მივიწყებული გრძნობა (დასასრული)
დღეები გადიოდა,თათულის და ნიკას ყველაფერიი კარგად ქონდათ.კამათობდნენ და რიგდებობდნენ.ზოგჯერ ვფიქრობდიი რომ სწორედ ეს იყო მათი ურთიერთობის მთავარი კოზირი.ამით დაიმედებულმა,რომ ჩემი მაჭანკლობა საჭირო აღარ იყო,ქალაქს გაცლა გადავწყვიტე.ვფიქრობდი,ასე მაინც შევძლებდი გიორგისგან თავი შორს დამეჭირა.როგორც კი თათოს ჩემი გადაწყვეტილება გავუზიარე გახარებულმა გეგმების დაწყობა დაიწყო -ეეეე ზუსტად მეც მინდოდა დასვენება,ქალაქიდან არ გავსულვარ ნიკას გადამკიდე, ხოდა სადმე დავაწვეთ-უარი ვეღარ ვუთხარი,მეც მინდოდა მასთან ერთად სადმე წასვლა,მაგრამ ბიჭების გარეშე.ჩემდა, საბედნიეროდ, თითქოს ფიქრები წაიკითხაო,უცებ დაამატა-ოღონდაც მარტო ჩვენ დაა თეკლე. -უფ შენ გაიხარე ეგრე ვქნათ,არა ბიჭებს! ორ დღეში,მომზადებულ,მოწესრიგებულ გადაპრანჭული ჩვენ,ნიკას მანქანაში მსხდომი რიგით მემილიონე დარიგება-შენიშვნას ვუსმენდით. -ვინ გაიგონა სამი გოგოს მარტო წასვლა მთებში-არ ცხრებოდა ნიკოლოზა(ასე ვეძახდით მას ხუმრობით) -რას ნიშნავს ვინ გაიგონა,ვერ გავიგე???-არც თათული რჩებოდა ვალში -რას ნიშნავს და მემგონი გყავს შეყვარებული და მარტო არ უნდა მიწანწალებდე! -მივწანწალებდეე??? -დიახ! უნდა შეგეთანხმებინა ჩემთან და ისე უნდა წასულიყავი -პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები.მემგონი ჩემითაც შემიძლია გადაწყვიტილებების მიღება-აშკარად ეწყინა თათულის და სახეზე აწითლდა,ნიკა ამას მიხვდა და ცოტა მოლბა -ვიცი და ვცემ შენს გადაწყვეტილებას პატივს,მაგრამ შენგან ამას ვერ ვგრძნობ.ელემენტარულად ჩემი აზრიც უნდა გაგეთვალისწინებინა.რაც არ უნდა გითხრა თითქოს ჯიბრში მიდგები.მე კი უბრალოდ ვცდილობ უსაფრთხოდ და ბედნიერად იყო. -კარგად ვიქნები -კარგი -სხვა დროს გაგაფრთხილებ ხოლმე,გპირდები მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ.ნიკამ მაინც თავისი გაიტანა და თვითონ წაგვიყვანა.სამ საათ ნახევარში გადაქანცულები პატარა ულამაზესი სახლის წინ ვიდექით.მეპატრონეს შევუთანხმდით და ქირა გადავუხადეთ.იმ ადგილის სილამაზით დამუნჯებული თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი.ირგვლივ მწვანეში ჩაფლული მდელო გადაჭიმულიყო.აქაიქ ფერად ფერად ყვავილებს მოკრავდი თვალს,გარშემო კი ზვირთებივით წამოჭიმული მთები თითქოს ლაპლაპაბდნენ.მოშორებით ის ნეტარი ტბა მოჩანდა რომლის გამოც აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ. -აი,ეს მილიონჯერ ჯობს ზღვას-ვუთხარი თეკლეს -იმედიაა ახლომახლო ხალხი იქნება და არ მოვიწყენთ. -ვიციი შენ ხალხის გარეშე რომ არ შეგიძლია და შემიძლია დაგამშვიდო,აქაურობა ახალგაზრდებითაა სავსე-ამის გაგონებაზე ნიკამ თვალები ჭყიტა -ბატონო??არა ხო ვამბობდი მარტო არ უნდა დარჩეთ.გიორგისთვის უნდა დამეჯერებინა-გიორგის გაგონებაზე ახლა მე დავქაჩე თვალები,მაგრამ თათომ დამასწრო -მოიცა გიორგის რაღა უნდა.ორი შეყვარებული მყავს და არ ვიცი?? -შენ რა შუაში ხარ-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და შემცბარმა უცებ სხვა რამეზე გადაიტანა თემა.-მოკლედ მე წავედი სამსახურიდან მეხუთედ დამირეკეს უკვე-თათულის მოეხვია. მე და ჯანო კი იქაურობას გავეცალეთ,ხელი რომ არ შეგვეშალა. რამდენიმე დღე იყო გასული რაც დასასვენებლად ვიყავით წასულები.ვცდილობდი ყურადღება გასართობებზე გადამეტანა და გამომდიოდა კიდეც.არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით.ყოველ დღე მდინარეზე დავდიოდით. საღამოობით, ახალ ნაცნობებს ვსტუმრობდით და ვერთობოდით.მოკლედ უკეთეს ზაფხულს ვერსად გავატარებდი.თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა.გიორგი ყოველდღე მირეკავდა და ყოველჯერზე ვთიშავდი.ვიცოდი არასწორად ვიქცეოდი თუმცა ვფიქრობდი,რომ ასე ჯობდა.ერთ დღესაც სახლში დაღლილები დავბრუნდით,არაფრის თავი არ გვქონდა და შიმშილისგან კუჭებიი გვიღმუოდა. -ვაიიიმეეე ხალხოიიო მიშველეთ-ზმუოდა თეკლე -მაცივარში ახლა რამე რომ არ იდოს, გული მგლეჯს-აყვა თათული,მე კი დამუნჯებულმა სწრაფად შევვარდი სამზარეულოში.გაგვიმართლა და ისევ გვქონდა სალათი და პიცა შემორჩენილი. ნეტარი სახით შევექეცით სანატრელ საჭმელს.ცოტა ხანში გამსკდარები საწოლებზე დავემხეთ,მე კი იმწამსვე ჩამეძინა. ზაფხულისთვის შეუფერებელმა სიომ დაკრა.საშინლად შემცივდა თუმცა გაღვიძება არ მინდოდა. -ფანჯარა დახურეთ-ამოვიზმუვლე და ემბრიონის ფორმა მივიღე.ჩემი წუწუნი უშედეგო გამოდგა,თათულისაც და თეკლესაც ღრმად ეძინათ.წამოვდექი და საათს დავხედე,ღამის 3ის ნახევარი იყო.ნელა დავხურე ფანჯარა და წყლის დასალევად ოთახიდან გავედი.უეცრად კარზე ბრახუნი გაისმა,შიშისგან ყველა ჩემმა ორგანომ მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ გულის ცემის ხმა მესმოდა.ხელები ამიკანკალდა და წამში ათასი ვარიანტი განვიხილე,ვინ შეიძლება ყოფილიყო.დედიკო მიყვარდი ჩავიჩურჩულე და სამზარეულოს ყველაზე დიდ დანას ვეცი.ნელა მივუახლოვდი კარებს და როცა ნაცნობი ხმა მომესმა, მოვდუნდი. -აქ რაა უნდა?-თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.-იქნებ მეშლება??არა,არა მის ხმას მილიონში გავარჩევ-საბოლოოდ გადავწყვიტე და კარები გავაღე.ხმას ვერ ვიღებდი,ვიდექი და გიორგის ვუყურებდი,ისიც დამუნჯებულიყო და ჩასისხლიანებულ თვალებს არ მაშორებდა.თავი დამნაშავედ ვიგრძენი და გვერდით გავიხედე. -მეგონა რამე დაგემართა-ხმაჩამწყდარმა მომიგო.მძაფრი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. -ნასვამი ხარ?-ხმა ამიკანკალდა და მოვიბუზე -ძალიან გადარდებს?-ირონიული სახით მიპასუხა -გიორგი! -რა გიორგიი,რა გიორგი?ხუთი დღეა გირეკავ და ტელეფონს არ იღებ,ეგეც არ იკმარე და დღეს შენმა დაქალმაც გამორთო მობილური.რა უნდა მეფიქრა,მიპასუხე! -ნუ მიყვირი-გავბრაზდი,ასეთ რამეს მისგან არ ველოდი -არ გიყვირი,უბრალოდ გეკითხები და მიპასუხე -და შენ ასე რატომ გაინტერესებს ჩემი ბედი?მე შენთვის არავინ ვარ-გიორგიმ ჩაიცინა შეტრიალდა-მოიცა სად მიდიხარ? -და რატომ გაინტერესებს?მე შენთვის არავინ ვარ -გიორგი ნუ სულელობ,ნასვამი ხარ და ახლა ვერსად წახვალ -და შენ რაში გაინტერესებსთქო -ნუ ბავშვობ,რა ცუდი სიმთვრალე გქონია-სწრაფად მიმავალს უცებ დავეწიე და წინ გადავუდექი-ახლა ვერსად წახვალ,მისაღებში დაიძინებ და ხვალ შეგიძლია დაბრუნდე -მანქანით ვარ,ამიტომ პრობლემა არ მაქვს -მოიცა,რას მეუბნები,ნასვამი ს აჭესთან იჯექი?? -ძალიან გადარდებს?-საწყლად გადმომხედა, -კი ძალიან-გამეღიმა და მკლავი მკლავში გავუყარე.ნელ-ნელა გავემართეთ სახლისკენ.ვგრძნობდი როგორ ბარბაცებდა და მეშინოდა არ წავქცეულიყავით.საწოლი მისაღებში გავუშალე და დახმარებით მივაცილე.ოთახიდან გასვლას ვაპირებდი როცა მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიბიძგა -რატომ მაინტერესებს შენი ბედი?-გამახსენდა რომ წეღან ზუსტად ეს კითხვა დავუსვიდა გავწითლდი -მე მნიშვნელოვანი არაფერი მიგულისხმია,ცუდად არ გამიგო..- თავის მართლებას კიდევ გავაგრძელებდი, გიორგის სიტყვებს რომ არ შევეჩერებინე -მარიამ მიყვარხარ გქონიათ ისეთი მომენტი როცა სიხარულისგან მუნჯდები,გინდა იფრინო მაგრამ ფრთები არ გაქვს,გინდა იხტუნო მაგრამ ძალა არ გყოფნის,გინდა იყვირო მაგრამ თითქოს ხმა დაგეკარგა.სწორედ ამას ვგრძნობდი მაშინ,თუმცა ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე.ავდექი და ყველაფრის უთქმელად წამოვედი..წამოვედი და დავტოვე... მთელი ღამე საწოლში მოუსვენრად ვტრიალებდი.ჩემთავს ვლანძღავდი უაზრო საქციელისთვის.არ ვიცოდი რა მექნა.ბოლოს გადავწყვიტე გათენებას დავლოდებოდი და დავლაპარაკებოდი. თვალი გავახილე თუ არა იმწამსვე წამოვხტი და მოწესრიგება დავიწყე.შევამჩნიე რომ გოგონები თავიანთ საწოლებში აღარ იყვნენ და ავნერვიულდი.სწრაფად გავედი მისაღებში და ყველაფერი მილაგებული დამხვდა.დივანზე კი თათო და თეკლე წამოსკუპებულიყვნენ -გიორგი სად არის?-ვკითხე აფორიაქებულმა -ვინ გიორგი?რა უნდა აქ გიორგის?-გაიკვირვა თათომ -მოიცა ჯერ კიდე ძინავს ამას-წამოიძახა თეკლემ და გამაჯავრა. დავიბენი,ვიფიქრე ალბათ დილით წავიდათქო და მეწყინა. -რას ელოდი მარიამ ფეხებს დაგიკოცნიდა და დაგიჩოქებდა?ნურას უკაცრავად-ჩემი ერთი ნაწილი მამტყუნებდა.მეორე კი მეწინააღმდეგებოდა-დიახაც ბიჭიაა და უნდა დამიჩოქოს თუ საჭიროაა. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ დაურეკა თათოს ტელეფონმა.ფერი დაეკარგა და ნერვიულად აცქმუტდა.ვერ გავარკვიეთ რა ხდებოდა.გული ცუდს მიგრძნობდა,მივხვდი რაღაც მოხდა.გულში ვნატრობდი რომ გიორგი კარგად ყოფილიყო.გონება დამებინდა.აღარ ვიცოდი რას ჩავდიოდი. -გიორგი ავარიაში მოყვა-გაისმა ჩემთვის ყველაზე შემზარავი სიტყვები და ჩავიკეცე. ჩემი ბრალიაა-ბოლო ხმაზე ავბღავლდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი.იმ მომენტში ყველაფერს დავთმობდი,ოღონდაც ის ყოფილიყო კარგად,მაგრამ დამამშვიდებელს ვერაფერს მეუბნებიდნენ.მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.გიორგი სიკვდილს ებრძოდა. აღარ მახსოვს თბილისში როგორ წამოვედით.მხოლოდ სავაადმყოფოს საშინელი სუნი,თეთრი კედლები და აქეთ-იქეთ მოსიარულე ექიმები მაგონდება.4საათის განმავლობაში მას ოპერაცია უტარდრბოდა,შემდეგ კი ღვთის იმედად დარჩენილებს უნდა მოგვეცადა.არავინ იცოდა მისი ორგანიზმი ამ ყველაფერს რამდენად გადაიტანდა.ეს იყო ყველაზე გრძელი ოცდაოთხი საათი თითოეული ჩვენგანისთვის.ვუყურებდი ჩემი მეგობრების ჩამომტირალ სახეებს და ჩემი თავი მეზიზღებოდა,მეზიზღებოდა ის დღე და მეზიზღებოდა ყველაფერი.უბრალოდ ერთ წერტილს მივჩერებოდი და ვლოცულობდი…სხვა იმედი ხომ აღარ დამრჩენოდა.. დილის 7საათზე შეგვატყობინეს რომ გიორგი გონს მოვიდა.იმედი მომეცა რომ გამოკეთდებოდა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.ნიკას ინიციატივით მასთან პირველი მე უნდა შევსულიყავი.ხელის ცახცახით შევაღე კარები და დალურჯებული გიორგის შემყურე,გული შემეკუმშა.თვალებიდან ჩემდაუნრბურად ცრემლები გადმომცვივდა. -გიორგიი მაპატიე,ჩემი ბრალია-ამოვისრუტუნე და ხელი ხელზე მოვკიდე -ჩუ,ნუ ამბობ მაგას.სიყვარულს ვერავინ დაგაძალებს -არაა,შენ ვერ გამიგე,მაგაში არ ვარ დამნაშავე -მე ჩემი ნებით წამოვედი და შენ ვერ გამაჩერებდი -მომისმინე,უბრალოდ,არ ვიცი ალბათ კარგად მამჩნევდი როგორ შევიცვალე,ის დღე გაიხსენე ტელეფონი რომ გამოვრთე,ქალაქიდან გასვლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო,იმისთვის რომ შენგან თავი შორს დამეჭირა.არ ვიცოდი რა მემართებოდა და შემეშინდა.ჩემს თავში გარკვევა მინდოდა,მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი.გიორგი,შემიყვარდი...არ მინდოდა,არც მიფიქრია,უბრალოდ ასე მოხდა და ამაში თანდათან უფრო ვრწმუნდები.აი,რატომაა ჩემი ბრალი.იმ დღეს უნდა მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი და მაპატიე.-ემოციებისგან დატვირთულმა თავი ვეღარ შევიკავე და ისევ ავტირდი. -მოდი ჩემთან-მითხრა მან,მერე კი შუბლზე მაკოცა და ხელები შემომხვია-მე პირველივე წამიდან მიყვარხარ,მარო.სულ პატარა ჩემს ოთახში,რომ შემობაჯბაჯდი და მოსვენება დამიკარგე.მაშინაც მიყვარდი ჩემ ნაყიდ შოკოლადებს მადიანად რომ შეექცეოდი.მაშინაც თვალცრემლიანი აეროპორტში რომ მაცილებდი და კიდევ უფრო ორმაგად შემიყვარდი,დაბნეული ბატონოთი რომ მომმართავდი...თითოეული წამი,შენთან გატარებული თითოეული წამი მიყვარს,მარიამ! მისმა სიტყვებმა ყველა ცუდი დამავიწყა.თავს ჰაერში მოფარფატე მსუბუქ ფრინველად ვგრძნობდი.გიორგის მე ვუყვარდი,ჩემთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი და არაფერი სხვა. საოცარია როგორ შეიძლება ერთმა წამმა,ქმედებამ თუ სიტყვამ მთლიანად შეცვალოს თითოეული ადამიანის ცხოვრება.ჩემ ცხოვრებაშიც გარდამტეხი მოვლენა სწორედ ეს აღმოჩნდა.ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ არსებობს თუ არა სიყვარულიო, უთუოდ დავფიქრდებოდი.ახლა კი იმწამსვე გიპასუხებთ,რომ ნამდვილად არსებობს და თითოეულ ადამიანს თავისი წილი სიყვარული ყოველთვის ერგება,მე ასე მწამს და მჯერა. დასასრული... სულ რამდენიმე დღე გავიდა რაც ამ საიტზე ჩემი პირველი მოთხრობის დადება დავიწყე.ცოტა ვნერვიულობდი,არ ვიცოდი მოგეწონებოდათ თუ არა,მაგრამ თითოეული შეფასების ნახვისას იმხელა სიხარულს ვგრძნობდი,ნამდვილად არ მინანია.მადლობა თქვენ ამისთვის.იმედია დასასრული იმედებს არ გაგიცრუებთ <3 მე კი მოუთმენლად დაველოდები თქვენს შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.