ყრუ რომანსი ბედისწერისათვის (სრულად)
უამრავი აზრი არის გამოთქმული ბედისწერის შესახებ, მაგრამ არავინ იცის რომელია რეალური და რომელი არა. ზოგი ფიქრობს რომ ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული, ზოკი კი პირიქით, უარყოფ ამ ფაქტს და ფიქრობს რომ ყველაფერი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბრალია. მე ბედისწერის მჯერა... ოღონდ იმ ბედისწერის, რომელიც ჩვენი არჩევანის საფუძველზე იქმნება. * * * -დილა მშვიდობისა, საყვარელო! - ღიმილით მიესალმა დედა შვილს, რომელმაც პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მშობელი. -მე გავდივარ! - უთხრა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და გიტარას დაავლო ხელი. -ასე ადრე? სად? -დაღამებამდე მოვალ! -მიაძახა დედას და სახლის კარები გაიხურა. დანიელი საყვარელ პარკში წავიდა, სადაც ძმაკაცთან ერთად გიტარაზე უკრავდა ხოლმე. პარკი მუდამ მშვიდი, წყნარი, ქალაქისგან გამოყოფილი და სუფთა ჰაერით სავსე იყო. -როგორ ხარ, ძმაო? - ნიკოლასი ღიმილით მოუახლოვდა ბავშვობის ძმაკაცს, მაგრად მოეხვია და მერე იქვე სკამზე ჩამოჯდნენ - აბა დღეს სად დავუკრათ, ჯიგარო? დანიელი ცოტახნით ჩაფიქრდა. -მოდი დღეს აქ ვიყოთ, ყველგან წასვლა მეზარება! -ჰმმ... კარგი - ოდნავ გაუკვირდა ნიკოლასს, მაგრამ დღევანდელი დღე გაახსენდა და მაშინვე ყველაფერი აიხსნა - დღეს ხომ 29 სექტემბერია? სასაფლაოზე არ უნდა წახვიდე? -მოგვიანებით წავალ... -გინდა გამოგყვე? -არა, მადლობა! ხომ იცი რომ მარტო მირჩევნია?! - ოდნავ გაუღიმა ბიჭმა და გიტარა ამოიღო. -კარგი! - ნიკოლასმაც საპასუხოდ გაუღიმა. საკრავს თითები ჩამოჰკრა დანიელმა და ,Ben Howard - Promise'' - ის დაკვრა დაიწყო. იგი მთელი გრძნობით და ემოციებით უკრავდა, როდესაც მის წინ გოგონა გაჩერდა. დიდი, თაფლისფერი თვალები აღტაცებისგან უნათებდა და თან დანიელს მიშტერებოდა. როდესაც ბიჭმა სიმღერა დაამთავრა, უცნობმა ტაში შემოჰკრა და ბიჭებს მიუახლოვდა, თან გზაში თავის ქუდს ისწორებდა და უცნობებს უღიმოდა: -შენ ძალიან მაგრად უკრავ და მღერი! ისეთი აღფრთოვანებული ვარ! ასეთი სიმღერა დიდი ხანია არ მომისმენია! უმაგრესი იყო! დანიელს გაეღიმა. -მადლობა, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ვარჯიში იყო?! ასეთი აღტაცებული რატომ ხარ? -უბრალოდ მომენატრა მუსიკის მოსმენა - გოგონამ გაუღიმა და ბიჭებს შორის ჩაჯდა. -ეს უზრდელობაა! გეკითხა მაინც, შეიძლება თუ არა ჩვენთან დაჯდომა - ახლა გაკვირვებულმა ნიკოლასმა დაიწყო ლაპარაკი. -უბრალოდ, შეგიძლია გიტარა მათხოვო ორი წუთით?! - მუდარით სავსე თვალებით გახედა გოგონამ დანიელს და ნიკოლასის ნათქვამი დააიგნორა - ძალიან გთხოვ! ბიჭს გაკვირვებისგან გაეღიმა, ბოლოს კი მაინც მიაწოდა გიტარა. - მადლობა! გოგონამ რამდენჯერმე ჩამოკრა გიტარაზე ხელი. შემდეგ კი რაღაც, დანიელისთვის და ნიკოლასისთვის უცნობი სიმღერის დაკვრა დაიწყო. ნოტები აშკარად ერეოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო მელოდია იყო. მალე ამ მელოდიას, ხმაც ააყოლა და ბიჭებმა გაოცებისგან პირები დააღეს. უცნობს საოცრად მომაჯადოვებელი და ლამაზი ხმა ჰქონდა. ისე დატყვევდნენ მისი ხმით, რომ გარე სამყაროს მთლიანად მოწყდნენ და მხოლოდ გოგონას ხმა ესმოდათ. უცნობმა სიმღერა დაამთავრა და პირღია ბიჭების დანახვაზე გაეცინა. -ეს...ეს...ეს მართლა... ანუ არ ვიცი როგორ გითხრა... სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს... პიდაპირ საოცრება იყო!.. მართლა!.. - ძლივს მოაბა სათქმელს თავი ნიკოლასმა. -მადლობა, მაგრამ ასეთი კარგიც არ იყო! - სიცილით უთხრა გოგონამ - იცი დიდი ხანია აღარც მიმღერია და აღარც რომელიმე საკრავზე დამიკრავს, მითუმეტეს გიტარაზე. ალბათ ბოლოს 13-14 წლის ვიყავი, გიტარა ხელში რომ მეჭირა. -გიტარის და სხვა საკრავების არ ვიცი, მაგრამ საოცარი ხმა გაქვს! თითქოს... თითქოს ნოზი იყო! - აღტაცებული ლაპარაკობდა ნიკოლასი - ხომ მართალი ვარ? - ახლა მეგობარს გახედა, მაგრამ ბიჭი ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო. -რა? აა...ხოო... მართლაც კარგი იყო! - აღტაცებას ძლივს დააღწია თავი. -მადლობა! - გოგონამ ბიჭებს გაუცინა, მერე გიტარა პატრონს დაუბრა, წამოდგა და ბიჭებს ხელი დაუქნია - აბა, ნახვამდის! -მოიცა და რა გქვია? - წამოხტა უცბად ნიკოლასი. გოგონამ გამოიხედა, გაიღიმა და უთქმელად გააგრძელა გზა. ნიკოლასი მაშინვე დანიელს მიუბრუნდა: -ასეთი ხმის პატრონს ოდესმე სადმე შეხვედრილხარ? - დაიწყო გაკვირვებულმა - მე არასდროს! მოდი შევთავაზოთ, რომ ჩვენთან ერთად იმღეროს! წამოდი, დავეწიოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენთან ერთად გამოვიდეს ხოლმე სამღერად. რას იტყვი? -არამგონია ეს კარგი იდეა იყოს! - დაეჭვებით უთხრა დანიელმა - ვერ ნახე როგორი უცნაური გოგო იყო? გული მიგრძნობს, რომ ეს გოგო მარტო პრობლემებს მოგვიტანს. მოდი ცოტა კიდევ ვივარჯიშოთ, მერე დავუკრათ და მერე სასაფლაოზე წავალ, კარგი? -აუუ... - ამოიოხრა ნიკოლასმა - კარგი, ხო, კარგი! საღამომდე უკრავდნენ ბიჭები პარკში და გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ, დაიშალნენ. დანიელი სასაფლაოზე წავიდა. გზაზე ყვავილების საყიდლად შეირა და მერე ერთ-ერთ საფლავთან მივიდა, რომელსაც ეწერა: სებასტიან ფლეთჩერი. -ძმაო, მოვედი! - ბიჭს ღიმილი მოეფინა სახეზე - აბა, როგორ ხარ? დარწმუნებული ვარ უჩემოდ მოიწყინე!მაგრამ ვიცი რომ, ძაანაც რომ მოგენატრო არ აღიარებ! - ერთი ობოლი ცრემლი წამოუვიდა თვალიდან - რამდენი ხანია არ მინახიხარ! ისე მომენატრე, შე ლაწირაკო! ასე როგორ მიგვატოვე მე და დედა? მამა ყოველთვის გძულდა, იმიტომ რომ მიგვატოვა, მაგრამ შენც მასსავით მოიქეცი... - ფეხზე დგომა აღარ შეეძლო და საფლავთან ჩამოჯდა - იმედი მაქვს იქ მაინც ხარ ბედნიერი!.. უკვე სამი წელი გავიდა, მაგრამ მაინც ისევ ისე მტკივა უშენობა, როგორც სამი წლის წინ! - ყვავილები მიწაზე დადო და მერე საფლავის ქვას მოეფერა - ვიცი ახლა მიყურებ და იძახი, ტირილი როდის მერე დაიწყეო, მაგრამ რომ იცოდე ეს შენი ბრალია! შენს გამო ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი! - მწარედ გაეღიმა და ფეხზე წამოდგა - მე თუ არა, დედა მაინც არ გენატრება?! ნეტა შენი დაბრუნება შემეძლოს, ლაწირაკო! ნეტა შემეძლოს... - თავი დახარა და იქამდე ტიროდა, სანამ ცრემლები არ გამოელია. თავი აწია და მის წინ ელიზაბეთი დახვდა. -აქ რა გინდა? მეგონა წამოსვლას არ მოისურვებდი - დედას ირონიით სავსე სახით შეხედა. -შვილო... ხომ იცი რომ შენი ძმა ძალიან მიყვარდა? ასე რატომ იქცევი? - ცრემლები წასკდა ელიზაბეთს. -იმიტომ რომ შენი ბრალია! შენი ბრალია რომ ის ახლა ამ მიწის ქვეშ წევს და ყოველ 29 სექტემბერს მის გულზე ყვავილების დაწყობა მიწევს! - ზიზღით გახედა დედას. -შენ არ იცი რა მოხდა იმ დღეს... - ხმა აუკანკალდა ქალს. -ვიცი... ძალიან კარგადაც ვიცი! შენ მას ისე ეჩხუბე, რომ სახლიდან გაიქცა და ხედავ, რით დასრულდა ეს ყველაფერი?! ხედავ, რომ მის გულზე უფროსი ძმის მოტანილი ყვავილები დევს?! იცი, რომ ყოველ კვირას, სებასტიანის სხეულზე დაყრილ მიწაზე, მისი უფროსი ძმის ცრემლები იღვრება?! და ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ბრალია! ახლა გაიგე?! - ბოლო ხმაზე ყვიროდა დანიელი - მე არ მაინტერესებს რა მოხდა იმ დღეს, მაგრამ ვიცი რომ ჩემი პატარა ძმის სიკვდილში დამნაშავე შენ ხარ! - მთელი სხეული დაეძაბა ყვირილისგან, ბოლოს კი გამწარებული მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას, ისე რომ დედამისის სასოწარკვეთილი ძახილისთვის არც მოუსმენია. სახე მთლიანად ასწითლებოდა, მთელი სხეული უცახცახებდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არც კი იცოდა სად მიდიოდა. უბრალოდ წინ მიიწევდა და გარშემო მყოფებს საერთოდ ვეღარ ამჩნევდა. პარკის ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას წავიდა და მისი სიმტკიცეც საბოლოოდ სადღაც დაიკარგა. დაემხო და ტირილი დაიწყო. მას ტკიოდა... გული ტკიოდა მისი ძმის გამო, დედის გამო, მამის გამო... იმ ძმის გამო რომელიც სამი წლის წინ გარდაეცვალა... იმ დედის გამო, რომელსაც ბრალს სებასტიანის სიკვდილში დებდა... იმ მამის გამო, რომელიც 15 წელია აღარ უნახავს და არც რამე გაუგია მასზე... ვერ ხვდებოდა ისეთი რა დააშავა, რომ ასეთი ცხოვრება დაიმსახურა... ვერ ხვდებოდა და ეს ჭამდა... შინაგანად ჭამდა და ყველაფრის ძალას და სურვილს აკარგვინებდა... მათ შორის სიცოცხლის სურვილსაც! და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო: -ჩემს ძმასთან უნდა წავიდე!.. პარკთან ყველაზე ახლოს მდებარე ხიდზე მივიდა და კანკალით ჩახედა მდინარეს, რომელიც დღეს განსაკუთრებით მღელვარე იყო. თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა. აზროვნების უნარიც საბოლოოდ დაკარგა. ამ ქვეყანაზე ყველა და ყველაფერი დაივიწყა. დარჩნენ მხოლოდ: ის, ხიდი, მდინარე და მის თვალწინ მდგარი ძმის სახე. ხიდის სქელ მოაჯირზე ხელები მტკიცედ დადო და ტანი მაღლა აზიდა, რომ მეორე მხარეს გადასულიყო, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ მის მაისურს ჩაავლო ხელი და მეორე მხარეს გადასვლა არ დაანება. დანიელმა გაკვირვებულ-გაბრაზებული სახით გადახედა უცნობს. -დამანებეთ თავი! -უკვე დიდი ხანია თქვენს ტანჯვას ვუყურებ. არ ვიცი რა გჭირთ, მაგრამ სიკვდილი გამოსავალი ნამდვილად არ არის! - მტკიცე ხმით უთხრა გოგონამ. -შენ რა გესმის?.. შენ რა იცი რა ხდება ჩემს ცხოვრებაში?! - გაბრაზებულმა დაუყვირა უცნობს. -მართალი ხარ! მე არ ვიცი რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენი არ მესმის! მეც მქონია ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც სიცოცხლის სურვილი საბოლოოდ დავკარგე და ჩემს გონებაში მხოლოდ თავის მოკვლის სურვილი ტრიალებდა, მაგრამ ბოლო წუთს მეც გადამარჩინეს. გადამარჩინეს და მითხრეს, რომ სიკვდილი გამოსავალი არ იყო და მალე გავიაზრე ამ ფრაზის არსი. ასე რომ თქვენც დაფიქრდით. გინდათ რომ ასე დასრულდეს თქვენი სიცოცხლე?! ეს ნამდვილად გინდათ?! - გოგონას თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ სიმტკიცე არ დაუკარგავს. ბიჭმა მოაჯირზე მტკიცედ მოჭერილი ხელები ნელ-ნელა მოუშვა, ბოლოს კი სასოწარკვეთილი ძირს დაემხო და სახე ხელებში ჩარგო. -მე...მე... უბრალოდ აღარ შემიძლია ამის ატანა! დავიღალე ყოველდღე ნიღბის ტარებით! იმ ნიღბის ტარებით, რომლებიც სხვებს აჯერებს რომ კარგად ვარ... რომ მშვენიერი ცხოვრება მაქვს და საერთოდ არაფერი მიჭირს! ვერავინ ხვდება გული როგორ მტკივა! მეც ხომ ადამიანი ვარ, არა?! ყოველდღე ჩემი ძმის მკვლელის სახეს ვიტან ჩემს სახლში... დღემდე ყოველდღე ველოდები მამას, რომელსაც რეალურად ფეხებზე ვკიდივარ!.. ყოველდღე მახსენდება ჩემი ძმის სიკვდილი და მტკივა... ძალიან მტკივა გესმის?! აი ამიტომ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ბოლო მოეღოს... ცხოვრებას, რომელიც სრული ნაგავია! უცნობი გაკვირვებული უსმენდა დანიელს. ვერ ხვდებოდა ბიჭი მის სიტყვებში რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც მთელი გულისყურით უსმენდა, რადგან იცოდა მას ეს სჭირდებოდა... სიცოცხლეზე მეტად სჭირდებოდა... -მე დღეს მაშინ გნახეთ, როდესაც მღეროდით. დარწმუნებული ვარ რომ ის მეორე ბიჭი თქვენი მეგობარი იყო... ხომ არ ვცდები? - ღიმილით ჰკითხა გოგონამ. ბიჭმა ერთ წერტილს გაშტერებული მზერა, ახლა გოგოს მიაპყრო და მისი მწვანე, ჩაწითლებული თვალები კითხვისნიშნებით აივსო, მაგრამ თავი მაინც დაუქნია თანხმობის ნიშნად. -ძალიან ახლო მეგობარია? ბიჭმა ისევ დაუქნია თავი. -ახლა წარმოიდგინეთ იმ ბიჭის რეაქცია, როდესაც თქვენი თვითმკვლელობის ამბავს გაიგებს... წარმოიდგინეთ რა მოუვა, როდესაც გაიაზრებს, რომ თქვენ თავი მოიკალით და ის ვერაფრით დაგეხმარათ, რომ ეს დეპრესია გადაგელახათ. ის დროდადრო საკუთარი თავის დადანაშაულებას დაიწყებს, რადგან ვერ მიხვდა თქვენ როგორ გიჭირდათ. გაახსენდება თქვენი თითოეული პატარა კამათი და ყველას სათითაოდ ინანებს. ეტყობოდა, რომ მხიარული ბიჭია, მაგრამ მისი ჭკუამხიარულობა მაშინვე დაიკარგება და ქარს გაჰყვება, როგორც კი თქვენი თვითმკვლელობის ამბავი მის ყურამდე მივა. მერე ნელ-ნელა იმასაც ინანებს, რომ საერთოდ გაგიცნოთ და დაიტანჯება... ამაში დამნაშავე კი მხოლოდ თქვენ იქნებით! ბიჭს ამაზე აქამდე საერთოდ არ უფიქრია. ნიკოლასი ხომ მისი ბავშვობის მეგობარია?! ყოველთვის, როდესაც დანიელი იტანჯებოდა, ის ხომ მის გვერდით იყო?! მას ხომ არც ერთხელ არ მიუტოვებია მეგობარი?! გოგონა და დანიელი თითქმის ერთი საათი ჩუმად იჯდნენ ხიდზე. ორივეს ერთი წერტილი ამოეჩემებინა და მისჩერებოდნენ. ბოლოს როდესაც ბიჭი საბოლოოდ დაწყნარდა, სუნთქვა დაურეგულირდა, სახეზე ფერი დაუბრუნდა და თვალებში სიწითლეც ჩაცხრა, უცნობი წამოდგა, ბიჭს ხელი გაუწოდა და გაუღიმა: -წამოდი რამე ვჭამოთ. გეპატიჟები! -არ არის საჭირო... შენ ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის... -მარტო ჭამა არ მიყვარს და დამეწვიე რა! ბიჭი ჩაფიქრდა, ბოლოს კი დაწვდა უცნობის ხელს და ფეხზე წამოდგა. ცოტახნის შემდეგ ერთ-ერთ სასადილოში იჯდნენ და ერთმანეთს აკვირდებოდნენ. -მადლობა - გულწრფელად უთხრა ბიჭმა, გოგონამ კი გაუღიმა - რა გქვია? - ინტერესით დაამატა ცოტახნის შემდეგ და მის უცნაურ, შავ ქუდს დააკვირდა. -ემილია, შენ? - კითხვა შეუბრუნა გოგონამ და უცნობს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. -დანიელი - და ბიჭმაც ჩამოართვა ხელი. -სასიამოვნოა დანიელ შენი გაცნობა! - ემილიას სახეზე ღიმილი მოეფინა და ბიჭს თავისი დიდი, თაფლისფერი თვალებით დააშტერდა. -აი თქვენი შეკვეთა! - მიმტანმა ჯერ ემილიას დაუდო დიდი ჰამბურგერი, საწებელი, ბევრი შემწვარი კარტოფილი და გაზიანი სასმელი, შემდეგ კი დანიელს მოუტანა შემწვარი კარტოფილი, საწებელი და გაზიანი სასმელი. ბიჭმა გაკვირვებული სახით დახედა გოგონას თეფშს და სიცილით ჰკითხა: -ამდენის ჭამას მართლა აპირებ? -დიახ! - სიცილით უპასუხა - მე სულ ამდენს ვჭამ, თანაც დღეში რვაჯერ მაინც. -ვაუ! ასეთი პატარა გოგო, ამდენს სად იტევ? -ეს იმის ბრალია, რომ ჩემს მთელ სხეულში ადგილი მხოლოდ კუჭს უკავია - სიცილით უპასუხა გოგონამ და ბიჭსაც ღიმილი მოჰგვარა - ძალიან გიხდება ღიმილი! ხშირად უნდა გაიღიმო ხოლმე! - დაამატა ბოლოს ემილიამ. ბიჭს უხერხულად გაეცინა და ჭამა დაიწყო. გოგონა ყოყმანობდა. არ იცოდა, უნდა ეკითხა თუ არა მისთვის თვითმკვლელობის მიზეზი. ჯერ კიდევ ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც დანიელის ხმამ გამოაფხიზლა: -მადლობა,რომ გადამარჩინე! შენ რომ არა, ალბათ ხვალ დედაჩემს სახლთან ჩემს გვამს მიუტანდნენ. ახლა სისულელედ მეჩვენება თვითმკვლელობის აზრი, მაგრამ წეღან თითქოს მე მე არ ვიყავი. არ ვიცი საერთოდ რატომ გადავიწყვიტე ასე... მართლა არ ვიცი!.. -არაუშავს, მესმის შენი! - შენ მითხარი, რომ დიდი ხანია ჩემს ტანჯვას უყურებ... რა იგულისხმე? - ინტერესიანი მზერით ჰკითხა გოგონას. -მე პარკში დაგინახე. დავინახე, რომ მუხლებზე იყავი დაცემული და ჯერ ღრიალებდი, მერე კი ქვითინებდი. ბოლოს მოულოდნელად წამოხტი და შენს თვალებში წამიერად გამკრთალი ნაპერწკალი ვიცანი. მივხვდი რასაც აპირებდი და უკან გამოგყევი... -როგორ მიხვდი? -რამდენიმე წლის წინ მეც იგივე სურვილი მტანჯავდა და მეც ხშირად მიკრთებოდა ასეთი ნაპერწკალი თვალებში, მაგრამ ერთმა ადამიანმა გადამარჩინა ბოლო წამს. ნეტა იმ ადამიანის პოვნა შემეძლოს, რომ მადლობა გადავუხადო, მაგრამ სამწუხაროდ ის ვეღარსად ვიპოვე... -და რატომ გინდოდა ? ასეთი რა მოხდა? -უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში, ერთმა ჩემმა არასწორმა ქცევამ ყველაფერი დაანგრია და თავდაყირა დააყენა... მოულოდნელად მარტო დავრჩი. აღარავინ მყავდა ისეთი ვინც გვერდში დამიდგებოდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიღაცეები და რაღაცეები დავკარგე... აი ამიტომ! - სევდიანი ხმით დაასრულა ემილიამ და ბიჭს ოდნავ გაუღიმა - და შენ? -მე იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის თავდაყირა იყო... ბავშვობიდან ყველაფერი ყოველთვის პრობლემად იქცეოდა ხოლმე ჩემთვის. ცუდ ამბავს ახალი ცუდი ამბავი მოჰყვებოდა, რამაც მორალურადაც და ფიზიკურადაც გამანდაგურა. დღევანდელი დღე კი ნამდვილად პიკი იყო. აი ამიტომ!.. - ახლა კი ბიჭმა გაუღიმა ემილიას სევდიანად - მაგრამ საბედნიეროდ შენ გამოჩნდი!.. ძალიან დიდი მადლობა!.. ახლადგაცნობილებმა ერთმანეთს გაუღიმეს და ჭამა განაგრძეს. უკვე გარეთ გადიოდნენ, როდესაც ძლიერი წვიმა დაიწყო. -წვიმის გეშინია? - მიუბრუნდა დანიელი ემილიას. -არა, პირიქით! მიყვარს როდესაც წვიმის წვეთები სხეულზე მეცემა. ის ხომ ასეთი ცივი და სასიამოვნოა... -ანუ შეგვიძლია გარეთ გავიდეთ? -თუ შენ არ გეშინია... -არა, რა თქმა უნდა! წვიმა ჩემი საყვარელი ამინდია, რადგან ხალხი ამ დროს ცრემლებს ვერ ამჩნევს... თითქოს ცაც ჩემი საცოდაობით ტირის... თითქოს ისიც იმას განიცდის რასაც მე... ამიტომაც მიყვარს წვიმა. -ხოდა წავიდეთ! - ღიმილით უპასუხა გოგონამ, ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და გარეთ გავარდნენ. გაწუწულები, ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ქუჩას. -იცი დღეს გაგიცანი, მაგრამ თავი ასე თავისუფლად ჯერ არავისთან მიგრძვნია... - უთხრა ბიჭმა და გოგონას ღიმილით გადახედა - მგონი იმ სიმღერის ბრალია დილით მე და ნიკოლასს რომ გვიმღერე... ემილიას გულიანად გაეცინა. -შეიძლება, მართლაც ნოზი ვარ! -შეიძლება!.. მალე ერთ-ერთ სადარბაზოს მიადგნენ. -მე აქ ვცხოვრობ! - მიუბრუნდა ემილია დანიელს. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ნოზო! - დანიელიც მისკენ მიბრუნდა. -ჩემთვისაც, ბატონო გიტარისტო! აბა კარგად! -ნახვამდის!.. გოგონა უკვე სადარბაზოს კარს ხურავდა, როდესაც ის ვიღაცამ ხელით დაიჭირა. -იქნებ ტელეფონის ნომერი დაგეტოვებინა და ასე შევძლებ, ოდესმე მადლობა გადაგიხადო! -მეგონა აღარასდროს მკითხავდი - ღიმილით მიუბრუნდა ემილია - ტელეფონი მათხოვე! გოგონამ მისი ნომერი აკრიფა, ზარი გამოუშვა საკუთარ ტელეფონზე და გათიშა. -ახლა ჩემი ნომერი გაქვს! იმედია მალე შევხვდებით. -კარგი, ნახვამდის! -კარგად! - ხელი დაუქნია გოგონამ და სადარბაზოში გაუჩინარდა. დანიელმა კარებს ხელი გაუშვა და წვიმაში სეირნობა გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა დღემ საშინლად დაქანცა, სახე მაინც უბრწყინავადა და მისდაუნებურად ეღიმებოდა, როდესაც ის გოგო ახსენდებოდა ხოლმე. * * * უკვე ორი საათი იყო მას შემდეგ გასული, რაც დანიელი ტელეფონის წინ დაჯდა და ნერვიულად დააშტერდა ჩამქვრალ ეკრანს. მას შემდეგ ოდნავადაც კი არ განძრეულა. ორი საათის შემდეგ ხელი ტელეფონისკენ წაიღო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ფეხი ნერვიულად აათამაშა და ტელეფონს დააცქერდა. ცოტახანს ისევ უყურა და ბოლოს ტელეფონს დაავლო ხელი. კონტაქტებში შევიდა და ნელ-ნელა დაუყვა. ერთ-ერთი მათგანს ,,ნოზი'' ეწერა. თითის დაჭერა დააპირა, მაგრამ უცბად თითქოს გონება გაუნათდა და სასწრაფოდ ნიკოლასთან დარეკა. -ჰეი, ძმაო, როგორ ხარ? - მაშინვე მოესმა ტელეფონიდან მეგობრის ხმა. -ნიკო, კი თუ არა? - რა კი თუ არა? -უბრალოდ მითხარი რა! ან კი ან არა! -რად გინდა? - გაუკვირდა მეგობარს. -უბრალოდ მითხარი და მერე მოგიყვები რა! -კაი, მაშინ არა! -რა?! - ფეხზე წამოხტა დანიელი. -არათქო! -ხო მაგრამ, მე რომ კი მინდოდა?! -მაშინ კი! -აუ ახლა აღარ ითვლება! ანუ არა! - დაიწყო ანერვიულებული ხმით. -მოიცადე... - უპასუხა ნიკოლასმა და გაუთიშა. -დებილია?! რატო გათიშა? ამ დროს ტელეფონმა ისევ დარეკა. -რატო გამითიშე? - მაშინვე უპასუხა დანიელმა. -მიდი ახლიდან მკითხე! -რა?! -ისევ მკითხე! -კი თუ არა? -კი! - დარწმუნებით უპასუხა ნიკოლასმა. -აუ მგონი არა ჯობდა! - ისევ ანერვიულებული ხმით დაიწყო ბიჭმა. -აუ ახლა გცემ! ისევ გათიშა და ორ წამში, ისევ ახლიდან დარეკა. -კი თუ არა? - მაშინვე მიახალა, როგორც კი მწვანე ღილაკს დააჭირა თითი. -თუ! -რა? -არც კი გინდა და არც არა, ამიტომ თუს ვირჩევ! -აუ რას მაიმუნობ რა! -კაი, ხო, კაი! კი, რა თქმა უნდა! -კაი ჯიგარი ხარ! -მგონი გაგიჟდი! - სიცილით უთხრა ნიკოლასმა და ტელეფონი გაუთიშა. -მგონი კი არა, მართლა გავგიჟდი, ძმაო! - თავისთვის ჩაილაპარაკა, კონტაქტებში ,,ნოზი'' მოძებნა, ცოტახანს ისევ დაფიქრდა, ბოლოს კი თვალები დახუჭა და ისე დააჭირა ღილაკს თითი. -ვაიმე რეკავს! ღმერთო რა უნდა ვუთხ... -გამარჯობა! - მოულოდნელად ტელეფონიდან გოგონას ხმა მოესმა და მანაც მაშინვე ენას კბილი დააჭირა. -გაგიმარჯოს! როგორ ხარ? -არამიშავს, შენ? -რავი მეც... ცოტახნით დუმილი ჩამოწვა, ბოლოს კი როგორც იქნა დანიელმა ხმა ამოიღო. -იცი, ვიფქრე და მგონი ცუდი არ იქნება, პარკში რომ გავისეირნოთ ან რამე ეგეთი... - კისერზე მოისვა ნერვიულობისგან ხელი და პასუხის მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა. -კარგი, რატომაც არა! - მაშინვე უპასუხა ემილიამ და ბიჭმაც შვებით ამოისუნთქა. -კარგი, მაშინ დროებით. -დროებით! - უპასუხა გოგონამ და ყურმილი დაკიდა. -არის! - სახე გაუბრწყინდა ბიჭს, მერე კი საკუთარი თავი გამოაჯავრა - ,,პარკში რომ გავისეირნოთ ან რამე ეგეთი''... რა რამე ეგეთი, ღმერთო ჩემო! ემილიას დრო მიწერა და დაამატა რომ გაუვლიდა. ამასობაში თვითონაც მოემზადა და ერთ საათში უკვე მის სადარბაზოსთან იყო. გოგონას ერთი წუთითაც კი არ დაუგვიანია და თან თავზე ისევ ის შავი ქუდი ეხურა. -მეგონა დააგვიანებდი! - უხერხული ღიმილით უთხრა ბიჭმა. -რატომ?! რახან ყველა გოგო აგვიანებს თავის პირველ პაემანზე, მეც მათსავით უნდა მოვქცეულიყავი? - სიცილით ჰკითხა გოგონამ. -არა, უბრალოდ... - ხელი კისერზე მოისვა და დებილი ვარო გულში გაიფიქრა. -ხოდა, მაშინ წავედით! - ხელი ჩაჰკიდა გოგონამ და პარკისკენ აიღო გეზი. ,,პირველი პაემანიო?! ესეიგი ეს პაემანია?'' - ამის გაფიქრებაზე სახე გაუბრწყინდა დანიელს. მთელი პარკი სამჯერ ისე შემოიარეს, რომ დროის გასვლა საერთოად არ უგრძვნიათ. -რამე მომიყევი შენს შესახებ! - მუდარით გადახედა ემილიამ ბიჭს. -მაინც? -რავი, რამე პირადული! -რავი... 11 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა მე, ჩემი ძმა და დედა მიგვატოვა. მითხრა რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ მომატყუა...15 წელია ველოდები, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა. 3 წლის წინ კი ძმა გარდამეცვალა და დავრჩით მარტო მე და დედა. -მე შეყვარებულზე გკითხე, მაგრამ არაუშავს! - ღიმილით უპასუხა გოგონამ, რომ ოდნავ გაემხიარულებინა დანიელი. უცბად რაღაც გაახსენდა ემილიას და ისევ მიუბრუნდა ბიჭს: -გუშინ ხიდზე თქვი რომ შენი ძმის მკვლელთან ერთად ცხოვრობ... ანუ ის მოკლეს?! -მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ...გთხოვ!.. -კარგი! - გოგონა მიხვდა, რომ მტკივნეულ თემას შეეხო და ამიტომ ბიჭისთვის პასუხის გაცემა აღარ დაუძალებია. -ახლა შენ მომიყევი რამე ძალიან პირადული! -შეყვარებული არ მყავს! - ღიმილით უპასუხა ემილიამ. -მე ცხოვრებაზე გკითხე, მაგრამ ამ პასუხსაც არაუშავს! - სიცილით უთხრა დანიელმა. -ცხოვრება ისე ამეწეწა ბოლო რამდენიმე წელია, რომ მეც აღარ ვიცი რა ხდება... იცი ადრე სულ მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი და ცხოვრების ბოლომდე პიანინოზე დამეკრა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. -რა შემთხვევამ? -5 წლის წინ ავარიაში მოვყევი ოჯახთან ერთად. მანქანას მე ვატარებდი... ტარებასთან ერთად, უკან მჯდომ დედას ვეკამათებოდი... სულ წამით გავხედე... დამეფიცება, რომ სულ რამდენიმე წამით გავხედე... მოულოდნელად სატვირთო დაგვეჯახა გვერდიდან - ცრემლებმა გოგონას ლოყაზე გზა გაიკვლიეს -სატვირთომ... უკანა ნაწილი მთლიანად მიაჟლიტა. დედა... მამა... და ჩემი პატარა დაიკო... ყველანი გაჭყლიტა... წინ მე და ბებო ვიჯექით და მიჭეჭყვას გადავრჩით, მაგრამ ბებოს შიშისგან გული გაუსკდა, მე კი ყურებში ნატეხები შემერჭო და სმენა დამიქვეითდა...სამუდამოდ... არანაირმა ოპერაციამ არ მიშველა, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ბიძის ხარჯზე გავიკეთე... ბიძაჩემი ჩემს სანახავად არასდროს ჩამოსულა, მხოლოდ ფულს მიგზავნიდა. საკუთარი თავის დადანაშაულებას ვერ ვწყვეტდი... სულ ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ ის ავარია ჩემი ბრალია... ერთ დღესაც ავდექი და თავის მოსაკლავად წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მეც დიდ სატვირთოს უნდა შევვარდნილიყავი ბორბლებში, მაგრამ ბოლო წამს ვიღაც უცნობმა დამიჭირა. როცა მიხვდა, რომ ყრუ ვიყავი, ფურცელი აიღო და დამიწერა, რომ სიკვდილი გამოსავალი არ არის! მერე დაწერა, რომ ასე იმ სატვირთოს მძღოლსაც გავაუბედურებდი და ჩემთვის საყვარელ ადამიანებსაც. დამამშვიდა, საჭმელი მაჭამა, სახლამდე მიმაცილა და წავიდა. მე კი ისიც ვერ მოვიფიქრე რომ მადლობა გადამეხადა ან სახელი მეკითხა... ამის მერე ის აღარსად მინახავს. ბიძაჩემის გამოგზავნილი ფულის შეგროვება დავიწყე და სმენის აპარატი ვიყიდე ორივე ყურისთვის - სევდიანად გაიღიმა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ქუდი მოიხსნა - აი ჩემი აპარატი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ვმალავ - თმა ყურზე გადაიწია და დანიელს მისი ყურზე მოთავსებული სმენის აპარატი დაანახა - ეს საიდუმლოა, რომელიც ჯერ არავისთვის მითქვამს... შენ პირველი ხარ! ინსტრუმენტებზე დაკვრას იმიტომ შევეში, რომ ხელი ავარიისას ცუდად მომყვა და მომტყდა. მერე შეხორცებისას, რაღაც პრობლემა გაჩნდა და მოკლედ ძლივს გადამარჩინეს დაინვალიდებას, მაგრამ ამიკრძალეს ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა. იმიტომ მერეოდა წინა დღეს ყველა ნოტი ერთმანეთში. თითები დამეძაბა და საჭირო ადგილას ვერ დავადე. -ძალიან სევდიანი ისტორიაა... -ნამდვილად!.. - ოხვრით უპასუხა ემილიამ და ქუდი ისევ დაიხურა. -რატომ მალავ აპარატს? -იმიტომ რომ დავიღალე...დავიღალე თავის ისე მოჩვენებით, თითქოს ხალხის მზერას ვერ ვამჩნევ ჩემს ყურებზე. ერთხელ ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა, მომესალმა, გამიღიმა და გამეცნო, მაგრამ როგორც კი ჩემი სმენის აპარატს მოჰკრა თვალი, აუ მეჩქარება, შეყვარებული უნდა ვნახოვო და წავიდა. მეორედ მოხუცმა ქალმა მითხრა, ასეთი ლამაზი გოგო ხარ და ეს სმენის აპარატი გაბერებს და გამახინჯებსო. აი ასეთი უამრავი შემთხვევა მქონია. ამიტომაც ქუდი დავიხურე და ხალხიც ზედმეტ კითხვებს აღარ სვამს. -იცი რა?! მე ვფიქრობ, რომ საერთოდაც არ გამახინჯებს ეს აპარატი და ჩემი აზრით, უნდა მოიხსნა ეს სულელური ქუდი. ბიჭმა ხელი ქუდისკენ წაიღო, მაგრამ ემილიამ არ დაანება: -თავი დაანებე! -აუ არა! არ გიხდება და უნდა მოგხსნა! -არა! არ დაგანებებ! -მე ისე უფრო მომწონხარ! -აუ დანოო! - სიცილით მოიშორა მისი ხელები გოგონამ. ბიჭი უცბად გაქვავდა და გოგოს გაოცებული სახით დახედა. -რა დამიძახე?! -რა?! -წეღან რა დამიძახე? -დანოზე ამბობ?! -შენ მართლა დანო დამიძახე? -არ შეიძლება? - თავი მოწყენილმა დახარა. -უბრალოდ...მხოლოდ ჩემი ძმა მეძახდა ასე... -ბოდიში! მე მართლა არ... -არა, პირიქით! მე მომწონს! - ღიმილით უპასუხა დარცხვენილ გოგოს - შეგიძლია დანო დამიძახო! -მართლა?! - მოულოდნელად თვალები გაუბრწყინდა. -კი, ოღონდ ეს ქუდი მოიხსენი რა! - სიცილით უპასუხა და ქუდი თავიდან მოაძრო. ემილიამ ხელები მაშინვე ყურებზე მოიკიდა და იქით-აქეთ დაფეთებულმა დაიწყო ყურება. -აუ გეხვეწები გამიკეთე! მეშინია! ახლა ყველა მე შემომხედავს, გესმის?! ყველა მე დამცინებს! -ემ... -უკვე მიყურებენ! ხედავ ის ქალი როგორ მაშტერდება?! დანო ქუდი დამიბრუნე! -ემ, მომისმინე... -ქუდი დამიბრუნე! - გოგონა უკვე პანიკებში ვარდებოდა - ძალიან გთხოვ... - მთელი სხეული დაეძაბა და აუკანკალდა - მეშინია! მე ხომ ყველა მიყურებს! -ემ, ემ მომისმინე! -არა...ხედავ?! ყველა მე მიყურებს! დამიბრუნე, გთხოვ... -ემ დამშვიდდი! შენ ძალიან ლამაზი ხარ! ეს სმენის აპარატები კი საერთოდ არ ჩრდილავს შენი თვალების ბრწყინვალებას, ლამაზ ღიმილს და პატარა, ლამაზ ცხვირს. გესმის?! ის უბრალოდ შენს სმენას აუმჯობესებს! ფეხებზე დაიკიდე რას ფიქრობს ხალხი, გესმის?! -კი, მაგრამ... - სლუკუნი დაიწყო ემილიამ. -არავითარი, მაგრამ! ის ბიჭი დებილი იყო და იმიტომ წავიდა... მაგრამ რომ არ წასულიყო, შეიძლება ახლა ჩემთან ერთად საერთოდაც არ ყოფილიყავი. ამიტომ დაიმახსოვრე ორი რამ: პირველი - ყველაფერს და ყველას აქვს თავისი მინუსები და პლიუსები და მეორე - არასდროს მოუსმინო ხალხის აზრს, რადგან არ არსებობს ორი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი და ყველას ჭკუაზე, რომ ცალ-ცალკე იარო ნამდვილად გაგიჟდები... ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელიცაა!.. შენ ულამაზესი ხარ ყველანაირად! ეს პატარა აპარატი, რომელიც შენ ცხოვრებას აუმჯობესებს, შენს გარეგნობას კი არ ამახინჯებს, პირიქით...მას უფრო განსაკუთრებულს ხდის! გესმის?! ასე რომ დამშვიდდი!.. ემილიას ხასიათი გაუფუჭდა და სახლში წასვლა ისურვა. დანომ სადარბაზომდე მიაცილა. გოგონამ ქუდი მოირგო და კარებში გაუჩინარდა, ბიჭმა კი ხელები თავში შემოირტყა, ასეთი იდიოტი როგორ ვარო და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. * * * -ღმერთო ჩემო, რამდენი რამ მომხდარა, მე კი არაფერი ვიცოდი! - გაბრაზებული სახით გადახედა ნიკოლასმა ნასვამ მეგობარს. -იდიოტი ვარ ხო? - იკითხა და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გადაუშვა პირში. -თუ ასე სმას გააგრძელებ და არაფერს მოიმოქმედებ, მაშინ კი! -ახლა რა უნდა ვქნა?! გოგო ახლახანს გავიცანი და უკვე ვაწყენინე... -ხოდა ხვალვე უნდა დაურეკო, ბოდიში მოუხადო და დანაშაულის გამოსასყიდად ჩვენს გამოსვლაზე უნდა დაპატიჟო, კლუბში! თან მეც გამაცნობ ნორმალურად იმ შენს ნოზ ემს... ხომ ვარ გენიოსი?! მაგრამ ნიკოლასს არავინ უსმენდა. მის დივანზე წამოწოლილ დანიელს, უკვე ღრმად ეძინა. -რა გენია ვიკარგები, ღმერთო ჩემო! - ამოიოხრა და დასაძინელად წავიდა. მეორე დღეს 2 საათზე ძლივს გააღვიძა ნიკოლასმა მეგობარი. -ადექი, ბევრი საქმე გვაქვს! -რა საქმე? -უნდა ვივარჯიშოთ! -ხო, ავდგები ცოტახანში! - უპასუხა ნამძინარევი ხმით დანიელმა და გვერდი იცვალა. -და კიდევ შენს ნოზს უნდა დაურეკო და ბოდიში მოუხადო! -ვაიმე ემი! - მაშინვე წამოფრინდა დივნიდან და ტელეფონს დაწვდა. -ესეიგი იმ გოგოში უკვე გამცვალე ხო?! ესაა შენი ძმაკაცობა?! შენი ბავშვობის მეგობარი მაინც არ ვიყო! - აღშფოთებილი სახე მიაგება ფლეთჩერს. -კაი ბიჭო მაცადე რა... ხო იცი რომ ყველაფერს მირჩევნიხარ და რა გაწუწუნებს ვერ ვხვდები... -უჰჰ...ეს სიტყვები მესიამოვნა.. - ამაყად გაეჯგიმა ძმაკაცს და ბოლოს ოხვრით დაამატა - კაი ხო, დაურეკე იმ შენს ნოზსს! ნახევარი საათი მისალმებას ამზადებდა დანიელი. ბოლოს ყელში ამოუვიდა ნიკოლასს, ტელეფონს დასტაცა ხელი და მწვანე ღილაკს დააჭირა თითი. -უკვე ირეკება! -ნიკო, მოგკლავ! - ბალიში მთელი ძალით გაუქანა ძმაკაცს და წონასწორობა დააკარგვინა. -გისმენთ! - მოისმა სასიამოვნოდ ნაზი ხმა და დანიელმაც მაშინვე ხელიდან გამოგლიჯა მეგობარს ტელეფონი. -ემი, როგორ ხარ? -არამიშავს, მადლობა... -ემ მინდოდა ბოდიში მომეხადა! -არაფერია...არაუშავს! -მართლა ბოდიში რა! -მართლა არაუშავს - ღიმილით უპასუხა ამდენი ბოდიშებისგან მობეზრებულმა გოგონამ. -ხოდა მაშინ დღეს კლუბში ვმღერით მე და ნიკოლასი და მოდი აუცილებლად! მისამართს მესიჯად გამოგიგზავნი. კარგი? -კარგი! -მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში რა! -კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშს და იცოდე, რომ შენს ზარს აღარასდროს აღარ ვუპასუხებ! -კარგი, კარგი! -სიცილით უპასუხა ბიჭმა. -მაშინ დროებით! -დროებით! - უპასუხა და ყურმილი დაკიდა. -,,მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში რა'' - სიცილით გამოაჯავრა მეგობარმა - ვეღარ გცნობ. ძმაო! ორ დღეში ასე როგორ მოგაჯადოვა ამ გოგომ?! -არ ვიცი... - ოხვრით უპასუხა მეგობარს - ის სხვებს არ ჰგავს! არის მასში რაღაც განსხვავებული რამ, რაც მე მიზიდავს, მაგრამ არ ვიცი რა... -დღეს რომ გავიცნობ, მე თვითონ მივხვდები რაც! - უცებ შეაჩერა ნიკოლასმა - შენი ორსაათიანი ვითომ ფილოსოფიური აზრების მოსმენის თავი არ მაქვს! წამოდი ვივარჯიშოთ. -მაშინ რაღას მეკითხებოდი - ჩაიბურტყუნა დანიელმა და გიტარას დაავლო ხელი. საღამოს, ბიჭები ბარში რომ მივდინენ, ემილია უკვე იქ იყო რამდენიმე მეგობართან ერთად. დანიელმა დაინახა, რომ გოგონას ქუდი აღარ ეხურა, თმა მაღლა ჰქონდა აწეული და სასმენი აპარატები კარგად უჩანდა. გაკვირვებული სახით მიუახლოვდა. -დანო, როგორ ხარ? - ღიმილით გადაკოცნა გოგონამ. -კარგად, შენ? -არც ისე კარგად... კომპლექსების დაძლევას ვცდილობ! -კი, მაგრამ...თუ გეშინია შეგიძლია გეკეთოს...არაა აუცილებელი, რომ ვიღაც დებილი ტიპის ახირებას აჰყვე. -მე იმ დებილი ტიპის რჩევას მოვუსმინე და გავაანალიზე, რომ მართალია. ვიცი ახლა მიჭირს, მაგრამ მალე მივეჩვევი! თან რამდენიმე ბიჭი დღეს უკვე გამეცნო და ვფიქრობ რომ ეს აპარატი საერთოდაც არ ანაღვლებდათ. - წარბების შეათამაშა. -ხომ გეუბნებოდი! - კმაყოფილი სახე მიაპყრო გოგონას ( თან ოდნავი ბრაზიც იგრძნო სხვა ბიჭების გაცნობის ამბავზე, მაგრამ არ შეიმჩნია) , მერე კი უცბად რაღაც გაახსენდა და ნიკოლასისკენ მიბრუნდა - ხო მართლა, მინდა რომ ჩემი მეგობარი, ნიკოლასი გაგაცნო. -სასიამოვნოა! - ღიმილით ჩამოართვა ხელი ვილსონმა. -პარკში რომ გნახეთ, ის არ ხართ?! სახელი რომ მკითხეთ, ხო? -დიახ! -ემილია ჰოვკინსი! აი ახლა უკვე იცით! ზუსტად იმ დროს მოვიდა ნიკოლასის და დანიელის გამოსვლის ჯერი. ბიჭები სცენაზე ავიდნენ და მათივე დაწერილი სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულეს. -ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ამ სცენაზე მოვიწვიო ჩემი და დანიელის ახალი აღმოჩენა. გოგო, რომელიც მისი ხმით ყველას მოგაჯადოვებთ... მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო შეეგებეთ: ემილია ჰოვკინსი! - ხელი გოგონასკენ გაიშვირა, რომელიც სახეზე სულ ახურებულიყო და თვალებგაფართოებული უსმენდა ნიკოლასს, თან ხელით ანიშნებდა არაო - როგორც ჩანს რცხვენია! ტაშით გავამხნევოთ მეგობრებო! ბევრი იუარა გოგონამ, მაგრამ ბოლოს შერცხვა ყველა არაზე ტაშს რომ უკრავდნენ გასამხნევებლად და სცენაზე ავიდა. -ნიკოლასი ხო? ჯერ კარგად არ გიცნობ, მაგრამ უკვე შენი მოკვლის სურვილი გამიჩნდა - გადაუჩურჩულა ემილიამ, მერე დანიელს გადახედა მიშველე სახით და ხალხს უხერხულად გაუღიმა. -აბა, რას იმღერებ? - ჰკითხა დანიელმა. -ვერ ვიმღერებ! -ნებისმიერი აარჩიე! -კარგი...კარგი... ,,The Script - rain'' მაშინ... - რაც პირველი გაახსენდა, ის უთხრა ბიჭებს. -კაი, მაგრამ არ ინერვიულო, ოქეი?! მთავარია, არ ინერვიულო! თითქოს ისევ იმ პარკში ვზივართ და მარტო მე და ნიკოლასს გვესმის შენი ხმა. ემილიამ მალე დაძლია ნერვიულობა და შესანიშნავად გამოვიდა სცენაზე. ხალხი თავისი ხმით მართლა მოაჯადოვა და სულ რაღაც 5 წუთში მათ საერთოად აღარ ახსოვდა დანიელი და ნიკოლასი. ყველა მხოლოდ ემილიაზე ლაპრაკობდა. ბარიდან საკმაოდ გვიან წამოვიდნენ. ნიკოლასი მანქანით წავიდა, ხოლო დანო და ემი ფეხით გაუყვნენ ბილიკს. -მადლობა დღევანდელი დღისთვის! - ღიმილით გადახედა გოგონამ. -მადლობა იმ ქუდის გადაგდებისთვის! - ღიმილითვე უპასუხა ბიჭმა. მათ შორის დუმილი ჩამოწვა, მაგრამ ეს სიჩუმე საერთოდ არ იყო უხერხული. -დანოო... - მიუბრუნდა ცოტახანში გოგონა. -გისმენ! -ბედისწერის გჯერა? -არა! -რატომ? - გაუკვირდა გოგონას. -მე ვფიქრობ არანაირი ბედისწერა არ არსებობს და ეს ყველაფერი სრული უაზრობაა. ჩემი აზრით ჩვენ ბედს თავად ვქმნით! -მე არ გეთანხმები! - თავდაჯერებით უთხრა ემილიამ - ჩემი აზრით ბედისწერა არსებობს, მაგრამ გააჩნია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ. -ანუ? -აი მაგალითად თუ არჩევანი გექნება გასაკეთებელი ორ ქალს შორის. აირჩევ პირველს, მოიყვან ცოლად და მასთან ერთად იცხოვრებ დარჩენილი ცხვორება. ერთ დღეს გაიგებ, რომ გღალატობს და დაფიქრდები, მეორე რომ ამერჩია, ახლა როგორი ცხოვრება მექნებოდაო?! იქნებ ის მეორე რომ აგერჩია უკეთ გეცხოვრა, უფრო მეტი ფული გამოგემუშავებინა, უფრო მეტი შვილი გყოლოდა ან რავი... ვფიქრობ რომ ყველაფერი წვრილმანებზეა დამოკიდებული და შემდეგ პაზლივით იწყობა ყველაფერი. თუ დიდი პაზლის აწყობისას არასწორად აიღებ ნაწილს, ყველაფერი აგერევა, ხოლო თუ სწორს აირჩევ, აწყობას გააგრძელებ და ეცდები, რომ შემდეგშიც არ შეგეშალოს. მე ჩემს პაზლს სწორად ვაწყობდი, სანამ ერთ საბედისწერო დღეს საჭესთან არ დავჯექი. აი მაშინ აირია ჩემი პაზლი და მეც მომინდა, რომ მთლიანად დამენგრია ის. გადავწყვიტე, რომ ამდენ წლიანი შრომა სატვირთო მანქანის ბორბლებს გაჰყოლოდა, მაგრამ ბოლო წამს მივხვდი, რომ ამ პაზლის მეორედ აწყობის შანსი აღარ მომეცემოდა... სწორედ მაშინ არ დავნებდი და დღემდე სწორ ნაწილებს მთელი სიფრთხილით ვარჩევ! -იცი, არის რაღაც აზრი შენს ნათქვამში! მაგრამ მე მაინც მგონია რომ ბედისწერა და მსგავსი სისულელეები არ არსებობს! -ოდესღაც მიხვდები, რომ მართალი ვიყავი! - დარწმუნებით უთხრა გოგონამ, მერე კი კორპუსი გაოცებულმა შეათვალიერა - უკვე მოვედით?! -როგორც ჩანს! -კარგი, მაშინ კარგად! -კარგად! - ღიმილით დაუქნია ხელი ბიჭმა და გოგონას სადარბაზოში გაუჩინარებას დაელოდა, შემდეგ კი გზას გაუყვა. * * * სახლის კარები ჩუმად გააღო და შიგნით წყნარად შევიდა. -ორი დღეა სახლში არ გამოჩენილხარ! სად იყავი? - ჩაწითლებული და დასიებული თვალებით უყურებდა დედამისი. -რა შენი საქმეა! მთავარია რომ მოვედი... -მე დედაშენი ვარ, დანიელ! უნდა ვიცოდე სად დადიხარ! ამის ღირსიც აღარ ვარ? -შენ საერთოდ აღარაფრის ღირსი არ ხარ ჩემგან და ახლა ისევ ისტერიკებს ნუ მოაწყობ! - საძინებლისკენ გაეშურა დაღლილი ფლეთჩერი. -აღარც სიცოცხლის, დანიელ? - აკანკალებული ხმით შეეკითხა დედა და ბიჭიც მაშინვე ადგილზე გაშეშდა - მგონი აღარც სიცოცხლე არ ღირს! -დედა, ნასვამი ხარ? -აღარც დავლიო?! ცხოვრება თავზე დამენგრა. ქმარი სახლიდან გამექცა, ერთი შვილი მომიკვდა, მეორე კი დედად არ მაღიარებს...საერთოდ რად მინდა სიცოცხლე? რომ მთელი ცხოვრება იმას ვუსმინო, როგორ მადანაშაულოებს ერთი შვილი მეორე შვილის სიკვდილში?! თუ იმიტომ უნდა ვიცხოვრო, რომ ერთხელ ამ სახლში საკუთარ ცრემლებში დამხრჩვალი მიპოვო?! რა აზრი აქვს სიცოცხლეს, შვილო, მითხარი! დანიელს სხეული აუცახცახდა. ხმა ვერ ამოიღო. არ იცოდა რა ეთქვა დედისთვის. უბრალოდ ზურგშექცეული იდგა და უსმენდა. ცრემლები ახრჩობდა და მისი ერთადერთი სურვილი მიწის გასკდომა და მისი აქედან გაქრობა იყო. ელისაბეთი დუმდა და ჩუმად ტიროდა. -მაპატიე, შვილო! - აღმოხდა ბოლოს და დანა ვენებზე გადაისვა. დანიელი ნელა შებრუნდა. უნდოდა დედისთვის პატიება ეთხოვა. უნდოდა ეთქვა, რომ ეს სამი წელი ცუდად იქცეოდა და მზად იყო სიმართლე მოესმინა, მაგრამ ელისაბეთს უკვე მოესწრო ვენების გადაჭრა. ბიჭი ქალს მივარდა, დივანზე დააწვინა, სასწრაფო გამოიძახა,მანამდე კი უბრალოდ ცდილობდა დედამისს ბევრი სისხლი არ დაჰკარგვოდა. მალე სასწრაფო მოვიდა და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთელი ღამე მოსაცდელში გაატარა ბიჭმა. ტიროდა და ყველა სიტყვას ნანობდა, რაც კი დედამისისთვის ამ სამი წლის განმავლობაში უთქვამს. თვალწინ ედგა ყველა ჩხუბი, ყველა 29 სექტემბერი და საკუთარი თავის რცხვენოდა. რა იქნებოდა ერთხელ მაინც, რომ დამჯდარიყო და დედისთვის მოესმინა?.. რა იქნებოდა?! მეორე დილით ნიკოლასს დაურეკა და ნახევარ საათში ისიც საავდმყოფოში გაჩნდა. -ძმაო! - მაშინვე მოეხვია ნიკო დანიელს - წუხელ რატომ არ დამირეკე?! რა მოხდა? ისევ იჩხუბეთ? რა უთხარი?! -ისეთი საშინელი რაღაც, რასაც ცხოვრების ბოლომდე არ ვაპატიებ საკუთარ თავს... -რა უთხარი? -ვუთხარი, რომ საერთოდ აღარაფრის ღირსი არ იყო... - ხმა გაებზარა დანიელს - ეს რატომ ვუთხარი?! - თავი ხელებში ჩარგო და ხმამაღლა ატირდა - მერე მომიბრუნდა და მკითხა, აღარც სიცოცხლისო?! და აი იქ კინაღამ მოვკვდი ნიკო... კინაღამ მოვკვდი... - ჩაწითლებული თვალები ერთ წერტილს მიაშტერა, ცრემლები კი ლოყებზე ერთმანეთის მიყოლებით მისრიალებდნენ - საშინელი შვილი ვარ! ერთი მშობელი მყავს და იმასაც ვერ მოვუარე! ალბათ სებასტიანს როგორ რცხვენია, რომ ჩემი ძმაა!.. ნიკოლასი გვერდით მიუჯდა ძმაკაცს. -ყველაფერი კარგად იქნება, გესმის?! მალე დედაშენი უკეთ გახდება...მერე დაჯდებით, შენ მას მოუსმენ და იქნებ მერე ყველაფერი დალაგდეს... -იმედია, ნიკო, იმედია... * * * მოსაცდელში ემილია შემოვარდა. თვალებით ცდილობდა მოეძებნა დანიელი და როგორც კი იპოვა, მისკენ გაიქცა. -მოვედი!.. ბიჭმა მიშტერებულ წერტილს ნელა მოაშორა თვალი და გოგონას ახედა. -როგორ გაიგე?! -შენთან დავრეკე, ნიკომ მიპასუხა და მითხრა რაც მოხდა. -იცი რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ?! ჩემი ბრალია ახლა დედაჩემი, რომ აქ წევს! ექიმმა მითხრა, რომ ბევრი სისხლი დაკარგა. ისიც მითხრა, რომ მას იშვიათი ჯგუფის სისხლი აქვს და ჯერ-ჯერობით დონორს ეძებენ. არ იციან გადარჩება თუ არა... დედაჩემიც თუ წავა ამ ქვეყნიდან... -მოიცა, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს? მეოთხე? -ხო!.. მე მეორე მაქვს... ალბათ მამის გამო და ამიტომ სისხლს ვერ ვუსხამ... -დანო, მე მაქვს მეოთხე ჯგუფის სისხლი! -რა?! - მაშინვე გაკვირვებული სახით გახედა გოგონას - ანუ შეგიძლია, რომ სისხლი გადაუსხა?! -ექიმს დავუძახოთ...ჩქარა! - სასწრაფოდ წამოხტა ემილია. ჰოვკინსი წყნარად გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან. ოდნავ სუსტად იყო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -ემ, როგორ ხარ?! - მაშინვე მოეხვია დანიელი გოგონას - ძალიან დიდი მადლობა! მართლა! -არაფრის! - გაუღიმა გოგონამ და თვითონაც მოხვია ხელები. -საავადმყოფოა თუ საძინებელი ოთახი?! რამე ხო არ ამერია?! - გაკვირვებული სახით უცქერდა ნიკოლასი წყვილს. ისინიც მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს, მერე კი დანიელმა უთხრა ღიმილით: -ემილიას და დედაჩემს ერთი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდათ... ამ წამს გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან. -მართლა?! - შეიცხადა ბიჭმა და სახეზე ღიმილი მოეფინა - მართლაც რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ, ემი! სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი გამოვიდა ელისაბეთის პალატიდან. -საბედნიეროდ, ამ გოგონამ გადაარჩინა დედათქვენი. იგი ახლა სტაბილურადაა და საფრთხე აღარ ემუქრება. - ღიმილით უთხრა ექიმმა - ჯერ არ გამოფხიზლებულა. უნდა დაისვენოს. ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ამ გოგონას სისხლმა, ქალბატონი ფლეთჩერი ნამდვილად გადაარჩინა. -მადლობა ექიმო! - სიხარულით დაემშვიდობა დანიელი ექიმს. -მაშინ მე წავალ, ძმაო! მამაჩემს უნდა დავეხმარო და ხვალ ისევ მოვალ, კარგი?! - ღიმილით მიუბრუნდა ნიკოლასი. -არაა პრობლება! დიდი მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი! - გაუღიმა და ძმაკაცს მოეხვია. შემდეგ კი ემილიას მიუბრუნდა: -შენც წადი! დაიღლებოდი... -ჯერ ვიქნები. საერთოდ არ დავღლილვარ! თუ გინდა აქვე პატარა რესტორანია და ვისადილოთ. მშიერი იქნები! -კაი, წავიდეთ! გოგონამ ერთი დიდი თეფში ხორციანი მაკარონი შეუკვეთა, ხოლო ბიჭმა მხოლოდ სენდვიჩი. -ჭამა ნამდვილად გიყვარს! - ცალყბად გაეღიმა დანიელს. -ყველაფერზე მეტად! - სიცილით უპასუხა გოგონამ და დიდი ლუკმა ჩაიდო პირში. -ახლა უკვე მესმის შენი. - სევდიანად უთხრა ბიჭმა - ახლა უკვე ვხვდები, როგორი გრძნობაა, როცა საკუთარი ოჯახის წევრის გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებ. ეს ძალიან მტანჯველი რამაა. მე ეს მხოლოდ ერთი ღამით განვიცადე, შენ კი უკვე წლებია ასე ხარ. გოგონამ ჭამა შეწყვიტა, თვალები ცრემლებით აევსო და მწარედ გაეღიმა. -ხალხი ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ეგ სისულელეა! არ დაიჯერო! დრო შენს ჭრილობას კი არ კურნავს, მასთან ერთად ცხოვრებას გაჩვევს! თავიდან ეს ყველაფერი გღრღნის, ყოველ წამს თავს გახსენებს, ტირი, ცრემლებად იღვრები, მაგრამ მერე თავის კონტროლს სწავლობ. ის ყველაფერი ისევ ყოველდღე გახსენდება, ისევ გტკივა ( და ეს ტკივილი ოდნავაც არ ნელდება), მაგრამ ემოციების მოთოკვას სწავლობ! მე ეს ფაზა უკვე გავიარე და ყოველდღე, როდესაც ეს სცენა თვალწინ მიდგება, უბრალოდ დანანებით ვიღიმი და ვცდილობ კარგი მოგონებებიც გავიხსენო, რომ ცუდმა არ ამატიროს. -ვერ წარმომიდგენია, თავიდან როგორი რთული იქნებოდა ემოციების მოთოკვა... -ამაზე საშინელი მართლა არაფერია... -იცი, ხანდახან ისე ლაპარაკობ თითქოს 80 წლის, მოხუცი, უკბილო ბებერი იყო, რომელიც ცდილობს საკუთარ შვილიშვილებზე შთაბეჭდილება მოახდინოს და ბევრი ვითომ ბრძნული აზრით უჭედავს ტვინებს. გოგონას ჩაეცინა და დანიელმაც შვებით ამოისუნთქა, რომ გოგონას მადა არ გაუფუჭა. თვითონ რომ მორჩა ჭამას, ემილიას ნახევარი თეფში ისევ დარჩენილი ჰქონდა. -რა ნელი ხარ! - დაცინვით უთხრა გოგონას. -რა ჩემი ბრალია!.. ამხელა თეფშები მე კი არ ვუყიდე ამ რესტორანს?! -სამაგიეროდ დიდი და ღრმა თეფშით შენ მოატანინე. რაც უთხარი მიმტანს, ის მოგიტანა! -ხოდა, მაცადე ჭამა! -ნელა ჭამე, არ გადაგცდეს! შარის თავი მაქვს?! -ხოდა, ნუ წუწუნებ! - ღიმილით მიუბრუნდა თავის თეფშს ემილია. დანიელი უყურებდა ამ მისთვის ჯერ კიდევ უცნობ, მაგრამ თან ძალიან კარგად ნაცნობ გოგონას. ფიქრობდა, რომ ის ჯერ ახალგაზრდა იყო ამდენი რამის გადასატანად. მას მოსწონდა გოგონას ლამაზი ყავისფერი თმა, კოსად რომ აეკრა, მოსწონდა მისი თაფლისფერი, დიდი და გაბრწყინებული თვალები. მოსწონდა მისი ღიმილი. მისი ბრძნული მოსაზრებები, მისი ლამაზი ხმა და მისი სმენის აპარატიც კი. -რას დამაშტერდი? - გაკვირვებით ჰკითხა ემილიამ - სოუსი მისვია სახეზე? ბიჭს გაეცინა. -ზუსტად მაგას ვამოწმებდი, მაგრამ სუფთა ხარ! - უპასუხა და გოგომაც შვებით ამოისუნთქა - შენც წადი უკვე სახლში და დაისვენე. -მარტო ერთი პირობით წავალ! -გისმენ - ინტერესით დააცქერდა დანიელი. -იმ პირობით თუ ხვალ მე დავრჩები აქ. შენ კი სახლში წახვალ და დაისვენებ! - საკუთარი აზრით კმაყოფილმა გაუღიმა ბიჭს. -არ არის საჭირო, ემ! -ხოდა, ფეხს არ მოვიცვლი საავადმყოფოდან. მეც შენს გვერდით დავრჩები, სანამ დედაშენს არ გამოწერენ... -შენ ისედაც იმდენი რამ გააკეთე ელისაბეთისთვის... -ცოტა სისხლი მოვიკელი სხეულიდან. თან შენზე ვნერვიულობ, ასე რომ აირჩიე. -კარგი ხო... წადი სახლში! -მშვენიერი არჩევანია... აბა დროებით! - დაემშვიდობა დანიელს და სახლში წავიდა. დანიელი მთელი დღე უაზროდ გაღიმებული იჯდა დედის პალატაში და ელისაბეთს ემილიას შესახებ უყვებოდა. ბოლოს კი დაღლილს დივანზე მიეძინა. * * * 11საათზე გოგონა უკვე საავადმყოფოში იყო და ღიმილით უცქერდა ელისაბეთის საწოლზე თავდადებულ, მძინარე დანიელს. -დილა მშვიდობისა! - ამ დროს პალატაში ნიკოლასი შემოვიდა, ომახიანად შეჰყვირა და მერე უცბად ხელი აიფარა პირზე - ხმამაღლა მომივიდა. დანიელმა თავი ნელა აწია და მეგობრებს თვალი მოავლო. -მოკლედ უცბად რომ არ ააწიოკო ყველა არ შეგიძლია?! - სიცილით მიუბრუნდა ემილია - დილა მშვიდობისა! -შენც ჩემი მლანძღველების რიგს შეუერთდი? რა ჩემი ბრალია, ასეთი მხიარული და საყვარელი რომ გავჩნდი?! - გაკრეჭილმა ამაყად იკითხა. -ამ დილა უთენია, რა დებილობებზე ლაპარაკობთ?! თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? - ნამძინარევი ხმით იკითხა მობეზრებულმა დანიელმა. -არა, არ ვართ! - ერთხმად შეჰყვირა ორივემ - ჯინქს! - მიუბრუნდნენ მაშინვე ერთმანეთს და ერთად წამოიყვირეს, მერე კი სიცილისგან ამობრუნდნენ კინაღამ. -პატარა ბავშვები! - სიცილით ჩაიფრუტუნა დანიელმა და ისევ ლოგინზე დადო თავი. -ადექი, ადექი! აქ ძილი გეყოფა...სახლში უნდა წახვიდე! - მაშინვე მივარდა ემილია ბიჭს და სავარძლიდან ააგდო. -ცოტასაც დავიძინებ რა! -ადექი და სახლში დაიძინებ! - მხარი აუბა ნიკოლასმაც - წამოდი, მე წაგიყვან სახლში! - და ბევრი ძალისხმევის შედეგად, როგორც იქნა სახლში წასვლა აიძულეს დანიელს. -ემ...ხვალ 9 საათზე აქ გავჩნდები...გპირდები! - შემოუთვალა წასვლამდე გოგონას, აჩეჩილი თმა გაისწორა, თვალი ჩაუკრა და პალატიდან გავიდა. * * * ზუსტად 9საათზე დანიელი პალატაში შევიდა. -დილა მშვიდობისა! - გაიღიმა და ემილიას მიესალმა, რომელიც გამოფხიზლებულ ელისაბეთთან იჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. დედის ღიმილიანი სახის დანახვაზე, ცრემლები მოადგა, მაგრამ ვერაფერი თქვა და გარეთ გავიდა. გოგონა წამოდგა და უკან გაყვა ბიჭს. -რატომ არ დამირეკე თუ გამოფხიზლდა?! - მიუბრუნდა ემილიას. -სულ რამდენიმე საათია რაც ღვიძავს. ვიცოდი, რომ მალე ისედაც მოხვიდოდი და აღარ გაგაღვიძე. -ახლა რა უნდა ვუთხრა?! - სკამზე გადაეშვა დანიელი - როგორ შევიდე და თვალი როგორ გავუსწორო?! - ცრემლები მოადგა თვალებზე - ის რომ ახლა საავადმყოფოში წევს, ჩემი ბრალია! როგორ ვუთხრა მაპატიე, რომ ჩემს გამო სამი წლის განმავლობაში ყოველ ღამეს ტირილში ათენებდითქო?! მე არ ვიმსახურებ პატიებას! - სახე ხელებში ჩარგო და ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა. -იცი, შენ იღბლიანი ადამიანი ხარ! - გვერდით მიუჯდა ემილია - შეგიძლია დედაშენს ბოდიში მოუხადო შენი დანაშაულის გამო და ის წლები, რომელიც უერთმანეთოდ დაკარგეთ, აინაზღაუროთ. ამიტომ მიდი და ეს შანსი გამოიყინე!.. დაუფიქრდი იმას, რომ ყველა შენსავით იღბლიანი არაა და ზოგს არასდროს მიეცემა იმის შანსი, რაც შენ ახლა ბედისწერამ გარგუნა. მე დედაშენს ველაპარაკე. მომიყვა ის ამბავი, რომლის მოსმენასაც შენ სამი წელი გაურბოდი. ასე რომ შედი და ერთხელ მაინც მოუსმინე მას! ის ამას იმსახურებს! - ბოლო სიტყვები მკაცრად უთხრა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. დანიელმა თავი ამოწია და გოგო ჩაიხუტა. ცოტახანი ასე იყვნენ, მერე დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა, წამოდგა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ემილიას გაუღიმა. -ვფიქრობ, რომ მზად ვარ! სამი წლის მერე, მზად ვარ მოვისმინო რა მოხდა! - ეს თქვა და ოთახში შევიდა. -დედა, როგორ ხარ? - ღიმილით იკითხა შესვლისთანავე. -ამ გოგოს წყალობით მგონი კარგად, შენ როგორ ხარ? -ამ გოგოს წყალობით მგონი კარგად! - ღიმილით უპასუხა, სავარძელში ჩაჯდა და დედას ხელი ჩაჰკიდა - გისმენ!.. -რა?! -გადავწყვიტე, რომ ყველაფერი მოვისმინო სებასტიანის გარდაცვალების შესახებ! ელისაბეთს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან, მერე ცრემლებით აევსო და შვილს ჰკითხა: -დარწმუნებული ხარ?! -კი! მაინტერესებს ამ სამი წლის განმავლიობაში მართლალი ვიყავი თუ არა, როდესაც შენ გადანაშაულებდი! -ჩვენ ვიჩხუბეთ... -რაზე? -მან ნარკოტიკების მიღება დაიწყო... რამდენჯერმე შევუსწარი და ძალიან ვთხოვე, რომ ეს მეორედ აღარ ექნა. ბევრი ვემუდარე, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ იმ სიამოვნებას, რასაც ნარკოტიკების მიღებისას განიცდი, მთლიანად დაპყრობილი ჰქონდა შენი ძმის გონება... იმ საღამოს მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მომეყოლა შენთვის. ის სახლიდან გადიოდა და მწყობრიდან გამოსულმა ჩხუბი დავუწყე. ვუთხარი, რომ ასეთი ცხოვრებაში არავის დასჭირდები და არავის არ ეყვარებითქო. ვემუდარებოდი, თავი დაანებე ნარკოტიკების მიღებასთქო, მაგრამ არ მომისმინა და კარებისკენ დაიძრა. დედის უფლებები გამოვიყენე, კარები ჩავკეტე და სახლიდან არ გავუშვი. ის კი ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა... - ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მისრიალებდნენ ქალის ლოყაზე - მოულოდნელად საიდანღაც მანქანა გამოვარდა გიჟივით და პირდაპირ მას დაარტყა... ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხვდა... მთელმა სიცოცხლემ თვალწინ ჩამირბინა, მისკენ გავიქეცი, სასწრაფოს დავურეკე, მაგრამ სანამ მოვიდნენ სისხლისგან დაიცალა და სუნთქვა შეწყვიტა... - ელისაბეთმა ქვითინი დაიწყო. დანიელი ჩუმად იჯდა, უსმენდა, ტიროდა და ხელზე ხელს მაგრად უჭერდა - მას შემდეგ მეც სულ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი!.. უბრალოდ ვერ ვიტანდი, რომ ჩემი დანაშაული ყოველდღე შენი პირიდან მახსენებდა თავს და ამის უარყოფა დავიწყე... ოღონდ შენს დასარწმუნებლად კი არა, საკუთარი თავის დასარწმუნებლად... მაპატიე შვილო... - ტირილს ვერ წყვეტდა ქალი - მაპატიე რა... ბიჭმა დედა გულში ჩაიკრა. -ეს შენ უნდა მაპატიო მე... იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ მხოლოდ საკუთარ ცრემლებს და ტანჯვას ვამჩნევდი, შენსას კი ვერა... მის გარდაცვალებამდე რამდენჯერმე შევესწარი როგორ ეჩხუბებოდი, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს ყველაფერი ოთახის დალაგებას ან მისი დასვრილი ჭურჭლის გარეცხვას ეხებოდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე. ამიტომ არ ჩავერიე არც ერთხელ... როცა მისი გარდაცვალების მერე მითხარი ვიჩხუბეთ, სახლიდან გაიქცა და მანქანა დაეჯახაო, სხვას აღარაფერს მოვუსმინე და პირდაპირ შენს დადანაშაულებაზე გადავედი. გამახსენდა ყველა თქვენი ჩხუბი და ვიფიქრე, რომ მანქანას ძალით შეუვარდა, დედას დაუსრულებელი ჩხუბების გამოთქო... ძალიან გთხოვ მაპატიე, რომ დასკვნები ისე გამოვიტანე, შენთვის არც ერთხელ არ მომისმენია... შენ რომ ვენები გადაიჭერი და ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება დავიწყე, მაშინ მივხვდი რას გრძნობდი ყოველდღე... ძალიან გთხოვ... მაპატიე რა!.. ბოდიში!.. დედა-შვილი ერთმანეთს ამშვიდებდა და ანუგეშებდა. ბოლოს ორივემ ერთმანეთს გაუღიმა და გადაწყვიტეს ეს სამწლიანი უთანხმოება საბოლოოდ დაევიწყათ და დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად ეცხოვრათ. ექიმმა ელისაბეთს უთხრა, რომ ხვალ შეეძლო უკვე სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ძალიან არ უნდა გადატვირთულიყო, წამლები თავის დროზე მიეღო და კარგად დაესვენა რამდენიმე დღე. ემილია პალატაში აღარ შესულა. პირდაპირ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დანიელი პალატიდან გამოვიდა და დაიჭირა. -უკვე მიდიხარ?! გოგონა მობრუნდა და ბიჭს გაუღიმა. -დარწმუნებული ვარ ამ სამი წლის განმავლობაში დედასთან ყოფნა გენატრებოდა და არ მინდა, რომ შეგაწუხოთ. მე ხვალ მოვალ და ერთად წავიყვანოთ სახლში, კარგი?! -ანუ შენ და დედა დამეგობრდით? -დიახ! - ამაყად უპასუხა გოგონამ. -მადლობა ყველაფრისთვის! - ღიმილით უთხრა დანიელმა, ხელზე დაქაჩა და მიიხუტა. * * * ემილია ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. -გისმენთ - უპასუხა ნამძინარევი ხმით. -დილა მშვიდობისა, ქალბატონო ჰოვკინს! - ჩაესმა ყურში ნიკოლასის მხიარული ხმა - დანიელის დავალებით დღეს მე წაგიყვანთ საავადმყოფოში და ერთად წამოვიყვანთ ფლეთჩერებს, სახლში დავჯდებით და ქალბატონი ელისაბეთის მომზადებულ უგემრიელეს სადილს შევექცევით. აბა რა აზრის ბრძანდებით? - ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა ყველაფერი გოგონას. -ეე, რა მაგარია! რომელზე გამომივლი? -ხუთ წუთში შენს სადარბაზოსთან ვიქნები. -ნიკო, მოგკლავ! უფრო ადრე ვერ დამირეკე?! კაი, კაი! -უთხრა და ყურმილი დაუკიდა. -ასეთი რა ვქენი?! -ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ნიკოლასმა. ათ წუთში ემილია მზად იყო და სადარბაზოს შესასვლელთან ჩაირბინა. -გამოსვლამდე მაინც დაგერეკა... - გაუბრაზდა გოგონა. -რატო მეჩხბუბები?! -გოგოების ამბავი არ იცი?! მომზადებისთვის დრო გვჭირდება... -ხო, კაი, ბოდიში... - ქვედა ტუჩი გადმოაგდო ნიკომ და ლეკვის თვალებით ახედა ემილიას. - ჩემზე ეგ არ ჭრის! -ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა - წამოდი, წამოდი, წავიდეთ - სიცილით დაამატა ბოლოს და ნიკოლასს თავში წამოარტყა. მანქანაში ჩასხდნენ და საავადმყოფოს გზას დაადგნენ. -ემ, რჩევა რომ გთხოვო შეიძლება? -გისმენ! გოგოს ეხება? -არა! გოგოებზე აქეთ მოგცემ რჩევებს - ამაყად თქვა - სიმღერის შინაარსზე... თვის ბოლომდე ახალი სიმღერა უნდა იყოს, მაგრამ მე და დანიელმა თემაც კი ვერ მოვიფიქრეთ. გოგონა ჩაფიქრდა და უეცრად რაღაც გაახსენდა. -იცი ადრე მეც ვწერდი სიმღერებს და რაღაცეების მონახაზი მაქვს. ერთი პერიოდი ტვინი გამოტენილი მქონდა იდეებით, მაგრამ მერე ავარიაში მოვყევი ოჯახთან და სმენა დამიქვეითდა... - ბოლოს დანანებით ჩაილაპარაკა და ნიკოლასიც მიხვდა, რატომ ეკეთა სმენის აპარატი. -გინდა ჩვენთან ერთად იმღერე?! - გახედა თავისი იდეიით კმაყოფილმა. -დავფიქრდები! - ღიმილით უპასუხა გოგონამ - სიმღერებს ხვალ მოგაწვდით ან შენ ან დანიელს, კარგი?! -კარგი! აუ ძალიან მაგარი ხარ, მადლობა! - ბედნიერმა უპასუხა გოგონას და მალე საავადმყოფოსთან გააჩერა. მანქანაში ნიკომ და ემილიამ ბუშტები გაბერეს. გოგონამ ლამაზი თაიგულიც უყიდა ელისაბეთს და პალატაში კი არ შევიდნენ, შევარდნენ. ელისაბეთი უკვე ამდგარიყო, ტანსაცმელი ჩაეცვა და ჩანთაში თავის ნივთებს ალაგებდა. ბავშვების (ელისაბეთი მათ ყოველთვის ბავშვებად მიიჩნევდა) ასეთმა სურპრიზმა სიხარულით აუვსო გული და მაგრად მოეხვია მათ. დანიელი ბედნიერი იყო და უნდოდა, რომ ეს დღე არ დასრულებულიყო.იგივეს ფიქრობდა ემილიაც. მას უკვე დავიწყებოდა ოჯახური იდილიის გემო. მივიდა და დანიელს ჩაეხუტა. -მადლობა - ღიმილით ჩასჩურჩულა დანიელმა და მერე კიდევ უფრო ჩუმად დაამატა - უკვე მომენატრე! ემილიას საშინლად დასცხა, სახეზე აწითლდა და გული ისე აუჩქარდა, ეგონა ამოუვარდებოდა. აქამდე მსგავსი რამ არასდროს დამართნია. -მე და დედა გავიდეთ?! - სიცილით ჰკითხა წყვილს ნიკოლასმა ( ნიკოლასი ელისაბეთს დედად მოიხსენიებს ბავშვობიდან, რადგან დროის უმეტეს ნაწილს მათ ოჯახში ატარებდა და მასზეც სულ ისე ზრუნავდა ელისაბეთი, როგორც სებასტიანზე და დანიელზე). ემილია და დანიელი ერთმანეთს მოსცილდნენ და უხერხულად გაეღიმათ. გასვლისას ჯერ გოგონამ წამოარტყა თავში ნიკოს, მერე კი ფლეთჩერმა. -დილიდან ყველა მე რატო მერჩით?! - დაიწყო წუწუნი ბიჭმა და მთელი გზა არ გაჩუმებულა. სახლში რომ მივიდნენ, ელისაბეთმა სუპი მოამზადა და ყველას სუფრასთან დაუძახა. -გემრიელად მიირთვით! - ღიმილით უთხრა ბავშვებს და გოგონას გვერდით დაჯდა. ემილია და დანიელი ერთმანეთის პირისპირ იჯდნენ და ბიჭმა დაინახა, როგორ მოადგა გოგოს ცრემლები, მაგრამ თავს აიძულა არ ეტირა და ყელში გაჩხერილი ბურთი უკან ჩაუშვა. -საჭმელი არ მოგეწონა? - ჰკითხა გაკვირვებულმა დანიელმა. -არა, საიდან მოიტანე? - კითხვითვე უპასუხა გოგონამ და გაუღიმა. -თუ არ მოგწონს, ძალით არ ჭამო - მიუბრუნდა ელისაბეთი ღიმილით, მაგრამ გულში მაინც ეწყინა გულით მომზადებული საჭმელი რომ დაუწუნეს - უბრალოდ არ ვიცოდი რა გიყვარდა და ბიჭების საყვარელი სუპი მოვამზადე... -არა, რას ამბობთ, ძალიან მომწონს! -აბა ცრემლები რატომ მოგადგა? - იკითხა ცოტა არ იყოს შეშინებულმა დანიელმა. -უბრალოდ...დიდი ხანია მშობლის მომზადებული კერძი არ მიჭამია... მზა საჭმელი მაქვს ძირითადად სახლში. - უპასუხა ბიჭს და თვალებზე ისევ ცრემლები მოადგა. -ხოდა გემრიელად ჭამე, მერე სახლშიც გაგატან! - მზრუნველი ხმით უთხრა ელისაბეთმა და გოგონას მოეხვია - აღარ იტირო, კარგი?! -ძალიან დიდი მადლობა! - ცრემლები მოიწმინდა ემილიამ და ჭამა გააგრძელა. სადილის დროს ნიკოლასმა მოყვა, დანიელი პირველად რომ ურეკავდა ემილიას, ის ამბები და თან ისე სასაცილოდ, რომ ბატონი ფლეთჩერიც კი იცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შერცხვა. -ჩვენი გაცნობის ამბავი არ მომაყოლინო, რა! - სიცილით მიუბრუნდა დანიელი ნიკოლასს. -არ გაბედო იცოდე! - მაშინვე სიცილი შეწყვიტა ვილსონმა. -აუ მოყევი რა - მუდარა დაუწყო გოგონამ. -სამაგიერო უნდა გადაგიხადო! - სიცილით გადახედა დანიელმა და მერე მოყოლა დაიწყო - მოკლედ სკოლის პირველი დღეა რა და ერთ-ერთ დასვენებაზე საკლასო ოთახში დასხმულ წყალში ჩავდგი ფეხი. ცოტა იქით კი მაგიდა იდგა და იმის ქვემოდან ფეხსაცმელი მოჩანდა... - ნიკოლასმა სახეზე აიფარა ხელები და დანიელს უპწკინა, მაგრამ მას მოყოლა არ შეუწყვეტია - შევიხედე და ვნახე, რომ ნიკო ტირის. ვკითხე რა გჭირსთქო და მითხრა ჩავიფსი, ოღონდ არავის არ უთხრაო. შემეცოდა და ვკითხე მასწავლებელს უთხარითქო და არა, მრცხვენიაო. მერე მე მივედი, ჩუმად ყურში ჩავჩურჩულე დამრიგებელს, მან კი დედამისს დაურეკა და წაიყვანა. სახლში რომ მოვედი დედაჩემს ფეხსაცმელები გავახეხინე კლასელმა ჩაიფსა და შემთხვევით ფეხი ჩავდგითქო. დედამისის მოსვლამდე კი მეც მასთან ერთად ვიჯექი მაგიდის ქვეშ და ველაპარაკებოდი, რომ ცოტახნით სირცხვილი დაევიწყებინა. -იმ დღეს, შენთან ჯდომისას, რამდენადაც შემიმცირე სირცხვილის გრძნობა, ორჯერ მეტი ახლა დამიმატე! - ნაწყენი და გაბრაზებული სახით გადახედა მეგობარს. -მე დავიწყე?! -მე მხოლოდ ერთი ზარის ამბავი მოვყევი! -მე კიდევ მხოლოდ ერთი ჩაფსმის!.. -ბავშვებო, ბავშვებო!.. - მაშინვე ჩაერია ელისაბეთი, ემილია კი სიცილით კვდებოდა - რამდენი წლისები ხართ?! არ გრცხვენიათ? - დატუქსა ბიჭები დედამ და დარცხვენილმა ბიჭებმაც თავები დახარეს. ელისაბეთს მაშინვე მათი ბავშვობა გაახსენდა და ჯერ სიცილი აუტყდა, მერე კი თვალებზე ცრემლები მოადგა. -სულ პატარები რომ იყავით, მაშინაც ასე იყო... უკვე დავიწყებული მქონდა ეს მომენტები და ეს ბედნიერების შეგრძნება... წლებია ასე ბედნიერად არ მისადილია და ასე არ მიცინია... - ოხვრით თქვა, მერე კი ემილიას მიუბრუნდა - ეს შენი დამსახურებაა!.. -ჩემი?! მე რა შუაში ვარ? - გაუკვირდა გოგონას. -არ ვიცი მარტო ჩემი შვილი მოაჯადოვე თუ მთლიანად ჩვენი ოჯახი, მაგრამ ორივე გადაგვარჩინე (ნიკოლასმა საავადმყოფოში დაწვრილებით უამბო, რაც ემილიასთან ერთად გადახდენია, მათ შორის მისი თვითმკვლელობის მცდელობის ამბავიც) და ისევ გაგვაერთიანე... ძალიან დიდი მადლობა! -პირიქით, მადლობა თქვენ... რომ გამახსენეთ რას ნიშნავს, გყავდეს ოჯახი!.. სადილმა ძალიან კარგად ჩაიარა. ნიკოლასი და დანიელი ტელევიზორთან წავიდნენ, ემილიამ და ელისაბეთმა კი მაგიდა აალაგეს და ჭურჭელი დარეცხეს. მერე დასხდნენ, ქალმა დიდი ალბომი გადმოიღო და ერთად დაიწყეს თვალიერება. -ეს პატარა დანიელია - თითით უთითებდა ქალი ფოტოებზე - აქ დანიელი და ნიკოლასი არიან, აქ კი სებასტიანიც მათთან ერთადაა. სებასტიანს ძალიან უყავრდა დანიელის მეგობრებთან ერთად გართობა და თამაში. აი აქ ნიკოლასმა და დანიელმა სკოლა დაამთავრეს, აქ კი სებასტიანმა დაამთავრა სკოლა. სებასტიანის სახე ძალიან ეცნობოდა ემილიას და როცა ელისაბეთმა ამ ბიჭის 6 წლის წინანდელი ფოტო აჩვენა, მაშინვე თვალწინ დაუდგა მისი თვითმკვლელობის მცდელობის დღე. -ეს სებასტიანია? - კიდევ ერთხელ იკითხა ემილიამ. -კი, ეს ჩემი სებასტიანია. გოგონას თვალები გაუფართოვდა. -მე მას ვიცნობ! ელისაბეთმა და იქვე მსხდომმა ბიჭებმა გაკვირვებული სახით შეხედეს შეცბუნებულ ემილიას. -საიდან იცნობ? -დანო, მაშინ რომ მოგიყევი ვიღაცამ გადამარჩინათქო, ეს ბიჭია! მისი სახე არასდროს დამავიწყდება და არც არავიში შემეშლება. მე სატვირთოს ბორბლებში ვაპირებდი შევარდნას, მაგრამ მან გადამარჩინა. რახან სმენა დაქვეითებული მქონდა და მაშინ არც აპარატი მეკეთა, ფურცელზე მიწერდა, რომ ცხოვრება არ შევწყვიტო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, სიკვდილი გამოსავალი არ არის. მითხრა,რომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო. მერე წამიყვანა, საჭმელი მაჭამა და სახლამდე მიმაცილა. მე ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი. საკუთარ საქციელზე ვფიქრობდი და მრცხვენოდა. ვფიქრობდი, საერთოდ აზრად როგორ მომივიდა თქო და ამიტომ სახელის კითხვა არც გამხსენებია. სიმართლე გითხრათ, არც მას უკითხავს ჩემი. მას შემდეგ ვეძებდი, რომ მადლობა გადამეხადა, მაგრამ მალევე დავანებე თავი, რადგან მასზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა. არ მჯერა, რომ ის შენი პატარა ძმა აღმოჩნდა და არც ის მჯერა, რომ ის ცოცხალი აღარ არის! - ხელები პირზე მიიფარა. -ჩემი სებასტიანი... როგორი კარგი ადამიანი იყო!.. - ღიმილით თქვა ელისაბეთთმა - როგორ მომენატრა ჩემი პატარა ბიჭი. დანიელი და ნიკოლასი აცრემლიანებული თვალებით უყურებდნენ ემილიას. -ნამდვილად კარგი შვილი გყოლიათ, ელისაბეთ! - ღიმილით უთხრა გოგონამ. -ჩემი წასვლის დროა - ფეხზე წამოდგა ნიკოლასი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ - ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დედა! სუპი, როგორც ყოველთვის უგემრიელესი იყო! -აუ მაშინ მეც წამოვალ და სახლამდე მიმიყვანე, რა! - თხოვა ემილიამ ნიკოლასს და მერე თვითონაც ადგა - მადლობა ასეთი გერმიელი სადილისთვის და არაჩვეულებრივი საღამოსთვის, ელისაბეთ! -არაფრის, შვილო. მიხარია, რომ შენნარი კარგი ადამიანი გავიცანი! იმედი მაქვს, რომ ხშირად გვესტუმრები - ღიმილით მოეხვია ქალი ჰოვკინს, მერე კონტეინერში მოთავსებული სუპი გამოუტანა და დაარიგა - სახლში, რომ მიხვალ აუცილებლად ჭამე! მშიერმა არ დაიძინო. -აუცილებლად... დიდი მადლობა! ნიკოლასი და ემილია დაემშვიდობნენ ფლეთჩერებს და წავიდნენ. * * * მეორე დილით, ემილიამ სიამოვნებით მიირთვა ელისაბეთის მომზადებული სუპი და მერე დანიელს დაურეკა. -გისმენთ! - ნამძინარევი ხმით უპასუხა ბიჭმა. -დილა მშვიდობისა! - ღიმილით მიესალმა ჰოვკინსი. -ემ, შენ ხარ? - გაკვირვებული ხმა მოესმა ტელეფონში. -ხო, რა იყო, არ შეიძლება რომ დაგირეკო? -არა...უფროსწორად კი... უბრალოდ გამიკვირდა! - ძალიან დაიბნა დანო. -ნიკომ სიმღერის ტექსტებზე გითხრა? - თემა შეცვალა გოგონამ. -მმ...კი, კი მითხრა... შენ უნდა გადმოგვცე რაღაც მონახაზები, ხო? -დიახ! ასე რომ სად შეგხვდე? -პარკში? - იკითხა ბიჭმა. -კარგი, მაშინ თორმეტზე იმ სკამთან იყავი, სადაც პირველად გნახე. -კარგი! გოგონამ გათიშა და მომზადებას შუდგა. დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილზე იყო, პატარა, ძველი რვეულით ხელში. -როგორ ხარ? - მოესმა უკნიდან დანიელის სასიამოვნოდ ბოხი ხმა და სხეულში სითბო ჩაეღვარა. მიბრუნდა და ბიჭი ყვავილებით ხელში დახვდა. -იმედია მინდვრის ყვავილები გიყვარს... - ხელი კისერზე ნერვიულად მოისვა და თაიგული გაუწოდა გოგონას. -მადლობა! - ღიმილით ჩამოართვა გოგონამ საჩუქარი - აი რვეული! - ჯერ რვეული მისცა, მერე კი ხელი ჩაჰკიდა ბიჭს - წამოდი გავისეირნოთ! დიდხანს ისეირნეს ჩუმად, მაგრამ ეს სიჩუმე საერთოდაც არ ყოფილა უხერხული. -სადღაც უნდა წაგიყვანო - მიუბრუნდა ფლეთჩერი ემილიას ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ. -სად? - გაუკვირდა გოგონას. -წამოდი! - ღიმილით უთხრა და საპირისპირო მხარეს წავიდნენ. დაახლოებით 20 წუთში საფლავთან იდგნენ, რომელსაც თეთრი ასოებით ეწერა: სებასტიან ფლეთჩერი. -ადრე მითხარი, რომ გინდოდა შენს გადამრჩენელს ისევ შეხვედროდი...ხოდა აი მოგიყვანე მასთან! - სევდიანი ღიმილით გახედა გოგონას - იცი, ვფიქრობ რომ სებასტიანმა მე და შენ მაშინ დაგვაკავშირა ერთმანეთთან, როდესაც გადაგარჩინა!.. -ანუ დაიჯერე ჩემი თეორია ბედისწერის შესახებ? - გაეღიმა ემილიას. -ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ სხვა რა უნდა ვიფიქრო?! - ორივეს გაეცინათ - დააკვირდი... ხუთი წლის წინ სებასტიანმა გადაგარჩინა და მალევე გარდაიცვალა. წლების მერე შენ მისი ძმაც და დედაც გადაარჩინე. ამას ,,გაეცი და მიიღე'' ჰქვია. ჩემმა ძმამ შენ გადაგარჩინა, შენ კი ჩვენ. ანუ მას ის ვალი ასე დაუბრუნე. მე დედას სამი წელი ვადანაშაულებდი ჩემი ძმის გარდაცვალებაში და ერთი კვირის წინ მეც იგივე განვიცადე, რასაც ელისაბეთი ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღე გრძნობდა და განიცდიდა. უფალი, მართლაც რომ სამართლიანია... -და ჩემი ოჯახის მაგივრად, შენი, ელისაბეთის და ნიკოლასის თავი მომივლინა! -დიახ! - ღიმილით დაუდასტურა ბიჭმა და ხელზე ხელი მოუჭირა. -აი ამ თეორიას გიმტკიცებდი მეც! ხედავ ყველაფერი როგორ აეწყო?! შენ რომ იმ დღეს ჩემთვის ნომერი არ გამოგერთმია, ვერც შენ გაგიცნობდი კარგად, ვერც ნიკოს და ვერც ელისაბეთს. - კმაყოფილი სახით უთხრა გოგონამ და მერე ისევ სებასტიანის საფლავს გახედა. -და ახლა სავარაუდოდ დედაჩემიც ცოცხალი არ იქნებოდა... - დაამატა ბიჭმა. -ერთ გადაწაყვეტილებას შეუძლია ადამიანის ცხოვრება მთლიანად ამოატრიალოს... სწორედ ეს არის ბედისწერა!.. - ჯერ ჩაეხუტა დანიელს, მერე კი თვალებში ჩააშტერდა. დიდხანს უყურა მის ლამაზ, მწვანე თვალებს და შიგნით ჩაიძირა. თითქოს რაღაც ისეთს ხედავდა მასში, რასაც მზერას ვერ აშორებდა. შემდეგ ტუჩებზე შეხება იგრძნო. მისი დაკვირვების საგანი მასთან ძალიან ახლოს გაჩნდა და გოგონამ დაინახა, ვნებისგან როგორ აენთო ბიჭს ჭაობისფერი თვალები. როდესაც გაიაზრა, რომ დანიელი მას კოცნიდა, მოდუნდა და მის ტუჩებს თავისი ააყოლა. * * * ორი წლის შემდეგ: ემილიას დილით ადრე გაეღვიძა. სულ ოფლიანი იყო. ტანსაცმელი მთლიანად დასველებოდა და სუნთქვაც გახშირებოდა. ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა მოესმა, დახედა და ასოები ძლივს გაარჩია. ბოლოს გაჭირვებით წაიკითა ნიკოს სახელი და ქოშინით უპასუხა: -გისმენ! -დილა მშვიდობისა! ხმაზე რა გჭირს? სარბენად ხარ გასული? - გაკვირვებული ხმით იკითხა ვილსონმა. -უბრალოდ ცუდ სიზმარს ვხედავდი და შენმა ზარმა გამომაფხიზლა. -რას ხედავდი?! - დაინტერესდა ბიჭი. -თუ მოგიყვები, ამიხდება! - გახუმრება სცადა გოგონამ. -მოხვედი უკვე ხუმრობის ხასიათზე?! - ღიმილით ჰკითხა ნიკოლასმა - ხო სულ დამავიწყდა, რაზეც გირეკავდი. უნდა მოხვიდეთ შენ და დანიელი, რომ საღამოს კონცერტისთვის ვივარჯიშოთ. უმაგრესი გამოგვივიდა სიმღერა და ერთი სული მაქვს ხალხი როდის მოისმენს! -ოქეი! მიდი დანიელიც გააღვიძე... დარწმუნებული ვარ, რომ გაგუდულს სძინავს. -ორივე ძილის მონები ხართ და სხვანაირად როგორ იქნება! - გაეცინა ნიკოლასს - მე კიდევ თქვენი მაღვიძარა ვარ!.. მე რომ არ გყავდეთ, რას იზამდით! - ამოიოხრა და ყურმილი დაკიდა. -სულელი! - თავისთვის ჩაიბურტყუნა ემილიამ და სააბაზანოსკენ მიდიოდა, როდესაც ტელეფონმა ისევ დაიწყო რეკვა - გისმენთ! - მანაც მაშინვე უპასუხა. -ანალიზების პასუხები მზად არის და ახლახანს გადმოგიგზავნეთ მეილზე! -კარგით, ძალიან დიდი მადლობა! - გათიშა ემილიამ და მაშინვე თავისი მეილი გახსნა - აი რისი მეშინოდა... - ჩაილაპარაკა აკანკალებული ხმით. სააბაზანოში შევიდა, თბილი წყლის ქვეშ დადგა და ქვითინი დაიწყო. თან სხეულზე გაჩენილ სისხლჩაქცევებს აკვირდებოდა. იქიდან რომ გამოვიდა შედარებით მშვიდად იყო, მაგრამ მთელი სხეული უცახცახებდა. ტელეფონი აიღო და ნიკოლასს დაურეკა: -გისმენ, ბრატ! - მხიარული ხმით უპასუხა ბიჭმა. -დანიელი რომელზე მოდის შენთან? -დაახლოებით ორისთვის, რა იყო?! - გაკვირვებულმა იკითხა. -სანამ მოვა მანამდე უნდა გნახო! - ეს უთხრა ემილიამ და ყურმილი დაუკიდა. სასწრაფოდ ჩაიცვა და 20 წუთში უკვე ნიკოსთან იყო. -რამე მოხდა? - ჰკითხა შეშინებულმა ბიჭმა, როგორც კი კარები გაუღო. -კი... - ხმა ისევ აუთრთოლდა და სახლში შევიდა. * * * -დანიელმა იცის?! - ცრემლები ახრჩობდა ნიკოლასს. -შენი აზრით მის მოსვლამდე რატომ მოვედი?! - უპასუხა ემილიამ და ცრემლები მოიწმინდა. -როდის უნდა უთხრა?.. -არ ვიცი, ნიკო...არაფერი არ ვიცი საერთოდ... მეც ახლახანს გავიგე და ძალიან მეშინია... ნიკოლასი ხმას ვეღარ იღებდა. ჩუმად იჯდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა. მერე მივიდა და ემილიას მაგრად ჩაეხუტა. -მე და-ძმა არასდროს მყოლია. ყოველთვის სებასტიანი და დანო იყვნენ ჩემი ძმები. ზუსტად შენი ხასიათი ჰქონდა სებასტიანსაც და ამიტომაც მიყვარდა ის ასე ძალიან და ამიტომ მიყვარხარ შენც ძალიან! ჩემთვის დასავით ხარ... ის ცარიელი ადგილი გულში, რომელიც სებასტიანის გარდაცვალებამ გააჩინა, შენ შეავსე... მადლობა უფალს, რომ დანიელმა შენნაირი ადამიანი იპოვა და მეც შენი სახით ასეთი დაიკო მარგუნა... ძალიან მიყვარხარ!.. - მის მხარზე თავი დადო ნიკომ და ქვითინი დაიწყო. ამ დროს დანიელი შემოვიდა ოთახში და რომ დაინახა ნიკოლასიც და ემილიაც ტიროდნენ, ძალიან შეეშინდა. -რა მოხდა?! - იკითხა მაშინვე და მათკენ დაიძრა. ვილსონი ემილიას მოშორდა, იქვე დივანზე ჩამოჯდა და ერთ წერტილს დააშტერდა. გოგონა კი იდგა და ჩუმად ტიროდა. -ხალხო რა მოხდა?! - უფრო ხმამაღლა იკითხა შეშინებულმა დანიელმა. -დანო... მე... მე ვკვდები!.. - თავისთვის ჩაიჩურჩულა ემილიამ, მაგრამ ფლეთჩერს ეს სიტყვები ისე ხმამაღლად და მკვეთრად მოესმა, რომ ეგონა ყურში ჩამყვირეს ეს სიტყვებიო. -რა?! - ბიჭმა იფიქრა მე მომესმა არასწორადო. -ვკვდები დანიელ, ვკვდები... - კედელს მიეყუდა გოგო და ძირს დაჯდა. -რას ქვია კვდები?! - გაეცინა ბიჭს - ეს ნიკოლასის მოფიქრებული უაზრო ხუმრობაა, ხო? - ნაძალადევი ღიმილით გახედა შოკირებულ მეგობარს - შენ მოიფიქრე ხო?! ნიკოლასმა მზერა მოაშორა უხილავს წერტილს და დანიელს ახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ფლეთჩერი მიხვდა, რომ არ ხუმრობდნენ და იქვე სკამზე დაეშვა გაშტერებული. -რას ნიშნავს, კვდები?! საიდან მოიტანე?! - აცრემლიანებული თვალებით გადახედა მოქვითინე ემილიას. -ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზის მძიმე ფორმა მაქვს... მეოთხე სტადია... ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველდღე ვაღებინებ, თავი მტკივა, ხშირად გამოსახულებას ვეღარ ვარჩევ, კანი გამიყვითლდა, ცხვირიდანაც ძალიან ხშირად მომდის სისხლი... გახსოვს ერთ თვეში ორჯერ რომ გადავიტანე ფილტვების ანთება?! ესეც მაგის ბრალი იყო, რადგან იმუნიტეტი დამიქვეითდა. ექიმთან მივედი და ანალიზებით დადგინდა, რომ ლეიკემია მაქვს. მეოთხე სტადიაა და მკურნალობას აზრი აღარ აქვს!.. - სლუკუნით მოუყვა ემილიამ ყველაფერი საყვარელ მამაკაცს. -ამის დედაც! - გამწარებული წამოხტა ყვირილით და მაგიდაზე მდგარი ლარნაკი კედელს მიახეთქა - ეს სიმართლე ვერ იქნება... - მთელი სხეული აუკანკალდა, მერე კი ემილიასთან მივიდა და საკუთარი თავის დასარწმუნებლად დაიწყო ლაპარაკი - ალბათ რამე შეცდომაა ანალიზებში... ხო ეგრე იქნება!.. ნორმალურ ექიმთან წაგიყვან და კარგად გამოვიკვლევთ!.. რამე ოპერაცია თუ დაგჭირდება, უცხოეთში წაგიყვან და საუკეთესო ექიმები დაგვეხმარებიან... -სამჯერ გავიკეთე ანალიზი და სამჯერვე სხვადასხვა საუკეთესო საავადმყოფოებში, მაგრამ პასუხი ყველგან ერთი და იგივეა... დანიელი რამდენიმე წუთი ემილიას პირდაპირ უაზროდ იჯდა. ერთ წერტილს მიშტერებოდა და გოგონას ნათქვამს ხარშავდა... უცბად თავის ქნევა დაიწყო უარყოფის ნიშნად, ქვედა ტუჩი აუცახცახდა და ხელები თავზე შემოიწყო - რა სისულელეა... ასე ვერ იქნება... ეს სიმართლე ვერ იქნება...ღმერთი ასე არ გაგვწირავს... ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ბედისწერამ ამდენი ცუდის შემდეგ, როგორც იქნა ბედნიერი დღეები გვარგუნა?! ყველაფერი ხომ ასე კარგად მიდიოდა... მე ხომ შენთვის მალე ხელი უნდა მეთხოვა... დედას ხომ შენი სახით ქალიშვილი შეეძინა... მას ხომ ასე უყვარხარ... კიდევ ერთი შვილის დაკარგვას ვერ გადაიტანს... მე კი საყვარელი ქალის დაკარგვას ვერ ავიტან... ემ, ეს ხომ ტყუილია?! - ტირილი ქვითინში, ხოლო ქვითინი ღრიალში გადაუვიდა დანიელს, მერე წამოხტა და დივანზე მისვენებულ, სხეულაცახცახებულ მეგობარს მივარდა - ნიკოლას შენ მოიფიქრე ხო ეს ხუმრობა?! შენ ხომ გიყვარს რომ მამაიმუნებ ხოლმე... შენ მოიგონე ხო?! - გიჟივით სიცილი აუტყდა დანიელს - ჩვენ ხომ დღეს კონცერტი გვაქვს?! ასე როგორ ფლანგავთ დროს?! ჩვენმა ბენდმა ხომ წარმატების მწვერვალს მიაღწია და ამ ხუმრობის გამო ხომ არ ჩავშლით დღევანდელ კონცერტს?! - ახლა დივნიდან წამოხტა და ემილიას წინ დაჯდა, რომელიც ბოლო ხმაზე ტიროდა - ეს სიმართლეა?! - ჩურჩულით ჰკითხა და როდესაც გოგონამ თავი დაუქნია, მის გვერდით მიესვენა და ერთ წერტილს დააშტერდა - რატომ?! რატომ დაგვცინის ასე მე და შენ ბედი?! რატომ შეგვიწირა ასე ბედისწერამ?! ჩვენი რომელი გადაწყვეტილება იყო არასწორი?! - მთელი ძალით მოეხვია საყვარელ ქალს და მკერდზე მიიკრა. კონცერტი ჩაიშალა... ემილია ყოველდღე დანიელის ახალ-ახალ იდეებს ისმენდა ოპერაციების და ექიმების შესახებ, მაგრამ გულის სიღრმეში ორივემ კარგად იცოდა რომ ეს საუბარი და ყველაფერი ამ თემის გარშემო ფუჭი დროის კარგვა იყო. -ქიმიები რომ იკეთო?! -უცხოეთში წავიდეთ და იქ გიშველიან! -ეს კაცი ერთ-ერთი ცნობილი ექიმია, მასთან წავიდეთ! -დავიჯერო მეოთხე სტადიის მქონე პაციენტი არ განუკურნავთ?! ეს და სხვა მრავალი ფრაზა ესმოდა ყოველდღე ემილიას ნიკოლასისგან და დანიელისგან. ერთ დღესაც მისი მოთმინების ფიალა ამოიწურა და ხმამაღლა ყვირილი დაუწყო ბიჭების. -სულ რაღაც ორი თვე დამრჩა და თქვენ გინდათ, რომ ეს ორი თვე ექიმებთან და არა თქვენთან გავატარო?! ან რატომ უნდა გავიკეთო ქიმია, როცა ვიცი, რომ მაინც არ მიშველის?! ეს ორი თვე ბედნიერად გავატაროთ, არ შეიძლება?! ბევრი ფოტოები გადავიღოთ, რომ სამახსოვროდ დაგვრჩეს და მერე მშვიდად გამიშვით აქედან, კარგი?! აქ დამთავრდა ამაზე ლაპარაკი!.. - ეს მიახალა და სასწრაფოდ გავარდა ნიკოლასის სახლიდან. * * * მეორე დილას დანიელის ზარმა გააღვიძა ემილია: -დილა მშვიდობისა! - თბილად მიესალმა ბიჭი. -დილა მშვიდობისა! - ნამძინარევი ხმით უპასუხა. -მე და ნიკოლასი გელოდებით შენს სადარბაზოსთან... მალე კონცერტი გვაქვს! - ღიმილით უთხრა დანიელმა. -მე რატომ არ ვიცოდი?! - მაშინვე წამოფრინდა გოგონა. -ის კონცერტი, მაშინ რომ გადაიდო, მოულოდნელად დღეს გადმოიტანეს... -კარგი, კარგი 10 წუთში ჩამოვალ! მართლაც ათ წუთში უკვე მზად იყო. სასწრაფოდ ჩავიდა, მანქანაში ჩაჯდა და ნახევარ საათში უკვე სცენაზე გასასვლელად ემზადებოდნენ. -აბა წარმატებები! - ნიკოლასმა ბედნიერი სახით მოეხვია მეგობრებს. -ეს უნდა გადავიღოთ! ნიკო ტელეფონი მომეცი... -აი აიღე - გაკვირვებული სახით მისცა ბიჭმა ტელეფონი, სურათი გადაიღეს და სამივე ერთად გავარდნენ სცენაზე. სიმღერას, რომელსაც მღეროდნენ ერქვა ,,Deaf romance for fate''. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ხალხი აღფრთოვანებული იყო. ბევრს ცრემლებიც მოადგა ასეთი ამაღელვებელი და სევდიანი სიმღერის მოსმენისას. სახლში რომ მივიდნენ ელისაბეთის მომზადებული სუპი დახვდათ, რომელიც სამივეს საყვარელი კერძი იყო. გემრიელად მიირთვეს და წარსულის ბედნიერი მოგონებები გაიხსენეს ერთად. -აუ სურათი გადაიღე რა! - მიუბრუნდა დანიელი ნიკოლასს - სამახსოვროდ ხომ უნდა დაგვრჩეს! -კაარგიი... - გაკვირვებისგან თავი გადააქნია ვილსონმა, ტელეფონი ამოიღო და სელფი გადაიღო, სადაც ყველა კარგად ჩანდა. -როგორც ყოველთვის საოცარი იყო, დედა! - ღიმილით მოეხვია გოგონა ელისაბეთს და ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა. ამ დროს დანიელი უკნიდან მიადგა და მაგრად მიიხუტა ემილია. -ძალიან რომ მიყვარხარ, ხომ იცი?! -ვიცი! - ღიმილით დაუდასტურა გოგონამაც - მეც უსაზღვროდ მიყვარხარ! -სადღაც უნდა წავიდეთ მე და შენ! -სად? - გაკვირვებული სახით გადახედა დანოს და ჭურჭლის რეცხვა დაამთავრა. -წამოდი! - ხელი ჩაჰკიდა ბიჭმა, ნიკოლასს და ელისაბეთს დაემშვიდობნენ, მანქანაში ჩაჯდნენ და მალე ქორწინების ბიუროსთან იყვნენ. -დანო, აქ რა გვინდა? -ჩემი ცოლი უნდა გახდე! ბიჭმა იქვე ახლოს წყვილს მოჰკრა თვალი, მათთან მიირბინდა და ხუთ წუთში ყველა ბიუროში იყვნენ. დანიელს ბეჭდებიც ეყიდა და იქვე გაუკეთა ცოლს. როდესაც ხელი მოაწერეს და ოფიციალურად ცოლ-ქმარი იყვნენ, ფლეთჩერმა გოგოს ხელი დაავლო და მანქანაში ჩასვა. -დანიელ, სად მივდივართ? -შორს! - მოკლედ მოუჭრა ფლეთჩერმა. ქალაქს კარგად დაშორებულები იყვნენ, როდესაც ბიჭმა მანქანა შუა გზაზე გააჩერა, გოგონას მიუბრუნდა, ვნებიანად აკოცა და უთხრა: -მიყვარხარ ემილია ჰოვკინს! იცი როდიდან მიყვარხარ?! პირველად პარკში რომ დაჯექი და იმღერე, აი იქიდან მოყოლებული ძალიან, ძალიან მიყვარხარ!.. ჩვენი სიყვარული სხვებისას არ ჰგავს... ჩვენ ერთად, ორ წელიწადში იმაზე მეტი გადავიტანეთ, ვიდრე ოცი და ოცდაათი წლის დაქორწინებულებს გადაუტანიათ! მე შენს გარეშე ცხოვრება არ მინდა და არც ვაპირებ! ახლა ამ აპარატს მოგხსნი, იმიტომ რომ არ მინდა გადავარდნისას ჩემი ყვირილი გესმოდეს! მინდა რომ ბოლო, რასაც ამ ქვეყნად გაიგებ, ჩემი ნათქვამი მიყვარხარ იყოს!.. -დანიელ, რეებს ბოდავ? -ჩვენ პაზლი თითქმის ავაწყვეთ! ახლა კიდევ ერთი არჩევანიც და ის დასრულდება. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია და საბოლოოდ ლამაზი სურათი აიწყობა... - ცრემლები მოადგა ბიჭს - მზად ხარ, რომ ჩემთან ერთად წახვიდე შორს?! ჰოვკინსი მიხვდა რასაც გულისხმობდა. თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ მას წამითაც არ შეშინებია. -ბედისწერამ გაგვწირა, დანო!.. უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ბოლო ნაწილი სწორად შევარჩიეთ თუ არა, რადგან იმ ლამაზ სურათს ჩვენ ვეღარ ვიხილავთ!.. - გოგონამ ხელი ჩაჰკიდა და ცრემლებს გზა გაუკვალა - მე მზად ვარ, რომ ერთად წავიდეთ შორს! მიყვარხარ! - მოწყვეტით აკოცა ბიჭს, ღვედი მოიხსნა და სავარძელზე მყარად მოთავსდა. -ემ, მიყვარხარ! - ღიმილით უთხრა ფლეთჩერმა გოგონას და სასმენი აპარატი მოაძრო. თვალცრემლიანმა დანიელმა ღვედი მოიხსნა, გოგონას ხელზე ხელი მოუჭირა, გაზის პედალს ფეხით მაგრად დააწვა და მანქანა ხეობაში გადაიჩეხა! დასასრული. ______________________ იმედი მაქვს მოგეწონათ მოთხრობა! მსგავსი სტილის ჯერ არ დამიწერია და ამიტომ არ ვიცი რა რეაქციები მოჰყვება და ვნერვიულობ! :დდ აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრით! მიყვარხართ ყველა! და ასეთი შესანიშნავი სათაურისთვის დიდი მადლობა ნეფერტარს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.