შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 21


12-07-2018, 05:56
ავტორი zia-maria
ნანახია 2 204

ანა?როგორ იყო ანა მთელი ეს თვეები,განადგურებული,გამოფიტული და გაციებული.მუდამ მხიარული და ენერგიით სავსე გოგონა,მოსიარულე ფიტულს დაემსგავსა.გახდა,თვალები ჩაუცვივდა. ცრემლით გათენებული ღამეები,ტკვილით სავსე გულის ნაწილი,რაც გული ვერ იტევს, არღვევს ჯებირებს და გამოქანებული ტალღასავით გაარღვია გზა და მთელი ძალმოსილებით მიაწყდა, გამოჟონა თვალის უპეების ნაპრალებიდან და გრძნობებად ქცეული ჩამოცოცდა სახის ნაკვთებზე, ჩამოცოცდა და დამშვიდდა. ცხელი ცრემლი მძინარე ბექას სახეზე დაეცა და თვალი გაახილა,შეხედა ანას არ ეძინა და ჩუმად,უხმოდ ტიროდა.
-ისევ ტირიხარ?უთხრა სევდიანად ბექამ და გულზე მიიკრა.ბექას აქეთ ანას ჯავრი ჰკლავდა და იქით გიორგის.ხან ერთს საყვედურობდა და ხან მეორეს.ერთ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და კომპანიიდან ადრე დაეთხოვა,მაგრამ სახლში არ წავიდა მონასტერში მივიდა სალოცავად,ტაძრიდან გამოსულს იქვე ნაცნობი დედაო დაინახა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-რა სიწყნარეა და რა სიმშვიდე.უთხრა ანამ დედაოს.
-აქ მართლაც სიმშვიდეა.
-რომ დავფიქრდე კარგად,შეგიძლიათ რამოდენიმე ხნით აქ მიმიღოთ და შემიფაროთ?
-ჯერ კარგად იფიქრე, ანა შენ მარტო არ ხარ ქმარი გყავს,შვილი გყავს და შენ მათ სჭირდები.ცხოვრება ძნელი და რთულია,მაგრამ იმ ნაბიჯის გადადგმა რომ მიატოვო ყველა და ყველაფერი ადგე და მონასტერში წახვიდე,ძალიან რთულია.შენ ამისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ანა.თბილად დაარიგა დედაომ ანამ მადლობა მოუხადა და ისიც დაფიქრებული წავიდა. სახლში მისვლამდე ფიქრობდა მთელი გზა და გეგმებს აწყობდა,ლუკას ეძინა,ძიძა გაუშვა და დიდი მოლოდინით დაელოდა ბექას მოსვლას,მის ლოდინში ვახშამი მოამზადა და ამასობაში ბექაც მოვიდა.აღარ იყო მათი შეხვედრები ისეთი მხიარული როგორც ადრე,სიხარულით და სიყვარულით სავსე,ბექა ძალიან ნერვიულობდა,ხვდებოდა რომ ანას თანდათან კარგავდა.
-ანა ცუდად ხარ?ლუკას ხომ არაფერი უტკენია,რა ხდება.შეშფოთება იკითხებოდა ბექას თვალებშიც და სახეზეც.
-კ,კი ლუკა კარგადაა ნუ გეშინია მოდი აქ დაჯექი უნდა დაგელაპარაკო.უთხრა ჩუმად ანამ.
-მითხარი რა გჭირს,მითხარი რომ შევძლო დაგეხმარო არ მინდა სულ ასეთი იყო ანა.
-შენი დახმარება ისაა,უნდა მომისმინო და ერთად გადავწყვიტოთ,ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ შედეგებზე.
-თქვი გისმენ.სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბექა რადგან არ იცოდა რა ჰქონდა ანას ჩაფიქრებული.
-ბექა მე წასვლა გადავწყვიტე,არ შეგეშინდეს აგიხსნი ეს ყველაფერი დროებითია.
-რამდენი ხნით.
-2 კვირით?2 თვით?გთხოვ უარს ნუ მეტყვი,არ მინდა ჩუმად წავიდე და იდარდო.პირველი იმიტომ გადავწყვიტე რომ უნდა დავმშვიდდე,მეორე გიორგის შეხედვას ვეღარ ვუძლებ გულით ასეთ დღეში რომ ვხედავ,ის უბედურია და მე როგორ მივსცე ჩემს თავს იმის უფლება ვიყო ბედნიერი.
-არ გიშლი წასვლას საყვარელო,მაგრამ ბავშვი? მე ხომ ვმუშაობ,ვინ შეხედავს ბავშვის.
-მომისმინე,ხვალ დილით მე რომ წავალ ბავშვი რუსოს მიუყვანე.მინდა,ძალიან მინდა გიორგი დეპრესიიდან გამოვიდეს,მინდა გაიგოს რომ მე სახლიდან წავედი ბექა.იქნებ სინდისმა შეაწუხოს და მასში გაჩენილმა ეგოისტობამ უკან დაიხიოს.ის მარტო მის ტკივილს ხედავს,ვერ ხედავს მის გარშემო თუ როგორაა მისი მშობლები ან მისი მეგობრები.მარიამი მარტო მას არ დაუკარგავს,ის ყველამ დაკარგა და ყველას დააკლდა ბექა.
-ანა ეს საუკეთესო გამოსავალია გიორგის შემოსაბრუნებლად და როგორ დაგიშალო წასვლა,როგორ დაგაკავო.საახალწლოდ ალექსანდრეც ჩამოვა და ისიც დაელაპარაკება,იქნებ დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი.ექვსი თვე გავიდა ოთახიდან არ გამოსულა,დღის სინათლეზე არ გაუვლია,მალე ალბად ლაპარაკიც დაავიწყდება,მარიამსკი მამა ჭირდება.
-ასე მოვიფიქრე,ის თუ ვერ ხვდება მოდი ჩვენ მივახვედროთ.ანას ძველებურად აენთო თვალები და ბექას გაეხარდა,რომ მის წინ ძველი ანა იდგა რომელიც ცდილობდა მეგობრის გადარჩენას.
-ძალიან გამიჭირდება უშენობა,მაგრამ ეს სწორი ნაბიჯია.დილით წავიყვან ლუკას და მეც იქ გადავალ,იქ ვიქნები ჩვენზე ერთი წუთით არ ინერვიულო.
-რუსოს გაუჭირდება ორი ბავშვის მოვლა.
-მართალია გაუჭირდება,ამიტომ ძიძას იქ გადავიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელებს ლუკას მოვლას.შეთანხმდნენ და დილით ანამ ლუკას მძინარეს დაემშვიდობა,საყვარელი ადამიანის სუნი ღრმად შეისუნთქა და წავიდა,არ გააღვიძა ბექა რადგან გაუჭირდებოდა წასვლა,ამიტომ ასე არჩია მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაუტოვა.
-ბექა მივდივარ,აზრი არ აქვს იმის თხოვნას რომ წასვლა გადავიფიქრო.დავბრუნდები,დავბრუნდები მაგრამ არ ვიცი როდის.დილით რუსომ პატარა მარიამს მიხედა და გოგის გადასცა შვილიშვილი,ბაბუა და შვილიშვილი ერთად თამაშობდნენ რომ ბექამ კარი შემოაღო,ცალ ხელში ლუკა ეჭირა და ცალ ხელში ჩემოდანი.გაკვირვებულმა შეხედა რუსომ ჯერ კუთხეში მიდებულ ჩემოდანს და შემდეგ ბექას.
-ანა სად არის,სადმე წავიდა სამსახურიდან?ბექამ გაბრაზებულმა გახედა კიბეებზე ჩამომავალ თმა აბურძგნულ,ფეხშიშველა გიორგის და ასევე გაბრაზებულმა თქვა.
-ანა წავიდა,არ ვიცი როდის დაბრუნდება რუსო.დილით წერილი დამხვდა მაგიდაზე და მივხვდი რომ დრო უნდა,მონასტერში წავიდა.
-რას ამბობ ბექა მონასტერში როგორ გაუშვი,ბავშვი? უთხრა გაოცებულმა გიორგიმ ბექას და ორ პატარას გადახედა.
-ხო წავიდა,რა გაგიკვირდა გიორგი ის შენს გამო წავიდა და იცი წუხელ რა მითხრა? ,,სიყვარული მტკივნეულია'' და ეს ტკივილი მეც ისე ღრმად უნდა გავითავისო,რომ სისხლმა შიგ გულში დაიწყოს წვეთაო.
-რას ამბობ,ანამ ჩემს გამო დატოვა ლუკა და წავიდა?
-შენს გამო წავიდა,რადგან ვერ გიტანდა ასეთ დღეში რომ გხედავდა.გიორგი შენი ჯერი წავიდა,ისე წავიდა არც ჩემზე უფიქრია და არც ლუკაზე,მან შენი ტკივილი გულთან მიიტანა.შენ რა გგონია,ან როგორ ფიქრობ მარიამი მარტო შენ გაკლია? ან მარტო შენ გტკივა? ხედავ? სხვასაც ჰქონია გული და სხვასაც ცოდნია ტკივილი რა არის.გიორგი გაბრაზდა,ძალიან გაბრაზდა ანაზე ისევ ბავშვებს შეხედა და ლუკაც რომ დედის გარეშე წარმოიდგინა სისხლი მოაწვა თვალებში,შებრუნდა კიბეები დიდი სიჩქარით აირბინა,თავი მოიწესრიგა,მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ძირს ჩასულმა ბექას შეხედა და ხელით ანიშნა გამომყევიო,ბექამ რუსოს თვალი ჩაუკრა და გასვლისას ყურში უჩურჩულა.
-რომ დავბრუნდები ყველაფერს გეტყვი.
-თქვენ გენაცვალეთ.თქვა რუსომ და მიხვდა რომ ანამ გიორგის გამო გააკეთა ეს ყველაფერი და მათი გასვლისას გოგის შეხედა.გოგიმ გაუღიმა და უთხრა.
-ანა დააბრუნებს გიორგის და ის დაუბრუნდება თავის ცხოვრებას.გარეთ გასულმა ბექას ესროლა გასაღები და უთხრა.
-შენ დაჯექი,ექვსი თვეა არ გამიყვანია მანქანა და გამიჭირდება.ბექამ გამოართვა გასაღები და მანქანა გამოიყვანა,უხმოდ მიდიოდნენ და ადგილზე მისულებს ბექამ უთხრა.
-მოვედით.იქაა,შედი და დაელაპარაკე.გიორგიმ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი და კარებთან მისვლამდე ორჯერ დაბრუნდა უკან,ერიდებოდა ანას ნახვა,ერიდებოდა მისთვის თვალებში შეეხედა,მან ხომ მის გამო მიატოვა საყვარელი ადამიანები.ბოლოს ძალა მოიკრიბა,გაბედა და კარებზე დააკაკუნა.დედაომ გამოიხედა და მიხვდა,იცნო გიორგი ანას აღწერილობით,მაგრამ უფრო ნათლად და რეალურად დაინახა გიორგის თვალებში მისი ტკივილი.თავი დაუქნია მსუბუქად და უთხრა.
-გიცანით,თქვენ გიორგი ხართ.
-დიახ,გიორგი ვარ ანას მეგობარი.დედაომ გაბრუნდა უსიტყვოდ და ანას უთხრა.
-ანა ერთი მამაკაცი გკითხულობს,როგორც მივხვდი გიორგი უნდა იყოს შვილო.
-დედაო მე იმისათვის მოვედი,რომ სიმშვიდე მინდა.არავინის ნახვის სურვილი არ მაქვს.დედაო გაბრინდა და გიორგის წყნარად უთხრა.
-არ უნდა ანას არავინის ნახვა.
-დედაო აუცილებლად უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო.
-მას არ უნდა თქვენთან შეხვედრა.მტკიცე იყო დედაოს ხმა.
-თავად მითხრას,რომ ჩემი ნახვა არ უნდა და წავალ.რამდენი ხნით მოვიდა,როდის დაბრუნდება.
-ანა აქ თავის სურვილით მოვიდა და თავისივე სურვილით წავა როცა მოუნდება.
-იქნებ ფული უნდა გადავიხადო მას რომ შევხვდე?
-წმინდანებს ფულით ვერ იყიდი შვილო,წადი სახლში და ძალიან ღრმად ჩაფიქრდი თუ რატომ მიიღო ანამ ეს გადაწყვეტილება.პატარა ბიჭი არ ხარ გიორგი შვილო და უნდა მიხვდე,რომ ანასთვის ოჯახი და ქმარშვილი დიდი საფიქრალია,მაგრამ არანაკლებ დროს უთმობს ის მის მეგობრებზე ფიქრს,იმ მეგობარზე რომელმაც სიცოცხლეზე ჩაიქნია ხელი.დედაომ მონასტრის კარი მიხურა და გიორგი დატოვა გაშეშებული.გიორგის ცრემლი მოერა და ჩაილაპარაკა.
-ანა შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ,მე დავბრუნდები აქ და მაინც წაგიყვან აქედან.კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მონასტრის კედლებს ყელში მოწოლილი ცრემლი უკან დააბრუნა გულში და ბექასთან ერთად უხმოდ დაბრუნდა სახლში.რამდენჯერმე დაურეკა ბექამ და გიორგიმაც დაელაპარაკა,თხოვა დაბრუნებულიყო მაგრამ ანა სასტიკი წინააღმდეგი იყო დაბრუნების.გიორგის ხმას გაიგონებდა თუ არა ტელეფონს უთიშავდა,რაზედაც გიორგი არ ამბობდა არაფერს მაგრამ ღმუოდა.ახალი წელიც დადგა და ალექსანდრე დაბრუნდა ლონდონიდან,გაბრაზებული იყო გიორგიზე ის ხომ ბექადან გებულობდა გიორგის და მარიამის ამბებს.ფოტოებს უგზავნიდა ბექა და უხაროდა ალექსანდრეს პატარა მარიამის არსებობა.პირდაპირ სოფელში წავიდა და ახალი წლის ღამეს ყველამ თბილიში წავიდნენ პატარა მარიამის სანახავად.არ მოეწონა გიორგი ამოდენა წვერში რომ დახვდა,ამიტომ თავის თავი ყველაზე წინ დააყენა და სიძეს მტკიცედ დაელაპარაკა,მას ხომ მარიამმა პირობა ჩამოართვა გიორგისთვის დაცემის უფლება არ მიეცა.ადგა ჯერ ბავშვს ეფერა,შემდეგ გიორგის წინ დადგა და უთხრა.
-მამაკაცის ეტალონი,გარედან ყველას მაგალითი და შიგნიდან უდრეკი რკინსა,ფოლადი,რომელმაც ამოდენა ტკივილს გაუძლო.ერთხელ მაინც თუ ჩაგიხედავს სარკეში და შენივე თავი შენ თუ იცანი.ეეეხ გიორგი ვერცერთი თქვენთაგანი,ვერც შენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიჭირს მარიამის გარეშე ყოფნა.არა,შენც არ იცი რა არის უმარიაობა.მე ვიცნობდი მარიამს ვიცნობდი მის შინაგან და სულიერ სამყაროს თუ როგორი ფაქიზი და ნაზი იყო იგი.ის მთელ სამყაროს ეთაყვანებოდა,მე არ შემიძლია ვუყურო როგორ იტანჯება მისი საყვარელი ადამიანი.ეს არც მას გაუხარდება და უფრო მეტი,არ მოეწონება შენი ამ ფორმაში შეხედვა.გიორგი ჩვენ ყველანი ძალიან ვწუხვართ მის დაკარგვას,მაგრამ მინდა გითხრა შენ მიატოვე მასზე ზრუნვა,რადგან შენი ქცევით და შენი ქმედებებით ძალიან ტკენ მას.მას შემდეგ რაც შენ გაგიცნო მარიამმა ყოველ წუთს,ყოველ წამს შენ გიძღვნიდა და შენზე მელაპარაკებოდა.ხშირად იცი რას ამბობდა? ,,ვიცი ძლიერ სიყვარულს,ძლიერი ტკივილი მოსდევს და მეშინია ჩემს სიყვარულს საფრთხე არ შეექმნეს,მეშინია რომ მე მას ვერ შევიგრძნობ ბოლომდე კარგად.არ მინდა ჩემი გიორგი ჩემს გამო დაიტანჯოს და ჩემს გამო ეტკინოსო''.როგორც შემეძლო და როგორც ვახერხებდი ვუმსუბუქებდი ტკივილს,მის წინაშე ვთამაშობდი ძლიერის როლს მაგრამ ღამით ვტიროდი.მე ერთადერთი ადამიანი,ჩემი სულის და ხორცის ნაწილი ხელიდან მეცლებოდა და ეს ჩემს მეტმა ოჯახში არავინ იცოდა.ეს აი იმ პატარას გამო გააკეთა,რომ შენთვის მისი სხეულის და მისი ძლიერი სიყვარულის ნაწილი დაეტოვებინა.შენ კი რას აკეთებ,ზედაც არ უყურებ პატარას.მე გადავწყვიტე პატარა ჩემთან წავიყვანო და ამას ვერ დამიშლი რადგან ამის სრული უფლება მაქვს.მე ამ არსების გამო ყველაფერს მივატოვებ,ჩემი საყვარელი დიშვილის გამო ყველაფერზე უარს ვიტყვი და მის გვერდით ვიქნები,რადგან მე მის დედას,ჩემს დას სიტყვა მივეცი.ვაღიარებ,შენ მარიამისათვის ბევრი რამ გააკეთე,ჩემთვისაც არ დაგნანებია არაფერი ამისათვის უღრმესი მადლობა,მაგრამ მე მინდა ამ პატარა არსებასაც შეხედო,იზრუნო მან დედის თუ არა მამის სითბო გაიგოს,იგრძნოს.ნუ გაიხდი გიორგი ცხოვრებას ერთფეროვანს,ნუ გამოიკეტები ოთხ კედელში,მალე მოწყდები ყველას და ყველაფერს და ვეღარაფერს ვეღარ იგრძმნობ რადგან დაკარგავ შეგრძნებას.მარიამი აღარ დაბრუნდება,არ შემოგიღებს შენი ოთახის კარს და აღარ გადაიკისკისებს ისე როგორც იცოდა შეიგნე ეს და დროა გონს მოეგო,რომ შენს ირგვლივ სხვასაც შეხედო,იქნებ მათ სახეზედაც წაიკითხო ტკივილისაგან გამოწვეული დარდები.თუ არ მოეგები გონს,პატარას გვერდით მე დავდგები და იმას გავაკეთებ რასაც ის მოისურვებს.მოგწონს ეს თუ არა,ეს ასე იქნება და შენ ვერაფერს შეცვლი უკვე გვიან დაგრჩება გამოფხიზლება.არ მოგცემ უფლებას ის ნახო და მარიამმა გაიგოს მისი მამის შესახებ,თუ რატომ უარყო ის მამამ.
-არ შემიძლია მისი ხელში აყვანა,რატომ არ გესმით,რატომ არ გინდათ გამიგოთ. ჩუმად თქვა გიორგიმ.
-შენ ამას შეძლებ,რომ კარგი მამა იყო და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება.არ იცვლიდა ტონს ალექსანდრე.-ადექი,მიდი მასთან,სცადე მასთან ყოფნა და ურთიერთობა.შეძლებ და შემდეგ მიხვდები რომ სრულყოფილი ადამიანი ხარ,მის სიყვარულს რომ შეიგრძნობ.ჩვენ გვინდა რომ იცხოვრო და იცოცხლო,შენ სული გაქვს პარალიზებული და არა გონება,არა სხეული.გთხოვ,გიორგი ყველა გთხოვთ დაუბრუნდე ოჯახს,მეგობრებს და შვილს.შენ შესანიშნავი ადამიანი ხარ,ჩვენ ყველას გვიყვარხართ და ამიტომ ვბრძოლობთ ყველა შენს კარგად ყოფნაზე.ალექსანდრე ტიროდა და არც უცდია მას ცრემლების დამალვა,არა მარტო ალექსანდრე ყველა ტიროდა,რადგან ყველას ტკიოდა მარიამი და უფრო მეტად გიორგი.ახლოს მივიდა გიორგისთან თვალებში ჩაედა და ისე უთხრა ბოლო სიტყვები.
-გიორგი ღმერთის სიყვარული ძალიან ძლიერია,ძალიან.შენ სამაგალითო მამა იქნები დარწმუნებული ვარ,ამ წუთში მხოლოდ შენ დეპრესიის მსხვერპლი ხარ და შენ ფსიქოლოგის კონსულტაცია გჭირდება.
-მეც მიყვარხართ,მეც ყველას გაფასებთ და ისიც ვიცი თუ როგორ გიჭირთ,როგორ იტანჯებით განა ასეთი უგულო და უგრძნობი ვარ ამას ვერ ვხედავდე და ვერ ვხვდებოდე რაც ჩემს გარშემო ხდება? მაგრამ გთხოვთ დრო მომეცით, დრო მჭირდება.
-დრო გაქვს ბებო რამდენ ხანსაც გინდა,მე შენმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე და რომ შეგეკითხო, როგორ ხარ გიორგითქო შენ მეტყვი კარგადო,მაგრამ მე გხედავ რომ არ ხარ კარგად.მე შენზე ვლოცულობ და გთხოვ ბებო მეორედ ნუ მომიკლავ ჩემს მარიამს იყავი მის გამო ძლიერი და დაუბრუნდი შენს ცხოვრებას.სასწაულები ხდება ხანდახან შვილო,მაგრამ ის სასწაული რომ მარიამი დაბრუნდება ამის შანსი არ არსებობს,მაგრამ არსებობს შანსი იმისა რომ შენ შენი მეორე და პატარა მარიამისთვის იბრძოლო,იცოცხლო და იარსებო.არ შეგვიძლია ასეთს გიყუროთ ბებიკო,დედამ რომელმაც გშვა და გაგზარდა,როგორ ფიქრობ მისთვის ადვილია უცქიროს მის ერთადერთ შვილს როგორ ეცლება ხელიდან? მიეცი შენს თავს იმის უფლება რომ ვიყოთ ერთმაბეთის გვერდით.შეწყდეს შენი ტკივილი და შეწყდეს შენი ტანჯვა.იმედია გაითვალისწინებ ჩემს სიტყვებს,აქამდე მოვედი იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ,მაგრამ ასეთს ვეღარ შევძლებ დიდხანს გიყური.ვიცი ის შენი ძალა იყო,შენი სიხარული მაგრამ ახლა ეს ყველაფერი იმ პატარა არსებაში უნდა ჰპოვო.იმედი მაქვს ტყუილა არ ვილაპარაკებ ამდენს და სულ მალე გააგრძელებ ცხოვრებას,სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და თავად ნუ გადაწყვიტავ შენ,შენივე ხელით შეწყვიტო ის,შენ არა ბებო,შენი სიცოცხლის შეწყვეტა მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული ნუ გაუსწრებ მას და სიკვდილზე არა,სიცოცხლეზე იფიქრე რომ ღირსეულად გაზარდიო შენი ერთადერთი შვილი,შენი მარიამი დიდი მარიამის სახით.ნაზი ბებომ ცრემლები შეიმშრალა და გიორგი გულში ჩაიკრა,თამრომ კი სახეზე ჩამოუსვა ხელი და ტირილნარევი ხმით უთხრა.
-აპსტიე,აპატიე გიორგი შენს მარიამს შენი ასე ადრე დატოვება.გიყვარდეს გულში,სულში შენთვის,შენებურად და აქ კი ყველას გაუღიმე ჩვენ ყველა შენზე ვზრუნავთ,შენს კარგად ყოფნაზე.გიორგიმ ვეღარ გაუძლო,ცრემლები მოიწმინდა და თქვა.
-გამიმეტა,ამ საშინელი ტკივილისთვის გამიმეტა და სიბნელეში დამტოვა .მარიამ მასწავლე საყვარელო როგორ გამოვიდე ამ სიბნელიდან და როგორ შევეჩვიო თანდათან იმ ნათელ და ხასხასა ფერებს რომლებსაც ჩვენი ფერები ჰქვიოდა და გვიხაროდა.



№1  offline წევრი მია15

მართლაც კარგი იყო.სიტყვები არ მყოფნის. ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი Anı

Zaan magarıa ????❤️????

 


№3  offline წევრი marrriamiii

რატომმ მოკვდა მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent