შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული თავი 2


11-07-2018, 16:06
ავტორი elle finn
ნანახია 1 700

*სანდრო დადიანი *

კომპანიიდან ახალი გამოსული ვიყავი, რომ გეგასგან შეტყობინება მივიღე , რაღაც საქმე მაქვს და მოდი ჩემთანო. ჩემს შავ მანქანაში ჩავჯექი და გეზი გეგას სახლისკენ ავიღე. თხუტმეტ წუთში უკვე საბურთალოზე, მისი სახლის წინ ვიდექი და კარებზე ვაკაკუნებდი.
კარები ნიკამ გამიღო და სახლში შემიძღვა.
მისაღებ ოთახში გიორგი, ნიკა, გეგა და დაჩი ისხდნენ და რაღაცაზე თათბირობნენ.
-სანდრუშ, როგორც იქნა მოხვედი, მოდი, მოდი დაჯექი, რაღაც საქმე გვაქვს- გიორგიმ ხელი მისალმების ნიშნად ამიწია და ტახტზე ოდნავ მიიჩოჩა
-მშვიდობაა ბიჭებო?- ცოტა ანერვიულება დამეტყო სახეზე და ნერვიულად ნიკას გადავხედე, მანაც თავი მკრთალად გააქნია და ლუდი მოსვა.
-მოკლედ ეხლა რა ხდება - დაიწყო გეგამ - ჩვენს ლუკას ერთი გოგო მოსწონს- ელენე არაბული. მოსწონს კი-არა უყვარს. ისე სერიოზულადაა საქმე, იმდღეს ლუკას წამოსცდა ცოლად უნდა მოვიყვანოო, მაგრამ უჩხუბიათ, ბიჭებო და ლუკა კაცს აღარ გავს ისე ნერვიულობს. რამით უნდა ვუშველოთ თორე არ გამოვა ესე- გეგამ ამოიხვნეშა და ლუდი მოსვა დიდი ბოკლიდან.
-მართლა ტო? ჩვენ რატომ არ ვიცოდით ამ ამბების შესახებ ეე- გაიჯგიმა დაჩი
-დამაფიცა არავის უთხრაო, მეც შემთხვევით გავიგე გეფიცებით- გეგამ ხელები გაასავსავა და ისევ მოსვა ლუდი
-მართალია გეგა, მართლა რამე უნდა ვქნათ, რომ შევარიგოთ.. იდეები ვინმეს გაქვთ?- ბიჭებს გადავხედე და მაცივრიდან ცივი სამელი გამოვიღე
-მოკლედ ვიფიქრე უკვე ამაზე მე და ერთი იდეა მაქვს- ფეხზე წამოდგა გეგა
-უნდა მოვიტაცოთ!-
სახლში წამიერი სიჩუმე ჩამოწვა, არავინ ხმას არ იღებდა. ყველა გაოცებული ვუყურებდით გეგას
-შენ შ*გ ხომ არ გაქვს? რა მოტაცება, რომელი საუკუნეა. რომ გაიგოს ლუკამ დაგვბრიდავს ყველას- აიჭრა გიორგი და გეგას გაბრაზებულმა შეხედა
-მოიცა რა, აქეთ მადლობას გვეტყვის , დამიჯერეთ. მართლა. ლუკას შევეკითხები ელენეს მისამართს და მოვიტაცოთ რა. ოღონდ ისე რომ ლუკამ არ გაიგოს და მერე სიურპრიზად მივუყვანოთ, აბა ეგ გოგო აღარ გამოდის კონტაქტში ლუკასთან და.. - თავი იმართლა გეგამ.
-რა სიუპრიზად მივუყვანოთ ბიჭო, თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყია?- ლაპარაკში ისევ ჩავერთე მე - არა ძმაო, არ გამოვა ეგ საქმე. რამე რომ მოუვიდეს მაგ ელენეს, მართლა მოგვკლავს ლუკა , თუ ასე სერიოზულადაა საქმე
-გეუბნებით , ყველაფერი ათიანზე იქნება, უბრალოდ გეგმაა საჭირო. რამე თუ მოხდება ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.- გეგა იმდენად დამაჯერებლად ლაპარაკობდა რომ მიცვალებულსაც დაარწმუნებდა თავის სისწორეში
-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა, ჩვენ საქმეში ვართ, არა ბიჭებო?- ნიკას, დაჩის და გიორგის გადავხედე და ლუდი ხელში ავწიე
-კი აბა რა. ლუკას გამო- ყველამ ერთდროულად თქვა და ბოთლები დამიჭახუნეს
-ეგრე რა- გეგას ავისმომასწავებელი ღიმილი მოედო სახეზე და მთელი საღამო გეგმის შედგენას მოუნდა.
როგორც ლუკასგან გავიგეთ ელენე არაბული გორგასალზე დადიოდა უნარების მასწავლებელთან, ზუსტი მისამართიც მოგვწერა იმ მასწავლებლის და ელენეს განრიგიც გავიგეთ. ხვალ ექვსი საათისკენ გორგასალზე , შუქნიშანტან , სადაც ასევე ავტობუსის გაცერებაცაა ელენეს მოვიტაცებდით. რათქმაუნდა ეს გეგმა სახელდახელოდ დასახა გეგამ და დგვარწმუნა რომ აუცილებლად გამოვიდოდა.
ღამის ორი იყო დაწყებული სახლში რო დავბრუნდი. ხვალ დიდი დღე იყო და გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდა

*ელენე მაღლაკელიძე *

ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა დილას ოთახი. ნომერს დავხედე და ჩემი ძველი მეგობარი ვიცანი
-ხო გვანცი- დილის დამახასიეთებელი ბოხი ხმით ვუპასუხე და აზრზე მოსვლას შევეცადე

-ასე უნდა მეგობრების დავიწყება ქალბატონო ელენე? შენი დაქართველოში ჩამოსვლა შენი დისგან უნდა გამეგო?- ბალიშიდან ძლივს წამოვწიე თავი და თვალები მოვიფშვნიტე
-გვანცი, გუშინ ჩამოვედი, ჯერ წესიერად აზრზე ვერ მოვსულვარ რა ხდება ან სად ვარ, თორე ხომ იცი პირველი შენ გირეკავ ხოლმე, თან საჩუქრები ჩამოგიტანეთ - უცბათ მოვქრთამე გვანცა ფერაძე და ისიც წამში მოლბა
-გოგო, ეხლა რისთვის დაგირეკე, დღეს გოგოები ვიკრიბებით ჩემთან. ბევრი არ ვიქნებით , ძველი სასტავი რა. მე, შენ, ქეთო, თეონა და ხათუნა. შეიძლება ჩემი ბიძაშვილიც მოვიდეს - თამთა. დავჯდეთ ვიჭორაოთ, გავისხენოთ ძველი დრო, მომიყევი შენი ამბები. იცი როგორ მაინტერესებს? ვსკდები ინტერესით, თან ახალი, ცხელ- ცხელ ჭორებს დაგახვედრებ. გააფრენ რომ მოგიყვე- გვანცა ისეთი ემოციებით და ინტრიგით მიყვებოდა ყველაფერს , დავინტრიგდი კიდეც.
-კარგი გვანც, როდის მოვიდე, თან რაღაც სასუსნავებს ამოვიტან- საწოლიდან წამოვდექი და ლაპარაკ -ლაპარაკში სამზარეულოში ჩავედი სადაც დედა ბლითებს აცხობდა. ისეთი სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, რამის თავბრუ დამეხვა. დედას- სოფოს , ცალი ხელი წელზე მოვხვიე და ხმაურიანად ვაკოცე ორივე ლოყაზე
-ელ, სადღაც ორზე შევიკრიბებით ბავშვები და შენც ამ დროისთვის მოდი-
-კარგი გვანცი, წავალ მაშინ მე და ორისკენ მანდ ვარ-ფერაძეს ტელეფონი გავუთიშე და მობილური მაგიდაზე დავდე
-დედი არ გშია?- დედამ ბოლო ბლითები ღუმლიდნ გამოიღო და ლამაზ თეფშზე დაალაგა. თავი ოდნავ დავუქნიე პასუხის ნიშნად და ერთი თეფში ჩემთვის ავიღე.
სამზარეულოში ხმაურიანად შემოვიდა ჩემი უფროსი და - თათია. დამამთავრებელ კურსზეა უნივერსიტეტში და ჭკუაზე არაა ისე უხარია.
-აბა, ჩამოვიდა ელენე და ჩავკეტოთ მაცივარი , თორემ არაფერს დატოვებს- ვითომ იხუმრა თათიამ, ჩემგან კი პასუხად მხოლოდ თვალების ატრიალება და პატარა მუჯლუგუნი მიიღო


***
-დედა , გვანცასთან მივდივარ მე. ხომ გახსოვს, გვანცა ფერაძე? ჩემი ძველი კლასელი. იქ ვიკრიბებით გოგოები და მალე დავბრუნდები- საჩუქრებით სავსე პარკები შემოსასვლელში დავდე და იარაღი წელზე გავიკეთე
-დედი, თოფის ტარება აუცილებელია? სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან იარაღს ატარებ. დატოვე სახლში , რათ გინდა იქ- დედამ ჟაკეტი მომაწოდა და გვერდსი ამომიდგა
-დედა , უნდ ავატარო, აუცილებელია, სადაც არ უნდა წავიდე. ასეთია წესი. ასე წერია ჩემი სამსახურის შინაგანაწესში, თან ათასი გადარეული დადის, რას გაიგებ რა უტრიალებთ თავში- თავი ვიმართლე და პარკებს დავავლე ხელი
-კარგი დედი როგორც გინდა , შენი საქმისა შენ იცი. ხომ მალე დაბრუნდები სახლში?
-კი დედა, მალე მოვალ- კარები სწრაფად გამოვაღე და ეზოში გავედი. სოფიოს ბოლოჯერ შევავლე თვალი და ძლივს დავუქნიე ხელი გამომშვიდობების ნიშნად
++

-ხო-და ეხლა, მოგიყვეთ- დაიწყო გვანცამ. ცხელი ყავა დიდ ფინჯანში დამისხა და გვერდით მომიჯდა - გოგოებო , მოკლედ, ხომ გახსოვთ ეკა და თემო? ჩვენი ძველი კლასელები? იმდღეს მივდივარ რუსთაველზე, ტანსაცმლის მაღაზიაში რაღაც ფასდაკლება იყო, ხოდა ერთ კაფეში ეკა დავინახე, გვერდით თემო უზის, რამის ინფაქტმა დამარტყა, უცბად შევედი იმ კაფეში, ვითომ რაღაც საქმე მქონდა, ხოდა მივედი ეკა გადავკოცნე, მოვიკითხე თემოც და მახარეს ახალი ამბავი. თურმე დანიშნულად გოგო, და-ნი-შნუ-ლან. არადა სკოლაში ერთმანეთს დასანახადვერ იტანდნენ- გვანცამ კიდევ ახალი ამბავი გვახარა და უკვე მეათეჯერ დალია ყავა. საათი ექვსს უჩვენებდა. მგონი წასვლის დრო იყო უკვე. გოგოები იმდენად გართულები იყვენ თემოს და ეკას გაჭორვაში რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდნენ.
-გოგოებო, წავალ მე რა- ფეხზე წამოვდექი და პატარა ზურგჩანთა რომელიც ყოველთვის ყველგან დამქონდა მხარზე მოვიკიდე
-რას ამბობ ელენე, მოდი დაჯექი, იყავი ცოტახანი კიდევ რა, ძალიან მოგვენატრე- ხელზე დამქაჩა ხათუნამ და ყავა მოწრუპა
-არა გოგოებო, უნდა წავიდე. თან დედაჩემს დავპირდი რომ ადრე მივიდოდი სახლში. თუ რამეა ხვალაც ხომ იკრიბებით და ხვალ აუცილებლად დავრჩები დიდხანს- გვანცა ფეხზე წამოდგა და ცალი ხელი კისერზე გადამხვია
-ვაიმე, როგორ მომენატრე, შენ ხომ არ იცი.- ფერაძე ისე ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა
-კაი გვანცი , გავიჭყლიტე- თავი ძლივს დავაღწიე მის მარწუხებს. - წავედი მე და ხვალ უეჭველი თქვენი ვარ რა- დანარჩენ გოგოებს გადავხედე და ხელი დავუქნიე
-კარგი ელ, სოფო დეიდას მოკითხვა გადაეცი ჩვენგან- თამთამ ხელი დამიქნია უკვე სადარბაზოში გასულს
-კარგი აბა, ჭკუით იცოდე- გვანცამ ბოლოჯერ ჩამიხუტა გულში და ლოყაზე მაკოცა
-გვანცი- ვითომ გაბრაზებით ვუთხარი და სადარბაზოდან გამოვედი.
გვანცას რჩევით , ავტობუსის გაჩერებასთან უნდა დავდგე რომ ტრანსპორტი ადვილად დავიჭირო. გორგასლის ბოლოშია გვანცას სახლი,იმდენად ბოლოში რომ ტრასა გადის რომელიც ავტობანს უერთდება და ამ გზიდან ქალაქიდან გადიხარ. გაჩერებასთან ახლოს ვიდექი და ტაქსს დავუწყე ლოდინი რომ ჩემს წინ დიდი, შავი მანქანა გაჩერდა. ფანჯარა ჩაწიეს და იქიდან ჩემმა ტოლმა , მწვანეთვალება ბიჭმა გამოყო თავი
-ჯავახეთში ხომ არ მიდიხარ?- თავხედურათ მკითხა და ყურებამდე გამიღიმა
-არა , არ მივდივარ- ხელები ერთმანეთში გადავაჯვარედინე და ცოტა უკან წავიწიე
- შენ ხომ ელენე გქვია?- ისევ დამისვა კითხვა ბიჭმა. პირი ოდნავ გავაღე გაოცებისგან, ცალი ხელი იარაღს მოვკიდე ყოველი შემთვევისთვის. რა ჯანდაბის გამო იციან ჩემი სახელი?
-კი, მერე თქვენ რა?
-არაფერი , მაშინ ჩვენთან ერთად მოდიხარ ჯავახეთში.
გააზრება ვერ მოვასწარი ვერაფრის რომ მანქანიდან 3 ბიჭი სწრაფად გადმოვიდა . ერთმა მკლავები მაგრად შემიკრა ისე რომ იარაღის ამოღება ან თავის დაცვა ვერ მოვახერხე. მეორემ, უფრო მაღალმა , ვისაც განიერი მხარ ბეჭი ჰქონდა პირზე პატარა ნაჭერი ამაფარა, დაყვირებაც ვერ მოვახერხე. წამებში გონება დამებინდა და მგრძნობელობა დავკარგე.

***
გამარჯობათ მინდა პატარა დრო წაგართვათ და აგიხსნათ ის პატარა ნიუანსები რომელიც წინა თავში წესიერად და დალაგებულად ვერ ავხსენი.
პირველ რიგში გრამატიკული შეცდმომებისთვის ბოდიში. ქართული არაა ჩემი პირველი ენა და ბევრ შეცდომას ვუშვებ
რაც შეეხება ელენეს და მის ბიოგრაფიას.
ბევრ ქვეყანში და ასევე საქართველოში არსებობს კადეტთა სასწავლებელი,სადაც მსახურობენ 14 წლიდან მოზარდები.არაა ეს ახალი რამე ბევრი ქვეყნისთვის რომ ახალგაზრდამ იმსახუროს ჯარში ან სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებში.
სულ შემთხვევით გადავაწყდი ამერიკულ პროგრამას უცხოურ საიტზე , სადაც ირიცხებოდნენ არასრულწლოვნები და სწავლობდენ სამხედრო სასწავლებელში. გადიოდნენ ყველა ფიზიკურ დავალებას რთულს თუ ადვილს.

პირველ თავში მიწერია რომ ელენე თოთხმეტის იყო რომ რთულ დავალებებზე წავიდა. ბევრს გაუკვირდა მაგრამ ესეთი რაღაცეები რეალობაშიც ხდება, თუ სამხედრო სასწავლებლებში სწავლობ. ერთი სიტყვით არაფერი არარეალური არ მეწერა. ავიღე ნამდვილი ფაქტები და ამის მიხედვით წამოვიდა მოთხრობის დაწერის იდეაც.
მადლობა ყველას ვინც აკომენტარებს, უდიდეს სტუმულს მაძლევთ რომ დავწერო
p. s ჩვეულებრივი სთორი ლაინით იწყება მოთხრობა, მაგრამ შიგადაშიგ იწყება მოვლენების განვითარება და არაფრით არ გავს სხვა მოთხრობებს.



№1  offline წევრი skida

ბოდიში ძვირფასო მაგრამ 14 წლიდან რომ ისეთ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელი და ისეთ ადგილას გამწვრთნა სადაც ელენე გაიწვრთნა მგონი სამ ადამიანს თავისუფლად უნდა მოვერიო არა

 


№2 სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა.სხვამოთხრობებივით არ მიატოვო დაამთავრე.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Moulodnelobis efeqti yvelaze magar mebrOlsac daabnebmvssss, tan es istoriaaa, argirs aset elwmntarul rameze gamokidebaaaa, mtavaria visiamovnott, imedia male dadeb momdwvnosss, tan debiutiaaaa, acadet jer

 


№4 სტუმარი tata

აუ ძან ძან ძან ძააან მაგარია და გთხოვ მალე დადე რა????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

აუ აღარ აგრძელებ? არ მიატოვო რა გააგრძელე. კარგი ისტორიაა

 


№6 სტუმარი (((((

აუ მალე დადე რა შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent