შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 23


13-07-2018, 22:19
ავტორი zia-maria
ნანახია 2 417

ცდილობ შეცვალო ცხოვრება და ამ დროს ადამიანები ვუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას ან პირიქით,ვღებულობთ ძალიან დიდ ტკივილს.სიყვარულიც ასეთია,ჩემი ცხოვრება ბოლო დროინდელმა მოვლენებმა შეცვალა და ვინც არ მიცნობდა აღმიქვამდნენ ძალიან საშინელ ადამიანად,ჩემს მეგობრებს კი ჩემს უთქმელადაც ესმოდათ ჩემი.ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში მოულოდნელად მოდის,ნუ გაექცევით მის სირთულეებს,სიყვარულს არ აქვს კეთილი ბოლო,ყველას სიყვარული არ არის ბოლომდე თაფლივით გემრიელი და ტკბილი.ოცნება,სულის ტკივილი და მე როგორც ცხოვრებისაგან დაჩაგრული,სამივე ერთ გზაზე ვდგევართ და სამივე სულის ტკივილს გულით დავატარებთ.რა არის ცრემლი? გრძნობაა? ემოციაა? სისუსტის ნიშანია? როცა გულიც ტირის ცრემლით და იმავე ცრემლით ივსება გულის პარკუჭები.ეს ცრემლი კი არა სისხლია,ხო სისხლი ჩემი თვალებიდან და გულიდან წამოსული სისხლი.ნაკლებად შემიძლია საკუთარი საქციელის კონტროლი ემოციების სადავეები ხელიდან გამივარდა,არ მინდოდა ჩემი გაბრაზება, ტკივილი თუ ფსიქიურ აშლილობა ყვირილითა და აგრესიით გამომეხატა ჩემს საყვაელი ხალხისთვის,ამიტომ ბევი ფიქრის შემდეფ მივხვდი,რომ ყველა მხიარული იყოს,ვინც მიბიძგებდა სიცოცხლეს დავბრუნებოდი.მხოლოდ ჩემი ტკივილია მარიამი და მე უნდა ვზიდო ეს ტკივილი ცხოვრების ბოლომდე.დავამთავრო უნდა ჩემი მეგობრების,ახლობლების,ყველა საყვარელი ადამიანების ჩემს მიმართ ნერვიულობა.ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,მაგრამ ვიწყებ მარტო მარიამის გარეშე და მხოლოდ პატარა მარიამთან ერთად.მხოლოდ ეს დამრჩა შენგან მარიამ ჩვენი სყვარულის სიმბოლოდ,მე გელოდე 7 თვე,მაგრამ შენ არ ჩანხარ და უკან არ ბრუნდები ან როდის იყო ანგელოზები უკან ბრუნდებოდნენ.მენატრები,მაგრამ ვიცი რომ მაღლიდან გვიყურებ დაგვიცავ და დაგვიფარავ საყვარელო.უნდა ვეცადო და უშენოდ ცხოვრება უნდა ვისწავლო,ჩემი ცხოვრება მხოლოდ შენ ხარ და ამ გულს სხვა ვერასოდეს ვერ შეავსებს.უნდა წავიდე დროებით აქედან,მხოლოდ დროებით რომ ეს ტკივილი ორგანიზმმა შეიბრჟნოს,მიიღოს და გაითავისოს.
გიორგიმ გადაწყვიტა დროებით გაცლოდა ამ ტკივილს და არც არავის არ გაუპროტესტებია,ის დაბრუნდა ლონდონში და სამი წელი დაჰყო იქ.ყოველ დღე უგზავნიდნენ სოციალურ ქსელში მარიამის ფოტოებს და რაც უფრო იზრდებოდა,იმდენად უფრო ძალიან ემსგავსებოდა დედას რომ გიორგის მისი შეხედვაც არ უნდოდა,იმ დროს რეკავდა ხოლმე სახლში როცა მარიამს ეძინა,მაგრამ ნელა ნელა გადალახა,დაძლია ტკივილი როცა მარიამმა დაინახა,აკისკისდა ტაში შემოკრა და მამა დაუძახა.გიორგი გახევდა,გაითიშა და ვერ აღიქვა თუ მას ეძახდა მარიამი მამას.მოუსვენრად იყო მთელი დღე კომპანიაში,ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სახლში რომ მარიამს დალაპარაკებოდა.შეუყვარდა მისი ტიტინი,მაგრამ ვერა და ვერ შეეგუა მის ცრემლებს როცა ერთხელ დაინახა ტიროდა თავადაც მზად იყო ეტირა,გიჟს ჰგავდა ხოლმე და რუსო ცდილობდა მარიამს არ ეტირა გიორგის დასანახად.მაგრამ ძალიან ხალისობდა როცა ლუკა და მარიამი კინკლაობდნენ და გიორგი ბევრჯერ მოსამართლის როლში გამოდიოდა.ასე გავიდა სამი წელი,მარიამი თითქმის ოთხი წლისაა, ერთ დილით მისმა მონატრების სურვილი მოერია და მოულოდნელად მიატოვა ყველაფერი და დაბრუნდა.პირდაპირ კომპანიაში მივიდა,ტაქსს უთხრა დალოდებოდა და მონატრებულ შენობას სიმაღლეზე ახედა,არავინი არ ელოდა,ვერც ვერავინმა იცნო მოზრდილ წვერში,სულ შავებში და შავი სათვალით,შავი ფერი უკვე წლებია გიორგის საყვარელი ფერი გახდა.ლიფტით ავიდა მეხუთე სართულზე,ბექა დაინახა რაღაც მითითებებს აძლევდა თანამშრომლებს,ზანდა მის ადგილზე იჯდა და გაშეშებული უცქერდა გიორგის იცნო,მიუხედავად შეცვლილი იმიჯისა იმ წუთში იცნო გიორგი და თვალები ცრემლით აევსო.გაეღიმა და ბექას ბავშვობის სახელი დაუძახა.
-ჰეი ჩიკო.ბექა გაშეშდა,ამ სახელს ხომ მხოლოდ გიორგი ეძახდა როცა გააბრაზებდა,არ დაიჯერა მაგრამ მაინც მობრუნდა და გაოცებულმა შეხედა გიორგის რომელიც გაღიმებულმა ხელები გაშალა და ბექასკენ წავიდა,ბექამ ჯერ ფრთხილად შეეხო მეგობარს დასარწმუნებლად მართლა იდგა მის წინ გიორგი თუ ელანდებოდა.
-გიორგი მართლა შენ ხარ?
-მე ვარ მეგობარო,მე ვარ დავბრუნდი.ბექას ხელში რაც ეჭირა ძირს დაყარა და მეგობარს გადაეხვია,სიხარულის ცრემლებიც კი არ დაუფარავს.
-დაბრუნდი,სულ დაგვიბრუნდი აღარსად აღარ გაგიშვებ ძმაო.
-არ ვაპირებ წასვლას,აქ როგორაა საქმე ყველაფერი რიგზეა?თვალი მოავლო ნაცნობ კედლებს და ღიმილით წავიდა აცრემლებულ ზანდასთან რომელმაც შვილივით ჩაიკრა გულში გიორგი და თბილად მოეფერა.
-კარგი ქენი რომ დაბრუნდი გიორგი ძალიან გაგვახარე.
-ვეღარ შევძელი გაჩერება,მაგიჟებს ის პატარა არსება და რომ ვერ ვეხები ლამის ჭკუაზე ავიჭრა.
-რა ვქნათ აქ შემოხვალ ჯერ თუ სახლში წავიდეთ.კითხა ბექამ.
-ანა სად არის.ანას მაგიდას შეხედა გიორგიმ.
-სახლში წავიდა,რაღაც შეუძლოდ გრძნობდა თავს.
-ბავშვი?
-ბავშვი რუსოსთან არის.
-მაშინ წავედით,მარიამს უნდა შევეხო და გულში ჩავიკრა.აღიარა,აღიარა რომ მარიამი ყველას და ყველაფერს ერჩივნა.
-იცი რა სიცოცხლეა?ისეთი ფაქიზი,ისეთი ნაზი მაგრამ გიჟიც,ჩემი ცხოვრებაა ეს ბავშვი გიორგი.აღტაცებული ამბობდა ბექა.
-ზანდა დეიდა მეჩვებება თუ ეს ხისთავიანი მეცილება შვილის სიყვარულში?
-მართლა სიცოცხლე გყავს,მარიამი ისეთია სულს მოგიბრუნებს.გაღიმებულმა უთხრა ზანდამ გიორგის.
-ზანდა დეიდა ყველაფერი შეხვედრა გადადე,ვაკანსია გააუქმე უფროსი უკვე აქ არის და ვფიქრობ აღარ დაგვჭირდება ახალი კარდის აყვანა.
-წავედით.ხელი გადახვია გიორგის და გავიდნენ მხიარული სახეებით კომპანიიდან.გიორგიმ მომლოდინე ტაქსს ფული გადაუხადა,მადლობა უთხრა და ბექას მანქანით წავიდა სახლში.
-ბავშვები როგორ ეწყობიან ერთმანეთს,ხშირად ვხედავდი რომ კამათობდნენ.
-არ მიხსენო,ნერვები მაქვს დალეჯაზე როცა ერთად არიან,დღეს თავად ნახავ.
-ვის გავს ლუკა ან მარიამი.
-გეფიცები მარიამი ბიჭი რომ ყოფილყო ასე არ დაგემსგავსებოდა,როგორც ლუკა გგავს შენ გიორგი.მარიამი კი სუფთა ანას დაპატარავებული ასლია,სულ იმის ფიქრშია რა გააფუჭოს და ვინ როგორ ააყვიროს.ჯერ რაა ოთხი წლის და ამდენი ეშმაკობის თავი როგორ აქვს ამ პატარა არსებას.
-კარგია მიყვარს ცოცხალი ბავშვები,სხვები?
-ვახო გგავს კიდევ მაგრად.ლაშას კობა ლაშსასავეთ ცანცარაა.სიცილით თქვა ბექამ.
-აქ მარტო ხარ შენ?
-ხო ალექსი მოსკოვშია,გაუტკბა იქით ყოფნა მაგრამ მალე დაბრუნდება აქაც ფიქრობს რესტორნის გახსნას და აქ იქნება.ალიკას ბიზნესი აქვსთ იჯახური და ორივე მუშაობს შეწყობილად,ძალიან კარგად უძღვება საქმეს,ბავშვების აღზრდაში კი კარინას მშობლებიც ეხმარებიან.
-დედამისი როგორაა,გამოვიდა მდგომარეობიდან?
-ყველანი კარგად არის,სახლი გაყიდეს ძალიან არ უნდოდა ალიკას გაყიდვა მაგრამ დედამისს შიშები ჰქონდა იმ სახლში ვერ იცხოვრებდა.ასე რომ ყველა მისი გზით მიდის ძმაო,ახლა შენ იფიქრე შენს თავზე და შენს მომავალზე.
-ახლა არ გადამრიო ბექა და ტვინი არ გაჭედო მომავალზე ლაპარაკით,ჩემი მომავალი ჩემი შვილია და ვსიო.თქვა მკაცრად გიორგიმ.
-შენი საქმისა შენ იცი,მე არაფერს არ გაძალებ.ხელები ასწია ბექამ.
-სად არიან,თბილიში?
-არა,ამ სიცხეში რა უნდათ თბილიში აქ ჩვენც ვიხრჩობით აქ ყოფნით.წყნეთში არიან,იქ უკეთესია.გიორგის არც სახლში ელოდნენ და ამ მოულოდნელი სიურპრიზით ყველა გაოცებული იყო,ეზოში იჯდნენ ჩრდილში გოგი სილაში დაეჯინათ ბავშვებს და თამაშობდნენ.ყველამ ჭიშკრისკენ გაიხედა ბექას მანქანამ რომ მიასიგნალა,ლუკამ გაიქცა მამსთან შესახვედრად,მაგრამ შეჩერდა უცხო კაცი რომ დაინახა მის წინ მომავალი.მარიამმა თვალები დაჭყიტა,ფეხზე წამოხტა ლუკას ხელი კრა და აუზში მოისროლა თავად კი გაიქცა უცნობი მამაკაცისაკენ მამიკოს,მამიკოს ძახილით.
-მამიკო მოჩულა,მამიკო მოჩულა.გიორგი არ ელოდა მარიამისგან ასეთ ემოციურ შეხვედრას და გაშლილი ხელებით შეეგება,პეპელასავეთ აიტაცა ხელში პატარა და გულში ჩაიკრა,გოგიმ კი აუზში ჩახტა ლუკას გადასარჩენად.გიორგიმ ვერ გაძღა მარიამის მოფერებით და უეცრად თვალი შეავლო დოინჯებ შემოდებულ და წარბებ შეყრილ გაწუწულ ლუკას და მიხვდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო მარამზე ამ ორ შორის ჩხუბი გარდაუვალი იყო,გადაწყვიტა ჯერ ხელში ყოლოდა მარიამი სანამ ლუკას სიბრაზე არ გაუვლიდა.რუსო იდგა და თვალცრემლიანი უცქერდა შვილს და შვილიშვილს,გაუხარდა შვილის დაბრუნება და უკვე დარწმუნებული იყო რომ გიორგის აქ დაბრუნებას და სიცოცხლეს დიდი ძალა მისცა მარიამის არსებობამ.მიუახლოვდა მშობლებს,მოეფერა და გულში ჩაიკრა ატირებული დედა,გოგი კი გაწუწული იდგა და მხრებზე ხელს უთათუნებდა რუსოსაც და გიორგისაც.შემდეგ თავადაც იქვე დაჯდა და მარიამი ცალ ფეხზე ჩამოიჯინა კაბა გაუსწორა და უემოციოდ თქვა.
-მე არ მაინტერესებ რას იტყვით და როგორ მიიღებთ,მაგრამ ყველამ კარგად იცით ეს ოთხი წელი უფერული და არაფლის მომცემი იყო ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ახლა მარიამი გამიფერადებს ჩემი არსებობის დღეებს.
-გიორგი შვილო,მარიამი ძალიან კარგი იყო და მე ის როგორც ჩემი ქალიშვილი ისე მივიღე,მიყვარდა და შენთან ერთად მეც ვხარობდი მისი ბედნიერებით.მეც ძალიან მაკლია ის მისი კსკისით,მენატრება მისი შემოფრიალება სამზარეულოში,ის წუთები რომ დამიბრუნდებოდეს სიცოცხლესაც კი დავთმობ როგორ გულით ამზადებდა დილის საუზმეს ყველასთვის,მთელ მის სიყვარულს დებდა თითოეულის გულში,მაგრამ უნდა შევეგუოთ ამ დიდ ტკივილს და ცხოვრება გრძელდება,ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.
-მარიამ ჩადი ძირს და ლუკასთან ითამაშე.უთხრა გიორგიმ.
-ალა,ველ ქედავ ლოგორ მიბღერს? უნდა ლომ მჩემოს.უთხრა მარიამმა მოწყენილი ხმით გიორგის.
-რატომ? რატომ უნდა გცემოს.გაიკვირვა გიორგიმ ვითომ არ იცოდა.
-აუზჩი ჩავადე და იმიტო.გიორგის გაეცინა და ლუკას შეხედა,რომელსაც ისევ ისე ჰქონდა წარბები შეყრილი.
-რატომ ჩააგდე,პაპა რომ არ გადამხტარიყო ლუკა დაიხრჩობოდა.უთხრა ვითომ გაბრაზებულმა რუსომ მაგრამ მაინც შეეპარა ღიმილი მის ღაწვებს.მარიამმა გაბრაზებულმა შეხედა რუსოს და წარბებ აწეულმა უთხრა.
-ალ დამითო გზა,ლომ გავიქესი ველ შემქედა?ჰოდა ჩავადე,აჩე მოუთება მაგას.
-თუ აჩე,ჩაგიგდემ მე შენ ხელში.ჩაილაპარაკა ლუკამ რაც ბექამ კარგად გაიგონა და გაეცინა.
-გიორგი ამათ ჩხუბს რომ ვუყურებ შენ და ანა მახსენდებით.უთხრა ღიმილით გოგიმ.
-სად არის მართლა გველთევზა,დამტკბარია?გაეცინა გიორგის.
-მოწყენილია დედიკო,გიორგი ძიას ფოტოებს ეფერება და დასტირის მომენატრე ანაკონდაო.ყველას ხმამაღლა გაეცინა ლუკას ნათქვამზე.
-მოდი ჩემთან.უთხრა ბექამ ლუკას და გიორგისთასნ მიიყვანა.-აი ესაა ძია გიორგი მარამის მამა რომელსაც შენ გავხარ.
-მას თუ ვგავარ,მეც შავები რატომ არ მაცვია?იკითხა ლუკამ.
-ნუ ახლა ეს მისი ჩაცმის სტილი არის,გაიზრდები და შენც გექნება შენი სტილი,შენი ფერი.
-ვაუუუ,რა მაგარია.ახლოს მივიდა ლუკა და ხელი ჩამოართვა გიორგის მაგრამ ჩუმად ყველას შეუმჩნევლად მწარედ უბწკინა მარიამს რასაც მისი შეკივლება მოყვა და ისე სწრაფად ჩამოფრინდა გიორგის მკლავებიდან და ლუკას თავზე დააცხრა ვერც კი გაიაზრა გიორგის რა მოხდა.
-რა მოხდა,ახლა მაინც რა გაჩხუბებთ.უყვირა ორივეს ბექამ.
-მიბრწკინა,აი შექედე უკე გაწითეულია.გაბრაზებულმა შეხედა ისევ ლუკას რომელიც ავაწეული იდგა ამაყად და დაუძახა.-დებულო.
-ამათი მარტო დატოვება არ შეიძლება.თქვა გიორგიმ და მარიამს დაუძახა.-მარიამ მოდი მამიკოსთან და მაჩვენე ფეხი სად გტკივა,მოგეფერები მა.მარიამმა მიირბინა და ცრემლიანი თვალებით უთხრა.
-აი ნაქე,გაწითულებულია უაძლო ბავში.მართლა გაწითკებოდა თეთრი ფუმფულა ხორცი რომელიც გიორგიმ დაუკოცნა და უთხრა.
-აღარ გეტკინება აწი მორჩა, ხომ მორჩა.
-კი მოჩა, ჩემ ლომ მატოცე იმიტომ მოლჩა.ბექამ ყველას დაურეკა და უთხრა საღამოს წყნეთში ამოსულიყვნენ,ასევე ანას დაურეკა სასწრაფოდ ასულიყო წყნეთში და რატომ ეს არ უთხრა.ეზარებოდა ანას წყნეთში ასვლა მაგრამ წავიდა, ეზოში შევიდა თუ არა ფიქობდა პირდაპირ აუზში გადავეშვებიო,მაგრამ მარიამმა მიახარა.
-მამუდა მამიტო ლომ დაბუნდა ჩემ ალ იჩი?ანა გაშტერდა და შემდეგ კივილით წავიდა სახლისკენ,გიორგი სახლში იყო და დაფეთებული გამოვარდა გარეთ ბავშვებმა რამე ხომ არ მოიწიეს ერთმანეთსო,ვერც გაიაზრა ვინ ეხვეოდა და კოცნიდა,სანამ ცოტა არ ამოასუნთქა ანამ.შეხედა და ჯერ გაბრაზდა და ძველებურად შუღრინა.
-რა გაკივლებს გოგო,გამისკდა გული.
-მართლა შენ ხარ?
-არა გეჩვენება.ხუთი წლის შვილი გყავს, ჭკუა კიდევ ვერ ისწავლე?
-რა უჟმურიც იყავი,ისევ ისეთი დაბრუნდი?უთხრა ანამ.
-უფრო უარესი.გიორგიმ მარიამს შეხედა და უეცრად გულიანად გადაიხარხარა,ანას გაეცინა და თან გაკვირვებულმა იქვე მდგარ მარიამს შეეკითხა.
-მამიდა რა აცინებს მამაშენს.
-მე ლა ვიჩი,გონია გაჩულელდა?გიორგიმ სული მოითქვა და ანას უთხრა.
-შენ თუ იცი ჩეემა შვილმა რომ მოერია შენს ყმაწვილს და თავით გადაუძახა აუზში.უთხრა და წარბები აუწია ანას ეს იმას ნიშნავდა,რომ აბა გაბედე და მარიამს რამე უთხარიო.
-მართლა?წუპაკა მოდი აქ.დაუძახა მარიამს.
-ლა გინდა,ლას მიბლძანებ ქაბატონო?
-ხო ხო რა ენა აქვს? იცინოდნენ ეზოში უკვე თავშეყრილი მეგობრები.
-მოდი გოგო აქ რომ გეძახი.უყვირა ანამ.
-ნუ უყვირი თორემ ახლა შენ იყურყუმალებ აუზში.უთხრა გიორგიმ ღიმილით ანას,მარიამმა გაიგონა მამის გამოქომაგება და დიდი გული მიეცა,მივიდა და წინ დაუდგა ანას უტეხად.
-მოვედი ჰა,ლა გიდოდა ქაბატონო.
-მაუდა აღარ ვარ?ლუკას რა უქენი,მართალია ის რაც გავიგე?
-დიღაც მათალია,აუში გადავადე.
-მერე რატომ,რომ დამხჩვალიყო?უყვირა ანამ.
-ნუ კილიხალ,ეკუთოდა.
-რატო ეკუთნოდა.
-ლოცა მე მიდივალ ზაზე უნდა მიტიოს.უთხრა მარიამმა და წარბები შეკრა.
-უნდა უტიოს თურმე ამას და გზა დაუთმოს თურმე.გიორგიმ ხელში აიყვანა მარიამი და ყელში აკოცა გემრიელად.რუსომ მაგიდა გააწყო,გოგოებიც დატრიალდნენ.მარიამი დაიჯინა და თავის ხელით აჭამა,ლუკამ არ იკადრა მარიამთან დაჯდომა და ბექას დაუჯდა გვერდით.
-ჩენ ველ გაიგე,ლოცა უფლოსები ზიან ჩენ იქ ალ უნდა დაჯდე?
-მომშორდი.შეუღრინა ლუკამ და მარიამიც გულომოსული დაჯდა განცალკავებით.გიორგიმ დაუძახა და კალთაში ჩაიჯინა.
-ხომ იჯექი ცალკე აქ რისთვის მოდი.უთხრა ანამ.
-მე მამიტოსთან ვალ,ჩენ ლა გაწუქებს?
-ხო,ხო,ხო ნაკვერჩხალს ენით იღებს.თქვა ლაშამ და გულიანად გაიცინეს.
-მამიტო ალექსი ძიოსთან წამიკან?
-ხვალ წავიდეთ მამი.უთხრა გიორგიმ.
-ულაააა,მე ჩოფელჩი მიდივალ.თითით გამოაჯავრა ლუკა.
-რა გინდა ლუკასთან რატომ აღიზიანებ,მერე იტყვი მეჩხუბებაო არადა ყოველ დღე შენ ხარ საცემი.
-ანა.შეუბღვირა გიორგიმ ანას.
-გიორგი.არც ანამ დააყოვნა და ველებურად შეუღრინეს ერთმანეთს.
-ჩენ ნუ უღენ ძაგივით ჩემი მამიტოს,გესის?უყვირა მარიამმა ანას და შემდეგ ჩუმად ჩაილაპარაკა.-უდელი ქალი.გიორგის კისერში თავი ჩარგო,გიორგიმ ანას შეხედადა უთხრა.
-ოთხი წლის ბავშმაც კი იცის,რომ უდელი ქალი ხარ.ენა გამოუყო ანას გასაჯავრებლად.
-ღმერთო, როგორ მომნატრებია ამათი კინკლავი.თქვა რუსომ.მოულოდნელად გიორგი დასერიოზულდა,წარბები შეჰყარა და მკაცრი,მტკიცე ხმით თქვა.
-მაპატიეთ ყველამ,რომ დაგტოვეთ მაგრამ უნდა წავსულიყავი,უნდა გავცლდი აქაურობას.წავედი და მთელი გულით,სულით ჩავეფალი ჩემს საქმეში და თითქოს აუწონავი ტვირთი მოვიხსენის მხრებიდან.შეიძლება ადამიანმა შეიკავოს სულიერი ტკივილი, არ გამოხატოს ამ დაგროვილმა ტკივილმა კი შესაძლებელი იყო გამოეწვია ჩემში გარდაიქმნა და გულში ღრმად ჩადებული ტკივილი ბოღმად გადაქცეულიყო.ერთ დღეს კი შესაძლებელი იყო ეს ბოღმა სხვაზე გადმომენთხია,ტკივილი გასკდებოდა, ამოიფრქვევოდა და ამ ყველაფრის რეზულტატი კი უკიდურესობის მორევში გადავარდნილი, გაბოროტებული ადამიანია დავდგებოდი თქვენს წინაშე.ამიტომ აგარიდეთ ეს ტკივილი თქვენც და ჩემს თავსაც.გამიგონია ”იტირე, იტირე და გულზე მოგეშვებაო”. ეს მართლაც ასეა ცრემლთან ერთად ადამიანი იშორებს გულში არსებულ, დაგროვილ განცდებს, გრძნობებს და სულიერ განწმენდას განიცდის, მძაფრი ემოციებისაგან იცლება და სიმშვიდის გარკვეულ დონეს აღწევს,ასე ნელა-ნელა გადავლახე,დავძლიე ჩემი დიდი ტკივილი და დავმშვიდდი კიდეც.
-გიორგი შენი კომპანიაში დაბრუნება აუცილებელია.უთხრა ბექამ.
-არა,ჯერ არსადაც არ გავალ მე და ჩემს პეპელას ჯერ საქმეები გვაქვს,ხომ მამიკოს ცხოვრება.შენ გაუძეხი ჯერ ისევ კომპანიას.ხვალ საფლავზე გავალთ მე და მარიამი,მერე სოფელში წავალთ იმათაც ვნახავ,ცოტა ხნით გავჩერდებით და საქმეები შემდეგაც თავზე საყრელად გვექნება ბექა.შემდეგ მარიამს ამოსდო ნიკაპში თითი,თავი ააწევინა და უთხრა.
-არავინმა მითხრა სიტყვა მომავალზე,ჩემი ცხოვრება ამ პატარა არსებას ეკუთნის რადგან მხოლოს ეს ერთი ქალი არის ჩემს გულში და სხვისთვის ადგილი იქ არ არსებობს.შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი მარიამ.უთხრა და გულში ჩაიკრა პატარა.



№1  offline მოდერი zia-maria

smiley წაიღე,გჩუქნი გამოიყენე.მადლობა საყვარელო,უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ საიტზე რომ ვარ და ვიცნობ ასევე საოცრად უნიჭიესეს საქართველოს მომავალ თაობას.წარმატებული გზებით გევლოს,ოცნრბები აგსრულებოდეს. kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი მია15

მართლაც შეუდარებელი სიტყვები არ მყოფნის.სუპერ მართლაც კარგად გადმოსცემ ყველაფერს.ველი შ3მდწგ თავს

 


№3  offline მოდერი zia-maria

მია15
მართლაც შეუდარებელი სიტყვები არ მყოფნის.სუპერ მართლაც კარგად გადმოსცემ ყველაფერს.ველი შ3მდწგ თავს

blush პეპელაც მოფრენილა,ჩემი მახარობელი და მალე გაგახარებ შემდეგი თავითაც. kissing_heart

 


№4 სტუმარი მეგი259

სულ რამდენი თავია ?? ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent