მწვანეთვალება გმირი (საცდელი)
მანქანიდან ვიყურები და ჰორიზონტს ვათვალიერებ, თან ფიქრებში სხვაგან ვარ, სხვა სამყაროში -ჰეი ევა-მაფხიზლებს ჩემი დაქალი-კარგად ხარ? დაბნეული ვიხედები აქეთ-იქით და შეუმჩნევლად წამოსულ ცრემლს ვიწმენდ -კარგად ვარ ელენე ნუ ღელავ -კარგი რა გამხიარულდი გთხოვ -მხიარულად ვარ ელე ვამბობ და ვიღიმი. თავს უკმაყოფილოდ აბრუნებს ფანჯრისკენ და გზას შეჰყურებს -მალე ჩავალთ-ამბობს ეხლა ბარბარე -კარგია, გავერთობოთ ცოტას -ყურსასმენები რომ შევიერთო და მუსიკას მოვუსმინო ხომ არ გეწყინებათ?-ვამბობ და გოგონებს შევცქერი -სულაც არა, თუ გინდა დაიძინე კიდევაც-მეუბნება ღიმილით ბარბარე და კეთილად შემომცქერის. თავს მინაზე ვადებ და მუსიკის ჰანგებს გონებას ვაყოლებ, აჰ როგორ მიყვარს მუსიკა. ხო მართლა მე ევა დონღუანი ვარ, წითური თმა მაქვს და როგორც ამბობენ ხოლმე კარგი ტანი. ეხლა კი ჩემ ორ დაქალთან ერთად მივდივარ მთაში კერძოდ კი ყაზბეგში დასასვენებლად. ბარბარეს დედინაცვალი ყავს, რომელიც ზედმეტად მდიდარია. მის უზარმაზარ სახლში უნდა წავიდეთ და დავისვენოთ. მე საერთოდ არ მინდოდა ქუთაისის დატოვება. სულ ახლახანს დავკარგე ძმა ამიტომ არ მქონდა სურვილი სადმე წამოსვლის. 5 თვე დეპრესიაში ვიყავი, შემდეგ ორი თვე არავის ვეკონტაქტებოდი. ბოლოს კი დაქალებმა წამომაგდეს ფეხზე და რასაც ქვია მანქანში ჩამკეტეს. ხალხთან არაფერს ვიმჩნევ, ვდილობ რომ ისევ ის "სისინა" ევა ვიყო როგორც ამას ელენე იტყოდა. ორ სართულიან სახლთან გააჩერეს მანქანა და ჩვენი ჩემოდნები შიგნით შეიტანეს. ამ სახლის ქალბატონი ქეთა გამოგვეგება, ანუ ბარბარეს დედინაცვალი. ყოველთვის გვიყვარდა ქეთუშა, იმის და მიუხედავად რომ ბარბარე მისი ნამდვილი ქალიშვილი არ არის ყოველთვის ისე მიიჩნევდა, როგორც საკუთარ ქალიშვილს. კარგად ჩაგვკოცნა სამთავე და სახლში შეგვიყვანა. ყველამ მაგიდასთან მოვიყარეთ თავი -ევა მაპატიე რომ ვერ ჩამოვედი, ვიზიარებ შენს მწუხარებას-მეუბნება ქეთა და ხელზე ხელს მკიდებს -მადლობა ქეთუშ-ვამბობ და მომდგარი ცრემლების შესაკავებლად წყალს ვსვამ -აუუ ქეთუშ ჩვენ წავალთ რა-ყვირის უცბად ბარბარე -სად წახვალთ გოგო ეხლა არ ჩამოხვედით?-ამბობს სიცილით ქეთუშა -აუ აქვე ახლოს მდინარეა,თანაც ცხელა ძალიან -კარგი ხო წადით-ამბობს ქეთუშა. ყვირილით დგებიან ბარბარე და ელენე და მეც მაგდებენ სუფრიდან -ქაჯები-ამბობს სიცილით ქეთუშა და წიგნის კითხავს აგრძელებს. დაქალები ოთახში მიმათრევენ და ჩემს ჩემოდანს ანგრევენ -რას ეძებთ მანდ?-ვკითხე სიცილით -შენს საცურაო კოსტუმს -ხომ იცი რო წყალში ისედაც ვერ ჩავდივარ, სიკვდილივით მეშინია -აუ კაი რა გთხოვ -არა ელენე -მომისმინე გოგონი უარს არ მივიღებ-მეუბნება ბარბარე და სააბაზანოში მაგდებს თან ჩემ შავ საცურაო კოსტუმს მაწვდის. სხვა რა გზა მაქვს, ვიცვლი და გარეთ გავდივარ -ოჰაა რა სექსუალური დაქალი მყავს-ამბობს ელენე და საჩუქრად ბალიშიც ხვდება თავში. მართლა კარგად გამოვიყურები ამ საცურაო კოსტუმში, აი როგორ გამოიყურება ის:შავი მთლიანი, ტანზე კარგად მომჯდარი რომელიც ჩემ ფორმებს ზედმეტად კარგად კვეთს. ზემოდან თხელ სარაფანს ვიცმევ და ხმაურით გავდივართ გარეთ. იქვე ულამაზეს მდინარესთან მივდივართ და ჩვენს ნივთებს ვაწყობთ. გოგონები მაშინვე იხდიან და მდინარეში ხტებიან მე კი ვიხდი და იქვე ვჯდები. ცოტა მოვიწყინე მარტო ყოფნით ამიტომ ნაპირზე გასეირნება დავიწყე. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც დავინახე ჩემსკენ მომავალი ფეხბურთის ბურთი, რომელიც პირდაპირ მუცელში მხვდება და წყალში მისვრის. ჯერ მხოლოდ მუცლის ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ კი მივხვდი რომ ზედმეტად ღრმა წყალში ვიყავი და პანიკა დამეწყო. ხელებს ვაფართხალებდი და ვგრძნობდი როგორ ვიძირებოდი წყალში. მხოლოდ ერთი ორი სიტყვა მახსოვს "ცურვა არ იცის დაგვეხმარეთ" შემდეგ ვიგრძენი როგორ ჩავიძირე ნელ-ნელა. როგორ მშთანთქა წყალმა. უკვე ხელების ქნევაც შევწყვიტე და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი როგორ ივსებოდა ჩემი ფილტვები წყალით, ეს უჯვე დასასრული მეგონა როდესაც ვიღაცამ ხელში ამიტაცა და გულზე მიმიხუტა. ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი როგორ დამეცალა ფილტვები წყლისგან. უკვე როდესაც ნაპირზე გამოვედი უცნობისგან თავი უცბად დავაღწიე, მართალია ბორძიკით მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე. კერ კიდევ მქონდა შერჩენილი წყლის შიში და ხელები სულ მიკანკალებდა. სახე გაფითრებული მქონდა, ტუჩები გალურჯებილი. ფეხი კი როგორ ჩანს ფართხალის დროს ქვაზე მიმერტყა და სულ დასისხლიანებული მქონდა. ბარბარე და ელენე მომვარდნენ დაა პირსახოცი შემომახვიეს -კარგად ხარ საყვარელო, ღმერთო ფეხი სულ დასისხლიანებული გაქ -კარგად ვარ ბარბი კარგად ვარ-ვამბობ და პირსახოცს უფრო კარგად ვიხვევ. ჩემ გმირს ვუბრუნდები. ეხა დავეცემი ეს რა სიმპატიურობის განსახიერებაა. შავთმიანი, მაღალი, დაკუნთული, პრესიანი კოპწია ცხვირით და კარგი ტუჩებით წარმისდგა ბიჭი რომელსაც ულამაზესი მწვანეთვალები ქონდა. ესეც ჩემი მწვანეთვალება გმირი. პირი გავაღე იმისთვის რომ მადლობა მეთქვა როდესაც გაბარზებული ელენე მწვანეთვალებას მივარდა -შე დეგენერატო ყველაფერი შენი ბრალია როგორ მოარტყი ბურთი -უკაცრავად გოგონა მაგრამ სულაც არ მინდოდა მისთვის ბურთის მორტყმა, უბრალოდ ცუდ ადგილას იდგა. -ბოდიში?-ვამბობ გაბრაზებული და ელენეს გვერძე ვწევ-მე ვიდექი ცუდ ადგილას? იმაზე არ გიფიქრია რომ ბურთი არ უნდა ითამაშო? ან თუ სროლა არ იცი რას სროულობ ვაფშე. თავი ვინ გგონია როცა აქეთ მაკრიტიკებ. შენნაირ იდიოტებს მიჩვეული ვარ "მწვანეთვალება გმირო"-ბოლო სიტყვებს ბრჭყალებში ვსვამ და აჩქარებული ნაბიჯით ვტოვებ მდინარეს. გოგონებიც უკან მომყვებიან და სახლში გაბრაზებულები ვბრუნდებით. პს. აბა როგორ მოგწონთ ახალი ისტორია? ძლივს მოვუყარე თავი აზრებს იმისთვის რომ დამეწყო. საცდელი თავი პატარაა, თუმცა თუ მოგეწონებათ მომავალში უფრო დიდებს დავდებ. გამიზიარეთ თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.