შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედნიერება ხარ (სრულად)


9-07-2018, 01:03
ავტორი Barcagirl
ნანახია 8 729

***************************************************************************************************************************
- ლილე გაიღვიძე დედი თორე დაგაგვიანდება - მძინარს დედაჩემის ხმა ჩამესმის,მეც მახსენდება,რომ დღეს ჩემ ნავსაყუდელს უნდა მოვშორდე,ჩემ თბილ კერას და უხეშ,ხმაურიან ქალაქს უნდა შევეჭიდო.ბუზღუნით ვწევ თავს,აბურდულ თმებს ოდნავ ვისწორებ და პიჟამოებისამარა გავდივარ სამზარეულოში.
- დედი,ჯობია გაემზადო და წაგიყვანს ვახო,თორე სიცხეში მგზავრობა გაგიჭირდება.
- ასე მალე გინდა მომიშორო? ამოვიფრუტუნე და სევდიანად მოვავლე თვალი ოთახს,უკვე ყველაფერი მენატრება - ნიცამ არ გაიღვიძა?ღიმილმა ბაგეები გამიპო ჩემი პაწაწინა ტერორისტის ხსენებისას.
-გაიგვიძა და სია - მომესმა ზურგსუკან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა.სიცილი ვერ შევიკავე კარში მდგარ ნიცაზე,რომელიც თვითონ ძლივს მოდიოდა და თან დათუნიას მოათრევდა.
-დაიკოს პრინცესა ვინარისო? ხელში ავიყვანე და ლოყები ჩავუკოცნე.
-მეტკინაა-დაიწყო ბუზღუნი ნიცამ
-ეტკინაააა-გავაჯავრე მე - აბა იქ ვისღა გავუწელო ლოყები.
- სად? იკითხა ნიცამ
-შენი დაიკო ცოტახანს წავა და მალე ჩამოვა. - გავუღიმე მე
- ლას მიყიდი? - გაცისკროვნებული თვალებით მკითხა ნიცამ
- ნახე რა , სულ არ მოგენატრები გოგო? აი ნახე რას გიზავ,გაიქეცი თორემ მოვედი
ნიცა კისკისით გაიქცა მეც გავეკიდე და ასე სიცილ-კისკისში შემოვირბინეთ მთელი სახლი.დილით კიარა,საღამოს კიდევ არ მქონდა ჩალაგება დამთავრებული,თუმცა ჩემმა ყოჩაღმა დედიკომ ყველაფერი მოამზადა და ღამით უკვე დედაქალაქში ვიყავი.ბიძაჩემის სახლში გადავბარგდი,რა თქმა უნდა ჩემთვის,მარტო ცხოვრება მერჩივნა მაგრამ,ბიძაჩემმა არ დაანება ჩემებს,მარტომ რატომ უნდა იყოსო,ხომ იცით საკუთარი შვილივით მყავსო და მეც რაღას ვიზავდი.ნინი,ჩემი ბიძაშვილი,ჩემზე ორი წლით უფროსი იყო,შეიძლება ითქვას ჩემი საუკეთესო მეგობარიც,ამიტომ არც მწყინდა ამ სახლში ცხოვრება.
..........................................................................................................................................................
პირველი ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა.უნივერსიტეტს შევეწყვე,ყველაფერში გავერკვიე,რამოდენიმე ბავშვსაც დავუმეგობრდი,მოკლედ ჯერ-ჯერობით საწუწუნო არაფერი მაქვს.
-აუ ნი აღარ შემიძლია,სამი ლექცია ერთ დღეს უკვე მეტისმეტია - შევტირე ჩემ წინ მჯდარ ბიძაშვილს.ნინიც ჩემ ფაკულტეტზე სწავლობს,ლექციები თითქმის ერთ დღეებში გვაქვს და ჩემზე ბედნიერი არავინაა.
-აუ ეს პირველ კურსელები რომ რამეზე იწუწუნებენ რა ,შეირგე ბალღო პინგვინობა - გამოვიდა თავის სიტყვით ნინის ჯგუფელი დემე.
- შენ ეგეთი ბრძენი დაიბადე თუ აქ შეძენილი ცოდნა დაგეხმარა? - გავეკრიჭე მე
-აუ ეს ნახე უკვე რამდენს ლაპარაკობს, არ გინდათ დღეს სადმე წავიდეთ?
- სად? მხოლოდ ახლა ამოყო ნინიმ ტელეფონიდან თავი და ინტერესით მიაშტერდა დემეს
- რავი ვუთხრათ ჩვენებს და დავაწვეთ სადმე
-აბა სად მივდივართ? ჩაერია საუბარში ნინის კიდევ ერთი ჯგუფელი თაკო
- ოჰ თაკსონ მოხვედი? მოწყვიტე შენ სიმპატიურ ლექტორს თვალი? - ვითომ იხუმრა დემემ.
- შენ მაინც გჯობია - ენა გამოუყო თაკომ
- კაი წავედი მე ლექცია მეწყება,უფრო ნინის მისამართით ვთქვი და ავიზლაზნე.
-ეს ბავშვი რა მოწადინებულია- ჩაიფრუტუნა ნინიმ და ტელეფონზე თამაში განაგრძო.
ლიფტში ძლივს შევეტენე და მეექვსე სართულისკენ გავწიე.ამხელა უნივერსიტეტია და სულ ლიფტების პრობლემა,როგორ უნდა იყოს,შემეხუთა სული.ნაცნობ აუდიტო-რიაში შევედი და წინ მოვკალათდი.მათემატიკა სკოლაშიც ჩემისაყვარელი საგანი იყო და იმედია უნივერსიტეტშიც შემიყვარდება.ორი საათის შემდეგ კმაყოფილმა დავტოვე აუდიტორია,როგორც ჩანს ძალიან საინტერესო იქნება ეს სემინარები.ჩემმა ჯგუფელმა მაკდონალდში წასვლის იდეა წამოაყენა და ყველა დავეთანხმეთ,ნინის მივწერე წავედითქო და ჩემ ჯგუფელ ნიკას გვერდით ამოვუდექი.გამიმართლა და ძალიან საყვარელი ჯგუფი შემხვდა,ბევრი ვიმხიარულეთ და საღამოს დავიშა-ლეთ.უკვე სახლში ავდიოდი,როდესაც ვიღაც კიბეებზე,მთელი ძალით შემასკდა, სასწაული სალტოებისა და კიბეებზე დაგორების შემდეგ ძირს გავიშხლართე.
-მგონი ყველა ძვალი დამემტვრა - ამოვიკვნესე მე და წამოდგომა ვცადე თუმცა უშედეგოდ
-რომ გაწეულიყავი არაფერი არ მოგივიდოდა ,ახლა ადექი მიდი ნუ აფირისტობ მეჩქარება
-შენ იდიოტი ხოარ ხარ? დამეჯახე,წამაქციე,ფეხზე ვერ ვდგები და ნუ აფერისტობო? წადი მერე ვინ გაკავებს
-პრინციპში არავინ - გაიცინა - და კიბეები ჩაირბინა
- ღმერთო მე რა დავაშავე,ყველა იდიოტი მე რატომ მხვდება?-როგორც იქნა წამოვდექი და სახლში ავედი.არაფერი შევიმჩნიე და ოთახში შევიკეტე.ნინი სახლში არ დამხვდა,მომწერა მალე მოვალ დამელოდეო.მეც სკაიპში ველაპარაკე ჩემებს, უნივერსიტეტის ამბები მოვუყევი,ნიცას დავპირდი,რომ როგორც კი დრო მექნებოდა ჩავიდოდი და ძალიან ბევრს ვაკოცებდი.მალე ნინიც მოვიდა.
-რა გჭირს გოგო ? ცოცხალი ხარ? ისეთი მესიჯი მომწერე მეგონა ცოცხალი აღარ დამხვდებოდი. -ქოთქოთობდა ნინი.
-სიცოცხლეა ეს? არცერთი ძვალი აღარ მაქვს მგონი მთელი.ნინის ყველაფერი მოვუყევი,ისიც გაოგნებული მისმენდა და გაბრაზებას ვერ მალავდა.
-მოიცა ეგრე მიგაგდო და წავიდა? - ცეცხლს ყრიდა თვალებიდან ნინი
-ხო და თან აქეთ მეჩხუბა - თვალები ამიწყლიანდა მე
-ნეტავ ვინ იყო? ჩაფიქრდა ნინი - ხომ არ გახსოვს როგორი იყო?
-არა,ბნელოდა და არც დავკვირვებივარ,მწვანე თვალები ჰქონდა მგონი.მგონი კიარა ზუსტად მახსოვდა,რომ მწვანე თვალები ჰქონდა,თან ისეთი მწვანე,ჯერ რომ არ მინახავს და ადვილადაც,რომ არ დამავიწყდებოდა.სიბნელეში მხოლოდ მისი მწვანე თვალების გარჩევა მოვასწარი.ეს ინციდენტი მალე დავიწყებას მიეცა და მე და ნინის აღარც გაგვიხსენებია.ერთ დღესაც მაღაზიიდან გამოვდიოდით,როდესაც ჩვენსკენ ვიღაც ბიჭი წამოვიდა,მე ჩატში ვწერდი ჯგუფელებს და მათთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.მხოლოდ მაშინ მოვწყვიტე ტელეფონს თვალი,როდესაც ნინის ჩქმეტა ვიგრძენი.
-ლილე იქნებ ორი წუთით მოგვაქციო ყურადღება? შემომიბღვირა ნინიმ
-ჰო რა არის? ავწიე თავი მე.არა არ არსებობს,ისაა,ზუსტად ისეთი მწვანე თვალები აქვს,ის გორილაა,თან როგორ მიღიმის,როგორ მინდა ეს სიფათი მივულამაზო.
-ლილე გაიცანი ეს ალექსანდრეა,ჩვენი მეზობელი - იმ გორილაზე მიმითითებს ნინი
-ეს ცერემონია არაა საჭირო ნი,უკეთეს სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი - ნაგლი ღიმილი ვაჩუქე ალექსანდრეს - ეს ის გორილაა,იმ დღეს სადარბაზოს იატაკს,რომ მიმაწება.
- ძალით არ მინდოდა უბრალოდ სწრაფად ჩამოვრბოდი და ხომ გესმის ნინი რა - თავი იმართლა პირველოყოფილმა
- არაუშავს ხდება ხოლმე-ხელი ჩაიქნია ნინიმ
რაოო? ეს მომესმა ხომ? არაუშავსო? რა არაუშავს,ხომ მოვუყევი,როგორ მიმატოვა მარტო.
-რა თქმა უნდა არაუშავს,შენ ხომ არ დაუგდიხარ ძირს და არ მიუტოვებიხარ არავის-აღმოვთქვი გაბრაზებულმა და გზა გავაგრძელე - სახლში ავდივარ მე.გაბრაზებული შევარდი ოთახში და საწოლზე დავეხეთქე.
-გოგო რა მოგივიდა შენ,ბოდიში ხო მოიხადა? მალევე შემოვიდა ნინი
-ბოდიში ნატკენ ადგილებს ვერ მომირჩენს და ვერც დამცირებას მაპატიებს.
-კაი რა ძალით ხომ არ უნდოდა - დაიცვა ისევ ალექსანდრე
- აუ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს რა,გყავდეს ეგ შენი ალექსანდრე.
-ალექსანდრე ჩემი მეგობარია,ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და მართლა არ არის ეგეთი ცუდი ადამიანი,უბრალოდ ალბათ მართლა ძალიან ეჩქარებოდა.თან დღეს თავისთან დაგვპატიჟა,ამოდით და ფეხბურთს ერთად ვუყუროთო.
- მე ვიძინებ და შენ თუ გინდა ადი - თვალები დავხუჭე და ნინის ზურგი შევაქციე.
- კაი რა დედა და მამა არ არიან,სახლში მარტო რა უნდა აკეთო , თან ფეხბურთი შენი სუსტი წერტილია , ჩემი მეგობრებიც იქნებიან,წამო რა.
-მართლა არ ვარ ნინი ხასიათზე და ნუ მაძალებ გთხოვ,შენ წადი.
-კარგი,როგორც გინდა.
შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.თითქმის მეძინა,როცა ჩემი ტელეფონი აწრიპინდა.ნინის მესიჯი იყო: ,,თუ გადაიფიქრე,მეოთხე სართულზე,წითელი კარია“.არ გადავიფიქრებთქო მივწერე და ძილი გავაგრძელე,ისევ ეს ტელეფონი,ეს მე მემესიჯება თუ იქ ერთობა.ნახევრად გახელილი თვალით შევხედე ტელეფონს.ვა უცხო ნომერია: ,,ამოდი!“ . რატომღაც გავიფიქრე,რომ ალექსანდრე იყო,მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ფიქრები,ალბათ ნინის სმსები არ ქონდათქო.ისევ ძილი განვაგრძე.მაგრამ მე ხომ არასდროს არავინ არაფერს მაცდის,გულში ჩემი თავი დავწყევლე ასეთი ფხიზელი ძილის გამო,ალბათ ნინი მოვიდათქო ვიფიქრე და ისევ დავხუჭე თვალები,იმ იმედით,რომ ახლა მაინც ჩამეძინებოდა.ვერ ვისვენებდი,თითქოს ვიღაც მიყურებდა,აი ვიღაცის დაჟინებულ მზერას,რომ გრძნობ ეგრე ვარ.ნელა ვტრიალდები კარისკენ და თვალებს ფრთხილად ვახელ,ადამიანის სილუეტის დანახვისას უკვე შიში მიპყრობს,თვალებს ვაფართოებ და კარებში მდგარ ალექსანდრეს ვაწყდები.შიშისგან საწოლიდან ვარდები.
-კაი რა იყო ასე გეშინია ჩემი? კიარ შეგჭამ - ირონიულ ღიმილს იკრავს სახეზე
-შენ ნორმალური ხარ? იცი მაინც როგორ შემეშინდა? ან აქ რა გინდა? ან ნინი სადაა? - ძლივს წამოვწიე სხეული იატაკიდან
- აუ შენ რა გაგიძლებს-გადააქნია თავი ბუზღუნით - ჩემთან ჩვენი სამეგობრო ვართ შეკრებილი,ნინიმ წამოსვლა გადაწყვიტა,რადგან შენ არ ამოდიოდი და მარტო შეეშინ-დებაო,მაგრამ მე ვუთხარი,რომ ჩამოვიდოდი და წაგიყვანდი.
- აუ რატომ არ გესმით,რომ არ მინდა ამოსვლა ვა.- ამოვიფრუტუნე მე
- ჩემ გამო თუ იკავებ თავს,ბოდიში ხომ მოგიხადე,ახლა ადექი და წამოდი,მიდი ბევრი დრო არ მაქვს . -წარმოსთქვა მბრძანებლური ტონით

- შენ თავი ვინ გგონია? მე შენ მბრძანებლებს კიარ ვემორჩილები.
-კაი შენით გაიჩალიჩე- მითხრა,ფეხებში ხელი წამავლო და მხარზე გამიგდო.
-გორილაა,პირველყოფილო,დამსვი,წამოვალ ოღონდ ჩემით - ვყვიროდი მე
-ძალიან კარგი მაინც მძიმე იყავი - გამეკრიჭა და წინ წავიდა.
-ველური გორილა - დავიჩურჩულე მე
-კარგი სმენა მაქვს,ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე - ისე მითხრა არ შემოუხედავს, მეც ზურგსუკან მისი იმიტაცია გავაკეთე და ბინაში შევედი.არც ისე ცუდი გემოვნება ჰქონია ამ ველურს,ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი,როგორც ჩანს მარტო ცხოვრობს.ბავშვები მისაღებში ისხდნენ,ზოგს ვიცნობდი,ზოგიც ნინიმ გამაცნო.საშინელებათა ფილმს ვუყურებდით,ირგვლივ სრული სიწყნარე სუფევდა,როცა ჩემი ტელეფონი ამღერდა.ნინიმ თვალებით მკითხა ვინააო?მე თავი გადავაქნიე ისეთი არავინთქო და აივანზე გავედი.
-ხო გიო,რა ხდება? - ვუპასუხე ჩემს ჯგუფელს.
-ლილუ,ხვალ ხო კვირაა,ხოდა ლაშქრობაზე მოვიფიქრეთ წასვლა ბავშვებმა,აქვე მცხეთაში ზედაზენზე და წამოხვალ ხო?
-კი აბა რას ვიზავ,რომელზე გავდივართ?
-რვისკენ მზად იყავი და გამოგივლი,შენც ხო საბურთალოზე ხარ?
-კი,კი 8ზე მზად ვიქნები.
-კაი მიდი და მისამართი მომწერე ზუსტად და არ მალოდინო იცოდე ხვალ,როგორც გჩვევიათ - გაიცინა გიომ.
-გეკადრება? რვაზე ქვემოთ ვიქნები უკვე - გამეცინა და ტელეფონი გავთიშე.უკან შებრუნებულს ალექსანდრე კედელზე მიყრდნობილი დამხვდა,ხელში სიგარეტი ეჭირა და მაკვირდებოდა.
-რაო ვინ იყოო? - მკითხა ინტერესით
-შენ მგონი ძაან ზედმეტი მოგდის,სულაც არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო. გავუღიმე და სახლში შევედი.ნინის ვუთხარი,რომ ხვალ ლაშქრობაში მივდიოდით და მოსამზადებელი ვიყავი.ბავშვებს დავემშვიდობე და სახლში ჩავედი.დედას ველაპა-რაკე,ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და დავიძინე.დილით დაპირებისამებრ რვა საათზე უკვე ქვემოთ ვიყავი და გიოს ველოდებოდი.
-არადა მეგონა გოგოები აგვიანებდნენ - სიცილით გადმოვიდა გიო მანქანიდან და გადამკოცნა.
-პუნქტუალურობის განსახიერება ვარ -ამაყად გავიკრიჭე მე - დანარჩენები სად არიან?
- თიკას,მარის და ვატოს ჩვენ უნდა გავუაროთ,დანარჩენები ვაჩეს მანქანით წამოვლენ.
მანქანაში ვსხდებოდით,როდესაც აივანზე მდგარ ალექსანდრეს მოვკარი თვალი, რატომღაც გამეცინა,დარწმუნებული ვიყავი,რომ ჩემი საუბარი მოისმინა.თუმცა მე რაში მაინტერესებდა,თავი გადავაქნიე და ღვედი შევიკარი.გზაში იმდენი ვიცინეთ ვატოს ისტორიებზე,მუცლები ხელით გვეჭირა.სუპერმარკეტში იმხელა ხმაზე ვხარხარებდით ხალხი გავაგიჟეთ.როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ,საპიკნიკე ადგილი მოვძებნეთ ,ბიჭებმა მწვადის შეწვა დაიწყეს,გოგონებმა კი სუფრა გავშალეთ.რამოდენიმე ხნის შემდეგ,არც ისე შორს ნაცნობი მანქანა შევამჩნიე.არა შანსი არაა,იმედია მეჩვენება,მეღადავებით ხო? ალექსანდრეს მანქანა იყო,თუმცა თვითონ არ დამინახავს,ასე რომ თავი დავიმშვიდე მომელანდათქო და ბავშვებთან ლაპარაკი განვაგრძე.გიომ გიტარა ამოიღო და დაკვრას შეუდგა,ყველამ სიმღერა დავიწყეთ,მარი ჩვენ დაგვცინოდა და ვიდეოს იღებდა.ბოლოს გადავწყვიტეთ რამე გვეთამაშა.
-აუ მოდი რამე ვითამაშოთ რა - ტაში შემოკრა მარიმ
-რა ვითამაშოთ ? -იკითხა ვაჩემ
-აუ მოდი დაჭერობანა ვითამაშოთ,ბავშვობის მერე არ მითამაშნია - გაიკრიჭა ვატო და თან გიოს თვალი ჩაუკრა.
-კაი რა, რა დაჭერობანა ,მაგის თავი სად მაქვს - ხელი აიქნია ვაჩემ
-აუ არა გაასწორებს ვითამაშოთ - თქვა გიომ და ვაჩეს რაღაც გადაულაპარაკა
- მოკლედ დავიწყეთ - გაითვალა ანიმ - ვატო შენ იჭერ.ყველანი დავიფანტეთ,იმდენი ვირბინეთ,უკვე ყველაფერი გვტკიოდა ცალკე სიცილისგან და ცალკე სირბილისგან.
- რამ დაგღალა - სულს ძლივს ითქვამდა ვაჩე - მიდი გიო ,მიდი,შენ იჭერ.
უეცრად ვაჩე,ვატო და ნიკა გოგონებს გაეკიდნენ ბოთლებით ხელში.გიო ჩემსკენ დაიძრა,გაქცევა მოვახერხე მაგრამ მაინც მოახერხა და დამიჭირა მხარზე გამიგდო და ვატოსკენ წამიყვანა,რომელიც მომღიმარი გველოდა წყლით სავსე ბოთლით.უეცრად ჩემი ტელეფონი აწრიპინდა.
-აუ გიო ტელეფონი,გთხოვ დამსვი დამისველდება,გადავდებ და მე თვითონ ჩაგბარდებით,მართლა გთხოვ,იქნებ ვინ რეკავს ვუპასუხებ.
-კაი იცოდე გიყურებ,მშრალი ვერ გადარჩები - გამიღიმა გიომ და დამსვა.
ტელეფონი ამოვიღე ერთი ზარი იყო უცხო ნომრისგან.ნომერი არ მეცნო,მალევე შეტყობინება მოვიდა : ,,ეგ ბიჭი კიდევ შეგეხება და მაგ თითებს მოვამტვრებ.“ აუ ვიღაცა მაგრად მიჩალიჩებს,მითვალთვალებენ თუ რა არის,უეცრად იმ ადგილისკენ გავიხედე სადაც ის მანქანა დავინახე,ალექსანდრეს გაბრაზებულ სახეს,რომ წავაწყდი გავოცდი.რა უნდა ამ ბიჭს,მეკაიფება მგონი,რას დამდევს უკან,ან მაგას ვინ ეკითხება მე ვინ შემეხება.ისე ვლაპარაკობდი თითქოს დარწმუნებით ვიცოდი,რომ ის მესიჯი ალესანდრესგან იყო.ვიღაც იდიოტის გამო მე რატომ უნდა ჩავიშხამო დღე,ტელეფონი გავთიშე და იქვე მაგიდაზე დავდე.
-აბა ლილუ რა მოიფიქრე? ან გვნებდები ან ძალით - წარბები აათამაშა გიომ.
-გნებდებით - ხელები ავწიე და დემონსტრაციულად წავედი ვატოსკენ და გიოსკენ, როდესაც იქვე დაგდებულ ბოთლს მოვკიდე ხელი და უკვე მე გადავედი შეტევაზე.
-აუ ეს ნახე ტო-წუწუნებდა ვატო - რა გაგვიჩალიჩა
- ის იოანე არ არის - ხელი გაიშვირა ნაცნობი ადგილისკენ ვაჩემ
-ხო ბიჭო,ეგ როდის ჩამოვიდა,წამო ტო ვნახოთ - მხარზე დასცხო ხელი გიომ.ბიჭები მათკენ წავიდენ,გოგობი კოცონთან მოვკალათდით და ტანსაცმლის გაშრობა დავიწყეთ,მართალია ჯერ არ ციოდა,მაგრამ ისედაც არ ცხელოდა,რომ სველი ტანსაცმლით გვევლო.
-ღმერთო ოღონდ ეს არა - აღმომხდა,როცა ჩვენსკენ მომავალ ბიჭებში ალექსანდრეს მოვკარი თვალი.
-რამე თქვი ლილე? - მკითხა ანიმ
-არა,არაფერი.ბიჭები მოდიან.
-ხო თან იმ ბიჭებთან ერთად,აუ ის რა სიმპატიურია არა? თაკომ თვალებით გვანიშნა ალექსანდრეზე.
-აუ ხო გოგო,მაგარი ტიპია ძაან - დაეთანხმა ანიც.
გულში უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ,ვერ მივხვდი რატომ გავბრაზდი გოგოების ამ რეპლიკაზე.ალექსანდრე მართლაც ძალიან სიმპატიური იყო,აი ისეთი გოგოები,რომ გიჟდებიან მასზე,მაგრამ რათ გინდა,უხეში და პირველყოფილია.ბიჭებმა ერთმანეთი გაგვაცნეს.ალექსანდრემ განაცხადა ლილეს ისედაც ვიცნობო,გოგოებმა ეს,რომ გაიგეს ლამის თვალებით გამგლიჯეს შუაზე.ერთად დავსხედით,ბიჭებმა ძველი დროის გახსენება დაიწყეს.
-ლილუ შენი ტელეფონი რეკავს - მომაწოდა გიომ ტელეფონი.გვერდით გავედი და ვუპასუხე: - ხო ნინი რა ხდება? რა გატირებს გოგო მშვიდობააა?
-აუ ლილე მაპატიე,ვიცი რომ არ უნდა გთხოვდე,მაგრამ შეგიძლია ახლავე წამოხვიდე და რესპუბლიკურში მომაკითხო?
-გოგო გაგიჟდი? არ გადამრიო რა დაგემართა? - უკვე პანიკა მეწყებოდა
-მსუბუქი ავარია - ჩაიცინა ნინიმ - მანქანა დამეჯახა,უბრალოდ ფეხი მაქვს ნაღრძობი ან მოტეხილი ჯერ არ ვიცი,მაგრამ მტკივა, თან საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა დამარტყა -დაამატა ჩურჩულით
-ნორმალური ხარ გოგო შენ? ვინმეს ვთხოვ და წამოვალ ეხლავე.
-მაგიტო მიყვარხარ რა,არ გთხოვდი უბრალოდ ჩვენები სოფელში არიან ხო იცი.
- ერთ საათში მანდ ვარ მაქსიმუმ,მანამდე ჭკვიანად მოიქეცი.ტელეფონი გავთიშე და ბავშვებისკენ წავედი.გიომ ჩემი სახე რომ დაინახა მაშინვე წამოდგა:
-რა მოხდა ლილე,მშვიდობაა?
-არა სასწრაფოდ უნდა წავიდე თბილისში,ჩემი ბიძაშვილი სავადმყოფოფშია და უნდა მივაკითხო რა.
-კაი რა პრობლემაა,წამოდი წაგიყვან - ხელი მომკიდა გიომ.
- მე წავიყვან - მხოლოდ ახლა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა ალექსანდრემ ხმა
- და შენ რატომ უნდა წაიყვანო? -გაკვირვება ვერ დამალა გიომ
-იმიტომ,რომ ასე მინდა,თან ნინი ჩემი უახლოესი მეგობარია,მარტო ლილეს ბიძაშვილი არაა,ასე რომ ჩვენ წავალთ,თქვენ გართობა განაგრძეთ
-კაი რა ალექსანდრემ წაიყვანოს,მაინც ეჩქარებოდა მაგას-მხარზე ხელი დაადო იაონემ გიოს- წამო,წამო ძველი ამბები გავიხსენოთ.გიო სიბრაზეს ვერ მალავდა,მაგრამ მორჩილად გაყვა ძმაკაცს უკან.მე ბავშვებს დავემშვიდობე და ალექსანდრეს მანქანაში ჩავჯექი.
- ეს გიო ძაან დაინტერესებულია რაღაც შენით ხო? - ნაგლური მზერით გადმომხედა ალექსანდრემ.
-ის მესიჯი შენ მომწერე? - პირდაპირ მივახალე მე
- დიახ,რამე პრობლემაა? - წარბის აწევით შემომხედა ალექსანდრემ.
-მომისმინე გორილა,ჩვენ არც მეგობრები ვართ და არც არაფერი,არანაირი უფლება არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო,შენ ნამდვილად ვერ შეგითანხმდები სად ვიქნები და ვისთან ერთად,ძალიან გთხოვ მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
- შენ მე ვერაფერს ვერ მასწავლი და ისე მოვიქცევი,როგორც მინდა,გაიგე?
- შეუგნებელი - ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე.
-რა თქვი?
-რაც გაიგონე.
სავადმყოფომდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია.მაინც ვერ გავიგე ამ ბიჭს რა უნდა ,რას გადამეკიდა.ნინის პალატაში შესულს,ვიღაც საკმაოდ სიმპატიური ბიჭი დაგვხვდა,რომელსაც ეს ქლბატონი თვალებს უჟუჟუნებდა.
-ვა თქვენ ერთად საიდან? - გაოცდა ნინი
-ისე მოხდა,რომ ერთ ადგილას მოხვდით ერთიდაიმავე დროს,შემთხვევით - განუმარტა ალექსანდრემ - შენ,როგორ ხარ?
-რავი გამაყუჩებელი გამიკეთეს და ეხლა უკეთ, ლილე რა გატირებს გოგო? - შემომხედა მე - არ გამაგიჟო,კიარ ვკვდები.
-შენ,რომ რამე მოგსვლოდა - ამოვისლუკუნე მე.
-ხო მაგრამ გადავრჩით,თანაც ჩემი ბრალი იყო,ისე გადავრბოდი გზაზე,რომ არც გამიხედავს,კიდევ კარგი საბამ შენელება მოასწრო.
მხოლოდ ახლა მივაქციეთ ყურადღება კუთხეში მდგარ საბას,ალექსანდრემ ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა,რომ ნინის ყურადღება მიაქცია.
-რა მადლობა,ეს ჩემი მოვალეობა იყო და ადამიანური ვალდებულებაც,მე ვარ დამნაშავე - თავი ჩახარა საბამ.
-კაი რა,სულ არ იყო შენი ბრალი -ხელი აიქნია ნინიმ -შეგიძლია წახვიდე სახლში ესენი წამიყვანენ.
-არა ვიქნები ექიმის მოსვლამდე,დავრწმუნდები რომ კარგად ხარ - გაუღიმა საბამ.
ამ ორს მგონი ერთმანეთი მოეწონა.ექიმიც მალე მოვიდა და ნინი გამოწერეს,უბრალოდ ერთი კვირა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს,სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა.ლილე წყალი მომიტანე,ლილე მშია,ლილე მაღაზიიდან წვენი ამომიტანე,ლილე ის მინდა,ლილე ეს მინდა.
-სულ ლილე ,ლილე,ლილე - აღარ შემიძლია,დაღლილი დავეშვი მდივანზე.
-კაი რა,შენ რომ მოიტეხავ ფეხს-მეც ეგრე ვიქნები,ამომხედა ნინიმ.
-გოგო ნორმალური ხარ? ფეხი რატომ უნდა მოვიტეხო.
-სახლში ხართ? კარებიდან დაიძახა ალექსანდრემ
-არაა,გასტროლებზე წავედით ბალეტის დასთან ერთად - გავეკრიჭე მე
-ამას უთხარით ვინმემ,რომ ღადაობა არ გამოდის - დივანზე ჩამოჯდა - მიდი ლილუ ყავა კამიკეთე რა
-შენ ძაან ხოარ გამიშინაურდი?
-ეგრე მხოლოდ გიო მოგმართავს? - გაიცინა ალექსანდრემ.როგორ უხდება სიცილი ამ დამპალს - მიდი მიდი გამიკეთე.
ორი გააკეთე რა სამზარეულოში გასულს დამეწია ნინის ხმა,საბაც ამოვა.ალექსანდრე მალევე წავიდა საქმეები მაქვსო,საბა გვიანობამდე დარჩა და ბევრიც გვაცინა. ფაქტიურად ერთი კვირა ყოველ დღე აკითხავდა ნინის და ძალიან დავმეგობრდით,ალექსანდრემ მხოლოდ რამოდენიმეჯელ შემოიარა,ისიც ნინი მოიკითხა,მე საერთოდ არ დამლაპარაკებია.რაღაცნაირად მეწყინა და მისი ყურადღება დამაკლდა.ჩემ თავს არ ვუტყდებოდი,მაგრამ ეს ბიჭი აშკარად მომწონდა.ნინი ერთ კვირაში უკვე ფეხზე იდგა,მეც გადავწყვიტე შაბათ-კვირას სოფელში წავსულიყავი. ნინის ბევრი ვეხვერწე მაგრამ,რაღაც საქმეები მაქვსო და არ წამოვიდა.
............................................................................................................................................................-ნიცააააააააააააააააააააააა- ბოლო ხმაზე ვყვირი და სახლში შევდივარ - სადახარ ჩემო ტერორისტო? დაიკო მოვიდა.
-დედა აღარ გახსოვს ხომ? - სამზარეულოდან გამომძახა მაკამ,მეც იქით წავედი და გემრიელად ჩავკოცნე.
-ჩემი დიდი გოგო მოსულა,მამას სიამაყე - გულში ჩამიკრა ვახომ.
-აუ როგორ მომენატრეთ -ამოვიწუწუნე და ორივეს ჩავეხუტე.
-ნიცა ბაღშია მა და თუ არ გეზარება მიაკითხე.
-არა არ მეზარება,წავალ და მოვიყვან - ნიცა ნახევრად ჩემი გაზრდილი იყო,სულ რაღაც სამი წლისაა ჯერ და მთელს ოჯახს თავის ჭკუაზე გვატარებს.ბაღში შესული რომ დამინახა ჩემსკენ გამოექანა ყვირილით,მის მეგობრებს ამაყად გააცნო ჩემი თავი,მერე კი განაცხადა სახლში წავიდეთო და ხელი ჩამჭიდა.
- დააძინე უკვე? მკითხა სამზარეულოში შესულს მაკამ
-ხო ის დავიღალეთ თამაშით,მაგას კიარა მე ჩამეძინა ლამის.
-უნივერსიტეტში რა ხდება აბა მოყევი? კარგად შეეწყვე ბავშვებს?
-კი დე,ძალიან კარი ბავშვები არიან,სიტუაციაც ძალიან მომწონს,მოკლედ კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.
-სხვა მხრივ რა ხდება? - ეშმაკურად გადმომხედა მაკამ
-როგორ სხვა მხრივ? -ჩამეცინა მე
-ხვდები ძალიან კარგადაც და ნუ ისულელებ თავს -თითი დამიქნია.
-არაფერიც არ ხდება,ნუ ერთი ბიჭი მომწონს მგონი.მაკას ყველაფერი მოვუყევი. დაასკვნა,რომ ალექსანდრესაც მოვწონდი.ჭკუა დამარიგა,რომ ჭკვიანად მოვქცეუ-ლიყავი,ჩემი გულისთვის მესმინა და ა.შ.
............................................................................................................................................................ორი დღე სრულ იდილიაში გავატარე.სახლში დაბრუნებულს ნინიმ მითხრა ჩემი მშობლები აღარ ჩამოვლენ,სოფელში გადაწყვიტეს დარჩენაო და ჩვენც მარტო მოგვიწევს თავის გატანაო.ეს ისეთი ტრაგიზმით აღსავსემ თქვა,ვითომ ძალიან ეწყინა.დღეები უფერულად მისდევდნენ ერთმანეთს.უკვე ვგრძნობდი,რომ ალექსანდრე ძალიან მენატრებოდა,მისი მწვანე თვალები მაკლდა,ნინის ვკითე რამოდენიმეჯელ სადაათქო,მაგრამ არ ვიციო.ნინის და საბას ურთიერთბა ძალიან მალე მიიწევდა წინ,მალე საბამ სიყვარულიც აუხსნა და ეს ჩემი გოგო ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო.სახლში მარტო ვიყავი,მუსიკებს ვუსმენდი და თან ბლინების ცხობაში ვიყავი გართული,როდესაც ვიღაცამ კარებზე ძლიერად დააბრახუნა.კარი გავაღე და ალექსანდრე შემრჩა.მივხვდი,რომ ალექსანდრე უკვე ძალიან ღრმად შემოიჭრა ჩემს გულში და ამას ვეღარაფერს ვუშველიდი:
-შემომიშვებ?
- კი შემოდი,გავიწიე და ალექსანდრე შემოვატარე.
-მარტო ხარ? - სახლს თვალი მოავლო ალექსანდრემ
-კი,ნინი და საბა სასეირნოდ არიან - ვუთხარი და ბლინებს მუვუბრუნდი
-ეგენი ერთად არიან ხო? - ჩაიცინა ალექსანდრემ - ვა,შენ საჭმელის გაკეთებაც იცი?
-შენ წარმოიდგინე და ვიცი.ყავა გინდა? -ვკითხე ალექსანდრეს
-კი,ოღონდ შხამი არ გაურიო.
ყავას მაგიდაზე ვდგავდი,როდესაც დავინახე,როგორ გადადო ალექსანდრემ ჩემი ტელეფონი.მალევე ზარის ხმა გაისმა,გიო იყო.
-ხო გიო,რა ხდება? ვუპასუხე მე
-რაიყო რამე გაწყენინე?
-არა,რა მოხდა?- გაოცებას ვერ ვმალავდი
-რავი წეღან ისე უხეშად მომწერე,მეთქი რამე ვაწყენინეთქო.
-მოგწერე? აუ გიო ცოტახანში დაგირეკავ რა არ მცალია ახლა.გავთიშე თუარა ტელეფონი ალექსანდრეს ვეცი:
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ? რა უფლებით წერ ჩემს მაგივრად.
-ცუდად არაფერი მიმიწერია,მოგწერა გეცალა თუ არა,მე კი მივწერე,რომ არა.
-და საიდან დაასკვენი,რომ არ მეცალა?
-მე ხომ არ გამაგდებდი,წასვლას არ ვაპირებ,ანუ არ გეცალა.
- რატომ ვერ გაგაგდებდი?
- ნუ მაბრაზებ ლილე - ალექსანდრე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა,მე უკან დავიხიე და ბოლოს ალექსანდრესა და კედელს შორის აღმოვჩნდი. - იცი როგორი საყვარელიხარ ასეთი დაბნეული თვალებით რომ მიყურებ,ვგიჟდები სხვა რომ გეხება,სულ არ მაინტერესებს რა უნდა იმ გიოს,ერთი კი ვიცი,რომ შენთან ახლოს ვერ მოვა,შენ მარტო ჩემი ლილე ხარ,მარტო ჩემი.-მითხრა და ასე გაშეშებული დამტოვა.მომესმა თუ მართლა მითხრა?არა აშკარად თქვა ჩემი ლილეო,ხო ჩემი თქვა.არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასე გაშეშებულ მდგომარეობაში,გონს ნინის მოსვლამ მომიყვანა.
-გოგო-სახის წინ ხელს მიფრიალებს ნინი - კარგად ხარ? რას გაშეშებულხარ?
-ალექსანდრემ მითხრა ჩემი ლილე ხარო.
-რაო? ვა რა მაგარია - ტაში შემოკრა ნინიმ - ანუ ერთად ხართ?
-არვიცი,მხოლოდ ეგ მითხრა და დამტოვა ესე გაშეშებული.
დილით მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი.ლექციები უაზროდ გაიწელა,ტვინში მაინც არაფერი არ შემდიოდა,მხოლოდ ალექსანდრეს სიტყვებზე ვფიქრობდი.
-დღეს რა ჩაფიქრებული დადიხარ - ამომიდგა მხარში გიო , როცა უნივერსიტეტიდან გამოვედით
-ხო რავიცი,ვერ ვარ რა - ხელი ავიქნიე
-წამო გინდა სადმე დავსხდეთ? - შემომთავაზა გიომ
-ვერ წამოვა, არ სცალია - უკან ამომიდგა ალექსანდრე.ეს აქ საიდან გაჩნდა,გაკვირვება ვერ დავმალე მე.
-შენ ლილეს მაგივრად ვერ გადაწვეტ,თუ არ სცალია თვითნ მეტყვის.
-ეხლა მართლა ვერ ვარ გიო,სხვა დროს იყოს - გავუღიმე მე.
-კარგი,როგორც გინდა - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და გაგვეცალა.
-შენ აქ საიდან? გაოცება ვერ დავმალე მე
-მომენატრე და მოგაკითხე - გამეკრიჭა ალექსანდრე- შენ რა გჭირს?
-რავი დავიღალე.
-გინდა მართლა სადმე წავიდეთ?
-არა მირჩევნია სახლში მიმიყვანო - გავუცინე და მანქანისაკენ წავედი.
-დღეს ჩემთან ვიკრიბებით ბავშვები,ნინისაც უთხარი და ამოდით,თუ უნდა საბაც წამოიყვანოს,თან კარგად გავიცნობთ უფრო.
-ხო,კარგი იდიაა ,დავეთანხმე მე.
თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი.ალექსანდრემ სრულიად შეცვალა და გააფერადა ჩემი ცხოვრება.უხეში,ველური ადამიანი ჩემ სანატრელ პრინცად იქცა.როდესაც ალექსანდრეს მწვანე თვალებს ვუყურებ,შიგ ვიძირები,თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ.სახლში მისულს ნინის ვუთხარი საღამოს ალექსანდრემ დაგვპატიჟათქო.მანათ საბას დაურეკა და საღამოს უკვე ყველანი ალექსანდრესთან ვიყავით შეკრებილნი.მე ალექსანდრეს პირისპირ ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი.საბამ ბიჭებს კარგად გაუგო და მგონი დამეგობრდებიან კიდეც.
-აუ მიდი რა,რამე გააკეთეთ- აწუწუნდა დემე.მე და ნინი სამზარეულოში გავედით.
-ქათმის სალათს გავაკეთებ,შენ მიდი სუფრა გაშალე.
-კარგი,მე და საბა ქვემოთ ჩავალთ და რაღაცეებს ამოვიტანთ.
მე სალათს მზადებას შევუდექი,ნინი და საბა მაღაზიაში ჩავიდნენ.
-აბა რას აკეთებს ჩემი გოგო?-უკნიდან ალექსანდრე მეხუტება და ყელში მკოცნის. კოცნისგან გამოწვეულ ჟრუანტელს ვაიგნორებ,მაგრამ ალექსანდრე ხვდება და იღმის.
-ქათმის სალათს -სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს.
-გემრიელია -ამბობს პირგამოტენილი ალექსანდრე - ოჯახში ნამდვილად შეიშვები - ამბობს და ოთახიდან გადის.
საღამო ძალიან კარგი გამოვიდა.ბევრი ვიმხიარულეთ და ვიცინეთ.ბოლოს დავიშა-ლეთ,წამოსვლისას შუბლზე მაკოცა და ჭკვიანადო გამაფრთხილა.
....................................................................................
რამოდენიმე დღე სრულ იდილიაში გავატარეთ.ხან ჩვენ ვიყავით ალექსანდრესთან,ხან ის ჩვენთან.დედაჩემმა დამირეკა,ერთი კვირით იქნებ ნიცა დაიტოვოო,ჩვენ დასასვენებლად წავალთო.ესენი ნახე რა,მოიწყვეს არდადეგები.ნიცამ,ჩემი ცხოვრების ტემპი შეცვალა,უნივერსიტეტიდან მალევე ვბრუნდებოდი,ან საერთოდ არ მივდიოდი.ერთხელაც სახლში,მე ნინი და ნიცა ვიყავით.აბაზანაში შესვლა გადავწყვიტე და მალევე პირსახოც შემოხვეველი გამოვედი.სახეზე სულ მთლად ავწითლდი ნიცასთან მოთამაშე ალექსანდრე რომ დავინახე.ალექსანდრეს თვალები დაენისლა და კინაღამ ნერწყვი გადასცდა.
-ლილე,ნაქე ვინ მოვიდააააააააა-ხელით მანიშნა ნიცამ ალექსანდრესკენ - იცი რა კარგი ბიჭია,შოკოლადები მომიტანა
-ძალიან კარგია საყვარელო,მე ჩავიცვავ და მალევე მოვალ.
ოთახში შევედი.გადავწყვიტე ცოტა მეეშმაკა ამიტომ,ყველაზე მოკლე კაბა ვნახე, რომელიც ვერაფერსაც ვერ მიფარავდა და მისაღებში გავედი.
-ნიცა სადაა? - გამიკვირდა ალექსანდრეს მარტო დანახვა
-ჩვენმა გვრიტებმა ზოოპარკში წაიყვანეს.
-მოიცა მე რატომ არაფერი მითხრეს?
-ვუთხარი,რომ მე გეტყოდი - ალექსანდრე ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა.მე ბოლოს კედელს მივეკარი - მაინც უნდა ეთქვათ-ამოვილუღლუღე ძლივს.
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო მოვკვდები.-თქვა ალექსანდრემ და ჩემ ტუჩებს ეცა.მეც ხელები მოვხვიე და კოცნაში ავყევი.ალექსანდრემ ხელი ქვემოთ ჩააცურა და მაგრად მიჩქმიტა,კვნესა აღმომხდა.მალევე მოვუძებნე ჩემ ფეხებს ალექსანდრეს წელზე ადგილი,ალექსანდრე კი საძინებლისკენ დაიძრა,ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია.
-ნამდვილად გინდა ეს?-ამოიჩურჩულა ალექსანდრემ-თუ გინდა შემიძლია გავჩერდე.
-ისინი,რომ დაბრუნდნენ? -ამოვიკვნესე ხმამაღლა
-კარები ჩავკეტე - ისევ დააცოცებს ხელებს ჩემს სხეულზე.
-მაკოცე-ვეუბნები მომთხოვნად.ეს მინდა,მინდა,რომ ალექსანდრესი გავხდე. ალექსანდრე ძალიან ფრთხილად მოქმედებს,კაბას მხდის და ჩემს სხეულს შეისწავლის.მუცელში პეპლები კიარა დინოზავრები დადიან.ალექსანდრე თვალებით მეკითხება მზად ვარ თუარა მეც თავს ვუქნევ და ვგრძნობ,რომ ალექსანდრე უკვე ჩემშია.ნეტარების ზენიტში ვარ,გონება მებინდება და ემოციებისგან ვიცლები.
-ძალიან გატკინე? მეჩურჩულება ალექსანდრე,თან თავზე მკოცნის.
-არა,ყველაფერი რიგზეა-ვამბობ და უფრო მეტად ვეკვრი მის სხეულს.
-ჩემი ხარ,უკვე მთლიანად ჩემი ხარ.ჩემი ბედნიერება ხარ ლილე,მიყვარხარ,იმ დღიდან მიყვარხარ,როდესაც პირველად დაგინახე.
უკვე ცრემლები მცვიოდა,ალექსანდრემ უფრო მეტად მიმიკრა გულზე - მეც მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.არვიცი კიდევ რამდენხანს ვიყავით ესე,მაგრამ კარებზე კაკუნი,რომ გავიგეთ მალევე მოვწესრიგდით.კარი ალექსანდრემ გაუღო,ნინიმ ეჭვისთვალით ამათვალიერა.
-იცოდე საღამოს ყველაფერს მომიყვები -გადმომჩურჩულა და მისაღებში შევიდა.
-ლილუ იცი ლამდენი ცქოველი ვნაქე,საბამ ნაყინი მიყიდა და ბევლი ვილბინე.
-ყოჩაღ ჩემო ფერია,უკვე გვიანია მიდი შედი ოთახში მეც მოვალ და დავიძინოთ.ნიცას ოთახში შევყევი და ჩავეხუტე,მალევე ჩაეძინა.ოთახიდან გამოსულს ალექსანდრე წასული დამხვდა.ნინის ყველაფერი მოვუყევი.
-ყოჩაღ თქვენ,რა სწრაფად მიიწევთ წინ.
-გაჩუმდი რა-ისედაც მცხვენია - კაი წავედი მე,ნიცას არ გაეღვიძოს.
ოთახში შევედი და ნიცას მივუწექი,მალევე შეტყობინება მომივიდა,ალექსანდრე მწერდა: ,,უკვე მენატრები“-ღიმილით ვხსნი მესიჯს, ,,ნიცაზე ვეჭვიანობ,მის ადგილას ყოფნა მინდა“-მომდის მეორე მესიჯი.,,მიყვარხარ,ძილინებისა“ -ვწერ და ვიძინებ.ჩემ ნათელ წერტილად იქცა ეს ბიჭი,ჩემ ბედნიერებად.დილით ნიცას კოცნა მაღვიძებს,ასე ყველაზე ბედნიერად იწყება დილა.
-დღეს რა გავაკეთოთ ჩემო პრინცესა?
-ლა და სასეილნოდ წავიდეთ,ალექსანდლეც წავიყვანოთ ლა- თავის პატარა ხელებით მეფერება
-წავიყვანოთ-ეხლავე მივწერ.
მალე სამივენი ხელჩაკიდებულნი მივდივართ პარკისკენ.ნიცა მალევე გარბის საქანელებისკენ.
-მეც მინდა ნიცასნაირი პატარა -ამობს ალექსანდრე და სიყვარულით გაყურებს ნიცას.
-შენ მგონი ძალიან გაუსწარი მოვლენებს.
- სულაც არა,ვფიქრობ კარგი იქნება თუ ჩემთან გადმოხვალ.შენებმა ყველაფერი იციან.
-რაო? საიდან?
-რამოდენიმე კვირის წინ ველაპარაკე შენებს,ვუთხარი,რომ ერთმანეთი გვიყვარს და ყველაფერს გაგებით შეხვდნენ.
-საუკეთესო ხარ -ბედნიერებით ვივსები ალექსანდრეს შემხედვარე.
..........................................................................
ერთი თვე გავიდა.ქორწილი არ გვინდოდა ამიტომ პომპეზურობის გარეშე გადავედი ალექსანდრესთან,ჩემებს ძალიან მოსწონთ და ეს მახარებს,ნიცა ხომ საეთოდ გიჟდება.უნივერსიტეტში ვიყავი,როცა თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
-ბოლოს როდის გქონდა? -ინტერესით მაკვირდება ნინი,და მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ გადამიცდა
-არარსებობს - ვჩურჩულებ მე.
-არსებობს,არსებობს- თავს მიქნევს ნინი -ტესტი იყიდე,საბას უნდა გავყვე მეთრე გამოგყვებოდი
-არაუშავს,კარგი წავალ,თორე ლექციების თავი აღარ მაქვს.
- ყველაფერი მომწერე - ნინი მკოცნის და შენობას ვტოვებ.აფთიაქში 10 ტესტს ვყიდულობ.სახლში მისული აბაზანაში შევრბივარ.ცოტახნის მერე სარკის წინ ვდგავარ,ხელში 10 ტესტი მიჭირავს,ყველა დადებითია.ჩემს მუცელს ვეფერები.ვიაზრებ,რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდება.
-დედას ძალიან უყვარხარ - ვჩურჩულებ და კვლავ ვეფერები.
ალექსანდრე სამსახურიდან ბრუნდება.
-ლილუ სად ხარ? მშია - იძახის და საზარეულოში შედის.სადაც 10 ტესტი დევს.თავიდან იბნევა,შემდეგ სიხარულისგან ყვირის.მე კი ამ ყველაფერს ვუყურებ და უბედნიერესი ვარ.ბედნიერი ვარ,რომ ალექსანდრეს შევხვდი და ის ჩემია.ჩემი ბედნიერებაა.



№1  offline მოდერი zia-maria

მომეწონა,კარგი ისტორიაა და კარგი ნაშრომი. kissing_heart

 


№2  offline წევრი Barcagirl

zia-maria
მომეწონა,კარგი ისტორიაა და კარგი ნაშრომი. kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი Sofy

Zalian kargi iyo.sasiamovno istoriaa,kargi wasakitxi.warmatebebs gisurvebt

 


კარგი ისტორიაა,უბრალოდ სიტყვებს ტირეთი ნუ გამოყოფ ერთმანეთისგან თორემ ცუდად წასაკითხია.ჯამში კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ. heart_eyes

 


№5 სტუმარი ააანნნნუუუკკიიი

ძააალიან მომეწონა მარა ცუდია რო შეწყვიტე

 


№6 სტუმარი მწვანე თვალება

ძალიაან მომეწონა უმაგრესია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Barcagirl

[quote=მწვანე თვალება]ძალიაან მომეწონა უმაგრესია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes[/qu
მიხარია ძალიან <3

თაფლისფერთვალება
კარგი ისტორიაა,უბრალოდ სიტყვებს ტირეთი ნუ გამოყოფ ერთმანეთისგან თორემ ცუდად წასაკითხია.ჯამში კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ. heart_eyes

გავითვალისწინებ აუცილებლად <3

Sofy
Zalian kargi iyo.sasiamovno istoriaa,kargi wasakitxi.warmatebebs gisurvebt

მადლობა <3

ააანნნნუუუკკიიი
ძააალიან მომეწონა მარა ცუდია რო შეწყვიტე

heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი ეკა 5

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent