შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 17


9-07-2018, 21:53
ავტორი zia-maria
ნანახია 2 445

   გიორგის ძალიან აოცებდა მარიამის ასეთი სწრაფი ცვლილება.ჩუმი გახდა,აღრაფერს ამბობდა,მისი სიყვარულით სავსე თვალები თითქოს გაიყინა და გამოცივდა,ხშირად ხედავს რომ ტირის.ამ ყველაფერს ორსულობას აბრალებს,მაგრამ ვეღარ უძლლებდა ასეთი მარიამის ყურებას.არაფერს ამბობდა,მიდიოდა და გვერდით დაუჯდებოდა თავს მიადებდა თავზე და ისიც მარიამთან ერთად ერთ ამოჩემებულ წერტილს უცქერდა.ერთ დღეს როცა შეამჩნია მარიამი ისევ ტიროდა,ხელი მოხვია გულზე მიიკრა და სევდიანი ხმით უთხრა.
-რა გჭირს საყვარელო,სულ გამოიფიტე და სახეც გაგეცრიცა.არ მეგონა ორსულობა ასე თუ შეგცვლიდა,ვეღარ ვუძლებ ასეთს რომ გიყურებ,ვგრძნობ,რომ აქ არ გინდა მითხარი სად წაგიყვანო,სად გაგიხარდება ყოფნა რომ ძველებური ღიმილი დავინახო შენს სახეზე.მომენატრა ჩემი ძველი მარიამი მარიამ.
-მალე დაგიბრუნდება ძველი მარიამი საყვარელო.უთხრა მარიამმა და მდუღარე ცრემლებმა დანამა მისი სახე.-ლუკას ძინავს?
-ძინავს,დააწვინა რუსომ.იცი როგორ ძინავს?შიშველს.მარიამს გაეცინა და უთხრა.
-წავალ მეც დავიძინებ,დღეს ძალიან მეძინება თავს ვერ ვერევი.
-წამოდი მე წაგიყვან.უთხრა გიორგიმ და ხელში აყვანილი გულზე  მიხუტებული აიყვანა საძინებელში.
-მომენატრე,მარიამ სიგიჟემდე მომენატრე.თითებზე ეფერებოდა მარიამს და ამ ფერებაში გიორგის გულზე მიკრულს ჩაეძინა.
-არ ვიცი რატომ გამოიფიტა ასე,ვერ ვხვდები მაგრამ ვგრძნობ,ვგრძნობ რომ რაღაც უჭირს და არ მიმხელს.მეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა და მე მის სიტყვებს ვენდობი,მაგრამ ვხედავ რომ არც არაფერია კარგად.შენთვის ხომ არ უთქვამს რამე?შეეკითხა რუსოს გიორგიმ და შეხედა.
-არა,უმჯობესია შემდეგ ვიზიტზე თავად გაყვე ექიმთან, მგონი ხვალ მიდის.მეც არ მომწონს მისი ფერი ეს ბოლო კვირეები,გეთანხმები ძალიან გამოიფიტა.ცოდო არის,წინ კიდევ სამი თვე არის და ძალა საერთოდ არ აქვს.გიორგი თავადაც ხედავ,რომ მარიამს ცუდი და რთული ორსულობა აქვს,ძალიან მეშინია და ვფიქრობ სოფელში წაიყვანო სოფლის ჰაერი მოუხდება და დაისვენებს ის ცოტას მისიანებში.
-არ ვიცი რა გავაკეთო,იქნებ მართალი ხარ.ბექა და ანა დაბრუნდება თუ არა მარიამს წავიყვან და მეც მის გვერდით ვიქნები რამდენიმე დღით.
-გიორგი ზანდა როგორაა.შეეკითხა გოგიმ გიორგის.
-კარგადაა,გამოვიდა სამსახურში.ბინა გავყიდეთ და ახალი იყიდა ჩვენს კომპანიასთან ახლოს ტრანსპორტიც არ ჭირდება ფეხით მიდი-მოდის.ანას ადგილზე კი ალექსანდრა მუშაობს,კარგად აითვისა საქმე და მომწონს კარგი განათლებული გოგო არის.
-გიორგი შენ არ შეგიმჩნევია რამე გელასთვის?სამზარეულოში მარიამი შემოვიდა,მაგიდაზე დადებულ ვაშლს ხელი წაატანა და გიორგის კალთაში ჩაუჯდა.
-რატომ ადექი ასე უცებ,უკვე დაისვენე?
-რატომ გამომეპარე.ნაწყენი ხმით უთხრა მარიამმა და გიორგის გაეცინა.
-რაო რა შემეკითხე,თუ შევამჩნიე რამე გელას?
-აჰამ.თავი დაუქნია მარიამმა.
-მგონი კი შევამჩნიე,მაგრამ არა,კი არ შევამჩნიე დარწმუნებული ვარ ალექსანდრას უჟუჟუნებს თვალებს, მოუხშირა ჩემთან სიარულს თითქმის ყოველ დღე იქაა და ტელეფონზე ეძებენ რამე რომ მოხდება.გაეცინა გიორგის.
-რაღაც მოვიფიქრე,დაურეკე ხვალ მოვიდეს შენთან.თვალები  მოპწკურა მარიამმა და გაეცინა.
-მარიამ რა ჩაიფიქრე?ღიმილით უცქერდა მარიამს და უხაროდა უფრო კარგ ხასიათზე რომ იყო მარიამი.სამზარეულოში რუსო შემოვიდა ლუკასთან ერთად,რომელიც შიშველი იყო და მარიამმა წაატანა ხელი ფეხებზე და მსუბუქად დაკბინა.ბავშვმა ჯერ ტუჩები მოამზადა სატირლად და მარიამმა გიორგის უთხრა.
-შეხედე,შეხედე როგორ დაიშალა როგორ არ შევჭამო ახლა.
-ცოდოა მარიამ ეტკინა.უთხრა რუსომ და ლუკას მოეფერა.
-რაო ბებო გაწვალებენ? ნუ ხარ ასეთი მსუქანა და არ დაკბენენ.თავადაც ჩაკოცნა ლუკა და შემდეგ მარიამს მიუბრუნდა.
-რა გეგმებს აწყობთ თქვენ,რაღაც გაქვს ჩაფიქრებული ვცნობ  შენს სახეს როცა რაღაცას ეშმაკობ.გაეცინა რუსოს.
-მაშ ასე,ხვალ შენთან რომ მოვა ყმაწვილი დამირეკე.
-აქედან რას გააკეთებ, რომ დაგირეკო?
-ვინ გითხრა, რომ აქედან რამეს გავაკეთებ?
-აბა,წამოხვალ კომპანიაში?
-დამაცადე გიორგი გეგმას ვაწყობ.მე დილით მაღაზიაში წავალ,კარგ ბუკეტს შევუკვეთავ და მისამართს დავუტოვებ შენი ზარის შემდეგ დავრეკავ და კურიერი მოიტანს.ისე უნდა გავაკეთოთ რომ ყველამ შეხედოს და შენც დააკვირდები გელას რეაქციას,მიხვდები ფიქრობს თუ არ ფიქრობს ალექსანდრაზე,კარგი გოგოა მე მომწონს და კარგი წყვილიც არიან.რუსომ გულიანად და გემრიელად გაიცინა და მარიამს უთხრა.
-მარიამ რა ეშმაკი ხარ,ეს რა კარგად  მოიფიქრე.
-არ მიყვარს ასეთი ბავშვური თამაშები,მაგრამ კარგი თანახმა ვარ აგყვები და ხვალ გელა და მისი გრძნობები გამოვცადოთ.იცინოდა გიორგი და თან ლუკაჩოს გაეთამაშა. იმ საღამოს ცოტათი კმაყოფილმა დაიძინა,მარიამის გადაწყვეტილება მოეწონა და თან ის რომ კარგ ხასიათზეა ეს ყველაზე მეტად უხარია.დილით ფრთხილად ადგა,არ უნდოდა მარიამს გაღვიძებოდა მაგრამ ოთახიდან გასვლისას მარიამსაც გაეღვიძა და უთხრა.
-გიო გთხოვ რა ლუკას თუ ღვიძავს მომიყვანე.
-ვნახსავ და მოგიყვან თუ ღვიძავს.უთხრა გიორგიმ რუსოს საძინებლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა,კარი რუსომ გააღო და გამოვიდა.
-ლუკას ისევ ძინავს?მეგონა ღვიძავდა მარიამს მივუყვანდი.
-რომ გაიღვიძებს მე გავიყვან,გადი არ გააღვიძო.
-ნახე ხელი როგორ ამოუდვია თავქვეშ და ძინავს დედა.გაეცინა გიორგის.
-გამოდი არ გააღვიძო,საუზმე მზადაა და ჭამე ისე არ წახვიდე გიორგი.
-კარგი წავედი მე.წასვლის წინ ისევ მარიამთან შევიდა და უთხრა.-ძინავს მარიამ და რუსო შემოგიყვანს რომ გაიღვიძებს.შენ რომელ საათზე შეძლებ მოსვლას დღეს.
-ჯერ ექიმთან უნდა მივიდე გიორგი და იქედან მოვალ,დაგირეკავ.უთხრა მარიამმა მთქნარებით.
-ექიმთან?დღეს გაქვს ვიზიტი ექიმთან მითხრა წუხელ რუსომ და რომელ საათზე უნდა იყო იქ.
-ოოოუუუხ, გიორგი.
-გეძინება?გაეცინა გიორგის და საწოლზე ჩამოუჯდა მარიამს.
-11 საათზე იქ უნდა ვიყო.თქვა დაღლილი ხმით.
-10 საათია,ნელანელა ადექი  მოემზადე და მეც მოვდივარ ექიმთან და არაფერი მითხრა,ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
-აღარ მიდიხარ? არ ხვდბი დღეს არავის? გაუკვირდა მარიამს და საწოლზე წამოჯდა.
-არ გინდა წამოგყვე ექიმთან? არ გინდა მოვუსმინო ექიმს რას გეტყვის და დაველაპარაკო,გავიგო რატომ ხარ ასეთი დასუსტებული?მარიამ რამეს მიმალავ?
-არა,არა რა იცი ხოლმე ეს ჩაჯინებული საუბარი.გაბრაზდა მარიამი.
-კარგი არ შეგედავები,ადექი მოდი მოგეხმარო და მოემზადე ნელა ნელა.მივიდა საწოლთან და მოეხმარა ადგომაში, დასუსტებულია ძალიან მაგრამ ყველა ორსული ქალი თავისებურად მაინც  ლამაზია.მუცელზე აკოცა,მოეფერა და სააბაზანოში შეიყვანა.უეცრად მარიამს თვალები აუბრჭყვიალდა და გიორგის ხელს ჩააფრინდა რომ არ წაქცულიყო.შეშინებულმა შეხედა გიორგიმ და შეეკითხა.
-ცუდად ხარ? ვერ შეძლებ ექიმთან მისვლას?
-არა,არა გამივლის უეცრად დატრიალდა ყველაფერი.
-მარიამ რაღაცას მიმალავ,ვხვდები რომ ყველაფერი იდიალურად არ არის.როგორც იქნა მოემზადა,ლუკა ჩაკოცნა და სახლიდან ერთად გავიდნენ.რუსომ თვალი გააყოლა და ცრემლი მოაწვა,ვერავის უმხელდა და არავინ არ იცოდა რამხელა დარდი დაჰქონდა გულით.მარიამს ექიმი გაფრთხილებული ჰყავდა,მაგრამ მაინც ეშინოდა.ექიმმა გიორგის შეხედა,ხელი ჩამოართვა და მარიამს გადახედა თვალებით შეეკითხა,რა ვქნაო მაგრამ მარიამმაც იგივენაირად ანიშნა რაღაც და ექიმმა თავი დაუქნია.
-ქრისტი ექიმო ეს ჩემი მეუღლეა გიორგი გოგაბერიშვილი.
-ძალიან კარგი,ბევრი კარგი მსმენია თქვენზე დაბრძანდით.მინდა გაგესაუბროთ,თუმცა ჯერ მარიამი გავსინჯოთ.ფეხზე წამოდგა და ღიმილით უთხრა ისევ.
-წამობრძანდით,თქვენი შვილის გულის ცემას მოუსმინეთ.გიორგი ღიმილით წამოდგა ფეხზე მარიამს გაყვა უკან,ცოტა ხანში ოთახში გაისმა გულის ცემის ხმა ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ''.გესმის? ეს ბავშვი ძლიერია,ძალიან ძლიერი.ის იბრძვის რომ დაიბადოს,ბატონო გიორგი ცალკე მინდა გაგესაუბროთ.მარიამი ექთანს დაუტოვა და ისევ კაბინეტში გავიდა,გადაწყვიტა გიორგისთვის მსუბუქად ეთქვა მარიამის მდგომარეობა.
-გისმეთ ექიმო,რამე სერიოზული ხდება და ზომების მიღებაა საჭირო?
-ბატონო გიორგი,5 თვემდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა ნაყოფი ძლიერია,მაგრამ მარიამის ჯამრთელობა არის სანერვიულო.შვიდი თვის გახდება თუ არა,შესაძლებელია გაუარესდეს მდგომარეობა,ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია და ამ სუსტ ორგანიზმში ზის პატარა ძლიერი გული რომელსაც ძალიან,ძალიან უნდა დაიბადოს.კარგია რომ დღეს პირადად მოყევით მეუღლეს და საშუალება მაქვს ყველაფერი აგიხსნათ და საქმის ყურში ჩაგაყენოთ.ჩემი რჩევა არის,თუ გაითვალისწინებთ შვიდი თვის გახდება თუ არა მარიამი საკეისრო გაუკეთდეს,ბავშვი გადავარჩინოთ და შემდეგ მარიამის მოძლიერებაზედაც ვიზრუნებთ.თუ ასე არ  მოხდება,მარიამს სუნთქვის პრობლემები შეექმნება და შესაძლებელია აქამდე  მოყვანილი ბავშვი დავკარგოთ.მე თწქვენს ზარს დაველოდები,იფიქრეთ წინ კიდევ ორი კვირა არის,ეს უნდა გააკეთოთ თქვენი შვილის გამო და თქვენი მეუღლის გამო.
-ექიმო რამე საშიშია და პირდაპირ ვერ მეუბნებით?გიორგის თვალები ჩაუწითლდდა.ექიმს შეეცოდა გიორგი,მაგრამ შეეცოდა მარიამიც და უთხრა.
-ბავშვი ძალიან ჯამრთელია,მიუხედავად იმისა რომ მარიამმა არ ისურვა სქესის გაგება,გეტყვით რომ გოგო არის.ძლიერი გოგო და ის ძალიან ლამაზი გოგო იქნება,რადგან მშობლებიც ძალიან კარგები ჰყავს.გიმეორებთ,ბავშვი კარგადაა,მხოლოდ მარიამის ასეთი სისუსტე  არის დამაფიქრებელი.
-მეც მაგის გამო გამოვყევბი დღეს ძალიან დასუსტდა,გამოიფიტა და ფერიც დაეკარგა.
-ორსულობაში იცვლება ქალი და ზოგს რაღაც წიკები აქვს,ზოგი მის საკუთარ მეუღლეს ვეღარ გუობს გვერდით,ზოგი ჭამას თმობს.რა გითხრა სვადასხვანაირი გემოვნება და შეხედულებები უჩნდებათ,მაგრამ მარიამს ჭირდება ვიტამინები რასაც ღებულობს და ყველაფერი ბიოლოგიური როგორც მითხრა არ აკლია ასეთები.
-არა,ერთი ნაცნობიდან მომაქვს ყველაფერი ბიოლოგიური და მას ღებულობს.
-ასევე საჭიროა თუ სასუნთქი ბალიშით ისუნთქებს ღამე,ფილტვებისთვის ეს უკეთესია.ერთი სიტყვით თქვენს ზარს დაველოდები.
-ყველაფერი გასაგებია,აუცილებლად შეგეხმიანებით სახლშიდაც დავილაპარაკებთ.არ ვიცოდი ამდენი პრობლემები თუ მოყვებოდა ბავშვის გაჩენას,თორემ ასე ნამდვილად არ დავტანჯავდი.
-მარიამს ისე ძალიან უნდა ეს ბავშვი,ის ყველაფერზეა წამსვლელი ამ ბავშვის გამო.უნდა იამაყოთ ასეთი მეუღლით,ყველა ქალი ვერ შეძლებს იბრძოლოს ისე როგორც მარიამი ბრძოლობს ბავშვი გააჩინოს და მოავლინოს ქვეყანას.დაემშვიდობა ექიმს,იქვე მომლოდინე მარიამს ღიმილით დაუბრუნდა და ნელა ნელა დატოვეს საავადმყოფო.
-მარიამ ახლა კომპანიაში წავიდეთ,რაღაც ქაღალდები მაქვს იქედან წამოსაღები და მერე სახლში წავიდეთ.ექიმმა რაღაც ვიტამინები დაგიწერა და იმასაც  ვიყიდი და დღეიდან შენს გვერდში ვარ არ მოგშორდები.მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა.
-მერე ჩვენი გეგმა?
-რა გეგმა.გაუკვირდა გიორგის.
-ალექსანდრა და გელა?
-ისინი თუ ერთმანეთისთვის გააჩინა ღმერთმა,უჩვენოდაც მოძებნიან ერთმანეთს მარიამ.
-აუუუუ,გიორგი შენ ხომ დამპირდი.
-არ იტირო ახლა და ხასიათი არ გაიფუჭო, თორემ გადაგსხვამ მანქანიდან.
-მაგას არ გააკეთებ ვიცი,მაგრამ სახლში რომ წამიყვან ისიც ვიცი.გიორგის ჩაეცინა მარიამის ბუზღუნზე და დამთბარი ხმით უთხრა.
-შეძლებ ცოტა ხნით დაიცადო კომპანიაში?შესაძლებელია გელას დააგვიანდეს.
-კარგი რა გიორგი როგორ ცდილობ გამიფუჭო ხასიათი და ხელი ამაღებინო დღევანდელ ჩემს გეგმაზე და გამიფუჭო აგრეთვე შემართება.
-მარიამ მე შენ...............
-არავითარი მარიამ გიორგი,დღეს ეს ორი ადამიანი უნდა დავაწყვილო.
-დარწმუნებული ხარ?
-მომეხმარე რა გთხოვ.აწუწუნდა მარიამი და გიორგის თვეებია ასეთი მარიამი არ უნახავს და მისი კარგი ხასიათი მასაც გადაედო.
-მაშინ იცი რა ვქნათ?წამოდი გოდერძისთან გახოვს გოდერძი?
-ჩემთვის რომ ყიდულობდი ყვავილებს?
-ხო,იქ მივიდეთ შეკვეთა მივცეთ გადავიხდი ყველაფრის ფულს ტაქსის, ფიულსაც დავტოვებ  შენც იქ დარჩები და რომ დაგირეკო ან მოგწერო წამოდი კურიერთან ერთად,ჩვენ ფოიეში დაგხვდებით და კურიერი ალექსანდრას გადასცემს ვარდბის თაიგულს.დააწყო გეგმა გიორგიმ და მარიამს ისე მოეწონა გეგმა ტაში შემოკრა და კისკისებდა.
-აუ რა მაგარია,აუ რა კარგი იდეა არის.მაღაზიაში მისულებს გოდერძი ღიმილით შეეგება გიორგის და მარიამს და საუკეთესო თაიგული თავად შეუკრა,მარიამმა კი თავისი ლამაზი ხელით ლამაზი წერილიც შეადგინა იქვე.
  ,,იცი რატომ ხარ მარტო?იმიტომ რომ სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის,ვიდრე საკუთარი ბედნიერება.ვეცდები მალე შეგიცვალო აზრი და თავად  მიხვდე რომ სცდები.გაგიმხელ და გეტყვი,რომ შენ მთელი ჩემი სამყარო ხარ და მალე,სულ მალე ჩემი დედოფალიც გახდები,მე კი შენი პრინცი.მალე,სულ მალე გნახავ და ჩემს მკლავებში გნახავ განაბულს''.ერთი გემრიელად გადაიკისკისა და გიორგის გახედა ბედნიერი და აციმციმებული თვალებით.გიორგიმ გამოართვა გადაიკითხა და ღიმილით უთხრა.
-რომ არ ვიცოდე,ახლა ამ წუთში შენ შეადგინე ეს წერილი,მარიამ გეფიცები მეც ეჭვი გამიჩნდებოდა რომ ალექსანდრას ფარული თაყვანისმცემელი ჰყავს.
-როგორ ფიქრობ,გელა გამომაჟღავნებს გრძნობებს?
-მე მგონი,რომ კი.უთხრა ღიმილით.შემმდეგ გოდერძის დაელაპარაკა,აუხსნა ყველაფერი სიცილით და გოიდერძიმ ღიმილით და მეგობრულად უთხრა.
-არ გრცხვენია გიორგი მე ტაქსის გამოვიძახებ და აქედან მარიამს ტაქსით გაუშვებ?მე თავად მოვიყვან,ყველაფერი კარგად იქნება უნიკალური გეგმა მოიფიქრე მარიამ.თავად თუ ვერ ხვდებიან,ვიღაცამ ხომ უნდა წაუჯიკავოს ახალგაზრდებს,წადი გიორგი და ჩვენ შენს ზარს დაველოდებით.გიორგიმ ღიმილით დაემშვიდობა ყველას,მარიამი ჩაკოცნა გემრიელად და წავიდა.კომპანიაში მისვლამდე გელას დაურეკა და სასწრაფოდ თხოვა მასთან მისვლა,იქ მისულს კი ზანდას და ალექსის დაელაპარაკა.გაეცინა ორივეს მარიამის გეგმაზე და ზანდა ცოტა ჩაფიქრდა.
-ზანდა დეიდა არ  მითხრა რომ გელა არ  მოგწონს
-არა,მომწონს კარგი ადამიანია,განათლებული და ნასწავლი მაგრამ გიორგი ეს ყველაფერი უხერხული არ არის?
-შენ და შენ არაფერი არ იცით,რა თქმა უნდა მეც მაგრამ მარიამს დღევანდელ ნაშრომს ვერ ჩავუყრი წყალში.შემდეგ ექიმთან საუბარი უთხრა ორივეს და ორივე დაღონდა ძალიან.
-გიორგი თუ ბავშვი ჯამრთელია და მხოლოდ მარიამის სისუსტე გაშინებს,შვიდთვიანი ბავშვები იზრდებიან შვილო.ალექსანდრაც შვიდთვიანია ეს არ იჯავრო მხოლოდ მარიამზე ვიფიქროთ რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს.
-იმედია ზანდა დეიდა,მეც მხოლოდ მარიამზე ვფიქრობ.გეფიცები რომ ადრე ეჩინა ამ სისუსტეს თავი შევაჩერებდი ორსულობას,ბავშვის გაჩენას ყოველთვის შევძლებდით.
-მაგრამ ზოგიერთი ქალი პირველი აბორტის შემდეგ ვეღარ ხდება დედა გიორგი,მას აღარ შეუძლია გახდეს დედა და იგრძნოს ის სიხარული რაც ამ გრძნობას მოაქვს.შესაძლებელია ეს იფიქრა მარიამმა და ამიტომ არ გაგიმხილა.
-მართლა?ეს არ ვიცოდიი.თქვა გიორგიმ და ცრემლი მოერია,შემდეგ მის ტელეფონში შემოსულ გელას ზარს უპასუხა.
-ხო გელა,კი აქ ვარ აქ მოდი.მალე შემოაღო გელამაც კარი და სამივე შეათვალიერა,ტანში ცუდად გაკრა გიორგის თვალზე ცრემლი რომ შენიშნა.
-მოვედი,რა ხდება რა გჭირს,რა სახე გაქვს.გელასაც უთხრა ექიმთან შეხვედრა და საუბარი,რა თქნა უნდა გელაც დასევდიანდა,შემდეგ ლექსოს შეხედა და უთხრა.
-ლექსო დაურეკე რა მარიამს თუ მივიდა სახლში გაიგე,ვერ დაველაპარაკები ახლა მიხვდება რომ ვნერვიულობ.უთხრა და თან თვალი ჩაუკრა ალექსის,ალექსიც  მიხვდა და მარიამს დაურეკა ჯერ მოიკითხა და ჩუმად უთხრა.
-წამოდი.მარიამი მიხვდა ამ ზარის მნიშვნელობას და უთხრა ალექსის რომ 20 წუთში იქ იქნებოდა.მართლაც 20 წუთში გოდერძისთან ერთად მივიდა კომპანიაში და ვითომ არც იცნობდნენ ერთმანეთს გოდერძიმ შეეკითხა.
-უკაცრავად,ალექსანდრა კაციაშვილი სად უნდა ვნახო,შეგიძლიათ მიმასწავლოთ?
-წამობრძანდით აქეთ არის მისი მაგიდა.უთხრა მარიამმა მისი ჯადოსნური ღიმილით და იგრძნო ხალხი როგორი გაოცებული უცქერდნენ კურიერს და  მის ხელში უზარმაზარ ვარდების თაიგულს.გარეთ ფოიეშე ალექსანდრას მაგიდასთან ახლოს იდგა გელა,ალექსი და გიორგი,გიორგი ზურგოთ იდგა და ვერ ხედავდა მარიამს,რომ გელამ უთხრა.
-გიორგი შენი გულის ვარდი მოდის.
-მარიამი?გაიოცა ვითომ არ იცოდა რომ უნდა  მოსულიყო.
-აბა სხვა გულის ვარდი გყავს?შეეკითხა უკვე მის უკან მდგარმა მარიამმა გიორგის და გაბრაზებული თვალებით შეხედა.
-მე სახლში გაგიშვი და აქ რა გინდა,არ დაიღალე?
-სახლში მისული დავბრუნდი უკან.
-რატომ,რამე დაგავიწყდა?
-მომენატრე და მოვედი,სახლშიდაც ერთად წავიდეთ.
-მარიამ ჯერ ადრეა და დაიღლები, ან საღამომდე აქ რა უნდა გააკეთო.
-არ გინდა შენს გვერდით რომ ვიყო? უთხრა და სატირლად  მოემზადა,გელა გაბრაზდა ჯერ იმაზე რომ ალექსანდრას კურიერმა დიდი თაიგული მიართვა ვიღაცამ და მერე გიორგიზე გაბრაზდა,რომ მარიამი აანერვიულა და თითქმის აატირა.გიორგიმ ხელი მოხვია და მარიამს ღიმილით ყურში ჩასჩურჩულა.
-დაისჯები დღეს ამ მსახიობობისთვის.შემდეგ კი გელას გასაგონად უთხრა.
-დაწყნარდი?ზანდა დეიდა წყალი რა გთხოვ.როგორ ძალიან უნდოდა გაეცინა.თავად მიიყვანა ზანდას მაგიდასთან და უთხრა.
-მოდი აქ დაჯექი და ვნახოთ ჩვენს ალექსანდრას ვინ მიართვა თაიგული.წავიდა ალექსანდრასკენ და უკვე წასულ გოდერძის მიაძახა.
-უკაცრავად,ვისგან არის ეს თაიგული შეგიძლიათ გვითხრა?
-არ ვიცი და რომც ვიცოდე,მე არ მაქვს უფლება ვთქვა.
-კარგით,მადლობა.გიორგიმ ალექსანდრასთან მივიდა თვალებში ჩახედა და წარბების თამაშით უთხრა.
-ალექსანდრა უნდა მოვემზადოთ ქორწილისთვის?ჯერ დაცდა მოგიწევს იცოდე რადგან მარიამიც უნდა იყოს ქორწილში.უთხრა გაშტერებულ ალექსანდრა,რომელსაც ვერ გაეგო ვისგან მიიღო ეს თაიგული.
-არ დამიფიცო,მითხარი საქმე ასე სერიოზულად არის?უნდა გამაცნო,დაველაპარაკო და გავიგო რა გრძნობები აქვს შენს მიმართ.ამას კი არ გთხოვ,მოვითხოვ ალექსანდრა.
-გიორგი გეფიცები,დედა შენს თავს ვფიცავარ არ  ვიცი  ვინ არის,საერთოდ აზრზე არავარ.გელას ცოტა გულზე მოეშვა,გიორგიმ შეხედა და არ მოეწონა მისი ფერ დაკარგული სახე, ხელი კრა და თავის კაბინეტში შეაგდო.
-რა გჭირს,რა ფერი გადევს ცუდად ხარ?გელამ ხმა არ გამოსცა.
-გელა კარგად ხარ?
-კარგად ვარ კარგად,მაგამ არც ისე კარგად.
-რატომ,რა გჭირს ენა გადაყლაპე რომ ამიხსნა რა ხდება?
-გიორგი ამ გოგოს არავის დავუთმობ,გეფიცები თავს შევაკლავ.
-მერე ასე თუა შე ბატო,რას ელოდები მიდი მოკიდე ხელი და წაიყვანე სანამ სხვამ დაგასწრო.სადაც ამხელა თაიგული გამოაგზავნა,შეიძლება დღეს გარედაც დახვდეს და ხვალ აქ  მოსულს იმ მაგიდასთან მდგარი სკამი ცარიელი დაგხვდეს.
-ზანდასი მერიდება იქ არის.
-ზანდას მე დავუძახებ,მარიამს შემოიყვანს და შენ მას მიხედე.გიორგიმ თვალი ჩაუკრა გელას და ზანდას შიდა ტელეფონიდან დაურეკა.
-ზანდა დეიდა მარიამი აქ შემოიყვანე ნელა-ნელა და მალე წავიყვან სახლში.ზანდამ მარიამი შემოიყვანა და გელა გარეთ გავიდა,ცოტა ხანში ალექსანდრას კივილი მისწვდა მათ ყურს,ვერ მოსწრო გარეთ გასვლა ვერავინ ისე უცებ გააქრო გელამ ალექსანდრა იქედან.მანქანის სიგნალი რომ გაიგონა გიორგიმ  ხმამაღალი ხარხარი კიდევ დიდხანს ისმოდა კაბინეტიდან.
-მარიამ შენ ანაზე მეტი ჯადოქრი ხარ,მხოლოდ მალულად მოქმედებ ის კი ღიად აკეთებს ყველაფერს.უთხრა ალექსიმ მარიამს და კიდევ ერთი გემრიელი ხარხარი მოედო კედლებს.გიორგიმ ჩაწყნარდა ცოტა და ბექას დაურეკა.
-დამასწარი, ხვალ მოვდივართ გიორგი.
-ხვალ კი არა დღესვე წამოდი,გელამ მარჯვენა ხელი წამართვა,მომკვეთა და ანას გარეშე მკვდარი ვარ ვერაფერს ვაკეთებ.
-მართლა?
-რა ხდება,რა მოხდა ჩემს არ ყოფნაში გიორგი რა გააფუჭეთ?ანამ გამოართვა ტელეფონი ბექას.
-შენ დაშოშმინდი?
-კეეეეე.
-ხოდა დღესვე წამობრძანდით,აღარ მყავს მარჯვენა ხელი.
-მითხრა ბექამ შეხედე შენ ამ მუდოებს,რომ ვერავინ შეამჩნიათ ვერაფერი ასე როგორ დამალეს გრძნობები.
-დღევანდელი დღე მარიამის კლასია.
-კარგი მოვდივართ, პირდაპირ თქვენთან მოვალთ და ბავშვი არ დამხვდეს დაძინებული.
-მოდი,მოდი შენს დამშვიდებულ და ნასიამოვნებ სახეს შევხედავ.
-იდიოტი ხარ,როდის უნდა გაიზარდო.
-შენ ხელში როდისმე გავიზრდები? შენ თუ ხარ გაზრდილი მიტომ გასხამს ტვინი თავიდან.გადაიხარხარა ისევ გიორგიმ.


არ ვაპირებდი დღეს დადებას,პატარა თავია მაგრამ არა უშავს დღის ჩაგდებას ვარჩიე ეს პატარა თავი დამედო,მადლობა ყველას.



№1 სტუმარი Mariami

აუუუ მარიამი არა რააა.გამოაჯამრთელე

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.ყოჩაღ

 


№3  offline წევრი marikuna18

აუ არა არა არა არ მოკლა რა მარიამი :((( რა ცოდოა გიორგი და პატარა მის გარეშე :((( ამოაჯანმრთელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent