შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვოლფრეგრედის მგელი .1.


19-07-2018, 14:04
ავტორი Steppenwolf
ნანახია 1 438

_ სევდის ფერი გვაქვს ადამიანებს ელა.
სევდის...
_ რა ფერია სევდა ბატონო გურამ?
_ სევდა?სევდა ნაცრისფერია.
არც შავია ჭირივით და არც თეთრია ლხინივით.
_ ნაცრისფერი ვართ ადამიანები ბატონო გურამ?
_ სევდის ფერი ელა.
_ და სევდა ხომ ნაცრისფერია ბატონო გურამ, ასე არ თქვით ?
_ სევდას ფერი არ აქვს ელა, ნაცრისფერი მარტივად მისახვედრი იქნებოდა ძვირფასო.
_ თქვენი სევდის მიზეზი რა არის?
_ ადამიანად ყოფა
_ ადამიანად?
_ მაშ...
_ ადამიანი, რომ არ იყოთ უკეთ იქნებოდით?
_ ადამიანი ელა?ვინმემ ვიცით რას ნიშნავს, თუნდაც სიტყვა ადამიანი??
მოხუცმა ჩაიცინა და ხველა აუტყდა.

_ ახლავე ახლავე, აი ასე
ქალიშვილმა თეთრი ხალათის ჯიბიდან წვრილი ნემსი გამოაძვრინა და მოხუცს ბარძაყზე დაარჭო.

მამაკაცის მოღონიერების შემდეგ გოგონამ მორიდებულად დაიწყო.
_ მახსოვს მითხარით გურული კაცი კი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი მაქვს ნანახიო.
როდის მომიყვებით იმას რაც გაქვთ ნანახი.
ელამ პლედი შემოიხვია, საავადმყოფოს ფუმფულა სავარძელში ჩაეფლო და საათის ისრებს გაუსწორა მზერა, რომელიც 02:47 აჩვენებდა.
ღამის მორიგეობისთვის მოემზადა და მოხუცს თბილად გაუღიმა.
გაეღიმა გურამსაც.
_ რაკი სამს უკლია 13 წუთი, შეგვიძლია 13 წუთში დავიწყოთ.
მანამდე კი ცხელ ჩაის დავლევდი ძვირფასო.
_ ახლავე, მაგრამ რატომ მაინც და მაინც 13 წუთში?!
_ 3 საათზე ეშმაკები მოდიან და ჩვენც ეშმაკებზე გვაქვს სასაუბრო ელა.
გურამი ერთ დროულად საოცრად თბილ და იდუმალებით აღსავსე მოხუცს კი არ ჰგავდა, იყო კიდევაც.
რომელიც ადამიანებში შიშსაც და ნდობასაც ერთბაშად იწვევდა.
ეშინოდა ელას მისი, მაგრამ შემდეგ შეეჩვია.
მიეჩვია ბაბუის ტოლ მამაკაცს, რომელიც უკვე 1 თვეა ასთმის მწვავე დაავადებით კლინიკაში იმყოფებოდა და შეეჩვია მის იდუმალებასაც.

._ როდესაც სულ რაღაც 13/14 წლისა თუ ვიქნებოდი, მამაჩემის დაჟინებული თხოვნით გავემართე ვოლფერბერგში.
ირლანდიის ჩრდილოეთით მდებარე საკმაოდ პატარა ქალაქში, რუსეთს ვოლფერბერგის მსგავსი სოფლებიც კი დიდი აქვთ ჩემო ელა.
თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა წავსულიყავი ასეთი პატარა, სოფლელი ბიჭი თავისი მშობლიური მიწიდან ირლანდიის საოცრად გადაკარგულ ქალაქში.
როცა წამოვიზარდე მითხრეს, რომ გურიაში ჭინკების პერიოდი ყოფილა და პატარა ბიჭებსა და გოგონებს ყოველ თვე იტაცებდნენ ჯუჯები.
მე კი მსგავსი სისულელეების არ მჯეროდა, თუმცა კი მიხაროდა, რომ ბედი მეწვია და მამაჩემმა მსგავსი სისულელე დაიჯერე, ახლა კი თოხის გარდა შემეძლო წიგნი დამეჭირა ხელთ და ქალაქში გამოვსულიყავი.
თან რომელ ქალაქში?
თბილისსა და მოსკოვში კი არა, რაც ჩვენს დროს დიდი ბედნიერება იყო.
ირლანდიაში.
გესმის ელა?
ირლანდიაში...
როდესაც პირველად ჩავედი წესით ყველაზე ბედნიერი, ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი თავს.
მამიდაჩემი ლალი და აწ უკვე გაევროპებული ლოლა-ლოლიტა დღეში 4 ჯერ მაინც მირტყავდა სახაზავს თითებში და ეს დასჯა შესაძლოა სულაც იმის ბრალი ყოფილიყო, რომ მე 13 ბავშვმა ალუბლის ნაყოფი "მოვიპარე" საკუთარი ეზოს ბაღიდან.
24/7 ზე წიგნს მაჭერინებდა ხელში და თან ხმამაღლა მაკითხებდა, რომ დარწმუნებულიყო ვკითხულობდი.
ასეთი უინტერესო ცხოვრება მქონდა დიდხანს, ძალიან დიდხანს.
მოხუცი ოდნავ წამოიწია წყალი მოსვა და გამშრალი ტუჩები დაისველა.
შემდეგ თვალებ გაფართოვებულ ელას მომნუსხველად გაუღიმა და საუბარი განაგრძო.
_ ახლა კი მზად ხარ ელა?ეს მხოლოდ ამბის დასაწყისია.

4._ მომწონს აქაურობა, საოცრად უჩვეულო ადგილია.
ძალიან ჩუმი და უდარდელი.
გორაკზე ვისხედით მე და ჩემი კლასელი ჯენა და ირლანდიის საოცრად დიდ მთებს სიამაყით ვუყურებდით.
_ გენატრება საქართველო?
მკითხა საოცრად თბილი ხმით და მე გამეცინა, ძალიან ლამაზი იყო ჯენა.
ქერა ხუჭუჭა თმით და ცისფერი თვალებით.
_ მაშ... თან როგორ.
_ რატომ წამოხვედი?
მკითხა საოცრად დიდი, წყლიანი თვალებით და მაშინ პირველად მომინდა მეკოცნა გოგოსთვის.
თუმცა თავის შეკავება როგორღაც მოვახერხე და გავუღიმე.
ვეცადე ჭინკის მსგავსი სიტყვა მომეძებნა ინგლისურში, მაგრამ უშედეგოდ ბოლოს სიტყვა ჭინკა-მოჩვენებად ავუხსენი.
_ მამაჩემს სჯერა, რომ სოფელში გვყავს მოჩვენებები (ჭინკები) რომელბიც ბავშებს იტაცებენ.
ველოდი, რომ გადაიხარხარებდა ამიტომ დავასწარი და სიცილი ავტეხე, თუმცა მის უემოციო სახეზე გუნება წამიხდა და მეგონა ავანერვიულე.
_ ჯენა ეს მხოლოდ ზღაპრებია ჩვილებისთვის.
_ მათი არ გჯერა?
_ არა რა თქმა უნდა.
_ ისინი არსებობენ ჯორჯ
(ჩემი სახელის გამოთქმა ბევრს უჭირდა, ამიტომ მეძახდნენ ჯორჯს)
_ საიდან მოიტანე ჯენა.
გამეცინა და მის სერიოზულ სახეზე, მეც დავსერიოზულდი.
_ დამპირდი, რომ რასაც ახლა მოგიყვები ჩვენს შორის დარჩება, რადგან ქალაქში ამაზე აღარავინ საუბროს უკვე დიდი ხანია.
თავი დავუქნიე და მოსალოდნელი mსისულელისთვის მოვემზადე, თუმცა მოსმენილი საერთოდ არ ჰგავდა საშიშ ზღაპარს ჩვილებისთვის.
_ უწინ... დიდი ხნის უკან... ბევრი წლის წინ ჯორჯ აქ იყო ბოშათა ბანაკი და ჩვენს ქალაქს ერქვა ანმარა ანუ ლურჯი ყვავილი.
ბოშებს თავიანთი წესები ჰქონდათ და ადათ-ჩვევები, რომელსაც არც თავად არღვევდნენ და არც სხვას მისცემდნენ ნებას დარღვევის.
არ ეხებოდნენ სხვებს და არც სხვები მათ.
აი აქეთ კი, ჩრდილოეთით ვოლფრეგრედში ცხოვრობდნენ ინდიელები.
მათაც ჰქონდათ თავიანთი წესები, რომელსაც არ არღვევდნენ და არც სხვას არღვევინებდნენ.
ერთხელ იოგმა წითელკანიანების ბელადმა ცხოვრებაში პირველად საზღვარი გადმოკვეთა და ჩვენს მიწაზე გადმოვიდა, გადმოიყვანა თან ხუთი დიადი ყმაწვილი შავი, გრძელი ნაწნავებითა და წვრილი, უკუნეთი თვალებით.
ხელში ეჭირა გრომი მათი საოცრად ლამაზი და მომნუსხველი ქოფაკი (მგელი) და იოგს თვალები უელავდა ვითარცა, ულუკმაპურო მხეცს სასიკვდილოდ განწურულსა.
გადმოიარა ანმარა და სამხრეთით ბოშათა ბანაკს დაუპატიჟებლად მიადგა.
და ცხოვრობდნენ სამხრეთში რუსი ბოშები და ხარობდნენ ისინი.
იყო ცეკვა, დალევა, სექსი და ქურდობა.
იყო ლხენა და ტკივილიც, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად სამხრეთში.
წითელკანიანების ბელადმა იკითხა ბოშათა ბატონი.
_ ჰეი თქვენ?ხალხო ვინა გყავთ ბატონი?
ბოშებმა ცეკვა შეწყვიტეს და გაკვირვებულებმა დაუპატიჟებელსა გაჰხედეს.
_ ვინა ხარ და აქ რა გინდა წითელო?
მწვანე თვალება ჯეილმა თოფი იშიშვლა და 30 წლის ბელადს შუბლში დაუმიზნა.
მამაკაცს არ შეურხევია არც სახე და არც ტანი.
ნახევრად შიშველს, მუქ ტანზე კუპრივით შავი თმა ჰქონდა დაფენილი.
მის მაგივრად ხუთივე ვაჟმა ისარი იშიშვლა წამსვე და ატყდებოდა კი ერთი ამბავი, რომ არა დიაცი.
ვაგონის ბოლოდან წითელ კაბაში გამოწყობილი, შავ თვალება ქალბატონი გამოვიდა და დაადუმა ქვეყანაც და ღმერთიც თუ სადმე არის.
_ რატომ იძახი, რომ ღმერთი არ არის ჯენა?
მონუსხულმა ძლივს ამოვილუღლუღე და ჯენას თვალებში ჩავაშტერდი.
_ მალე გაიგებ, მალე გაიგებ.
ჩაიჩურჩულა და თხრობა განაგრძო ქერა, ხვეულმა.
_ ქალს ხვეული, სულ წითელი თმა გაეშალა და შავ წარბებს ერთმანეთს არ აშორებდა.
_ რა ამბავია კაცნო?
გაბრაზებულმა დასჭექა და გარემო მოათვალიერა.
_ მე იოგი ვარ წითელკანიანთა ბელადი, თქვენსა ბატონსა ვეძებ თხოვნა მაქვს ერთი.
არ შეუტოკია ამაყ ბატონს წარბი ისე განაგრძო საუბარი, არც ჯეელისთვის მოუშორებია თვალი, რომელიც ქალის გამოსვლამდე იარაღს ადებდა შუბლში.
_ სერგეი იარაღი დაწიე და აქედან აორთქლდი.
მრისხანედ, თუმცა ხმის აუწევლად სთქვა ქალმა და ბელადს ეშმაკურად გაუღიმა.
_ ნუთუ ბოშებთან თხოვნა გაქვთ, გარისკეთ და აქ გვეახელით, ის კი არ იცით ბოშებს ბატონი კი არა დედოფალი ჰყავს და მე ვარ გახლავართ ის ქალბატონი.
აშკარად შეეტყო მამაკაცს განცვიფრება და აღფრთოვანება ერთდროულად.
მაღალი, დაკუნთული სხეული წამში მოხარა და ძირს დაიჩოქა თან მის ქოფაკს ხელს არ უშვებდა, ხელში ეჭირა და ძლიერად იხუტებდა.
თავი მიწას შეუჩნევლად დაადო და ორიოდე წამის შემდეგ ფეხზე წამოდგა.
_ მაპატიე ქალბატონო. არ ვიცოდი.
მოწიწებით ითხოვა პატიება და მუქი, შავი თვალებით მისას შეუერთდა.
ქალს გაეღიმა.
_ აქეთ მობრძანდი.
კარავის კარი გაუღო და შინ შეიპატიჟა ბელადი.
მის გრძელ, შავ თმაზე დადგმულ ბუმბულიან გვირგვინს დააკვირდა და უჩვეულად ჩაეღიმა ქალს.
_ ქალბატონო მე თხოვნით მოვედი.
_ შენ წესები დაარღვიე, გადმოხვედი ირლანდიების საზღვარზე და მოხვედი ბოშებთან, წითელკანიანო ნუთო გიღირდა თხოვნა ამად.
ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო დედოფალი, მაგრამ უჭირდა მის თვალებთან გამკლავება ქალს და დაბნევა ეტყობოდა ბაგეებში, რომელიც საოცრად უთრთოდა შიგადაშიგ.
_ მე ყველაფერი მიღირს ქალბატონო ახლა და ამ წამს საკუთარ სიცოცხლეს ჩამოვდივარ, ჩემი თხოვნისთვის.
_ აიდა... აიდა მქვია იოგი.
_ ჩემი მგელი... ის დაჭრეს, სასიკვდილოდ დაჭრეს.
მინდა, რომ გადაარჩინო.
მაგიით, ჯადოქრობით, შელოცვით.
რამით...
რამით გადაარჩინე გთხოვ, ოღონდ არ გაწირო.
_ შენ წითელკანიანი ხარ ბელადო, შეგიძლია ჯადოქრობა თავადაც გამოიყენო, რატომ ჩვენ ბოშები?
სიმართლე მითხარი რა უწყის შენს აქ მოსვლის მიზეზს ბელადო?
ქალმა ჩულქიდან დანა ამოიღო და ბელადს ყელში ძლიერად მიაბჯინა ისე, რომ სუნთქვის საშუალება არ დაუტოვა, თუმცა იოგი მაინც ისევ ისე შეურხევლად იდგა, მხოლოდ მის შავ კუპრივით თვალებს დასტყობოდა სისხლის ფერი.
_ არ გეშინია არა?
დანა სწრაფად მოაშორა და თვალი გაუშტერა მამაკაცს.
_ რატომ ჩვენ ბელადო?
_ მეშინია, რომ არ გამომივა აიდა... მეშინია.
დამეხმარე და გპირდები, რომ უამრავ ძვირფასეულობას მიიღებ ჩემგან, უამრავს.
_ ძვირფასეულობა არ მინდა ბელადო, თავად გადავწყვეტ ვალს რითი დააბრუნებ.
ქოფაკი მაგიდაზე დააწვინე და გარეთ დამელოდე.
უბრძანა ახალგაზრდა დედოფალმა და სწრაფი მოძრაობით ხელის გული გადაუჭრა მამაკაცს, რომელსაც ტკივილით არა სტკენია რა უბრალოდ გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, შემდეგ კი გარეთ გაისტუმრა და დაჭრილ ქოფაკს გული გადაუხსნა.
წყალი აადუღა და ჩურჩულით ლოცვა წარმოთქვა.
"ესმას დარიო ღვთაებავ ჩემო, დაე მონაა წითელთა ბატონი ჩვენდა.
გადაურჩინე ქოფაკი მათთა და იგი იქნება მხევალი ჩემდა.
ესმას დარიო ღვთაებავ ჩემო,
დაე მონაა წითელი ბატონი ჩვენდა.
და თუ დაირღვა პირობა ჩვენთა
გადააქციე მგლად ისიც და აწამე ყოველ სისხლიან მთვარეთა"

_აქ რისთვის მოსულხარ ბელადო?
_ ძმა მიკვდება დედი.
საოცრად შავი, სევდიანი თვალებით იოგმა დამჭკნარ მალენას მიანათა უკუნეები.
_ მგელიც მოგიკვდება და შენც მას მიჰყვები შვილო იოგი.
ნაღვლიანად გაუღიმა მოხუცმა ბოშამ ბიჭს და ბანაკისაკენ გააპარა თვალი, სადაც ზუსტად იცოდა თავისი უფროსი ქალიშვილი რა შელოცვას ადებდა წითელ მეფეს.
_ ის გადაარჩენს.
_ ის გადაარჩენს და შენ დაგღუპავს შვილო იოგი.
უნდოდა კიდევ ეკითხა, მაგრამ არ დასცალდა.
პატარა ბავშვმა ყვირილით მოირბინა.
_ მალენაა, მალენააა
_ აქ ვარ იურ
_ ქალაქიდან პოლიციელები არიან და შენ გეძებენ მალენა.
მოხუცმა სასწარფოდ გადახედა ბიჭს და გადაუჩურჩულა.
_ ბოლოდან მესამე კარავში, სწრაფად... და არ გამოხვიდე სანამ არ გეტყვით.
სასწრაფოდ გაიკეთა გულსაბნევი ავი თვალისგან განცალკევებელი და პოლიციელებისკენ დაიძრა ბოშა-მალენა.
იოგიმ კი თავისი ბიჭების ძებნა დაიწყო თვალებით, რომ ვერ იპოვა კარვისკენ დაიძრა და სწრაფად შეაღო ვაგონის კარი.
შიგნით შესულს შიშველი ქალი დახვდა, რძისფერი კანით, გამხდარი, მაღალი, გამოყვანილი მენჯებითა და მრგვალი, ოდნავ აწეული მკერდით.
ძუძუს თავები შევარდისფრწბოდა და სიცივისგან ტაოს დაეყარა.
გოგონამ მამაკაცის დანახვისას ოდნავ წამოიკივლა და თითქმის მუხლამდე თმა წინ გადმოიყარა სხეულია დასაფარად, წითელი ტუჩები დასაყვირებლად გაამზადა და პატარა, ჭორფლიანი ცხვირი მოჭმუხნა.
ცისფერი თვალებიდან ალს აფრქვევდა და შავ წარბებს ერთმანეთს არ აშორებდა, ვერც კი გაიაზრდა ბიჭმა ისე სწრაფად ეცა ქალს და პირზე ხელი ააფარა.
_ მალენამ შემომიშვა, არ იყვირო.
არ ვიცოდი, რომ იცვამდი.
გეფიცები, მაპატიე. არ იყვირო
უაზროდ საუბრობდა გონება არეული ბელადი და ქალის გაყინულ სხეულს მხურვალე ტანზე იკრავდა.
ცოტა მოეშვა გოგონას.
ის, რომ რამეს დაუშავებსა გამორიცხა, თუმცა სირცხვილმა ვერ გადაუარა და გაბრაზებულმა სილა გააწნა მამაკაცს, მეორეს გაწვნასაც აპირებდა, თუმცა იოგმა დაასწრო და ხელები ერთი ხელით დაუკავა, მეორეთი კი ქალის ბაგეებს წაეტანა.
_ რას... რას აკეთებ?
გათიშულმა გოგონამ ძლივს ამოილაპარაკა
_ არ ვიცი...
ჩურჩულით უპასუხმა ბელადმა და გრძელი თითები თეთრ ყელზე ჩამოუცურა.
თავს ვერ შეიკავებდა, რომ არა გარედან საუბარი, რომელმაც ადგილზე გააშეშა ორივე.
_ ამ კარავის ნახვის უფლება რატომ არ გვაქვს მალენა?
არც პირველი კარავი გვანახე რატომ?
აშკარად გაღიზიანებული ჩანდა ოფიცერი.
_ პირველ კარავში ჩემი უფროსი ქალიშვილი აიდა შელოცვას ატარებს, მისი სიფიცხის ამბავი ყველას გსმენიათ.
თუ არ გინდათ მისი რისხვა თავზე დაგატყდეთ თავი დაანებეთ იგი მეცადინეობს მაგიაზე, ხოლო ამ კარავში ჩემს უმცროს ქალიშვილს ესმას სძინავს და როგორც დედას, სურვილიც კი არ მაქვს ჩემი შიშველი ქალიშვილი იხილოთ.
ბოშებისთვის შვილები და ოჯახი წინა პლანზე დგას, იმაზეც კი შეურაწყოფილად ვგრძნობ თავს, რომ გგონიათ ბინძურ წითელკანიანს, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა მე ვფარველობ.
მეტი დამაჯერებლობისთვის მალენამ ცხვირი აიბზუა და შავი ყორანივით თვალები მიაპყრო ოფიცრებს.
_ არა, არა მალენა რას ამბობთ?
ჩვენი მოვალეობაა უბრალოდ, თორემ როგორ არ გვჯერა.
გვაპატიე მალენა, ბოდიშით.
შემოგეჭერით, დაგტოვებთ და თუ ვინმეს შენიშნავ გვითხარი... აუცილებლად გვითხარი.
_ შენ გეძებენ... შენ ხარ ბელადი, ღმერთო ჩემო რა მოხდა ისეთი, რომ ორ საუკუნოვანი ზავი დაარღვიე და საზღვარზე გადმოხვედი?
სულ მთლად შეიშალე?
ჩურჩულებდა გოგონა, მაგრამ მის საუბარს არც კი უსმენდა ბიჭი, მხოლოდ მის წითელ ტუჩებს უყურებდა, რომელიც საკოცნელად იწვევდა.
_ მიპასუხებ?
_ მგელი მყავს ავად.
_ ღმერთო ჩემო, მოგკლავენ და ჩვენც დაგვაყოლებენ.
კი მაგრამ მაგიას ხო თქვენც ფლობთ, რატომ ჩვენ?
ნამდვილ პასუხს გასცემდა კიდევაც იოგი, რომ არა მალენა.
_ შეგიძლია გამოხვიდე მეფეო, შვილი გელოდება.
წამში მოსწყდა ქალის სხეულს, თბილი სხეული და გარეთ ისარივით გავარდა დიდი მეფე იოგი.
პირველი რაც თვალში მოხვდა წითლად შეღებილი აიდა იყო, სისხლიანი და გაოფლილი, ხოლო მეორე გრომი...
_ ცოცხალი ხარ, ცოცხალი ხარ.
გახარებული გაიქცა და მგელი პატარა ბავშვივით ხელში აიტაცა.
უყურებდნენ ბოშები, უყურებდნენ მისი გახარებული ბიჭები, უყურებდა სევდიანი მალენა, ქალბატონი აიდა და ბოშების დედოფალი ესმა.
უყურებდნენ და ყველამ იცოდა მისი ბედი, რომ 2 საუკუნის შემდეგ მალენასა და იოგის ბაბუას დორიოსის სიყვარულის შემდეგ, კვლავ მოვიდოდა სამხრეთში ზამთარი, კვლავ იყმუვლებდნენ მგლები, თვალებს დასთხრიდნენ მათ ყვავები და გრაფსვალდში და ვოლფრეგრედში კვლავ ჩაირაზებოდა სავსე მთვარისას კარი.



№1  offline წევრი triniti

ეს რა იყოო?დასაწყისია საოცარი უნდა ვაღიარო...ეს ისტორია ვფიქრობ ჩემი ფავორიტი გახდება....ისე კარგად ვერ გავერკვიე და წავედი მეორე კრუგზე უნდა წავიკიტხოოო...ველი შემდეგს სულმოუთქმელად....ეს რა მაგარი რამეა..ნუ დასაწყისიდან ასე ჩანს..

 


№2  offline მოდერი pekhshvela

ძალიან განსხვავებული და საინტერესოა. საოცარი წერის სტილი გაქვს. წარმატებები და ველი შემდეგს^^

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მიყვარს ამ ჟანრის მოთხრობები და ძალიან მიხარია რომ დაიდო.ველი შემდეგ თავს
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

რაღაც განსხვავებული და საინტერესოა
ნამდვილად ღირს წაკითხვად
ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი magdamargia

მომეწონა ძალიან <3
ველოდები მომდევნო თავს <3

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

პუნქტუაციური შეცდომები რომ არ შევიმჩნიო,
ისტორიის სახელიც და შინაარსიც ძალიან კარგია!
დასაწყისში, ვეთანხმები ბატონ გურამს:)
დავინტრიგდი... დამაინტერესა, ჩამითრია! innocent
საინტერესოდ წერ, გააგრძელე აუცილებლად! sunglasses

 


№7  offline წევრი triniti

როდის დადებ ახალ თავს?

 


№8  offline წევრი ნეფერტარი

წავიკითხე. დამაინტერესა განსხვავებულობის გამო.

რამდენიმე რეკომენდაცია მაქვს:

1. პირველივე ეპიზოდი მთლიანად ამოსაღებია. თხრობა უნდა დაიწყოს იქედან სადაც ელა მედდა ნემსს უკეთებს მოხუც კაცს. ამოსაღებია იმიტომ რომ თითქმის იდეალურ ანალოგიას ჰქმნის გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდასთან" სრულიად სხვაგან მიჰყავხარ და თხრობის სიუჟეტს იმდენად გაცილებს რომ ძლივს დავუბრუნდი.
2. რაიმე ერთი ტერმინი გამოიყენებთ ან მოხუცი კაცი, ან უბრალოდ მოხუცი, თორემ ხან მოუხც მამაკაცს ამბობთ, ხან მოხუცს და ისე ჩანს თითქოს ვინმე ახალი პერსონაჟი შემოვიდა თხრობაში. ჩემი სუბიექტური აზრით მოხუცი კაცი ჯობს.
3. ჯენას თხრობა ძველი ლეგენდის შესახებ ცოტათი არადამაჯერებელია, 13 წლის ბავშვი ასე დალაგებით ასეთ ძველ ლეგენდას ვერ მოყვება, ჯობია ჯენას ბებიამ ან პაპამ ან მამამ მოუყვეს ეს ლეგენდა მთავარ პერსონაჟს. ლეგენდის ამბავიც ცოტათი არეულია ფრაზების ნაწილში, ხელახლა წაკითხვა და კარგად დალაგება ჭირდება.
4. ვერ გავიგე გურამს რატომ ეძახიან ჯორჯს. სახელი გურამი არ არის არცერთ ენაზე ძნელი გამოსათქმელი, როგორც იწერება ისე იკითხება, ამიტომ, ან რამე დამაჯერებელი მოტივაცია უნდა მოიძებნოს, ანუ მხოლოდ გურამი დარჩეს ყველგან.

5. სანამ რამეს გამოაქვეყნებთ, ხმამაღლა წაიკითხეთ და ყველა შეცდომას მიაგნებთ, სტილისტურსაც და აზრობრივსაც. ბოლო ნაწილი გაუმართავი მგონია ცოტათი.

ჯერ ჯერობით ეს იყოს, ამ ეტაპზე საკმარისზე მეტიც მგონია ამდენი რეკომენდაცია.

თუ ამ რეკომენდაციებს გაიზიარებ, უაღრესად პერსპექტიულია შენი დასაწყისი. სათაურიც ძლიერია და ეს თავიც. ოღონდ ქალაქების სახელებს ყურადღება მიაქციე. თუ ისინი ნამდვილად არსებობენ დაწერე რომ ნამდვილად არსებობენ, თორემ ერთი შენს მიერ ხსენებული ქალაქი გერმანიაშია და მკითხველის არასაჭირო დაბნეულობას იწვევს.

წარმატებები.

 


№9  offline წევრი Steppenwolf

მადლობა დიდი:) თუმცა რაც გთხოვეთ იმას თუ წაიკითხავდით კარგი იქნებოდა
--------------------
მიაძაკი

 


№10  offline წევრი ნეფერტარი

Steppenwolf
მადლობა დიდი:) თუმცა რაც გთხოვეთ იმას თუ წაიკითხავდით კარგი იქნებოდა


ვერ გავიგე, ეს კომენტარი მე მეკუთვნის? თუ ასეა, იქნებ შემახსენოთ თხოვნა? :)
ერთი კვირა ავად ვიყავი და შეიძლება რაიმე გამომრჩა.

პატივისცემით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent