შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემშივე სახლობ (1 თავი)


15-07-2018, 13:14
ავტორი chelsona
ნანახია 1 258

წლები გავიდა მას მერე რაც საქართველო დატოვა .. ადგა და წავიდა უკან მოუხედავად..
ყველაფერი და ყველა მიატოვა და გაცილდა სამშობლოს.. მაშინ ეგონა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა გაქცევა და სწორედ გაქცევით უშველა თავს.
მისი წასვლის მიზეზი ერთი იყო.. ის ერთი ათი წლის წინ, რომ სიგიჟემდე უყვარდა, გასაგიჟებლად, უსაზღვროდ და აღუწერლად.
უყვარდა ერთი იყო.. აი ცალმხრივი სიყვარული კი მეორე.. 12 წლიდან ჩაუარდა გულში მის კლასში გადმოსული ბიჭი..
დაუგეგმავად, სრულიად ბავშვურად, წრფელი და წმინდა გრძნობით.
ის იყო მიზეზი მისი წასვლისა და გადაკარგვის. ახლა რას გრძნობდა არც თვითონ იცოდა.. უბრალოდ სამშობლოს და მშობლების მონატრება ყელში ამოუვიდა, ბარგი შეკრა, მეგობრებს დაემშვიდობა და ინჩხონის აეროპორტისკენ გაემართა..
ღელავდა..
ემოციების გაკონტროლებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ღრმად სუნთქავდა და თავს ამშვიდებდა.
თბილისის აეროპორტიდან გამოსულმა სათვალე მოიხსნა, თვალები დახუჭა და ბედნიერს გაეღიმა.. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ჩამოშლილი თაფლისფერი თმები ზურგზე გადაიყარა და ტაქსში ჩაჯდა..
ფანჯრიდან ათვალიერებდა შეცვლილ თბილისს.. თვალები ამღვრეოდა, ტუჩები უთრთოდა, კანკალს აეტანა..
ნაცნობი კორპუსის წინ იდგა..
ნაცნობ ქუჩაზე..
ნაცნობ სადარბაზოსთან.
ბავშვობის მოგონებებთან ერთად..
-დედა მე ჩამოვედი.. რეპეტიციას გადიოდა...-ჯანდაბა.. რა რთული ყოფილა დაბრუნება.. რა მინდოდა დავტეულიყავი სეულში. ვერ ვიყავი მშვენივრად.. თავის თავს ეჯუჯღუნებოდა.. -როგორ მომენატრა.. ყველაფერი მომენატრა.. ბუტბუტებდა და გარემოს უკეთ ათვალიერებდა..-შეცვლილია.. უმნიშვნელოდ მარა მაინც შეცვლილია.. კორპუსის თვალიერებას აგრძელებდა..
თვალი გვერდითა კორპუსისკენ გააპარა.. ამდენი წლის მერე ისევ მას ეძებდა.. ისევ მისი ხილვა უნდოდათ თაფლისფერ სფეროებს.. მოღალატე თვალებს ისევ ის სურდათ..
-როგორ მინდა ამოვიჩიჩქნო ეს თვალები და სულაც ასე ბრმამ ვიარო.. სევდა შეპარული ხმით თქვა და უკან მიბრუნდა სიცილის ხმა, რომ გაიგო..
-დაკა დაკაო და ყველა მოტყდა პონტიდან და მერ.... სიცილითა და ემოციებით ყვებოდა მაღალი ბიჭი რაღაცას, მაგრამ სიტყვა ვეღარ დაასრულა წინ მდგომის დანახვაზე..
მის გვერდით მდგომმა ბიჭებმაც მის გაშეშებულ მზერას გააყოლეს თვალი.
-თაია? გაოცებულს ამოხდა. -მართლა შენ ხარ?
-ვინ? მეორემ ჩუმად კითხა ქერას და დაზუსტება სცადა. -არჯევანიძე? თაია არჯევანიძია ?
-გამარჯობა ბიჭებო.. მხიარულად მიესალმა კლასელებსა და უბნელებს.. იმისდა მიუხედავად, რომ არც ერთთან კაი ურთიერთობა არ ქონდა უზრდელობად მიიჩნია გვერდის ავლა.. ზოგადად სკოლაში არავისთან არ ქონია კარგი ურთიერთობა. კლასელები ეზიზღებოდა.. იმ დაცინვისა და დამცირების გამო ყოველ დღე, რომ იღებდა მათგან.. შავგვრემანი კარგად აათვალერა..
ვაკო ქალდანი..შეცვლილი იყო დიდადო ვერ იტყოდა მარა წლები დასტყობოდა..
თვალი ქერასკენ გაექცა..
ბექა გოგუა.. დაბალი იყო თავიდანვე.. არც ახლა გაზრდილა.. ყველაზე მხიარული ადამიანი იყო ნუ ასე ახსოვდა..
და ბოლოს გუგა ჯაფარიძე.. თავის თავზე სულ ზედმეტი წარმოდგენა ჰქონდა..
ახლა როგორები იყვნენ ნამდვილად არ იცოდა და დიდად არც აინტერესებდა წლებმა მათზე იმოქმედა თუ ისევ ისეთებად დარჩნენ..
-რამ გაგაოცათ ასე? დავბრუნდი როგორც ხედავთ.. მოლანდება არ ვარ.. გადაიკისკისა..
ასეთი თაია?
არა.. არავის არ ენახა..
გასაგიჟებელი იყო..
რა ფეხი
რა ტანი
რა მკერდი..
ვაფშე გოგო იყო პიკი..
ბიჭები შოკში იყვნენ..
-კუჭი დაიპატარავე? ბექამ ენა ვერ გააჩერა და წინ მდგომის ფორმებით გაოგნებულმა მოურიდებლად კითხა.. ვაკომ იდაყვი მიარტყა მუცელში. ბიჭიც თითქოს გამოფხიზლდაო.. -აუ ბოდიში ტო.. ცუდად გამომივიდა მარა... ფუ ამის.. კეფა მოიქექა ანერვიულებულმა და დაბნეულმა..
-არაუშავს.. ნაზი ღიმილით დაამშვიდა.. -ვარჯიშის საშვალებითა და სწორი კვებით ჩავდექი ფორმაში. ჩემში არსებული მეორე ადამიანი მოვიცილე ასე რო ვთქვათ.. აღარ ვარ ბუთქუჩა გოგო.. ვაკოს გახედა მუდამ ბურთს, რომ ეძახდა კლასში..
სიჩუმე ჩამოვარდა..
ბიჭები ხმას ვერ იღებდნენ, აწურულები იდგნენ და სკოლის პერიოდს სინანულით იხსენებდნენ..
-გალამაზდი, შეიცვალე, დაქალდი.. გასაოცარი ხარ.. ჯაფარიძე თვალებ დაწვრილებული უყურებდა და შემფასებლურად ათვალიერებდა გოგოს თითოეულ ნაწილს..
-მადლობა.. თქვენც დაგტყობიათ წლები..
-ხო.. 10 წელი არ არის ცოტა.. გოგუამ თავი გააქნია.
-რჩები თუ... ვაკომ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან..
-არ ვიცი.. მონატრებული ვარ ჯერ ყველაფერს.. ალბათ რამოდენიმე თვეში ზუსტად გადავწყვეტ.. თქვენ რას შვრებით ცოლები ხომ არ გყავთ? თემის შეცვლა სცადა..
-რა ცოლი?.. შვილები გვყავს უკვე.. გაიცინა ბექამ..
-ვა? მოგისწრიათ ამ ათ წელში ყველაფერი. სამივეს?
-მე და ბექას.. ვაკომ ღიმილით გასცა პასუხი. -ნუ თითქმის კლასის უმეტესობა დაოჯახებულები ვართ..
გულში ჩხვლეტა იგრძნო..
ნუ თუ.. არა თაია დაივიწყე.. ისიც რომ იყოს? მასაც რომ ყავდეს ცოლი? შვილი? შვილები? რაზე ფიქრობ... ისევ მასზე ? დაივიწყე.. დაივიწყე ბოლოს და ბოლოს..
-ეს ისევ ეულად დადის. თავის თავთან ლაპარაკი გააწყვეტინა გოგუამ და გუგაზე ანიშნა, რომელიც ხამივით ათვალიერებდა გოგოს სა*დომს.
-შენ? შენც ხომ არ გათხოვდი? დაინტერესებულმა კითხა ჯაფარიძემ და ყელში გაჩხერილი ნერწყვი სასულეში გადააგორა..
-მე? მე არა..
-თაია.. ყვირილის ხმა მოესმა აივნიდან.. თავი სწრაფად ასწია მაღლა..
-ირაკლი.. ცრემლი ვერ შეიკავა ძმის დანახვაზე.. ბიჭის სხეული მალევე გაქრა აივნიდან..
მის წინ მდგომ ბიჭებს ყურადღებაც არ მიაქცია ისე გაექანა სადარბაზოსკენ და კიბეებზე გიჟივით ჩამომავალ ირაკლის ჩაეხუტა..
ხმამაღლა ტიროდა და მონატრებულს გულში იკრავდა..
-იკა.. რამხელა ხარ. როგორ გაიზარდე.. 10ის იყავი რო დაგტოვე.. ტირილით ძლივს ამბობდა და ხელებით სახეზე ეფერებოდა.. -20ის ხარ ხო? იკა.. ჩემო იკა.. ჩემო პატარა..
-თაი როგორ მომენატრე.. როგორ მტკიოდი.. ამ ხნის განმავლობაში მტკიოდი.. როგორ მიმატოვე თაი? გაბრაზებული, ნატკენი, ნაწყენი, გაღიზიანებული, მონატრებული და სევდიანი თვალები მიანათა.. ხელს არ უშვებდა.. უფრო მეტად იხუტებდა დას.. -არ მჯერა.. იმდენი დრო გავიდა რო არ მჯერა..
-მაპატიე რა ირა.. გთხოვ შენ მაპატიე..
-კაი ნუ ტირი.. ხომ იცი ვერ ვიტან რო ტირი.. ცრემლები მოწმინდა.. -წამო შევიდეთ სახლში.. გაგიჟდებიან მშობლები.. სიხარულისგან გამოწვეული ღიმილი ვერ დამალა..
-სახლში არიან?
-სოფელში წავიდნენ გუშინ.. დილას ჩამოვლენ. შუბლზე აკოცა და წინ წადიო ხელით უბიძგა.
-ბარგი?
-ამოვიტან ადი შენ..
-------------------------------------------------------------------
-ჩამოვიდა.. ბინაში შესულმა გუგამ მაშინვე მიახალა ბიჭს.
-ვიზე ამბობ? წარბები შეკრა ჯაბადარმა და აქეთ-იქით მოსიარულე ჯაფარიძის შემხედვარემ, ვაკოს და ბექას ანიშნა თავით ეს ხომ კარგადააო?
-არჯევანიძე ჩამოვიდა.. დაბრუნდა..
-ვა ბეჰემოტი დაუბრუნდა სამშობლოს? ირონიულად ჩაიცინა და სიგარეტს გაუკიდა.
-რა ბეჰემოტი შე *ემა.. იცი რა ნაშა დადგა? თვალი ძლივს მოვწყვიტე. გუგამ ხელი სახეზე ჩამოისვა..
-თქვენ მართლა არჯევანიძე ნახეთ? გაკვირვებულმა შეხედა ბიჭებს და წლების წინ დამახსოვრებული თაიას წარმოდგენაზე სახე მოეღრიცა..
-გეუბნები ტო.. შოკიათქო.. გვერდით დაუჯდა ძმაკაცს.. რა მკერდი ქონდა.. ტუჩებზე ენა გადაისვა.. რას წარმოვიდგენდი არჯევანიძის დანახვაზე თუ ამიდ*ებოდა? გუგა დანისლული თვალებით იყურებოდა..
-სუ გამო*ევდი შენ? რა მოწიეთ გაფიცებთ ამისთანა? ფეხზე წამოდგა ჯაბადარი..
-ბომბია..
-რა გააკეთა სამივე რო დაგა*ლევათ?
-გაკეთება რათ უნდოდა? ეგ ნებისმიერს დაა*ირებს.. მაგან რო ვაფშე რამე გააკეთოს ხვდები რა იქნება? მაგიდაზე მიგდებული კოლოფიდან სიგარეტის ერთი ღერია ამოიღო და ტუჩებსშორის მოიქცია. -რამდენს ენდომება მაგასთან დაწოლა აზრობთ? ფანჯარასთან დადგა და ბიჭებს ზურგი აქცია..
-ასეთი რა არის? მეც ნუ გამაგიჟეთ.. ფანჯარასთან მდგომ ჯაფარიძეს გახედა..
-რო ნახავ მერე ნახე გაგიჟება.. ვაკომ ჩაიცინა.. -ნეტა ახლაც უყვარხარ? იოანეს მიმართა..
-ვინც უყვართ არ გადაუყვარდებათ.. თვალი ჩაუკრა გამარჯვებულმა ჯაბადარმა ბიჭებს. -მამენტ სუ *ლეზე მაგის სიყვარული..
-რა *ირია... რას არ გავიღებდი მაგას რო ვუყვარდე.. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ჯაფარიძემ და ფანჯარას მოცილდა.
-წადი შენ ნაშასთან იქნებ დაგიწყნაროს ეგ ჰორმონები და დაგამშვიდოს აქ, რომ გვიტ*ნავ ტვინს.. ბექამ გაღიზიანებულმა გახედა გუგას.
-დავაი რა..
-ინტრიგანები ხართ.. იოანე ფანჯარასთან მივიდა და თაიას ბინისკენ გაიხედა.
-შეგამზადეთ წინასწარ მაგის დანახვაზე იქვე, რომ არ დაან*რიო. გაიცინა ჯაფარიძემ და მობილურზე მოსულ სმს დახედა. -კაველიშვილთან არის კაი პონტი და წამოხვალთ?
-მე პასი.. ვაკომ ხელები აწია..-ანის ტვინის ღნის თავი არ მაქვს და მაგის ეჭვიანობების.. თვალები აატრიალა და მაინც რაღაცნაირად გაეღიმ.
-მეც. ბექაც აყვა ქალდანს..
-აი ეგაა ცოლი და შვილი.. თითის ქნევით თქვა გუგამ.
-ყველაზე ტკბილი შარია.. ბექამ ცოლისა და ქალიშვილის გახსენებაზე თვალები დახუჭა წამიერად და სიყვარულის გრძნობამ გული აუჩქარა. -წავედი მე მომენატრა ჩემი შარი..
-აჰა არ არი ახლა ეს დეგენერატი? ნეტავი ვიცოდე რა გაუკეთა იმ გოგომ ასეთი, რომ მიიჯაჭვა.. გუგამ კარისკენ მიმავალ ბექას გახედა.
-შენთვისაც გაეკეთებინოთ იგივე.. კეთილი სურვილი არ დაინანა გოგუამ.
-არა მადლობთ.. თქვენც გვეყოფით მე და იოს ამ სიფათებით.
-ოხ გუგა რა.. თავი გააქნია ვაკომ და ფეხზე წამოდგა..
-შენც მიდიხარ? ჯაბადარმა ფეხზე მდგომს შეხედა.
-ჰო, რაღაც საქმე მაქვს და მერე დავგაზავ სახლში. ჭკვიანად.. მოაძახა ორ მარტოსულს..
-რა ვქნათ ახლა აბა?
-დავახვიოთ კაველაშვილთან.. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა იომ და ოთახისკენ წავიდა ტანსაცმელი, რომ გამოეცვალა.
-----------------------------------------------------------------------------------
მონატრებულ, შეცვლილ და მაინც ასე უცვლელ გარემოს ათვალიერებდა.. თითოეულ დეტალს აკვირდებოდა.. თვალს არ აშორებდა ირაკლის ასე მონდომებით, რომ ამზადებდა დისთვის ვახშამს.
-წადი, დაწექი, დაისვენე და დაგიძახებ მზად, რომ იქნება.. გაუღიმა დას.
-არ მინდა.. ახლა მაინც ვერ დავიძინებ ისე ვარ ემოციებში ახლართული..
-იცი როგორი შეცვლილი ხარ თაი?
-მე ვერ ვატყობ ჩემ თავს რაიმე ცვლილებას.. ფიზიკურს არ ვგულისხმობ..
-მე ფიზიკური ვიგულისხმე.. ძაან გალამაზდი..
-შენ გასიმპატიურდი.. კი გელაპარაკებოდი სკაიპით მარა მაინც სხვა ხარ ასე წინ მდგომი. გაიცინა და ბიჭს მოეხვია.
-აღარ გაქვს მარწყვის სურნელი.. რაღაცნაირად ეუცხოვა დის არომატი.. -ადრე სუ მარწყვის გელები და კრემები გქონდა.. გაეღიმა.. -გახსოვს? ჩემ მარწყვს, რომ გეძახდი?
-ხო.. შემეცვალა გემოვნება. კარამელზე გადავედი.
-ახლიდან უნდა შეგისწავლო.. მოცილდა დას და ისე აათვალიერა... -აუ რა ვიდზე ხარ.. მომიწევს " გრუზინსკი ძმის " როლში შევიდე..
-არ მოგიწევს.. მშვიდად იყავი, მოდუნდი და დაი*იდე ჩემს მიმართ მომართული სიტყვა, რომელიც არ დაექვემდებარება საღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკას.. ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა..
-მიდიხარ? სად მიდიხარ? ე საჭმელი?
-გავივლი ცოტას, რომ მოვალ გავსინჯავ აუცილებლად შენს ნახელავს.. დედამ თუ დაგირეკა არ უთხრა ჩემი აქ ყოფნის შესახებ ხვალ მნახოს თავისი თვალით.
-კაი.. წამოგყვე?
-როგორც გინდა..
-წამოვიდე ანუ?
-წამო..
გაზქურა გამორთო, შუქი ჩააქრო და კარიც გაიკეტეს.
-ის კორპუსი როდის აშენდა იქ? წარბშეკრული უყურებდა თინეიჯერობის დროს მის საყვარელ ადგილს, სადაც საქანელები იდგა, რამოდენიმე წილის წინ. ახლა კი კორპუსი წამოჭიმულიყო..
-5წელია მანდ დგას და თავს იწონებს.. გაუღიმა და ხელი მოხვია წელზე. -რამ გადაგაწყვეტინა ასე უცებ ჩამოსვლა? ამდენიხანია გეხვწებით და არ ჩამოსულხარ და ასე უცებ რამ მოგიარა?
-მოქალაქეობისგამო ვიყავი ხომ იცი ამდენხანს..
-აიღე?
-ხო.. რამდენიმე კვირის წინ მივიღე.
-ანუ უკან ბრუნდები? მოიწყინა იკამ.
-სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი..
-წამო იმ კაფეში შევიდეთ და იქ გავაგრძელოთ საუბარი აცივდა.. თავის დაქნევით დათანხმდა თაია და ბიჭს შენობაში შეყვა.. ყავა შეუკვეთეს და კუთხეში მოთავსდნენ.
-ასე გამოდის რომ, ჯერ არ ხარ ჩამოყალიბებული.
-მასეა.. უზომოდ მონატრებამ გადამრია და ჩამოვედი.. წასვლით წავალ, აუცილებლად მარა არ ვიცი სამუდამოდ თუ დროებით..
-ვერ გადავიტან იცოდე შენ წასვლას..
-ნუ მეუბნები რა მასე..მეც მტკიოდა ეს წლები..
-კაი დავივიწყოთ.. სხვა რას შვებოდი იქ? სამსახური? სიყვარული? ჰა თქვი ახლა!
-ხომ გიყვებოდი?
-კიდევ მოყევი.
-ოჰ ირაკლი.. ყავა მოსვა. -სიყვარულში არაფერი არ ხდებოდა და არც მოხდება კაი ხანი.. სამსახურის მხრივ კი მშვენივრად ვიყავი..უფროსწორად ვარ.. თუ დავბრუნდები გავაგრძელებ კვლავ მუშაობას და მოღვაწეობას.. ერთ-ერთი შოუს წამყვანად დამნიშნეს რამდენიმე თვის წინ.. გაეღიმა ბედნიერს. - ცნობადი გავხდი ასე რო ვთქვათ.. შემოთავაზება მაქვს სამსახიობოდანაც მარა ხომ იცი ვერ ვიტან პროფესიების არევას.. სახე დამანჭა -ძაან კარგია იქ.. თქვენ, რომ არა არც გამოვიხედავდი აქეთ მარა საქართველოც მომენატრა.. სუ სხვაა იქაური ცხოვრება.. უი ხო ამასთანავე ლათინურ ცეკვებს ვასწავლიდი ბავშვებს და ქართულ ენასაც. ამაყად ასწია თავი.
-როგორ მეამაყები.
-შენ რას შვებოდი აქ ? რაც არ მოგიყოლია ის მომიყევი დაწვრილებით.
-მიმტანად დავიწყე მუშაობა სწავლის და პარალელურად.. შეყვარებულიც გავიჩინე სხვათაშორის.. გაეცინა ჩუმი სიცილით.. -გაგაცნობ.
-რატომ არ მითხარი?
-როდის მეთქვა იმდენი ხანია არ გვილაპარაკია სკაიპში.
-გადარბენებზე ვიყავი და ვერ დაგირეკეთ. თავი ჩახარა.
-ვიცი.. არ გსაყვედურობ თაი.. ხელი ხელზე დაადო.. -წავიდეთ?
-წავიდეთ..ბოლო ყლუპიც მოსვა და კაფე დატოვეს.
სახლში მისულებმა ისაუბრეს ნათესვებზე, მეგობრებზე, ნაცნობებზე, ზოგად თემებზე, წარსულზე და უამრავ წვრილმანზე. ემოციებით დაღლილებს კი ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ გამთენიისას.
------------------------------------------------------------------------------------------
-კაი პონტი ჩანს.. მანქანიდან გადმოსულმა, ჯიბეში ხელებჩაწყობილმა და მუსიკაზე თავით აყოლილმა თვალი შეავლო გოგოებს.. -იმ წითურს არ შეეხო დღეს ჩემია.. გუგას ისე უთხრა მისკენ არც მიუხედავს და მოკლე, წითელ კაბიან გოგოზე ანიშნა გამომწვევად , რომ იცინოდა და იოანეს თვალს არ აცილებდა.. თვალი ჩაუკრა მასზე მოშტერებულს და ეზოში შეიჭრა.
გუგაც უკან მიყვა..
-პრე*ერვატივი გააქ?
-აბა შვილის შეტენვა მინდა ? წარბები შეჭმუხნა და უკანა ჯიბიდან ამოაძვრინა პატარა პაკეტი. -აჰა მე მანქანაშიც მიგდია..
-ჯიგარ.. კმაყოფილმა გამოართვა და ჯიბეში ჩაიჩურთა..
ბიჭებთან მივიდნენ, ყველას თავისებურად მიესალმნენ, იცეკვეს, დალიეს, გაერთნენ და არჩეულ გოგოებთან ერთად დატყდნენ პონტიდან.
დილით მზის სხივებმა გააღვიძეს ტკბილად მძინარე ჯაბადარი. ენერგიის აღდგენაში ხელის შემშლელ სხივებს დაბღვერილმა გაუსწორა მზერა მოჭუტული თვალებით.
-ამის დედას შე*ეცი.. საწოლიდან წამოდგა, სრულიად შიშველი.. მანძილი წამში დაფარა და ფარდები გადასწია.. ოთახი ჩაბნელდა.. შემობრუნებულმა გოგოს მზერა დაიჭირა ტუჩის კვნეტით, რომ ათვალიერებდა მის ღირსებას.. ჩაიცინა, კომოდზე დადებული სიგარეტი აიღო და მოუკიდა..
-ისევ გავიმეოროთ? ეშმაკრად გაიღიმა და ატლასის გადასაფარებელი სხეულიდან მოიცილა.
იოანემ ღმა ნაფასი დაარტყა და წითური გოგო ცალი თვალით შეათვალიერა.. მშვენიერი ტანი ქონდა, არც მისი ღირსებები იყო დასაწუნი.. საწოლშიც კაი იყო, მარა მის დაწესებულ წესს ვერ გადააბიჯებდა.. არასოდეს დაწვებოდა ერთი და იმავესთან მეორედ... გამშრალ ტუჩებზე ენა გადაიტარა..
-წადი!
-როგორ?
-წადითქო! გარდირობს მიუახლოვდა და საჭირო სამოსი მოიძია. სააბაზანოში შესვლამდე წითურს ესევ შეავლო თვალი.
-მართლა ასე გამიშვებ? გაოცებულმა იკითხა და სრულიად შიშველი დაუდგა წინ.
-სტრიპტი*ი ხომ არ გიცეკვო? ირონია არ სცილდებოდა.
-მართალს ამბობენ შენზე.. საწოლთან მიგდებული კაბა გადაიცვა და მამაკაცს ზიზღით შეხედა.
-მაინც?
-ყველაზე უხეში იდიოტი ხარ. ბრაზისგან ანთებული თვალები შიანათა და ოთახი დატოვა..
-როგორ მიყვარს ბ*ზებთან ღამის გატარება და როგორ მძულს დილის გათენება.. თავი გააქნია და აბურდული თმები უარესად აიჩეჩა. -ანგელოზდებიან მზის ამოსვლისას..
სააბაზანოდან გამოსული, ჯერ თავად მოწესრიგდა და ოთახს თვალი შემდგომ შეავლო.
ზეწარი სარეცხ მანქანაში შეაგდო, მიყრილი ტანსაცმელიც მას მიაყოლა და ოთახი წესრიგში მოიყვანა.
სახლიდან გავიდა, რაღაც საქმე უნდა მოეგვარებინა.
უკვე ღამის საათები იყო ყველაფერი, რომ მოითავა და მაშინვე სამსახურში გავარდა.
ევასებოდა თავისი საქმე. ერთ-ერთ კლუბში ბარმენად მუშაობდა..
ისე ფოტოგრაფი იყო, მაგრამ თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია.
არც დარდობდა ამაზე.. მთავარი იყო მოსაწევის, ბენზინის და გართობის ფული ეშოვნა.. არც ზედმეტი და არც ამაზე ნაკლები არ სურდა.. მამამისი უცხოეთიდანაც უგზავნოდა ფულს, ამიტომ შესანიშნავად ყოფნიდა თავის სარჩენადაც და გულავისთვისაც.
დედა? 4წლის წინ გარდაეცვალა..
მიზეზი - სიმსიმნე..
-გიო რავახარ? დაცვაში მდგომს კითხა
-ეს ღამე თუ გადავიტანე მაშინ ნარმალნა. შენ როგორ ხარ? ღამეც ხარ ხო დღეს?
-კარგად.. ვალერის გავუცვალე ჩემი სამუშაო საათები და მასე მიწევს დღეს.
-გაძლება მოგცეს.. მხარზე ხელი დაკრა და ახალგაზრდა წყვილს მიუბრუნდა..
იომ ღიმილით ჩაიარა რამდენიმე კივე და კლუბშიც შეიჭრა.. თანამშრომლებს მიესალმა და თავისი ადგილიც დაიკავა ბართან.
-იოანეს ვახლავართ.. ღიმილით დაუდგა წინ ქერათმიანი გოგო..-სად დამეკარგე ბიჭო შენ ა?
-ანჩო.. მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.. -აქ რა გინდა?
-შენი ნახვის მეტი რა მენდომება? თვალები აატრიალა..
-აქ რო არ მოსულიყავი სახლში ვერ მომაკითხავდი თუ მისამართი არ იცი? თან რა გაცვია გოგო შენი ქმარი სულ და*ლევდა?. ზედ აღარ გიყურებს თუ კი*ია მაგას რა გეცმევა?
-ნუ გაჭედე ახლა შენებურად.. ბიძაშვილს დაბღვერილმა შეხედა.. -შენთან მაქვს რაღაც საქმე ტუჩი მოიკვნიტა..
-მითხარი ჰე..
-ხვალ ჩემი და ნიკოლოზის ქორწინებიდან 4წელი გავა.. ჰო და.. თვალები აუციმციმდა..
-ჰო და ბავშვი გინდა დავიტოვო მეე?
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი.
-შანსი არაა ანჩო.. თავი გააქნია და ბარს თვალი მოავლო. -არ მცალია.. ან ვაფშე როგორ მივხედავ? მეღადავები?
-გთხოვ რა იო..ჩემები სოფელში არიან..ამ ზაფხულს არცერთი დაქალი არ შემომჩა თბილისში.. შენს მეტი ვერავინ მიშველის.. ანდაც რას ვერ მიხედავ 28 წლის კაცი ხარ და ერთი ციდა ბავში რა გაგიხდება..
-შენ რო გადამეკიდები მანდ მე*ყვნება კარგის ტ*აკი რა..
-აუ როგორ მიყვარხარ.. ბიჭი თავისკენ მოქაჩა ლოყაზე აკოცა და სკამიდან ჩახტა.. -დილაადრიან გამოგიყვან ჩემ ბუთქუჩას და კარგად მიმიხედე..
-ეგ კაბა მეორედ არ ჩაიცვა.. მიაძახა წასვლამდე.
-შენ დაგეკითხები..
-ვატყობ გადამინდება მე ხვალ ბავშვის დატოვება..ბოროტულად გაუღიმა ცხვირ აბზუებულს.. -არ ინერვიულო მივხედავ.. რომელზე გამოიყვან?
-ასე 7ისკენ..
-რააა?
-მერე გეგმები მაქვს აწყობილი და ვერ მოვასწრებ დროში თუ არ ჩვეტიე..
-ნეტავი რას უწყობ ერთი იმ ს*რს ამნაირს..
-არ არის საჭირო შენ, რომ იცოდე.. წავედი მე ჭკუით..
--------------------------------------------------------------
წლები და ისევ წლები..
წუთი სოფლის მტერი წამებია..
ადამიანები კი ამ წამებს ფუჭად ვფლანგავთ..
დედისა და მამის დანახვისას იგრძნო ის ათი წელი.
მტკივნეული წლები, ასე რომ მოანატრა მშობლები..
ის ათი წელი მათთან, რომ არ გაატარა..
წლები სადაც გამოტოვა სიხარული, სევდაც და ბედნიერებაც..
-მამა.. ხელები კისერზე შემოხვია კაცს..
-ჩემი თაია.. როგორ დაქალებულხარ მამი.. მე კი ისევ პატარა მგონიხარ.. როგორ გაგიშვი... საერთოდ რატომ გაგიშვი თაი?.. სინანულით ეკითხებოდა გულზე მიკრულს.
-რაღა ბავშვი 28 წლის ვხდები.. დაძაბული სიტუაციის გასამუხტად ღიმილით მიმართა კაცს და ლოყაზე აკოცა..
-ამდენი წელი გავიდა უკვე? ასე დავბერდი?
-ასეა მამი ასე.. გაუცინა ჭაღარათმიან მამას. -დე ნუღარ ტირი თორე მეც დავიწყებ თავიდან ზლუქუნს.. ლოყაზე მიეფერა. -დედა..
-ბედნიერებისგან ვტირი დედა.. 10 წლის მერე ვიბრუნებ ჩემ შვილს..
-ისე ამბობ გეგონება მკვდრეთით აღვსდექი. გაეცინა.
-იცინე იცინე და კი დაგვტანჯე ეს წლები.. ირაკლიმ შეუბღვირა..
-მიყვარხართ მე თქვენ, ყველა.. სათითაოდ აკოცა საყვარელ და ძვირფას ადამიანებს და ოთახში შეცუნცულდა. -მა ნახე რა ჩამოგიტანე.. პარკში მოთავსებული პატარა, შუშის ოთკუთხედი ბოთლი ამოაძვრინა და კაცს წინ დაუდო.. ასეთივე გადასცა ირასაც..-სუნამოებია.. ძაან ძვირიანია და ირაკლი თავზე ნუ დაისხავ გაფრთხილებ.. დე ეს კი შენ.. ვერცხლის საყურეები დაუდო წინ.. -მარტო ეს კი არა არის კიდევ მაქვს საჩუქრები ნაყიდი მარა ის ბარგი არ ჩამოსულა ჯერ და ჩამოვა ალბათ მალე.. იმდენი რამეა ჩამოსასვლელი..
რო წავალ კიდე წამოგიღებთ რაღაცეებს..
-წასვლა აღარ ახსენო.. მამამ მკაცრად გააფრთხილა თითის დაქნევით და თმაზე ხელი გადაუსვა.. -აღარსად აღარ გიშვებ.. თავზე აკოცა.
მთელი დღე მშობლებთან ერთად გაატარა..ყველა დეტალსა და წვრილმანს უყვებოდა მათ.. მათგანაც იგივეს ისმენდა. ირაკლის არ ცილდებოდა და გაზრდილ ძმას გაღიმებული უყურებდა..
მისი ოთახი არც შეცვლილა.. ისევ ისეთი იყო როგორიც დატოვა.. კარებთან იდგა და ნათელ იისფერ ოთახს ავლებდა თვალს.
-არ შეგვიცვლია.. რო მომენატრებოდი აი ამ იასამნისფერ საწოლზე ვიძინებდი.. სიცილით აუჩეჩა თმები ირამ.
-მე, რომ მომენატრებოდით ვტიროდი.. მაგრად მიეკრო ბიჭს. -სიგარეტს ეწევი? წარბები შეკრა და უკმაყოფილომ ახედა უმცროს არჯევანიძეს.
-ჰო.. თითი ცხვირზე დაკრა..
-დაგტყობია შენ ჩემი წასვლა.. მოგხედავ არ იდარდო.. იგივე მოქმედება გაიმეორა. -ირუშ აქ სადმე ახლოს სავარჯიშო დარბაზი არ გეგულება?
-გვერდითა კორპუსის წინ არის.
-ჩავალ საღამოს გავარკვევ სიტუაციას.. იმ კორპუსის წინ არის ჰო? ფანჯრიდან გაიხედა და ბიჭს იოანეს კორპუსისკენ ანიშნა..
-კი.. კაი დარბაზია სხვათაშორის.. 2წლის წინ გაიხსნა.. დღეს რამე გეგმა გააქვს?
-უნდა დავისვენო.. შენ რამეს მთავაზობ?
-ღამით კლუბში მივდივარ და თუ წამოხვალ კაი იქნება..
-არ ვიცი ვნახოთ.. ვინები მიდიხართ?
-ჩემი გოგო და ჩემი საძმო..
-არავის არ ვიცნობ.. უხერხულია.
-რა არის თაია უხერხული? ჩემი და ხარ.. ყველას გაუხარდება შენი გაცნობა..
-შენ სასტავთან თავი მოხუცი მეგონება და გამიტყდება მაგრად..
-ისეთ ფორმაში ხარ შენ თავს ვფიცავარ ჩემი ტოლი თუ არ ეგონო ყველას. გამიგიჟებ ვაფშე ბიჭებს. გაეცინა.
-წამოვალ..
-ჰო და მასე.. ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა.. -ნიცასაც გაგაცნობ..
-ლამაზია?
-შენსავით. გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
ფანჯრის მიღმა იყო.. ძალიან დითხანს იდგა და აკვირდებოდა ჯაბადარის ბინას..



№1  offline წევრი ქეთათო4

ძალიან კარგია იმედია მალე დადებ შემდეგს????

 


№2 სტუმარი manana

მაგარი დასაწყისია .... არ გვალოდინო

 


№3  offline წევრი ბიბი

კარგია, გამართული, ჩამოყალიბებული. უბრალოდ ამ ფიფქებმა ცოტა დამღალა და შენ თუ წერ გირჩევ შეწყვიტო.
წარმატებები და არ მალოდინო დიდხანს ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent