გიჟური სიყვარული (3 თავი)
დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. უცებ მოვემზადე და სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით გავედი. მალევე მივედი სამსახურში, ანუ "ზებრა სახლში". სახლში მხოლოდ ნინო იყო. -გამარჯობა, რაშვები?. -საჭმელს ვამზადებ.-მეუბნება ნინო და საყვარლად მიღიმის. -ლუკა სახლშია? -არა, გუშინ ღამით გავიდა და არ გამოჩენილა. იცის ასე დაკარგვა ერთი დღით. -კარგი, თუ რაიმეზე დაგჭირდეთ დახმარება მითხარით.-ვეუბნები ღიმილით. კარგია ამ დილით ლუკას სახე რომ, არ დავინახე. ჩემი დღეც გადატვირთული არ იყო, რადგან ძირითადად ლუკას პრიკაზები უნდა შემესრულებინა. -პრივეტ ნენე.-მეუბნება ოთახში შემომვალი მათე. -პრივეტ მათე. -რაშვები ისვენებ? -ხო, ჯერ ლუკა არ არის სახლში და. -დამიჯერე ძალიან ცუდი ხასიათით დაბრუნდება უკან. -ეგ კარგ ხასიათზე არის როდესმე?. -ზოგჯერ.-მიღიმის და ოთახიდან გადის. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. ჩქარი ნაბიჯებით წავედი კარისაკენ. კარები გავაღე და წინ ლუკა ამესვეტა. თმები სულ აბურძგვნოდა, ზედა კი მოქცეული, ერთი სიტყვით ტყიდან გამოქცეულს ჰგავდა. -ბატონო ლუკა მობრძანდით, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდით მკვდარი მეგონეთ.-ვეუბნები სარკაზმით. -ნენე გამატარე! -მკვდრის პირობაზე კარგად ხართ.- ვეუვნები და ჩემთვის ჩუმად მეცინება. ლუკა კი შეჩერდა და ჩემსკენ წამოვიდა. -რა არ გასვენებ ნენე ლომიავ?-მეუბნება და ხელებ შუა მიქცევს. მთლიანად კარებზე ვიყავი აკრული. ჩვენს სახეებს შორის მილიმეტრები იყო დაშორება. "ესაძევ რანაირი სიმპატიუტი ხარ", ვფიქრობ ჩემთვის და ვცდილობ საუბარში არ ჩამოუვარდე. -თქვენ რომ გიყურებთ სული მიფორიაქდება. -ანუ ძალიან მოგწონვარ. -საიდან მოიტანე, ეგ არც კი გაიფიქრო ესაძევ. შენ ნაირ ხეპრეს და იდიოტს არც კი შევხედავ. -შენი ადგილი არ დაგავიწყდეს ამ სახლში "მოსამსახურევ".-ბოლო სიტყვები კი გამოკვეთილად თქვა ლუკამ. რის გაგონებამაც გულში ერთიანად ჩამწვა და რეალურ სამყაროში დამაბრუნა. ყელში დიდი ბურთი მომაწვა. არ მინდოდა მის წინ ტირილის დაწყება ამიტომ ხელი ვკარი, უკან დავხიე და გარეთ გავედი. მინდოდა ბოლოხმაზე მეტირა. "ჩემი ბრალიცაა, ასე ძალიან არ უნდა შემეტოპა, ზედმეტი მომივიდა. მაგრამ არც თვითონ დამაკლო. ძალიან მოსწონს ჩემი დამცირება არაა? ხო და მე ვუჩვენებ ვინ არის ნენე ლომია." ვფიქრობ და ცრემლებს ვიწმენდ. სახლში შევდივარ და ნინოსთან ერთად საჭმელის გაკეთებას ვუდგები. -ნენე შვილო რა გჭირს?-მეუბნება ნინო გაკვირვებული. -არაფერი. -თვალები გაქ გაწითლებული, იტირე არა? -იცით მე არ..-სიტყვის თქმა არ დამისრულები როდესაც, ნინო ჩამეხუტა. -ლუკამ გაწყენინა? -ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო.-ვეუბნები და ვცდილობ გავიღიმო. -იცი ლუკა ძალიან რთული ხასიათისაა. მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა. -კი, კი, ეტყობა.-ვეუბნები ნინოს. უცრად კი სამზარეულოში ლუკა შემოდის. -ნინო ძალიან მშია.-ამბობს და საჭმლებს ათვარიელებს. -ლუკა მე გარეთ მაქვს საქმეები, ნენეს უთხარი რაც გინდა.-ამთავრებს ნინო და სამზარეულოდან გადის. ლუკა კი გაშეშებული დგას და მიყურებს წარბ შეუხრელად. -შენი სახელი?-მეკითხება ლუკა. მე კი გაკვირვებული ვაკვირდები და ვაანალიზებ რას მეკითხება. -ნენე. -ხო ახლა გამახსენდი ვინც ხარ. -შენ საჭმელი გინდოდა თუ ჩემი გაჭორვა?.-ვეკითხები ცინიკურად. ის კი ჩემთან ახლოს დგება. მის გრძელ თლილ თითებს თმაში იცურებს და უკან იყრის. ცისფერი თვალებით კი მე მაკვირდება. -ეს საჭმელი არმინდა. რაღაც განსხვავებულის დაგემოვნება მინდა. -მაინც? -პიცა მინდა. -კარგი, შევუკვეთავ.-ვეუბნები და ტელეფონს ვიმარჯვებ ხელში. -არა არა! პირადად შენი გაკეთებული მსურს.-მეუბნება და თითებით მუჭს ვკრავ. ის კი სიცილით აკვირდება ჩემს ემოციებს. უეცრად მომინდა მისთვის თავში რაღაც მესროლა, მაგრამ ჩემი უფროსია და სურვილები უნდა შევუსრულო. პიცისათვის საჭირო ინგრედიენტები გავამზადე. მხოლოდ ცომის გაბრტყელებაღა დამრჩა. რაც მალევე დავასრულე. ლუკა კი ამ ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა, მაგრამ მე გულში ვლანძღავდი. "ძალიან სიამოვნებს ამ ბიჭს ჩემი წვალება". თავის-თავადი ფიქრებიდან კი ლუაკას გამოვყავარ. -ბევრი პომიდორი დააყარე, ძალიან მიყვარს. მე კი ავიღე და ცალ-ცალკე ვაწყვე პომიდორი. -აქ დაგრჩა.-მეუბნება და ადგილზე მითითებს. ისევ ავუღე პომიდორი იმ ადგილზე დავდე სადაც მითითებდა. -ბულგარულიც ბევრი უქენი. მთლიანი ჯამით ავიღე და ფენას დავაყარე. -აქაც დააყარე ცოტა.-მეუბნება და ცდილობს ღიმილი დამალოს. მე კი ისევ მის ბრძანებას ვასრულებ ჩუმად. უკვე ყელში ამოვიდა მისი ბრძანებები. ვფიქრობ ჩემთვის და ბოლო პარტიაზე გადავდივარ. -ნუ გენანება დააყარე.- ამბობს და უკვე ბრაზიც მაქსიმუმს აღწევს.მისკენ ვიხრები და მკაცრად ვეუბნები. -თუ ასე კარგად იცი ყველაფერი, ადექი და შენ გააკეთე.-დავასრულე თუ არა მერე მივხვდი რა მდგომარეობაშიდაც ვიყავი. სახე ისე ახლოს მქონდა მიტანილი რომ, ჰაერიც კი ვერ გაივლიდა. ხოლო ჩემი ერთი განძრევაც და ტუჩებითაც მას მივწებებოდი. -აბა აბა , რას ამბობდი?.-მეკითხება და გვერდზე ლოყას ტეხავს. -მე...მე..-ვბლუყბლუყებ ჩემთვის გაუკვერვლად. რაზეც მას ეცინება, ცოტა ხანში კი ბოლო ხმაზე ხარხარებს. მალევე გონს მოვედი უხერხულად შევიშმუშნე და მისგან შორს დავდექი. -უკვე მეცოდინება ხერხები, თუ როგორ გავაჩუმოთ ნენე ლომია.-საყვარლად მიღიმის. თვალს მიკრავს და ოთხიდან გადის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.