შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტყელა (ნაწილი 9)


8-07-2018, 00:13
ავტორი judi N
ნანახია 1 734

კიბეებზე ამიყვანა და ფრთხილად ჩამაწვინა საწოლში, ვცახცახებდი, ემოციები მომერია, ვერ ვაჯობე.. ვაკოს ისე ვეკვროდი სულს ვუხუთავდი.. მეშინოდა სიმარტოვის , არადა ყოველთვის მიყვარდა განმარტოვება.. ათას რამეზე ვფიქრობდი, ახლა კი წამითაც არ მინდოდა ფიქრი, რადგან მაშინვე საბა შემოძვრებოდა ჩემს თავში .. თმაზე მეფერებოდა ვაკო და თან ნელ-ნელა ლაპარაკს იწყებდა..
- მეორედ ასე აღარ მოიქცე.. რაც არ უნდა მოხდეს უნდა მითხრა, დამელაპარაკო და ერთად მოვაგვაროთ. ვიცი , რომ ყველაზე მაგარი გოგო მყავს, თუმცა პრობლემებში გახლართული ნუ ეცდები გმირობას და ყველაფრის საკუთარ თავზე გადატანას.
- ჩემს გამო რამე რომ მოგივიდეს ვერ გადავიტან..
- შენ რომ რამე მოგივიდეს მაგას მე გადავიტან?
- ბოდიში, არ ვიცოდი როგორ მეთქვა ან რა მეთქვა .
- დიდიხანია იცნობ? - სამი წელია, ადრე მეზობლები ვიყავით , შემდეგ ერთ წრეში აღმოვჩნდით.. თავიდან ვმეგობრობდით, მე ასე მეგონა, მერე მითხრა, რომ ვუყვარდი.. თუმცა მე არასდროს მიპასუხია იგივე გრძნობით.. პირიქით ვუთხარი, რომ არაფერი გამოვიდოდა და მას შემდეგ მისგან შორს ვიჭერდი თავს.. მაინც დამსდევდა, ყველგან ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი. ბოლოს სახლი შევიცვალე, ისიც როგორც ვიცი საზღვარგარეთ იყო და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მხოლოდ ახლა მოახერხა ისევ ყველაფრის არევა და გაფუჭება.
- მასზე აღარ იფიქრო, მე მოვაგვარებ ყველაფერს . არ ვიცოდე მაინც რა გამოს**ულია , ქალებთან აქვს დიდი გული მაგ *ლეს და სხვებთან ხმას ვერ იღებს..
- შენ საიდან იცნობ?
- ჩემ ძმაკაცთან ჰქონდა რაღაც სირუ**ი თემა და მაშინ ვნახე პირველად. კაი აღარ გვინდა კაპანაძეზე ლაპარაკი , ნუ გავიფუჭებთ ამ საღამოს. ყველაფერი მოგვარდება..
- ჩემი ცხოვრების ნათელი სხივი ხარ ჯაყელო..
- ჩემი ცის არტ ყელა ხარ ნინია!!! ხელი მოვკიდე ხელზე .. თითები შავ ვარდა ავაყოლე..
-მგონი ჩემს ვარდზე ვიეჭვიანებ, ჩემზე ძალიან მოგწონს!
-ჩემი შავი ვარდი ხარ! ვააკ
- ჰოო
- წამო
-სად ნინია
- მეც მინდა ცისარტყელა მეხატოს ხელზე..
- ჩემო სულელო , გეტკინება და თან გვიანია.
- გთხოვ
-ასე ნუ მიყურებ , ჰო იცი უარს ვერ გეტყვი
- მაშინ წავიდეთ
- მიდი ჩაიცვი
- რა? მართლა?
- მოიცა არ გინდა?
- კი , ყელზე შემოვეხვიე და ვაკოცე.. გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო, ჰაერში წვიმის სუნი ტრიალებდა და ხარბად ავივსე ფილტვები.. ვიღაცასთან დარეკა , მანქანაში ჩავჯექით , მუსიკა ჩართო , სკორპიონის , woman ..
- ოჰ როგორ მიყვარს...
- მე შენ მიყვარხარ.. მანქანა გააჩერა.
-ჰო არ გადაიფიქრე?
- არა, მოვედით?
- კი, გადმოვიდა , კარი გამიღო და მანქანა ჩაკეტა.. ზარი დარეკა, საშუალო სიმაღლის ბიჭმა გააღო, სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა.
- ვაკო, როგორ ხარ? არ ველოდი შენს ზარს..
- კარგად შენ? ჰო ჩემს პრინცესას უარი ვერ ვუთხარი.. გაიცანი ნინია ეს რეზია.
- გამარჯობა
-გამარჯობა , სასიამოვნოა . მიხარია ვაკო რომ დააჭკვიანე , აბა რას ვიკეთებთ?
- ცისარტყელა უნდა დაგვახატო ორივეს.
- ვაკო? შენც? მართლა?
- აბა რა გეგონა მარტოს გაჩუქებდი ამ მოგონებას? უჩემოდ?
- ღმერთო როგორიყვარს ეს ბიჭი.
- ჯერ ნინიას დაახატე. დავჯექი , ყველაფერი მოამზადა
-მზად ხარ?
ვაკოს გავხედე, ამოვისუნთქე, ცალი ხელი ჩავჭიდე
- ახლა კი..
თავიდან ტკივილი ვიგრძენი, მერე ნელ-ნელა გაბუჟდა ხელი და იმდენად აღარ მტკიოდა.. შიგადაშიგ ვაკოს ვუჭერდი ხელს , ისიც ცდილობდა ყურადღება გადამეტანა და სისულელეებს მიყვებოდა.
- მორჩა, მოგწონს?
-ულამაზესია, გულწრფელად წამოვიყვირე და მადლობა მოვუხადე. ახლა ვაკოს ჯერი იყო . სახეზე არაფერი ეტყობოდა , საერთოდ არ ჰქონია რეაქცია - ოხ ჩემი გამძლე ბიჭი
-მივეჩვიე
-ცოტა დამანჭე სახე,თორე ცოდო ვარ, მრცხვენია ისეთი შეწუხებული სახე მქონდა.
- ლიმონი მომიტანე და დავიჭყანები.
- ნუ დამცინი
- არა ჩემო ცის არტ ყელა ..
მალე დაამთავრა , პატარა ბავშვივით მიხაროდა , ახალ რაღაცას რომ უყიდიან და უნდა ყველას აჩვენოს.
- წამოვედით , რომ გამოვედით ჩავეხუტე და უამრავი მადლობა ვუთხარი.. მერე ჩემი ტუჩები მისას შეეხო, ნელ-ნელა ტკბებოდა და ერთ მთლიანობად იქცეოდა.. წვიმა წამოვიდა და უცებ ჩავსხედით მანქანაში.. მეძინებოდა ემოციებით დაღლილა და მიმეძინა.. ლოყაზე კოცნით გამაღვიძა
- მოვედით
- მანქანიდან გადმივედით , ვაკოს მხარზე მედო თავი და ნახევრად მეძინა..
- დარჩები?
- გინდა დავრჩე?
- არ მინდა მარტო ყოფნა..
- კარგი , ცის არტ ყელა. იცი როცა ნახევრად გძინავა პატარა კნუტს გავხარ...
- ნუ სარგებლობ, რომ პასუხის დაბრუნების თავი არ მაქვს..
კარი ძლივს გავაღე , მაშინვე ოთახისკენ წავედი,- ვაკოო შენ მისაღებში დაიძინე , ყველაფერი კარადაშია , გთხოვ შენით აიღე რა..
- მოიცა სად დავიძინო?
-მისაღებში.
- ქალბატონო, ახლა ოთახში ავალთ, დავწვებით , ჩამეხუტები და ისე დავიძინებთ, არავითარი პრეტენზია და უარი.
- ჰო , კარგი, ვითომ ვიხუმრე , გავუცინე და ხელით ვანიშნე იმასაც გაეღიმა.. დავწექით , მის ხელებს ვგრძნობდი ჩემს ტანზე და მეც მთელი ძალით ვეკვროდი...
- მიყვარხარ
- მიყვარხარ
მერე ნელ-ნელა გავითიშე, ძილმა მოგვიმწყვდია მკლავებში..აკვნად გვედებოდა ღამე, საოცრად წყნარი და ბნელი.. უემოციო, რომელიც ჩვენ ყველას ემოციას იტევდა ... შუაღამე იყო , რომ გამომეღვიძა.. თითქმის არ ჩანდა ვაკო, მაგრამ მისი სუნთქვა მესმოდ... მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი.. თავი მკერდზე დავადე და მის გულის ცემას ვუსმენდი.. მინდოდა უსასრულოდ ჩავკარგულიყავი ამ წამში. სამუდამოდ შემენახა ... მომშივდა და ქვევით ჩავედი.. მაცუვარი გამოვაღე და ნამცხვრის დანახვაზე პატარა ბავშვივით შევყვირე სიხარულით. ნაბიჯების ხმა გავიგე ..
- ნინია აქ ხარ?
- არა ზოგადად ფიგურას ვუფრთხილდები, მაგრამ ახლა ძალიან მომშივდა , თავის მართლება დავიწყე.. თამ მეცინებოდა .. შენც შეჭამ?
- იცი მგონი ვეღარ აგიყვან, ცოტა თავა უნდა გავუფრთხილდე , ხერხემლისთვის ასეთი სიმძიმე ცუდია..
- საზიზღარო, ჩამოჭრილი ნამცხვრის ნაჭეერი გვერდზე გავწიე და ცხვირი ავაბზუე..
-ოხ რა სულელი მყავს, გეხუმრე ცის არტ ყელა. შენ ორასი კილოც მეყვარები, მიდი გააგრძელე ჭამა.
- აღარ მინდა
- მაშინ მე შეგიჭამ
- თავიდანვე ასე გეთქვა , მსუნაგო და მე გაჭმევდი
- ახლა არ მაჭმევ?
ნამცხვარი მოვწიე ისევ და ვაკოსკენ დავძარი ჩანგლით..
- აბა ვაკუნა , ჩუქუ ჩუქუ მატარებელი მოვიდაო
- დაისჯები იცოდე
- როგორ? ნუ მიაცლოვდები ასე , ვაკო იცოდე ვიყვირებ .
- ჩუქუ ჩუქუ ვაკუნა მოდის ნინიასთანოო , თან ეშმაკურად იცინოდა და თვალები უბრწყინავდა , მე დავუსხლტდი და მთელ სახლში დავრბოდი , ისიც პატარა ბავშვივით დამსდევდა, ბოლოს დავიღალე და დამიჭირა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ ცხვირზე მაკოცა, მერე შუბლზე, მარცხენა და მარჯვენა ლოყა მონაცვლეიბით დამიკოცნსა, ბოლოს ტუჩებს მიადგა, ნაზას მაკოცა ჯერ ზედა და მეერე ქვედა ტუჩზე
- შენს ტუჩებს შოკოლადის გემო აქვს.
- შენსას მარწყვის
- გიყვარვარ?
- საკუუთარ თავზე მეტად , შენ გიყვარვარ?
- მგონი სიგიჟემდე
მის თვალებს ვუყურებდი და მათში ვიკარგებოდი
- მინდა შენს თვალებში სულ მე ვჩანდე.
- გინდა ლინზებს დავამზადებინებ შენი ფოტოთი
- არ ვხუმრობ
- ჰო არც მე
- ჯაყელო, არ იცი ვის ხელში ჩავარდი.
-ჯავახიშვილო ნუ მაგიჟებ, თორე ტუჩებს მოგაჭამ.
ალბათ უსასრულოდ გავაგრძელებდით ერთმანეთით ტკბობას კარზე ბრახუნი ,რომ არ ამტყდარიყო.
- ისაა, ნამდვილად საბაა.. ისევ ავნერვიულდი , გულისცემამაც მოიმატა და დავიძაბე ..
ვაკო კარისკენ მიდიოდა..
-არ გააღო
-დამშვიდდი
კარი გააღო , საბა მე მელოდა და დაწყებული სიტყვა ვეღარ დაამთავრა
- ამდენხანს მალოდინებ კართან, გინდა დაგსაჯო და
- საბა .. გაისმა ვაკოს მტკიცე და ბრაზით გავსებული ხმა.
მე შეშინებული, დასჯილი ბავშვივით ვერ ვინძრეოდი ადგილიდან, ოთახში სადაც წამის წინ სიყვარული და სიმშვიდე ტრიალებდა , დაძაბულობა შემოარიალდა და კონფორტულად მოკალათდა ჩვენს გარშემო.. შუაღამეე იყო, ბნელი და უემოციო, თუმცა ყველას ემოციას იტევდა
...


________________________________
ესეც ახალი თავი, გამიზიარეთ თქვენი აზრი.. ძალიან მიხარია რომ კითხულობთ, მაგრამ ორმაგად მიხარია და სტიმულს მაძლევს თქვენი სიტყვები <3



№1 სტუმარი your fan ❤

dzalian maharia gtxov daagrdzele,erti suli maq axal tavs rodis dadeb ,shen chemi dge sheqmeni riatvisac dzalian didi madlobeli var,vigrdzeni rom siybaruli martlac arsebobs da es iseto grdznobaa ro yvelapera gagaketebinebs❤dzalian magari da gtxov gaagrdzele❤

 


№2  offline წევრი judi N

your fan ❤
dzalian maharia gtxov daagrdzele,erti suli maq axal tavs rodis dadeb ,shen chemi dge sheqmeni riatvisac dzalian didi madlobeli var,vigrdzeni rom siybaruli martlac arsebobs da es iseto grdznobaa ro yvelapera gagaketebinebs❤dzalian magari da gtxov gaagrdzele❤

როგორ მიხარია ასეთი სიტყვების წაკითხვაა <3 ძალიან დიდი მადლობა , აუცილებლად გავაგრძელებ და ვეცდები მალე დავდო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი fangirl

ძააან მაგარია,გააგრძელე გთხოვ , ძალიან კარგიმ წერალი ხარ და შენს წიგნს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, ლოვ იუ <3

 


№4  offline წევრი judi N

სტუმარი fangirl
ძააან მაგარია,გააგრძელე გთხოვ , ძალიან კარგიმ წერალი ხარ და შენს წიგნს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, ლოვ იუ <3

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია ასეთი კომენტარები <3 ჩემი სტიმულები ხართ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent