკეთებს,მხოლოდ პასუხს ელოდება,მისგან მხოლოდ იმ პასუხის გაგება უნდა,რომელიც გულს არ ატკენს. -რას აკეთებ?! -იოანე... ვარ.. გესმის?!.. ვერ შევძელი პირობა შემენახა,ვერ შევძელი ევა არ შემყვარებოდა,ვერ შევძელი შენი ძმადნაფიცი ვყოფილიყავი ცხოვრების ბოლომდე,რადგან ვნებებმა და გრძნობებმა ამიყოლია..არ ვიცი რა მჭირს გესმის?? ერთს ხელს ჰაერში სწევს,მეორე ისევ მჭიდროს აქვს მიდებული საფეთქელთან,ისტერიულ სიცილს იწყებს,ვერ ჩერდება. ალბათ ყველაფერი იმის ბრალია,ცხოვრებაში რომ არავინ მყოლია,არც მშობლები,არც ახლობლები, არავინ.. მხოლოდ მარტო ვცხოვრობდი,მხოლოდ ჩემს დას ვზრდიდი,მის განათლებაზე ვფიქრობდი,რომელიც მალევე გარდაიცვალა.. ჩემში ის დათო აღარ არის,გემის?! შენ ვერ გამიგებ,მე კი შენი თვალებში ჩახედვა არ შემიძლია.. ევა როცა გამოჩნდა... ევა.. ვერ შევძელი,მაპატიე,მაპატიე... ისევ საშინელ ხმებს გამოსცემს,უმაწყალოდ ირტყავს სახეში იარაღს,მუხლებზე ეცემა და ქვითინებს. იოანე კი მის წინ სრუილად გაოგნებული დგას,თითქოს ეს რეალობა არ იყოს,ეს დათო არ იყოს,სრუილად უცხოს ესაუბრებოდეს,სრუილად უცხოსგან ისმენდეს ამ ყველაფერს,ფიქრობს ან ნატრობს,რომ ის არ იყოს,რომ ადვილად შეძლოს მისი მოკვლა საყვარელი ქალის ზიანის მიყენებისთვის,მისი მოტაცებისთვის.. -მე... მე ევაზე ძალა ვიხმარე.. მე ვიყავი ის ,ვინც ტელეფონში შეგატყობინეს...მე ვიყავი,ვისაც ევას ხელი გაარტყა და ის სილურჯე გაუჩინა,მე ვარ ის ,რომელსაც არ აქვს გამართლება.. იოანე მუშტს კრავს,მთელი ძალით,ძარღვი ლამისაა შუბლზე გასკდეს,ლამისაა აფეთქდეს,გული საშინლად ეკუმშება,საშინლად სტკივა,საშინელი გრძნობები ერევა მტელ სხეულში,თითქოს მისმა სულმა დატოვა და დააცარიელა ყველაფერი.. მან,მან იხმარა ძალა ევაზე,მისმა მეგობარმა,რომლისთვისაც თავი გასწირა.. როგორ?! რატომ?! დაუჯერებელია.. არა..არარის ეს მართალი.. იოანე შიგნიდან იწვის,შიგნით ყვირის,ანგრევს ყველაფერს მაგრად ფიზიკურად პარალიზებულია,ლამისაა იარაღიც კი გაუვარდეს ხელიდან. ყველანი ჩვენს ფიქრებში ვართ გართულნი,ყველანი,ყველა გაშტერებული დგას,ყველა ერთ წერტილსაა მიშტერებული,გული საშინლად მტკივა და ცრემლებს ვერ ვიკავებ,საშინელი სიჩუმეა ჩამოვარდნილი,მაგრამ ზუსტად იგრძნობა ამ სიჩუმეში დიდი ხმაური,ის ხმაური რომელიც ჩვენი სხეულებიდან ცდილობენ ფეთქვას,მაგრამ სიჩუმეს იარაღის გასროლა არღვევს,დათო ძირს გდია და გულიდან სისხლი სდის,იოანე სწრაფად მასთან იხრება,მასთან მეც მივრბივარ,თორნიკეც და ვაჩეც მასთან იმუხლებიან და გაოგნებულები შეჰყურებენ ერთი მეორეს... -მ..მაპატიეთ.... მისი თვალები შეშდება ერთ წერტილზე,მისი გული აღარ ფეთქავს... იოანეს თვალიდან ცრემლი მოგორავს,ვაჩე ტყვიასავით გარბის ოთახიდან,უკან თორნიკეც მიჰყვება,საშინელი გრძნობა მეუფლება,გულისრევას ვგრძნობ და გონებას ვკარგავ. 1 კვირის შემდეგ. ******* თვალებს ვიფშვნეტ,საათს ვუყურებ,უკვე 12-ია.. ზანტად ვდგები დაკისერზე ხელებს ვისრესს,ლილის ვხედავ ჩემს წინ ტრიალებს აქეთ იქით. -დილამშვიდობის ქალბატონო ევა. -დილამშვიდობისა ლილი..იოან კაბინეტშია? -დიახ. კაბინეტშია. -კარგი.. დროა ვუთხრა ყველაფერი.. დროა ახლა მაინც გავბედო და ვუთხრა ჩემი სათქმელი.. აბრეშუმის გრძელ ხალათს ვიცვამ და კიბეებს ნელნელა ავუყვები,მის კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ. სავარძელში ზის,მიღიმის და სითბოს ასხივებს თვალებიდან. -გაიღვიძე საყვარელო? ჩემს წინ დგება,ხელებს სახეში მიქცევს და შუბლე მკოცნის თბილად. -ჰო.. -რამე ხომ არ გტკივა?რამე ხომ არ გაწუხებს? -არა არა.. უკეთესად ვარ..ბევრად. -მიხარია.. ვხედავ სილურჯეებიც აღარ გაქვს.. იმედია ოდესმე მაპატიებ ჩემს გამო ამდენი ტანჯვის გავლა რომ მოგიწია.. -იოანე..მე შენზე არც ვარ გაბრაზებული.. -მოდი ჩემთან.. -იოანე საქმე მაქვს.. -გისმენ? -ყველაფერი დამთავრდა და მინდა,რომ ჩემს სახლში დავბრუნდე. დღესვე. იოანეს ანერვიულება და გაურკვევლობა თვალებში ამოვიკითხე.. რამოდენიმე წამი ასე გაშეშებული იდგა,თვალს მჭრიდა მისი ზურმუხტისფერი თვალები და უფრო მომიახლოვდა. -ჩემგან გაქცევა გინდა? მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგძნობდი,ისე ახლოს იდგა. -რას სისულელეა,რატომ ფიქრობ ეგრე?უბრალოდ სახლში მინდა. თვალები დავხარე და აქეთ იქით დავიწყე ყურება. -ჩემთან აღარ იცხოვრებ?ანუ.. მორჩა ყველაფერი? -იოანე.. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ერთი წლის განმავლობაში.. სრული ქაოსი იყო,სრული საშინელება..ამდენი მკვლელობა,ამდენი ტკივილი.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ცოტახანი შენგან შორს ყოფნა.. გთხოვ.. სახლში მინდა.. -ჩემგან შორს ყოფნა?მშორდები? თვალები ნაღვლიანად დახარა.. -დრო მჭირდება.. მეც.. შენც. -დრო იმისთვის,დარწმუნდე გიყვარვარ თუ არა? -იოანე,მე უბრალოდ განმარტოება მჭირდება ცოტახნით.. იმაში დარწმუნება კიარა მიყვარხარ თუ არა. -კარგი. -გავემზადები..წავალ. კარი მოვხურე და ოთახი დავტოვე,სახლს გადავავლე თვალი,სადაც კარგიც და ცუდიც ერთდროულად მახსოვს. ჩემს ოთახში შემოვიდა იოანე რამოდენიმე წუთში,ჩანთაში ტანსაცმელი ჩავაგდე და ტელეფონი ავიღე. ხმის ამოუღებლად ჩავედით მანქანამდე,გზაშიც არცერთი ვიღებდით ხმას. -ნერვიულობ? -კი. -პოლიციაში ექნებათ განაცხადი გაკეთებული შენს მშობლებს,ამასთანავე ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ,რომ გნახავენ.. -ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. -რა ყველაფერი? -უბრალოდ,ვიტყვი,რომ....ვიტყვი რომ ერთ ბიჭთან ერთად გავიქეცი და მას გავყევი ცოლად..მერე დავშორდი და დავბრუნდი უკან სახლში,აქ დამთავრდება ყოველგვარი გამოძიება..უბრალოდ ვიტყვი,რომ ეს მკვლელობა და ჩემი გაპარვა დაემთხვა ერთმანეთს..იმედია მშობლებიც გამიგებენ.. შენზე არაფერს ვიტყვი იოანე.. არც მომხდარზე. -მე იმის გამო არ მიკითხავს ჩემზე იტყოდი თუ არა,შენზე ვნერვიულობ.. -ვიცი. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა. -აი,აქ გააჩერე,ფეხით გავალ. არ მინდა ვინმემ დაგინახოს. ევა,ხელი მომკიდა და მისკენ მიმატრიალა როცა მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი. -ჰო? -ძალიან მიყვარხარ,სახე ახლოს მოსწია და ჩემს ტუჩებს ეძგერა ისე,თითქოს სულს მაცლიდა. -მეც. მანქანიდან გადმოვედი და ჩემს უბანს გადავავლე თვალი,ღმერთო,ოდესმე ვიფიქრებდი,რომ ეს ადგილი მომენატრებოდა?! იასამნის ტოტები ჩამოყრილიყო ჩემს აივანთან,თითქოს აღარ დამხვედრია ისეთი სილაღე,როგორც მაშინ. ჩემი მეზობლის შვილებს მოვკარი თვალი,რომლებიც იქვე თამაშობდნენ და ბოლო ხმაზე კისკისებდნენ,ამ ყველაფერზე ისევ გული ამიჩუყდა და სიარული გავაგრძელე. სადარბაზოში შესვლამდე,უკან გავიხედე,იოს მანქანა ჯერ კიდევ ჩანდა,კიბეებს ავუყევი ფეხით და ჩემმა გონებამ ყველაფერი გამახსენა,თითქოს კადრი დატრალდა,პირველი დღე,ნიღბიანები,სროლა,მოტაცება. ვეცადე ფიქრები გამეფანტა გონებიდან,ჩემი სახლის კარს მივუახლოვდი და სანამ დავაკაკუნებდი,ალბათ ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიდექი. მორჩა,ევა. ვაკაკუნებ. ჩემს თავს ვუბრძანებ და რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ბრახუნმა კარებზე. გასაღების გადატრიალების ხმაზე გული საშინლად მიცემს,კარი იღება და იმ მონატრებულ სახეს ვხედავ,რომლის ნახვა ასე ძალიან მჭირდებოდა. -დედა! ერთხმად გავძახეთ ორივემ და ჩასახუტებლად გავექანე,მჭიდროდ ვხვევდი ხელებს,მთელ სახეს ვუკოცნიდი და ვერ ვძღებოდი,ადგილიდან ვერ იძვრებოდა. -ევა.. შენ? ევა... განცვიფრებული მიყურებდა,თითქოს არარეალური ვიყავი,ისევ მომიბრუნდა ჩასახუტებლად და გულზე ძლიერად მიმიკრა.. -დედა მაპატიე,მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი,ვერ დაგირეკე,დეე..როგორ მენატრებოდი.. მაპატიე გთხოვ.. -თვალებს ვერ ვუჯერებ, მესიზმრება?! ევა... სად იყავი შვილო.. -დე..არ გესიზმრება.. თვალებიდან ცრემლები წასკდა,კარი დახურა,ხელი მომკიდა და მისაღებში გამიყვანა,როგორ მომენატრა ჩემი სახლის სურნელი.. ჩვენს ხმაურზე მამა გამოვიდა ოთახიდან,მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა,როგორიც დედას... -ეკატერინე.. დედას მიუტრიალდა და გაფართოებული თვალებით დამიწყო ყურება. -მამა!!! მისკენ გავიქეცი მთელი სისწრაფით და მასაც ძლიერად მოვეხვიე,დედა მხოლოდ გვიყურებდა და ტიროდა,ორივე ტიროდა,ყველანი ერთად ვტიროდით,როცა გული ვიჯერეთ ერთი მეორის მოფერებით,კოცნით,მხოლოდ მაშინ დავიწყე მოყოლა,იმ ზღაპრის მოყოლა,რომელიც უნდა მეთქვა,რადგან სიმართლეს ვერასდროს ვიტყოდი. ყველაზე გასაკვირი იყო,რომ მშობლებმა მაპატიეს.. დედას და მამას ვუყურებდი,შავი სამოსი ეცვათ,ალბათ ცოცხალიც აღარ ვეგონე,თუმცა ეს მოულოდნელი არ იყო ჩემთვის,ყველაფერს ველოდი,ყველაფერს,მაგრამ მათ პატიებას ასე ადვილად,ნამდვილად არა.. ამ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული მომნატრებია.. მეღიმება და კედლის შპალერსაც თითებს ვადებ,რა სასაცილოა,არა? თუმცა მონატრებული სახლი,ისეთივეა,როგორც სამოთხეში დაბრუნება.. ასე მშვიდად როდის ვიგრძენი თავი არ მახსოვს..მთელი ემოციებით ვივსები და მშობლების ყურებით ვერ ვძღები,ისინი კი ჩემით.. სახეზე ეტყობათ ტკივილი,დარდი,ღამენათევი თვალები... სამზარეულოში დედას უკნიდან მოვეხვიე და ხელები ხელებზე მომჭიდა. -დე,პიცას გამიკეთებ? იცი როგორ მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელი? -ყველაფერს გაგიკეთებ დედიკო,შენ რაც გინდა ის მთხოვე.. -ჩემი ოთახი? ნაღვლიანად ჩავილაპარაკე,თუმცა პასუხმა თვალები გამიბრწყინა. -შენი ოთახისთვის ხელი არ გვიხლია,მითხრა მამამ და თავზე ხელი გადამისვა. -კარგი,ჩემს ოთახში შევალ. -მიდი,წამოწექი,იქ მოგიტან საჭმელს. -კარგი,დე. საწოლზე დავეხეთქე და ჭერს დავუწყე ყურება,ღია იისფერ კედლებს,საბანი ახლოს მივიხუტე,ფუმფულა სათამაშოები,რომლებიც სულ საწოლზე მეწყო ბავშვობიდან,"ძველი ევას" სურნელი მეცა,ჩემი ბავშვობის,ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია და სიამოვნებისგან ვნეტარებდი. ჩემს მაგიდას მივუახლოვდი,სადაც ჩემი და გიოს ნიშნობის სურათი იდო,დიდხანს ვუყურე და ვათვალიერე.. სურათის თავის ადგილას დადება დავაპირე,მაგრამ მომენტალურად უკუღმა დავდე და შევტრიალდი. რამოდენიმე წუთში,ფიქრებიდან დედამ გამომაფხიზლა პიცით ხელში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,ღიმილი ყურებამდე ასდიოდა,როგორ შევექცეოდი საჭმელს გემრიელად,თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და უხაროდა რომ ვჭამდი.. მისი ცქერა ისეთი სასიამოვნო იყო,ამავდროულად ძალიან სასაცილო,თუმცა დასერიოზულება მომიწია ისევ... -დედა,რაღაც უნდა გითხრა.. მამასაც დაუძახე.. -ევა რა ხდება? -დაუძახე გთხოვ. მამა გაფითრებული შემოვიდა ოთახში,ორივე გვერდი გვერდ დასხდნენ და მათ წინ ჩავიმუხლე,მათი ხელები ჩემს ხელებში მოვაქციე და ყველანაირად ვეცადე,ეს ყველაფერი სწორად გაეგოთ და გული არ სტკენოდათ. -ორსულად ვარ... -დედას თვალები აუციმციმდა,მაგრამ ასევე იკითხებოდა ნაღველი,რომელიც სწრაფად გაჩნდა. -შვილო.. რას მეუბნები...ღმერთო..ეს რა დაგვმართე,ხალხს რას ვეტვყი..ჩემი შვილი გაიპარა,ამდენი ხანი თურმე გათხოვილი იყო,ეხლა ორსულადაც არის,მაგრამ ქმარს გამოექცა თქო?! -ეკატერინე, მამამ მკაცრად გადახედა დედას და ლაპარაკი შეაწყვეტინა. -ჩვენ დაგეხმარებით ჩვენი შვილიშვილის გაზრდაში,რისთვის ვართ მშობლები?ხომ იცი,როგორ გვიყვარხარ. -მამიკო,მადლობა..ხელები დავუკოცნე ორივეს და ისევ დედას მივუტრიალდი -დედა,გთხოვ ნუ მიაქცევ ხალხის აზრს ყურადღებას.. გთხოვ..კარგი? -კარგი შვილო.. -ცოტახანში გავემზადები და ექოსკოპიაზე წავალ.. -კარგი ჩემო ლამაზო,დაისვენე.. ჩემს სააბაზანოში ცხელი შხაპის მიღებაც თითქოს სხვანაირი იყო,მეც არ მჯერა როგორ შეუძლია ადამიანს სახლი ასე მოენატროს? ალბათ ორ საათზე მეტი ვიდექი შხაპის ქვეშ... სარკესთან თაროებს გავხედე და დედას ჩემი დუშგელებიც არ აუღია.. ყველაფერი თავის ადგილას იდო,თითქოს ერთი წელი კიარა,ორი დღე გასულიყოს. თაროდან ჩემი ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ტანის ლოსიონი გადმოვიღე,რომელმაც ისევ ჩემი ძველი "მე" გააღვიძა,არც ის ვიცი ასეთი მგრძნობიარე რატომ ვარ.. ან მე მეჩვენება ეს ყველაფერი ასე საყვარლად.. აჰა,გამახსენდა,მე ხომ ორსულად ვარ... ჩამეცინა,პირსახოცი მოვიხვიე,ჩემს ოთახში გავირბინე და სარკის წინ შევუდექი გამზადებას. კულულები უკან გადავიყარე და იოს ნაყიდი კაბა ჩავიცვი,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. ****** -რააა??? თვალები გადავატრიალე და ლამის ექიმს წამოვუხტი,ისეთი შოკი მივიღე. -დიახ,თქვენ ტყუპებს ელოდებით,ეს ძალიან კარგი ამბავია.. -რამდენი..რამდენი კვირის ვარ? ენას ძლივს ვაბამდი,ლაპარაკის უნარიც კი დავკარგე,იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.. -თქვენ ოთხი თვის ორსული ხართ.. ორი ბიჭი გეყოლებათ.. -ორივე ბიჭი?!!! ექიმმა ჩემს რეაქციებზე ძლივს შეიკავა სიცილი,ეტყობოდა,ლოყები ისე ებერებოდა ერთი სული ჰქონდა კარგად გულიანად როდის გადაიხარხარებდა.. -ღმერთო ჩემო.. ვიფიქრე ერთს როგორ გავაჩენ თქო,ახლა ორი?! -ნუ ნერვიულობთ,პირველი მშობიარობა თუ არის,არ გაგიჭირდებათ.. -ვაიმე აღარ მინდა ორსულობა... ჩავიბურდღუნე და ამჯერად ექიმმა სიცილისგან თავი ვეღარ შეიკავა. -ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი კარგად იქნება. კლინიკიდან კინწისკვრით გამოვიქეცი,სწრაფად გავაჩერე ტაქსი და სახლისკენ ავიღე გეზი. თბილისის ქუჩები ისე მომენატრა...ისევ ვუყურებდი,ისე ვათვალიერებდი,თითქოს პირველად ვიყო აქ.. გიოს ოფისს მოვკარი თვალი და გული ამიჩქარდა.. გამახსენდა ყველა მასთან დაკავშირებული მოგონება,თუმცა ეს მხოლოდ მოგონება იყო.. სახლში მისვლისას ჩემებს "ვახარე" ჩემი ამბავი,სიხარულისგან გაგიჟდნენ,მამაჩემი რა თქმა უნდა ყველაზე ამაყი იყო,ერთი გოგო ვყავდი და ახლა შვილიშვილებით ავინაზღაურებო,დამცინოდა. ჩემს ოთახში შევედი,დედაც უკან გამომყვა და კარი მოხურა.. წარბი ავწიე და დედას ეშმაკურ თვალებს შევხედე. -დედა,რა ხდება?? -იცი.. გიოს დავურეკე და ვუთხარი რომ ჩვენთან ხარ.. -რაა?! დედა ეს რატომ გააკეთე,რატომ უთხარი? -მომისმინე შვილო...დღეს ყველა ჩვენი ახლობელი,ყველა ნათესავი მოვა..შენს დაბრუნებას აღვნიშნავთ.. ამ შენს დაბრუნებასაც შევალამაზებ,ისე რომ შენზე ჭორაობა არ დაიწყონ.. გიოც მოვა.. -გიოც?! დედა მას რატომ დაუძახე?!რა ვუთხრა მიგატოვე და გავთხოვდი თქო?! რატომ მაგდებ უხერხულში? ოხ დედა.. ან რატომ არ გკიდია ფეხებზე რას იფიქრებენ ჩემზე ჩემი ნათესავები?! -შენ თუ გკიდია, მე არ ევა- თქვა კატეგორიულად,საწოლიდან წამოხტა და კართან დადგა. -გიოს იცოდე კარგად დახვდი.. და საერთოდ,ყველას,რომ არ გაქცეულიყავი და ვიღაცას არ გაყოლოდი,ახლა ასეთი კარგი,მდიდარი ბიჭის ცოლი იქნებოდი.. ფუფუნებაში გაცხოვრებდა.. შენ კიდევ რა ვიცი ვის გადაეყარე.. ჰო კარგი,ზედმეტი მომივიდა.. მაპატიე. უბრალოდ საღამოსთვის მზად იყავი. საშინელმა ბრაზმა ამიტანა... კარგი ეს ნათესავები კიდევ ხო.. რა გიო.. რა გიო.. ღმერთო,იოანემ რომ გაიგოს რამე.. ყველას დახოცავს ალბათ..გიოზე რომ გაიგოს რამე,ცოცხალს არ დატოვებს...ამაზე უფრო საშინელმა შიშმა დამიარა,ტელეფონს დავხედე,მისი ნომერი ავკრიფე,მაგრამ გადავიფქრე მიწერა.. მოსაღამოვდა და სახლი უამრავი სტუმრებით ივსებოდა ყოველ წუთში,დედაჩემის თქმით,მართლაც შეალამაზა ყველაფერი და ყველა "გაბედნიერებას" მილოცავდა. საშინელებაა,გარშემომყოფებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე,სინამდვილეში რა მოხდა.. როგორი ძნელია,ამ ყველაფრის დამალვა.. ამ დროს დიდი სურვილი ჩნდება იყვირო ბოლო ხმაზე,იყვირო და ყველაფერი მოუყვე,განსაკუთრებით მშობლებს. მამა გვერდით დამიდგა,ხელი თავზე გადამისვა და თბილი მზერა მომაპყრო.. -ხომ იცი,დედაშენი რამეს რომ აიჩემებს ტყუილია..მაგრამ...შენ თუ არ გინდა ეს ყველაფერი,თუ არ გსიამოვნებს,ყველას გავყრი შვილო.. -არა მამა.. იყოს.. არაუშავს,გავუძლებ ეს დღეც.. გავუღიმე და მისაღებში გავედი,ქურთუკი მოვიცვი და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გასვლა დავაპირე,კარი გავაღე თუ არა,გიო შემრჩა. რამოდენიმე წამით ორივე გაშეშებულები ვიდექით,ვეცადე მალევე მოვსულიყავი გონს,ძალა მოვიკრიბე რომ გიოს მივსალმებოდი..ამავდროულად დედაზე ვბრაზდებოდი,ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის... -გიო...შემოდი.. ძლივს ამოვილუღლუღე.. კარი მივხურე და მოსაცმელი გამოვართვი,ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე და ასე იდიოტებივით ვიდექით ორივენი,სანამ დედა არ მოვიდა. -გიორგი,როგორ ხარ? თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს,თითქოს აქამდე ხშირად ნახულობდნენ,დედამ სუფრასთან მიიპატიჟა,თუმცა გიორგიმ უარი უთხრა. -მე,უბრალოდ ევას სანახავად მოვედი ეკა.. -კარგი,ილაპარაკეთ.. თუ გინდათ სამზარეულოში გადით,იქ არავინაა.. დედა გატრიალდა და ნათესავებს მიუბრუნდა,გიორგი კი ჩემს წინ დადგა და მთელ სახეზე დაჟინებით მაკვირდებოდა,თავი უხერხულად ვიგრძენი და ფიქრი დავიწყე,რა მეკითხა ან რა მეთქვა სიტუაციის განსამუხტად. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -კი,რა თქმა უნდა.. შევიდეთ სამზარეულოში.. -არა.. აქ არა,აქ ხმაურია.. მანქანით ვარ და აქვე რომელიმე კაფეში დავსხდეთ თუ პრობლემა არაა.. -კარგი.., კარგი,არაა პრობლემა. კაფეში დავსხედით,ორი ამერიკანო შევუკვეთეთ და ერთმანეთის პირისპირ დავსხედით..ვგრძნობდი,კითხვების კორიანტელს დამაყრიდა და სულიერად ვემზადებოდი... -ალბათ იცი,რატომ მინდოდა შენთან ლაპარაკი. -ჰო,დაახლოებით ვხვდები, ვთქვი და ყავა მოვსვი. -ასე უცებ... ასე უცებ გადაგიყვარდი და ორ დღეში ვიღავას გაჰყევი ცოლად? როცა 1 კვირაში ქორწილი გვქონდა.. -გიორგი,ყველაფერი ასე მარტივად არ არის,როგორც გგონია.. -შენს საქციელს გგონია გამართლება აქვს? ისე მიმაგდე,ვითომც არაფერი.. ყველაფერი მზად მქონდა,ამდენი ხანი ვემზადებოდი..შენ კიდევ,ყველაფერი წყალში ჩაყარე.. -გიო გთხოვ.. ნუ ლაპარაკობ იმაზე,რაზეც ოდნავ მაინც არ გაქვს წარმოდგენა.. -მაშინ მითხარი,მითხარი როგორ იყო?არ მაქვს უფლება ვიცოდე,ევა?! -არ შემიძლია. -აჰა,ხედავ? -ვერაფერს გეტყვი.. -იმიტომ,რომ არც არაფერი გაქვს სათქმელი. გეგონა გიყვარდი,ალბათ ჩემთანაც დადიოდი,კიდევ სხვასთანაც და ბოლოს ის აირჩიე.. -რაა? როგორ მელაპარაკები? -აბა რა ლოგიკით გათხოვდი ორ დღეში?! ესე იგი ვიღაც გყავდა.. -გიორგი ასე არ იყო! -ასე იყო ევა ასე.. მეგონა პატიოსან,ლამაზ და საყვარელ გოგოსთან ვაკავშირებდი ცხოვრებას,თურმე როგორ შევცდი? ევა თურმე ამ დროს ბიჭებს არჩევდა,ვის გაჰყოლოდა და ვის არა! -გეყოფა!!! ჩემს ყვირილზე ყველა კაფეში მსხდომმა შემომხედა,თვალები ცრემლებით ამევსო და გიჟივით გამოვვარდი გარეთ. პირზე ხელს ვიფარებდი,თავს ვერ ვიკავებდი და ვბღაოდი.. ასე არ არის ყველაფერი.. ასე არ არის.. ამ ამბების ჩაკვლა მომიწევს ჩემში მარტოდ მარტოს.. როგორც ყოველთვის.. ჩემს თავს ვუმეორებ და პარკთან ახლოს სკამზე ვჯდები,ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ცრემლებს ვიწმენდ.. მგონი აქ არასდროს არ უნდა დავბრუნებულიყავი... ****** ორი კვირა გავიდა სახლში დაბრუნების შემდეგ,იოს არ მოუწერია,არც დაურეკავს.. არც მე ვწერ,მაგრამ..ვგრძნობ როგორ საშინლად მენატრება,როგორ მაკლია..როგორ მინდა მისი სურნელით და კოცნით ვიჯერო გული..ნეტავ ახლა სად არის,რას აკეთებს.. არც ფიქრები არ მასვენებს თავს,რომ ძალა არ მაქვს ჯერ კიდევ მასთან სიახლოვის..ან იმის თქმის,რომ ორსულად ვარ. გინეკოლოგთან სიარულს არ ვწყვეტ,ძალიან მოუსვენარი ბიჭები მყავს,ექოზეც ხშირად დავდივარ,ბოლო დროს ხშირად გავხდი ცუდად,საშინელმა ღებინებამ თავი მომაბეზრა,ყველაფრის სურნელი გულს მირევს..ყველანაირი სუნამოც კი გავაქრე ჩემი ოთახიდან.. ოთახის კარი დედამ შემოაღო,ბროწეულით სავსე თეფში თავთან დამიდო. -დედა კარგი რა,ვერ შევჭამ ვერც ღვიძლს და ვერც ამ ბროწეულს..მერე ისევ გული მერევა მაინც.. -ევა,ჰემოგლობინი დაბალი გაქვს,ექიმმა რა გითხრა დაგავიწყდა? -ვაიმე!ექიმთან ვარ დღეს ორზე დაბარებული,რომელი საათია? -პირველია უკვე.. ოხ ევა ევა.. მე რომ არ მეთქვა ალბათ არც გაგახსენდებოდა.. თავი გააქნია დედამ,ბროწეულზე ისევ მანიშნა ბოლომდე მეჭამა,მე კი ციბრუტივით ვტრიალებდი,ვცდილობდი სწრაფად გავმზადებულიყავი და ეს სისწრაფეც უფრო მახვევდა თავბრუს. იმდენად გამხდარი ვიყავი,მუცელი ჯერ კიდევ არ მეტყობოდა,ამიტომ ვცდილობდი მესარგებლა ამით და იმას ვიცვამდი,რაც მიყვარდა. ტანზე მომდგარი წითელი კაბა გადავიცვი,კულულები გვერდით გადმოვიყარე,შინდისფერი ტუჩსაცხი გადავისვი,სახლის კარი გამოვხურე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. ისეთი სისწრაფით მივრბოდი,წინ როგორ შევეჩეხე ჩემს წიმ მდგარ ადამიანს,ვერ გავაანალიზე,მასზე მთლიანად მიკრული ვიყავი,თუმცა ნაცნობმა სურნელმა მოაღწია ჩემამდე და გულმა გამალებით დაიწყო ცემა. -იოანე? მისი ცხელი ჰაერი მეფრქვეოდა სახეზე,ხელები ძლიერად შემომხვია და ყელში მაკოცა. -უკვე მერამდენედ გეუბნები,კიბეებზე ნუ იცი ასე სწრაფად სირბილი მეთქი.. მის სიტყვებზე ჩამეცინა და მის სახეს ავხედე.. -აქ რა გინდა.. -არ გენატრები? -კი... -მერე? -იო,მეჩქარება.. -როგორ მიყვარს,იოს რომ მეძახი... ისევ ყელზე მაკოცა,ლოყაზე,ყურის ბიბილოზე,ბოლოს ჩემს გამობერილ ტუჩებს დაეწაფა ნაზად,მაგრამ მალევე მოვიშორე. -იოანე მეჩქარება..მართლა.. -სად მიდიხარ? წარბშეკრულმა გამომხედა და ვიცი აქ თავს ვეღარ დავიძვრენ.. -ექიმთან.. -რაა?რამე გჭირს? ცუდად ხარ?! -არაა.. ალერგია მაქვს და 2ზე ჩაწერილი ვარ,ვაგვიანებ.. გთხოვ გამატარე.. -მე გაგიყვან, მოდი დაჯექი. ხელი ჩამჭიდა, მანქანის კარი გააღო და მიმითირა დავმჯდარიყავი. სხვა გზა არც მქონდა,წამებში საჭესთან დაჯდა,მანქანა დაქოქა და უბანს მოვშორდით. -იოანე ასე არ შეიძლება.. ვთქვი და ცალი ფეხის ბაკუნი არ გამიჩერებია ნერვიულობისგან,არ მინდოდა ჯერ ამის თქმა. არ ვიყავი მზად,რომ გაეგო მამა ხდებოდა. -ასე როგორ? გაკვირვებით შემომხედა და გზისკენ არც გაუხედავს. -იოანე გზას უყურე,რას აკეთებ?! -კარგი,მითხარი.. ასე რა არ შეიძლება? -რა და ის,რომ არ მაცდი ფიქრს,ჩემ თავთან მარტო ყოფნას.. -ევა,ორი კვირა გავიდა.. ეს საკმარისი არ არის?! -არა.. სახეზე შევატყვე ხასიათის ცვლილება,ისე მინდოდა ამ დროს მეთქვა,მეთქვა რომ...საშინლად მინდოდა მასთან ყოფნა,მისი კოცნა,ჩახუტება,ისე მენატრებოდა,ისე მენატრებოდა.. ასე ახლოს იყო ჩემთან და ამასთანავე ასე შორს..გულმა ვეღარ მომითმინა და იოს მივუბრუნდი. -გააჩერე მანქანა! -რა? -იოანე სწრაფად გააჩერე! -მოიცადე,აქ არ შეიძლება, შევუხვევ სადმე... -ჩქარა,სანამ გადავიფიქრე! იდიოტივით აუტყდა სიცილი,გაკვირვებით შემომხედა,თან მანქანას აყენებდა პარკთან ახლოს. -სანამ გადაიფიქრე? აქ მოუხერხებელი იქნება პატარავ,მაგრამ მზად ვარ სიახლეებისთვის -სამწუხაროდ შენზე გაბრაზებული არ ვარ,თორემ მუშტს გითავაზებდი,გადმოდი მანქანიდან -კარგი კარგი.. სიცილი ისევ არ მოშორებია სახიდან,ჰაერი რამოდენიმეჯერ ჩავისუნთქე ღრმად და გავივსე ფილტვები,იოს ხელი მუცელზე დავიდე და თვალებში ჩავხედე. -მემგონი ექოსკოპიაზე დამაგვიანდა.. -რა? -ორსულად ვარ.. ტყუპი ბიჭების მამა ხდები სერიულო მკვლელო! მისი ზურმუხტისფერი თვალები ისე აციმციმდა,თვალსაც კი მჭრიდა,როგორც მზე.. არა,მზეზე მეტად მჭრიდა მისი ბედნიერების სხივი თვალებიდან,ხელი დამტაცა,ჰაერში დამატრიალა და ტუჩებზე მომვარდა,მთელი სიყვარულით მკოცნიდა,მთელი სითბოთი და ვნებით სავსე იყო მისი გემრიელი ტუჩები,ამჯერად აღარ შევწინააღმდეგებივარ,ძნელია იოანეს შეეწინააღმდეგო,თანაც საქმე როცა მეორე კოცნაზე მიდგება.. იმდენად ვნებაამღვრეულები ვიყავით და ერთმანეთს მონატრებულები,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ იქვე დავნებებულიყავი. -ნეტა იცოდე,რა ბედნიერი კაცი ვარ... -დიახ,ვიცი,მანიაკო! -ასე ნუ მეძახი! ამოიოხრა.. -რას,მანიაკს? -თუნდაც.. და კიდევ ჰო,სერიულ მკვლელს. -მოიცა,არ ხარ მანიაკი?არც მკვლელი? ღმერთო ჩემო...არ მჯერა?! გადავიკისკისე და ისევ კოცნა გააგრძელა გაუმაძღრად. -სახლში როდის დაბრუნდები? -იო არ ვიცი..ჯერ ეხლა დავბრუნდი მშობლებთან,ათასი ზღაპარი მოვიგონე.. -უთხარი,რომ ქმარს ურიგდები. -უკაცრავად და ჩემი ქმარი რომ საერთოდ არ ხარ? -ქმარიც ვარ და ყველაფერიც,ჩემი სიტყვა უფროა კანონი ვიდრე ფურცელზე დამტკიცებული სისულელეები.. -ხო,აი ეგ სისულელეები კარგად დაიმახსოვრე,ჩვენ შვილებს გამოადგებათ,ძილის წინ როგორც ზღაპარს ისე წაუკითხავ ხოლმე. იმდენად სერიოზული სახით გადმომხედა,ასე მეგონა მომკლავდა,სიცილით ვიფხრიწებოდი და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა,სახე მეც ნელნელა დავასერიოზულე და ინტერესით სავსემ გავხედე -რა იყო? -როდის დაბრუნდები სახლში.. -ღმერთო,რა უჟმურთან მაქვს საქმე.. შენთვის ორი წუთი სიცილი უკვე ზედმეტია ხო?იმედია ჩემი ბიჭები შენ არ დაგემსგავსებიან ხასიათით.. ისევ ჩავიკისკისე,სახე არც შესცვლია,ხელი ხელზე მოვკიდე და ტუჩებთან მივიტანე - გპირდები,ვეცდები მალე დავბრუნდე,ვთქვი და მის გრძელ თითებს დავუწყე მოფერება.. -შენს გამო ექიმთან დავაგვიანე უკვე,სახლში მაინც მივალ დროულად.. ჩემები ინერვიულებენ.. -ალბათ როგორ გაუხარდათ შენი ნახვა.. -ძალიან..მაგრამ.. მეორე დღესვე ნათესავები დაპატიჟა დედამ,ყველა გაბედნიერებას მილოცავდა.. გიორგიც კი მოვიდა.. -გიორგი? უფსს...ეს არ უნდა წამომცდენოდა,ესეც ჩემი გრძელი ენის ბრალია..ალეწილი სახით გავხედე იოანეს,ალბათ ცისარტყელის ფერები დამთამაშებდა უკვე და შუბლზე ძარღვი ებერებოდა ისე დაიძაბა. -ვინ არის გიორგი?! -ჩემი საქმრო.. ყოფილი. -რა უნდოდა?! -გამლანძღა..ძალიან ეწყინა, მითხრა,რომ საშინელი გოგო ვარ.. ჰგონია ვუღალატე..საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი იო... ყველას ის ჰგონია,რაც სინამდვილეში არ არის და თავს საშინლად ვგრძნობ.. მისკენ ახლოს მიმწია და გულზე მიმიხუტა,მისი სითბო ვიგრძენი და საყვარელმა სურნელმა დამამშვიდა.. -ევა.. -ჰო.. -გიორგის აღარ შეხვდე,აღარასდროს.. თორემ მისი მოკვლა მომიწევს. დილით ადრე მეღვიძება,საშინელ გულისრევას ვგრძნობ და მაშინვე სააბაზანოში გავრბივარ,დედა ჩემს ხმაურზე შემორბის და ხელს მკიდებს,თავზე მეფერება და ცრემლი ადგება. -როგორ ხარ დე? -როგორ ვიქნები.. ძალიან დავიღალე,მალე გაჩნდნენ რა..ვწუწუნებ და ეკატერინეს თავს ვადებ მხარზე. -სად ბრძანდება შენი ქმარი,ორსული ესე უნდა დაეტოვებინე? ბრაზს ანთხევს და თავს უფლებას ატანს ამდენი ხნის სათქმელი ახლა ამოუშვას გულიდან. -არ იცოდა,ორსულად რომ ვიყავი დედა.. დაწყნარდი.. -როგორ,არ გითქვამს?! -არა.. -შვილო ესე არ შეიძლება,რაც არ უნდა იყოს მისი შვილები არიან. -გავაგებინებ დედა.. -უნდა უთხრა,აუცილებლად. ჩემს ოთახში შევდივარ,სარკესთან ვდგები და ვათვალიერებ სხეულს,მუცელი სწრაფად მეზრდება,ორსულის ამპლუაში ჩემი თავი ცოტა არ იყოს მეუცნაურება,საწოლზე ვწვები და როგორც ყოველთვის,ფიქრებში ვეშვები.. როგორც იქნა, ძილი მერევა,როცა ტელეფონის ზარი მაფხიზლებს და ლამისაა კივილი ავტეხო,მაგრამ იოს ტკბილმა ხმამ მაშინვე დამამშვიდა. -ევა,კარგად ხარ? -უნდა ჩამძინებოდა და შენც დარეკე.. შენ და შენს შვილებს მაშინ გახსენდებათ ჩემი შეწუხება,როცა დასვენება მინდა! -კარგი,მერე დაგირეკავ.. -აღარ დამეძინება.. -მაპატიე პატარავ,კარგი? -ასე ნუ მეძახი,ხოიცი არ მომწონს.. -ვიცი -აბა რატომ მეძახი? -შენც მეძახი სერიულ მკვლელს,მანიაკს..კიდევ ჩამოვთვალო? -სამაგიეროს მიხდი ამხელა მკვლელი კაცი? -ხო,პატარავ.. ორივეს ჩაგვეცინა. -მინდიხარ... მენატრები..და..მინდა აქ იყო.. მის ვნებაამღვრეულ სიტყვებზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ასე ვიყავით გაჩუმებულები სადღაც ორი წუთი. მისი სუნთქვა მესმოდა,ეს კი ყევლაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა..მეგონა ძალიან,ძალიან ახლოს იყო და მონატრების ძალა უფრო მეტად მერეოდა. დუმილი ისევ იომ დაარღვია. -ევა,დღეს მნახავ? -რა თქმა უნდა..მალე მოხვალ? -შენთან ვიქნები ნახევარ საათში.. -ჩემს სახლთან არ მოხვიდე ისევ,როგორც წინაზე.. შეიძლება ვინმემ დაგვინახოს. -კარგი -გკოცნი.. -მაგ კოცნას ისედაც მივიღებ,რომ გნახავ,ასე რომ ეგ სიტყვა დამშვიდობებისას აღარ თქვა ხოლმე,თორემ ავარია არ ამცდება. -გულიანად გადავიკისკისე,ყურმილი გავთიშე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,მალე მენახა,რომ ისევ შემეგრძნო საყვარელი კაცის სურნელი. ისევ აქეთ იქით სირბილი დავიწყე ოთახში,მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი ამიტომ ყველაფერი გადმოვყარე კარადიდან,იოსგან ბევრი ისედაც არ მქონდა არაფერი წამოღებული,თითქმის ყველა ნივთი იქ დავტოვე.. თავი სარკეში კმაყოფილმა შევათვალიერე და კარი მოვხურე,მხოლოდ დედაჩემის წუწუნი მესმოდა რათ უნდა ამ გოგოს ყოველდღე ექოზე სიარულიო და ამაზე მეცინებოდა. იოს თვალებით ძებნა დავუწყე,თუმცა არ ჩანდა არსად,ერთი საათი გარეთ ვიდექი,როცა წესით აქამდე ბევრად ადრე უნდა მოსულიყო. რეკვას არ ვწყვეტ და აკანკალებული ხელებით ვცდილობ სენსორზე ავკრიფო შეტყობინება,არც მესიჯს პასუხობს,არც ტელეფონს იღებს.. ამჯერად თვითონ რეკავს რამოდენიმე წუთში,გული გამალებით მიცემს და ამავდროულად ბრაზი მატულობს. -იოანე სად ხარ?! ჩემი ბრაზი ვერ დავიმორჩილე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. -ევა... ხმაჩაწყვეტით მომმართა,თითქოს ლაპარაკი უჭირდა. -რა ხდება,სად ხარ?! -სახლში ადი.. დღეს ვერ გნახავ,კარგი? სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამს,მე კი ჰაერი არ მყოფნის და მგონია გონებას ვკარგავ,რადგან პირველი შემთხვევა არ არის მისგან ამ ხმის ტემბრის მოსმენა,უკვე ვხვდები რომ რაღაც რიგზე არ არის და ეს გაურკვევლობა მღრღნის. -იოანე,ახლავე მოდი,ძალიან ვნერვიულობ,გთხოვ მოდი. თუ ყველაფერი რიგზეა,მოდი! ნელი სიჩქარით შემოუხვია ბმვ-მ უბანში,მუქ მინებში იოანე ვერ შევამჩნიე და არც დავაცადე მანქანას უფრო ახლოს მოსვლა,სწრაფად ავდექი,მისკენ გავიქეცი, მაშინვე კარები გავაღე და მანქანაში ჩავხტი. წამიერად შევკივლე მისი სახის დანახვისას და პირზე ხელი ავიფარე. -ევა,გთხოვ.. არ ინერვიულო კარგად ვარ.. -იოანე რას ამბობ?! ესაა კარგად ყოფნა?! რა მოხდა?! მითხარი.. გულზე ხელს ვიდებ და მისი ბაგა ბუგი ყურებში მესმის,ჩანთიდან ხელსახოცს ვიღებ და სისხლიან სახეს ვუწმენდ,არ მინდა ცრემლებმა მძლიოს,ვცდილობ ეს მძიმე ბურთი გადავაყლაპო და ნელი მოძრაობით მოვწმინდო სახიდან სიბინძურე. -უბრალოდ შელაპარაკება მომივიდა ვიღაც ტიპებთან,არ ინერვიულო შენ. -დაჭრილი ხარ? -არა.. -იოანე ნუ მატყუებ,მითხარი -ცოტა,დანით. მაგრამ არ ინერვიულო,ხომ ხედავ კარგად ვარ.. -სწრაფად ჩემს სახლთან შეუხვიე,ჩემთან უნდა აგიყვანო. -არა არა,ევა,ადი სახლში,მე წავალ ნელნელა. -არა! არავითარ შემთხვევაში,სახლში ავალთ და მე მოგხედავ და მანამ არ გაგიშვებ სანამ თორნიკე ან ვაჩე არ მოვა და წაგიყვანს. შენ მანქანის ტარების თავი არ გაქვს. -ევა არ მინდა მეთქი -კიდე დიდხანს შემეწინააღმდეგები?სწრაფად,შეუხვიე. თითით ვანიშნებ ადგილს სადაც უნდა შეუხვიოს,მანქანიდან გადმოვდივარ და მის მძიმე სხეულს წონასწორობას ვაკავებინებ,თან აქეთ იქით ვიყურები დაძაბული,რომ არავინ დაგვინახოს. კიბეებზე ამყავს და ამ დროს სიცილი უტყდება. -ნორმალური ხარ?! რა გაცინებს?! გაოცებული ვუყურებ,ის კი სიცილს არ წყვეტს. -გახსოვს,აი აქ,ამ კიბეებზე რომ დაგიჭირე და წაგიყვანეთ?!ეხლა შენ აგყავარ შენთან.. -ისე ამბობ გახსოვსო,თითქოს ათი წლის წინ მომხდარიყოს,მიდი გადაადგი ფეხი,ბოლო ბოლო სამი კაცი ვცდილობთ შენს ათრევას! სახლში შევაღწიეთ როგორც იქნა და მადლობა ღმერთს რომ მარტო ვარ,თორემ ახალი ზღაპრების მოყოლა მომიწევდა მშობლებისთვის,ან ვინ იცის,იქნებ სიმართლის თქმაც. იოანე ჩემს ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაწვიე,სპირტიანი ბამბები მოვიმარაგე და მასთან ჩავიმუხლე. -სახე სუფთა გაქვს,მითხარი სად გაქვს ჭრილობა კიდევ.. -მაისური ამიწიე. მისი მაისური ნელნელა ავწიე,მაგრამ ჭრილობები ზევით კიდევ იმატებდა,ყველა ჭრილობას დავუყევი და ყველა დავამუშავე,ის კი ჩუმად ოხრავდა და ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია. -ვიცი რომ გტკივა,მოითმინე ცოტაც. -საიდან მოიტანე რომ მტკივა?! -ოხხ იოანე. ჩამეცინა და ხელი წელზე მომავლო,წამებში მის ზემოთ მომაქცია. -მემგონი ძალა არ დაგიკარგავს ხომ??არადა კიბეებზე ასვლა როგორ გიჭირდა,ცალი წარბი ავწიე და ეშმაკურად გავხედე. -მერე მე მუცელზე მაქვს ჭრილობები,ხელზე კიარა. -ტვინში გაქვს დიდი ჭრილობა! ნუ მიკრობ ახლა ასე,დამაცადე კიდევ დამრჩა რამოდენიმე ადგილი სანახავი.. -იქნებ სხვა ადგილებიც გენახა ძვირფასო?! -იუმორის გრძნობა გაქვს საშინელი, სახე მოვმანჭე ისე რომ კარგად შეემჩნია. -შენ კიდევ იმას ვერ ამჩნევ ამდენი ხანია,როდის ვხუმრობ და როდის არა! -აჰა,ანუ სხვა ადგილებიც ვნახო არა?! -ჰო,რაარის?! -იოცნებე! მისი ძლიერ ხელებში მოაქცია ჩემი სახე და ჩემს ტუჩებს მიეწება,ხელი ზურგიდან საჯდომამდე ჩააცურა და მაგრად მომიჭირა. -იოანე! გაჩერდი! თავი გავითავისუფლე მისგან და სიცილს ძლივს ვიკავებდი,ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა. -ტელეფონი მომეცი,დავრეკო თორნიკესთან -ჯიბეში მაქვს. -რომელში?!! -იცი,არ მახსოვს... მემგონი მარცხენაში,თუ მარჯვენაში..ვერ ვიხსენებ? თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე,ჩემს ტელეფონში დავიწყე ბიჭების ნომრების ძებნა და ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა ინება რომ თავისი ტელეფონი მოეწოდებინა,კმაყოფილი სახით გამოვართვი და თორნიკეს დავურეკე,რამოდენიმე წუთში ისიც მოვიდა და კარი გავაღე თუარა მისი დაბღვერილი სახე არ გამომპარვია. -თორნიკე,რა გჭირს?! გავხედე გაოცებულმა,რომლის მზერა იოანესკენ იყო მიმართული და ისე უყურებდა,მეგონა შეჭამდა. -რა გჭირს ბიჭო? ჩაეცინა იოანეს და კითხვით მიუბრუნდა თავის ძმაკაცს. -ეხლა ღირსი არ ხარ დაგიმატო?ეხლა მოგინდა ჩხუბი და დაჭრა? -რა ხდება?! -ნუკი მიმყავდა დღეს პირველად პაემანზე... -პაემანზე? თვალები გავაფართოვე და გაკვირვებულმა წარბები ზევით ავქაჩე,მექალთანე თორნიკესგან მართლაც ძალიან გასაკვირი იყო სიტყვა "პაემანი". -ხო,და აი ამ.... ამ იდიოტის გამო ვეღარ წავედი... ხელები წელზე შემოიწყო და იოანეს გაბრაზებული და დაბოღმილი მზერა არ მოაშორა..იოანე კი იკრიჭებოდა მის ასეთ საქციელზე,იმის მაგივრად,რომ დაემშვიდებინა,პირიქით,უფრო გაღიზიანება დაუწყო.. -ნუ ნერვიულობ,შენნაირ ბრეტ პიტს მთელი ცხოვრება დაელოდება ძმაო.. თორნიკე მე მომიბრუნდა და "ამას ეხლა მოვკლავ" ისე გამაფრთხილებლად მითხრა,მეც ძლივს ვიკავებდი სიცილს,მაგრამ იო თავისას მაინც არ წყვეტდა. -ისე გადაურჩა ის გოგო დღევანდელ პაემანს -რა ჰქვია გადაურჩა? -შენ რო გიცნობ,ისეთ ადგილას მიიყვანდი მაინც უკან გამოიქცეოდა. -ხოდა ვაბშე არ მიცნობ. -სად მიგყავდა აბა? -მთაწმინდის პარკში. იოანემ ისე გადაიხარხარა,მუცელი საშინლად დაეჭიმა,ჭრილობები ასტკივდა და მომცინარი სახე უცებვე დაემანჭა. სიცილს ვერც მე ვიკავებდი,მაგრამ ისე შემეცოდა თორნიკე,მართლა ეტყობოდა როგორ განიცდიდა და მეც მხარი ავუბი. -შენ საერთოდ ვის დასცინი? მივუბრუნდი იოანეს და ხელები წელზე შემოვიწყვე. -რა? -რა და ჩვენ რომ პაემანი არასდროს გვქონია,არაუშავს?!სხვას რაღას დასცინი? -რაა??რა პაე.. როდის? არ გქვონია? რა სისულელეა... -ხო ხო,ის პაემნად არ ითველბა,მაფიოზების შეხვედრებზე რომ დაგყავდი,სუფრაზე შენ გვერდით რომ ვიჯექი და საცეკვაოდაც არ მიშვებდი,შენ კიდე დგახარ,კიარა და წევხარ... და თორნიკეს დასცინი? თორნიკემ მაშინვე სიცილი ატეხა და ცინიკურად გაუღიმა გამარჯვებული სახით. იოანეს როგორც სჩვევია,დასერიოზულდა მაშინვე და თავის ძმაკაცს ხელი გაუწოდა. -მოდი მომეხმარე ადგომაში -ხო,მალე წადით თორემ ჩემი მშობლები სადაცაა დაბრუნდებიან.. თორნიკეს ხელი გადახვია იოანემ და ნელი ნაბიჯებით გავიდნენ სახლის კარამდე,მე და თორნიკეს მის მკაცრ და სერიზულ სახეზე გვეცინებოდა და მომენტებში ძლივს იკავებდა,ლამის ხელიც კი გაუშვა. ფანჯრიდან გადავიხედე და გავაყოლე თვალი,როგორ ჩასხდნენ მანქანაში და მოშორდნენ ტერიტორიას. ჩემს ოთახში შევბრუნდი გაღიმებული სახით,იმ ადგილას დავწექი სადაც იო იწვა,საწოლი ჯერ კიდევ მისი სითბოთი და სურნელით იყო გაჯერებული და ამით ვტკბებოდი მაქსიმალურად. ********* „ძვირფასო იოანე,ვიცი,ამ წერილს თუ კითხულობ ესე იგი დიდი ხანი გავიდა ჩემი გარდაცვალებიდან,თუ ამ წერილს შენ კითხულობ,ან ყველაფერი კარგადაა,ან ცუდად. შვილო,ერთადერთს გთხოვ,შენ ჩემი იმედი ხარ იმ დღიდან როცა ამ ქვეყანას მოევლინე,ჩემი ვაჟკაცი ხარ და მე იმ დღიდან შენით ვამაყობ.. შენ ყველასგან განსხვავდები,გთხოვ შვილო,გრძნობებს ნუ აყვები და ნუ დაუშვებ იმ საბედისწერო შეცდომას,რომლისაც ასე მეშინია.. ნუ მიაქცევ ყურადღებას ნიკას ამპარტავნობასა და სიამაყეს.გთხოვ,გაუფრთხილდით ერთმანეთს და არაფერი არ დაუშავოთ ძმებმა ერთი მეორეს,მე მხოლოდ ამით ვიქნები მშვიდად. ჩემი სახელი არ შეარცხვინო და ისე მოიქეცი,რომ ჩემი არ ყოფნა არავინ შეამჩნიოს და შენ რომ ჩემი შვილი ხარ იმას ამბობდნენ - მამას აჯობაო. რაც შეეხება ალექსანდრას,გაიზარდე და ალბათ გგონია,რომ ჩემი გასართობი იყო,უბრალო საყვარელი რომლისაგანაც შვილი შემთხვევით მეყოლა,მაგრამ ეს ასე არ არის,მე და დედაშენს ნამდვილი გრძნობები გვაკავშირებდა ერთმანეთთან,თანაც ისეთი ძლიერი..ვისურვებდი რომ ამის გადმოცემა შემეძლოს..ახლა,მეც მასთან მივდივარ,მე ამ წერილიც დაწერაც მიჭირს,ძალიან დავსუსტი,ძალიან... საქმე საქმეა,მაგრამ.. შეიყვარე..ოჯახი შექმენი..გიყვარდეს ყველა,მტერიც და მოყვარეც,იცოდე მტრები უფრო ახლოს იყოლიე,ვიდრე მეგობრები. სიყვარულით,შენი მამა - კონსტანტინე “ . იოანეს ხელში გაცრეცილი ფურცელი უჭირავს და გული მრავალჯერ ეკუმშება,თითქოს ისრები ერჭობაო,სავარძელში ნელა ეშვება და ერთ წერტილს აკვირდება,წერილი,რომელიც აქამდე რომ ენახა,ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... მამამ,რომელსაც მასთან ერთი თხოვნა ჰქონდა,ვერ შეასრულა... პირობა ვერ შეასრულა.. წერილმა დააგვიანა,დრომ გაასწრო.. გრძნობებმა გაასწრო.. თითქოს ყველაფერმა ერთდროულად ჩაიქროლა,ყველა მოგონებამ და საშინელმა ტკივილმა სძლია იოანეს სულს. იარაღის გასროლა და საფეთქელიდან სისხლის გამოჩქეფვა,ნიკას ბოლო გამომეტყველება,მისი ბოლო ამოკვნესა,სისხლით დაღვრილი ბალახი,სიამაყით სავსე გული... ყევლაფერი ერთიანად ტრიალებს გონებაში,კინოს ფირივით ახვევს იოანე ხან თავიდან ბოლომდე,ან პირიქით,ბოლოდან დასაწყისამდე. კაბინეტში ვაჩე და თორნიკე შემოდიან,ვაჩე ტელეფონს აწვდის და ერთი მეორეს უყურებენ გაოცებულები. -იოანე.. ეე,აქ ხარ? ხელს სახესთან უქნევს და ფიქრებიდან აფხიზლებს, -ხო,რა ხდება? -ევა გირეკავდა.. ექიმთან უნდა გამომყოლოდაო..ხოდა მარტო წავიდა,მგონი ეწყინა.. -რა გჭირს ბიჭო,რატო არ წაიყვანე? იოანემ ორივეს გადახედა,სავარძელს ზურგით მჭიდროდ მიეკრო და წერილი მაგიდაზე გაასრიალა. ********* -ქალბატონო ევა,არაფერზე არ ინერვიულოთ,ბავშვები კარგად არიან,ისინი კარგად ვითარდებიან და იზრდებიან,ამბობს ექიმი და მზერას მონიტორს არ აშორებს. -დიდი მადლობა.. ვთქვი მოწყენილმა,ჩანთა ავიღე და კაბინეტი დავტოვე. გული საშინლად მწყდება,იოანე რომ არ გამომყვა,ის ჩემთან ერთად ჯერ არ ყოფილა ექოზე,რატომ არ მოვიდა..რატომ მაიგნორებს მთელი დღე...ფიქრები ტვინს მიბურღავს და ვერ ვიშორებ თავიდან მათ ქაოსს. სახლში მისვლისას,კიდევ რამდენჯერმე დავრეკე,თუმცა უშედეგოდ. შეტყობინება ამჯერად თორნიკეს გავუგზავნე,არც მან მიპასუხა,ოთახში შევედი და ჩემს საწოლზე დავესვენე,ფანჯრიდან შემოვალ სიოს მივუშვირე სახე,რომელიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა,ამ ნეტარებაში ჩამეძინა,სადღაც ოთხი საათი იყო,როცა დედა შემოვიდა დოინჯშემოკრული ხელებით,თავზე დამადგა და ისე მიყურებდა,როგორც დასჯილ ბავშვს, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ვერ ვარკვევდი მის ბრაზნარევი ხმის მიზეზს. -ევა ადექი! -რა ხდება?! -ვიღაც კაცი მოვიდა,ევასთან საქმე მაქვსო..ვერ ვკითხე შენი ქმარი არის თუ არა,მომერიდა. ადექი ახლავე! -რაა?ვინ კაცი?? მაშინვე ტელეფონს ვწვდი და შემოსული ზარების რაოდენობა ვერც კი დავითვალე,სწრაფად შემოვიცვი ხალათი და გამობერილ მუცელზე ფრთხილად მოვიჭირე ქამარი. მისაღებში თორნიკე იდგა,აქეთ იქით დადიოდა და მისმა სტუმრობამ მართლაც გამაკვირვა,დედა კარს ამოფარებული იდგა და თვალს არ გვაშორებდა,თორნიკე სამზარეულოში შევიპატიჟე და კარი მოვხურე. -თორნიკე,რა ხდება? მშვიდობაა?! -კი,კი. არ ინერვიულო.. იყავი ექიმთან? -ვიყავი,შენ ის მითხარი რა ქარმა გადმოგაგდო? -იოანე ვერ წამოვიდა დღეს შენთან ერთად,არ გაუბრაზდე.. -რატომ.. რა მოხდა? კიდევ ვინმეს ეჩხუბა? ცინიზმი არ დავიშურე და წყლით სავსე ჭიქა გამოვცალე,თორნიკეს წინ დავჯექი და თვალები დავხარე. -გახსოვს,რამდენი ხანი ცდილობდა კონსტანტინეს სეიფის გახსნას? -კი. -მოკლედ,როგორც იქნა გახსნა სეიფი.. ძალიან ბევრი ნივთი,წერილი,ფული ნახა.. მოკლედ ყველაფერი.. -წერილი? -ჰოო..მან იოანეს დაუტოვა..იოანემ წაიკითხა და.. -და? -განადგურებულია...იმ წერილში ისეთი რაღაცები ეწერა,რასაც თავის თავს ვერ პატიობს. -და მაინც? -მაინც,ის.. რომ მაგალითად,ნიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა,არ ეჩხუბა მისთვის.. -მას ეს წერილი წაკითხული რომც ჰქონოდა,მაინც მოკლავდა ნიკას.. ასე არ არის? -ფიქრობს,რომ ალბათ ამ წერილის გამო თავს შეიკავებდა და დათმობდა. -რას დათმობდა? ნიკას სისასტიკეს ადამიანების მიმართ?ათას უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს?ამას დათმობდა? -ევა,ხომ ხვდები რომ ესე ადვილი არ არის.. აზრზე მოვა და დაგიკავშირდება.. მე ამის სათქმელად მოვედი.. -ჰო მესმის,ძნელი იქნება მისთვის.. -კარგი წავალ.. მაპატიე,ცუდ დროს მოვედი,გაგაღვიძე.. -არა თორნიკე,რას ამბობ,მოდი რა,ვისადილოთ? -არა,არა.. მეჩქარება,მართლა. თვალი ჩამიკრა და სამზარეულოს მოშორდა. -ისე,ნუკისთან როგორ არის საქმე? თვალებგაბრწყინებულმა გამომხედა მიი სახელის გაგონება, მაშინვე ღიმილმა გაიელვა და მხოლოდ თავი დააქნია.. -მგონი კარგად.. -მგონი? -ხო,ცოტა მიჭირს მასთან ურთიერთობა,ესე სერიოზულად არავინ მომწონებია და მგონი ჩემი სისულელეებით ვღლი. -არამგონია,იცი რა? მე იო,შენ და ნუკი ერთად წავიდეთ სადმე,ადგილს მე მოვიფიქრებ და გპირდები მოეწონება. -ძაან მაგარი აზრია,მართლა.. ააუ მადლობა, ხელები გაშალა და მიმიხუტა -ხო,მთავარია იოანე... -ნუ ნერვიულობ,გადაუვლის მალე.. -კარგი,დროებით.. -დროებით ევა. მეორე ოთახიდან დედა მაშინვე ჩემი ოთახისკენ გამოეშურა,კითხვების კორიანტელი დამაყარა,მე კი ვერც კი ვფიქრობდი,რა მომეტყუებინა.. ვინ იყო ეს ბიჭი,რა მეთქვა.. კითხვას რამოდენიმეჯერ მიმეორებდა და მიმეორებდა,როგორც იქნა აზრებმა მოაღწიეს გონებამდე და უაზრო მიზეზით ვუპასუხე. -თორნიკე იყო,ჩემი მეგობარი. -მე რატომ არ ვიცნობ? -მმ...შენ.. იმიტომ,რომ..როცა დავქორწინდი,მაშინ გავიცანი. -შენი ქმრის მეგობარია არა? -არა,ჩემი. -ევა მატყუებ. -კარგი რა დედა,დამანებე თავი,დასვენება მინდა. კარი მოვხურე,გადავკეტე და საწოლზე დავეშვი,თავს უფლება მივეცი ყველანაირად მოვდუნებულიყავი და ნეგატიური აზრები მომეშორებინა.. მხოლოდ რამოდენიმეჯერ დავხედე ტელეფონს იოს ზარის მოლოდინში და მეც მალევე ჩამეძინა. 3 კვირა გავიდა,მას შემდეგ,რაც იოანე არ გამოჩენილა,საშინელი ბრაზი მიტევდა და ამას ვერ ვმალავდი,ექიმი სულ იმას მეუბნებოდა,ნერვიულობა არ შეიძლებაო,თუმცა სტრესი ხომ თავისით მოდის? ამ ყველაფერს ვერ ვეწინააღმდეგებოდი,სახლში ჩავიკეტე,თუმცა ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა,ეს ჩემთვის და პირველ რიგში ჩემი ორი პატარასთვის იქნებოდა ძალიან ცუდი,ამიტომ ძალა მაქსიმალურად მოვიკრიბე,არ მეფიქრა იოზე,არ მეფიქრა ცუდზე. დარდის გასაქარვებლად,სოციალურ ქსელში ისევ დავიწყე აქტიურობა. ჩემს ძველ მინაწერებს გადავხედე დაქალებთან,კურსელებთან... ბოლოს,გიოსთან. ძნელია ამდენი ხნის მერე,ადგე და დაქალებს დაუკავშირდე,ახლა გაიხსენო ყველა.. ამაზე ტანში საშინელმა კანკალმა ამიტანა,არ მინდა ვინმესთვის ზედმეტი ვიყო,ისიც არ ვიცი კიდევ არიან თუ არა ჩემი მეგობრები.. მყავს ვინმე საერთოდ?ვუნდივარ მათ მეგობრად?სიმართლეს ისედაც ვერ მოვუყვები,ჩემი ტყუილი კი გულს ატკენთ. ძალას ვიკრებ და ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ჩათში ვაგდებ. "გამარჯობა" ვწერ სენსორზე,და ისევ ვშლი.. "პრივეტ,როგორ ხართ?" არა,ისევ ვშლი,რა პრივეტ ევა?! შუბლზე ხელს ვირტყამ,იმდენი ხანი გადის ამდენი ფიქრის შემდეგ,ვერც კი ვაცნობიერებ,რომ ელენამ ჩატი ნახა და პირველმა მან მომწერა. -ევა? ჩატს უკვე ანასტასიაც ნახულობს და ისიც მას ჰყვება. -არ მჯერა?! ევა შენ ხარ?! -ეს შენ ხარ თუ ვინმე ღადაობს? ძალას ვიკრებ,სენსორზე თითებს ვხლართავ და პასუხის გასაცემად ვემზადები. -მე ვარ.. როგორ ხართ? სხეულის ცახცახს ვერ ვიჩერებ და პლედს მთელ სხეულზე ვიკრობ. -მე კარგად,შენ როგორ ხარ? -მეც კარგად.. -აღარ გვეგონა თუ გამოჩნდებოდი..ისიც არ ვიცოდით ცოცხალი იყავი თუარა.. (ანასტასია) -ჯერ კიდევ არ მჯერა,რომ მართლა შენ გვწერ(ელენა) -მაპატიეთ,ძალიან ბევრი რამ მოხდა ბოლოს,არ შემეძლო არავისთან კონტაქტი.. -ჩვენ შენი დაქალები ვიყავით ევა,რა ვერ გვითხარი?რა მოხდა ასეთი.. -მაპატიეთ..მართლა არ შემეძლო.. -კარგი,რაც არ უნდა იყოს,იმედია მშვიდობა გაქვს.. -კი.. რას აკეთებთ?გცალიათ? -მე უნივერსიტეტიდან გამოვედი,საღამოს სანდროს ვხვდები და ანასტასიასთან გავალ. -უი,სანდროსთან ხომ ყველაფერი რიგზეა? -კი,კი.. -ჩემი სახლის მისამართი გახსოვთ? ორივემ სიცილის სმაილი არ დაიშურა,რამოდენიმე წამში დამეთანხმნენ. -თქვენი ნახვა მინდა.. მე,მომენატრეთ.. ძალიან.. -შენ გგონია ჩვენ არა? -ანუ,მოხვალთ? -მოვალთ. მეტი არ მინდა შენი გაუჩინარების მიზეზი არ გქონდეს წესიერი. -მოგიყვებით ყველაფერს..გპირდებით. -კარგი ევა,დროებით. -დროებით. ჩათი დავხურე და ამოვისუნთქე,ბედნიერებისგან ასე რამოდენიმი წუთი გაღიმებული ვიჯექი და მართლაც დიდ სიხარულს მანიჭებდა ის ფაქტი,რომ მეგობრები შეიძლება ისევ დამებრუნებინა. ტირამისუ და სამი ჭიქა ლატე მოვიმარაგე ჩემს ოთახში,ასე მეგონა ისევ თინეიჯერი ვიყავი,ისეთი ეიფორიითა და სიხარულით ველოდებოდი მათ მოსვლას. კარზე ზარი გაისმა თუარა,მაშინვე გიჟივით გავვარდი,ღმერთო,მემგონი მართლაც ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ მეგობრებმა ხელი არ მკრეს. ერთმანეთს ვეხუტებოდით,ასე ვიდექით სამივენი,სანამ დედაჩემი არ გამოვიდა და მიესალმა მათ. ხელები ჩავჭიდე ორივეს და ოთახის კარი მოვხურე. -და გიო?ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ელენამ და ყავა მოსვა. -ალბათ არ მიყვარდა.. რომ მყვარებოდა ასე ძალიან,მის დავიწყებას ხომ ვერ შევძლებდი? -ალბათ.. -განიცდიდა ჩემს გაუჩინარებას? გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს,მე კი გაკვირვებული შევყურებდი მათ. -რა ხდება? ისევ კითხვით მივუბრუნდი და გულმა გამალებით დაიწყო ცემა. -ევა არ გეწყინოს.. რომ გაუჩინარდი,იმ დღეს ამ კორპუსშიც მკვლელობა რომ მოხდა,ყველაფერი ამ ფაქტს დაუკავშირეს,ყველას მკვდარი გვეგონე.. -ჰო,ეგ არ მიკვირს,მაგრამ..გიოსთან რა კავშირშია? ანასტასიამ თავი დახარა და ტუჩები მოკუმა. -ჰა,რა ხდება მითხარით? თვალებგაფართოებულმა გადავხედე ისევ ორივეს. -შენი გაუჩინარებიდან,ორ თვეში ვიღაც გოგო მოიყვანა ცოლად. ამ სიტყვების გაგონებაზე,ბაგეები გამეპო,გაკვირვებას ვერ ვმალავდი და სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში რაღაც ტკივილსაც ვგრძნობდი,რადგან სანამ გიოზე ფიქრს შევწყვეტდი და იოანე შემიყვარდებოდა,მანამდე ძალიან მენატრებოდა,სულ მასზე ვფიქრობდი,სულ ჩვენს ქორწილზე... სულ ის მახსენდებოდა,მან კი ასე უცბად,ცოლი მოიყვანა.. რა გამოდის,არც მას ვყვარებივარ ისე,როგორც მე?ღრმად ჩავისუნთქე და ელენა მომეხვია. -კარგი რა,ნუ იდარდებ ამაზე.. თქვენ ერთმანეთისთვის არ იყავით შექმნილები.. -არა,არ ვიდარდებ.. იმედია ბედნიერია.. -და შენი ქმარი? რატომ დაშორდით.. -არ დავშორებულვართ.. გავუღიმე მე. -მართლა? -ხო,ოღონდ ეკას ნუ გააგებინებთ ეხლა.. -როდის გაგვაცნობ სიძეს?! -მმმ... მალე,ოღონდ ერთი კითხვა მაქვს. -აბა გისმენთ?! -ჩემი მეჯვარეობა ხომ არ გადაგიფიქრებიათ?!! წარბი ავწიე და ეშმაკურად გავხედე ორივეს. ********* ისევ გავიდა ერთი კვირა. იოანე ერთი თვეა არ მინახავს..დღეებს ვითვლი,წუთებს,წამებს..ტელეფონს ყოველ წამს ვუყურებ,არ შემიძლია ამის ატანა..ვერ ვეგუები.. როგორ შეუძლია ჩემი ასეთ მდგომარეობაში იგნორირება,ასე ფეხებზე დაკიდება... თვალებზე ცრემლი მადგება,მაგრამ ვცდილობ ყველა ეს ცრემლი,ნაღველი,სევდა გადავყლაპო და თავი შევიკავო,მაგრამ არ შემიძლია.. არ შემრჩა ამდენი ძალა ყოველივე ამას მოვერიო. კიბეებს ნელნელა ჩავუყვები და აჩრდილის დანახვაზე წამიერად შევკივლე. ის მე შემომიტრიალდა,სიგარეტის კვამლში იყო გახვეული,ტუჩის კუთხე ჩატეხა,მწვანე თვალები შემომანათა და ბოლო ნაფაზი დაარტყა. ბრაზი ერთიანად მაწვება,სიარულის ისე ვაგრძელებ და გვერდს ვუვლი,ამის გააზრებას ვერც კი ახერხებს,გზაში მეწევა და ხელს მჭიდროდ მკიდებს. -ევა მოიცადე. -დამანებე თავი! შემეშვი! -გთხოვ,დავილაპარაკოთ! -არა! -ჩაჯექი მანქანაში! გიბრძანებ! გაცეცხლებული სახით შევყურებ და ბრაზი უფრო მაწვება. -შენ ვინ გგონივარ რამე მიბრძანო! შემეშვი!! -მოკლედ სხვა გზას არ მიტოვებ. წამიერად ხელში ავყავარ და სწრაფი მოძრაობით მტენი მანქანაში,კარებებს კეტავს და მისკენ მწევს,მე კი სახეს ვარიდებ და ყველანაირად ვცდილობ შევეწინააღმდეგო და არ შევხედო. -ევა თუ არ მომისმენ,ასე არ გამოვა არაფერი. -ჩვენ ისედაც არაფერი არ გამოგვდის,ხომ ხედავ?! დავიღალე იოანე! ძალიან დავიღალე. -ევა შემომხედე! ამის დედაც! შემომხედე! -არა!!! საჭეს ხელს უტყავს რამოდენიმეჯერ,მანქანას ქოქავს და მთელი სისწრაფით მიჰყავს. -რას აკეთებ,როგორ დაგყავს მანქანა!! ნორმალური ხარ?! გაჩერდი!! იოანე გაჩერდი! უკვე ვკივი იმდენად მეშინია,ისე სწრაფად დაჰყავს მგონია მანქანა ჰაერშია,ყვირილს არ ვწყვეტ და ხელს ვუტყამ გაჩერდეს. სწრაფად უხვევს მანქანას უცნობ ადგილას და მუხრუჭს აჭერს. გული ამოვარდნას მაქვს,ძალიან სწრაფად ვსუნთქავ და შეშინებული ვუყურებ. ჩემს ხელს მის ხელში აქცევს და თითებზე მკოცნის. -მაპატიე,გთხოვ. -საშინელი კაცი ხარ იოანე.. თვალებს ხრის და ჩემს ხელს უფრო მჭიდროდ იჭერს. -ევა.. გთხოვ. -აღარ მინდა შენთან ყოფნა,აღარ მინდა! დავიღალე ასეთი ცხოვრებით,გესმის? -ასე ნუ მეუბნები,ევა გთხოვ..მაპატიე.. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს პერიოდი.. ვიცი გვიან,მაგრამ მაინც გავაანალიზე,რომ იმ წერილში რაც ეწერა იმას მაინც ვეღარ შევცვლიდი და ახლა რაც გამაჩნია,იმას უნდა გავუფრთხილდე.. შენ,შენ და ჩემს ორ პატარას.. გთხოვ ევა,გულს ნუ მატკენ. -გულს ყოველთვის შენ მტეკნ იოანე. -მაპატიე,კარგი?ძალიან გთხოვ ევა.. ევა..ევა.. -კარგი. -მიყვარხარ, -მეც. -სახლში არ დაბრუნდები? -ჯერ არა. -ჰო,მაგრამ ამდენი ხანი გავიდა.. ხომ შემპირდი? -ექიმთან მაგვიანდება იოანე..წავიდეთ -2 თვე დარჩა ხო? -უფრო ნაკლებიც,გავუღიმე და მუცელზე ხელი დავიდე. -ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია.. ორი ბიჭი მეყოლება. -მე გოგო მინდოდა! ჩავიბურტყუნე და გზას გავხედე, სახე მისკენ მიმაწევინა მისი თითებით და შუბლზე მაკოცა. -მერე შენ რა იცი გოგო რომ არ გვეყოლება? -ოჰ,სამი შვილი გინდა? -მეტიც. -კარგი ერთი,მე მეტი არ მინდა! ხომ ხედავ,როგორ გავსუქდი? მერე და მერე,აღარ მოგეწონები! ჩემს საუბარზე გულიანად გადაიხარხარა,თავი საზურგეს მიადო და იცინოდა გაუჩერებლად. -რა გაცინებს? -ძალიან,ძალიან სულელი ხარ! გულზე მიმიკრა და მის თითებს ჩემს თმაში დაათამაშებდა. როგორ ავღწერო ეს მომენტი,ვერც კი წარმოგიდგენთ,იმდენად ბედნიერებაა მის გვირდით ყოფნა,უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ამ ბედნიერების შეგრძნებას მთელი გულით ვცდილობ,კარგად დამამახსოვრდეს და ეს მუხტი მთელი ცხოვრება გამყვეს. იმ დღეს იოანე ექოზე გამომყვა,ჩვენი პატარების გულის ცემა პირველად რომ მოისმინა,ისეთი გაბადრული სახით იჯდა,ისეთი დაკვირვებით უსმენდა,ხოველ ჯერზე ხელს უფრო ძლიერად სჭიდებდა ჩემს ხელს. ჩემი საყვარელი მწვანე თვალები უციმციმებდა და ღიმილს არ იშურებდა,მონიტორს აკვირდებოდა და ცდილობდა ერთმანეთისგან მათ გარჩევას. დრო დადგა,მშობლებისთვის მეთქვა,რომ ჩემი შვილების მამას უნდა შევრიგებოდი,სხვანაირად არ გამოდიოდა..ეს ძალიან ძნელი იყო,თუმცა როცა სხვა გზა არ გრჩება,ის გეგმა უნდა განახორციელო რომელიც შენს თავში ტივტივებს. სახლში დაღლილი შევდივარ,სადაც დედა ლანგრით ხელში მხვდება და ჩემი საყვარელი ალუბლის კრუასანები ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებიან,ჩემი ყველა ფიქრი იფანტება წამიერად და ორ ნამცხვარს ერთად ვიღებ. -მმმმმ.... დედა,რა გემრიელია... -სად ხარ ამდენ ხანს? -ჩემს გოგოებს შევუარე,რა მოხდა? -დაგერეკა მაინც. -კარგი რა დე, ლუკმა პირიდან არ გამომიღია,ძლივს იგებდა ქალი ჩემს ლაპარაკს,თითქმის ყველა კრუსასანი მე შევჭამე და დივანზე წამოვწექი უზარმაზარი მუცლით.. ასე ჯობია,ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და მომღიმარ დედას გავხედე. -მამა სად არის? -თავის ოთახში...რაიყო? -კარგი,მას არ ვიცი როგორ ვუთხრა.. მაგრამ მინდა შენ გითხრა დე.. -რა ხდება ევა? -ჩემი ქმარი..ჩვენ..მოკლედ.. -ევა დროზე მითხარი აღარ შემიძლია.. -ჩვენ შევრიგდით. -რაა?! რას ჰქვია შერიგდით?ევა შენ მისგან წამოხვედი,ორსული წამოხვედი! კარგად გიცნობ,მოხდა რაღაც ისეთი რის გამოც ასეთ მდგომარეობაში ის დატოვე და აქ დაბრუნდი,ეხლა კიდევ ისევ ურიგდები? -დედა,გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი.. აღარ მაწყენინებს. -ოხ ევა ევა! ნუ მელაპარაკები ამაზე. -დედა მე შენთვის აზრი არ მიკითხავს,უბრალოდ მინდა რომ იცოდე. ის ძალიან კარგი ადამიანია,ჩემი შვილების მამაა,რაც მთავარია , ძალიან მიყვარს და მის გარეშე ვერ ვიქნები,ის კი ჩემს გარეშე,გესმის? -ხო,მე რაღა უნდა მკითხო. თვალებიდან ცრემლები გადმოყარა მე კი ძლიერად მოვეხვიე. -მამას შენ უთხარი კარგი? ყურში ჩავჩურჩულე და ძლიერად ვაკოცე. -ვეტყვი. -კარგი,ჩემს ოთახში შევალ. ******* -კარზე კაკუნია,გააღეთ ვინმემ,ვყვირი ბოლო ხმაზე,მაგრამ ჩემი მგონი არავის ესმის,ფენს ვრთავ და გაწეწილი თმით გავდივარ მისაღებში,სხეულზე ხალათს ვიკრობ და კარს ვაღებ. -გამარჯობა,თქვა იოანემ და ვარდებით ხელში იდგა გაღიმებული. რამოდენიმე წამი პირღია ვიდექი,არ მჯეროდა იმის რასაც ვხედავდი,საროჩკაზე ხელი მჭირდროდ მოვკიდე და ჩემსკენ მოვწიე. -აქ რა გინდა? -ჩემი საცოლის მშობლები არ უნდა გავიცნო?! -გეთქვა მაინც რომ მოდიოდი,მანიაკო! ჩემთან ახლოს მოიწია და ყურთან ჩამჩურჩულა. -გირჩევნია თმა დაივარცხნო,თორემ ცოლად აღარ მოგიყვან. -იდიოტო! დედა სამზარეულოდან გამოდის და გაკვირვებული მზერა ხან ჩემკენ აქვს მიმართული,ხან იოანესკენ. -ევა,ეხლა არ მითხრა რომ ესეც შენი მეგობარია,ამბობს დედაჩემი და სიცილს ძლივს ვიკავებ. იოანემ წარბშეკრუმა გამომხედა და "ამაზე მერე ვისაუბრებთ" სახე მტყორცნა,უთვალავი ვარდების თაიგული კი ეკატერინეს გაუწოდა. დედამ ყვავილების სურნელით თავი იჯერა და იოანეს გაუღიმა,მისაღებში მიიპატიჟა და ჩემთან ახლოს მოვიდა. -ეს არის შენი ქმარი? -ხო დედა. -ძალიან სიმპათიურია. -ვიცი. გავუღიმე და მეც მათ გავყვევი,იოანეს გვერდით მივუჯექი,ხელი მუხლზე დამადო მე კი მწარედ მივარტყი და ხელი გავაწევინე. როდესაც მამა შემოგვიერთდა,ფეხზე ავდექი და იოანეს ვანიშნე. -გამარჯობა,თქვა იოანემ და ხელი გაუწოდა ალექსანდრეს. -გაგიმარჯოს. თქვა მან და მის მოპირდაპირედ დაჯდა. დედამ სამზარეულოდან გამომძახა,ვახშმის გამზადებაში მივეხმარე და რამოდენიმე წამში ყველანი მაგიდასთან ვისხედით. -ალბათ ხვდებით ჩემი მოსვლის მიზეზსს,ამბობს იოანე და ნერწყვს ყლაპავს,ასეთი განერვიულებული ჯერ არ მინახავს,შეიარაღებულ კაცებთანაც კი. -მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ,რადგან აქამდე ვერ გაგიცანით,როგორც ჩემი ცოლის მშობლები,ბოდიშს გიხდით,რომ ამდენი ინერვიულეთ მის გამო.. აქ პატარა პაუზას აკეთებს,მე კი ხელს ვკიდებ ხელზე და ვუღიმი. -მე ევა ძალიან მიყვარს,მინდა რომ ერთად ვიყოთ,და პირობას გაძლევთ,ის მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება და არასოდეს მიეცემა სახლიდან წამოსვლის მიზეზი. ალექსანდრემ ღვინით სავსე ჭიქა მოიმარჯვა და იოანეს ჭიქას გაუწოდა. -დალოცვილები იყავით,იმედია ჩემს გოგონას აცრემლებულს ან სახლიდან წამოსულს აღარ ვნახავ,და როგორც კაცი,კაცის სიტყვას ვენდობი. -მე სიტყვა მოგეცით,დამერწმუნეთ ამ სიტყვას არასდროს გავტეხ.. და კიდევ,მინდა ქორწილი გადავიხადოთ. -ქორწილი?გავხედე გაკვირვებულმა -ჰო, თქვა მან,ჩემს მშობლებს გადახედა და ისევ განაგრძო თავი არ დაიზოგოთ,ვინც გინდათ დაპატიჟეთ,ეს ჩემთვის პრობლემა არ არის,ყველაზე დიდი და ლამაზი ქორწილი გვექნება ჩვენ. ბედნიერებისგან სრულიად ავწითლდი,იოს ლოყაზე ვაკოცე და თავი მხარზე დავადე,ისევ თვალები დავხუჭე,რომ ეს ბედნიერების მუხტი რომელიც მთელ სხეულში ფეთქავდა,კვლავ ძლიერად შემეგრძნო და დამემახსოვრებინა. მომენტალურად თავი შეუძლოდ ვიგრძენი,ღრმად სუნთქვა დავიწყე და იოანეს ვანიშნე წყლით სავსე ჭიქა მოეწოდებინა,წყალი ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე და მუცლის დაჭიმულობამ უფრო შემაწუხა,იოს ხელი მჭიდროდ მოვკიდე,ის კი ისე ნერვიულობდა არც მესმოდა მისი ხმა. -ევა შვილო,როგორ ხარ? -ევა,საყვარელო,შემომხედე,ევა? უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და დავიკივლე,აზროვნების უნარი წამერთვა და მხოლოდ ერთი სიტყვა ძლივს ამოვილუღლიღე -დაიწყო! მხოლოდ იოანეს ძლიერ ხელებს ვგრძნობდი სხეულზე,როგორ ჩამარბენინებდა მანქანამდე,მე მხოლოდ იმ ტკივილზე ვიყავი ორიენტირებული,რომელიც ასეთი მწარე იყო. კლინიკაში მისვლისას ექიმები თავს დამეხვნენ,სწრაფად შემარბენინეს სამშობიაროში,ექიმმა მირჩია რომ იოანეც შემოსულიყო,თუმცა ამ აზრს არ დავთანხმდი,გაგიკვირდებათ და მას უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა,თუმცა არ შემოვუშვი. -ცოტაც! ევა,მიდი ცოტაც!! ბოლო ხმაზე დავიყვირე და ტკივილი ნელნელა გაქრა,პატარების ტირილმა მოიცვა ჩემი სმენა,ტკივილის გაყუჩებით დავმშვიდდი და ვეღარც ვმოძრაობდი,ორივე გვერდი გვერდ მომიწვინეს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იოანე ბოლოს მაინც შემოვარდა სამშობიარო ბლოკში,შეშინებული სახე ნელნელა ღიმილითა და ბედნიერებით აევსო,ექთანმა ერთ ერთი აიყვანა და იოანეს ხელში დააჭერინა ფრთხილად. -გიყვარს? ვკითხე დაღლილმა.. -მგონი კი.. თან ძალიან.. -ჩვენი პატარები,კოტე და უტა. -ევა,რა თქვი? -ჰო,ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს.. თვალები უფრო აუციმციმდა და თვალზე ცრემლი მოადგა,პატარას გულზე ფაქიზად იხუტებდა და მზერას არ მაშორებდა. *** 2 თვის შემდეგ.. -იოანე დამაცადე,სად გეჩქარება?! ჩამოვდივარ ჰო! ტელეფონს ვთიშავ და ძიძას ბავშვებთან ვტოვებ,მათი კოცნით და მოფერებით ვერ ვძღები,მაგრამ იოანე ჩემს ტელეფონს რეკვით იკლებს,ჩანთას ვიღებ და კიბეებს ჩავუყვები,სადაც ის გარეთ დგას გაღიმებული. -რა ხდება?მეც მეღიმება და მისკენ ახლოს მიზიდავს,ყურთან ახლოს მკოცნის და მანქანის ღია კარისკენ მიმითითებს ჩავჯდე. უხმოდ ვჯდები და მას გავყურებ. -სად მივდივართ?თითებს მის თმაში დავათამაშებ და მის პასუხზე ღიმილი მაშრება სახეზე. -მეორედ გიტაცებ. -რა თქვი? -მალდივე დელ ამორ. -რას ბოდავ? -მომაბეზრებელია საფრანგეთი,იტალია.. ჩვენ იქ უკვე ნამყოფები ვართ.. მალდივის კუნძულზე მივდივართ საყვარელო,როგორც შენ აღნიშნე,რომ პაემანი არასდროს გვქონია,შენ პირველი გოგო იქნები დედამიწაზე,ვისაც პაემანი აქვს პირველად მალდივის კუნძულზე. -რააააა?იოანე რა მალდივი?! ღმერთო ჩემო,ბავშვები ძიძას დავუტოვე,იოანე ნუ სულელობ.. რა პაემანი?! -ბავშვები 1 თვე ძიძასთან და ეკასთან ერთად იქნებიან,უჩვენობას ვერც შეამჩნევენ..თან კაცურად დავარიგე,დედა მიმყავს და სახლს მიხედეთ თქო. -მემგონი სრულ ჭკუაზე არ ხარ..მოწიე რამე თუ სერიოზულად ამბობ? ამ დროს მთელი სერიოზულობით გადმომხედა,მერე თითით მანიშნა სახეზე,არ ვარ სერიოზულიო?! მე ამაზე რა თქმა უნდა გამეცინა და წინ უზარმაზარ გზას გავუყევით. -ბარგიც არ წამომიღია,ტანსაცმელი,არაფერი არ მაქვს.. -ჩვენ რათ გვინდა ტანსაცმელი?! თანაც მალდივებზე?ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -რას ჰქვია არ მინდა?! -ვიყიდით ყველაფერს,ნუ ნერვიულობ პატარავ. -არ ვნერვიულობ,სერიულო მკვლელო. აეროპორტში მისვლამდე,გზაში ერთმანეთი დავჭამეთ,რაზე აღარ ვიკამათეთ,თუმცა თვითმფრინავში რომ ავედით,უკვე ვიგრძენი,რომ ძალიან მალე ულამაზეს ადგილას ვიქნებოდი,როგორც იო იტყოდა, მალდივე დელ ამორ. თვითმფრინავის ილუმინატორიდან კუნძული ოკეანის ლაჟვარდოვან ზედაპირზე დაგდებულ მარგალიტების მძივს ჰგავს. ადრენალინის მომატებას იგრძნობთ უკვე კუნძულებთან მიახლოვებისას, რადგან დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ მოგეჩვენებათ თითქოს თვითფრინავი ჯდება პირდაპირ ოკეანის ზედაპირზე. გინდათ სამოთხე დედამიწაზე?! წარმოდგენაც არ გაქვთ,მალდივის კუნძული როგორია..მე უბრალოდ მინდოდა ჩემს თვალებს ეს ყველაფერი ისე დაემახსოვრებინა,რომ არასდროს არ წამეშალა გონებიდან. როდესაც სასტუმროში შევედით,ულამაზესი ნომერი დაგხვდა,რომანტიული გარემოები მე არ მიზიდავდა,თუმცა ეს ენით აუღწერელი სილამაზე იყო. ოთახებში არაჩვეულებრივი სურნელი იდგა ათასი ყვავილით გაჟღენთილი,კედლები არც თეთრი იყო,არც ცისფერი,რაღაც შუალედი იყო დაცული,რომელიც საოცარ მშვიდ გარემოს ქმნიდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,აი როცა ღამდება... ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი და ოკეანის ტალღების ხმა, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი. ამ ზღაპრულ ხმებს და ულამაზეს ბუნებას ჭკუიდან გადაჰყავხარ.. ცაზე ათას ფრად მოციმციმე ვარსკვლავები რომლებიც ცისარტყელის მაგვარ ელფერს სძენენ ცას, სანაპიროზე კი ნიჟარები ისე ანათებენ და ბზინავენ,თითქოს ბრილიანტები ეყაროს იქვე. მთვარის შუქი კი,ჩვეულებრივზე მეტად ანათებს სანაპიროს ზოლს,რომლის გასწვრივ პატარ პატარა სანთლებია და ირგვილ დასაჯდომი პუფები. -მოგწონს აქ ყოფნა? იო უკნიდან მეხუტება და ხელებს მახვევს მუცელზე. -ძალიან... ინტერნეტში ვნახე სურათები,მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი იმდენად ლამაზია,ასეთი არ წარმომედგინა.. -მოგწონს ჩვენი პირველი პაემანი?! -ბევრი რამ აგერია,ბატონო მკვლელო. -რატომ?! -ჯერ ბავშები გვეყოლა,მერე ქორწილი გადავიხადეთ,ახლა პირველი პაემანი გვაქვს, სიცილს ძლივს ვიკავებ,იო უფრო ახლოს მიკრობს. -ჰო,მერე? ყურთან ჩურჩულებს და ხელს მკიდებს თმაზე. -რა მერე?! -ერთადერთი გოგო იქნები,ვისაც ეს კანონზმოიერება დარღვეული აქვს. -ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია -რა ირონიაა ღმერთო... გადავიკისკისე და მის წინ დავდექი,მისი მწვანე თვალები ფირუზისფერ ცას ისე უხდებოდა,მის ფონზე უფრო კაშკაშებდნენ ისინი. იოანეს გრძელი თითები უკვე ჩემს ყელზეა მოქცეული,ბგრძნობ ჰაერი როგორ იმუხტება და ჩემი გული როგორ გამალებით სცემს. თვალებს ვხუჭავ და მის გემრიელ ტუჩებს ვეწებები.. მკერდზე ჩამოყრილ თმას უკან მიწევს და ტუჩებით ყურთან მეხება,თავს უკან ვწევ რომ გზა გავუკვალო,მის მხურვალე და სველ ტუჩებს ვგრძნობ ნიკაპზე,ყელზე,ლავიწზე და ყველა უჯდრედზე. ატომები ფეთქდებიან ჩემში და ყველა ადგილი მიხურს. გულისცემა უკვე ყურებს მიხშობს,ახლა მხოლოდ მწველი სურვილისგან ვთრთი. იოს ხელში ავყავარ და ნელი ნაბიჯებით მივდივართ ჩვენს საძინებლამდე,აბრეშუმის ხალათს ნელნელა ხსნის და ჩემი სხეულისგან ათავისუფლებს. -მიყვარხარ,ჩურჩულებს და მზერას არ მაშორებს,მის თითებს ჩემს სხეულზე დაათამშებს,უკვე ოფლში ვცურავ,მთელ სხეულზე ცხელ ტალღებს ვგრძნობ და ბაგეებს ვაპობ,ვხვნეში.. ეს მას უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს,მკერდის კირტებზე მისი ცხელი ენა იკავებს ადგილს,ვნეტარებ,მგონია გონებას ვკარგავ და გული ლამისაა საგულედან ამოვარდეს. ჩემს სახეს ხელებში აქცევს და გაპობილ ტუჩებში ახლა უფრო უხეშად და ვნებიანად მკოცნის,ის ჩემში ძლიერად შემოდის და ერთად გვივლის ის სიამოვნების ელექტრო ტალღა,რომელიც გონებას გვაკარგვინებს და ამ სამყაროს რეალობისგან გვწყვეტს. გათენდა,მზის სხივები შემოიჭრა გამჭვირვალე ფარდაში,რომელსაც სიო ნაზად არხევდა,ხელ-ფეხი გავშალე და გავიწელე,ბალიშისკენ ხელი წავიღე,მაგრამ იო აქ არ დახმვდა,რამოდენიმე წამში ჩემს წინ მომღიმარი,ორი ჭიქა ყავით და ხილით დამადგა თავზე. -არ გშია? -თან ძალიან.. ხილი არ მეყოფა.. -ხილი ენერგიას მოგცემს,გუშინდელი ღამის მერე ნამდვილად გჭირდება, ჩამიცინა და გვერდით მომიჯდა. -შენ არ გჭირდება ენერგია?! ეშმაკურად გავხედე და მარწყვი მოვუკბიჩე,რომელიც ხელში ეჭირა. რამდენჯერაც დააპირა ლუკმის პირთან ახლოს მიტანა,იმდენი კბილებით გამოვგლიჯე. -ევა გეყოფა -შენი ხელიდან გემრიელია ჩემო ტკბილო ქმარო.. -ჰოო? -დიახ დიახ.. მისი ხელი ავიღე,და თითებზე დავუწყე კოცნა. -აი ამ თითების გემო მიყვარს ყველაზე მეტად..კიდევ მაჭმევ?! -ჭამა გადავიფიქრე. ლანგარი გვერდით მოისროლა და ტუჩებზე მომმვარდა,მთელი ძალით მივეკარი გულზე,როცა ნომერში კარზე კაკუნი გაისმა. -არა არა,არ ადგეე... ზურგზე ჩამოვეკიდე,კისერში კოცნა გავაგრძელე და მკერდზე დავადე ხელები.. -ევა,გავაღებ,თორემ მშიერი დარჩები.. თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე,როცა ჩვენს მადისაღმძვრელ მაგიდას გადავხედე.. -ამას რომ ვუყურებ უფრო მომშივდა.. -ჭამე,თუ კიდევ ჩემი ხელით გაჭამო?? -იცით თქვენი ხელიდან ჭამა სხვა რამისკენ მიბიძგებს ასე რომ ჯობია ჩემით ვჭამო! -კარგი კარგი.. როგორც გინდა.. ხელები ასწია და მაგიდას მიუჯდა. მასთან მივედი,მის ფეხზე მოვთავსდი,ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე და თვალებში ჩავხედე. -იო -ჰო? -მეშინია. -რისი? -ბედნიერების., -რა თქვი? -ბედნიერების მეშინია.. მეშინია,რომ ამ ბედნიერებას დავკარგავ,შენ დაგკარგავ და ისევ საშინელი დღეები დამატყდება თავს,როგორიც ადრე.. ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და თავი მის კისერში უფრო ძლიერად ჩავრგე.. -ევაა,ევა..ხელით მომაწევინა სახე და თვალებში ჩამხედა. -ჩემო ანგელოზო,ყველაფერი ცუდი წარსულშია,ამაზე აღარ იფიქრო,კარგი? -არ მინდა აქედან წასვლა.. ნეტავ სულ აქ ვიყოთ.. -გინდა პატარები ჩამოვიყვანოთ? აქ სადმე სახლი ვიყიდოთ და აქ ვიცხოვროთ? -კიიიი მინდა! -ჩვენ აქ როცა გვინდა მაშინ ჩამოვალთ,შენი ცხოვრება მალდივებით არ მთავრდება,აი მთელ მსოფლიოს როცა მოგატარებ,მაშინ მითხარი სად გენდომება ცხოვრებასად გენდომება სახლი,ნებისმიერ ადგილას გიყიდი. -ნებისმიერ ადგილას?! -კი. ჰმმმ,თითი ტუჩებთან მივიტანე და ფიქრი დავიწყე. -აბა,მოიფიქრე უკვე? -შენთან ერთად,ჩემთვის ყველგან მალდივია,საფრანგეთი,იტალია... არ აქვს მნიშვნელობა.. მხოლოდ შენს მკლავებში ვიყო,მეტი არაფერი მინდა. -მე თუ მოვკვდები.. -ჩშშ! არ გამაგონო ეგ სიტყვა! -ევა,დამამთავრებინე. -კარგი... -თუ მოვკვდები,ვისურვებ..რომ.. უბრალოდ მე..მხოლოდ,შენს მკლავებში დავლევ სულს. -მეც..მხოლოდ შენს მკლავებში დავლევ სულს,ჩემო სერიულო მკველელო! -მიყვარხარ!! -მეც მიყვარხარ!! **** -იოანეე,გადამიღე ჩქარა სანამ ტალღა არ ჩასულა! -ევა ვიღებ,რატომ არ მაცდი? ნუ ყვირი,უბრალოდ გაიღიმე -არა,ჩავიდა! ვერ მოასწარი მაინც... -იმიტომ,რომ ყვირიხარ და შენიშვნებს მაძლევ,ტალღა შენ დაგელოდება?! -უთხარი,რომ მოკლავ და გაჩერდება! -იცოდე მანდ მოვალ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ რაც მოგივა! -მოდი! მთელ სანაპიროს ესმოდა ჩემი კივილი,იოანე აქეთ იქით დამარბენინებდა და ღიტინს არ ეშვებოდა,ბოლოს კი წყალში ჩამაგდო.. ორივენი წყლის ქვეშ აღმოვჩნდით,წყალი ისეთი სუფთა იყო,ყველაფერი ჩანდა,ათასნაირი ნიჟარა,ულამაზესი შეფერილობის თევზები,ზღვის ვარსკვლავები,ბოლოს ერთმანეთს მივუახლოვდით და ტუჩებში მხურვალედ ვაკოცეთ,მიუხედავად იმისა,რომ წყალი ძალიან ცივი იყო,ჩვენი ტუჩები მაინც გახურებული იყო ვნებისგან და სიყვარულისგან. **** -ერთი კოქტეილი თუ შეიძლება,მარწყვის და ბანანის. ბარმენს მივუთითე და ბარათი გავუწოდე. -თქვენსას მე გადავიხდი,გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი მომიჯდა,რომელიც საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის იყო,მუქი,ღამესავით შავი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა,მის გარეგნობას მხოლოდ ეს არ ეკმარა,სხეულიც ისეთივე ათლეტური ჰქონდა,ნებისმიერი გოგო დაეცემოდა ალბათ მის გამო. -არა,არ არის საჭირო...თავი დავიჭირე და ჩემსას არ მოვეშვი,ბარმენს მაინც ჩემს ბარათს ვაძლლევდი,როცა ხელი დამაწევინა და მაინც თავისი გაუწოდა. -საჭირო არ იყო.. მაგრამ მაინც,დიდი მადლობა.. -ასეთი ლამაზი გოგოსთვის,ეს არაფერია.. ხელი გამომიწოდა და ჩემს ხელს ეამბორა.. თავი უხერხულად ვიგრძენი და სწრაფად ჩავწიე. -რა გქვიათ? -ევა.. -მე მანუელი,შენობით რომ მოგმართო შეიძლება? -კი. -ამ კუნძულზე ხშირად ჩამოდიხარ? -არა.. პირველად ვარ. -მე უკვე მეხუთედ..მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მაინც სულ სხვაა.. -მეხუთედ?არ გირჩევნია სადმე სხვა ადგილას წახვიდე? -ძალიან მომწონს აქაურობა.. -გასაგებია..კარგი,უნდა დაგტოვო მანუელ. -ეს ჩემი სავიზიტო ბარათია..აქვე ჩემი ნომრით,თუ მოიწყენ დამირეკე.. სასიამოვნოა შენი გაცნობა,ევა. ხელზე ისევ მეამბორა და ბარი დატოვა,თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი,რომ იოანეს არ დავენახე ვიღაც კაცთან ერთად. სასტუმროში შევედი,კიბეებზე ასვლისას საშინელი დახუთულობა იგრძნობოდა,ასეთ სასტუმროში კონდენციონერის ჩართვა დაავიწყდათ თუ მე მცხელა ასე?! უაზროდ დავიწყე ხელებით თავის განიავება,ნომერს ვუახლოვდებოდი,როცა იოანე დავინახე,კედელზე ერთი ხელი ჰქონდა მიდებული,მეორე კი ვიღაც ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული და ერთმანეთს კოცნიდნენ. ნომრის კარები გავაღე და მთელი ხმაურით მივაჯახუნე. იოანე წამებში შემოვარდა და თვალებდაქაჩული მიყურებდა. -რაიყო?! -მმ.. იყიდე კოქტეილი? -გაეთრიე ამ ოთახიდან.. -ევა მოიცადე , მოიცადე... -გაეთრიე მეთქი!!! კარგად დააგემოვნე ახალი ქალი?! ძალიან მოგეწონა?!! მოგბეზრდი უკვე?!! -ევა!!უბრალოდ ნასვამი ვარ,ადვილად იმოქმედა ჩემზე მისმა საქციელებმა.. მე.. -გაეთრიე,შენი დანახვა არ მინდა იოანე! ჩემკენ ახლოს იწევდა უფრო,რაც უფრო მეტად მაღიზიანებდა. -არ მომეკარო!! ხ ე ლ ი ა რ დ ა მ ა კ ა რ ო!!!!! სიტყვა სიტყვით დავუმარცვლე და ზურგი ვაქციე. რამოდენიმე წამში,ოთახი დატოვა... მთელმა სიბრაზემ და გულისტკივილმა მომიცვა,თვალები ცრემლებით ამევსო და ბალიშში ჩავრგე თავი. დილით ადრე გამაღვიძა მზის სხივებმა,თვალები მოვისრისე,ზეწარი მოვიხვიე შიშველ სხეულზე და ტერასაზე გავედი,სადაც საუზმე დამხვდა.. ჭამის სურვილი ნამდვილად არ მქონდა,უბრალოდ გამოსაფხიზლებლად ერთი ფინჯანი ყავა ავიღე და ნომერში შევბრუნდი. ჩანთა ავიღე საიდანაც სავიზიტო ბარათი გადმოვარდა,წარბშეკრულმა გადავხედე და გუშინდელი საღამო გამახსენდა,მანუელი.. ბარათი საწოლზე დავაგდე და საშხაპეში ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. გამოვედი თუარა,იოანე დამხვდა ოთახში,შიშველ სხეულზე,რომელზეც ჯერ კიდევ წყლის წვეთები დამთამაშებდა,თვალებს ვერ მაშორებდა. მისი იქ ყოფნა არაფრად ჩავაგდე,პირსახოცი ავიღე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. -არ დამელაპარაკები? -არა.. -ევა,ხომ იცი.. -არა! არ ვიცი! -კარგი,არ უნდა მოვქცეულიყავი ასე ცხოველივით.. მაპატიე.. -არა. -ევა მასთან არაფერი მქონია! გეფიცები -არ გქონდა,იმიტომ,რომ ვერ მოასწარი!! გაეთრიე! მე ამ არდადეგებს მარტოც მშვენივრად გავატარებ და როცა საქართველოში დავბრუნდებით,ბავშვებს წამოვიყვან და ცალკე გადავალ საცხოვებლად,ან მშობლებთან დავბრუნდები! -ევა რა სისულელეებს მეუბნები?! კარგი,ვიცი დამნაშავე ვარ.. ვიცი... მაპატიე,არასდროს მოვიქცევი ესე.. რა დაგემართა.. მთვრალი ვიყავი ევა! -მორჩა! გშორდები. გშო-რდე-ბი! -ძალიან გთხოვ.. ნუ ჩავაშხამებთ ამ ლამაზ დღეებს ევა.. -შენ უკვე ჩააშხამე იოანე! პირსახოცი ავიღე და საძინებელი დატოვე. საშინელი ბრაზისგან და ამ დარდის გასაქარვებლად,საღამოს ისევ გადავწყვიტე ბარში ჩასვლა.. კაბას ვარჩევდი,როცა საწოლზე დაგდებულ ბარათს გადავხედე.. ჰმ,მანუელი? რატომაც არა?! ახლა ნახავ იოანე,როგორია ქალებთან ფლირტი! მაღალ ქუსლებზე შევდექი,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მოუხერხებელი იყო და სიაული მიჭირდა სიმაღლის გამო,მაინც ჩავიცვი,ალუბლისფერი მოკლე კაბა გადავიცვი,თმა უკან გადავიყარე და გარეთ გავედი. ბარს მივუახლოვდი თუარა,მანუელი დავინახე,მის გვერდით ადგილი დავიკავე და ვისკი შევუკვეთე. -რას ვიფიქრებდი ამ ხავერდოვან ხმას კიდევ ერთხელ თუ მოვისმენდი? მისმა ბარიტონმა სხეულში გამცრა. -გამარჯობა,მანუელ. -გამარჯობა,ევა. -რადგან არ დამირეკე,ესე იგი კარგად ერთობი,ასეა? -სიმართლე გითხრა დღეს ვერ ვერთობი.. ვთქვი და სასმელი გადავკარი,მეტი სითამამისთვის,კიდევ ორჯერ დავლიე ვისკი ზედიზედ,რასაც მანუელის გაკვირვება მოჰყვა. -მოდი ნუღარ დალევ.. -რატომ?არ მოგწონს ნასვამი ქალები? -არა ეგ არაფერ შუაშია.. დამერწმუნე შენს სილამაზეს სიმთვრალე ვერ გადაფარავს. -ნუთუ? -ასეა..მოდი გარეთ გავიდეთ,გავისერნოთ სანაპიროზე,კარგი? ცოტა გამოფხიზლდები. -კარგი,ვთქვი და ჩემი ფეხზე დადგომა ერთი იყო,რომ ქუსლიანმა ფეხსახმელებმა მიმტყუნა და მანუელის ძლიერი ხელები რომ არა,იქვე დავეცემოდი. -მე,უბრალოდ.. თავბრუ დამეხვა.. არ ვსვამ ზოგადად და.. ადვილად მომეკიდა.. -კარგი გეყოფა თავის მართლება,არაუშავს..ხელი კარგად ჩამჭიდე,ნებას არ მოგცემ წაიქცე. -გენდობი.. გავუღიმე და მის დაკუნთულ მკლავს ჩავებღაუჭე. სანაპიროსთნ მდებარე ღია რესტორანში შემიპატიჟა.. მალდივის კუნძულს ყოველდღე ვათვალიერებდი და დღითი დღე ხვდებოდი,რა სილამაზეა დედამიწაზე,ნამდვილი სამოთხე,სადაც შეგიძლია ათასნაირი ადგილი აღმოაჩინო,განიტვირთო,დალიო,იცეკვო.. -მოდი სასმელს აღარ შემოგთავაზებ.. -რატომ?! მინდა! -მეშინია შენი სიმთვრალით არ ვისარგებლო. -ასე ადვილი არ არის ჩემი გატეხვა,ძვირფასო მანუელ. -სექსუალურად გამოგდის. -რა? -ცინიკოსობა.. -არაუშავს. -მე მომწონს.. მარტო ჩამოხვედი? -არაა.. -აბა? -უბრალო ნაცნობთან ერთად.. -მალდივებზე,უბრალოდ ნაცნობებთან ერთად დადიან? -დავიჯერო შენ დედ-მამასთან ერთად ჩამოხვედი? -არა,მე ჩემს ორ ძმაკაცთან ერთად. -მშვენიერია.. -ვიცეკვოთ? -კარგი.. მისი ძლიერი ხელები წელზე ვიგრძენი,მე კი მხერბზე დავალაგე ჩემი სუსტი ხელები,თვალებში ჩავხედე და მიხვდი,რომ არ შემიძლია მე იმის გაკეთება,რასაც იოანე აკეთებს.. არ შემიძლია ფლირტაობა უცხო მამაკაცებთან.. მაგრამ სამაგიეროს გადახდის სურვილი უფრო ძლიერია ახლა,ვიდრე ეს თავის დაფასება. -რაზე ჩაფიქრდი? -ისე,უბრალოდ.. თავი გავაქნიე და ცას ავხედე, ვარსკვლავებით მოჭედილიყო,ამ სიკაშკაშეს კი მთვარე უმშვენებდა გვერდს,რომელიც სავსე იყო ურცხვად და მის შუქზე მაცეკვებდა უცხო მამაკაცთან. -მგონი ძალიან მთვრალი ვარ.. -ხედავ?ხანდახან უცხო კაცსაც უნდა დაუჯერო. -შენც ასეთი მკაცრი ხარ? -მე"ც"?კიდევ ვინ გყავს მკაცრი? ჩაიცინა. -არა,ზოგადად კაცები ვიგულისხმე. თავი გვერდით მივაბრუნე და თვალები გადავატრიალე,ჯობია ენას კბილი დააჭირო ევა. მუსიკამ უმატა,ცეკვის რითმმაც იმატა და მის სხეულზე უფრო მეტად მიმიკრო. მის სუნთქვას ძალიან,ძალიან ახლოს ვგრძნობდი,რაც საშინლად არ მსიამოვნებდა..ყველაზე მეტად კი ის მინდოდა,ამ თვარის შუქზე იოანესთან ერთად მეცეკვა,მთელი ღამე..მგონი სიმთვრალისას გაბრაზება მივლის,იოანე რატომ მენატრება.. -ხომ არ დაიღალე? -არაა.. წამიერად წელზე ხელი მომჭიდა და უკან გადამწია,ერთი ხელით ფრთხილად დამატრიალა და ლამის იქვე წავიქეცი,ჩვენი სიცილი ყველას ესმოდა. სიცილს ვერ ვწყვეტდი,ესეც სასმლის ბრალია,ვფიქრობ და ისევ ვიცინი. -ასე აღარ გააკეთო მანუელ.. ისევ გადავიკისკისე,თავი უკან გადავწიე და მანუელის ტუჩები ჩემს ყელთან ვიგრძენი. -მანუელ,არ გინდა.. ასე არ გამოვა..მანუელ.. ცდილობდა ისევ ეკოცნა,თუმცა წინააღმდეგობას შეძლებისდაგვარად ვუწევდი,მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა და ყოველ ცდაზე მისი ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა მიჭირდა. ვერც კი გავიაზრე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,წამებში მანუელი ძირს ეგდო,მხოლოდ მისი ხვნეშა ისმოდა,ხალხი პანიკამ მოიცვა,ყველა კიოდა და დაცვას ეძახდა. წინ გავიხედე და იოანე იდგა,მთელი სხეულით დაძაბული,თვალები შუშას უგავდა,მანუელისაკენ დაიხარა და ისე უმაწყალოდ უტყავდა,რომ ვერ ინძრეოდა. -იოანე გეყოფა!! გეყოფა!! დაცვა მოვვა!! წავიდეთ აქედან!! გეყოფა!! ხელი მკრა და ისევ მანუელს დაუწყო ცემა,დაცვა სწრაფად მოვიდა,ძლივს დაიჭირეს,დაცვასაც კი მოხვდა რამდენიმე მუშტი სახეში,იოანე ღრიალებდა,ვერ წყნარდებოდა,მისი უკვე მეშინოდა და მთელი სხეული მიკანკალებდა. -ოთახში შედი!!! მისმა ყვირილმა დამაფრთხო და წამიერად შევხტი. ხელი ძლიერად მომკიდა,შუბლი შუბლზე მომადო და კედელთან მიმაყუდა. -რა გინდოდა იმ კაცთან!!! რა გინდოდა თქვი!!! -დაწყნარდი!! კარგი?!! უბრალოდ დაწყნარდი!! -კითხვაზე მიპასუხე!! რამდენჯერ გაგაფრთხილე,არავინ მომკვლევინო თქო!!! -შენ რა,მის მოკვლას აპირებ? -ზუსტად!!!!!!!!!! ისე დაიღრიალა,კედლები ზანზარებდა მის ხმაზე,მე კი თვალებს ვხუჭავდი და ცრემლებს ვყლაპავდი. -უბრალოდ მინდოდა გეგრძნო როგორია როცა შენს საყვარელ ადამიანს ვიღაცასთან ერთად ხედავ!!! ხომ იგრძენი?! მოგეწონა?!!! მითხარი მოგეწონა?! -არ გაქვს შენ უფლება!!! -არც შენ!!! ორივენი დაძაბულები ვიდექით,გული ორივეს გამალებით გვიცემდა და ერთის პულსი მეორეს ჰყვებოდა თითქოს დუეტი ყოფილიყო. ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი,როცა იოანე ტუჩებში მწვდა, ამ კოცნაში ჩააქსოვა ყველა ბრაზი,ვნება,ეჭვიანობა,სიყვარული... ყველაფერი,რასაც ის გრძნობდა,რასაც მე ვგრძნობდი. ალუბლისფერი კაბა ნაკუწებად იქცა მე კი მის სხეულის ქვეშ აღმოვჩნდი. -არ გაქვს უფლება!!! მიმეორებდა და მთელ სხეულს მიკოცნიდა. -არც შენ გაქვს უფლება!! არც შენ! ძლივს ვლუღლუღებდი და მას ვყვებოდი კოცნაში,რომელიც ასეთი სანუკვარი და ტკბილი იყო. უხეშად დაასრიალებდა მის ენას ჩემს სხეულზე,მკერდზე,მუცელზე,ფეხებთან. კბილებით კანზე მკბენდა,რომელიც იმ მომენტში ტკბილ კოცნად მეჩვენებოდა,რადგან ვნების მორევში ვიყავი გადაშვებული.. თხელი შუშის მინას შხაპუნა წვიმა ასველებდა,მინა იმდენად თხელი იყო,წვიმის თითოეული წვეთის ხმა ჩამესმოდა,საწოლში შევიშმუშნე სიცივისგან და თვალდახუჭულმა ზეწრის ძებნა დავიწყე თითებით. -ევა,გაიღვიძე? იომ ყურში ჩამჩურჩულა და თმა მომაშორა სახიდან. -ჰო..ალბათ დღეს გარეთ ვერ გავალთ.. -ჰო,თავსხმა წვიმაა.. -იოანე,გამომეტყველება დავასერიოზულე,ზეწარი მკერდზე მივიფარე და ახლოს მივიწიე. -შემდეგ ჯერზე არც ერთ ქალთან ყოფნას არ გაპატიებ.. პატიებას კი ვერც ბრილიანტებით გამოისყიდი,მითუმეტეს ვერც სექსით. დაიმახსოვრე. -და შენ გგონია ვინმეს შენთან სიახლოვეს ვაპატიებ ევა?! გუშინ რომ დაგინახე იმ... მადლობა თქვას იარაღი თან რომ არ მქონდა.. მაგრამ დღეს ვეღარ გადარჩება. -რა თქვი?!! -გავიმეორო?! -იოანე! იცოდე მანუელს თუ მოკლავ! -რას იზავ? ან საერთოდ რატომ არის ის მნიშვნელოვანი?? -შენ რა,ნიკას ემსგავსები?! შენ არ იცავ იმ წესებს,რომ ვინც არ იმსახურებს იმას არ კლავ?! -ეს იმსახურებს! -არა იოანე! იცოდე,თითი არ დააკარო არცერთ ადამიანს,თუ ის ბინძურ საქმეში არ არის გარეული...თორემ ჩემს სახეს ვეღარასდროს იხილავ.. ისედაც საკმარისია ჩემთვის ის ფაქტი,რომ მკვლელი ხარ. ზეწარში გავეხვიე და თავი ბალიშში ჩავრგე,ჩემი ქვითინის ხმა მოესმა და უკნიდან მომეკრო. -არ მოვკლავ,ოღონდ ნუ ტირი,გთხოვ..მაპატიე,ამ ლამაზი დღეების ჩაშხამებისთვის ევა..ნება მომეცი,გამოვასწორო.. კარგი? -ძალიან მაინტერესებს როგორ გამოასწორებ... -გამოვასწორებ. -უკანალიდან ხელი აიღე,თორემ ფეხი ერთ ადგილას მწარედ მოგხვდება. მისი ჩაცინება ყურთან ჩამესმა,შემდეგ საწოლიდან ადგა,საშხაპეში შევიდა და მოწესრიგებას შეუდგა. **** -ევაა .. იოანეს ხმამ კვლავ გამომაფხიზლა. -შენ რა,კიდევ გძინავს?მეგონა ადექი.. -ასეთ ამინდში სულ ძილი მინდა.. და შენ??სად იყავი?? სად იყავი იოანე?? -დამშვიდდი,დამშვიდდი,უბრალოდ რესტორნიდან საჭმელი შევუკვეთე,ტკბილეულობა..ყველაფერი რაც შენ გიყვარს.. ამოვისუნთქე,გულზე მომეშვა და ზეწარი ისევ შემოვიხვიე.. გუშინდელი ღამის ნამოქმედარს გადავხედე და ყველაფერი დალეწილი იყო,ყველაზე მეტად ჩემს ალუბლისფერ კაბაზე დამწყდა გული,რომელსაც ნაკუწ-ნაკუწ ვიღებდი ძირიდან. -ყოველთვის ტანსაცმელს რატომ მინადგურებ?! წარბშეკრულმა გავხედე იოანეს,რომელიც ცეზარს გემრიელად შეექცეოდა. -მაპატიე,ჩემი ბრალი არ არის.. -შენ წარმოიდგინე და ჩემი საყვარელი კაბა იყო! -კარგი გიყიდი,არაუშავს.. ლოყაზე მიჩმიტა და ისევ ჭამა გააგრძელა. -წვიმამ გადაიღო.. თვალები გამიბრწყინდა და მაშინვე ფანჯარას მივუახლოვდი. -ეს იმას ნიშნავს,რომ ცუდი საქციელების გამოსწორება იწყება,თქვა იოანემ ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა. -რას გულისხმობ?! ****** -ევა,ჩახტი წყალში! სწრაფად. -იოანე მეშინია! ვერა,ვერ გადავხტები! -ღმერთო ჩემო,ევა ჩახტი თორემ ამოვალ და ძალით ჩაგაგდებ! -მმმ.. ისა.. კარგი ჰო ამოდი. მარტო ვერ ვხტები.. -აჰა,წყლიდან ამოსული ქოშინით მომიახლოვდა,ძლიერად ჩამჭიდა ხელები და მიბიძგა გადავმტარიყავი. -არა მოიცადე! სამ თვლაზე! -სამი არა ორი კიდე! -იოანე არ ვხუმრობ! -კარგი,დაითვალე. -ერთი,ორ... დათვლა არ დამაცადა და მაშინვე თან გამიყოლა,როცა ორი მეტრის სიმაღლიდან წყლის სიღრმეში აღმოვჩნდი,გული ისე სწრაფად მიცემდა,მეგონა აქ დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე,თუმცა წყალ ქვეშა სილამაზემ შიში ნელნელა გამიქრო,როცა ულამაზესი სფერო გაიშალა ჩემს წინ. წყალი აქაც კი იმდენად გამჭვირვალე იყო,ფსკერიც კი მოჩანდა,ულამაზესი თევზები ჩემს გარშემო დაცურავდნენ,რამოდენიმე წამით თავი ოკეანის ქალთევზა მეგონა.. ვერასდროს წარმოვიდგენდი,აქ თუ მოხვდებოდი,მაგრამ ყველაფერი ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია და მომიწია ჟანგბადი მიმეწოდებინა ფილტვებისთვის. -მოგეწონა? თავად იოანეც აღტაცებული მზერით მიყურებდა და სიცილს არ ეშვებოდა. -მანიაკო! არ გითხარი სამ თვლაზე თქო? -იმიტომ,რომ სამამდე როცა ავიდოდით,კიდევ დაამატებდი და მეტყვი ეხლა ხუთამდეო,ვიდგებოდით ასე მთელი დღე! -შენ რა იცი მე სადამდე დავითვლიდი! -ოხხ ევა! მომკიდე ხელი,ეხლა ერთად ჩავდივართ! ხოარ დავითვალო?! -რა თქმა უნდა,ვთქვი და მაშინვე თავი წყალში ჩავაყოფინე მთელი ძალით. ****** -ორი კოქტეილი,რაც შეიძლება ბევრი ალკოჰოლით. ორ ჭიქას,კიდევ ორი მოჰყვა,სამი,ოთხი,ხუთი.. ბოლოს უკვე ვეღარ ვითვლიდი და სიცილისგან ვსკდებოდით ორივე. -წამოდი,სანაპიროზე გავიდეთ ჩქარა! ხელი ჩამჭიდა და მთელი სისწრაფით გამომაქცუნა ბარიდან.. -იოანე,ნელა,ვერ დავრბივარ...შენ მგონი ფხიზელი ხარ ისევ მე კიდევ ნახე როგორი მთვრალი ვარ.. დაიცადე,გაჩერდი. -არა! არ გაჩერდები,წამოდი ჩქარა! ისევ გააგრძელა სირბილი და მეც ხელს არ მიშვებდა,სხვა გზა არ მქონდა,წინ მივიწევდი,ნელნელა ჩემს სმენას ტამტამების ხმა ახშობდა,სანაპიროზე წრეზე გაშლილი ფერადი მანათობლები რომლებიც ისე ციმციმებდნენ,თვალს ვერ ვუსწორებდი. ტამტამების რაოდენობა თითქოს უფრო გახშირდა,გარშემო ხალხი შემოეხვია და თითქმის ყველა ტამტამების რითმს ყვებოდა, იოანემ პირდაპირ იმ წრის ცენტრში გამიყვანა. -იოანე,სირცხვილია,აქ რა გვინდა?!სიცილს ვერ ვიკავებ და მთელი სახე მიხურს,ალბათ ჭარხლისფერი მადევს უკვე. -მემგონი უფრო მეტი ალკოჰოლი უნდა შემეკვეთა.. -გიჟი ხარ! -მომკიდე ხელი,თქვა და ჰაერში ამიტაცა. რამოდენიმე წუთის შემდეგ ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა,ცეკვა დავიწყე ისე ,თითქოს საერთოდ არავინ ყოფილიყო გარშემო. იოანე ჩემს წინ დადგა მუხლებზე,ხელი მომკიდა ხელზე და მისი ღრმა,კაშკაშა ზურმუხტისფერი თვალები შემომანათა. -იოანე,ადექი! რას აკეთებ,გაგიჟდი?! სირცხვილია! გარშემომყოფებს ვუყურებ და იოანეს ვექაჩები,თუმცა ყოველ მცდელობაზე ხელს მაწევინებს და სახეს ასერიოზულებს,რაც ნაკლებად გამოსდის სიმთვრალის გამო. -იოანე შეწყვიტე,ადექი,სიცილს ვეღარ ვიკავებ,ამავდროულად ვბრაზდები და მრცხვენია რადგან ყველა ჩვენ შემოგვჩერებია. -მაპატიე ჩემო მეუღლევ,მაპატიე წყენისთვის და მინდა იცოდე,რომ შენს გარდა არცერთი ქალი არ მინდა ამ ქვეყნად.. მაპატიე,კარგი? -ამისთვის არ იყო საჭირო სახალხოდ ასე მოქცეულიყავი! ქართული მაინც არ ესმით! -შეხედე როგორ გვიყურებენ,ჰგონიათ ხელს გთხოვ. ეხლა თავი არ გააქნიო თორემ ყველა დაგესევა -რა იდიოტი ხარ! მეც მუხლებზე დავდექი და მის ბაგეებს დავეწაფე. ხალხს ალბათ მართლა ეგონა,რომ ხელი მთხოვა,რადგან ყველა ტაშს გვიკრავდა და ისევ ცეკკვას იწყებდნენ,ეს იმდენად სასაცილო იყო,ისიც კი არ გამიანალიზებია იოანემ რისთვის მთხოვა პატიება,იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდით,არც მე,არც ის. ***** -იმედია ახლა მაინც გამოგივა ტალღასტან სურათი გადამიღო! -ნუ ყვირი! ხომ ხედავ ვიღებ?! გაიღიმე -არა მოიცადე,ბიუსტჰალტერს შევისწორებ. -ევა დროზე! ლამაზად ხარ ისედაც,არაფრის შესწორება არ გინდა,მალე! -ვსო,გადაიღე? -კი,ოღონდ ტალღა ჩასულია..ამდენი ხანი შენ დაგელოდება?! -აუუუ კარგი რა... -ან რას აიჩემე ეს ფონი,რა ტალღები მოგინდა? -ერთ-ერთი ფოტოსესია ვნახე და მეც მომინდა ასეთი ფოტოს გადაღება,თუმცა ჩემი ქმარი უნიჭოა! -ღმერთო რატომ მაწვალებ... -ღმერთს დააბრალე ახლა! მომეცი ეგ ფოტო აპარატი,წინა კამერით გადავიღებ ჯანდაბას! ****** -იმ ადგილს ხედავ? იოანეს გასართობი ადგილისკენ ვანიშნებ სადაც ხალხი მრავლადაა შეკრებილი. -კი,რა ხდება? -წამოდი,ჩქარა წამოდი. ნახე,აი ამ ბურთებს მიზანში თუ მოარტყავ,აქედან მალდივის ნიჟარებისგან ან ქვისგან დამზადებული ნებისმიერი სამაჯური შეგიძლია აიღო. -სერიოზულად,ევა?! -რა იყო? -გიყიდი,რა ღირს მითხარი.. თქვა და სწრაფად დაიწყო ჯიბიდან ბარათის ამოღება. -არაა არა,მე დამსახურებულად უნდა მოვიპოვო! -კარგი.. გამოართვი იარაღი. ეს ერთი.. ვამბობ და ბურთი სკდება,მეორე,მესამე,უკვე მეოთხე,ეხლა ბოლოა... მეხუთე.. გამომივიდააააა! შევყვირე და დახლთან მდგომი უცხოელი თვალებდაქაჩული მიყურებს,ალბათ გიჟი ვგონივარ,იოანეს კი ხელით ვაჯანჯღარებ. -ხედავ??? ხედავ რა მაგრად ვისვრი? -ბრავო.. ბრავო.. -რა ირონიაა ვერ გავიგე?! აი ეს სამაჯური მომაწოდეთ,ხელზე ფერადი ქვებისგან აკინძულ სამაჯურს ვიკეთებ და კამყოფილი სახით ვუდგები გვერდით იოანეს. -იცი რა? -ჰო? -დანის ხმარება უნდა მასწავლო! -ევა,რაში გჭირდება დანის ხმარება?! -აი რო გამაბრაზებ,იმ მომეტში იარაღი თუარ მექნება გვერდზე,დანას გაგირჭობ. -ძალიან გამეცინა. -იოანე კარგი რაა,მასწავლე გთხოოვ,გთხოოოვ.. იარაღის ხმარება ხომ ვიცი?! ეხლა დანაც მასწავლე,რა მოგივა?! -ჰო კარგი.. -ჰოდა ეგრე! ისეც კმაყოფილი სახით გავიხედე წინ და გავყვევით გზას სასტუმრომდე. ***** -აი,ესე მოკიდე ხელი,ასე დაატრიალე ნელნელა და რამოდენიმეჯერ,რომ გაიმეორებ,მერე სწრაფად სცადე. დანა ავიღე და პირველივე ცდაზე ხელიდან გამივარდა. -ვერ ვაკეთებ,ჩავიბურტყუნე გაბუტულმა და დანას დავწვდი ისევ. -ევა შენ სწრაფად აკეთებ,ხომ გითხარი,ჯერ ნელა,აი ასე ზურგს უკან დადგა და მომიახლოვდა,მისი ძლიერი ხელები შემოხვია ჩემს სიფრიფანა ხელებს და თითებით მოძრაოებებს აკეთებდა,რომ იგივე გამემეორებინა. -მიდი,გაიმეორე,ისევ იგივეს ამბობ და მე მხოლოდ მის შეხებაზე ვარ ორიენტირებული. ნერწვი ხმაურიანად გადავყლაპე და გამოვფზიზლდი. -ცოტა უკან დადექი. ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მისი ცხელი ჰაერი მომხვდა კანზე. -რატომ? -იცი რატომაც..ასე დანაზე კონცენტრაციას ვერ ვახდენ.. -აბა რაზე? -კარგად იცი.. -განმიმარტე.. ყურში ჩამჩურჩულებს და მისი ცხელი ტუჩები ყელსა და კისერს შორის ექცევა. -იმაზე,რომ ძალიან ახლოს ხარ.. და შენი შეხების გარდა ვერ ვფიქრობ ვერაფერზე.. ნუ ცდილობ ყურადღება გადამატანინო,იცოდე მაინც მასწავლი დანის ხმარებას! -რა თქმა უნდა გასწავლი.. ისევ მის ტუჩებს ვგრძნობ კანზე და ბუსუსები ერთიანად მაყრის,ქვედაბოლოს ნელნელა ზევით ქაჩავს და გრძელ მოქანდაკებულ თითებს ფეხებზე დაასრიალებს.. -გაჩერდი.. ჯერ მასწავლე.. ვაამბობ და თვალებს ვხუჭავ,თავს უკან ვწევ და მის ხელებს ვეხმარები გზის გაკვლევაში. იოანეს და ევას ყოველი დღე ახალი გაღვივებული სიყვარულით და ვნებით იწყებოდა,მათი ვნება არასდროს ქრებოდა,არც იკლებდა,პირიქით,ყოველ წუთს და წამს იმატებდა ის გრძნობა,ის მონდომება,რასაც ისინი განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ. იოანემ ფრთხილად გახადა საყვარელ ქალს საცვალი და მის სხეულის დაეპატრონა,როგორც აქამდე სჩვევია,სიამოვნების ნელი ბიძგები ნელნელა შეეპარა მათ სხეულებს,რომლებიც არ ჩქარობდნენ და ცდილობდნენ დიდხანს გაგრძელებულიყო მწველი სიამოვნება. ტუჩებს ძლივს მომწყდარმა იოანემ,ახლა ქალის მკერდთან გადაინაცვლა,ხელებში მოაქცია და მთელი ვნებით დაუკოცნა,ყოველ ამბორს ახალი შეგრძნება მოჰყვებოდა,ახალი სურვილი,უფრო მეტის დაგემოვნების,ბიძგებს უფრო და უფრო უმატებდა,რადგან ქალის კვნესა და ოხვრა მას უფრო მეტად აღაგზნებდა და თავს ვერ იკავებდა ვერცერთი.. მძიმე სხეულით ევას სიფრიფანა,გამხდარ სხეულს დააწვა,რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ სასიამოვნო იყო,არა თუ შემაწუხებელი,თმაში წვრილი თითები შეუცურა საყვარელ მამაკაცს და კიდევ ერთი ამბორით დააჯილოდოვა. -იცი რა მინდა? -მითხარი.. -მინდა,რომ ყველანაირი სექსუალური ფანტაზია გიქციო რეალობად,რაზეც კი გიოცნებია აქამდე,ჩემო სერიულო მკვლელო.. -მაგაზე უარს როგორ გეტყვი პატარავ? -ვერ გაბედავ,რომ მითხრა.. -მიყვარხარ,ევა..სიგიჟემდე. -მეც მიყვარხარ.. ***** -ევა,გაიღვიძე,მოვედით საყვარელო.. -მოვედით?! სწრაფად წამოვხტი და მანქანას მოვშორდი,იოანეც უკან მომყვა და ჩვენს სახლში შევედით. კიბეები სწრაფად ავირბინე და მაშინვე პატარების ოთახში შევედით. -მოგესალმებით ქალბატონო ევა.. -გამარჯობა,მარია.. სად არიან პატარები? -ძიძას ჰყავდა სასეირნოდ,აი.. ისინიც,ხელით მანიშნა პირველი სართულისკენ,საიდანაც პატარა კოტე და უტა მობანცალებდნენ პუტკუნა ფეხებით და ნაბიჯების გადადგა მაინც უჭირდათ. კიბეები ისევ ჩავირბინე,მუხლებზე დავეცი და ორივე გულში ჩავიკარი. -დეეე,როგორ მენატრებოდით.. ორივეს ყელში ვკოცნიდი და მათი სურნელით ვერ ვძღებოდი. იოანე მოვიდა და ისიც გვერდით მომიჯდა და პატარები გულზე ფრთხილად მიიხუტა.. -მარია,ხომ არ ტიროდნენ ჩვენს არ ყოფნაში? -არა ქალბატონო ევა,უბრალოდ ძალიან ცელქები არიან,არცერთს არაფერი არ აწუხებს. -მამას ვაჟკაცები,აი,რომ დავარიგე დედა მიმყავს და სახლს მიხედეთ თქო,იმიტომაც არ ტიროდნენ და როგორც კაცებს შეეფერებათ ისე იქცეოდნენ! -რა იდიოტი ხარ.. ჩავიცინე და თმა ავუჩეჩე. -მარია,დღეს დაისვენე, გოგოებიც გააფრთხილე სამზარეულოში,წადით,დღეს მე მივხედავ ყველაფერს. -ოჰოო,ჩემო ცოლო,რა ხდება? -დღეს სტუმრები გვყავს! -ვინ? -სანამ შენ გეძინა მალდივებზე,მე თორნიკეს ვეჭორავებოდი! -თორნიკეს? -დიახ დიახ.. ნუკი მოჰყავს ცოლად,დღეს წვეულებას გავმართავ და მინდა რომ ჩვენთან მოვიდნენ... -კარგი აზრია,მაგრამ მე რატომ არ მითხრა? -იმიტომ,რომ ყოველთვის ეღადავები.. -მე რა ვიცოდი,ნუკი თუ მართლა შეუყვარდებოდა? -კარგი კარგი,გადავურეკავ ახლავე. -ევა -ჰო? -შენს დაქალებსაც დაურეკე. -აბა რას ვიზავ? თვალი ჩავუკარი და მისაღები ოთახი დავტოვე, მან კი ბავშვებთან თამაში გააგრძელა,მათი კისკისი კიბეებთან მესმოდა,გავხედე და მივხვდი ,რა დიდი ბედნიერება იყო მათი ყურება,იოანე ძირს იწვა და ორივე ზემოდან ახტებოდა,მე შორიდან ვუყურებდი და ამ ყველაფერზე მეცინებოდა,მაინც,რა ცოტაა საკმარისი ბედნიერებისთვის,მაგრამ ამავდროულად ბევრიც? 5 წლის შემდეგ. -ევა,ყავას გამიკეთებ? კითხულობს იოანე და კოფტის ღილებს იკრავს,სარკეში თავს ათვალიერებს და მზერას მაპარებს. -მარია მოვა და გააკეთებს.. ან შეგიძლია არ დაელოდო და თავად გაიკეთო.. -გთხოვ რა,მიყვარს შენი გაკეთებული,ხომ იცი?! თან მეჩქარება.. საქმეები მაქვს -მაგვიანდება გადაღებაზე! ვთქვი და კაბა ამოვიცვი. -და რამდენჯერ გითხარი ნუ დადიხარ ყოველ დილით შიშველი ჩემს წინ თქო... -ჩემი ბრალი არ არის შენ თუ ტანსაცმლიანად არ მაძინებ,მორჩი წუწუნს,წავედი! -რაში გჭირდება ამ რეკლამაში გადაღება,კარგი რა.. კაპიკებს გიხდიან ისედაც.. -ეს ჩემი პროფესიაა,ძვირფასო. მადლობა თქვი,იურიდიულზე სწავლა რომ არ გავაგრძელე.. -უღრმესი მადლობა.. -რა ირონიაა? იარაღი შეამოწმე,კარგად გადატენე საყვარელო.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და მისკენ მიმიზიდა. ტუჩებზე ხმაურიანად ვაკოცე და კარისკენ გავეშურე,გავაღე თუარა,მაშინვე კოტე და უტა შემოცვივდნენ და იოანეს მისცვივდნენ. -და მე აქ მარტო მტოვებ? გამომხედა საწყალი სახით -მალე შემოგიერთდებით! ვთქვი და კიბეებს ჩავუყევი ქუსლების კაკუნით.. პატარა ანასტასიას ოთახში შევედი,ტკბილად და მშვიდად ეძინა,შუბლზე ვაკოცე ნაზად და მთელი სიყვარული ჩავაქსოვე,მინდოდა უფრო მეტად მოვფერებოდი,თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა და უმწეო იყო.. ანასტასია ჩემი მესამე შვილია,მესამე გოგონა,რომლის დაბადებამ ჩემი და იოს ცხოვრება საერთოდ შეცვალა და გააგიჟა. მე,არასოდეს ვინანებ 2018 წლის 18 სექტემბერს,თავსხმა წვიმაში რომ გავრბოდი სახლში,მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ არ მეჩქარებოდა,მაგრამ მაინც გავრბოდი.. ალბათ ჩემი ერთადერთი სიყვარულის საპოვნელად გავბროდი,რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა არსებობდა თუარა... არასდროს ვინანებ იმ განვლილ მწარე დღეებს,რადგან ყველაფერი ბედნიერებამ მოიცვა.. არასდროს ვინანებ ჩემს მკვლელთან ყოფნას,რადგან მე მასთან ერთად ვსუნთქავ,ვარსებობ და მიყვარს,სიგიჟემდე,უსასრულობამდე.. მთელი მსოფლიო რომ ამოხოცოს,მე მის უკან ვიდგები და ტყვიებს მივაწოდებ, შენს მკლავებში დავლევ სულს. მხოლოდ შენთან,მხოლოდ შენს გვერდით. დასასრული.... მეც შემოგთავაზებთ ამ მოთხრობის სრულ ვერსიას<3 უმრავლესობის სურვილი იყო,რომ მსგავსი სტილის მოთხრობები კიდევ შემომეთავაზებინა თქვენთვის,ჰოდა.... მსგავსი სტილის ახალი ისტორია უკვე გზაშია და სულ მალე დაიდება ახალი თავი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.