დრო კურნავს
რა არის დრო? ეს არის ერთ-ერთი განზომილება, რომლის მნიშვნელობასაც ჩვენ, უბრალო ადამიანები ვერასდროს ჩავწვდებით. ეს ალბათ მხოლოდ გენიოსების ხვედრია. მეცნიერულლად, რომ განვმარტოთ დრო- მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა,რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიყენება. სივრცე და დრო განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული-ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება. დარწმუნებული ვარ ეხლა ბევრი თქვენგანი ეკითხებით საკუთარ თავს: „რაო?“ ჰო როგორც უკვე ვთქვი ამის გაგება რთულია. მაგრამ ეს მოთხრობა არარის დროის მეცნიერულ ახსნაზე, არამედ აქ გამოხატულია დროის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევთ დრო როგორ გადის თვალსადახელსშუა, მაგრამ როცა მივხვდებით უკვე გვიან იქნება. ბევრს აღარ ვისაუბრებ და პირდაპირ მოთხრობაზე გადავალ. მოვლენები ვითარდება ერთ ჩვეულებრიბ ოჯახში, ამბავს მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი გოგონა, ეს ამბავიც ასევე ჩვეულებრივია იმათთვის ვინც მას შორიდან უყურებს, მაგრამ არაჩვეულებრივზე მეტია გოგონასთვის, რომელსაც ჰქვია ლიზა. -მე სულ არ მაინტერესებს შენი პრინციპები, უყვიროდა მამა დედას. -უკვე ყელშია ამ ყველაფრის ყურება. სამსახურიდან მეორედ დაგითხოვეს,მთელი დღეები არაფერს აკეთებ, ზიხარ, სვამ და ტელევიზორს უყურებ, უბრალოდ არაფრის მაქსნისი ხარ, ყვიროდა დედა ტირილნარევი ხმით მამა წამოხტა და გაგიჟებულმა ყველაფრის ლეწვა და ყვირილი დაიწყო. მე (ლიზა) ვუყურებდი ამ ყველაფერს და სადაცაა ცრემლები წამსკდებოდა, რომ არა ჩემი უმცროსი ძმა, არმინდოდა მის თვალწინ მეტირა და კიდევ უფრო მომეშხამებინა მისთვის ისედაც ჩამწარებული ბავშვობა. მამა და დედა ყოველღე და ყოველწუთს კამათობდნენ,ყვიროდნენ. ეს ძალიან მოქმედემდა ჩვენზე და მეტის ატანა უბრალოდ აღარ შემეძლო. ჩემი თანაკლასელები სახლში ვერ მომყავდა იმის შიშით, რომ მათ ისევ არ ეჩხუბათ. მოკლედ დედასა და მამას შორის ურთიერთობა დღითიდღე უარესდებოდა და მალე ისიც მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: მძინავს. დილის 9 საათია. დედას და მამას ყვირილი მესმის,რაც უკვე ჩვეულება იყო და აღარც მიკვირდა.უცებ საძინებლის კარები მთელი ძალით შემოგლიჯეს და ოთახში დედა შემოვარდა,ორი პატარა და ერთი დიდი ჩემოდნით ხელში. თან ყვიროდა -მე აქ არც ერთ წამს აღარ გავჩერდები. აღარ შემიძლია უკვე ამის ატანა მერე მე და ჩემ ძმას მოგვიბრუნდა -დროზე ადექით მივდივართ მე არვიცოდი რამექნა. გაქვავებული ვიჯექი საწოლზე. აზრზე ვერ მოვსულიყავი რახდებოდა. უცებ მამა შემოვარდა. -შენ ამას არიზამ,უყვიროდა დედას, მათ ვერ წამართმევ,ამობდა მამა და თითს ჩვენსკენ იშვერდა -ამასაც ვნახავთ, ცოფებს ყრიდა დედა და თან ჩემოდნებს ალაგებდა. -დროზე ადექით მივდივართ,გაგვიმეორა მან და ამ სიტყვებმა მთელი შიგნეულობა მეორედ გამიყინეს,გამიქვავეს. წარმოვიდგინე ახალი ცხოვრება. მიუხედავად ყველაფრისა მაინც აქ მერჩივნა.აქ მყავდა ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი. მაგრამ დედას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. უცხო ქალაქი.უხცო ადამიანები. ცხოვრება უფრო მუქი გახდა... ბოლო სიტყვებიც ჩაწერა ლიზამ თავის დღიურში,დახურა და ავტობუსის ფანჯარაში გაიხედა.ცრემლები ღაპაღუპით ეწვეთებოდა ფანჯრის მინას... ———————— გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.