შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 29


16-07-2018, 13:06
ავტორი zia-maria
ნანახია 2 375

ნერვიულობს,მაგრამ მედიდურად დგას.გრძნობს რომ რაღაც კარგის მოლოდინშია,მაგრამ სანამ ამ წერტილამდე მივა ოფლში იღვრება.დაკარგა სიმშვიდეც და მოსვენებაც,რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ჯერ ანამ და შემდეგ გიორგიმ თავად კი მარიამს გადაუჩურჩულა.
-არ ვიცოდი წარმატების პირველი ნაბიჯები ასეთი სანერვულო თუ იქნებოდა.
-მალე,სულ მალე იგრძნობ შვებას და მამაკაცთა სქესი უხვად გადმოაფრქვევს შენს წინაშე სურნელებას.
-მარიამ შემომაკვდები ხელში,შენ რაზე ფიქრობ.გაეცინა ნინის.
-სიკეკლუცე ნინიკო მეტი სიკეკლუცე და ნუ ჩააჭკნობ გულში შენს სილამაზეს,უკეთესია მამაკაცის ხელში ჩაჭკნეს.
-ანა მომაშორე ეს აქედან თორემ ვიკივლებ ახლა.
-რას გიშვება რომ უნდა იკივლო.გაუკვირდა ანას და მარიამს გადახედა რომელიც სერიოზულად იჯდა და დიდი ყურადღებით უსმენდა საუბარს.
-რა მოგივიდათ.თვალები დაუბრიალა გიორგიმ მის გვერდით ანას.
-ნინი ნერვიულბს.გადაულაპარაკა ანამ გიორგის და გიორგიც ნინის გვერდით დადგა.
-ნერვიულობა მოისროლე შენგან შორს და იფიქრე მხოლოდ წარმატებაზე,დაიწყო გამოცხადება და წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს.გაამხნევა გიორგიმ ნინი და დარბაზში მჭექარე ხმა გაისმა.
-ძვირფასო მეგობრებო დღეს დიდი დღეა,დღე რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას მისი საუკეთესო პროექტით.140 პროექტში რომელშიდავ 10 გავიდა ათეულში და ამ ათიდან ძალიან რთული იყო გამარჯვებულის გამოვლინება,მაგრამ მაინც გამოვლინდა,გეტყვით რომ ამ წუთამდე მოსვლა ძალიან გაგვიჭირდა ჩვენ ჟიურს.მეგობრებო ყველა დღევანდელ დღეზე წარდგენილი პროექტები ერთმანეთზე უკეთესები იყო,მე პირადად დიდი არჩევანის წინაშე დავდექი და ჩემთან ერთად სხვებიც,საბოლოოდ კი არჩევანი შედგა და მესამე ადგილი დაიკავა ბათუმიდან ალექსანდრე დეკანაძის პროექტმა.გილოცავთ ბატონო ალექსანდრე.მეორე ადგილი ერგო,მრავალსართულიანი საერთო ბინას ქუთაიში ბატონ ზურაბ ერაძეს.პირველ ადგილზე მყოფმა პროექტმა კი უბრალოდ ჩვენი გაოცება გამოიწვია,რაც უფრო მეტი დრო დავუთმეთ ამ პროექტს და ამ არაჩვეულებრივ ნახაზს,უფრო მეტი საოცრება აღმოვაჩინეთ.საუკეთესო დიზაინით,ეკონომიური,მაგრამ მარტო ეს არ არის აღფრთოვანება ამ პროექტში,მე ვფიქრობ ადამიანი რომელმაც ეს პროექტი შეადგინა ძალიან კარგად აქვს გათვალისწინებული თითოეული დეტალი,რადგან ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ლამაზი,მდიდრულიც და უბრალოც.მთავარი კი არის ის რომ ამ სახლის კედლებში სიხარული სუფევს,თუ აქ ამ არაჩვეულებრივ სახლში უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.მაშ ასე,გამარჯვებული პროექტი არის კომპანია ,,ფაბიელა''და პროექტის ავტორია ნინი მეფარიშვილი წარმატებები მას.ქალბატონებო და ბატონებო ყურადღება რადგან აქვე უნდა ავღნიშნო, რომ პროექტის ავტორი არა მარტო ავტორია ამ საოცრებისა,ის დირექტორია ამ მშენებლობისა.ნინი გაოცებული იდგა და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა.გიორგი,ბექა,ლაშა,ანა ყველა ამაყად იდგა და ოვაციებით შეხვდნენ ნინის პირველ,დაუვიწყარ და მნიშვნელოვან წარმატებას.
-ეს უნდა ავღნიშნოთ გიორგი.უთხრა ბექამ.
-ამას თქმა ჭირდება?აუცილებლად,მე უკვე ყველაფერზე ვიზრუნე მეგობარო.გოგიმ სიხარულით აღფრთოვანებულმა ჩაიკრა ნინი გულში და უჩურჩულა.
-შენ ჩვენ წარმატება მოგვიტანე ნინი და არსად არ გაგიშვებ.ნინი უკვე სიხარულისგან ტიროდა.-მე ეჭვი არ ემპარვია შენში შვილო.ნინიმ არ იცოდა წინ კიდევ ერთი დიდი და სასიხარულო სიურპრიზი ელოდა.გახარებულებს სახლში მისულებს რუსო შემოეგებათ,მას უკვე ჯერ გოგიმ აცნობა ნინის წარმატება და შემდეგ გიორგიმ.მაგრამ უეცრად მუხლები მოეკვეთა და გიორგიმ შეაშველა ხელი და გადაარჩინა მეტლახზე ჩახუტებას.სახლის კარები გააღო თუ არა გიორგიმ ნინის წინ მისი ოჯახი იდგა,მონატრებული მშობლები და მისი და-ძმა.თვალებგაფართოვებული უცქერდა მათ და სიხარულისგან ვერაფერს ამბობდა.
-არ გაგიხარდა შვილო,ჩვენი ნახვა?მამის მონატრებულმა ხმამ გამოაფხიზლა და ხელებგაშლილი წავიდა მათკენ.გული რომ იჯერა მათი ფერებით,გიორგის მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა და ეს თვალები იმ წუთში ყველაფერს უსიტყვოდ ამბობდნენ,მაგრამ ბედნიერებისაგან და სიხარულისაგან მაინც არ ბრწყინავდნენ,პირიქით გიორგის თვალები დიდ სევდას გამოსახავდნენ,ამას მისი თვალები ამბობდნენ,თვალები რომლებიც იყო მადლით და სიკეთით სავსე.ეს თვალები ჩარჩა ნინის გულში ბედნიერი,ამაყი,მადლიერი,მაგრამ მაინც დარდიანი,ენით გადმოუცემელი დარდი რომ იკითხებოდა იქ იმ ორ სიღრმეში.თავი მოთოკა და ცრემლმორეულმა უთხრა გიორგის.
-ღვთის კაცი ხარ შენ გიორგი აქ მოსვლით ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა,როგორ გადაგიხადო მე ეს სიკეთე,რა შემიძლია მე თქვენთვის გავაკეთო.გიორგი ყველას გამოეყო,ახლოს მივიდა ნინისთან თვალებში ჩახედა და უთხრა.
-დამპირდი რომ არასოდეს არ შეიცვლები და ასეთი უბრალო იქნები ყოველთვის როგორიც იყავი დღეს.ფრთხილად მიიკრა გულზე და თავზე აკოცა ნაზად.-სანამ აქ გენდომება ცხოვრება,მანამ იყავი აქ ერთი ოთახი და იქ მდგარი ერთი საწოლი უკვე შენი არის.მე სანამ ცოცხალი ვიქნები,სადაც არ უნდა წახვიდე,სადაც არ უნდა იყო დამიძახე და მე ყოველთვის დაგიცავ ნინი.თუ რამე შეიცვლება შენს ცხოვრებაში,შენს პირადულში,იმედია ჩამთვლი ღირსად როგორც უფროს ძმას და გამანდობ ვინ იქნება ის ბედნიერი,მთავარია შენ იყო ბედნიერი და შენი ცხოვრებით კმაყოფილი.
-შენს დაუკითხავად გიორგი ერთ ნაბიჯსაც არ გადავადგამ,შენ მე დამაყენე იმ გზაზე რომელ გზაზეც ყოველთვის მინდოდა გამევლო ამაყად და რადგან დღეს ეს გზა ჩემთვის გაიხსნა არასოდეს,გეფიცები არასოდეს არ გადაუხვევ ამ გზიდან.მადლობა ამ ყველაფრისათვის,მე უფალმა გამომგზავნა თქვენთან და მადლობა უფალს ამ დიდი საჩუქრისთვის.რუსომ და ანამ ყველა მაგიდასთან მიიწვია,დასხდნენ სტუმრები და სიტყვა ითხოვა ნინის მამამ.
-გუშინდელ დღესავით მახსოვთ ნინის დაბადება მისი პირველი ნაბიჯები, სკოლის პერიოდი, იმ დღეს ისე გამოვთვრი, რომ საწოლამდე ძლივს მივბარბაცდი.გოგო დაიბადა,მაგრამ მასზე დავამყარე დიდი იმედები არც შევმცდარვარ.წამოიზარდა და მხოლოდ სწავლა აინტერესებდა,გაუმართლა მოეწყო და მე ვერ შეუწყვე ხელი გიორგი შვილო როგორც მამამ.ვერ ვუყიდე ბინა ჩემს შვილს,ვერც მანქანა რადგან ამის საშუალება არასდროს არ გვქონდა.დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, სიხარულის ცრემლები მდის იმიტომ რომ როგორც იქნა გამოჩნდა ერთი უბრალო ადამიანი რომელმაც ფრთები შეასხა ჩემი შვილის ოცნებებს.რა უნდა ვთქვა,გარდა იმისა რომ მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და მადლობას გიხდით ამ ჩემი მოხუცებულობის ჟამს დიდი სიხარულისთვის.გუშინდელივით მახსოვს ის დღე,როცა მოეწყო და ბევრმა შურიანი თვალით შეხედა. მაშინ მეგონა არასოდეს დავბერდებოდი და მუდამ გვერდით დაუდგებოდი ჩემს შვილებს, მაგრამ ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შუა გაქრა. მხოლოდ ლამაზი მოგონებებიღა შემოგვრჩა წარსულზე.არასოდეს ვინანებ ჩემს შვილებზე გაწეულ გარჯას,მე მათ არ შეურცხვენივარ,არ მინანია მათი დაბადება და დღეს ძალიან ამაყი ვარ.მადლობა გიორგი შვილო,მადლობა ბატონო გოგი და ქალბატონო რუსუდან მე არ შემიძლია ამ სიხარულის სამაგიერო გადაგიხადოთ,ვერ შევძლებ,არ შემწევს ძალა.ყველა გასუსული უსმენდა მოხუცს და ნინი კი ცრემლებს იწმენდდა.
-მამა სიღარიბე სირცხვილი არასროს არ არის,სული არ უნდა გვქონდეს ღარიბი.ჩვენ კი არ ვართ ღარიბები რადგან ჩვენ სულით და გულით მდიდარი ხალხი ვართ.უთხრა ნინიმ და მამას ჩაეხუტა.ჩაიარა ამ სიხარულმა,ჩვეულებრივად გააგრძელეს სამსახური და საქმე მხოლოდ განსხვაება ის იყო,რომ ნინიც გიორგის კომპანიის თანამშრომელი გახდა.აპრილის დასასრული იყო და ერთ დღეს გიორგი ადრე დაბრუნდა სახლში და რუსას ტელეფონზე საუბარს შეესწრო.
-მოვალ,აუცილებლად მოვალ და გთხოვთ გიორგის არ დაურეკოთ ტელეფონზე.მიხვდა,რომ ზარი სკოლიდან იყო და გაბრაზებულმა მარიამის ოთახში შეაჭრა,მარიამმა შეხედა თუ არა გაბრაზებულ გიორგის შეეშინდა და უთხრა.
-მამ, არაფერი არ გამიფუჭებია შენს თავს გეფიცები.
-აბა რატომ იბარებენ რუსოს სკოლაში.
-ჩვენს ბიჭებთან ერთად რომ ვარ,მასწავლებლებს ჰგონიათ რომ მეც ვჩხუბობ მათთან ერთად,როცა ისინი ჩხუბობენ მე ჯგუფში როგორ გავჩერდე.ქართულის მასწავლებელმა ისიც მითხრა შენ და ვახო შეყვარებულები ხართო?ლამის ხელით შევეხე და ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა, ხმა ვერ გავაკონტროლე რომ ვუთხარი,ვახო მამიკოს ნათლული არისთქო.
-სიმართლეს მეუბნები?
-შენს თავს გეფიცები მა,დედას გეფიცები.ცრემლი მოერია მარიამს.
-კარგი,მჯერა და სწავლის საქმე როგორ გაქვს,მარიამ წელს სკოლას ამთავრებ.ხვალ რუსო არა მე მოვალ და იმ ქართულის მასწავლებელსაც ვნახავ და შენი სწავლის მაჩვენებლებსაც შევამოწმებ.
-შეამოწმე არ მეშინია.
-კარგი სიტყვაზე გენდობი.იმ ღამით მარიამი დილამდე მეცადინეობდა და ოთახიდან წყლის დასალევად გამოვიდა,რომ გიორგის ოთახიდან მოგუდული ტირილის ხმა გაიგონა.გული ეწვოდა მამას სევდიანს რომ ხედავდა,მაგრამ ვერანაირად ვერ შველოდა.თავის ოთახში შებრუნდა და დილის 5 საათზე ლუკას დაურეკა რომელმაც დაფეთებელმა უპასუხა.
-რა მოხდა, მარიამ ხომ მშვიდობაა.
-ლუკ არ მიყვირი რა გთხოვ.
-მითხარი რა გააფუჭე,რა გჭირს მოვიდე?
-მოდი რა ძალიან მჭირდები.
-მოვდივარ და კარი გამიღე,რომ არ დავაღვიძო ყველა.მალე მოვიდა ლუკა და კარები ღია დახვდა,ფეხაკრებით აიარა კიბეები და მარიამის ოთახში შევიდა,ხედავს მარიამი საწოლზე ზის და გულამოგლეჯილი ტირის.
-ეეეე,რა მოგივიდა რატომ ტირი მარიამ.
-ლუკა შემთხვევით გავიგონე მამიკო დედას ფოტოს როგორ ელაპარაკებოდა,ჩემზე უყვებოდა და თან მწარედ ტიროდა.იცი?ძალიან მინდა მამიკომ ახალი ცხოვრება დაიწყოს,ვინმე გაიცნოს.ასე სულ ნერვიულობით და დარდიანი ცხოვრებით გული ვერ გაუძლებს და მეშინია,ლუკა მეშინია რამე არ დაემართოს.
-მარიამ იცი როგორ შემაშინე?მოდი ჩემთან.ლუკამ გულში ჩაიხუტა მარიამი და ასე ყავდა დიდი ხანი.
-ადრეა ჯერ და დავწვეთ,მეც მეძინება.დილით გიორგი გაოცებული უცქერდა მარიამზე ჩახუტებულ ლუკას და ვერ მიხვდა როდის მოვიდა რომ ვერ გაიგო,ჩუმად გააღვიძა.
-ლუკა?რა დროს მოხვედი რომ ვერ გავიგე.
-დილის 5 საათზე.უთხრა ბოხი ხმით.
-5 საათზე სად იყავი.მკაცრად უთხრა გიორგიმ.
-სად ვიყავი და სახლში,ჩემს საწოლში მეძინა მარიამმა დამირეკა და მოვედი.ნუ მიყურებ ასე არსად არ ვყოფილვარ ძია დედას გეფიცები.
-როგრ მინდა დაგიჯერო ლუკა.ლუკამ კი გაუბედავად უთხრა.
-მარიამმა მოგისმინა წუხელ დეიდას ფოტოს რომ ესაუბრებოდი მასზე და ტიროდი თან,ვერ დაიძინა,ძალიან ინერვიულა და მე დამირეკა.გიორგის სევდიანად გაეღიმა და მძინარე მარიამს აკოცა და მარიამმა შავი თვალები შეანათა მამას.
-ჩემო ძვირფასო,მე არ ვიცი რა მოხდება ხვალ ან ზეგ,მაგრამ გახსოვდეს შენ ყოველთვის ჩემი პეპელა იქნები.შენ უანგარო და დიდი სიყვარული შეგიძლია,მეც შემეძლო 26 წლის ასაკში და დავგეგმე მთელი ჩემი ცხოვრება ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაშენის მუცელში იყავი და გარედან გიკაკუნებდი თითს,შენ კი თითქოს გესმოდა ჩემი ხმა და შიგნიდან ბანს მაძლევდი,თანხმობის ნიშნად მომარტყამდი ფეხს ალბად მოგწონდა ჩვენი ფიქრები მომავალზე თუ როგორ მოვაწყობდით შენს ოთახს.მე ვოცნებობდი და თურმე დედაშენი ამ დროს სიკვდილს ებრძოდა.რა ტყუილად ფიქრობდი გიორგი წინასწარ,რა გიხაროდა და ერთ დღესაც ყველაფერი თავზე ჩამომენგრა და ამ სახლშიც სევდამ და უბედურებამ დაიდო ბინა.ჩემი დიდი და უსაზღვრო სიყვარული ხელიდან გამომეცალა.ის აღარ დაბრუნდება,მაგრამ ახლა შენ მყავხარ მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ და შენს მომავალზე.არ გაბედო და არაფერი არ მითხრა,მე შენით ვსუნთქავ მარიამ და შენით ვცოცხლობ აქამდე თუ ვცოცხლობ.
-მამა მიყვარხარ ძალიან და რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ,რამე მოილაპარაკეთ სადმე გინდათ წასვლა?
-არა,არა მამიკო დედა არ დაბრუნდება და შეეცადე ახალი ცხოვრება დაიწყო.
-მარიამ ჩავთვლი რომ ეს არ გამიგონია,კარგი?
-მამიკო შენ საოცარი მამა ხარ.
-მეც ძლიან მიყვარხსრ ჩემო პეპელა.შემდეგ იქვე ცრემლმორეულ ლუკას მიუბრუნდა და უთხრა.
-ლუკა წამოხტი ფეხზე,თორემ ანამ რომ გნახოს სახლში არ ხარ ისტერიკებს მოგიწყბს და არ დაგიჯერებს აქ რომ ხარ.ლუკას გაეცინა და მოემზადა,მარიამს აკოცა და ჩქარა დატოვა სახლი და გიორგი მართალი აღმოჩნდა ანა გაბრაზებული დახვდა სახლში.
-სად იყავი,სად დადიხარ ამ დრომდე ლუკა.
-მარიამთან ვიყავი იქ მეძინა.უთხრა წყნარად ლუკამ.
-ტყუი,წუხელ სახლში იყავი დაწოლის წინ შეგამოწმე გეძინა ლუკა.რა დროს წადი,რომელ საათზე გაიპარე.უკვე ხმას ვერ აკონტროლებდა ანა და ლუკას უკიოდა.
-რატომ ყვირიხარ,წუხელ ხომ ვიყავი სახლში დედა.
-იყავი,შემდეგ სად წადი სად.
-მარიამთან,მარიამთან რატომ ერთხელ არ გჯერა ჩემი,რატომ.
-იმიტომ რომ სულ იტყუები.
-სულ წავალ სახლიდან და დაისვენებ.
-და სად მიდის ჩემი შვილი შეიძლება გავიგო?
-თუ ჩემი არ გჯერა,ნურც იმას კითხულობ სად წავალ სრულწლოვანი ვარ არ დაგავიწყდეს და სადაც მინდა იქით წავალ.ჩემი საქმეა უკვე სად ვიცხოვრებ და ვისთან ერთად,აუტანელი გახდა უკვე შენს გვერდით ცხოვრება და ეს შენ გაკეთე დედა,შენ.სახლის კარები გაღო და ისე გაბრაზებული გავიდა სახლიდან კედლებმა ზანზარი დაიწყო ანა კი იდგა გაშეშებული.კომპანიაში მივიდა და ბექას მიუკაკუნა კარებზე.
-მობრძანდით.
-მამა შეიძლება?
-ლუკა?რა მოხდა ხომ მშვიდობაა.გაკვირვებულმა კითხა ბექამ შვილს.
-უნდა დაგელაპარაკო.
-მითარი რამდენი გინდა.გაეცინა ბექას.
-არა, ფული არ მინდა.
-ეს რაღაც ახალია,გისმენ ლუკა.
-სამსახური მინდა მამა,რამით დამასაქმე.
-რა მოხდა ლუკა თქვი მოგისმენ.
-მაპატიე რა,ცუდი შვილი ვარ დედას ვეჩხუბე.
-ეს ახალი არ არის თქვენ სულ კამათობთ.
-არა,ამჯერად სერიოზულად,ვუთხარი რომ სახლიდან მივდივარ და მინდა ეს მართლა გავაკეთო.
-ლუკა კარგად დაფიქრდი?
-დავფირდი მამა ასე უკეთესია.
-რატომ იჩხუბეთ,მიდი და ბოდიში მოუხადე.
-ტვინი შემიჭამა,არაფერი არ სჯერა უნდა რომ ამ თავში შემიძვრეს და ყველაერი გაიგოს.
-ლუკა ხომ იცი როგორი დროა,ყოველ დღე ნარკოტიკზე და მკვლელობებზე საუბრობენ ტელევიზორში ის დედაა შვილო და ნერვიულობს.ეს რატომ არ გინდა გაიგო შენც.სად წახვედი გამთენიის 5 საათზე,გეგონა ვერ გავიგებდი?
-მარიამთან ვიყავი,გეფიცები თუ გინდა ძიას შეეკითხე
-მართლა მარიამთან იყავი?
-ხო,ტოროდა რომ დამიეკა მეც რა გამაჩერებდა ავდექი და წავედი.
-რატომ ტიროდა ან გამთენიის 5 საათზე რატომ არ ეძინა მარიამს.
-შემთხვევით ძიას ტრილი გაიგონა და დეიდას ფოტოს ელაპარაკებოდა თურმე მარიამზე უყვებოდა,თავადაც დაიგრუზა ვერ უძლებს ძიას ასეთს რომ ხედავს.
-გიორგის დღემდე უჭირს მარიამის გარეშე.თქვა ბექამ სევდიანად.
-მართლა ასეთი ძლიერი სიყვარული ჰქონდათ?
-ამ სიყვარულის აღწერა ენით არ შეიძლება,ეს უკვე ტკივილია ლუკა და არა სიყვარული.უთხრა ბექამ.-მოდი შენ ჯერ დედაშენი შემოირიგე,წადი გაუხარდება შენგან ყურადღება.
-მერე იტყვის მიხვდა დანაშაულს და თავად მოვიდა პირველიო.
-მე დაველაპარაკები,რომ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა.გიორგიც დაელაპარაკება და დაიჯერებს.
-მაშინ წავალ,მაგრამ შენ გაფრთხილებ თუ კიდე ასეთი ისტერიკები მომიწყო არც დავფირდები ისე წავალ სახლიდან,გეფიცები გავაკეთებ ამას.
-აღარ განმეორდება,მე გპირდები.
-კარგი,მაშინ წავალ.წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა.
-ლუკა სამსახურზე რაც თქვი მართლა გინდა?
-მინდა,როდემდე შემოგაჩერდე ხელებში მამა 19 წლის ვარ.
-კარგი გიორგის დაველაპარაკები და ვნახოთ რას ვიზამ.შენ ასე მიდიხარ?
-როგორ ასე?
-წადი ყვაილები უყიდე და ისე მიდი.თვალი ჩაუკრა შვილს და ფულიც მისცა.და კიდევ,არასოდეს დაგავიწყდეს ის დედაა და მას ძალიან უყვარხარ.
-მაგრამ ზედმეტები მოსდის და ეს შენც ძალიან კარგად იცი,რომ არ ვაჭარბებ.
-ვიცი ლუკა ვიცი,მაგრამ დამიჯერე ყველა დედა ასეა.სიყვარული სულგრძელი და კეთილია,ის განაწყენებას არ ითვლის შვილო.მობოდიშება თავმდაბლობა არ არის ის გაბედულებაა, ,,მაპატიე რომ გული გატკინე'' ეს სიტყვები მას გულს მოულბობს,დამიჯერე და დედის ბედნიერებისგან ანთებულ თვალებს რომ შეხედავ გაგახსემნდება ჩემი სიტყვები.გიორგი მარიამთან ერთად გავიდა სახლიდან და სკოლაში მივიდნენ,მარიამთან ერთად შევიდა დირექტორის კაბინეტში და დირექტორს გაესაუბრა,აუხსნა თუ რაც უთხრა მარიამმა და ქართულის მასწავლებელიც დაიბარა,გიორგიმ შეხედა ასაკოვანი ქალბატონი იყო და ნერვები მოთოკა,მაგრამ რამოდნიმე სიტყვა მაინც უთხრა.
-ქალბატონო მაკა ჩემი შვილი ნამდვილ ქართულ ოჯახში იზრდება,სადაც კარგად იციან ნათლია და მირონი რა არის.ძალიან გთხოვთ ამიერიდან არა მარტო მარიამის შეურაცყოფას,არამედ სხვა ბავშვების შეურაცყოფითაც შეიკავეთ თავი სანამ არ დააზუსტებთ თუ რა კავშირი აქვთ ამა თუ იმ ბავშვს ერთმანეთთან.თქვენთვს არაფლის ახსნას არ ვაპირებდი მაგრამ გეტყვით რომ ვახო სულ ციცქნა მე მოვნათლე და ჩემი შვილია,ჩემს სახლში იზრდება და დედაჩემს ბებოს ეძახის.მეორედ ამ საკითხე აქ არ მოვიდე,ხო კიდევ ლუკა კი დეიდაშვილია მარიამის.კიდევ გაინტერესებთ რამე?გიორგი წამდგა დირექტორს ხელი ჩამოართვა და კაბინეტი დატოვა ისევ მარიამთან ერთად,დაემშვიდობა შვილს სათვალე გაიკეთა და კომპანიაში წავიდა,სადაც ანას უნდა დალაპარაკებოდა,რადგან გაიგო ლუკას და ანას ჩხუბის შესახებ.მარიამი კი ამაყად შებრუნდა კლასელებისკენ და იმ დღეს თვალებში ვერ უცქერდა მას ქალბატონი მაკა.კომპანიაში შევიდა გიორგი და დაინახა ლუკა თაიგულით ხელში ანასკენ მიმავალი,გაეხარდა სიამაყის გრძნობა გაუჩნდა რომ ლუკა არ იყო დამნაშავე,მაგრამ დედის წინაშე თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა.ანა გაშეშებული იდგა და ლუკას უცქერდა,გიორგი მიუახლოვდა და მკაცრად უთხრა.
-როცა გეტყვის მარიამთან ვიყავიო ხმა აღარ ამოიღო თორემ გეფიცები სასტკად განანებ მაგ შენს ეგოისტობას,რომ გინდა სულ შენ იყი მართალი მაგრამ არ ხარ და ისტერიკებს აწყობ.
-გიორგი შემეშვი.
-არ შეგეშვები სანამ პასუხს არ გამცემ,გესმის რა გითხარი?ლუკა წუხელ 5 საათზე იმიტომ მოვიდა რომ მარიამმა დაურეკა,შენ რა გინდა დაამტკიცო შენი საქციელით ლუკამ რომ დაურეკოს მარიამს არ უნდა მივიდეს მამიკო იყვირებს და პანიკას მომიწყობსო?უაზრო ხარ და გამოხტონებიც უაზრო გაქვს.
-კარგი,ვაღიარებ რომ ზედმეტი მომივიდა.
-ლუკა ამას სიცხე აქვს?
-დილას მშვენივრად იყო,არა მგონია მაგრამ ის კი გავიგონე კარგად რომ დანაშაული აღიარა.ანა არ აქცევდა გიორგის ყურადღებას და დიდ თაიგულს მუსჩერებოდა,რომელიც ლუკას ეჭირა ხელში.
-ლუკა ეს რა არის.
-დაფნის ფოთლებს ჰგავ?დაგაფასა შვილმა და თაიგული მოგართვა.შეუღრინა გიორგიმ.
-წადი გიორგი და მარტო დამტოვე ლუკასთან,მერე გაგისწორდები.გიორგის გაეცინა და წავიდა თავის კაბინეტში.
-დე ბოლო აღარ უჩანს ჩვენს კინკლაობას,მართლა რომ არ მომიტყუებიხარ ძიამაც გითხრა,მართლა მარიამთან ვიყავი.ანა ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა ლუკას და უთხრა.
-იცი ყოველი შენთან წაჩხუბება რის ფასად მიჯდება?დეპრესიაში ვარდები ლუკა და აგრესიაში გადადის ეს ყველაფერი.ლუკა ყველაფერს გაპატიებ,მაგრამ არა ტყუილს იცოდე.გიორგის და მარიამის ტკივილიანი სიყვარული წარსულს დარჩა,მომავალიც ტკივილიანია მისი რადგან ის მარიამის მოგონებებით ცოცხლობს.აწმყოს კი უძლებს და შენ,მარიამი,ვახო,ნინია.თქვენ ხართ ჩვენი იმედი და ჩვენი მომავალი,ჩვენი ცხოვრების აზრი.მეც ვერ ვმალავ ტკივილს გულში ზოგჯერ და როცა მარტო ვარ მარიამის მონატრებას ცრემლებით ვუშვებ გარეთ.ლუკა ის ჩემი წარსულია, ჩემი აწმყია და ჩემი მომავალიც.ტკივილით ვიბადებით და ტკივილით ვკვდებით,თუმცა სიცოცხლე ლამაზი და ტკბილია.შენ ჩემი ერთადერთი ხარ დე.ანამ გულში ჩაიკრა ლუკა და დიდხანს ეფერა.
-ძალიან განიცდის მარიამი ძია გიორგის მარტოობას და სთხოვა ახალი ცხოვრება დაიწყეო,მაგრამ ძიამ უთხრა,ამას ისე გავატარებ თითქოს არც გამიგონიაო.
-ძია გიორგიმ თავისი სიყვარილი წარსულში დამარხა,მაგრამ ამ სიყვაერულით მუდამ მფეთქავი გული თან დაყვება მას მარიამის სახით რომელსაც დავიწყება არ უწერია და ცხოვრებას მიუყვება მისი ბედის სვლაც ტკივილნარევ აკორდად ამოკვნესილი.



№1  offline წევრი მია15

მართლა ძალიან კარგია სიტყვები არ მყოფნის.ბრავო.ველი ახალ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცრემლი, ცრემლი და ისევ ცრემლი.მტკივა გიორგი,თუმცა მეამაყება
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent