შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /26/


13-07-2018, 18:43
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 898

მათე რამდენიმე წამს ჩუმად იყო ,თვალებში უყურებდა ლეას და არაფერს ამბობდა
-არაფერს მეტყვი?
-შენ რა გგონია ... მომბეზრდი, საყვარელი მყავს თუ უბრალოდ გავერთე და ისევ შენთან ვარ
-მე გკითხე ვინ არის-თქო ... სხვა ხომ არაფერი მითქვამს . რაღაც არ მგონია რომ ჩხუბის მიზეზი შენ გაქვს
-ასე ნუ მელაპარაკები ...ახლა რა რამდენი ვინმესთან ფოტოს გადავიღებ და შენი დაბოღმილი,ჭორიკანა კურსელები გაიხარებენ ,იფიქრებენ რომ შენც დაგიკიდე იმდენი უნდა ვიდგე სირ*ვით და ახსნა განმარტებები გავაკეთო? მაგას თუ ელოდები მე წავალ და რომ დამშვიდდები მერე დამირეკე
-წახვალ? მე რა გავაკეთო ამდენ ადამიანს რა ვუთხრა? ხომ სჭირდება ამას ნერვები და დრო...მე სამეცადინო მაქვს ,არ გინდა დაჯდე და ყველას მისწერო რამე შენებურად უტაქტო ენები რომ ჩაიგდონ და თავიანთ საქმეს მიხედონ?
-როგორ? - უცებ გაჩერდა და გაკვირვებულმა შეხედა - ვერ გავიგე ისტერიკას არ მიწყობ? მიმიკა მაინც შეიცვალე ვერაფერი გავიგე ,მეღადავები?
-ხო რა ვიცი ,ცოტა გავბრაზდი და ვიფიქრე გავერთობოდი....რაო სად მივდივართო? მეცადინეობას მერე გავაგრძელებ, დრო მაქვს
-მოიცა ... საერთოდ არ ეჭვიანობ?
-საეჭვიანოდ მაქვს საქმე? შემომხედე
-არა ,მაგრამ რატომ არ ეჭვიანობ? არ გაინტერესებს საერთოდ ვისთან ვიქნები თუ მიხვდი რომ სულით მოღალატე არ ვარ
-საოცარი სანახავი ყოფილხარ დაბნეული , გაურკვევლობაში მყოფ ბავშვს ემსგავსები - ხელები ყელზე მოხვია და ტუჩის კუთხეში აკოცა- მაინც ვინ არის ის გოგო?
-ჩემი ბაღის სიყვარულია , პირველი სიყვარული რაა
-ვინ არის? - უცებ მოშორდა და წარბები შეკრა
-ნუ ღელავ ახლა აღარ მიყვარს...დიდი დრო გავიდა, შემთხვევით ვნახე გუშინ. ძველი უბნელის დაბადებისდღე იყო და იქ მოვიდა. შეცვლილია , ძლივს ვიცანი
-მათეეე
-რა?
-პირველი სიყვარული მე არ ვარ? - ისე უთხრა მათემ სიცილი ძლივს შეიკავა
-შენ? ახლა დავფიქრდი მეორე ყოფილხარ
-ძალიან გიყვარდა? თუ გიყვარდა როგორ გადაგიყვარდა...
-ხო აბაა რაა ხუთი წლის ასაკში ძალიან მეყვარებოდა აბა ისე როგორ...მერე რა ვიცი თმაზე მოქაჩა სხვა ბიჭმა,ვიეჭვიანე , ვიჩხუბე მითხრა შენ ძალიან ცუდი ხასიათი გაქვსო ,ლიმონათს რომ სვამ ითიშებიო და დამშორდა- სერიოზული სახით განაგრძო და ლეა სულ გააგჟა
-მათეეე
-ცოტა გავბრაზდი და უბრალოდ გართობა მომინდა - გაუღიმა და იგივე ინტონაციით უთხრა-შენ ხარ ჩემი პირველი და ბოლო ქალი, ერთ გოგოს თუ მაჩუქებ ის იქნება მეორე ...მეტი არ მინდა იცოდე - თავისკენ მიიზიდა და ქვედა ტუჩზე აკოცა, თან ელაპარაკებოდა თან კოცნიდა -მიყვარს როცა სასიამოვნოდ გაოცებულს მტოვებ და ვხვდები რომ გამიცანი...
-მათეე
-ჰო
-უ’საზღვროდ მიყვარხარ -წვრილი მკლავები ყელზე მოხვია და თოიძის წითელ ტუჩებს წაეტანა....
დრო გადის და დროსთან ერთად იცვლება დამოკიდებულებები, გრძნობები, აზრები და ემოციები ....
..............................
-არ მჯერა... შენ გჯერა?
-მე სულ ვამბობდი რომ დამცინოდა ერთ დღეს თავდავიწყებით შეგიყვარდება, იმაზე მეტად გაგიჟდები ვიდრე მე ვარ-თქო და აიი ახდა ჩემი წინასწარმეტყველება,მაგრამ რას ვიფიქრებდი ჩემი ნიცა თუ მოახერხებდა ამ ყველაფერს
-მე ? მე ვიფიქრებდი? არა იმ დღეს კი გავიფიქრე ეს გოგო რა მაგარი ვინემა-თქო,მაგრამ მაინც არ მეგონა ამ არსების გულს თუ მოერეოდა ...ანუ რა გამოდის,რომ დღეიდან მარტო აღარ ხარ და ჩემი გართობაც დასრულდა? არაა არ დავნებდები,სხვა უკეთეს რამეს მოვიფიქრებ და ორს ერთად აგიშლით ნერვს ,მაინც ვერ მომიშორებ ხომ იცი
-ვიცი ,დარწმუნებულიც კი ვარ რომ ვერ მოგიშორებ. ერთადერთი შენი დოქტორის იმედი მაქვს და ვნახოთ რა იქნება
-ჩემ დოქტორს ცინიკურად მოიხსენიებ შენ და ვგონებ ჩაგიშლი გეგმებს და ვეტყვი ნიცას რომ ჩემთან იწექი
-არ დაგიჯერებს ...იმაზე ეშმაკია ვიდრე გგონია
-შენ ხომ ჭკუას კარგავ შენნაირ ქალებზე...და მაინც ნიცამ გაჯობა
-ბრძოლის წაგება ომში დამარცხებას არ ნიშნავს...მთელი ცხოვრება წინ გვაქვს
-რა სისაყვარლეააა... მოიცა და ცოლობა რატომ არ სთხოვე?
-არ მიყვარს ამ უაზრო ამბებზე დორის ხარჯვა...სოფიკოს რომ გავათხოვებ და ჩავაბარებ პატრონს მერე ვიფიქრებ საკუთარ თავზე- მოხუცი ქალივით თქვა და სოფიას ხელზე მოეფერა-თუ აღირსა რეზიკომ კი
-ნუ დამცინით თქვენ ორნი...ჩემი გამჭირვებია
-მოვიტაცოთ თუ რამე
-ერთი რა აწუხებს ის გამაგებინა, ხელი თუ არ მოაწერეთ ისე ვერ გ*** ავს თუ რამე განსაკუთრებული გინდა და უსტატუსობა გიშლის ხელს
-მგონია რომ არ უნდა ცოლად შემირთოს
-ზოგჯერ როგორ ემსგავსები იმ მოდელს ყველა რომ დასცინის და უცებ გიქრება ტვინი...მართლა ვერ ხვდები ახლა რატომ გაწვალებს? ერთობა,სამაგიეროს გიხდის გოგო ...ალბათ მაშინ თქვა ,რომ მეტჯერ ცოლობას არ გთხოვდა და რაღაც სიგიჟეს ელის ...თინის ძმა არ არის?
-ევას ვეთანხმები ...მეც მგონია რომ განგებ აკეთებს შენ კი დეპრესიაში ვარდები
-შენ ის მითხარი თუ იცის ჩინეთში რომ მიდიხარ
-არა ჯერ...
-აბა როდის ეუბნები რომ გაფრინდები ,ჩაფრინდები და პოდიუმზე გაივლი?
-აქამდე ვერ მოვახერხე...ცოტნეს ამბებებების გამო დრო არ იყო. მეც გადაღებები მქონდა და არ შემასვენა ერთმა არსებამ, ძალა აღარ მაქ უკვე
-ეს დღეები ხომ მოგეცი დასვენებისთვის... რეზი ძალას გართმევს
-არაფერიც ... შენ მაცლი მე ძლას ,ნერვებს და ნებისყოფას
-დამაბრალა ახლა ყველაფერი მე... თუ არ გინდა უარს ვიტყვი ანდაც მარტო ემ და ნიცა წავალთ . გავეცნობი ჩინურ კულტურას
-ხომ იყავი ერთხელ
-მაშინ ვერაფერი მოვასწარი ...დროულად უთხარი რა, მე წავედი თორემ ნიცა გაბრაზდება
-როგორ დააშინა ასე, ვეღარ ვცნობ...მოტყდა, გაქრა ჩვენი ძლევამოსილი გიგი
-მხოლოდ ჩვენთანაა მაგარი, ნიცას დაკრულზე ცეკვავს
-სოფიაა გაფრენამდე არ დამენახო...წინა დღეს დამირეკე და მორჩა.
-მეე? მე ხომ გესტუმრო გივიკო? - ევამ გაუღიმა და უცებ მოკუმა ტუჩები გიგიმ რომ გამოხედა
-შენ საერთოდ არ დამენახო... კარს ჩავკეტავ და ბინაში არ შემოგიშვებ!
-ცუდოოო ...გული მატკინე
-გულიც გაქვს შენ ევანგელია?
-მიდიოდი და დროულად წაბრძანდი,სანამ სიარული შეგიძლია
-ნახვამდის- სოფიას ბინა დატოვა და პირდაპირ ტყუპებთან წავიდა.
ნუცა ბობოქრობდა, კარი რომ გააღო პირდაპირ შეტევაზე გადავიდა
-რომ მიგყავს სად მიგყავს? მერე მე რა მეშველება მარტოს?
-გამარჯობა ნუცა, კარგად ვარ გმადლობ ...შენ როგორ ხარ? ერთი ტყუპი ვიცი როგორ დავამშვიდო და შენ რა გიყო? შეყვარებული ისევ არ გყავს ხომ?
-გიგი ისე ნუ იზამ როგორც დაგაკავშირეთ ისე დაგაშოროთ ... რა უბედურებაა ასე უცებ წასვლა. ან რა გახდა ერთი თვე უერთმანეთოდ ყოფნა...ცოდო არ ვარ? გამოცდებს რას უზამს ხომ ვერ მეტყვი?
-რომ ჩამოვა მერე ჩააბარებს ... მე დაველაპარაკები რექტორს და დეკანს , შენ ჩააბარე გამოცდები და მერე წადი სადმე დასასვენებლად. შეგიძლია თინისთან გადახვიდე ცოტნე ტოვებს და ოთახი უთავისუფლდება... სად არის ნიცა? - სახლი რომ შემოიარა და ვერსად დაინახა გოგო წარბები შეკრა
-სააბაზანოშია ....სად მიდიხარ. კარგიით რაა ბარემ წავალ და მარტოს დაგტოვებთ
-ნუ წახვაალ ... გამოვდივართ უკვე -კარში თავი გამოყო და თვალი ჩაუკრა
-არა რაა როგორმე უნდა დავმშვიდდე...ამის ატანა აღარ შემიძლია
-სექტემბრიდან მარტო იქნები და შეეგუე აქედანვე...
-ეგ ამბავი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი
-ნუცაა ნუ ეჭვიანობ,გთხოოვ-ლოყაზე აკოცა ტყუპს და საძინებლისკენ განაგრძო გზა-ყავას არ მოგვიმზადებ?
-კვნესის ხმა რომ გავიგო მაქედან გეფიცები ბომბს შემოვაგდებ და ნაკუწებად გაქცევთ...არა რას ვიფიქრებდი ჩემზე ადრე თუ ...მოკლედ რაა ათასი ვინმე მომწონდა ამას ერთი მოეწონა და ისიც უსაზღვროდ...
არ უნდოდა ,მაგრამ რას გააწყობდა. უხაროდა ნიცას გამო, მშვდადაც იყო გიგისთან ერთად რომ იყო ,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. ტყუპის გარეშე პირველად მოუხდებოდა ყოფნა, თან ამდენი ხნით და მერე საერთოდ მარტო უნდა დარჩენილიყო ეს ამბავი კი ბოლომდე აგიჟებდა...
.............
მშვიდად აგემოვნებდა წვენს და წარბებაწეული უყურებდა ოთახში მოასიარულე ცოტნეს. მერე ჭიქა გადადო და ლაპარაკი დაიწყო
-მოდი მე ჩემ არგუმენტებს გეტყვი და მერე გადავწყვიტოთ რომელი უფრო გვაწყობს , ბინის ქირაობა,ჩემთან ცხოვრება თუ თინათინის წინადადება
-შენთან არ ვიცხოვრებ!
-კარგი მაშინ გავყიდოთ ეს ბინა და ახალის გარემონტებასაც შევძლებთ და ავეჯის ყიდვასაც...არ მინდა ვიცხოვრო სახლში სადაც ჩემი ნაყიდი არაფერი იქნება
-ბინა შენია როგორც გინდა ისე გამოიყენე, მე მაქვს ფული ბინის ყიდვისთვისაც და რემონტისთვისაც...შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეს რემონტი და მხოლოდ ავეჯის შეძენა იყოს საჭირო
-კარგიი ... იყოს ისე როგორც გინდა. მე გეტყვი რატომ არ უნდა ვიქირაოთ ახალი ბინა პირველი იმიტომ რომ სადღაც სხვაგან უნდა გადავბარგდეთ ორივენი, უცხო მეზობლები გვეყოლება, არც გარემო იქნება ნაცნობი და თავიდან მოგვიწევს შეგუება რაც ნერვებზე იმოქმედებს ,თანაც კომფორტულად ვერ ვიქნები. საკმაოდ ძვირი ეღირება კომფორტული ბინა რომელიც სადღაც გადაკარგულში არ იქნება ესეც მეორე მიზეზი ... თინათინთან ჩემ გადმოცხოვრებასაც აქვს უარყოფითი მხარეები , რომლებიც შესაძლოა არც იყოს უარყოფითი პირველი ის რომ ბევრნი არიან და მათთან უხერხულია , ჩვენი არეული ცხოვრებას რომ მოვახვევთ თავს, თავისუფლად ვერ იქნებიან ფეხმძიმე ქალთან და მერე მითუმეტეს ბავშვთან ...ისე ვეღარ გაერთობიან როგრც ადრე და მე არ მიყვარს ადამიანების შეწუხება
-ისინი სიხარულით გელიან და პირიქით გაუხარდებათ შენი გადასვლა...შენ თუ არ გექნება პრობლემა უცხო ადამიანებთან ცხოვრების გამო
-მომწონს მე ყველანი, იქაური გარემო და აურაც მომწონს...თინათინთან ცხოვრება უბრალოდ ვერ იქნება ცუდი და ნერვებს თუ მომიშლი ყველანი დამიცავენ
-სულ ტყუილად გგონია რომ სხვები ჩაერევიან ჩვენს პირადში
-თუ ჩემ ბინაში არ ვიქნებით მაშინ თინისთან მინდა
-მაშინ ჩავალაგოთ შენი ბარგი და წავიდეთ დოლიძეებთან ... ერთხელ მოვუწყოთ სიურპრიზი იმ გიჟ ქალს...რომ დაბრუნდება სახლში დავხვდეთ
-ურააა- ტაში სემოჰკრა და უცებ წამოხტა ... საძინებელში შევიდა და ჩემოდნები გამოაგორა- მე მზად მაქვს ჩანთები
-როდის ჩაალაგე
-ვიცოდი რომ დაგითანხმებდი და მე და ნინიკომ ჩავალაგეთ...მარტოს მეზარებოდა,ნინო სანამ გამოჭერილი მყავდა ჩავალაგებინე,მაინც ხომ მჭირდებოდა და გავითვალისწინე - გაიღიმა და ცოტნეს მიაჩეჩა ყველაფერი-ოთახში კიდევ ორი ჩანთაა...სხვა რაღაცებს ვტოვებ. მერე სახლში გადვაიტანოთ
-ზოგჯერ როგორ მაოცებ ... წავედით
სახლის კარი რომ გააღო და ჩანთებით შევიდა ბიჭებს არაფერი გაუგიათ. რეზი საერთოდ არ იყო სახლში, ილია მისაღებშ იჯდა უზარმაზარ წიგნთან და რაღაცას კითხულობდა თან ლეპტოპში იყურებოდა წყვილი რომ დაინახა მაშინვე შეეგება
-ასეც ვიცოდი ... ყოჩაღ რძალო
-ხომ გეუბნებოდი ნამდვილი დიპლომატი ვარ-თქო
-თათია ...ოხ თათია .ზემოთ წამომყევი ,შენ მერე დაგელაპარაკები მოღალატე ექიმო - ჩანთები ზემოთ აიტანა და დერეფანში დააწყო .რატი საძინებლიდან გამოვიდა ვიღაცას წერდა და წინ სულ არ იყურებოდა. უცებ დაამუხრუჭა და ჩანთებს რომ შეხედა კივილი დაიწყო
-გადმოვიდნეეეეეეეეეეეენ ბიჭებოოოოოო
-რა ...რა ხდება შე ჩემა - საბას აშკარად ეძინა ისეთი ბრაგვანის ხმა გამოვიდა მისი ოთახიდან საწოლიდან გადმოვარდნისას რომ ისმის მხოლოდ.
-ვინ გადმოვიდა...აი ხომ ვიცოდი რაა - ბექა ხელთათმანებს ჰაერში ისროდა და ისე მიაბიჯებდა- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ბუდეში რძალო
-გმადლოობთ გეთაყვააა- გაიცინა და მერე უცებ შეჭმუხნა ცხვირი-ვარჯიშობდი?
-ხოო...ოთახში მაქვს ის და რა? - უცებ აბუტბუტდდა ვერ გაიგო რა ხდებოდა
-აუუ რომ ვიმშობიარებ მეც ხომ მასწავლი? თან წონაში დაკლება დამჭირდება
-ქმარი რომ მოცურავე გყავს და ბოქსით აპირებ წონაში დაკლებას ხომ არ ტეხავს ცოლო?
-ცურვა ვიცი ისედაც...მე ბოქსი მაინტერესებს თან თუ რამე არ მომეწონება უფრო საინტერესოდ ვიჩხუბებთ
-ოთახში შევდიოდით ჩვენ- თვალები აატრიალა და კარში შეიტანა ჩანთები - დაიშალეთ ახლა საქმეს მიხედეთ , ვითომ არაფერი მომხდარა
-არაფერი გჭირდებათ?- სამივემ შეიჭყიტა ოთახში და თათიას გაუღიმა
-კიი თათიას კაბები მაქ კარადაში შესალაგებელი დაგვეხმარებით? -ცოტნემ ჩემოდანი გახსნა და ერთ-ერთი კაბა ამოიღო
-ისა ...ჩვენ საქმეები გვაქ.
-თავად მოეწყვეთ გვრიტებო ...აბა ჩვენ ხელს ხომ არ შეგიშლით
-ვითომ აქ არც ვართ... გაშინაურდი რძალო აბა ჰე აბა ჰოო- ყველანი გავარდნენ, კარიც მიხურეს და აორთქლდნენ იქედან.
-არანორმალურები ... ამათთან ყოფნა გინდა ნამდვილად?
-შენ როდის გახდი ასეთი ჯმუხი თუ მამობა ასე გესმის
-რა არ მოგწონს?
-მეძინება მგონი... ექიმმა თქვა უნდა იწვე დიდხანს და დაიძინო როცა სურვილი გექნებაო. ჩანთებს მერე ამოვალაგებ ,ფარდები გადააფარე რა გთხოოვ- გაიხადა და საწოლზე დაწვა .ბალიშს ხელები მოხვია და ცხვირი გაუხახუნა - მოხვალ შენც?
-სამსახურში უნდა წავიდე... ორ საათში დავბრუნდები ,თუ რამე დაგჭირდება დამირეკე
-მივხედავ თავს...ხომ იცი შიშველ გოგონებს სხვა თვალით აღარ უნდა შეხედო . ისე ასწავლე ცურვა რომ არ მიღალატო ფიქრშიც კი
-როგორ გამაკონტროლებ ძალიან მაინტერესებს
-გავიგებ , ხომ იცი ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მერე დაგსჯი
-მშვიდად დაიძინე, ღალატის არც სურვილი მაქ და არც დრო და ხასიათი -შუბლზე აკოცა და წავიდა.
ასე მშვიდად დაიძინა და ისე გაიღვიძა თითქოს მთელი ცხოვრება იმ სახლში გაატარა. ბარგის ამოლაგება დაიწყო , საათი რომ ნახა და ცოტნე კიდე არ ჩანდა გაბრაზდა კიდეც. ოთახიდან რომ გავიდა და ბიჭებს შორის მისი ხმაც ამოიცნო დამშვიდდა, კიბე ჩაიარა და საჭმლის სუნი რომ იგრძნო შემდეგ მიხვდა შიოდა
-კარგი სუნიაა ვინ რას ამზადებთ? -მაშინვე იკითხა და ბიჭებს გადახედა
-შენი ქმარი გიმზადებს რაღაცას ,ჩვენც არ ვიცით რას
-სახელით რომ მომმართოთ არა?
-ჩემი ქმარი რომ ხარ არა?
-ვაიმეეე რა საყვარლები ხართ გვრიტებოოო,ცრემლებს ვერ ვიკავეებ - ბექამ „ამოიტირა“ და მერე ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა- რაგბს ვუყურებთ და თუ შეიძლება აქამდე ჩუმად ვყვიროდით ახლა ხმამაღლა გავიხარებ თორემ ყელი მტკივა უკვე ზოგ-ზოგების გამო - ცოტნეს შეუბღვირა და თათიამ მაშინვე ჩაკიდა ხელი
-წამომყევი
-სად
-ეგ აღარ მკითხო მეორედ, ჯოჯოხეთში რომ მიმყავდე მაინც !
-კარგიი ,ასე ნუ მიყურებ თორემ მეშინია - ჩუმად უთხრა და ხელი წელზე შეუცურა-აბა საით წავიდე?
-რა...როგორ მიყურებ დეგენერატო - უცებ გაკაპასდა და აფართხალდა,მაგრამ ხელი ვერ მოიშორა- ცოტნეე
-რაა
-ახლა რამდენი დავიძინებ იმდენი სიცილი და ლაპარაკი თუ აუკრძალე ხალხს რა გამოვიდა...
-თავი მტკიოდა და ყვირილი იმიტომ ავუკრძალე და შენ არ იცი ის ფეხბურთს და რაგბს რომ უყურებს რამხელა ხმაზე ყვირის გეგონება პირდაპირ სტადიონზეა -სამზარეულოს კარი მიხურა და მეორე ხელიც მოხვია ,თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში აკოცა-კარგად გეძინა?
-ხოო...შენ როდის მოხვედი
-დიდი ხანია უკვე სახლში ვარ, გეძინა და აღარ გაგაღვიძე -ლოყაზე კოცნიდა ,მუცელზე ეფერებოდა და თან ყელზე გადადიოდა- მოგეწონა საჭმლის სუნი?
- რა არის?
-თევზი მოვხარშე და ახლა მოვამზადებ ...
-თევზი? მერე მე რეცეპტორები გამიქრა თუ რატომ ვერ მივხვდი
-სხვანა რამესაც ვამზადებ და სუნები აერია ერთმანეთს
-თინი რომ არ არის შენ მზარეულობ?
-ძირითადად გვეზარება და სადმე სხვაგან ვჭამთ ან რამეს ვიძახებთ, დღეს მოვინდომე
-ჩემი ყოჩაღი ბიჭი ვინ არისოოო ?
-კარგიი რაა
-ოოო აბა როგორ აქებენ ქმრებს მე არ ვიცი
-უსიტყვოდ აგებინებენ , კოცნით - ჭინკები უხტოდნენ თვალებში და თათიაც იცინოდა
-კარგი, გავითვალისწინებ - მშვიდად მოშორდა და მაგიდისკენ წავიდა , ქვაბებს ჩახედა და გაარკვია სად რა იყო. მერე თვითონაც მოეხმარა და ასე ბექას შეძახილების ფონზე მოამზადეს ვახშამი .რატი და საბა მაგიდას აწყობდნენ , ხელოვნები მაგ საქმეში ეგ ორნი იყვნენ თან ცოტნეს ნახელავს აქებდნენ და ლანძღავდნენ კიდეც ამდენ ხანს ასეთი მზადება თუ იცოდი ჩვენ რას გვაშიმშილებდიო .
რეზი არ ჩანდა, ილიკო მორიგე იყო იმ ღამით და ამიტომ მცირე შემადგენლობით ივახშმეს,მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა. შემდეგ ბექამ აალაგა და თეფშების რეცხვა რომ დაიწყეს თათიას პოპკორნი სჭირდებოდა სანახაობისთვის .იმდენი იმაიმუნეს, ხან ცეკვავდნენ ,ხან მღეროდნენ ქაფიან ხელებს ატრიალებდნენ მერე წმენდაზე რომ გადავიდნენ ხომ საერთოდ .ჭრელ ჭრელი საწმენდებით ხელში ისე ორგანიზებულად მუშაობდნენ რომ გაგიჟდებოდით.
-თინის სკოლაა თორემ სად მქონდა თეფშების ნერვები
-ე.ი მართალი იყო და მოგიყვანათ წესრიგში ... რაც გამოგდით ვერ დაგიკარგავთ, თქვენი საქმეა
-კარგი რაა თათია, ისეთი ნაზი კანი მაქვს წამსვე მიუხეშდება . სარეცხი საშუალება გვაქვს გამოსაცვლელი ცოტნიკო , მამა და მარჩენალი შენ ხარ ოჯახში -რატიმ თითები აუფრიალა თვალწინ და მერე ხელი ჩამოუსვა მხარზე- გესმის ?
-შენი ძვლების მტვრევის ხმა მესმის ბაგრატ ,შენ არა?
-ხოო? კარგიი არ გვინდა ახალი ჟელე ფეირიი არასოდეს ილევაა - ხმამაღალი შეძახილით დაასრულა და მერე სკამზე დაჯდა- რას ადუღებ შე ჩემა ამდენ ხანს ძროხას წველი თუ რა არი
-აზრზე არ ხარ რაა...მადროვე კაკაოს ექსპერტს - საბამ შეუბღვირა და რძეს დააკვირდა რომ არ გადმოსულიყო. ყავას ბექა ამზადებდა, ჩაი მარტო ცოტნეს უნდოდა და თავად გაამზადა .ტკბილეული თინის გადამკიდე სულ ჰქონდათ , იმდენი ქალი დადიოდა უკვე ყავაზე საჭორაოდ იმ სახლში აბა რა იქნებოდა.
-ხოოდა გოგოეებოოოო რა უნდა მოგიყვეეთ- ცერა და საჩვენებელი თითები შემოხვია ფინჯანს დანარჩენი თითები გაშალა და ჭორიკანა ქალის ხმით დაიწყო ლაპარაკი- ჩვენი მეზობელი რომ არის ცოოლ ქმარიიი იმათი გოგო ჩამოდის თურმეე
-საბაა ... ისე მართლა ჩამოდის , ისეტი გახარებულები იყვნენ სად იყო ეს გოგო ამდენ ხანს ,ციხიდან ხომ არ გამოდის ნეტა
-რა აზრები გაწუხებს შე ჩემა
-თქვენ მეზობლებსაც იცნობთ?
-ახლოს რომელიცაა კი, ზაფხულში ეზოში ყოფნის დროს ვის არ გაიცნობს ცნობისმოყვარე კაცი
- გატყუებენ, მთელ სამეზობლოს იცნობენ ახლოს დაკეტილი სახლი ვისაც აქვს იმათაც კი
-არადა თვითონ გაიცნო ყველამ, მიჩვეულია სამეზობლოში სიარულს და რა ქნას- ბექამ გაიცინა და ბიჭებიც აიყოლია
-სამეზობლო ნამდვილად კარგი ჰყავს სოფელში,ნუ ვინც გავიცანი და ისე მე არასდროს ვიცნობდი მეზობლებს
-სოფელი ვისაც გვაქ ყველა ვიცნობთ მეზობლებს, დაჟე მეორე მესამე ქუჩაშიც კი .ხალხს გააჩნია თორემ ბებიაჩემმა მთელი სოფელი იცის ვინ ვის გვერდით ცხოვრობს, ვინ ვისი ნათესავი,საყვარელი, ბავშვის ნათლიაა და ვისი ძროხა ვის ყანაში გადადის - რატიმ თქვა და მერე დააყოლა- მეგრელები საერთოდ ასეთი ყველ’აფერში გარკვეული ხალ’ხი ვართ ჩემო თათია
-ვგიჟდები სამეგრელოზე ... სად გაქვს სოფელი რატი?
-არა ახლა მე თვითონ ქალაქ ზუგდიდში მაქ სახლი ,მაგრამ ბებო მარტვილშია ..დედაჩემის დედა
-ხოოდა ჩვენი რატი დადიანების სასახლეშია ფაქტობრივად გაზრდილი
-იცინე შენ და სახლში ხმაური რომ იყო მივდიოდი,ჩემი ამორჩეული ადგილი მქონდა დავჯდებოდი იქ ვკითხულობდი გენაცვალე აბა ასეთი ჭკუით გამტენილი როგორ ვარ
-ეტყობა წელიწადში ერთხელ მიდიოდი ...
-ნუ გაქვს შენ შხამიანი ენა ბიჭო
-თინა მირეკავს- ბექამ გააჩუმა ყველა და თათიას გადახედა- არ ვუტხრა და ტელეფონში არ ვაყვირო ხომ? ჯობს ისე თვალით ვნახოთ მისი გაოცება-გისმენ თინათინ ,ავთანდილი როგორ გყავთ?
-შესანიშნავად...ჩემი ძმა არ ჩანს და სახლი ხომ არ გადაწვით და ისიც ხომ არ დაგრჩათ შიგნით შემთხვევით
-ჩვენც არ გვინახავს რამდენიმე საათია ,ნუ ღელავ სოფიასთან იქნება
-არ არის სოფიასთან
-აბა სად არის ...რა იცი რომ არ არის
-სოფია გადაღებაზე აპირებდა წასვლას...მთელი დღე ვმუშაობო და რა ვიცი
-მაინც დაურეკე მერე იქნებ და გადაიდო გამოკეტა შენი ძმა სადმე და აყვირებს ბოლო ხმაზე, არ უნდა დაინტერესდდე?
-თქვენ რას შვებით... იმედია სახლს თავდაყირა არ დამახვედრებთ ორშაბათს
-როგორ გეკადრება დიდო თინათინ...ისე ბარემ გადადი სახლიდან მაინც არ ხარ ნახევარი კვირა
-ასე მოგენატრე ? მშიერი ხარ ხომ ...მოგიკვდით მე თქვენ - დრამატიზება შესანიშნავად გამოუვიდა - მალე დავბრუნდები და დაგანაყრებთ თქვენ თავს ვფიცავარ .წავედი ახლა და აბა ჭკვიანად, არაფერი გატეხოთ, ერთმანეთს არაფერი ატკინოთ, კიბის მოაჯირზე არ დაჯდეთ და არ დაეშვათ ,იტკენთ რაღაცას. ძირს ნაყარი არაფერი ჭამოთ და ღუმელის თავზე რომ ინთება ცეცხლია ის და წვავს იცოდეთ ხელი არ მიადოთ
-ვაიმეე - თათია მანამდეც ვერ იკავებდა თავს და მერე საერთოდ გადაეკეტა. ძლივს მოიფიქრა პირზე ხელის მიფარება ,კიდევ კარგი თინიმ მაშინვე გათიშა და არაფერი გაუგია= ეს გოგო გიჟიაა ხო?
-ნამდვილი!
გვიან დაიძინეს , მანამდე ისხდნენ ლაპარაკობდნენ, მერე რაღაც კინოს უყურეს და ბოლოს საძინებლებში გადაინაცვლეს. კიდევ ერთი ღამე გაატარა ცოტნეს გვერდით მშვიდად და წყნარად. არაფერზე ფიქრობდა, შესანიშნავ განწყობაზე იყო და თავსაც კარგად გრძნობდა. უყვარდა შუაღამით გაღვიძებული ცოტნე მუცელზე რომ ეფერებოდა და მერე აგრძელებდა ძილს,ჩვეულებად ჰქონდა უკვე გადაქცეული და ინსტიქტურად აცურებდა ხელს ,მერე ეხუტებოდა და ისე იძინებდა.
..............
რეზი სად იყო ამ დროს?
რეზიმ საქმეები რომ მოილია პირდაპირ სოფიასთან წავიდა. ქალბატონი ისეთ ფორმაში დახვდა საუბარი ისევ ვერ მოახერხეს და სრულიად მარტივად აღმოჩნდნენ საძინებელში. ბოლოს როგორღაც მოვიდა გონს სოფია და საუბრის დაწყება გადაწყვიტა
-დროზე მითხარი რა ხდება და მერე დაბრუნდი
-მოიცადე ... ასე მარტივიც არააა
-მართლა ფეხმძიმედ ხარ? - უცებ წამოჯდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა
-არა , საიდან მოიტანე
-ყურადღებას ნუ მომაქცევ ...გააგრძელე
-მოკლედ ..მე და გიგი მივდივართ ჩინეთში ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებაა და მიმიწვიეს, ადამია დიდი ხანია ცდილობს იქ წავიდე და როგორც იქნა მიმიწვიეს ისეთ დეფილეზე როგორიც მაწყობდა და აუცილებლად უნდა წავიდე. მალე ისედაც ვასრულებ მუშაობას და მინდა მაქსიმალურად დიდი იყოს ჩემი როგორც მოდელის მიღწევა ... საშინლად მომენატრები , ძალიან არ მინდა ამდენი ხნით ასე შორს ყოფნა ,მაგრამ რა ვქნაა მეც მინდა იქ წასვლა სულ სხვა გამოცდილება იქნება და მინდააა - პატარა ბავშვივით ატუზული იდგა გრძელ ხალათში გახვეული და თვალებამღვრეული უყურებდა რეზის
-რამდენი ხნით მიდიხარ ამჯერად?
-ერთი თვით ...შეიძლება მეტიც ან ნაკლებიც
-როდის მიდიხარ,იმედია მანამდე მაინც იქნები ჩემთან-აშკარად არ იყო ამ ამბით აღფრთოვანებული,მაგრამ მაქსიმალურად მშვიდად შეხვდა
-კიი...მანამდე მთელი ოთხი დღე შენთან ვიქნები -საწოლზე აბობღდა ისევ და მისკენ მიჩოჩდა-მომენატრებიი - მკლავები მოხვია და სხეულზე აეკრა-თან ძალიან მომენატრები ხომ იცი
-ვიცი და იმედია ოდესმე ისეთი საქმე გექნება მინიმუმ ერთ ქვეყანაში რომ ვიყოთ და შენთან ჩამოსვლა მაინც შევძლო ...
-არ ვიცი ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ ,მაგრამ რომ აღარ მოგენატრები ვიცი- ისევ აკოცა და მერე მოშორდა-ფეხმძიმობაზე ასეთი რეაქცია რატომ გქონდა
-როგორი...რა მნიშვნელობა აქ ხომ არ ხარ ფეხმძიმედ და
-როგრ არ აქვს...რომ ვიყო უნდა შეიცხადო? არ უნდა გაგიხარდეს?
-ახლა ფეხმძიმედ რომ იყო შენ თვითონ თუ გაგიხარდება თორემ მე შენგან შვილი 6 წლის წინაც მინდოდა
-მაგ ამბავს სულ გამახსენებ? რით ვერ მაპატიე რეზი?
-აი საიდან დაასკვენი რომ არ გაპატიე ... დავიწყებით არ დამავიწყდება , უნდა მახსოვდეს ეგეც ჩვენი წარსულია და სხვა თუ არაფერი ის მასწავლა რომ ქალს ასე სულელურად არ უნდა შესთავაზო დაქორწინება , ერთად ცხოვრება და საერთოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა
-მგონი ისე ხარ დაკომპლექსებული იმ ამბის შემდეგ ცოლობას კი არა ერთად ცხოვრებასაც აღარ მთხოვ არასდროს
-რომ მეტყვი ვეტერანი მოდელი ვარო შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე - ხალათის ქამარი გაუხსნა და რბილი მატერია მხრებიდან მოაშორა- რამდენი დღე გვაქო რა თქვი?
-ჩემი პროფესია სიე გამოგყავს თითქოს ახლა ავად ვარ , უნდა გამოვჯანმრთელდე და შემდეგ შემეძლება სრულფასოვანი ქალივით ცხოვრება
-რა გინდა სოფია რატომ ცდილობ ნერვები დამაწყვიტო?- უცებ წამოიყვირა და შეაშინა კიდეც გოგო- ვცდილობ დავივიწყო ის ფაქტი რომ ერთი თვე ვერ გნახავ და შენ კიდე ხელს მიშლი... დაფეხმძიმება გინდა? კარგი მერე როგორ ივლი პოდიუმზე და როგორ გააგრძელებ კარიერას ძალიან მაინტერესებს... დავქორწინდეთ ხო და მერე მითხარი შენ გამო ვერ მივიღე რაღაც კონკურსში მონაწილეობა ან შენ გამო ვერ ჩავიცვი ვიღაც დიზაინერის სამოსიო და მთელი ცხოვრება იყავი გაბუტული ,რამდენჯერაც გაგახსენდება . მგონი გავიარეთ ეგ ეტაპი ხომ? ხომ მეუბნებოდი ყველაფერს დავემშვიდობებოდი მაშინ რომ დავრჩენილიყავი შენთანო ,ხოდა ახლა თავისუფალი ხარ და ისე მოიქეცი როგორც გინდა, წლების შემდეგ რომ დავბერდებით ჩვეულებრივი დიასახლისი ქალივით რომ არ დაიწყო სინანული და გაუკეთებელი საქმეები მე არ გადმომაბრალო - საწოლიდან წამოდგა ,შარვალი ჩაიცვა და აივანზე გავიდა, სიგარეტს მაშინვე მოუკიდა და მოაჯირს დაეყრდნო. შორიდანვე ეტყობოდა როგორი დაძაბული იყო. სოფია ცოტა ხანს შორიდან უყურებდა მერე მასთან მივიდა და ზურგიდან მოეხვია , ყელში აკოცა და თავი მხარზე დაადო
-არასდროს ვინანებ შენთან გატარებულ არცერთ წამს , შენი ერთი ჩახუტება მირჩევნია ყველაფერს კარგად დაიმახსოვრე ეს და აღარასდროს დაივიწყო!
-ვიცი,მაგრამ დრო შეხედულებებს ცვლის ხოლმე ...წლების შემდეგ არავინ იცის ჩვენს საქციელზე როგორი აზრი გვექნება. მაშინ მეც არ მეგონა ოდესმე თუ ვინანებდი იმ დღეს,მაგრამ დრო რომ გავიდა ხომ მივხვდი რამხელა სისულელე ჩავიდინე ...მიყვარხარ , იმდენად რომ არ მინდა ერთი სულ მცირე ბედნიერებაც დაკარგო , სიამოვნება რასაც იმ სცენაზე დგომით განიცდი, რამდენიმე წუთში რასაც მაყურებლის წინ ატარებ ვერაფერი შეგიცვლის. არ მესმის, ვერც მივხვდები რატომ ხარ ამ დროს ასეთი სხვანაირად ბედნიერი,მაგრამ არცაა საჭირო , ვერც გავიგებ მხოლოდ ის ვიცი რომ პოდიუმზე ყოფნისას მთელი არსებით ანათებ ,იმდენად ლამაზი ხარ ამ დროს რომ სულერთია რა გეცმევა, ან რა არ გეცმევა ... ვეჭვიანობ მაგ შენს მეორე ბედნიერებაზე ,მაგრამ ვიცი რომ სრული კმაყოფილებისთვის აუცილებლად გესაჭიროება შენი საყვარელი საქმის კეთება. იქ რომ მხოლოდ გადაღებები იყოს გავგიჟდეოდი და მაინც არ გაგიშვებდი. იმიტომ რომ ვიცი არ გიყვარს ,აი იმ პატარა ან დიდ სცენაზე გავლა კი სრულიად გაბედნიერებს...- მისი სახე თითებში მოიქცია და ტუჩები დაუკოცნა, ნაზად უკოცნიდა ათრთოლებულ ბაგეებს და მიხვდა რომ ტიროდა, მლაშე სითხე რომ იგრძნო მაშინვე მოშორდა-რატომ ტირი
-უკიდეგანოდ მიყვარხარ...მთელი არსებით ვგიჟდები შენზე ...არც კი ვიცი როგორ აგიხსნა რა ძლიერ მიყვარხარ
-მაგიტომ ტირი? - გაიცინა და ცრემლები შეუმშრალა
-ვეღარ ვიტევ ემოციებს და მეტირებაა
-ისევ ისეთი სულელი ბავშვი ხარ , არასდროს შეიცვლები ხომ ? - გულში ჩაიკრა და თვალები დაუკოცნა , ღაწვზე დაცემულ წვეთებს თითებით აშორებდა
-წავიდეთ რაა
-სად წავიდეთ...
-სადმე ოთხი დღით ,მხოლოდ მე და შენ . მობილურებიც აქ დავტოვოთ და არავის დავუკავშირდეთ
-ადამია გაგიჟდება რომ ვერ გიპოვნის
-ხოდა მეც ეგ მინდა, გადავუხდი ჩემი წამებისთვის...უბრალოდ გავაგებინოთ სხვებსაც რომ ერთად ვართ და წავიდეთ - უცებ გაიღიმა და იდეით კმაყოფილმა სწრაფად ჩაალაგა ყველაფერი.
უყვარდა...გონის დაკარგვამდე და არაფერი არსებობდა სხვა მის გარდა.ჯერ იყო სოფია და მერე ყველა სხვა ...
...............
საღამოს ეზოში ისხდნენ, ძაღლი თავისი შეხვეულ ფეხს დაჰყურებდა და მშვიდად იწვა ნიკუშას ფეხებთან . თინათინი მეორე დღის გეგმებს აწყობდა მანქანა რომ გაჩერდა ეზოსთან და უმცროსი და უფროსი ლორთქიფანიძეები გადმოვიდნენ.
ნენე წინ მირბოდა და ზურა უკან მიაბიჯებდა . სათვალე ჰქონდა მორგებული და ისე გამოიყურებოდა ტვინს რომ აგირევდა, ფორმაში იყო .
-ნიკუშ ...- ძმას მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-ნენეე აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-სუფთა ჰაერზე ყოფნა მომინდა...ვიცოდი აქ რომ იქნებოდი და ზურა სულ ძალით წამოვიყვანე - თინათინს გაუღიმა და მასაც მოეხვია
-ძალიან კარგი რომ მოხვედი , ისე ვერასდროს გნახულობ ხან შენ არ გცალია ხან მე
-რძალ-მულის ბედნიერი ჟღურტული ნეტავ რამდენ ხანს გასტანს?
-ზურა ნუ ხარ ბოროტი !
-მე ? ჩემნაირი სათნო და კეთილი დედამიწაზე არ დადის ნენეჩკა
-ნუ მეძახი ამ ნენეჩკას, ხომ იცი ვერ ვიტან ჩემი სახელის კნინობით ფორმებს,რა უბედურებაა
-ჩვენი არისტოკრატი გოგოო, შენ რას იტან საერთოდ
-შენ ...კიდევ საჭიროა რამე სხვას ვიტანდე ?
-არც არაფერი ძვირფასო ბიძახშვილო... აბა ჩემო ოთხფეხა მეგობარო რა დაგმართნია ეს, გავიგე შენი ამბავი , გტკივა ძალიან?- ძაღლთან ჩაიმუხლა და მოეფერა - არ შეგეშინდეს ნიკუშას ეგეთები მოურჩენია? არ იცოდე მაინც
-შენი და ძაღლების დიალოგი ძალიან არ შემიძლიაა - ნენემ გაიცინა და მერე სავარძელში მოკალათდდა- აქ ყოფნა მომნატრებია...აწი ხშირად ვივლი ,ადრე ვერ ვახერხებდი
-აი ნიკუშა რომ აღასრულებს თავის გეგმას მერე უფრო ხშირად ივლი, ან საერთოდ არ მოხვალ რადგან ეს ადგილი სიმყუდროვეს დაკარგავს
-რატომ გგონია ეგრე ...
-სხვებისთვის მყუდრო იქნება,მაგრამ ათასი კაცი რომ ივლის თავისი ცხოველითურთ შენ რა გამყოფებს ასე მშვიდად. ვეღარც განმარტოვდებით ...
-არ მოგწონს ნიკუშას იდეა?
-მომწონს,მაგრამ აქ არა ... სხვა ადგილას .მიწების მეტი რა არის ,მაგრამ ბატონი თავის ფულს არ იყენებს .მხოლოდ იმას ხარჯავს რაც თავად ,თავისი ოფლით აქვა .ასეთი ბიჭი გყავს შენ ჩემო თინათინ
-ნიკუშას გადასაწყვეტია როგორ გამოიყენებს თავის ქონებას და შეწყვიტე მაგაზე საუბარი ზურა - ნენემ უპასუხა და შემდეგ თემა შეცვალა- შენ გვითხარი იმ კლუბს რომ ახარჯავ მთელ დროს როდის დასრუდება
-არ ვჩქარობ, მინდა ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდდეს და მერე თავიდან რომ არ იყოს დასაწყები - სკამზე დაჯდა და სიგარეტი ამოიღო
-აუუ არ მოწიო რააა ..ხომ იცი თვალებს მიწვავს კვამლი
-ნენე შენ არამწეველი ბიჭი რომ არ შეგიყვარდეს რას გააკეთებ მერე?
-გადაეჩვევა რა პრობლემაა ?
-რა ეშველება შენ ხელშ ვინც ჩავარდება რაა - მაგიდაზე დადო სიგარეტის ღერი და წარბები შეკრა - მომავალო ექიმო გამოცდები როდის გექნებათ? ფინალური
-ივლისში დასრულდება ...
-ანუ აქეთ-იქით სიარული გიწევს ნახევარი ზაფხული...
-შენ სად მიდიხარ ამ ზაფხულს- ნიკუშამ ჰკითხა
-არ ვიცი ,შეიძლება არც წავიდე ...მეზარება ყველაფერი ,თან უამრავი საქმე მაქვს. მამაჩემი სადღაც დაეხეტება...ალბათ აგარაკზეა და იმ სახლს რომ გადავწვავ მერე სად წავა მაინტერესებს
-ახალს ვერ იყიდის?
-ანგარიშებს გავუყინავ...ხომ დამიტოვა ყველაფერი და თვითონ გულაობს ,ხოდა ნახოს როგორია უფულოდ ყოფნა მთელი სტუდენტობა რომ გამიმწარა
-ფული არ ექნება შენახული?
-ისე უცებ მიახარჯავს იმ თავის გოგოს ჩემი ყ. ფეხები დარჩება
-რამდენი ხანია უკვე იმ გოგოსთანაა და იქნებ არც დაშორდნენ
-ნენე შენი ძმა დადუმო იქნებ ,ნერვებს მიშლის და კაიფობს ... ერთმანეთი უყვართ 30 წლის გოგოს და მამაჩემს
-არაა 30 წლის ...შენზე უფროსია და მალე 40 წლის ხდება , ბავშვივით გამოიყურება თორემ არც ეგეთი ახალგაზრდაა
- გამოცდილია აშკარად, კარგად იცის როგორ დააშტეროს ბძაშენისნაირი ...ნერვებს ნუ მომიშლი ახლა ამ გარემოში ცუდად ყოფნა არ მინდა .შაკიკი მაქვს ისედაც ,სულ თავი მტკივა
-ექიმთან რომ მიხვიდე არა?
-შენ მაინც ხომ მიცნობ ნენე? არ იცი როგორ ვერ ვიტან ექიმებს? დაიწყებენ ეს გამოკვლევა ის გამოკვლევა, ეს ხომ არ არის მიზეზი და იტოკში სად მაქ ამდენი ანალიზების ნერვები,მერე მაგას ელოდე,მერე დამინიშნავენ წამელბს მეტყვიან არ დალიო,არ მოწიო არ ისუნთქო და მაქ ნერვები? უარესად გავხდები
-ანალიზები თუ არ ჩაგიტარეს ისე როგორ მიხვდებიან რა გჭირს ...ექიმებს ტყუილად ერჩი , შენ უბრალოდ არ გაინტერესებს საკუთარი ჯანმრთელობა თორემ თავადაც კარგად იცი რა ვნებს შენს ორგანიზმს და რა არა
-აი მომავალი ექიმი რომ არის ხომ ეტყობა? როგორ დაიცვა თავისიანები...ხოდა რომ ვიცი იმიტომ არ მივდივარ. თუ არ მოვწიე და არ დავლიე ფხიზელი თვალით ჩემ ცხოვრებას ვერ ვუყურებ
-ჰკითხეთ ერთი რატომ მიიყვანა საკუთარი თავი ამ დონემდე...რა არ ასვენებს და არ აძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას- ნიკუშა ისე უყურებდა გეგონებოდათ ცოტაც და დაახრჩობსო, ზურა აშკარად მიჩვეული იყო და რეაქცია არ ჰქონდა
-იმიტომ რომ მაქსიმალისტი ვარ და ვერ ვიტან ნარჩენებზე ყურებას ... დღეს შევჭამ კარგად ვიქნები ხვალ რა იქნება-თქო ვერ ვიტყვი . ათას რამეზე უნდ ავიფიქრო ხელ ფეხ დაკრეფილი რომ დავწვე და უარესად გავხდები
-ბავშვობიდან ასეთი იყავი და იმიტომ გაგიჟდი ბოლოს
-გშურდეს, ჩემნაირად ვერასდროს გააფრენ- თვალი ჩაუკრა ბიძაშვილს და მერე თინის მომზადებული ყავა დააგემოვნა- ყოჩაღ ... გემრიელია
-ნიკუშას ოთახში შენი ნახატი ვნახე...აღარ ხატავ?
-ოჰ ... ნიკუშას ყველა ოთახში ხარ უკვე ნამყოფი? ნახატის შესწავლისთვის დრო გქონდათ? სად მცალია ხატვისთვის... რომ დახატო ან ძალიან ცუდად უნდა იყო ან ძალიან კარგად დაჯდე თვალები დახუჭო სიმშვიდის წერტილი იპოვნო და დაიწყო გრძნობების ტილოზე გადმოტანა .ახლა კი ისეთი ცარიელი მაქვს სული ხატვას ვერ შევძლებ- თითქოს წამით დასევდიანდა კიდეც, მერე ისევ გაიღიმა და თინის შეხედა ეშმაკური მზერით- შენ ბიჭს საერთოდ არ ეხერხება ხატვა...ვცდილობდი მესწავლებინა როგორც უფროს ბიძაშვილს შეეფერება ,მაგრამ ყვავილსაც ვერ ხატავდა ნორმალურად
-შენ ხარ ნიჭით სავსე თორემ მე ერთი უბრალოდ კაცი ვარ- ნიკოლოზსაც გაეცინა აშკარად საკუთარი შემოქმედება გაახსენდა
-გახსოვს მასწავლებელმა ნატურმორტის დახატვა რომ დაგავალათ ? უნდა გენახათ როგორ იჯდა და ცდილობდა დაეხატა წინ დალაგებული საყვავილე, ხილით სავსე თასი და მაგიდა ...ისეთი სერიოზული სახით უყურებდა მეგონა რაღაც საოცრებას შექმნიდა და ბოლოს ისეთი რამე დახატა საერთოდ არ ჰგავდა მწიერ სხეულს. სადღაც მაქვს შენახული ...სხვენზე მექნება ატანილი და თუ ვიპოვნე უეჭველი გაჩვენებ
-ნუ გამახსენებინებ ახლა შენი მუსიკაში სიარულის ამბებს...როგორ იჯექი როიალთან და ატყაპუნებდი თითებს
-აუუ კარგი რაა , მე მაშინ თავი მოცარტი მეგონა . ბიცო როგორ იჯდა და მისმენდა მე ეგ მაკვირვებს დღემდე ... ნანუ კი გაიძახოდა გამოვიყვანოთ ეს ბავშვი მუსიკიდან არ დადგება ამისგან პიანისტიო ,მაგრამ სესილიამ მაინც თავისი გაიტანა
-რატომ დასცინი ნიკუშა? მშვენივრად უკრავს ახლა
-რას ვუკრავ ნენე მეღადავები? ბოლოს ისევ სესილიას თხოვნით დავუკარი ...მოკლედ ბიცოლა ყოვლისშემძლეა რაა. მე და შენ ყველაზე მეტად რაც გვიყვარდა და რასაც ბიცო ვერ იტანდა ფეხბურთის თამაში იყო...კიოდა დიმიტრი რომ გვეთამაშებოდა ბალახების სუნი ასდით ბავშვებსო
დიდხანს საუაბრი არ გაუგრძელებიათ , ცხენებით გასეირნება გადაწყვიტეს და დანარჩენი დრო გარეთ გაატარეს. ზურა და ნიკუშა ერთად სრულიად სხვა განზომილებას ქმნიდნენ და თინათინისთვის ეს სანახაობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო ,თითქოს პატარა ბავშვები ხდებოდნენ ისევ .
მინდორდში იჯდა ნენესთან ერთად და ცხენზე ამხედრებულ ნიკოლოზს უყურებდა
-თინი ... მაშო როგორი გოგოა?
-მაშო რატომ გაინტერესებს?
-ლაშასთან ძალიან ახლოსაა და მაინტერესებს როგორი ხასიათი აქვს, თანაც ვგრძნობ რომ ზურა ზედმეტადაა მისით დაინტერესებული
-მაშო ძალიან კარგი გოგოა. მშვიდი , გაწონასწორებული, ამაყი და ძალიან პრინციპულიც. როცა საქმე ლეას და ოჯახს ეხება სუსტია, ისე კი ძალიან ძლიერია და ბოლომდე შეუძლია მიიყვანოს დაწყებული საქმე რაც ლაშიკოს ნამდვილად გამოადგება. რაც შეეხება ზურას, მეეჭვება მშვიდად შეძლონ ურთიერთობა
-ზურას მარტივი არაფერი უყვარს !
გაუღიმა და შემდეგ ბიჭებს გახედა . თინი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.ეს ის შემთხვევა იყო ჩარევას რომ არ აპირებდა და უბრალოდ შორიდან დააკვირდებოდა სიტუაციას. ნიკუშასკენ წავიდა ,ცხენზე მის წინ დაჯდა და მოწყვეტით აკოცა
-ვგიჟდები შენზე ...
-რა დამთხვევაა...-ყელში აკოცა და ძალიან სწრაფად გააჭენა ცხენი მინდორში.
მერე უცებ მოიღრუბლა , ცხენებზე დასხდნენ და უკან დაბრუნდნენ. ისეთი ამინდი იყო აშკარად სტუმრად დარჩენა მოუხდებოდათ და თინათინი სულაც არ იყო წინააღმდეგი სამ ლორთქიფანიძესთან ყოფნით დაესრულებინა დღე.
............
თოიძე მორიგეობიდან ახალი დაბრუნებული იყო, საშინლად ეძინებოდა და წამებს ითვლიდა როდის გავიდოდა სააბაზანოდან რომ მშვიდად დასძინებოდა. ის იყო საძინებელში შევიდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და თავისტკივილიც გაუძლიერდა. კარი რომ გააღო და მანჩო დაინახა გაუკვირდა
-მანჩო ამ დროს აქ რა გინდა? მშვიდობაა?
-აბა სხვა დროს სახლში ვერ გნახავდი და როდის დაგელაპარაკო ? მამაშენი გიჟს გავს და სანამ ის მოვა,მანამ მინდა გავიგო რა ხდება - ლოყაზე აკოცა და სახლში შევიდა. ჩანთიდან ჟურნალი ამოიღო და მაგიდაზე დადო- ამ მოდელთან რა გაკავშირებს ? ვიცი დაღლილი ხარ, გეძინება ,ცუდად ხარ და ჩემი მოსმენაც არ გინდა ახლა,მაგრამ ვიცი მამაშენი რასაც გააკეთებს და არ მინდა იჩხუბოთ
-კარგი რა მანჩოო მაგაზე ნერვიულობ? პატარა ბავშვი ხომ აღარ ვარ , თოიძეები მოვგვარდებოდით შენ რატომ იშლი ნერვებს ? - ხელზე აკოცა ქალს და მაგიდაზე ჩამოჯდა.ისე უყურებდა ქალი მაშინვე მოლბა
-არ მეტყვი რა ხდება ? გემოვნება კი გქონდა სულ საოცარი ,მაგრამ კარგიი რაა ეს გოგო რამდენადაც ლამაზია იმდენად საშიშია. მითხარი რომ უბრალოდ დროებითი ქალია და სხვა არაფერს ფიქრობ
-და რომ ვფიქრობდე რას გააკეთებ მანჩო? მეჩხუბები და მეტყვი მაგ ქალს რძლად არ მივიღებ ცუდი გოგოაო? ჩვენ ოჯახს არ შეეფერება და კლდემამოსილი ლედი გვჭირდება თოიძეებს რძლადო?
-ახლა მოვკვდები... ცუდად ვარ, მგონი წნევა დამივარდა...ან ამივარდა რა რძლად ბიჭოოო გაგიჟდი ? არა მთელი ცხოვრებაა უცნაური ხარ ზედმეტად კეთილი,ზედმეტად დემოკრატი, ზედმეტად ადამიანური და ზედმეტად გიჟიც ,მაგრამ ...არაა არგუმენტის მოფიქრებაც არ შემიძლია ... ფოტოა სახეზე და მთელი ამ ქალის ბიოგრაფია რატომ არაა შენი შესაფერისი.როგორ შეიძლება შენნაირი კაცი და ეს ქალი ერთად
-ოდესმე ვინმე იფიქრებდა რომ შენზე უფროს კაცს გაჰყვებოდი ცოლად , თანაც ქვრივს და შვილიანს? მაგრამ ხომ გაჰყევი, გაგაგიჟა, გონება აგირია, გული წაგართვა და გაყევი
-მამაშენს როგორ ადარებ ბიჭო...შენ რომ ჰყავდი უფრო იმიტომ დავთანხმდი თორემ აბა ისე რა ჯანდაბად გავყვებოდი მასეთ ხისთავიანს
-დამშვიდდი რაა...ხომ იცი ყველაზე მეტად მაშინ ვნერვიულობ შენ რომ ცუდად ხდები - ორივე მტევანი თავის ხელში მოიქცია და ხელისზურგზე აკოცა- მანჩო ჯერ არც ქორწინებაზე ვფიქრობ, არც იმის თქმა შემიძლია რომ ყურებამდე შეყვარებული ვარ,მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ უბრალოდ ვერთობი და დღეს თუ ხვალ მივატოვებ. ხომ კარგად მიცნობ და ხომ იცი უბრალო ქალი რომ იყოს არავინ გაიგებდა. ახლა საერთოდ არ მადარდებს ვინ რას იტყვის , საშინლად მიზიდავს, მომწონს და მასთან კარგად ვარ .შენ ხომ გინდა ,რომ მე კარგად ვიყო .სახლში რომ მივალ ქალი მხვდებოდეს ვისი დანახვაც ენერგიით მავსებს ..ხომ მეუბნებოდი ასე რობოტივით როდემდე უნდა იყოო ,ხოდა აღარ ვარ . ევანგელიაა ის ქალი რომელმაც შეძლო ჩემი დაინტერესება
-მამაშენს რა ვუთხრა, როგორ დავამშვიდო
-რატომ გინდა რომ დაამშვიდო? იყვიროს , ცოტა იჩხუბოს და მერე რომ მიხვდება ვერაფერს შეცვლის გაჩერდება
-სამივე გაუხეთქავთ იმ კაცს გულს და მერე მე რა ვქნა? ჩემზე ფიქრობთ და მასზე არა...ის თუ ცუდად იქნება მე რა მეშველება მერე?
-მანჩოოო - თვალებამღვრეულ ქალს ღიმილით შეხედა და მერე გულში ჩაიკრა- როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი
-მე უფრო მიყვარხარ და ის თქვენი იდიოტი მამაც მიყვარს - თავზე მოეფერა,მერე ლოყაზე აკოცა და ისევ უცებ წამოდგა- წავედი მე , დაისვენე შენ და იმაზე იფიქრე როდის გამაცნობ მეც რომ დავინახო ის რაც შენ დაინახე მასში ...თავს მიხედე და ნუ შეაკვდები ამ შენ საავადმყოფს
-მე თუ ცუდად ვიქნები ავადმყოფებს როგორღა მივხედავ- ათასჯერ მოსმენილი სიცილით გაიმეორა და უკან გაჰყვა ქალს
-ხომ გამაცნობ ... ცერემონიალურად კი არა, ისე უბრალოდ
-გაგაცნობ
-მე მაინც სხვანაირი გოგო მინდოდა შენს გვერდით,მაგრამ მასე დედაჩემსაც სხვანაირი სიძე უნდოდა - სწრაფად თქვა და ასე საყვარლად ბუტბუტით გაეცალა იქაურობას.
ის ის იყო უკან შებრუნდა და ბალიშზე დაეცა კარის გაღების ხმა რომ გაიგო. მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა და არც შეტოკებულა,თვალები დახუჭა და დაელოდა ნაცნობი სურნელით როდის გაივსებოდა ოთახი. უცებ წარმოიდგინა მანჩოს იქ ყოფნის დროს რომ შესულიყო ნახევრად შიშველი ევანგელია ქალს რა დაემართებოდა და ღიმილი ვერ შეიკავა
-არ გძინავს?- ფეხისწვერებზე მიაბიჯებდა უცებ რომ დაეშვა იატაკზე და მერე საწოლზე დაეცა- მე კიდე ბალერინასავით მოვაბიჯებდი ...დილამშვიდობისა პროფესორო- გაუღიმა და რამდენჯერმე აკოცა -როგორ ჩაიარა ღამემ?
-რთულად,მაგრამ მაინც კარგად - მკლავები სხეულზე შემოხვია და კოცნა გააღრმავა
-გაზეთი ნახე? გუშინ ვეღარ დაგელაპარაკე მეც გვიან ვნახე...შენები რომ ნახავენ რა მოხდება? აუუ გაბრიეელ
-პირველი შემთხვევა ხომ არ არის, რატომ ნერვიულობ ასე ?
-აქამდე ყველა ტყუილი იყო
-სულ ყველა? - საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა- სულ ,სულ ყველა?
-რატომ არ გჯერა ?
-ვინ თქვა რომ არ მჯერა - მაისური მოაშორა და მუცელზე აკოცა -ზუსტად ვიცი რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ შენს ცხოვრებაში
-თვალები გეხუჭება ...- გაიღიმა და მთელი სახე დაუკოცნა, ბალიშზე დაადებინა თავი და ჩაეხუტა-დავიძინოთ , მეც არ დამეძინა წუხელ
-სად იყავი წუხელ
-სახლში, უბრალოდ შენ არ იყავი -თვალებდახუჭულმა თქვა და ყელში აკოცა-ნარკოტიკად მექეცი
რამდენიმე წამში ორივეს მშვიდად ეძინა არც მზისსხივები მოქმედებდა არც ხმაური .პატარა ჩიტივით იყო მოქცეული თოიძის მკლავებში და მშვიდად ეძინა...
.............
დილით ჩიტების ხმამ რომ გააღვიძა საწოლიდან ადგომაც არ უნდოდა, მაგრამ ხედმა მიიზიდა. ფანჯარასთან მივიდა ფართოდ გააღო და სიგარეტს მოუკიდა. წვიმის შემდეგ მზის სხივები წვეთებს ეცემოდა და ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა. ხეებზე მსხდომი ჩიტები ბუმბულს იწმენდდა და ხმამაღლა გალობდა. გაეღიმა , ინსტიქტურად გაახსენდა მაშო და თავი გააქნია
-სულ გამოვშტერდი რაა... ვირუსია მგონი არ მშორდება - ფანჯრის რაფას დაეყრდნო და შემდეგ ეზოში ჩასასვლელად მოემზადა. მობილური ამღერდა და ლაშას ფოტო რომ დაინახა მაშინვე უპასუხა- ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა ლაშიკო?
-უნდა მიშველო ... ფეხებზე შენი საქმეები დავიღუპები თუ არ წახვალ . იცოდე იმ ხუთ პროცენტს წაგართმევ და ერთ თეთრსაც ვეღარ მიიღებ...გავკოტრდები ისედაც
-რა გჭირს ,რა გესიზმრა ბიჭო დილის შვიდ საათზე
-წუხელ რო წვიმდა ჩემდა ჭირად ვიღაც ს*რი შემეჯახა , აირბაგები გაიხსნა მაგრამ მანქანა მსორიალდა და ხელი მაქვს მოტეხილი, შერყევაც მაქვს და საწოლიდან ვერ ავდგები მინიმუმ ერთი თვე ... ამ ღამით სტამბოლში მივფრინავდი და რომ არ წავიდე ყველაფერი აირევა
-მოიცა მოიცა...რა ავარია მერე ახლა მეუბნები მე? რა დროს საქმეა
-ვაიმე ხელი მაქვს მოტეხილი ლორთქიფანიძე დავეგდები და ვიქნები სანამ არ გაძვალდება ... თუ არ წახვალ გავკოტრდები ! ბილეთების ამბავი მაშოს მოვაგვარებინე უკვე და 3 საათზე მიფრინავთ სტამბოლში
-მივფრინავთ?
-შენ და მაშო ...აბა შენ რა იცი მე რა მინდოდა და რა უნდა გააკეთო იქ . მაშომ ყველაფერი იცის,შენ უბრალოდ ხელს მოაწერ. გზაში აგიხსნის...შეხვედრა ხვალაა და მანამდე ყველაფერს გაგაგებინებს
-მაშო მოდის დარწმუნებული ხარ?
-მოდის აბა დარჩება სამსახურის გარეშე...მე თუ გავკოტრდი ხელფასს ვინ გადაუხდის. მოკლედ ცოტა ხანში მე სახლში გამიშვებენ.
-მე ვერ მოვალ, ათასი საქმე მექნება თუ უნდა გავფრინდე ... ღამემდე მოვაგვარებ რაც მჭირდება და აეროპორტში მივალ პირდაპირ
-კარგიი ...შენი დახედვა რაში მჭირდება . საქმეს მიხედე ...ჩემ ბეს შევ*ცი რაღა ახლა მოუნდა ყველა იდიოტს საჭესთან დაჯდომა . ისე აქ მშვენიერი ექიმები ჰყავთ ,დავრჩე შეიძლება ამაღამ - ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა
-მდააჰ მაშენკა მგონი გავერთობით მომდევნო რამდენიმე დღეს...
.............
არ ვიციი არ ვიცი რა გამოვიდა მაგრამ ძალიან ვეცადე საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო . ვეცდები მომდევნო უფრო უკეთესი იყოს
მიყვარხართ
მახარებთ და საოცრებებს მმართებთ თქვენ მე



№1 სტუმარი kk

პირველივაარ

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ვგიჟდები შენზე❤
ყველაზე დალაგებული და ძალიან მაგარი შინაარსის მქონე მოთხრობაა❤
ვგიჟდები თითოეულ პერსონაჟზე მათ გიჟურ მოქმედებებზე და საერთოდ ყველაფერზე❤
აიი ზურა ხო საერთოდ მაჭედინებს, მომწონს ყველა წყვილი მაგრამ ზურიკო და მაშენკა ფავორიტები არიან❤
დარწმუნებული ვარ ეს იქნება საუკეთესო მოთხრობა რაცკი ოდესმე დადებულა❤
მიყვარხარ ძალიან და გეხვეწები არ გამწირო და გულის შეტევა არ დამმართო მალე დამიდე 27 თავი❤

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ქეთათო4
ვგიჟდები შენზე❤
ყველაზე დალაგებული და ძალიან მაგარი შინაარსის მქონე მოთხრობაა❤
ვგიჟდები თითოეულ პერსონაჟზე მათ გიჟურ მოქმედებებზე და საერთოდ ყველაფერზე❤
აიი ზურა ხო საერთოდ მაჭედინებს, მომწონს ყველა წყვილი მაგრამ ზურიკო და მაშენკა ფავორიტები არიან❤
დარწმუნებული ვარ ეს იქნება საუკეთესო მოთხრობა რაცკი ოდესმე დადებულა❤
მიყვარხარ ძალიან და გეხვეწები არ გამწირო და გულის შეტევა არ დამმართო მალე დამიდე 27 თავი❤

ძალიან აჟიტირებული ხარ აშკარად ისე შეაფასე smile smile
მადლობა დიდი

 


№4 სტუმარი mariami

მდაჰ ???????????? ზურა ხომ გაერთობა და ამდენი მისი გულშემატკივრები ხომ საერთოდ ???????????? შემდეგ თავში ბევრ მაშოს და სასწაულებს ველოდები????????????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

mariami
მდაჰ ???????????? ზურა ხომ გაერთობა და ამდენი მისი გულშემატკივრები ხომ საერთოდ ???????????? შემდეგ თავში ბევრ მაშოს და სასწაულებს ველოდები????????????

smile smile
აბაა ეგ თქვი შენ
მე გავერთობი თუ გავერთობი

 


№6 სტუმარი kati

Ra dros gawyda?!

 


№7 სტუმარი Maco maco

უუხ რომ გხედავდე გაკოცებდი უმაგრესი გამოგივიდა, მანჩო რა ქალია :) სტამბულის ამბებს როგორ ველოდებიიი უკვე :)

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Ra dros gawyda?!

აბა რა გავაკეტო სულ ხო არ გაგრძელდეა smile

Maco maco
უუხ რომ გხედავდე გაკოცებდი უმაგრესი გამოგივიდა, მანჩო რა ქალია :) სტამბულის ამბებს როგორ ველოდებიიი უკვე :)

smile smile laughing laughing
იმედია დავწწერ დროულად ჯერ არ ვიცი რა იქნება

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

რას ვერ მივხვდი იცი?!
ეს მათე და ლეაკოს ამბავი რატომ ააგორე?
ვითომ ინტრიგა შემოაგორე?!
მე მაგალითად იმედები გამიცრუვდა, დარწმუნებული ვარ ეს მაშო და ზურაც ეგრე გამიცრუვებს იმედებს...
ნეტა თავის დროზე დაგემთავრებინა, ახლა ვაფშე არეული და იმედგაცრუებული ვარ expressionless ყოფილიყო მარტო ლეას და თინას ისტორია, რათ უნდოდა ეს 99 წყვილი?

 


№10  offline მოდერი abezara98

ხოო, საიდან დავიწყო, რომელი წყვილით აღარც კი ვიცი laughing ყველა წყვილი იყო აქ და სუყლ ამრიე, დამრიე და გადამრიე laughing არა, როგორ დავიჯერე, რომ მათე მისცემდა ლეას საბაბს რომ ეეჭვიანა და მათ ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა? თოიძე არაა? blush მეორე თიოძესა და მის რჩეულზე ხომ საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ უსაზღვროდ ვგიჟდები მე მაგ წყვილზე heart_eyes ჩემი სოფიკო და რეზიც არ დაგვიწყებია. როგორ მახარებენ ასე ტკბილები რომ არიან heart_eyes ნუცა რომ ეჭვიანობს? joy ეჰ, დაკარგა ფაქტობრივად ტყუპისცალი და დამირჩა ეულად anguished არა, აშკარად სასწრაფოდ სჭირდება მეორე ნახევარი, თორემ მარტოობა უფრო გადამირევს ისედაც ჩემ გიჟ გოგოს laughing კითხვა მაქვს, ნენეს მეორე ნახევარზე ისმის რამე? blush ხოო, ზოგჯერ რა კარგ დროს ხდება ხოლმე ეს ავარიები sweat_smile კიდევ კარგი, გადარჩა, მაგრამ მაშიკოსთან ერთად ზურიკოს რომ უწევს გამგზავრება, სულ არ მწყენია laughing არა, რააა, მართლა მაგარ შარში გაყავი თავი, ბატონო ზურაბ blush ერთი სული მაქვს, როდის მოარჯულებს მაშენკა ზურიკოს და გამოასწორებს smile
დღეს გამოჩენით ძალიან გამახარე და მართლა საოცრება ხარ, სასწაული და ისე მახარებ ყოველი გამოჩენით, რომ სიტყვებიც კი აღარ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად heart_eyes ვგიჟდები მე შენზე და გელოდები heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინო
რას ვერ მივხვდი იცი?!
ეს მათე და ლეაკოს ამბავი რატომ ააგორე?
ვითომ ინტრიგა შემოაგორე?!
მე მაგალითად იმედები გამიცრუვდა, დარწმუნებული ვარ ეს მაშო და ზურაც ეგრე გამიცრუვებს იმედებს...
ნეტა თავის დროზე დაგემთავრებინა, ახლა ვაფშე არეული და იმედგაცრუებული ვარ expressionless ყოფილიყო მარტო ლეას და თინას ისტორია, რათ უნდოდა ეს 99 წყვილი?

ძალიან კარგი იქნება ავტორის სიტყვებს რომ კითხულობდეთ თავიდან ბოლომდე მერე იმედები აღარ გაგიცრუვდებოდათ და აღარც ინანბდით დაკარგულ დროს . გარკვევით მეწერა რომ ვისაც არ უყვარს მრავალწყვილიანი უდიდესი ისტორიები არ დაიწყოთ კითხვა იმედები გაგიცრუვდებათ-თქო და შესაბამისად თავიდანვე არ მქონდა ორ წყვილზე გათვლილი და გაგაფრთხილეთ ახლა მე ვერაფერს გავაკეთებ ნამდვილად confused

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

უმაგრესი იყო..არ მომწყინდება შენი ისტორიების კითხვა არასდროს...ვგიჟდები ამ ისტორიაზე.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ხოო, საიდან დავიწყო, რომელი წყვილით აღარც კი ვიცი laughing ყველა წყვილი იყო აქ და სუყლ ამრიე, დამრიე და გადამრიე laughing არა, როგორ დავიჯერე, რომ მათე მისცემდა ლეას საბაბს რომ ეეჭვიანა და მათ ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა? თოიძე არაა? blush მეორე თიოძესა და მის რჩეულზე ხომ საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ უსაზღვროდ ვგიჟდები მე მაგ წყვილზე heart_eyes ჩემი სოფიკო და რეზიც არ დაგვიწყებია. როგორ მახარებენ ასე ტკბილები რომ არიან heart_eyes ნუცა რომ ეჭვიანობს? joy ეჰ, დაკარგა ფაქტობრივად ტყუპისცალი და დამირჩა ეულად anguished არა, აშკარად სასწრაფოდ სჭირდება მეორე ნახევარი, თორემ მარტოობა უფრო გადამირევს ისედაც ჩემ გიჟ გოგოს laughing კითხვა მაქვს, ნენეს მეორე ნახევარზე ისმის რამე? blush ხოო, ზოგჯერ რა კარგ დროს ხდება ხოლმე ეს ავარიები sweat_smile კიდევ კარგი, გადარჩა, მაგრამ მაშიკოსთან ერთად ზურიკოს რომ უწევს გამგზავრება, სულ არ მწყენია laughing არა, რააა, მართლა მაგარ შარში გაყავი თავი, ბატონო ზურაბ blush ერთი სული მაქვს, როდის მოარჯულებს მაშენკა ზურიკოს და გამოასწორებს smile
დღეს გამოჩენით ძალიან გამახარე და მართლა საოცრება ხარ, სასწაული და ისე მახარებ ყოველი გამოჩენით, რომ სიტყვებიც კი აღარ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად heart_eyes ვგიჟდები მე შენზე და გელოდები heart_eyes heart_eyes

მადლობა დიდი ...მიხარია რომ ისევ მოგწონს და რაც შეეხება ზურას მაგას იღბალი აქვს აშკარად. ჩემმა მუზამ რა მოიფიქრა ჯერ არ ვიცი არცერთი სიტყვა მიწერია და რა ვიცი რა გამოვა მომდევნო თავში ნუ ბოლოსკენ კი წავალთ ნელ ნელა და იმედია 30 თავი იქნება სულ და მეტი არა , ნუ არ ვიცი...თოიძეზე არც უნდა გეფიქრათ სხვანაირად მაგრამ რა ვიცი მიჩვეულები ხართ მგონი არეულობებს და დარეულობებს მე ისტორიები იმიტომ მაქვს დიდი რომ ბევრი წყვილია თორემ ერთ წყვილში განხეთქილებები და უბედურებები სად შემიძლია

სტუმარი თიკო
უმაგრესი იყო..არ მომწყინდება შენი ისტორიების კითხვა არასდროს...ვგიჟდები ამ ისტორიაზე.

მადლობა smile

 


№14 სტუმარი სტუმარი მაშო

დასაწყისი და დასასრული სასიამოვნო იყო <3 უჰ რას გავერთობი შემდეგ თავში არც მაშო დააკლებს <3 მანჩოზე ვგიჟდები <3

 


№15 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მაგარი იყო.რო ჩავედი ბოლოშ ინსტიქტურად შემდეგ თავზე უნდა გადავსულიყავი და მერე მოვედი აზრზე.ვგიჟდები შენს ისტორიებზე

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაშო
დასაწყისი და დასასრული სასიამოვნო იყო <3 უჰ რას გავერთობი შემდეგ თავში არც მაშო დააკლებს <3 მანჩოზე ვგიჟდები <3

ნუ მათე და ზურა გიყვარს და აბა რაა smile

 


№17 სტუმარი ნიკოლა

მაშოს დავეთანხმები, დასაწყისი და დასასრული იყო მარტო საინტერესო ;დდდ
რაღაც იწელება და იწელება... ის შუა მოსაბეზრებელი იყო...

 


№18  offline მოდერი D-roni

აუუუუუ როგორ მიყვარს ზურააააააააა აუ ნენეკოს ლაშიკო ხო არ მოსწონს ? ყველაზე ვგიჟდები და ვეღარ ვხვდები რომელზე ვილაპარაკოოოოო ბიჭებს როდიის აწყვილეეეწეეებ ნუცას რას უპირებ???? ნეტა ჩემი თავიიც გამახსენდეეეეეეეეეეეეეეს :d

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

D-roni
აუუუუუ როგორ მიყვარს ზურააააააააა აუ ნენეკოს ლაშიკო ხო არ მოსწონს ? ყველაზე ვგიჟდები და ვეღარ ვხვდები რომელზე ვილაპარაკოოოოო ბიჭებს როდიის აწყვილეეეწეეებ ნუცას რას უპირებ???? ნეტა ჩემი თავიიც გამახსენდეეეეეეეეეეეეეეს :d

არაფერსაც არ ვაწყვილებ და არაფერსაც არ ვუპირებ "შენ თავს" ამათ ვერ ვერევი ვინც მყავს ნერვი მაგ გადაგლეჯილი შენ ვაფშე სად წახვედი დამტოვეთ მიმაგდეთ

ნიკოლა
მაშოს დავეთანხმები, დასაწყისი და დასასრული იყო მარტო საინტერესო ;დდდ
რაღაც იწელება და იწელება... ის შუა მოსაბეზრებელი იყო...

მაპატიეტ მაგრამ ვერ ავიღებ რამდენიმე წყვილს ახლა ამ ათიდან და მხოლოდ იმათზე ვერ დავწერ და სხვას ვერ გავაქრობ მესმს მოსაწყენი რომ იყო და ვეცდები მალე დავასრულო

სტუმარი თამო
ძალიან მაგარი იყო.რო ჩავედი ბოლოშ ინსტიქტურად შემდეგ თავზე უნდა გადავსულიყავი და მერე მოვედი აზრზე.ვგიჟდები შენს ისტორიებზე

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი სტუმარი tamta

როდის დაამტავრებ? ცაკიტხვა მინდა და დამტავრებას ველოდები

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი tamta
როდის დაამტავრებ? ცაკიტხვა მინდა და დამტავრებას ველოდები

არ ვიცი
არც ის ვიცი რომ დავამთავრებ წასაკითხად ეღირება თუ არა

 


№22  offline წევრი Gvantsa_g

ვაიმე ვგიჟდები ყველაზე, შენ ხარ სუპერ ადამიანი, არაამქვეყნიურად კარგ ხასიათზე მაყენებს მე ეს ისტორია თავისი ბევრი წყვილით ????????????❤️????????, მაშენკა და ზურაააა, უკვე ერთი სული მაქვს

 


№23 სტუმარი სტუმარი თაკო

ეჰ, მარიამ...
ვიღაცამ რომ დაგიწერა ბიჭებს რას უპიტებო ძაან გამეცინა...
მეთქი, ჯერ ესენი დააწყოს და სულ არ მინდა ეგ შენი ბიჭებითქო.
ასეა რაა, ან დადებას რომ დაიწყებ უნდა გქონდეს დასრილებული,
ან ჩამოყალიბებული იყო რამდენ წყვილზე გაქვს გათვლილი.
ამას გულის გასატეხად კი არ გეუბნები, უბრალოდ რაც კი პერსონაჟი შემოვიდა პირველი თავებიდან ისტორიაში, იმენა ყველას მიადექი და მეწყვილე ამოუყენე.
სულ თავს ვანებებ ზღაპარი რომ გახდა, ყველა ერთამნეთის ნაცნობი/ნათესავი რომ გამოდის ბოლოს, დასასრულს და ვაიჰ და ინცესტიც გავარდეს სადღაც ;დდდდ
ისედაც, აჯამსანდალია.
აქამდე თავს ვიკაბებდი:
1. იმიტომ რომ არავის უთქვამს წინა თავებში და არ მინდოდა წითელი კვერცხი გავმხდარიყავი.
2. მაინც მქონდა იდეაში რომ ცოტა მაინც შერჩებოდა ისტორიას ისეთი რაც არ გაბანალურდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ? ...

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თაკო
ეჰ, მარიამ...
ვიღაცამ რომ დაგიწერა ბიჭებს რას უპიტებო ძაან გამეცინა...
მეთქი, ჯერ ესენი დააწყოს და სულ არ მინდა ეგ შენი ბიჭებითქო.
ასეა რაა, ან დადებას რომ დაიწყებ უნდა გქონდეს დასრილებული,
ან ჩამოყალიბებული იყო რამდენ წყვილზე გაქვს გათვლილი.
ამას გულის გასატეხად კი არ გეუბნები, უბრალოდ რაც კი პერსონაჟი შემოვიდა პირველი თავებიდან ისტორიაში, იმენა ყველას მიადექი და მეწყვილე ამოუყენე.
სულ თავს ვანებებ ზღაპარი რომ გახდა, ყველა ერთამნეთის ნაცნობი/ნათესავი რომ გამოდის ბოლოს, დასასრულს და ვაიჰ და ინცესტიც გავარდეს სადღაც ;დდდდ
ისედაც, აჯამსანდალია.
აქამდე თავს ვიკაბებდი:
1. იმიტომ რომ არავის უთქვამს წინა თავებში და არ მინდოდა წითელი კვერცხი გავმხდარიყავი.
2. მაინც მქონდა იდეაში რომ ცოტა მაინც შერჩებოდა ისტორიას ისეთი რაც არ გაბანალურდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ? ...

ახალი წყვილის შექმნას ნამდვილად არვაპირებ
ძალიან ბევრი გმირია ისეთი ვისაც მეწყვილე არ "ამოვუყენე" და ბანალური ალბათ თავიდანვე იყო.
თავიდანვე მქონდა გათვლილი ბევრ წყვილზე და ვიცოდი ვინ ვისთან იქნებოდა ახალი არაფერი დამიმატებია და შეგიძლიათ პირველი თავი ნახოთ სადაც მაქვს დაწერილი გარკვევით რომ ბევრი წყვილი მეყოლებოდა და ქაოსი იქნებოდა grimacing
მადლობა შენი დამოკიდებულების გაზიარებისთვის heart_eyes heart_eyes

Gvantsa_g
ვაიმე ვგიჟდები ყველაზე, შენ ხარ სუპერ ადამიანი, არაამქვეყნიურად კარგ ხასიათზე მაყენებს მე ეს ისტორია თავისი ბევრი წყვილით ????????????❤️????????, მაშენკა და ზურაააა, უკვე ერთი სული მაქვს

მადლობა
იმედია მალე დავწერ
heart_eyes heart_eyes

 


№25  offline მოდერი Mathew

საოცრებაა ხარრ!!
ამას ნამდვილად არ მოველოდიიიი!!
არაფერს ვიტყვი!
ნუ არ ვიტყვი კი არა,ვერ ვიტყვიიი!!
ვგიჟდები შენზეე მარიამოოოო!!!

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
საოცრებაა ხარრ!!
ამას ნამდვილად არ მოველოდიიიი!!
არაფერს ვიტყვი!
ნუ არ ვიტყვი კი არა,ვერ ვიტყვიიი!!
ვგიჟდები შენზეე მარიამოოოო!!!

ანაა მადლობააა
heart_eyes heart_eyes

 


№27 სტუმარი სტუმარი ტასო

ძალიან მაგარი გოგო ხარ.ეს თავიც შესანიშნავი იყო.მითუმეტეს რომ ჩემი გამორჩეული წყვილები იყვნენ.არ შემიძლია იმ თემას არ შევეხო რომ წერენ ძაან გაიწელა და ბევრი წყვილი რომ გყავს ძაან ბანალურიაო მე თუ მკითხავ ბევრი და ესეთი მაგარი წყვილები რომ გყავს იმიტომ არის ესეთი ძაან მაგარი ისტორია. ერთ ან ორ წყვილზე რომ იყოს დაწერილი ესეთ ემოციებს ვერ გამოიწვევდა ჩემში.ყოველ შემთხვევაში შენს ნებისმიერ ისტორიას უეჭველი ყოველთვის წავიკითხავ იმიტომ რომ ჩემთვის ამ საიტზე ნომერ პირველი ხარ.პირფერობის გარეშე გეუბნები მართლა არასდროს მომბეზრდება შენი ისტორიების წაკითხვა.

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ტასო
ძალიან მაგარი გოგო ხარ.ეს თავიც შესანიშნავი იყო.მითუმეტეს რომ ჩემი გამორჩეული წყვილები იყვნენ.არ შემიძლია იმ თემას არ შევეხო რომ წერენ ძაან გაიწელა და ბევრი წყვილი რომ გყავს ძაან ბანალურიაო მე თუ მკითხავ ბევრი და ესეთი მაგარი წყვილები რომ გყავს იმიტომ არის ესეთი ძაან მაგარი ისტორია. ერთ ან ორ წყვილზე რომ იყოს დაწერილი ესეთ ემოციებს ვერ გამოიწვევდა ჩემში.ყოველ შემთხვევაში შენს ნებისმიერ ისტორიას უეჭველი ყოველთვის წავიკითხავ იმიტომ რომ ჩემთვის ამ საიტზე ნომერ პირველი ხარ.პირფერობის გარეშე გეუბნები მართლა არასდროს მომბეზრდება შენი ისტორიების წაკითხვა.

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes
მიხარია რომ მოგწონს
ყველას სხვადასხვა გემოვნება და შეხედულება აქვს
ზოგს ბევრი გმირი მოსწონს ზოგს ერთი ან ორი წყვილი
ზოგს რა ებანალურება ზოგს რა
ასე ვწერ და ახლა ნამდვილად ვერაფერს შევცვლი ისე იქნება როგორც მეწერინება და როგორც ვიღებ სიამოვნებას . არასდროს დამიწერია იმის მიხედვით ვის როგორ მოსწონდა ვფიქრობ არც უნდ ავწერდე ეგრე heart_eyes მიხარია რომ მოგწონს , არამგონია ნომერ პირველი ვიყო ,მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ მადლობა ამისთისაც

Lineta
Dzalian dzalianagaria. Warmatebebi

მადლობაა heart_eyes heart_eyes

 


№29 სტუმარი Qeti qimucadze

Ise rogorc yoveltvis shesanoshnavia mariammm, vaime zura da mashoooo, rodis cavikitxav gagrzelwbassss

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Ise rogorc yoveltvis shesanoshnavia mariammm, vaime zura da mashoooo, rodis cavikitxav gagrzelwbassss

ხვალ სავარაუდოდ არ იქნება ,მაგრამ ვეცდები მალე დავდო
kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent