ბატონი პოლიციელი (სრულად)
სამი,ორი…ერთიიიი…გილოცააავთ...გაისმა ტელევიზორში ახალი წლის მილოცვა და ტელეფონიც აზმუვლდა,მეხუთე ზარზე საწოლზე დავემხე და გაბრაზებულმა ამოვიბურდღუნე. -სულ შენი ბრალია, ელენე,წასულიყავი სოფელში მშობლებთან ერთად ან ბავშვებს მაინც გაყოლოდი.იჯექი ახლა შენ საყვარელ დღესასწაულზე მარტო,კუნძივით და უყურე ტელევიზორს.მეტის ღირსი ხარ,მომინდომა განმარტოებითი დასვენება.ვითომ ასი წლის მერე კუბოში მოსვენებას ვერ მოასწრებდი-ამ ქოთქოთში გართულმაა,ისევ ფეხზე წამოვხტი და ფანჯარას ავეტუზე,იქნებ ფეირვერკებმა მაინც გამართოსთქო და უცებ დავინახე ის რამაც გული ამომიტრიალა,ყირამალა გააკეთებინა და კოჭებამდე ჩააგდო -თოოოოვსს-ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ჩემი თავის შემეშინდა,ხო კარგად ვართქო.თან შესამოწმებლად შუბლზე ხელი მივიდე.როგორც აღმოჩნდა სიცხე არ მქონდა,ამიტომ დაბლა ჩასვლაც შეიძლებოდა. -მაგრააამ ჩემებმა რომ გაიგონ ამ შუაღამეს მარტო ეზოში ჩავტანტალდი,საგვარეულოდან ამომშლიან.არადაა რა ვქნა თოვს,ხვალ კიდე აღარ იქნება.-ვწუწუნებდი,აქეთ იქეთ დავბოდიალობდი და ვბჭობდი.ბოლოს სასაცილოდ გამოვისკვანჩე.იმდენი რაღაც ჩავიცვი,წესიერად ვეღარც ვმოძრაობდი და მედგრად დავეშვი კიბეებზე.ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.თოვლი მიწაზეც იდო და ციდანააც ბარდნიდა.ისეთი ლამაზი სანახავი იყო ჯერ ხუთი წუთი გაშტერებული შევცქეროდი,მერე ნელ-ნელა ისე გავერთე,სულ დამავიწყდაა მარტო რომ ვიყავი ღამის 1ზე ქუჩაში,და ისეთი ხარხარი და სიმღერა დავცხე ნებისმიერ მომღერალს შეშურდებოდა. -თოვლიანიი მთებიიი,თოვლიანიი გზებიიი,ნეტაავ სად მიდიიიაან სიყრმის მეგობრებიიიი,ნეტავ სად მიდიიიააან სიყრმიის მეგობრებიიიი -რა იყო ყველამ მიგატოვა და შეირყი?-უკან ვიღაცის ხმა მომესმა და შევხტი-გულში ისე გამოვლანძღე ჩემი თავიი,შემეშინდა რამე არ დამემართოსთქო.მერე უცნობს ავხედ ჩავხედე და კარგად შევამჩნიე პოლიციის ფორმა -ბატონო პოლიციელო,მეტი საქმე არ გაქვთ? -ბატონო ქალბატონო,თქვენ იცით რომ უხეშობისთვის შემიძლია დაგაკავოთ? -და რას იტყვით,მღეროდა და წამოვიყვანეო? -არა,მთვრალი ყროყინებდა და მეზობლები დაყრუებისგან გადავარჩინეთქო-გამიცინაა და შავი თვალები აუციმციმდა -ბატონო პოლიციელო,ყნოსვა გაგიფუჭდათ,არ ვარ ნასვამი -მითუმეტეს,გიჟები საგიჟეთში უნდა იყვნენ.აბა წავედით განყოფილებაში -აბა მაჩვენეთ თქვენი საბუთი,მე არსად არ მოვდივარ,უდანაშაულო ვარ,ჩემთვის ვმღეროდი,რა დაგიშავეთ,მე ხო არაფერი მითქვამს ცუდი,არ ვარ გიჟი,სრულიად ჯანმრთელი ვარ-ისე სხაპასხუპით მივაყარე თან თვალები ცრემლებით ამევსო.შემეშინდა ციხეში ჩაჯდომის,რას ვეტყოდი დედას რას ვეტყოდი მამას,ან ბებოს ბაბუს.გული ამომიჯდა და ავქვითინდი -მოიცა მოიცა,ვიხუმრეე მართლა კი არ გიჭერ.ბოდიში მეგონა მიხვდი რომ ვხუმრობდი-სახე დაეღრიცა და ხელებს სასაცილოდ იქნევდა. -შენ ბოროტი პოლიციელი ხარ.აი,ბავშვობაში რომ მაშინებდნენ ისეთი-ტუჩი გადმოვაგდე და კოპები შევყარი. -და მოიცა ახლა დიდი ხარ?-გამიცინა და შევამჩნიე მარგალიტივით კბილები როგორ ჩაწიკწიკებოდა,ტუჩებთან კი საყვარელი ღარები უჩნდებოდა -დიახაც დიდი ვარ,თან საკმაოდ.დიდი რომ არ ვიყო მარტო ხო არ დამტოვებდნენ -აშკარად შეცდნენ,მარტო რომ დაგტოვეს -და თქვენ ბატონო პოლიციელო,ჩემს გარდა დასაჭერი ვერავინ ნახეთ?-აშკარად ეწყინა,მე კი ჩემი ენის ძირში მოჭრა მომინდა -კარგი მე მოშორებით დავდგები,პატარა გოგოს ამ დროს გარეთ ყოფნა საშიშია -მეე…არ მინდოდაა…არ გეწყინოს რა..-პასუხი არ გაუცია ისე შეტრიალდა და წავიდა-ელენეე დებილი ხარ-წამოვიკნავლე და თავში ხელო შემოვირტყი.ცოტა ხანი ერთ ადგილას დავეყუდე.ვუყურებდი ბატონი პოლიციელი შორიდან როგორ მაკვირდებოდა. მერე გადავწყვიტე,რომ სახლში ასვლის დრო იყო და სადარბაზოსკენ გავემართე.თვალი გავაპარე ბატონი პოლიცუელისკენ და როცა მივხვდი იღიმოდა,ხელი დავუქნიე,მანაც იგივე გაიმეორა-ესეიგი შევრიგდით-გულში გავიფიქრე და დამშვიდებული სადარბაზოში შევედი. მეორე დღეს დილაუთენია წამოვხტი,დედას გადავურეკე, ბავშვებთან ბაკურიანში მივდივარ და რამდენიმე დღეში სოფელშიც ჩამოვალთქო.ბარგი სიხარულით ჩავალაგე,მეც მივწესრიგდი და წასასვლელად მოვემზადე.უცებ ბატონი პოლიციელი გამახსენდა და გამეღიმა. თვალწინ დამიდგა მისი ჯერ გაცინებული,მერე შეწუხებული ბოლოს კი გაბრაზებული სახე.სასწრაფოდ აივანზე გავედი და თვალებით ძებნა დავუწყე -აქა ხარ ჩიტო-ჩავილაპარაკე და მანქანასთან მოსიარულე ბატონი პოლიციელს დავაკვირდი.მაღალი,განიერი მხარ-ბეჭით უცნაურად დააბიჯებდა. -ელენე გამოფხიზლდი-ჩემ თავს შემოვუძახე და სახლში შევბრუნდი-მადლობას გადავუხდი გუშინდელისთვის,უხერხულია-გავიფიქრე და რაც კი საახალწლო ნუგბარი მომეპოვებოდა თეფშზე დავახვავე.მერე ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავედი.მალევე მანქანასთან ატუზულმა ფანჯარაზე მივუკაკუნე,ხელი დავუქნიე და გავუღიმე. -ოხ ეს ქრთამს მაწვდით პატარა ქალბატონო?-ჩაიცინა და მანქანიდან გადმოვიდა -შეგიძლიათ გასამრჯელოთ ჩათვალოთ გუშინდელი მეთვალყურეობისთვის.მადლობა პოლიციას-გავიჯგიმე და შუბლთან ხელი მივიტანე -არა,იცი შევცდი ფსიქიატრიულში უნდა დამერეკა-ისე სასაცილოდ თქვა მინდოდა გამეცინაა თუმცა არ შევიმჩნიე და კოპები შევკარი. -არაფრის, ბატონო პოლიციელო -ისე დემეტრე მქვია,დემეტრე დვალი -კარგია,შეგერგოს-ისევ სიბრაზე შევინარჩუნე -შენ სახელს არ მეტყვი? -ელენე,ელენე ჩუბინიძე.კარგად ბატონო პოლიციელო-ხელი დავუქნიე და ჩემი მანქანისკენ გავემართე -მოიცა, სად მიდიხარ? -ქორწილი მაქვს ამ ბედნიერ დღეს -რაა?-სახე შეეცვალა და ხელში ჩაბღუჯული შოკოლადები სულ დაუცვივდა.მე კი გამარჯვების სიცილი დავიწყე -მცირე წრეში ვიხდით,მაგრამ შენ დაგპატიჟებ! -ელენე! -ბაწონი პოლიჩიელი გაბლაზდა-ენა მოვუჩლიფე და ხარხარს ვუმატე.ცოტა ხანში მივხვდი რომ დემეტრეს სიბრაზე ემატებოდა და გავჩერდი -უიმეე შენ რა უჟმური პოლიციელი ხარ,არადა ტელევიზორის რეკლამებში სულ იცინით.ბაკურიანში მივდივარ მეგობრებთან -შენ არ იცი რომ პოლიციელთან ტყუილი ისჯება? -შენ წარმოიდგინე ვიცი!ახლა კი მართლა უნდა წავიდე -კარგი გაგაცილებ.გზები ამ დროს საშიშია. -მანქანაა მყავს,ჩემით წავალ.-თქმა არ დამაცადა ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა,ერთხანს ილაპარაკა მერე მომიტრიალდა და მითხრა-ესეიგიი სად მივდივართ? -ბატონოო?მე მივდივაარ და შენი არ ვიცი-უცებ გაღიმებული მომიახლოვდა და გასაღები ხელიდან ამაცალა -ჰეიი რას აკეთებ -ელენე დაჯექი მანქანაში-ისეთი სიმკაცრით მითხრა, უცებ შევხტი და ღვედი გადავიკარი.-აბა წავედით ბატონო პოლიციელო-წამოვიძახე და მასაც ჩემ უცნაურობაზე გაეცინა. რა ყოველწუთას ეცვლება ამ ბიჭს ხასითი კაცო,ამ ფიქრებში გართულმა როგორ დაიძრა მანქანა ვერც გავიგე და ბაკურიანისკენ გავემართეთ.გზაში დედას დავურეკე,ყველაფერი ვუამბე.ნეტავ საერთოდ არ მეთქვა,ლამის ტელეფონიდან გადმოხტა და თმები ღერა-ღერა დამაპუტა.როგორ გაბედე და უცნობს ასე ლაღად მიყვებიო.არ მინდოდა დემეტრესთვის რამე მეთქვა,ვიცოდი დამცინებდა და ორი წლის ბავშვს შემადარებდა.მეც ვითომ გამოცდილი მსახიობივით არაფერს ვიმჩნევდი,სახის ყველა მიმიკა თითქოს დავასტოპე და თვალი გავაშტერე.ხმასაც კი არ ვიღებდი,შიგადაშიგ ვეთამხმებოდიი დედას,რომელიც ამაზე კიდევ უფრო ბრაზდებოდა. -ელენე შეგიძლია ტელეფონი მომცე?-ეს თქვა და მანქანა გააჩერა.ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და უკანასკნელი მიუხვედრელივით პირდაღებული მივაჩერდი.ჩემს სახეზე გაეცინა და თვითონ გამომართვა ტელეფონი.მერე მანქანიდან ისკუპა და მანიშნა მანდ იყავიო.გონება დავძაბე,ყურები დავიწელე,თვალები დავითხარე თუმცა ფანჯარაზე აკრულმაც კი ვერაფერი გავიგე.ნერვიულობისგან მუცელი ამტკივდა.ისიც კი ვიფიქრე ეგებ ეგ შენი დემეტრე მართლა მანიაკია,მე მითვალთვალებდა და ახლა ჩემს მშობლებს უყვება როგორ მიპირებს წამებასთქო.თითები დავიმტვრიე,ტუჩები დავიჭამე,გული კი საგულედან ამომივარდა.თავიდან გაქცევაზე ვფიქრობდი მაგრამ მერე მივხვდიი ვერ გავასწრებდი,მალე დამეწეოდა და სიცოცხლეს მოვისწრაფებდი.ვერც ფიზიკურად მოვერეოდი რადგან ჩემზე ერთი თავით მაღალი და საკმაოდ დაკუნთული იყო,ბოლოს გონება გამინათდა.გასაღები მანქანაშია ხოდა გავიქცევითქო ის ის იყო ცალი ფეხი გადავყავი საჭის მხარეს,რომ დემეტრემ კარები გამოაღო -ელენე,რას აკეთებ?-თვალები გაუფართოვდა,მე კი ერთ ადგილას გავშეშდი.ვსო ყველაფერი დამთავრდა,გამომიჭირა და ახლა ვეღარ გადავურჩები,მაგრამ ასე ადვილად არ დავნებდები მე არ ვიყო ელენე ჩუბინიძე ეგ თუ ჩემ სიკვდილამდე არ გავაწამოთქო.ეს გავიფიქრე და ხმამაღლა დავუღრიალე -ყველაფერი ვიცი დემეტრე-ჩემი ხმა ისე მეუცნაურა თავიდან მეც შევცბი -რა ეჭვიანი ცოლივით მიყვირი,რა დაგემართა-გაკვირვებას ვერ მალავდა,მე კი ვიფიქრე შევაშინეთქო და შევგულიანდი -ახლავე ჩემი ტელეფონი დამიბრუნე!-მანაც არ დააყოვნა და ხელი გამომიწოდა -აჰა აიღე მაგრამ რა დაგემრთა ამიხსნი?-ტელეფონს ხელი წავავლე და იმ წამს მოსული წერილის გახსნა დავიწყე,თან ყურადღებას არ ვადუნებდი -ყველაფერიი ვიცითქო დემეტრეე და ახლავე პოლიციაში ვრეკ...-წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი დედას წერილი მთლიანად გავიაზრე. -მამაშენს ელაპარაკა დე,აღარ გვეშინია.ძალიან კარგი ბიჭია და შენებურებს ნუ ჩაუტარებ და გააგიჟებ-ელდა მეცა და დემეტრეს საწყლაად ავხედე,ის კი გაკვირვებული მომჩერებოდა.ნელ-ნელა დავიწყე ფეხის გადმოტანა თან სახეზე სიმწრის ღიმილი მქონდა აკრული. -დედას ვფიცავარ რამე თუ გამეგოს-გამწარებულმა ჩაიბურტყუნა -დაჯექი,დემე,დაჯექი-ჩემ თავზე გამწარებულმა ამოვიბურტყუნე, -აჰა წეღან პოლიციას ურეკავდი და ახლა დემე გავხდი? -აგიხსნი ყველაფერს და თუ გინდა დემეთი აღარ მოგმართავ -არა,შენგან ნათქვამი მომწონს ამიტომ შეგიძლია დამიძახო -ძალიან კარგი-იმედი მქონდა წეღან მომხდარი ამბავი დაავიწყდა თუმცა შევცდი -აბა, პატარა ქალბატონო,რა ყველაფერი იცოდი,მითხარი?-ეშმაკურად გადმომხედა და გამიცინა -დემეე,იცი არ ღირს მოყოლა -მე მაინტერესებს კაცო,მიდი,მიდი მომიყევი -აუუ დამცინებ შენ! -არა,არ დაგცინებ! -პირობას მაძლევ? -არ ვიციი ჯერ მომიყევი და ვნახოთ -აუუ მაშინ არ გეტყვი -ელენე!-ისე მკაცრად მითხრა,იმ წამსვე მოყოლა დავიწყე,ოღონდ მისკენ არ ვიხედებოდი.ისედაც მისმოდა მისი ფხუკუნი და სირცხვილისგან ლოყები მეწვოდა.როგორც იქნა დავამთავრე და მის ხარხარს დაველოდე. -ხომ გეუბნები ბავშვი ხართქო,შენ კიდე გწყინს -არა,ბავშვი არ ვარ.ნებისმიერ ადამიანს დაემართებოდა ეს,ვისაც ტვინი უმუშავებს -და კარგი ფანტაზიის უნარი აქვს. -ხომ დამპირდი რომ არ დამცინებდი? -არც დაგცინი-ცოტა ხანი გაჩუმდა მერე კი მომიტრიალდა-უბრალოდ მინდა იცოდე,არასდროს არაფერს არ დაგიშავებ,არასდროს!ეს კარგად დაიმახსოვრე!-მერე გამიღიმა,თავზე ხელი გადამისვა და ერთ ხანს ხმა აღარ ამოუღია. მისმა საქციელმა დამაბნია.ზოგჯერ ხომ არსებობს ადამიანისთვის ისეთი მომენტები,არეული ფიქრები რომ ვერ დაუწყვია,ვერც უცნაურ შეგრძნებებს მიმხვდარა და ვერც გუნების ცვალებადობა აუხსნია.სწორედ ამ ყველაფერს ვგრძნობდი მაშინ,არა კი არ ვგრძნობდი უბრალოდ ყველაფერი თავში არეული მქონდა.მსგავსი განცდა არასდროს მქონია მხოლოდ მაშინ მოხდა პირველად და მივხვდი ჩემში რაღაც იცვლებოდა.თითქოს სიხარული,მწუხარება,ბედნიერება,უბედურება ერთმანეთს შერწყმოდნენ და ახლა მოუსვენრად დაბოდიალობდნენ მთელ სხეულში. გაურკვევლობით დაბნეულმა ფანჯარას თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ნელა მისრიალებდა მანქანა გზატკეცილზე და უცნაურ ფშვინვას გამოსცემდა თითქოს ჩემი დარდი აღელვებსო,ვინ იცის..მე კი მალე ჩამთვლიმა. -ელე ჩავედით,სად არიან ზუსტი მისამართი გვინდა-დემეს ხმა მომესმა,მე კი თავი ისევ სიზმარში მეგონა.ერთი ამოვიზმუვლე ჩემი ჭკუით ,,გადავტრიალდი” და მთელი ძალით თავი ფანჯარას მივარახუნე. -აუუ-დავიჭყანე და წამსვე გამოვფხიზლდი -ძალიან გეტკინაა?აბა მაჩვენე-თავი გადამატრიალებინა და გამოცდილი ექიმივით მოჭუტა “”თვალები-იცით,გადარჩებით,მგომარეობა სტაბილურია!ახლა მხოლოდ სახლის მისამართი გჭირდება,მანამდე კი გემრიელი სადილი -აუ დემეე მართლა მტკივაა -მართლა? -მართლა! -კარგი დამელოდე და მოვალ-უცებ გადავიდა მანქანიდან,ისე რომ ვერც კი მოვასწარი კითხვა რას აპირებდა,10წუთში სალონში აცახცახებული შემოვარდა.ხელში ყინულები ეჭირა და იკრიჭებოდა. -სულ გაგიჟდიი ხოო??-გამეცინა და ყინულები გამოვართვი -ეგ დაიდე და კარგი ექიმი გავიგე,წავიდეთ -არაა რას ამბობ!არ არსებობსს მე ექიმთან არ მივალ! -თავი მიარტყიი,ელენე,იდაყვი ხო არა -გამიარა კარგად ვარ,ჩიტივით გავფრინდები ცოტა ხანში.არავითავი ექიმი. -თუ თავს ცუდად გრძნობ უნდა წავიდეთ.ნემსს არ გაგიკეთებს გპირდები. -არა,არა კარგად ვარ!აი,მისამართი-ტელეფონი მივაწოდე და თავბრუსხვევა დავაიგნორე. -კარგი მაშინ სადმე ვისადილოთ - ჩემები გველოდებიან,ყველაფერი გამზადებული აქვთ და რომ დავაგვიანოთ,ჩემზე ნაკლები გადარეულები არც ისინი არიან. -კარგი,კარგი მაშინ სხვა დროს იყოს-გამიღიმა და მანქანა დაქოქა კითხვა-კითხვით როგორც იქნა სასურველ ქუჩას მივაკვლიეთ.კოტეჯი განცალკევებით იდგა.ისეთი მყუდრო იერი ჰქონდა სურვილი გამოჩნდა იმწამსვე შიგნით შევვარდნილიყავი და რომელიმე ფუმფულა საწოლში ჩავმძვრალიყავი,ჩემი სურვილი სურვილად დარჩა.ბავშვებიი გარეთ გამოცვივდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ყველა გადამეხვია.დემეტრე ჩემ უკან იდგა და ამ ჟრიამულის შემყურე გულით იღიმოდა. -ბავშვებო გაიცანით ეს დემეტრეა,ჩემი...ჩემი მეგობარი-არ ვიცოდი როგორ წარმედგინა მათ წინაშე. -დემე,ესენი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან,ანასტასია,თეკლა,ნინუცა,ნიკა,გიორგი.ანასტასია და მე ლამის დაბადებიდან ერთად ვართ.ჩვენი მშობლები მეგობრები არიან.თეკლა სკოლაში გავიცანით,ნინუცა კი თეკლას დაქალი იყო და მოკლედ ასე შევიკრიბეთ ოთხნი.ნიკა ნინუცას შეყვარებულია,უკვე დანიშნულები არიან.გიორგი კი ნიკას მეგობარია.მგონი მოვრჩი-ისე სწრაფად ჩამოვურაკრაკე ჩემი თავის გამიკვირდა-მოკლედ ხალხო ისე გვშია მგლებივით ვართ და დაგვაპურეთ ჰა -წამოდი შე ღორმუცელა,შენი ამბავი რომ ვიცი ოთხნაირი საჭმელი გავაკეთეთ-მითხრა ანასტასიამ და ხელით სახლისკენ მიბიძგა -იმედია დაგანაყრებს ელენიკო-დამცინა ნიკამ,მე კი გასალანძღად მოვემზადე,მაგრამ დემეტრეს ხმამ შემაწყვეტინა -ელე მე წავალ -რას ამბობ დემე,შემოდი სახლშიი-არ მოველოდი მის ნათქვამს და დავიბენი -შემოდი,დემეტრე,ჩვენ საკმაოდ კარგი ხალხი ვართ,მანამ სანამ ელენეს არ მოშივდება-დამეთანხმა ნიკა და ჩემგან გემრიელი მუჯლუგუნიც მიიღო -არ მინდა შეგაწუხოთ,უბრალოდ მინდოდა ელენე უსაფრთხოდ ჩამომეყვანა,თან მეგობარი მელოდება -თუ წასვლა უნდა გაუშვით-დაისისინა გიორგიმ და უკვე მემილიონედ მომანდომა მისთვის თავი წამეცალა.იმ წამს გამახსენდა რატომ არ მინდოდა ბავშვებთან ერთად წასვლა.ყველაფრის თავი და თავი გიორგი იყო.არასდროს მექცეოდა როგორც მეგობარს და მაღიზიანებდა.ყველანაირად ვცდილობდი რომ მეგრძნობინებინა,რომ მის მიმართ გულგრილი ვიყავი თუმცა თითქოს ამ ყველაფერს არაფრად აგდებდა.ახლაც ისევ მისმა უაზრო გამოხტომამ,უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო.ჩუმად გავაპარე დემეტრესკენ თვალი და მისი შეჭმუხნული წარბები მხედველობიდან არ გამომრჩენია. -არა,იცი მგონი ცოტას დამელოდება ჩემი მეგობარი-სიმწრის ღიმილით გამოცრა კბილებში და მეც შვებით ამოვისუნთქე.გვერდით ამოვუდექი და მკლავი მკლავში გავუყარე. -მიხარია რომ დარჩი.გიორგის ყურადღებას ნუ მიაქცევ.ყველასთან ეგეთია -და მერე რატომ-წარბგაუხსნელად მკითხა.როგორ მინდოდა მეთქვა ნამდვილი მიზეზი მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე -იციი არ ვიცი-უნდობლად გადმომხედა,თითქოს მიხვდა რომ ვატყუებდი.მერე კი თავისთვის ჩაიბურტყუნა,მალე გავარკვევო,და კარებში შემატარა.ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა თუ გიორგის გველის მზერას არ ჩავთვლით.დემეტრე კი ისე ოსტატურად კბენდა,სურვილი მქონდაა მივვარდნილიყავი და ის ლოყები, ასე საყვარლად რომ ეჩუტებოდა, სულ დამეჩქმიტა. საღამოს დემეტრე წასასვლელად მოემზადა.მე კი გასაცილებლად გავყევი,ის ის იყო უნდა წასულიყო უცებ მოტრიალდა -იცი,ელენე,არ მინდა ცუდად გამიგო,მაგრამ გიორგისგან თავი შორს დაიჭირე.ძალიან არ მომწონს-გამაკვირვა მისმა ნათქვამმა თუმცა მესიამოვნა რომ ჩემზე ზრუნავდა -ვიცი,არც მე მეხატება გულზე -ასე მოვიფიქრე,წამომყევიი,სადმე ბინა ვიქირავოთ და იქ იყავი.აქვე ვიპოვოთ რამე,ყოველ დღე ნახავ შენებს. -არა, დემე,ეგეთი საშიში რომ ყოფილიყო კი არ წამოვიდოდი-სიტუაციის განეიტრალების მიზნით გავუღიმე. -ელენე,სერიოზულად ვამბობ,მე გიქირავებ და მაგასთან არ დარჩე -გიორგისთან არ ვრჩები.ბავშვებთან ვრჩები.გიორგი ვერ გამეკარება,ნიკა აქ არის და გადალეწავს ძვლებში.მოკლედ ფიქრადაც არ ღირს-ძლივს გადავაფიქრებინე,გადასვლის იდეა და დავემშვიდობე. მე და ანასტასია ერთ ოთახში მოვთავსდით.არ მომასვენა სანამ ყველაფერი ოტიდო არ ჩავურაკრაკე.ბოლოს დაღლილს ჩაეძინა,მე კი მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.მოუსვენრად ვიყავი და მიზეზს ვერ ვხსნიდი.ბოლოს გამთენიისას ჩამთვლიმა და ლამაზ სიზმრების სამყაროში გადავეშვი. დილით ჩემმა ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.ნელა წამოვიზლაზნე და ეკრანს დავხედე.წერილი იყო უცნობი ნომრისგან -როგორ ხარ,პატარა ქალბატონო?-ჯერ ვერ მივხვდი ვისგან იყო და თვალებიი გამიფართოვდა.მერე გამახსენდა რომ პატარა ქალბატონოთი მხოლოდ დემეტრე მომმართავდა,მაგრამ ისიც ვიცოდი ჩემი ნომერი,არ იცოდა.ვაიმე რა ვქნა?დემეტრე რომ არ იყოს და გაიგოს სხვას მივწერეე ხომ გაბრაზდება.აეეე ელენააა რას გაბრაზდება დემე ჯერ არავინაა შენთვის,გამომექომაგა ჩემი მეორე მე.ხო ჯერ არავინაა,დავიმშვიდე თავი,და ნურც გექნებაა იმედიი რომ ოდესმე იქნება.ჩემ თავთან ბრძოლის დროს,პირველ წერილს მეორე მოყვა -ელენე,დემეტრე ვარ-ეს რომ წავიკითხე ფეხის წვერიდან თმის ბოლოებამდე დენმა დამიარა.ისე ძლიერად მოვუჭირე ხელი ტელეფონს, თითქოს ვინმე მართმევდა,და ტექსტის წერა დავიწყე -მმმ…მეც არ ვიფიქრეე რომელიი მწერსთქო?-ვითომ ბევრიი მწერდა ისე ორაზროვნად მივწერე,ეშმაკურად ჩავიღიმე და ჩემი თავით კმაყოფილი საწოლზე გადავემხე.პასუხს ნახევარი საათი ველოდე თუმცა არ ჩანდა.გავბრაზდი და თან ჩაცმა დავიწყე.რა გეგონა ელენე მუხლებში ჩაგივარდებოდაა თუ ქუსლებს დაგიკოცნიდა.მეტის ღირსი ხარ,ენას სანამ არ დაიმოკლებ და ცოტა მეტს არ იფიქრებ არაფერი გეშველება. -რა გაქოთქოთებს ქალო-კარები შემოგლიჯა ანასტასიამ-შენი ხმა სახლის მეორე ბოლოში ისმის. -რა მაქოთქოთებს კი არაა,ენა წამაჭერიი ძირში,თითები დამატეხე და თავში ერთი კარგად შემომილაწუნე,იქნებ რამე მეშველოს.-ანასტასია ჯერ გაკვირვებული მიყურებდა მერე კი ბოლო ხმაზე ხარხარი ატეხა. -უეჭველი დემეტრესთან მოჩვარე ხო რაღაც-მის მიხვედრილობაზე უფრო გავბრაზდი.მე ხო ყველასთან ვაფლავებდი. -მოვჩვარე კი არა ტიპს ისეთები ჩავუტარე,ალბათ ახლა ქვეყნიდან გარბის.-ჩემი თავით იმედგაცრუებული,საწოლზე თავჩაქინდრული ჩამოვჯექი. -კაი რა ეეელ,ნუ იცი ხოლმე ეგრე,აბუქებ ყველაფერს.შენნაირ გოგოს ვერ იპოვის ვერც დემეტრე და ვერც სხვა, ვერსად.ზოგჯერ სისულელეებიც კი საჭიროა-გამიღიმა და გულში ჩამიკრა.მესიამოვნა მისი სიტყვები და ცოტა დავმშვიდდი. -აბა,მითხარი რა ჩაიდინე-გააგრძელა სიცილით.მეც დაჩაგრული ცუგასავით ტელეფონი გავუწოდე და თვალებზე ხელები ავიფარე.უცებ კარები თეკლამ შემოაღო -ელე,შენი გუშინდელიი თანამგზავრი მოვიდა და სანამ გიორგი მხოლოდ გესლების ყრას ჯერდება ჯობია გამოხვიდე. -რა თქვიიი???მეღადავები ხო?? -რა გეღადავები,მალე გამოდი,ასე თქვა სადღაც უნდა წავიდეთო. -სადღაც უნდა წავიდეთოო???-მის ნათქვამს ვერ ვიჯერებდი.თეკლა კი გაკვირვებული შემომჩერებოდა -ანასტასია მგონი ელენე ნაადრევად გვიბერდება და ნელ-ნელა ყრუვდება-ვითომ შეწუხებული სახით გადმომხედა მან -წავიდეთ, ექიმთან წავიდეთ,ნემსიც გამიკეთეთ,თმებიც დამაპუტეთ ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.-სიხარულისგან კივილი მოვრთე,ორივეს ხელები ჩავკიდე და წრეზე ხტუნვა დავიწყეთ. -აზრზე არ ვარ რა გვიხარიაა მაგრამ მეც მიხარია-კისკისით წამოიძახა თეკლამ,მე კი ორივეს გადავეხვიე. -მიყვარხართ გოგოებო სიგიჟემდე -მიდიი გოგო დროზე,რა დროს ჩვენი სიყვარულია,მთავარი სიყვარული გარეთ გელოდება-სიცილით მითხრა ანასტასიამ და თეკლას გაკვირვებულ სახეზე კიდევ უფრო ხმამაღლა ავხარხარდით. -ბატონოოო?-დაიკივლა თეკლამ -ხალხოი რა ღრიალიაა,მშვიდობა გაქვთ?ჩვენ იქ ვღელავთ-შეშინებული შემოვარდა ნინუცა -მშვიდობა კიი არაა უმშვიდებულესობაა,მე გავვარდიი და ანასტასია მომიგდია თქვენთვის ტყვედ-ბედნიერიი გამოვვარდი ოთახიდან და მისაღებისკენ გავემართე.იქ დემეტრე, გიორგისთან და ნიკასთან ერთად,მელოდებოდა. -ეი ძილისგუდაა გაიღვიძე?-თბილად მითხრა ნიკამ და ხელი გადამხვია -არა,ნიკ კიდევ იქ ვარ პროსტა გეჩვენები -ოხ ელენე არ გაიზარდო,არა-თავის ქნევით მითხრა ნიკამ -ნუ გეშინიათ ძაღლები გამოზრდიან კარგად-ჩაილაპარაკა გიორგიმ,დემეტრემ კი ხელები ისე მომუშტა, ვიფიქრე,ახლავე ეცემა და შუაზე გახეთქვასთქო.ჩემდა გასაკვირად გაიღიმა,ჩემსკენ წამოვიდა და სარკაზმით მიუგო -რა თქმა უნდა,გიორგი,საბედნიეროდ ძაღლები გაზრდიან და არა შენნაირი ნაბიჭვრები-ეს თქვა თუ არა გიორგის ძარღვები დაეჭიმა, თუმცა ვერაფერი უთხრა.დემე ღიმილით მომიტრიალდა და კარებისკენ მიბიძგა.შემეშინდა,ძალიან შემეშინდა,რადგან გიორგი ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს გაიხსენებდა.გაიხსენებდა და არ მინდოდა დემესთვის რამე დაეშავებინა. გარეთ ცახცახით გამოვედი.დემეტრე კი უჩვეულო სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -დემე,ასე არ უნდა მოქცეულიყავი! -რაც დაიმსახურა ის მიიღო -არ იცნობ შენ გიორგის.შეიძლება რამე მოიმოქმედოს,არ ღირდა თავის საფრთხეში ჩაგდება,მე გავცდმდი საკადრის პასუხს. -ელენე,მე იქ ვიყავი და შენი პასუხიხსთვის უნდა დამეცადა? -არ ვიცი,უბრალოდ,მეშინია -ნუ ნერვიულობ მაგაზე,მე მოვაგვარებ და შენ თუ რამე გითხრა დამირეკე და იმ წამსვე შენთან გავჩნდები. -კარგი-მოწყენილმა თავი დავუქნიე,მან კი უცხო ავტომობილისკენ მიმითითა -ჩემმა მეგობარმა მათხოვა მანქანა და გავისეირნოთ.ახლა გიორგის ადგილი ჩვენთან არ არის და გთხოვთ დამიბრუნოთ ჩემი ძველი ცანცარა და მხიარული ელენიკო-ხელები ფართედ გაშალა და ღიმილით გადმომხედა.შეუძლებელი იყო მის ასეთ ქცევაზე არ გაგცინებოდა და მეც ავკისკისდი. -მიდი გაქროლდი ჩემო ბედაურო! -არის ქალბატონო!-დამიძახა და მანქანა დაძრა. -შეიძლება გავიგო სად მივდივართ? -ისაუზმე უკვე? -მმმ..ჯერ არა -ჰოდა ჯერ სადმე გავიაროთ და დავნაყრდეთ,თორემ შენ მეგობრებს თუ დავუჯერებთ შეიძლება გადამყლაპო -კარგიი რააა შენც დამცინიი?-ვითომ მეწყინა და გავებუსხე. -ვსო ვსო ნუ მიბრაზდები,კრინტს აღარ დავძრავ -ჰოდა ეგრე ბიჭო-გათამამებულმა გამარჯვება შევიფერე -უყურეე რაა…მსუნაგო,ნუ ცდილობ რამეე წამომაცდინო,ჭკვიანად იცოდე-გაფრთხილების ნიშნად საჩვენებელი თითი დამიქნია, მე კი ხარხარი დავიწყე -ბატონო პოლიციელო,თქვენ გემორჩილებით-თავი დავუკარი და ორივემ ერთად სიცილი გავაგრძელეთ. მალე ულამაზეს ადგილას აღმოვჩნდი.გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.თეთრად გადაპენტილ მთებს შორის აღმოვჩნდით.ირგვლივ ყველაფერი თვალისმომჭრელად ლივლივებდა.ისეთი სიმყუდროვე სუფევდა,სამუდამოდ დარჩენას ინატრებდი. -დემეე,აქაურობა ულამაზესია -მიყვარს ეს ადგილი.როცა ბაკურიანში ჩამივდივარ ყოველთვის მოვდივარ-მის ნათქვამზე ეჭვის ჭიამ შემიპყრო.ესეიგი თუ აქ ყოველთვის მოდის ალბათ მეც პირველი არ ვარ ვინც მოიყვანა.ალბათ ყველა გოგოს ვისაც გაიცნობს აქ მოყავს და ხიბლავს.ნურას უკაცრავად მე არ დავშტერდები.სულელი არ ვარ..ჩემი ფიქრებიდან ისევ დემემ გამომიყვანა. -ელენე,რას შეუკვეთავ?რატომ ჩაფიქრდი?-როგორ მინდოდაა მეკითხა ვისთან ერთად მოდიოდა ხოლმე აქ მაგრამ თავს ვიკავებდი -მე სპაგეტი მინდა-უხალისოდ ვუთხარი და ისევ ჩავფიქრდი.ნერვები მეშლებოდა იმაზე რომ ნერვები მეშლებოდა.ცოტა დამაბნევლად ჟღერს მაგრამ გაღიმებასაც კი ვეღარ ვახერხებდი.დემე გაუჩერებლად ლაპარაკობდა,მე კი ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებდი -ელენე არ მისმენ?-უცებ გამოვერკვიე -კი როგორ არა გისმენ!ყველაფერი გავიგე,გააგრძელე-თავდაჯერებულად ვუპასუხე,მან კი ეჭვის თვალით გადმომხედა -რაზე ვლაპარაკობდი,აბა-წარბშეკრულმა მკითხა -მმმ… -ელენე საერთოდ არ მისმენდი?? -მმმ.. -არა საერთოდ არ მისმენდი!-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა -ვისთან ერთად დადიოდი ხოლმე აქ?-ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე -რა?-უცებ გახსნა წარბები და ღიმილით შემომხედა -დემე,მე გკითხე,ვისთან ერთად დადიოდი ხოლმე აქ!და ნუ იცინი! -ჰმმ…-წვერზე ხელი მოისვა და ეშმაკურად გამომხედა-მოდი მაგ კითხვის უკან რაც სინამდვილეში გაინტერესებს იმას გეტყვი.არა,ელენე,შენ გარდა აქ არავინ ამომიყვანია,არცერთი გოგო.მარტო დავდიოდი ხოლმე და ერთადერთი ადგილი იყო სადაც ყველაფერზე ფიქრი დაუსრულებლად შემეძლო.ახლა მინდა რომ შენც გაიზიარო ეს ყველაფერი-ნელა წამოიღო ხელი და ჩემს ხელს ჩაეჭიდა.ახლა მისი ღიმილი სრულიად განახვავებული იყო.ნაზი,მშვიდი და კეთილი.შვება ვიგრძენი თან შემრცხვა და გავწითლდი.-ამის შემდეგ მსგავსი აზრები თუ შეგაწუხებს,ფიქრით თავს ნუ დაიღლი,უბრალოდ მითხარი,კარგი? -კარგი-თავი დავუქნიე.მიხაროდა რომ ჩემი უსიტყვოდ ესმოდა,იმის მიუხედავად რომ რამდენიმე დღე იყო რაც მიცნობდა.პირველად შევხვდი მის მსგავს ადამიანს,აღტაცებული ვიყავი დემეთი.მხოლოდ ოცნებებში ვხატავდი და თავი სიზმარში მეგონა.მეშინოდა ეს ჩემი ნეტარება მალე არ დასრულებულიყო,უბრალოდ მინდოდა ძალიან,ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო. მალე ვისაუზმეთ თუმცა კარგა ხანი არ წამოვსულვართ.ფანჯრიდან დავინახე თეთრმა ფანტელებმა როგორ დაიწყო ცვენა და ის დღე გამახსენდა პირველად დემე რომ ვნახე. -პატარა ქალბატონო,ახლა არ გინდა გარეთ გავარდე და მაშინდელივით იყვირო და იხტუნო? -დემე,შენ ჩემს აზრებს კითხულობ, გეთაყვა!-უცებ წამოვხტი და ეზოსკენ გავირბინე.უაზროდ ვიცინოდი და თოვლს ჰაერში ვყრიდი.მოულოდნელად სახეზე რაღაც დარტყმა ვიგრძენი -იცი,ელე,პოლიციელებსაც გვიყვარს გუნდაობა-სიცილით მითხრა და ახალი გუნდის გაკეთება დაიწყო. -ოხ, ბატონო პოლიციელო,ეს არ იყო სამართლიანი!აი,ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა-დავუყვირე და გუნდა ვესროლე.პირველს მეორე მოყვა,მეორეს მესამე და ისე გავერთეთ ბოლოს ძალაგამოცლილები თოვლზე დავემხეთ. -დემე -ჰო -მადლობა!- ჩემს სიტყვებზე ღიმილით გადმომხედა და ლოყაზე მაკოცა - პირიქით,მადლობა შენ რომ ასეთი კარგი ხარ! ხუთი საათი ხდებოდა იქედან რომ წამოვედით.დემეტრემ სასრიალოდ წასვლა შემომთავაზა თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ძალიან მეშინოდა, გადავიფიქრეთ.უბრალოდ სეირნობა გადავწყვიტეთ და გადათეთრებულ ქუჩებს ნელა დავუყევით.მასთან საუბარი იმდენად სასიამოვნო იყო,დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე.ნელ-ნელა ბნელდებოდა,მე კი აღარაფერი მახსოვდა.უბრალოდ ვიყავით მე და დემე,თოვლის ფანტელები და განუსაზღვრელი დრო.კიდევ კარგა ხანს ვიქნებოდი მასთან ერთად ბავშვებს რომ არ დაერეკათ და სახლში მისვლა არ ეთხოვათ.მანქანაში მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია.სიმღერის ნაზი ჰანგები ყველაფერს ამბობდა…მე კი ბედნიერებით ვიყავი სავსე…ახლა აღარაფერი მაკრთობდა…თითქოს ქვეყანაზე ყველა პრობლემა მოგვარებულიყო…არაფრის მეშინოდა და სიხარულით გული გამალებით მიცემდა… -ელენე,არ მინდა იქ მიხვიდე,გიორგი…-არ დავასრულებინე ისე გავაჩერე -გიორგის მე მივხედავ -მართალია დიდი ხანია არაა რაც ვიცნობ მაგრამ არ ვინდობი.არ მინდა მასთან ახლოს იყო -არაფერი მოხდება -იცოდე რამე თუ გითხრა,ოდნავადაც რომ არ მოგეწონოს დამირეკე და წამოგიყვან -დემეტრე -არავითარი დემეტრე,უბრალოდ დამპირდი რომ დამირეკავ და იმწამსვე წამოგიყვან -კარგი,გპირდები -კარგი-გამიღიმა მან და მანქანა სახლთან გააჩერა. -მადლობა დემე,სასიამოვნო იყო შენთან ერთად დროის გატარება -ჩემთვისაც,ელენე-ლოყაზე მაკოცა,მე კი მისი სურნელით გაბრუებული,მანქანიდან ძლივს გადმოვბობღდი.სახლში როგორც კი შევედი გოგოები მომცვივდნენ, დროზე მიგვიყევი რა მოხდაო.დავპირდი რომ ძილის წინ ყველაფერს ვუამბობდი.მისაღებში დაქანცულმა შევაბოტე.იქ კი ბიჭები დამხვდნენ. -ნიკუუშ რავახარ ბრაატ-ხარხარით მივვარდი და ზურგში იმხელაზე შემოვარტყი მის მაგივრად მე მეტკინა.მან კი თავი დამიჭირა და თმები ამიჩეჩა. -ჰეიიი,ბავშვს ნუ აწვალებ-ხელზე უჩქმიტა ნინუცამ -ეს დაქალობის კოდექსის ერთ-ერთი პუნქტია?უეჭველი დაქალი უნდა დაიცვა?-გაიბუტა ნიკა,ნინუცა კი თავის საქმროს მთელი ძალით ჩაეხუტა -გითხარით უკვე თქვენზე რომ ვგიჟდები?-მათი შემხედვარე გული გამითბა.ყოველთვის მინდოდა რომ ისე შემყვარებოდა ვინმე როგორც ნიკას და ნინუცას უყვარდათ ერთმანეთი -რაო,ელენიკო,უკვე მკლავებში ჩაუვარდი იმ ძაღლს?-როგორც ყოველთვის,გიორგიმ თავისი ბოღმა ვერ შეიკავა და ამოანთხია -გიორგი,შენ ვინმეში ხო არ გეშლები?მადლობა თქვი რომ დილის ამბები ჩავყლაპე -შენ ვისში უნდა შემეშალო?ან რა უნდა ჩამიყლაპო.იმ ძაღლის სიტყვები ჯერ არ დამვიწყებია და მაგისთვის ვაზღვევინებ-ბოლომდე ვცდილობდი თავი შემეკავებინა.არ მინდოდაა გამეღიზიანებინა და დემესთვის სამაგიერო გადაეხადა.თუმცა ის მაინც არ წყვეტდა და მეც მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა -გიორგი გეყოფა და სიტყვებს დაუკვირდი,რას ამბობ-მშვიდად უთხრა ნიკამ თუმცა შევამჩნიე რომ თანდათან მწარდებოდა -მე უნდა გავჩერდე??მე უნდაა დავუკვირდე სიტყვებს?ეს რომ ვიღაცებთან დაეთრევა ეგ არაფერი ხო? -მე დავეთრევი ვიღაცებთან?ზედმეტები მოგდის და თავი შეიკავე.არ. მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ეს ჩემი ცხოვრებაა.როგორც მინდა ისე მოვიქცევი,იმას შევხვდები,და იმას გავყვები.შენ ერთი ბოღმიანი ბიჭი ხარ,რომელმაც თვითონაც არ იცის რა უნდა.სხვას ცხოვრებას უმწარებ და ამით ხარობ,თუმცა არ იფიქრო ჩემთან ასე მარტივად გაგივიდეს-ჩემი სათქმელი დავასრულე თუ არა მივხვდი,ძალიან გამწარდა ხელი მკლავში ჩამავლო და მთელი ძალით მომისროლა.თვალის დახამხამებაში დივანზე აღმოვჩნდი.იმ წამიდან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.ნიკამ გიორგის მუშტი მოუქნია და გაარტყა,გოგოებმა კი სხვა ოთახში გამიყვანეს.ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ისაა რომ მინდოდა იქაურობას მოვშორებოდი.მეც დემეს სიტყვები გამახსენდა,ტელეფონს მივვარდი და მისი ნომერი ავკრიფე. -დემე-ხმის კანკალით ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და მთელი ძალით შევეცადე ტირილი შემეკავებინა -დაწყნარდი,მოვდივარ-უთქმელად ყველაფერს მიხვდა და დამამშვიდა-ხუთ წუთში მანდ ვარ,მოემზადე. იმედი მომეცა.დემე მოვა და აქედან წამიყვანს,ჩემ თავს ვამშვიდებდი და თან ყველა ნივთს ჩანთაში ვყრიდი. -გოგო რას აკეთებ-შეშინებული შემეკითხა ანასტასია -მე აქ გამჩერებელი აღარ ვარ -გეხვეწები დაწყნარდი რა და ხვალ ყველაფერი მოგვარდება.-ჩემი შეჩერება სცადა თეკლამ -დემეტრეს დავურეკე და სახლში წავალ.აქ ვერ გავჩერდები.-რა აღარ მითხრეს,მაგრამ აღარაფერი მესმოდა.უბრალოდ იმ ადგილიდან გაქცევა მინდოდა და სხვა არაფერზე ვფიქრობდი.ჩემოდანი გასასვლელ კარებში გავაგორე თუ არა,დემეტრეც მოვიდა. -ელენე მანქანაში ჩაჯექი და მოვალ -არა რა დემე გეხვეწები წავიდეთ -დაჯექი და მალე წავალთ-ავტომობილისკენ ფეხის ცახცახით წავედი.დემეტრე კი სახლისკენ დაიძრა.დავინახე წინ ნიკა როგორ გადაეღობა.ბევრი ილაპარაკეს თუმცა ნიკამ შიგნით არ შეუშვა.ანასტასია სახლიდან გამოვიდა და ჩემთან მოირბინა. -ელე,აი,ეს დალიე-რაღაც წამალი და წყალი მომაწოდა-დემეტრეს გიორგისთან დალაპარაკება უნდა მაგრამ ნიკა არ უშვებს,ცხელ გულზე არ ღირს პრობლემის გადაჭრაო.მოკლედ ახლა შენზე ლაპარაკობენ,დემე თავის მეგობრის სახლში წაგიყვანს და მერე შენ გადაწყვიტე -არა თბილისში მინდა! -ახლა გვიანია, ელე,ვერსად წახვალთ.კარგი ბიჭია დემეტრე, დაუჯერე.-ამასობაშიც დემეც მოვიდა და საჭესთან დაჯდა. -გაუფრთხილდი დემეტრე-დაუძახა ნიკამ და ხელი დაუქნია.ანასტასიამაც მაკოცა და დავემშვიდობე.ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.იმ დღეს ვწყევლიდი აქ რომ ჩამოვედი.ვფიქრობდი,ნეტავ დემესთვის დამეჯერებინათქო მაგრამ უკვე გვიანი იყო.ჩემთვის მსგავსი შეურაცხყოფა არავის მოეყენებინა და ამას ვერ ვინელებდი.უცებ მანქანა გაჩერდა და დემეტრე გარეთ გადავიდა,თან მანიშნა გავყოლოდი.მეც დავუჯერე და წინ ავეტუზე.ერთ ხანს ჩუმად იყო და მაკვრიდებოდა მერე ხმა ამოიღო -ელე,ნუ ტირი რა -მე…ისე მრცხვენია…არ ვიცი რა ვქნა -არა,არა ჩემი ნუ გრცხვენია.არ შევარჩენ არაფერს მაგ ნაბიჭვარს -არ მინდა,რამე დაგიშავოს-ხმის კანკალით ვუთხარი და ისევ მწარედ ავქვითინდი.ნელა მომიახლოვდა და ხელები ნაზად მომხვია.თმაზე ხელს მისვამდა და ცდილობდა დავემშვიდებინე. -ელენე…მინდა იცოდე,ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და გპირდები,ვერასდროს ვერავინ,ვერაფერს ვერ დაგიშავებს-ვიცოდი არ მატყუებდა…ვიცოდი თავის სიტყვას შეაარულებდა…ვიცოდი რომ უსაფრთხოდ ვიქნებოდი. ისევ ვიგრძენი წინანდელი ბედნიერება…ვხვდებოდი რომ დემე მართლა არ გავდა სხვებს,ის ერთადერთი იყო…ერთადერთი იყო მხოლოდ ჩემთვის და ისე დავისაკუთრე მის დათმობას არაფრის ძალით არ ვაპირებდი. დემეს მეგობრის საცხოვრებელი საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა.ორსართულიანი დიდი სახლი გარშემო გრძელი და ფართე აივნებით იყო გარშემორტყმული.შიგნით გათოშილებიი შევცვივდით.ორი უცხო ბიჭის დანახვაზე დავირცხვინე და დემეს ზურგს უკან ამოვეფარე. -ჰეიი ნუ გრცხვენია-წინ წამოიწია ცისფერთვალება ქერა ბიჭი და ხელი ლაღად გამომიწია.-მე ლუკა ვარ,ეს კი ალექსანდრეა ხელით მანიშნა შავტუხა სერიოზულ ბიჭზე,რომელმაც იმ წამსვე გულწრფელი ღიმილი აიკრა. -შენზე ბევრი გვსმენია ელენე- მითხრა ალექსანდრემ და ხელით დივნისკენ მანიშნა,დაჯექიო. -იმედია,მხოლოდ კარგი-გავიღიმე და დემეტრეს თვალმოჭუტული გადავხედე -რა თქმა უნდა მხოლოდ კარგი-გაეცინა ალექსანდრეს. -აბა ელენე,მე ვიცი რომ შენც ჩემსავით კაი მამაპაპური თოხლაობა გიყვარს.ხოდა ახლა ნაზვა და პრანჭვა არ გვინდა უნდა მაჩვენო მთლიანი შესაძლებლობა,მჯოკრავ თუ ვერა. -არა რას ამბობ, ახლა მართლა გვიანია,თან უკვე მივირთვი -აუუუ დემეეე ეს იპრანჭებაა და უთხარიი რამეეე-პატარაა ბავშვივით აწუწუნდა,მე კი ხარხარი ამიტყდაა-ახლა კარგად იცინი გენაცვალე და ჩემთან შეჯიბრს არ კადრულობ?თუ შეგეშინდა?-მოჭუტული თვალებით გადმომხედა.მეც გავთამამადი და არ დავუთმე -როგორ გეკადრება!როცა გინდა სადაც გინდაა იქ შევეჯიბროთ,ოღონდ მერე დამარცხების ქვითინი არ გვინდა რა. -აი,ეგრე შე ქალო.მშია გამწარებული და ალექსანდრემ სანამ არ მოვლენ არაფერს პირი არ დააკარო.-უცებ ჩამავლო ხელი და სამზარეულოსკენ გამაქანა.ჩემდა გასაკვირად,მაგიდა ისე კოხტად იყო გაწყობილი,ვერავინ იფიქრებდა რომ ეს ბიჭებმა შეძლეს. -თამაშის წესები ასეთია:ერთად ვიწყებთ ჭამას და ვინც უფრო მეტ სენდვიჩს შეჭამს,ის იქნება გამარჯვებული. -კი ბატონო-ხელი გავუწოდე და მანაც ჩამარტყა.შეჯიბრი დაიწყო თუ არა ერთ წუთში,მეორე სენდვიჩი ჩაამთავრა.გაკვირვებული ვუყურებდი ისე სწრაფად ყლაპავდა და სიცილს ძლივს ვიკავებდი.ლუკა პოზიტივს ასხივებდა და შეუძლებელი იყო არ გადმოგდებოდა.ჭამას ვეღარ ვახერხებდი,უბრალოდ ვიჯექი და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი -გადაგრია ხო ამ გიჟმა-ნელა შემოაბიჯა დემემ და გვერდით მომიჯდა. -უსაყვარლესია -ჰო მაშინ გაგიჰარდება და გეტჰხვი დემემ თქვა,სენ და ელენე ჯალიან გავჰართ ხასიათებითო-პირგამოტენილმა ძლივს ამოიბურტყუნა -შენ მე ვერ შეგედრები,მაგრამ მიხარია ეგრე თუ ფიქრობს -ფიქრობს კი არა გადარიე ბიჭი-გაიკრიჭა ლუკა -ლუკა გაჩუმდი-თვალები დაუბრიალა დემემ,მე კი მათი შემხედვარე ისევ გაუჩერებლივ ვხარხარებდი -რა ვთქვი ეხა ისეთი -ლუკათქოო!-უფრო მეტი სიმკაცრით შეაჩერდა -რააა?? -ალექსანდრე მოდი აქ და გაიყვანე შენი ძმაკაცი თორე შემომაკვდება -ვინ ხარ შენ ასეთი ცოფიანი,ვინ აგიტანს? -ალექსანდრე დროზე მოდი-ხმამაღლა დაიძახა დემემ და ლუკასკენ გაექანა.ბიჭიც მალე შემოვარდა ოთახში და მოჩხუბრებს შუაში ჩაუდგა -კაი დემე ნუ უბრაზდები,ცოდოა-მეც ფეხზე წამოვხტი და ლუკას გამოვექომაგე. -ვაიმე რა გოგოა,ოქრო და ბაჯაღლო!ახლა მივხვდი ერთი წელი რატო ელოდებოდი-ამის თქმა და დემეს გაცეცხლება ერთი იყო.ბიჭს საყელოში წვდა და ჰაერში მოფრიალე ოთახიდა გაათრია.მე კი გაკვირვებული ერთ წერტილს მივაჩერდი.ანუ დემეს ვიღაც ერთი წელია უყვარს?მაშინ ჩემთან რაღა უნდა?მე ხომ რამდენიმე დღეა რაც მიცნობს!ანუ უბრალოდ მიყენებს?!ამ ფიქრებში გართულმა,ისე სწრაფად მივალაგე მაგიდა,მე თვითონაც ვერ გავიაზრე.უცებ ვიღაცის მზერა ვიგრძენი და უკან მივიხედე.კარებში დემე იდგა და მიყურებდა -გიხდება დიასახლისობა-გამიღიმა,მე კი მისი სიტყვები დავაიგნორე -დემეტრე ჩემი ოთახი მაჩვენე,ხვალიდან კი აღარ შეგაწუხებ -კარგი რა ელენე.არასწორად გაიგე -ყველაფერი ძალიან სწორად გავიგე!ჩემი გამოყენების უფლებას არავის მივცემ.აქ არ მყავს ჩემი მანქანა თორემ დღესვე წავიდოდი! -ელენე მომისმინე! -არ ვაპირებ შენ მოსმენას.საერთოდ შენთან ლაპარაკსაც არ ვაპირებ!უბრალოდ მითხარი რომელია ჩემი ოთახი -მეორე სართულზე პირველივე ოთახი,მაგრამ შეცდომას უშვებ უბრალოდ მომისმინე -მე მოვრჩი შენთან ლაპარაკს-არც შემიხედავს ისე გავვარდი და ოთახში ჩავიკეტე. როგორ გამიკეთა,რა დავუშავე,რატომ არაფერში არ მიმართლებს??ვერ ვიტან ვერ ვიტან.გულში ვლანძღავდი დემეს და ჩემ თავზე ნერვები მეშლებოდა.სულელი ხარ ელენე,უტვინო,გამოშტერეებული.აქამდე არავის მოუტყუებიხარ,ყველა ბიჭი ზომავდა თავიანთ ნაბიჯს მაგრამ არააა 23 წლის ასაკში გაგაცუცურაკეს.მეტის ღირსიი ხარ ელენე,მეტის ღირსი!ჰაერი აღარ მყოფნიდა,ვეღარ ვსუნთქავდი და ვეღარც იმ ოთახში ვჩერდებოდი.გამახსენდა რომ გარეთ დიდი აივანი ჰქონდათ და მეც იქ გასვლა გადავწყვიტე.პლედმოხვეული იქვე მდგარ გრძელ სარწეველაში ჩავეშვი.მივხვდი რომ ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა.ცრემლებს გასაქანი მივეცი და ნელ-ნელა დამშვიდება დავიწყე.უეცრად ვიგრძენი გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა,მივხვდი დემე იყო და სწრაფად წამოვდექი. -ელენე მომისმინეთქო-ხმა გამკაცრებოდა და მივხვდი სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა -რა ვერ შეიგნე,არ მაინტერესებს შენი სიყვარულის ისტორიები,არა!-ხელი ჩამავლო და მაინც ძალით დამსვა. -მანამდე არ გაგიშვებ სანამ ბოლომდე არ მომისმენ და მერე როგორც გინდა ისე გადაწყვიტე.არ შეგეწინააღმდეგები.-მივხვდი გაჯიუტებას აზრი არ ქონდა,ვერ მოვერეოდი და დავნებდი.-მოკლედ ყველაფერი წინა ზამთარს დაიწყო -ყოჩაღ ძაან მაგარი ხარ-დემეს ნერვების მოშლა გადავწყვიტე -ელენე! -ჰო გისმენ -ხოდა წინა ზამთარს ისევ მორიგე ვიყავი -დედა როგორ მეწყინა?მერე ბიჭო მერე… -ელენე!ვითმენ -გისმენ, კაცო, გისმენ!-ძალიან ბრაზდებოდა,მე კი ნამდვილად არ მინდოდა დემეტრეს მსხვერპლი გავმხდარიყავი ამიტომ გავჩუმდი -ქუჩაში ნელა მივდიოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი-უცებ გაჩუმდა და ალმაცერად გადმომხედა-არ აგრძელებ? -არა,მოვრჩი -კარგი,მოკლედ ვაკვირდებოდი ყველაფერს,იმიტომ რომ ახალ წელს ქუჩაში ბევრი ნასვამი მოძრაობს.ბევრი ინციდენტი ხდება და არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა.იმ დროსაც წლევანდელივით ბარდნიდა და გზები მოყინული იყო.უცებ შევამჩნიე,ახალგაზრდა გოგო როგორ მიაბიჯებდა მარტო ქუჩაში და გამიკვირდა.ჯერ ვიფიქრე რომ ჩემი საქმე არ იყო,მაგრამ მერე მივხვდი შეიძლება რამე დამართნოდა და უკან შეუმჩნევლად ავედევნე.ვაკვირდებოდი როგორი შეშინებული მიაბოტებდა და ჩემთვის მეცინებოდა.გულში ვფიქრობდი კიდევ კარგი ჩემი მეწყვილე გავუშვი თორემ აუცილებლად დამცინებდათქო.დამფრთხალი თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა და სიარულის ტემპს არ ანელებდა. ისეთივე სწრაფი ნაბიჯებით შეუხვია გოგონამ მოსახვევში და დაღმართზე დაეშვა.მეც უკან მივყევი და თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი,ისე სწრაფად აუსრიალდა ფეხი და დაგორდა.პირველი რაც მოვახერხე სასწრაფოში დავრეკე და მანქანიდან სწრაფად გადავხტი.გოგონა უგონოდ იწვა,სახეზე ფერი არ ედო და ტუჩები დალურჯებოდა.ამის მიუხედავად ისეთ სათნოებას და კეთილშობილებას ასხივებდა თავი დავკარგე.უგონოდ მყოფმა დამატყვევა და დამამუნჯა.ვიჯექი და დავჩერებოდი-დემეს ვუსმენდი და გული საგულედან ამოხტომას ლამობდა.თვალები მეწვოდა და ხელები მიკანკალებდა.ეს ამბავი ჩემთვის ზედმეტად ნაცნობი იყო და დასასრულის მოსმენა მაკრთობდა. -სასწრაფის ძალიან დააგვიანდა-განაგრძობდა ის- ლოდინი შეუძლებელი იყო,ამიტომ უცნობის სიფრიფანა სხეული ნაზად ავწიე,მანქანაში დავაწვინე და უახლოეს საავადმყოფომდე მივიყვანე.სამწუხაროდ მისი იქ დატოვება მომიხდა,რადგან გამომიძახეს.მთელი ღამე მისი სახე გონებიდან ვერ მოვიშორე,მეორე დღეს კი საავადმყოფოში მისულს,გაწერილი დამხვდა.რამდენიმე დღე მოსვენება დავკარგე,აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა,მივხვდი თავს ვერაფერს ვუხერხებდი და აუცილებლად უნდა მეპოვა.ბევრი ვეძებე და ვიპოვე. -იპოვე?-ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი -კი,ვიპოვე.-თავი დამიქნია და ჩაწითლებული თვალები შემომანათა-ერთი წელი მის სახლთან ვათენებდი და ვაღამებდი,დავდიოდი უნივერსიტეტში და ჩემთვის უცნობ ხალხთან ვხვდებოდი.შორიდან ვტკბებოდი და ესეც კი მყოფნიდა ბედნიერებისთვის. მისი ყველა ნაბიჯი შევისწავლე,ვისწავლე რა უყვარდა,რა სძულდა,რა უხაროდა და რა წყინდა.მთლიანად შევისწავლე და მივხვდი რომ უნდა გამეცნო.უმოქმედოდ ჯდომა აღარ შეიძლებოდა და უნდა მეაქტიურა.თუმცა არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი ისე რომ არ დამეფრთხო.ჩემდა საბედნიეროდ მალევე გამიმართლა.ისევ ახალი წელი დგებოდა,ციდან ისევ ლამაზად ბარდნიდა,მე კი მისი კორპუსის წინ ვიდექი.ვიდექი და ველოდებოდი.თითქოს ვიცოდი რომ ჩამოვიდოდა და მართლაც მალევე შევამჩნიე. გადარეულივით დახტოდა ტრიალებდა,თოვლს ჰაერში ყრიდა და მღეროდა.მივხვდი დრო იყო, ძალა მოვიკრიბე და მანქანიდან გადავედი -დემე-თვალებიდან ცრემლები მცვიოდა,გული დამიმძიმდა და ვეღარ ვლაპარაკობდი -ეს იყო ყველაზე გრძელი გზა ქუჩის ერთი მხრიდან შენამდე ელენე! -დემე-ისევ ვტიროდი,ისევ მიხაროდა,ისევ მივხვდი რომ დემე არ მატყუებდა -ელენე,მიყვარხარ!პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდიდა მას შემდეგ შენ გარდა არავისზე მიფიქრია გქონიათ მომენტი როცა სიხარულისგან გინდა იყვირო,იხტუნო,იცეკვო და ყველაფერი დაამსხვრიო მაგრამ უბრალოდ მუნჯდები?აი,ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავი მაშინ და ვერაფერს ვამბობდი.მართლაც დემეტრე ის ადამიანი იყო რომელმაც ჩემში გადატრიალება მოახდინა.მის ერთ სიტყვასაც კი ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა,მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ძალიან ცოტა დრო იყო მისი გაცნობიდან გასული.თითქოს ისევ ჩემს აზრებს მიხვდაო აჩქარებით მომიგო -არ არის ელენე საჭირო ახლავე გამცე პასუხი.მე დაგელოდები,არაფერს დაგაძალებ -ჩუ-გავაჩუმე და მთელი ძალით მოვეხვიე-მეც მიყვარხარ დემე… რა მნიშვნელობა ქონდა დროს.აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა. მე მას ვუყვარდი,მე კი ის მიყვარდა.ჩემთვის ეს საკმარისი იყო და არ ვაპირებდი გამეშვა.გამეშვა და მერე მენანა. როცა ადამიანი იბადება მისი ცალიც იბადებაო,ამბობენ.უხილავი ძაფი იბმება მათ შორის და არასდროს იკარგებიანო,ამასაც ამბობენ.რაც არ უნდა დაშორდნენ მაინც ერთმანეთს ეყრებიანო,ამატებენ. ნეტავ სიმართლეაო?იკითხავთ ალბათ…მე კი პასუხი არ მაქვს… ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ როცა მას შეხვდებით,ხელი მთელი ძალით ჩასჭიდეთ,მთელი ძალით და აღარასდროს გაუშვათ… დასასრული... სულ ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველი მოთხრობა ავტვირთე.იმდენად დადებითად დამმუხტა თითოეულმა თქვენმა კომენტარმა რომ ერთი სული მქონდა ახალი მოთხრობით დავბრუნებულიყავი. ხოდა ახალი პაწაწუნა ისტორიით გიბრუნდებით,მე კი მოუთმენლად დაველოდები თქვენს შეფასებებსა და შენიშვნებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.