შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (სრულად)


18-07-2018, 01:34
ავტორი Stranger things
ნანახია 16 028

თავი 1
-არა დედა,არა...მაგას როგორ მეუბნები...ვიცი...ვიცი,რომ გვიჭირს, მაგრამ არ შემიძლია...გთხოვ.-ჩემი ბიძაშვილი დედამისის წინ იდგა მუხლებზე და სახეზე სიმწრის ცრემლები ნიაღვარად დასდიოდა,სახეზე საზარელი სასოწარკვეთილება გამოსახვოდა და თვალებით თითქოს დახმარებას ითხოვდა.
-მორჩა შენს ხმას აღარ გავიგებ!-ქალბატონი ნინო გამართული იდგა და უემოციოდ დაჰყურებდა ერთადერთ ქალიშვილს.- არჩევანი არ გაქვს.როგორც გინდა ისე შეაყვარებ იმ ბიჭს თავს და ცოლად გაჰყვები.

„-ქალბატონო ნინო ძალან ვწუხვარ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა...."

ამ სიტყვებით დაიწყო ყველაფერი.აქამდე დიდი და ძლიერი ოჯახი ვიყავით...შემდეგ... შემდეგ კი ის საშინელი ავიაკატასტროფა,სადაც მშობლები და საყვარელი ბიძა დავკარგე. საფრანგეთში მიფრინავდნენ, როდესაც მათი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დღემდე უცნობი იყო მათი ადგილ- სამყოფელი,ჩვენ კი უკვე ვხვდებოთ,რომ ისინი გარდაცვლილები იყვნენ. დაკრძალვაც იყო და დამშვიდობებაც. ორივე მშობლს ერთად დაკარგავამ იმხელა ტკივილი მომაყენა,რომ წამში გაქრა ძველი ელენა და ფიტულს დავემსგავსე,ერთ დროს ქალაქის ყველაზე ძლიერი ოჯახი ახლა დანაწევრებული იყო, რამდენიმე თვე მოგვცეს თითქოს ამოსასუნთქად, აი შემდე...შემდეგ კი დაიწყო პრობლემები. მამა და ბიძია მნიშვნელოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად მიდიოდნენ,მათი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი ჩაიშალა.ასე კომპანიამ რამდენიმე მილიონი იზარალა,მამაჩემის ადვოკატმა კი დარჩენილი ქონება მიითვისა და გაუჩინარდა. მე, ჩემი ბიძაშვილი ლიზა და ნინო ბიცოლა დიდი ვალების წინაშე აღმოვჩნდით.ახლა კი როგორც ჩანს ქალბატონი ნინო გამოსავალს შვილის სარფიანად გათხოვებაში ხედავდა.
-კი მაგრამ,არც კი ვიცნობ დედა...ვერ ხვდები,რომ სრულიად შეუძლებელს მთხოვ?!რას ქვია თავი უნდა შევაყვარო?!
-ხვალ მივემგზავრებით მის ოჯახში სტრუმრად რამდენიმე თვით... ლიზა ყელამდე ვალებში ვართ და თუ გინდა,რომ სიღატაკით სული არ ამოგვხვდეს,ამ წინადადებას უყოყმანოდ დასთანხმდები.- ამ სიტყვებით ქალბატონი ოთახიდან გავიდა, კიდევ ერთხელ მოავლო უემოციო მზერა ქალიშვილს და გაუჩინარდა.
-არ მჯერა...ამას როგორ მიკეთებს?!მერამდენე საუკუნეა?!... საეთოდ იმ ბიჭმა იცის რამე?!ელენა....-იატაკზე იჯდა და მოთქვამდა,მე კი გაუნძრევლად ვიჯექი და ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვერ ვეხმარებოდი.ამიტომაც უბრალოდ ავდექი და გამოვედი...იმ ადგილას წავედი სადაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში დიდ დროს ვატარებდი,ვიჯექი და წარსულზე ვფიქრობდი...ძველ ელენაზე...
6 თვის წინ...
-ლიზ!-ბიძას სახლში ვიყავი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.ამ ოჯახში ჩემს სიგიჟეებს ყველა შეჩვეული იყო,მხოლოდ ნინო ბიცოლა მიყურებდა ხოლმე დაბღვერილი,ახლა კი სახლში არავინ იყო,რადგან კომპანიაში ახალი კონტრაქტის საბუთებს ამზადებდნენ.-თუ ოც წუთში ჩემს წინ არ იდგები გამზადებული უშენოდ წავალ!
-რა გაყვირებს ამ დილაუთენია?-ლიზა პიჟამოებითა და ჩუსტებით გამოჩნდა კიბის თავში,თმა ჩალასავით ედო თავზე და ახლაგაღვიძებული ისრესდა დასიებულ თვალებს.
-რვა საათია უკვე!და შენ ზუსტად თვრამეტი წუთი და ორმოცდა სამი წამი დაგრჩა,იმისათვის რომ სპორტულად ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოხვიდე სარბენად.
ბუზღუნის,წუწუნისა და ისტერიკის შემდეგ,რომ გამოუძინებელი იყო და არსად წამოვიდოდა,საბოლოო ჯამში უკვე ჩემს გვერდით დარბოდა.
-გუშინ ის შანელის ჩანთა რომ განახე,ორ კვირაში იმის პრეზენტაციაა მილანში და წასვლას ვაპირებ,ხო წამოხვალ?- მკითხა და ყურსასმენები მოირგო.
-არაა მე არ მინდა...მამას თვითმფრინავით წადი და გოგოებიც წაიყვანე.- ამ და კიდევ სხვა „უმნიშვნელოვანეს" თემებზე ვსაუბრობდით, როდესაც ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და მალე თვალები სიმწრის ცრემლებმა დამიბინდა.
-ღმერთო...გაიწიეთ თუ შეიძლება...ჰაერი სჭირდება...კარგად ხართ?- სასიამოვნო ხმა ჩამესმოდა და ვიღაც გრილ ხელებს მისვამდა სახეზე.-შემაშინეთ,ისე უცებ გადმოხტით,საჭე ვეღარ დავიმორჩილე...
ხელების პატრონს დავაკვირდი და დავრწმუნდი რომ,მოვკვდი და სამოთხეში აღმოვჩნდი,იმიტომ რომ ასეთი ღმერთკაცი დედამიწაზე ვერ იარსებებდა...
ცოტა ხნის შემდეგ გავიაზრე,რომ სირბილის დროს ველოსიპედი დამეჯახა და ახლა ასფალტზე ვიყავი გართხმული.
-თვალები სად გაქვს?თან მე გადმოვხტი არა?!წინ რომ უნდა იყურო არ გასწავლეს?!-შეტევაზე გადავედი.ბიჭი ასეთ რეაქციას არ ელოდა,ამიტომაც თავიდან დაიბნა,შემდეგ ირონიულად ჩაიცინა და წამოდგა.
-კარგად ყოფილა.
-რა კარგად?!რა კარგად?!რამე რომ მომსვლოდა,ახლა შენი ფერფლიც კი აღარ იარსებებდა!ხეპრე!
-მისმინე პატარა ქალბატონო...ვიცნობ შენისთანა მამიკოს გათამამებულ გოგოებს და ვიცი რა ჩიტიც ხარ, ძალიან რომ არ ყოფილიყავი დაკავებული ჭორაობით,დარწმუნებული ვარ დაინახავდი, რომ ეს ბილიკი ველოსიპედით მოსიარულებისთვისაა.
ლიზა გაკვირვებული გვიყურებდა ხან მე, ხან ჩემს პოტენციურ მკვლელს.
-არაფერიც!-ხელი ავიქნიე.-იცი რაა...შენთან ლაპარაკის გაგრძელებას არ ვაპირებ და კარგად ბრძანდებოდე.
ვთქვი და გაბრაზებული გამოვბრუნდი უკან.
-არანორმალური ხარ გოგო?!-მაშინვე მეცა ლიზა.
-რატო ვითომ?!-შევიცხადე.
-ის ბიჭი რომ დავინახე,მე ლამის იქვე ჩავიკეცე,ხმაც კი ვერ ამოვიღე შენ კი ლამის დაახრჩე.
-რათ გინდა გარეგნობა,ვერ დაინახე რაები მითხრა?!
-ღირსი კი იყავი.
-მე?!
-კაი,ხო აღარ დაიწყო...თუმცა აუცილებლად გავიგებ ვინ არის.
-რა იყო ლიზაა...ერთი დანახვით ხომ არ შეგიყვარდა...ან საიდან უნდა გაიგო ვინაა?
-ეგ მე ვიცი.
ჩუმად მივდიოდით,მე კი მომხდარზე ვფიქრობდი და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ გიჟივით მოვიქეცი და მართლაც ჩემი ბრალი იყო.აი საღამოს კი აღარც სიმპატიური უცნობი მახსოვდა და აღარც „ეპიკური დაცემა".მე და ლიზა მისაღებში ვისხედით და რაღაცაზე ვიცინოდით,როდესაც ოთახში ნინო ბიცოლა შემოვარდა, ქალს სახე გაფითრრბოდა და სახეზე ცრემლები სდიოდა.
-ელენე...ლიზა...რამდენიმე საათის წინ ჩვენი კომპანიის თვითმფრინავი ჩამოვარდა...ისინი...ვერ პოულობენ...თქვეს,რომ დიდი ალბათობით ცოცხლები აღარ არიან...-თითქოს იმ წამს თავში რაღაც ჩამარტყესო,თავიდან ვერ გავიაზრე,ბოლოს როდესაც განძრევა შევძელი ფეხზე წამოვდექი და კარისაკენ დავიძარი.
-მე...მე მალე დავბრუნდები.-კარს უკან კიდევ ისმოდა ნინო ბიცოლასად და ლიზას გოდება.
არ ვიცი სად მივდიოდი,უბრალოდ ბნელ ქუჩას მივყვებოდი და ვგრძნობდი რომ მარტო ვიყავი...ყველაზე მარტო სამყაროში... ჩემს წინ ავტობუსი გაჩერდა და მეც დაუფიქრებლად ავედი, ერთადერთი მგზავრი ვიყავი, თავი ფანჯარას მივადე და სიბნელეში გავიხედე...არ ვიცი რა დრო გავიდა..წამები...წუთები თუ საათები,ავტობუსი გაჩერდა.
-ეს ბოლო გაჩერებაა.-შემატყობინა მძღოლმა,წამოვდექი და დაუდევრად მივეცი ფულის კუპიურა.
-ხურდა დაიტოვეთ...
-კი მაგრამ აქ ძალან ბევრია...
მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე ისე დავუყევი ჩაბნელებულ ქუჩას. შემაღლებულ ადგილზე ვიყავი წინ ქალაქის ხედი იშლებოდა,იქვე ჩამოვჯექი და ახლა იწყეს ცრემლებმა დენა,თითქოს მხოლოდ ამ წამს მივეცი ჩემს თავს უფლება სუსტი ვყოფილიყავი,გვერდით მაღალი სილუეტი დავლანდე.ბიჭი მომიახლოვდა და ერთხელ გადმომხედა,მის სახეს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ იმ უკუნითში კი ვიცანი.


თავი 2


მე უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა,ამიტომაც წასვლა ვარჩიე.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.-მითხრა ირონიულად.
-არ მეშინია.
-აბა რაა...ზარი მამიკოსთან და ჩემი ფერფლიც კი აღარ იარსებებს.-ჩემი სიტყვები გაიმეორა.-ეგ როგორ დამავიწყდა.
და იმ წამს თითქოს ტვინში რაღაც გადამეკეტა, ეს ალბათ უბრალო ირონია იყო მაგრამ მე თითქოს გავიაზრე, რომ ამიერიდან აღარ მყავდა მამა და ვეღარასდროს დამეხმარებოდა ისე როგორც ძველებურად,ვეღარასდროს ჩავეხუტებოდი და მივაჩერდებოდი კატის თვალებით,რომ ძვირადღირებული ჩანთა ან ფეხსაცმელი მინდოდა, ვეღარ შევძლებდი იმის დანახვას როგორ უბრწყინავდა თვალები ჩემი დანახვისას, ვეღარასდროს დავუძახებდი „მამას".მხოლოდ იმ წამს შევიგრძენი მთელი სიმძაფრით,რომ მარტო ვიყავი...თითქოს ჰაერი გამოილია, სუნთქვა მიჭირდა და უღონოდ ჩავიკეცე ცივ,ნამიან მიწაზე.
-ღმერთო...შემომხედე...-სადღაც შორიდან მესმოდა ბიჭის ხმა, მაგრამ ნათლად აღვიქვამდი ხელს,რომელსაც მონოტურად მისვამდა სახეზე.-ცუდად ხარ?...მისმინე, უნდა დამშვიდდე, ისუნთქე...ჯანდაბა!ნუ მაშინებ პატარა ქალბატონო, უბრალოდ ჩაისუნთქე.
ნელ-ნელა დავმშვიდდი,მაგრამ პირს მაინც ვერ ვაღებდი,რომ ერთი სიტყვა მაინც მეთქვა, საშინლად მეწვოდა ცხვირი და ყელი, რაც სუნთქვას მიძნელებდა, წინ ვიყურებოდი,მგარამ მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი ნათლად,თითქოს ღრმა უფსკრულში ვიძირებოდი,ირგვლივ კი არავინ და არაფერი იყო,რომ ხელი მომეკიდა და თავი დამეღწია სიცარიელისათვის, მხოლოდ შავ ფერს აღვიქვამდი...ვიძირებოდი...უსაშველოდ ვიძირებოდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე,მაგრამ ფაქტი ერთია, უცნობი ისევ ისე იჯდა,არ ინძრეოდა, მე კი თავი მის გულზე მედო და მის გულის ცემას ყურს ვუგდებდი. გულის ცემა, რა მარტივი სიტყვებია არა?!—გული,ცემა. მაგრამ წარმოიდგინე,რომ შეწყდა...შენი საყვარელი ადამიანის მკერდში გულის ცემა შეწყდა. რას იგრძნობ?!...სწორედ ასე ვგრძნობდი თავს...ცარიელად...სუსტად... მარტოდ.
-სახლში მინდა.-ამოვიკნავლე სუსტად.ვიცოდი, რომ სრულიად უცნობი იყო,რომელმაც არც ისე კარგი „პირველი შთაბეჭდილება" დატოვა,მაგრამ რაღაც მაზოხისტურად მექაჩებოდა მისკენ, ანდაც უბრალოდ ინსტიქტებს მივყვებოდი.
-უკეთესად ხარ?
-კი.
აღარაფერი უთქვამს,თითქოს ჩემს დარდს უთქმელად ხვდებოდა, მანქანში ჩავსხედით, მე ჩემი სახლის ზუსტი კორდინატები ვუთხარი,მან კი უბრალოდ მანქანა დაძრა.
-დღევანდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, ჩემი ბრალი იყო, უბრალოდ იმ წამს ძალიან ავნერვიულდი და დაუფიქრებლად გითხარი ის სიტყვები, დიდი ბოდიში.- დავიწყე, რადგან იმ წამს ყველაფერზე მინდოდა ფიქრი, გრადა ერთისა...
-მე...-დაიბნა,ალბათ არ ელოდა-არც მე დამიკლია,ასე რომ გავსწორდით.-თავი ისე გააქნია, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.-კარგია,როდესაც ადამიანს არ უჭირს პატიების თხოვნა.
-ხო,მითუმეტეს მამიკოს გათამამებულ პრინცესას.
-ხო,მართალი ხარ მანდ ზედმეტი მომივიდა...მგარამ.-ჩაფიქრდა თითქოს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა,ბოლოს მაინც თქვა.-არ მეტყვი წეღან რა მოხდა?
-კი.-მაინც ვერ ავცდი.-დღეს...მშობლები დავკარგე...
უეცრად მანქანა მოწყვეტით გაჩერდა,მე კი წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და წინ გადავვარდი,ღვედი რომ არა ალბათ დავიმტვრეოდი.
-რა?!
-თვითმფრინავი ჩამოვარდა...
-მე...მე ძალიან ვწუხვარ.-სიტყვებს ვერ პოულობდა,მე კი უბრალოდ ტვინამდე არ ვუშვებდი იმფორმაციას.
-ჯერ არ ვიაზრებ...მეშინია...მეშინია,რომ შევეგუები.-გავჩუმდი- სხვა რამეზე მელაპარაკე რაა...
-კარგი...-ნელა დამიქნია თავი.-შენ რაზეც გინდა იმაზე ვილაპარაკოთ.-ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.
-რა გქვია?
-ნოე.
-ნოე...-დავიჩურჩულე,თითქოს გემოს ვუსინჯავდი.-ლამაზი სახელია ნოე...
-მადლობა.-გაჩუმდა.-აბა....
-რა აბა?
-გინდა,რომ შენი სახელი გამოვიცნო და სასწაულებრივად დაემთხვას?
-ნამდვილად არ ვაპირებ,რომ ჩვენი საუბარი უაზრო ფილმის სენარად ვაქციო...ელენა მქვია.
-სასიამოვნოა ელენა.
-ახლა ნამდვილად.-გამეცინა.-მაგრამ აი დილის ინციდენტზე რა გითხრა...ახლაც მტკივა მხარი.
მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.
-შეიძლება?-ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა,მაგრამ თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი.-ერთს გირჩევ,შეიძლება არ ვარ ისეთი გამოცდილი ან ბრძენი როგორიც სხვები, მაგრამ ვიცი რასაც ნიშნავს დაკარგო ის ვინც მთელი ცხოვრებაა გიყვარს...ნუ მოკლავ ტკივილს, აიღე და ფორმა მიეცი.
ერთ წამს ჩუმად ვიჯექი, შემდეგ უბრალოდ მანქანიდან გადავედი და ცარიელ სახლში შევაბიჯე...

ახლანდელი დრო...
ისევ იმ ადგილას ვიყავი,სადაც 6 თვის წინ მივედი პირველად, ისევ იმ ისტორიას ვიხსენებდი და იგივენაირად ჩამესმოდა, მშვიდი,ხავერდოვანი ხმა.„ნუ მოკლავ ტკივილს, ფორმა მიეცი "წამოვდექი და სახლისაკენ გავეშურე,არ ვიცოდი რა მელოდა ცხოვრებაში,ან რა მოხდებოდა მომავალში.მხოლოდ ერთი ვიცოდი...რა ფორმა ჰქონდა ჩემს ტკივილს.


თავი 3

სახლში დავბრუნდი და პირდაპირ ლიზას ოთახისაკენ ავიღე გეზი, საწოლზე მუხლებმოკეცილი იწვა და ეძინა,გვერდით დავუწექი და ხელი მოვხვიე,თავიდან შეკრთა მაგრამ რომ დამინახა ისევ განაგრძო ძილი.
-ლიზ...
-მმ....
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,ის ბიჭი არც კი გიცნობს და შენც ისე მოექცევი,რომ არ შეგიყვაროს.
-ნინოს ხომ იცობ...
-არა ლიზ!ნუ გეშინია,მე შენთან ვარ.-ბოლოს ჩამეღიმა.-თან ხომ შეიძლება,რომ მართლა შეგიყვარდეს.
-ნუ მაიმუნობ ერთი...-მასაც ჩაეცინა.
ჩაგვეძინა.მეორე დღეს ნინომ ადრიანად დაიწყო მზადება.
-პაპუნა და ნატო ამირეჯიბებს უზარმაზარი სასტუმრო აქვთ ბათუმში, ერთი თვით გვეპატიჟებიან ჩვენ და კიდევ რამდენიმე ოჯახს,არც კი გაბედოთ ჩემი შერცხვენა.-ნინო წასვლის წინ ნერვიულად უვლიდა ოთახს.-და შენ.-თითი ჩემსკენ გამოიშვირა.- არც კი გაბედო შენი სიგიჟეების თავში გავლებაც კი.
-ნუ ნერვიულობთ ნინო ბიცოლა, ოთხი წლის აღარ ვარ.- დავამშვიდე მე.
-ლიზა.-შვილს გვერდით მიუჯდა და მისი ხელი აიღო.-ხომ იცი რომ შენთვის საუკეთესო მინდა?აქამდე მამაშენის ქონება გქონდა,მაგრამ ახლა ამხელა ვალებში ვართ,ეს საუკეთესო გამოსავალია.
-ჩემი უბედურება საუკეთესო გამოსავალია?-თავი ჩახარა ლიზამ.-კარგი დედა,ყველაფერს გავაკეთებ.
რამდენიმე საათში ამირეჯიბების უზარმაზარი სასტუმროს წინ ვიდექით,სადაც ერთი თვე დავისვენებდით,ეზო ულამაზესი იყო, სასტუმროც,მაგრამ გული მაინც ზღვისკენ მიმიწევდა.
-მოგესალმებით!-ქალბატონი და ბატონი ამირეჯიბები სასტუმროს შესასვლელში შემოგვეგებნენ.-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ბატონ პაპუნას მკაცრი შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანს შთაბეჭდილებას ტოვდებდა.
-მობრძანდით,რატი თქვენს ოთახებს გიჩვენებთ,დაისვენეთ და საღამოს მიღების წვეულებაზე გელით.
ბიჭმა ნომრებამდე მიგვაცილა და ჩვენი ჩემოდნების ამოსატანად წავიდა.
ჩემი ოთახი ოქროსფერსა და ვერცხლისფერში იყო გაწყობილი, საკმაოდ მდიდრულად მოწყობილი, საძინებელი ოთახის,აბაზანისა და მისაღებისაგან შედგებოდა. საძინებლის ერთ კუთხეში მასიური კარადა და საწოლი იდგა,მისაღებს შავი როიალი და მოჩუქურთმებული დივნები ქმნიდა, შუაში მინის მაგიდა იყო მოთავსებული,რომელისთვისაც ვერცხლისფერი სკამები შემოეწყოთ გარშემო, აივნიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლებოდა.
ბარგი ახალი ამოლაგებული მქონდა ოთახში ლიზა რომ შემოვარდა.
-ულამაზესია აქაურობა.-წამოიყვირა და საწოლზე დახტა.
-გეთანხმები.
-მაგრამ,წეღან დედა იყო და იმდენი მელაპარაკა თავი ახლაც მტკივა.
-მოდი გამოვიცნობ.წვეულებაზე ის ბიჭიც იქნება, წესიერად მოიქეცი,არ შემარცხვინო,ჩვენი ოჯახი შენზეა დამოკიდებული და ათასი სისულელე.-ხმა დავიბოხე და ბიცოლას მივბაძე.
-ერთი-ერთში.-გაეცინა ლიზას.
-მეძინება.
-არ დაიძინო, წამო რა გავისეირნოთ.
-სად?
-ზღვაზე გასვლა გვიანია და ისე გავიაროთ.
-კაი.-დაღლილობის მიუხედავად წამოვდექი და სწრაფად გავემზადე.
ლიზამ როგორც ყოველთვის ვერ მოითმინდა და სამი ნაყინი შეჭამა.
-აუ კიდე მინდა,წამო ვიყიდოთ.-კიდევ ერთი უნდოდა.
-ამდენს როგორ ჭამ გამაგებინე რაა...
-ეგ საიდუმლოა,თუ გეტყვი შემდეგ შენი მოკვლა მომიწევს.
სიცილით წამოვდექი და გავყევი,გზაში გულმოდგინედ მიხსნიდა თუ ვინ იქნებოდნენ დღევანდელ წვეულებაზე.
-იცი ვინ არის მოწვეული?!-უცებ თვალები წამოენთო.
-ვინ?
-აი ის დიზაინერი,ლონდონში შენ რომ კაბა მოგეწონა.
-მართლა?-გამიკვირდა.-აქ საიდან?
-ხო,მეც დამავიწყდა მეთქვა.ქართველია.
-არ არსებობს!-წამოვიძახე გახაერებულმა,არ მჯეროდა რომ ჩემი საყვარელი დიზაინერი ქართველი იყო.
-ხო,რა მაგარია არაა?!ამირეჯიბებმა ისიც დაპატიჟეს როორც გავიგე და ალბათ რამდენიმე დღეში ჩამოვა.
-წინა წელს ვერ გავიცანი,ახლა ძალიან მინდა რომ გავიცნოთ.
მალე სანაყინესთანაც მივედით.
-ერთი შოკოლადის ნაყინი, თუ შეიძლება.-უთხრა გამყიდველს.
-ბარემ ორი იყიდე,რომ მეხუთის საყიდლად კიდევ არ მომაბრუნო.- ამოვიბუზღუნე მე.
-თქვენც?-უცებ მოგვიბრუნდა იქვე მდგარი ბიჭი და ლურჯი თვალები შეანათა ლიზას.-მე დღეს უკვე მეექვსეს ვჭამ.-წაერმოთქვა სიამაყით,რაზეც გულიანად გამეცინა.
-აი ელ,შენ კი მეუბნებოდი ბევრს ჭამო.
-უეჭველი ამ ბიჭმაც იცის ის საიდუმლო.-ჩავიცინე მე.
-ლიზა.-ხელი გაუწოდა ჩემმა ბიძაშვილმა.
-სასიამოვნოა.-გაუცინა ბიჭმა და ხელი ენერგიულად ჩამოართვა.
-ელენა.-თავი დავუკარი მე.
-ანუ ჩემპიონობაში მეცილები?-წამოიძახა ლიზამ ეშმაკურად.
-ასე გამოდის.-გაეცინა ქერა ბიჭს.
-არაუშავს,მთელი დღე წინაა.
ნაყინები იყიდეს და ერთად გავაგრძელეთ სეირნობა.
-დიდი ხანია ჩამოხვედით?-გვკითხა ბიჭმა.
-არაა...ცოტა ხნის წინ.შენ?
-მეც.დიდი ხნით აპირებთ დარჩენას?
-ერთი თვით,აქ სტუმრად ვართ.
-ანუ კიდევ შევხვდებით.-გაგვიცინა ბიჭმა.
-კი...-ჩაფიქრდა ლიზა.-ისე, შენი სახელი არ გითქვამს.
-ტარიელი.
ლიზას გაეცინა.
-ავთანდილიც გყავს?
მე შეუმჩნევლად ვუჩქმიტე ხელზე.
-კი.-გაეცინა ტარიელს.-აქვე დასეირნობს ველოსიპედით.
ტარიელი ძალიან მხიარული ბიჭი იყო, ამიტომაც ერთი წამითაც არ მომიწყენია,რაღაცაზე ვიცინოდით გულიანად,როდესაც ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და მალე ასფალტზე აღმოვჩნდი გართხმული.
-გაიწიეთ...ჰაერი სჭირდება...-რატომღაც დეჟავუს ვგრძნობდი, ნელ-ნელა გავახილე თვალები.-ოჰ, პატარა ქალბატონო სულ ასე როგორ უნდა ხდებოდეს.-ნაცობი ხმა მესმოდა.
-ნოე?!-წამოვიძახე გაკვირვებულმა.
-როგორც ჩანს ჩემს ავთანდილს იცნობთ უკვე.


თავი 4

ნოეს თვალებში ჩავხედე...მივხვდი რომ ვახსოვდი.
-ელენა.-გამიღიმა მან და ამით ჩემი ვარაუდი დაადასტურა.
-ერთი წუთით...-ჩაერია ლიზა.-ერთმანეთს აქამდეც შევხვედრივართ არა?...
-დიახ,მაშინ ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა.-ლიზას ხელი გაუწოდა.-ნოე.
-ლიზა.-ხელი ჩამოართვა ჩაფიქრებული სახით.-ააა...გამახსენდა... იგივე სიტუაციაში შევხვდით არა?
-კი.-გაეცინა ნოეს.
-მაგრამ...თქვენ ერთმანეთის სახელები საიდან იცით.-ცოტა ხანი ჩაფიქრდა.-თუ...კიდე შეხვდით ერთმანეთს.
-ჰეი შერლოკ!-წამოვიყვირე მე.-მგონი გვეჩქარებოდა არა?-შემდეგ მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე.-დედაშენი გაგვწეწავს თუ დროზე არ მივალთ.
-ჩვენი წასვლის დროა.-თქვა ლიზამ.-კიდევ შევხვდებით არა?!- აქამდე ჩუმად მდგომ ტარიელს გადახედა.
-აბა რაა!-გაუცინა ბიჭმა.-ხომ უნდა დაგამარცხო.
-ნაყინის ჭამაში?მე?-ირონიულად გაიცნა ლიზამ.-წარმატებები.
-ლიზა!-საათზე მივუთითე.
-ხო,ხო წავედით.
-კიდევ შევხვდებით.-გვითხრა ნოემ,მაგრამ ისე შემომხედა ,რომ მივხვდი მხოლოდ მე მგულისხმობდა.
-შევხვდებით.-იგივე ჟესტით ვუპასუხე.
ლიზამ ხელი ჩამავლო და სასტუმროსაკენ წამიყვანა სწრაფი ნაბიჯებით.
-ახლა ასე რომ არ გვაგვიანდებოდეს ვერ გადამირჩებოდი.
სასწრაფოდ ჩავიცვით კაბები,შემდეგ სალონში წავედით, ორ საათში უკვე ნინოს წინ ვიდექით და მითითებებს ვისმენდით.
-მისმენეთ...ამ წამიდან მორჩა თქვენი სიგიჟეები.წამითაც რომ შეგამჩნიოთ რამე, ვერ გადამირჩებით, თქვენ ჩამოყალიბებული და განათლებული ახალგაზრდა ქალბატონები ხართ და არა დაბალი ფენის წარმომადგენელი რიგითი გოგოები,მოიქეცით ისე როგორც შეგეფერებათ.
ჩვენი ნომრებიდან პირდაპირ უზარმაზარი ჰოლისაკენ გავემართეთ,საიდანაც მთავრი დარბაზისაკენ მიგვაცილეს,სადაც მიღების წვეულება იმართებოდა. დარბაზში სასიამოვნო მუსიკა უკრავდა, ხალხი მხიარულად საუბრობდა, სახეზე ყალბი ღიმილი ჰქონდათ აკრული. პატარაობიდან ვერ ვიტანდი მსგავს ღონისძიებებს,აქ ხალხი გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სულაც არ დადიოდა.მათ უბრალოდ თავიაანთი სიმდიდრისა და გავლენის აფიშირება მოსწონდათ. ხშირად მესმოდა მამისგან სიტყვები,რომელსაც დედას გადაუჩურჩულებდა ხოლმე „აღარ შემიძლია ამდენი ნიღაბი". მშობლების გახსენებაზე ტანში მტკივნეულად გამცრა და სასწრაფოდ გადავერთე სხვა რამეზე. ნინო ბიცოლა წინ მიიწევდა და ჩვენც უკან მივყვებოდით,ბრბოში ნაცნობი სახეები დავლანდე და ნინო ბიცოლამაც მათკენ აიღო გეზი.
-ქალბატონო ნატო,ბატონო პაპუნა.-მიესალმა ამირეჯიბებს.- შესანიშნავი წვეულებაა.
-გამარჯობა ქალბატონო ნინო.-კაცმა თბილად გაგვიღიმა.- ქალბატონებო.-თავი დაგვიკრა მე და ლიზას.ეს კაცი ძალიან მომწონდა,რასაც ვერ ვიტყოდით მის ცოლზე.
-მდლობა,მაგრამ სხვა სტუმრებიც გველოდებიან.-უკმეხად ჩაერია ქალბატონი ამირეჯიბი და ქმართან ერთად სწრაფი ნაბიჯებით გაგვშორდა, რომელმაც წამში გახედა უკმაყოფილო გამომეტყველებით.
-უმცროსი ამირეჯიბი არ ჩანს.ალბათ ჯერ არ მოსულა.-ნინო ბიცოლამ თავი უკმაყოფილების ნიშნა დ გააქნია.- კარგი გოგოებო, წადით ხალხს გამოელაპარაკეთ და ეცადეთ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.-გასცა განკარგულება.
მე და ლიზა უსიტყვოდ დავემორჩილეთ. რამდენკმე ადამიანს გამოვრლაპარაკე,მათაც ისეთი ნიღბები ჰქონდათ აკრული ასე რომ ვერ იტანდა მამაჩემი და ახლა ვხვდებოდი რატომაც, გაღიზიანებულმა დავავლე ხელი იქვე მდგარ შამპანურის ჭიქას და ერთანად გადავუშვი ცივი სასმელი ყელში. ახლა მეორეს დავწვდი. მარწყვის თეფშს მივუახლოვდი და ვეცადე ბიცოლას ხედვის არიდან გავმქრალიყავი.
-შენც მოიწყინე?-მომესმა უკნიდან საოცრად წკრიალა ხმა, დაზაფრული შევბრუნდი და თვალი გავუსწორე დაახლოებით 30-35 წლის ქალს, რომელსაც იმდენად ლამზი თვალები ჰქონდა რომ წამში მომეხსნა დაძაბულობა.-ასე მგონია ნიღბები აქვთ სახეზე აფარებული.-ეს ქალი თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
-მაპატიეთ...გიცნობთ?
-არა.-გაეცინა.-უბრალოდ შენს დანახვაზე ვიფიქრე რომ ერთი ჩემიანი მაინც ვიპოვე ამდენი ადამიანში.
-ელენა.-ხელი გავუწოდე და კიდევ ერთხელ ჩავხედე ულამაზეს თვალებში, რომლებშიც თითქოს ბედნიერება და მწუხარება ერთდროულად ედგა.
-სასიამოვნოა. -ქალმა ნაზად ჩამომართვა ხელი.
-მართალი გითხრათ მეც სწორედ ნიღაბი მახსენდება მათი სახეების დანახვისას.-გავუღიმე.-როგორ მიხვდით რომ მე ვიყავი „თქვენიანი"?
-თვალები სულის სარკეაო- ქალმა ახალგაზრდა კაცს გახედა,რომელმაც გაუღიმა და ნაზად იხმო თავისთან.ეს უცნობი ქალი თითქოს უთქმელად ხვდებოდა ჩემს ფიქრებს,მან ხომ არც კი იცოდა,რომ ცოტა ხნის წინი მისი თვალების სილამაზეზე ვფიქრობდი.-მაპატიე,ახლა უნდა დაგტოვო,მაგრამ იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.-გამიღიმა და კაცს მიუახლოვდა, ძალიან მომეწონა ეს ქალი და იმედს ვიტოვებდი,რომ კიდევ შევხვდებოდი.
უეცრად ხმაურით გაიხსნა კარები და ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა, სახე ვერ დავინახე რადგან ჩემგან ზურგშექცევით იდგა. ნინო ბიცოლამ სწრაფად მოავლო დარბაზს თვალი და მე და ლიზას გვიხმო,თან ამირეჯიბებისაკენ გაემართა, ჩვენც უკან გავყევით.
იქ მისულს ღიმილი სახეზე შემეყინა .
-ნოე,გაიცანი ეს ქალბატონი ნინო აბაშიძეა .-თბილად გაგვიღიმა ბატონმა ამირეჯიბმა.-ესენი კი ლიზა ჯაყელი და ლიზას ბიძაშვილი ელენა ჯაყელი არიან.
-ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.-თქვა ნოემ და გამიღიმა, თითქოს ამან გამომაფხიზლა და წამში გავიაზრე სიტუაცია,ანუ ნოე ამირეჯიბის შვილი იყო...და გამოდიოდა რომ,ის და ლიზა...„არა!" შევუძახე ჩემს თავს და მეც კი გამიკვირდა როგორ გამაღიზიანა ამ ფაქტმა.
-ოჰ მართლა?-ნინომ დაჟინებული მზერით გამოგვხედა.
-დიახ...შემთხვევით გავიცანით.-ჩაერთო ლიზა.-არ ვიცოდით თუ თქვენი ვაჟი იყო.
-რა სასიამოვნო დამთხვევაა!-ნინო გამოცოცხლდა.-რა შესანიშნავი მუსიკაა,თქვენ კი ისე დგახართ.
-მართალია შვილო.-გაიღიმა ბატონმა პაპუნამ.-ქალბატონო ნატო ნებას დამრთავთ?-ღიმილით მიყბრუნდა ცოლს რომელმაც მობეზრებულის გამომეტყველება აკრა სახეზე.
-ძალან დავიღალე.-ეს ქალი უკვე მაღიზიანებდა.
-ელენა?-მე მომიბრუნდა ნოე,ნინო ბიცოლამ კი მკვლელის თვალებით გადმომხედა.
-იცით,მე...სჯობს ლიზას ეცეკვოთ.-დავიჩურჩულე.
-მოვითხოვ.-გამიღიმა და საცეკვაო მოედნისაკენ წამიყვანა, ნინო ბიცოლამ ისეთი გამომეტყველებით შემომხედა, რომ მიმახვედრა ვერ გადავურჩებოდი. მაგრამ როდესაც ნოეს ხელი ვიგრძენი ჩემს წელზე შემოხვეული, უცნაურამ შეგრძნებამ მოიცვა ჩემი სხეული,გავუღიმე ნაზად მოვხვიე ხელები კისერზე.-მიხარია რომ ისევ შევხვდით.
-თქვენს აქ ნახვას არ ველოდი.
-ელენა გთხოვ რაა...თქვენობით ნუ მელაპარაკები, არაფერს ცვლის ის რომ ამირეჯიბის შვილი ვარ.
-არა და როგორ ცვლის...-დავიჩურჩულე ჩემთვის,მის გასაგონად კი ვთქვი.-მაპატიე, უბრალოდ არ ველოდი.
-არც მე.-თვალებში შემომხედა.-როგორ ხარ?-მკითხა და ნაზად დამისვა ლოყაზე ხელი,თავიდან დავიბენი მაგრამ ეს ჟესტი თითქოს მესიამოვნა.
-არ ვიცი.-მივხვდი რომ მშობლებზე მეკითხებლდა.
მან უბრალოდ გამიღიმა და უფრო ძლერად მომხვია ხელი.
-გავიდეთ?-მკითხა და აივანზე მიმითითა.
მე ოდნავ შესამჩნევად დავუკარი თავი და უკან გავყევი. აივნის მოაჯირზე ჩამოჯდა ,თვალებში შემომხედა და უეცრად დაიწყო.
-ოდესმე შენთვის უთქვამთ დრო ტკივილის მკურნალიაო?-მე თანხმობის ნიშნად დავუკარი თავი, ვერადროს ვიტანდი ამ გამოთქმას.-აი რას გეტყვი...დრო გადის და სითბოს გავიწყებს, ცივი მოგონებებიღა გრჩება... შენ ის გრძნობები,ის სითბო გიყვარს რასაც იმ წამს განიცდიდი,მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ცარიელი სურათებიღა გრჩება...ამიტომ გტკივა...სიცივეს გრძნობ...უბრალოდ წაშალე კადრები და სითბოღა დაიტოვე.
აივანზე ჩამომჯდარ ახლგაზრდა ბიჭს ვუყურებდი,რომელიც ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე სწორ რჩევას მაძლევდა და თანდათან ვრწმუნდებოდი,რომ ეს უცნობი ადამინი ყველაზე სწორი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში,რადგან ის პირველი რჩევაც მას ეკუთვნოდა.


თავი 5

წვეულება რამდენიმე საათი გაგრძელდა, მე და ნოე კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით, ვიცოდი რომ თითქოს არასწორად ვიქცეოდი,მაგრამ რაღაც მკარნახობდა რომ იმ წამს ამაზე სწორი საქციელი არ არსებობდა. მე, ლიზა და ნოე ისევ რაღაცაზე ვიცინოდით როდესაც ქერა ბიჭი მოგვიახლოვდა.
-ოჰ,ოჰ,ოჰ აქ რა ხალხი შეკრებილა!
-ტარიელ!-წამოიძახა გახარებულმა ლიზამ და მაშინვე მიიღო საპასუხო ღიმილი.
-არ ვიცოდი თქვენც თუ აქ იყავით.
-კი,ერთი თვით.-გაუცინა ლიზამ.
-აუ რა მაგარია ტო, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ისეთი ადამიანი გამოჩნდეს,ვინც მერვე ნაყინის საყიდლადაც უპრობლემოდ გამომყვება.
-რა მერვე,მაგას ვინღა წუწუნებს...დღეს მეთერთმეტეს საყიდლად წამიყვანა.-თვალები ჭყიტა ნოემ.
-შენ რა გიჭირს.-ყურში ჩავჩურჩულე და ლიზას გადავხედე სიცილით.
-ოჰ,როგორ გიკითხოთ ბატონო ნოე?!-გაბრაზებული ღიმილით მიუტრიალდა ტარიელი.
-მშვენივრად, მშვენივრად.-ტუჩის კუთხეებში ეშმაკურად ჩაიღიმა ნოემ.-თქვენ?
-რა თქვენ ბიჭო!-წამოენთო ტარიელი და სასაცილოდ შეკრა წარბები.-ჯერ რამ გათქმევინა იმ ქალთან უცოლოაო და მერე რამ გამოგაქცია?!
-რა?-გამეცინა მე.
-რა და ჩემო ელე...ამ ბატონმა ოთხმოცი წლის ბებოსთან მიმიყვანა და უთხრა უცოლოაო...კაი ძაან საყვარელი ბებო კი იყო, ჯერ ჩაიზე და ნამცხვრებზე დამპატიჟა და ხო იცის ამ ვაჟბატონმა რომ ნამცხვრებზე უარს ვერ ვამბობ...მაგრამ დარეჯანი ბებომ რომ ამოიღო ტელეფონი და დაიწყო აი ეს ჩემი შვილიშვილია 42 წლის, ექიმია, განალებული, ჭკვიანი გოგოო...მაშინ მოიხია ამანაც და დამტოვა...-ისე სასაცილოდ ყვებოდა,რომ ძლივს ვიკავებდო სიცილს.
-კარგი,კარგი ნუ წუწუნებ.-გაეცინა ნოეს.-კარგი გოგო იყო რა გინდა.
-ხო,ხო კარგი დეიდა იყო.-ამაზე კიდევ ერთხელ გაგვეცინა.
კარგად გავერთეთ და დაღლილები ავედით ოთახებში.

***********
ლიზა
***********
როგორც კი ჩემს ნომერში ავედი,მაშინვე დაღლილი დავეშვი საწოლზე,შემდეგ ნელა ავდექი, შხაპი მივიღე და საყვარელი კურდღლებიანი პიჟამა ჩავიცვი,საწოლში შევძვერი და ტელევიზორში ფილმის ყურება დავიწყე...რაღაც მაკლდა, ამიტომაც ხალათი მოვიცვი და პოპკორნის ამოსატანად მე ჩავედი ქვევით. ალბათ დრო ვერ გავთვალე,რადგან მხოლოდ მისაღებშიღა იდგა რამდენიმე ადამიანი. პოპკორნის მომზადება მეც ვიცოდი,ამიტომაც სამზარეულოს მივაშურე. კარები ფრთხილად გავაღე, ირგვლივ სიჩუმე და სიბნელე სუფევდა ჩუმად შევიპარე და უკვე ტაფას ვეძებდი როდესაც ძლიერი ხელი შემომეხვია და თავისკენ მიმიზიდა, ავფართხალდი და კივილის მორთვას ვაპირრბდი როდესაც მომღიმარი ტარიელი დავინახე, იმ სიბნელეშიც კარგად გავარჩიე სწორი ნაკვთები, ცისფერი თვალები და გრძელი შეკრული თმა, საიდანაც რამდენიმე კულული ურჩად ეყარა სახეზე.
-ჩუუუ!-ხელი გამიშვა და თითი მიიდო ტუჩებზე.
-აქ რა გინდა?-რაც შემეძლო ჩუმად ვუჩურჩულე.
-საიდუმლოს შენახვა იცი?-წამში მიიღო სერიოზული სახე, მხოლოდ ტუჩის კუთხეებში უხტოდა ღიმილი.
-საფლავში ჩავიტან.-მე მაინც მეცინებოდა.
-კარგი,მაშინ მომყევი.-ხელი ჩამოვლო და სამზარეულოს კუთხეში წამიყვანა სადაც მაგიდაზე უზარმაზრი ტორტი იდო.- დღეს წვეულებაზე ეს ტორტი ჰქონდათ, თუ გინდა ჩემი მთავარი საიდუმლო იცოდე გეტყვი. ასეთ წვეულებებზე ტორტებს მხოლოდ უყურებენ და საჩვენებლად უდგათ, შემდეგ კი სამზარეულოში გამოაქვთ. თუ გინდა მსოფლიო დონის ჩემპიონი იყო ტკბილეულის ჭამაში უნდა გახსოვდეს ერთი წესი.-სახე საშინლად სერიოზული გაუხდა.-ხელიდან არ გაუშვა მორიგი შოკოლადის ტორტი.
-შევთანხმდით.-ტორტს ორი ნაჭერი ჩამოვაჭერით და გემრიელად შევექეცით.
-ისე კარგი პიჟამაა.-ჩემს კურდღლებიან მაისურს დავხედე.
-ნუ დამცინი.
-არ დაქცინი. -სერიოზულად მითხრა.-სერიოზული პიჟამაა.
-შენ მხოლოდ ნამცხვრებში და პიჟამოებში ერკვევი ასე კარგად თუ სხვა ნიჭიც გაქვს?
-კი, ხვალ სხვა ჰობი მექნება.-მითხრა და კიდევ ერთი ნაჭერი ჩამოაჭრა ტორტს.
-სხვა ჰობი?
-აი მაგალითად მწერლობა შეიძლება მომინდეს ან ფერმერობა.- სრულიად სერიოზულად მითხრა.
-ფერმერობა?-გამეცინა.
-ჰო აბა,ერთიდაიგივე ჰობი მოსაწყენია.მე ყოველდღე ახალი მაქვს.მაგრამ სურვილი რომ მსოფლიოში ყველა სახის ტკბილეული დავაგემოვნო, პირველ ადგილასაა.
-უცნაური ვინმე ხარ.-გავუცინე მე.
-ჯერ სად ხარ.-მასაც გაეცინა.-კარგი...მიდი ყველზე გიჟური იდეა მითხარი,რაც კი თავში აზრად მოგსვლია.-სრული სერიოზულობით მკითხა, არც გამკვირვებია ის არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი და რც სტანდარტულ კითხვებს სვამდა.
-დამცინებ.-თავი ჩავხარე.
-მე?-შეიცხდა. -მიდი რაა მითხარი...
-კარგი...გადაწყვეტილი მაქვს,რომ შოკოლადს ძეგლი დავუდგა.
-კარგი აზრია.-თქვა სერიოზულად.-აი მე ჩემს პირველ შვილს შოკოლადს დავარქმევ.
-რაო?-გამეცინა.
-ხო,საპატივსაცემოდ.
-კი, კი ბიჭსაც მოუხდება და გოგოსაც.-ისევ გამეცინა.
-აი ,რა გაცინებს?-გაეღიმა.-ვინ ან რა იცი ამ ქვეყანაზე მეტად საპატივსაცემო?
-ხელები ამიწევია.-დანებების ნიშნად აღვმართე ხელები.
-ნუ...შენ შეგიძლია კრემბრულე დაარქვა,გითმობ.
-ვიფიქრებ.-ისევ გამეცინა.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და ტორტს ვაგრმოვნებდით.
-წქვიდეთ?-დავიჩურჩულე,როცა გარედან ხმაური გავიგე.
-წავიდეთ.-მითხრა და უხმოდ გამიყვანა სამზარეულოდან.
-კარგი ახლა უნდა წავიდე.-ვუთხარი და ლიფტისაკენ დავიძარი.- მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის-ლოყაზე ვაკოცე და არაფრის თქმა აღარ ვაცადე,ისე წავედი ოთახისაკენ.
ჩემს ნომერში შევედი და გახარებული დავეცი საწოლზე, იმის მიუხედავად რომ მთელი საღამო შოკოლადებისა და ნამცხვრების მეტი არაფერზე გვილაპარაკია, მე მაინც საოცრად ვგრძნობდი თავს. ეს ბიჭი იმდენად თავისებური და მხიარული იყო რომ არ შეგეძლო არ გაგღიმებოდა მის დანახვაზეც კი. ამ ფიქრებში ჩამეძინა.


თავი 6
************
ელენა
************
ადრე გამეღვიძა...როგორც ყოველთვის. აივანზე გავედი და გრილი ჰაერი ჩავისუნთქე,რომელსაც თან ზღვის სუნი მოჰონდა, დილით შედარებით გრილოდა, ამიტომაც სპორტულ შორტებსა და თეთრ მაისურზე თხელი ჟაკეტი მოვიცვი, თმები ავიწიე და ნომრიდან გავედი, მხოლოდ მიმღებში იყო რამდენიმე ადამიანი და დაცვა კარებთან, ჯერ ალბათ არავის ეღვიძა, ლიზა და ნინო ბიცოლა არ გამიფრთხილებია, მათ გაღვიძებამდე დავბრუნდებოდი. დილით ერთობლივი საუზმე იგეგმებოდა, მე კი კიდევ რამდენიმე საათი მქონდა მანამდე,ყურსასმენები მოვირგე და სირბილი დავიწყე, სირბილი საუკეთესო განტვირთვის საშუალება იყო ჩემთვის, რამდენიმე კილომეტრის გარბენის შემდეგ წყალი ვიყიდე და იქვე ჩამოვჯექი, ყურსასმენები მოვიხსენი და გარემოს მოვავლე თვალი. იქვე ნოე იდგა ველოსიპედით, მიყურებდა, მასაც სპორტულად ეცვა და თვალს არ მაშორებდა.
-გამარჯობა.-მივესალმე ღიმილით.
-კარგი ხმა გაქვს.-მითხრა უეცრად.
-მმ...მადლობა...-თავიდან ვერ მივხვდი რატომ მითხრა,მაგრამ შემდეგ გავიაზრე.-ისევ ვმღეროდი ხო?...-ჩვევად მქონდა ალბათ რომ როდესაც რამეს ვუსმენდი მეც უნდა ავყოლოდი.- ამ დილაადრიან აქ რას აკეთებ?
-ველოსიპედით ვსეირნობდი და დაგინახე, შენს სტიქიაში იყავი და აღარ შეგაწუხე...ისე მართლა კარგად მღერი.
-კარგი რაა...-ხელი ჩავიქნიე.-ლიზა მეუბნება ხოლმე ნუ მღერი ხალხს აფრთხობო.
-გინდა ერთად გავაგრძელოთ ვარჯიში?
-კი...-ხელი ავწიე და საათს დავხედე.-არა!-წამოვიყვირე უეცრად.- საუზმეზე მაგვიანდება...შენც გაგვიანდება.
-ნუ ნერვიულობ.-გაეცინა.-მანამდე კიდევ ერთი საათია.
-არა,უნდა მოვემზადო,თორემ ნინო ტყავს გამაძრობს.- სწრაფად წამოვდექი.-უნდა გავიქცე.
-ნინო...შენი ბიცოლა?
-კი.-სასწრაფოდ დავუქნიე თავი.-ზედემეტად მკაცრია.-თავი გავაქინე და სირბილით გავემართე სასტუმროსაკენ.
-ელ!-დამიძახა ნოემ და მეც წამში შემოვტრიალდი.-დღეს საღამოს არ გამოგიშვებს ჩემთან ერთად?-მომიახლოვდა.
-სად?-გამიკვირდა.
-კლუბში მივდივართ მე და ტარიელი.
-ალბათ გამომიშვებს...თუ ლიზასაც წამოვიყვან.
-ძალიან კარგი, ათისთვის მზად იყავი.
-ასე გვიან?
-თუ გინდა უფრო ადრე წავიდეთ.
-არა.-თავი გავაქნიე.-რამეს მოვიფიქრებ და ნინოს დავიყოლიებ.
-კარგი.-ლოყაზე მაკოცა, შემდეგ იმავე ადილას თითით მომეფერა და მეორე მხარეს წავიდა.
-კარგი...-შემოვბრუნდი და ნელი ნაბიჯებით გავემართე, თან მეღიმებოდა და ის ადგილი მეწვოდა სადაც ნოე შემეხო. „ შეწყვიტე ელენე!" შევუძახე ჩემს თავს და ისევ სირბილით გავემართე სასტუმროსაკენ. ჩემი ნომრისაკენ მიმავალს ნინო ბიცოლა შემხვდა „ბედი არ გინდა?!".
-ელენა...-შეჩერდა და შემათვალიერა.-რას გავხარ?!წადი გამოიცვალე და სასაუზმოდ ჩამოდი.
-მე...ვვარჯიშობდი.-ამოვილუღლუღე და ლიზას ოთახისკენ გავწიე.-დავიღალე რაა...არ შემიძლია ერთი თვე...ვერ გავძლებ.- კარი შევაღე თუ არა ლიზას საწოლზე დავწექი.
-არ მკითხო...-თავი გააქნია და წამოდგა.-მიდი მოემზადე.
ლიზასგან განსხვავებით სულაც არ მჭირდებოდა ორი საათი მომზადებისთვის, შხაპი მივიღე,ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, თხუთმეტ წუთში უკვე მზად ვიჯექი ლიზას ოთახში, რომელიც ისევ კაბას არჩევდა.
-ის ყვითელი ჩაიცვი.-თავით გრძელ ყვითელ კაბაზე ვანიშნე.
-კარგი.-დამეთანხმა და ჩაცმა დაიწყო.
-ნოეს შევხვდი დილას.-დავიწყე მე.
-სად შეხვდი?-გამომხედა ლიზამ.
-დავრბოდი და ისიც ველოსიპედით სეირნობდა.
-მერე...
-დღეს საღამოს კლუბში დაგვპატიჟა.-ვუთხარი სხვათაშორისად.
-რაა?-ჩემსკენ გამოექანა ლიზა.-და ახლა მეუბნები?
-აბა როდის მეთქვა ლიზა?-წარბის აწევით გადავხედე.
-აუუ რა მაგარია!
-რა არის მაგარი?-თავი გავაქნიე.-ნინო...
-უი ხოო....-წამში დასერიოზულდა.- გაგვიშვებს?
-საუზმის შემდეგ ვთხოვოთ.
-აუუ რა ჩავიცვა?-ისევ კარადას მიუბრუნდა.
-დაგახრჩობ!-წამოვიყვირე მობეზრებულმა.
-კაი ხოო...კიდევ ვინ იქნება?
-რა ვიცი...ტარიელიო.
-აუუ ნოე კარგი ბიჭი ჩანს.-თქვა და გვერდით მომიჯდა.
-კი...კარგი ბიჭია. -ვერ მივხვდი რატომ დაიწყო ამზე საუბარი.
-ელ,რაღაც უნდა გკითხო ...ოღონდ არ გაბრაზდე...
-ლიზა მკითხე და ვნახოთ გავბრაზდები თუ არა.-ისევ საწოლზე გავწექი.
-ნოე მოგწონს?
-რა?!-ისე წამოვხტი ფეხზე ლამის წავიქეცი.-საიდან მოიტანე?
-არაფერი...უბრალოდ იმ საღამოს რომ იცეკვეთ, შემდეგ გახვედით მე ვიფიქრე...ხომ იცი დედას უნდა რომ...-თავს ვერ უყრიდა სათქმელს.
-არა!-გავაწყვეტინე.-არ მომწონს.
-კარგია...იმიტომ რომ,ხომ ხვდები თუ მე და ის...არ მინდა შენ...-ისევ დაიბნა.
-ლიზა შეწყვიტე!-გავაწყვეტინე მე.-ხომ გითხარი არაფერია.
-კარგი,რადგან ასეა მაშინ ჩავიდეთ.
ხელი მომკიდა და ერთად ჩავედით ბაღში, სადაც უკვე შეკრებილიყო ხალხი და რამდენიმე ადამიანსღა ელოდნენ.
-ელ,შეხედე აი იქ.-ლიზამ ხელზე დამქაჩა.-შენი საყვარელი დიზაინერი, გუშინ რომ გეუბნებოდი ჩამოსვლას აპირებს-თქო.- ლიზა ლამაზ ქალზე მანიშნებდა,რომელიც კარგად მეცნობოდა რადგან წინა დღეს გავიცანი წვეულებაზე, ის ქალი იყო ასე რომ მომაწონა თავი, ქალი ლამაზი თვალებით,ახლა მივხვდი რატომ მეცნობოდა ასე.
-ღმერთო!ლიზ გუშინ გავიცანი.
-რაა?-გაუკვირდა ლიზას.-სად შეხვდი?
-წვეულებაზე,ცოტა ვილაპარაკეთ.
-მართლაა?!რა მაგარია!კარგი ადამიანია?
-ძალიან.-თავი დავუქნიე.-წამოდი მივესალმოთ.
წითური ქალისაკენ გავემართეთ.
-დილა მშვიდობის.-მივესალმე მე.
-გამარჯობა.-გაგვიღიმა ქალმა.-ელენა არაა?
-დიახ...გუშინ გავიცანით ერთმანეთი.-ახლა ლიზაზე ვანიშნე.-ეს ლიზაა ჩემი ბიძაშვილი.
-სასიამოვნოა.-თქვა ლიზამ და ქალს ხელი ჩამოართვა.- მინდა გითხრათ რომ ვგიჟდები თქვენს კაბებზე.
-ოჰ,ძალიან დიდი მადლობა.-გაგვიღიმა და ხელი ჩაიქნია.-და გთხოვთ,თქვენობით ნუ მომართავთ.
-კარგი.-გავუცინე მე.
-ახლა უნდა წავიდე,იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.-ქალი დაგვემშვიდობა და წავიდა.
-ძალიან მომეწონა.-მითხრა ლიზამ.-თან შეამჩნიე რა ლამაზი თავლები აქვს?რაღაც განსხვავებული...
-კი.-დავეთანხმე მე.-ძალიან...
-დილა მშვიდობის ყველას!-თქვა მაგიდის თავში მდგომმა უფროსმა ამირეჯიბმა.-გთხოვთ დაბრძანდით და გემრიელად მიირთვით.
მშვიდად ვისაუზმეთ,შხირად გამირბოდა თვალი მამის გვერდით მჯდომ ნოაზე და ისიც ღიმილით შემომხედავდა ხოლმე. საუზმის შემდეგ ოთახებში წავედით მოსასვენებლად, მე და ლიზამ კი ბიცოლას ოთახს მივაშურეთ.
-რა ხდება გოგოებო?-გვკითხა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ბიცოლა,დღეს მე და ლიზა ნოემ კლუბში დაგვპატიჟა, შეიძლება წავიდეთ?-ვკითხე აჟიტირებულმა,მაგრამ ნინო რის ნინო იქნებოდა თუ წამში არ გააფუჭებდა განწყობას.
-არა.-მაშინვე გვითხრა ცივი უარი და ბევრი ცდის მიუხედავდად აღარ გადაიფიქრა.


თავი 7

მე და ლიზა მის ნომერში დავბრუნდით.
-არაუშავს,დავურეკავ ნოეს და ვეტყვი რომ ვერ მივდივართ.- ვთქვი და მის საწოლზე გავწექი.
-წავალთ.-თქვა დარწმუნებით.
-ვერ გაიგე რა თქვა დედაშენმა?-თავი ავწიე.
-მისმინე ელ...უკვე დიდები ვართ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ.
-ეგ დედაშენს უთხარი.
-არ ვეტყვით.
-ოჰ ლიზა ნუ გამაგიჟე! ახლა რაღა მოიფიქრე?
-გავეპაროთ.
-ნუ ბავშვობ რაა...არ იცი როგორია?!რომ გაიგოს მოგვკლავს.
-აბა რა ვქნათ,რადგან ეგ მკაცრია მეთელი თვე სასტუმროში უნდა ვისხდეთ?
-მეც მომწყინდა,მაგრამ სხვა გზა არაა...
-გახსოვს წინა ზაფხულს რა მაგრად ვერთობოდით, არ მესმის ახლა რატომ უნდა ვისხდეთ ისე.
-ლიზა... -უეცრად მშობლები გამახსენდა.
-მაპატიე.-გვერდით მომიჯდა და მომეხუტა.-ვერ გავიაზრე რა ვთქვი.
-არაუშავს,ყველაფერი კარგადაა.-გავუღიემ მე და თემა გადავიტანე..-მაინც არ გაგვიშვებს ნინო.
-კარგი, რამეს მოვიფიქრებ, ჯერ არ დაურეკო ნოეს.
-რამეს მოიფიქრებს...-გამოვაჯავრე მე და ისევ დავდე თავი.
-კარგი...მიდი მოემზადე და აუზზე წავიდეთ. -ლიზას უკვე ეცვა საცურაო კოსტუმი, ზევიდან გამჭირვალე კაბა გადაეცვა, ხელში კი ჩანთა ეჭირა.
-კარგი... -ამოვიოხრე.-დამელოდე.-სწრაფად მოვემზადე და ქვევით ჩავედით. არ იყო ბევრი ხალხი,უმეტესად სტუმრების შვილები იყვნენ. აუზთან ახლოს მდგარ შეზლონგებზე დავწექით და ჩანთებიც იქვე დავდეთ.
აუზში ჩასვლსს არ ვჩქარობდით და უბრალოდ ვურუჯებოდით.
-აუუ საშინლად მოვიწყინე.-დაიწუწუნა ლიზამ.
-მერამდენედ მეყბნები უკვე მაგას,ჯერ ორი დღეა რაც ჩამოვედით.
-ვიცი მაგრამ მაგრად მოვიწყინე.
-ცოტაც მოითმინე და ჩამოვლენ ჩვენი გიჟები.
-აუუ ერთი სული მაქვს.-უცებ გაუბრწინდა სახე.-თოკამ დამირეკა დღეს, ალბათ ერთ კვირაში ჩამოვლენ და აქვე ახლოს სასტუმროში დაბინავდებიან.
-რატიც მოჰტავთ?-წარბის აწევით გადავხედე მე.
-კი.-იგივე სახით შემომხედა.-ოღონდ არ დაიგრუზო რაა...
-არა. -გავიცინე,მაგრამ აშკარად ხელოვნურად გამომივიდა.- მართლა...
-კარგი.-ლიზამ თავი დადო და თვალები დახუჭა.
-გამარჯობა გოგოებო!-უეცრად მოგვესალმა ქალი ლამაზი თვალებით და ჩვენს გვერდით მდგარ შეზლონგზე დაწვა.-როგორ ხართ?
-კარგად თქვენ?-მივესალმე მე და უცებ გადავაკეთე.-შენ?
-კარგად,უბრალოდ ცოტა მოვიწყინე. თქვენ რას შვრებით?
-ჩვენც. -თქვა ლიზამ. -თან დღეს კლუბში ვაპირებდით წასვლას და დედაჩემი არ გვიშვებს.-დაიწუწუნა.
-რატომ?-გაუკვირდა ქალს.
-არაფერი, უბრალოდ მკაცრი ქალია და ასე ამბობს „ახალგაზრდა ქალბატონების ადგილი კლუბში არააო"-გაიმეორა ნინოს სიტყვები.
-მართლა მკაცრი ყოფილა...-ქალი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და ღიმილით დაიწყო.-ისე დღეს ცხრაზე კიდევ ერთი წვეულებაა და ქალბატონი ნინოცაა დაბატიჟებული. წვეულება დაახლოებით ღამის ორ საათზე დამთავრდება.-თავიდან ვერ მივხვდი რატომ გვითხრა, მაგრამ როდესაც გავიაზრე გამეცინა.-არ იცელქოთ.- დააყოლა და მასაც გაეცინა.
-მადლობა.-უთხრა ლიზამ.
-რა მადლობა, უბრალოდ სიტყვას მოჰყვა.-თვალი ჩაგვიკრა ქალმა.
მე და ლიზა ნიმრებში დავბრუნდით, ცოტა დავისვენეთ და საღამოს ლიზამ ნინოს გამოუცხადა დღეს წვეულებაზე ვერ წამოვალთ ელენა გაცივდა და მე უნდა მოვუაროო.
-ღმერთო.-შეშინდა ნინო.-სწრაფად ლიზა ჩაი მოუტანე,ელენა ჩაწექი საწოლში და თბილად მოეწყე.-გასცა ბრძანება.
საათს რომ გავხედე უკვე ათი ხდებოდა და ნოეს მივწერე.

„არ დაგველოდოთ უჩვენოდ წადით,მისამართი მოგვწერეთ და პირდაპირ იქ მოვალთ."

"ყველაფერი კარგადაა?"-მაშინვე მომივიდა შეტყობინება.

„კი,კი პატარა პრობლემაა ცოტა დაგვაგვიანდება"

„კარგი."

ნინო ძლივს გადავაფიქრებინე,რომ ექიმისათვის დაერეკა, ბოლს კი დავარწმუნეთ რომ წვეულებაზე წასულიყო.
-უფ,ძლივს.-თქვა ლიზამ და კარი დაკეტა.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?!-გავუბრაზდი მე.-რა გაციება?! არა ღმერთო მეც რომ ვუჯერებ რაა,ამაზე სულელური რაღაც არ გამიკეთებია.
-ნუ წუწუნებ და დროზე მოემზადე.
საბოლოოდ სასტუმროდან გამოვედით, ტაქსში ჩავსხედით, მძღოლს მისამართი ვუკარნახე და ოც წუთში უკვე დიდი შენობის წინ ვიდექით. კლუბში შევედით და პირდაპირ ბარისაკენ დავიძარით, სასმელი შევუკვეთეთ და ბიჭების ძებნა დავიწყეთ.
-აი იქით.-ლიზამ საცეკვაო მოედნისაგან გამოყოფილი ადგილისაკენ მანიშნა სადაც ბიჭები ისხდნენ, მე კი მხოლოდ ნოეს ვუყურებდი, როგროც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა და უნებურად წამით სუნთქვა შემეკრა.
-გამრაჯობა.-ნოე ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგა.- გელოდებოდით
-გამარჯობა. -მიესალმა ლიზაც.
-ყველაფერი კარგადაა?-მკითხა ნოემ როდესაც დავსხედით,ლიზა კი ტარიელს მიუჯდა და რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი.
-კი,კი უბრალოდ პატარა პრობლემა იყო ნინოსთან.
-არ გიშვებდათ?-წამში მიხვდა ის.
-კი.-თავი დავუკარი,მას კი გაეცინა.-რა გაცინებს.
-არაფერი,უბრალოდ ცოტა სხვანაირი მეგონე.
-როგორი?
-უფრო თავისუფალი.
-აა კი.-თავი ჩავხარე.-დედას და მამას პრობლემა არ ჰქონდათ, ნინო კი ზედმეტად მკაცრია.
-მაპატიე.-სახეზე ნაზად მომეფერა,მე კი მის შეხებაზე უეცრად გამაჟრჟოლა.-ნუ მოიწყინე.
-არ მოვიწყინე.-გავუღიმე მე.
კარგად გავერთეთ, მთელი საღამო არ გავჩერებულვართ იმდენს ვიცინოდით.
-წამო ვიცეკვოთ.-ლიზამ ხელი მომკიდა და მოცეკვავე ბრბოში შემიყვანა, ალკოჰოლმა კი მოქმედება დაიწყო და მუსიკას ნელი მოძრაობებით ავყევი, უეცრად ძლიერი ხელი ვიგრძენი, რომელმაც უსიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა.
-ვიცეკვოთ?-წინ ახალგაზრდა ბიჭი მედგა საკმაოდ სიმპატიური იყო მაგრამ მისი ხელი წელზე მაღიზიანებდა.
-არა მადლობა. -ვცადე მომეშორებინა.
-კარგი რაა ლამაზო...უკაცრავად.-წამში შეეცვალა გამომეტყველება და გამშორდა.
-რაა...-დავიბენი, მაგრამ როდესაც უკნიდან ვიღაც მომეხვია და ჩემს თმაში ჩარგო თავი, მივხვდი რაც მოხდა.
-ვუცეკოვოთ?-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ და უფრო მეტად მომხვია ხელები, მე გავიტრუნე და მის მოძრაობებს ავყევი, იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა რომ ეს უბრალოდ ძალიან სასიამოვნო იყო.
-ვერ ვიტან როდესაც ასე მეძახიან.-ვთქვი მე.
-როგორ? -თავი ასწია ნოემ.
-იმან რომ თქვა...ლამაზო.
-რატომ?-გაეცინა.
-ძროხა მგონია თავი.-ამაზე უარესად გაეცინა და ისევ ჩემს თმაში ჩარგო თავი.
-მმ...შენი სურნელი.-თავისთვის თქვა ნოემ მე კი რატომღაც ამ სიტყვებმა ზედმეტად დამაბნია.
-მაპატიე ორი წუთით გავალ და მალე დავრუნდები.- საპირფარეშოში გამოვედი,სახეზე წყალი შევისხი და შედარებით გამოვფხიზლდი,უკვე გასვლას ვაპირებდი, როდესა კარი გაიხსნა და ის ბიჭი შემოვიდა ცოტა ხნის წინ რომ უნდოდა ჩემთან ცეკვა.
-აქ რა გინ...-წინადადება არ მქონდა დასრულებული, როდესაც მან ხელი მკრა და ცივ კედეს მიმანარცხა, თვალები ამწვა ტკივილმა და გარშემო თითქოს ჩამობნელდა. შემდეგ კი წყვეტილი კადრები იყო.
ცივი ატაკი...ძლიერი ხელები...უწონობის შეგრძნება...სიმშვიდე... დაცულობის შეგრძნება...და,სიბნელე...



თავი 8
თვალები გავახილე და პირველი რაც ვიგრძენი,უცხო გარემო იყო, თვალი სიბნელეს შევაჩვიე და სავარძელში მჯდომი მაღალი სილუეტი დავლანდე რომელსაც თავი ჩაეხარა და ხელებს ეყრდნობოდა,თითქოს ჩემი გსმოფხიზლება იგრძნო, წამში შემომხედა...ნოე იყო, მაგრამ იმ სიბნელეშიც კი კარგად ვარჩევდი ცვლილებას მის თვალებში, თითქოს ბრაზისგან შავად უელვარებდა.
-ნოე...-ამოვიხრიალე მე.
-ელ...-საწოლთან მოვიდა, ჩემს თავთან ჩაიმუხლა და თმაზე ნაზად მომეფერა.-ელ...
-რა...რა მოხდა?-ჩემმა გონებამ ნელ-ნელა დიწყო მეხსიერების აღდგენა.
-არაფერი ელ...დაიძინე ნუ გეშინია...-მისმა სიტყვებმა დამამშვიდა, თვალებიც თითქოს უფრო დამთბარი ჰქონდა.
-ნოე...-მინდოდა მცოდნოდა რა მოხდა.
-არაფერია,უბრალოდ შენი შეშინება უნდოდა ...გტკივა?-სახეზე მანიშნა,ჯერ ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა,შემდეგ კი გავიაზრე რატომ მეწვოდა ამ ხნის განმავლობაში სახე.
-მმ..მცემა?
-სულ ცოტა დამაგვიანდა...-თავი ჩახარა და ჩემს თმაში ჩადო.- უნდა მომესწრო...
ცრემლებმა თვალები ამიწვა და უნებურად დავიწყე მოთქმა.
-ჰეი,ჰეი...ნუ ტირი...-თავი ასწია და სახეზე დამიწყო ფერება.- გთხოვ ნუ ტირი...მოდი ჩემთან.-წამოიწია, ძლიერი ხელები მომხვია და მეც ცოტა დავწყნარდი.
-ლიზა?-მაშინვე ის გამახსენდა.
-დამშვიდდი კარგადაა, ტარიელმა წამოიყვანა.
-სად ვართ?
-სასტუმროში...ჩემს ოთახში.
-კარგი...უნდა წავიდე,ნინო ბიცოლა მომკლავს.-ადგომა ვცადე.
-ლიზას ველაპარაკე...ყველაფერს მოაგვარებს.
-რა?უთხარი?!
-არა,არა არ მითქვამს...უბრალოდ ვუთხარი რომ ვერ მიხვალ, ქალბატონ ნინოსთან ის მოაგვარებს...შენ იწექი.
-არა, გთხოვ აივანზე გავიდეთ რაა...-ვთხოვე მე.
ხელი ჩამკიდა და აივანზე გამიყვანა, მე კი იქვე მდგარ სავარძელში მოვთავსდი.
-ერთი წუთით...-ისევ ოთახში შევიდა და მალევე დაბრუნდა უკან თბილი პლედითა და ყინულით..-გამომართვი.-ყინული მომაწოდა პლედი მომახვია და გვერდით მომიჯდა.-სახეზე დაიდე.
-მადლობა.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით,ბოლოს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-ჩემგან რა უნდოდა?-მის გახსენებაზე ხმა ზიზღისგან მიკანკალებდა.
-მანიაკი...-გამომხედა და თმაზე მომეფერა.-ნუ იხსენებ...
-უბრალოდ... სხვა გოგოს რომ...
-ჰეი, დარწმუნებული ვარ ვერავის ვეღარაფერს დაუშავებს.
-რა უქენი?
-ელ...-ისევ ისე აუელვარდა თვალები.-ბოლოს თავისი სისხლის გუბეში იწვა...
-შენ...ის...-ხმა ამიკანკალდა.
-ტარიელმა გამაჩერა ...საავადმყოფოშია... -ახლაღა შევხედე ხელებზე, რომლებიც მთლიანად გადაყვლეფილი ჰქონდა.
-შენი ხელები...
-არ მტკივა.-თავი გააქნია.
ჩემი ტილოდან რამდენიმე ყინული ავიღე და ხელზე დავადე.
-მოკლედ რაა...ჩვენი შეხვედრა მუდმივად დრამატულად მიმდინარეობს.-ვცადე ყურადღება გადამეტანა.
-გამოვასწორებთ.-დამპირდა.-ახლა დავიძინოთ.
-კარგი...მე ჩემს ოთახში ჩავალ.
-ასე არ გინდა.-სახეზე მანიშნა.-თან სუსტად ხარ...აქ დაიძინე.
-კი მაგრამ...
-ელენა.-ისეთი თვალებით მომხედა რომ უარი ვეღარ ვუთხარი, მე მის საწოლში დავიძინე,თვითონ კი დივანზე დაწვა.მე დილით ადრე გამეღვიძა და ნოე კი აღარ გავაღვიძე ისე ჩავედი ლიზას ნომერში. საწლში იწვა და კარის ხმაზე გამოფხიზლდა.
-ელენა შენ ხარ?-დამიძახა ნახევრად მძინარემ.
-კი ლიზ...ნინოს რა უთხარი?
-გადამდები ვირუსია და ნუ შეხვალ-თქო...შენ სად იყავი?-გამომხედა და სუსტად წამოიკივლა.-სახეზე რა გჭირს?!
-იმ შენი მაღალი ქუსლებიდან გადმოვვარდი-მოვატყუე რადგან არ მინდოდა ენერვიულა,ლიზა ძირითადად ძალიან ემოციური იყო.-და ნოემ თავისთან წამიყვანა.
-ღმერთო,გული გამისკდა...გტკივა?იცი როგორ ჩაგილურჯდება...
-არა დამშვიდდი, ყინული დავიდე და თან აღარ მტკივა უკვე...ღმერთო რაა...ხანდახან ნინო როგორი მართალია ხოლმე...
-კარგი, მოდი დაიძინე.-მითხრა და გვერდით გაიწია.მე საწოლში შევძვერი და მალევე ჩამეძინა, მეორე დღეს ლიზამ სახეზე მაკიაჟით კარგად დამიფარა ჩალურჯებები,ისე რომ თუ ძალაინ არ დამაკვირდებოდნენ ვერაფერს შენიშნავდნენ, გამიმართლა და ნინო გადაღლილი იყო ამიტომაც ძალიან არ დამკვირვებია, გაუხარდა იმის გაგება,რომ გამოვკეთდი და საუზმეზე ჩავედით, იქიდან კი მე და ლიზამ სასტუმროს სპა სალონს მივაშურეთ.
-აუ, წამო აუზზე წავიდეთ.-მითხრა ლიზამ, როდესაც ნომრებისაკენ მივდიოდით.
-კარგი.
საცურაო კოსტუმი ჩავიჩვი, პირსახოცი და სხვა ნივთები ჩანთაში ჩავალაგე, ზევიდან გამჭირვალე კაბა გადავიცვი და ლიზასთან ერთად ჩავედი ქვევით, აუზთან ნოე და ტარიელი ისხდნენ და ჩვენც იქით ავიღეთ გეზი, ნოეს დანახვისას სუნთქვა შემეკრა, შემდეგ კი მის ღიმილს წავაწყდი.
-ბიჭებო.-თავი დაუკრა ლიზამ.-რას აკეთებთ?-იკითხა და ტარიელზე გვანიშნა,რომელუც რაღაცას წერდა ფურცელზე. მე ჩემი ნივთები იქვე დავდე,კაბა გავიხადე და შეზლონგზე გავწექი.
-ტარიელი გეგმას ადგენს.-თქვა ნოემ.
-რა გეგმას?-დაინტერესდა ჩემი ბიძაშვილი და ნაწერს დახედა.- რა ხიდიდან გადახტომა?
-„ზაფხულში ჩასადენი სიგიჟეების" გეგმა.-გამოაცხადა ტარიელმა ღიმილით,რაზეც სამივეს გაგვეცინა.
-რა გეგმა?!-წამოიყვირა ლიზამ.-აუ მაგარია, მე და ელენასაც გვინდა.
-მე დიდად მოხარული არ ვარ ხიდიდან გადახტომით.-ხელები ავწიე.
-არც მე.-დამეთანხმა ნოე.
-აუუ რა მოსაწყენი ხალხია რაა...-თავი გააქნია ლიზამ.-კარგი თქვენ გვიყურეთ.
-არა,არა ლიზა წლებია მიყურებს.-გამოგვხედა ტარიელმა.
-აბა რატომ უნდა გადავხტე ხიდიდან?-წარბი ასწია ნოემ.- ტარიელი ან გიჟი კი არ ვარ?
-ოჰ რა მეგობარი მყავს!-გაიკრიჭა ტარიელი.-გიჟებში არ ჩამთვალა.
-ჰო რბილი ნათქვამია.-ჩაიღიმა ნოემ.
-ხე.-ტარიელმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-კარგი,კარგი რადგან დაგპირდი მეც გადავხტები.-თქვა ნოემ.-როგორ ხარ?-გადმომჩურჩულა სანამ ტარიელი და ლიზა ლიზას გადახტომა,არ გადახტომაზე კამათობდნენ.
-შენ?
უბრალოდ გამიღიმა და ისევ ჩვენს გიჟებს მიუტრიალდა, რომელთაც უკვე მოესწროთ იმაზე შეთანხმება რომ ლიზაც მიდიოდა.
ოთახში ვბრუნდებოდი,როდესაც ჩემი სახელი მომესმა.
-ელენა.-მივბრუნდი და ლამაზ თვალება ქალი დავინახე მწვანილებით ხელში, გაკვირვებულამ ავწიე წარბი.
-გამარჯობა.
-გუშინ კარგად გაერთეთ?-ის მომიახლოვდა და ერთად გავაგრძელეთ სიარული.-სახეზე რა გჭირს?-ქალს თვალები გაუფართოვდა.
-დავეცი...-ხელზე დავხედე.-მწვანილი რატომ გიჭირავთ?
-აა ეს...-თვითონაც დახედა და გაიცინა.-პირველად რომ მივდიოდით პაემანზე ჩემმა ქმარმა მკითხა რომელი ყვავილი მივარდა, თავს აზრს არ თმობდა მე რაღაც სერიოზულზე ველაპარაკებოდი ის კი პაემანს მინიშნავდა და ვუთხარი მწვანილები-თქო და აჰა იმის შემდეგ ასე მჩუქნის.-ისეთი სინაზით და სიყვარულით ლაპარაკობდა.-მაპატიე ახლა უნდა წავიდე...მალე შევხვდებით.
შეტყობინება მომივიდა,ტელეფონი ამოვიღე და გავხსენი.
„ელენა,ძალიან გთხოვ ქვევით ჩამოდი"-მწერდა ლიზა.
სუნთქვა შემეკრა,ლიზას ასე არასდროს უთხოვია და რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი.


თავი 9

ლიზა ჰოლში იჯდა და მელოდა.
-ღმერთო,ლიზა რა გჭირს?!გული გამისკდა! როდის იყო მეუბნებოდი „ძალიან გთხოვ"?
-კარგი რა ელენე,ისე ვერ ჩამოგიყვანდი და... ბიჭები მიდიან უკვე გადასახტომად და ჩვენც უნდა გავყვეთ.
-შენ მართლა გადარეულხარ და ეგაა...რა ხიდიდან გადახტომა? სრულ ჭკუაზე ხარ?!
-აუ ეს ვინები არიან ტოო...-შემომესმა ტარიელის ძმა.-რელაქს ცუნცულ...-ნოეს მრებში მოკიდა ხელი და მასაჟის კეთება დიწყო.
-ცუნცულს მოგცემ!გასწიე ბიჭო ხელები!-მიუბრუნდა ნოე.
-მოკლედ ჩვენ მივდივართ და თქვენ იყავით თუ გინდათ.-გამოხტა ჩემი ბიძაშვილი.
-შენ ჩუ!-ავუწიე საჩვენებელი თითი.-ან შენ რატო მიჰყვები?- მივუბრუნდი ნოეს.
-სანაძლეო მომიგო.-გააქნია თავი.-და ერთი სურვილი უნდა შევუსრულო.
-რა სანაძლეო?-დაინტერესდა ლიზა.
-შენ ჩუ-თქო.-მივუტრიალდი ბიძაშვილს.-მე ვლაპარაკობ...რა სანაძლეო?
-რა და, გუშინ დავენიძლავე ბიჭსაც დავკერავ-თქო.-თავლი ჩაგვიკრა ტარიელმა.-ნოემ ვერაო.-თითი გაიშვირა ნოესკენ.
-და ამან ბოლოს ჩემთვის კი არა მეგობრისთვის მინდა შენი ნომერიო.-დაასრულა ნოემ.
მე და ლიზამ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ შემდეგ კი სიცილი აგვიტყდა.
-კაი, კაი წავედით და გზაში ვილაპარაკოთ ვინ გადახტება და ვინ არა.-ტარიელმა ხელი გადამხვია და რასაც ქვია მიმიტანა მანქანამდე.
ერთ საათში რაღაც ხიდთან გაჩერდნენ , მხოლოდ მე დავრჩი მანქანაში.
-აუ ელე დროზე გადმოდი.-ხელები გადააჯვარედინა ლიზამ.
ბოლოს მეც გადავედი და ხიდის ჯებირზე დავჯექი, ტარიელი კი გვერდით მომიჯდა.
-ხომ იცი არაა?100% რომ არ ვიყო დარწმუნებული უსაფრთხოებაში მე თვითონ არ მივცემდი გადახტომის უფლებას.- მითხრა და ლიზაზე მიმანიშნა.
-კაი გენდობი.-დავნებდი ბოლოს.-ეცადე მთელი დამიბრუნო.
ჯერ-ჯერით გადაეშვნენ, პირველი ტარიელი, მეორე ლიზა და ბოლოს ნოე დადგა ჯებირზე.
-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე და ავხედე.
-მგონი კი.
-მგონი კი...-ჩამეცინა.
-ხელი მომეცი.-მითხრა უეცრად.
-რა?! არა...
-ელ...-მითხრა და ხელი გამომიწოდა.-ერთად გავაკეთოთ...
ქვევით გადავიხედე,სადაც ლიზამ და ტარიელმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ხდებოდა მაღლა და ნოეს გადახტომას ელოდნენ... ჯანდაბა!რამდენი ხანია ადრენალინი აღარ მიგრძვნია...
გამეცინა, ნოეს ძლიერად ჩავჭიდე ხელი და ჯებირზე ავედი, რასაც ლიზას კივილი და აპლოდისმენტები მოჰყავ ქვევიდან.
-ახლა დარწმუნებული ვარ.-ჩაიცინა მან.
-გავაკეთოთ!-დავიყვირე და ერთად გადავეშვით წყალში, თავიდან სიცივე ვიგრძენი, შემდეგ კი ამოვყვინთე და ლიზას გაოცებულ სახეს წავაწყდი.
-აბა?-გაეცინა.
-იყო რაა...საბავშვო ბაღია.-ვთქვი მე.
-რა?-გაოცებით შემომხედეს ტარიელმა და ნოემ.
-ხო, ამას მაშინ ვაკეთებდი როცა დამწყები ვიყავი.
ახლა უფრო მეტი გაეოცება დაეტყოთ სახეზე.
-ელენა ექსტემალთა ჯგუფის ლიდერია.-გამოაცხადა ლიზამ.
-და ამაზე მახვეწნინებდი?-წარბი ასწია ტარიელმა და სიცილი დაიწყო.-უყურეთ ამ ქალბატონს...
ცოტა ხანი კიდევ ვიცურავეთ და ბოლოს შეციებულები დავბრუნდით მანქანასთან, ტარიელმა პირსახოცები მოგვაწოდა.
-ელე, შენთვის მშრალი ტანსაცმელი რომ არ გვაქვს!-თავი გააქნია ლიზამ.
-მე მაქვს ორი მაისური წამოღებული.-თქვა ნოემ.
ნოეს ორი მაისურიდან ერთ-ერთი ჩავიცვი, რომელიც კაბად უფრო მერგებოდა....მაგრამ ძალიან მოკლე კაბად.
-გაციებას ჯობია.-ვთქვი და მანქანში ჩავჯექი...„თან ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს" -ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
გზა სულ სიცილში გავლიეთ, ახლაც რაღაც ისტორიას გვიყვებოდნენ ბიჭები, როდესაც ტარიელმა მანქანა გააჩერა და მოულოდნელობისგან ინერციით წინ გადავვარდი.
-რა მოხდა?-იკითხა ლიზამ.
-ავარიაა...-ტარიელი მანქანიდან გადავიდა.
-გოგოებო აქ დარჩით.-თქვა ნოემ მკაცრად და ტარიელს უკან მიჰყვა.
მე და ლიზამ ფანჯრებიდან ვერაფერი დავინახეთ, ამიტომაც ჩვენც გადავედით და უეცრად ლიზას კივილი მომესმა.
-ელე, ელე...თოკოს მანქანაა.-ლიზა ჩაიკეცა,მე კი მდგომარეობის გაანალიზება ვცადე,ჩვენი მეგობრები...ჯანდაბა!ისინი დღეს აპირებდნენ ჩამოსვლას.
-ნოე!-დავიკივლე მე.
-რა გჭირს ელ?-მომვარდა ნოე და ხელი შემაშველა,რომ არ წავქცეულიყავი.
-ვინმე...ხომ კარგად არიან?
-კი, შენ ცუდად ხარ?მსუბუქი ავარიაა,მეორე მანქანის მძღოლი ალბათ გაიქცა,ამ მანქანის მძღოლი და მგზავრები გათიშულები არიან მაგრამ ყველა კარგადაა, სასწრაფო მალე მოვა...ელ რა გჭირს?-ანერვიულდა ის.
-ჩვენი მეგობრები არიან...დღეს აპირებდნენ ჩამოსვლას.-ვთქვი და ცრემლები წამომივიდა.
-დამშვიდდი ელ, ყველაფერი კარგადაა...კარგად არიან.-ნოემ ძლიერად მომხვია ხელები.
შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანები... ბავშვები საავადმყოფოში წაიყვანეს... ჩვენც უკან მივყევით, როგორც კი მანქნა გაჩერდა გადავხტი და შენობაში შევვარდი, ალბათ ყველა ფიქრობდა რომ გიჟი ვიყავი, კაცის მაისურში გამოწყობილი, ფეხშიშველი მივრბოდი დერეფანში, დაშავებულები პალატაში გადაანაწილეს და მალე ექიმიც გამოვიდა.
-დამშვიდიდით, ყველაფერი კარგადაა, საბედნიეროდ მსუბუქი ავარია იყო და სერიოზულად არავინ დაზიანებულა.
-მადლობა ექიმო, შეიძლება შევიდეთ?-ჰკითხა შედარებით დაწყნარებულმა ლიზამ.
-დიახ შებრძანდით,მაგრამ ეცადეთ პაციენტები არ გადაღალოთ ახლა მათ დასვენება ესაჭიროებათ.პალატაში, რატი, თოკა და თამარი იყვნენ,ჩვენს დანახვაზე კი სახეზე გაოცება დაეტყოთ.
-ელე,ლიზ!აქ რა გინდათ?-გვკითხა თოკამ.
-ჩვენ გამოვიძახეთ სასწრაფო.-თქვა ლიზამ და თამარის გადაეხვია.
-რა?-გაუკვირდა თოკას.-იქ რა გინდოდათ?
-სასტუმროში მივდიოდით , ბიჭებმა დაინახეს ავარაში მოყოლილი მანქნა,თავიდან არ ვიცოდით თუ თქვენ იყავით...- თავი ჩავხარე და თოკას გვერდით მივუჯექი.-საშინლად ვინერვიულე.-თოკამ ხელები მომხვია და გულზე მიგვიხუტა.
-კაი ტოო...რა განერვიულებდა არ იცი ცხრა სიცოცხლე რომ გვაქვს?
-აუ რა ვიცი შემეშინდა.-ამოვისლუკუნე მე.
-კაი ნუ ტირი რაა...თან შენი მეგობრებიც არ გაგიცნია ჩვენთვის.
-ნოე.-ნომე ხელი აქამდე ჩუმად მჯდომ რატის გაუწოდა.
-რატი... ელენას შეყვარებული.-თქვა რატიმ ღიმილით და ნოეს ხელი ჩამოართვა.


თავი 10




-ყოფილი. -დავაზუსტე მე და რატის მკვლელის მზერით გავხედე.
-ჯერ-ჯერობით.-ჩაიღიმა რატიმ.
-ტარიელი.-თქვა ტარიელმა და თოკოს ჩამოართვა ხელი, სიტუაცია განმუხტა და მეც აღარ მომეცა შანსი რომ რატის სიტყვებს ჩავძიებოდი.
-დანარჩენები სად არიან?-იკითხა ჩემმა ბიძაშვილმა.
-მეორე მანქანით მოდიოდნენ.-უპასუხა თამარმა.-ალბათ სასტუმროში უკვე მივიდნენ და ახლა ჩვენ გველოდებიან, ელე შეგიძლია დაურეკო?
თავი დავუკარი და თაზის ტელეფონის ნომერი მოვძებნე.
-ელე!-რამდენიმე წამში გაისმა მისი ხმა.-ჩამოვედით უკვე, თოკას, რატის და თამარას ველოდებით და მოვლენ მალე, თქვენ სად ხართ გოგო, ისე მომენატრეთ შენ და ლიზა...
-თაზი.-ალბათ ხვალამდე გააგრძელებდა რომ არ გამეწყვიტა.- იცოდე არ ინერვიულო და გოგოებს ნუ ეტყვი.
-რა მოხდა ელე?აუ მაშინებ შენ თავს ვფიცავარ...
-მე და ლიზა კარგად ვართ, ნუ თოკას მანქანა პატარა ავარიაში მოყვა, არ არის საშიში, საავადმყოფოში ვართ ყველა და რამდენიმე საათში გამოწერენ,ნუ ინერვიულებთ რაა...და, გოგოებს არ უთხრა მოვალთ მალე.
-რას მეუბნები ტოო...ხო ყველა კარგადაა?ან თქვენ რა გინდათ მანდ?
-კი ყველა კარგადაა, არ ვიცი დაემთხვა რაა...მოვდიოდით, ამათი მანქანა დავინახეთ გაჩერებული და ცოტა დაზიანებული და მერე საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ.
-კაი, მოგაკითხოთ?
-არა,არა არ გინდა...მოვალთ ჩვენით და გოგოებს მიხედე შენ.
-ოხ შენ რომ არ გეთქვა...-გაეცინა თაზის.-და ჰო, თოკას უთხარი თუ ტარება არ იცი ნუ ატარებ-თქო.
-კაი რაა,ნუ დაიწყე შენ რამდენჯერ...
-მე თქვენ არ მიზიხართ ხოლმე.-გამაწყვეტინა.-გადაეცი თუ ავარიამ არაფერი გიყო თაზო დაგლეწავს ძვლებში და მოუფრთხილდი-თქო.
-კაი,კაი მე ამათ მივხედავ.-გავთიშე და თოკას ვუთხარი.-თაზიმ გადმოგცა ძვლებს მოუფრთხილდიო.
მალე ექიმი შემოვიდა და თამარი და ბიჭები გაწერა, ჩვენ სასტუმროში დავბრუნდით ისინი კი თაზისთან და გოგოებთან წავიდნენ.
-რატიმ რა თქვა გაიგე?-მკიხა ლიზამ როდესაც ნომერში დავბრუნდით.
-კი ლიზა გავიგე.-ვთქვი მკაცრად.
-კაი რა გაბრაზებს, უბრალოდ მაინც ვერ მივხვდი რატო დაშორდით.
-მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
-კარგი, შენი ნებაა უბრალოდ მე მაინც ვერაფერი გავიგე.
საღამოს თოკამ დამირეკა.
-ხო თოკო.
-აუ ელე რაღაცს გთხოვ და გეხვეწები უარი არ მითხრა რაა...
-გისმენთ ყურადღებით.-ვთქვი სიცილით.
-კლუბში მივდივართ, შენ და ლიზაც წამოდით რაა.
-აუ თოკა არ ვიცი,თან თქვენთვის შეიძლება?-ჩავრეთე „დედიკო".
-აუ ელე, ჩვენ რამდენიც ავარიაში მოვყვებით თუ იმდენი კლუბში არ წავედით ხო ჩაუარდათ ბიზნესი და ეგაა...
-რა ვიცი...
-იცი, ნახევარ საათში მანდ ვარ და შენს ძვირფას ბიძაშვილს გადაეცი თუ ისევ ორი საათი მალოდინებს ხალათით,ჩუსტებით და ნახევარი მაკიაჟით წამოვიყვან.
-კაი.-გამეცინა და ლიზასთან გავედი.-თოკამ დამირეკა და კლუბში დაგვპატიჟა, ნახევარ საათში აქ იქნება.
ნინომ უპრობლემოდ გაგვიშვა რადგან თავის ნათლულს(თოკოს) უარი არ უთხრა.
-ვა, ვა გავიცნოთ ლამასოოო....?-ჩვენს დანახვაზე სახე გაებადრა თაზოს.-აუ როგორ მომენატრეთ ტოო...
-თაზი.-ლიზა გაექნა და შეაფრინდა.
ხვევნა-კოცნის შემდეგ კლუბში წავედით, სადაც თეკლა, ნიტა, თამარი, რატი და თოკა გველოდებოდნენ. გოგოები ჩავკოცნეთ და კოკტეილები ავიღეთ.
-აუ ვიცოდი,რომ მალოდინებდა და თაზი გამოვგზავნე.-გაიცინა თოკამ.
-ორმოცი წუთი მალოდინა...რეკორდი.-წამოიყვირა თაზიმ.
-აუ მაგრად მომენატრეთ, ამ ზაფხულს ისე უნდა გავერთოთ რომ მთელი წელი გვეყოს.-თქვა თეკლამ.
-ხო აბა მერე სწავლა იწყება და სდიეთ ორკვირიან დასვენებებს.- გაეცინა ნიტას.
-აუ წამო ვიცეკვოთ რაა...-წამოიყვირა ლიზამ ნახევარი საათის შემდეგ და ბრბოში გაიჭრა.
-ხო ხო ადექით რაა...-თქვა თეკლამ, უკან მიჰყვა და ნიტაც გაიყოლა.
ბიჭებიც ადგნენ და გოგოებს გაჰყვნენ. მხოლოდ მე დავრჩი, მათ შემხედვარეს ის საღამო გამახსენდა და ვეცადე უსიამოვნო მოგონებები გონებიდან ამომეგდო, როდესაც ჩემი სახელი გავიგე თან ამ სახელს მხოლოდ ის მეძახდა.
-ელ!-ნოე იქვე მორე მაგიდასთან იჯდა ტარიელთან ერთად, მე ავდექი და მივუახლოვდი.
-ნოე.-მივესალმე.-ტარიელ.
-ელე, აქ რა გინდა?-მკითხა ტარილმა-ლიზაც აქაა?
-კი, იქით ცეკავს.
-მარტო ხართ?-მკიხა ნოემ,ტაირელი კი ალბათ ლიზას მოსაძებნად წავიდა.
-არა, მეგობრები ვერთობით.-გვერდით მივუჯექი.
-შენ რატომ არ ცეკვავ.-მკითხა და სახეზე დამისვა თითები.
-არაფერია უბრალოდ მე...
-ელ, ნუ გეშინია მე აქ ვარ.-წამში მიხვდა.
-არაფერია მართლა.
-მაშინ წამო ვიცეკვოთ.-დათანხმებს ვაპირებდი როდესაც საკმაოდ „ღიად" ჩაცმული ქერა მოგვიახლოვდა და ნოეს გვერდით დაჯდა.
-ნოე როგორ ხარ?-კითხა და მისი ტუჩებისაკენ გაიწია.
-კარგად სოფი შენ?-ოსტატურად მიუშვირა ლოყა.
-მომენატრე.-გაიბუსხა გოგო.-მეგობარს არ გამაცნობ?- ჩემზე ანიშნა.„რა იცის რომ მეგობარი ვარ? რა დასკვნაა ერთი..." -ჩემი აზრები უარვყავი და უბრალოდ ვუპასუხე.
-ელენა.
-ასე უნდა დავიწყება?რანდენი ხანია არ გინახივარ... -ისევ ნოეს მიუტრიალდა და წამში დაივიწყა ჩემი არსებობა, ხან ხელი დაადო მუხლზე, ხან ფეხი, ბოლოს კალთაში ჩაჯდომაც დააპირა, ნოე კი ოსტაურად იშორებდა თავიდან, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან გააღიზინა.
-ჰეი ლამაზო.-მიმართა მას,მე კი მაშინვე ჩვენი დიალოგი გამახსენდა და ცოტა დამაკლდა ჩაბჟირებამდე.
-გისმენ ნოოო...
-მაპატიე, ახლა უნდა დაგტოვო ელენას ცეკვას შევპირდი.-ხელი ჩამავლო და მოცეკვავეებისაკენ წამიყვანა.
-საკმაოდ უხედში იყავი.-გავიცინე და ყელზე მოვხვიე ხელები.
-მეე?-გაეცინა მასაც.-აბა შენ გიჯდებიდეს კალთაში...თან მხოლოდ შენ მიხვდი და არ ითვლება.-მიჩურჩულა.
-დანარჩენები სად წავიდნენ?-ვკითხე და იმის მცდელობით რომ ვინმეს ვიპოვიდი გარშემო მიმოვიხედე.
-კარგი მეგობრები გყავს.-მითხრა ნოემ.
-მადლობა.აუცილებლად უნდა გაგაცნო თაზი და გოგოები.
-რას იტყვი ამ დღეებში რომ ლაშქრობა დავგეგმოთ?
-კარგი იქნება ვკითხავ ბავშებს...
კარგად გავერთე, კლუბიდან თოკამ წამოგვიყვანა მე და ლიზა, რომელსაც მანქანში ჩაეძინა.
-ელე, რაღაც უნდა გკითხო...-გამომხედა თოკამ.
-აბა გამოუშვი...
-შენ და რატი რატო დაშორდით?





თავი 11
-თოკ...ხომ იცი არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი...
-ელე, ვიცი რომ უმიზეზოდ არ დაშორდებოდი და მინდა რომ ვიცოდე...
-გეტყვი,ოღონდ დღეს არა.
-ხომ იცი რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს ყველაფერში?-მე ღიმილით დავუქნიე თავი.
თოკას აღარაფერი უთქვამს და ორივე მშვიდად მიგვიყვანა სასტუმრომდე.დახმარებაზე უარი ვუთხარი და ლიზა მე თვითონ ავიყვანე, ტანსაცმელი გავხადე და საწოლში ჩავაწვინე. მე მთვრალი არ ვიყავი, ქვევით ჩავედი, ჰამაკში ჩავჯექი და ლამპიონის შუქზე დავიწყე კითხვა.
-რას კითხულობ?-რამდენიმე საათში მომესმა ნოეს ხმა რომელიც მეორე ჰამაკში იწვა და თვალს არ მაცილებდა.
-რემარკის „ნასესხები სიცოცხლე".-ვუთხარი და კითხვა განვაგრძე.
-კარგი წიგნია...
-არ დამასპოილერო!-გავაწყვეტინე მე.
-კარგი,არც ვაპირებდი.
-შენ რას აკეთებ?
-იგივეს. -მითხრა და წიგნი აწია.
-მე მოვრჩი,ძალიან მეძინება -ვუთძარი და წამოვდექი.
-მეც მოვრჩი, რამდენიმე საათია აქ ვარ უბრალოდ შენ ვერ გაიგე.
-ოჰ...როდესაც ვკითხულობ ვითიშები და მთლიანად წიგნში ვარ.- ვთქვი დარცხვენილმა.
-ანუ კარგი მკითხველი ხარ. -დამისვა დიაგნოზი.
-ვგიჟდები.-ენერგიულად დავუქნიე თავი, წამოვდექი და სასტუმროსაკენ ავიღე გეზი.
-ძილინებისა ელ.-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე, შემდეგ კი თავისი ოთახისაკენ გაეშურა, მე კი ჩემს ნომერში ვბრუნდებოდი როდესაც გზაში ნინოს ხმა გავიგე.
-როდის ჩამოდიხარ?-ალბათ ვინმეს ტელეფონზე ელაპარაკებოდა. -კი კარგადაა...არა ჯერ არ მითქვამს...ვიცი და სწორედ ეგ მაშინებს...ეგ ამბავი არ უნდა გაიგოს...თქვენს მშობლებს უნდოდათ რომ ელენას ყველაფერი სცოდნოდა...არ ვაპირებ ვუთხრა...ყველაფერს წყალში არ ჩავყრი.-ჩემი სახელის გაგებისთანავე მივხვდი ვისაც ელაპარაკებოდა, ჩემს ძმას დემეს, რომელიც ამერიკაში იყო სასწავლებლად, მაგრამ ის ვერ გავიგე რა არ უნდა მცოდნოდა, თავიდან დავაპირე რომ პირდაპირ მეკითხა ნინოსათვის მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი ძმისათვის მეკითხა. ოთახში დავბრუნდი და ამ ყველაფერზე ფიქრში ჩამეძინა, მეორე დღეს თოკას მივწერე.
„თოკ, ნოემ ლაშქრობაზე დაგვპატიჟა"

„კარგი აზრია, როდის?"

„როცა თქვენ გინდათ"

„მაშინ დღეს"

ახლა ნოეს დავურეკე.
-გისმენ ელ.
-ლაშქრობაზე დღეს რომ წავიდეთ რა აზრის ხარ?
-კარგია, რომელ საათზე?
-ერთ საათში.
-კარგი.
ერთ საათში ყველაფერი მზად გვქონდა და „მტირალას პარკისაკენ" დავიძარით, სამი მანქანით ვიყავით, ლიზა, ნიტა,თეკლა და რატი ერთად, თოკა, თაზი და თამარა ერთად, მე, ტარიელი და ნოე კი მის მანქანაში მოვთავსდით, ასე რომ მთელი გზა სიცილში გავლიე.
პარკი ულამაზესი იყო, ბევრი ვიარეთ,ბოლოს სანაპიროზე დავბრუნდით და ცეცხლი დავანთეთ.
-აუ ძაან მომეწონა.-თქვა ნიტამ აღბრთოვანებით.
-მეც.-დაეთანხმა ლიზა.
ცოტა დავლიეთ.
-ახლა თქვენთვის დაუკრავს ნოე ამირეჯიბი.-გამოაცხადა ტარიელმა და მანქანიდან გიტარა გადმოიღო.
-არ არსებობს... -თავი გააქნია ნოემ, ამას მოჰყვა ხვეწნა-მუდარა და ბოლოს ნოე დაგვნებდა.
-კარგი..ერთი პირობით.-მე გამომხედა და მიაშინვე ის დღე გამახსენდა რომ მითხრა კარგად მღერიო.
-მმმ....მმმმ....-თავი გავაქნიე.
ნოემ ჩაიცინა და იმ სიმღერის დაკვრა დაიწყო მაშინ რომ ვმღეროდი, მეც გამეღიმა და ავყევი, სიმღერის დასასრულს აპლოდისმენტებიც მივიღეთ.
-გეფიცებით პირველად გავიგე ელენას სიმღერა. -თქვა თოკამ და ამაზე ყველას გაეცინა.
-აუ წამო რაა სადმე კლუბში წავიდეთ...-შემოგვთავაზა ტარიელმა
და ყველა დაითანხმა.
საშინლად ვიყავი დაღლილი, მაგრამ მაინც გამოვიცვალე და ბავშვებს გავყევი.
ნოე და ტარიელი ისევ სასტუმროში იყვნენ,ჩვენ ცოტა ადრე მოგვიწია მისვლა, ლიზამ გამიყვანა საცეკვაოდ და მალე უკნიდან ვიღაც მომეკრო.
-მომენატრე.-მითხრა რატიმ.
-ხელები გაწიე.-ვუთხარი მკაცრად და მისი მარწუხებისაგან გავითავისუფლე თავი.
-მე არ მიმღეროდი ხოლმე.
-რატი რა გინდა?
-შენ.-მითხრა და ისევ მიმიხუტა.
-ხელები გაწიე -მეთქი.-ვუთხარი და გათავისუფლება ვცადე.
-რატი.-გავიგე ზურგს უკან თოკას ხმა და რატიმაც წამში გამიშვა ხელები, მე ტირილით გასასვლელისაკენ გავემართე, რატიმ ასე იცოდა ყოველთვის მიშხამებდა საუკეთესო დღესაც კი.
უეცრად საშინელი ხმაური ატყდა და ბრბოში კარგად გავარჩიე თოკა რომელიც რატის გამწარებული ურტყამდა, როდესაც რატიმ გონება დაკარგა,თოკამ გახევებულ მეგობრებს მიაძახათ „სასწრაფოში დარეკეთო" და გაცეცხლებული გამოემართა ჩემსკენ, ხელი მკლავში ჩამავლო და მანქანისაკენ წამიყვანა, სწორედ იმ წამს გაჩერდა ნოეს მანქნა და იქინდან ის და ტარიელი გადმოვიდნენ, ჩემს დანახვაზე ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ თორნიკემ მანქნაში ჩამსვა, თვითონ საჭეს მიუჯდა და სწრაფად დაძრა.მთელი გზა ხმა არ ამოუღია, დიდხანს ვიარეთ, საჭეს ძლიერად უჭერდა ხელებს და გახშირებულად სუნთქავდა, ბოლოს მანქნა სადღაც გააჩერა და გადავიდა,მეც უკან მივყევი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-რატიმ მომიყვა.-დაიწყო ლაპარაკი.
-რა გითხრა?
-ყველაფერი...რატომ დაშორდით, რა მოხდა იმ საღამოს... ყველაფერი მომიყვა ელე....რატო არ მითხარი?-მითხრა და წყლიანი თვალებით გამომხედა.
-თოკა მე...
-რატო არ მითხარი?-თქვა და თავი ჩახარა.-რატომ არავის არ უთხარი?
-მე...მე რატი მიყვარდა...შემრცხვა...-თქვი და ცრემელები გადმომცვივდა.
-რისი შეგრცხვა გოგო?!...მითხარი რისი?!
-მე უბრალოდ...მას თქვენ თვალში ვერ დავამცირებდი...
-ესაა მიზეზი?-დაიყვირა მან.-მე მაინც რატომ არ მითხარი?
-ის შენი ძმაკაცია თოკა...რა უნდა მეთქვა!მითხარი რა უნდა მეთქვა?!შენი ძმაკაცი ამდენად არაკაცია -მეთქი?!
-უნდა გეთქვა!რატომ არ მითხარი?!-ხელი ძლიერად დაარტყა მანქნას.-მაშინ...ის ჩალურჯებული...არ დაცემულხარ არა?...მაშინდელი ამბავია?
-ძალიან მთვრალი იყო თოკა!ვერ აზროვნებდა, უბრალოდ არ მინდოდა ასე დამემცირებინა თქვენს თვალში და უბრალოდ დავშორდი.-უკვე ცხარე ცრემლებით ვტიროდი.-თან ვიცოდი რომ მამაჩემი მოკლავდა და არ ვთქვი....
-ჩაჯექი მანქანაში-მითხრა და წინ გაიხედა.
-გამიბრაზდი?
-არა...ჩაჯექი ელენა მანქანში.
უხმოდ დავემორჩილე, მან სასტუმრომდე მიმიყვანა და დაუმშვიდობებლად წავიდა.
პირდაპირ ლიზას ოთახს მივაშურე.
-ღმერთო ელე...რა მოხდა?-მაშინვე მომვარდა ლიზა.-ვერაფრი გავიგე...ან სად წაგიყვანა თოკამ?
-არაფერია ,ლიზ.-ვთქვი და სავარძელში ჩავჯექი.
-რა არაფერია გოგო, მოვკვდი ნერვიულობით...ნოე მთლად გაგიჟდა.
ახლაღა გამახსენდა ნოე და ტარიელი და სასწრაფოდ დავრეკე.
-ელ....
-მე ვარ...დამშვიდდი კარგად ვარ...უბრალოდ ახლა დაღლილი ვარ და უნდა წავიდე.-ისე გავუთიშე არაფრის თქმა აღარ ვაცალე.
-დროზე დაიწყე მოყოლა...
ამ დროს კარი გაიღო, ოთახში ნინო ბიცოლა შემოვიდა და ლიზას კითხვებს გადამარჩინა.
-გოგოებო...ახალი ამბავი მაქვს.-თქვა გაღიმებულმა.-დემე ჩამოდის.


თავი 12

-რა...რატომ ჩამოდის?-გაუკვირდა ლიზას.
-რა კითხვებია ლიზა?!-ხმა გაიმკაცრა ნინომ.-ნებართვა სჭირდება?
-არა მე უბრალოდ გამიკვირდა...-ჩაილუღლუღა დარცხვენილმა.
-როდის ჩამოდის?-ვიკითხე მე.
-ხვალ საღამოს აეროპორტში უნდა დავხვდეთ...ამირეჯიბებმა რომ გაიგეს აქ მოიპატიჟეს.
-და,ჩვენ ახლა ვიგებთ?!
-თქვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს როდის გაიგებდით?
-დიდი ხნით რჩება?
-ალბათ ორი-სამი კვირით...ამირეჯიბზე რა ხდება?-ნინო სავარჯელზე ჩამოჯდა.
-დედა...-დაიწყო თავჩაღუნულმა ლიზამ.-ნოე კარგი ადამიანია, ვიცი რომ გვიჭირს მაგრამ იქნებ სხვა რამე მოგვეფიქრებინა...
-ლიზა მისმინე....მერამდენედ გიხსნი,რომ სხვა გამოსავალი არაა...მევალეები ფულს ითხოვენ.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ!-გაცეცხლებული წამოდგა ფეხზე.-მაგ ბიჭს თავს შეაყვარებ და ცოლად გაჰყვები.
დაუვირა ლიზას ,შემდეგ კი სრაფად დატოვა ოთახი, ლიზამ ისევ ტირილი დაიწყო და უღონოდ ჩამოესვენა საწოლზე.
-რა ვქნა ელე...დავიღალე, არ მინდა გათხოვება,არ მინდა ნოეს ცოლობა...-ტიროდა მოთქმით. მე კი ჯერ კიდევ თავზარდაცემული ვუსმენდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ამიტომაც თავზე ვაკოცე და ჩემს ოთახში წავედი,ლიზას ახლა მარტოობა სჭირდებოდა.
მეორე დღეს ჩემდა გასაკვირად შუა დღეს გამეღვიძა, სწრაფად მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ჰამაკში ერთმანეთის გვერდით მჯდომი ტარიელისა და ლიზასაკენ წავედი, რომლებიც შოკოლადის ნაყინს მიირთმევდნენ და ხმას არ იღებდნენ.
-რა ხდება?
-არაფერი.-მხრები აიჩეჩა ლიზამ და ნაყინის ჭამა გააგრძელა.
-შენ როგორ ხარ?-ახლა ტარიელს მივუბრუნდი.
-ნორმალურად.-მისთვის შეუფერებლად, ლაკონურუდ, მიპასუხა.
-ნოე სადაა?
-ვინმეს ეჩხუბება ალბათ.-ისევ ტარიელმა გამცა პასუხი.- დილიდან დამცოფა და წავიდა.
-რა?-გამიკვირდა მე.
-ჰო,რაღაც ვერ იყო ხასიათზე, დილით მკიხა ელენა სად არისო, ვუპასუხე სძინავს-თქო და ერთი დამიბღვირა და წავიდა.-თქვა ლიზამ.
-სად წავიდა?-არ ვეშვებოდი მე.-კარგი, დავურეკავ.-ვთქვი ჩემთვის და სასტუმროში შევბრუნდი.
ახლა მივხვდი რაც ხდებოდა, ლიზა ალბათ ისევ ნინოზე დარდობდა, ტარიელი კი ნოესთან კამათზე, გამეცინა მათი პრობლემების მოგვარების ხერხზე და ნოეს დავურეკე.
-ხო ელ.-დაღლილი ხმა ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა.
-სად ხარ?
-ვვარჯიშობდი...რადგან გაიღვიძე სასტუმროს კაფეში ხომ არ გვესადილა?...უკვე შუადღეა-გაეცინა მას.
-კი,ძალიან მშია.-მეც გამეცინა და ახლა მივხვდი რომ მართლაც საშინლად მინდოდა რამე გემრიელი.
-გამოვიცვლი და ოც წუთში შევხვდეთ.
-კარგი.-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
ზუსტად ოც წუთში ნოე, თხელი ჭაობისფერი მაისურითა და შავი შარვლით ჩემს წინ იჯდა, თმაზეჯერ კიდევ უბზინავდა წყლის წვეთები და მოთმინებით ელოდა, ჩემს შეკვეთას, მეც აღარ ვალოდინე, სადილი და წვენი შევუკვეთე და მიმტანს მენიუ გავუწოდე.
-გუშინდელისთვის ბოდიში მინდოდა მომეხადა, უბრალოდ თოკა ძალიან გაბრაზებული იყო და ვერ მოვახერხე...
-ნუ ღელავ.-გამაწყვეტინა, რადგან მიხვდა როგორ მცხვენოდა ამაზე ლაპარაკი.-უბრალოდ თავიდან შევშინდი.
-ტაროელს რაზე ეჩხუბე?-ვკითხე რათა თემა შემწცვალა.
-დილიას ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, მას კი ხომ იცნობ...- მეგობრის ძასიათის გახსენებაზე ჩაეღიმა.-ყველაფერი გულზე ხვდება.
-დღეს ჩემი ძმა ჩამოდის.
-ვიცი,მშობლებმა მითხრეს...საიდან ჩამოდის?
-ამერიკაშია სასწავლებლად, მაგრამ მოულოდნელად ჩამოსვლა გადაწყვიტა...ისე მენატრება, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა.
-გეტყობა როგორ გიყვარს ძმა...თვალები გაგიბრწყინდა.-თქვა ღიმილით ნოემ და მიმტანმაც იმ წამს მოიტანა ჩვენი შეკვეთა.
-ძალიან.-დავეთანხმე გაბადრული.-ოთხი თვეა არ მინახავს და ვეღარ ვითმენ.
-ყოველთვის მინდოდა და ან ძმა მყოლოდა.-თქვა ღიმილით.
-უფროს ძმაზე უკეთესი არაფერია.-დავეთანხმე მე.
-შენც ამერიკაში აპირებ სწავლის გაგრძელებას?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
-არა...სკოლა ამ წელს დავამთავრე და ვაპირებ აქ გავაგრძელო სწავლა, ჯერ-ჯერობით, შემდეგ კი ვნახოთ შეიძლება წავიდე საზღვარგარეთ, მაგრამ ჯერ ნამდვილად არა.
-სპეციალობა აირჩიე?
-კი...ჟურნალისტობა მინდა...შენ?
-მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეი დავამთავრე, ახლა მამაჩემის კომპანიას ვუძღვები და თან მაგისტრატურას ვამთავრებ.
-არ გიჭირს?
-რა?
-ეთდროულად სწავლა და მუშაობა?თან მითუმეტეს დირექტორობა.
-თავიდან ცოტა მიჭირდა,ბოლოს მივეჩვიე.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ბოდიში მოვიხადე და ვუპასუხე.
-ჯაყელო, გადაიკიდე მხარზე შენი ბიჯაშვილი და დაეშვით სანაპიროზე.-ტელეფონში თაზის ხმა გაისმა.
-ნომერი შეგეშალა.-ვთქვი სიცილით.-მერამდენედ გითხრა მარტო გვარებით ნუ აწერ-თქო,მაწერე რა სახელებიც.
-უი,უი უჟმურ ჯაყელთან მოვხვდი.- დაიწყო ქოთქოთი.
-კაი ვეტყვი ლიზას და რა გითხრა მხარზე გადაკიდებისა, მაგრამ ისე წამოვალთ თუ გინდა.
-ბიჭებიც წამოიყვანეთ...გკოცნი...-თავისი როლი წარმატებით დააგვირგვინა და გამითიშა.
-არ არის ეს ნორმალური.-თავი გავაქნიე და ნოეს მივუბრუნდი.- სანაპიროზე გავდივარ არ წამოხვალთ?
-არ მინდა ხელი შეგიშალოთ...-ნელა შეიცურა ხელი თმაში.
-რა ხელი შეგვიშალოთ!-წამოვიძახე მე.-ლიზა და ტაირელი წამოვიყვანოთ და წავიდეთ.
-კარგი.
მე ლიზას დავურეკე,ნოემ ტაერიელს და ათ წუთში მივედით სანაპიროზე, სადაც ჩვენს გიჟებს უკვე მოესწროთ შეზლონგების ქირაობა და ახლა სანაპიროს ¼-ს იკავებდნენ.
მე და ლიზამ საცურაო კოსტუმის ზემოდან გადაცმული კაბები გავიხადეთ და შეზლონგებზე პირსახოცები დავაფინეთ, ვგრძნობდი ორი წყვილი თვალის დაჟინებულ მზერას და ამით შეწუხებულმა,ჯერ რატის გავხედე დაბღვერილმა, ხოლო შემდეგ ნოეს და მივხვდი რომ ეგ არ უნდა გამეკეთებინა...ნოემ იმ წამს გაიხადა მაისური და საცურაო შორტებითღა დარჩა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ნიტას გავხედე,რომელმაც სწორედ იმ წამს მოაშორა მზერა ბიჭს და იგივე სახით გამომხედა.
-ეს ბიჭი სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოდის თუ რა არის?- გადმომიჩურჩულა თამარმა.
-კითხეთ ვინმემ.-ხელით დაინიავა თეკლამ.-შეყვარებული თუ ყავს?
-ეჰ ეგ საქმე არ გამოვა ჩემო თეკლუკ.-ვთქვი მე.
-რატო?-დაინტერესდა ნიტა.
-არ მკითხო.-თავი გააქნია ლიზამ.-მერე მოგიყვებით.
-ნოე ბიჭებთან ერთად ჩამოჯდა თავის შეზლონგზე, მის მოპირდაპირედ კი თაზი დაჯდა,რასაც გოგოების უკმაყოფილო კომენტარბი მოჰყვა, ასე რომ აღარაფერი გვქონდა გასართობი.
-აუ წამო რაა ზვაში შევიდეთ.-ჩვენკენ წამოვიდა ტარიელი.
-აჰა,ანუ მარტო არ არის ხოლმე იმ სავარჯიშო დარბაზში.- თქვა თელკლამ და ჩემი იდაყვიც მიიღო ფერდში.-აჰ.-წამოიყვირა და მკვლელის თვალებით გამომხედა.
-ჩავიდეთ.
ყველა ზღავში შევიდა, მხოლოდ მე და თორნიკეღა დავრჩით ნაპირზე.
-თოკააა კიდე მიბრზდები?-ვკითხე და ტუჩები დავბუშტე.
-ელე...-მომიახლოვდა და მაგრად მომხვია ხელები.- ხო იცი რომ შენზე დიდ ხანს ვერ ვბრაზდები, პროსტა ჩემ თავზე მეშლება ნერვები...აქამდე რატო არ გავარკვიე...
-რატის კიდე ელაპარაკე?
-არა.-თქვა და მისკენ გაიხედა.-დატკბეს ბოლო დღეებით ჩვენთან.
-აუ კარგი რა თოკა...
-შენ ჩუ,ისიც გეყოფა რაც ხლართე, ახლა მე ვიცი.
გავჩუმდი და ხმა აღარ ამომიღია, თოკაც წყალში შევიდა და ახლა მისი ადგილი ნოემ დაიკავა.
-კარგი წყალია, არ შემოხვალ?...ისე დავინახე,რომ აუზშიც არ ჩასულხარ...წყლის ხომ არ გეშინია?
-არა.-თავი გავაქნიე მე.-არ მიყვარს აუზები, ზღვა მირჩევნია წამო შევიდეთ.
წყალში შესვლას ვაპირებდი როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ბედნიერებისგან ადგილზე გავიყინე.

თავი 13

-არ არსებობს.-ვთქვი ისე რომ არ შევბრუნებულვარ და ყურებამდე გავიღიმე.
-რა იყო ელენიკა უფროსი ძმა არ მოგენატრა?-მკითხა დემეტრემ, მისი სიტყვის დასრულება და ჩემი შეხტომა ერთი იყო.
-მომენატრე დემე...აუ ნინომ საღამოს ჩამოდისო.
-სიურპრიზი.-მითხრა და კიდევ უფრო მაგრად მიმიხუტა.-რა არის გოგო რა გამხდარი ხარ, საერთოდ არ ჭამ?-ძირს დამსვა.
-აუჰ ბებიკო დაიწყე უკვე?-თქვა სიცილით ლიზამ და დემეს ჩაეხუტა.
-რა იყო გოგო ჯერ მოგეკითხე მაინც.-გაეცინა დემეს.
-ჩემო სულის მზე.-ხელებგაშლილი წამოვიდა თაზი და მაგრად ჩაეხუტა ჩემს ძმას.-მომენატრე კნუტო...
-გაწიე ბიჭო ხელები.-დაუბღვირა დემემ.-რა კნუტო?!
-კაი ფისო არ გაბრაზდე...-ხელი ნაზად დაუსვა პრესზე.
-აუ ეხლა შენს ძმობას ვფიცავარ მაგრად გცემ...
-გაიწიე ბიჭო.-თოკამ ხელით გაწია თაზი და თვითონ დემეს გადაეხვია.
ამის შემდეგ ყველამ სათითაოდ მოიკითხა ჩემი ძმა.
-დემე გაიცანი,ეს ტარიელი და ნოე არიან.-ხელით ვანიშნე ბიჭებზე.
-მსმენია თქვენს შესახებ ბატონო ნოე.-დემეტრემ საქმიანად ჩამოართვა ხელი.
-აუ დმე ახლა თუ საქმეზე დაიწყებ ლაპარაკს ზღვაში გისვირი.- წამოიყვირა თეკლამ.
-უბრალოდ ნოე.-უთხრა ნოემ და სანამ დემეტრე თეკლასკენ გაექანა რომ წყალში ჩაეგდო, ჩემკენ წამოვიდა.-ჩავიდეთ?
-შემდეგისთვის იყოს, მზეზე დიდი ხანი ვერ ვძლებ, სასტუმროში დავბრუნდები.-პატარაობიდან ეს პრობლემა მქონდა,მზეზე ოც წუთში ვიწვებოდი.
-ერთად წავიდეთ.-შემომთავაზა და სასტუმროსაკენ აიღო გეზი.
-დემე ჩვენ წავედით!-გავძახე ჩემს ძმას,რომელსიც თაზის ახრჩობდა.-და, ფრთხილად მართლა არ დაახრჩო...
-კაი მიდი ელენიკა და ჩვენც მოვალთ ერთ საათში!-გამომძახა და ახლა ნიტა მოისროლა წყალში.
-ხო განახევრებული შემადგენლობით.-თავი გავაქნიე მე და ნოეს გავყევი.-ახლა რას აპირებ?-ვკითხე მე.
-რავიცი...არაფერს, შენ?
-დემეტრემ ერთ საათშიო, ანუ თუ მის ერთ საათს გავითვალისწინებ ორსაათ ნახევარი მაქვს უქმად.
-კარგი,შენ რისი გაკეთება გინდა?
-წამო სადმე ცივი ჩაი დავლიოთ.
-წამო.-მითხრა და სადღაც გადაუხვია.-ჩემს საყვარელ კაფეში შევიდეთ.
ნოეს საყვარელი კაფე ულამაზესი იყო, ხის მაგიდები ვერანდაზე იდგა რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, ირგვლივ კი ყვავილების სუნი იგრძნობოდა, მოაჯირებზე გადაკიდული ყვავილების წყალობით.მიმტანს ორი ცივი ჩაი შევუკვეთეთ და ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით.
-ძალიან ლამაზია.-ვთქვი და ხედს გავხედე.
-გეთანხმები, ჩემი საყვარელი კაფეა საქართველოში...დიდი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, ნუ დიდი ხანია ბათუმში აღარ ვყოფილვარ, ახლაც არ ვაპირებდი ჩამოსვლას, საბერძნეთის კუნძულებზე მინდოდა დასვენება...მაგრამ მიხარია რომ დედას დავუჯერე და აქ ჩამოვედი.
-მეც მიხარია რომ დაუჯერე.-ვთქვი დაუფიქრებლად.-ანუ... კარგია რომ შევხვდით, მე და ლიზა კარგად ვერთობით.-გამოვასწორე უცებ...თან იმის შემდეგ უბრალოდ აღარ შემეძლო გართობა და მხიარულება, მაგრამ როცა აი აქ ვარ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ.
-აი მაგალითად მე და შენ რომ იმ დღეს არ შევხვედროდით...- ცოტა ხანს გაჩუმდა, რადგან იცოდა ჯერ კიდევ რთული იყო ჩემთვის იმ დღის გახსენება.-ახლა აქ არ ვისხდებოდით, ამ სასტუმროში კიდევ ბევრი ოჯახის შვილია და შესაძლებელია არც შევხვედროდით, ყველაფერი ბედია, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ბედნიერების გემო გაიგო, თუ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება, მაშინ ვერ იგრძნობ ბედნიერების სიტკბოს.-ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად მომეფერა თითებზე, მიმტანმაც მაშინ მოიტანა ჩვენი ჩაი.
-ვიცი , უბრალოდ ბედი ძალაინ ცუდად მეთამაშა და ერთი ის ბედნიერება ტკბილი არ იყოს...-დავემუქრე ბედს და გაგვეცინა.-შენ და ტარიელი რას აკეთებთ ხოლმე აქ თავისუფალ დროს?...მე და ლიზამ არ ვიცით ხოლმე რა გავაკეთოთ და სულ სასტუმროში ვართ.
-მართალი გითხრა, მე და ტარიელიც სულ სასტუმროში ვართ, მაგრამ როგორც ჩანს, შენ ჯერ ვერ ნახე სასტუმროში კინო-თეატრი, სავარჯიშო დარბაზი და თამაშების ოთახი.
-ჰა?!-წამოვიყვირე მე.
ნოემ უეცრად სიცილი დაიწყო.
-არა, თამაშების ოთახი ანუ ბილიარდი, ბოულინგი და ასეთი თამაშების ოთახი ვიგულისხმე.-მიხვდა რაც გავიფიქრე.
-აჰ...-გავწითლდი.-ნუ დამცინი.
-დარწმუნებული ვარ წითელი კედლებიც კი გქონდა წარმოდგენილი.- აგრძელებდა სიცილს.
-აუ ნოეე...
-კარგი, კარგი .-ხლები დანებების ნიშნად აწია.-ანუ გემოვნება ფილმ...
-ნოე!-გავაწყევეინე მე.
-კარგი, მე ძირითადად სპორტულ დარბაზში ვარ ხოლმე...
-მეც მინდა!-აღტაცებულმა წამოვიძახე.
-კარგი.-სიცილი დაიწყო ნოემ.-წამოდი...
-ახლა?
-აბა როდის?
-წამო...
ხელი ჩავკიდე და სასტუმროსაკენ წავედით.
-კარგი, ოც წუთში ქვევით იყავი.-მითხრა ნოემ.
-არის მწრთვნელო.-ხელი შუბლზე მივიდე და სიცილით გავიქეცი ოთახისაკენ.
ჩემს კარადაში შევიხედე, მხოლოდ გრძელი მაისურები და სპორტული შარვლები მქონდა,რადგანაც მხოლოდ დილით დავრბოდი და იმ დროს შედარებით გრილოდა, დღეს კი ისე ცხელოდა ნამდვილად ვერ გავძლებდი, უცებ ლიზას სპორტული ტოპი და მოკლე შარვალი გამახსენდა, რომ ყიდულობდა მე ვეწუწუნებოდი წესიერი რამე იყიდე-თქო, მიპასუხა:
-კაი რაა ელე, მე იქ მართლა სავარჯიშოდ კი არ მოვდივარ...-ცოტა ხანი ჩაფიქრდა.-აუ სავარჯიშო დარბაზებში ბიჭებს მართლა ისეთი კუნთები აქვთ, როგორც ფილმში?
მე მის გამოსვლაზე კარგად ვიცინე, ახლა კი ისე გამომადგებოდა ის მოკლე ტოპი და შარვალი, ბევრი აღარ მიფიქრია, ლიზას ოთახში შევედი, ტანსაცმელს ხელი დავავლე, სწრაფად მოვემზადე და სპორტულ დარბაზში ჩავედი, სადაც ნოე უკვე ვარჯიდობდა, შავი სპორტული ტანსაცმელი ეცვა, სადაც კუნთები იდეალურად იკვეთებოდა, სუნთქვა შემეკრა, კიდევ დიდხან ვიდგებოდი, რომ არ შევემჩნიე.
-ელ, არ დაგიგვიანია.-ისეთი სახე ჰქონდა, რომ მივხვდი რაც თავში აზრად მოუვიდა, პირველი ის თქვა.-ლამაზი ტოპია.-თმაში ნელა შეიცურა ხელი.
-მადლობა, ლიზასია.-გამეცინა მე.
-მმ...ამოდი.-სწრაფად მობილიზდა და ხელი გამომიწოდა, რომ „საბრძოლო არენაზე" ავსულიყავი.-მოდი, მარტივით დავიწყოთ.
-რაღაცეები ვიცი,მომიწია სწავლა და ბიჭებმა მასწავლეს...-გამახსენდა რომ ლიზამ უთხრა.-გახსოვს ლიზამ რომ თქვა...
-აა კი, ექსტრემალთა ჯგუფის ლიდერიო, მინდოდა მეკითხა მაგრამ მერე დამავიწყდა...
-კი, თხუთმეტი წლიდან იქ ვარ, თავიდან მე და ჩემი მეგობრები ვიყვით და რამდენიმე გამოცდილი ადამიანი, შემდეგ ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ და დღეს უკვე ცამეტი ვართ...ნუ,მე ცოტა ხნის წინ წამოვედი...მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები...
-კარგი, მაჩვენე რა იცი...
მე ვაჩვენე რამდენიმე ილეთი, რომლებიც ვიცოდი, ნოემ მომიწონა სისწრაფე, მაგრამ დამეხმარა რომ უფრო დამეხვეწა, ბოლოს თვითონაც მასწავლა რაღაცეები და მთხოვა გამემეორებინა.
-კარგი...-ხელში ვწვდი, რაც შემეძლო სწრაფად და ძლიერად დავუტრიალე და ზურგს უკან მოვექეცი, შემდეგ კი ფეხის ნერვიულ დაბოლოებაში ჩავარტყი.-ჰა, როგორია?!
-დასაწყისისთვის კარგია...წამო ცოტა ხნით დავისვენოთ და წყალი დავლიოთ.
იქვე ჩამოვსხედით და დაღლილებმა მოვავლეთ თვალი დარბაზს, რამდენიმე ახალგაზრდა იყო, სამი ბიჭი და ოთხი გოგო, ბიჭები ვარიშობდნენ, გოგოები სელფებს იღებდნენ და შიგდაშიგ მტრულ მზერას აპარებდნენ ჩემკენ, რაშიც დარწმუნებული ვიყავი ნოეს მიუძღვოდა წილი...ბოლოს ერთმა ქერამ ისე გამომხედა, ლამის დავდნი, თვალი გავუსწორე და ის გოგო ამოვიცანი, კლუბში ნოეს რომ ჩამოეკიდა კისერზე...მგონი სოფი თუ არ ვცდები, ერთი შევუბღვირე და ნოეს მივუტრიალდი.
-გავაგრძელოთ?
ისევ ჩვენ-ჩვენი პოზიციები დავიკავეთ.
-კარგი, ახლა ყურადღებით იყავი...ნუ შეიძლება ვერ გაიმეორო, მაგრამ მაინც იცოდე როგორ უნდა.
შემდეგ ისე სწრაფად მწვდა ხელში და მთელი სხეულით გადამაბრუნა რომ შეკივლებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ ხმელი იატაკის მაგივრად მისის ძლიერი ხელები ვიგრძენი წელზე, მაშინვე საოცარმა ტალღამ დამიარა, იმ ადგილას კი სადაც შემეხო სითბო ჩამეღვარა, ძლივს ამოვისუნთქე და მოცინარ ნოეს შევხედე, რომელმაც ნაზად გადამიწია სახეზე ჩამოვარდნილი კულული.
-აი ასე, ოღონდ ბოლოში არ იჭერ.
ღრმად ჩავისუნთქე, ნოემ დაბლა დამსვა ხელი გამიშვა. მე უკან წავედი, ნაბიჯები ამერია და ზურგით დავეცი.
-აუჰ...-წამოვიკვნესე, ნოე შეშფოთებული სახით მობრუნდა და ხელი გამომიწოდა რომ ავმდგარიყავი.გავუღიმე, ხელი ძლიერად მოვქაჩე და მანაც ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.- ესეც შენ.
-რა დავაშავე?-გაეცინა მას.
ხომ ვერ ვეტყოდი გონება ამირიე და ნაბიჯები ამერია-მეთქი.
-კარგი, დღეს მოვრჩეთ.-ვთქვი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე ჩემი ნომრისაკენ, თან ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. „ნოე ლიზას ქმარი უნდა იყოს, ნოე ლიზას ქმარი უნდა იყოს"ვიმეორებდი გონებაში, ოთახში შევედი და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.
-ჯანდაბა!-ამოვიოხრე.
-რა მოხდა?
მე შეშინებული წამოვხტი ფეხზე.
-აუ დემე, შემაშინე.-გულზე მივიდე ხელი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-რა დაღლილი სახე გაქვს...
-ვვარჯიშობდი.
-ბიჭებმა დამირეკეს, მოენატრე.
-ამ დღეებში შევხვდეთ სადმე...აუ „სქაიდაივინგი" მომენატრა.
-მეც...ანუ გცალია.
-კი, კი ხვალ შევხვდეთ.
-ელენიკა...რაღაც უნდა გითხრა...
-გისმენ.
-ცოლი მომყავს.


თავი 14

ჰა?!რა ცოლი?!ანუ უკვე მოიყვანე თუ...-დავიბენი მე.
-არა ელენიკა.
-აბა,ამერიკაში შეყვარებული გყავს და არ ვიცი?
-არა.
-ვაი დემეტრე, გამარკვიე თორემ გავგიჟდები!ან ახლა უნდა ვიგებდე?!
-ჯერ იმანაც არ იცის.-გამომიცხადა მშვიდად.
-აჰა, ანუ ჯერ შენმა საცოლემაც არ იცის და მე მეუბნები...კარგი დავწყნარდი.ის მაინც მითხარი ვინ არის ის უბედური...
-ნიტა.
-ჰა?!ჩემი მეგობარი ნ...ნიტაა...-აქ მთლად დავიბენი.
-ზუსტად.
-დემეტრე ეხლა თუ მოვედი და გწვდი თმებში...თუმცა სად გაქვს თმები...ჩემ ჯინაზე გადაიპარსე არაა?!...ვაი დაქალი მითხოვდება და ჯერ თვითონაც არ იცის...რეებს ვლაპარაკობ!
-ელენიკა მისმინე...ხომ იცი რამდენი ხანია მიყვარს, დავიღალე აღარ შემიძლია, მე ამერიკაში ვარ, ის აქ და ცოლად თუ მოვიყვან, იმასაც იქ წავიყვან და ერთად ვისწავლით.
-აუჰ, აიწყო ცხოვრება!ნიტაზე რას იტყვი, თანახმაა?!
-ჯერ არ მითქვამს.
-დმეტრე ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! იცი რამდენი იტირა რომ წახვედი?!იცი რა მდგომარეობაში იყო?!და,რა გგონია ახლა ეტყვი ცოლად მომყავხარ და ამერიკაში უნდა წაგიყვანოო და გამოგეკიდება?!
-შენ რა გგონია მე უკეთესად ვიყავი?!ხო იცი სხვა გზა რომ ყოფილიყო დავრჩებოდი!
-ვიცი.-ამოვიოხრე მე.-კარგი, ახლა წესივრად ამიხსენი რას აპირებ...
-შემოვირიგებ, ცოლად მოვიყვან და ამერიკაში წავიყვან, თან ხომ იცი სულ უნდოდა იქ სწავლა.
-დემე, ჩემი ძმა ხარ და მიყვარხარ მაგრამ თუ გულს გაუტეხ, გიპოვი და ძვლებში დაგამსხვრევ.
-ვიცი მეც მიყვარხარ და თუ გულს გავუტეხ, მე თვითონ არ ვიცოცხლებ თავს.-მოვიდა და თავზე მაკოცა.-უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, ახლა უნდა წავიდე და საღამოს შემოგივლი.
დემეტრე წავიდა, მე კი საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და ამოვიოხრე, დემეს და ნიტას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ, ამას ყოველთვის ვამჩნევდი, აი მაგალითად მე და თოკა სულ და-ძმასავით ვიყავით, ჩემთვის ყოველთვის მეორე ძმა იყო, მაგრამ ნიტაზე და დემეზე იგივეს ვერ ვიტყოდი, უთქმელად იცოდნენ ორივემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ. ყოველთვის რაღაც სხვა იკვეთებოდა მათ შორის, ოფიციალური შეყვარებულების სტატუსი არასდროს უტარებიათ, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ნიტა, დემეტრე ჯაყელის გოგო იყო. მამაჩვენი და გიორგი ახვლედიანის მამა მეგობრობდნენ და გიორგიც ხშირად ხვდებოდა ჩვენს წრეში, შემდეგ ნელ-ნელა გამოიკვეთა გიორგის დამოკიდებულება ნიტას მიმართ, მას უფრო ხშირად ეკონტაქტებოდა, სკოლაში აკითხავდა და ყვავილებს უგზავნიდა, ნიტა, რა თქმა უნდა, არაფერს იღებდა და ცივად ექცეოდა. დემეს არ ეუბნებოდა, იცოდა რომ რაღაც სასწაულს ჩაიდენდა...მაინც გაიგო...შემდეგ იყო გარჩევები...ჩხუბი და საბოლოოდ დემეს ძმაკაცმა გიორგი დაჭრა...რამდენჯერმე დემეტრეს მოკვლაც სცადეს,დემეს რამდენიმე მეგობარი ავარიაში მოყვა, ერთს ხერხემალი დაუზიანდა, ორი ადგილზევე გარდაიცვალა და მეოთხე კომაში იყო რამდენიმე თვე,ხო და ჩვენმა მშობლებმაც დემეტრე სულ ძალით გაუშვეს ამერიკაში, მაშინ ჩვენ მეათე კლასში ვიყავით, დემე დიდი იყო, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა ჩემს ძმასა და ნიტას შორის მაგრამ ფაქტი ერთია, დემეს წასვლის შემდეგ ნიტა საშინელ მდგომარეობაში იყო, თავს იდანაშაულებდა, მაშინ მე,ლიზა, თამარა,თეკლა და ბიჭები რომ არ ვყოფილიყავით ალბათ დეპრესიიდან ვერ გამოძვრებოდა.
ფიქრებში ვიყავი კარზე რომ მომიკაკუნეს.
-ელე,გღვიძავს?-კარი ლიზამ შემოაღო.
-ხო ლიზ,რა ხდება?
-დედამ დღეს წვეულებაზე აუცილებლად სამივე უნდა იყოთო.
-აუუუ...არ მობეზრდათ ეს წვეულებები?...-ამოვიოხრე და ბალიში დავიფარე თავზე.
-ნოე და ტარიელიც იქნებიან და ცოტას გავერთობით.
-კარგი, მიდი გადი შენ და მოვემზადები მე.
-კარგი, ორ საათში ნინოს ნომერთან უნდა ვიყოთ.
ჯერ ერთი საათი რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდი, შემდეგ შხაპი მივიღე, ჩავიცვი,თმები და მაკიაჟი გავიკეთე და ნინოს ოთახთან მივედი, ლიზა, დემე და ნინო უკვე გასასვლელად ემზადებოდნენ.
-კარგია რომ მოხვედი...შეგვიძლია წავიდეთ.
ნინო ამაყად მიაბიჯებდა დარბაზისაკენ მე, ლიზა და დემე კი უკან მივყვებოდით.
-ნინომ მოგიყვა ლიზასა და ნოეზე?-ვკითხე ჩემს ძმას.
-კი...ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ ვერ მოვახრერხე... მერამდენე საუკუნეა...-ამოიოხრა დემემ.-არა ნოე კი კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ ლიზა მეცოდება...
პასუხი ვეღარ გავეცი,რადგან დარბაზში შევედით და ნინო ამირეჯიბებს მიუახლოვდა.
-ქალბატონო ნატო,ბატონო პაპუნა.-თავი დაუკრა ბიცოლამ. -გაიცანით დემეტრე ჯაყელი.
-ძალაინ სასიამოვნოა.-მიესალმა ქალბატონი ნატო.-ნინო წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო...უკაცრავად ჩვენ დაგტოვებთ.- ნატო ამირეჯიბმა ბიცოლას ხელი ჩაკიდა და სადღაც წაიყვანა, დემემ და ბატონმა პაუნამ კი საუბარი დაიწყეს, მე გაკვირვებულმა გავხედე ლიზას.
-ამათ დამეგობრება როდის მოასწრე?-თავით ქალბატონებზე ვანიშნე.
-წარმოდგენაც კი არ მაქვს, დაინახე როგორ გამიღიმა ნატომ?
-შენც შეამჩნიე არა?!უცნაურია.-თავი გავაქნიე.
წვეულება როგორც ყოველთვის მოსაწყენი იყო, რამდენჯერმე ნოესაც მოვკარი თვალი, მანაც დამინახა მაგრამ რამდენჯერაც მოსვლა დააპირა, იმდენჯერ ვიღაცამ გაუბა საუბარი და ისიც სიკვდილმისჯილივით გამოიხედავდა ხოლმე ჩემსკენ... საბოლოოდ მაინც მოაღწია.
-წვეულებებზეც საქმეზე ლაპარაკობ ხოლმე?-ვკითხე მე.
-სხვა გზა არაა...მოიწყინე?
-შენ?
-კი.-მიპასუხა გულწრფელად.-ვიცეკვოთ?
დარბაზის ცენტრისაკენ წავედით, მე ნოეს მივეხუტე მან კი ძლიერად მომხვია ხელები და ნელ მუსიკას ააყოლა ტანი. თვალები დავხუჭე, იმ წამს თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი, აღარც ნინო მახსოვდა და არც ვინმე სხვა.
-გინდა ქედან გავიპაროთ?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა, რომელიც შენიბას გარშემო ერტყა, შემოუარა და კიბესთან გაჩერდა, რომელიც პირდაპირ სასტუმროს ბაღზე გადიოდა.
-ახლა სად გინდა წასვლა?
-წამოდი, ჰამაკში ჩავსხდეთ და წიგნი წავიკითხოთ.-ვთქვი და წითელი კაბია ხელით ავიწიე,რომ სიარულში ხელი არ შეეშალა.
მე ჩემს ოთახში ავედი, კაბა გამოვიცვალე და წიგნი ავიღე, ნოე უკვე ქვევით მელოდა, ერთ ჰამაკში ჩავსხედით და კითხვა დავიწყეთ, მაგრამ რატომღაც აზრს თავს ვერ ვუყრიდი.ნოეს გვერდით ყოფნა მფანტავდა და ჩვენს ცეკვას მახსენებდა,მისკენ გავიხედე, წიგნი გვერდით გადაედო და ყურადღებით მაკვირდებოდა.
-ელ...
-ხო?
-ჩამეხუტე რაა...
იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები,რომ წამით დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე.
-მაპატიე...უბრალოდ მე...ჯანდაბა!-წამოდგომა დააპირა.
მე მისკენ გავიწიე და გულზე დავადე თავი, მან კი ძლიერად მომხვია ხელები და უფრო მიმიხუტა...დიდხანს ვისხედით ასე. მე მის გულის ცემას ვისმენდი, ის ნიკაპით თავზე მეყრდნობოდა და თმაზე მეფერებოდა.
-რამდენიმე დღეში გერმანიაში მივდივარ.-მითხრა ნოემ.
-დიდი ხნით?
-ორი კვირით...რაღაც საქმეები მაქვს.
კიდევ დიდხანს ვისხედით გაუნძრევლად, არც ერთი ვჩქარობდით წამოდგომას, სანამ ჩემმა ტელეფონმა არ დარეკა.
-გისმენთ.
-ელე, სად ხარ?-დაღლილი ხმით მკითხა ლიზამ.
-ბაღში ვარ,რა ხდება?
-ამოდი რაა...
-რა ხდება?კარგად ხარ?
-კი,კი...უბრალოდ ძალიან დავიღალე და ვიფიქრე რამეს ვუყურებდით.
-კარგი,მოვდივარ.-გავთიშე და ფეხზე წამოვდექი.-მაპატიე,უნდა წავიდე.
-გაგაცილებ.
ნოემ ხელი მომკიდა და ერთად წავედით ჩემი ოთახისკენ, წასვლის წინ დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-ძილინებისა.
-ძილინებისა.
მე ცოტა ხანი გაშტერებული ვიდექი ჩემს კართან, შემდეგ ყველა ფიქრი გავფანტე და ლიზასთან შევედი, ამჯერად ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურეთ,მაგრამ მაინც უყურადღებოდ ვიჯექი.
-აქ დაიძინებ?
-დავიძინებ.
ლიზას მივეხუტე და თვალები დავხუჭე, ვერაფერი მოვუხერხე ფიქრებს, გრძელი დღე იყო... ბოლოს ლიზას ჩაეძინა, მე კი ვერაფრით ვისვენებდი, წამოვდექი და გარეთ გავედი, დერეფანში მივაბიჯებდი დემეს ხმა რომ გავიგე.
-ჩემი დაა და მიყვარს.
-დემეტრე, ვიცი რომ გიყვარს მაგრამ სიმართლეს ვერ ვეტყვით.
-ნინო უნდა იცოდეს.
ნინოს ოთახთან იდგნენ და როგორც მივხვდი ჩემზე კამათობდნენ.
-არ მაინტერესებს არაფერი, ელენიკამ უნდა იცოდეს სიმართლე.- ბრაზობდა ჩემი ძმა.
-და რას იზამ მიხვალ და პირდაპირ ეტყვი?!
-არ ვიცი...-დემეს ნერვიულობა გაუკრთა ხმაში.-მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრათ.


თავი 15

-რა უნდა მითხრათ?-გავიმეორე უფრო მკაცრად.
-შენ რა ჩვენს საუბარს უსმენდი?-ნინომ შუბლი შემიკრა.
-შემთხვევით გავიგე.
-დროა.-თქვა დემემ და ბიცოლას გახედა.-აქ ნუ ვილაპარაკებთ.
ბიცოლამ ოთახის კარი გააღო, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა მე და დემეტრე კი იქვე დავდექით.
-გისმენთ.
-ელენიკა მამა ცოცხალია.-თქვა დემეტრემ.
-რა?-დიდი ხანი დამჭირდა გასააზრებლად,ვიგრძენი როგორ მეკვეთებოდა მუხლები, დემე რომ არა ალბათ წავიქცეოდი.
-ავიაკატასტროფის შემდეგ რამდენიმე დღეში იპოვეს, მეხსიერება აქვს დაკარგული. -მიხსნიდა მშვიდად.-ჩვენ სამი კვირის წინ გავიგეთ.
-ნახე?-ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა.
-ვნახე, კარგადაა, უბრალოდ აღარაფერი ახსოვს, თავის სახელსაც კი ვერ იხსენებდა.
-სადაა?
-გერმანიაში გადავიყვანეთ, გამოკვლევებს უტარებენ, მაგრამ წინსვლა ჯერ არაა.-ლაპარქკში ჩაერთო ნინო.
-და მე რატომ მიმალავდით?
-ელენა, მისმინე ჩვენ ვიცით რამდენს ნიშნავს შენთვის მამა, უბრალოდ არ გვინდოდა ასეთი გენახა...
-გერმანიაში მივდივარ.-გავაწყვეტინე მე.
-კარგი, შენ როგორც გინდა.
-პირველივე რეისზე აიღე ბილეთები.-ვთქვი მკაცრად.
-ჩვენ მხოლოდ კარგი გვინდოდა.-მითხრა ნინომ.
-გასაგებია.-ვთქვი უემოციოდ, უბრალოდ ჯერ კიდევ მიჭირდა გააზრება.-მე უნდა წავიდე.
ოთახიდან გამოვედი, ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხელები, ახლა უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა.
-ელენიკა.-დამიძახა დემემ, წამომეწია და ხელით დამიჭირა.-მე ვერ გამოგყვები საყვარელო.
-რატომ?
-აქ საქმეები მაქვს, თან ნიტა... და ხომ გესმის...
-კი,კი ახალი ჩამოსული ხარ...მარტო წავალ.
-იქ ჩემი მეგობრები დაგხვდებიან.
-კარგი.
-მაპატიე მინდოდა მეთქვა, უბრალოდ...მისმინე,ბოლოს რომ მივედი ზედმეტად განერვიულდა, არ ეცადო რომ რამე გაახსენო...
-დემე ნუ ნერვიულობ.-ჩემს ძმას ხელები მოვხვიე და ძლიერად მივეკარი.-რაც მთავარია ცოცხალია, დანარჩენი თანდათან გამოსწორდება...
-იმედია.-დემეტრე ნელა დაიწია უკან.-ახლა უნდა წავიდე, შენ სადმე მიდიოდი?
-კი ქვევით ჩავალ.
-კარგი, გინდა გამოგყვე?
-არა, დაისვენე, დღეს საკმარისად დაიღალე.-კიდევ ერთხელ მოვეხვიე და გზა გავაგრძელე.
ამდენი ემოციის შემდეგ წყნარად ვიჯექი სანაპიროზე და მზის ამოსვლას ვუყურებდი, სასტუმროდან გამომავალი ბილიკისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით.
-ელ...აქ რას აკეთებ?-მომესმა ნოეს ხმა.
-შენ რას აკეთებ?-მივუტრიალდი.
-მზის ამოსვლის ნახვა მინდოდა.
-მეც.
-მაშინ ერთად ვუყუროთ.-გვერდით მომიჯდა.-რა სახე გაქვს მთელი ღამე არ გიძინია?
-რომელი საათია?
-ხუთის ათი წუთია.
-მაშინ კი, მთელი ღამე არ მძინებია.
-რა გჭირს ელ?-მითხრა და სახეზე შეშფოთებულმა დამისვა ხელები.-კარგად ხარ?
მხოლოდ ახლა მივეცი თავს სისუსტის გამოჩენის უფლება, ნოეს მაგრად მოვეხვიე, თავი მის კისერში ჩავრგე და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი.მან კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები და თმაზე ნაზად მაკოცა.
-დღესვე წავალთ.
-არა, შენ ვალდებული არ ხარ...-თავი ავწიე და თვალი გავუსწორე.
-ვალდებული არ ვარ...მინდა რომ შენს გვერდით ვიყო...თან ხომ გითხარი მეც ვაპირებ წასვლას, ერთად წავალთ და ერთად დავბრუნდებით უკან.
-არ მინდა შენი საქმეები ავრიო და ხელი შეგიშალო...
-ელენა.-მომმართა მკაცრად, ისე რომ შეწინააღმდეგების სურვილიც კი დამიკარგა.-ახლა ადექი, გამგზავრებამდე ცოტა უნდა დაისვენო.
ხელი მომკიდა და სასტუმროსაკენ წამიყვანა, იმდენად დასუსტებული ვიყავი,რომ ლამის გზაში წავიქეცი, ნოემ სწრაფად ამიტაცა ხელში და ჩემი ოთახისაკენ აიღო გეზი, საწოლში ჩამაწვინა, ჩემი სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად. ფეხზე გამხადა და საბანი დამაფარა.წასვლამდე დაიხარა და შუბლზე მაგრად მაკოცა.
-მე შენთან ვარ.-მითხრა და სწრაფად დატოვა ოთახი.
იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ გათიშულს მეძინა, სანამ ლიზას ხმას არ გავიგებდი.
-მართალია?-მკითხა ტირილით,უკვე გათენებულიყო.
-კი.-ვიცოდი რაზეც მეკითხებოდა.
-მეც წამოვალ.
-არა.-კარებში ხემეტრე იდგა.-მამას ცუდი რეაქცია აქვს უცხოებზე, სჯობს აქ დარჩე.
-ისე წავალ.
-ისე წასვლას არანაირი აზრი აქვს.
-დემეტრეე...
-მორჩი ლიზა და გამომყევი, ამაზე ლაპარაკიც კი არ იქნება.-ოთახში ნინო შემოვიდა და ლიზა გაიყვანა.
-მე და ნოე ერთად წავალთ.-ვუთხარი დემეს.
-ვიცი, მითხა ამირეჯიბმა.-დემეტრე შუბლს არ ხსნიდა.-რამე ხდება თქვენს შორის?...ხომ იცი ის და ლიზა...
-ვიცი.-ვთქვი და წამოვდექი.-ახლა გადი, უნდა ჩავიცვა და წასასვლელად მოვემზადო.
სწრაფად მოვემზადე და ქვევით ჩავედი.
-ელ აქეთ.-ნოემ ხელი დამიქნია.
-მზად ხარ?
-კი, ბილეთები ვიყიდე უკვე, ნახევარ საათშია ფრენა.
-მე უკვე მზად ვარ, ბარგი ზევითაა, შეგვიძლია წავიდეთ.
ნოემ პერსონალს ანიშნა, ჩემი ბარგი წამოეღოთ, გარეთ გავიდა, ჯერ მე გამიღო კარი,ხოლო შემდეგ თვითონაც ჩაჯდა მანქანაში. ჩემი ბარგი ჩამოიტანეს და ნოემაც დაძრა მანქანა. გერმანიაში ჩასვლამდე ძირითადად არ გვისაუბრია, აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავედით, ნოემ მიმღებში ყველაფერი მოაგვარა და ერთი გასაღები მე მომაწოდა.
-დაისვენე, შენმა ძმამ ყველაფერი ამიხსნა და როცა მოგინდება საავადმყოფოში მე თვითონ წაგიყვან.
-ახლავე წავიდეთ.
-არა ელ, ჯერ დაისვენე, ოცი წუთი მაინც.
მე ჩემს ნომერში ავედი და პირდაპირ საწოლს მივაშურე. ვეცადე ცოტა დამეძინა, მაგრამ ვერ მოვისვენე და ათ წუთში ნოეს კარზე დავაკაკუნე.
-ნოე.-ვთხოვე და თვალები ამემღვრა.
-წავედით.-ხელი მომხვია და სწრაფად წამიყვანა გასასვლელისაკენ, ვერც კი გავიგე ისე მივედით საავადმყოფოში. ექიმს გავესაუბრე.
-გამარჯობა.-მომესალმა თეთრხალათიანი.
-გამარჯობა.-გერმანული კარგად ვიცოდი.-მე ელენა ჯაყელი ვარ.
-დიახ ვიცი, თქვენი ძმა დამიკავშირდა.
-მამაჩემის ნახვა მინდა.
-უბრალოდ უნდა გაგაფრთხილოთ,რომ მას აგრესიული გამოხდომები აქვს და ეცადეთ არ გააღიზიანოთ.
-კარგი.
-მიბრძანდით.-მითხრა და თეთრ კარზე მანიშნა.
ღრმად ჩავისუნთქე და მამაჩემის პალატის კარი შევაღე. მამა მშვიდად იწვა და ჭერს მიშტერებოდა, შეცვლილი იყო, თმა მეტად გაჭაღარავებოდა, თვალების გარშემო შავი წრეები ერტყა, მეტად გამხდარი იყო, კარის ხმაზე ჩემსკენ გამოიხედა, წამით თითქოს მის თვალში ნაპერწკალი გაკრთა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა:
-ელენა?


თავი 16
-მამა!-სასწრაფოდ მივვარდი და მონატრებულს ძლიერად მოვხვიე ხელები.-ვიცოდი,რომ გახსოვდი მა...
-ექიმო!-დაიძახა მამაჩემმა.-ვინ ბრძანდებით ქალბატონო,მომაშორეთ ხელები თუ შეიძლება და მიბრძანდით ჩემი პალატიდან-მითხრა მკაცრად და უხეშად მომიშორა.-ექიმო!-დაიძახა ისევ.
-მამა,მაა...კი მაგრამ შენ ხომ მიცანი...-უნებურად წამომივიდა ცრემლები.
-არ ვიცი ვინ ბრძანდებით,მაგრამ თუ ახლავე არ გახვალთ აქედან...-უეცრად,აპარატმა რომელზეც იყო მიერთებული ხმაური დაიწყო და მამაჩემმაც, ის ხელი რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში უხეშად მიჭერდა გულზე მიიდო, სახე გაუფითრდა და პირი დააღო, რომ ჰაერი ჩაენსუთქა.
-ექიმო!-ახლა მე დავიძახე და კარებისკენ გავემართე.
პალატაში ექიმები და მედდები შემოცვივდნენ და ერთ-ერთმა ხელით მიბიძგა გასასვლელისაკენ, ნოე კედელს მიყრდნობოდა, როდესაც დამინახა სწრაფად მომიახლოვდა და ხელები მომხვია...თავზე მეფერებოდა და მამშვიდებდა.
მალე პალატიდან ყველა გამოვიდა, ჩვენთან მხოლოდ ექიმი გაჩერდა.
-როგორაა?
-ახლა მდგომარეობა სტაბილურია.
-რა მოხდა?
-მაღალი ემოციური შოკის ბრალი იყო, მე ხომ გაგაფრთხილეთ რომ...
-მან მიცნო ექიმო,სახელით მომმართა...-გავაწყვეტინე მე.-მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა არ ვიცი...
-ქალბატონო ელენა, მამათქვენს ამნეზია აქვს მის მეხსიერებაში მოგონებების გაელვებებია...მოკლედ მამათქვენმა მხოლოდ წამით გაიაზრა ვინ იყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გიცნოთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მის მდგომარეობას და დიდად დამავალებთ,თუ აქ გარკვეული დროის მანძილზე აღარ მობრძანდებით, ხომ ხედავთ ეს მისთვის საზიანოა.
-მას ახლა ნაცნობი გარემო სჭირდება, ჩვენთან უნდა იყოს!
-მანამ სანამ მთლიანად არ გამოვიკვლევთ,ვერ გავწერთ, ამიტომაც გთხოვთ მოერიდოთ მასთან კონტაქტს...მაპატიეთ ახლა კი უნდა დაგტოვოთ.-თქვა და წავიდა.
მე პალატის კარი გავაღე, ცოტა ხანი ვუყურებდი მამას,რომელსაც მშვიდად ეძინა, მივედი შუბლზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე:
-ესეც გაივლის, ერთად ყველაფერს შევძლებთ,მიყვარხარ მაა...
პალატის კარი სასწრაფოდ დავხურე და გასასვლელისაკენ გავწიე.
-აქაურობას იცნობ?-ვკითხე ნოეს.
-კი...ხშირად ჩამოვდივარ...
-სადმე ბარში წავდეთ.
-ელ,უმჯობესი იქნება თუ დაისვენებ.
-ახლა სასტუმროში წასვლა არ მინდა, გთხოვ რაა...
ნოემ უთქმელად დაძრა მანქანა და მალე პატარა შენობის წინ გააჩერა, გადავიდა და ახლა მე დამეხმარა გადასვლაში.სიბნელე იყო, რაც ძალიან მომწონდა, პირდაპირ ბართან მივედი.
-რამე ძლიერი დამისხით.-ვთხოვე ბარმენს და მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.
-თქვენი პირადობის მოწმობა თუ შეიძლება.
ჯანდანდაბა...
ნოემ საკუთარი პირდადობის მოწმობა მიაწოდა.
-ასე შეიძლება?-ჰკითხა მან.
-თქვენთვის კი, მაგრამ როგროც ჩანს მისთვის არა.-თავით ჩემსკენ ანიშნა.
-ახლა მისმინეთ!-ერთიანად მომინდა ბრაზის ამონთხევა.-გუშინ გავიგე,რომ მამაჩემი რომელიც ამდენი ხანი მეგონა რომ მკვდარი იყო ცოცხალია, სასწრაფოდ გამოვფრინდი, რომ დრო არ დამეკარგა, შემდეგ მამაჩემთან მივედი, მას კი ამნეზია აქვს და ჩემს დანახვაზე ლამის იმფაქტმა დაარტყა, ექიმმა გამომლანძღა, მისვლა ამიკრძალა და ახლა შენ მეუბნები რომ ამ ყველაფრის შემდეგ ორი ჭიქა ტეკილაც არ მეკუთვინს, იმის გამო რომ ერთი წლით ადრე არ გავჩნდი?!
ბარმენმა ჯერ ნოეს,შემდეგ მე შემომხედა,ალბათ ჩემ სახეზე ამოიკითა რომ არ ვიტყუებოდი და ბოლოს ორი ჭიქა გადმოდგა.
-ამას თუ გაიგებენ გამაგდებენ...-ჩაიბუტბუტა თავისთვის და ჭიქებში სასმელი დაასხა.
-ახლა რას აპირებ?-მკითხა ნოემ ერთი ჭიქის შემდეგ.
-ჯერ ისე დავთვრები,რომ ჩემი სახელიც დამავიწყდეს და ხვალ წავალ აქედან.
-წახვალ?-გაუკვირდა ნოეს.
-ექიმს ვეტყვი რომ ყველაფრის გამოსაკვლევად ორ კვირას ვაძლევ, შემდეგ ისევ ჩამოვალ და მამას სახლში წავიყვან...შენ რას აპირებ?
-რაზე მეკითხები?
-აქ ხომ საქმეები გაქვს.
-მქონდა... -დააზუსტა.-ტარიელი მოაგვარებს ყველაფერს.
-არ მინდოდა ჩემს გამო...
-ამზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ.-შემაწყვეტინა და მკაცრად გამომხრდა.
-მადობა.-თავი ჩავხარე და ჩემს ჭიქას ჩავაშტერდი.- ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
-მიხარია,რომ მამაშენი ცოცხალია.-ხელი დამადო, მაგრად მომიჭირა, შემდეგ ტუჩებთან მიითტანა და თბილად მაკოცა.- შენ ბედნიერებას იმსახურებ.
-ვისურვებდი ისინიც კარგად ყოფილიყვნენ...-დედას და ბიძას გახსენებაზე სინანულით გავაქნიე თავი.-მაგრამ ისე გაგვიმართლა, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
-შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღით დავრჩეთ.-შემომთავაზა მან.
-არ ვიცი.-თავი გავაქნიე.-არ მინდა ლიზა დიდ ხანს დავტოვო...
-ელ, ის დიდი გოგოა, დედამისიც მასთანაა შენ კი ცოტა გართობა გჭირდება.
-რა მთავაზობ?-ვთქვი და სახით ხელს დავეყრდენი.
-ექსკურსიას ბერლინში.-ხელები დემონსტრაციულად გაშალა.
-კარგი.-დავთანხმდი უცებ, ამ დღეებში იმდენი რამ მოხდა რომ რამდენიმე დღე ბერლინში ახლა სუფთა ჰაერის ჩასუნთვასავით იქნებოდა ჩემთვის.
-იდეალურია.-გამიღიმა ნოემ და თავის ჭიქას დასწვდა.
რამდენიმე სათის შემდეგ ბერლინის ქუჩებში დავსეირნობდი და სულაც არ მაწუხებდა ის ფაქტი რომ სიმთვრალისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი.
-ჭკვიანი ხარ.-დავასკვენი მე და ნოეს გავხედე.
-რა შეატყვე?-გაეცინა მას.
-მე ვერ გავთვალე,რომ დავთვრებოდით და ფეხით წასვლა მოგვიწევდა.-ნოეს არჩეული ბარი ჩვენი სასტუმროდან რამდენიმე მეტრში იყო.
-ძალიან მთვრალი ხარ.-გეცინა მას.
-სასტუმროში რა გვინდა,წამო გავისეირნოთ.-ხელი ჩავკიდე და გზის მეორე მხარეს გადავიყვანე,როცა უკვე სასტუმროში შედიოდა.
-არა ელ, შენი ძილის დროა.-მითხრა და ხელზე დამქაჩა რომ უკან მივებრუნებინე.
-როგორც იტყვი დედიკო.-ენა გამოვუყავი და ჩემს ბავშვურ საქციელზე მე თვითონ გამეცინა.-წამო რაა!
-სად?
ტაქს ხელი დავუქნიე, ჯერ მე ჩავჯექი და ნოეც იძულებული გახდა ჩამჯდარიყო.
-საით?-გვკითხა ტაქსის მძღოლმა.
-ჩვენ ტურისტები ვართ.-გავუღიმე მე.-აქაურიბას კარგად არ ვიცნობთ და ძალიან გვინდა სადმე გავერთოთ, თქვენ რას გვირჩევთ?
-დღეს რამდენიმე ადამიანმა მთხოვა ერთიდაიგივე კლუბში მიყვანა.
-მაშინ ჩვენც იქით მივდივართ.
ნახევარ საათში მანქანა დიდი შენობის წინ გაჩერდა,სწრაფად გადავიხადე, ნოეს ხელი მოვკიდე და სულ ბუზღუნით ჩავაყენე რიგში.ცოტა ხანი იდგა და მიყურებდა, ბოლოს ამოიოხრა, ხელი მომკიდა, რიგიდან გამოვიდა, დაცვას მიუახლოვდა, მათ თავი დაუკრათ და ისინც უხმოდ გაეცალნენ გასასვლელს,რომ ჩვენთვის შესვლის საშუალება მოეცათ.
-კი მაგრამ...-დავიბენი.
-ჩემი მეგობრის კლუბია, აქ ბევრს ვიცნობ, ნახევარი ცხოვრება გრმანიაში მაქვს გატარებული.-ამიხსნა მოკლედ.
-მაგარია.-ვთქვი აღტაცებით.
-პოლი გაგიჟდება.-ჩაიცინა და ერთ-ერთი მაგიდისაკენ გამიძღვა, სადაც კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამინი იჯდა და მშვიდად საუბრობდა.-პოლ!-დაუძახა ნოემ ერთ-ერთს.
-ნოე...-კაცი თავიდან დაიბნა,მაგრამ თანდათან მისი სახე ღიმილმა მოიცვა.-დაკარგულო!-ფეხზე წამოხტა და ნოეს გადაეხვა.-მეჩვენები?!
-მომენატრე ძმაო.-უთხრა ნოემ და ახლა სხვებს გადაეხვია.
-ბიჭებო გაიცანით ეს ელენაა...-ჩემზე ანიშნა.-ეს გადარეულები კი, პოლი, იონასი და ბენი არიან.
-სასიამოვნოა-მითხრა პოლმა და იმის მაგივრად რომ ხელი ჩამოერთმია მაგრად ჩამიკრა გულში.
-როდის ჩამოხვედი?-ჰკითხა ბენმა ნოეს,როდესაც დავსხედით.
-დღეს...დამიჯერებ თუ გეტყვი რომ საქმეებზე არ ვარ?-სიცილით გადახედა მეგობარს.
-არ დაგიჯერებ.-ხელები ასწია ბენმა.
-ელენას ჰქონდა საქმეები და მე უბრალოდ გამოვყევი.
-მიკვირს აქ მოსვლა რომ გაგახსენდა.-თქვა პოლმა.
-მე არა, ყველაფერი მისი დამსახურებაა.-ნოემ მე გამომხედა.
-ანუ თქვენ უნდა გიმადლოდეთ ახალგაზრდა ლედი,-ხმა დაინაზა იონასმა.-რომ წლების უნხავი მეგობარი გვანახეთ. -ამ სიტყვებზე ნოეს მიუტრიალდა და მისი ხმაც ისე უეცრად შეიცვალა რომ ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ტარიელიც აქაა?-იკითხა ბენმა.
-არა, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩამოვა.-უპასუხა ნოემ.- ის კი დამიჯერეთ ყოველ დღე აქ იჯდება.
ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, როგორც აღმოჩნდა ნოე მათ ბავშვობიდან იცნობდა.
-ორ წუთში დავბრუნდები.-ჩავჩურჩულე ნოეს, ბოდიში მოვიხადე და საპირფარეშოში გავედი. სახე მოვიბანე და ცოტა გამოვფხიზლდი, შემდეგ შეძლებისდაგვარად მაკიაჟიც გავიკეთე და მაგიდასთან დავბრუნდი, სადაც ბიჭები ახლა უკვე სერიოზული სახეებით ისხდნენ და საქმეზე საუბრობდნენ.
-ჯერ არ ვიცით რა აქვს ჩაფიქრებული მაგრამ იმ კაცს არ ვენდობი.-ამბობდა ბენი.
-რამე გაარკვიეთ?—იკითხა ნოემ.
-ყველაფერი კარგადაა დამალული, მისი წარსული არაფერზე მიგვანიშნებს და არც ის ვიცით საიდან აქვს ამდენი ფული.-თქვა პოლმა.
-სანამ შეთანხმებას გააფორმებ ჯერ ყველაფერი კარგად გამოიძიე.-უთხრა ნოემ.
მე რომ დამინახეს ცოტა დაიბნენ, მაგრამ მალევე გახალისდნენ და გართობა განვაგრძეთ.
__________________

თავი 17
სასტუმრომდე პოლის მძღოლმა მიგვიყვანა.
-მაგარი მეგობრები გყავს!-წამოვიძახე როგორც კი შენობაში შევედით.
-მადლობა.-მიპასუხა სიცილით.-ხვალ ბერლინი დავათვალიეროთ?
-კი,კი,კი...-ვთქვი აჟიტირებულმა, სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და ჩემს ოთახში შევედი.
მაშინვე ავიღე ტელეფონი და ლიზას დავურეკე.
-ლიზუ!-ჩავყვირე მე.
-ხმთვრალი ხარ?-მკითხა ნახევრად მძინარემ.-იცი აქ რომელი საათია?
-კი...-ვთქვი სიცილით.-აუ ძაან მიყვარხარ.
-მეც...-თქვა სიცილით.-კარგი მიდი დაიძინე.
-ვიძინებ...არა,ჯერ დემე დამალაპარაკე.-გადავიფიქრე უცებ.
-ელენე!-მითხრა ნინოს ხმით.
-კარგი,კარგი ხვალამდე.-ვთქვი და გავუთიშე.-ან დარეკვა რა იყო არ გათიშვა.-ამოვიბუზღუნე და ლიზას მითითებებს მივყევი.
მეორე დღეს რასაც ქვია წამოვფრინდი, ნაბახუსევი ჩემზე არ მოქმედებდა, მოვწესრიგდი და ნოეს კარებზე მივაკაკუნე.
-ახლა ვაპირებდი გამოსვლას.-მითხრა როცა კარი გააღო.
-მეგონა გუშინდელი დალევის შემდეგ ფეხზე ვერ იდგებოდი.- ვუთხარი და თვალები მოვჭუტე.
-ნაბახუსევი და მე შორს ვართ ერთმანეთისგან.-გაიცინა მან.
-მოგესალმები კლუბში.-მეც გამეცინა და სწრაფად ჩამოვართვი ხელი.
-წავედით?-მკითხა და ოთახის კარი დაკეტა.-ჯერ ვისაუზმოთ. უხმოდ დავუკარი თავი, ქვევით ჩავედით და სასტუმროს კაფეში საუზმე შევუკვეთეთ, უკვე წამოდგომას ვაპირებდით ნოეს ტელეფონმა რომ დარეკა.
-გისმენ....კი ღვიძავს...ახლა ვაპირებდით...კარგი.-გაეცინა და მე შემომხედა.-ბიჭებმა ჩვენც წამოვალთო.
ხელით ვანიშნე მაგრაი იქნება-თქო.
-კარგი,ოც წუთში აქ გაჩნდით,თორემ წავალთ და მერე დადექით და გვეძებეთ.
ბიჭებს ოცი წუთიც არ დასჭირვებიათ მოსასვლელად.
-გამარჯობა ელენიკო.-მომესალმა იონასი, დანარჩენებიც სწრაფად გადავკოცნე და მაგიდასთან დავსხედით.
-აბა სად გინდა წასვლა?-მკითხა ბენმა.
-თქვენს არჩევნს ვენდობი.
-სწორი გადაწყვეტილებაა...-თვალი ჩამიკრა პოლმა.
-ჰა,წავედით?-ფეხზე წამოდგა ბენი და ჩვენც, ყველა, უკან გავყევით.
ჯერ მთელი ბერლინი შემომატარეს ფეხით, ერთი მუზეუმიც კი არ გამოუტოვებიათ, შემდეგ სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მაჩვენეს და ექვს საათიანი ექსკურსიის შემდეგ მეც ფეხზე ვეღარ ვიდექი.
-ახლა ჩვენს საყვარელ ადგილებს გაჩვენებთ.-მითხრა იონასმა, როდესაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კაფეში ჩამოჯდომის უფლება მომცეს.
-ჰა?!-წამოვიძახე უიმედოდ და თავი ჩავრგე ხელებში.
პოლის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ...აუ სულ ამომივარდა თავიდან...-შუბლზე მიირტყა ხელი.-უკვე მოვდივარ...მე რავიცი,უთხარით რამე,არ გაბედოთ და არ გაუშვათ.-გათიშა და ბიჭებს შეხედა.-დღეს ლუი უნდა მოსულიყო, უკვე ბარშია, უნდა წავიდეთ.
-ელენე?-იკითხა ბენმა.
-აუ ელე, წამო რაა სულ ნახევარ საათს გასტანს, ჩვენი ბარმენი ისეთ კოკტეილს მოგიმზადებს დროს ვერც კი იგრძნობ.- შემომხედა იონასმა.-შემდეგ კი განვაგრძობთ.
-დღეს ექსკურსიას მოვრჩეთ, ისედაც დავიღალე წავედით კლუბში.-სწაფად წამოვიძახე გახარებულმა და კაფიდან გამოვედი, ბიჭებიც სიცილით გამომყვნენ უკან.
-არ მოიწყინო.-ნოემ ლოყზე მაკოცა როგორც კი კლუბში შევედით და პოლს გაჰყვა უკან.
-ბიჭებო დატრიალდით საპტიო სტუმარია.-იონასმა ხმამაღლა დაუძახა პერსონალს და ჩემზე ანიშნა.-სათათბირო ოთახში რამე ძლიერი შემოიტანეთ.-უთხრათ და ისიც იმავე ოთახში შევიდა,სადაც დანარჩენები.
"ალბათ გუშინ რომ განიხილავდნენ რაღაც მოლაპარაკებას, ისაა"-გავიფიქრე და ტელეფონს დავწვდი რომ დემესთვის დამერეკა.
-ელენიკა.-მომესმა ჩემი ძმის ბედნიერი ხმა.-ახლა მართლა ვქორწინდები.
-ჯერ მომესალმე მაინც...-დავიწყ მაგრამ შემდეგ გავიაზრე რა მითხრა.-ჰა?!შენ და ნიტა შერიგდით?!აუუ რა მაგარია დემე!
-შენ როგორ ხარ ჩემო კუდრაჭა?-მკითხა თბილი ხმით.
-მე კარგად.-სწაფად ვუპასუხე მაინც არ მყოფნიდა იმფორმაცია.- როდის დაგთანხმდა?
-რამდენიმე წუთის წინ...ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.
-ვგიჟდები თქვენზე!როგორ სთხოვე ხელი?რა გიპასუხა?სად სთხოვე? დაიჩოქე?მითხარი რომ არც დაიჩოქე და არც „ფლეშმობი" მოუწყვე!
-ელენიკა!...მამა ნახე?-სრაფად შეცვალა თემა.
-კი...ჩამოვალ და უკეთესად მოგიყვები.
-კარგი,შენ როგორც გინდა,ოღონდ მალე ჩამოდი შენ გელოდებით, ნიტამ ჩემი მეჯვარე უნდა იყოსო...კაი ეხლა უნდა წავიდე, საცოლე მელოდება.
-ჩამიკოცნე რძალი.-ვუთხარი და გავთიშე.
ნოესთან შესვლა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდოდა ხელი შემეშალა.
ბოლოს საპირფარეშოში გავედი,რომ მაკიაჟი შემესწორებინა და რომ დავბრუნდი ბიჭები უკვე გარეთ ისხდნენ.
-მორჩა?-ვიკითხე მე.
-კი, საბუთები მზად იყო და დეტალებზეღა შევთანხმდით.- მიპასუხა პოლმა.
-მე მაინც არ მომწონს ეგ კაცი, ვფიქრობ ზედმეტად ვიჩქარეთ.-თავი გააქნია ნოემ.
-დღეს საღამოს მოვა და უკეთესად გავიცნობთ.-თქვა იონასმა.
-ვნახოთ,ვანხოთ...-ჩაილაპარაკა ნოემ.-წამო ელ, სასტუმროში მიგიყვან.
-შეიძლება საღამოს მეც აქ ვიყო?-ვიკითხე მე.
-აბა რაა.-ხელი გადამხვია იონასმა.-მე იმაზეც ვფიქრობ აქ როგორ დაგტოვო სამუდამოდ.-მის სიტყვებზე ყველას გაგვეცინა.
-კარგი,მაშინ გამოვიცვლით და ერთად მოვალთ.-ნოემ ხელი მომკიდა და გარეთ გამოვედით.
-საქართველოში მალე უნდა დავბრუნდეთ.-ვუთხარი ნოეს მანქანაში.-დემე და ნიტა ქორწინდებიან.
-დემეტრე და ნიტა?!-გამომხედა და გაეცინა.-გილოცავ, ვერც კი ვიფიქრებდი.
-ხო ჩემი ჩუმ-ჩუმელები არიან.-ვთქვი სიყვარულით.
-თუ ძალიან დაღლილი ხარ, შეგვიძლია მოგვიანებით მივიდეთ.- შემომთავაზა მან.
-არა,არა დავიღალე მაგრამ ამად ღირდა.-დღევანდელი დღის გახსენებაზე გამეღიმა, მანქნა გაჩერდა და ჩვენც სასტუმროში შევედით.
-კარგი,მაშინ ოც წუთში ქვევით იყავი.-სიცილით გამაფრთხილა და თავის ნომერში შევდა.
საღამოს კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და ქვევით ჩავედი, ნოე უკვე იქ მელოდა, შავი შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ახლოს მივედი.
-წავედით?-ვკითხე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.
-შენ...ულამაზესი ხარ.-მიხრა და წელზე მომხვია ხელი.
-შენც არაგიშავს.-თვალი ჩავუკარი და მანქანში ჩავჯექი.
კლუბში არც ბიჭებს დაუშურებიათ კომპლიმენტები, მათი პარტნიორი კი ცოტას იგვიანებდა, ცოტა ხანი გარეთ გავედი, უკან დაბრუნებულმა დავინახე რომ ბიჭების მაგიდასთან უცნობი იჯდა, მივუახლოვდი, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა...ის იყო... მამაჩემის კომპანიის ადვოკატი, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ ჩვენი კომპანიიდან მთელი ფული მოიპარა და გაუჩინარდა.
--------------------

თავი 18
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა...-ვჩურჩულებდი და თან გასასვლელისაკენ მივიწევდი, ყველაფერს ველოდი და ამას არა, ავიაკატასტროფის შემდეგ კონტრაქი ჩაიშალა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპანიასთან ევროპაში, ჩვენმა კომპანიამ კი მილიონები იზარალა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, სანამ გარდაცვლილ ოჯახისწევრებს ვგლოვობდით, კომპანიის ადვოკატმა ჩვენი უყურადღებობით ისარგებლა, დანარჩენი ფული მოიპარა და გაუჩინარდა, იმედი უკვე გადაწურული იყო რომ ოდესმე ვიპოვიდით, მაგრამ აი...
ტელეფონი ამოვიღე და ნოეს დავურეკე.
-ნოე, მისმინე სხვებთან არაფერი თქვა, არც ის შეიმჩნიო რომ მე გირეკავ, გარეთ გამოდი გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი...- ალბათ იმდენად სასოწარკვეთილი ხმა მქონდა რომ ნოეს კითხვებიც კი არ დაუსვამს და წამებში გარეთ იყო.
-რა მოხდა, ელ?-მკითხა და თან შემათვალიერა-ცუდად ხარ?
-არა, მისმინე ეგ კაცი...ვინც თქვენთან ერთად ზის ის ახალი პარტნიორია?
-კი...-დაიბნა, ვერ გაეგო რატომ ვეკითხებოდი.
-ისაა ნოე...-წყვეტილად ამოვისუნთქე, ვერ ვიჯერებდი რომ ახლა ეს ჩემს თავს ხდებოდა.-მამაჩემის კომპანიის ადვოკატია, ისაა მთელი ფული რომ მოიპარა და გაუჩინარდა, პოლიცია დღემდე ეძებს.
-რაა?!ელ, დარწმუნებული ხარ?-ხელი ჩამავლო და იმის მიუხედავად რომ თვითონაც ანერვიულდა, ჩემი დაწყნარება სცადა.
-კი, ნოე დარწმუნებული ვარ, მას პატარაობიდან ვიცნობ, არავისში ამერეოდა, ახლა იქ რომ შევიდე დარწმუნებული ვარ მიცნობს და გაქცევას ეცდება.
-მიდი მანქანაში ჩაჯექი, ორ წუთში მოვალ.-გასაღები გამომიწოდა თვითონ კი კლუბში დაბრუნდა.
ლოდინი დიდხანს არ მომიწია, ნოე სწრაფად დაბრუნდა და საჭესთან დაიკავა ადგილი, შემდეგ კი მანქანა დაძრა. ვხედავდი როგორ დასჭიმვოდა ნერვიულობისაგან ხელები და დროდადრო როგორ ძლიერად უჭერდა საჭეს, შემდეგ მე გადმომხედა და ეცადა რაც შეიძლება მშვიდი ხმა შეენარჩუნებინა.
-ელ, ჩემი ტელეფონი აიღე და ლუკასის ნომერი მოძებნე.
მე სწრაფად დავწვდი მის მობილურს და ნოეს მითითებებს მივყევი.
-ახლა დარეკე და „სპიკერი" ჩართე.
მალე მანქანაში მშვიდი ბარიტონი გაისმა.
-გისმენ ნოე.
-ლუკ, შენი დახმარება მჭირდება.
-პირადად ჩემი?... ხო მშვიდობაა?
-ადგილზე აგიხსნი, სასტუმროს კორდინატებს გამოგიგზავნი, სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ.
ტელეფონი გათიშა და ისევ მე გამომხედა.
-ლუკს კორდინატებს გაუგზავნი?
-გავუგზავნე. -ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ და ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე, თან ვცდილობდი რომ ნერვიულობა არ დამტყობოდა, მაგრამ ხელების კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი.
-ლუკა ჩემი მეგობარი პოლიციელია...-ერთი ხელი საჭეს გაუშვა და ჩემი ხელი მასში მოიქცია.-აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.- შემდეგ ტუჩებთან მიიტანა სწრაფად მაკოცა და ისევ საჭეს დაუბრუნდა.
-ვიცი, უბრალოდ ჩემთვის მძიმე იყო მისის ნახვა... ამდენი წელი... ის, მამა და ჩემი ბიძა ბავშვობის მეგობრები იყვნენ...ჩემი ნათლიაა...უბრალოდ ვერ ვიჯერებდი რომ მან ეს გააკეთა... ავიაკატასტროფა ახალი მომხდარი იყო, ის ყველანაირად გვედგა მხარში და შეგვპირდა რომ პირველი რამდენიმე კვირა ის გაუძღვებიდა კომპანიის საქმეებსაც, მაგრამ ერთ დღეს გაქრა და შეგვატყობინეს რომ კომპანიის ანგარიშიდან მთელი ფული მოხსნილი იყო.
მანქანა სასტუმროსთან გააჩერა, პირდაპირ ჩემს ნომერში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი, სასტუმროს კაფეში ერთ-ერთ მაგიდასთან ნოეს მოვკარი თვალი და პირდაპირ იქით წავედი.
-გამარჯობა.-დამინახეს თუ არა, ორივე წამოდგა.-ლუკა.-ხელი გამომიწოდა ძლიერი აღნაგობის ქერა კაცმა.
-ელენა.-ხელი ჩამოვართვი და რკინის სკამზე დავჯექი.
-ნოემ ამიხსნა ყველაფერი, უკვე წასვლას ვაპირებდი ახლა საქართველოში დავუკავშირდებით რამდენიმე ორგანოს და დეტალებს გავარკვევთ, შემდეგ კი მის დაკავებას შევძლებთ.
-კარგი.-კაცი ადგა და ჩვენც უკან გავყევით.
-სიახლეებს შეგატყობინებთ.-ნოეს ხელი მეგობრულად დაარტყა მხარზე და სასტუმრო დატოვა.
-ახლა რას აპირებ?-მკითხა მან.-გინდა გავისეირნოთ?
-არა,არა ცოტას დავისვენებ, ლიზას დავურეკავ.-ვთქვი და ხელი შუბლზე მივიდე.
-კარგი, როგორც გინდა...და, ლიზას არაფერი უთხრა.
-კარგი.-თავი დავუქნიე და ჩემს ნომერში ავედი.
საწოლზე დავწექი და ტელეფონს დავწვდი.
-ხო ელე.-გაისმა ლიზას წკრიალა ხმა.
-როგორ ხარ ლიზუ?
-ვაი აღარაფრად ვვარგივარ.-თქვა და ამოიოხრა.-ჩვენმა რძალმა დღეს კაბის საყიდლად წამიყვანა.
-აირჩიეთ რამე?
-ელენე რა მოხდა?!-მკითხა შეშფოთებულმა.
-რა უნდა მომხდარიყო?-გავიკვირვე მე.
-არა უბრალოდ...მეგონა გაბრაზდებოდი რომ გაიგებდი რომ უშენოდ ვარჩევდით.
-უბრალოდ დაღლილი ვარ მეც, დღეს მთელი ბერლინი ფეხით შემომატარეს ბიჭებმა.
-ვინ ბიჭებმა?-დაინტერესდა ჩემი ბიძაშვილი.
-ნოეს მეგობრები გავიცანი აქ, იცი როგორ გავერთე?!-უცებ მოვედი ხასიათზე.
-აუუ მეც მინდა მანდ.-ამოიოხრა ლიზამ.-ხვალ ტარიელიც მოფრინავს და მე მტოვებს საწყლად...ისე ხომ არ გამოვყვე?-ჩაიბუტბუტა თავისთვის.
ჩემი გონება სწრაფად ამუშავდა, ახლა თუ ლიზა ჩამოვიდოდა აქ და ყველაფერს გაიგებდა მაშინ ისიც საფრთხეში იქნებოდა. სასწრაფოდ უნდა გადამეფიქრებინა მისთვის.
-არა, ლიზა არ გინდა, მეც ამ დღეებში დავბრუნდები და შენც სულ ტყუილად დაიღლები, თან ამხელა გზას ეხუმრები?
-ხო რავიცი...
გარედან ხმაური მომესმა, კარგად რომ დავაკვირდი პოლის ხმა ამოვიცანი.
-წავედი ლიზ, დემე და ნინო მომიკითხე, რძალი ჩამიკოცნე და თაზის თავში წამოარტყი... გკოცნი, მიყვარხართ!-მივაყარე, ხმის ამოღებაც არ ვაცალე ისე გავთიშე და ნოეს კარზე მივაკაკუნე.
კარი იონასმა გამიღო, არ შემცდარვარ სამივე იქ იყო, ნოე კი ბართან იდგა და ჭიქებში სასმელს ასხამდა.
-გამარჯობა.-მივესალმე და დივანზე ჩამოვჯექი.
არცერთი იღებდა ხმას, მაგრამ ოთხივეს სახეზე კარგად ვარჩევდი დაძაბულობას, ნოე სვამდა, პოლი ჩემს გვერდით იჯდა და ხელებში ჩაერგო თავი, ბენი ოთახში მიმოდიოდა, იონასი კი მიღიმოდა, მაგრამ კარგად ვხედავდი რომ ეს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად იყო.
-ლუკმა რაო?-იკითხა პოლმა.
-ცოტა ხნის წინ წავიდა, საქმეს გადაიბარებს და როგორც კი შეძლებენ დააპატიმრებენ.-თქვა ნოემ.
-არა, როგორ ვერ შევამჩნიეთ.-თავი გააქნია ბენმა.-არა და, ხომ ვხვდებოდით არაა რაღაცას.-ამოიოხრა და დივინის სახელურზე ჩამოჯდა.- ამდენი ფული ასე ჰაერიდან ხომ არ ექნებოდა არაა...
-როგორც ჩანს სახელი გამოიცვალა, აქ ლუი ჯერმანია.-თქვა იონასმა და მე გამომხედა.-სწორედ მაგიტომ ვერ ვუპოვეთ ვერაფერი.
-კონტრაქტი რომ გავწყვიტოთ შეიძლება იეჭვოს რამე.-თქვა ბენმა.
-მოკლედ ისე უნდა მოვიქცეთ რომ ვერაფერს მიხვდეს, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ურთიერთობას და დღეს ან ხვალე ჩასვამენ და ეგაა რაა...-თქვა პოლმა.
-ჩემი ხელით დავახრჩობ.-ნოემ მთელი ძალით დაახეთქა ჭიქა ბარზე, მინა დაიმსხვრა და მიმოიფანტა.-ჯანდაბა...
უხმოდ ავდექი ხელზე მოვკიდე და შევათვალიერე, აქა-იქ იყო რამდენიმეგან გაჭრილი, ხელი გამოვაწევინე, ონკანზე წყალი მოვუშვი და მის ქვეშ დავაჭერინე. შემდეგ ჩემს ოთახში გავედი, ნინომ კარგად იცოდა ჩემი ჰობის შესახებ და ყოველთვის თან მატანდა აფთიაქის ყუთს, დემე ამაზე იცინოდა სულ მომზადებული ხარო, აქამდე არ დამჭირვებია ახლა კი ნინოს მადლიერი ვიყავი, ნოეს ნომერში დავბრუნდი ჭრილობები სპირტით გავუწმინდე და გადავუხვიე, შემდეგ კი ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.
-იმის საფრთხე არსებობს რომ თუ ლუი გაიგებს რომ ელენა აქაა რამეს დაუშავებს?-იკითხა იონასმა და შეშფოთებული სახით გამომხედა.
-არ ვიცი...-თავი ჩაღუნა ნოემ და მძიმედ გააქნია.
------------------------

თავი 19
ბიჭები მალე წავიდნენ და ოთახში მე და ნოეღა დავრჩით, ნოემ სმა გააგრძელა.
-მაპატიე, მიდი შენ დაიძინე.-მითხრა და ბართან ჩამოჯდა.
-არ მეძინება.-ვუთხარი იმის მიუხედავად რომ უკვე თვალები მეხუჭებოდა.-შეიძლება აქ ვიყო?
უხმოდ დამიქნია თავი და სმა განაგრძო, დიდი ძანი იჯდა ჩუმად, არც მე ვიღებდი ხმას.
-ჯანდაბა...შენ რომ არ ყოფილიყავი....-თქვა ბოლოს და სახე ხელებში ჩარგო.
-რაც მთავარია მალე გაირკვა ყველაფერი.-ვთქვი წყნარად.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ავდექი და წელზე მოვეხვიე,სახე კი მხარზე ჩამოვადე. ნოე შემოტრიალდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე მაკოცა და ახლა თვითონ მომხვია მკლავები.
-კიდე ნერვიულობ?-მკითხა მან.
-ნწ.-თავი გავაქინე მე.-დავიღალე.
ადგა, ხელში ამიყვანა, დივანზე დამაწვინა, თვითონ კი ჩამოჯდა, მიმიხუტა და თმაზე დამისვა თითები.
-ასე დამეძინება. -გამეცინა მე და სახე მის კისერში ჩავმალე.
-სწორედ ეგაა გეგმაში.-თავზე მაკოცა და უფრო მაგრად მიმიხუტა.
თვალები დავხუჭე და სრულ ბედნიერებაში ჩამეძინა, სწორედ ეს მჭირდებოდა ასეთი გიჟური დღის შემდეგ.
მეორე დღეს ჩემს საწოლში გამეღვიძა, საათს დავხედე, უკვე ორი ხდებოდა.
„ქვევით გელოდები."-მწერდა ნოე.
ნახევრად მძინარე შევედი აბაზანაში, იქ საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ქვევით ჩავედი.
**********
- ტარიელი ჩამოდის და ბიჭებმა დავხვდეთო, კლუბში ვაპირებთ აღნიშვნას, წამოხვალ?-მკითხა ნოემ საღამოს.
-კი.-გავუღიმე და ჩემი ნომრისაკენ წავედი.
ლიზას დავურეკე მაგრამ ჯერ არ იღებდა, ბოლოს ჩემი ტელეფონი დაჯდა და წასვლის წინ დასამუხტად შევაერთე. შავი შარვალი და ვერცხლისფერი ტოპი მოვირგე და ქვევით ჩავედი.
კლუბში როგორც ყოველთვის სასიამოვნო სიტუაცია იყო, ბიჭების მაგიდასთან მივედით.
-ელე!-იონასი გადამეხვია და მაგრად მაკოცა ლოყაზე.
-აეროპორტში არ წავიდეთ?-იკითხა ბენმა.
-ხო,ხო დროზე თორე ჩაგვქოლავს ტარიელი.-თქვა ნოემ სიცილით და ფეხზე წამოდგა.-მოდიხარ ელ?
-დავრჩები რაა... -ვუთხარი და კოკტეილი მოვსვი.
ღიმილით დამიქნია თავი, გადმოიხარა ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისაკენ წავიდა.
დიდი ხანი გავიდა რაც არ მიცეკვია, ფეხზე წამოვდექი და ხალხს შევერიე. ბოლოს დაღლილ-დაქანცული საპირფარეშოსაკენ წავედი. სახეზე წყალი შევისხი, მაკიაჟი მოვიწესრიგე და გარეთ გამოვედი, ისევ დარბაზში ვაპირებდი დაბრუნებას, როდესაც ლუი დავინახე, კედელზე იყო მიყრდნობილი და თვალს არ მაშორებდა. შეცვლილი იყო თითქოს ამ მოკლე დროში უფრო დაბერდა.
-გამარჯობა ნათლია.
-ნათლიას პატარა.-გამიღიმა მან ასე იცოდა ხოლმე, არასდროს მეძახდა ელენას.-გაზრდილხარ.
თვალებში ჩავხედე და გაქცევა დავაპირე, მაგრამ უკნიდან ჩამავლეს ხელებში და ძლიერად შემაკავეს, გავიბრძოლე მაგრამ ვერაფერს გავხდი, ლუიმ ნელი ნაბიჯებით შემოგვიარა და წინ დამიდგა.
-გახსოვს როგორ გიყვარდა ჩემთან ერთად ყოფნა?-მითხრა და ლოყაზე მომეფერა. მე თავი გავაქნიე და ვეცადე მისი ხელი მომეშორებინა მან კი უბრალოდ გაიცინა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. -წამოიყვანეთ.-თავი აუქნია ბიჭებს და მათაც უკანა გასასვლელისაკენ წამათრიეს, ფეხებს ვიქნევდი და ვყვიროდი იმის იმედით რომ ვინმე დამეხმარებოდა, ბოლოს კი რაც მახსოვს იყო მწვავე სუნი და სიბნელე...

********
ნოე
********
აეროპორტში სკამზე ვიჯექი და ტარიელს ველოდებოდი.
-ნოე!-გავიგე ნაცნობი ხმა და ლიზას გაკვირვებულმა ავხედე, მთელი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ და მომეხვია, მას ტარიელი მოჰყვა და ახლა მან მომხვია ხელები.
-ლიზა?-ამოვთქვი გაკვირვებულმა და გოგო შევათვალიერე.
-სიურპრიზი!-წამოიძახა გახარებულმა.-ელენა სადაა?
-კლუბში გელოდებათ.-ბარგი გამოვართვი და მანქანისკენ წავიღე სანამ ლიზა ბიჭებს გაიცნობდა.
არ მინდოდა ელენა დიდხანს დამეტოვებინა მარტო, ამიტოამც რაც შემეძლო სრაფად დავბრუნდი კლუბში, მაგიდასთან არ იჯდა, ვერც ხალხში ვიპოვე, ბოლოს ბართან მივედი, მაგრამ იქ არ იყო. დავურეკე მაგრამ არც მიპასუხა.
-ელენა ხომ არ გინახავს?-ვკითხე ბარმენს.
-დიახ ბატონო ნოე, ბოლოს თვალი რამდენიმე წუთის წინ მოვკარი საპირფარეშოში მიდიოდა.
-მადლობა.-ვუთხარი და მაგიდასთან დავბრუნდი.
-ელენა სადაა?-მკითხა ლიზამ და მიმოიხედა იმის იმედით რომ ბიძაშვილს დაინახავდა.
-საპირფარეშოში გასულა, მიაკითხავ?
თავი დამიქნია, ვაჩვენე საით უნდა წასულიყო, მე კი ჩამოვჯექი და ჭიქა ავიღე.
-ვერ ვიპოვე.-რამდენიმე წუთში ლიზაც დაბრუნდა.
შეშფოთებულმა გადავხედე ბიჭებს, ისინც წამში წამოიშალნენ.
-სასტუმროში წავალ.-თქვა იონასმა და გასასვლელისაკენ გაემართა.
მთელი კლუბი მოვიარეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვე.
-იონასმა დარეკა, სასტუმროში არაა, ტელეფონი ოთახში აქვს.- თქვა პოლმა.
-ჯანდაბა!-დავიღრიალე გაბრაზებულმა და ხელი მთელი ძალით მივარტყი კედელს.
-ლუი?-იკითხა ბენმა.
-ლუი.-ვთქვი და სასწრაფოდ ავკრიფე მისი ნომერი.
-ნოე!-ჩაიცინა კაცმა.-ელენა მოკითხვას გითვლის, უფრო სწორად შემოგითვლიდა გონზე რომ იყოს.
-თუ რამე დაუშავე...
-კარგადაა დამშვიდდი.-გამაწყვეტინა მან.-უბრალოდ მალე მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს და მე და ჩემს ნათლულს თამაში მოგვინდეს, გითხრა პატარაობაში დედა რომ სულ უბრაზდებოდა იმის გამო რომ დანებით თამაში უყვარდა? ახლა დედამისი აქ აღარაა...
-რა გინდა?-ზიზღით გამოვცერი კბილებში.
-ბევრი არაფერი...რამდენიმე მილიონი და იმის გარანტია რომ ვერავინ გაიგებს რომ მე ვარსებობ და გპირდები ,ისე გავქრები რომ ვერც შენ და ვერც ჩემი ციცქნა ნათლული ვეღარ მიპოვით....იმედია იმის შეხსენება არ გჭირდება რომ პოლიცია არ უნდა ჩარიო.
-როდის და სად შევხვდეთ?
-არა,არა ნუ ჩქარობ, ჩემს ანგარიშზე ოცდაოთხ საათში 3 000,000 უნდა იყოს, ელენას კი მე მოვიფიქრებ როგორ დაგიბრუნოთ...და ნოე, გარანტია არ დაგავიწყდეს.-კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ტელეფონი გათიშა.
მთელი ამ დროის განმავლოვაში ჩვენს საუბარს ყველა ისმენდა.
-ამიხსნით რა ხდება?-ამოიტირა ლიზამ, ტარიელმა ნაზად მოხვია ხელი და გულზე მიიხუტა, ჩვენ კი კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შემოგვხედა.
-აუხსენით.-ამოვიღმუვლე და ბარისაკენ წაბედი.
-ვისკი.-ბარმენს ვუთხარი და მოთმინებით დაველოდე.-შენი ტელეფონი მომეცი.
-ბატონო?-გაუკვირდა მას.
-შენი ტელეფონი მჭირდება.-გავუმეორე და მწველი სითხე ყელში გადავუშვი.
დაბნეულმა ბიჭმა ტელეფონი მომაწოდა და თავისი საქმე გააგრძელა. სასწრაფოდ ავკრიფე ლუკის ნომერი.
-ლუკ.-ვთქვი მოუთმენლად.-ელენა მოიტაცა...
-ვიცი.-მითხრა მშვიდად.
-იცი?!სადაა?!-გიჟივით წამოვვარდი ფეხზე.
-დამშვიდდი ნოე, წინასწარ გავთვალე ყველაფერი.
-რა წინასწარ გათვალე?!ჩვენთვის არ უნდა გეთქვა?!-უკვე გაუცნობიერებლად ვღრიალებდი.
-კლუბთან ვარ, მანდ დაგელაპარაკები.
ბარმენს ტელეფონი მივაწოდე და ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოვჯექი.
-ნოე.-მომესალმა ლუკი და წინ ჩამომიჯდა.-დამშვიდდი, ყველაფერი ისე იქნება როგორც გავთვალეთ.
-და ელენას საფრთხეში ჩაგდება საჭირო იყო?!-ვიღრიალე, ლუკისკენ გადავიხარე და ხელი ძლიერად დავარტყი მაგიდას.
-გეგმის ნაწილი იყო.-მიპასუხა მშვიდად, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.-გისმენთ...კი....რა?!რას ქვია გაქრა?!...გოგო წაიყვანა?!...იპოვეთ!-იყვირა და გათიშა.-ნოე...-შემომხედა მე.
-არ თქვა ლუკ! -მივხვდი რომ უარესს მეტყოდა.
-ლუი გაქრა და ელენაც თან წაიყვანა.
თავი 20
-და ამას ეძახდი ყველაფერი დავგეგმეო?!-დავიღრიალე მე და ლუკს მაისურში ვწვდი.
-ნოე,ნოე...-ხელში ჩამავლო პოლმა და გვერდით გამწია.
-კაბინეტში შევიდეთ.-თქვა იონასმა და ყველა მას გაჰყვა.
-კამერის ჩანაწერები ნახეთ.-თქვა ბენმა.
მე დივანზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე.
-დაცვა სად იყო?-ამოვიღმუვლე.
-ნოე დამშვიდდი...-მითხრა ტარიელმა.
-დაცვა სად იყო?!-დავიღრიალე და გარეთ გავვარდი რომ დაცვა მენახა.
-ბატონო ნოე...-დაიწყო ერთ-ერთმა.
-სად იყავით?-ვთქვი დაბალი ხმით.
-ჩვენ..
-ნოე წამოდი ასე არაფერი გამოვა.-მითხრა ლიზამ, მეც ძლიერად მოვხვიე ცალი მკლავი და კაბინეტში დავბრუნდი.
-ჯანდაბა, როგორ დავტოვე...-ვთქვი და ლიზასთან ერთად ჩამოვჯექი დივანზე.
-ნოე, თავს ნუ იდანაშაულებ, მაგას როგორ იფიქრებდი რომ საკუთარი ნათლია ასე მოექცეოდა, თან დაცვაც გაფრთხილებული გყავდა.-მე საპასუხოდ მხოლოდ თავი გავაქნიე და კიდევ უფრო მაგრად მივიკარი ლიზა, რომელსაც ცრემლები სდიოდა სახეზე.
დაახლოებით ორი საათი ვიჯექი ჩუმად, შემდეგ კი ლუკის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ...კარგი, მოემზადეთ...კი დღესვე...გააკეთე რასაც გეუბნებით!-თქვა და გათიშა.-იპოვეს, დღესვე დავაკავებთ.
-მეც მოვდივარ.-ვთქვი მე.
-ნოე,არ ღირს...-დაიწყო ლუკმა.
-ლუკ!-გააჩერა პოლმა და მანაც უყოყმანოდ დაუქნია თავი.

**********
ელენა
**********
თვალები გავახილე...
-თავი მისკდება....-ამოვილაპარაკე და თავზე დავიდე ხელი, თან წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.
-ნუ ეცდები წამოდგომას, ძლიერი წამალი იყო და ცოტა ხანი კუნთების მოძრაობა შეგისუსტდება.-ნაცნობი ხმის პატრონს ავხედე და ლუის თავლი გავუსწორე.
-რა გინდა?
-არაფერი საყვარელო, მხოლოდ თავისუფლება...ნოეს უკვე ველაპარაკე და დავპირდი რომ სანაცვლოდ გაგიშვებ.
-რამეს დამიშავებ?-ვკითხე და თავი ჩავღუნე.
-არა პატარა.-თქვა თითქოს წყენით, გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.-ეგ როგორ იფიქრე, თან წაგიყვან...
-კი მაგრამ...ხომ თქვი რომ გამიშვებდი?-ავხედე და შეძლებისდაგვარად გვერდით გავიწიე.
-ადამიანები იტყუებიან.-ფეხზე წამოდგა და კარებთან მივიდა.- კარგად მოეწყვე და ცოტა დაისვენე... ბიჭები შემოგივლიან და სავახშმოდ ჩამოგიყვანენ...ხვალ ამერიკაში გავფრინდებით.- თქვა და გავიდა.
წამში გავჩნდი კართან და გამოვაღე.
-რამე გჭირდებათ ქალბატონო ელენა?-მკითხა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა, რომელიც ჩემს ოთახთან იდგა.
მივხვდი რომ გაქცევის მცდელობა უაზრო იქნებოდა და ოთახში დავბრუნდი, მთელი ოთახი მოვათვალიერე მაგრამ ერთი საწოლის გარდა არაფერი იყო, არც ფანჯრები ჰქონდა, ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი უმოძრაოდ...რაღაც ხმაური გავიგე, შემდეგ კიდევ განმეორდა და მალე უფრო გაძლიერდა, შემდეგ კი ძალიან ახლოდან გაისმა, გარეთ გავიხედე და დაცვის წევრი დავინახე,რომელიც დაბლა ეგდო, მარად მიეჭირა ხელი მკლავზე, მის პერანგზე კი წითელი ლაქა იზრდებოდა.
-ჯანდაბა!-ამოვიოხრე და იმის მგივრად რომ გავქცეულიყავი, დავიხარე და ხელი ძლიერად დავაჭირე ჭრილობაზე.- მშვიდად იწექით და არ გაინძრეთ...-ვუთხარი რაც შეიძლება სწრაფად.- დამეხმარეთ! -წამოვიყვირე მე.
მისი საქამრიდან დანა ამოვიღე და ფრთხილად გავუჭერი პერანდი, ვეცადე ყველაფერი გამეხსენებინა პირველადი დახმარების შესახებ, ვიცოდი რომ რაღაც ნაჭერი უნდა დამეჭირა, მიმოვიხედე, არაფერი იყო, არც საწოლს ჰქონდა რამე, ახლა სიმორცხვის დრო არ იყო მაისური გავიხადე და ძლიერად დავაჭირე ჭრილობაზე... დერეფანში პოლიციელი დავლანდე.
-დამეხმარეთ, გთხოვთ!-დავიყვირე და ისიც წამში შემოტრიალდა ჩემსკენ.
-ქალბაონი ელენა?-იკითხა მან.
-დამეხმარეთ გთხოვთ, სისხლისგან იცლება.-ვტიროდი მე.
-ამას მე მივხედავ, თქვენ დერეფანს დაუყევით და მარცხნივ წადით ბატონი ნოე იქ გეძებდათ.-მითხრა და ახლა მან დაიკავა ჩემი ადგილი.-და ქალბატონო...-მორცხვად მიმანიშნა,რომ მაისური არ მეცვა.-ეს აიღეთ.-მითხრა და თავისი ქურთუკი მომაწოდა.
მადლიერი სახით გამოვართვი, მოვიცვი და სირბილით დავუყევი დერეფანს.
-ნოე!-დავიძახე.-ნოე!
უკნიდან ძლიერი ხელები მომეხვია, წამში ვიცანი ნოეს სურნელი, შევბრუნდი და ცრემლიანი სახე მის კისერში ჩავრგე.
-ნოე,ნოე...-ვლუღლუღებდი და ძლიერად ვეკროდი.
-ელ, შენი სისხლია?!-შეშფოთებულმა დამწია უკან.-დაჭრილი ხარ?
-არა,არა ჩემი არაა...-ვთქვი და შუბლზე შუბლი მივადე.
-ელ...-ამოიოხრა და წამში ვიგრძენი როგორ შეეხო მისი რბილი ტუჩები ჩემსას, თითები სახეზე ნაზად ჩამომისვა და ჩემი კისერი ხელებში მოიქცია.
მოულოდნელობისგან ცრემლები მდიოდა სახეზე და ნოეს ძლიერად ვეკვროდი.
-ჩემი ხარ, ჩემთან ხარ...-წამით მომშორდა და მთელი სახე დამიკოცნა.
დაღლილი და გამოფიტული დავეყრდენი, ხელი მუხლებთან შემიცურა და ხელში ამიტაცა, ხელები კისერზე მოვხვიე და თავი გულზე დავადე.
-დაიძინე საყვაელო, ჩემთან ხარ.-შუბლზე მაკოცა და მეც ნელ-ნელა დამეხუჭა თვალები, მაგრამ დაძინება ვერ შევძელი.
-ლუი იპოვეთ?-იკითხა რამდენიმე წუთში.
-გაიქცა...-გავიგე ნაცნობი ხმა.-დაჭრილია?!-როგორც მივხვდი ჩემზე იკითხა.
-არა ,სხვისი სისხლია... სასტუმროში წავიყვან.
-მოიცადეთ.-ვთქვი და მძიმედ გავახილე თვალები, ჩვენ წინ ლუკი იდგა და შეშფოთებული სახით შემომცქეროდა.- დერეფნის ბოლოს... სადაც მე ვყავდი დაჭრილია, მიხედეთ გთხოვთ...-გაჭირვებით ვთქვი და ისევ დამეხუჭა თვალები.
-დამშვიდდი ელენა მივხედავთ, შენ კი მალე გამოჯანმრთელდი.- მითხრა ლუკმა.
-მაგაზე არ იდარდო.-მკაცრად უთხრა ნოემ.
-ნოე, ჩვენ კიდევ დაგვრჩა სალაპარაკო...
-მე მოვრჩი.-მოუჭრა ნოემ და გასასვლელისაკენ წავიდა.
მე კი ძილმა და დაღლილობამ თავი წამართვა.
თავლი გავახილე... პირველი რაც დავინახე ნოე იყო, სახე ახლოს ჰქონდა ჩემთან და მისი სუნთქვა კანზე მეფრქვეოდა,ტანზე მისი მაისური მეცვა და აღარც ხელები მქონდა სისხლიანი. ხელი აწიე და თითები ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე, საათს გავხედე დილის სამი იყო.
-ელ...-თქვა ძილისგან დაბოხებული ხმით.-ცუდად ხარ?
-კარგად ვარ..სად ვართ?
-სასტუმროში... ჩემთან ნომერში.-თმაზე მომეფერა.
-შენ მომიყვანე?-ვცადე ყველაფერი გამეხსენებინა.
-კი, შენი ტანსაცმელი სისხლიანი იყო...მაისური ვერ ვიპოვე, მხოლოდ შარვალი და ქურთუკი გეცვა, ქიმწმენდაში გავგზავნე.
-გავიხადე.
გაკვირვებულმა ამომხედა.
-ჭრილობაზე დავადე ერთ-ერთ მცველს.-ავუხსენი.
-ლუკმა დარეკა, ლუი იპოვეს, მცველი საავადმყოფოშია.
-ოთახში გავალ.-ვთქვი და წამოვდექი.
-ისე, შენს ოთახში სიურპრიზია.-თქვა ღიმილით და ისიც წამოდგა.
-სიურპრიზი?
-ნახე.-მითხრა და მოწყვეტით მაკოცა. მე ჩამეღიმა და თავი ჩავხარე რომ სიწითლე დამეფარა.
ფეხზე წამოვდექი, ჩემი ოთახისაკენ გავიქეცი, კარი შევაღე, ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე წარბაწეულმა გავხედე კარებზე მიყუდებულ ნოეს და საწოლზე ჩამოვჯექი,უკან დაბრუნებას ვაპირებდი როდესაც სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან ლიზა გამოვიდა თმის მშრალებით.
-ლიზა!-ვიყვირე და ბიძაშვილს სწრაფად მოვეხვიე.
-ელე.-ჩაიკისკისა და მანაც მომხვია ხელები.-სიურპრიზი!
-ტარიელი?-ვიკითხე და ლიზას მოვშორდი.
-ეეე...-მხარი გამკრა ლიზამ.-მე უკვე მოგწყინდი?
-გვერდით ნომერშია.-გაეცინა ნოეს.-ხვალ ნახე, ახლა უნდა დაისვენო.-მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და კარისაკენ წავიდა.- წამოხვალ?
-დღეს აქ დავიძინებ.-ვუთხარი და ბიძაშვილს კიდევ ერთხელ მოვეხვიე.

თავი 21
-ეს რა გაცვია?-მკითხა ლიზამ როგორც კი ნოე ოთახიდან გავიდა.
-ნოეს მაისურია.-ისე ავიჩეჩე მხრები თითქოს ყოველდღე მისი მაისურებით დავდიოდი.
-აჰა...-ჩემმა ბიძაშვილმა ღიმილის დაფარვა წარუმატებლად სცადა.- მადლობა რომ მითხარი, ისე ვერ მივხვდი.
-გრძელი ამბავია...ჩემი მაისურით მცველი სისხლის დაცლისგან გადავარჩინე, ერთ-ერთი პოლიციელის ქურთუკი ჩავიცვი და შემდეგ გონება დავკარგე, ამით გამეღვიძა.
-ნოემ ჩემთან მოგიყვანა, აბაზანაში შეგიყვანე და დაგბანე, შემდეგ შენი ნივთები ვერ ვიპოვე და ხალათიანი გამოგიყვანე, ნოემ თავისი მაისური მომცა და ჩაგაცვი.-ამიხსნა წყნარად.
-აბა რატო მკითხე რა გაცვიაო?- უკმაყოფილოდ ავწიე წარბი.
-მაინტერესებდა შენ რას მეტყოდი.-ჩაიცინა ჩემმა ბიძაშვილმა და საწოლზე დახტა.-დავიძინოთ რაა...
-არ ხარ ნორმალური.-ვთქვი და გვერდით მივუწექი.
-მომიყვები იქ რა მოხდა?
-არაფერია მოსაყოლი, ლუი მხოლოდ რამდენიმე წუთით ვნახე ჩემს წაყვანას აპირებდა, შემდეგ ხმაური გავიგონე გარეთ გავედი და დაჭრილი მცველი ვნახე, დანარჩენი შენც იცი ლიზ.
-ანუ შენს მოკვლას არ აპირებდა?-მკითხა და შუქი ჩააქრო.
-არა...ძალიან ინერვიულე?
-ამაზე აღარ გვინდა რაა... რაც მთავარია ყველაფერი დამთავრდა.- ხელები მომხვია ლიზამ.
-შენ ის მომიყევი როგორ არიან ჩვენი გვრიტები.
-ჟღურტულებენ და არაინ.-გაეცინა ლიზას.-ქორწილი ალბათ შემდეგ კვირაში იქნება.
-არ მჯერა...ჩემი ლოდი ქორწინდება.
-და ჩემს ბატს ირთავს ცოლად...რა წყვილია?!
-ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.-ამოვიოხრე მე.- მალე წავიდეთ ბათუმში.
-კი მაგრამ ორი დღე მაინც დავრჩეთ, ტარიელს საქმეები აქვს და ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით.
-დავრჩეთ, თან ლუიც დაიჭირეს და საშიში აღარაფერია.
კიდევ ცოტახანს ვილაპარაკეთ, ჩემი და მამას შეხვედრის შესახებ მოვუყევი, შემდეგ ერთად დავიტირეთ დაღუპული მშობლები, ბოლოს კი ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.
****
მეორე საღამოს ყველანი კლუბში ვისხედთ, ვსვამდით და რაღაც სისულელეებზე ვიცინოდით, მაგრამ რატომღაც გონებით სხვაგან ვიყავი.
-კარგად ხარ?-მკითხა ნოემ და თითები ნაზად დამისვა სახეზე.
-კი, კარგად ვარ...უბრალოდ დღეს ცოტა დავიღალე.
-ექიმს ელაპარაკე?
-კი ველაპარაკე და კიდევ რამდენიმე კვირა მივეცი, შემდეგ კი მამაჩემს წავიყვან.
-სახლში როდის დავბრუნდეთ?
-რაც შეიძლება მალე!-იმდენად სწრაფად ვთქვი რომ ნოეს გაეცინა.
-რაც შეიძლება მალე.-გაიმეორა და ყველასგან მალულად ცხვირზე მაკოცა.
-აუჰ დავდნი ამხელა კაცი...-იმსახიობა იონასმა.-ამათ წებო ვინ წაუსვა?-იკითხა და თავით ჩვენზე მოანიშნა.
-იონას...-შეუღრინა ნოემ.
-მოდი გოგო აქეთ...-ხელი ჩამავლო იონასმა და მისკენ გმასრიალა.-ჩამოგივიდა ბიძაშვილი და აღარ მეჭორავები?
-რა დროს ლაპარაკია!წამო ვიცეკვოთ რაა...!-წამოიძახა ლიზამ, ადგა და ტარიელის ხელიც დაქაჩა.
-გნახავ.-ლოყაზე მაკოცა იოანსმა და სიცილით გაჰყვა მათ.
-ახალი კოკტეილი?-მკითხა ნოემ.
-მინდა.
ნოე ბართან მივიდა, ლიზამ დამინახა რომ მარტო ვიჯექი, უცებ დაიკავა მისი ადგილი, ლოყაზე მაკოცა და თავის ჭიქას დასწვდა. მე ნოეს გავხედე, ბარმენს ელოდა რომ ჩემთვის კოკტეილი მოემზადებინა, ქერა გოგო მიუახლოვდა...ზედმეტად მიუახლოვდა.
-შენც იმს ხედავ რასაც მე?-ლიზა ჩურჩულით გადმოიხარა ჩემსკენ.
-უყურე.-ვთქვი ღიმილით და ნოეც შეთქმულივით უკმაყოფილო სახით მოშორდა გოგოს და მე მომიჯდა გვერდით.
-გასინჯე.-მითხრა და ჭიქა მომაწოდა.
მე უაღრესად კმაყოფილი სახით შევხედე ბიძაშვილს და კოკტეილი მოვსვი.
-დავეცი.-თქვა სერიოზული სახით და ისევ საცეკვაოდ გაბრუნდა.
****
მეორე დღეს იმ მცველის მოსანახულებლად წავედი, ორი დღის წინ ხელებში რომ მაკვდებოდა,ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ნოე მაიც გამომყვა, მცველის პალატის კარი შევაღე და ჩუმად შევედი.
-გამარჯობა.-დავიჩურჩულე და მის საწოლთან ჩამოვჯექი, ახალგაზრდა ბიჭი იყო ალბათ 25-26 წლის იქნებოდა.-როგორ ხართ?
-ქალბატონო ელენა.-მითხრა, მადლობელი სახით და ეცადა საწოლზე დამჯდარიყო.
-არ გინდათ.-ხელით გავაჩერე მე.-უბრალოდ თქვენი მონახულება მინდოდა.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაიგიხადოთ...თქვენ რომ არა ქალბატონო ელენა ალბათ აქ არ ვიწვებოდი...
-უბრალოდ ელენა...-გავუღიმ მე.- ძალინ გთხოვთ ამაზე საუბრი აღარ გვინდა, მიხარია რომ კარგად ხართ.
-მართალი გითხრათ გავოცდი.
ნოეს ტელეფონმა დარეკა.
-უკაცრავად.-გვითხრა და უპასუხა.-გისმენ...ელენასთან ერთად ვარ...ჯანდაბა, დამავიწყდა...კარგი,გამოვდივარ...კარგი.
-უნდა წავიდეთ?-ვკითხე მე.
-მე და ტარიელს საქმე გვაქვს.-მითხრა ნოემ.
-კარგი, გამოჯანმრთელებას გისურვებთ.-ვუთხარი მცველს და პალატა დავტოვე.
-ვერ მივხვდი რატომ თქვა რომ გაოცდა.-ვუთხარი ნოეს როდესაც მანქნაში ვისხედით.
-მე მივხვდი...-გაეცინა და წამით გამომხედა.-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?-მე თავი დავუქნიე.-შენ პირველ შთაბეჭდილებას სხვანაირს ტოვებ, რას წარმოიდგენს ადამანი რომ შენ იმის მაგივრად რომ გაიქცე და თავს უშველო, მტრის დაცვის წევრს გადაარჩენ და ამის გამო შიშველიც კი ირბენ.-გაეცინა მას.
მე ფანჯარაში გავიხედე და მის სიტყვებზე დავფიქრდი.
******
რამდენიმე დღეში ბათუმის აეროპორტში ვიდექი და სიხარულისაგან ვხტუნავდი.
-მულო!-ლიცილით გამოიქცა ჩემსენ ნიტა და ხელები მომხვია.
-რძალო...-ვუთხარი სიცილით.-აუ როგორ მომენატრე.-ცალი ხელით გვერდით მდგომ დემეს დავწვდი და მასაც მოვეხვიე.
-ელენა.-ღიმილით მომეხვია ნინო.
-როგორ ხარ ნინო ბიცოლა?
-კარგად... მეჩქარება ნინო გვერდით კაფეში მელოდება.- თქვა ნოეს დედაზე.
-მე სასტუმროში რომ დავბრუნდები მაშინ ვნახავ.-თქვა ნოემ.
-კარგი...შენ როგორც გინდა.-უთხრა ნინომ და აეროპორტიდან გავიდა.
-დანარჩენებმა არ იციან რომ დღეს ჩამოდიოდით.-თქვა დემემ როცა სასტუმროში ვბრუნდებოდით.
-აუ შევუაროთ რაა...-ვთხოვე მე.
ნოემ მანქნა სასტუმროსთან გააჩერა, ჩვენგან განსხვავებით კერძო სახლი ჰქონდათ ნაქირავები, ყველა მისაღებში იჯდა, ლუდს სვამდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ.
-მოგესალმებით ბიჭებო, გოგოებო და თაზი!-წამოვიყვირე და ყველას სათითაოდ გადავეხვიე.
-ელე რატო არ გვითხარი რომ ჩამოდიოდი?-მითხრა თოკამ როგორც კი დივანზე ჩამოვჯექი.
-მეგონა დემეტრე გეტყოდათ.-მხრები ავიჩევე მე.
-მეც.-თქვა ლიზამ, დაჯდომას აპირებდა როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ტკივილისაგან შეჰყვირა.
-ლიზა კარგად ხარ?-ხელი შეაშველა ტარიელმა.
-რა დროს ეგაა, ქორწილია დასაგეგმი.-სახე დამანჭა ჩემმა ბიძაშვილმა.
-აუჰ...-ამოიოხრა ნიტამ და დემეს კისერში ჩამალა თავი.
-რა შემართებაა?!-გაეცინა თეკლას.
რამდენიმე საათი ქორწილის საქმეებს ვაგვარებდით, საღამოს დავბრუნდით სასტუმროში.
-ნოე, ელენა.-ჰოლში ნოეს მამა შეგხვდა და თავის შვილს გადაეხვია მე კი თბილად გამიღიმა.- დღეს წვეულებაა , ორივე იქ იყავით.
-კარგი.-უთხრა ნოემ და ჩემი ნომრისაკენ გამიძღვა.
-ნოე რაღაც უნდა გითხრა.-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
-გისმენ.
-არ მინდა ჩვენს შესახებ რომ გაიგონ...ჯერ.-თავი გავაქინიე.- უბრალოდ სწორად მინდა გიმიგო... ნინოს და დემეს უნდა ვუთხრა და შემდეგ დანარჩენებს...
უნდა მომეფიქრებინა როგორ ამეხსნა ნინოსთვის ყველაფერი და დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ მშვიდად არ მიიღრბდა.
-ელ,რა თქმა უნდა...-მითხრა და ლოყაზე დამისვა თითები.-შენ როცა გინდა მაშინ ვთქვათ.- წასვლის წინ ლოყაზე მაკოცა, შემდეგ ყურთან, კისერში.
მე ერთანად აწითლებული შევედი ჩემს ნომერში და წვეულებისათვის მზადება დავიწყე.
საღამოს მე დანოე ერთად მივედით დარბაზამდე, შესვლის წინ ხელი გავუშვი და დარბაზში შევაბიჯე, სტუმრებს მივესალმე, ცოტა ვილაპარკე კიდეც და იქით წავედი, სადაც ნინო,ქალბატონი ნატო, ლიზა და ნოე იდგნენ.
-ელენა, როგორც ყოველთვის შესანიშნვად გამოიყურები.- მითხრა ქალბატონმა ნინომ.
-ბავშვებო რატომ არ ცეკვავთ?-იკითხა ნინომ.
-მართლაც, ნოე,ლიზა ცოტა გაერთეთ.-თქვა ქალბატონმა ნატომ და ნოეს ლიზასკენ უბიძგა.
-მე... იცით დღეს ფეხი გადამიბრუნდა და ცოტა მტკივა.-თქვა ლიზამ.
-ელენა...-ხელი გამომიწოდა ნოემ, ღიმილით ჩავკიდე და საცეკვაო მოედნისაკენ გავყევი, ნინომ იმდენად მკაცრი სახით შემომხედა რომ შემეშინდა, მაგრამ როდესაც ნოემ ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა, ყველაფერი ერთანად გაქრა, წელზე მოვხვიე ხელები და სახე მის კისერში ჩავრგე...ჯანდაბაშიც წასულა დანარჩენი.

თავი 22
წვეულება როგორც კი დამთავრდა მაშინვე წამოვედი, ჩემს ნომერში დავბრუნდი და კაბა გამოვიცვალე, დაწოლას ვაპირებდი როდესაც ნინომ კარები შემოაღო და წინ გაბრაზებული სახით დამიდგა.
-ეგ რა იყო?-მკითხა მან.-რა თამაშს თამაშობ?
-მე...-დავიბენი, მაგრამ შემდეგ ძალა მოვიკრიბე და დავიწყე.- ვაპირებდი შენთვის მეთქვა, ვიცი რა გეგმებიც გქონდა ლიზასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე გამოვიდა...მე და ნოე ერთად ვართ.- თავი ჩავღუნე, გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც ლოყა ამეწვა და გავიაზრე რომ ნინომ დამარტყა.
-როგორ ბედავ?!შენი სისულელეების გამო აპირებ რომ ამდენი შრომა წყალში ჩამიყარო?!თავიდანვე ხომ იცოდი?!მითხარი, ხომ იცოდი?!
-ნინო, მისმინე მე სერიოზულად ვუყურებ ამ ურთიერთობას... თან ლუიც დაიჭირეს და სასამართლოს შემდეგ ფულს დაგვიბრუნებენ... ეგ პრობლემა აღარაა...
-და რაში მჭირდება რომ შენ და ნოე თუნდაც დაქორწინდეთ?!
-ყველაფერი შენ არ გეხება!-ვუყვირე მე.
-სხვა მოძებნე.-მითხრა მშვიდად.
-გესმის მაინც რას მეუბნები?! შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?!
-გაერთრიე აქედან! -მითხრა მან.
-ვერ გავიგე?-ვთქვი და გაბრაზებულმა გადავხარე თავი.
-აქამდე გიტანდი, მორჩა მომბეზრდა!
-გესმის მაინც რას მეუბნები?!
-მისმინე მაწანწალა...-თქვა და მკლავში უხეშად მომკიდა ხელი.- აქამდეც არ იყავი კარგი გოგო, მაგრამ როგორმე გიტანდი, ეს ბოლო წვეთია, იქ წაეთრიე საიდანაც შენმა მშობლებმა მოგიყვანეს!- მითხრა და კიდევ უფრო მომიჭირა ხელი.
-გამიშვი!-ვუყვირე და ხელი გავაშვებინე.
-თავიდანვე ვიცოდი რომ პრობლემებს შემიქმნიდი, როდესაც პატარა ჭუჭყიანი ბავშვი მოგიყვანეს ბავშვთა სახლიდან...შენ ამ ოჯახის წევრი არ ხარ!
-როგორ ბედავ...-ვუთხარი ზიზღით და დემეტრეს ოთახისაკენ წავედი.
-ელენიკა!-მაიშინვე წამოდგა ჩემი ძმა.-რა სახე გაქვს?!
-ნინო რეებს ბოდავს?! რა ბავშვთა სახლი?!-ვიყვირე მე.
-გითხრა...ჯანდაბა ნინო! ელენიკა მისმინე...
-რა დემეტრე?!რა?! ყველამ იცოდა არა?!
-დედას რთული მშობიარობა ჰქონდა, ექიმმა კი უთხრა რომ შვილი ვეღარასდროს ეყოლებოდა...მას კი გოგო უნდოდა, ხშირად მინახავს როგორ ტიროდა ამის გამო... მერე შენ მოგიყვანეს.- სახეზე დამისვა თითები.-შენ მუდამ ჩემი პატარა დაიკო იყავი.
-დემეტრე ის ჩვენი ოჯახის წევრი არაა!-კარებში ნინო იდგა.- დღესვე ჩაალაგებ და წახვალ აქედან.
-ნინო!-დაიღრიალა დემეტრემ.
-არ გინდა...წავალ.-ვთქვი და ჩემი ნომრისაკენ ავიღე გეზი.
რაც შემეძლო სწრაფად ჩავყარე ტანსაცმელი ჩანთაში.
-ელენა, რას აკეთებ?- მკითხა დემემ.
-მივდივარ.-ვთქვი და შემოვტრიალდი.-ცოტა ხანი მარტო ყოფნა მჭირდება.
-ელენა წასვლა არც გაბედო!-დამიყვირა გაბრაზებულმა.
-რა გგონია მისი სიტყვების შემდეგ აქ გავჩერდები?!-არც მე დავაკელი.
-ნინო...-გაბრაზებული შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.-ახლავე მოვალ, წასვლა არ გაბედო!
ტელეფონს დავწვდი და თოკას დავურეკე.
-გისმენ ელე.
-თოკა შენ დახმარება მჭირდება...

******
-რას ქვია გამოგაგდო!- თვალები გაუფართოვდა თოკას როდესაც მოყოლას მოვრჩი.
მის მანქანში ვისხედით, მე ფეხები სავარძელზე მქონდა აკეცილი და ფანჯარაში ვიყურებოდი.
-მითხრა შენ ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარო.-ამოვთქვი და ამდენი ხნის შეკავებული ცრელები ღვარად დამედინა სახეზე.
-მოდი აქ...-მითხრა და გულზე მიმიხუტა.
-ხომ დამეხმარები?
-რეებს მეკითხები გოგო!
-არავინ არ უნდა გაიგოს სად ვიქნები...დემეტრემაც კი.
-როგორც შენ გინდა.
-ამერიკაში წავალ.
-ყველაფერს მე მოვაგვარებ შენ არაფერზე იდარდო.-მითხრა და მანქნა დაძრა.

******
უკვე მეოთხე დღე იყო გასული, ნელ-ნელა ყვრლაფრის გაანალიზება შევძელი, მთელი დღეები ვფიქრობდი მაგრამ ბოლოს მაინც ერთ აზრამდე მივდიოდი... ჩემი ადგილი აქ არ იყო.
-არ გინდა ვინემს დაურეკო?-მკითხა იმ წამს შემოსულმა თოკამ, მის გარდა ჩემი ადგილ-სამყოფელი არავინ იცოდა.-მაგალითად ნოეს.
-არა.
-გიყვარს?
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
-ყველგან გეძებს.
-დემე?
-გაგიჟებულია.-მიპასუხა მოკლედ.-მაგან და ნიტამ ქორწილი გააუქმეს.
-რა?-წამოვიყვირე და თავი ავწიე.
შემდეგ ტელეფონი ავიღე და დემეს დავურეკე.
-რა ქორწილი გააუქმე?!-სიტყვის თქმაც არ ვაცალე.
-ელენე!სად ხარ?!როგორ ხარ?!ახლავე დაბრუნდი!-ჩამყვირა ტელეფონში.
-ჯერ არ მინდა.-ვთქვი ჩურჩულით.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ, დაბრუნდი რაა...
-დემე მისმინე, ქორწილი იქნება.
-იქნება, უბრალოდ დაბრუნდი.
-გნახავ.-ვუთხარი და გავუთიშე.
-სად ნახავ?-მკითხა თოკამ.
-ქორწილში.-ვუპასუხე და წამოვდექი.
-გადაიფიქრე წასვლა?
-არა.
-ელენა, იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავი...
-თოკა...შენც ხომ იცი რომ ამაზე უარესიც გადამიტანია, ის თუ იცი მაშინ რამ გამაძლებინა?-ცოტა ხნით გავჩუმდი.-მე ოჯახი მიმაგრებდა ზურგს...მაგრამ ნინოს სიტყვების შემდეგ გავაანალიზე რომ თითქოს მარტო დავრჩი, შეიძლება სულელურად გეჩვენება ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ შენ ვერც კი წარმოიდგენ რა რთულია როდესაც ამას გეუბნებიან.
*****
ქორწილში წავედი... ჩემი ძმის ქორწილს არაფრის დიდებით არ გამოვტოვებდი, ყველა იქ იყო, ლიზა, ნოე, ტარიელი, ნინო, ამირეჯიბები... ნოე მელოდა...მივხვდი რომ მელოდა, წუთში ერთხელ გასასვლელისაკენ იყურებოდა, მე კი გარედან ვაკვირდებოდი... ქორწილი დასასრულს უახლოვდებოდა, ყველა მთვრალი იყო, ხალხი ერთმანეთში აირია, ზოგი სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ნოე კი ადგილიდან არც კი განძრეულა, მის დანახვაზე ცრემლები მცვიოდა...ლიზა საპირფარეშოში გავიდა, ვისარგებლე და უკან გავყევი, ხელში ჩავავლე და კუთხეში გავიყვანე, თავიდ შეშინებულმა შეჰკივლა, მაგრამ როგორც კი დმაინახა მაგრად მომხვია ხელები.
-სად იყავი?!იცი როგორ შემაშინე?!დაბრუნდი?!ვიცოდი!-ტიროდა ლიზა.
-არა ლიზ, უნდა წავიდე...უბრალოდ თქვენი ნახვა მჭირდებოდა.
-დიდი ხნით?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-ალბათ ნახევარი ან ერთი წლით.
-ხომ დამირეკავ ხოლმე?
-ვერა ლიზ...მარტო ყოფნა მჭირდება.
-ყოველთვის იცედე რომ მიყვარხარ და ჩემი იმედი უნდა გქონდეს.-მითხრა და კიდევ უფრო მეტად მომხვია ხელები.- მალე ჩამოდი.
-მეც მიყვარხარ.-ვუთხარი, შუბლზე ვაკოცე და დარბაზისაკენ გავემართე.
ნოეს შევხედე, ალბათ წასვლას აპირებდა და დემესთან და ნიტასთან დასამშვიდობებლად მივიდა...დარბაზში შევედი, ვერავინ შეამჩნია ჩემი მისვლა... მათ მივუახლოვდი, სამივემ ერთდროულად შემომხედა.
-გილოცავთ.-ვთქვი და ნიტას და დემეს ჩავეხუტე, ნოეს დაბერილი ძარღვები და მუშტებად შეკრული ხელები კი დავაიგნორე.
-როგორც იქნა დაბრუნდი!-თქვა დემემ.
მე საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, არ ვაპირებდი მეთქვა რომ მივდიოდი.
-მიყვარხართ, ორივე.-კოდევ ერთხელ მაგრად გადავეხვიე ჩემს ძმას და რძალს.-მალე შევხვდებით...შეიძლება ნოეს დაველაპარაკო?
-მიდი...მაგრამ შემდეგ პირდაპირ ჩემთან.-გამიცინა დემემ.- ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
თავი დავუქნიე, ნოეს ჩავკიდე ხელი, მოშორებით დავდექი, მივეხუტე და ცეკვა დავიწყე.
-სად იყავი?-მკითხა და მაგრად მომხვია ხელები.-მე მაინც რატომ არ მითხარი?
-მაგაზე არ გვინდა რაა...
-ელ...-თავი ამაწევინა, შუბლი-შუბლზე მომადო და ნაზად მაკოცა.- მომენატრე.
-მეც.-ვუთხარი და მის კისერში ჩავრგე თავი.
-ბიჭებს როგორ გამოეპარე?-მკითხა და ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა.
-რომელ ბიჭებს? არც შემიმჩნევია.
-გელოდი...მეგონა არ შემოხვიდოდი და რომელიღაც კომპანიიდან დავიქირავე რომ მაშინვე ეცნობებინათ როგორც კი რესტორნის ტერიტორიაზე დაგინახავდნენ.
-ნწ,ნწ,ნწ.-თავი სიცილით გავაქნიე.-ფულის უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვო კომპანიას.
-ელ...აღარსად წასვლა აღარ გაბედო.
-ახლა უბრალოდ ლიზასთან უნდა მივიდე.-ვუთხარი და მოვშორდი.-სულ რამდენიმე წამს წაიღებს.
-კარგი, მანქანაში დაგელოდები.
-კარგი.
გამოვბრუნდი და მაშინვე წამომივიდა ცრემლები, როგორც კი ნოე გავიდა, მე უკანა შემოსასვლელისაკენ გავიქეცი.

****
-გიყვარს?-კიდევ ერთხელ მკითხა თოკამ როდესაც დასიებული თვალებით ვიჯექი სახლში.
-კი.-ვუპასუხე მე, რა თმა უნდა, მიყვარდა და ამის აღიარება არც მცხვენოდა, ვიცოდი რომ ნოე მიყვარდა.
-ხომ იცი ელ, თუ გინდა რომ თავიდან დაიწყო არც მან არ უნდა იცოდეს სად იქნები.
-ვიცი...-ვთქვი და ცრემლები წამომივიდა.
-კაი ტო, კიდევ ტირი?-გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.- ძაან გიყვარს?
-მგონი კი.-ამოვთქვი პატარა ბავშვივით.
-კაი, წამო...
-სად მიგყვარ?-ვკითხე როდესაც გასასვლელისაკენ დაიძრა.
-ცოტა ხნის წინ კლუბში იყო...ეს დღეებია სვამს.
-ჯანდაბა.-ამოვიოხრე და გავყევი.-ყველაფერს ვეტყვი.
მანქნა კლუბთან გააჩერა, სწრაფად გადავედი და ნოე ძებნა დავიწყე, ბართან მარტო იჯდა და სვამდა, გული შემეკუმშა, მისკენ წავედი როდესაც გვერდით ქერა მიუჯდა, ნოემ ხელი წელზე მოხვია და თავი კისერში ჩაუდო, ქერამ კი თმაში ნაზად შეუცურა თითები.
-ნოე...-ამოვთქვი კანკალით და თოკას მანქანისაკენ გავიქეცი.-წავედით!
-რა მოხდა?
-წავედით.
თოკამ უხმოდ დაძრა მანქანა...
გული მტკიოდა...ძალიან მტკიოდა.
10 წლის შემდეგ....
სწავლა ამერიკაში განვაგრძე და წარმატებით დავასრულე... როგორც ვგეგმავდი ჟურნალისტი გავხდი... ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი ჩემს საქმეში, რაც ამერიკაში ვიყავი კონტაქტი არ გამიწყვეტია ლიზასთან და დემესთან, ისინც ხშირად ჩამოდიოდნენ ჩემთან, თან ჩემი პატარა ძმიშვილიც მოჰყავდათ... ერეკლე... სკოლაში შედიოდა, დემემ და ნიტამ საქართველოში დაბრუნება რომ გადაწყვიტეს, მეც მომენატრა სამშობლო... როგორც კი ჩამოვედი, ბინა ვიყიდე და მუშაობა დავიწყე... არც გამჭირვებია, ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანს მარტივად დასთანხმდნენ...რაც შეეხება ნოეს, იმის მიუხედავად რომ დიდი დრო გავიდა არ დამვიწყებია, ალბათ ძალიან მიყვარდა, ლიზამ რამდენჯერმე სცადა მასზე წამოეწყო საუბარი მაგრამ არც ერთხელ ვაცადე... შემდეგ ამერიკაში ჯოშს შევხვდი, ვერ ვიტყვი რომ სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი... საქართველოში რომ წამოვედი შემპირდა მალე ჩამომაკითხავდა, იმას ყოველთვის კარგად ვხვდებოდი რომ ვუყვარდი, კარგი ადამიანი იყო... მისი იმედი ყველაფერში მქონდა.
პირველ დღეს უფროსმა პირადად დამიბარა რომ დავალება მოეცა.
-გამარჯობა.-ვუთხარი და ჩამოვჯექი.
-გმარჯობა...შენმა ყოფილმა უფროსმა კარგად დაგახასიათა, ახლა კი მინდა რომ ჩემი თვალით ვნახო შენი შესაძლებლობები, ამიტომაც მინდა პირველი დვალება ჩემგან მიიღო.-ჩემი უფროსი დაახლოებით 40-42 წლის ქერა ქალი იყო.
-გისმენთ.-ვთქვი და გავუღიმე.
-დასაწყისისთვის მინდა რომ ინტერვიუ აიღო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორისაგან...კითხვებს შენ შეადგენ მე კი გადავხედავ, ძირითადად მისი პირადი ცხოვრება გვაინტერესებს, შეგიძლია ერთი-ორი კითხვა საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვა და რაც მთავარია მის პარტნიორზეც უნდა ჰკითხო რაღაცეები... მაგ ბიჭმა გაგვაწვალა, რა აღარ ვცადეთ რომ მისგან ინტერვიუ აგვეღო მაგრამ სასტიკ უარზეა.-ბოლო თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
-კარგი...როდის უნდა ავიღო ინტერვიუ?
-დღევე შეძლებ?
-კი,კი, რა თქმა უნდა.
****
უზარმაზარ კომპანიაში შევაბიჯე და ლიფტით ბოლო სართულისაკენ გავეშურე, ხელში კითხვები მეჭირა და ამაყად ვიდექი წელში გამართული...ჩემი უფროსისათვის უნდა დამემტკიცებინა რომ არ შემცდარა, როდესაც სამსახურში ამიყვანა.
-გამარჯობა.- მივესალმე ქერა გოგოს, რომელიც ალბათ მდივანი იყო.-მე ერთ-ერთი ჟურნალიდან ვარ, ინტერვიუ უნდა ავიღო თქვენი უფროსისაგან, მელოდება.
-დიახ, დაიხ მაგრამ ახლა დაკავებულია, იქით მიბრძანდით, მისი პარტნიორია შიგნით და ელოდება, თვითონაც მალე მოვა.- მითხრა და გვერდით კარზე მანიშნა, თვითონ კი ტელეფონს დასწვდა რომ უფროსი გაეფრთხილებინა.
კარზე დავაკაკუნე.
-მობრძანდით.
კარი შევაღე და შევედი, მისალმებას ვაპირებდი... მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა, ჩემს წინ ნოე იდგა.



თავი 23
-გამარჯობა.-მომესალმა და ჩაიღიმა.-დაბრძანდით, ჩემი პარტნიორი ახლავე შემოვა.
-გგ...გამარჯობა.-ამოვთქვი კანკალით და სკამზე ჩამოვჯექი.
„ვერ მიცნო?" მის სახეს დავაკვირდი, არანაირი ემოცია არ ეხატა, რა თმა უნდა, დიდი დრო გავიდა ათი წელი ცოტა არაა...ჯანდაბა როგორ მომენატრა!
-ყავა, ჩაი?-მკითხა მან.
-არა მადლობა.-თავი გავაქნიე და ტუჩზე ვიკბინე რომ ტირილი არ დამეწყო.
-უაკაცრავად დაგვიანებისთვის.-კარი გაიღო და ტარიელი გამოჩნდა, უცებ ადგილზე შედგა და კარგად დამაკვირდა, შემდეგ თავი გააქნია და თავისი ადგილი დიკავა.
-არაუშავს.
-უკაცრავად, მე დაგტოვებთ უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა.- ნოე ტარიელს მიუბრუნდა.-დღეს პოლი ჩამოდის და მინდოდა გამეფრთხილებინე.
-ვიცი ნოე მეც დამირეკა.-წარბი ასწია ტარიელმა.
-კარგი...მაშინ გავალ...დაამთავრე და მოგვიანებით ვილაპარაკოთ.-გაიღიმა და კარისაკენ წავიდა.-ნახვამდის.- მითხრა და გავიდა, ტარიელს ჩაეცინა და მთხოვა რომ დამეწყო.
ინტერვიუმ ისე ჩაიარა, რომ ვერაფერი გავიგე, ინსტიქტურად ვსვამდი კითხვებს და ვიწერდი, ტარიელის გვარი აღარ მახსოვდა რაც იმას ნიშნავდა რომ ვერ მივხვდებოდი თუ ეს ნოეს კომპანია იქნებოდა...ათასში ერთი იყო იმის შანსი, რომ მაინდამაინც ამ კომპანიაშვი მოვხვდებოდი...ჰმ...ღმერთო რა იღბლიანი ვარ!
-შეიძლება რაღაც გკითხო?-მკითხა ტარიელმა.
-დიახ გისმენთ.-მთელი ძალით ვეცადე ყურადღება მომეკრიბა.
-რატომ დაბრუნდი?
-არ ვიცი.-თავი ჩავხარე.
-მეხუმრები?-წარბი ასწია მან.
-ვერ მიცნო.
-შენი წასვლის შემდეგ თქვა რომ უბრალო ზაფხულის რომანი იყო, აღარც კი გახსენებდა.
-შენ ხომ გახსოვარ.-თავი გაკვირვების ნიშნად გადავხარე.
-მე იმიტომ მახსოვხარ რომ ლიზასთან არ გამიწყვეტია კონტაქტი...ნოე კი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
-სად იყო?-ვკითხე მე.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა.
-ფიქრობ დამივიწყა?
-ელენა ათი წელი გავიდა და შენ ერთხელაც არ დაგირეკავს.
-შენ არ იცი რა მოხდა.-ვთქვი და ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები წამომივიდა.
-ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი.-თავი გავაქნიე.-კარგი...უნდა წავიდე, კიდევ შევხვდებით.- ვთქვი და გამოვედი.

******
-ანუ ვერ გიცნო?-მკითხა საღამოს ლიზამ, როდესაც ჩემს სახლში ვისხედით და ჩაის ვსვამდით.
-არ ვიცი ლიზ,ეს ყველაფერი უბრალოდ... ძალიან უცნაური იყო.-თავი გავაქნიე მე, შემდეგ კი ტელეფონს დავწვდი და ვუპასუხე.-გისმენთ.-თან კამერა ჩავრთე და ტელეფონი წინ გავწიე რომ ჯოში კარგად დმენახა.
-მომენატრე.-მითხრა მან.
-მეც.-გავუღიმე.-როდის ჩამოხვალთ?
-შემდეგ კვირაში.
-ჯოშ!-ხელი დაუქნია ლიზამ.-როგორ ხარ?
-კარგად ლიზა, შენ?
-კარგად.
-ორი წამით გადმოგირეკე მოკითხვა მინდოდა, გავრბივარ... ალექსი უნდა წამოვიყვანო აკადემიიდან.
-ჩემს მაგივრად აკოცე.-ვუთხარი და გავუთიშე.
-ესეც თუ შეყვარებულია რაა!-ამოიოხრა ლიზამ.
-ლიზა!-ვთქვი მკაცრად.
-კარგი, კარგი ვიცი როგორ ვერიტან როცა თქვენს ურთიერთობას განიხილავენ...მაგრამ ნოეზე რას აპირებ?
-ისევ იმ გოგოსთან ერთადაა?
-არ ვიცი...

*****
-მოკლედ, შენი ინტერვიუ ძალიან მოგვეწონა.-მითხა უფროსმა რამდენიმე დღის შემდეგ.
-ვეცადე.-გავუღიმე მე.
-ახალ დავლებას მოგცემ...რადგანაც ასე კარგად გაართვი თავი, გადავწყვიტეთ რომ უფრო ვრცელი სტატია მოგცეთ, შენ ზუსტად ერთი კვირა იქნები იგივე კომპანიაში, ამ დროის მანძილზე უნდა დააკვირდე, ინტერვიუ აიღო სხვდასხვა პროფესიის ადამიანისაგან და საბოლოოდ უნდა მაჩვენო ერთიანად შეკრული.
-იგივე კომპანია?-მისი ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გავიგე.
-კი მოთხოვნაა, კომპანიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით...რამე პრობლემაა?
-არა...-ამოვთქვი მე.
-და, რაც მთავარია როგორმე ბატონი ნოე უნდა დაიყოლიო რომ ინტერვიუ ჩავწეროთ მასთან.
-ვეცდები.-ვთქვი და დიდი ძალისხმევით გავიღიმე.
-მაშინ დღესვე წადი, უკვე ყველას მოველაპარაკე , საკუთარი კაბინეტი გექნება, სადაც იმუშავებ, მოკლედ სტატიას მთლიანდ შენ განდობ, მაინტერესებს შენი დამოუკიდებელი შესაძლებოლობები.
ღიმილთ დავემშვიდობე და კაბინეტიდან გამოვედი, რამდენიმე საათში კომპანიაში ვიყავი, ტარიელის მდივანი კი ჩემს კაბინეტს მაჩვენებდა.
-მოეწყვეთ, ბატონი ნოეს კაბინეტი ამ სართულის ბოლოსაა, ბატონი ტარიელის კაბინეტი კი გვერდით, ნებისმიერ წამს მომმართეთ.-მითხრა ღიმილით და გავიდა.
პირველ დღეს ნოეს მხოლოდ რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი, დანარჩენი დღეების განმავლობაში თანამშრომლებისაგან ვიღებდი ინტერვიუს, რამდენიმე გვერდი დავწერე კიდეც, უკვე მესამე დღე იყო რაც ვცდილობდი ნოესთან მიმეღწია და გამეგო ვახსოვდი თუ არა,ასე მარტივად ვერ ვიჯერებდი რომ უბრალოდ დამივიწყა. ამოვიოხრე და კომპანიის სასადილოში შევედი, მაგიდას დავეყრდენი და ყავა მოვსვი.
-გამარჯობა.-მითხრა ქერა ბიჭმა, თუ არ ვცდები დავითი იყო ბუღალტერიიდან.
-გამარჯობა.-თავი დავუკარი მე.
-ექსკურსისს შესახებ გაიგე?-მკითხა მან.
-არა, რა ექსკურსია?
-გამარჯობა.-პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო რადგან ნოე შემოვიდა.
ჯერ უკმაყოფილო მზერა ჩემთან ახლო მდგომ დავითს აატარა, შემდეგ მე შემომხედა და წამით მომეჩვენა რომ გაბრაზდა.
-დავით ჭორაობაზე მეტი საქმე არ გაქვს?-ჰკითხა და ყავა დაისხა.- არა, ის გასაგებია რომ ქალბატონი ელენას პროფესია მოითხოვს კიდეც გაუჩერებლად ლაპარაკს, მაგრამ ვფიქრობ შენ ახლა ამ თვის შემოსავლებს უნდა გადაავლო თვალი და უნდა მაცნობო, ათ წუთში ჩემს კაბინეტში გელოდები.
-დიახ ბატონო ნოე.-თქვა ბიჭმა და რაც შეიძლება სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-სასიამოვნო მუშაობას გისურვებთ...და ეცადეთ ნაკლებად მოაცდინოთ ჩვენი თანამშრომლები.-გამიღიმა და ისიც უკან მიჰყვა.
-შე...-ლამის უკან მივყევი და მივახრჩე.
-ღმერთო, რა უჟმურია.-თავის ქნევით შემოვიდა ტარიელის მდივანი.-რა უნდოდა იმ საწყალი ბიჭისგან?
-არ ვიცი...ისე რაღაც ექსკურსიაზე ლაპარაკობდა.
-არ გაგიაგი?-მკითა შავგვრემანმა, რომელიც იმ წამს შემოვიდა.- კომპანიიდან მივდივართ შაბათ-კვირას, ტბისპირა კოტეჯები იქირავეს.
-ჩემთვის არაფერი უთქვამთ და თან ,რაც არ უნდა იყოს, ვერ წამოვალ ამ შაბათ-კვირას სტატია უნდა დავასრულო.
-კარგი.-გოგომ მხრები აიჩეჩა და შავგვრემანს მიუტრიალდა.
მე თავი გავაქნიე და ჩემი კაბინეტისაკენ გავემართე, ვწერდი როდესაც ჩემმა უფროსმა დარეკა.
-გისმენთ.
-ელენა, ექსკურსიის შესახებ გაიგე უკვე? დამავიწყდა მეთქვა, აუცილებლად უნდა წახვიდე და ფოტოებიც უნდა გადაიღო.- მომაყარა ჩქარ-ჩქარა.-და, რაც მთავრია ბატონი ნოესგან ინტერვიუ აიღე?
-არა.
-იჩქარე, იქნებ დასვენებამ ცოტა გაახალისოს და დაგთანხმდეს, თან შენი ქარიზმატულობის იმედიც მაქვს, მე არ უნდა გასწავლიდე, ცოტა იმოქმედე.
-კარგი...ნახვამდის-ვთქვი და გავთიშე.
-ჯანდაბა...-ამოვიოხრე, უბრალოდ მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი აქაურობას.

*****
ტბისპირა კოტეჯები ჰქონდათ ნაქირავები, პარასკევს სამსახურის შემდეგ წავედით და კვირას ღამით დაბრუნებას ვაპირებდით.
-კარგი, თითო კოტეჯში ორ-ორი უნდა დაბინავდეთ.-გვითხრა ტარიელმა.-თუ გინდათ მე გადაგანაწილებთ, თუ გინდათ თქვენ შეთანხმდით.
-ეს თქვენ ქალბატონო ელენა.-მითხრა და გასაღები გამომიწოდა.- მარტო იქნებით.
-კი მაგრამ...
-რადგანაც ჩვენი კომპანიის თანამშრომელი არ ხართ და თან ძალიან გიყვართ ლაპარაკი, ჩვენი თანამშრომლები შევიცოდეთ და თქვენთვის კოტეჯი ცალკე ვიქირავეთ.-თქვა თვითკმაყოფილი სახით ნოემ.-ისიამოვნეთ დასვენებით.
-მადლობა.-გავუცინე მე „დიდი სიამოვნებით დაგთხრიდი მაგ ლამაზ თვალებს".-ჩემს ოთახს ხომ ვერ მაჩვენებდით?
-დიახ, წამობრძანდით.- ეზოში გამიძღვა და ტბასთან ახლოს მდგომ პატარა კოტეჯთან გაჩერდა.
-აი ისიც.-ხელით მანიშნა.-თუ რამე დაგჭირდებათ, მე მომმართეთ.- მითხრა და ახლა თავისი მაჩვენა, რომელიც ჩემი კოტეჯის პირდაპირ იდგა. შემდეგ თავი დამიკრა და წავიდა.
მე ბუზღუნ-ბუზღუნით შევედი ჩემს კოტეჯში, ჩემოდანი სავარძელზე დავდე და თვალი მოვავლე იქაურობას, კარის მარჯვნივ ხის საწოლი იდგა, მოპირდაპირედ დივანი,სავარძელი და მაგიდა, პატარა კარი სააბაზანოში გადიოდა.
ალბათ თერთმეტი ხდებოდა როდესაც კარზე მომიკაკუნეს.
-ელენა, ტბასთან კოცონი დავანთეთ, არ წამოხვალ?-კარში თავი ტარიელის მდივანმა, ნინიმ შემოყო.
-წამოვალ.-ქურთუკი ავიღე და უკან გავყევი.
ტბასთან რამდენიმე მეტრის დაშორებით კოცონი ენთო, ნინი შავგვრემანს მიუჯდა გვერდით და მეც დამქაჩა ხელზე. მე ჩუმად ვიჯექი, დანარჩენები სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ, შიგდაშიგ კი ნოეკენ ვაპარებდი მზერას რლმელიც ქერა გოგოსთან საუბარში იყო გართული. შემდეგ ვიღაცამ გიტარა მოიტანა და დაკვრა დაიწყო, ვიღაც სიმღერით აჰყვა.
-მომეცი.-ვუთხარი როდესაც გიტარა შემთხვევით აერია და ვეღარ აწყობდა, ბიჭმა ყოყმანით გამომიწოდა, მე სწრაფად ავაწყვე და ისევ უკან დავუბრუნე.
-მადლობა.-თავი დამიკრა მან, კიდევ რამდენიმე სიმღერა იმღერეს, ცოტა დამაკლდა რომ აკორდები არ შემესწორებინა რომლებსაც არასწორად იღებდა.
-აი ასე.-ვუთხარი და ის აკორდი ავიღე რომელიც სწორი იყო.
-იქნებ თქვენ თვითონ გეცადათ?-მკითხა ნოემ.
-თავს შევიკავებ.-ვთქვი და თავი გავაქნიე.
-ძალიან გთხოვ.-მითხრა ნინიმ, მას დანარჩენებიც აჰყვნენ და გიტარა ხელში მომაჩეჩეს, ნომე კი უაღრესად კმაყოფილად ჩაიღიმა.
-კარგი...-ვთქვი და პირველი ნოტი ავიღე, შემდეგ გიტარას დავხედე, თვალები დავხუჭე და ისე გავაგრძელე დაკვრა.
-There goes my heart beating
Cause you are the reason
I'm losing my sleep
Please come back now...-დაიწყო ვიღაცამ.
თვალები გავახილე და მაშინვე ნოეს ლურჯ ისრებს წავაწყდი, მაშინ მივხვდი რომ ვახსოვდი, იმ სიმღერას ვუკრავდი ბოლოს რომელზეც ვიცეკვეთ, ათასი აზრი იკითხებოდა მის თვალებში და კიდევ უფრო მეტი გრძნობა, ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და სიმღერა გავაგრძელე.
-I'd climb every mountain
And swim every ocean
Just to be with you
And fix what I've broken
Oh, 'cause I need you to see
That you are the reason-გოგო არ ელოდა რომ ვიმღერებდი და უბრალოდ გაჩერდა, ახლა ირგვლივ მხოლოდ ჩემი და გიტარის ხმა ისმოდა, შემდეგ გავჩუმდო და გოგომაც მაშინვე განაგრძო, ჩემს დაუკითხავად წამომივიდა ცრემლები.-'Cause I need you to see
That you are the reason.-დავასრულე, შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა, თვალცრემლიანი წამოვდექი, გიტარა ბიჭს მივაჩეჩე ხელში და ჩემი კოტეჯისაკენ წავედი რომ ჩემი ცრემლები ვერ შეემჩნიათ, არც კი ვიცი რა დამემართა უბრალოდ მონატრებამ ერთიანად შემომიტია და თავის კონტროლი დავკარგე.
-ელ!-მომესმა უკნიდან ნოეს ხმა, შემოვბრუნდი და სახეში მივაჩერდი.-ქალბატონო ელენა...-სწრაფად გამოასწორა მან, მე კი ჩამეცინა..-ხომ კარგად ხართ?
-ოკეანეების გადაცურვის ხასიათე.- ვუთხარი და ჩემი გზა განვაგრძე.
-შენ მთებსაც დამპირდი.-მომესმა უკნიდან სიცილით ნათქვამი და მეც გამეღიმა.


თავი 24
შაბათს საღამოს კოკისპირულად წვიმდა, მე ჩემს კოტეჯში ვიჯექი და სტატიას ვწერდი, ბოლო სიტვა დავწერე, ამოვიოხრე და ლეპტპი საწოლზე გადავდე, შემდეგ ჩემოდანთან მივედი, დივანზე ჩამოვჯექი და ნაცრისფერი მაისური ამივიღე, თითი ნაზად გადავუსვი და ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლებმა ლოყები, სწრაფად გავიხადე ჩემი პიჟამა და ის გადავიცვი. ტელეფონი აზუზუნდა ცალი ხელით დავწვდი, ცრემლები მოვიწმინდე და ვუპასუხე.
-ჯოშ.-კამერაში გავუღიმე ბიჭს.
-რა გატირებს?-მკითხა შეშფოთებულმა და თმა გაისწორა.-სად ხარ?
-კოტეჯში, ტბის პირას.
-მანდ რა გინდა?-თავი გაკვირვების ნიშნად გადახარა.
-ნოეს კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ვისვენებ.
-მოიცა, ეგ ის ნოეა?-კამერაში ალექსი გამოჩნდა და ჯოშს თავი მხარზე დაადო.
-ნოეა...-დავეთანხმე მე.
-დავიბენი.-თვალები გაუფართოვდა ჯოშს.
-რომ ჩამოხვალ მოგიყვები.-ამოვიოხრედა დივანზე გავსწორდი.
-მოიცა, ეგ რა გაცვია?-წარბი ასწია ჯოშმა.-არ მითხა რომ ის მაისურია...ჯანდაბა!
-ისაა.-ვთქვი და ცრემლწბი წამომივიდა.
-მერამდენედ გაცვია ამ ათი წლის განმავლობაში?
-მეოთხედ.-ამოვიოხრე და ნლეს მაისურს დავხედე.
-აუ, კარგი რაა... გაგიშვი და დაიწყე არაა ტირილები...-მითხრა ალექსმა.
-ჩამოდი და აღარ ვიტირებ.-გამეღიმა მე.
-უკვე მოგენატრე ფისო?-წარბები აათამაშა.
-მასხარა ხარ რაა...-გამეცინა და საწოლზე გადავჯექი.-ჯოშ, მამა როგორაა?
პასუხის გაცემა არ დასცალდა რადგან კარები დაუკაკუნებლად შემოაღო ნოემ, თავლი მოჭუტა, შემდეგ გაეღიმა და დივანზე გაწვა.
-ჯოში მომიკითხე.-მითხრა და ლეპტოპი გახსნა.
-მანდ რა ხდება?-იკითხა ჯოშმა.
მე კამერა ნოეკენ მივაბრუნე და სწრაფად მივაძახე გადმოგირეკავ-თქო.
-აქ რა გინდა?!-ვკითხე როდესაც ტელეფონი გავთიშე.
-ჩემთან დაბალი ხარისხის ინტერნეტია, მე კი სამუშაო მაქვს.-მითხრა და მხრები აიჩეჩა.
-სხვა კოტეჯი არ იყო?
-გარეთ წვიმს, ეს კი ყველაზე ახლოა ჩემიდან.-წამით გამომხედა და ისევ თავის საქმე გააგრძელა.-შენ დაიძინე ხელს არ შეგიშლი.
-რას ქვია დავიძინო?!...გარეთ!-ვუთხარი და კარზე ვანიშნე.
-გარეთ წვიმს.-მხრები აიჩეჩა ისე რომ არც კი გამოუხედავს.
ამოვიოხერე საბანში უკეთესად გავეხვიე და ვეცადე დამეძინა, შემდეგ გამახსენდა რომ შემოვიდა რა მითხრა ნოემ.
-საიდან იცი ჯოში ვინაა?-ვკითხე მე.
-თუ არ ვცდები ის მაღალი, ქერა ექიმია არაა?-არც ახლა გამოუხედავს.
-მერე შენ საიდან იცი?
-ნანახი მყავს.
-ბატონო?!მაშინ ისიც გეცოდინება ვინაა!-ვუთხარი ნიშნისმოგებით.
-კი როგორ არა!-უდარდელად მითხრა მან.-ახლა დაიძინე რაა... მუშაობაში ხელს მიშლი.
-ჯერ არ დამიმთავრებია.-ვთქვი და ცრემლი მოვიწმინდე.
-აღარ იტირო რაა...-ამოიოხრა, საწოლს მოუახლოვდა დაიხარა, შუბლზე მაკოცა, ცოტა ხანი შეყოვნდა და თვალები დახუჭა.-ეგ მაისური უკვე ძველია, გამოდი ჩემთან და ახალს მოგცემ.—ჩაიცინა და გავიდა.
მე კი დამტოვა გამოშტერებული და რა ენაღვლება...

******
კვირას ღამით ჩემს სახლში ვიჯექი, ტბიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ლიზა ჩემს სამზარეულოში ჩაის აკეთებდა, მე კი იმ წამს დავამთავრე ჯოშთან ლაპარაკი.
-ხვალ ჩამოდიან!-გიჟივით შევვარდი სამზარეულოში.
-რა გჭირს გოგო?!ვინ ჩამოდიან?-მკითხა ლიზამ და ჩაის ჭიქა მომაწოდა.
-ჯოში და ალექსი.-ვთქვი და ცხელი სითხე ფრთხილად მოვსვი.
-საოცრება.-თქვა და მობეზრებულმა შეკრა შუბლი.
-მოთმინება.-გავუცინე მე.
ჯოში დამპირდა რომ ლიზას ყველაფერს თვითონ აუხსნიდა.
-მაინც ვერ მივხვდი რამ წამოგიარათ რაა! მშვენივრად იყავით მეგობრები.
-მოთმინება-მეთქი.

******
მეორე დღეს აეროპორტში ერთი საათით ადრე მივედი. მტერს ალექსის წუწუნი თუ დავაგვიანე.
-ელენა!-გაბრწყინებული გავიქეცი მათკენ და ერთიანად მოვხვიე ხელები ორივეს.
-ჯერ შეყვარებულს ჩახუტებოდი, არ მაქვს მე პრობლემა.-ცხვირი აიბზუა ალექსმა.
-ჰა!-წამოიყვირა ჯოშმა და ბიჭს მხარი გაკრა.
-ვიხუმრე.-ხელები ასწია ალექსმა და სიცილით გაემართა გასასვლელისაკენ.
-ეს მე უნდა მაზიდინოთ?-დავიწუწუნე როდესაც ორივე თავაწეული წავიდა კორპუსისაკენ.
-ცოტას დაიკლებ, გახდები!-მომაძახა ალექსმა და ჯოშს გადაჰხვია ხელი.
-მოვიდე!-დვემუქრე და ჩემოდნებს მოვკიდე ხელი.
-მომეცი ელე.-მომესმა ტარიელის ხმა, წინ ღიმილით დამიდგა ჩემოდნები გამომართვა და ჩემი სადარბაზოსაკენ წავიდა.
-ჰა?-თავი გაკვირვების ნიშნად გადავხარე და როდესაც წელზე ძლიერი ხელის შემოხვევა ვიგრძენი წამოვიყვირე.-შენ აქ რა გინდა?!-თვალები დავქაჩე და ნოეს მივაშტერდი.
-სტუმრებს ტორტი მოვუტანე.-მითხრა და ვარდისფერ ყუთზე მანიშნა ხელში რომ ეჭირა.-წამოდი ავიდეთ, სირცხვილია.
ხმის ამოღებაც არ მაცადა ისე აუყვა კიბეებს და მეც თან გამიყოლა.
-გამარჯობა.-ყუთი მაგიდაზე დადო და ბიჭებს მიესალმა.-როგორ იფრინეთ?
-კარგად მადლობა.-უთხრა ალექსმა, შემდეგ ნოეს კარგად დააკვირდა და გაკვირვებულმა გახედა ჯოშს რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
-ორი წუთით შემოგირბინეთ მინდოდა ჩემს გამოფენაზე დამეპატიჟეთ დღეს საღამოს.-გაიღიმა ნოემ, ვიცოდი რომ ფოტოგრაფია უყვარდა მაგრამ არ მეგონა თუ გამოფენებსაც აწყობდა.
-წამოვალთ.-უყოყმანოდ დასთანხმდა ჯოში, თვალები დამიბრიალა და ჩემი პროტესტი დააიგნორა.
-კარგი ნახვამდის.-ნოემ თვალი ჩაუკრა იმ წამს შემოსულ ლიზას და ტარიელთან ერთად სახლი დატოვა.
-რა წამოვალთ?!-თვალები დავქაჩე და ჯოშს შევხედე.
-მორჩა ელენა, მამაშენი კარგადაა, შენ კი შენი ცხოვრება უნდა აიწყო.-უჩვეულოდ დასერიოზულდა ალექსიც.
-გამოფხიზლდა?!-წამოვიყვირე მე.
-არა...-ამოიოხრა ჯოშმა.-ჯერ მაგაზე ლაპარაკი ადრეა.
-რვა წელი გავიდა.-მუხლები მოვკეცე და თავი ხელებში ჩავრგე.
-ზუსტად, რვა წელი გავიდა შენ კი ისევ იტანჯები.-მითხრა ჯოშმა და ხელი მომხვია.
-მოიცა, აქ რა ხდება?-იკითხა ლიზამ.
-მოვუყვები რაა..!-ტირილით ვთხოვე ჯოშს.
-მე მოვუყვები.-თავი ჩახარა ალექსმა.

******
სულ წუწუნით მოვემზადე, ჯოში კი ჯიუტად არ წყვეტდა ჩემს წამებას.
-კარგი, კარგი, წამოვალ.-ვთქვი და დივანზე ფეხები ავიკეცე.
-ელენა რაღაც უნდა გითხრა.-მითხრა მან.
-გისმენ.
-მოკლედ...ვაპირებ ჩემს ოჯახს ყველაფერი მოვუყვე.-თავი ჩახარა შემდეგ ცალი თვალით ამომხედა და გამიღიმა.
-შენით ვამაყობ.-ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე.
-მადლიბა ყველაფრისათვის, მადლობა რომ მხარში მედექი...შენ რომ არა...ალბათ ვერასდროს შევძლებდი რომ მათთვის სიმართლე მეთქვა... იმდენი რამის დათმობა მოგიწია რომ მცხვენია კედეც...
-ჯოშ ნუ მაბრაზებ, ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყველაფერში უნდა გქონდეს?-წარბები შევკარი და თბილად გავუღიმე.
დაახლოებით ორი წლის წინ კაფეში ვისხედით მე ,ჯოში და ალექსი. ჯოშს დედამისისთვის ნათქვამი ჰქონდა რომ შეყვარებულს უნდა შეხვედროდა. შემთხვევით დედამისი სწორედ იმ კაფეში მოხვდა და როდესაც ჩვენ სამნი დაგვინახა დაასკვნა რომ მისი შვილის შეყვარებული მე იყავი, ჯოშმა სიმართლე ვეღარ უთხრა, მე ნოეს შემდეგ აღარავინ მჭირდებოდა, ამიტოამც მეგობარს რომელმაც მამა გადამირჩინა უყოყმანოდ დავთანხმდი, სიმართლეს კი ლიზასაც ვერ ვეუბნებოდი რადგან არანაირი უფლება არ მქონდა რომ მათი პირადი ვინმესთვის მომეყოლა.
-ახლა შეგიძლია ნოეს ყველაფერი უთხრა.
-რა მნიშვნელობა აქვს?-თავი გავაქნიე.-ათი წელი გავიდა... არანაირი გამართლება არ მაქვს.-ცრემლები წამომივიდა.
-სწორედაც, ათი წელი გავიდა თქვენ ორივე გაიზარდეთ და ჩამოყალიბდით, ცხოვრება ნახეთ და აბა მიმოიხედე ახლა სად ხარ.-თქვა და დემონსტრაციულად გაშალა ხელები.- შენც კარგად იცი რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.
-რა აზრი აქვს?!რა აზრი აქვს?!-ამოვიტირე და თავი მხარზე დავადე.
-ანუ ნებდები, ელე ამდენი წლის შემდეგ აქ ხარ, რამდენი ხანია ამაზე ოცნებობ.
-მერე მამა?
-მამაშენს მე მივხედავ, შენ კი ხშირად ჩამოხვალ ხოლმე. -მითხრა და ხელი მომხვია.-დროა შენც იყო ბედნიერი.
მაშინ, ათი წლის წინ გერმანიაში წავედი მამასთან, მართალი იყო ნინო, მე მისი ოჯახის ნაწილი არ ვიყავი... საკუთარი ოჯახი მყავდა და ის ფეხზე უნდა დამეყენებინა. ექიმებმა მირჩიეს რომ ამერიკაში გადაგვეყვანა, რა თმა უნდა, დავთანხმდი, იქ კი... ყველაფერი აირია... ალბათ ჯოში რომ არა მამა მოკვდებოდა...ჯოში მამას ექიმი იყო... რვა წელი გავიდა რაც კომაშია, იმედს მაინც არ ვკარგავდი, ნოეს მოძებნა ვცადე მაგრამ როგორც აღმოჩნდა საქართველოდან დიდი ხნის წასული იყო, რა აღარ ვცადე მაგრამ მისი ადგილ-სამყოფელს ვერ მივაგენი, ბოლოს როდესაც მამას მდგომარეობა გართულდა ძებნა შევწყვიტე და მთლიანად მის დაავადებაზე გადავერთვე, არავისთან ურთიერთობა აღარ მსურდა, მაშინ ჯოში და ალექსი რომ არა ალბათ დეპრესიიდან ვერ გამოვძვრებოდი, შემდეგ პატარა ერეკლე დაიბადა რომელიც ჩემს ცხოვრებას ხალისს მატებდა, ჩემი ძმისშვილი, ლიზა ხშირად ჩამოდიოდა ამერიკაში, ნინოსთან კი ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე...ასე შემოვრჩი ამერიკაში.

*****
საღამოს გამოფენაზე ვიყავი,ნოეს გადაღებულ სურათებს ვათავლიერებდი და მშვიდად მივირთმშვდი ღვინოს. ის მართლაც უდავოდ ნიჭიერი იყო რაც მის თითოეულ სურათში აისახებოდა.
-აქით წამოდი რაა...-წამოიძახა ლიზამ და ტარიელს დაქაჩა ხელზე, ტარიელმა ალექსი გაიყოლა, ალექსმა კი ჯოში, ასე რომ მე და ნოე დავრჩით მარტო.
-მე წავედი.-ვთქვი და ერთ-ერთი ნაცნობისაკენ წასვლა დავაპირე,როდესაც ნოემ დამქაჩა და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული.
-ყველაფერი ვიცი.-მითხრა მან.
-ნოე არ გვინდა რაა.-ტუჩზე ვიკბინე რომ ტირილი არ დამეწყო.
-თავს ნუ იდანაშაულებ, მართალია დაუფიქრებლად მოიქეცი მაგრამ დაბრუნებას ხომ აპრებდი?-ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა.-ისიც ვიცი მაშინ, იმ ღამით, კლუბში სოფისთან ერთად რომ დამინახე.-გაჩუმდა და გამიღიმა.-თოკამ მითხრა ბოლომდე იძახდი, რომ ჩემი ნათესავი იქნებოდა.-გაიღიმა და თავი გააქნია.- არ იყო ჩემი ნათესავი ელ, ყოფილი შეყვარებული იყო, უბრალოდ მითხრა რომ მთვრალი ვიყავი და სასტუმრომდე მიმიყვანდა.
-მაინც არ უნდა წავსულიყავი.-ვთქვი და ცრემლები ვეღარ შევიკავე.-უბრალოდ მინდოდა მამა გამომეჯანმრთრლებინა... მაგრამ უარესი გავაკეთე.
-არა, ნუ ტირი.-მითხრა და თითები ნაზად დამისვა ლოყებზე.-ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში შენს გვერდით ვიყავი, მაგრამ...-მიმოიხედა, შემდეგ პატარა შავი კარი შეაღო და ჩაბნელებულ ოთახში შემიყვანა.- გაკვირდებოდი ელ, შენ ყოველთვის ჩემი იყავი, გაიგე?!-თავი ამაწევინა და წამში ვიგრძენი როგორ შევეხე მონატრებულ ბაგეებს.-მაშინ ათი წლის წინ, ვიცოდი რომ ლუის საქმე ასე მარტივად ვერ დამთავრდებოდა, მართლი აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა, მასთან ერთად სხვებიც იყვნენ, სასამართლოს შემდეგ მუქარის წერილი მივიღეთ, ბერლინის კლუბებები მათ სახელზე უნდა გადაგვეფორმებინა ან ვინანებდით... ბიჭებს ვეუბნებოდი რომ ამისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია...არ დამიჯერს ელ... მათ კი...ბენი, მისი ცოლი და მისი პატარა ქალიშვილი მოკლეს.-ხმას ვერ ვიღებდი ნოეს ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.- ჩემი პატარა ნათლული მოკლეს იმ არაკაცებმა... პოლიცია უძლური იყო...ტარიელი არაფერში არ იყო გარეული, ამიტომაც აქ დავტოვეთ რომ ბიზნესისთვის მიეხედა, ჩვენ კი სახელები და საცხოვრებელი გამოვიცვალეთ... მე ამერიკაში წამოვედი, შენს ყოველ ნაბიჯშს ვუყურებდი ელ, ისიც ვიცოდი რომ მეძებდი, მაგრამ არ შემეძლო შენი ნახვა... შენც ვერ ჩაგაგდებდი საფრთხეში, გიყურებდი, გაკვირდებოდი, მაგრამ ვერ გეხებოდი, ვუყურებდი როგორ სეირნობდი პარკში, როგორ გცვიოდა ცრემლები, მე კი არ შემეძლო მოვსულიყავი და კოცნით ამომეშრო ისინი. ორი წლის წინ როდესაც შენ, ჯოში და ალექსი კაფეში ისხედით, დავინახე როგორ მოუახლოვდა თქვენს მაგიდას ვიღაც ქალი, მაშინ უფრო დავიბენი როდესაც ჯოშმა შენი თავი შეყვარებულად გააცნო...ცოტა დამაკლდა ელ რომ არ მოვსულიყავი და იქიდან არ წამომეყვანე... არ ვიცი მაშინ თავი როგორ შევიკავე...შედეგ კი ყველაფერი გავარკვიე ... მინდა იცოდე რომ არ ვბრაზობ... ნუ ცოტას.-სიმწრით გაეცინა.- იმიტომ რომ ჩემს დაუკითხავად წახვედი, მაგრამ ასე შენთვის უკეთესიც იყო, უბრალოდ არ შემიძლია წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა თუკი მათ ეცოდინებოდათ რომ შენ...-ამოიოხრა, დამთავრება ვერ შეძლო და შუბლი შუბლზე მომადო.- ერთი წლის წინ ტარიელმა ყველაფრის მოგვარება შეძლო და ჩვენც დავბრუნდით, მაშინვე მინდოდა შენთან მოსვლა მაგრამ არ ვიცოდი საფრთხემ ბოლომდე გაიარა თუ არა, შემდეგ კი როცა დავრწმუნდი.-გაეღიმა მე კი უკვე უკონტროლოდ მდიოდა ცრემლები.-გავიგე რომ ჩამოდიოდი... დამასწარი...ეს არცერთის ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ ცხოვრება უსამართლოდ მოგვექცა.
-ანუ, ყველაფერი დამთავრდა?-ვკითხე და თითები მონატრებულ სახეზე ნაზად დავუსვი.
-როგორც გითხარი, ჩემი ხარ. და, ჩემთან უნდა იყო.-გაეღიმა.
-ღმერთო, არ მჯერა რომ აქ ხარ.-ვთქვი და მაგრად ვაკოცე.-თუ ყველაფერი იცოდი რაღას მაწვალებდი?
-დაგსაჯე.-ჩაიცინა მან.-ხომ გითხარო წასვლა აღარ გაბედო-მეთქი.
-ვიმსახურებდი.-თავლები დავხუჭე.
-ჰეი, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ არაა?-მითხრა და ცვირზე მაკოცა.- მინდა რაღაც გაჩვენო.
მე ხელები წელზე მოვხვიე, ნოემ ოთახში შუქი აანთო, უეცარმა სინათლემ წამით თვალი მომჭრა, ხოლო როდესაც შედარებით შევეჩვიე, თვალი ოთახის კედლებსაც მოვავლე.
-შეუძლებელია!...-აღმომხდა.
კედლებზე, მხოლოდ ჩემი ფოტოები იყო, ყველა ამ ათი წლის განმავლობაში იყო გადაღებული, ზოგზე ვიცინოდი, ზოგზე მეძინა, ზოგზე თვალები მქონდა დასიებული სწავლისაგან, ზოგზე ვტიროდი, უმეტესობაზე კი უბრალოდ ვიჯექი და თვალი მქონდა გაშტერებული რაღაცისათვის.
-ვიცოდი რომ ამ დროს ჩემზე ფიქრობდი. -ნოემ ამ უკანასკნელებზე მანიშნა.
-მიყვარხარ.-დავიჩურჩულე მე.
-შენ ჩემი წამის მეასედი ხარ.-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ.


თავი 25

-საიდან იცი?-მივბრუნდი და სახეში მივაჩერდი ნოეს.- ღმერთო... მე კი მეგონა მონატრებისგან გავგიჟდი.
-მაშინ რომ არ მენახე ალბათ მე გავგიჟდებოდი.

3 წლის წინ...
ახალი წლის წვეულებაზე ვიყავი ჯოშთან და ალექსთან ერთად, შუაღამემდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი მე კი მაგიდასთან ვიჯექი და შამპანურს ვსვამდი, თვალი დარბაზს მოვავლე მაგრამ ჯოში და ალექსი ვერ ვიპოვე, რთული იყო მათი მოძებნა როდესაც ყველა ნიღბით იყო, მათ შორის მეც.
-ვიცეკვოთ?-ხელი გამომიწოდა ახალგაზრდა მამაკაცმა, ჩემზე დიდი იქნებოდა დაახლოებით 29-30 წლის, შავი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა, სხვებისგან განსხვავებით მას ნიღაბი მთელ სახეს უფარავდა. მის ხელს დავაკვირდი და რატომღაც გამაკანკალა, ვიფიქრე რომ სასმელი ბევრი მომივიდა, უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ როდესაც თვალებში შევხედე, უნებურად ჩავკიდე ხელი და ფეხზე წამოვდექი. უცნობმა გულზე მიმიხუტა და ცეკვა დაიწყო...საოცრად მეცნობოდა მისი სურნელი, რომელიც ნაცნობ სუნამოსთან შერეულ ჰარმონის ქმნიდა... დეჟაუს გრძნობა დამეუფლა.
-დღეს ულამაზესი ხართ.-მითხრა უცნობმა.-სპეციალურად ვინმესთვის გამოეწყვეთ?
-არა.-თავი გავაქნიე და თვალებში შევაშტერდი.
-მოწყენილი ჩანდით...ვინმემ გაწყენინათ?-თავი გავაქნიე.-აბა ახალი წელი არ გიყვართ?
-ვგიჟდები.-ვთქვი და ყურებამდე გავიღიმე.
-მართლა ძალიან უნდა გიყვარდეთ.-გაიცინა უცნობმა.-დღეს პირველად გაიღიმეთ.-შემდეგ თვითონ ჩაიღიმა და დანაშაული აღიარა.-გაკვირდებოდით.
-უნდა მეშინოდეს?-ღიმილით ავზიდე წარბი.
-არა.-გაიღიმა.-რატომ გიყვართ ასე ძალიან?
-სიმღერა დამთავრდა.-ვთქვი და მომღერალს შევხედე.
-მინდა მოვისმინო რატომ გიყვართ ახალი წელი.-თქვა და იმ წამს დაიწყო ახალი სიმღერაც.
-ახალი წლის სასწაულის შესახებ გსმენიათ?
-რა თმა უნდა.
-ჩემთვის სასწაული წამის მეასედშია... ახალსა და ძველ წელს შორის მხოლოდ წამის მეასედია, წამის მეასედია ახალსა და ძველ ცხოვრებას შორის, წამის მეასედში იაზრებ რომ გიყვარს, წამის მეასედში იგებ რომ დაკარგე, წამის მეასედში ევლინება სამყაროს შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, წამის მეასედია საჭორო რომ დაკარგო ან შეიძინო რაღაც... ახალსა და ძველ წელს შორის წამის მეასედია, შემდეგ კი მთელი წელი სწორედ წამის მეასედებისაგან შედგება, რომლებიც ადამიანებისათვის ყველზე ძვირფასი, დასაფასებელი ან ყველაზე მტკივნეული და სასტიკი შეიძლება იყოს... ახალი წელი იმიტომ მიყვარს რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობთ წამის მეასედის სიძლიერეს... თუ შენს წამის მეასედს იპოვი არ უნდა გაუშვა.
-ახალ წელს გილოცავ ელ...-ჩამჩურჩულა უცნობმა და ხალხში გაუჩინარდა, სწორედ იმ წამს იფეთქეს ფეიერვერკებმა, ხალხი ერთმანეთში აირია, ვეცადე უცნობს გავყოლოდი მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა...და აი ასე...წამის მეასედმა წაიღო ძველი და მოიტანა ახალი.
-არა, შეუძლებელია...-ამოვიჩურჩულე და გასასვლელისაკენ დავიძარი.

ახლანდელი დრო...
-მაპატიე...უბრალოდ ვუყურებდი როგორ იჯექი მოწყენილი, არ შემეძლო არ მოვსულიყავი და არ ჩაგხუტებოდი.
-შენ ჩემი წამის მეასედი ხარ.-ვთქვი და წელზე მოვხვიე ხელები.

******
-ერთი წუთით.-მოგვიახლოვდა ლიზა და ნოეს ხელს დააკვირდა რომელიც ჩემს წელზე იყო მოხვეული.
როდესაც ოთახი დავტოვეთ, ნოემ მითხრა რომ ის სურათები მხოლოდ ჩვენთვის იყო, ახლა კი ხალხთან ერთად ვათვალიერებდით სხვა ნამუშევრებს.
-რა ხდება ლიზ?-ვკითხე მე.
-სასწრაფოში დარეკე.-ჩემკენ გადმოიხარა და რაც შეიძლება ჩუმად თქვა.
-რატო რა ხდება?-ჩავიცინე მე.
-მეჩვენება, რომ ნოე გეხვევა და მგონი ბიძაშვილი გიგიჟდება.- თქვა, შემდეგ სიცილი მორთო და მაგრად ჩაგვეხუტა ორივეს.- ვიცოდი!ვიცოდი...
-გილოცავთ.-სიცილით მოგვიახლოვდნენ ტარიელი, ჯოში და ალექსიც.
საღამოს ბოლოს ფეხზე ვეღარ ვიდექი.
-წავიდეთ?-მკითხა ნოემ.
თავი დავუქნიე და მთლიანად მას დავეყრდენი, აღარ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი, ალბათ ნოემ მიმიყვანა.
მეორე დღეს ლიზას კივილმა გამაღვიძა.
-რა მაგარია!...ელე?!
-რა ხდება?!-პიჟამათი შევვარდი მისაღებში.-გული გამისდა.
-ნახე ვინ მოვიდა.-მითხრა და გაიწია რომ კარგად დამენახა ერეკლე.
-მამიდას ბიჭი ვინააო?-მივვარდი და ხელში ავიტაცე ძმიშვილი.
-მამიდუკ.-თვალი ჩამიკრა მაიმუნმა.-აბა გამოიცანი რა მოხდა...
-გამოვიცნობ...ათი მიიღე?-ერეკლემ თავი გააქნია.- ორი ათი მიიღე?-თავი გააქნია.- მასწავლებელმა შეგაქო?
-არა! დედა და მამა სკოლაში დაიბარეს... მასწავლებელმა რაღაც ლექსი მოგვცა და მე ვუთხარი აბა შენ მითხარი-თქო და იკივლა ჩქარა დირექტორთანო.-ჩამომირაკრაკა გაბადრულმა.
-რა ძმიშვილი მყავს!-ენა გამოვუყავი ლიზას.-დაარტყი მამიდუკ!...-ხელი გავუწოდე ერეკლეს.
-ეგ რა არის! -უთხრა ლიზამ ნიშნისმოგებით. -შენი მამიდუკა თხოვდება.
ერეკლემ ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ლიზას გახედა ისევ, თავი უკან გადასწია და რომ მორთო ტირილი...
-აუ კარგი რაა...ლიზ შენც შვიდი წლის ხარ?-შევუღრინე ბიძაშვილს და დემეტრეს უფრო მაგარად მოვხვიე ხელები, რომელიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში მეხუტებოდა და ტორილს არ წყვეტდა.-არა მამიდუკ...ნუ ტირი, გატყუებს ლიზა.-ისევ ლიზას გავხედე.-რა გათხოვება გოგო! შენ ნორმალური ხარ?!
-წავალ გავაღებ.-ფეხზე წამოდგა ლიზა და კარისაკენ გაიქცა.
-მასე მარტივად ვერ გადამირჩები!-მივაძახე მე.
-რატომ ტირის?-ოთახში შემოვიდა ნოე და გვერდით მომიჯდა.
-ლიზამ შენი მამიდა თხოვდებაო და აჰა!-ლიზას დავუბღვირე და ნოეს თავი მხარზე დავადე.
-კაი ტო, მაგაზე როგორ ტირი?-იკითხა, თავზე მაკოცა და დემეტრე თვითონ გადაისვა.-ნაყინი გიყვარს?
-კი.-ცრემლები მოიწმინდა ერეკლემ და ნოეს შეხედა.
-რა დროს ნაყინია?!ცივა!-წამოვიყვირე მე.
-მე ნაყინს ზამთარშიც ვჭამ.-ოთახში ტარიელი შემოვიდა და ლიზას მიუჯდა გვერდით.
-მეც.-დაეთანხმა ლიზა და შეყვარებულს მიეხუტა.
-მე არა.-თავი გავაქნიე მე.
-ვაი, ჩემი საწყალი.-ნოემ სიცილით მაკოცა ლოყაზე.-ნაყინი ზამთარშია გემრიელი.
-აუ ნაყინი ჩვენც გვინდა რაა!-ოთახში ჩემი ძმა და რძალი შემოვიდნენ.
-ერეკლე?!-ვიკითხე მე.
-დე ნაყინი ხო გინდა?-ნიტამ თვითონ გადაისვა შვილი.
-ახლა გავგიჟდები!-წამოვიყვირე მე.-ბავშვი გაცივდება!
-რა იყო ელე წინასწარ რეპეტიციას გადიხარ?-მკითხა ლიზამ სიცილით.
-შენ ჩუ!-წარბები შევკარი მაგრამ მათ სიცილზე მეც გამეცინა.

*****
-აუ წავსულიყავით რაა...-დაიწუწუნა ლიზამ.-ხომ გვეხვეწეს მარტო არ გაგვიშვათო?
ბიჭები ბარში იყვნენ დასალევად წასულები, ჩვენც გვეხვეწეს წამოდითო, მაგრამ ლიზამ გოგოების საღამო გვაქვსო და ახლა ვისხედით და რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდით.
-შენ აიტეხე.-უთხრა ნიტამ და ღვინო მოსვა.
-მოკლედ...გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ.-წამში გახალისდა ლიზა.-მე და ტარიელი დაქორწინებას ვაპირებთ...თვის ბოლოს.- თქვა და ბეჭდიანი ხელი ააფრიალა.
-ლიზა!-ერთდროულად შევყვირეთ ორივემ და მაგრად მოვეხვიეთ ჩემს ბიძაშვილს.-გილოცავთ!
-ეს ბეჭედი სად გქონდა?-ვკითხე მე.
-შენ რომ დაბრმავებული დადიხარ რა ჩემი ბრალია.-თქვა სიცილით.-ამდენი ხანი რომ ვერ დაინახე იმიტომ გითხარი.
-სიყვარული ბრმააო.-თქვა ნიტამ სიცილით.
-ეგ მონი მაგაზე არაა ნათქვამი.-ვთქვი როდესაც ამოვისუნთქე.
-ელე...-ამომხედა ლიზამ.
-ხო?
-ტარიელმა აივნიდან გადმოიხედოსო.-თქვა ღიმილით.
აივანზე გავედი და ქვევით ჩავიხედე, ნოე, ჯოში, ალექსი და ტარილეი იდგნენ და რაღაცაზე ჩხუბობდნენ.
-მიდი ჰაა!-შესძახა ტარიელმა და ნოეს ზევით ანიშნა.
-კარგი რაა...ავალ და იქ ვეტყვი.-უთხრა ნოემ და ორი წამით ამომხედა, ხმა კარგად ისმოდა რადგან მესამე სართულზე ვცხოვრობდი.
-აქედან უთხარი მეთქი-უკვე ვხვდებოდი რასაც აპირებდა.
-ელ!ცოლად გამომყვები?!-ამომძახა ნოემ.
-ჰა?!-ჩავძახე და ძლივს შევიკავე სიცილი.
-ცოლად გამომყვები?!-გამიმეორა მან.
-რა თქვი?!-ჩავძახე მე.
-რა და...ცოლად გამომყვებიო?!-მომაძახა მოთმინება დაკარგულმა ლიზამ.
-მაგ კითხვის მოლოდინში დამაბერე და...-ჩავძახე სიცილით და გიჟივით გავიქეცი კიბეებზე.-კარგი ხოო...გამოგყვები.-მხრები ავიჩევე გარეთ გასულმ და გახარებულმა მოვხვიე ხელები ნოეს.
-ჩემი გიჟი გოგო...-გაეცინა და კისერში მაკოცა.

****
რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემთან ერთად იყვნენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, მე და ნოე კი ჩვენს სიმღერაზე ვცეკვავდით.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს.-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ.
-ჩემი ქმარი ჯობია.-გავიცინე და ახლად შეძენილ ქმარს ვაკოცე.
-ერთი წუთით...-მიკროფონთან მივიდა ლიზა, ხელი ნაზად დაარტყა რომ ხმა შეემოწმებინა და დაიწყო.-ბოდიში რომ ცეკვა შეგაწყვეტინეთ, მაგრამ თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს...-ჩაიღიმა და ქმარს გახედა.-მე და ტარიელი შოკოლადს ველოდებით.
ვერავინ გაიგო რა ხდებოდა იქ...ჩვენი ორი გიჟის გარდა, რომელთაც ცხრა თვეში მესამე თავისნაირი შეემატებოდათ.



№1  offline მოდერი naattii

უჰ კარგი იყო ❤

 


№2  offline წევრი Stranger things

naattii
უჰ კარგი იყო ❤

მადლობა blush

 


№3 სტუმარი your fan ❤

dzaan dzaan magari iyo,ra vtqva ar vici perfect❤❤

 


№4  offline წევრი Stranger things

your fan ❤
dzaan dzaan magari iyo,ra vtqva ar vici perfect❤❤

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№5  offline წევრი .M.A.R.I.

ვაიმე აქაც უნდა დავწერო რომ
ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა❤️))
ძალიან მიყვარს ეს ისტორია უკვე სამჯერ წავიკითხე
წარმატებები შემდეგ ისტორიებზე და იმედი მაქვს
ისინიც მომეწონება❤️:)
ძალიან მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა
მაგრამ ერთადერთი შენიშვნა რაც მაქ იცი
ტარიელი არ ჩანდა ხშირად
ვიცი არ ყოფილა ის ამ ისტორიის მთავარი გმირი
მაგრამ ცოტა უფრო ხშირად რომ ყოფილიყო
უკეთესე იქნებოდა❤️

 


№6  offline წევრი Stranger things

.M.A.R.I.
ვაიმე აქაც უნდა დავწერო რომ
ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა❤️))
ძალიან მიყვარს ეს ისტორია უკვე სამჯერ წავიკითხე
წარმატებები შემდეგ ისტორიებზე და იმედი მაქვს
ისინიც მომეწონება❤️:)
ძალიან მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა
მაგრამ ერთადერთი შენიშვნა რაც მაქ იცი
ტარიელი არ ჩანდა ხშირად
ვიცი არ ყოფილა ის ამ ისტორიის მთავარი გმირი
მაგრამ ცოტა უფრო ხშირად რომ ყოფილიყო
უკეთესე იქნებოდა❤️

უღრმესი მადლობა♥♥♥კიდევ სამჯერ.

 


№7  offline წევრი Stranger things

Hela
უხ რა კარგი იყო

უღრმესი მადლობა blush

 


№8 სტუმარი Basilisa

Vaime dzalian kargi iyooo..
Yochag shen!
Shemiyvarda iatoria tavis avtor-personajebianad:-*:-*:-*

 


№9  offline წევრი Stranger things

Basilisa
Vaime dzalian kargi iyooo..
Yochag shen!
Shemiyvarda iatoria tavis avtor-personajebianad:-*:-*:-*

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა heart_eyes დიდი სტიმულია ჩემთვის.

 


№10  offline წევრი Kaxcha

ძალიან სიცოცხლე მოთხრობა იყო❤❤მაგრად მომეწონა ზოგ ადგილას ცოტა წავიტირე მარა მაინც მაგარი იყოო❤❤❤

 


№11  offline წევრი Stranger things

Kaxcha
ძალიან სიცოცხლე მოთხრობა იყო❤❤მაგრად მომეწონა ზოგ ადგილას ცოტა წავიტირე მარა მაინც მაგარი იყოო❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


ძალიან კარგი იყო

 


№13  offline წევრი Stranger things

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგი იყო

მადლობაა smiley

 


№14 სტუმარი სტუმარი მარინა

საინტერესო ისტორიაა.ძალიან კარგი იყო.მადლობა.წარმატებებს გიდურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent