შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზია ღამე (სრულად)


10-07-2018, 22:05
ავტორი tasusuna
ნანახია 7 842

სიკვდილს არავინ იმსახურებს,განსაკუთრებით კი,
ასეთს..
ის,რაც 11 ნოემბერს მოხდა,
ღვთის სასჯელი იყო...
სასჯელი,რომელმაც ყველა მონაწილე უკლებლივ აცვა ჯვარს..
11 ნოემბრამდე კი...
......
–––––––––––––
23 სექტემბერი..
**
–ნიკუშას ბომბი მოაქ,შენ ძმობას ვფიცავარ და, ბოთლები გაამზადოსო.–ჩაბნელებული ოთახის კარს ახალგაზრდა,20–22 წლის ბიჭი აღებს და,სავარძელში მყოფ სხეულს პირდაპირ უდგება.–თან გოგოები ამოჰყავს,ხომ გესმის რა,ნატაშკა და მისი სადაქალო,ყველაფერს ამოვიტანთო,პროსტა ლაშა ხოდზე დამხვდესო რა.–გაუჩერებლად ლაპარაკობდა,თან ოთახში მიყრილ ნივთებს კარადაში ჩურთავდა.
–რა არი რა ტო,ხანდახან მაინც გაკარი ამ ოთახებს ხელი,დავიღალე ლაგებით–უკმაყოფილოდ ამოიქშინა, ტყავის დივანზე მოწყვეტით ჩაჯდა და მის გვერდით მჯდომს გადახედა,კარგად ჩააკვირდა სახეში და მთელი ხმით ახარხარდა,ხმაურზე სხეული შეირხა და,გაკვირვებული მზერა მიაბყრო ბიჭს.
–აუ,შე ჩ*მა,მაგრად გაკლია,შენ გძინავს,მე კიდე რაც მოვედი ვლაქლაქებ,გამოფხიზლდი,ჰე,ნიკუშა პონტს ხოდავს..
–კაი რა ლეო,რა პონტი,მაგრად მეძინება და თან ძაან მეზარება ახლა ჟ*მაობა–უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და,განიერ სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
–აუუ,ვერ გაიგე რა გითხარი?ნატაშკა და მისი სადაქალო თქო,ვინმე სხვა კიარა,თან ხო იცი,როგორ ევასება ნატა,“პახოდუ“,სვანური გავჩითე,სასწაულიო,გოგოებს ცოტა მოვაწევინოთ,ჩვენც დავარტყათ და,ვიგულავოთ ჩვენებურადო–თვალი ჩაუკრა და,ღიმილით გახედა–ყავა გაგიკეთო?
–აი კი,ოღონდ ხო იცი,ბევრი შაქრით–მუდარით გახედა,ზანტად წამოდგა და სააბაზანოში გავიდა.
ცივი წყალი შეისხა სახეზე და,ნიჟარას დაეყრდნო ხელებით..
მის ანარეკლს გაუწორა მზერა..
თვალები ამოღამებოდა..
უპეები შეშუპებოდა..
ლურჯი სფეროების მიღმა კი,სიწითლე იყო..
გაეცინა,თავი ჩახარა და,მისი ოთახისკენ წავიდა,
შავი სათვალე გაიკეთა და,სამზარეულოში ლეოს გააკითხა.
–აუ,რას აცხუნეეებს.–სიცილით გახედა ახლად შესულ ლაშას ლეომ და,არარსებული მზე მოიჩრდილა..
–გოგოებს დავაფრთხოვ ლეუშ და,თქვენ გაგიტყდებათ–ცალყბად გაიღიმა და,ყავა მოსვა.
–რა იყო,შენი მიანც იყოს,დაგენანა შაქარი?–უკმაყოდილოდ გახედა და,2 კოვზი დაიმატა.
–შენ თავს ვფიცავარ,3 ვუქენი–თავი იმართლა ლევანმა.კიდევ აპირებდა შეპასუხებბას,მაგრამ,კარზე ზარის ხმა გაისმა.
–ამან კიდე რა ვერ ისწავლა,რომ კარი სულ ღიააა –მობეზრებულად ჩაილაპარაკა ლაშამ და ,ლევანს გახედა–გააღე თუ გიყვარვარ.–თავი მოისაწყლა,სკამზე უფრო კომფორტულად მოეწყო და,სიგარეტს გაუკიდა.
პირველი,
მეორე
და,
მესამე ნაპასზე ხმაურით შემოვიდა ნიკუშა ოთახში.
–რა გჭირს შენ,მოვედით,ნატა გკითხულობს–აქოშინებულმა მიაყარა და,ცელოფნები ბარზე შემოდო–ამათ გოგოები მიხედავს,ჩვენ ბურბულატორი გავამზადოთ.
–შენ მიხედე,მე დღეს პას,ვისვენებ–უპასუხა ლაშამ,ყავა მოსვა,სიგარეტს უკანასკნელი ნაპასი დაარტყა და,მისაღებში გავიდა,საიდანაც ნატას სიცილი და ლეოს ხმა ისმოდა.
–ვა,ლაშ,იამაიკის მზეს ეფიცხები?–ახლადშემოსულს სიცილით მიეგება მაღალი,სუსტი აღნაგობის,შავგრემანი გოგონა .
–შენღა მაკლდი რა ნატაშ–სიცილით გადაკოცნა და,მდივანზე ჩამომსხდარ ორ უცხო გოგოს მზერა გადააავლო,მაგრამ,სანამ რამეს იტყოდა,ნატამ წარუდგინა.
–ლიზი და ნანო,ჩემი ძალიან ახლო მეგობრები.–ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა ნატამ,თითქოს,გააფრთხილა,რომ,ზედმეტებისგან შორს დაეჭირა თავი.
–სასიამოვნოა,გოგოებო,კომფორტულად მოეწყვეთ.–ღიმილით მიუბრუნდა მათ,ნატას გაუცინა,ნამიოკი მიღებულიაო და,მის კუთვნილ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
მოღლილი სახით აკვირდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და,მასში ჩარევა არ სურდა,როგორც თქვა,დღეს ისვენებს.
ღიმილით ადევნებდა თვალს გოგონების აღფრთოვანებულ შეძახილებს და,მათ მონდომებას,რომ რაც შიძლება ღრმად დაერტყათ ნაპასი..
ნატასთვის ეს უცხო არ ყოფილა,როოგრც შემდეგ გაირკვა,ლიზი მეორედ ეწეოდა,ნანომ კი,რატომღაც,უსიამოდ აიბზუა ცხვირი,როცა ოთახში ნიკამ ბურბულატორი შემოიტანა.
ამ ფაქტმა ლაშა ჩააფიქრა და,მისი მზერა კონკრეტული ოპიექტისკენ მიიმართა მთელი საღამო,და,სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა,როცა ნანომ არათუ მოსაწევს,არამედ სიგარეტსად არ გაჰკარებია და მხოლოდ,ერთი ჭიქა ენერგეტიკულში გარეული არყით შემოიფარგლა.
–ლაშ,დღეს ხოდზე ვერ ხარ,თუ მეჩვენები?–ცოტა ხნის მერე,კარგად შებრუებულმა ნატამ კითხვით გადაინაცვლა მასთან.
–შვებულება მაქ ერთდღიანი ნატ,როოგრც სჩანს,არამხოლოდ მე.–ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და,თავი ნანოსკენ მიატრიალა,რომელიც,თავშეკავებული ღიმილით ესაუბრებოდა ლევანს,და,ცოტა გული დაწყდა,მიისი რეპლიკა უპასუხოდ რომ დატოვა,სამაგიეროდ,ეს ნიკას არ გამორჩენია და,როცა ლაშა სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად,უკან გაჰვა,ბარზე მკლავებით დაეყრდნო და,სიგარეტს გაუკიდა.
–ეს რა ჩარტყმა იყო ჩემ თავს გაფიცებ.–თვალმოჭუტულმა გახედა და,ღრმა ნაპასი დაარტყა.
–რაზე მეუბნები?–ვითომც არაფერი,გაკვირვებული შებრუნდა მისკენ ლაშა.
–ვითომ ვერ ხვდები ჰო? იმენა დაგაკვირდი,მთელი საღამოა თვალს არ აცილებ.
–მოგეჩვენა ალბათ,ან სათვალიდან რა იცი,ვის ან რას ვუყურებდი.
–არა,იმენა იავნად მას უყურებდი და მაგრად გისწორდებოდა,როარ ეწეოდა ჩვენთან ერთად.–სიცილით უყურებდა უჩვეულოდ დაბნეულ ძმაკაცს ნიკა.
–აშკარად მაგარი მოსაწევი გავმაზე,მაგრად მოიტანა გატყობ–თავი ააარიდა ფაქტს,ყავაში შაქარი გააზავადა,ისე,რომ აღარ შეუხედავს ბიჭისთვის,აივანზე გავიდა..
სიგარეტი მოწყურებულივით მოქაჩა და,ყავა მიაყოლა.
გააჟრჟოლა.
ღამის 2 საათი იყო და,საკმაოდ გრილოდა,სექტემბრის შესაფერისად.
წელში ოდნავ მოიბუზა და,ცხელი ყავა ხარბად მოსვა.
თითქმის არააფერზზე არ ფიქრობდა,მოაჯირს ეყრდნობოდა მხოლოდ და,ლამპიონებით განათებულ ქუჩას ინტერესით გაჰყურებდა.
–ნაზია არა?ღამე.–სიჩუმიდან და,არსაიდან,ნანოს ხმა მოესმა ,წამის წინ კი,ჰაერით იგრძნო,აივანზე მარტო რომ აღარ იყო.
–ნაზი არა,უფრო იდუმალი და,კოსმოსურია,ნაზი ქალია,ლამაზი ქალი!–სიბნელეში ოდნავ შესამჩნევლად ჩაიღიმა და,ღრმა ნაპასი მოქაჩა.
ტანში დავლილ ელექტროდებს,რატომღაც,ყურადღება არ მიაქცია..
–ლამაზი ქალი ღამეში კი,ღვთის საჩუქარია.–წუთის მერე მშვიდი ხმით დაამატა.
–ბევრი ქალი გინახავს ღამეში?–ძალიან ახლოდან მოესმა მისი კითხვა,მაგრამ,არ გაუხედავს.
–ქალი კი,შიშველიც და,ჩაცმულიც,მაგრამ,ლამაზი ქალი არასდროს!–ჩუმად გაისმა მისი ხმა და,გოგოს დაძაბულობაც იგრძნო,ჩაეღიმა,ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა,რაც გულით უნდოდა,რომ მისგან ეგრძნო.–გუშინ,ალბათ,ასე გიპასუხებდი.
–და,დღეს რა შეიცვალა?–მოუთმენლობა იგრძნო მისი მხირად.
–დღეს ნაზია ღამე,ნანო!–უპახუდა და,ინსტიქტურად გაიიწია ხმისკენ,შებრუნდა და,თაჩახრილ გოგოს ღიმილით ჩააკვირდა.
– საოცრად გავხარ,ნანო,სინაზეს.–პაუზის შემდეგ მძიმედ დაეკიდა ჰაერში ლაშას უკანასკნელი სიტყვები.–ეს კი,ზუტად ისაა,რაც არასდროს მინახავს დღევანდელამდე,ლამაზი ქალი ღამეში!
კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა მაგრამ,აივანზე ხმაურით გამოსულმა ლევანმა ატმოსფერო სრულებით ჩამოანგრია და,სიცილით გადახვია გახევებულ მეგობარს ხელი.
–აი ეს არის ყველაზე გაფუჭებული კაცი დედამიწაზე.–სიცილით მიმართა მათ წინ მდგარ ნანოს.–ამან მოგვაწევინა ვაბშე პირველად და,რაც კი რამ უბედურება გაგვისინჯავს,ყველაფერი ამის დამსახურებით–სიცილს არ წყვეტდა ლევანი და,მიუხედავად ლაშას მუჯლუგუნისა და,შეჭმუხნილი წარბებისა,მაინც არ ჩერდებოდა.–ყველაზე უჟმური და,ვაბშე უნასწილნესი ტიპია მთელ უბანში,მაგრამ,აი,ჩვენ გამო და ვაბშე,უცხოს გამოთაც იმენა სიკვდილზეა წამსვლელი,ძმა არი რა,მაგრად მიყვარხარ ლაშ–ლოყაზე ძლიერად აკოცა და,არეული თვალებით ახედა.–რა გჭირს შე ჩ*მა,ლამისაა ბოლი გამოუშვა–წამით სერიოზულად ჩააკვირდა,შემდეგ კი,მთელი ხმით ახარხარდა.
–წამოდი,შიგნით შევიდეთ.–ხმაში აგრესია გარეოდა,მაგრამ,თავის მოთოკვა მოახერხა,დღეს და ახლა,ლეოს გამოსვლა ნამდვილად არ ესიამობნა,მითუმტეს ნანოს თანდასწრებით..
–აი ყველა მაგრად გავედიით!–ოთახში შესვლისთანავე ოვაციებით მიეგება ნიკა–ძაან გატეხე როარ მოწიე,მაგრამ,ცოტა შეგინახე,ხმალ დილას დაარტყი,მაგრად შეგაბრუებს.–თვალი ჩაუკრა და გვერდით მჯდომ ნატას ხელი გადახვია.
–ნატ,მე წავალ,უკვე საკმაოდ გვიანია.–ოთახში ფრთხილი ნაბიჯით შემოვიდა ნანო და,უხერხული მზერა მოავლო ყველას.–სასიამოვნო საღამო იყო–ღიმილით გადახედა ყველას და,გასასვლლისკენ დაიძრა.
–ერთი წუთით დამელოდე,გასაღებს მოვძებნი და გაგიყვან.–უცებ გამოფხიზლდა ლაშა და,ოთახში ჩქარი ნაბიჯით გავიდა,ტუმბოდან გასაღები აიღო,თხელი მოსამელი მოიცვა და,კარებთან მდგომ ნანოს ღიმილით გაუძღვა.
მანქანამდე და,მანქანაშიც მდუმარედ იყვნენ..
ჩამოწოლილი სიჩუმე იმდენად მყუდროებას უღვივებდა ორივესმრომ წამითან არ დაფიქრებულან,გაერღვიათ ის.
მხოლოდ მაშინ,როცა ლაშამ სათვალე მოიხსნა,ნანოს გაოცებული ბგერები გაისმა მანქანაში.
თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში ლაშას,უსიამოდ შეიშმშნა,გულში მტკივნეულად გაკრა ტკივილმა.
მიუხვდა შეშფოთებას ნანოს და,გული დასწყდა..
–საერთოდ,ასე იშვიათად მაქვს–თავის მართლება სცადა,თავი პატარა ბავშვი ეგონა,მაგრამ,ვალდებულად გრძნობდა თავს,აეხსნა მისთვის.–მარტო მაშინ,როცა ჰაშიშს ვეწევი,ს ესეთი მძაფრი გამოვლინება აქ აქვს.ხვალ უკვე აღარ მექნება,ურალოდ,ბევრი მოვწიე და,ამიტომ ჩამიწითლდა ასე.–აჩქარებულად,დაუწყობლად ლაპარაკობდა და,წამში ერთხელ მისკენ იხედებოდა.
–არ არის საჭირო,ამიხსნა,არ ხარ ვალდებული ლაშა–ჩუმი ხმით ამოილაპარაკა ნანომ და,მზერა აარიდა,ფანჯარაში უმისამართოდ გაიხედა.
იმ წამს,ლაშამ,ცხოვრებაში პირველად ინანა,რომ ამ გზას მიჰყვებოდა..
ნანოში დანახულმა იმედგაცრუებამ მწარედ შეანარცხა კედელს.
–აქ გამიჩერე.–წუთის შემდეგ,ნანოს ჩუმი ხმა გაისმა სალონში.
უხმოდ დაემორჩილა ლაშა,სვლა შეანელა და,კორპუსთან შეუხვია.
–მადლობა,ლაშა–გადასვლამდე,ნაღვლიანი მზერა მოავლო მის წითელში ჩაფლულ ლურჯ სფეროებს და,უკანმოუხედავად გადავიდა..
მიუხედავად სიშორისა,მაინც მოესმა ნანოს დაქოქვისა და ადგილიდან მოწყვეტის ხმა..
გულში ავად გაუელვა შიშმა,გააჯრჟოლა და,სახლში დანაღვლიანებული შევიდა...
**
მთელი საათი ეძებდა ნაგვით სავსე სახლში ლაშა ნიკას დამალულ მოსაწევს.
ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯა,მაგრამ,ვერსად მიაგნო.
ნერვები საშინლად აწვებოდა,უკვე თავსაც ვეღარ იკავებდა,ახლა რომარ მოეწია,გაგიჟდებოდა..
ტელეფონზე ნიკას ნომერი მოძებნა და,მოუთმენლად დაელოდა,სანამ,ზუმერის შემდეგ,მის ხმას გაიგონებდა.
–ეს წუთია წავედით,ხო მშვიდობაა?–შიშნარევი ხმა მოესმა ტელეფონიდან ლაშას.
–სად წაიღე?–მოკლედ მოჭრა ლაშამ და,მაგიდაზე მიყრილი ბოთლები ნაგვის ცელოფანში ჩაყარა.
–შენს ოთახშია,სურათის უკან.–ნიკადანაც კონკრეტული პასუხი მიიღო და,მომენტალურად დაუკიდა.
ჩქარი ნაბიჯით შევიდა ოთახში და,თვალი მოავლო არეულობას.
უსიამო შეგრძნებამ დაუარა ორგანიზმში,როცა მიხვდა,რომელი ფოტოს უკან შეუნახავს ნიკას.
სიბრაზე მოაწვა სახეში და,გაუგებარი ბგერები ამოუშვა ყელიდან.
–ამის დედაც,ნიკა,სულ გამო*ლევდი?–უმისამართოდ დაიყვირა ოთახში და,ქალის გამოსახულებას გააფთრებული ჩააჩერდა.სანდომიანი,თბილი,მზრნველი თვალები უცქერდ სურათიდან.
გაიყინა ადგილზე..
ძარღვები საგრძნობლად დაებერა.
–მაპატიე,ნანუ!დღეს განსაკუთრებით მაპატიე..–თავჩახრილმა სურათის მიმართულებით ჩაილაპარაკა და,პატარა პაკეტით დატოვა ოთაახი.
მწვანე ბალახი ნაჩქარევად ჩაპრესა სიგარეტის ცარიელ ღერში და,თეთრი ტყავის დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
ხის დაბალ მაგიდაზე ფეხები შემოაწყო და,სანამ გაუკიდებდა,SEV-ის BLESS UP ჩართო.
ღრმად ამოისუნთქა და,პირველი მოკლე ნაპასი მოქაჩა.
ბოლი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში,წამით გაირინდა და,სუნთქვას ამოაყოლა თეთრი ნისლი.
თავი დივნის კიდეს მიაყრდნო,თვალები დახუჭა და,მუსიკას გაყვა..
წუთში ერთხელ,ღრმა ნააპასს ეწეოდა,
მუსიკას რიტმულად აყოლებდა ხელის მტევანს და,
სიჩუმეში ახმაურებულ გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა.
დრო და დრო,ჩაეღიმებოდა,წამით გაახელდა თვალს და,სიბნელეს გაცისკროვნებული უყურებდა,
მერე,|ისევ ეშვებოდა უსასრულობაში..
თუ იგრძნობდა,
რომ თავბრუსხვევა აწვებოდა,
ტკივილი უახლდებოდა,
ისევ უკიდებდა და,
გათენებამდე,
წამითაც არ გამოფხიზლებულა.
მხოლოდ მაშინ,როცა მზემ პირველი სხივები შემოანათა ოთახში,თვლემა მოერია,
დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთზე ძლიერად დააჭირა და,
ფერად სიზმრებში ღრმად შეცურა.
**
საგრძნობლად ჩამოღამებულიყო,თვალები რომ გაახილა.
წყურვილის გრძნობამ უცებ გამოაფხიზლა და,ჩახეხილ კისერში მალამოდ მოედო ბანანის წვენი.
თავსხმა წვიმა იყო,
ღიად დარჩენილი აივნის კარებიდან წვეთების განწირული ხმა ისმოდა.
ყავა მოიმზადა,ბარის სკამზე დაჯდა და,სიგარეტს გაუკიდა.
უსიამო შეგრძნება დაუტოვა პირველმა ნაპასმა.
ცხელი სითხით ჩაიწმინდა კისერი და,ღრმად ამოისუნთქა.
მთელ სხეულში ტეხდა,
სისუსტეს გრძნობდა,
თავი გაუსაძლისად ტკიოდა..
აფთიაქის ყუთიდან სამი აბი გამაყუჩებელი ამოიღო და,ყავას მიაყოლა.
ცოტა ხანში კი,შიმშილის გრძნობამ შეაწუხა.
ზანტად წამოდგა,მაცივრის კარი გამოიღო და,გუშინს მერე მორჩენილი სალათი და,შავი პური მიირთვა.
ცოტა ხანში შვება იგრძნო,თავმა აუშვა და,გონს საგრძნობლად მოვიდა.
შეფხიზლდა.
დივანზე უყურადღებოდ მიგდებულ ტელეფონს დაწვდა და,
ჩართო.
ლევანსა და ნიკას ჰქონდა აურაცხელი ზარები შემოშვებული.
მძიმედ ამოიოხრა და,
ნიკას გადაურეკა.
9 სრულდებოდა,უკვე,ცას კი,იმის მაგივრად,რომ შეემსუბუქებინა ,პირი უფრო მოეღო და,არც კი აპირებდა გადაღებას.
–სად ხარ შე ჩ*მა,მთელი დღეა ვრეკავთ,მოკვდი?–ზუმერის შემდეგ,ნიკას მხიარული ხმა გაისმა ყურმილში.
–სიკვდილით არ მოვმკვდარვარ,მაგრამ,მკვდარივით კი მეძინა,ახლა გავიღვიძე.–მისი ხასიათი წამში გადმოედო ლაშას და,პასუხი ღიმილით გასცა.
–ჰოდა,გამოფხიზლი,ადექი,ჩაიცვი და ,ჩვენთან ვართ,ბარში,ლევანმა იკისრა,გოგოები ნახევარ საათში მოვლენ,ამას ლიზი ისე დაევასა,რაც ადგა და გაიღვიძა,იმის მერე ტვინი მოტ*ნა,იმენა გაბურღა.–მობეზრებულად ამოილაპარაკა და,წამოიყვირა,სავარაუდოდ ლევანისგან მუჯლუგუნი მიიღო.
–გადავივლებ და,გამოვალ–მოკლედ მოუჭრა და,დაკიდა.
სააბაზანოში 15 წუთი დაჰყო,გუშინდელი დღე სრულად ჩამოირეცხა ორგანიზმიდან,წამოზრდილი წვერი ოდნავ დაიდაბლა და,ოთახში გავიდა.
აბურდული ტანსაცმლიდან ძლივს გამოარჩია პერანგი,წარბშეკრულმა გახედა სინათლეზე და,უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
–ვერ ვიტან უთაობას.–გაბრაზებულმა წამოიყვირა და,ცხელი უთო რიტმულად გაუსვა სამოსზე.
წუთის შემდეგ,შემოიცვა,ღილები შეიკრა და,სუნამო დაისხა.
გასვლამდე,კიდევ ერთხელ გადაამოწმა,გამორთული იყო თუ არა უთო და,სახლიდან გავიდა.
როგორც ყოველთვის,კარები ჩაუკეტავად დატოვა.
**
–ვაუ,ლაშ.–შესვლისთანავე,ნატას რეპლიკა დაიჭირა,მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია და,ხმამაღლა გაიცინა.–სხვა რომ არ მიყვარდეს,იმენა დაგკერავდი–დააყოლა და,თვალი ჩაუკრა.
ლაშა კი მიუხვდა ნამიოკს,მაგრამ ,ნიკამ აშკარად სხვანაირად თარგმა ნატას რეპლიკა და,ნირწამხდარმა,მასზე გადახვეული ხელი ცივად მოაშორა.
საერთო სალამი უთხრა შეკრებილებს,ნანოზე წამით შეაჩერა მზერა და,პუფში ჩაეშვა.
–რას სვამთ?–მათ გადახედა და,ფერად სითხეზე მზერა შეაჩერა,თუმცა,სანამ პასუხს მიიღება,თავადაც მიხვდა.–კოქტეილი კარგი დასაწყისია,მაგრამ,რამე ძალიან ძლიერი მინდა,ახლა–თქვა და,მიმტანს ჯინ–ტონიკის შეკვეთა მისცა.
**
საათის შემდეგ,
ყველა გრადუსში იყო და,ტემპერატურაც საგრძნობლად მომატებოდათ ორგანიზმში.
ლაშას თვალმოუცილებელ მზერას ნანო ოსტატურად იგერიებდა,
ბიჭი კი,ამ ფაქტზე უფრო ხალისობდა,ვიდრე ბრაზდებოდა.
სამი ჭიქა ჯინ–ტონიკისა და,ცეცხლმოკიდებული შტროხის შემდეგ,თავს თავისუფლად და,მოდუნებულად გრძნობდა.
ორგანიზმი სასიამოვნოდ ამჩატებოდაა და,
თრობას კიდევ უფრო უძლიერებდა ნანოსგან წამოსული იმპულსები.
გოგოს,თავშეკავების მიუხედავად,მაინც ეპარებოდა მისკენ თბილი მზერა და,ლაშას ეს არც გამორჩენია.
მიუხედავად იმისა,რომ უშუალო დიალოგი მათ შორის არშემდგარა,ბიჭის ნამიოკებს მაინც ღიმილით ხვდებოდა ნანო.
–მოკლედ,იდეა მაქ.–სიტყვით გამოვიდა ლევანი და,პუფიდან წამოიწია–ვითამაშოთ „მე არასდროს“,რა თქმა უნდა,დალევაზე,ოღონდ კოქტეილი და რაღაც სვეცკობები არა,ან ბალანთაინი ან,შერიდანი,გოგოების პონტში,ძაან როარ გამოთვრეთ–სიცილით გადახედა მათ და,მისი იდეით აღფრთოვანებულმა,მიმტანს შეკვეთა მისცა.
თამაში გახურდა.
მაგიდას ირგვლივ კომფორტულად მოუსხდნენ და,
ერთმანეთის გრეხების ჩამოთვლა დაიწყეს.
რამოდენიმე ჭიქის დალევა ყველას მოუწია,
საკმაოდ გამხიარულდნენ და
გრადუსიც მოემატათ.
–მე არასდროს მომიწევია მოსაწევი–სიტყვით გამოვიდა ნანო და,წარბაწევით გადახედა ყველას.
–ეეეე,ეგ არ ითვლება.–წამში ახმაურდა ყველა.
–არ მაინტერესებს–თვალი კეკლუცურად ჩაუკრა მათ და,შევსებული ჭიქა მაგიდაზე დადო და,სიცილით გადახედა ხუთ სასმელმომარჯვებულს.
–კარგი–მას შემდეგ,რაც ჭიქა ჩაცალა ლაშამ,მზერა ნანოს გაუსწორა და,ღიმილით წარმოთქვა.–მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის,–მისთვის საინტერესო თემას შეეხო და,გულაჩქარებული დაელოდა მის ქმედებას.
ნანომ ირონიული მზერით უპასუხა და,სასმელი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
**
ორი სრულდებოდა,სასმელ მორეულმა ახალგაზრდები ბარიდან რომ გავიდნენ და,ნანოს წინააღმდეგობის მიუხედავად,ლაშას მანქანით დატოვეს ტერიტორია.
დაძაბული იჯდა ლაშას გვერდით მგზავრის სავარძელზე ნანო და,ძლიერად იჭერდა ხელს,ხელზე.
შიშმა,რომელიც მისი თვალებიდან იღვრებოდა,ლაშას გადაწყვეტილება შეაცვლევინა და,ბარიდან 200 მეტრში მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,ღიმილით გახედა მას,გადავიდა და ,ტაქსიში დარეკა.
–აუუ,რას დამახტუნავებთ ვერ გავიგეეე.–უკმაყოფილო ბუზღუნით გადმოვიდა მანქანიდან ნატა.
–ნანოს ეშინია,ამიტომ,ტაქსით წავალთ.–მოკლედ მოუჭრა ლაშამ და ოპერატორს მისამართი უკარნახა.
15 წუთის შემდეგ კი,
ლაშასთან განაგრძეს დაწყებული.
–მე რაღაცა მაქვსო,შენ რომ არა გაქვსო,დელი დელია,დელია დელიააა–სიმღერ სიმღეღით შემოვიდა სამზარეულოდან ლევანი და ხელში პაკეტი შეათამაშა.
–ამას გვიმალავდი შე ჩე*ა??–სავარძლიდან წამოხტა ნიკა და,ხელში აიტაცა ლევანი–იმენა ძმა ხარ.
–ოღონდ წაუტრუხებს და ,ხიმია გავაკეთოდ,ოღონდ მე ხო იცი ,ვერ ვშვები–საწყალი სახით გახედა ლაშას და,სამზარეულოში გაბრუნდა.
ზანტად წამოიწია დივნიდან ლაშა,თვალი განზრახ აარიდა ნანოს და,უკან გაყვა ლევანსა და ნიკას.
სამზარეულოში ყველაფერი მომზადებული დახვდა,თვითონ მხოლოდ „რასტვარიწელი“ და სამედიცინო სპირტი გადაურია პატარა ჯამში და,მწვანე ფოთლები ჩასრისა მასში,
წუთის შემდეგ,როცა მასა მელნისფერი გახდა,
ფოთლები ამოიღო და,სითხე დაბალ ცეცხლზე შემოდგა,
მონოტონურად ურევდა დრო და დრო..
ნელნელა ყავისფერ ფერს იღებდა.
10 წუთის მერე კი,სრულიად დაშრა და,ფსკერზე მოყენებულ ყავისფერ მასაში სიგარეტის თუთუნი ჩაყარა.
მაგრად მოურია და,როგორც კი დარწმუნდა,რომ თუთუნს მთლიანად შეეწოვა სიყავისფრე,უჯრიდან ბურბულატორი გამოიღო და ,მისაღებში,გოგონებთან გავიდნენ.
–აბა,ვინ ეწევა ხიმიას?–სიცილით შევიდა ოთახში ლევანი და,ლიზის გვერდით სავარძელში ჩაენარცხა.
–ვაბშე ყველა–სხვების მაგივრად ნატამ გასცა პასუხი და,გაოცებულ ლაშას სასაცილოდ გადახედა.–იმენა ყველა–მისი თვალებიდან დასმულ უთქმელ კითხვას პასუხი ისევ გასცა.
ლაშას გააკანკალა,სიბრაზე მოაწვა,ბურბულატორი ლევანს გადასცა და,გაცეცხლებული აივანზე გავიდა.
სისხლი ააწვა თავში და,იმედგაცრუება იგრძნო.
გააცივა.
აკანკალებული ხელები მაგრად მოუჭირა მოაჯირს და,სიგარეტს გაუკიდა.
ბოლო ნაპასზე იყო,ოთახიდან განწირული კივილი რომ შემოესმა და,
მომენტალურად სამყოფელისკენ გაიქცა.
ნანახმა სრული შოკი მოგვარა.
წამიერად გახევდა და,სრულად აღიქვა სურათი.
–ჯანდაბა,ჯანდაბაა!–დაიღრიალა და,იატაკზე უგონოდ მყოფ ნანოსთან დაიჩოქა,
–რატო მოაწევიეთ,ჯანდაბა სულ გამო*ლევდით?–ბიჭებს გაცოფებული გადახედა.
–მე რა ვიცი,შე ჩ*მა,თვითონ თქვა,ვაიმე რა ვქნათ?–პანიკაში ჩავარნილი ლევანი ოთახში მიდიმოდიოდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა.
ნატა დაჩოქილი დასდგომოდა თავზე და გაქვავებულიყო.
ლიზის ტირილის ხმა ტვინში უკკუნებდა ლაშას და აზროვნებას უკარგავდა.
–გაჩუმდი!–მისი მიმართულებით დაიყვირა და უცებ მოეგო გონს.–ცივი ყალი,ჩქარა!–კარებში გაჩხერილ ნიკას ხმამაღლა დაუყვირა და,ნანოს თავი კალთაში ჩაიდო.
შშლილი სახე ჰქონდა,არაადამიანურად დასჩერებოდა და,ვედრებად იყო ქცეული.
–გთხოვ,ამოიღე,ჯანდაბა,ნანო აღებინე.–თითქოს ესმოდაო,აარაადამიანური ხმით დასძახოდა და,ცივ წყალს სახეზე უსვამდა.
–გთხოვ ნანო,გთხოვ ნანო!–ხმა საგრძნობლად გატყდომოდა,მზერა მის სახეზე ჰქონდა შეყინული,გაფითრებულ ღაწვებზე ცივ წყალს უსმევდა და,ძლივს გასაგონად ეჩურჩულებოდა.
–შენ მაინც გამოძვერი ნანო,შენ მაინც გადამირჩი ნანო!–ხრიალით ამოთქვა,ძალა მოიკრიბა,წამოდგა,თავი იატაკზე გაუსწორა და,გულის მასაჟები დაიწყო.
–ჯაანდაბაა–უცებ დაიღრიალა,თითქოს კედლები შეზანზადა,ოთახში მტკიცედ დაეკიდა მისი შემზარავი ხმა.–მიდი!–ისევ შეყვირა და,მაგრად დააწვა გულზე.–ღმერთო გთხოვ,ღმერთო!–ჭეერისკენ წამიერად მიმართა მზერა და,
როგორც კი ისევ მის სხეულს დაუბრუნდა,თითქოს ძალა მოეცაო,წუთი კიდევ გააგრძელა,მერე კი,როგორც იქნდა გაიგონა მისი ღრმა სუნთქვის ხმა.
მოეშვა,კედლისაკენ გაჩოჩდა და,ხელებში ჩარგო თავი.
ყველამ შეამჩნია,როგორ აუთრთოლდა მხრები ...
ძალაგამოცლილი,ძლივს მობრუნებული ნანო აწყლიანებული თვალებით გაოგნებული შეჰყურებდა..
სუნთქა ჯერ კიდევ უჭირდა...წამოდგომაც ვერ შეძლო..
ყველა გახევებული იყო..
მძიმედ სანახავი სურათი იყო..
5 წყვილი თვალი თავჩარგული ლაშასკენ იყო მიმართული და ყველა გასუსული ელოდა მისგან რამეს..
5 წუთი,ან იქნებ მთელი საათიც გავიდა,
ლაშას მხრები კი,თრთოლვას არ წყვეტდა..
მტევნებზე ძარღვები საშინლად დაბერვოდა და,მხოლოდ ნანო ამჩნევდა,არტერია როგორი სიძლიერით უფეთქავდა.
მხოლოდ,მაშინ,როცა ლაშამ სრულად გააცნობიერა ჩავლილი საფრთხე,მძიმედ ასწია თავი და ,მისკენ მოცქერალ ნანოს არაფრისმთქმელი მზერით გახედა.
მწარედ გააჟრჟოლა ნანოს,ასეთი თვალები არასდროს ენახა.
ასეთი წითელი თვალები ლურჯის ირგვლივ,არასდროს დაენახა..
–აღარასდროს!
აღარასდროს გაბედო,თავი საფრთხეში ჩაიგდო!
–მტკიცედ წარმოთქვა,წამოდგა,და ოთახისკენ დაიძრა,სანამ შევიდოდა,ისევ გახედა ნანოს.–ეს დღე კარგად დაიმახსოვრე და იცოდე,არასდროს გაპატიებ ამას!
**
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, მზის სუსტმა სხივებმა რომ გამოაფხიზლეს.
ზანტად წამოჯდა,ნამძინარებ სახეზე ხელისგულები ჩამოისვა.
ადგომისთანავე გულის რევის შეგრძნება შეაწუხა..
გუშინდელ სტრესს კვალი დაეტყო ორგანიზმზე.
ნელა წამოდგა და,სააბაზანოში გავიდა..
წყლის ჭავლის ქვეშ ოდნავ მოეშვა და სიმსუბუქე იგრძნო.
გამოსულმა გეზი პირდაპირ სამზარეულოსაკენ აიღო და,ქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
ბარის სკამზე ჩამოჯდა,სიგარეტს გაუკიდა და,სიცარიელეს თვალი გაუსწორა.
მძიმედ სუნთქავდა და,ნაპასს,ნაპასზე ეწეოდა.
შინაგან ფორიაქს აეტანა დილიდან და,ნერვები ასკდებოდა...
–ჯანდაბა!–ხელი მაგრად დაჰკრა ბარს და,საფერფლე ძირს მოისროლა,თავი ხელებში ჩარგო და,უკანასკნელი ნაპასი ძლიერად მოქაჩა.
ბიჩოკის ჩასასრესად ადგა და,ძირს დაგდებული საფერფლე,ისევ აიღო.
ღრმად ამოისუნთქა,საკთარ თავზე გაბრაზდა,ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად ვეღარ თოკავდა ნერვებსა და ემოციებს..
ეს ფაქტი კი,დისკომფორტს უქმნიდა.
თავი უმაყოფილომ გააქნია და,ადუღებული წყალი ფინჯანში ჩაასხა.
კვლავ სკამს უბრუნდებოდა,ჭიქა რომ ჰაერში გაუშეშდა წამიერად.
მზერა მაცივარზე გაკრულ თეთრ ფურცელზე ჰქონდა შეყინული...
გაკვირვებულმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ და,
ფურცლის პატარა ნაგლეჯი ხელში მოიქცია.
რომელზეც,გაკრული ხელით ერთადერთი სიტყვა ეწერა.
–მაპატიე–ჩუმად წარმოთქვა ფურცელზე ლამაზად ნაწერი სიტყვა და,მომენტალურად გააკანკალა.
სიბრაზე მოაწვა,
ხელი აუკანკალდა.
ქაღალდი მუჭში მოიქცია და მაგრად მოუჭირა ხელი.
ვერ იტანს ბოდიშის მოხდას...
ვერ იტანს,როცა ფიქრობენ,რომ ბოდიშის ღირსია..
მითუმეტეს იგრძნო,თუ ვისი ხელწერა იყო..
მისგან,განსაკთრებით ეტკინა,უადგილო ბოდიში..
შეგრილებული ყავა ბარზე შემოდგა და,უკანმოხედავად გავიდა ბინიდან.
დღეს აუცილებლად უნდა დაცლილიყო,
შინაგანი ფორიაქი უნდა ჩაეცხრო,თორემ,გრძნობდა,ეს წალეკავდა..
**
წითელი,სამკუთხა ფორმის ტაბლეტი ხელის გულზე ედო და,ხელს მაგრად უჭერდა.
გამაყრუებელ მუსიკას ტანს რიტმულად აყოლებდა.
შიგადა შიგ,ძლიერ ნაპასებს ქაჩავდა სიგარეტს და,
მოცეკვავე ახალგაზრდებს ირონიული ღიმიილით დაჰყურებდა.
მარცხენა მტევანში ვისკის ჭიქიდან ნებანება სვამდა ჯინ–ტონიკს და,შორიდან ღიმილით იწვევდა ქერა ლამაზმანს,რომელიც,მოსვლის წამიდან,თვალს არ აცილებდა უსაშველოდ სიმპატიურ ლაშას.
ირონიული ღიმიილით გაუკვალია გზა მისკენ მომავა მაღალ სხეულს..
–მთელი საღამოა გელი,როდის მიხმობ–როგორც კი მიუახლოვდა,ქალმა იმ წამსვე ყურში ვნებიანი ხმით უჩურჩულა.
სიმწრით ჩაეცინა ლაშას და,წვრილ წეზე ხელი მოხვია.
ტანზე მჭიდროდ აიკრა სუსტი სხეული და,მასთან ერთად აყვა ეელექტრონულ მუსიკას.
საათზე მეტ ხანს გაუჩერებლად ცეკვავდა და,უკვე თვლაც არეოდა,მერამდენე ჭიქას სვამდა.
იმდენად დიდ სიმსუბუქეს გრძნობდა,ყვეაფერს დათმობდა,რომ ასე გაგრძეებულიყო მუდამ.
ქალის სხეული კი,უგრო მეტ კაიფს მატებდა..
–პირი გააღე.–მასზე აკრული სხეული მოიშორა და,ირონიული ღიმილით ჩაააკვირდა.
მთვრალზე უკვე აღარ ეჩვენებოდა წეღანდელივით მიმზიდველი..
ქალი ბრძანებას დაყვა და,მოწიითლებული ტუჩები გახსნა.
–ახლა ძალიან მაგრად გაკაიფებ–თვალი ჩაუკრა და,ტაბლეტი ენაზე დაუდო.–ოღონდ მეც უნდა გამინაწილო.–სასტიკი ირონიით მიუგო და,გახსნილ ბაგეზე გახელებით დააცხრა.
მას შემდეგ,რაც მოტკბილო გემო იგრძნო,ცივად მოსწყდა ტუჩებს და,აფორაჯებული ქალი კვავ ცეკვაში აიყოლია.
სასმელში არეულმა ექსტაზმა დროზე ადრე დაიწყო მოქმედება და,სამყაროს ისედაც მოწყვეტილი ლაშა,გაალაქტიკას გააცილა.
მოზღვავებული ენერგიიისგან დაღლად ვერ გრძნობდა და,გაუჩერებლად როკავდა.
ბედნიერების ჰორმონები მთელ სხეულში გაუჯდა და,ირონიული მზერა,ბედნიერმა ჩაანაცვლა.
გაასმაგებულად აღიქვამდა ყველაფერს და,არ საიდან გაჩენილ ფიგურებს ღიმიილით ეგებებოდა.
–გამომყევი–ქალის სიცილგარეულმა ხმამ,ჰალუცინაციებს მოსწყვიტა..
მოსალოდნელი სიამოვნებისაგან გააკანკალა.
ეშმაკებიი ჩაუჯდა თვალებში და,როგორც კი ქალთა განყოფილებაში შევიდნენ,
იმ წამსვე გახელებით მივარდა ვნებისგან აწითლებულ სხეულს.
მოწყურებულივით წაეტანა დაბურცულ ტუჩებს და,კედელზე ააკრა სუსტი სხეული.
მოკლე კაბა მუცლამდე აუქაჩა და,
საცვალში გახურებული ხელები ჩაუცურა.
სიამოვნებისგან ხმამაღლა წამოიკივლა ქალმა.
მაგრად მოეჭიდა ნიჟარას ,მოუთმენლად ეტაკა ლაშას ქამარს და,მოქნილად შეუხსნა ელვა.
ის კი,არ წყვეტდა ქალის საშოს მასაჟს.
სხეულზე მოდებული ტემპერატურა პიკს აღწევდა,
ვნებას აყოლილმა ქალმა კი,დომინანტობა მის თავზე აიღო.
ლაშას ტუჩებს მოსწყდა და,მისი უბისაკენ წაიღო ხეელები.
კოცნით ჩაუყვა სხეულს და,დაჩოქილმა,სწრაფად ჩამოსწია რტუსი.
ხელებში მოიქცია გავარვარებული,მამაკაცის მტკიცე ასო და,რა წამს უნდა შეხებოდა მას ტუჩებით,
იმ წამსვე კაცის ძლიერმა მკლავებმა წამოაყენა,
ნიჟარაზე მუცლით გადააწვინნა,
ქალის სავსე დუნდულები ფეხებით გასწია
და,ძიერად შეუდო სქელი მასა,რასაც,ქალის ვნებიანი კვნესა მოჰყვა.
კვნესას კი,რიტმული მოძრაობა,
ჩქარი და უხეში.
ბიძგების სიძლიერესთან ერთად ქალის კვნესაც,კივილში გადაიზარდა.
ექსტაზში მყოფი მაგრად ეჭირდებოდა ონკანს და,თავს იმაგრებდა,მაქსიმალურად რომ შეეგძნო მასში შემოსული სხეული.
დუნდულებზე მწარედ მოჭერილ ხელებსაც კი ვერ აღიქვამდა,
იმდენად დიდ სიამოვნებაში ცურავდა.
ნელნელა,
ქალის კვნესას,მამაკაცის ოხვრაც დაერთო.
ბიძგები დროდადრო შესუსტდა,ბოლოს კი,
ერთიანად გამოაცურა ქალის საშოდან ასო და,
ნიჟარას მოეჭიდა,რომ გამოცლლილი ენერგიისგან ორიენტაცია არ დაკარგვოდა.
ქალი ღრმად სუნთქავდა და,კაბას ისწორებდა.
სახე სრულად წაშლოდა,მასზე მხოლოდ უხამსი სიამოვნების კვალი ეტყობოდა და,
ლაშას,გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,როცა,გამოფხიზლებულმა,მის სახეს შეავლო მზერა.
–ეს საუკეთესო სექსი იყო,რაც კი მქონია.–კაბის სწორებით მიუახლოვდა და,მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე,კმაყოფილებით სავსემ.
–დაახვიე,სასრაფოდ!–პერანგის მკლავით ზიზღით მოიშორა მისი კოცნის კვალი და,
ცივი წყლით გაოფლიილი სახე ჩამოირეცხა.
–რა ამაზრზენი ვარ,ამის დედაც–მოულოდნელად მთელი ხმით დაიღრიალა და,მუჭი მწარედ დასცხო სარკეს,საიდანაც,არაადამიანური სახით ბიჭი იცქირებოდა.
–ამის დედას შევე*ი.–ისევ დაიყვირა და,უკანმოუხედავად დატოვა კლუბი.
**
დილა საშინელი თავის ტკივილით დაიწყო.
15 წუთი ცდილობდა,რომ წამომდგარიყო,მაგრამ,ყოველი მცდელობა,კრახით სრულდებოდა.
ბოლოს,თავს ძალა დააატანა,წამოდგა,სააბაზანოში შევიდა და,გუშინდელი ამაზრზენი ღამე ჩამოიხეხა ორგანიზმიდან..
ეგონა,შვებას მოგვრიდა გრილი აბაზანა,მაგრამ ,არა,
სულში ღრმა ჭუჭყს გრძნობდა.
ჭუჭყს,რომელიც,ნელნელა ჭამდა შიგნიდან..
რომელიც,ნელნელა ღრმად მარხავდა ლაშას გრძნობებს ლაფში..
თავს საზიზღრად გრძნობდა,
არაადამიანად,
შეუცნობელ ობიექტად..
აივანზე ეწეოდა სიგარეტს და,უმისამართოდ იყურებოდა გარეთ.
სულში დაწყებულ ქარბორბალას თამბაქოს ბოლით ავსებდა.
საკუთარმა თავმა იმედი გაუცრუვა და,
ეს იმედგაცრუება თვითგვემაში გადასდიოდა.
უკვე ბოლო ბაპასს არტყამდა,ზარის ხმა რომ მისწვდა სმენას.
გაკვირვებული დაიძრა კარებისკენნ და,
ზღურბთან მდგარ სხეულს გაოცებულმა შეხედა.
გააჟრჟოლა.
სხეულზე ეკლებმა დააყარა.|
კართან მომლოდინე სახით ნანო იდგა,პარკით ხელში და,შემოსვლის ნებართვას მზერით ითხოვდა.
ინსტიქტურად დაიხია და,
ლამაზი სხეული სახლში შეატარა.
გააკანკალა.
მთელი სხეული უფრო დაუმძიმდა.
სინდისმა სუნთქვის საშუალებაც არ მისცა,რომ მისი დატოვებული სუნამოს არომატი შეეგრძნო.
–დილამშვიდობისა,ლაშა.–მორცხვად ახედა მის წინ მდგარს და,პარკი დაბალ მაგიდაზე შემოდგა.
პასუხი ვერ გასცა,ჯერ კიდევ გახევებული იდგა და,ნაღვლიანად შესცქეროდა მის თვალებს.
–მე,უბრალოდ,მადლობის სათქმელად მოვედი,ლაშა,თუარ გცალია,წავალ–ნაზად წამოიმართა და,გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
–ნანო,მოიცა–ხელი ფრთხიად დაავლო სუსტ მაჯაში და,შეაჩერა.
–ბოდიში,უბრალოდ,დავიბენი.–ფრთხილად ამოილაპარაკა და,ხელი შეუშვა.–დარჩი–დაბალი ხმით უთხრა.–გთხოვ.
–ყავას დალევ?–ღიმილით გახედა უკვე დამჯდარ გოოგონას და,სამზარეუოსაკენ დაიძრა.
–კი,ოღონდ უშაქროს.–პასუხი სხარტად დაუბრუნა ნანომ.
ჩაეღიმა,
ქურაზე ჩაიდანი შემოდგა და,ორი ფინჯანი გაამზადა.
ერთი შაქრიანი,მეორე კი,უშაქრო.
–იცი,მე ნამცხვარი მოვიტანე.–სამზარეულოში ნანო შემოვიდა პარკით ხელში და,სიცილით გახედა მზადების პროცესში მყოფ ლაშას.–დანა მომაწოდე და,დავჭრი.
უსიტყვოდ მიაწოდა დანა ბიჭმა და,
ფინჯნებში წყალი ჩაასხა.
სამზარეუოს ბარზე დადო,სკამზე დაჯდა,გაუკიდა სიგარეტს და ,პროცესში გართულ ნანოს ღიმილით გახედა,მთელი მონდომებით რომ ჭრიდა ნამცხვარს.
–მე აარ ვიცოდი რისი გიყვარდა და,ხილის ამოვიტანე–თეფშზე ლამაზად დააწყო და,ლაშას მოპირდაპირედ ჩამოჯდა.–ესე რატომ მიყურებ?–დაბნეული ჩააკვირდა ბიჭს,ნაღვლიანად და თან,ღიმილით რომ უყურებდა გოგონას ქცევას.
–ამ სამზარეულოში ბოოლოს დედაჩემი ფუსფუსებდა ,7 წელია,ასეთი ენთუზიაზმით და,წმინდა სულით მას შემდეგ აქ არავინ ყოფილა,დღევანდელი დღის გამოკლებით.
– გასცა საკუთავი ფიქრები და,სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა.
დენმა მთელ სხეულში დაუარა ნანოს და,სიტყვის თქმაც ვერ გაბედა,მოსმენილმა,მასაც მოგვარა სევდა.
ნანოში მომხდარი აშკარა ცვლილება არ მოეწონა ლაშას და,მომენალურად შეეცადა თემის შეცვლას.
–ეს გამოსასყიდია,ხომ?–სიცილით გადახედა და,ერთი ნაჭერი თეფშზე დაიდო.
–იმედია,სწორად გავთვალე.–ნანოსაც წამში გადმოედო მისი სიმხიარლე და,თავადაც დააგემოვნა.
–და იქნებ,ჩემი გულის გზა კუჭზე არ გადის?–აშკარად გამხიარუებულმა ლაშამ ნანოს წამოგება სცადა.
–ოჰ,გამორიცხულია,ყველა კაცის გულამდე მისასვლელი გზა,კუჭზე გადის.–არ დაიბნა ნანო და,დაბა ხმაზე გაიცინა.
–ძალიან გიხდება სიცილი.–მონუსხუმა,ვერ დააკავა ენაზე მომდგარი სიტყვებ.
–სულ უნდა იცინოდე.–წამის შემდეგ,დაამატა.
ნანო კი,თავჩახრილი,აფერადებული ლოყებით იჯდა და,თვალები სად წაეღო,ვეღარ გაეგო.
–მე წავალ,ლაშა,მგონი,შეგირიგე.–თემა უცებ შეცვალა,კომპლიმენტი უპასუხოდ დატოვა და,სკამიდან წამოდგა,გასასველისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
–ნამცხვრისთვის მადლობა.–ზღურბლთან შეჩერებულ ნანოს ღიმილით მიუგო.
–შენს ქმედებას,ამით ,მაინც ვერ ავანაზღაურებ..–მრავლიმთქმელი თვალები წამით შეანათა ლაშას ლურჯ სფეროებს,
მაგრამ,ამ ერთ წამში,მასში ბევრი რამის დანახვა შეძლო მან...
მადლიერებისა და სევდის მიღმა,რაღაც,პატარა,მაგრამ,მკაფიო სხივი დაიჭირა ლაშამ მზერაში და,
ამან დააფრთხო.
მისმა უკანასკნემა მზერამ დილის მოწოილი ქარიშხარი კიდევ უფრო აუშალა და,
ერთიანად მოშლილი ჩამოჯდა სავარძელზე.
კიდევ ერთხელ დაუტრიალდა გონებაში მთელი სიზუსტით ნანოს უსულოდ მყოფი სხეული და,სიბრაიზსგან ისევ წამოენთო.
–ესუკვე მეტისმეტია!–თავზე მწარედ მოიჭირა ხელები,სწაფად წამოხტა სავარძლიდან,მანქანის გასაღებს ხელი დააავლო და,იქ წავიდა,სადაც,სიმშვიდე ეგულებოდა..
**
სიჩუმეში და,შემაწუხებელ სიმყუდროვეში ფრთხილად მიიკვლევდა გზას..
ირგვლივ სიკვდილის და,მტვირს სუნი იდგა.
რამოდენიმე სახეობის ბალახისა და,უყვავილო მცენარეების გარდა,გარშემო გრანიტის ცათამბჯენები იდგა..
სიმწრით ჩაეღიმა,სიკვდილის სადარაჯოზეც როგორ უყვარდათ ადამიანებს თავის უადგილო წარმოჩენა.
მარაზმია,ის რაც,აქ და ახლა ხდება!–ფიქრებით მიუყვებოდა რიგებს და,
გული წუთების გასვლის მერე,უფრო და უფრო,უნელდებოდა,როცა აშკარა სიახლოვეს გრძნობდა იქამდე,სადაც,ტიტებით ხელში მიისწრაფვოდა.
–ნანუ.–გულიდან ხრიალით ამოიძახა მონატრებულის სახელი,როცა,სულ ბოლოში,არაფრით გამორჩეულ გრანიტის ქვასთან მივიდა..
ჟანგშეპარებული დაბალი ჭიშკარი ხმაურით გამოხსნა და,
მის გამოსახულებას პირისპირ დაუდგა.
ისევე როგორც სურათიდან,ქვიდანაც სანდომიანი,თბიილი თვალები უცქერდა ლაშას.
მომენტალურად გაეყინა ორგანიზმი,როგორც კი მარჯვენა ხელის გული ცივ ზედაპირს ჩამოუსვა..
–ასეთი ცივიი რატომ ხარ,დე.–ძლივს გასაგონად ამოიძახა ძალიან შორიდან..
ხმა საგრძნობად გასტყდომოდა,
მხრები სიმტკიცეს კარგავდა.
სუ მთლად მოიკეცა და,ცივ მიწაზე მოკუნტული ჩამოჯდა.
შესამჩნევად დაპატარავდა..
უსუსურ,ჩვილ ბავშვს დაემგვანა..
-ცუდად ვარ,დედი–ხმის კანკალით,თავ აუწევლად ამოილაპარაკა.
–რაც წადი,მის მერე,განსაკუთრებულად დავსუსტდი..
სუნთქვა მიჭირს,
ასე მგონია,მუცელში დიდი წონა მაწევს და,ბრძოლა მიწევს,ყოველ წამს,რომ სრულფასოვნად ამოვისუნთქო..
მიჭირს,ვეღარ ვუძლებ ვერაფერს..
ვგრძნობ,თვალსადახელს შუა,როგორ ვიშლები ნაწილებად და,ვერც გამოსავალს ვპოულობ,რომ ოდნავ გავიხანგძლივო მდგომარეობა,.
ვიხრწნები ორგანულად და,სხვასაც ვხრწნი,დედა!–ძლივს ამოილაპარაკა და,მეორე ღერს გაუკიდა..
–ბიჭები სულ მთლად გავხრწენი,ჩემ თავს ვერ ვპატიობ,მაგრამ,ვერც თავს ვიკავებ და,ვეღარც მათ ვაკავებ,ძალიან შევატოპინე,ყველას.
ამას ძალიან გვიან მივხვდი..
სულ რამოდენიმე სააათის წინ,მასში ის პატარა იმედის სხივი რომ დავიჭირე..
ყველა,მისი ჩათვლით,ვინც კი მომიახოვდა,ჩემს არეალში მოექცა,
მოვწამლე,
მოვშანთე,
მოვთელე ყველანაირად და,ისეთი რამეები გავაკეთებინე,
რასაც,ჩემამდე არასდროს იზამდნენ დედა,და,
ამას ახლა მივხვდი..
ყველა უბედურების საწყისი გავხდი...
და,აღარ მინდა..
უკვე ვეღარ ვიტან ჩემს სხეულს..
ხელებს რომ ვუყურებ,მგონია,ვლპები..
ჯანდაბა,ცოცხლად ვკვდები,დედა,მიშველე რამე,გთხოვ...
არ მინდა,ის დამემართოს,რაც უკვე გამოვცადე..
არ მინდა,მამაჩემივით ლეშად ვიქცე,არ მინდა–წამოიხრიალა,ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა,ნათლად დაუდგა კადრებად წლების წინ განცდილი.
–არ მინდა ნანომ ჩემს გვამთან იტიროს,არ მინდა ჩემგან მარტო ბოდიშები დარჩეს,არ მინდა ჩემთვალწინ განადგურდეს და,ამას,მშვიდად ვუყურო,არ მინდა ის,რაც შენ გადაიტანე,ნანოს განვაცდევინო–სიბრაზით ამოიძახა და,საკუთად სიტყვებზე გააჟრჟოლა,ნანოს მის მომავლად წარმოდგენა იმდენად ბუნებრივად წამოსცდა,რომ,მოულოდნელობისგან,ადგილზე გაშეშდა..
გაქვავდა..
მზერა ჩამწვარ სიგარეტს შეაყინა..
–ნანო!–ჩუმად ამოიძახა ძალიან შორიდან..
ძალიან ღრმად შეცურა მოგონებებში და,საათში პაჩკა სიგარეტი ბოომდე ჩაწვა.
მოულოდნელად,შეშფოთებულმა ამოიგმინა...
–დედა,ისტორია მეორდება–დარეტიანებულმა,ცივად შეატრიალა თავი ქვისკენ..
–სრული სიზუსტით,ქრონოლოგიურად..
ზედმიწევნით დედა,
სწორხაზოვნად...
ისტორია მეორდება.–შეძრული მისკენ გაჩოჩდა,მძიმედ დაეყრდნო ქვის ცივ ზედაპირს..
–ამას ვერ გავუკეთებ,დედა!
ამისთის ვერ გავწირავ!–ხელი ძლიერად დასცხო გრანიტის საფარს და,უკანმოუხედავად დატოვა ცივი საფლავი..
**
30 სექტემბერი

სიზმრებიდან გაბმული ზარის ხმას გამოჰყავს.
უკმაყოფილოდ ახელს ცალ თვალს და,კომოდზე მიგდებულ ტელეფონს თვალდახუჭული პასუხობს.
–უკაცრავად,ლაშა ბაბუას სთხოვეთ–ტელეფონიდან ლევანის მხიარული ხმა გაიგონა.
–სძინავს,მოგვიანებით დაურეკეთ–ლაშაც ღიმილით პასუხობს და,საწოლის საზურგეს ეყრდნობა.
–ვიმღერო თუ მეტისმეტია დიილიდან?–სიცილით ჩასძახა ბიჭმა,ლაშას წამით გაუკვირდა,თუ რას გულისხმობდა,მაგრამ,როგორც კი დღევანდელი რიცხვი გაახსენდა,თავში ხელი მწარედ წამოირტა და,საწოლიდან წამოხტა.
–ეგრეც ვიცოდი,რომ არ გემახსოვრებოდა,დაბადების დღეს გილოცავ,ლაშ.
–ვაბშე გადამავიწყდა,მადლობა ლეო–ბედნიერი ღიმიილით ჩასძახა ყურმილში და,დაკიდა.
წუთით ბედნიერი ღიმილით იდგა,შემდეგ კი,გამოფხიზლდა,სამზარეულოში გავიდა და,ყავის მომზადება დაიწყო.
ბართან ჩამოჯდა,სიგარეტს გაუკიდა და,მეორედ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
ამჯერად,ნიკა რეკავდა.
ნიკას შემდეგ,კიდევ რამოდენიმე ზარს უპასუხა და,
სააბაზანოში შესვლას აპირებდა,კიდევ ერთმი ზარის ხმა რომ გაისმა,
ერთი ამოიოხრა და ,უცნობ ნომერს უპასუხა.
–რა ლამაზი დღეა.–ლაღი კისკისი ჩაესმა ტელეფონში და,
ჭრუანტელმაც ერთიანად დაუარა..
უკან დაიხია და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
მუხლებს იდაყვით დაეყრდნო და,თავი ხელებში ჩარგო.
დადუმებული ისმენდა ნანოს წკრიალა ხმას და,
ბედნიერ ღიმილს სახეზე ვერ იკავებდა.
–დაბადების დღეს გილოცავ ლაშა.–სიმღერის შემდეგ,მხიარულ ნოტაზზე დააასრულა ნანომ.
–მადლობა,ნანო–ჩაახველა და ,შეეცადა,ხმაში გაპარული ბედნიერება ჩაეხშო.
კიდევ უნდოდა მისი ხმის გაგონება,მაგრამ,ნანომ დაასწრო და,დაკიდა.
წუთს გაქვავებული იჯდა დივანზე,
ეკლებ დაყრილ მკლავებზე ხელის გულებს ისმევდა.
გონებაში გავლებული ათასი ფიქრები თავის ქნევით განდევნა და,
ზანტად წამოიმართა.
შხაპის შემდეგ,თავი ენერგიულად და,დამშვიდებულად იგრძნო.
მიხედავად იმისა,რომ მისი დაბადების დღე დიდად არ უყვარდა,
დილინდელმა პოზიტივმა ღრმად გაიდგა ფესვები და,
გადაწყვიტა,
დღევანდელი დღე სადმე წყნარ,ლამაზ ადგილზე აღენიშნა.
სანამ ბიჭებს ჩამოურეკავდა,მანამ,
ბარში გავიდა,მაგიდა 6 პერსონაზე შეკვეთა და
გზაში ლევანთან დარეკა.
–ცხრისთვის ბარში მოდით,თქვენ,ყველა,გოგონებითურთ.–მოკლედ მოუჭრა და,სანამ გათიშავდა,ლევანის აღფრთოვანებული კივილის ხმა მოესმა.
**
ცხრა სრულდებოდა,ბარის კარები 5 მა ახალგაზრდამ რომ შემოხსნა.
ლაშა უკვე მაგიდასთან ელოდა მათ და,
ბედნიერი ღიმილით შეეგება მეგობრებს.
ყველამ ხელმეორედ მიულოცა და ,საჩუქრებიც გადასცეს.
ნანო მსუბუქად შეეხო ლოყაზე და,პატარა ყუთი თავდახრილმა მისცა.
მისმა შეხებამ ლაშას გული აუჩქარა,თუმცა,დაბნევა არ შეიმჩნია,თავი მადლობის ნიშნად დაუქნია და,სუფრას მიუსხდნენ.
**
მხოლოდ საათი იყო გასული,მაგრამ,60 წუთი სრულებით საკმარისი გამოდგა,რომ ახალგაზრდები აეცეკვებინა და,
სხეულები ერთმანეთისკენ მიეზიდა.
თრობამოკიდებული ლაშა ჩუმად,მალულად ათვალიერებდა მის წინ მჯდომ ნანოს.
გოგოს ლოყები შეფაკლოდა ერთი ჭიკა კოქტეილისგან და,
გაცისკროვნებული ღიმილით უყურებდა მოცეკვავე ნიკასა და ნატას.
გულის სიღრმეში,ლაშას ნანოს საცეკვაოდ გაწვევა და,მისი სუსტი წელის ხელებში მოქცევა სურდა,მაგრამ,ფიქრები უკუაგდო და,
ჯინ–ტონიკის მეხუთე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა.
სიგარეტს გაუკიდა და,გვერდით დანარცხებულ ლევანს გაკვირვებულმა გახედა.
–გაიყვანე,ეცეკვე.–თვალით ნანოზე ანიშნა და,აქოშინებულმა,წვენი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
თითქოს წაქეზებას ელოდაო,ღიმილით წამოდგა,სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა,პერანგი შეისწორა და,ნანოს ხელი ეშმაკური ღიმილით გაუწოდა.
მაინც,რას უშვება ეს გოგო,წამიერად ააცვლევინებს გადაწყვეტილებას და,იქითკენ ადგმევინებს ნაბიჯს,რასაც დიდი მონდომებით ცდილობს გვერდი აუაროს.
სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნანო,თვალები წამში აუბრწყინდა და,გამოწვდილ ხელს მისი მტევანი შეაგება.
საწადელი აისრულა ლაშამ,ნანოს სუსტი წელი მის ხელებში მოიქცია და,გულაფრთხიალებული გოგო ფრთხილად ჩაიკრა გულში.
სხეული აუმჩატდა..
გული გაუჩერდა და,რამოდენიმე დარტყმა გამოოტოვა.
თავი იმდენად მშვიდად იგრძნო,რომ ეუცხოვა..
ფორიაქსა და,სტრესს მიჩვეული ორგანიზმი,მომენტალურად მოდუნდა და,
ტანზე ათასმა ბუსუსმა დააყარა.
ინსტიქტურად თავი მის კისერში ჩარგო და,სანატრელი არომატი ღრმად შეისუნთქა.
გრძნობდა,რომ ზედმეტის უფლებას აძლევდა მისთავს,მითუმეტეს,გულმუცელს უღრღნიდა საკუთარ თავთან დადებული პირობა..
მაგრამ,ამდენი ქარიშხლის შემდეგ,ერთიანად ჩამდგარი ღელვა სასიამოვნოდ მოედო მთელ ორგანიზმში.
ნანოც,საკვირველად გასუსულიყო.
თვალებდახუჭული ნეტარად მიყრდნობოდა მამაკაცის ძლიერ მკერდს.
შენელებულ გულისცემას ღიმილით ისმენდა და,აფაკლულ ლოყებს მის მკლავებში მალავდა.
–ეს ყველაზე ტკბილი საჩუქარია დღევანდელი დღის–ჩუმად,მხოლოდ ნანოს გასაგონად მიუგო და,კისერში,წამიერი ამბორი დაუტოვა.
გააჟრჟოლა ნანოს,
ეკლები დაეყარა მთელს ორგანიზმში და
ტემპერატურა საგრძნობლად მოემატაა,თუმცა უნდოდა პასუხი გაეცა,მაგრამ,პირს მომდგარი სიტყვები,ვეღარ წარმოთქვა..
მხოლოდ უფრო მძლავრად მიეყრდნო და,სუსტი მკლავები კისერზე შემოხვია..
ნაზად ირხეოდნენ და,მუსიკის დასრულებას,ნაღვლიანებმა შეხვდნენ.
ეცოტავათ ერთად გატარებული წუთები და,
მეტიც ვერ შებედეს ერთმანეთს.
თითქოს ეს საკმარისი იყო,რომ გარკვეულიყვნენ და,
სულში აშვილი ქარიშხალი ჩაეცხროთ..
**
სამი საათი იყო დაწყებული,ტაქსიში რომ ჩასხდნენ და,დაიშალნენ.
სასმელმოკიდებული ლაშა ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და,პატარა ყუთს ხელში ათამაშებდა.
გრძნობდა,ნანო ისეთ რამეს აჩუქებდა,რაც კიდევ უფრო დააბნევდა და ,გზაგასაყარზე დააყენებდა.
სახლში როგორც კი შევიდა,ტყავის თეთრ სავარძელზე დაღლილმა წამოწვა და,სახესთან ახლოს მიიტანა შავი ბარხატის კოლოფი.
თითქოს აჭიანურებდა,მაგრამ,ძალა მოიკრიბა და,
თავსახური ახსნა.
გაეღიმა,
გაცისკროვნებული წამოიწია დივნიდან და,
წუთით ღრმად ჩააკვირდა ვერცხლის ცეფსა და,პატარა ანგელოზის კულონს.
მიუხვდა,
თითქოს მისი სულის გამოძახილი ესმოდა ნანოს და
ეს,დაამტკიცა კიდეც.
–ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ,ნანო–უმისამართოდ ამოილაპარაკა ცარიელ ოთახში და,
ტელეფონში შეტყობინება აკრიბა.
„დღეს საოცრად ნაზი იყო ღამე და,ლამაზი ქალი,მითუმეტეს,პატარა ფრთებით!“–აჩქარებული გულისცემით გააგზავნა..
იცოდა,პასუხს არ მოსწერდა,
მაგრამეს ნაბიჯიც საკმარისი იყო მისთვის,
რომ,
ქარიშხალს გულმოღერებული შეხვედროდა და,
ებრძოლა უკანასკნელ წვეთამდე,
მხოლოდ იმიტომ,რომ ნაზი ღამე კიდევ ერთხელ შეეგრძნო.

___
LYEOKA-ს BABA–ს ფონზე მთელი ღამე გადაათენა.
წამითაც ვერ მოხუჭა თვალი,
ხელში კულონი ეჭირა და,
ჭერს გაშტერებოდა მზერა.
მუსიკას დაბალ ხმაზე ყვევბოდა და,
დროდადრო იძირებოდა მასში.
არ ამოსდიოდა თვალებიდან გუშინდელი საღამო და,
ნანოს არომატს ეხლაც გრძნობდა.
როგორც მოელოდა, თავს გზაგასაყარზე გრძნობდა.
მთელი გულით სურდა,ნანოსაკენ მიმავალ გზას დასდგომოდა,მაგრამ,წარსული ყოველი ნაბიჯით უკან ხევდა.
ფიქრი იმაზე,რომ შეიძლება,ნანოსთვის რამე დაეშავებინა,კლავდა..
წარსულს იმდენად ღრმად გაედგა მასში ფესვები,რომ წინსვლა ძალიან უჭირდა.
კადრებად ახსენდებოდა ყველაფერი,
და ,კიდევ უფრო ორჭოფობდა..
არ ამოსდიოდა თვალებიდან ნანას შეშლილი სახე და,იატაკზე უგონოდ მწოლიარე მამამისი.
ქალი,რომელიც უშედეგოდ სცდილობდა მამაკაცის გამოფხიზლებას და,
გამწარებული გულზე მუჭებს შეუჩერებლად ურტყამდა.
კარგად ახსოვს მიისი თავიც,კარებში რომ გახიდულიყო შპრიცით ხელში და,
მხოლოდ ქალის არაადამიანურ ტკივილზე ეღრიცებოდა სახე.
არასდროს,არასდროს გაჩენია ცხოვრებაში მამამისისადმი თბილი გრძნობები.
ის მისთვის ყოველთვის ტკივილის საბადოდა ქალის ცრემლის მიზეზი იყო..
ამიტომ,თითქოს,არც დასწყვეტია გული,სასწრაფომ რო სხეული ზეწარგადაფარებული გაიყვანა..
გული მხოლოდ იმაზე ეწურებოდა,
დედას რომ უყურებდა ჭკუიდან შემცდარს..
ვერ გაუძლო,
სცდილობდა ლაშასთვის,მაგრამ,არც იმდენად,რომ ბოლომდე გვერდით დგომოდა.
თუმცა,ვერ!
ვერ აბიჯებდა მის უედურებას,
მიუხედავად იმისა,რომ იცოდა,მეუღლეს ეს ადრე თუ გვიან მოუვიდოდა...
მიუხედავად იმისა,რომ დღეებს ტირილში ატარებდა,
მიუხედავად იმისა,რომ ეხვეწებოდა,ხელი აეღო ბინძურ ცხოვრებაზე..
მაინც,
მაინც ვერ სტოვებდა ბედის ანაბარას და,ბოლო დღემდეგვერდში ედგა.
თუმცა,ამაოდ..
მაინც ვერ გამოგლიჯა სიკვდილს მისი ფერწასული სახე ხელებიდან..
კარგად ახსოვს ლაშას,მამას გარდაცვალებამდე,წინა დღეს,
როგორ ებოდიშებოდა კაცის მაღალი სხეული ცხოვრებისგან დაღლილ ქალს..
როგორ ჰპირდებოდა,რომ ამიერიდაან ყველაფერი კარგად იქნებოდა,
მაგრამ,
ეს ყველაფერი აგონიაში მყოფი კაცის უსუსური ხვეწნა იყო..
მეორე დღიდან კი,
სრულიად შეიცვალა ლაშას ცხოვრება..
მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის იყო,
4 წლის შემდეგ კი,
ამჯერად,სულის უდიდესი ტკივილი განიცადა,
როცა,უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს,სახლში,
გულგამსკდარი დედა დახვდა..
სახეზე ტანჯვა შეყინვოდა ქალს.
ღაწვები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა ცრემლებისგან.
ტიროდა..
ტირილი რა იყო,
ეს უფრო ხავილი იყო,
ხავილი და,
უსულგულო ღრიალი,
მარტოდდარჩენილი ადამიანისა.
მას შემდეგ,თითქოს მოეშვა...
ხელი ჩაიქნია,
აფსოლუტურად დაკარგა ხვალინდელი დღის რწმენა და,
იმ საქმეს მიჰყო ხელი,რომელმაც მისი ორი უახლოები ადამიანი შეიწირა.
დღემდე,
დღევანდელამდე,
წამითაც არ უგრძვნია სინდისის ქენჯვნა,
მაგრამ ახლა,
როცა მის ცხოვრებაში გამოანათა,
პირველად იგრძნო,რომ უნდა შეიცვალოს..
ძირფესვიანად,
უნდა შეძლოს და,
ის,რაც წყევლად მოსდევს მის ოჯახს,
მან,ერთადერთმა მემკვიდრემ,
უნდა გადადგას ნაბიჯი გამოსწორებისკენ..
თუ აქამდე იმას ფიქრობდა,რომ ნანოს ვერ მიაღებინებდა ამხელა ტკივილს,
ახლა მიხვდა,
რომ გამოსწორების შემთხვევაში,
წარსული მხოლოდ დიდ ლაქად დარჩებოდა...
აქამდე,ეგონა,რომ ამის ძალა არშესწევდა,
ახლა კი,როცა ვერცხლის ცეფი კისერზე შეიბა,
თითქოს,ძალა მოეცაო,
წამოდგა და,
ახალ დღეს ღიმილით შეეგება..

____
5 ოქტომბერი.
დილა ახალი შემოსული იყო,საშინელმა გრუხუნმა რომ გამოაფხიზლა.
დაზაფრული წამოხტა ლოგინიდან და,ღიად დატოვებული ფანჯარა სწრაფად მიხურა.
თავსხმა წვიმა დაწყებულიყო.
მოიღუშა,
ვერ იტანდა წვიმას და,სიცივეს.
სამზარეულოში დაბღვერილი გავიდა და,
ყავის გამზადებას შეუდგა.
ბართან ფინჯანთან ერთად ჩამოჯდა და,სიგარეტს გაუკიდა.
ღრმად მოქაჩა პირველი ნაპასი და,ცხელი სითხე მიაყოლა.
ამ საკითხზე შეეძლო დაეფიცა და დისერტაციაც კი დაეცვა,რომ დილით ყავა და სიგარეტი,ყველანაირ სტრესსა და უგუნებობას ხსნიდა.
ღიმილით ჩაცალა ყავა,სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და,
საათს თვალმოჭუტულმა გახედა.
ამ დღეს მთელი კვირა გულაჩქარებით გეგმავდა.
იცოდა,ნანო 10 ზე ლექციაზე მიდიოდა,
მოსამზადებლად კი,მხოლოდ ნახევარი საათი ჰონდა.
ნაჩქარევად გარეცხა ფინჯანი
აბანოში 10 წუთი დაჰყო,
ოდნავ წამოზრდილი წვერი დაბალზე დაიყენა და,
საძინებელში გავიდა.
გარდირობთან ხელებგადაჯვარედინებული დადგა და,
წამით ჩაფიქრდა,
დღეს ნამდვილად არ ეზარებოდა გაუთოვება,
ამიტომ,შავი პერანგი საკიდიდან ჩამოხსნაგააუთოვა და,
გაგრილებულ სხეულზე შემოიცვა.
გასვლამდე,სუნამო მიიპკურა,
თავი უკანასკნელად შეათვალიერა და,
ბინა ნაჩქარევად დატოვა..
**
სადარბაზოს წინ,გულაჩქარებული იდგა და,
ნანოს გამოსვლას ნერვიულად ელოდა.
უკვე ათის ნახევარი იყო,
ის კი,არადა არ ჩანდა,
არადანატასგან უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა,
ამიტომ,ცოტა ანერვიულდა..
მაგრამ,ბოლომდე არ დასცალდა,
სადარბაზოდან აბუზული,
მოღუშული ნანო გამოვიდა და,
გზას ქოლგით გაუყვა.
ბედნიერმა ღიმილმა გაუცისკროვნა სახე ლაშას,
მანქანიდან წამში გადმოხტა და,
შეშინებულ ნანოს წინ აესვეტა.
გოგომ მსუბუქად შეიცხადა,მაგრამ,იგრძნო თუაარა ნაცნობი სუნი,
საღე ღიმილმა გაუპო და,
ქოლგა ოდნავ გადასწრია,რომ მის წინ მდგონი კარგად შეეთვალიერებინა.
სასიამოვნოდ გაკვირვებული და,ბედნიერი დარჩა,როცა აშკარად შეამჩნია ბზინავი ცეფი ლაშას კისერზე.
ჩაეღიმა და,მსუფუქად აკოცა ლოყაზე.
–გაგიყვან,ნან,დასველდები–მისალმების მერე,აღელვებულმა შესთავა მომღიმარ გოგოს ლაშამ.
ორჭოფობას და,უარს ელოდა მისგან,მაგრამარა,ეს ხომ ნანო იყო,გამორჩეული და,განსხვავებული.
ათასი დაგეგმილი და ,დაწყობილი ფრაზები სულ გადააავიწყდა ლაშას.
წვიმისგან დასველებულ მის სხეულს რადიკალურად სხვა სურნელი ასდიოდა და,
ლაპარაკის ნაცვლად,ღრმად სუნთქავდა და,მთელ სხეულში იზეპირებდა მის არომატს.
თითქოს ,მუსიკაც ხელს უწყობდათ,რომ სხეულები კიდევ უფრო დამუხტულიყო.
leonard cohen–ის –a thousand kisses deep -ის ფონზე,
წვიმას სიჩუმით აპობდნენ და,
ერთმანეთს იკვლევდნენ,მალულად.
უნივერსიტეტს რომ მიუახლოვდნენ,
ლაშამ ნაღვლიანად გახედა,ლოყებშეფაკლულს.
ეცოტავა მასთან გატარებული 15 წუთი,
არ ეყო..
–ნან,თბილად ჩაიცვი რა,ესე ფარატინად რანაირად დადიხარ.–წარბებშეკრულმა გადახედა ცალ მაიკაში გამოწყობილ გოგონას.
გოგოს ჩაეღიმა მის მზრუნველობაზე,თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და,გადასვლას აპირებდა,ლაშამ კვლავ რომ შეაჩერა.
–რომ დაამთავრებ,აქ დაგხვდები,არსად წახვიდე.–თბილად მიუგო და,გაცისკროვნებული გოგო მზერით მიაცილა შესასვლელამდე.
__
3 სათი გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას და,ყოველ წუთს ფიქრებში,ათასჯერ იხსენებდა.
ყოველი გამოხედვა,შეხება,სიჩუმეც კიგაიზეპირა და,
ღიმილიც ვერ მოიშორა სახიდან.
2 იწყებოდა,ნანო რომ დაინახა შენობიდან გამომავალი.
გოგონას სახე ოდნავ დაღლოდა,
თუმცა,შეამჩნია თუ არა,ლაშა მანქანაზე მიყრდნობილი,სახე ღიმილმა გაუპრო და,მისკენ ნელი სვლით წავიდა.
–გცივა ნან?–მიუახლოვდა თუ არა,მობუზულ გოგოს ჰკითხა.
–ისე რა.–ღიმილით უპასუხა და,ლაშას გამოხსნილ მანქანაში ჩაჯდა.
სანამ საჭეს მიუჯდებოდა,უკანა სავარძლიდამ მისი თხელი მოსაცმელი აიღო ლაშამ და,მის გვერდით მჯდომ გოგოს გაუწოდა.
–ჩაიცვი,არ გამიცივდე.–ღიმილით უთხრა და,ტუჩზე მწარედ იკბინა,კუთვნილებითი ფორმა წამოსცდა,თუმცა,შეამჩნია თუ არა,რომ ნანოს მხოლოდ დადებითი რეაქცია ჰქონდა და,ბეჭებზე ლოყებაფერადებულმა მოიხურა მოსაცმელი,დამშვიდდა და,
გზაზე გაიჭრა.
–სადმე დავსხდეთ ნანო,წინააღმდეგი ხომ არ ხარ?? თუ რამე გეგმა გაქვს,სახლში მიგიყვან.–წუთი იყო გასული,გოგონას რომ მიუბრუნდა და,
დაეჭვებით გახედა,ეხლა თუ უარს ეტყოდა,გადაწყვეტილი იყო,მასთან ურთიერთობა არ სურდა,მაგრამ,როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა,გზიდან მომენტალურად გადაუხვია და,
შემხვედრ კაფესთან ხმაურით გააჩერა.
ნანოს კარები გაუღო,გადმოსვლაში დაეხმარა,
კაფის კარები შეუღო და,
აფაკლული გოგონა შეატარა.
ბარში დაბალ ხმაზე ჩაერთოდ eric Claptonის - tears in heaven.
ლაშამ ღიმილით გამოუწია სკამი ნანოს და,
მის წინ ჩამოჯდა.
მომსახურე პერსონალმაც არ დააყოვნა,
წამში გაჩნდა მათთან და,მენიუ გადასცა.
–სანამ შევუკვეთთ,ორი ყავა მოგვიტანეთ,ერთი –უშაქრო.–მიმტანს უთხრა და,
ნანოს გახედა.
–ყოველდღე განსხვავებულიხარ,დღეს განსაკუთრებით საოცარი,ხვალ რომ გნახო,ალბათ,იგივეს გეტყვი.–დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა გამხელილი ფიქრები და,თავჩახრილ გოგოს ქვევიდან ახედა.
–სხვანაირი ხარ ნან,სხვაგვაროვანი..
უჩვეულო და მიღმიური.
სანუკვარი ნან,და ,საოცნებო...–ხმაჩამწყდარი ხდიდა ყველა გრძნობებს ლაშა ფარდას და,
ნანოს თბილი მზერა,უფრო ახელებდაა.
–შეიძლება იმდენად ადრეა,რომ დაგაფრთხო,მაგრამ,
მეცოტავები,
არ მყოფნი ნანო,
ვერ მყოფნი..–ხმა გაუწყდა,ყელზე ხელის გული მიიდო და,ვერცხლის სამკაული ხელში მოიქცია.
–მჭირდები.–ჩუმად ამოთქვა და,
ათრთოლებულ გოგოს თვალი გაუსწორა.
კიდევ უნდოდა დამატებამაგრამ,მისი საყვარელი მუსიკა გაისმა სივრცეში.
ჩაეღიმა,თავი ჩახარა და ,ქვემოდან ახედა თვალებმოცინარს.
–მზეს დაველოდოთ ნან?–უჩვეულო კითხვით მიმართა,
გოგომ გაოცებულმა შეხედა.
–შენ ხომ ღამე გიყვარს?–ჩაეკითხა.
–მაშინ,პირველად რომ დაგინახე,ღამე იყო და,ის მიყვარდა,
ახლა დღეა,წვიმიანი,მაგრამ,მზე გამოდის.–ვიტრინიდან გაიხედა და,მოოქროსფერებულ ქუჩებს ღიმილით გახედა.–მზეც მიყვარს და,დღის ნებისმიერი განწყობა,სადაც შენ იქნები.
__

მისით არსებობა დაიწყო..
თითქოს,აქამდე,არც უცხოვრია..
გაიზეპირა ნანო..
მისი აფსოლუტურად ყველაფერი...
მისი ღიმილი,
სიცილი,
მისი მიხვრა–მოხვრა,
საუბრის მანერა.
ყოველთვის წვრილმანებს უკვირდებოდა და,
მასზე საათობით შეეძლო ლაპარაკი.
შეიცვალა,გრძნობდა და,ამ ცვლილებას,ნელნელა ეგუებოდა.
მომენტებით ტკბობა ისწავლა და,
ბედნიერებისთვის დამატებითი პრეპარატები აღარ სჭირდებოდა..
შეეთვისა,იმ დონემდე,რომ
უმისოდ,უკვე უჭირდა,თან ისე,რომ
თავს ვეღარ უმკლავდებოდა.
გამუდმებით მასზე ეფიქრებოდა და,
ხანდანხან,სუნთქა ეკვროდა,
როცა წარმოიდგენდა,რომ ოდესმე შეიძლებოდა ეს ყველაფერი დასრულდეს.
ეს მისთვის ყველაზე დიდი სატანჯველი იყო,
ფიქრები,
რომელიც,სრულფასოვან ბედნიერებას არ აძლევდა.
როცა ეხებოდა,ყოველთვის ზომავდა ნაბიჯებს.
როცა მასთან იყო,მაქსიმალურად იმახსოვრებდა ყველაფერს..
ეგონა,
თითქოს გრძნობდა და,
ეეჭვებოდა,რომ
ეს შეიძლება ნებისმიერ დროს გაწყვეტილიყო..
სულისშემხუთველი ფიქრების მიუხედავად,
მაინც ებედნიერებოდა.
მაინც უზომო სიტკბოს გრძნობდა,მის ხელს რომ შეეხებოდა.
მაინც უვლიდა ჟრუანტელი,როცა იიცინოდა.
მაგრამ,ზღვარს არასდროს გადადიოდა..
თუ რამე მოხდებოდა,სურდა,რომ ნანოს უკანდასახევი გზა ყოველთვის ქონოდა..
___
11 ოქტომბერი.

საღამო კარგა ხნის გადასული იყო,
კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
მობეზრებით გადაატრიალა თვალები,
და რკინის კაცი გამოაღო.
სხვა ვინ,თუარა ყურებამდე გაღიმებული ნიკუშა.
–მეშვიდე წელია ვერ გაიგე,რომ კარი სულ ღიაა??–მისალმების მერე,დაბღვერილმა გადახედა სავარძელში ჩანარცხებულ ნიკუშას.
–შენც კიდე მეშვიდე წელია რა ვერ ისწავლე,რომ კარი ჩაკეტო??–აგრესიას სიცილით უპასუხა და,მომღიმარმა ახედა თავზე წამომდგარს.–ნატას ვუყვარვარ.–გაცისკროვნებულმა ამოთქვა.
–კაი კაცო,ახალი ამბავი ძველ გაზეთში–მეგობრის განწყობა მასაც გადმოედო და ,გვერდით მიუჯდა.–ახლა გითხრა??
–მოიცა,შენ რა,იცოდი?–გულუბრწყვილოდ შეანათა მწვანე თვალები.
–მაგის მიხვედრას რა უნდოდა,შტერო.–მხარზე ბეჭი გაკრა და,გვერდულად გახედა.–შენ მარტო მაგის სათქმელად არ მოხვიდოდი ახლა.–თვალი მოუჭუტა და,ეშმაკურად ჩაეღიმა.
–არ ავღნიშნოდ??–წარბები ანცად აუთამაშა და,უკვე დასარეკად მოემზადა.
–პასუხს არ ელოდები და,რაღას მეკითხები,როდის მერე იღებ რაზრეშენიას ერთი ძაან მაინტერესებს.–გულით გაეცინა აცანცარებული ნიკას შემხედვარე და,სამზარეულოში გავიდა.
ოთახები მიაწესრიგა და,
გასაღებით ხელში გასასვლელისკენ დაიძრა.
–მე რაღაცებს ამოვიტან,ჩამოურეკე ბავშვებს,ნანოს მე ვეტყვი.–სიტყვა დაუტოვა და,კიბეებზე სირბილით დაეშვა.
მარკეტში ნამცხვრებს არჩევდა და,თან ნანოს ელაპარაკებოდა ტელეფონით.
–ნან,შოკოლადის ამოგიტანო თუ ხილის??–ნამცხვრის არჩევისას ჩაეკითხა.
–შენ რომელიც გინდა ლაშა.–გოგოს დაბალმა პასუხმაც არ დააყოვნა.
–კარგი,მაშინ ორივე მომეცით.–კონსულტანტს ღიმილით გახედა და,
ნანოს თავისუფალ კისკისზე გააჟრჟოლა.
–ეგრე ნუ იცინი,თორემ შემიყვარდები.–თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და,ბედნიერს გაეღიმა,როცა წარმოიდგინა,როგორი სახე ექნებოდა ახლა ნანოს.
კიდევ უნდოდა დამატება,მაგრამ,ტელეფონი ხელში შეაცივდა,როცა,
მარკეტში შემოსული ნაცნობი სახე დალანდა.
გაშეშდა.
სიბრაზისგან ახურდა,
ხელებში მოქცეულ პარკებს ხელი მაგრად მოუჭირა და,
ღრმად ძლივსძლივობით ამოისუნთქა.
–ნაბი*ვარი.–ღვარძლიანად გამოსცრა და,ადგილიდან მძიმე ნაბიჯებით დაიძრა.
არც უცდია სხეულს არიდებოდა,პირიქით,
მისი მზერის არეალში მოექცა და,გაფითრებულ ასაკოვან სახეს სიძულვილით ჩააკვირდა.
–ლაშა..–ჩუმად ,ძლისგასაგონად ამოიხრიალა ასაკოვანმა.
ყბები სიძულვილისგან მტკივნეულად დაეჭიმა.
მისი ბინძური პირიდან წამოსული სახელი გულზე შხამად მოედო.
–როგორ ბედავ..–ზიზღით ისროლა სიტყვები მისი მიმართულებით და,მოხუცის უკან ასვეტებულ ორ ახოვან მამაკაცებს ირონიით გახედა.–იმდენ საქმეში ჩაისვარე მარტო სიარულს ვეღარც ბედავ,არა??–ცივი ხმით ჩააისისინა და,
ხელები უფრო მძლავრად დაჭიმა,
სისხლი აწვებოდა თავში,
გულის რევის შეგრძნება ჰქონდა,
სიძულვილისგან გული ზიზღით ებერებოდა.
–ყველაზე მეტი შენს შვილიშვილთან დააშავე,მაგრამ,როგორც ხედავ,არ გკლავ,ბა ბუ.–ბოლო სიტყვებს ხაზი მწარედ გაუსვა და,
მისთვის გვერდის ავლა სცადა,როცა,დაბერებულმა ხელებმა შეაჩერეს.
ირონიულად დახედა დაკოჟრილ ხელებს და,მკლავი ძლიერად გაქაჩა.
–არც კი გაბედო,რომ შემეხო.–კბილებიდან სასტიკად გამოსცრა და,
მარკეტი უკანმოუხედავად დატოვა,
მანქანა მომენტალურად დაძრა და,
მაღალი სიჩქარით გავარდა გზადკეცილზე.
–ჯანდაბა!–საჭეზე ძლიერად დაჰკრა ხელი და,ხმამაღლა დაიღრიალა.
–ჯანდაბა!–კიდევ ერთხელ წამოიყვირა,მანქანა სადარბაზოსთან შეაჩერა და,საჭეს შუბლით დაეყრდნო.
ღრმად სუნთქავდა,ცდილობდა მოწოლილი ბოღმა ჩაეხშო,მაგრამ,
მისი სახე არა ამოდიოდა თვალებიდან..
კაცისადმი სიძულვილი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუღვივდა,როცა,
მასთან არასდროს მოსულა ტკბილეულით,როგორც ეს სხვა ბავშვებთან ხდებოდა.
არ ახსოვს მისგან სითბო,
არ ახსოვს ერთი ბედნიერი მოგონებაც კი,რომ მისი სიძულვილი ოდნავ მაინც განელებოდა.
თუმცა,პატივისცემა,გააჩნდა,
სანამ,
ის დღე არ დადგა...
მამამისის სიკვდილი რომ გაიგო და,სახლში მოვარდნილს არ შეესწრო,ნანას რომ დასდგომოდა თავზე გააფთრებული და,ყველაფერს მას აბრალებდა.
იმ დღეს ძირფესვიანად შეიძულა და,მის მერე,არცერთი მისი ქმედება აღარ მიუტანია გულზე.
თითქოს იცოდა,რომ ამ ყველაფრის გამკეთებელი იყო..
იცოდა და,გააკეთა კიდეც..
სახლიდან დედა და,ჯერ კიდევ პატარა ლაშა გამოაგდო და,
ის,რაც მათ ეკუთვნოდა,წყალს გაატანა.
დიდად არ დასწყვეტია გული,თვითონაც არ სურდა იმ სახლში წამის გატარებაც კი,
მაგრამ,
ნანას მისამართით აწეული ხმა,
მისი მიმართულებით გაშვერილი ხელები და,
სალანძღავი სიტყვები ვერასდროს აპატია..
მხოლოდ ამის შემდეგ,
წლები იბრძოდა დედამისი,
რომ მათ თავისი კერა ჰქონოდათ..
ბრძოლობდა,რომ უზრუნველი ცხოვრება ეჩუქებინა მისი შვილისთვის..
სსწორედ ამ თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა,
ლაშას დღევანდელი ყოფა ,რომელშიც ისიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას,
იმ საბედისწერო დღემდე..
**

მანქანიდან მოწყვეტილი გადმოვიდა,
ინსტიქტურად მოჰკიდა პარკებს ხელი და,
ფეხით ავიდა მესამეზე.
სიბრაზისა და,ბოღმის მეტს,ვერცაფერს გრძნობდა,
ვერც მაშინ,ნანო რომ შეეგება კარებში გაბადრული.
მშრალად აკოცა ახურებულ ლოყაზე,პარკები სამზარეულოში გაიტანა და,
ბართამ თავჩახრილი ჩამოჯდა.
სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა და,აკანკალებულ კიდურებს ირონილად დახედა..
–ყავას დალევ?–გაკვირვებულისახით შემოვიდა სამზარეულოში ნანო და,პარკები მაგიდაზე გადადო.
–არ მინდა,მადლობა.–ცივად მიუგო და,
სამყოფელში გავიდა,
სამზარეულოში კი
უსიამოდ გაკვირვებული და,დაბნეული ნანო დატოვა..
**
საათი იყო გასული,
რაც უმოძრაოდ იჯდა სავარძელში და,მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას,როცა კონკრეტულად მას მიმართავდნენ,ისიც,რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა და,
ისევ იძირებოდა მწარე მოგონებებში.
ნანოს მზერას გამუდმებულად გრძნობდა,მაგრამ,მისთვის თვალი ვერ გაეწორა..
თავჩახრილი იჯდა და,ღერიღერს ეწეოდა.
შეუჩერებლად.
ნანოს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა,ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა ლაშა ურეაქციოდ ჩამოჯდომოდა პირისპირ..
მისგან წამოსულ უარყოფით ამოციებსაც გრძნობდა და,
გული ეწურებოდა.
ხვდებოდა,რაღაც ძალიან მწარედ აწუხებდა,
მაგრამ,
მაინც ბრაზდებოდა მის უყურადღებობაზე.
ამიტომ,უკან გაჰყვა,როცა ლაშა ძალდატანებით წამოდგა სავარძლიდან და,ოთახში გავიდა...
ოთახიდან კი,
აივანზე...
–ლაშა,რა ხდება?–მიკიბმოკიბვის გარეშე,პირდაპირ ჰკითხა და,მის ზურგს უკან მხარით მიეყრდნო კარებს.
გააცივა და,ტანში უსიამო შეგრძნებამ დაურბინა ლაშას.
ახლა,ყველაზე ნაკლებად მასთან სულრდა სისუსტის გამოვლენა..
ამიტომ,კითხვა უპასუხოდ დატოვა,
სიგარეტს გაუკიდა და,
უჩვეულოდ ჩაშავებულ ცას ახედა.
–ვგრძნობ,რომ რაღაც გაწუხებს.–არ ცხრებოდა ქალი...ხმაში კატეგორიულობა გარევოდა.
–ნანო,გთხოვ,არ მინდა ამაზე საუბარი.–სიჩუმეში და,უკუნით ღამეში,მტკიცედ დაეკიდა ლაშას უკანასკნელი სიტყვები.
–უბრალოდ,მინდა იცოდე,შენს გვერდით ვარ...–ქალის სუსტი მტევნების შეხება იგრძნო ბეჭებზე და,მალე,ზურგზე აეკრა ათრთოლებული სხეული.
თავი ჩახარა ელვადავლილმა.
ღრმად ჩაისუნთქა და,ქალის არომატი აივსო ფილტვები.
თითქოს ძალა მიეცა,გულის ნადების ამოთქმა მოუნდა.
–მეშინია ნანო!–ღმადაბლა ამოიძახა ძალიან შორიდან..
მინდა,მაგრამ,ვერსად გავურბივარ წარსულს..
არ შემიძლია,ყველგან მეღობება,
ყველგან მახსენებს თავს ნანო და,უკვე,
აღარ შემიძლია–ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა,თავი სუსტად ჩაკიდა და,მეორე ღერს გაუკიდა,ღრმად მოქაჩა ნიკოტინი..
–მგონია,რომ ყველაფერმა ჩაიარა,მაგრამ,
ყოველდღიურად,თავიდან იწყება ერთიდაიგივე.
ბრძოლა!
ბრძოლა და,ომი,
საკუთარ თავთან..
მარწუხებივით მიჭერს ყელში და,სუნთქვის საშუალებას არ მაძლებს ეს დაწყევლილი ფიქრები.
არა!–მოულოდნელად წამოიყვირა და,ნანოს სუსტი მკლავები ფრთხილად მოიცილა.
–შენც გაგანადგურებ ნანო!–მისი გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია..–ვცდილობ დაარ გამომდის,ხო უყურებ,ვერ გამომდის ნანო ვერაფერი,ვერა და..
შენც გადაგიყოლებ ხრამში,
ეს კი,ყველაზე ნაკლებად მინდა,ნანო....–ნაზად ჩამოუსვა ხელის ზურგი სახეზე და,შიშისგან გააკანკალა,როცა,გოგოს ღაწვებზე,სისველე იგრძნო..
–ოღონდ ეგ არა,ნანო,ოღონდ ეგ არა.–ხმა საგრძნობლად აუკანკალდა ლაშას და,ფეხებში სისუსტე იგრძნო.
თვალები თავადაც აუწყლიანდა..
–ეს არ დამანახო,გევედრები ნანო,ოღონდ ეგ არა,რა.–აკანკალებული ხმის ჩაწმენდა სცადა,მაგრამ,ყელში მძიმე ბურთი გაჩხეროდა.
ფრთხილად წმენდდა ნიაღვარად წამოსულ ცრემლებს გოგოს და,
აღარ იცოდა,რაღა ექნა...
–ნანო,გავგიჟდები,გთხოვ!–ვედრებად გადაიქცა ბიჭი და,სულმთლად გამოელია ძალა,როცა,გოგოს სველი,ათრთოლებული ტუჩები იგრძნო მისაზე..
თითქოს ცეცხლის ალში გაეხვა..
წამოენთო,
ინსტიქტურადმოხვია სუსტ წელს ხელები და,ნაზად აიკრა სხეულზე.
ამბორი წამიერი იყო,მაგრამ,პირველი....
–მიყვარხარ,ნანო.–ხმაწამწყდარმა,მის ტუჩებთან ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა და,
უკვე მეორედ,ამჯერად,თვითონ ეამბორა მსუბუქად.
–უზომოდ ლაშ,ყველაზე მტკივნეულად..–წამის მერე უპასუხა და,ძლიერ მკერდს ძალაგამოცლილი მიეყრდნო.

__
23 ოქრომბერი..
მზეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სხივები ამოწვერილი,თვალები რომ გაეხილა და,ჩამობნელებულ ოთახს თვალი მოავლო.
ექვსის შესრულებას 10 წუთი აკლდა ,რომ წამოდგა და,
სააბაზანოში ფეხარეული გავიდა.
შხაპი მიიღოდა,სამზარეულოში გავიდა.
ძლიერი ყავა მოიმზადა რომ გამოფხიზლებულიყო და ,ბარის სკამზე ჩამოჯდა.
თამბაქოს გაუკიდა და,
ფანჯარაში გაიხედა.
ღია ოქროსფერი გადაჰკროდა ქალაქს.
მზეს უკვე ამოეყო თავი ..
ყავა გემრიელად ჩააცალა და,აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
ნანო ურეკავდა.
ჩაეღიმა და,უპასუხა.
–მეგონა,გეძინებოდა.–ოდნავ დაგუდული ხმა მოესმა,ახალგაღვიძებული იყო ნანო.
–როგორც ჩანს შენზე ადრეც გამიღვიძია–სიცილით უპასუხა და,მეორე ღერს მოუკიდა.–გამოფხიზლდი და,ერთ საათში გამოგივლი.მიყვარხარ.–დაუკიდა და,
მოსამზადებლად ოთახში გავიდა.
საშუალო ზომის გურგჩანთა გამოიღო და , თხელი ტანსაცმელი ჩააწყო.
20 წუთის შემდეგ,ბინა დატოვა და,
ნანოსკენ მიმართა ავტომობილი.
–ნან,ჩამო მოვედი.–კორპუსთან მივიდა თუარა,დაურეკა და,
მანქანიდან გადავიდა.
5 წუთის შემდეგ ოდნავ ფერმკრთალი ჩამოვიდა ნანო,
ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა და,
ფრთხილი ნაბიჯით მოდიოდა მისკენ.
–ჯერ კიდევ ფეხზე გძინავს,დილამშვიდობისა ნან.–ლოყაზე მსუბუქად აკოცა და,ჩანთა ჩამოართვა,საბარგულში ჩადო და,გაბრუებულ გოგოს მის გვერდით გამოუღო კარი.
–დილით,ახალგაღვიძებული ,ყოველთვის ასეთი ლამაზი ხარ??–შეფერადებულ ლოყებზე ხელის ზურგი ჩამოუსვა და,
მანქანა გზადკეცილზე გაიყვანა.
–დილიდან მანებივრებ.–მისკენ გადმობრუნდა,ფეხები სავარძელზე აკეცა და,კომფორტლად მოეწყო.–ძალიან მეძინება.–გაბუსხულმა ამოილაპრაკა და,თვალები მილულა.
–კარგი რა ნან,ჩვენი გაცნობიდან ერთი თვე გავიდა და,ეს დღე გინდა მძინარემ გაატარო??–ბედნიერმა ჩაიცინა და,გვერდულად გახედა.
–ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ,მაგრამ,ეხლა მე დავიძინებ,გუშინ ისედაც 3 საათამდე მელაპარაკებოდი.–ენა პატარა ბავშვივით გამოუყო და,ბურუსში ჩაიძირა..
ყაზბეგს უახლოვდებოდა,მანქანა სავალი გზიდან რომ გადაიყვანა და,
ტუჩებდაბრცული ნანოსკენ გადაიხარა.
გოგოს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა და,
არც კი ფიქრობდა გამოფხიზლებას.
ფრთხილად დაიხარა მისი ტუჩებისკენ,წამიერად ეამბორა და,
ღაწვებზე ხელის ზურგი დაუსვა.
–გაიღვიძე ნანო.–ჩუმად ჩაილაპარაკა და,თვალებაფახულებულ გოგოს გაუღიმა.–ძალიან ლამაზი ხარ,მძინარეც,ფხიზელიც და ,ახალგაღვიძებული ხო,საერთოდ.–მის სავარძელს დაუბრუნდა და,ავტომობილი დაძრა.–ამ ხედებს ვერ გამოგატოვებინებდი,მაგიტო გაგაღვიძე,ნუ გაქ მკვლელის სახე.–სიცილით გადახედა წარბებშეკრულ გოგოს.
–სიზმარი გამაწყვეტინე,ლაშა,ცოტა მაინც გეცლია.–გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
–რა გესიზმრებოდა ესეთი,რომ ვერ შეელიე–აშკარად გაამხიარულა გოგონას გაბრაზებამ ლაშა.–მომიყევი.
–არაფერსაც არ მოგიყვები.–ლოყებშეფაკლულმა ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და,გახსენებული სიზმრის გაფანტვა გონებიდან ამაოდ სცადა.
–ოჰოო,ეს უკვე საინტერესოა.–წარბები გაოცებისგან მაღლა აქაჩა ლაშამ და,თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.–აბა,სად გავჩერდი სიზმარში?–წარბების თამაშით გადახედა და,ჭარხალივით აწითლებულ გოგოზე ისტერიულად გაეცინა.
–და ვინ გითხრრა საერთოდ რომ შენ იყავი იქ?–მისკენ გაუხედავად მიუგო პასუხი და,ახურებული სახე გრილ ჰაერს შეუშვირა.
–ახლა დამიმტკიცე.–თვალი ჩაუკრა და,მანქანა სასტუმრო „rooms“–სთან შეაჩერა.
ნომერში ბარგები აიტანეს და,სასტმროს აივანზე გავიდნენ.
ჭილის მოწნულ სავარძლებში ჩასხდნენ და,წინ აღმართულ მთებსა და,თვალწარმტაც ხედს მონუსხულებმა გახედეს.
–ასეთი სილამაზე იშვიათია.–წუთის შემდეგ,გაოცებულმა გახედა მომღიმარ ლაშას.
–ეს იმის მეასედიაა რაც წინ გველის.
ვისადილოთ,ცოტა დავისვენოთ და,სამებისკენ დავიძრათ.სიცხე აარარის,არ გაგიჭირდება.–მზრუნველად გადახედა და,სუსტი თითები მის ხლებეში მოიქცია,მსუბუქად შეახო ტუჩები თლილ თითებს..
–ლაშა,კარგი რა!–მოჩვენებითი სიბრაზით გახედა და,დავლილი ჟრუანტელის დასაფარად წამოდგა.
მის გზას მიყვა ეშმაკურად მომღიმარი ლაშაც და,ზურგზე აეკრო გოგონას.
ხელები სუსტ წელზე მოხვია და,თავი კისერში ჩარგო.
სასიამოვნო,მათრობელა არომატი ძლიერად შეისრუტა და,
თბილი კოცნა დაუტოვა .
გოგოს ახორკლილ კანზე ჩაეღიმა და,თვალი ხედს გაუსწორა.
–რა ტკბილი ხარ,ვინ იცის.–თბილი,დაბალი ხმით მიუგო მომღიმარ გოგოს.
–წავიდეთ უკვე,ხო?–მომენტალურად მოშორდა ბიჭის სხეულსროცა ისევ იგრძნო კისერში ტუჩები.ათრთოლებული კიდურები ერთმანეთზე გადააჭდო და,ნომრისკენ დაიძრა.
–მაგიჟებ რაა!–სიცილით მიაძახა წინ წასულს და,უკან გაჰყვა.
თხელი მოსაცმელები მოიფარეს,აიბარგნენ და,ჩახერგილ გზას ფეხით აუყვნენ.
საათზე მეტი დაკიდებულ კლდეზე შეუჩერებლად იარეს.
ნანოსთვის ხელი მტკიცედ ჩაეკიდა და,
დაღლილსა და დაქანცულ გოგოს,სვლაში ეხმარებოდა.
მიუხედავად გზაში შეხვედრილი მანქანებისა,ნანოს თხოვნა იყო,რომ ფეხით აევლოთ...
ლაშაც არ გასძალიანებია,თითქოს,მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ უფლისაკენ მიმავალი გზა ფეხით გაელია...
დაღლა საგრძნობლად შეუმსუბუქდა,როცა,მწვერვალზე,სამების ეკლესია დალანდეს.
თითქოს ამჩატდაო,
სხეულში ენერგიის მოზღვავება იგრძნეს.
გამხნევებულებმაორმაგი ძალით შეუდგნენ უკანასკნელ აღმართს და,15 წუთის მერე,
აურაცხელ მომლოცველებთან ერთად ტაძარს წრეს უვლიდნენ მხურვალე ლოცვით.
მიხედავად იმისა, ლაშა ყოველთვის ფიქრობდა,რომ უფლისგან დავიწყებული იყო,
ახლა,მთელი მონდომებითა და რწმენით იმეორებდა გულში ლოცვებს.
ხოლო მაშინ,როცა,ტაძარში შევიდნენ და,ხატების წინ დადგნენ,
ლაშამ სისუსტე იგრძნო.
ფეხები მისდაუნებურად მოეკეცა და,
მაცხოვრის ხატის წინ,მუხლმოდრეკილი დაემხო.
ნანო მოულოდნელობისგან შეცბა,თუმცა,მალევე,ისიც ჩაიმუხლა და,თავჩახრილ,
ერთიანად მოდუნებულ ლაშას ხელი ჩასჭიდა.
წუთები წუთებს მისდევდა,წყვილი კი,
ხატების წინ მუხლმოდრეკილნი ლოცულობდნენ..
ლაშას სულში ქარიშხალი აბობოქრებულიყო.
მის ხელზე ჩაჭიდებული სუსტი თითები თითქოს წვავდა,შანთავდა.
მაგრამ,ვერც იშორებდა.
გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა ხორციელად..
თითქოს მთელი ორგანიზმი ლამობდა ამოგლეჯილიყო მისგან და,
გათავისუფლებულიყო,მაგრამ,არ ეთმობოდა სული..
ყბები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთზე და,სულის ფორიაქის მიუხედავად,ათასჯერ გაწყვეტილ ლოცვას ხელთავიდან,გაუთავებლად იმეორებდა.
სულთან ჭიდილი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დაძაბულობისაგან ყველა ნაკვეთი სტკიოდა.
ეწვოდა და,მოგლეჯა სურდა კანის,
ვეღარ უძლებდა ტკივილს.
მხოლოდ მაშინ,როცა,ბეჭზე შეხება იგრძნო,მოეშვა.
მასზე ჩაჭიდებული ხელიც მოდუნდა..
ძალა მაქსიმალურად მოიკრიბა და,იქით მიბრუნდა,საიდანაც,შეხება იგრძნო.
გააჟრჟოლა.
თითქოს შეეშინდაო,გააცახცახა.
წინ სრულიად შავებში მოსილი,ახალგაზრდა,წვეროსანი ედგა.
მწვანე,ჭროღა თვალები ლაშას ლურჯისთვის მიებყრო და,თვალს არ აშორებდა.
აკანკალებული კიდურები მუხლებზე დააყრდნო და,წამოდგომა სცადა,თუმცა,ვერ შეძლო.
მისკენ მომზირალი გამჭოლი თვალები ადგილზე ალურსმავდა.
მზერას კი,ვერ არიდებდა.
უნდოდა მწველ თვალებს გაქცეოდა ,მაგრამ,
გახევებულიყო და,
ვერც ხმას იღებდა.
–ლაშა.–ხავერდოვანი,მოგუდული ხმა წამოვიდა შავებშიმოსილისგან.
გააკანკალა,სხეული ვერ დაიმორჩილა,შესამჩნევი გახდა უკვე მისი ათრთოლებული მხრები.
კითხვით სავსე მზერა მიაბყრო მწვანეთვალებას,კითხვა კი,ვერც კი დაუსვა.
–განთავისუფლდი,დროა!– მიუგო წვეროსანმა და,
მშვიდი ნაბიჯით გაეცალა.
მოეშვა.
სხეულმა ცახცაში შეწყვიტა.
ვენებში გაყინული სისხლის მიმოქცევა იგრძნო..
ღრმად ამოისუნთქა.
თავი ძალამოცემულმა წამოსწია და,
მაცხოვრის ხატს მზერა გაუსწორა.
–მაპატიე,უფალო!–ტანჯვაგამოვლილი,მოღლილი ხმით ამოილაპარაკა..
ემოციებისგან დაცლილი,ფრთხილად წამოიმართა..
სულში სიმშვიდესა და,ჰარმონიას დაესადგურებინა..
ეუცხოვა ეს განცდა,მაგრამ,ესიამოვნა სიწყნარე.
ღიმილით გახედა გაქვავებულსა და,აცრემლებულ ნანოს.
მტკიცეც ჩასჭიდა ხელი და,
განთავისუფლებული გავიდა ტაძრიდან.
სიტყვები ზედმეტი იყო..
ის რაც მოხდა,ამოუხსნელი იყო..
ეძება,მაგრამ,მწვანეთვალება შავოსანი ვეღარ დაინახა..
გული ჩასწყდა,მაგრამ,ჩათვალა,რომ ეს ასე იყო საჭირო.
ტაძრის ტერიტორია რომ დატოვეს,მზეს სხივები უკვე ჰორიზონტში ჩაესვენებინა.
სასტუმროს რომ მიუახლოვდნენ,ჩამოღამებულიყო.
უხმოდ შევიდნენ ნომერში,
ნომრიდან კი,აივანზე გავიდნენ.
საკმაოდ აცივებულიყო,
ჭილის სკამზე გადადებული პლედი ბეჭებზე მოახვია აბუზულ გოგოს და,მკერდზე მიიკრა.
–ჩემი მფარველი ანგელოზიხარ ნა..–თბილი ხმით ამოილაპარაკა და,გაბუსხულ ტუჩებზე ტკბილად აკოცა.
გათენებამდე,
მიხუტებულები,
გარინდებულები აკვირდებოდნენ სიჩუმეში ჩაკარგულ ღამეს და,
მის სინაზეში,
მზის პირველ სხივამდე,
განაბულიყვნენ..
**
გამთენიისხანს შევიდნენ ნომერში,
როცა სუსხმა საკმაოდ იმატა და,
ნისლში საგრძნობლად ჩაიძირა ყაზბეგის აზვირთული მთები.
ემოციებისგან დაღლილებს,გვერდიგვერდ,მშვიდად ჩაეძინათ.
ლაშას მტკიცედ შემოეხვია გოგოს სუსტი წელისთვის მკლავი და,
ძილშიაც არ ეთმობოდა.
ზურგით აეხუტებინა და,კისერში ჩაეყო ცხვირი.
სიზმრებში მყოფიც კი გრძნობდა სასიამოვნო არომატს და,
უჩვეოლოდ მშვიდად,უშფოთველად ეძინა..
მხოლოდ შუადღის ხანს,
მზის სხივმა მოჭრა ლაშას თვალი და,
ზანტად წამოიმართა საწოლიდან.
კიდესთან ჩამოჯდა და,
გაბუსხულ ნანოს ბედნიერმა დააკვირდა.
თხელი მაიკა გადაშლოდა და,
ლაშა ნათლად ხედავდა სუნთქვის დროს როგორ აუდ–ჩაუდიოდა სავსე მკერდი.
ტემპერატურის მომატება იგრძნო,
გულმა სწრაფად იწყო ფეთქვა.
აღელვებული სწრაფად წამოდგა და,აივანზე გავიდა.
თამბაქოს გაუკიდა.
პირველი ნაპასი ღრმად მოქაჩა და,ფილტვებში წამით შეაჩერა.
ამოსუნთქვას ამოაყოლა თეთრი ღრუბლები და,
ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელის გული ჩამოისვა.
ვნებაარეული ფიქრების განსადევნად ხედს გახედა,თუმცა,
მისი მოღეღილი მკერდი თვალებიდან არ ამოსდიოდა.
მალევე შებრუნდა ნომერში,
თუმცა ,
საწოლი ცარიელი დახვდა..
ინსტიქტურად სააბაზანოსკენ წავიდა და,
სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა,
როცაწყლის ხმა აშკარად ესმოდა,
კარები კი,ჩაკეტილი არ იყო.
ჩაეღიმა.
თვალებში ბედნიერი ჭინკები აუცეკვდა.
ფრთხილად ჩამოსწია კარები,
დანახულმა კი,ვნება ორმაგად აუჩქება ძარღვებში.
ჯაკუზში თვალებდახუჭული ნანოს დანახვისას,გააჟრჟოლა.
გოგოს თეთრი,სუსტი მკლავები კიდეებზე შემოეწყო და,
უჩვეულოდ იღიმებოდა.
გააცივა.
ქათქათა სურნელოვან ქაფში თვალშისაცემად გამოკვეთილმა კერტებმა გაახელა და,
წამში განთავისუფლდა ტანსაცმლიდან.
ფრთხილად ჩავიდა თბილ წყალში და,მის მსგავსად,მკლავები კიდეებშე დააწყო..
თვალს არ აცილებდა გატრუნულ ნანოს,რომელიც,თითქოს,გამიზნულად არ ახელდა თვალს და,
გეგონებოდა,არც სუნთქავდა.
ტუჩებზე მწარედ იკბინა,როცა წუთის მერე ნანომ თვალები გაახილა და,ამღვრეული მზერა მიანათა.
ააკანკალა.
სხეულში დავლილმა ელვამ მოძრაობის უნარი დაუკარდა.
მონუსხული ჩააკვირდა მზერიდან წამოსულ დამუხტულ იმპულსებს და,
სუნთქვა აერია.
ღრმად ჩაისუნთქა და,
გოგოს გამომწვევ თვალების ნებას დაჰყვა.
ფრთხილად წამოიწია და,
ზემოდან მოექცა სუსტ სხეულს.
წუთით შეჩერდა დაბურცულ ტუჩებთან და,
ვნებამორეული დააკვდა ბაგეებს.
მომთხოვნად,
მოუთმენლად,
მოწყურებულად კოცნიდა და,
ხელებს სუსტ სხეულზე დაათამაშებდა.
ნანოს ვნებიანი კვნესა აღმოხდა,სხეულში სისუსტემ დაუაარა,როცა,ლაშას თითები ფეხებშორის იგრძნო.
მისგან წამოსულმა მუხტმა უფრო გაახელა ლაშა,
წვრილ წელზე მსუბუქად მოუჭირა ხელი და,
მის ტუჩებთან შეჩერდა.
–მინდა მთელ შენ სხეულს ვუყურო.–ამოიხრიალა შორიდან და ,მოწყვეტით აკოცა სქელ ტუჩებზე.
ფრთხილად წამოიწია ნანო ჯაკუზიდან და,ლამაზი უკანალის რხევით გავიდა საძინებლისკენ.
ფეხდაფერ მიყვა ლაშაც და,როოგორც კი გაუსწორდა,
წინ მიმავალი მკლავით დაიჭირა და,
სააბაზანოს კარებზე ზურგით ააკრა.
–ახლა კი,ნამდვილად სრულყოფილად გხედავ.–ცეცხლოვანი მზერა ააყოლა შიშველ,დაცვარულ სხეულს და,გააფრთრებით დააცხრა ვნებისგან ათრთოლებულ ტუჩებს.
**
ფრთხილად დაასრიალებდა ხავერდოვან კანზე თლილ თითებს და,
მონოტონურად უკოცნიდა ყოველ ნაკვეთს.
მრგვალი,მკვრივი მკერდის კერტებზე თითის წვერებს ატარებდა და,
ელვა დავლილ კანზე ბედნიერს ეღიმებოდა.
ნანო გატრუნული დაჰყოლოდა მის ნებას,
გაყურსული იწვა და,
ღიმილით უყურებდა მასზედ მოთამაშე თითებს.
–ამაზე ბედნიერი დღე არ მახსოვს..–თბილად მომზირალ თვალებში ჩააკვირდა ლაშა ნანოს.–ეუფლებოდე სხეულს,რომელიც გიყვარს,წარმოუდგენელი სიამოვნებაა..–აფერადებულ,დარცხვენილ გოგოზე ჩაეღიმა და,სრიალა კანზე მსუბუქად აკოცა.
–შენ არც კი იცი,ახლა რას ვგრნობ ნა..–ხმა ოდნავ დაუსევდიანდა ლააშას,ბალიშზე გადაწვა და,ხელები თავქვეშ ამოიდო.
–ლაშ–მისკენ მიიჩოჩა ნანო,მკერზე თავი ჩამოადო და,მიეხუტა.–მიყვარხარ!–ჩუმად ამოიძახა და,უფრო მაგრად მიეკრა.
–ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ!–ლაშამაც გრძნობითვე უპასუხა.
საათზე მეტ ხანს,ერთმანეთზე ახუტებულები,სიჩუმეში იყვნენ.
ეს იმდენად სასიამოვნო და,კომფორტული მდუმარება იყო,რომ ვერცერთი ბედავდა დარღვევას.
მხოლოდ მშვიდი სუნთქვის ხმას თუ გაიგონებდით..
და,ძალიან დაბალ ხმაზე მუსიკის.
ლაშას ხელებში მოექცია ნანოს წაბლისფერი ხვეული თმა და,მონოტონურად ეფერებოდა მას.
გატრუნული ნანო კი,თბილად დაასრიალებდა ლაშას სხეულზე თლილ თითებს და,მის ახორკლილ სხეულში ეღიმებოდა.
ალბათ,საუკუნეც არ მოსწყინდებოდათ ასე ყოფნა ,მაგრამ,საათმა და,მთელი დღის უჭმელობამ თავი შეახსენათ და,
დარეტიანებულები წამოდგნენ საწოლიდან.
–შემომიერთდები?–ეშმაკურად და,კვლავ მოულოდნელი სითამამით გახედა გოგომ ფეხზე წამომდდგარ ლაშას და თვალით სააბაზანოზე ანიშნა.
–შენთვის უკეთესია,ახლა აქედან გამასწრო,თორემ მანდ თუ შემოგყევი,კარგად არ დასრლდება.–თვალი ალმაცერად ჩაუკრა და,ნელა მიუახლოვდა,შიშველ წელზე ხელები შემოხვია და,ახურებულ ტანზე მიიკრა.–დღეისთვის კმარა,პირველის კვალობაზე საკმაოდ ვაჟკაცურად გაუძელი.–აფაკლულს მომნუსხველად გაუღიმა.–მაგრამ ვერ დაგპირდები,რომ მეორედ ესეთი ფრთხილი ვიქნები,ისედაც ძლივს ვიკავებ თავს,ისეთი სექსუალური ხარ,როცა ჟინით სავსე თვალებით მიყურებ.–თვალი ეშმაკურად ჩაუკრა,გაბუსხულ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და,წელიდან ხელები მოაშორა.–ამიტომ,ახლა შედი,იბანავე,და გპირდები,ხვალიდან ინტენსიურად მივხედავ შენს ჰორმონებს.–გაუცინა და,შიშველ სხეულს მოწყურებული მზერა გააყოლა.

**
სასტუმროს რესტორანში ისხდნენ და,
გემრიელ ვახშამს შეექცეოდნენ,
მოულოდნელად,
ლაშას ნაცნობი,მაგრამ,არასასიამოვნო ხმა რომ მოესმა უკნიდან.
მისი სახელი არც კი იცოდა,რასაც ვერ ვიტყოდით მისკენ მომავალ ქერაზე,რომელიც ღიმილით მიიკვლევდა გზას და,მთელი რესტორნის ყურადღებას იქცევდა.
–ლაშა,ძვირფასო.–მისკენ გამომწვევად დაიხარა და,მოწითლებული ტუჩები ლოყაზე ხმაურით მიაკრო.
ნანომ გაკვირვებული და,ბრაზშეპარული მზერა სტყორრცნა არანაკლებ დაბნეულ ლაშას,რომელმაც არც იცოდა ხელები სად წაეღო და,უხერხულობისგან სად გაპარულიყო.
–აქ საიდაან??–გამაღიზიანებლად გაწელა სიტყვები და,უკითხავად ჩამოჯდა სკამზე.–რა გჭირს,რა ენა გადაყლაპე.–თითქოს გაოცებულმა გადახედაო,მაგრამ,თვალები ავისმომასწავებლად უკვესოდა,ირონიული ღიმილით გადახედა მის წინ მჯდარ გაქვავებულ ნანოს.სალო!–მისკენ ხელი გაიწვდინა და,მალევე ჩამოუშვა,როცა ნანოსგან საპასუხო სალამი ვერ მიიღო.
–იმ დღეს როგორ გამექეცი ლაშ,მის მერე,ვერც დაგივიწყე.–მისკენ გადაიხარა და,მკლავზე ხელი მოუჭირა.
–მე კი,აქამდე,არც მახსოვდი!–ცივად მიუგდო,ნანოს ხელი ჩაავლო და,რესტორანი გაცოფებულმა დატოვა.
ნომერში ხმისამოუღებლად შევიდა და,
სავარძელში მმოწყვეტით ჩაეშვა.
ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა და,ვერ ხვდებოდა,რა უნდა ექნა.
ნანო ისევ ისე,გაშეშებული იდგა ოთახის შუაგულში და,იმედგაცრუებული მზერა მიებყრო მდუმარე მჯდომისკენ.
–იმის დედა შევე*ი.–მოულოდნელად წამოიყვირა,როცა ნანოს მზერა გაუსწორა და,იქიდან წამოსულმა სიცივემ მომენტალურად გააცოფა.–ახლა ეგრე უნდ მიყურო?ხო იცი,რო ეგეთ თემებში ახლა ვაბშე სუფთა ვარ,შენ თავს ვფიცავარ.–ტონი ოდნავ შეარბილა,ოთახში ბოლთას მოჰყვა.თავს დამნაშავებ გრძნობდა ,მაგრამ,მაინც ვერ მშვიდდებოდა,გზას ვერ პოულობდა,სწორად რომ მიდგომოდა წარბებშეკრულ ნანოს.
–რა გარანტია მაქ??–გოგოს უფრო გასცივებოდა მზერა და,სხეული კანკალს აეტანა.
–ჩემში ეჭვის შეტანის საბაბი არ გაქ ხო იცი...–გამომცდელად გახედა და,მასთან მიახლოება სცადა,თუმცა,გოგომ უკან დაიხია.
–საბაბი რად მინდა,ფაქტია წინ.–შეუვალი იყო ნანოს ხმა და მზერა.
–კაი რა ნანო,ახლა რიის თქმა გინდა,მე სანამ შენ გაგიცნობდი რამდენი ბო*ი მყავდა,იმდენჯერ ეგრე უნდა გამიჭედო?მითუმეტეს სახელი დღეს გავიგე,არც ვიცოდი ვაბშე.–ხელებს ნერვიულად იქნევდა და,რა გზას დადგომოდა აღარ იცოდა.–ჩვეულებრივი გოგოსავით რატო ჭედავ?აი ძაან მიტყდება რო ისტერიჩკა შეყვარებულივით მიტეხავ და რაღაცა სირობას მახსნევინებ.–ანერვიულებული სიტყვებს ჩქარა აყრიდა ერთმანეთს და,ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა.–ეს ქალური ეჭვიანობები იმენა არ მევასება შენ თავს ვფიცავარ!–ფრთხილად მიუახლოვდა და,შორიახლოს დადგა,ხელები მისკენ გაიწვდინა და,ნერვიულად შეხედა.–არ ჩამეხუტები?
–იმ ძუ*ნამ ჩაგეხუტოს.–წარბაწევით გახედა ნანომ,თუმცა,ღიმილი მაინც გაეპარა.
–როცა ეჭვიანობ ძალიან სექსუალურო რომ ხარ,იცი თუ გითხრა??–წარბების თამაშით წავიდა მისკენ და წვრილ წელზე ხელები მოხვია.–არ იეჭვიანო რა,გული მისკდება როცა გაბრაზებულს გხედავ.–თბილი მზერა მიანათა და,გულზე მიიკრა.–ამ გულს მარტო შენ უყვარხარ,მარტო შენ სჭირდები და,
შენთავს ვფიცავარ,მარტო შენ მიაჩნიხარ სამყაროში ყველაზე მიმზიდველ ქალად.–სახე მის ხელებში მოიქცია და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.–აი ამ ტუჩების გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა რაა!–ხმა სასაცილოდ დაიწვრილა და,აკისკისებული ნანო კიდევ ერთხელ ჩაიკრა.–მიყვარხარ ნან და ამაში ეჭვი არასდროს შეიტანო!
**
11 ნოემბერი

–რაღაც ისე აეწყო ეს ყველაფერი,არ მჯერა,რომ რეალობაა.–10 ნოემბრის ღამე იყო,ლევანი იყო ლაშასთან ასული.
–დეპრესიონერა ხარ რა,რისი არ გჯერა,ბოლობოლო არ გეკუთვნოდა ბედნიერება?–წარბშეკრულმა გახედა და,ქაფქაფა ყავა დაუდო დაბალ მაგიდაზე.
–ასე ერთიანად მოსული გაზაფხულის არ მწამს ლეო რა.–ქვემოდან ახედა თავზე წამომდგარს და,ცხელი ყავა მოსვა,თამბაქოს გაუკიდა.
–კაი რა,შეირგე თუ ძმა ხარ.–მის გვერდით ჩაენარცხა დივანზე და,ტელევიზორში კინოს არჩევა დაიწყო
–არ მომწონს მე ეს ყველაფერი,არა.–თავი ჩაფიქრებულმა ჩახარა და,ბოლო ნაპასი მოქაჩა.
–„ატ ზაკატა და რასვეტას“ ვუყუროთ?–აციმციმებული თვალებით გადახედა მის გვერდით მჯდომს ლევანმა.
–ჩართე და,დამელოდე,გავალ მე და,თუ შემაგვიანდა,არ ინერვიულო.–ჩქარ–ჩქარად მიაყარა და,მანქანის გასაღებს დაწვდა.
–სად მიდიხრ ამ შუაღამეს?–ფეხდაფეხ გაყვა წარბებშეკრული ლევანი–ხო იცი ღამე მეშინია მარტო ყოფნის.
–11 ნოემბერი შემოდის ლეო,ნანუს დაბადების დღეა,არ მინდა,მარტო იყოს..–სევდიანად გაუღიმა და,ბინა,უკანმოუხედავად დატოვა.

**
–სულ ცივი როგორ უნდა იყო,დე.–გრანიტის ქვაზე ხელის გული ჩამოუსვა და,მასთან ახლოს ჩამოჯდა.
თორმეტს ათი წუთი უკლდა.
ჯერ კიდევ 10 ნოემბერი იყო.
–ცუდი წინათგრძნობა მაქ დედა და,მეშინია.–ვარსკვლავებით მოოჭვრილ ცას ახედა.
დღეს,განსაკუთრებულად ნაზი იყო ღამე.
–ეჭვები მიჭამს გულმუცელს უკვე კვირაზე მეტია.
ეს ბუნებრივია?–სიგარეტს მოწყურებულივით გაუკიდა და,ღრმად მოქაჩა.
–თუ ბედნიერებამ ასე იცის,მაშინ ,არაუშავს,მაგრამ,მეეჭვება დედა!–ლაპარაკს განაგრძობდა და,ცას არ აშორებდა მზერას.
–ასე მგონია,უცებ გასკდება ეს ყველაფერი,
ქარის მოტანილი ბედნიერებაა დედა ,დაუმსახურებელი და,მეშინია,კატასტროფულად მეშინია ქარმა ისევ არ წაიღოს...
არადა,სისხლში გამიჯდა უკვე..
დილით ადრიანად ადგომა,
ნანოს ნახვა,
მისი გაბედნიერება,
მისი ჩახუტება
მისი მოფერება,
მისი სიტკბო და,
უზომო სითბო რომელიც,
ერთიანად მივსებს ყველა ჭრილობას.
ამას ისე დაუფიქრებლად შევეჩვიე ,რომ თავს არ ვპატიობ..
იცის მივიჯაჭვე,
ჩემზე დამოკიდებული გახდა,
თუმცა,არ მიხარია..
ეს,ცუდის საწყისია..
მე ხომ არ ვიცი,ეს ბედნიერი ვარსკვლავი როდემდე იკაშკაშებს.–თვალი აკიაფებულ ვარსკვლავს გაუსწორა და,საათს ნაღვლიანად დახედა.
თორმეტს წუთი უკლდა.
–შენ რომ ნანოს მოსწრებოდი,ბედნიერი იქნებოდი დე,
ის ისე გგავს,
შენსავით სუფთა და,
შენსავით კამკამაა.
გამჭვირვალე.
ფერმკრთალი.
ხანდახან,შენნაირი მზერა აქვს..
მგონი პარანოია მეწყება უკვე,მთელი 3 საათია არ მინახავს და,
გაუსაძლისად მენატრება.–ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა და,
მზერა სურათიდან წამოსულ თბილ თვალებს გაუსწორა.
–დაბადების დღეს გილოცავ დე,შენს ყველაზე შეუფერებელ შვილს უაზროდ ენატრები.–სევდიანად ჩაიღიმა,
წამოდგა და,
აწკრიალებულ ტელეფონს გაკვირვებულმა დახედა.
ნატა ურეკავდა,
11 ნოემბრის ღამის პირველის სამ წუთზე.
გული საგრძნობლად აუჩქარდა,
მწარედ გაჰკრა ტკივილმა,
თითქოს იგრძნო,
წინათგრძნობა რომ ხდებოდა.
სიკვდილი ერჩივნა,ოღონდ ახლა ნატას ატირებული ხმა არ გაეგონა,
მაგრამ,
აიღო თუ არა ყურმილი,
ტელეფონიდან,
გოგოს განწირული კივილი მოესმა.
ავისმომასწავლებელი.
–ლაშა მიშველე,
ლაშა ნიკა.
–გოგო ნაწყვეტნაწყვეტ ისროდა სიტყვებს,ლაშას აზრის გამოტანა გაუჭირდა,თუმცა,უბედურება რომ დატრიალდა,ეს აშკარად გაიაზრა.
–საავადმყოფოში გადაჰყავთ,მეტამფეტამინის გადაჭარბებული დოზაო ექიმებმა,არაფერი არ მესმის ლაშა,იქნებ მობრუნდეს ლაშა,ხომ კარგად იქნება??–გოგოს სასოწარკვეთილი კივილი ყურში ექოდ ჩაესმოდა ლაშას.
გაქვავებულს მზერა სიბნელისკენ შეეყინა და,
აკანკალებული კიდურების ტკივილი გულს უსერავდა.
ტელეფონი ხელებიდან ჩაუცურდა და,
ზართქით დაენარცხა ქვებს.
შეშინებულმა და,
აკანკალებულმა სიბნელეში
ძლივს გაიკვლია მანქანამდე გზა და
საჭეს გულამოვარდნით მიუჯდა.
ავტომობილი დაძრა თუ არა,
მაღალი სიჩქარით მოსწყდა ადგილს და,
საავადმყოფოში მისვლამდე,
გრძნობდა,თუ წუთში ერთხელ როგორ განიცდიდა სული სიკვდილს..
გააფთრებული უვლიდა გვერდს ავტომობილებს და,
საავარიო სიტუაციებს არ ერიდებოდა,
ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო იქ.
ოღონდ მისთვის მიესწრო..
როგორც კი საავადმყოფოს ტერიტორიას მიუახლოვდა,
სხეული საგრძნობლად მოუდუნდა.
ავტომობილი დაუდევრად დააყენა კიბეებთან და,
გაცხარებული გადმოვიდა..
გარეთ კაცის კვალიც კი არ იყო..
სიმშვიდეს და,
სიჩუმეს დაესადგურებინა..
გულმა რეჩხი უყო გაქვავებულ ლაშას..
კარებთან იდგა და,შესვლა ვერ გაებედა..
სუნთვაც შეეკავებინა..
გაყინულიყო ერთ ადგილზე და,
რაღაცას ელოდა..
საავადმყოფოს უკაცური მისაღებიდან გასასვლელისკენ ფრთხილად მომავალი ქალის სხეული დალანდა ლაშამ..
სხეული წელში მოხრილიყო,
მხრები უცახცახებდა და,
დაულაგებელი მზერით ძლივს მოიკვლევდა გზას..
სული გაეყინა ლაშას..
დაბინდული თვალებითაც კარგად არჩევდა მომავალის კონტურებს..
მისთვის საყვარელი სხეული ტკივილს აეტანა და,
ემოციებს ვერ მალავდა.
მიუსაფარივით,
მარტოდმარტო მოიკვლევდა გზას და,
ლაშამ გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო გულის არეში.
მარჯვენა ხელი მწარედ მიიჭირა გულზე და,
კიბეებთან სიმწრით ჩაიმუხლა.
რა წამს ნანოს ფერწასულმა სახემ შემინული კარები გამოხსნა ,
ლაშას იმწამსვე სიკვდილის მყრალი სუნი მოუვიდა.
გააკანკალა.
სუნთქვა ფილტვების დახეთქვამდე შეიკრა,
მაგრამ,
თითქოს ფორებში აღწევდა მომაკვდინებელი არომატი და,
მის დახეთქვას ლამობდა.
სხეული აეწვა ლაშას.
ხელებზე გამწარებულმა დაიხედა და,
გული შეეკუმშა.
კიდურებზე წვრილ–წვრილი მატლები შესეოდა და,
მის გახრწნას ლამობდნენ.
თვალები გულმკვდარმა დახუჭა და,
იმედით გაახილა,
თუმცა,
გულისამრევი მატლები არ გამქრალან.
ერთიორად გამრავლებულიყვნენ და,
მთელ სხეულს მოდებოდნენ.
–მიშველეთ!–სიმწრით ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბიჭის სხეულმა და,
შესასვლელისკენ დაიძრა,
თუმცა,კიდურები არ დაემორჩილა,
მოწყვეტით დაენარცხა პარმაღზე ..
თავი ძალდატანებით წამოსწია და,
მისკენ გამოქცეულ ხორცშესხმულ სიკვდილს შეშინებულმა გახედა.
–არ მომიახლოვდე.–ხმაწასულმა ძლივს ამოიხრიალა და ,ხელი სხეულისკენ გაიშვირა.
–ლაშა,მე ვარ,რა გჭირს ლაშა??–ქალის სხეული მისგან ნაბიჯის მოშორებით გაქვავდა.
–არ მომეკარო,გევედრები,არ მომეკარო..–ჩურჩულით ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა და,
გაუსაძლისმა ტკივილმა წელში ორმაგად მოხარა.
ნანო სწრაფად წამოვარდა და,მიმღებისაკენ ექიმების მოსაყვანად გაიქცა.
უკან დაბრუნებულს,
წინ წარმოუდგენელი სურათი დახვდა..
ლაშას სხეული თითქოს დაპატარავებულიყო,
ბიჭს სახეზე სიკვდილის ფერი ედო..
გულზე ხელი მწარედ მიებჯინა და,
არაადამიანურად ხაოდა..
–გულის შეტევააქ,საკაცე,ჩქარა!–ექიმმა ბრძანება გასცა და,
გაქვავებული სხეულის სინჯვა განაგრძო.
ნანო კარებში გახიდულიყო..
სხეული მოდუნებოდა და,
გრძნობდა,გული მისდიოდა..
–რა დაწყევლილი დღეა,ჯერ ის ბიჭი,გადაჭარბებული დოზით რომ გარდაიცვალა და,ახლა გულის შეტევა..არადა,ჯერ რა ახალგაზრდები არიან..–ექთნის სინანულით წამოსროლილი სიტყვები მოსწვდა კანასკნელად ნანოს სმენას და,გონწასული,კედელთან ჩაცურდა.
**
სიკვდილს არავინ იმსახურებს,განსაკუთრებით კი,
ასეთს..
ის,რაც 11 ნოემბერს მოხდა,
ღვთის სასჯელი იყო...
სასჯელი,რომელმაც ყველა მონაწილე უკლებლივ აცვა ჯვარს..
იმ დღეს,ცაზე,განსაკუთრებით ბევრი ვარსკვლავი კიაფობდა..
ზომაზე მეტად იყო სინაზე ჰაერში გაბნეული..
ამას,ყველა სიკვდილს მიჯაჭვული გრძნობდა და,
ელოდნენ,
როდის შემოეხვეოდათ კაეშანი დატანჯულ კისერზე.
თუმცა,
ერთს,
ყველაზე მეტად არ ეთმობოდა გატანჯული არსებობა..
იმ დღეს,ვინც ცაში დაკვირვებით იყურებოდა,
შეამჩნევდა,
ორ ყველაზე კაშკაშად მოციმციმე ვარსკვლავს.
თითქოს,ისინი,წართმეული სიცოცხლიდან გადმონაშთი სულები იყვნენ..
ალბათ,არც ის გამორჩებოდათ,ვარსკვლავთ მრიცხველებს,თუ როგორ მოსწყდა ყველაზე მკრთალი ,ყველაზე პატარა ვარსკვლავი ცის კამარას,
ის ისევე განიდევნა ცათა სამყოფელიდან,
როგორც,
ნანოს სხეულიდან იმედი,
ბედნიერება,
ისევე მწარედ ჩამოსწყდა,
როგორც ნანოს ქარიშხალ აშლილი სული..

**
იმ ჯვარცმის დღეს,
11 ნოემბერს,
ყველაზე ნაზად ჩამოღამებულიყო.
____
გელით,როგორც არასდროს.
არც კი ვიცი რა გითხრათ,
თუ იმედი გაგიცრუეთ,მაპატიეთ
მაგრამ,დასასრული თავიდანვე ცხადი იყო,
სხვანაირად არ შეიძლებოდა..
ლაშას ადრე თუ ფვიან სინდისი მაინც შეიწირავდა..
ნიკუშას ბედმა კი,ეს დააჩქაარა..
რაღაცნაირად მმიცვა ამ ისტორიამ,
11 ნოემბრის შიში ჩამინერგა და,მგონი,
პარანოია მეწყება...
მეტს ვერ ვამატებ,
თვენი:ანასტასია



№1  offline მოდერი abezara98

გეფიცები, ახლაც კი ეკალი მაყრის და თვალები მაქვს აცრემლიანებული sob sob ეჰ, ვხვდებოდი, რომ რაღაც მსგავსი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხომ გაგიგია, იმედი ბოლოს კვედებაო? cold_sweat მართლა შესანიშნავი იყო და ძალიან მომეწონა heart_eyes ერთ-ერთი იმ ისტორიათაგანია, რომელმაც მთლიანად შემძრა, მატირა და უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში heart_eyes წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიებით heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გული მეტკინა. რატოოომ გაწირე ლაშა. ის ბედნიერებას იმსახურებდა. საშინლად ემოციური დასასრული იყო

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

abezara98
გეფიცები, ახლაც კი ეკალი მაყრის და თვალები მაქვს აცრემლიანებული sob sob ეჰ, ვხვდებოდი, რომ რაღაც მსგავსი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხომ გაგიგია, იმედი ბოლოს კვედებაო? cold_sweat მართლა შესანიშნავი იყო და ძალიან მომეწონა heart_eyes ერთ-ერთი იმ ისტორიათაგანია, რომელმაც მთლიანად შემძრა, მატირა და უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში heart_eyes წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიებით heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა,მართლამთელი ისტორია რომ ერთგლად მომყვებოდი და მამხნევებდი <3 უძვირფასესები ხართ თითოეული მკიხველი ჩემთვის,
მადლობა !

Chikochiko
გული მეტკინა. რატოოომ გაწირე ლაშა. ის ბედნიერებას იმსახურებდა. საშინლად ემოციური დასასრული იყო

სინდისი მაინც ოდესღაც შეიწირავდა,რთულია,როცა იცი,რომ რაღაცა უბედურების საწყისი ხარ და,ამას ვეღარ ცვლი,ლაშას ეს სულ აწუხებდა,თავს სულ დამნაშავედ გრძნობდა..
მადლობა!

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

mirandaa31
შენ მე მომიღე ბოლო ამ ისტორიით. ასე არც ერთ ცუდ დასასრულს არ უმოქმედია ჩემზე. მეც ზუსტად იგივე განცდა მაქვს 11ნოემბრის. ვიცოდი ცუდი რამ რომ გველოდა, მაგრამ მაინც სულ პაწაწინა იმედი მქონდა, სამწუხაროდ არ გამართლდა ჩემი იმედი :( მაინც საოცარი გრძნობები დამიტოვა ამ ისტორიამ ❤️

საოცარი მადლობა შენ, რომ კითხულობდი
❤❤❤❤❤☆☆☆☆♥♥♥♥♥

 


№5  offline წევრი Kalina

იცი რა,
ამათი ცხოვრების წესის გათვალისწინებით,
ველოდი კიდეც ამ დასასრულს და ლაშაზე ვბრაზდები,
როგორ ვერ შეძლო ნანოს გაბედნიერება.
ნანო იყო გოგო, რომელიც ბედნიერებისთვის იყო დაბადებული და ბოდიში,
ლაშაზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა.
ეს ჩემი აზრია,
დიდი ბოდიში.
:)

შენ მადლობა, რომ ეს შექმენი :)
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მარიკუნაა♥️
იცი რა,
ამათი ცხოვრების წესის გათვალისწინებით,
ველოდი კიდეც ამ დასასრულს და ლაშაზე ვბრაზდები,
როგორ ვერ შეძლო ნანოს გაბედნიერება.
ნანო იყო გოგო, რომელიც ბედნიერებისთვის იყო დაბადებული და ბოდიში,
ლაშაზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა.
ეს ჩემი აზრია,
დიდი ბოდიში.
:)

შენ მადლობა, რომ ეს შექმენი :)
♥️

აფსოლუტურად გეთანხმები..
და ზუსტად მაგიტომ, ეს დასასრული ვარჩიე..
მადლობა შენ, რომ კითხულობ
❤❤❤❤♥♥♥♥

 


№7 სტუმარი ლლლლლ

აუუუ რატოოო?პროსტა რატოოოოო!ხო შეიძლებოდა სხვანაირად წაგემართა აუ გულიძაან ნეტკინაა ახა!!!აუ თავიდან ჩემს ისტორიას გავდაა მერე კიი გულის ინფაქტი მივიღე ანუ მოკვდა ლაშაც კაირაააა აუუუუუ!რატომ?მატკინე გული

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლლლლლ
აუუუ რატოოო?პროსტა რატოოოოო!ხო შეიძლებოდა სხვანაირად წაგემართა აუ გულიძაან ნეტკინაა ახა!!!აუ თავიდან ჩემს ისტორიას გავდაა მერე კიი გულის ინფაქტი მივიღე ანუ მოკვდა ლაშაც კაირაააა აუუუუუ!რატომ?მატკინე გული

სხვანაირი დასასრული უბრალოდ არ მოუხდებოდა...

 


№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

იმედის გაცრუება გამოგდის კიი??
უბრალოდ შენ ვერ/არ შეიძლენბა გაგვიცრუო გული იმდონემდე იცი როდის რა უნდა დაწერო ♥
დასასრული იყო ცრემლების მომგვრელი :(

ადრეც მაქვს ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ თითოეული შენი ისტორია არის ძალიან დამაფიქრებელი, რომელიც ასახავს რეალობას .
ყველა შენი ისტორიიდან
შემიძლია ვისწავლო თუ რა არის სიყვარული, როგორ შეუძლია ადამიანს უყვარდეს, ყავდეს მეგობრები გვერდით და რაც მთავარია არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაც რაც ბოლოს ლაშასავით დაგამთავრებინებს :(
მაგრამ მაინც ლაშა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია ^_^ ♥

მიყვარს მე შენი ისტორიები რომლებიციც ყველამ უნდა წაიკითხოს ♥
მიხარია რომ ხარ და მინდა სულ იყო და მალე დაიწყო ახალი ისტორიის დადება (მოვითხოვ იცოდე :დდ )
#მეფანატებამეშენზედაშენნიჭზე #გყვარობ

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ელპინი
ცუდი დასასრულიო,
ეგრევე მივახტი.
ხოდა,
ძაან გამისწორდა ყველაფერი.

ჯიგარი ხარ.
მადლობა. :)

ან, შენ მადლობა რომ მოგეწონა
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Tskrialashvili Mariami
იმედის გაცრუება გამოგდის კიი??
უბრალოდ შენ ვერ/არ შეიძლენბა გაგვიცრუო გული იმდონემდე იცი როდის რა უნდა დაწერო ♥
დასასრული იყო ცრემლების მომგვრელი :(

ადრეც მაქვს ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ თითოეული შენი ისტორია არის ძალიან დამაფიქრებელი, რომელიც ასახავს რეალობას .
ყველა შენი ისტორიიდან
შემიძლია ვისწავლო თუ რა არის სიყვარული, როგორ შეუძლია ადამიანს უყვარდეს, ყავდეს მეგობრები გვერდით და რაც მთავარია არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაც რაც ბოლოს ლაშასავით დაგამთავრებინებს :(
მაგრამ მაინც ლაშა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია ^_^ ♥

მიყვარს მე შენი ისტორიები რომლებიციც ყველამ უნდა წაიკითხოს ♥
მიხარია რომ ხარ და მინდა სულ იყო და მალე დაიწყო ახალი ისტორიის დადება (მოვითხოვ იცოდე :დდ )
#მეფანატებამეშენზედაშენნიჭზე #გყვარობ

მააარიაააამმმ, მეეე მეფანატეებიიი მეეეეე შეეეეენნნნ.
რა სასწაული ხარ ასეთი,
ჩემთვის ხარ მგონი გაჩენილი,
მე რო გამახარო და გამაბედნიეროოო,
მაგიჟებ რააა, მართლაა
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№11  offline წევრი სიბილა

რატომ...რატომ...რატომ...

 


№12  offline წევრი ნეფერტარი

ცეფი >> ძეწკვი.

ცეპი - цеп - რუსული სიტყვაა.

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნეფერტარი
ცეფი >> ძეწკვი.

ცეპი - цеп - რუსული სიტყვაა.

კარგი შენიშვნაა ❤️
მადლობა!

 


№14  offline წევრი niksona2001

აუ ძაან მაგარი ისტორია წავიკითხე ,სიტყვა ბულბულატორიდან აქ მოვედი საღოლ მაგრად გამისწორდა მადლობა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent