შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუკა კუხიანიძე - თოვს


3-05-2017, 20:55
ავტორი teklash
ნანახია 2 425

თოვს უკვე სამი საათია.
თოვს უმოწყალოდ, ტირილით - ისე...
მე იმდღის თვეც მახსოვს და დღეც მახსოვს,
საათიც კი მახსოვს, იმდღის.
ახლავე! ყველა ჩემს ფიქრს,
ოცნება უნდა დაერქვას.
მე არ ვფიქრობ და არსოდეს წარმოვიდგენ
უბედურს დასასრულს.
მაინც გასახარია, თუ
ნაცვლად ხვალისა,
დასასრული კვირებში მოვა.
ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი,
მიქეანება დასასრულისკენ -
და გაეხელებული იგი ხმააწეული კივის -
ახლავე! ახლავე! ახლავე წადი, დამტოვე მარტო,
რაკი ხვალ მაინც მიმატოვებ.
ცხოვრება - უცნაური, საუცხოო,
იმაზე ჭკვიანი, ვიდრე გამოხატავ.
და ათასი რამ ტყუილი მოღალატეებთან
რომ უთქმელად დატოვე,
მე იგი მახსოვს.
მათ შეატოვე ერთგულთა ნიღაბი.
მე ესეც მახსოვს.
იქნებ წუთით...
წუთით, ის გაიგოს ყველამ, რასაც თვითონ არასოდეს ვიტყვი.

ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი-მეთქი,
მიექანება დასასრულისკენ -
და თუმცა, ახლა, სულ სხვა ფერი დაედო ცას,
ტირილი უცრემლოდ, ტირილი უცრემლოდ...
მე მემართება.

გამჭირვალე ლურჯ ფარდას სარკმელი დავამალინე
და ახლა მშრალი სისველე მინებს ასკდებათ.
ისევ ნაკლები ეძიე მასში,
რომ მოკლას ის მონატრება,
მხოლოდშობილი.

თოვს უმოწყალოდ, ტირილით - ისე...
თოვს უკვე სამი საათი
და წუთებია.


2017 წლის 4 აპრ.

ლუკა კუხიანიძე, 2017წ. გენიალური ქართველი მწერლის, ლუკა კუხიანიძის უიშვიათესი ლექსი, ესე იგი, უიშვიათესი პოეზია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent