შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the last cigarette


20-07-2018, 01:29
ავტორი ნიანო
ნანახია 1 297

სახლის კარი ფრთხილად გამოვიხურე, ქუჩას მაღლა ავუყევი და ნაცნობ ადგილს მივადექი. ქურთუკი იქვე დავაგდე, თერმოსიდან კაკაო დავისხი და ქალაქს გადმოვხედე. ჩუმი, მაგრამ ხმაურიანი,სუფთა მაგრამ ჭაობად იყო ქცეული ჩემი ქალაქი.თვალები დავხუჭე,ქარის მოტანილი სურნელი ღრმად შევუშვი ფილტვებში. მხოლოდ აქ, მხოლოდ აქ იყო ჰაერი სუფთა და მე თავხედმა, მე უსინდისომ გავბდე და ჩემი სუნით დავაბიძურე აქაურობა. ქურთუკიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოვაძვრინე, ნიკოტინი ფილტვებში გავუშვი და დავფიქრდი როდის გავიცანი ჩემი ქალაქი.
...
ცხრა წლის როცა ვიყავი მამაჩემი უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. მამას დასაფლავების დღეს უგზო-უკვლოდ დავბოდიალობდი და აქ აღმოვჩნდი. პატარა ხის სკამი იდგა, ძალიან ძველი. ადამიანებისგან მივიწყებული. ვინ იცის რამდენი წყვილი მჯდარა ამ სკამზე, რამდენ ადამიანს უტირია განშორებისგან. იქნებ ვინმეს თავიც კი მოუკლავს. ვინ იცის რამდენი ადამიანის ისტორიას ინახავდა ეს პატარა სკამი. ადამიანთან ჩემთვის უცნობ რიცხვს მეც შევემატე. მთელი დღე იქ ვჯექი. ვერ ვიგრძენი დრო როგორ გადიოდა, ვფიქრობდი მამაზე, ჩემს შვიდი წლის ძმაზე, დედაზე . როგორ ვიქნებოდით მამას გარეშე. როგორი იქნებოდა ჩვენიოჯახი, რას ვიგრძნობდი როცა ყოველ დილას მამა არ მომიკაკუნებდა სააბაზანოს კარზე და არ მეტყობა -‘’ანაბელ სკოლაში წასვლის დროა’’ . რას იგრძნობდა ლუკა როდესაც ეზოში მამა არ ეთამაშებოდა ბურთს და ბოლოს.. როგორი იქნებოდა მაკა ზამთარაძის ცხოვრება მამას გარეშე. იმ ადამიანის გარეშე ვინც შვილებზე მეტადაც კი უყვარდა. ცის ლურჯ ფერს დავიფიცები, არასდროს არსად არ მინახავს წყვილი ასე ყოფილიყო ერთმანეთზე შეყვარებული. პირველად მაშინ შევხვდი ჩემს ქალაქს პირისპირ. ის დიდი იყო, ზორბა, საშიში, უფროსი.. მე კი სულ რაღაც ცხრა წლის, დაუცველი და დაობლებული მაგრამ მაინც ჩვენ ორივე ვხვდებოდით რომ იმ მომენტში მე მასზე ძლიერი ვიყავი
...
იმ დღის შემდეგ, ყოველთვის როდესაც ცუდად ვიყავი,სახლიდან გამოვდიოდი, ჩემ ქუჩას მაღლა მივუყვებოდი და ჩემს მეგობართან მივდიოდი. დიდხანს ვიჯექი იქ, კაკაოს ვსვამდი და ქალაქს ვუყურებდი.
...
ქურთუკიდან მეორე ღერი ამოვაძვრინე და ნიკოტინის დიდი დოზა გადავტყორცნე ფილტვებში
...
თორმეტი წლის ისე გავხდი დედის ყურადღება არ მიგრძვნია, მთელი დღე ოთახში იჯდა, მამას სურათებს უყურებდა და ტიროდა. ჩვენ ბებია გვივლიდა.. ორი წლით პატარა ლუკას გაზრდაზე მე ავიღე პასუხისმგებლობა. ვცდილობდი , როგორც შემეძლო, ისეთი ყოფილიყო როგორიც მამა. სამი წელი ვფიქრობდი რომ დედა საბოლოოდ შეიშალა, შვილებზე ხელიაიღო და მთელ ცხოვრებას მამას გლოვაში გაატარებდა.
23 ნოემბერს, მამას გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე, როდესაც დედა ოთახიდან გამოვიდა, პირისკენ წაღებული ჩანგალი ჰაერში გამიჩრედა. ყველაზე ღიაფერის რაც კი გარდერობში ქონდა ის ჩაეცვა. ხელში დიდი ყუთი ეკავმა, რომელიც მამას ნივთებით იყო სავსე. ეზოში დავიდა და ყველაფერი დაწვა. არც ერთი სურათი, არც ერთი პერანგი. აქამდე ხელუხლებელი ყველა ნივთი დაწვა. ფანჯრიდან ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ შევნიშნე როგორ დაბერებულა ამ სამ წელიწადში, მხრებში მოხრილა, ლამაზი თმა გათეთრებოდა. ლოყები ჩაცვენილი ქონდა, თვალებში ყველანაირი ნაპერწკალი გამქრალი ქონდა. თითქოს მის თვალებსაც შეეცვალთ ფერი, ყავისფერი მანათობელი თვალების ნაცვლად, ახლა შავი ფერი იყურებოდა იქიდან. ვხედავდი რამხელა ტკივილი ეხატა სახეზე როცა მამას ნივთებს წვავდა, როდესაც უკანასკნელი წინდა დაიწვა მოტრიალდა და კიბეზე ამოვიდა. შემომხედა და გამიღიმა.
-‘’მადლობა ანაბელ’’
ამდენს ვეღარ გავუძელი და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. დედა ჩამეხუტა და თმაზე დამიწყო ფერება. ვგრძნობდი რომ იმ მომენტში მე ორივეს ნაცვლად ვტიროდი.იმ დღეს სანამ მე ბედნიერებისგან და ტკივილისგან ვტიროდი, გარეთ წვიმდა. ნოემბრის წვიმამ წაშალა მამაჩემის ნივთებისგან დარჩენილი ფერფლიდა იმ დღის მერე მამა არავის უხსენებია ჩემ სახლში.

...
მესამე ღერი და კაკაოს ახალი დოზა ერთად მივაწყოდე ორგანიზმს.

...
მამაჩემის სამი წლის თავამდე ერთი კვირით ადრე ჩვენთან გამომძიებელი მოვიდა. გვთხოვა კიდევ ერთხელ მოგვეყოლა მამას გარდაცვალების ამბავი. მაგრამ მე და ლუკა პატარები ვიყავით როცა ესმოხდა. დედას კი საუბარი არ უნდოდა. ამ დღიდან 48 საათის თავზე ჩვენთან პოლიცია მოვიდა და გვითხრა რომ მამამ თავი მოიკლა.
მამაჩემის დაღუპვის აქამდე ნაცნობი ვერსია იუწყებოდა რომ მამა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხიდიდან გადავარდა. მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა. მანქანა ვერსად იპოვეს. მხოლოდ მამას ცხედარი ამოიყვანეს მდინარიდან. მხოლოდ წლბის შემდეგ გაჩნდა კითხვა, როდესაც მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, რა სიჩქარით მოდიოდა მძღოლი რომ ჯებირმა ვერ გაუძლო. მანქანა რომელიც გვიან გამოირიყა ერთ-ერთ სანაპიროზე შეამოწმეს და აღმოჩნდა რომ მამამ განგებ მოუმატა სიჩქარეს და თავი მოიკლა. სწორედ ამიტომ გამოვიდა დედა ოთახიდან. ლუკას სახელზე დატოვებული მემკვიდრეობა გაყიდა და ახალი ცხოვრება დავიწყეთ.
...
მეოთხე ღერს როცა მოვუკიდე ჩემმა ტელეფონმა დარეკა
ჩემი მეგობარი იყო. მობილურს დავხედე, უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მხვდებოდა ნაცნობი თუ უცნობი ნომრებისგან. იმდენად გავერთე წარსულის გახსენებაში რომ დამავიწყდა კიდეც აწმყო.
შემოსული ზარი კიდევ ერთხელ დავაიგნორე და ფიქრი გავაგრძელე.
ის დღე გამახსენდა როცა პირველად ბიჭი შემიყვარდა. ჩემთვისყველაზე ბედნიერი და უბედურ დღეზე დავიწყე ფიქრი.
...
იმ წელს გაუგებარი მიზეზით ახალ სკოლაში გადავედი. 3 ოქტომბერი იყო როდესაც მასწავლებელთან ერთად კლასის კარები შევაღე. ისტორიის გაკვეთილი რომელიც საქართველოს ისტორიაზე იყო მეცამეტე საუკუნეში გააჩერეს ჩემს გამო.
-‘’ეს ანაბელ მაისურაძეა, ჩვენთან წელს გამოვიდა, და თქვენს კლასში იქნება,არის ადგილი სადაც ანაბელი დაჯდება?“
-აქ არის მასწავლებელო_ სათნო სახიანმა გოგონამ ხელი მოხდენილად აწია
-‘’გაგიმართლა ანაბელ, სალომეს გვერდით დაჯექი“_მასწავლებელმა ღიმილით გამომხედა და მეც ჩემი ახალი ადგილისკენ გავემართე
გაკვეთილი მალევე დასრულდა. ზარი დაირეკა თუარა სალომემ მასწავლებელს ყურადღება მოწყვიტა და მე გამეცნო
-‘’სალომე ტუღუში, ანაბელი ხო?
-‘’დიახ’’
..
ამ დღის მერე დაიწყო ჩემი და სალომეს უსაზღვროდ თბილი მეობრობა, იქამდე სანამ გზები არ გადაგვეკვეთა და ჩემდა საუბედუროდ იმ ბიჭს არ შევუყვარდი ვინც სალომეს უყვარდა.
ვაჟიკო ლომია.
ჩემთვის საძულველი მაგრამ უზომოდ საყვარელი ადამიანი. მთელი წელი ვუმალავდი სალომეს ამ აკრძალულ სიყვარულს. ვაჟიკომ იმ დღესვე შემამჩნია როდესაც მათ კლასში პირველად შევაბიჯე. სამი ოქტომბერი ჩემი მწარე მომავლის საწყის დღედ იქცა.
ჩემი ყოველდღიური რუტინა სინქრონულად მიდიოდა. დავდიოდი სკოლაში , ვხვდებოდი ვაჟიკოს და ვატყუებდი სალომეს. სასწავლო წლის დასასრულს ჩემს ცხოვრებაში ახალი თავსატეხი გაჩნდა. ჩემი ძმა. რომელიც გარდატეხის ასაკში იყო. მეათე კლასელი ლუკა. რომელსაც ყველაზე რთული პერიოდი ქონდა და მუდმივად კუდში დევნა სჭირდებოდა, ახალ პრობლემაში .ვაჟიკო ლომიასა და ლუკა მაისურაძეს შორის დიდმა შავმა ღრუბელმა დაიდო ბინა. იყო ბევრი საქმის გარჩევა, ბევრი თხოვნა. დაფიცება შერიგება . მერე ისევ თავიდან. ლუკა სახლიდან წავიდა. მე ვაჟიკოს დავშორდი. დედა გიჟს გავდა აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს ლუკაც ვიპოვე და სახლში დავაბრუნე. ვაჟიკო ჩემი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა, სკოლაში მოსვენებას არ მაძლევდა, მთხოვდა რომ შევრიგებოდი..
მაგრამ მომიწია საბოლოოდ დამეხურა ჩემი გული ვაჟიკო ლომიასთვის. ჩემი ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტი იყო.
ჩემი და ვაჟიკოს ურთიერთობაზე ყველამ გაიგო, მათ შორის სალომემაც. იმ საღამოს სახლში ვიყავი და ვკთხულობდი როცა კარზე ბრახუნი ატყდა. გავაღე და სალომე გაფითრებული სახით შემოვარდა
..
-როგორ არ გრცხვენია, მიგიღე, მეგობარი გიწყოდე. ჩემს ოჯახში შემოხვედი და რა გამიკეთე, უკანასკნელი ბო*ივით მოიქეცი.შენ ვინ ყოფილხარ, რა ადამიანი ხარ. თურმე საერთოდ არ გიცნობდი. დღეიდან დამივიწყდე. დაივიწყე რომ საერთოდ მიცნობდი..
-სალომე..
-ხმა არ ამოიღო , ანაბელ მაისურაძე ჩემთვის მკვდარი ხარ. შენი ხმის გაგონებაც კი აღარ მინდა.. არასდროს გაპატიებ რომ ასე მომექეცი..
...
იმ დღეს მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა. ყველაფერი დავკარგე, ამდენი წვალებით აკოწიწებული ჩემი სამყარო გავანადგურე.
მეხუთე ღერი ამოვაცოცე ქურთუკის ჯიბიდან და ქალაქს გადავხედე. მაღლა მთებთან მზეს იერთებდა დედამიწა და ვარდისფერ სხივებს ჩვენსკენ სტყორცნიდა.
...
იმ დღეს ყველაფერი მთავრებოდა რაც სკოლას უკავშირდებოდა, გამოსაშვები საღამოს შემდეგ წარსულის კარს გამოვიხურავდი მეგონა.. მეგონა ყველაფერი აქ დარჩებოდა. ვაჟიკო ლომიაც იქ იყო ცხადია. აღარც მახსოვს რამდენჯერ ითხხოვა მეპატიებინა. მაგრამ ჩემთვის მთავარი ლუკა იყო. ამიტომ ვაიგნორებდი..
სალომე სკოლიდან გადავიდა, მ დღის მერე აღარ მინახავს, როგორ ვემზადებოდით გამოსაშვებისთვის მაგრამ წავიდა.. და ეს ჩემი ბრალი იყო, მე არ გავუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას, მე დავუმალე. ალკოჰოლი სისხლში მოძრაობდა და ჩემს წარსულს მავიწყებდა. მოულოდნელად დარბაზში შუქი გათიშეს. ყველა ადგილზე გაჩერდა. არავინ იცოდა რა ხდებოდა. ყველამ ტელეფონს დაუწყო ძებნა ან რამე საშუალებას რითიც გაანათებდნენ და ამ შუქზე დავინაზე ჩემს წინ დაჩოქილი ვაჟიკო ლომია. შუქი მალე აანთესს და მთელი დარბაზი გაისუსა
-ანაბელ_ნასვამი იყო, ძლივს ლაპარაკობდა- გთხოვ მაპატიე და გამომყევი ცოლად.
ბოლო სიტყვა ექოსავით გაისმა, ერთ მომენტში ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი, ვიფიქრე დავთანხმდები მეთქი..
-მე არ მიყვარხარ ვაჟიკო, არ მინდა ვიყო შენი ცოლი.
მოსაცმელს ხელი მოვკიდე და დარბაზიდან გამოვედი. არ ვიცოდი შეცდომა დავუშვი თუარა მაგრამ მივხვდი რომ ვაჟიკოზე უარი ვთქვი. ტაქსი ვერგავაჩერე ამიტომ ქუჩას ფეხით დავუყევი, ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და გამოვფხიზლდი.
...
იმ დღეს საბოლოოდ გამოვუხურე სკოლის კარი , აღარც ვაჟიკო მინახავს, აღარც სალომე. ჩემთვს ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო..
სამი ღერიღა მქონდა დარჩენილი. მეექვსე ღერის კვამლით ავივსე ფილტვები და ის დღე გავიხსენე როცა ჩემი სული განადურდა.
..
მხოლოდ ფრაგმენტებიმახსოვს როგორ გაჩერდა ჩემს ფეხებთან შავი ჯიპი. მერე არ მახსოვს არაფერი. მხოლოდ კადრები. ტყე. პატარა ხის კოტეჯი. ხხელებს ვერ ვამოძრავებდი. თითქმის უგონოდვიყავი. მანქანიდან ვიღაცამ გადმომათრია და სახლში შემიყვანა.
შემდეგ ვაჟიკოს ხმა.. რაღაცას მელაპარაკებოდა. არ მახსოვს რას... წლებია მისი ხმა არ გამიგია. ალბათ იმ დღის მერე რაც ხელი მთხოვა რამდენი წელი გავიდა.. ოთხი? ხო ალბათ ოთხი.. იმ ღამით ვაჟიკკომ არა მარტო გული არამედ ყველაფერი მატკინა. უკვე თენდებოდა ისევ შავ ჯიპში ვიჯექი.ისევ გაბრუებული.. ჩემი სახლის სადარბაზოსთან დამაგდეს. და იქვე გავითიშე.
საავადმყოფოში გავიღვიძე. გვერდით ლუკა მეჯდა, სახე შეშლილი, თვალებ დაწითლებული მაგრამ მაინც გასატყორცნად გამზადებულ ისარს გავდა. მზად იყო მოეკლა ყველა ვინც ასე მომექცა, მოეკლა ვინც მის დას ასე მოექცა. მთელი სხეული მტკიოდა. აზროვნება და ლაპარაკი მიჭირდა.
როგორც მერე გავიგე და დავნახე, ლუკამ დილას მიპოვა სადარბაზოსთან, ნაწამები და სისხლინი, საავადმყოფოში როცა მიმიყვანეს გონება დაკარგული მქონდა. ძლიერი დამაძინებელი საშუალება მქონდა მიღებული. დიდი დოზით. ხელები დაკაწრული მქონდა. სახეზე და ბარძაყებზე ჯერ კიდებ მეტყობოდა დალურჯებები. სამი დღე მეძინა..სამი დღე არ ეძინა ლუკას და ეძებდა ვაჟიკოს მოსაკლავად. მაგრამ ვერსად იპოვა.
მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალბდა გონებაში..
-‘’შენს ძმას მოკითხვა გადაეცი“
არც მაშინ და არც ახლა არ ვიცი რა მოხდა ჩემს ძმასა ვაჟიკოს შორის.
ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოსკენ გავრბოდი. წარბშეუხრელად მოვიცილე ის ნაყოფი რომელიც იმ საშინელი ღამის შემდეგ ვაჟიკო ლომიამ დამიტოვა სხეულში.
...
მეშვიდე ღერზე ყველაზე მწარეს მივადექი..
ჩემი გატაცებიდან ექვსი თვის შემდეგ ლუკა გაქრა. ყველანაირი გზით ვეძებდი მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
8 ივლისს როდესაც სახლში მივედი კარებში წერილი დამხვდა გარჭობილი
ვაჟიკოსგან იყო, მისამართი და მკაცრი გაფრთხილება რომ ლუკას მოკლავდა თუ პოლიციას მივიყვანდი.
...
დიდი რკინის კარი მძიმედ გაიღო და როგორც კი შევედი დაიხურა. დიდ დარბაზში აღმოვჩნდი, ბოლოში ლუკა იყო უკან კი ვაჟიკო ედგა. მათკენ გავიქეცი მაგრამ ვიღაცამ გამაკავა. ხელები გადამიტრიალეს და დამაჩოქეს.
ვხედავდი ჩემს პატარა ძმას. ნაწამებს, ნაცემს.. მძულდა ყველა ვინცმის ლამაზ სახეს შეეხო, ვინც მისი სისხლი დაღვარა..
წამიც და იარაღის ხმამ დაძაბულობით სავსე ჰაერი გააპო.
-ლუკა..
...
ვხედავდი როგორ იცლებოდა სისხლისგან და ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი ძმა რომელსაც შევყურებდით მეც და დედაც, ჩვენი ბოლო იმედი ახლა ჩემს თვალწინ კვდებოდა მაგრამ რატომ.. ღმერთო რატომ. გონება დავკარგე. ვიღაცამ ხელი დამიშვა და იატაკზე დამაგდო.
მერე?! მერე აღარ ვიცი რამოხდა. ჩემმ პალატაში გაუჩერებლად მოდიოდნენ გამომძიებლები მაგრამ მე ვდუმდი. ორი წელი ხმა არ ამომიღია. ძლიერი მკურნალობის ქვეშ ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიწექი. არავინ და არაფერი მახსოვდა, მხლოდ ვაჟიკო ლომია. ამასობაში ქვეყნის მმართველობა გამოცვალეს, ლუკამაისურაძის საქმე კი სამუდამოდ დაილექა არქივის მტვრით. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე კლინიკიდან გამომწერეს.
...
ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ ანაბელ მაისურაძემ ძმის საფლავი ინახულა. ყვავილები დაალაგა და იმმის შემდეგ იმ ადგილას აღარავისუნახავს.
..
როგროც მოწმეები ყვებიანსამშენებლო კომპანიის დირექტორ ვაჟიკო ლომიასთან იმ დღეს ახალგაზრდა გოგომ ითხოვა შეხვედრა, თავი ვაჟიკოს საცოლედ გააცნო ხალხს. მაღალი გოგო იყო. შავებში ჩაცმული, შავი ოთხკკუთედი ჩანთა ქონდა. ვაჟიკოსთან როდესაც ავიდა ექვსი საათი იყო.იმის შემდეგ კომპანია დაცალეს..
...
ბოლო ღერიღა იყო. კაკაოს უკანასკნელი ყლუპი მოვსვი და ბოლო ღერს მოვუკიდე.
ქვემოთ სირენების ხმა ისმოდა. გამეთიმა და კიდევ ერთი პორცია ნიკოტინი გავუშვი ფილტვებისკენ..
..
თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი ადამიანს რომელიც ოდესღაც მიყვარდა და ახლა მძულდა.
-ანაბელ, ანაბელ მომისმინე, ამით ლუკას ვერ დაიბრუნებ. ის წავიდა. გთხოვ დამინდე. მაპატიე ანაბელ..
-შენ დაინდე ლუკა ?
...
პოლიციის სირენების ხმა უკვე აღმართზე ისმოდა. ისევ გამეღიმა.
დასრულდა..
გავიფიქრე გულში..
....
ანაბელ მაისურაძე ცეცხლ სასროლი იარაღით თავში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა შემთხვევის ადგილზე. მას პოლიციამ მიაგნო როდესაც ეძებდნენროგორც ვაჟიკო ლომიას მკვლელობაში ბრალდებულს.

30 ივლისი
2018 წელი



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უჰ ძალიან მძიმე წასაკითხი გამოვიდა. მომეწონა ისტორია, მაგრამ რატომღაც არაქართულ სახელწოდებას ვერ ვუხდენ ისტორიას. ძირითადად არ ვკითხულობ ხოლმე, როცა ისტორიას ინგლისური სათაური აქვს. ასე მგონია, აუბრალოებს. მაგრამ მიხარია რომ წავიკითხე. ძალიან კარგად წერ და იმედია არ შეწყვეტ წერას

 


№2  offline წევრი ნიანო

Chikochiko
უჰ ძალიან მძიმე წასაკითხი გამოვიდა. მომეწონა ისტორია, მაგრამ რატომღაც არაქართულ სახელწოდებას ვერ ვუხდენ ისტორიას. ძირითადად არ ვკითხულობ ხოლმე, როცა ისტორიას ინგლისური სათაური აქვს. ასე მგონია, აუბრალოებს. მაგრამ მიხარია რომ წავიკითხე. ძალიან კარგად წერ და იმედია არ შეწყვეტ წერას

Chikochiko
უჰ ძალიან მძიმე წასაკითხი გამოვიდა. მომეწონა ისტორია, მაგრამ რატომღაც არაქართულ სახელწოდებას ვერ ვუხდენ ისტორიას. ძირითადად არ ვკითხულობ ხოლმე, როცა ისტორიას ინგლისური სათაური აქვს. ასე მგონია, აუბრალოებს. მაგრამ მიხარია რომ წავიკითხე. ძალიან კარგად წერ და იმედია არ შეწყვეტ წერას

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი ნიანო

ანი ვეშაგური
საინტერესოაა❤ ძალიან კარგად წერ და გააგრძელე ❤ არ შეწყვიტო წერა❤

მადლობა დიდი <3 ვეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent