შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე დადეშქელიანი (სრულად)


21-07-2018, 15:32
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 153 865

ეს ისტორია ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავწერე, საკმაოდ გაუმართავი იყო ემოციურადაც განსხვავდება იმ ისტორიებისგან ახლა რომ ვწერ ...ვეცადე გამომესწორებინა და უკეთ წასაკითხი გამხდარიყო , იმედია გამოვიდა. ვინც პირველად კითხულობს მინდა იცოდესს რომ ზღაპარს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი ვიდრე რეალობას, ძალიან ბევრი წყვილია, ბევრი ბავშვი, გადაჭარბებული ამბებითა ისტორიაა მოკლედ თუ გადაწყვეტთ წაკითხვას იმედია მოგეწონებათ,გაერთობით და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ...

..................
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე , არასდროს იცი რას გიმზადებს. შესაძლოა საშინლად დაწყებულმა დილამ მთელი დღე გაგიუფერულოს .ერთმა ნაბიჯმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს უფსკრულში მოგისროლოს ან მწვერვალზე აგიყვანოს...
არავინ იცის ღმერთი რას გიმზადებს . ბნელ ღამეს ხომ ყოველთვის სდევს ნათელი დღე.უბედურებას ბედნიერება ცვლის და სამუდამოდ ბედნიერებასაც ვერ შეინარჩუნებ. და მაინც არასდროს უნდა დანებდე , ბოლომდე უნდა იბრძოლო ან დინებას მიყვე ,შესაძლოა სწორედ ასე მიხვიდე იმ წერტილამდე რომელთან შეხებაზეც კი ვერც იოცნებებდი . ეს და კიდევ სხვა უამრავი მსგავსი გამამხნევებელი სიტყვები ჰქონდა წაკითხული მარიამს,მაგრამ საკუთარი ბედნიერების არასდროს სჯეროდა. მისთვის ყოველი დილა ახალი განსაცდელის შიშით იწყებოდა , ლოცულობდა არა ბედნიერებისთვის არამედ ნაკლები სატანჯველისთვის.
დილით როგორც ყოველთვის მაღვიძარას დარეკვამდე გაეღვიძა , ჩვევაში გადაზრდილი ჰქონდა ყოველი დღის გამთენიისას დაწყება. მაღვიძარა გამორთო, საბანი გადასწია და ნელა წამოდგა. ძველი მაისური ეცვა ,რომელსაც აღარც ფერი ჰქონდა შერჩენილი და აღარც ფორმა, სუფთა იყო და ესეც საკმარისი იყო .საჭირო სამოსი გამოიღო პატარა კარადიდან და სააბაზანოში მიიმალა ...
ალბათ გაინტერესებთ სად ცხოვრობს ხომ? უზარმაზარ სასტუმროს სარდაფში,სულ დაბლა პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში რომელიც წესით უბრალო საკუჭნაოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ მარიამი რამდენიმე საათით ძილსა და რამდენიმე ნივთის შენახვას მხოლოდ იქ ახერხებს. დამღლელი,შრომატევადი დღის შემდეგ სწორედ ამ პაწაწინა სარკმლიანი ოთახში ახერხებს ძალების აღდგენას. ერთი პატარა საწოლი,კარადა და საბაზანოა მის განკარგულებაში.დადებითი მხარეებიც აქვს იქაურობას, არ ცივა ,მღრნელები და მწერები არ აწუხებენ ,მშვიდადაც შეუძლია ცხოვრება.
მოწესრიგდა და პირველი სამსახურის ფორმა მოირგო.დიახ პირველის, რადგან დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას მუშაობდა. დილიდან დამლაგებლის მოვალეობას ასრულებდა და შესაბამისი ფორმაც მოირგო. სასტუმროში ყველაფერი მოწესრიგებული იყო,მათ შორის ფორმაც: თეთრი პერანგი, შავი მუხლზე კაბა და წინსაფარი, ფეხზე სპეციალური რეზინის ფეხსაცმელი,ქუდი და ხელთათმანები შეადგენდა მის პირველ ფორმას.
დილით სიმშვიდე იყო ყველას ეძინა და ყველაზე მეტად ეს საქმე მოსწონდა. სხვა პერსონალთან ერთად მუშაობდა ,ზუსტად იცოდა რაც ევალებოდა და გაუთვალისწინებელი არაფერი ხდებოდა. მდუმარედ ალაგებდა სამზარეულოს,დერეფნებს, საპირფარეშოებს, კაზინოს სასტუმროში არსებულ ყველა განყოფილებაში იყო ნამყოფი. მიუხედავად პერსონალის სიმრავლისა მაინც უამრავი საქმე ჰქონდა.
საქმე ნომერი პირველი ექვს საათზე დაასრულა , მიუხედავად იმისა რომ მთავარ ნაწილს დილითვე ილევდნენ ყოველთვის ადგილზე უნდა ყოფილიყო. ოთახში შევიდა, ძალა სჭირდებოდა დღის გასაგრძელებლად, უნდა გამოეცვალა ,ეჭამა და რამდენიმე წუთს დაესვენა. ის იყო უნდა დაწოლილიყო კარი რომ გაიღო და მისი მტანჯველი გამოჩნდა, კაცი რომელიც ამქვეყნიურ ჯოჯოხთს უწყობდა
-მობრძანდი ქალბატონო? რა დაღლილი სახით მოძრაობ შენც რამეს არ მიკეთებდე ..დროზე ჭამე ,ათი წუთი გაქ გამოიცვალე და რესტორანში ამოდი, დღეს ბევრი ხახლია და ორმაგად მოგიწევს მუშაობა მიმტანიც იქნები და სამზარეულოდანაც შენ გამოიტან ყველაფერს არაა დღეს ლალიკო-უცებ მისცა დავალება და წავიდა
ჭამა? საერთოდ ოდესმე სიამოვნებას იღებდა ამით? ჭამდა იმას რაც უნდოდა? არა ,უბრალოდ იკვებებოდა ეს იყო და ეს. რამდენიმე ლუკმა ძლივს გადაყლაპა და ისევ გამოიცვალა ,პერანგის პირველი ორი ღილი გახსნა , ოდნავ ქუსლზე ფეხსაცმელი მოირგო ,თმა შეიკრა და რესტორნისკენ წავიდა.
რესტორანი მხოლოდ სასტუმროს მცხოვრებთათვის არ იყო და საკმაოდ დიდ მასშტაბზე იყო გათვლილი. ყოველთვის სავსე იყო და მიმტანებსაც შესაბამისად არ ჰქონდათ თავისუფალი დრო. ემოციურა იღლებოდა,ყველას სხვადასხვა რამ სურდა იმდენად პრეტენზიულები იყვნენ რომ თავის გაკონტროლება ბევრს უჭირდა,მომღიმარი გამომეტყველება,თავაზიანი ტონი და თავშეკავება იყო საჭირო რაც მარიამს ყველაზე კარგად გამოსდიოდა და ამიტომაც ორმაგი მუშაობა უწევდა.
საქმე ნომერი ორის დასრულების შემდეგ დასასვენებლად რო ჰქონდა, უნდა გამოეცვალა,შხაპი მიეღო და ახალი ფორმა ჩაეცვა. მაკიაჟი გაეკეთებინა და სრულიად სხვა არსებად ქცეულიყო. კლუბში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო რაც თვრამეტის გახდა და ყველაზე მეტად ვერ იტანდა ამ საქმეს. იქაური გარემო აღიზიანებდა და ზოგჯერ თავს ვერ იკავებდა, დაიგნორებაც უჭირდა იქ მომხდარი ამბების , ჩვეული მდგომარეობიდან გამოდიოდა და გაქცევის სურვილი კლავდა. ზოგჯერ ისე სურდა ყველაფერი მოესროლა და ძალიან შორს წასულიყო,ყველასგან და ყველაფრისგან შორს. მოეშორებინა მაკიაში, გაშლილი თმაც შეეკრა და ის უზარმაზარქუსლიანი ფეხსაცმელიც ნაკუწებად ექცია.
კლუბში შესვლისთანავე იგრძნო სასმელის და სიგარეტის სუნი, რომელიც გულს ურევდა და თავბრუსახვევდა თვეების მიუხედავად მაინც ვერ შეეჩვია . ხმაური ხომ საერთოდ უთიშავდა გონებას,მთელი დღის დაღლილობის შემდეგ ძალაც აღარ ჰქონა. ბართან ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა, ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იყო და საქმეც არ ჰქონდა
-მარი როგორ ხარ?-ბარმენი მაშინვე მიესალმა და თვალებგაბრწყინებულმა გაუღიმა
-შენ როგორ ხარ გიგი
-შენ რომ გხედავ მაგრად ვარ . დღეს მნიშვნელოვანი სტუმარი გვეყოლება და ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რამე არ შეგვეშალოს თორე დავეთხოვებით სამსახურს. ნუ შენ გამონაკლისი ხარ, მაგრამ რა იცი რა ხდება
-ვინ მოდის ? კახას არაფერი უთქვამს
-თვითონაც შეშინებულია და თავის ჩასვ*ილ საქმეების მოგვარებაზე ზრუნავს ალბათ -ჩაიქირქილა და განაგრძო- ნუ რა მნიშვნელობა აქ ეგ რას იზამს ,დღეს ჩამოდის ამ ყველაფრის მფლობელი და დარწმუნებული ვარ მაგის საქმეებს მოუღებს ბოლოს. მიკვირს აქამდე რომ არ გაანადგურა
-ისეთი მკაცრი ყოფილა ყველა შეშინებულია ვისაც ადრე ჰყავს ნანახი- ერთ- ერთი მიმტანი მივიდა და განაგრძო გიგის დაწყებული საუბარი
-იმაზე უარესი რა უნდა ჩაიდინოს რასაც კახა აკეთებს- მარიამს სხვებისგან განსხვავებით რეაქცია არ ჰქონდა
-ეგრეც ნუ იტყვი კახა უვიცია და უბრალოდ ძალას ავლენს ის კი ჭკვიანია და ბოლომდე განადგურებს ... სატანა არაა ,მაგრამ არც ბევრი აკლია. არავის ცემს, ქალს მითუმეტეს არ შეეხება,კახასგან განსხვავებით
-შენ იცნობ?
-ბევრი გამიგია და მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი . წამოდი ... შენ დღეს პირველ ხუთ მაგიდას მიხედე რა
-აუ არ მინდა რა გთხოვ მანდ სულ ყველაზე მდიდარი და თავშიავარდნილი ხალხი ჯდება - ჩუმად თქვა და ლიკუნას მავედრებელი თვალებით გახედა
-აქ ისეთები სხედან შენ რო მიგიშვა ვიცი დაცვის ჩარევა დაგვჭირდება მეც ლამის შემომაგლიჯეს ტანზე ყველაფერი დამიჯერე შენთვის ჯობს თან მხოლოდ ორი გოგო ზის ჯერ
-კარგი ... იმედია დღეს არავინ შემხვდება ზედმეტად პრეტენზიული -თავისთვის თქვა და გოგონების მაგიდისკენ წავიდა. შეკვეთა მიიღო და უკან დაბრუნდა. საქმე დაიწყო და შესვენების დროც აღარ ჰქონდა...
უკვე ღამის პირველი საათი იყო . ყველაზე „მოთხოვნადი“ მაგიდა რომ დაიკავეს. თავისუფალი მაგიდიდან ჭიქები აიღო და შემდეგ მივიდა ახლად მისულებთან. არცერთისთვის შეუხედავს, შეკვეთა ჩაიწერა,დაჟინებული მზერა დააიგნორა და ბარისკენ დაიძრა. ისე მიუტანა სასმელები ყველას რომ დიდხანს არცერთისთვის შეუხედავს, განათების გამო სახეებს ვერც გაარჩევდა,მხოლოდ ის იცოდა ვის რომელი სასმელი უნდოდა თავისი მოვალეობა შეასრულა და იქაურობას გაეცალა.
კიდევ ორი საათი უნდა დარჩენილიყო,მაგრამ კახამ მიაკითხა არაფერი უთქვამს ისე ჩაავლო ხელი და იქაურობას მოაშორა
-ჩქარა იარე გოგო...ნუ მოზოზინებ -ისეთი გახარებული ჩანდა თითქოს ჯეკპოტი მოიგო. მარიამი კარგად ცნობდა ამ სახეს ,ხარბი კახა მხოლოდ იმ შემთხვევაში ბედნიერდებოდა თუ საქმე ბევრ ფულს ეხებოდა.
მიყვებოდა და არ იცოდა სად მიდიოდა , არც უკითხავს ,ეშინოდა. მისი გაბრაზება ყოველთვის ცემით სრულდებოდა ახლა ნამდვილად ვერ აიტანდა დალურჯებებს და სისხლჩაქცევებს -ყოველთვის ვიცოდი რომ გამომადგებოდა შენი გარეგნობა ამიტომ გინახავდი ასე და გატარებდი ხელის გულზე აი დადგა დრო როცა ამაგი უნდა დამიფასდეს-ბუტბუტებდა მარიამისთვის გაუგებარი შინაარსის სიტყვებს ,მაგრამ უკვე იწვევდა გოგონაში ღელვას. ლიფტში რომ შევიდნენ სულ გაოცდა, ისე უცემდა გული ხვდებოდა რაღაც განსაცდელი ელოდა მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა წინ რა ელოდა
-სად მივდივართ?- როგორც იქნა კითხვა გაბედა,გული საშინლად უცემდა.მთელი არსებით გრძნობდა მოახლოებულ განსაცდელს
-რომ იცოდე როგორ გაგიმართლა აუცილებლად უნდა გამოიყენო ეს შანსი გესმის? მსგავსი შანსი აღარასდროს გექნება
-რა შანსი
-ამ ღამეს აქაურობის მფლობელთან გაატარებ, კარგად უნდა მოიქცე ისე რომ კმაყოფილი დარჩეს. სავარაუდოდ იქ არ დაგტოვებს, სწრაფად წამოდი როგორც კი დაასრულებთ და იცოდე რამე ისე რომ ვერ გააკეთო ჩემი ხელით მოგკლავ -ყელში წვდა და ისე შეხედა მარიამს გონება დაებინდა. ადრე ყველას თავიდან იშორებდა, „დიდ კუშს“ ელოდა და მარიამსაც იმედი ჰქონდა რომ მის სიხარბეს ვერავინ დააკმაყოფილებდა, რომ არასდროს მოუხდებოდა საკუთარი თავის გაყიდვა.
და აი დღე, რომელიც ჩვეულებრივად დაიწყო ,იმდენად მშვიდად გაგრძელდა რომ ბედნიერიც კი იყო. მოდუნდა და წამების თვლა დაიწყო დღის მშვიდობიანად დასრულებდამდე და სწორედ ამ დროს გამოჩნდა კახა, რომელმაც ჯოჯოხეთს ახალი ნაწილი შეჰმატა. მიდიოდა ლუქსში ,იქ სადაც არასდროს ყოფილა . იქ მხოლოდ მეპატრონე შედიოდა, ერთადერთი დამლაგებელი ალაგებდა და მომსახურე პერსონალიც არასდროს იცვლებოდა. ახლა კი ღია კარის წინ იდგა ,კარის რომელიც კახამ წამის წინ გააღო კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა ოთახში შეათრია და იქაურობას გაეცალა. კარის მიხურვის ხმამ მთელ სხეულში დაუარა, ძალა აღარ ჰქონდა, ბრძოლა აღარ შეეძლო , მცირეოდენი იმედიც კი გაუქრა. სრულიად დაცარიელდა, განადგურდა ...
უზარმაზარი ოთახის ცენტრში იდგა .მდიდრული , ძვირადღირებული და უსულო იყო ყველაფერი. მარიამისთვის გულისამრევი, ამაზრზენი და საძულველი იყო ყველაფერი ყველა და ყველაფერი ვისთანაც კი ოდესმე შეხება ჰქონია, თითქმის 19 წელი იცხოვრა და ერთი ადამიანიც არ არსებობდა მის ცხოვრებაში ვინც ამ ჭაობიდან დაიხსნიდა,მთლიანად ჭუჭყში იყო,მთელი არსებით ჩაეფლო ნაგვის გროვაში და ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეზიზღებოდა, უმოქმედობისთვის, უძლურებისთვის, მორჩილებისთვის. ეზიზღებოდა იქ დგომა, გაშეშებული, მომავალს მინდობილი უმოქმედოდ ყოფნა.
ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ერთ წერთილში თავსდდებოდა და ისევ იბრუნებდა პირვანდელ ფორმას. გონებას აქვს ზღვარი რომლის გადალახვის შემდეგაც აზროვნებას წყვეტს, შეგრძნებებს აქრობს და უსულო ქანდაკებას ემსგავსები ,ფიტულს რომელსაც საუბრისა და მოძრაობის უნარი აქვს . ბოხმა ბარიტონმა დაარღვია ირგვლივ გამეფებული სიჩუმე და ისიც მის მითითებას დაჰყვა
-სააბაზანოში შედი მაკიაჟი მოიშორე და მალე დაბრუნდი- სასმელის მომატებული დოზა მის ხმაშიც კი ჩანდა. უკან არ გაუხედავს, თავი ისევ დახრილი ჰქონდა მორჩილის პოზიციაში იდგა ისე როგორც მთელი ცხოვრება, დაპროგრამებულივით დგამდა ნაბიჯებს. უზარმაზარი სარკის წინ იდგა და ნელა იშორებდა კანიდან ზედმეტ საცხს. სარკეში საკუთარ გამოსახულებას უყურებდა, ათრთოლებულ ხელებს და წარმოიდგენდა როგორ ამსხვრევდა პატარა ნაწილებად საკუთარ სახეს სარკეში. ვენებიდან წამოსული სისხლის სუნიც კი იგრზნო წამით, რა იქნებოდა ახლა რომ დაესრულებინა ეს ჯოჯოხეთი,რა იქნებოდა არ შებრუნებულიყო იქ არ დაბრუნებულიყო და საბოლოოდ არ გაენადგურებინა საკუთარი თავი. მაინც შებრუნდა, ოთახში დაბრუნდა და ამჯერად მამაკაცის უკან დადგა,მის მაღალ სილუეტს უყურებდა ,ვისკი დაისხა და მომდევნო განკარგულება გასცა. იმდენად მთვრალი იყო სიტყვებსაც კი ძლივს ამბობდა,მორიგი ჭიქა დაცალა,კიდევ ერთი აავსო და ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ისიც გამოცალა
-შემოდი!-მარიამი დაიძრა და უკვე საძინებელში აღმოჩნდა, მამაკაცის უკან იდგა . სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ . გარემოს ისევ ვერ აღიქვავდა მხოლოდ მის წინ მდგომს ხედავდა და აკვირდებოდა -გაიხადე !-ისევ ეს მკაცრი, მბრძანებლური ტონი,მორიგი დაცლილი ჭიქა და მარიამმის მორიგი ქმედება,რომელსაც სხეულის თავისუფლება მოჰყვა. სრულიად შიშველი იდგა , ტერფებით ცივ იატაკს შეიგრძნობდა,მთელი სხეული ეწვოდა, სისხლი ისეთი სიჩქარით მოძრაობდა კაპილარების დახეთქვას ლამობდა. თითებით ცდილობდა შიშველი ადგილების დამალვას,თვალები ეწვოდა,ტირილი უნდოდა,მაგრამ ცრემლები არ მოსდიოდა. ღმერთი შვებას ამ გზითაც კი არ უგზავნიდა...
დროულად შემობრუნდა, თვალებით ჭიქას უყურებდა, კიდევ ერთხელ დაცალა და ხმაურით დადო მინის მაგიდაზე უცებ გაუსწორა მზერა მარიამს და ყინულივით ცივი ხმა კვლავ გააჟღერა-ხელები მოაშორე სხეულს და თმა უკან გადაწიე - კაცის შავი სფეროები მოსვენებას არ აძლევდნენ, თითქოს ნამდვილი უფსკრული იყო ზუსტად ისეთი როგორშიც მარიამი იყო. ხელები სხეულს მოაშორა, თმა გადაიწია და ძალაგამოცლილმა გონების დაკარგვა ინატრა,მაგრამ არც ეს სურვილი აუხდა. მშვენივრად ხედავდა მის წინ მდგომს რომელიც თვალებით ჭამდა, მთელი სხეული ეწვოდა მისი დაჟინებული მზერისგან ,ესმოდა კაცის გახშირებული სუნთქვა ხედავდა სურვილისგან გაგიჟებულ კაცს , სასმელისგან და ავხორცი წადილისგან გონებაგათიშულს რომელსაც მხოლოდ მისი სხეულის დასაკუთრება სურდა. წამში გადალახა მანძილი, შიშველს წელზე გახურებული ხელი შეუცურა , მეორე თმაზე წაავლო და სხეულზე აიკრო .
პირველ კოცნას მეორე მოჰყვა, კაცი თავს ვერ აკონტროლებდა .გოგონას სხეულით ვერ კმაყოფილდებოდა,უნდოდა ყველა წერტილს შეხებოდა, ვერ აზროვნებდა მხოლოდ მოქმედებდა. ვნებას აყოლილი, გონებაარეული ეუფლებოდა მარიამის სხეულს და სხვას ვერაფერს აღიქვამდა მისი შეხების გარდა. ისიც აჰყვა, ცხელი ტუჩებისგან დამწვარ კანს ვერაფერს შველოდა, მთელი სხეული ეწვოდა, სული ეწვოდა და მაინც ვერ ეწინააღმდეგებოდა. ვერ შეიძულა მისი შეხება, ვერ გრძნობდა ზიზღს რომელიც გონების ყველა კუნჭულით უნდა განეცადა. სხეული სულ სხვა იმპულსს გამოსცემდა,თითქოს დამოუკიდებლად მოქმედებდა. კაცის განიერ მხრებს მკლავები შემოჰხვია და სრულიად გამოუცდელი ,გაურკვეველი,მუხტს აყოლილი ალერსით აჰყვა ... თვალებს არ ახელდა, ხმას ვერ აკონტროლებდა,მთელი სხეული დაეჭიმა ფრჩხილებით კანი დაუკაწრა, წამები ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ და მაინც როგორ იწელებოდა დრო . სრულიად ჩაიკარგა სივრცეში,კაცის დაბინდულ თვალებს უყურებდა სხეულზე რომ გადაჰფარებოდა მთელი ტანით და მზერას არ აშორებდა. მოწყვეტით დაეცა მეორე მხარეს ,ტორი მოხვია და მარიამის სახესთან რამდენიმე სიტყვა მიყოლებით წარმოთქვა
-არ წახვიდე, აქ დარჩი!-ბოლო ბრძანება იყო იმ ღამით, მარიამს თვალები დაეხუჭა. სრულიად მოდუნდა და უცხო გრძნობით სავსეს ჩაეძინა. ეს არ იყო არც სიძულვილი, არც ზიზღი, არც სიხარული და ბედნიერება ეს სრულიად გაურკვეველი, არარეალური გრძნობა იყო რომლის გააზრების და გარკვევის უნარიც არ შესწევდა.
მეორე დილა განსხვავებულად დაიწყო ,დილის ექვსის ნაცვლად პირველზე გაეღვიძა. თვალები რომ გაახილა წამსვე გაახსენდა განვლილი ღამე, სხეულის სიშიშვლე და წელზე მოხვეული დაძარღვული მკლავი დავიწყების უფლებას მაინც არ მისცემდა. მძიმე სუნთქვა ყელთან ეფრქვეოდა,როგორც კი შეირხა მაშინვე იგრძნო კანზე კაცის შეხება და ცოტა ხნით შეჩერდა.შემდეგ ხელის მოშორებას ეცადა და წამსვე აღმოჩნდა ბიჭის მკლავებში მოქცეული. ისევ მისი შავი თვალები და შეკრული სუნთქვა ,დაბნეული აცეცებდა თვალებს და გამოსავალს ეძებდა. ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა,როგორ უნდა წასულიყო იქედან შორს
-რატომ ვერ ისვენებ? - ნიკაპზე მოუჭირა თითები და დაბუშებულ ტუჩებზე დააცხრა.თითები თეძოებზე მოუჭირა და სხეულზე აიკრა. ხმა ვერ გააკონტროლა , ის იყო დასხლტომა დააპირა კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა და კაციც მოშორდა- ფეხი არ მოიცვალო ჩემ დაბრუნებამდე - სრულიად განსხვავებული მზერა ჰქონდა, გამომეტყველებაც უფრო მშვიდი და ლმობიერი ჰქონდა ან უბრალოდ მარიამს ეჩვენებოდა ასე. ზეწარი მკერდზე მიიკრა და ბალიშს აეკრა. კაცმა ოთახი დატოვა ,კარი მიხურა და მეზობელ კაბინეტში ვიღაცას ესაუბრებოდა.სიტყვები არ ისმოდა,მაგრამ აშკარად განკარგულებებს აძლევდა ერთ-ერთ თანამშრომელს.
ჯერ გაშეშებული იწვა, შემდეგ სააბაზანოში შევიდა უნდოდა სასწრაფოდ მოეშორებინა თითების კვალი. გონება ნელ-ნელა უცხადებდა ბოიკოტს და პანიკა ეწყებოდა. ცოტაც და გაგიჯდებოდა. ტანზე ისე ისვამდა თითებს სულ მთლად დაუწითლდა. ყველაფერი ტკიოდა, ყველა კუნთი, ნერვი, ძვალი თითქოს მალე დაიშლებოდა და გაქრებოდა,როგორ უნდოდა ასე მომხდარიყო,როგორ უნდოდა საკუთარი თავის მიმართ გაჩენილ სიძულვილს შთაენთქა და გაენადგურებინა.
მუცელზე მკლავები რომ შემოხვია და ყელში აკოცა მაშინვე შეეცვალა ყველა შეგრძნება, ისევ იგივეს გრძნობდა,ისევ იმ აუხსნელ ემოციას განიცდიდა. შეკრთა. გაწითლდა, უნდოდა მოშორებოდა ,მაგრამ არ გამოუვიდა
-ჩშშ ,დამშვიდდი
-მე ... მე უნდა
-შენ უნდა რა ...
-წავიდე...შეიძლება წავიდე?
-ნწ..არ შეიძლება - თითებს მუცელზე დააცოცებდა ,მხარზე კოცნიდა ისევ ყელს უბრუნდებოდა და მანამ არ შეეშვა სანამ კანი არ დაუნაოჭდა. პირსახოცი მოახვია და თავი ააწევინა
-უნდა წავიდე ...ხომ უნდა წავიდე
-უნდა ვილაპარაკოთ და მერე წახვალ ...მალე გამოდი - სველი პირსახოცი იქვე დატოვა და სააბაზანოდან გავიდა.
ოთახში შესულს სულ სხვა ფორმაში მყოფი დახვდა. კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, მოწესრიგებული ისევ ისეთი სოლიდური შესახედაობის მქონე კაცი დახვდა. მშვიდად იჯდა მაგიდასთან და ყავას აგემოვნებდა, პლანშეტში რაღაცას კითხულობდა და მარიამისკენ არც კი იყურებოდა
-დაჯექი ,ისაუზმე
-არ მინდა
-22 წლის ქალიშვილს რატომ მოგინდა სხეულის გაყიდვა? - ფინჯანი დადო და სწრაფად გაუსწორა მზერა-იცადე,იცადე და მიხვდი რომ ფულის შოვნის კარგი საშუალება გქონდა? დავიჯერო სხვა ვერაფერი მოახერხე?
-მე ... მე არ - უკან დაიხია როგორც კი წამოდგა კაცი.მისკენ მიდიოდა ის კი უკან იხევდა, შეეშინდა,მისი მზერა აშინებდა და არც კი იცოდა უარესი რა უნდა დამართნოდა, რაღატომ გრძნობდა ამ წყეულ შიშს,რით ვერ გადალაღა ზღვარი რომელიც ძალას მისცემდა
-რამდენის ხარ- ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი გაასწორებინა - სრულწლოვანი ხარ? ხომ ხარ ...ამის დედაც,მითხარი რომ სრულწლოვანი მაინც ხარ და სრულიად გათიშულმა ბავშვზე არ ვიძალადე - მუჭი ისე დაარტყა კედელს მარიამი შეხტა. თვალები დაეხუჭა,მხრებაწურული იდგა კაცის მკლავებს შორის მოქცეული და ქუთუთოებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს
-ვარ... 18 წლის ვარ
-18? ოოხ კახა შენი დედაც ... 18 - უცებ მოშორდა ისე შეეცვალა გამომეტყველება,თითქოს წამების წინ სრულიად სხვა ადამიანს უყურებდა . უცებ გაჩერდა,მარიამის ნუშისებრ თვალებს უყურებდა, ათრთოლებულ ტუჩებზე დაასო მზერა და წამის მეასედში დააცხრა ბაგეებზე-ჯანდაბა ...-ერთხელ ამოიგმინა ,გოგო მუცელზე შისვა და საწოლისკენ წაიყვანა.ზემოდან რომ მოექცა ,ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა და ციებიანივით მოშორდა...იმ წამს დაურეკეს კიდეც. სახეზე ხელი ჩამოისვა,მობილურს უპასუხა, ცოტა ხანს ესაუბრებოდა შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და ჩვეული მშვიდი ხმით უბრძანა წასულიყო
-ჩეკი მაგიდაზეა , წაიღე და წადი...
-ჩეკი? მას ...კახა წაიღებს- სისხლი სახეში მოაწვა. თავმოყვარეობა შელახული,სრულიად დამცირებული და განადგურებული გამოვიდა ოთახიდან. სწრაფად გაიქცა,კიბეს მიჰყვებოდა,უნდოდა დაგორებულიყო, სივრცე ერთმანეთში ირეოდა ,ცრემლები მაინცადამაინც ახლა არ ჩერდებოდნენ. ოთახამდე მიაღწია ,საწოლზე დაეცა და დიდხანს,ძალიან დიდ ხანს ტიროდა. ძალა გამოეცალა,გონება გაეთიშა,დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და ჩაეძინა. აგონიიდან ნჯღრევამ გამოიყვანა, კახა ისე ჩაჰფრენოდა მხრებზე და ანჯღრევდა თითქოს უსულო საგანი იყო
-გაიღვიძე აქ დასაძნებლად ხარ? ახლავე ათრიე ფეხზე და მითხარი რა უფლება გქონდა რო ილაპარაკე. მე შენ სალაპარაკოდ გაგიშვი იქ? ხვდები საერთოდ რა შანსი გქონდა? ხვდები საერთოდ იქ ღამის გატარება რას ნიშნავდა ? ახლა კი გაცოფებულია და აღარც გაგეკარება შე უტვინო გომბიო - ფეხზე წამოაგდო და მთელი ძალით დაარტყა , საწოლზე გადავარდა - როგორ გაბედე იმის თქმა რომ 18 წლის იყავი ...როგორ გაბედე სიტყვის თქმა .იქ სიმართლის საღამო გქონდა? ვერ დააჭირე ენას კბილი? შე უტვინო გომბიო
-მე ... უბრალოდ ვუთხარი
-ენა ჩაიგდე ვინ გითხრა პასუხი გამეცითქო უტვინო გოგო დღეს კლუბის გარდა არსად იმუშავებ. საჩუქარს გიკეთებ და დამიფასებ იმედია - უცებ უთხრა , ხელები შეუშვა თავზე ხელი გადაისვა პიჯაკი გაისწორა და წავიდა.
ისევ წავიდა, ისევ მას დაემორჩილა. ყველაფრის შემდეგ მაინც დაჰყვა მის ნებას. ათი საათის შემდეგ კლუბში იყო . მეორე დღეს ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა . მთელი კვირა ისე გავიდა როგორც ყოველთვის, განსხვავებული მხოლოდ ფიქრები იყო ,რომელიც „ბატონთან“ ტრიალებდა ,გონებიდან ვერ იშორებდა მის სახეს,სიზმარშიც კი მისი ხმა ესმოდა. როგორ არ ეცადა ,მაგრამ ვერაფრით მოახერხა დავიწყება, სრულიად გაუაზრებლად ეფიქრებოდა.
კლუბში მიდიოდა, ჩვეულებრივ ძალაგამოცლილი იყო .მკლავში ვიღაც წვდა და ისე წაიყვანა გონს მოსვლაც ვერ მოახერხა. სწრაფად მიდიოდა მისთვის უცნობი გზით და ვერ ჩერდებოდა, სიბნელის გამო ვერაფერს ხედავდა მხოლოდ ყვიროდა, მაგრამ პირზეც ააფარა ხელი და საერთოდ უმოქმედო გახდა . მანამ ფართხალებდა სანამ ნაცნობ აპარტამენტს არ მიაღწია . გული აუჩქარდა, სისხლი აუდუღდა და გონებამ ისევ მიძინება გადაწყვიტა . კარის გაღებისთანავე შესვა ოთახში , ტუჩებზე დააცხრა ,ჟინმორეული უკოცნიდა მთელ სხეულს და წამითაც არ შორდებოდა.
-სხვა დროს ამდენი აღარ იყვირო. იცოდე რომ ჩემ გარდა ვერავინ შეგეხება - ეს იყო ერთადერთი რაც იმ ღამით უთხრა. ისევ იქ გაატარა ღამე, ისევ მშვიდად ეძინა და ამჯერად არაფერზე ფიქრობდა. მშვიდად იწვა მის მკლავებში მოქცეული და არსად წასვლას აპირებდა. დილით მარტოს გაეღვიძა, როდესაც მიხვდა რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა ქვემოთ ჩავიდა .კახამ არ დააყოვნა და ოთახში შეჰყვა
-გილოცავ საქმე გაგინახევრდა ქალბატონო .ბევრი ეწუწუნე ? მე კიდე სულელი მეგონე
-ვერ გავიგე რა გინდა
-ბატონმა მიბრძანა მხოლოდ რესტორანში იმუშაოსო .როდის მოასწარი თავის შეცოდება,კიდე რა უთხარი გოგო ჰა?
-მე არაფერი მითქვამს ,არც ერთი სიტყვა
-აბა ისე დაინტერესდა შენით იკითხა ვინ იყავი და რას აკეთებდი? ამის თქმა გინდა შე უტვინო გოგო?
-ანუ არ ვიმუშავებ?
-არა შეგიძლია ეგდო და იძინო.... აქედან არ გახვალ და რაც გინდა ის გააკეთე .მერე რესტორანში ჩამოხვალ და იმუშავებ
არ ფიქრობდა, საერთოდ არაფერზე უფიქრია. დაწვა დაიძინა,საღამომდე გარეთ არ გასულა,მშვიდად მიირთვა და რესტორანში წავიდა. მუშაობდა შავებში ჩაცმული კაცი რომ მიუახლოვდა
-ბატონი გელოდება -მხოლოდ ეს უთხრა და წავიდა .
მოუთმენლობამ შეიპყრო, წამებს ითვლიდა გაუაზრებლად ელოდა მის ნახვას. კარი რომ გააღო და წელს ზემოთ შიშველი დაინახა ჟრუანტელმა დაუარა. თვალის მორიდება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა . ისევ ვისკის მიირთმევდა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და მარიამს მიუბრუნდა
-გადაგიყვანა კახამ კლუბიდან რესტორანში?
-კი
-კარგია ეს ფორმა უფრო მოსახერხებელი იქნება - ახლოს მივიდა, ჯერ მზერას არ აშორებდა შემდეგ მხრიდან საჯდომამდე ჩამოაყოლა ხელი ,თითები მოუჭირა და თავისკენ ისე მიიზიდა -დალევ?- ჭიქა მიუტანა ტუჩთან ახლოს ,თან ცხვირის წვერით კანზე ეხებოდა
-არა არ ვსვამ-გულახდილად უპასუხა,მისი სიახლოვით გონებაარეულს ფიქრის უნარი არ ჰქონდა. მართლა არ სვამდა და სხვა რა უნდა ეპასუხა არ იცოდა
-შენი აზრით ხუმრობა მიყვარს?
-მართლა არ ვსვამ, ცუდი სუნი აქვს და მწარე გემო -ისე საყვარლად უთხრა და გამობურცა ტუჩები მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე. მხოლოდ კოცნით შემოიფარგლა, ამჯერად საუბრის ხასიათზე იყო ბატონი . თმაზე ეფერებოდა მხოლოდ
-რატომ არაფერს მეკითხები
-არ მიყვარს ლაპარაკი... თან არც მაქ უფლება მე არავინ ვარ
-სისულელეა ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქ მართალია სხვადასხვა შესაძლებლობები მაგრამ მაინც . აი შენნაირი შესაძლებლობები კი დამიჯერე არავის აქვს - ვნებიანი ხმით უთხრა და ზემოდან მოექცა, ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო .
ერთი თვე გავიდა რაც მხოლოდ რესტორანში მუშაობდა. აღარც კუნთების ტკივილი აწუხებდა ,აღარც დაღლილობა . სულ რამდენიმე საათი მუშაობდა რაც მისთვის არაფერი იყო იმ სამუშაოს ფონზე რაც ადრე ჰქონდა . ბატონი მთელი ორი კვირა არ გამოჩნდა ,ისევ მასზე ფიქრები აწუხებდა,თითქოს განგებ ექცეოდა ასე. კაბინეტში რომ დაიბარეს და დაინახა მიხვდა რომ დამოკიდებული იყო. კაცმა მაშინვე ჩაკეტა კარი ჯერ მასზე ააკრა შემდეგ პირდაპირ წაიყვანა და ხის უზარმაზარ მაგიდაზე შემოსვა , ერთი ხელის მოსმით ყველაფერი იატაკზე მოისროლა, ქალს სწრაფად შემოაძარცვა ტანსაცმელი და იქვე დაეუფლა მის სხეულს. ეს იყო და ეს, იმ ღამით არ დარცენილა, საქმეები ჰქონდა აშკარად, კახასაც ეტყობოდ ადაძაბულობა. ერთი კვირა ისევ დაიკარგა ,რესტორანში იყო ბატონის სიტყვები რომ გადასცეს, ლუქსში ელოდა ისევ. სააბაზანოდან გამოვიდა იმ წამს მარიამი რომ შევიდა ოთახში, გული აუჩქარდა გოგოს, უკვე მისი ყოველი დანახვა ემოციებით ავსებდა. ერთადერთი იყო რაც უფერულ არსებობას უცვლიდა ...ისევ ვნება, ჟინი და გვიან ,ემოციისგან გადაღლილი სხეულები. დუმილი ისევ კაცმა დაარღვია , საწოლის თავს იყო მიყრდნობილი და სახეაწითლებულ მარიამს უყურებდა
-აქ მუშაობის გარდა რას აკეთებ ,სწავლობ სადმე?
-არა - მზერა მოაშორა. სწავლა სულ უნდოდა და კახას დამსახურებით ვერ ახერხებდა, ტკივილი იგრძნო წამსვე ,რაც კაცს არ გამორჩენია
-რატომ ?
-არ შემიძლია - მოკედ უთხრა და თვალები დახუჭა. მამკაცს აღარფერი უთქვამს ცოტახანს უყურებდა მძინარეს შემდეგ ჩაეხუტა და დაიძინა.
არსებობს დღეები, როცა მშვიდად დაწყებული დილა შეიძლება ჯოჯოხეთად იქცეს, ქარიშხალი დატრიალდეს და თან ჩაგიყოლოს. თითქოს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო ივნისის მზიანი დღე იყო, არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული სანამ კახა არ შეეჭრა ოთახში და ბარგის ჩალაგება არ მოსთხოვა
-რატო უნდა ჩავალაგო სადმე მივდივარ?
-არაა ეგ შენი საქმე ჩაალაგე და მორჩა -უთხრა და გავიდა . მარიამმა ბარგის ჩალაგება დაიწყო, იფიქრა რომ სხვაგან გადადიოდნენ. ალბათ კახას საქმეები გამოაშკარავდა და სამსახურიდან აგდებენო. ფიქრებში იყო გართული ოფიციანტი გოგონა რომ მივიდა და სასწრაფოდ წაიყვანა
-რა ხდება ლანა, რამე მოდა? ცუდად ხომ არ ხარ
-ვაიმე საშინელება ჩემო საბრალო გოგო . ასე რატო გსჯის ღრმერთი ის ხომ მოწყალეა შენ რატომ გსჯის განა რა დააშავე ასეთი- გოგო ტიროდა და თმაზე ეფერებოდა
-რა ხდება არ მეტყვი?
-კახას კაბინეტთან ჩავიარე კარი ღია იყო თან დავინახე როგორ შევიდა ვიღაც საშუალო ასაკის უცხოელი კაცი მასთან . გადავწყვიტე მომესმინა როცა შენი სახელი გავიგე. რუსულად ელაპარაკებოდა აშკარად არაბი ან თურქი იყო ბევრი ისაუბრეს კახა ევაჭრებოდა თავიდან ვერ მივხვდი რაზე ეუბნებოდა ასე ცოტა გამორიცხულია თუ მოგწონს ფულიც უნდა გადაიხადო აბა ისე როგორ გაგატან სამუდამოდო . ბოლოს შენი სახელი ახსენეს და გავიგე რომ იმ კაცზე გათხოვებს, მგონი მილიონს ართმევს და იმას მიჰყავხარ თავის ჰარამჰანაში სამუდამოდ
წონასწორობა დაკარგა, გოგოს რომ არ შეეშველებინა ხელი უთუოდ წაიქცეოდა
-გაიქეცი მარიამ. უშველე თავს არ მისცე საშუალება მაგ არაკაცს, გაგყიდა გესმის? ვიღაც მოხუც კაცს მიგყიდა ...ბატონ ალექსანდრეს უთხარი , ყველაფერი მოუყევი ახლახან დავინახე როგორ მოვიდა .დარწმუნებული ვარ დაგიძახებს და მოუყევი ყველაფერი მართალია ამბობენ ძალიან უხეშიაო ,მაგრამ ასე არაა დარწმუნებული ვარ დაგეხმარება. შენ განსაკუთრებულად გექცევა . ასეც რომ არ იყოს ამ არაადამიანურ ქცევას არ შეეგუება,ვიცი არაა ასეთი არაკაცი. დიდი ხანია ვიცნობ და მსგავსი არასდროს არაფერი გაუკეთებია დამიჯერე უთხარი ყველაფერი
-გოგონებო მანდ რას უდგეხართ ჩქარა საქმეს მიხედეთ- უფროსმა დაუძახა და სწრაფად გავიდა ლანა . მარიამიც უკან მიჰყვა . მაგრამ გზაში გააჩერეს -კახა გეძახის
გონება ისე ჰქონდა არეული, ზღვარზე იყო რამდენიმე სიტყვა დასჭირდა.კახას ხმის გაგონება და ისევ ბავშვობის დროინდელი ხასიათი დაუბრუნდა
-კარგია რომ მოხვედი ახალი ამბავი მაქვს შენთვის.... მოემზადე ხვალ მიდიხარ აქედან-ისე ახარა თითქოს სიურპრიზს უწყობდა და დასასვენებლად უშვებდა
- ის უნდა მითხრა რომ გამყიდე ? ამჯერად იპოვე ის ადამიანი ვინც ყველაზე მეტს გადაგიხდის და მყიდი? სად მივყავარ პროსტიტუციაში უნდა ჩამაბას თუ თავის ცოლების სიას მიმამატოს. მითხარი რამდენი წლისაა, შენი ტოლია თუ უფროსია და რომ არ წავყვები? მერე რას იზამ... მე 18 წლის ვარ 18 გესმის? დიდი ხანია თვრამეტის ვარ და შენ აღარ ხარ ჩემი მეურვე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. არ მომცე პასპორტი, დაე არავინ ვიყო ...მაინც არ დაგემორჩილები გესმის? აღარ დაგემორჩილები
-შე კ*ხპა როგორ მიბედავ ...ვერც კი წარმოიდგენ სად გიშვებ ქერის ორმოში გაგდებ ფეხის გაწევის მეტი არაფერი გექნება საქმე ისეტი გარეგნობა გაქ ყველა გიჟდება/ შენ კიდე რას მეუბნები - იღრიალა და როგორც ყოველთვის თმაში წვდა ისე მოიქნია მეორე მხარეს დავარდა , ისე რომ ძვლების ხმაც კი გაიგო. წამოწევაც ვერ მოახერხა ,ნაცნობი ქამარი დაინახა და ტკივილიც იგრძნო. რამდენჯერმე დაარტყა უკვე ჩვეული იყო და იმხელა ხმაზე აღარ ტიროდა ,როგორც პირველად. ამჯერად ბევრჯერ არ დაურტყამს მალე შეეშვა და ისევ თმით წამოაყენა ,დაარტყამდა ,უთუოდ სადმე გამოკეტავდა ,მაგრამ ვიღაც მივიდა
-ბატონი ეძახის სწრაფად ამოვიდესო
-ჯანდაბა ...ამის დედაც ახლა რატომ მოვიდა. დღეს არ უნდა მოსულიყო ამის დედას შევ*ც* ეხლა რა ვქნა გოგო რა გინდოდა ვერ დაეტიე შენს ტყავში? მითხარი რა გატლიკინებდა ახლა კარგად შემომხედე მაისური გამოიცვალე და როგორც გინდა დამალე ეგ ჭრილობები რომ გაიგოს მე გავაკეთე ...მოგკლავ ხომ იცი რასაც გაგიკეთებ გაიხსენე - ხელი გაუშვა და ახალი ფორმის მაისური ესროლა ჩაიცვი დროზე... არაფერი თქვა, დადუმდი და ყველაფერი კარგად იქნება თუ არადა სამუდამოდ დაგადუმებ
გათიშული იყო არც ტკივილს გრძნობდა , ვერც ის გაიგო როგორ შევიდა ვერც ის რომ უკვე მის წინ იდგა .ალექსანდრე ეძახდა ,მაგრამ არც ეს ესმოდა, სანამ მხრებში არ წვდა და შეანჯღრია
-რა გჭირს, ცუდად ხარ? ფერი არ გადევს. ავად თუ ხარ წამალს მოვატანინებ. მარიამ - პირველად დაუძახა სახელი და მაინც იგრძნო სასიამოვნო ჟრუანტელი. სიგიჟეა,ნამდვილი აფსურდი ,მაგრამ ასე იყო -მარიამ შემომხედე და მითხარი რამე - უკვე ანერვიულებული იყო როცა გოგოს მუხლები მოეკვეთა და ჩაიკეცა. სწრაფად შეაშველა ხელი, დივანზე დასვა და სახეზე ჩამოუსვა თითები
-მე .. მაპატიეთ არაფერია - ფეხზე წამოდგა თვალებში უყურებდა კაცს და იაზრებდა რომ ვეღარასდროს ნახავდა. მის ნაცვლდ ვიღაც სხვა კაცი შეეხებოდა, ვიღაცის მონა გახდებოდა და ვეღარასდროს ნახავდა მას,სამუდამოდ დაკარგავდა თავისუფლების შანსს - თქვენ .. თქვენ შეიძლება .. შეიძლება მოგეხვიოთ? ბოლოჯერ - ეს რომ თქვა მამკაცს გამომეტყველება შეეცვალა მისი „ბოლოჯერ’ გაიგონა მაგრამ არაფერი უთქვამს .სწრაფად მოხვია ხელები და ისე ჩაეხუტა ძვლების ტკივილს გრძნობდა მარიამი, მაგრამ არ ანაღვლებდა ბედნიერებას აღიქვამდა მხოლოდ .რაღაც ამოუცნობ ძალას მიჰყვა,მის პერანგში ჩამალა ცხვირი და სურნელი ღრმად შეიგრძნო. მიხვდა რო უყვარდა ეს სხეული, სურნელი და მის გარეშე ვერ იარსებებდა. არაფერი იცოდა მის შესახებ, საერთოდ არაფერი, მაგრამ არ შეეძლო მისი შეხების გარეშე ,დამოკიდებული იყო მასზე
მთელი გრძნობით კოცნიდა კაცს. უნდოდა დასამახსოვრებელი ღამე ყოფილიყო, რადგან იცოდა მეტჯერ აღარ განმეორდებოდა.იქნებ მომკვდარიყო კიდეც,საბოლოოდ გამოსალმებოდა სიცოცხლეს . კაცმა შეაჩერა,უკან გასწია და მზერა გაუსწორა
-რა მოხდა არ მეტყვი? თუ აუცილებლად ჩემით უნდა გავარკვიო და ძალიან გავბრაზდე. აუცილებელია რომ გაიგო როგორი ვარ გაგიჟებული?
-არაფერი მომხდარა ,უბრალოდ დღეს ძალიან დაძაბული დღე მქონდა - ტყუილის თქმა არ ეხერხებოდა და რა თქმა უნდა უფროსიც ვერ მოატყუა
-კარგი მრადგან არ მეუბნები ყველაფერს კახასგან გავიგებ და შემდეგ ვნახოთ რას გააკეთებ - ხელი უშვა და გასასვლელისკენ წავიდა. მარიამმა როცა გაანალიზა როგორ გაბრაზდებოდა კახა და რას გააკეთებდა მაშინვე წინ გადაეღობა .უკვე მთელი სხეულით თრთოდა ყველა ემოციამ ერთად იმძლავდა , აღარ შეეძლო თავის შეკავება მუხლებზე დაეცა და კაცს ხელი მოხვია ფეხზე . კანი ეწვოდა, ჭრილობებმა თავი შეახსენეს ძალა აღარ ჰქონდა
-გემუდარები არაფერი უთხრა, გთხოვ, გთხოვ გევედრები არ წახვიდე .დარჩი გთხოვ მხოლოდ ამ ღამით ნურაფერს ეტყვი .მართლა არაფერი მომხდარა უბრალოდ გავაკეთოთ ის რისთვისაც ვარ აქ , გევედრები არ ჩახვიდე მასთან - გაუაზრებლად ისროდა სიტყვებს და უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა. კაცი შეკრთა არ ელოდა მის მსგავს მოქმედებას ,როცა ასეთ მდგომარეობაში უყურებდა სისხლი ეყინებოდა . სწრაფად წამოაყენა და მოეხვია
-დამშვიდდი !
-ხომ არ წახვალ
-არ წავალ აქ ვიქნები შენთან ერთად - თავი ააწევინა და ათრთოლებულ ტუჩებზე დააკვდა , შემდეგ ხელში აიყვანა და საწოლისკენ წავიდა . იქვე გრძელ ტყავის სავარძელზე დასვა და თვითონაც გვერდით დაუჯდა - ხომ აკეთებ იმას რასაც მე გეტყვი
-ხო- თავი დაუქნია და ცრემლები შეიმშრალა
-ეხლა მე მინდა რომ კითხვებზე მიპასუხო .მინდა რომ სიმართლე მითხრა,გასაგებია?
-ხო, მაგრამ
-არავითარი, მაგრამ ხომ თქვი იმას გავაკეთებ რასაც მეტყვიო ახლა მიპასუხე სად ცხოვრობ რას აკეთებ როცა აქ არ ხარ და აქამდე რას აკეთებდი... კიდევ შენს ოჯახზე მომიყევი
-მე არ შემიძლია ვერ გეტყვი ,არ მაქ უფლება მე არ
-უფლებებს აქ მე ვანიჭებ ხალხს და ნუ მაბრაზებ ხომ ხედავ უკვე მესამედ გეუბნები რომ პასუხი გამცე კითხვაზე სანამ სხვისგან გავიგებ ყველაფერს და შემდეგ ურჩობისთვის საკადრისად გაზღვევინებ
-კახა მომკლავს
-კახა ვინაა იქ სადაც მე ვარ, მიპასუხე -აშკარად გაუმკაცრდა ხმა ,ძირს დახრილი თავი მაღლა ააწევინა ნიკაპზე თითებს უჭერდა და გაავებული უყურებდა -დაიწყე
-მე აქ ვცხოვრობ, სულ დაბლა თქვენ არ იცით ალბათ იქ ოთახებია მომსახურე პერსონალისთვის მე კი უკვე ოთხი წელია იქ ვცხოვრობ ანუ კახა რაც აქ მუშაობს მას შემდეგ - ლაპარაკობდა ხმადაბლა და კაცს ვერ უყურებდა. თითებს იმტვრევდა როგორც ჩვევია ნერვიულობის დროს. კანი ისევ ეწვოდა, პირი უშრებოდა და საუბარი უჭირდა- ის ის ჩემი მამობილია სხვა არავინ მყავს . დედამ მიმატოვა ის კი მთელი ცხოვრებაა იქ მამუშავებს სადაც თვითონ არის ყველაზე ხშირად მიმტანი და ჭურჭლის მრეცხავი ვიყავი. ახლა როცა სრულწლოვანი გავხდი კლუბშიც შემეძლო მუშაობა და იქაც დამაწყებინა . დილით ვალაგებდი სასტუმროს , მერე რესტორანსი ვმუშაობდი და ბოლოს კლუბში სანამ თქვენ ...- ძლივს თქვა სათქმელი.ალექსანდრე ფეხზე გიჟივით წამოვარდა და მარიამიც წამოაყენა
-თავი აწიე და შემომხედე, დროზე - ასეთი ხმა არასდროს ჰქონია ,,,მარიამმი სულ გადაფითრდა , დამფრთხალმა ახედა კაცს და მეტად დაიძაბა როცა მისი დაჭიმული კუნთები და გაცეცხლებული მზერა შენიშნა- რას მეუბნები რომ შენ მთელი ცხოვრებაა კახას ნებაზე დადიხარ , ბავშვობიდან მუშაობ ასეთ შრომატევად ადგილებში ეხლა კი სანამ მე ჩამოვიდოდი აქ დილიდან გამთენიამდე მუშაობდი? ალაგებდი, მერე მიმტანი იყავი მერე კი კლუბში მუშაობდი და ამდენი ლოთი კაცის გარემოცვაში იყავი სანამ დაწოლის საშუალება არ გექნებოდა სადღაც მიყრუებულ საკუჭნაოში?
-ხო - თავი დაუქნია და ისევ ძირს დახარა
-მე მიყურე ! რატო არ მიდიხარ ამ ადგილიდან და ბინას რატომ არ ქირაობ გამაგებიე ის დედა მ*ტყ*ული კაცი თუ საკუთარ სახლში ცხოვრობს ...შენ სამ ადგილას მუშაობ სამივეგან საკმაოდ მაღალია ხელფასი და ისევ იმ სოროში ხარ?
-მე ის მე არასდროს ამიღია ხელფასი, კახა იღებს
-მაგის დედას შევ*ც*... ეგ - უკვე გაცოფებული იყო იქვე მდგომ მაგიდას ფეხი ჰკრა და ამოატრიალა... მარიამი შეკრთა და უკან დაიხია . როცა დაინახა როგორ ეშინოდა დამშიდებას შეეცადა- ახლა ახლა რომ ამდენი ფული მივეცი შენ.. შენთვის არ მოუცია?
-არა
-საერთოდ არ მოუცია რამდენიმე ათასი მაინც?
-ათასი? ერთი თეთრიც არ მოუცია არასდროს ახლა კი ახლა კი -ტიროდა და სახეზე ხელს იფარებდა მერე მოწყვეტით დაეცა ხალიჩაზე და მეტად აქვითინდა
-რა ახლა, რა ახლა მითხარი თქვი რა მოხდა თქვი ნუ მაგიჟებ - მხრებში წვდა და დაუღრიალა
-მან .. სხვას მიმყიდა
-ეგ რას ნიშნავს მე ხომ ვუთხარი რო ჩემს გარდა არავინ შეგეხებოდა ,ფული არ ეყო მაგ დამპალ ღორს?
- მათხოვებს ვიღაც მილიონს აძლევს ...ის წამიყვანს, არაბია და საქართველოდან წამიყვანს წამიყვანს გესმის? როგორც საქონელს ისე მყიდის არ მინდა არ შემიძლია მეტი არ შემიძლია მინდა მოვკვდე აღარ მინდა ასე ცხოვრება არ მინდა იმ კაცთან... არავისთან მინდა - უკვე პანიკაში იყო ვეღარ აზროვნებდა ტიროდა და მთელი სხეულით კანკალებდა.
გაგიჟდა ,ვერ გაუძლო. ეგონა ძლიერი იყო,ვერაფერი გააკვირვებდა,მაგრამ ამ გოგოს ამბავმა სრულიად შეძრა. ხვდებოდა თავადაც დიდი წვლილი ჰქონდა მის ტანჯვაში და ბრაზი ახრჩობდა. უნდოდა კახა ეპოვნა და მოეკლა, მაგრამ ვერ დატოვებდა მარიამს ხელს ვერ გაუშვებდა. მაგრად მოეხია და თავზე აკოცა
-შენ არსად წახვალ და ვერავინ შეგეხება გესმის? ჩემი გჯერა? ხო გჯერა რომ შევასრულებ სიტყვას, ხომ იცი რომ შევასრულებ . მითხარი გჯერა?- თავი ააწევინა და ჩაწითლებულ თვალებში ჩახედა.ცრემლები შეუმშრალა და სახე დაუკოცნა
-მჯერა - გოგომ ჩამწყდარი ხმით თქვა და ისევ ჩაეხუტა , არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ მაგრამ იცოდა რომ უსაფრთხოდ იყო , პირველად სჯეროდა ადამიანის და იცოდა რომ არაფერი ემუქრებოდა .
-აქ დარჩი და არსად წახვიდე კარგი? მალე მოვალ ჩემს მოსვლამდე აქ იყავი - ცოტა ხნის შემდეგ უთხრა მოწყვეტით აკოცა და გაუჩინარდა. მარიამმა კარის ჩაკეტვის ხმა გაიგო , ჯერ იჯდა ,შემდეგ საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა და ასე ჩაეძინა ტირილში , ჭრილობები ტკიოდა სისხლი მოდიოდა და თეთრი მაისური მთლიანად გაწითლებული იყო მაგრამ იმდენად იყო მიჩვეული მსგავსი ჭრიობებით წოლას არ გამოფხიზლებულა . გაიგო როგო შევიდა ოთახში მისთვის ნაცნობი პიროვნება , ის ხო უკვე მისი ნაბიჯების ხმასაც არჩევდა . ძილს გააგრძელებდა ალბათ კაცის შეშინებულ არაადამიანურ ხმას რო არ დაერღვია ირგვლივ გამეფებული სიჩუმე
-მარიამ , მარიამ გამოფხიზლდი გთხოვ - იმხელა ვედრება ჩანდა კაცის ხმაში ძალა მოიკრიბა და თვალები გაახილა ,როცა ფერდაკარგულს შეხედა გაუკვირდა , მის გამო არავინ არასდროს დარდობდა.არასდროს უგრძვნია თავი მნიშვნელოვნად
-რა ხდება?- ისეთი ხმით უთხრა როგორც პატარა ბავშვები საუბრობენ
-ზურგი .. შენი ზურგი -ძვლივს თქვა კაცმა - ეს ვინ გააკეთა .მითხარი ვინ გააკეთა
-არაფერია, გადამივლის უბრალოდ მოვიწმენდ - გულახდილად უთხრა ვერ წარმოიდგენდა ასე თუ გაოცდებოდა ამ ფაქტის გამო. ბევრმა იცოდა და ბევრსაც ჰყავდა მსგავს მდგომარეობაში ნანახი მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია
-ასე როგორ ამბობ ,სისხლი გდის ამხელა ჭრილობები გაქ შენს ადგილას კაციც კი ტკივილისგან შეწუხდებოდა შენ კი ...
-მიჩვეული ვარ. ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც აქადე მიმიღია
-კახამ გცემა? ქამრით? ქამრით გცემა ?- იღრიალა და ისეთი გამომეტყველება მიიღო როგორც დაჭირილი ლომი ან დათვი იქნებოდა - ეგ , ასე თავისი ფეხით როგორ გავუშვი როგორ არ დავამტვრიე ის ხელები ,როგორ არ მოვკალი. დარტყმას როგორ დავჯერდი - ხელში რაც მოხვდა წამიერად ყველაფერი დაფშვნა შემდეგ გონს მოვიდა, უცებ აიღო მობილური და სადღაც დარეკა. მარიამს ძალიან ტკიოდა და უკვე ითიშებოდა. თვალები მინაბული ჰქონდა , რამდენიმე წამში ვიღაც შევიდა ,სიცხე ჰქონდა და ძლივს არჩევდა ხმებს
-ალექსანდრე ეს ქამრითაა ნაცემი?
-მორჩი ზედმეტ კითხვებს და თქვი რა მდგომარეობაა რა წავუსვა რა დავალევინო
-უნდა გავხადო ასე ვერ ვნახავ - კაცის ხმა ჩაესმოდა ძილში , სიტყვებს კარგად არჩევდა
-არ გაბედო მხოლოდ ზურგზე აუწიე და ჭრილობა ნახე დანარჩენს მე მივხედავ
-ხო , მაგრამ
-ვერ გაიგე რა გითხარი?
-კარგი როგორც იტყვი- მარიამმა იგრძNო როგორ მოშორდა მიკრული ნაჭერი ჭრილობას შემდეგ რაღაც თქვა კაცმა და წავიდა. ალექსანდრემ ისევ სადღაც დარეკა და ოთახიდან გავიდა, მაგრამ არსად წასულა , რამდენიმე წუთში დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა შემდეგ სახეზე იგრძნო როგორ მოშორდა ჩამოყრილი თმა და შეეხო ცხელი თითები, შემდეგ ტუჩები.
-მარიამ, გაიღვიძე კარგი? წამალი უნდა დალიო - შუბლზე გრილი თითების შეხება სიამოვნებდა. თვალები ოდნავ გაახილა და მის ნებას დაჰყვა. წამალი გადაყლაპა და ისევ საწოლზე დაეშვა. ძალა არ ჰქონდა, თვალებს ვერ ახელდა. ალექსანდრემ მაისური მოაშორა, ლიფიც და მხოლოდ საცვლის ამარა დატოვა. ზურგი გაუწმინდა, რამდენჯერმე აკოცა, მოეფერა,მალამო წაუსვა და შეუხვია .მალამომ ჭრილობები დაუამა ,ალექსანდრეს სიახლოვე სიამოვნებდა. მშვიდად იწვა, სიცხემაც დაუწია. კაცს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, გონება არეული ჰქონდა, გული და ტვინი ერთმანეთთან კამათში ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. ბოლოს იქაურობას გაეცალა, ყველაფრისგან შორს უნდოდა ყოფნა, უნდა ეფიქრა და გადაწყვეტილება მიეღო.
დილით მარტოს რომ გაეღვიძა იფიქრა რომ ყველაფერიდ ასრულებული იყო, იქედან წავიდოდა. ალექსანდრეც გაათავისუფლებდა,ვეღარასდროს ნახავდა. თავისუფალი იქნებოდა, ან უბრალოდ წავიდოდა. ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. ოთხი წელი არ გადაუკვეთავს ზღურბლი, ახლა კი წასვლა არ უნდოდა. ალექსანდრეს ნახვა ისევ სურდა. ის იყო უკანა გასასვლელიდან უნდა დაეტოვებინა შენობა ნაბიჯების ხმამ რომ დაარღვია სიჩუმე. ალექსანდრე შევართა ოთახში და მკლავში წვდა, ძლივს სუნთქავდა
-სად მიდიხარ -როგორც ყოველთვის მკაცრი იყო მისი ხმა, თვალები უნათებდა
-მე არ ვიცი უბრალოდ მივდივარ
-მე მიყურე რომ მელაპარაკები ვინ მოგცა წასვლის უფლება?
-მე ვიფიქრე რომ თქვენ გამიშვებდით ისედაც და...არ გამიშვებთ?
-ხოდა ნუ ფიქრობ ,ნუღა ნუ ფიქრობ ! დაელოდე ჩემს სიტყვებს ,სანამ არ გეტყვი მანამ დასკვნებს ნუ გამოიტან . ისე კარგია ბარგი რომ შეგიკრავს ეგაა სუულ?
-ხო ესაა, მაგრამ ვერ გავიგე
-მომეცი- ხელიდან გამოართვა ჩანთა და საწოლზე დადო უცებ გახსნა და თვალი რომ გადაავლო ნივთებს ურეაქციოდ დახურა ისევ - პირადობა და რაიმე ისეთი ნივთი თუ გაქ რასაც ვერ შეელევი აიღე და წამომყევი
-პირადობა კახას ჰქონდა სეიფში
-კარგი მაშინ უბრალოდ გამომყევი სწრაფად აქ ვეღარ ვძლებ- უცებ თქვა და გავიდა. მარიამიც უკან მიჰყვა ლიფტში დადგა მის გვერდით და ისევ იატაკს გაუსწორა მზერა.. მალევე გავიდნენ და კახას კაბინეტისკენ აიღეს გეზი
-აქ რა გვინდა?
-ეგრე დამფრთხალი ნუ ხარ აქ იმ ნაბიჭვრის ლანდიც აღარ იქნება და არც შენს ცხოვრებაში. საერთოდ დაივიწყე რომ იცნობდი - კაბინეტში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა, ყველა კარადა გამოაღო რაღაც საბუთები აიღო შემდეგ სეიფი გახსნა ვიღაცას დაურეკა .მალევე შევიდა მაღალი დაკუნთული ტიპი აშკარად დაცვის წევრი იყო
-ეს ყველაფერი მაიკოს მიუტანე აქ რაცაა ქაღალდის ნაგლეჯიც კი .დანარჩენს ის მიხედავს
-გასაგებია ბატონო ალექსანდრე
-რაც გითხარი მზადაა ყველაფერი?
-დიახ ყველაფერი მოგვარებულია ,უმცირესი წვრილმანიც კი
-კარგია -კმაყოფილმა თქვა და იქვე მდგომ მარიამს გახედა- წამოდი- უთხრა და იქაურობაც დატოვა ,ისიც უკან გაჰყვა. ამჯერად მთავარი გასასვლელისკენ მიდიოდნენ , მარიამი ისევ ჩუმად მიჰყვებოდა და არაფერს ეკითხებოდა რატომღაც ენდობოდა , სხვა გზა არ გააჩნდა მაინც ,მაგრამ ალექსანდრეს ნებისმიერ ადგილას გაჰყვებოდა დაუფიქრებლად.
სასტუმროს წინ მანქანა იდგა გვერდით კაცი ,რომელიც მათ გასვლას ელოდა. სწრაფად გამოაღო უკანა კარი . მარიამი გაჩერდა
-რა ხდება არ მოდიხარ?
-მე შეიძლება გავიგო სად მივდივართ?
-ჯერ არსად ...უბრალოდ დავილაპარაკებთ მერე კი შენ გადაწყვეტ . აბა მოდიხარ თუ არა . მარიამი პირდაპირ დაჰყვა მის ნებას. ალექსანდრემ კმაყოფილებისგან გამოწვეული ემოცია ვერ დამალა და ოდნავ გაიღიმა. მანქანაში ჩასხდნენ , მარიამი დაძაბული იყო პირველად მგზავრობდა მსგავსი მანქანით თან დედოფალივით ემსახურებოდა მძღოლი. თითებს იმტვრევდა სანამ ალექსანდრეს ეყო ნებისყოფა და უცებ არ ჩაავლო თავისი ტორი
-გეყოფა შეეშვი ამ ხელებს ნუ ნერვიულობ არ შეგჭამ- თვალი ჩაუკრა და ისევ გზას გახედა. მალე გაჩერდნენ უზარმაზარ გალავანთან იმხელა იყო რომ მის მიღმა არაფერი ჩანდა, შესასვლელი გაიღო და გამოჩნდა უზარმაზარი ეზო და სასახლე როგორიც მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი მარიამს. მძღოლმა მანქანა სახლის წინ გააჩერა სწრაფად გადმოვიდა და კარი გაუღო.
უკვე ეზოში იდგნენ, ალექსანდრემ წელზე მსუბუქად მოხია ხელი დაწინ უბიძგა. დაპროგრამებულივით მიაბიჯებდა , სახლში შევიდნენ . გაოცებული აკვირდებოდა ყველაფერს და ვერ მალავდა ემოციებს .
-ნანა ჩვენ კაბინეტში ვიქნებით ყავა შემოგვიტანე და მე რომ მიყვარს ის ნამცხვარი
-ახლავე ბატონო ალექსანდრე- ქალი სწრაფად გავიდა . ისინი კი კიბეს აუყვნენ . მეორე სართულზე ერთ- ერთ ოთახში შევიდნენ სადაც უამრავი წიგნი იყო სხვა ავეჯი არც შეუმჩნევია იმდენად უყვარდა წიგნები მათ ათავალიერებდა
-დაჯექი
სავარძელში იჯდა ქალი რომ შევიდა , ყავის ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და გასასვლელისკენ წავიდა
-არავინ შემოვიდეს
-როგორც მიბრძანებთ -ქალმა ოთახი დატოვა ალექსანდრემ მაგიდის უჯრა გამოაღო და რაღაც საბუთები ამოიღო .ცოტახანს უყურებდა შემდეგ კი დაიწყო
-ეს შენი ცხოვრების მატიანეა ქალბატონო მარიამ ნუცუბიძევ , აქ ისეთი რაღაცებიცაა რაც შენ არ იცი და რასაც კახა აკეთებდა შენს ზურგს უკან -მის ხსენებაზე ტემბრი შეეცვალა ,მაგრამ ისევ დამშვიდდა- დედაშენის გვარია ხო?
-კი
-დედას გავხარ ისიც ლამაზი ქალია- სურათი ამოიღო ჯერ მას უყურებდა შემდეგ მარიამს შეხედა რომელიც გაოცებული იყო-გაქვს დედაშენის ფოტო?
-არა ,არც მახსოვს სამი წლის ვიყავი რომ მიუგდო კახას ჩემი თავი და წავიდა . როგორც კახა ამბობდა საყვარელი ჰყავდა და მიმატოვაო მაგის გამოც ხშირად მცემდა რომ დათვრებოდა დედაშენს გავხარო - უცებ მოუნდა ეთქვა ეს ყველაფერი
-გაინტერესებს სადაა? შემიძლია გითხრა
-არა მას მე არ ვჭირდებოდი თორემ კახასნაირ ადამიანთან არ დამტოვებდა
-შენი გადასაწყვეტია ეხლა კი ყველაზე მთავარ საქმეზე გადავიდეთ- ფურცლები გვერდით გასწია . მხოლოდ კონვერტი დატოვა მასზე კი მარიამის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იდო - როგორც ვიცი ოთხი წელია ჩემს სასტუმროში მუშაობ ჯერ დამლაგებელი იყავი, შემდეგ მიმტანი, ჭურჭლის მრეცხავი და ბოლოს კლუბშიც მუშაობდი ჩემმა მდივანმა ყველაფერი შეაჯამა და თანხა რაც ამ ოთხი წლის მანძილზე უნდა მიგეღო და კახას ანგარიშზე აღმოჩნდა უკვე შენია . ამასთან ერთად მთელი თვის მანძილზე ყოველ ჩემთან გატარებულ ღამეში 9000 იღებდა და ეგ თანხაც შენს ანგარიშზეა - კონვერტი მისკენ გასწია - აქაა საკრედიტო რომელიც შენს სახელზეა და თანხა უკვე მასზეა სრულად . აქ იმდენი ფულია რომ შეგიძლია უზრუნველად იცხოვრო ,ისწავლო კიდეც და მოკლედ შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება - ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და მარიამთან მივიდა - ეს ისაა რაც უკვე შენია და სხვას არავის ეკუთნის ამ სახლიდან გასულს ყველა შემთხვევაში შეგეძლება მშვიდად ცხოვრება
-მე არც კი ვიცი რა გითხრა ... ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შენ მას ამდენ ფულს აძლევდი - მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა გონებაში
-მადროვე დავასრულო ...მე შემოთავაზება მაქ რომელზეც კარგად უნდა დაფიქრდე და გადაწყვიტო მხოლოდ შენ მე არაფერს გიბრძანებ ეს არაა მოთხოვნა უბრალოდ შემოთავაზებაა კარგად დაიმახსოვრე რომ უარის შემთხვევაში არაფერი გემუქრება უბრალოდ ადგები და წახვალ, სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყებ ცხოვრებას. მეორე შემთხვევაში თუ დადებითი იქნება შენი პასუხი ჩემთან ერთად იქნები და გახდები ჩემი არა რამდენიმე დღის გასართობი, რომელსაც ფულს ვაძლევ არამედ ქალი რომელთან ერთადაც ვიცხოვრებ და რომელიც ჩემი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი. მანამ სანამ არ მივა რაღაც დასასრულამდე ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა შენი ან ჩემი მიზეზით იყოს სრული თავისუფლება გექნება როცა მიხვდები , იგრძნობ რომ აღარ გინდივარ დამემშვიდობები და წახვალ . ვერ დაგპირდები რომ ძალიან თბილი, ალერსიანი რომანტიკოსი ტიპი ვიქნები, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა და ბავშვივით სათნოა მაგრამ ყოველთვის გექნება ჩემი იმედი შენ „ჩემი ქალი „ გერქმევა რომლის პრივილეგიების ახსნას მე არ ვაპირებ ვიცი რომ ფულის გამო არ მიიღებ გადაწყვეტილებას ამიტომ უბრალოდ აირჩიე გინდა ჩემთან როგორც უბრალოდ ალექსანდრესთან ყოფნა თუ გირჩევნია თავისუფლებით დატკბე, ცხოვრებაში პირველად - სრულიად მშვიდი გამომეტყველებით დაასრულა მონოლოგი და გაოცებულ მარიამს თვალებში ჩააჩერდა.
მარიამი ვერ აზროვნებდა უყურებდა კონვერტს ,შემდეგ ალექსანდრეს ,რომელიც მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ელოდა, ეს მისი შანსი იყო შანსი რომ თავისუფალი ყოფილიყო ყველასგან და ყველაფრისგან და ახალი ფურცლიდან დაეწყო ცხოვრება . „ალექსანდრე ვინაა გიყვარს? არა უბრალოდ იმიტო იყავი მასთან რომ კახამ გაგყიდა. ის კი ფულს იხდიდა შენში რამე გრძნობა გააჩნია თუ რა. უბრალოდ შენთან სექსი მოსწონს და უნდა ბოლომდე გამოგიყენოს“ -ამეტყველდა მეორე „მე“ „მართალია მისთვის არავინ არ ვარ არც მე მიყვარს თან საშუალების უფლებას მაძლევს ავდგები და წავალ რა მოხდა მერე ხომ მითხრა უბრალოდ აირჩიეო „ ...წამოდგა კონვერტი აღო და ალექსანდრეს შეხედა მისი გამომეტყველება არაფერს აუწყებდა .
-გისმენ , მიდიხარ თუ რჩები
-მივდივარ-ისეთი ხმით უთხრა თვითონ ძლივს გაიგონა ...ვერ შეხედავდა, მზერა მოარიდა ზურგი აქცია და წავიდა. ალექსანდრე არც კი შეტოკებულა იდგა და უყურებდა მიმავალს. გრძნობდა როგორ ეჭიმებოდა ძარღვები , როგორ ეკვროდა სუნთქვა და უნდოდა ყველაფერი დაელეწა რაც კი ირგვლივ იყო ,მაგრამ არ გაუნძრეულა იდგა და უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა . კარი დაიკეტა მარიამი კი გაქრა, აღარ ჩანდა .გონს რომ მოვიდა სწრაფად მოაწყდა ადგილს და ოთახიდან გავიდა
-ნოდარ მანქანა მოამზადე ათ წუთში გავდივართ- ისეთი ბრაზი ჩანდა მის ხმაში კონტროლი აღარ შეეძლო . სახლის შემოსასვლელისკენ წავიდა მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა მუჭი ისე შეკრა დაუსკდა კუნთები , მისაღებში გასვლას აპირებდა როცა სახლში გამეფებული სიჩუმე კარის სწრაფმა გაღებამ დაარღვია, უცებ გაიხედა შემოსასვლელსკენ და დაინახა მისკენ მიმავალი მარიამი. სწრაფად სუნთქავდა და თვალებიდან ცრემლები მოდიოდა არც კი გაჩერებულა ისე მივარდა და მთელი ძალით მოეხვია. ალექსანდრეს გული გაუთბა, ამ ერთი ციდა გოგოს მისი მართვის სადავეები ჰქონდა ხელთ და წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ
-არ მინდა თავისუფლება ... არ მინდა მარტო ყოფნა. არაფერი მჭირდება მარტო შენთან მინდა .ისიც კი არ ვიცი რატომ უბრალოდ მინდა და ვიცი რომ არ შემიძლია შენს გარეშე - სწრაფად უთხრა და ყელში აკოცა-მაპატიე ალექსანდრე - პირველად მიმართა სახელით და იმდენად მოეწონა გაყინული სისხლი მეტად აუდუღდა უკვე თავის შეკავება აღარ შეეძლო სწრაფად აიტაცა ხელში სიფრიფანა სხეული და კიბე თვალის დახამხამებაში აირბინა, საძინებლის კარი შეაღო უცებ მიხურა გადაკეტა და მარიამი ზედ ააკრო
-წასვლისთვის უნდა დაგსაჯო ,სამაგალითოდ- უცებ უთხრა გაიღიმა შეუმჩნევლად და მონატრებულ ბაგეებს დაეწაფა , სწრაფად შემოიძარცვა სამოსი და შიშვლები გადაწვნენ საწოლზე ისეთი ვნებით ეფერებოდა მარიამი ხმას ვეღარ იმორჩილებდა , ბოლოს ერთად დაეშვნენ ბალიშებზე . ალექსანდრე მალევე წამოდგა და უცებ ჩაიცვა
-ჩაიცვი არ გვცალია დასაწოლად უნდა წავიდეთ
-სად?-მარიამი წამოდგა და ჩაცმა დაიწყო -აქ არ დავრჩებით?
-არა სხვაგან მიმყავხარ სადაც მარტო მე და შენ ვიქნებით მერე აქ ვიცხოვრებთ - უცებ თქვა და მარიამი აათვალიერა -სწრაფად... ზურგს უნდა მიხედო..ხო არ გეტკინა?
-არაა...მალამომ მიშველა
მანქანაში ჩასხდნენ და სადღაც წავიდნენ . მანქანიდან გადმოსულემა ვერტმფრენს რომ შეხედა ყნა ჩამოუვარდა
-ვერტმფრენით მივდივართ?
-გიმგზავრია ოდესმე ?
-არა და სულ მაინტერესებდა როგორია ზემოდან დანახული შენობები
-წამოდი - ხელი ჩაკიდა და აიყვანა. როცა დასხდნენ ღვედი თავისი ხელით შეუკრა . პილოტმა მიიღო ბრძანება და ნელა იწყეს ზემოთ სვლა. მარიამი პატარა ბავშვივით ბედნიერი იყო ქვემოთ იხედებოდა და ალექსანდრეზე ჩაკიდებულ ხელს არ უშვებდა ის კი მისი გამომეტყველების ცქრეით ტკბებოდა და თავისთვის იღიმოდა. მალე დაეშვნენ დიდ ცარიელ მინდორზე და ქვემოთ ჩასვლისთანავე მოეხვია ალექსანდრეს
-ძალიან მაგარი შეგრძნება იყო მადლობა - უცებ მიხვდა რას აკეთებდა და მოშორდა - მაპატიე - ხელები გადააჯვარედინა და სხვა მხარეს გაიხედა- თუ არ მეშლება ფშავში ვართ ხო?
-მართალი ხარ ეს სახლი განსაკუთრებით მიყვარს ყველაზე მშვიდ ადგილასაა ყველაფრისგან შორს თან ახლა დასვენება ძალიან მჭირდება - ხელი მოხვია წელზე და ტუჩებზე ეძგრა - წავედით თორემ ვატყობ ტყეში პირველად გექნება ს*ქსი
-მარტო მე? ანუ შენ გქონია ?
-ჩემს გამოცდილებას ნუ ჩაუღრმავდები პატარა ხარ ჯერ- ირონიით გაჟჯრენთილი მზერა მიაპყრო და პატარა ბავშივით დაკრა ცხვირზე თითი - წავედით ახლა ,ცოტა შორსაა სახლი მაგრამ არაუშავს სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ და იქნებ ცოტა მეტი ჭამო
- გავსუქდები და არ მინდა
-მე მინდა სამაგიეროდ ეხლა ისეთი გამხდარი ხარ მეშინია ხოლმე არ შემომეფშვნე
-არ გეტყობა- ნიშნისმოგებით უთხრა და ალექსანდრემ გამოხედა კიდეც
- დავიწყეთ მაიმუნობაო?
-არაფერი არ დამიწყია მე - ტუჩები დაბრიცა და ხელზე უფრო მოეხვია - მცივა , კიდევ შორსაა?
-არა მალე მივალთ - უცებ მიიზიდა და ხელში აიყვანა - ჩამეხუტე და გათბები
მარიამიც მიეკრო და გაიტრუნა . მალევე შევიდნენ ეზოში და ქალბატონმა თავის აწევა ინება . ისეთი ლამაზი სახლი დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა
-მოგწონს?
-ძალიან ... ასეთი არაფერი მინახავს არასდროს ,ძალიან ლამაზია
-მეც მომწონს -სწრაფად გააღო კარი და შევიდა. მარიამი ჩამოსვა და კარი მიხურა-აქ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით კი მყავდა მოსამსახურეები მაგრამ გავათავისუფლე .... ყველაფერი მომზადებულია თუ რამე დაგვჭირდება წავალ და მოვიტან ახლა კი ცივა მართლა მგონი გაწვიმდება კიდეც და გათბობას ჩავრთავ აქ იყავი - უცებ გაქრა და მალევე გამოჩნდა მარიამს გვერდით მიუჯდა და აკოცა- წამო დაგათვალიერებინებ და მერე დავისვენოთ თან შენი ჭრილობა კიდევ გადასახვევია, ბოლომდე რომ მოშუშდეს - ფეხზე წამოაგდო და მთელი სახლი მოატარა , მარიამი აღფრთოვანებული იყო ყველაფრით . ბოლოს საძინებელში შევიდნენ უზარმაზარი იყო ასევე დიდი აივნით სადაც გასასვლელი მინის კარი იყო ფანჯრიდან მხოლოდ ტყე და მთები მოსჩანდა.
-აქ ტანსაცმელია შენთვის ,იმედია მოგერგება ახლა გეყოფა ესენი და მერე ვიყიდით
-ვიცი სასაცილოდ მოგეჩვენება, მაგრამ ამდენი ტანსაცმელი არასდროს მქონია თან ჩემი ზომაა ყველა ...ეგ საიდან იცოდნენ
-მე ვუთხარი. შენი აზრით არ ვიცი შენი სხეულის ზომები?- წარბაწეულმა დახედა მარიამს გაეღიმა - აუ მაგრად მშია შენ არა?
-კი, სამზარეულო ქვემოთაა ხო?
- მე ჩავალ
-გამოვიცვლი და ჩამოვალ - ნივთები აიღო და სააბაზანოში შევიდა, ალექსანდრე კი სამზარეულოში ჩავიდა პროდუქტები გამოიღო სალათისთვის ხელები დაიბანა პერანგის სახელოები აიკეცა და უზარმაზარ მრგვალ მაგიდაზე დააწყო ყველაფერი. მარიამი რომ შევიდა უკვე ასრულებდა ჭრას და ჯამში ყრიდა შემდეგ მაიონეზი აიღო და მოასხა
-არ ვიცოდი მოზადებაც თუ შეგეძლო - მარიამი უკვე მაგიდის მეორე მხარეს იყო დასკუპებული და უყურებდა
-ჩვენ ერთმანეთის შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცით ეს დრო მაგის გამოსასწორებლად დაგვჭირდება ასე რომ ბევრი რამის გაგება მოგიწევს
მშვიდად მიირთვეს, შემდეგ კი აალაგეს. ალექსანდრეს ქვემოდან უყურებდა და წამწამებს აფახუნებდა
-დავიძინოთ რა...ცოტა დავიღალე
-წავიდეთ...

………
დილით მარტოს გაეღვიძა, არადა ალექსანდრეს ნახვა უნდოდა. რამდენჯერაც ერთად ეძინათ იმდენჯერ მან დაასწრო გაღვიძება ან სულ მარტოს ეღვიძებოდა. სამზარეულოში ჩავიდა და ალექსანდრე რომ ვერ იპოვნა საუზმის მომზადება გადაწყვიტა,უნდოდა ამჯერად თავად მოემზადებინა. საქმეში გართულმა სანდროს დაბრუნება ვერ შენიშნა, კაცი მიეპარა და მკლავები სწრაფად მოხვია
-დილამშვიდობის
-დილამშვიდობისა. სად იყავი? ვარჯიშობ ხოლმე დილით?- როგორც კი შეხედა მაშინვე მიხვდა და დანამულ ყელზე აკოცა
-ღამეც ვვარჯიშობ და როგორც ჩანს ჯერ არ დასრულებულა - ისე თქვა ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია უცებ მოუჭირა საჯდომზე ხელი და მაგიდაზე შემოსვა. კოცნიდა,თითებს მის ფეხებზე დაასრიალებდა და მარიამის კრუტუნზე იღიმოდა. უცებ მოშორდა და წავიდა-გამოვიცვლი და მოვალ...
-ყავა მოგიმზადო?
-ხოოო ოღონდ უშაქრო- ზემოდან დაუძახა და კიბე აირბინა.
ალექსანდრეს ასეთ ფორმაში ხილვა უცხო იყო მისთვის, ისე მოსწონდა თავისუფალ სამოსში გამოწყობილი რომ თვალს ვერ აშორებდა.
-ვიცი რომ სიმპატიური ვარ... არაა ამდენ ხანს ყურება საჭირო
-მე უბრალოდ... ამ ფორმაში სხვანაირი ხარ -უცებ უთხრა და ფინჯანს ჩახედა .სანდრომ ისე ისაუზმა სიტყვაც არ უთქვამს,არადა მარიამი ელოდა როდის ეტყოდა რამეს. ცუდი მაინც ეთქვა, ის კი განგებ დუმდა და ხალისობდა მარიამის დაბღვერილი გამომეტყველების ცქერით
-მე გარეთ ვიქნები. მოემზადე და გავისეირნოთ
-კარგი- მობუზულმა თქვა და ალაგება დაიწყო
-წავედით
-ხო -როგორც ყოველთვის მოკლე პასუხით შემოიფარგლა და გვერდით დაუდგა . ხმა არ ამოუღია , ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა ასე გაბუსულს ვერ უყურებდა
-დღეიდან სულ შენ მომიმზადებ საუზმეს
-რატომ
-იმიტომ, რომ ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი .თან ის მოამზადე მე რაც მიყვარს -მშვიდად უთხრა და გაბედნიერდა მარიამს უცებ რო შეეცვალა გამომეტყველება
-მართლა? მართლა მოგეწონა? მე მეგონა არ მოგეწონა არაფერი გითქვამს არც გემჩნეოდა - უცებ შებრუნდა მისკენ და პატარა ბავშვივით მოეხია
-ოდესმე რამე მეტყობა სახეზე?
-არა
-იმიტო რომ შენსავით მეამიტი ბავშვი არ ვარ და არ მიცნობ საამისოდ რომ მიხვდე როდის რა მომწონს
-რატო ვარ ბავშვი ,საერთოდ არ ვფიქრობ ეგრე. მე როცა უნდა მქონოდა ბავშვობა მაშინაც დიდივით მქონდა პრობლემები და ყველაფერს ვაკეთებდი ეხლა მითუმეტეს
-შეიძლება მუშაობდი ,არც თამაშობდი და არც ერთობოდი სხვა ბავშვებივით ,მაგრამ ხასიათს ვერაფერი შეგიცვლის შინაგანად ხარ ასეთი . არაფერი გესმის ცხოვრების,მხოლოდ ტკივილი გაქვს განცდილი . არც ბრძოლა იცი , არც მშვიდად ყოფნა, არც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება
-იქნებ არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ და სხვებს ვგავარ
-სხვებს რომ გავდე ახლა აქ არ იქნებოდი . შენგან განსხვავებით მე ცხოვრება ვიცი და ვხვდები ვინ როგორია, რადგან უამრავი ტიპის ადამიანს გადავყრივარ ზოგჯერ მოვტყუებულვარ კიდეც შენ ჯერ პატარა ხარ და თუ მოინდომებ ყველაფერს ისწავლი
-სულ რომ იძახი პატარა ხარო მგონია რო მოხუცი ხარ
-შენთან შედარებით ვარ კიდეც - გაიღიმა და აკოცა-არ გაინტერესებს რამდენი წლის ვარ?
-რომ გითხრა დიდი მნიშვნელობა აქთქო მოგატყუებ... ისე მითხარი,ხომ უნდა ვიცოდე
-შენ რას ფიქრობ
-25 თუ 26
-კარგია ეგრე კარგად თუ გამოვიყურები 30 წლის კაცი
-30 წლის ხარ? დამცინი? გამორიცხულია შენ 30 წლის ხარ?
-ხო ქალბატონო და უნდა ვიმუშაოთ ცოტა დიდის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდე თორე პედოფილობაში დამადანაშაულებენ . არადა არასდროს მიზიდავდა პატარა გოგონები, სულ ჩემზე უფროსებს ვხვდებოდი შენ რაღაც საოცრება დამმართე...შენთან შემოთავაზება მაქ მაინტერესებს როგორ სწავლობდი და რა საგნები გიყვარდა სკოლაში
-რასაც ვასწრებდი ვსწავლობდი სულ მინდოდა ბიოლოგიის შესწავლა ძალიან მაინტერესებდა ოცნებები არასდროს მქონია ვიცოდი რო არ ამიხდებოდა მაგრამ ზოგჯერ მინდებოდა ექიმი ვყოფილიყავი ნუ რა მნიშვნელობა აქ
-ყველაფერში განსხვავებული როგორ ხარ .რაღაც მარტივი გეთქვა არ შეიძლებოდა? ისედაც მოხუცი ვარ...შენ რომ ახლა სამედიცინოზე ჩააბარებ და ექიმი გახდები მეც დამჭირდება მკურნალობა... ისე კარგი აზრია ხომ იცი - უცებ მიაყოლა და გაიცინა კიდეც
-შენ თუ ახლა დაბერებული ხარ და რამდენიმე წლის წინ უკეთ გამოიყურებოდი მიხარია დიდი რომ არ ვარ და მანამდე არ გაგიცანი - უცებ სხვა თემაზე დაიწყო საუბარი ,მაგრამ მერე რო გაიაზრა რაც უთხრა უცებ შებრუნდა - მოიცა ანუ ვისწავლი? სამედიცინოზე? ხო, მაგრამ მე ხო არ
-თბილისში რომ დავბრუნდებით დაიწყებ მეცადინეობას მთელი წელი გაქვს წინ არა მარტო საგამოცდო საგნებს ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგიწევს აუცილებლად ! ჩემს გვერდით ყოფნა ბევრ თავსატეხს გაგიჩენს დაფიქრდები მგონი ჩემს მიტოვებაზე
-ასე არასდროს იხუმრო ვერანაირი ძალა ვერ მაიძლებს შენგან წასვლას ... შენ თუ არ გამიშვებ
-დაწვრილებით მაგ თემაზე თბილისში ვისაუბრებთ ეხლა ვიბანაოთ ჯობს - მდინარესთან იყვნენ უკვე მისულები
-არაა ცივი იქნება თან მე კარგად ვერ ვცურავ
-კარგად თუ საერთოდ ვერ ცურავ
-საერთოდ ვერ ვცურავ არასდროს მქონდა მდინარეებზე და ზღვაზე სარულის ფუფუნება
-კარგი მაშინ ნუ ჩავალთ უბრალოდ დავსხდეთ... აბა მითხარი რისი კეთება იცი სახლის საქმის გარდა გასართობად რაც გამოგვადგება
-ეგეთი არაფერი ვიცი - დარცხვენილმა დახარა თავი. სულ უნდოდა მასაც სხვა ბავშვებივით ცოდნოდა დაკვრა, ცეკვა, ცურვა ან კიდევ სხვადასხვა თამაშები ,მაგრამ ვერავინ ასწავლიდა
- მთავარია მოინდომო და ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი მე შენს მონაცემებში დარწმუნებული ვარ- ხელი მოხვია და მუხლებზე დაისვა , თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა- შენი თავის რწმენა უნდა გქონდეს და არავის მისცე უფლება დაგამციროს, უკან ერთი ნაბიჯით თუ დაიხევ უნდა ელოდო, რომ შენი მტერი ისე შემოიჭრება შენს ტერიტორიაზე გაგანადგურებს - მშვიდად უთხრა და ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს . შემდეგ მოეხვია. მარიამმა მის ყელში ჩარგო თავი და სურნელი ღრმად შეიგრძნო. ენით აღუწერელ სიმშვიდეს გრძნობს, გრძNობს რომ მის ცხოვრებაში უდიდესი გადატრიალება მოხდა და იბრძოლებს იმისთვის რომ ყველაფერი კარგად იყოს და მოპოვებული ბედნიერება არ დაკარგოს.
ბრძოლას ორ შემთხვევაში აქვს მიზეზი,როდესაც უფსკრულიდან ამოსვლა გინდა და როდესაც უკვე მოპოვებული ბედნიერების გაშვება არ გინდა. ყველაზე რთული კი სწორედ ამ ბედნიერების შენარჩუნებაა , უნდა ეცადო რომ შანსი არ გაუშვა და ბოლომდე დარჩე მაღალ საფეხურზე.
-შენ რით ხარ დაკავებული თავისუფალ დროს ?
-შენთან ყოფნის გარდა მეკითხები?-სიცილით უთხრა და აკოცა- ხოო... ბევრი რამით მაგალითად მეგობრებთან ერთად მივდივარ სადმე მშვიდ ადგილას და მერე თავისით გვაწვება იდეები შეიძლება ბურთი ვითრიოთ და ვითამაშოთ რამე , ან წვიმიან ამინდში ბილიარდი ვითამაშოთ შეიძლება სადმე კლუბში წავიდეთ ანდაც სახლში ჩავჯდეთ ვილაპარაკოთ და გამოვთვრეთ მარტო საძმაკაცო
-როგორც ჩანს ძალიან გიყვარს შენი მეგობრები
-ისინი არიან ჩემი ძმები ბავშვობიდან ერთად მოვდივართ აქ დაგვადგებოდნენ ახლა მაგრამ გავაფრთხილე ასე რომ ცოტა ხანს ვერ გაიცნობ ...თან ხვალ მიდიან და არ ვიცი როდის ჩამოვლენ. მე არ მგავს არცერთი. გიჟები არიან ყველას უკვირს როგორ ვმეგობრობთ - მათზე ლაპარაკის დროს აშკარად დაუთბა ხმა თან მარიამის თმებს არ ეშვებოდა და თითზე იხვევდა
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ - ლოყაზე აკოცა და ყელისკენ გაუყვა გზას
-ბევრი ქალი გყავდა იქ ისე როგორც მე ვიყავი?
-ანუ გაინტერესებს ქალს ფულს თუ ვუხდიდი? რომ გითხრა არასდროს გადამიხდიათქო მოგატყუებ, მაგრამ ზოგადად არ ვიქცეოდი ხშირად ეგრე .ეგ იმ კახას დამსახურებაა ,რომ ვკითხე შენზე მომატყუა მე ისე მომეწონე მაშინ მაგრა მეკიდა რა გზით მოხვდებოდი იმ ღამით ჩემს მკლავებში. მერე ზემოთ ასვლამდე იმდენი დავლიე გათიშული ვიყავი ლამის, მხოლოდ შენ აღგიქვავდი
-კახამ მითხრა რომ იქ ბევრი აგყავდა და ღამითვე უშვებდი კიდე ათასი სისულელე მითხრა მაშინ ვერ ვაანალიზებდი რას მეუბნებოდა - საყვარლად აუწითლდა ლოყები . ალექსანდრე ჩაეხუტა და აკოცა
-ჩემი სულელი გოგო - ცხვირზე აკოცა და გაიცინა -ღმერთო რამდენი რამ განგვასხვავებს ერთმანეთისგან, ჭკუა რომ არ დამეკარგა ახლა ჩემგან შორს უნდა ყოფილიყავი
საღამომდე საუბრობდნენ , ალექსანდრე უყვებოდა მარიამი უსმენდა და უკვე შეეძლო ეთქვა რომ კარგად იცნობდა ალექსს, თითქმის ყველაფერი გაიგო მის შესახებ მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ რაღაცას კიდე არ ეუბნებოდა. შემდეგ შესცივდა და სახლში დაბრუნდნენ . ამჯერად ნოყიერი ვახშმის მომზადება გადაწყვიტეს და ორივემ გაინაწილეს საქმე . ბოლოს მიუსხდნენ მაგიდას ,ალექსანდრემ ისევ ვერ მოითმინა და მარიამი მაგიდაზე აღმოჩნდა.
დილით ალექსანდრეზე აკრულს გამოეღვიძა, ოდნავ მიაკრო ტუჩები მკერდზე და შემდეგ ყელზე
-დილიდან გინდა ჩემი გამოწვევა პატარა ქალბატონო?- ზემოდან მოექცა და აკოცა
-გამიშვი რა საუზმეს მოვამზადებ და მერე გთხოოვ- თვალები აუფახულა ისე რო კაცს წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაეკარგა . ქალბატონმა ალექსის პერანგი მოიცვა , ძალიან კომფორტულად იყო ასე რადგან თავისი პენუარისგან განსხვავებით მამაკაცის სურნელი ასდიოდა და ორმაგ სიამოვნებას იღებდა .
ფეხშიშველი იდგა მეთლახზე ონკანთან და ხილს რეცხავდა , თან მოძრაობის დროს პერანგი ზემოთ იწევდა და ისედაც გრძელი ფეხები უფრო მიმზიდველი უჩანდა. ალექსანდრე ჯერ კარზე მიყრდნობილი უყურებდა შემდეგ კი ზურგიდან აეკრო და ყელში აკოცა, ამან არ დააკმაყოფილა ამიტომ უცებ შემოაბრუნდა თავისკენ ტუჩებზე დააცხრა შემდეგ ხელი მოუჭირა საჯდომზე ჯერ წელზე შემდეგ კი მაგიდაზე შემოსვა სწრაფად ჩაუხსნა პერანგის დარჩენილი ღილები და მოღეღილი მკერდი თითებში მოიქცია უყურებდა ვნებიდან გონებადაბინდულ ქალს , უფრო იწვევდა შემდეგ კი ისე ეფერებოდა კვნესას არ წყვეტდდა მარიამი.
ისე იყვნენ ალერსში გართულები საერთოდ ვერ გაიგეს როგორ შევიდა ეზოში მანქანა და შემდეგ უკვე სახლში ორი პირი . მათგან ერთ-ერთი პირდაპირ იქეთ დაიძრა საიდანაც ხმა ესმოდა და ამ „არაჩვეულებრივ“ სცენასაც შეესწრო. ჩაახველა და კარადაზე თითები აათამაშა. წყვილი უცებ გამოერკვა და უკან რომ გაიხედეს ყმაწვილიც დაინახეს . ალექსანდრეს კუნთები დაებერა, ძარღვები ემჩნეოდა და ვნებით სავსე მზერა ბრაზმა შეცვალა
-აქ რას აკეთებ !
-მეც გკითხავდი, მაგრამ ვხედავ არაჩვეულებრივად - უცებ მზერა მარიამის მოღეღილ მკერდზე გადაიტანა . გოგო უცებ გამოერკვა მთლიანად აწითლდა სახეზე , იმდენად უეცრად მოხდა ეს ყველაფერი რეაგირება ვერ მოასწრო ეხლა კი დარცხვენილი ჩამოხტა მაგიდიდან ღილები უცებ შეიკრა და ალექსანდრეს უკან მიიმალა - სულ ვფიქრობდი ვის ვგავდი გემოვნებით თურმე მაგითაც შენ გგავარ
-აქ რას აკეთებ მეტყვი?
-ნუ ცხარობთ ბატონო ალექსანდრე უბრალოდ მომინდა ამ სახლში მოსვლა და მოვედი. არ შეიძლება? არ ვიცოდი აქ თუ „საქმით“ დაკავებული დამხვდებოდი თორე არ წამოვიდოდი. არ ვიცი თუ იცი, მაგრამ დიდად არ მხიბლავს მსგავსი ინტიმური სცენების ყურება ამაზრზენად მეჩვენება- მათკენ დაიძრა და მარიამს თვალებში შეხედა ოდნავ მაღალი იყო მასზე - პედოფილი როდის მერე ხარ მამიკო? რა არი კონკურენტად უნდა მიგიჩნიო მომავალში?
-გეყოფა უხეშობა და აქედან გადი, ეხლავე ! გამოვალ და გავარკვიოთ მე რა მინდა აქ და შენ რატომ ხარ ამ დროს აქ
-კაი რა ჩემთან რა გემართება ვერ ვხვდები წეხან ძაან მაგარ ხასიათზე იყავი და მე რას მეგრუზები ვერ გავიგე მაინცადამაინც ფეხები უნდა გაგიწიონ რო დატკბე?
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი და ახლავე მოშორდი აქედან
-მივდივარ ბატონო, არ ვარ ჩხუბის ხასიათზე - კიდე შეხედა მარიამს ,ირონიულად ჩაიცინა და გავიდა.
ალექსანდრე მაშინვე მისკენ შებრუნდა აშკარად გაღიზიანებული იყო არავითარი ახსნა არ დაუწყია მაშინვე განკარგულება გასცა- სწრაფად ადი ზემოთ, ჩაიცვი და იქ იყავი სანამ არ დაგიძახებ,გთხოვ
მარიამი სწრაფად გავიდა სამზარეულოდან , კიბეები უცებ აირბინა და საძინებელში შევიდა. საწოლზე დაემხო და ყველა სიტყვა გადახარშა გონებაში. საშინლად შერცხვა იმ მდგომარეობის გამო როგორშიც წაასწრეს თან ბიჭი აშკარად პატარა იყო ასაკით უბრალოდ მაღალი იყო .დიდხანს ელოდა ალექსანდრეს, ჩაიცვა რამდენჯერმე დააკვრიდა საკუთარ გამოსახულებას სარკეში ოთახს წრე დაარტყა,მაგრამ ის არ ჩანდა. ბოლოს ვერ მოითმინა და ქვემოთ ჩავიდა
მისაღებში მიმოდიოდა ალექსანდრე და ცოფებს ყრიდა, დივანზე კი ბიჭი ჩვეული ირონიული გამომეტყველებით იჯდა,ნებისმიერს გააღიზიანებდა .მის გვერდით ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა იყო, რომელიც აშკარად ღელავდა და ხმას არ იღებდა.
-არა როგორ გაბედე სასწავლებლიდან გამოპარვა შემდეგ კი აქ ჩამობრძანება თან მარტო კი არა ბავშვიც აუყოლიებია ...ამხელა გზაზე მარტო წამობრძანდა ბატონი
-გეყოფა ეხლა რას შემ*ცი? არ მაქ უფლება ზაფხულში მაინც წამოვიდე იმ დედა ნატირები ადგილიდან? ეს სახლი კიდე ჩემიცაა როგორც ყველაფერი რაც შენს საკუთრებაშია და არასდროს აგიკრძალავს ჩემთვის მათი გამოყენება , რაც შეეხება ელეს მეათასეჯერ გეუბნები, რომ არაფერი დამიშავებია და ტყუილად ნუ ბურღავ ტვინს
-რანაირად მელაპარაკები შენ საერთოდ აზრზე ხარ? დამნაშავე ხარ და კიდევ არ იხევ უკან პირიქით გინდა მწყობრიდან გამომიყვანო იცი რომ დიდი ხნის წინ მექნებოდა ზომები მიღებული ეს ბავშვი რომ არ იყოს აქ
-ვაიმე ეს ბავშვი კიდე რა დაიჯინე 16 წლის ბავშვი აღარაა და შენ არ უნდა გეშლებოდეს ეგ
-ოდესმე ერთხელ მაინც გააკეთებ რამეს ისე რო მშვიდად შევძლო ცხოვრება პრობლემა არ შექმნა არ შემეწინაარმდეგო და ერთხელ მაინც დაიხიო უკან
-უი შენი გოგო მოსულა რაო ბატონო ალექსანდრე სადავეებს ვეღარ ვიმორჩილებთო? აქამდე იცოდნენ შენმა საყვარლებმა რო არ უნდა გამოჩენლიყვნენ ჰორიზონტზე და ეხლა რა ხდება? - ბიჭმა მარიამი შენიშნა და დასაკაკუნებლად აწეული ხელი ჰაერში გაუჩერდა ისე გახედა ალექსანდრემ . უცებ დაუარა უსიამოვნო ჟრუანტელმა და დაბნეულმა შეხედა პასუხი რო მიეღო
-შემოდი
-ახლა ამასთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ? ელესაც ხო არ გავაცნო და ვადაქალო
-მოკეტე - იმხელაზე უღრიალა ალექსანდრემ მარიამი შეხტა შიშისგან - სიტყვები შეარჩიე-თქო რომ გითხარი ერთხელ ესეიგი არ მოვითმენ ამ ქალს ასე ელაპარაკო
-ვერ ვხვდები რაღატო აწყობ ამ ლექციას მოკიდე მაგ გოგოს ხელი და გააგრძელეთ ის საქმე რითაც დაკავებული იყავით მე და ელე კიდე მეორე მხარეს დავბინავდებით თუ რამე და ხვალ წავალთ მერე შენ თუ არ აპირებ ამ გოგოს გაშვებას და თუ მიდის მაშინ დავრჩები
-არავინ არ მიდის და შენს ნებაზე გადაწყვეტილება რაც მიიღე ეგეც საკმარისია იქ სადაც მე ვარ შენ არავინ გაძლევს უფლებას
- როგორ არ მინდა კამათი და მაინც არ მაცდი- ისევ მშვიდად იყო და უფრო აღიზიანებდა ალექსანდრეს . ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს წინ დადგა - ხო იცი მაინც რო არ გავივლი შენს ნებაზე ამიტომ შევწყვიტოთ კამათი ...ეგ წავიდეს ჩვენ დავრჩებით
-ვიღაცამ დამწყევლა და მაინცადამაინც მე დამემსგავსე, არავითარი კომპრომისი შენთვის არ ასებობს შვილო ჩემო ,მოკლედ და გასაგებად გეტყვი მარიამი არ წავა ჩემი ცხოვრებიდან როგორც გინდა ისე მიიღე ,ცოლი , საყვარელი, მეგობარი ქალი ვინც გინდა უწოდე უბრალოდ გაიაზრე ,რომ მარიამი ჩვენი ოჯახის წევრია
-რაა? შენ რა გგონია ახლა დამნაშავე რადგან მიგაჩნივარ დათმობაზე წავალ?გამორიცხულია ვიღაც ბ*ზი იმ სახლში სადაც ჩემმა დამ უნდა იცხოვროს ...სადაც გინდა იქ წაიყვანე და რაც გინდა ის უქენი. არც მაქ უფლება და არც გიშლი ჩემი საქმე ეგ არაა ,მაგრამ იმ სახლში არ იცხოვრებს ვიღაც...
-ახლა კარგად მომისმინე ბოლოჯერ ვიმეორებ - საყელოში წვდა ალექსანდრე და დაუღრიალა,ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია - მარიამი იცხოვრებს იქ სადაც მე ვიქნები შესაბამისად თუ იქ ვიქნები იქ იქნება და შენ ვერაფერს ამიკრძალავ ,რადგან უფროსი მე ვარ მიუხედავად იმისა რომ თავში გაქ ავარდნილი ...ჩემი ბრალია , როგორიც გაგზარდე ისეთი ხარ.ავადმყოფი !
-ესე იგი უზრდელი ვარ და თავში მაქ ავარდნილი, კარგი იყოს ნება შენი ამ რამდენიმე დღეს . ახლა კი დედიკო თქვენის ნებართვით ჩვენ გავალთ - უცებ მოიშორა ხელები საყელოდან კვლავ ნერვულ დაბოლოებებს წაეთამაშა დივანზე დასკუპებულ გოგოს ხელი ნაზად ჩაკიდა მსუბუქად აკოცა ,თვალი ჩაუკრა და წავიდა
- დედას შ*ვ*ცი- სკამი ააყირავა,შემდეგ თავი დახარა და ცოტა ხანს მშვიდად სუნთქავდა. მარიამი იქვე იდგა და მშვიდად უყურებდა-მოდი რა- ხელი გაშალა და დაელოდა.მარიამიც მალევე მივიდა ჩაეხუტა და ქვემოდან ახედა-ბოდიში რა, არა-ნორმალურია, ზედმეტად მგავს დიდი აღმზრდელობითი ნიჭით არ გამოვირჩეოდი მაშინ
-ის ...
-ვისკი დამისხი და ყველაფერს მოგიყვები კარგი? მინდოდა მოგვიანებით მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა- დივანზე ჩამოჯდა ვისკის ჭიქით ხელში და ღრმად ჩაისუნთქა-პირდაპირ გითხრა? კარგიი 16 წლის ვიყავი ტყუპები რომ გაჩნდნენ ჩემ ცხოვრებაში. დიახ, დემეტრეს ძმა ჰყავს ,დამიანე რომელიც მადლობა ღმერთს ხასიათითაც განსხვავდება და ფიზიკური მსგავსების მიუხედავად იდენტურებიც არ არიან. მე ყოველთვის ვარჩევდი... მათი დედა 19 წლის იყო , მე არასდროს შევესაბამებოდი ჩემ ასაკს განვითარებით . ტყუპების გარდა მყავს ჩემი ანგელოზი, ჩემი ლილე რომელიც არაბიოლოგიური შვილია ...ახლა ალბატ ფიქრობ 18 წლის გოგომ ამდენი უბედურება გამოვიარე აქამდე მოვაღწიე და უარეს საგიჟეთში აღმოვჩნდიო. მოკლედ ასეთია ალექსანდრე დადეშქელიანი 30 წლის კაცი სამი სრულიად განსხვავებული შვილით... დარჩები ისევ და შეეგუები ახალ ცხოვრებას თუ გაიქცევი
-შენ ჩემი მეტამორფოზა მოახდინე . შენთან ერთად ნებისმიერ გამოწვევას მივიღებ- უთხრა და თავად დაეწაფა მის ტუჩებს -არ მაჩვენებ შენი შვილების ფოტოეს?- კოცნისას დასჩურჩულა და ისევ აკოცა
-წამოდი- ხელი ჩაკიდა და ზემოთ აიყვანა . საძინებლის კარზე ააკრა და გიჟივით ეძგერა როგორც ჩვევია
-არ გაიგებ ბავშვები სად არიან?
-მიხედავ ის თავის თავსაც და ელესაც - უცებ უთხრა და მაისური გადააძრო
-ალექსანდრეე ...
-სანამ დრო მაქვს მადროვე, მერე სამსახურში ვიქნები და მოგენატრები იცოდე
-ალექსანდრე...
……….
დემეტრე და ელენე ტყეში სეირნობდნენ . თავიდან ჩუმად მიდიოდნენ რადგან დემე გაბრაზებული იყო და ელე არაფერს ამბობდა შემდეგ კი სიჩუმე კვლავ ბრაზიანმა დაარღვია
-როგორ მაღიზიანებს ,,,,რა უნდა ვერ ვხვდები ,რატო ატრაკებს? დიდი ამბავი ეხლა ზაფხულში მაინც თუ წამოვალ იმ დამპალი ადგილიდან თან მოათრევს აქ ვიღაც ბ*ზს და მეუბნება ჩვენთან იცხოვრებსო ,აზრზე ხარ? ახლა როცა ვასრულებ იქ სწავლას და აქ უნდა ჩამოვიდე მაინცადამაინც ახლა მოყავს ვიღაც კ**პა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლითაა უფროსი და სრულიად შესაძლებელია მისი ასაკის საყვარელი მეც მყავდეს თითქოს ბოზ* თუ არ ააგდო ისე ხელს უშლის რამე ქალის ასაგდებად ,მაგრამ არა როგორ შეიძლება მაგას ვინმე მოეწონოს და საერიოზულად იფიქროს. სულ ვიღაც უნდა ჰყავდეს, ოცი ერთად...მე ის მიკვირს ჩვენ გარდა როგორ არ ჰყავს კიდე შვილები
-დემე გეყოფა რა მართალია რაღაც მხრივ იმაზე ბრაზდება რომ მეც წამომიყვანე ... ხომ იცი როგორ უყვარხარ არა? იმ გოგოს რაც შეეხება ჩემი აზრით ის შემთხვევაა როცა სერიოზულად ფიქრობს აბა სახლში მოიყვანდა ამდენი ხნით? მე არც ერთხელ მინახავს მის გვერდით ქალი
-ელე შენი აზრით ალექსანდრეს ის პატარა გოგო მოსწონს ? არ იცი როგორი ქალები მოსწონს? თუ არ იცის რომ წინააღმდეგობას გაუწევს არ მოეწონება , უნდა აგიჟებდეს
-ხო ეგრე ვფიქრობ და გთხოვ არ ეჩხუბო რა უბრალოდ ერთხელ ეცადე გაუგო. განა რას აშავებს ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ქალი სჭირდება გვერდით არა ერთი ღამით და დარწმუნებული ვარ იცის ვისთან იყოს, ამას შენ ვერ გადაწყვეტ მასთან უნდა იყოს ვისთანაც სურს . რაც შეეხება ხასიათს ასეთი გოგონები შენ მოგწონს
-ხოო? ანუ რა გამოდის რო ალექსა გაება? - უცებ გახსნა წარბები და ხმამაღლა გაიცინა
-რატომ ხარ ასეთი უხეში? კაცს ქალი თუ შეუყვარდა აუცილებლად მახე და რაღაც უბედურებაა?
-ხო იცი რო ზოგადად საქალეთის არ მჯერა და ყველა ერთნაირია არც ის იქნება გამონაკლისი. ფული სჭირდება სიმპატიური კაცი, თან მილიონერი მარტივი საპოვნელი არაა და ხელიდან გაუშვებს?
-ყოველთვის როცა მაგას ამბობ მეც მაყენებ შეურაცხყოფას ...თუ მე ქალი არ ვარ. ვერ გავიგე ესე იგი არც მეგობრები ვართ, რადგან ქალი ვარ და არ მენდობი? მაშინ რატომ ვარ აქ და საერთოდ რატომ მგონია რომ მეგობრები ვართ - ელენე გაგიჟდა ამჯერად და დემეტრე დაამუნჯა ,ცოტა ხნით გაოცებული უყურებდა
-შენ რა შუაში ხარ ...შენ სხვა ხარ, სულ სხვა. შენ ჩემი ელე ხარ და თვალდახუჭული გენდობი, გიცნობ და ვიცი როგორიც ხარ შენ არ გავხარ სხვას - მისი სახე ხელებში მოიქცია,შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა- რო მეჩხუბები ბოლოს მიღებ , ნუ შვები ხოლმე ასე რა
-არასდროს გეჩხუბები , უბრალოდ ვბრაზდები როცა არ გჯერა რომ ქალს სიყვარული შეუძლია .რატომ არ გჯერა რატომ გამაგებინე, არსებობენ ერთგული ქალებიც ,რომლებსაც სამუდამოდ უყვართ ...ეს თქვენ კაცები ღალატობთ სულ
-შენ ხო გჯერა ეგეც საკმარისია ჩემო პატარა გჯეროდეს არ დაგირღვევ ოცნებებს
-არაა ოცნება და არც ვოცნებობ უბრალოდ მჯერა რომ სიყვარული არსებობს ,წრფელი და ძლიერი. ყოველგვარი ტყუილის გარეშე
-ნუ ვიკამათებთ მაგაზე ძაან გთხოვ - თმაზე ხელი ჩამოუსვა და კიდევ აკოცა- დავრჩეთ აქ თუ წავიდეთ მარტო მე და შენ ჩემო ფერია არ გინდა? მოვწყდეთ ყველაფერს და ცოტახანს დავისვენოთ
-აქ დავრჩეთ რა ,მინდა აქ - ქვემოდან უყურებდა და ლურჯ თვალებს აციმციმებდა
-კარგი როგორც შენ გინდა - ცხვირზე აკოცა და უფრო მაგრად მიიკრა სხეულზე- გაყინული გაქ ცხვირი წავიდეთ სახლში თორე გაცივდები - ხელი მხარზე მოხვია და სახლისკენ წავიდნენ.
მარიამს უკვე მომზადებული ჰქონდა ვახშამი და მაგიდას ამზადებდა. უნდოდა დემეტრესთან კარგი თუ არა ნეიტრალური ურთიერთობა მაინც ჰქონოდა. ალექსანდრე მივიდა და აკოცა
-მმ გემრიელია
-ბავშვები არ მოდიან?
-კი ეზოში შემოვიდნენ უკვე . მოემზადე შემოტევებისთვის ისე პრაქტიკას მიიღებ ამაზე მეტად ვერავინ მოგშხამავს დამიჯერე
-შენი შვილია
-რისი თქმა გინდა რო მე ეგეთი ხასიათი მაქ?
-სიმართლე თუ გაინტერესებს ბევრად არ ჩამორჩები უბრალოდ ემოციის კონტროლი იცი და ერთი დარტყმით ანადგურებ ყველას .დემეტრე კიდე პატარაა ჯერ და რო გაიზრდება შენზე უარესი იქნება, ბევრად
-ესე იგი არ მოგწონს ჩემი ხასიათი
-ეგ არ მითქვამს ჩემდამი შენი დამოკიდებულება ყველასგან განსხვავებულია და ეს ძალიან მომწონს ,მაგრამ ზოგადად რო თბილი და სათნო არ ხარ მაგას არ აღიარებ?
-რატო უნდა ვიყო რა აუცილებელია ყველას ვუღიმოდე ასეთი ვარ და არ შემიძლია ყველასთან ერთნაირად ვიყო
- მე დავიმსახურე?- ხელები მოხვია ყელზე და მსუბუქად აკოცა
-მე მაგრად , მაგრამ ელენეს თუ არ აყურებინებთ თქვენს სექსუალურ სცენებს დამავალებთ - ზარივით გაისმა დემეტრეს ხმა ოთახში . ელენეს ხელი ჩაკიდა და მაგიდისკენ დაიძრა უბრალოდ გადახედა საჭმელებს კომენტარი არ გაუკეთებია სკამი გამოუწია გოგოს რომ დამჯდარიყო და მის გვერდით დაიკავა ადგილი
-ელენე მამაშენს დავურეკე როგორც ყოველთვის მასთან მოვაგვარე ,მაგრამ დედაშენმა დამირეკა ორ წამში და მგონი ყველას დაგვხოცავს
-მართლა? ძალიან გაბრაზებულია?
-ელ ეგ როდის არაა გაბრაზებული? დაიკიდე რა დაივიწყე ყველაფერი ეს ერთი თვე მაინც გთხოვ არ იმსახურებ ბოლოს და ბოლოს ?
-შენნაირი უპასუხისმგებლო ვერ იქნება ყველა ვაჟბატონო ბავშვს აინტერესებს მშობლების აზრი და არ უნდა აწყენინოს .თანაც გოგოა და შენსავით ვერ იხეტიალებს აღმა დაღმა
-არც იხეტიალებს და ჩემთან ერთად როცაა ეგ ხეტიალი არაა თუ აგვარებ კიდე საქმეს ისე მოაგვარე ზედმეტად რომ არ დატანჯო ხალხი
-დემეტრე- ელენემ დაუბრიალა თვალები და ისიც გაჩუმდა
- შენ მე მომკლავ... სხვა ვერაფერი შვილო
-ეგრე იძახი რაც ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ კი ხარ უკვე 30 წლის .ასე ლაპარაკს რო იწყებ ვაფშე 90 წლისას გავხარ ხოლმე - ჩაიცინა და საჭმელი გადმოიღო თეფშზე. ალექსანდრე და მარიამიც დასხდნენ და ვახშმობა დაიწყეს
-ძალიან გემრიელია თქვენ გააკეთეთ?- ელეს არ დაუფარავს აღფრთოვანება და გაღიმებულმა უთხრა მარიამს
-მიხარია თუ მოგეწონა
-მეც მასწავლით? ერთად მოგვიწევს ცოტახანს ყოფნა და
-შეფ მზარეულს ვთხოვ თბილისში რო ჩავალთ და ის გასწავლის რისი გაკეთებაც გინდა არაა საჭირო ამ .. ამან გასწავლოს რამე- კბილებსშორის გამოსცრა დემეტრემ და ელენეს გახედა
-ენას კბილს დააჭერ თუ აუცილებლად ზომები უნდა მივიღო. მშვიდად ვახშმობა დამაცადე
-ფეხ..
-დემეტრე გთხოვ -ისევ ელენემ გააჩერა და აღარაფერი უთქვამს ვახშმობის დასრულებამდე, შემდეგ კი დატოვა იქაურობა .
-აქ თეთრეული სადაა საწოლები რომ გავამზადო ჩვენთვის
-ოთახშია კარადაში
სახლის მეორე მხარეს დაბინავდნენ ორ მეზობელ საძინებელში . შხაპი მიიღეს და საწოლში დაწვნენ გათიშულები. ელე ძალიან დაღლილი იყო , დემეტრეს რა მოარჯულებდა ასე მალე ვერ მოისვენა და ოთახი დატოვა. გვერდითა ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და საწოლისკენ დაიძრა
-დემე შენ ხარ? გული გამისკდა- უცებ შეეშინდა ნახევრად ჩაძინებულ ელეს და გულზე ხელი მიიდო
-შეგაშინე ჩემო ციცქნა? ბოდიში, პროსტა ვერ დავიძინე და ვიფიქრე ელესთან გავალ-თქო - საწოლზე წამოგორდა და გოგოც მიეხუტა -ძალიან დაიღალე?- თმაზე მოეფერა და თავზე აკოცა
-აჰაამ - ამოიჩურჩულა და თვალები დახუჭა- მეძინება
-დაიძინე ჩემო ლამაზო ხვალ მთელი დღით გამოვიძინოთ- ეფერებოდა თმაზე და ზემოდან დაჰყურებდა მასზე მიხუტებულ სიფრიფანა გოგოს. ელენეს მალე ჩაეძინა დემეტრეს ტემპერატურის გამო მასაც ცხელოდა და ლოყები შეფაკლული ჰქონდა რაც მეტ ბავშვურობას მატებდა , გრძელი წამწამები , ლამაზი თვალის ჭრილი, პატარა სწორი ცხვირი, თხელი ნაზი ტუჩები და ქვედა მარჯვენა ტუჩის კუთხეში პაწაწინა ხალი. დემეტრეს მის გვერდით ჩაეძინა, მშვიდად და უშფოთველად.
….
მარიამი ალექსანდრეს გვერდით იწვა და ათასი კითხვა აწუხებდა. ამდენად მშვიდად და თავისუფლად არასდროს ყოფილა , პირველად ფიქრობდა სხვა ადამიანებზე პრობლემა არ ჰქონდა, არც დაღლილი იყო და უბრალოდ,ჩვეულებრივი ადამიანივით ფიქრობდა
-დემეტრე და ელენე მეგობრები არიან მხოლოდ?
-ელენეა დემეტრეს ერთადერთი სუსტი წერტილი არ ვიცი რა ჰქვია მაგათ სიყვარულს ,მაგრამ ერთმანეთზე რომ გიჯდებიან ეგ უდავოა . ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ და ეგ გოგო რომ არ იყოს საერთოდ უმართავი იქნებოდა
-ყოველთვის ასეთი ჯიუტი იყო?
-თითქმის, რაც აზროვნება დაიწყო და გაიგო მის გარშემო რა ხდებოდა, დაიწყო ადამიანების შეცნობა მას მერე ასეთია ...ანუ სულ
-დედა არასდროს უნახავთ ?
-ექვსი თუ შვიდი წლისები იყვნენ ჩვენი საერთო ფოტო რომ ნახეს და წარწერით მიხვდნენ ვინც იყო. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მათ ძმებივით უფრო ვექცეოდი ვიდრე შვილებივით.ამიტომაც არიან ასეთი სხვანაირები, დემეტრე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებდა. რეალურად დამიანე უფრო ძლიერია რადგან თავის შეკავება და გრძნობების დამალვა შეუძლია,დემეტრე კი ვერასდროს ერევა თავს . ერთხელ სრულიად შემთხვევით შევხვდით ,ქმართან ერთად იყო რომელმაც ტყუპების შესახებ არაფერი იცოდა. ბიჭები აკვირდებოდნენ, ელოდნენ როდის მივიდოდა ის კი არ განძრეულა. საერთოდ არ მიუქცევია მათთვის ყურადღება, ჩახუტებაც კი არ ისურვა. ბიჭები წამოვიყვანე,იქაურობას მოვაშორე...დემეტრე სახლში ჩაიკეტა , გაიქცა და აღარ მელაპარაკებოდა.დამიანე გვერდით მომყვებოდა და არაფერს ამბობდა. ორივეს ტკიოდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი, როგორ უნდა შემეცვალა მათთვის დედა არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი...დემეტრე ქაებს არ ენდობა,დედამისის გამო უნდობლადაა განწყობილი ყველას მიმართ, ელენეა ერთადერთი ვისაც ბოლომდე ენდობა და სულ მეშინია რომ რამე არ მოხდეს მათ შორის ისეთი რაც ელენესთანაც დააშორებს
-არ გიცდია რომ დალაპარაკებოდი? მისი მდგომარეობის მესმის დედამისის გამოა ასე მართალია ძალიან გიყვარს, მაგრამ შენს გარდა არავინ ჰყავს და მაინც ვერ გრძნობს ოჯახურ სითბოს მისი კარგად მესმის მართალია ყველაფერი აქ მაგრამ სითბო აკლია დედის ადგილს ვერავინ შეუცვლის მითუმეტეს ძიძა . შენ კი მაშინ არაფერი შეგეძლო ბავშვი თავად იყავი და შეიძლება აზროვნებდი კაცივით ,მაგრამ ბავშვის აღზრდა და მისი ჩამოყალიბება ძალიან რთულია მხოლოდ ასაკზე არაა დამოკიდებული.
-ვიცი და ვცდილობდი როგორმე მომეგვარებინა ეს საქმე, მაგრამ არ გამომივიდა . დამიანეს მეტად ტკივა დემეტრე ყვირის და ამით იცხრობს ტკივილს ჩემი დამი კი მშვიდია არ ამჟღავნებს გრძნობებს ამით ძალიან მგავს და ეს მეტად მაწუხებს
-ლილე როგორ აღმოჩნდა თქვენთან
-ჩემი ფერია ხუთი წლის ასაკში ვიშვილე , ისიც ბიჭების ასაკისაა . ბავშვთა სახლში ვიყავი როცა დავინახე, კუთხეში იჯდა და ტიროდა იმდენად დაუცველი იყო არ შემეძლო იქ მისი დატოვება . ვიცი ყველა საყვარელი და დაუცველია, მაგრამ ლილე სხვა იყო მას რომ შევხედე მივხვდი რომ მასზე უნდა მეზრუნა . ჩემი ფერია ამ ორმა გიჟმა საკმაოდ გადარია ,მაგრამ მაინც კარგი გოგოა ძალიან კარგი და სხვათაშორის ისე გვგავს მე და ბიჭებს ეჭვი მეპარება ხოლმე ჩემი შვილი ხომ არაა და ვინმემ ხომ არ გააჩინა ჩემგან მალულად-თქო- გაიცინა ბოლოს და მარიამსაც გაეღიმა მერე მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე და ისევ მიიხუტა
-ბავშვებზე რომ ლაპარაკობ ხმა საგრძნობლად გეცვლება უფრო გითბება და მეც სითბოთი ვივსები . სულ მინდოდა ჩემზეც ასე ესაუბრა ვინმეს და მეც ასე ვყვარებოდი მშობლებს - მოწყენილმა თქვა და თვალები მინაბა. ალექსანდრემ შუბლზე აკოცა და მაგრად მოხვია ხელი
-შენ მარტო აღარ ხარ. ყოველთვის უნდა იცოდე რომ მე სანამ ვარსებობ მარტო არ იქნები თუნდაც ჩემს გვერდით არ იყო - ალექსანდრე ტუჩებს მთელს სახეზე დაატარებდა და მარიამს სხვა განზომილებაში აგზავნიდა.......
ალექსანდრე ვარჯიშის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა ელენეს ოთახიდან გამოსულ დემეტრეს გადააწყდა. იდგა და მშვიდად უყურებდა როგორ მიიპარებოდა ბიჭი. წინ აესვეტა და ისიც პირდაპირ ცხვირით შეასკდა
-რა?- გაკვირვებულმა ჰკითხა, არ დაბნეულა
-წუხელ მანდ გეძინა?
-დილიდან ჩხუბს აპირებ? ენერგია თუ გაქ ამდენი სხვა ვინმეზე დახარჯე რაღა ჩხუბს უთმობ - სულ არ მიუქცევია ყურადღება ისე აქცია ზურგი და თავის საძნებელში შევიდა. ალექსი უკან გაჰყვა. კარი მიხურა ზურგს უკან და შვილი გააჩერა
-რა გინდოდა ელენეს ოთახში
-რანაირად მიყურებ .....-უცებ გაიაზრა რასაც ფიქრობდა და წამსვე დაებერა ძარღვები- არაფრის თქმა გაბედო რაც იფიქრე ისიც საკმარისია დროზე გადი ,გადი სანამ გავაფრენ გეფიცები გავგიჟდები ეხლა სიტყვა რომ მითხრა
-დემეტრე რატომ ვერ ხვდები რომ ზედმეტი მოგდის .ხო ამბობ დიდი ვარო ,იმას რატო ვერ იაზრებ მერე რომ არაა სწორი შენი საქციელი . მაგიტომაა დედამისი გაგიჟებული აბა რა იქნება. ახლა იმას რომ დაენახე ელენეს ოთახიდან გამოსული რას იფიქრებდა და საერთოდ რას გააკეთებდა . მე ვარ აქ მაგ ბავშვზე პასუხისმგებელი და არ მაინტერესებს გძინავს თუ რას შვები რაც არაა მართებული იმას არ გააკეთებ. ბევრს არ ნიშნავს მე მჯერა თუ არა - უცებ უთხრა მშვიდი ტონით და გავიდა. დემეტრემ კი ის ისროლა პირველად რაც მოყვა ხელში მერე მიმოდიოდა გიჟივით ბოლოს კი გავარდა და ისე მიიჯახუნა კარი ელენეც საბოლოოდ გამოაფხიზლა
-დემე რა ხდება? - შეშინებულმა უთხრა და ბიჭს თვალებში ჩახედა- რა ხდება რატო ხარ ასე?
-არაფერი პატარა დაიძინე შენ ადრეა ჯერ - შეეცადა მშვიდად ეთქვა მაგრამ არ გამოუვიდა, უცებ აუარა გვერდი და კიბეებზე დაეშვა , ელენე ინსტიქტურად გაყვა უკან , ბოლოს ეზოშ აღმოჩნდნენ საკმაოდ შორს სახლისგან მინდორზე ორივე ფეხშიშელი მიდიოდა ელე პიჟამოებით დემეტრე კი სპორტული შარვალით და მაისურით, მაგრამ შეგრძნება არც ერთს ჰქონდათ . ბოლოს დემეტრე გაჩერდა ხეს მუჭი დაარტყა და შეიგინა . იმდენად ძლიერად დაარტყა ხელიდან სისხლი წამოუვიდა მეორედ მოუქნია მაგრამ შეშფოთებულმა ელემ შეაცერა
-დემეტრე - ისეთი ხმა ჰქონდა დემე გაშეშდა . გოგოს მისი ხელი თავის სიფრიფანა თითებში მოექცია და თვალებაწყლიანებული უყურებდა - ნუ აკეთებ ეგრე გთხოვ, გეტკინება- ტირილით უთხრა და ამღვრეული ლურჯი თვალები მიაპყრო მის ორ შავ აელვარებულ სფეროს .
-ელე აქ რა გინდა - ჩამწყდარი ხმით უთხრა და მეორე ხელი ლოყაზე მიადო
-შენ რა გინდა. რაზე გაბრაზდი ასე - შეკრული მუჭი გაუშალა და მტკივან ადგილად თითი გადაუსვა, მალამოსავით ეცხებოდა ბიჭს - ძალიან გტკივა?- ხელს უყურებდა თავდახრილი. ბიჭმა თავი ააწევია ორივე ხელში მოიქცია მისი ლამაზი სახე და ძალიან ახლოს მიიწია თვალებში უყურებდა
-მე .. შენ შენზე ცუდ გავლენას ვახდენ? ისეთს გხდი როგორიც მე ვარ? მითხარი ჩემნაირს გხდი შენც? არ მინდა, არ მინდა შენც ჩემსავით ცუდი გახდე , არ მინდა გაგაუბედურო - იმხელა ტკივილს გამოხატავდა მისი ხმა ელენე მეტად შეშინდა -მითხარი
-რას ამბობ დემეტრე -თავიდან შემკრთალი ხმით თქვა შემდეგ თლილი თითები მის სახეზე განათავსა და მოეფერა- შენ მე ვერასდროს გამაუბედურებ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ყოველთვის ჩემთანაა იმ დღიდან რაც გავიცანი ერთადერთი ხარ ვინც აფერადებს ჩემს ცხოვრებას ერთადერთი ვისთან ურთიერთობაც შემიძლია , ვინც უპირობოდ მიგებს და ვინც მჭირდება .შენ მე მავსებ და შეუძლებელია მატკინო ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ -ბოლო სიტყვები უფრო თბილად უთხრა და ერთიანად დაამშვიდა დემეტრე. თითქოს ნარკოტიკი იყო, რომელიც წყვეტდდა ამქვეყნიურ ტკივილს და სხვა პლანეტაზე აგზავნიდა სადაც ბედნიერებას პოულობდა, მაგრამ მისგან განსხვავებით მავნებლობა არ გააჩნდა მხოლოდ წამალი იყო ერთადერთი შეუცვლელი და უძლიერესი . დემეტრე უცებ მოწყდა მის თვალებს ხელი მოხვია სიფრიფანა სხეულს და მთელი ძალით მიიხუტა. თავი მის აბურდულ თმაში ჩარგო რომელიც მხრებზე ქონდა ჩამოყრილი და ღრმად სუნთქვა დაიწყო თითქოს იმარაგებდა ამ სურნელს დიდხანს რომ დარჩენილიყო ფილტვებში . ელენემ მის მაისურში ჩაყო ცხვირი ისე რო ყელსაც ეხებოდა და გულისცემას გრძნობდა ხელები წელზე მოხვია და გაიტრუნა .
როცა ორივე დამშვიდდა და ემოციები ჩააცხრეს გაიაზრეს რა ფორმაში იდგნენ , სიცივეც იგრძნეს . დემეტრე ჩვეულ ხასიათძე დაბრუნდა როგორც ყოველთვის თითქოს არაფერი მომხდარა
-რა გამო**რებული ვარ...გაგყინე ამ სიცივეში ჩემო პატარავ- უცებ აიტაცა ხელში გოგო სხეულზე მიიკრა და სწრაფად წავიდა სახლისკენ. მანაც თავი მკერდზე მიადო ხელები ყელზე მოხვია გაყინული ფეხები კი ერთმანეთზე გადააწყო-ძალიან გცივა ხო? მალე გათბები ჩემო ლამაზო -უცებ შევიდა სახლში და კიბეებს აუყვა კია არ მიდიოდა მირბოდა . ამჯერად მარიამი შეეჩეხათ , არც შეუხედავს მისთვის ისე სწრაფად წავიდა საძინებლისკენ , პირველი კარი მისი ოთახის იყო ამიტომ იქ შევიდა საწოლში ჩააწვინა ელე და საბანი გადააფარა ამოუკეცა და მისი გაყინული ხელები თავისაში მოიქცია რამდენიმეჯერ აკოცა
-დაწექი შენც თორე გაცივდები - ელემ მაშინვე მასზე ზრუნვა დაიწყო და როგორც ყოველთვის ბავშვური და სუფთა მზერა სტყორცნა
-შენ ჩემი ფერია ხარ. ნამდვილი ფერია, ყველაზე წმინდა და უმწიკლო-საერთოდ არ ანაღვლებდა დემეტრეს არაფერი უბრალოდ მოეხვია გოგოს და შუბლზე აკოცა -გათბი?
-დაწექი დროზე გაიყინე ვერ ხედავ? მე კი გავთბები -ბრძანებასავით ჟღერდა მისი ხმა დემეს გაეღიმა უცებ მიუწვა გვერდით და ეხლა მიხვდა რო მაგრად ციოდა
-აუ გავყინულვარ ტო
-იდიოტი ხარ რამდენჯერ გითხარი სისულელეებს ნუ ფიქრობ აზიატი კავკასიელის აზროვნება ნუ გაქთქო - ბუზღუნით უთხრა და მიეხუტა . რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა გაისმა და მარიამის წკრიალა ხმაც მოყვა
-შეიძლება შემოვიდე?
-ამას რაღა უნდა - კბილებსშორის გამოსცრა დემემ
-გთხოვ არ გინდა
-კაი -ჩუმად უთხრა და კომფორტულად მიეყრდნო საწოლის თავს , ელეც წამოიწია ისევ მის მხარზე ედო თავი-შემოდი - მარიამს უპასუხა და კარიც გაიღო . მშიდად შემოვიდა სინით ხელში რომელზეც ორი ფინჯანი ცხელი ჩაი და საუზმე იდო მათთვის .საწოლისკენ დაიძრა ტუმბოზე დადო ლანგარი და ელეს შეხედა
-ეს გაგათბობთ და ძალებს აღიდგენთ . თუ რამე დაგჭირდება მითხარი ,კარგი?-მსუბუქად გაუღიმა გოგოს
-მადლობა -ელემ ღიმილით უპასუხა მას არაფერი უთქვამს ოთახი სწრაფად დატოვა-ხო გეუბნები არაა ცუდი გოგო-თქო შენ კიდე სულ ბრაზობ და არავინ მოგწონს - ბუზღუნით უთხრა ელემ და ლანგარი ფეხებზე დაიდო . ცხელი ჩაის ფინჯანი ხელებში მოიქცია და მოსვა. დემეტრემაც მიბაძა, ცხელმა სითხემ ორივე გაათბო და ენერგია დაუბრუნა . შემდეგ საუზმეც დააყოლეს და უკვე ძალა აღდგენილები ჩაძვრნენ საბანში
-დღეს მგონი იწვიმებს ისეთი ამინდია
-ძალიან კარგი შენც ხო გიყვარს წვიმაში ძილი რა გვაქ მეტი საქმე- დემემ ხელი მოხვია და თვითონ დაადო მხარზე თავი პატარა ბავშვი რომ დედას ჩაეხუტება ისე . ელემ მის თმებში შეაცურა თლილი თითები და თამაში დაიწყო მერე შუბლზე მიაკრა თბილი ტუჩები თვალებმინაბულ დემეს რომელიც სიამოვნებისგან ხმას ვერ იღებდა და გატრუნული ეკვროდა გოგოს-ჩემი სუსტი წერტილების გამოყენება როგორ გიყვაარს- ამოიჩურჩულა და ცხვირი მხარზე გაუსვა
-ეს ჩემი სისუსტე უფროა ხო იცი - როგორც ყოველთვის ამათთან გულახდილობის პიკია და პირდაპირ ამბობენ რასაც გრძNობენ და ფიქრობენ ამიტომაც აქვთ ასეთუ ურთიერთობა რომელიც იშვიათია - წვიმა დაიწყოო- ღიმილით გაიხედა ფანჯარაში სადაც წვეთების რაოდენობა და ზომა იზრდებოდა , თანდათან კი სახურავიც უფრო ძლიერ ხმას გამოსცემდა რაც სასიამოვნო იყო ორივესთვის .საოცარია , ბევრს ეშინია ასეთი ამინდის მითუმეტეს ელენეს მსგავს ნაზ გოგონებს.ორივე გიჟდება ასეთ გიჟურ ამინდზე ,როცა სახლში ერთად არიან...
-ძალიან მაგარი ამინდია
-მეძინება უკვე- ქვემოთ ჩაცოცდა ელენე და მოემზადა დასაძინებლად , სასურველი პოზა შეარჩია შემდეგ დემეტრეც ჩაეხუტა საბანი გადაიფარეს , რადგან საკმაოდ ციოდა
-გათბობა ჩავრთო? ცივა
-არა ხომ იცი მიყვარს სიგრილე საბანი რომ მათბობს მირჩევნია - ჩურჩულით თქვა და ორივე ერთად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
ამ წყვილისგან განსხვავებით მარიამს საშინლად ეშინოდა ასეთი ამინდის მითუმეტეს როცა მარტო იყო , როგორც კი პირველად გაისმა ჭექა- ქუხილის ხმა საძინებლისკენ გაიქცა სადაც ეგულებოდა ალექსანდრე და პირდაპირ აეკრო . ალექსი უცებ შეკრთა ვერ გაიგო რა ჭირდა
-მარიამ კარგად ხარ? რამე მოხდა? დემეტრემ ხო არ
-ვაიმე მეშინია ძალიან მეშინია ასეთ ამინდში - დაბნეული ლაპარაკობდა და თავს არ სწევდა მაღლა - ჩამეხუტე რა-ისეთი ბავშვური იყო ალექსანდრეს გაეცინა
-ჩემი პატარა ბავშვი - თავზე აკოცა სიცილით და ხელში აიყვანა- მოდი დავწვეთ ჩაგეხუტები და აღარ შეგეშინდება
-ნუ დამცინი- ისე უთხრა ისევ არ აუწევია თავი. როგორც კი საწოლში დააწვინა საბანსაც ჩაკიდა ხელი და მოიხვია
-დავიჯერო ვერ გათბობ და საბანი გჭირდება?
-აუ ალექსანდრე ნუ დამცინი რა მეშინია და რა ვქნა?
-მაკოცე და გადაგივლის- გაღიმებულმა უთხრა და ტუჩებზე დახედა
-ეგ არ მიშველის
-გამოცდილი არ გაქ ვიცი ასე რომ დაგარწმუნებ ჩემს სიმართლეში- უცებ ეძგერა მის გამობურცულ ტუჩებს და ისე ვნებიანად კოცნიდა საერთოდ დაავიწყა ყველაფერი ამინდი და ჭექა-ქუხილი ვიღას ახსოვდა . ერთიანად შეიპყრო ვნებამ და ისე აყვა კოცნაში და მომთხოვნი გახდა ვერც გააცნობიერა , სწრაფად გადააძრო მამაკაცს მაისური და თავისიც ზედ მიაყოლა. ალექსანდრე მეტად გახალისდა მისი ინიციატივით და სწრაფად მოაშორა დანარჩენი სამოსიც. მათ საძინებელში უკვე წვიმის ხმას მარიამის კვნესა და ალექსანდრეს ხშირი სუნთქვა ემატებოდა და ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
ძალაგამოცლილები მიწვნენ და საბანში გაეხვივნენ , უფროსწორედ მარიამი გაეხვია რადგან ეხლაღა იგრძნო სიცივე , მაშინვე ალექსანდრეს მიეკრო
-აბა რაო არ მიშველისო?
-მარტო კოცნა ვერც მიშველიდა - ეშმაკურად გაუღიმა და ყელში აკოცა- მგონი ფობიებს დამაძლევინებ ბატონო ალექსანდრე
-კიდე რისი გეშინია პატარავ?
-სიმაღლის და წყლის
-მარტივია მაგის მოგვარება- ეშმაკურად ჩაიცინა და მარიამს დაბუშებულ ტუჩებზე აკოცა ამჯერად ნაზად, გოგომ გაოცებულმა ახედა- რა?- ღიმილით უთხრა
-ეხლა არ მითხრა შხარას დაგალაშქრინებ ან წყალქვეშ ჩაგაყვინთინებო
-წყალზე ვიფიქრებ და მთაზე სექ*ი წამალივითაა...კარავში ლაშქრობის დროს ,სიცივეში ასწორებს- სიცილით უთხრა და ამჯერად ვნებიანად აკოცა ,მაგრამ მარიამმა მოიშორა, იცოდა რაც უნდა ეკითხა და მაშინვე დააყოლა- ნუ მკითხავ ჩემს სექსუალურ თავგადასავლებზე-თქო ხო გითხარი . არაა შენთვის მაგის ცოდნა საჭირო .....
მეორე დღეს დემეტრე სადღაც წავიდა ისე ადრიანად რომ ვერავინ გაიგო. ელენე ქვემოთ რომ ჩავიდა მარიამი საუზმეს ამზადებდა
-დილამშიდობის- ღიმილით მიესალმა
-დილამშვიდობის . როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა შენმა მომზადებულმა ჩაიმ მიშელა- მაგიდასთან მივიდა -დაგეხმარები მარტო შენ ხო არ მოამზადებ უკაცრავად თქვენ
-არ ვწუხდები და თქვენობით მომართვა არაა საჭირო მითუმეტეს რომ ორი წლით ვარ შენზე დიდი
-მართლა? უფრო დიდი მეგონე
-დილამშიდობის ელე როგორ ხარ?- ალექსანდრე შემოვიდა და გოგოს თბილად მიესალმა
-კარგად შენ? დემეტრე ხომ არ იცით სადაა?
-შენ თუ არ იცი მე მითუმეტეს არ მეცოდინება , მანქანა არაა ალბათ სადმე გავიდა , მალე მოვა დარწმუნებული ვარ
-რატო? იცით სადაა?
-შენს გარეშე დიდხანს არ ჩერდება ეგ -ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა წვენი ჭიქაში დაისხა და დალია -თან მარტოს ხო არ დაგტოვებს აქ
-ვისაუზმოთ თუ დაველოდოთ- მარიამმა ალექს შეხედა როცა დაასრულა გაწყობა მაგიდის
-ვისაუზმოთ .მერე მიირთმევს ის
-მე არ მინდა, რომ მოვა მასთან ერთად ვისაუზმებ- ელე გავიდა ალექსანდრე უყურებდა და იღიმოდა მერე მარიამს შეხედა და მსუბუქად აკოცა
-შენც იმას ფიქრობ რასაც მე და მაგიტო იღიმები?- მარიამმა ჩუმად უთხრა და მიეხუტა
-მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ მაგრამ მე რასაც ვფიქრობ იმაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ძალიანაც მომწონს ეს მდგომარეობა
ელენე დიდხანს ცდილობდა დაკავშირებას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ბოლოს აივანზე ,სარწეველა სკამში მოთავსდდა და თვალები დახუჭა.
-ბუს - დემეტრეს ხმა რომ გაიგო წამსვე გაახილა თვალები და მოეხვია - ნუ დამგუდავ ეე
-სად ხარ ამდენ ხანს ვინერვიულე - ბუზღუნით უთხრა
-რაღაც საქმე მქონდა - უცებ წითელი ვარდი მიუტანა სახესთან და მისი ნაზი ფოთლები ლოყაზე შეახო- მაგრამ გამოვისყიდი საჩუქრით ბუს
-ჩემი საყვარელი ვარდიი- გაბრწყინებულმა გამოართვა და სურნელი შეიგრძნო- მადლობა - ლოყაზე აკოცა და ისევ ვარდს დახედა
-წამო რაღაც მაქ შენთვის- ხელი ჩაკიდა და ოთახში გაიყვანა სადაც უზარმაზარი კალათი იდო ელეს საყვარელი შოკოლადებით სავსე
-ვაიმეეე ჩემი შოკოლადებიი როგორ მიყვარხარ რომ იცოდეეე- ელე ხტუნავდა მერე მაგრად მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა, მერე ერთ- ერთს დაწვდა გახსნა და რომ უნდა ჩაეკბიჩა ხელიდან აართვეს- ეეე სად მიგაქ ჩემი შოკოლადიი
-ისაუზმე ჯეერ?
-აუ დემეტრე მომე რაა ჯერ შევჭამ და მერე ვისაუზმოთ ერთად
-გამორიცხულია ისედაც არაფერს ჭამ- შოკოლადი უკან დადო ელეს ხელი ჩაკიდა და წაიყვანა ბუზღუნის მიუხედავად. სამზარეულოს მაგიდასთან დასვა თვითონ კი მაცივარში შეიჭყიტა
-აუუ დემეტრეე
-ნუ ხარ ბუზღუ - უცებ მოვამზადებ ერბოკვერცხს და მერე ჭამე შენი შოკოლადები - საჭირო ინგრედიენტები გამოიღო მაგიდაზე დააწყო ტაფა გაახურა და მოამზადა კიდეც. შემდეგ გააწყო მაგიდა უცებ საჭმელიც გადმოიღო
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ მოკლედ რაა- გაუცინა ელენემ ჯერ გაბრაზებულმა რო გამოხედა იფიქრა ვსიო დამერხაო მარა მერე ჩატეხა ტუჩის კუთხე , წარბი მაღლა აზიდა და მაგიდასთან დაჯდა
-ჭამე შენ ჯობს
-ვგიჟდები შენს მომზადებულ საჭმელზე
-ეგრე შენ ჩემზეც გიჟდები- თვალი ჩაუკრა ბიჭმა და გაიცინა , გოგომ კი დაუბღვირა და ენა სასაცილოდ გამოუყო ..
მხიარულად ჩაიარა საუზმემ ,მერე ერთად აალაგეს გაწუწეს კიდეც ერთმანეთი და კისკისით წავიდნენ ზემოთ შოკოლადები მაისურში ჩაიყარა ხელში რო ვერ იჭერდა და აივანზე გავიდა . დემეტრეც გვერდით მიუჯდა და უყურებდა როგორი ნეტარებით მიირთმევდა ტკბილეულს
-შენ არ გინდა?
-კარგია ერთი რო გრჩება მერე რომ გახსენდები
-არ გიყვარს აბა შენ და -საყვარლად შეკრა წარბები- აუ კიდე მინდა
-დღეს ამოწურე ლიმიტი მეტს არ გაჭმევ
-ნუ იცი დედაჩემივით რაა
-არ შეიძლება ამდენი შვილოო დიაბეტი დაგემართებაა- დემეტრემ ხმა დაიწვრილა და ელენეს დედიკოს მიბაძა -ხო მართლა ამ დილით დამირეკა, მოგიკითხა
-დაგირეკა? გაგლანძღა ხო? ბოდიში რა ხო იცი როგორია - ელენემ უცებ მოიწყინა და თავი დახარა
-ეე ბუს ცხვირი ნუ ჩამოუშვი ეხლა თორე დაგსჯი - გვერდიდან ჩაეხუტა ბიჭი და ცხვირი ლოყაზე გაუსვა- ხო იცი მეც რო არ ჩამოვრჩებოდი და რას მეგრუზები??იცის სად ვართ?
-რომც იცოდეს არ ჩამოვა დროს ვერ გამონახავს დარწმუნებული ვარ - მოწყენილმა თქვა და თავი მხარზე დაადო -მეც ეგეთი დედა თუ ვიქნები არ მინდა შვილი , არ მინდა ისიც ჩემსავით მარტო იყოს და მშობლების გარეშე იზრდებოდეს
-შენ ყველაზე მაგარი დედა იქნები დარწმუნებული ვარ- საფეთქელზე აკოცა და ხელი მოხვია შემდეგ უბრალოდ ხედს უყურებდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ.
…………………
ერთად ერთხელ მოასწრო გაღვიძება ალექსანდრეს წასვლამდე, მაშინვე გამოიჩინა თავი და წინ აესვეტა
-რატომ გაიღვიძე ასე ადრე?
-სავარჯიშოდ თუ მიდიხარ მეც წამოვალ
-ჰმ? დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ?
-არააა...საშინლად არასპორტული ვარ მე უბრალოდ მინდა ვნახო როგორ ვარჯიშობ
-ანუ არ ივარჯიშებ და მიყურებ? ეგრე არ გამოვა
-როგორ არ გამოვა...დამელოდე ჩავიცმევ და წავიდეთ- არ ადროვა, სწრაფად მოემზადა და გვერდით აესვეტა. ალექსანდრემ არ დაინდო მარიამი ,იმდენი არბენინა ძალა გამოაცალა. ბოლოს მინდორზე დაეცა და თვალები დახუჭა
-მორჩა, მეტი აღარ შემიძლია მოვკვდები ... დაუნდობელი ხარ ,რა გამიკეთე
-შენი ბრალია, მე ჩემთვის მშვიდად მივდიოდი
-ალექსანდრეე
-არ მოდიხარ?
-დამცინი?
-ცოტას
-ცუდი ხარ...ამიყვანე და მიმიყვანე სახლამდე-წამოჯდა ფეხები გაშლილი ჰქონდა ხელები წინ გაიშვირა და ტუჩები გაბუშტა-გთხოოოვ
-მაცდური ხარ, იყენებ ჩემ დამოკიდებულებას- უცებ დაავლო ხელი და მხარზე გაიდო- წავედით...ამ ხედიდანაც მომწონხარ
-ალექსანდრეეე...დამსვი და ნორმალურად ამიყვანე
-მე ასე მომწონს
-ალექსანდრე ცუდად ვარ
-კარგი ხო ... ჯანდაბას- ხელი ფეხებქვეშ ამოსდო და ნორმალურად დაიჭირა. მარიამიც აეკრო და გაიტრუნა. მთელი გზა ყელზე კოცნიდა და ალექსანდრეც ხმას არ იღებდა. საძინებელში რომ შეიყვანა და ფეხზე დგომაც ვერ მოახერხა მიხვდა როგორ იყო, თავად გახადა, დუშის ქვეშ დააყენა და გაამშრალა კიდეც. საწოლზე იწვა ვარსკვლავის ფორმაში და თვალებს აცეცებდა
-რას ელოდები? გგონია მე ჩაგაცვამ?
-არაა?
-როგორ გათამამდი ,ასეთი სისწრაფითაც არ მეგონა თუ გაეშმაკდებოდი
-არაფერიც...აუ ალექსანდრე
-მივდივარ მე, ჩამოდი და ისაუზმე
ქვემოთ რომ ჩავიდა სამივენი მაგიდასთან ისხდნენ. ჩუმად დაჯდა სანდროს გვერდით და ორად ორი ლუკმა მიირთვა, წვენი დალია და თავი მაგიდაზე დადო. ელენემ გამოჰკითხა ამბები და დემეტრესგან დაცინვაც მიიღო. ოთახიდან გადიოდა უკვე ალექსანდრეს რომ გახედა
-მოკვლას თუ უპირებ სხვა ხერხს ვერ მიაგენი?
-დემეტრე ნუ დასცინი, არ გახსოვს მე როგორ ვიყავი?
-ახლაც ასე ხარ ხოლმე, ჭკვიანად რომ არ იქცევი -დემეტრე და ელენე წავიდნენ ალექსანდრე კი მარიამს უყურებდა და ელოდა როდის მოშორდებოდა სკამს
-ციცქნა წამოხვალ თუ დღეს აქ აპირებ ყოფნას
-ვერ ვდგებიი
-მეტის ღირსი ვარ, ხომ ვიცოდი ძალა არ გქონდა- ხელში აიყვანა ისევ და საძინებელში შეიყვანა.
ერთი კვირა ელვის სისწრაფით გავიდა. მარიამი ალექსანდრეს ქცევას აკვირდებოდა, მეტად თავისუფალი ხდებოდა და ურთიერთობებს სწავლობდა. ელენეს დაუმეგობრდა კიდეც, დემეტრეს რეაქცია არ ჰქონდა ლოდივით იყო , ჯიუტი და შეუვალი. მისაღებში ისხდნენ ყველანი დემეტრე რომ შევარდა, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა და სახეზე ფერი არ ედო
-მამა .. დამიანე - მაშინვე ალექსანდრესთან მივარდა ,შვილის მზერის დანახვამ და დამიანეს სახელის ხსენებამ გონება დაუბინდა. წამსვე წამოვარდა და დემეტრეს მკლავზე ჩაავლო თითები,ბიჭი წონასწორობას კარგავდა
-რა დაემართა დამიანეს
-ის ავარიაში მოყვა ,მანქანა ხევში გადაჩეხილა და - ძვლივს ლაპარაკობდა ალექსანდრემ იგრძნო როგორ წაერთვა ძალა სწრაფად დაადო ხელი იქვე მდგომ მაგიდას ღრმად ამოისუნთქა .ტვინს აზროვნებისთვის ჟანგბადს აწვდიდა - მამა .. მამა ნუ გეშინია ცოცხალია უბრალოდ საავადმყოფოშია - მაშინვე გამხნევებაზე გადავიდა და თავადაც ჩაკიდა ხელი
-წავედით ... ბარგი აიღეთ უცებ რაც სასწრაფოდ გჭირდებათ - მარიამს და ფერდაკარგულ ელენეს შეხედა . მობილური აიღო და დარეკა. თხუთმეტ წუთში ტრიალ მინდორზე იდგნენ და ახლად ჩამოფრენილი ვერტმფრენისკენ მიდიოდნენ . სწრაფად ჩასხდნენ . არაფერს ამბობდნენ ელენე აცრემლიანებული თვალებით ეხვეოდა დემეტრეს
-კარგად იქნება აი ნახავ ხო იცი როგორი ძლიერია- ჩურჩულით უთხრა და ფრთხილად აკოცა.
პირდაპირ საავადმყოფოში მივიდნენ,ალექსანდრეს დანახვისას ყველა სტარტზე დადგა.. ისედაც ექიმების ჯგუფი ეხვეოდა უმცროს დადეშქელიანს და მის მეგობრებს. მთავარი ექიმიც მალევე გამოჩნდა და ალექსანდრეც წამსვე მიეჭრა,თავს ვერ აკონტროლებდა
-როგორაა
-მდგომარეობა სტაბილურია ... ყველაფერი რიგზეა უკვე ყველა საჭირო გამოკვლევა ჩატარდა რაც კი შეიძლებოდა მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა და სისხჩაქცევები აღენიშნება -სწრაფად უთხრა ექიმმა და ყველას დამშვიდება მოახერხა
-მისი ნახვა მინდა
-შებრძანდით, მაგრამ ახლა სძინავს. მალე გამოიღვიძებს -ყურადღება არაფრისთვის მიუქცევია დემეტრეს მაშინვე შევარდა პალატაში ალექსანდრე რომ შევიდა ის უკვე ძმის გვერდით იჯდა ..თავზე ეფერებოდა და ხელს არ უშვებდა. ალექსანდრეც მიუჯდა გვერდით და მათ მტევნებს თავისი თითები შეახო. ჩუმად ისხდნენ და ელოდნნ ბატონის გამოფხიზლებას. ბიჭმა თვალები რომ გაახილა და ფერდაკარგული დადეშქელიანები დაინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ვაა მოხვედით უკვე? რა სახეები გაქვთ ქვისგულიანო დადეშქელიანებო ხო არ ანერვიულდით?
-ძვლებს დაგიმტვრევ რომ გამოკეთდდები შე იდიოტო გიჟივით მე დავდივარ სულ და შენ რა ჯანდაბამ დაგლეწა რა ჩემ ყ*ეს უყურებდი შენც ერთბაშად ნაშები არ გყოლოდა ეხლა გვერდით ან რომ მიდიოდი სად მიდიოდი იმ დანგრეულ გზაზე - ერთბაშად იფეთქა დემეტრემ
-კაი ვიცი რო ნერვიულობ და უჩემოდ ვერ გაძლებ სიხ არაა ამდენი გაგიჟება საჭირო - თვალი ჩაუკრა თითქმის იდენტური გარეგნობის მქონე ბიჭმა და მამას გახედა, რომელიც უკვე დამშვიდებული გამომეტყველებით უყურებდა ძმებს და უდიდეს სიხარულს გრძნობდა მათი არსებობის გამო
-მა რაო ექიმმა არ გამიშვებენ დღეს სახლში?
-არაფერი უთქვამს ჯერ, რაც მთავარია კარგად ხარ- თბილი ხმით უთხრა და ხელზე მსუბუქად მოეფერა
-შენ ბიჭო შ*გ ხო არ გ*ქ რას გევხარ სახლში კი არა აქედან ფეხს არ გაადგამ სანამ კარგად არ იქნები .მომინდომა ახლა სახლში წასვლა
-აუ ეს გააჩუმე თუ გიყვარვარ მამა რა თორე გავაფრენ - დაიწუწუნა , მაგრამ ალექსანდრემ ვერაფრის თქმა მოახერხა.პალატის კარი გაიღო და მთელი სიჩქარით შემოვარდა გადაფითრებული გოგონა, პირდაპირ დამიანეს მოეხვია
-დამიანე , დამი კარგად ხარ? როგორ შემეშინდა - მაშინვე ცრემლები გადმოუშვა გიშრისფერი თვალებიდან
-ჩემი მტირალა თოჯინა ...კარგად ვარ ლილე ნუ ტირი რა -დამთბარი ხმით უთხრა ერთი ხელით თავი ააწევინა და ცრემლით დანამულ ლოყაზე აკოცა გოგოს
-მართლა კარგად ხარ?
-ფერია კარგადაა ნუ ნერვიულობ - ალექსანდრემ გაუღიმა გოგოს და ისიც დამშვიდდა
-მოკლედ რა რა ხისთავიანი ხარ აგვანერვიულე ყველა იმანაც ისე მითხრა ვიფიქრე დალეწილია მთლად- თქო და გამოვვარდი - დემეტრემ განაგრძო შხამის გადმონთხევა როგორც კი დამშვიდდა და დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო.
ექიმმა ისევ შეამოწმა მდგომარეობა და პალატა მალევე დატოვა.ლილე მამიკოს მუხლებზე იყო მოკალათებული თავი მის მკერდზე ედო და გატრუნული უყურებდა ბიჭებს,დამიანე ყვებოდა ავარიის ამბავს დემეტრე კი ისევ ილანძღებოდა. მალე ელე შევიდაგარიმებული
-დადეშქელიანებო მიმიღებთ?
-ვაა ელუცი შენც აქ ხარ ტო? პრინციპში აბა სად იქნებოდი ეს მარტო ხო არ წამოვიდოდა. აგანერვიულა შენც ამ ნერვოზამ ხო? - დამიანემ ლოყა მიუშვირა საკოცნელად, მალევე მიიღო ხმაურიანი კოცნა ელესგან
-როგორც ვხედავ კარგად ხარ
-დერეფანში ვინები არიან ელუცი?
-მიშკა და მათე . რა სახეები აქვთ რომ შეხედო სიცილით დაიგუდები . ექიმმა უთხრა ამდენს ვერ შეგიშვებთო და გაგიჟებულები არიან
-აუ მართლა ტო? შემოუშვან რა უთხარით
-მე გავალ და შემოვუშვებ ბიჭებს- ალექსანდრე ადგა და გავიდა. მარიამი იქვე იჯდა და მაშინვე წამოდგა , მაგრამ მიხვდა ალექსანდრეს მზერიდან გამომდინარე ჯერ რო არ უნდა მისულიყო
-როგორაა?-ეგრევე ჰკითხა იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა ბიჭმა
-კარგადაა ნუ ღელავთ. შემოვიდნენო დამაბარა და შეგიძლიათ მიბრძანდეთ
-აუ მართლა ტო? ამ ექიმებმა მაგრად გაახურეს... ჯიგარი ხარ ალექსანდრე ბიძია- მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი მეორემ და სწრაფად შევიდნენ პალატაში .
-ხომ კარგადაა?-მარიამი მიუახლოვდა
-მადლობა ღმერთს უბრალო ნაკაწრები აქვს. ამ საღამოსვე წავიყვან სახლში
-მე ხომ არ წავიდე რომ მნახავს არ გაბრაზდეს არ შეიძლება ნერვიულობა ასეთ დროს - თვალებში უყურებდა და ალექსანდრეს პასუხს ელოდა
- მადლობა რომ ითვალისწინებ მდგომარეობას ახლა მართლა არაა ჩვენზე საუბრის დრო. მე თემურს დავურეკავ, ჩემს მძღოლს. მოვა და სახლში წაგიყვანს დამელოდე და რომ მოვალ ყველაფერს გავარკვევ- მსუბუქად შეეხო მის ბაგეებს და მალევე განახორციელა ზარი . მარიამი გააცილა და უკან პალატაში დაბრუნდა. გიჟთა სასტავი ერთად იყო შეკრებილი,დამიანეს დალურჯებები რომ ჰქონდა თორემ ავადმყოფს ნაკლებად ჰგავდა, მათე მის გვერდით იყო წამოგორებული და სელფებს იღებდა
-რა იყო დამუსი ცოტა გაუღიმე კამერაას ფისოო ,როგორი დაკაწრული ხარ არ უნდა გაიგოს ყველამ?- სიცილით ეუბნებოდა და აგიჟებდა .დემეტრე მოშორებით იჯდა და იცინოდა დანარჩენებთან ერთად
-მომაშორეთ ეს აქედან თორე ავდგები მე და ამას მოუწევს მრავლობითი მოტეხილობით დაწოლა
-კაი სიხ ნუ ბრაზდები მოდი გატოცო ელთი და მოგირჩება- წარბებს უთამაშებდა ,წამწამებს აფახუნებდა და იცინოდა სანამ ალექსანდრე არ შევიდა ძლივს შეიკავა სიცილი, მაგრამ სახე დაასერიოზულა და ჩაახველა იმის მანიშნებლად რომ იქ იყო და მაშინვე წამოდგა მათე სერიოზული სახით
-მა რაო დღეს გავწერთო ექიმმა თუ არა ჯერ- ლილემ ჰკითხა ამჯერად დამიანესთვის საჭირო ინფორმაციის გასარკვევად
-არაა დარჩენა საჭირო უბრალოდ წვეთოვანი დაიცლება და წავალთ
-აუ ეს როდის დამთავრდება ტო მე ვიფიქრე მოვიშორებ ამ ნემსს ვენიდან-თქო - დამიანემ დაიწუწუნა ,მაგრამ ლილე მიუჯდა გვერდით და გაჩუმდა
-ნუ წუწუნებ დამი ესენი არ მოგაწყენენ რისთვის არიან აქ. მალე გავა დრო და წავალთ სახლში. ნანა შენს საყვარელ საჭმელებს გააკეთებს მე პიცას მოგიმზადებ
-ხოო? დავრჩები რა პრობლემაა ახლა რა დიდი დრო ამას დასჭირდება- უცებ შეცვალა გადაწყვეტილება და ლილეს აკოცა-იცოდე რომ გადამაგდო დაგსჯი
-საჭმელიო ნანას მომზადებულიო და ჩვენ გვტეხავ პონტიდან ძმა?- ამჯერად წარბაწეულმა მიშომ გახედა დამიანეს
- მაგას ვინ ეკითხება პონტიდან მოტეხვას ამაღამ თუ არ დავლიე გავაფრენ ასე რომ სახლში თუ ბარში ყველა ვარიანტში უნდა წავიდეთ ერთად -დემეტრემ თქვა
-მართალია ტო ამის გადარჩენა არ უნდა ავღნიშნოთ? ის დედა მო*ყნული კაცი ისე მოდიოდა ტო ო დავინახე როგორ გადავარდა ლამის იქვე მოვკვდი უცებ თქვა მიშომ და მერე გოგონებს გახედა- აუ ბოდიში უხამსი სიტყვებისთვის მარა თავი ვერ შევიკავე- უცებ დააყოლა
-ისე რა პონტი ჩაგვაგდებინა ტო - მათემ თქვა თმაზე ხელი გადაისვა
-ე.ი წავედი და დაიწყეთ ნაშების აყრა ხო?- დემეტრემ გადახედა ბიჭებს და გაიცინა
-მაგრები ხართ თქვენც და ის გოგოები ხო საერთოდ სასწაულები- ლილემ ჩაიბურტყუნა და ტუჩები დაბრიცა- ფუ გულს მირევენ
-შენ მაინც რომელი არ გევასება ლილეჩკა?
-ექიმი შემოვა ახლა და გვეტყვის როდის წავალთ- ალექსანდრემ შეაწყვეტინა ბავშვებს საუბარი და მობილური ჯიბეში ჩაიდო
რამდენიმე საათში სახლში იყვნენ.ნანას მომზადებულ კერძებს აგემოვნებდნენ ყველანი ერთად.ალექსანდრემ მალევე დატოვა ისინი და საძინებელში ავიდა,მარიამის ნახვა უნდოდა. ქალბატონს საწოლზე ჩასძინებოდა და ისე იყო მიწოლილი ძვლების ტკივილი მალევე შეაწუხებდა
-მოხვედი? მოიყვანე დამიანე?
-კი. კარგადაა ... მეგობრებთან ერთად აღნიშნავს გადარჩენას, ფორთოხლის წვენით - უთხრა და მაშინვე აკოცა-ივახშმე უკვე?
-არა .არ ჩავსულვარ ძირს,არ მინდოდა ზედმეტად გავჩხეროდი ვინმეს თვალში - უთხრა და მიეხუტა კაცს - პალატაში შავთმიანი ძალიან ლამაზი გოგო რომ შემოვარდა ლილე არის?
-ხო ,ჩემი ფერიაა - როგორც ყოველთვის ხმა დაუტკბა თან მარიამის თმებს ეფერებოდა
-ძალიან ლამაზი გოგოა... მართლა ძალიან გგავთ ყველას
-ხო მაგას ყველა აღნიშნავს შავგვრემნები ვართ ყველა და ალბათ მაგიტო, უფრო არის მსგავსება იმას თუ არ ჩავთვლით რომ დამის მწვანე თვალები აქ შენ წარმოიდგინე მაგით დედაჩემს ჰგავს ზუსტად მისი მსგავსი თვალები აქვს - ისე თქვა გაუცნობიერებლად და უცებ წამოდგა
-სად მიდიხარ?
-მალე მოვალ - უცებ გავიდა და მალე დაბრუნდა უზარმაზარი სინით ხელში რომელიც სხვადასხვა სახის საჭმლით იყო სავსე და მაგიდაზე დადო - მობრძანდით ქალბატონო მარიამ დააგემოვნეთ ჩემი ნანას ნახელავი . ერთად მიირთვეს, მისაღებში დიდხანს ისხდნენ ბიჭები,ბოლოს მხოლოდ ელე დარჩა
-შვილო შენი ოთახი გავამზადო ხომ?- ნანამ ჰკითხა და ღიმილით გადახედა დივანზე მსხდომ წყვილს
-არა ნანა დეიდა მე არ ვრჩები ამაღამ
-რატო არ რჩები. აბა სად მიდიხარ
-სახლში წავალ რამდენი ხანია არ ვყოფილვარ
-მარტო უნდა იყო?
-მარტო რატომ დაცვა ,მოსამსახურეები იქ არ არიან? წავალ უკვე, ძალიან დავიღალე - დამიანეს აკოცა მერე ლილეს და წამოდგა
-მე წაგიყვან
-იყავი მძღოლი გამიყვანს დავურეკავ
-დარწმუნებული ხარ რომ იქ გინდა დარჩენა?
-უუფ მოკლედ ტყუილად გელაპარაკები რა, წამოდი მაშინ მალე და დაისვენე შენც - უცებ გავიდნენ სახლიდან და- ძმა კი ერთმანეთს მოეხვია . რაღაც ფილმის ყურება დაიწყეს დივანზე წამოგორებულებმა. დემეტრემ სწრაფად მიიყვანა ელენე სახლში და მალევე დაბრუნდა უკან . სავარძელში ჩაეშვა და წყვილს გადახედა
-რა გჭირს შენ რატო ხარ დაგრუზული?- დამიანემ უთხრა და ფილმი დააპაუზა
-სადაა ალექსანდრე აქ ჰყავს ის ?
-ვინ ის? ვინ უნდა ჰყავდეს?
-ესე იგი არ იცით ....ნანააა- ქალს დაუძახა და ისიც მაშინვე გავიდა
-ხო შვილო რა ხდება
-ალექსანდრესთან ზემოთ ოთახში არის ვინმე?
-კი არის
-აქ ბრძანებულა ესე იგი მართლა მოიყვანა - თავისთვის თქვა ვიდრე სხვისთვის, მაგრამ დამიანე წამოიჭრა
-იტყვი გასაგებად ბოლოს და ბოლოს თუ რას აპირებ
-თვითონ გეტყვით - კილებსშორის გამოსცრა და თავი უკან გადასწია
-მართალია მე თვითონ გეტყვით - ალექსანდრე შევიდა ოთახში გვერდით კი მარიამი მოჰყვებოდა რომელიც ისე ნერვიულობდა გულის ძგერას ვეღარ გრძნობდა .მონაცვლეობით უყურებდა ბავშვებს და მათი ემოციის წაკითხვას ცდილობდა
-ვინაა ეს გოგო მამა?- დამიანე მარიამს დააკვირდა. ლილე უბრალოდ იჯდა და უსმენდა
-მარიამ ნუცუბიძე .ქალი რომელიც სხვა ყველა დანარჩენისგან გამოვარჩიე და ჩემი ვუწოდე... შესაბამისად უნდა მიიღოთ ჩვენი ოჯახის ახალ წევრად ,რადგან არ ვაპირებ მის დამალვას ყველას ეცოდინება ჩვენი ურთიერთობის შესახებ, როცა დრო მოვა ის იქნება იქ სადაც მე და მინდა რომ გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს იმედი მაქვს თქვენ დემეტრესგან განსხვავებით ცივილიზებულად მოიქცევით და მისი მსგავსი რეაქცია არ გექნებათ
-და რომ გვქონდეს რა-აშკარად არ ჩანდა კმაყოფილი დამიანე
-უარი რომ ვთქვათ რას გააკეთებ მამა- ლილემაც დაარღვია დუმილი და წყვილს შეხედა
-ვერაფერს გავაკეთებ, რადგან არჩევანი არ არსებობს .თქვენ ჩემი შვილები ხართ მარიამი კი ქალი რომელთან ერთად ყოფნაც მინდა და შესაბამისად არავითარი პრობლემა არ უნდა შეიქმნას .ორივე მხარეს თავისი ადგილი უკავია და შეუცვლელად დაიკავებს მინდა, რომ ჩემს ოჯახში არ იყოს პრობლემები და მშვიდად ვიცხოვროთ მხოლოდ ზაფხულს ატარებთ ამ სახლში და არ მინდა დაძაბულები იყოთ
-ხო მაგრამ არ გვაძლევ საშუალებას .თუ გახსოვს უკვე ვბრუნდებით და ამ ქალთან ერთად უნდა იცხოვროს ჩვენმა დამაც - დემეტრე მაინც ვერ გაჩუმდა და ზიზღით გახედა მარიამს
-დემეტრე ნუ გამოგყავარ მდგომარეობიდან ბევრჯერ გითხარი მარიამზე ნუ საუბრობ ასეთი ტონით
-და ტყუილია რამე თუ ბაღიდან გიყვართ ერთმანეთი და ეხლა ვეღარ მალავ გრძNობებს. ნუ ეგ შარშან დაამთავრებდა ბაღს
-დემეტრეს დამოკიდებულება მუდამ ცნობილია თქვენ რას იტყვით...წინასწარ უნდა ვიცოდე ვინ რა დოზით გააგიჟებთ მარიამს
-მართალია არ ვარ მოხარული, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი .უბრალოდ მინდა ზღვარი იყოს გავლებული ისე რომ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვალოს და მისი აქ ყოფნა მხოლოდ შენზე მოქმედებდეს .დანარჩენი შენ უკეთ იცი, მე ვერ გასწავლი ადამიანის ბუნების ამოცნობას. იმედია ჩვენც დავრწმუნდებით შენი გადაწყვეტილების სისწორეში - დამიანემ როგორც ყოველთვის ისეთი განცხადება გააკეთა როგორიც ალექსის შვილს შეეფერებოდა და რომლითაც 16 წლის თინეიჯერს არ გავდა
-მართალია ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს თუ ეს მოხდება არც მე ვარ წინააღმდეგი- დემეტრემაც თქვა
-ფერია შენ?- ალექსანდრემ ლილეს გახედა რომელიც როგორც ყოველთვის მშვიდად იყო
-არ მეგონა პატარა გოგონები თუ მოგწონდა სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენს გვერდით პირველად ვხედავ ქალს და სულ სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ ამას ახლა არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა . დრო იყო შენი პირადი ცხოვრების მოწყობის და თუ თვლი რომ ისაა შენს გვერდით ყოფნის ღირსი იყოს ისე როგორც შენ გინდა. მე შენს გვერდით იმას მივიღებ ვინც შენ გაგაბედნიერებს - ბოლოს ჩვეული თბილი ღიმილით გაუღიმა და მამიკოს მკლავებში აღმოჩნდა
-ძალიან მიყვარხარ ჩემო ფერია
-მეც მამიკო- გაუცინა და ფეხის წვერებზე აწეულმა ლოყები დაუკოცნა
-მე მივდივარ თქვენ შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. მე მქონდა ეგ ბედნიერება- დემეტრემ მანქანის გასაღები აათამაშა ხელში და კარისკენ წავიდა
-ელეს მობილური დარჩა აქ და მიეცი ბარემ- დამიანემ მობილური გაუწოდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა ძმამ უცებ გამოგლიჯა ხელიდან და წავიდა . ყველასთვის ისედაც ნათელი იყო რომ სხვაგან არ წავიდოდა.
ელენე მონატრებულ სახლში დაბრუნდა. როგორც ყოველთვის ყველაფერი ცარიელი იყო . უზარმაზარი ,ცივი , დამთრგუნველი მმაგრამ მაინც საყვარელი რადგან მთელი ბავშვობა იქ ჰქონდა გატარებული . მართალია მშობლები იშვიათად იყვნენ მის გვერდით და ნაკლებად ზრუნავდნენ მასზე როგორც ჩვეულებრივ ხდება , არც სითბო უგრძვნია დიდად მაგრამ მშობლების სიყვარული თან დაჰყვება ყველას და არც ელენე იყო გამონაკლისი . მოსამსახურეები შეეგებნენ სახლში შესულს, მალევე გაეცალა მათ და თავის ოთახს მიაშურა. ადგილს სადაც ყველაზე მყუდროდ და თავისუფლად გრძნობს თავს .
შხაპი მიიღო, დიდხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ. შემდეგ საყვარელი პიჟამა მოირგო და საძინებელში დაბრუნდა
-მოკლედ ამ სააბაზანოში რომ შეხვალ გამოსვლა აღარ იცი . ამ დროში იმდენი რამე მოვასწარი და მაინც ლოდინი მომიხდა - ბუზღუნით უთხრა დემეტრემ ,რომელიც მის გვერდით იდგა უკვე და იცინოდა
-გამისკდა გული ადამიანო რა გინდა აქ...სულ ასე უნდა შემაშინო? როდის უნდა გადაეჩვიო?
-მარიამი ჩვენი ოჯახის წევრად გამოაცხადა ალექსანდრემ. იქ ყოფნა აღარ მინდოდა და წამოვედი . თუ მარტო გინდა ყოფნა და ხელს გიშლი წავალ
-ნუ სულელობ და რას ერჩი იმ გოგოს არ მესმის
-შენ ყველა შენნაირი უმწიკლო ნუ გგონია. ქალს რომელსაც საკუთარი თავის გაყიდვა შეუძლია ყველაზე ამაზრზენია ჩემთვის
-რა იცი რომ ეგრეა მითხარი სადიან დაასკვენი . შენი აზრით ალექსანდრე მოიყვანდა თქვენთან ,საზოგადოებაშიც გამოაჩენდა და ლილესთან ერთად აცხოვრებდა ერთ ჭერ ქვეშ სულიერად ბინძურ ქალს? რომ არ იცოდეს როგროია , შინაგანად როგორი ხასიათი აქვს.
-მაინც არ მომწონს
-ეგრე შენ არავინ მოგწონსმ მაგრამ
-რატო ტო ეგ შენი მიკიმუსებიანი პიჟამა მაგრა მევასება სულ ხუთი წლის მგონიხარ
-ნუ დამცინი მიყვარს და რა ვქნა ვერ გავიგე
-არა აშკარად პიჟამა ჯობია ისე დატანტალებ ხოლმე სახლში იქნებ შემოვიდეს ვინმე
-მოკლედ რა ეჭვიანობის შემოტევა სულ როგორ გაწუხებს ვგიჟდები-საწოლზე აძვრა და მერე საბანში შეძვრა - დღეს რაღაც სიგრილეა ხო?
-იძინებ უკვე?
-შენ დარჩები თუ წახვალ
-რავი მე რას მიყურებ შენი დაძინების მერე წავიდე შეიძლება
-მაშინ დავიძინებ თორე ძალიან დავიღალე , მოდი რა დარჩი ამაღამ რაღაც მარტო არ მინდა ყოფნა ცუდი წინათგრძნობა მაქ და ვერ ვხვდები რატომ...ალბათ დამის ამბავმა იმოქმედა
-რა ხდება ჩემო პატარავ? რაზე ფიქრობ ხო იცი არ მიყვარს რო არ გიღიმის ეგ ლამაზი თვალები- გვერდით მიუწვა ,მისი სახე ხელებში მოიქცია და ჩაეხუტა
-არ ვიცი -თვალები მინაბა . დემეტრეზე ისე მოქმედებდა დიდხანს ფხიზლად ყოფნა აღარ შეეძლო ხოლმე. შუაღამეს ხმაური შემოესმა და მაშინვე გაახილა თვალები , ელენესაც გამოეღვიძა
-რა ხდება?
-ჩშ ფრთხილად ადექი და რამე მოიცვი - ჩუმად უთხრა და წამოდგა სწრაფად მივიდა ელენეს გარდერობთან და ერთ-ერთი მალული უჯრიდან იარაღი ამოიღო . ელე შეკრთა ამის დანახვისას, მაგრამ ფეხის ხმა რომ მოესმათ ამაზე სულ აკანკალდა . დემეტრემ მობილურით შეტყობინება გაგზავნა და გოგო ზურგს უკან მოიქცია . კარი გაიღო და ორი ნიღბიან შევიდა ვინაიდან ისეთ ადგილას იდგნენ რომ ვერ დაინახეს თავისუფლად მოახერხა ორივეს გათიშვა , კეფაში ჩაარტყა იარაღი და ორივე ოთახში დაეცა.
-ყველაფერი კარგადაა პატარა ...არ შეგეშინდეს ხო?
-კიდევ არიან?- ცახცახით თქვა და ძირს დავარდნილებს დახედა
-შენ გარდერობში შედი .ხომ იცი სადაც. ხმა არ ამოიღო და არ გამოხვიდე სანამ მე არ მოვალ კარგი?- მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა -არ გამოხვიდე!
-არა გთხოვ არ წახვიდე რამეს დაგიშავებენ... გთხოვ ჩემთან დარჩი
-კარგად ვიქნები არაფერი მოხდება - გოგო სამალავში დატოვა თვითონ კი ფრთხილად გავიდა .გზად ლაპარაკის ხმა მოესმა ,აშკარად კაბინეტიდან იყო სადაც სეიფს მალავდა ელენეს მამა . დემეტრემ გზად კიდევ ერთი კაცი გათიშა შემდეგ კი კაბინეტში შესვლის გეგმა მოხაზა გონებაში . იარაღი დაუმიზნა იქ მყოფებს, მაგრამ დრო არ დაუხარჯავს ფეხში ესროლა სანამ გონს მოვიდოდნენ. მხოლოდ იმაში შეცდა რო კიდევ იქნებოდა ვინმე რადგან ეზო დაცვის ბჭებით იყო სავსე ასე შემოღწევა მცირე რაოდენობის ხალხს არ შეეძლო . სწრაფად წავიდა ელენეს ოთახისკენ ,მაგრამ ასვლა არ მოუხდა ადგილზე მიეყინა როცა დაინახა როგორ ჰყავდა აკანკალებული გოგო მიკრული სხეულზე ნიღბიან კაცს
-დემეტრეე - ტირილით თქვა და აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა
-შენ ალბათ დემეტრე დადეშქელიანი ხარ ხომ? სხვა ვინ შეძლებდა ჩემი ბიჭების მოგერიებას, მაგრამ პატარა ხარ და ჩაგივარდა საქმე დაუშვი ეგ იარაღი თუ არ გინდა შენი თოჯინას სისხლით შეიღებოს აქაურობა
დემეტრე ხმას ვერ იღებდა არ უნდოდა კაცის გაღიზიანება შემდეგ ელეს შეექმნებოდა საფრთხე . ერთიანად ქონდა დაჭიმული ძარღვები, თვალები ჩაუწითლდა , მხეცს გავდა რომელიც თავდასხმისთვის ემზადება და ნებისმიერს დაგლეჯს საჭირო დროს რომ იხელთებს. თავს ძლივს იკავებდა, ბრაზი ახრჩობდა. იარაღი ფრთხილად დადო იატაკზე და ელენეს თხოვნას ყურადღება არ მიაქცია.გოგო შეუჩერებლად ევედრებოდა წასვლას.
-გამოუშვი და რაც გინდა ის წაიღე -ხმა იმდენად ჰქონდა შეცვლილი თავადაც ვერ იცნო
-ეგრე არ მაწყობს უკვე ზედმეტი თავისტკივილი გამიჩინე ასე მარტივად ვერ წახვალ შენ მითუმეტეს - აიარაღი დემეტრეს დაუმიზნა გოგოს კი ხელი ჰკრა და სხვა მიმართულებით გადააგდო. ელემ წონასწორობა ვერ დაიცვა და იატაკზე დაეცა. დემეტრემ რომ შეხედა უკვე პიკზე იყო
-არა ... არა - ელენე ისევ ტიროდა, დემეტრე კი კაცისკენ მიდიოდა. ის იყო უნდა ესროლა ტყვია სხვა მიმართულებით რომ გავარდა. დემეტრეს ნაცვლად ნიღბიანი დაეცა.უკან კი ალექსანდრე დადეშქელიანი გამოჩნდა. შვილს უყურებდა და ხელში მოქცეულ იარაღს თითებს არ უშვებდა. შემდეგ გოგონას დახედა და როდესაც დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო ნიღბიანთან დაიხარა.
დემეტრემ ზუსტად იცოდა რომ ალექსანდრე დროულად მივიდოდა, შეტყობინების გაგზავნა რომ მოახერხა მას შემდეგ გამბედაობაც უფრო მოემატა. ელენესთან ერთად იჯდა იატაკზე.მთელი ძალით იკრავდა სიფრიფანა სხეულს გულში და მის შეგრძნებას ცდილობდა თავი მის მხარზე ედო და კოცნიდა
-ჩემი ცხოვრება,ჩემი გოგო ...ყველაფერი მორჩა-უცებ ირგძნო როგორ გამოეცალა ელენეს ძალა და რომ არა მისი მკლავები იატაკზე გაიშხლართებოდა ,სწრაფად დახედა ფერწასულ , გონდაკარგულ სხეულს და წამის მეასედში ხელში აყვანილს დივნისკენ მიარბენინებდა დააწვინა და ხელები შეშინებულმა შეახო სახეზე -ელე ჩემო პატარა გამოფხიზლდი, გთხოვ ელე
სირენების ხმა ისმოდა, სახლი მალე გაივსო. ელენე კი ისევ აქვითინდა. ამჯერად დემეტრეს უყურებდა, ეფერებოდა და აკვირდებოდა.ეშინოდა რომ დაჭრილი იქნებოდა.
-კარგად ვარ ელე არ იტირო ხო? შენთან ვარ . მივდივართ აქედან, მშვიდად ხო? მშვიდად იყავი პატარავ,ყველაფერი მორჩა- ხელში აიყვანა და ისე გავიდა სახლიდან არავისთვის მიუქცევია ყურადღება. ალექსანდრე დატოვა სახლში, არავისთან საუბრის სურვილი არ ჰქონდა. არაფერი ადარდებდა ელენეს გარდა.
სახლში რომ შევიდა მარიამი დახვდა, ალექსანდრე ისე გავარდა ვერაფერი გაიგო და შეშინებული იყო. ელენე და დემეტრე რომ დაინახა სულ მთლად აერია გონება
-ელე .. დემეტრე რა დაემართა ...
-გთხოვ რამე დამამშვიდებელი და ჭრილობის დასამუშავებელი ამოიტანე ოთახში - უემოციოდ უთხრა და კიბეებს აუყვა . მარიამმა ყველაფერი სწრაფად აიღო და უკან გაჰყვა.
დემეტრემ საწოლზე მიაწვინა და გვერდით დაუჯდა მის ხელს ისევ არ უშვებდა სახიდან ცრემლები მოწმინდა და გადაყვლეფილ მუხლებზე შეხედა, სისხლი წვეთებად მოდიოდა . მარიამი უცებ შევიდა ყველაფერი ტუმბოზე დადო
-მე გავუწმენდ
-მე მივხედავ შეგიძლია წახვიდე ,მადლობა
-თუ რამე დაგჭირდეს მითხარი კარგი?
-კარგი - ისე უპასუხა მისთვის არც შეუხედავს .
ვინ იფიქრებდა უბრალოდდ აწყებული დღე ასე თუ დასრულდებოდა, დამიანეს ამბის შემდეგ შვება იგრძნო, როდესაც ეგონა რომ ყველაფერი დასრულდა კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის ტკივილს ხედავდა. სრულიად პანიკაში მყოფს, განადგურებულ გოგოს უყურებდა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. გული ეკუმშებოდა, ბრაზით ივსდებოდა, უნდოდა ყველა მოეკლა ვინც ელეს შეეხო, ვინაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. არ შეეძლო, არფაერი შეეძლო მასთან ყოფნის გარდა. მომხდარს ვერ გააქრობდა, მხოლოდ მომავალი უნდა შეეცვალა,უნდა დაემშვიდებინა და მასზე ეზრუნა...
........................
მარიამი დერეფანში იჯდა და ელოდა ალექსანდრეს გამოჩენას. ფიქრობდა რომ ისევ დაუბრუნდა უბედურება, იმ ერთადერთსაც დაკარგავდა ვინც ჰყავდა და სამუდამოდ შთანთქავდა წყვდიდადი. თავი მუხლებზე ედო და ითვლიდა, ყოველი ნაბიჯის გაგონებისას სმენას ძაბავდა, კარის გაღებას ელოდა. ალექსანდრე კი არსად სჩანდა. თავი კედელს მიაყრდნო ,შემდეგ ისევ მუხლებზე ჩამოსდო ლოყა და ადგილზე რწევა დაიწყო
-დაბრუნდი გთხოვ...გთხოვ არაფერი დაგემართოს.გევედრები ნუ წამართმევ, გემუდარები ღმერთო - ჩუმად ჩურჩულებდა და ცრემლები ნელ-ნელა იწყებდნენ დაგუბებას. კარი მოულოდნელად გაიღო და ალექსანდრეც გამოჩნდა. მაშინვე გათავისუფლდა, სულმა შვება იგრძნო. ყელზე ჩამოეკიდა კაცს,მთელი სახე დაუკოცნა ,იღიმოდა და თავს ვერ იკავებდა
-მარიაამ...მარიაამ - გაიღიმა , ვერ აჩერებდა ხვდებოდა ასე რატომაც იყო და ეგოისტურად სიამოვნებდა-კარგად ვარ
-შემეშინდა...ძალიან შემეშინდა
-აღარ უნდა შეგეშინდეს, მე ასე მარტივად არაფერი დამემართება,კარგად დაიმახსოვრე - თავი ააწევინა და ტუჩები დაუკოცნა-ბავშვები სად არიან
-დემეტრეს ოთახში...
-წავიდეთ, დავისვენოთ...რთული დღე იყო.
საძინებელში შესვლამდე ლილიას და დამიანეს ოთახშიც შეიხედა.დარწმუნდა რომ მშვიდად ეძინათ და შემდეგ მივიდა მარიამთან...
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს თითქოს ეშინოდა ელეს შეტევა არ დაწყებოდა ,ყოველი ღრმა ამოსუნთქვა აშინებდა. აკვირდებოდა და თვალს არ აშორებდა.გოგომ მართლაც ნახა კოშმარი სადაც დემეტრეს ესროლეს შემდეგ ვეღარაფერს ხედავდა და ყვირილთან ერთად ტიროდა . დემეტრე ლამის გაგიჟდა ასეთ მდგომარეობაში რომ უყურებდა თავს ვერ იკავებდა,ტკივილი აგიჟებდა. ცდილობდა გამოეფხიზლებინა , რამდენიმე წამი დასჭირდა შემდეგ უცებ გაახილა თვალები და ბიჭის დანახვისას ცრემლები გადმოუშვა
-დემეე- ხელები მაგრად მოხვია მერე მისი სახე თლილ თითებში მოიქცია-მადლობა ღმერთს რამე რომ მოგსვლოდა მოვკვდებოდი. ჩემ გამო რამე რო დაეშავებინა ერთი წამი არ ვიცოცხლებდი -კოცნიდა და სახეზე ეფერებოდა ,თითებს თმაში დაატარებდა .დიდხანს ძალიან დიდხანს არ გაჩერებულა.შემდეგ ჩაეხუტა,თავი მკერდზე დაადო და მის გულისცემას უსმენდა
-ყველაფერი კარგადაა ელ დაივიწყე ყველაფერი თითქოს ცუდი სიზმარი იყო . მე არასდროს მიგატოვებ სულ შენთან ვიქნები ყოველთვის- ელეს მისი სიტყვები არ ადარდებდა,ბიჭის გულისცემას ითვლიდა -გინდა წავიდეთ? მარტო მე და შენ მთელი ზაფხულით - ჩურჩულით უთხრა და მის ლამაზ თვალებს გაუსწორა მზერა -მოვშორდეთ ყველას და ყველაფერს
-მინდა - ჩურჩულით თქვა და თვალები ისევ დახუჭა -მადროვე,მომასმენინე
-რას უსმენ ელე-უცებ შეეშინდა, ფიქრობდა რომ რაღაც ეჩვენებოდა
-გულის ხმას ...შენი გულის ხმას- ტუჩები შეახო და მერე ისევ ყური დაადო ზუსტად იმ ადგილას საიდანაც გაორმაგებული გულისცემა ისმოდა . დემეტრემ ვერაფერი თქვა, თვალები დახუჭა,თითები თმაში შეუცურა და დადუმდა...
გათენდა, არცერთს ეძინა ორივე ერთმანეთის სუნთქვას უსმენდა...
წავიდნენ, ამჯერად ზღვაზე. ელენეს ტალღების ცქერა სურდა და დემეტრეც იქეთ წავიდა საითაც ელენე იქნებოდა კარგად. ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებული,მარტო ყოფნა ყველაფერს ავიწყებდათ და არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი.
ელენეს მშობლებიც ვერაფერს ამბობდნენ, დემეტრეს მადლობას უხდიდნენ და შვილს უფრო ხშირად ურეკავდნენ ვიდრე ოდესმე. ელენეც გრძნობდა მათ ღელვას და მაქსიმალურად ცდილობდა დაემშვიდებინა ორივე...
............................
მარიამს ახალ ცხოვრებასთან შეჩვევა უწევდა, რიტმს უნდა აყოლოდა და ალექსანდრეს მრავალფეროვანი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. ვინაიდან ზაფხული იყო ალექსანდრე სახლიდან აგვარებდა საქმეებს,იშვიათად გადიოდა შეხვედრებზე. ძირითადად სახლში იყვნენ , ლილე და დამიანეც არსად წასულან.მეგობრებთან შესახვედრად იშვიათად გადიოდნენ . დემეტრე და ელენე კი აშკარად არ გეგმავდნენ დაბრუნებას.
ალექსანდრესთან ერთად დაიწყო ვარჯიში, ფორმაში იყო ,მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეჩვეოდა. კვების რეჟიმს ისე უკონტროლებდა ალექსანდრე თითქოს პატარა ბავშვი იყო. უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ფერიც დაუბრუნდა და ისეთი გამხდარი და ავადმყოური შესახედაობით აღარ იყო. მეტად დამშვენდა, რაღაც სხვაგვარად უნათებდა თვალები და უფრო ახვევდა თავბრუს ალექსანდრეს. დილიდან ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ, მარიამი ალექსანდრეს რომ უყურებდა სულ ავიწყდებოდა თავადაც რომ ვარჯიშობდა. სანდრო რომ გაიცინებდა მაშინ მოდიოდა გონს.
-დღეს სტუმრები გვეყოლება - შხაპის მიღებისას უთხრა საშხაპედან გავიდა
-ვინ სტუმრები? -უკან მიჰყვა, პირსახოცი მოიხვია და ალექსანდრეს სველი თმები აურია- დაივარცხნე რა ნორმალურად
-უნდა შევიჭრა...ზედმეტად გაიზარდა
-აუუ სულ ხო არ შეიჭრიი? ვინ სტუმრები მოდიანო რა თქვი?
-ჩემები დაბრუნდნენ და შენს გასაცნობად მოდიან...ნუ ჩემი ნახვაც უნდათ, მოვლენ და ნახავ. მათე და მიშოც მოვლენ
-გოგონებს ვეტყვი რაღაცები მოამზადონ
-ნანას უთხარი ვინც მოდის და თვითონ იცის რაც უნდა გააკეთოს...
-იმედია მათაც დემეტრეს მსგავსი რეაქცია არ ექნებათ
-დემეტრე ერთადერთი და განუმეორებელია...
-და მაინც არ მინდა ურთიერთობა აგერიოს ჩემ გამო
-პატარავ იცი რა უნდა ისწავლო? საკუთარი თავის დაფასება, მაღლა უნდა იდგე. სანამ საკუთარ თავს არ სცემ პატივს , თავს მაღლა არ ასწევ და ყველაას არ გაუსწორებ მზერას მანამ იარსებებენ ადამიანები რომლებიც შენს დამცირებას შეეცდებიან. შენ თავისუფალი,სრულყოფილი, ულამაზესი ქალი ხარ რომელმაც ყველაფრის მიუხედავად შეინარჩუნა სუფთა გული. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები რომლებსაც არ მოეწონები,რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, მით მეტს არ მოსწონხარ, მეტი ვერ გიტანს, მეტი მტერი გყავს, მეტს შურს შენი ...ესაა ცხოვრება და არც უნდა იდარდო მათზე ვისაც არ მოსწონხარ...საერთოდაც მთავარია რომ მე მომწონხარ იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე ვინმე მომწონებია - ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა- გასაგებია ?
-სრულიად ,მაგრამ მაინც ძნელია
-მარტივი არაფერია !
ქვემოთ რომ ჩავიდნენ ლილე ეზოში იყო,ვიღაცას ესაუბრებოდა და ხტუნავდა. მერე სახლისკენ გაიქცა და ალექსანდრეს ყელზე ჩამოეკიდა
-მამიკოოოოო
-რაოო რა ხდებაოო? - ხელი მოხვია და მაღლა ასწია
-იცი ვინები მოდიან ჩვენთან?
-კიდევ მოდის ვინმე?რა ხდება დღეს...ვინმეს დაბადებისდღეა და მე არ მახსოვს?
-მაშიკო და მიაკო მოდიააააააააააან ...სექტემბრამდე დავრჩებითო
-მართლა? კარგია ეგ ონავარები დიდი ხანია არ მინახავს, აბა აღარ მოიწყენთ . ისე არ მიდიხართ თქვენ სადმე? აქ უნდა იყოთ მთელი ზაფხული?
-ისინი რომ ჩამოვლენ მერე წავალთ სადმე
-კარგი ჩემო ფერია როგორც შენ გინდა. მოდი ახლა ისაუზმე და მერე დავხვდეთ იმ გიჟებს -აკოცა და სკამი გამოუწია თავის გვერდით , ისიც დასკუპდა- მარიამ მაშო და მია ჩემი დისშვილები არიან ახლა ამერიკაში ცხოვრობენ . ტყუპები არიან, აფრენენ
-უნდა მოვემზადოოოთ ... ეს ზაფხული გამორჩეული იქნება
რამდენიმე საათის შემდეგ სახლში ორი ქერა გოგონა გამოჩნდა. ორივეს მოკლედ ჰქონდა შეჭრილი თმა და იმაზე მეტად იდენტურები იყვნენ ვიდრე დემეტრე და დამიანე. ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ ძმებისგან განსხვავებით. ფერადები იყვნენ თავიანთი განწყობით. ალექსანდრე რომ დაინახეს მაშინვე ყელზე მოეხვივნენ
-ჩვენი საყვარელი ბიძიააა. როგორი სიმპო ხაააარ, როგორც ყოველთვის ცოლი კიდე არ გყაავს ?? - ერთად თქვეს და უცებ მარიამი შენიშნეს ძირს ჩამოვიდნენ უფრო სწორედ ჩამობობღდნენ და მარიამი აათვალიერეს -ეს შხვართალა გოგო ვინაა?-ერთნაირად აზიდეს წარბი და ალექსანდრეს გახედეს
-მარიამი, ერთად ვართ
-ჩვენთან ცხოვრობს -ლილიამ დაუმატა და გაიცინა
-what??-ისევ ერთად შეყვირეს - ვაიმეეე ეს რა ამბები დატრიალებულა და ჩვენ არაფერი ვიცით? -ლილეს გახედეს მკვლელი მზერით - მაგარიაა -პირველად მაშომ თქვა და მოეხვია მარიამს -მე მაშო ვარ ეს მია
-სასიამოვნოა
-ვაიმე ჩემო საყვარელო ჩვენთვის უფრო სასიამოვნოა ჩვენი საყვარელი სუპერ სექსუალური ბიძიკო, რომ უკვე დაკავებულია და ვიღაც სწერვა ნაშები აღარ დააპირებენ მის შებმას ნუ ფარ- ხმლით კი უნდა იარო, მაგრამ გაუძლებ დარწმუნებული ვარ - უცებ მიაყარა და მერე ალექსანდრს შეხედა სიცილს რომ ვერ იკავებდა
-არა ხო ვიცოდი რომ მაგარი გემოვნება გქონდა, მაგრამ ეს გოგო იმენნა კამფეტია.
-მე ცოტა გაკვრივებული ვარ დაო ...ასეთი პატარები თუ მოსწონდა არ ვიცოდი,მეგონა ვიღაც მოხუც ნაშას დაკერავდა და უჟას ბიცოს გაგვიჩითავდა
-გეყოთ ეხლა თქვენსავით გიჟი არაა და ნუ გადარევთ ...შეაპარეთ ნელ-ნელა- დამიანემ უთხრა სიცილით და ორივეს მოეხვია -ცუდებო,მე დამივიწყეთ ხო?
-ხო მართლა მეორე სადაა? არ დაგვხვდა? ელე სადაა
-ერთად არიან ზღვაზე და როდის ჩამოვლენ ღმერთმა უწყის
-და ჩვენ რო მოვდიოდით აქ არ უნდა დაგვხვედროდა ორივე?
-კარგი ახლა გეყოს - ლილემ უთხრა სიცილით -წავედით სახლში ძალიან მაგარი საღამო გველის წიიინ
აუზთან იყვნენ ყველანი დემეტრე და ელე რომ გამოჩნდნენ. სიურპრიზის მოწყობა სურდათ და თავად დარჩნენ გაოცებულები
-რატომ არ მითხარით თუ ბრუნდებოდთ
-სიურპრიზი თქვენ გინდოდათ მოგეწყოთ? აი აიი როგორ არ მიცნობ ბიძაშვილოო?
-ბიჭები აღარ მოდიან ? მშია მაგრად ტო
-კი მალე მოვლენ დავურეკავ - ბიჭებთან დარეკვა აღარ დასჭირდათ. თავად მობრძანდნენ და გოგონების ყურადღებაც მიიპყრეს.
-ბიჭებო გაიცანით ჩვენი მამიდაშვილები მაშო და მია - დამიანემ გააცნო მათაც აათვალიერეს უცებ გოგოები და გაკვირვებულები დარჩნენ
-სასიამოვნოა მაგრამ როგორ უნდა გაგარჩიოთ ხომ ვერ გვეტყვით?
-გაგვარჩევ ნუ იდარდებ მაგაზე - მაშომ უთხრა და გაუღიმა
-ეს მაშოა
-აჰა გასაგებია და კიდევ არ გაგვაცნობთ ვინმეს?- მარიამს ახედეს ბიჭებმა
-სანამ გაივლებთ ახლა თავში სისულელეებს გგეტყვით რომ ეს გოგონა მამაჩემისაა უკვე და დაოკდით- დემეტრემ უთხრა და მაგიდისკენ დაიძრა-წამოდით ტო მშია მაგრად
-იმან რაო?-მიშომ გახედა დამიანეს
-რაო მიშიკო და ის თქვა რომ მარიამი და მე ერთად ვართ მართალია შენი ტოლია ,მაგრამ დაკავებულია სამუდამოდ-ალექსანდრე გამოვიდა და მარიამს მოხვია ხელი წელზე
-ვაა მართლა? რა მაგარი ამბავია ტო ...სანდრო ბიძია მოუღე ბოლო მარტოობას?
-ბიძიას მოგცემ ახლა მე შენ
-კაი იზვინი ბრატ- გაიცინა და გავარდა უცებ
-აუ ესენი მეც გამაგიჟებენ ვატყობ - ალექსანდრემ დასჩურჩულა მომღიმარ მარიამს და აკოცა-ჩემი ბიჭები მინდა აქ იყვნენ როდის ჩამოვლენ რო გაგაცნო
ნანას კერძებს აგემოვნებდნენ კიდევ ერთი მანქანა რომ გამოჩნდა ეზოში და ამჯერად ალექსანდრეს მეგობრები მივიდნენ.
-აი ესენიც მოვიდნენ მოკლედ მთელი საგიჟეთი შეიკრიბა- დემეტრემ თქვა და სასმელი მოსვა მერე კი ისიც წავიდა ბიჭებთან შესახვედრად
-ვაა რა სასტავი შეკრებილა ტოო ...ჩემი გოგონები ჩამოსულაან- შავგვრემანი მოეხვია ტყუპებს
-ლაშა ბიძიაა როგორ მოგვენატრეეეთ
-რა ბიძია არა რა ბიძია თქვენი ასაკის გოგონებს ვკერავ ტო- გაბრაზებულმა თქვა და ბიჭებს მიესალმა- ტყუპების შემოტევაა ტო ?
-როგორ ხარ ნათლი?
-კარგად თქვენ? ბიჭებიც აქ ყოფილან - მიშოს და მათეს მიესალმა .
-ჩემი ფერიააა -ლილე ხელში აიტაცა და აკოცა- როგორ მომენატრეე ფერიააა მეორე ფერია სადაა? აქ ყოფილაა- ელეს შეხედა და მასაც აკოცა
მეორე და ალექსანდრე მანამდე რაღაცაზე საუბრობდნენ უცებ რომ გამოვარდა ის და მარიამს დაეტაკა ,შეშინებულმა კივილი ძლივს შეიკავა
-დედა რას მევესწარი შენს ნახვას ხორციელი რო ხარ და არ ქრები ვგიჟდები პირდაპირ... მოდი ერთი დატრიალდი - უცებ გაუშვა ისევ და დაატრიალა - ახლა მესმის რატომ აგირჩია ამ უჟმურმა
-გამოდი აქეთ- ლაშამ გაწია ბიჭი და მარიამის ხელი თავისაში მოიქცია- დიდად მოხარული ვარ თქვენი გაცნობით ქალბატონო მარიამ .გაძლებას გისურვებთ და ისე უცებ დაგაბერებს ეს ვაჟბატონი უჟმურების ხელმწიფე სულ ვეღარ იგრძNობ ასაკობრივ სხვაობას
-გამოიწიეთ აქეთ , ორივე- ალექსანდრემ დაუბღვირა
-აუ ტო დაბრუნდა წეხან რა ხასიათზე იყავი ეხლა რა დაგემართა ადამიანოო
-მარიამ გაიცანი ორი გიჟი ჩემი ცხოვრების გამწამებელი ბავშვობიდან ერთი დღე არ მომისვენებია ამათგან და იმიტო ვარ დაბერებული ლაშა მესხი და ერეკლე ყიფიანი
-სასიამოვნოა
იმ საღამოს პირველად იყო ასეთი ბედნიერი . თავს ოჯახის და სამეგობროს წევრად თვლიდა,მსგავს ბედნიერებას კი მიჩვეული არ იყო . ალექსანდრე ,ის კი უბრალოდ ყველაფერი იყო. ერთ ადამიანში ერთიანდებოდა მისი მთელი სიცოცხლე და არსებობა მხოლოდ მისი საშუალებით შეეძლო ბედნიერებით ტკბობა .
შუაღამით დაიშალნენ, ყველა იქ დარჩა და მთელი სახლი გაივსო.
-მოგეწონა ჩემი დიდი და გადარეული ოჯახი?
-ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი კარგი მეგობრები გყავს ...ბავშვებზე აღარაფერს ვამბობ - მისკენ შებრუნდა ხელები ყელზე მოხვია და ტუჩებზე ტუჩები შეახო....
კიდევ ერთი დღე დასრულდა ისე რომ სიმშვიდე არსად წასულა, მეორე დღე კი არავინ იცის როგორი იქნებოდა.
…………..........
სექტემბრიდან ყველაფერი შეიცვალა, დასრულდა ზაფხულის გართობა და ყველა კალაპოტს დაუბრუნდა. ბავშვები საქართველოში დაბრუნდნენ და ცოტა უჭირდათ გარემოსთან შეჩვევა ,მაგრამ მშობლიურ სახლში ყოფნა ყველაზე მეტად ახარებდათ. ალექსანდრეს უამრავი საქმე ჰქონდა და ფაქტობრივად მთელი დღე გარეთ იყო.
მარიამმაც დაიწყო სწავლა.უამრავი რეპეტიტორი ჰყავდა, რომელებიც სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ დილიდან საღამომდე მათ გარემოცვაში იყო, გონებრივი შრომა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდა, მაგრამ უკან არ იხევდა, ისეთი მონდომებული იყო მთელი დღე არ ბეზრდებოდა მიზნისკენ სვლა.. იხსენებდა ძველს , სწავლობდა ახალს და ენერგიას არ ზოგავდა იმისთვის რომ საკუტარი თავით კმაყოფილი ყოფილიყო და ალექსანდრეს გვერდით ამაყად მდგარიყო არა როგორც უბრალოდ მარიამი არამედ ქალბატონი მარიამი . მთელი წელი ჰქონდა მოსამზადებლად ,მაგრამ დროს ფუჭად არ კარგავდა.გარდა მეცადინეობისა სწავლობდა ისეთ რაღაცეებს რისი ცოდნაც ყოველთვის უნდოდა ,მაგრამ ალექსმა ამის შესახებ არაფერი იცოდა . სრული თავისუფლება ჰქონდა, ამასთან ჰყავდა ოჯახი, ალექსანდრე და გააჩნდა ყველაფერი რაც მანამდე არ ჰქონია.
ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ დემეტრე მაინც არ მოლბა მასაც ალექსანდრეს სისხლი უჩქებდა, ისინი იყვნენ დადეშქელიანები რომლებიც ალექსს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. აი ასე უბრალოდ გახდა მათი ნაწილი, მათ გამო ღელავდა, ფიქრობდა და ლილესთან და ელესთან ერთად ატარებდა თავისუფალი დროის დიდ ნაწილს.დამიანე იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდა, დემეტრეც თითქოს შეეჩვია მის არსებობას,მაგრამ მაინც დისტანციას იცავდა.
დილა ალექსანდრეს გარეშე დაიწყო, მეორე მხარეს რომ გადაბრუნდა ბალიშზე დადებული წერილი და ვარდი დახვდა. სანდროს ნაწერს უკვე ცნობდა, აფრთხილებდა რომ ქალაქგარეთ გადიოდა შეხვედრაზე და გვიან დაბრუნებოდა. თითებით მოეფერა ასოებს და სანდროს ბალიშში ჩარგო სახე,მისი სურნელი არსებას უფერადებდა სისხლში ვრცელდებოდა და საოცრებას მართებდა. მობილური აიღო და დაელოდა როდის გაიგებდა მის ხმას
-როგორაა ჩემი ლამაზი გოგო?- რამდენიმე სიტყვა და უკვე ბედნიერი იყო ,მისი ხმაც კი ჟრუანტელს გვრიდა
-მენატრები ...
-ასე ნუ მეუბნები,თორემ წამოვალ
-დაბრუნდი, მანდ არ დარჩე ხო?
-დავბრუნდები,მაგრამ გვიან...რას აკეთებ დღე?
-ახლა ვისვენებ ...მერე საქმეები მაქ ძალიაან ბევრი
-ჩვენს ოთახში ხარ ანუ?
-ხო საწოლზე ვწევარ და შენს ბალიშს ვიხუტებ -ისეთი ხმით უთხრა კაცს ტემპერატურამ აუწია, ტუჩზე იკბინა და თვალები დახუჭა
-ამ საღამოს მოვალ და იცოდე დაძინებული არ დამხვდე
-ანუ აღარ დარჩები
-გადავიფიქრე. სჯობს გვიან მოვიდე ვიდრე აქ დავრჩე .წავედი , ჭკვიანად ბავშვები თუ არ მოვლენ დროულად დამირეკე კაი?
-სულ მოდიან ხომ იცი რა ჭკვიანები არიან .დემე კიდე ელესთან ერთადაა და რა პრობლემაა? ელეს ველაპარაკე და მითხრა . ლილე და დამი მეგობრებთან ერთად მიდიან კაფეში და ხუთისთვის მოვლენ -უცებ ჩამოუსხაპუნა ბავშვების დღის განრიგი და გაჩუმდა
-გაგიგია უკვე ყველაფერი და მიკარგავ მე ფუნქციას? არ მომწონს დედის ფუნქციაში რომ შედიხარ, უცნაურია შენია საკის ადამიანებთან ასეთი ურთიერთობა რომ გაქვს
-ალექსანდრეე ნუ იცი ეგრე წადი ახლა თორემ დაგაგვიანდება მეც მეჩქარება
-სად მიდიხარ ჯერ ხო არ მოვლენ მასწავლებლები
-სხვა საქმეები მაქვს
- გკოცნი ,წარმატებულ დღეს გისურვებ
-მეც გკოცნი და იცოდე ჭკვიანად კიდე რო ვნახო ვინმე ქალთან ერთად ფოტო, რომელიც ყელზე გეკიდება დაგსჯი-ბოლოში მაინც ვერ მოითმინა და ტუჩები დაბრიცა გათიშვას აპირებდა ალექსი ისევ რომ განაგრძო საუბარი
-მარიამ კიდევ იგივეს აგრძელებ? რატომ ეჭვიანობ?
-არ ვეჭვიანობ ვიცი რომ ჩემი შემცვლელი ვერ გამოჩნდება და რომც გამოჩნდეს შენ ვერ შეამჩნევ იმიტო რომ მე ვარ შენს ფიქრებში უბრალოდ მაღიზიანებს ვიღაც რომ გეხება -უცებ ატიტინდა ,წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა
-ჩემი მეამიტი მარიამი დაჭკვიანებულა და ვერ გამიგია - ღიმილით თქვა და მარიამმაც თავი მაღლა ასწია
-ვცდილობ
-წავედი ახლა თორემ შენს ტუჩებს წარმოვიდგენ და მგონი დავტოვებ საქმეებს მოუგვარებელს -უთხრა და უცებ გათიშა. მარიამი კი ენერგიით სავსე წამოდგა და ცეკვის მასწავლებელთან წავიდა ,შემდეგ მუსიკაზე გადაინაცვლა . იმდენად მოსწონდა რასაც აკეთებდა ,რომ წამოსვლა არ უნდოდა იქედან. სმენა ჰქონდა და რამდენიმე საკრავის ათვისება სურდა
სახლში იმ დროს დაბრუნდა ლილე და დამიანე რომ შევიდნენ ეზოში.
-მარიამ როგორ ხარ?- ლილე მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-კარგად ჩემო ლამაზო შენ? როგორ ჩაიარა დღეემ? შეეჩვიეთ კლასელებს ?
- ძალიან კარგი ბავშვები არიან ,მასწავლებლებიც. მოკლედ კმაყოფილი ვარ
-რატომ არ იქნები გენაცვალე .აბა მე მკითხე? ნახევარ კლასს მოსწონხარ და მომიწევს ალბათ გარჩევების მოწყობა- დამიანემ გაიცინა და ლილეც გაიბუტა
-დეგენერატო მე რა შუაში ვარ და საერთოდ არც არავის მოვწონვარ .საიდან დაასკვენი , უბრალოდ ძალიან კომუნიკაბელური ბავშვები არიან
-როგორ არა სულ კომუნიკაბელურობის გამო გჭამენ თვალებით
-ნერვებს მიშლი
-ვიცი და ძალიან მომწონს ეგ ფაქტი- დამი მოეხვია და ლოყები აუწითლა იმდენი აკოცა- ვაიმეე რა საყვარელი ვიღაც ხარ შენ რ,ა ნეტა მეორე თუა ვინემ შენნაირი საყვარელი, მორცხვი და საკალელი
-მეც ჩამეხუტეთ რა -მარიამს ისე მოუნდა ორივეს მოხვეოდა პატარა ბავშვივით დააკვესა თვალები. დამიანემ მაშინვე გაშალა გრძელი მკლავები და მარიამიც მიიხუტა
-აუ მაგარია ტო ორი წლით უფროსი დედიკო მყავს
-არ ვარ მე დედიკო -მარიამმა თავი მხარზე დაადო - იცი მამაშენსაც შენი მსგავსი სურნელი რომ აქვს? - ისე საყვარლად უთხრა დამის და ლილეს ეცინებოდა-აუუ ალექსანდრეეე მინდაა
-რაო მარიკუნა მოგენატრა ალექსანდრე?
-ხოო-ბუზღუნით თქვა-აუუ როდის ჩამოვაა
- ვერ ვხვდები ასე როგორ უნდა მოგენატროს ვინმე, იმედია არ შემიპყრობს ეგ სენი მე- დამიმ თქვა და სახლისკენ გაუძღვა გოგონებს
-აუუ მარიამ მაგრად მშია რა გვექნება დღეს ვახშმად?
-მეც არ ვიცი ,მაგრამ ვიცი ნანა დამის საყვარელ პიცას ამზადებს
-აუ მაგარია
დემეტრე არ დაბრუნებულა,ელენესთან ერთად იყო. მარიამი მეცადინეობის შემდეგ ალექსანდრეს ელოდა. მოთმინება ეწურებოდა,მაგრამ მაინც არ ურეკადა იცოდა სიტყვას შეასრულებდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა. მანქანის ხმა რომ გაიგო და კარიც გაიღო მაშინვე მისკენ გაიქცა და ისე მოეხვია ლამის წააქცია
-ალექსანდრეეე როგორ მომენატრეე- პატარა ბავშვს ჰგავდა რომელსაც სანატრელ სათამაშოს აჩუქებდნენ და ბავშვურად გულწრფელად უხაროდა . სანდრომაც მოხვია ხელები და მაგრად მიიკრა სიფრიფანა სხეული და ყელი დაუკოცნა
-მეც მომენატრე ჩემო ლამაზო
-გარეთ ვიყავი წეხან და როგორ უცებ მოხვედი
-უკანა ეზოდან შემოვედი სიურპრიზი რომ მომეწყო ჩემო ლამაზო- ძირს ჩამოსვა და თეთრი ვარდი მიაწოდა
-ჩემი საყვარელი ვარდი- გამოართვა სურნელი შეიგრძნო და ნაზად შეახო ტუჩები ,მაგრამ ვინ დააცადა როგორც ყოველთვის გიჟივით დაუკოცნა .ტუჩებზე რომ არ გაჩერდებოდა ალბათ ნათელია ხომ?ბოლოს ძალაგამოცლილი მიესვენა საწოლს მასთან ერთად შემდეგ თითებს დაასრიალებდა შიშველი ქალის სხეულზე
-ბავშვები ნახე? დემეტრე მოსულია?
-ცოტა ხნის წინ მოვიდნენ...მაშოს ესაუბრებოდნენ სკაიპით. საახალწლოდ ჩამოსვლაზე უნდოდათ დაეთანხმებინათ. ერთად მიდიან სადღაც
-ანუ მე და შენ ერთად ვიქნებით
-ხოო
-გეწყინა? მე მეგონა გაგიხარდებოდა. მხოლოდ მე და შენ ვიქნებით
-ოჯახურ გარემოში მინდოდა ახალი წლის შეხვედრა
-რომ იცოდე როგორ მაბედნიერებ - კაცმა უცებ დაასერიოზულა გამომეტყველება მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა- მაბედნიერებს ის ფაქტი რომ ჩემს ოჯახს აფასებ და გიყვარს ,მათზე ზრუნავ და მათთან ერთად გიხარია
-როგორ შეიძლება ისინი არ მიყვარდეს
-შეიძლება, მაგრამ შენ ხარ საოცრება .ჩემი საოცრება -ყელში ხმაურით აკოცა და ზედ აეკრა -გინდა ყველა ერთად წავიდეთ ნიუ-იორკში ?
-ეხლა ვერ ვფიქრობ და თუ შეიძლება სხვა დროს- მარიამი გაბრუებული იყო და მხოლოდ მისი ბაგეების შეხებაზე ფირობდა იგრძNო როგორ გაიღიმა ალექსანდრემ და სასურველი კოცნაც მიიღო.
ერთი კვირა ისე გავიდა ალექსანდრეს საახალწლო გეგმები არ უხსენებია. ყველანი მისაღებში იყვნენ სანდრო რომ დაბრუნდა
-ყველანი აქ ხართ? რა ბედნიერებაა
-მამიკოო-ლილე წამოდგა და მოეხვია -სად დაიკარგე მთელი სამი დღე? - ბევრი აკოცა თან ლაპარაკობდა . ალექსანდრე კი ბედნიერებას ასხივებდა როცა მოშორდა მარიამი ვერ ბედავდა დატაკებას ბავშვებთან ერთად სამაგიეროდ ალექსანდრემ მოხვია გიჟივით ხელი და წამებში ზედ აიკრა ისე ეძგერა ლამის მოაჭამა ტუჩები მერე უცებ მშორდა გათიშულ ქალს და ტუჩებთან დასჩურჩულა
-სხვა დროს თან წაგიყვან თორე მეტად ვეღარ გავძლებ - ჩამხჩალი ხმით უთხრა
-მორჩით თუ გავიდეთ ჩვენ -დემეტრეს ხმამ გაიჟღერა
-ალექსანდრე როგორ ხარ?- ელე მოეხვია და მაგრად აკოცა
-კარგად ელუსი შენ?- ისიც მოეხვია კიდევ ერთ საყვარელ ბავშვს და შუბლზე აკოცა
-მაგრად -გაიცინა და თავის ადგილს დაუბრუნდა
-ბავშვებო აბა ერთიანად ადექით და ჩაალაგეთ ბარგი ამ ღამით მივფრინავთ
-საად?
-საახალწლო საჩუქრებს იქ მიიღებთ ერთი კვირა დავრჩებით და გაითვალისწინეთ
-ხო მაგრამ სად?
-გაიგებთ, მოემზადეთ უცებ - ხელი მოხვია მარიამს და წაიყვანა. ბავშვებიც წამოდგნენ და დაიწყეს ბარგის შეკვრა .მარიამი კი ოთახში შეაგდო და საწოლთან მისვლამდე მთლიანად გააშიშვლა ათას სასიყვარულო სიტყვას ეუბნებოდა ლამის ბოდავდა მთელი კვირა მონატრებული ჰყავდა და ჭკუაზე აღარ იყო .მონატრება აგიჟებდა , პირველად ვერ იტანდა საქმეებზე წასვლას
.........
სამ საათში თვითმფრინავში ისხდნენ და გაურკვეველ ადგილას მიფრინავდნენ . ყველა თავის სტიქიაში იყო . მარიამი პირველად მიფრინავდა ამხელა მანძილზე და ყველაფერს აღრფრთოვანებული აკვირდებოდა მანამ სანამ არ ჩაეძინა.
მხოლოდ ფოტოებში ქონდა ნანახი უზარმაზარი ცათამრჯენები ,უმშვენიერესი ნიუ-იორკი და ოცნებობდა ხოლმე მის ნახვაზე ეხლა კი იქ იდგა ოკეანის მიღმა აშშ-ში და ტკბებოა ამ სილამაზით . მძღოლმა კარი გაუღო მარიამი დაპროგრამებულივით მოძრაობდა მხოლოდ ალექსანდრეს შეხებას ,ჩურჩულს და კოცნას გრძნობდა . ბოლოს მოემზადა და ალექსანდრეს დასთან წავიდნენ ყველანი ერთად. რომ გაიაზრა პირველად უნდა ენახა ალექსანდრეს სიძე და და ანერვიულდა,ისევ თითების მტვრევა დაიწყო
-გეყოფა მარიამ - დაუჭირა ერთი ხელი და თითებზე აკოცა- ჩემი და ჩემსავით ტირანი არაა მისი შვილები მას გავს ,ნუ სიძეც ეგეთი ტიპია მარა მაინც ჩემი დის ასლები არიან-გაიღიმა და შუბლზე აკოცა- მალე წამოვიდეთ თორემ ამ კაბაში რომ გიყურებ მინდები- ყურთან ჩასჩურჩულა და სველი კოცნის კვალი დაუტოვა მანქანიდან გადასვლამდე. როგორც კი ეზოში შევიდნენ მაშინვე გამოვარდნენ გიჟები და უცებ მოეხვივნენ ბავშვებს, შემდეგ მარიამს და ალექსანდრეს
-მარიკუნააა როგორ მოგვენატრეეე. ჩემი სიმპო ბიძოოოო - გოგოები კოცნიდნენ და სიხარულს ასხივებდნენ
შემდეგ უკან დაიხიეს და გამოჩნდა ალექსანდრეს დაც, რომელიც იმდენად ჰგავდა ძმას რომ გეგონებოდა ტყუპები იყვნენ არადა რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ.
-მომენატრე ჩემო საყვარელო, ასე უნდა დაკარგვა? აქამდე ხშირად მოდიოდი ხოლმე - ისე ელაპარაკებოდა წამით არ შორდებოდა მასაც თავი ჩარგული ჰქონდა ქალის ყელში და მაგრად იკრავდა სხეულზე
-მეც მომენატრე ანა ძალიან ,მაგრამ ვერ მოვიცალე
ქალი მოშროდა ძმას და სიძე მოეხვია
-სანდრიკო შე ძველო ასე უნდა დაკარგვა ბიჯო? სიძე მაინც გაიხსენე შე კაცო და და დისშვილები თუ გავიწყდება ძმაკაცი ვარ ბოლო-ბოლო -შავგვრემანი მაღალი კაცი მოეხვია ოდნავ ჭაღარა ჰქონდა შერეული ,მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში იყო .
-ანდრო როგორ ხარ?
-მე როგორ ვიქნები შენი დის ხელში მოსვენებას არ მაძლევს ამ გიჟებზე ხო აღარაფერს ვამბობ -ისე რა გასაკვირია რომ არ მოდიოდი ეს ანგელოზი თუ გყავდა სახლში ვინ გაგახსენდებოდა- ანა ამ ხნის განმავლობაში მარიამს უყურებდა - გამაცანი ეხლა ადამიანო ეს გოგო ძლივს მოვესწარი ვიღაც მოიყვანე ჩემთან და დამაღირსე რა
-კარგი ხო დამშვიდდი არსად მიმყავს -ალექსანდრემ გაიღიმა მარიამს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა- გაიცანი მარიამ ჩემი გიჟი და ანა დადეშქელიანი გასვიანიასა წმინდა სისხლის სვანია რა
-ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ალექსანდრეს გვერდით ქალის დანახვა, ქალის რომელიც ასე მნიშნელოვანია მისთვის -მარიამს მოეხვია და იმ წამს მოეხსნა დაძაბულობა გოგონას.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. უკვე გვიანი იყო სახლში მაღალი ბიჭი რომ შევიდა და ალექსანდრეს მოეხვია
-ბიძიკო როგორ მყევხარ?-ხმაც ისეთი ბოხი და დინჯი ჰქონდა ,გეგონებოდათ ალექსანდრეს რამდენიმე წლით დაპატარავებული ვარიანტი იყო
-კარგად ირა შენ ჩვეულ ფორმაში ხარ, არასდროს ხარ სახლში .ვიფიქრე დღეს აღარ მოხვიდოდი
-მაპატიე რა გადაუდებელი საქმე მქონდა და მერე გზაც გადატვირთული იყო არ ვიყავი ქალაქში ანუშკამ ვიღაც უნდა გაგვაცნოს ბიძაშენმა გადაირევი მოდიო მალეო და მომატყუა?-უცებ მიაყოლა და იქ მსხდომებს მოავლო მზერა
-არ მოუტყუებიხარ, მარიამ - ხელი გაუწოდა ისიც მასთან მივიდა -გაიცანი ჩემი კიდევ ერთი დისშვილი ,უფროსი ანდრეა გასვიანი აი ეს მართლა სვანია მიხვდები მერე რაც ვიგულისხმე ,მაგრად მგავს- ბოლოს დააყოლა და დისშვილს მხარზე ხელი დაჰკრა
-ვაა სასიამოვნოა შენი გაცნობა და მოულოდნელია. მეგონა ხუმრობდნენ გოგოები მეთქი სად ალექსანდრე სად ერთი ქალითქო უკაცრავად არ ვიცოდი ასეთი ლამაზი თუ იყავი თორემ ეჭვი არ შემეპარებოდა- იგივე ტონალობით უთხრა. მსუბუქად გაუღიმა და წამიერად მოხვია ძლიერი მკლავები
-მიხარია შენი გაცნობა . მადლობა კომპლიმენტისთვის- მარიამმა გაუღიმა და ალექსს მიეკრო გვერდიდან
უკვე სრული შემადგენლობით იყვნენ. იმ ღამით ძალიან გვიან დაბრუნდნენ სახლში , მისვლისთანავე დაწვნენ მარიამის საცვლებით მიუწვა გვერდით ისე ეძინებოდა თვალებიე ხუჭებოდა .
ახალი წელი ნიუ-იორკში დაუვიწყარი იყო. მთელი კვირა შეუდარებლად გაატარეს დემეტრე და ანდრეა ხასიათით ჰგავდნენ ერთმანეთსმ მაგრამ დემეს მსგავსად მწარე ენა არ ჰქონდა ის უბრალოდ ძალიან დასტოინი იყო რითაც მამას ნამდვილად არ ჰგავდა ,ბიძის ასლი იყო. ამდენი სიმპატიური ბიჭი ერთად ყველგან იქცევდნენ ყურადღებას , გოგონები იცინოდნენ და ნერვებს აგლეჯდნენ ბიჭებს.
ძალიან წყდებოდა გული როცა ბრუნდებოდნენ რადგან მოენატრებოდა ყველა . სახლში დაბრუნება მაინც გაუხარდა, რადგან შეეჩვია უკვე ამ გარემოს და თავის ბუდედ მიიჩნია . ბარგის ამოლაგება მოსამსახურეებს დაავალეს თავად კი დასვენება გადაწყვიტეს, ალექსანდრე საქმეზე წავიდა კომპანიაში ამიტომ სახლში მარტო ბავშვები იყვნენ . დაღლილი იყო,მაგრამ ბარგის ამოლაგებაში მიეხმარა დამხმარე გოგონას. არ უყვარდა მოსამსახურეებს, რომ აკეთებინებდა ყველაფერს, არ ივიწყებდა ვინ იყო .
................ ................
უკვე ცხრა თვეა ალექსანდრესთან ერთადაა , ცხრა თვეა ცხოვრობს აქამდე კი უბრალოდ არსებობდა . ამ დღეებში შეიგრძნო ბედნიერება და ისწავლა ახალი ცხოვრება, შეიძინა ცოდნა, თვისებები რომლებიც სჭირდებოდა . ყველაზე მთავარი ქალად გრძნობდა თავს და უყვარდა , გიჟურად თავდავიწყებით, მთელი არსებით უკვე ვნებასთან ერთად გრძნობა ჰქონდამ რომელიც ყოველ დღე ძლიერდებოდა და ღვივდებოდა , მაგრამ ამაზე სიტყვასაც არ ძრავდნენ ორივემ იცოდა რასაც გრძნობდნენ ამიტომ საუბარი არც იყო საჭირო.
ბავშვებთან ერთად იყო ეზოში , ვინაიდან გაზაფხულის არაჩვეულებრივი ამინდი იყო მათი ეზოში უკვე ყველა ყვავილი ყვაოდა და უმშვენიერესი გარემო იყო . ბიჭები სადღაც იყვნენ წასულები ამიტომ მხოლოდ გოგოენები ისხდნენ საუბრობდნენ და ყავას მიირთმევდნენ
-მალე გამოცდები გვაქ შენ მოგვიანებით გექნება და მერე მაგრად დავისვენებთ - ელემ თქვა და რბილ სავარძელში კომფორტულად მოთავსდდა
-მალე მინდა ჩავაბარო და დავისვენო
-რა მალე გავიდა დრო უკვე ცხრა თვეა ჩვენთან ცხოვრობ -ელემ თქვა და მარიამს მიეხუტა , მარიამმაც მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა
-ჩემი ლამაზი გოგო- ღიმილით უთხრა და უფრო მიიხუტა - სად წავიდნენ შენი ძმები ლელე?
-რავი რაღაც საქმე ჰქონდათ ბიჭებთან და
მალე მანქანები შემოვიდა ეზოში იქედან ძმები და მამიკო გადმოვიდნენ . ალექსანდრემ სამივეს აკოცა და მარიამის გვერდით დაჯდა
-ამ საღამოს წვეულება იმართება ყველა დაპატიჟებულები ხართ ასე რომ მომზადება დაიწყეთ ქალბატონებო და ბატონებო- დაქანცული ჩანდა და საუბარზეც ეტყობოდა . ყველა წავიდა მხოლოდ ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი დარჩა
-ძალიან დაიღალე?
-დაღლილობის მომხსნელი საშუალება მყავს უკვე - უცებ აუთამაშდნენ თვალებში ჭინკები ხელი მოხვია ქალს მუცელზე შეისვა და უკანა კიბიდან აიყვანა საძინებელში - ჩემი გემრიელი გოგო - ჩურჩულებდა და თან ტანსაცმელს ხდიდა , წასვლამდე დრო გვაქვს...მომზადებასაც მოასწრებ -ვერ გაიაზრა მაშინ ალექსანდრეს ნათქვამი.
უკვე მარტო იყო დივანზე დაწყობილი ყუთები რომ შენიშნა, შიგნით ფეხსაცმელი და კაბა იდო , ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო ემოცია ვერ დამალა.
-სანდროო ...სად ხარ?
-რა ხდება?
-როდის მოიტანე ის ყუთები? ძალიან ლამაზი კაბაა
-მიხარია თუ მოგეწონა, ამ საღამოს ყველაზე ლამაზი შენ იქნები წვეულებაზე-სააბაზანოდან გამოვიდა დატუჩებზე მოწყვეტით აკოცა , ზემოდან უყურებდა დ ალოყაზე ეფერებოდა
-წვეულებაზე მე?
-ხო შენ
-მოვდივარ?
-ჰმ, აბა მარტოს მიშვებ?
-ხო მაგრამ
-პირველად წავალთ ერთად...უნდა შეეჩვიო ,სხვა გზა არ გაქვს. ბევრი კუდაბზიკა იდიოტი იქნება, ბევრიც ჩემნაირი უბრალო ადამიანი, ზოგი გულს აგირევს,მაგრამ უნდა დააიგნორო
-მეშინია - მარიამმა ჩურჩულით თქვა და წარბები ისე შეკრა როგორც ჩვეოდა ხოლმე
-რისი გეშინია?- გაუკვირდა კაცს და ფრთხილად აკოცა ლოყაზე ,გიჟდებოდა ასეთს რომ ხედავდა
-ჩვენი ერთად წვეულებაზე წასვლის , იმ ხალხის ვინც შენს წრეში ტრიალებს. მე ვუყურებდი იმ ხალხს , ამპარტავან , გაზულუქებულ მდიდრებს, უამრავჯერ დავუმცირებივარ...ბევრი მიცნობს კიდეც...სულ სხვა საზოგადოებაა , ასეთებთან მე არასდროს ვყოფილვარ
-შენ ისედაც სხვა საზოგადოებაში ხარ
-არა შენ და შენი შვილები არ გავხართ სხვა მდიდრებს. ძალიან უშუალოები და თავისუფლები არიან ბავშვებიც და შენი მეგობრებიც .არავის ამცირებთ
-შენ ყველა მეტიჩარა მდიდარს ჯობიხარ ვისაც თავი რაღაც ჰგონია ეს დაიმახსოვრე გაიხსენე ვის გვერდით ხარ ,ვინ ხარ და თავაწეული იდექი ყოველთვის . ისეთი რამ რაც არაა მოსასმენი საერთოდ დააიგნორე და უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი - კაცი ცოტახანს თვალებში უყურებდა მერე კი გაიღიმა და მის ტუჩებს დააკვდა- დროს ნუ მაკარგვინებ თორემ დავაგვიანებთ ხომ იცი ვერ გწყდები ....
მარიამი ძალიან ღელავდა , ემზადებოდა ყველა დეტალს დიდი დაკვირვებით შეარჩია.უნდოდა ალექსანდრეზე მოეხდინა შთაბეჭდილება და კიდევ უფრო მოსწონებოდა კაცს. სხვა კიდევ ბევრი რამ ადარდებდა, არ უნდოდა ალექსანდრეს და ბავშვებს პრობლემა შეჰქმნოდათ,ვინ იცის იქ რა მოხდებოდა . ათასი აზრი უტრიალებდა გონებაში ...
ყველა მას ელოდა, არ უნდოდა დაეგვიანა ამიტომ მალევე მორჩა სარკეში ყურებას და ოთახი დატოვა. მისაღებში იყვნენ დადეშქელიანები ელენესთან ერთად. ალექსანდრე მიმოდიოდა და ვიღაცას ესაუბრებოდა, აშკარად საქმეებს აგვარებდა. მარიამი რომ დაინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა,თვალებში ჭინკები უხტოდნენ, წითელ კაბაში იმდენად მადისაღმძვრელი ჩანდა ნოზაძის ქალი გონებას აურევდა ნებისმიერს. ტუჩები ენის წვერით დაისველა და თავი გვერდით გადახარა,მარიამი სახეზე წამხურდა,მაკიაჟი რომ არა უთუოდ პომიდვრისფერი იქნებოდა.
-ულამაზესები ხართ - ელეს და ლილიას გაუღიმა და შემდეგ ტყუპებს გადახედა.კლასიკურ ფორმაში იმდენად უცხოდ გამოიყურებოდნენ თვალს ვერ მოსწყვეტდდი
-ჩვენ კი არა შენ რა გოგო ხარ მარიამ?
-შოკში ვარ
-მამუციი ფრთხილად იყავი ,თვალი არ მოაშორო ვინმემ არ მოგტაცოს
-გეყოფათ, ვიგვიანებთ უკვე ყველა ჩვენ გველოდება ... წავედით მიდით დროულად -ყველანი გაუშვა და მარიამს ხელი მოხვია. უკან მოიტოვა სხეულზე აიკრა და ყელი დაუკოცნა- საოცრება ხარ იცი?
-ალექსანდრეე...სირცხვილია ,დაგვაგვიანდება
-ჭკუას მაკარგვინებ...ეს კაბა,ისეთი სექსუალური ხარ მინდა ახლავე შემოგახიო ეს კაბა
-გაგიჟდი?
-დიდი ხანია ... კარგი მორჩა, მივდივართ. ზედმეტად მნიშვნელოვანი საღამოა ჩემთვის თორემ არსად წავიდოდი ...
არ ელოდა თუ იქ მიდიოდნენ, ვერ იფიქრებდა რომ უკან დაბრუნდებოდა სასტუმროსი სადაც 4 წელი გაატარა. მთავარ შესასვლელთან გაჩერდა მანქანა, უამრავი ადამიანი ელოდათ. ალექსანდრესთვის მნიშვნელოვანი დღე იყო,მხოლოდ ეს ფაქტი აძლბინებდა. მანქანიდან გადასული დიდხანს უყურებდა შესასვლელს ახსენდებოდა უკანა შესასვლელიდან როგორ შეაბიჯა პირველად იმ შენობაში და მთლიანად შთანთქა უზარმაზარმა ნაგებობამ პატარა გოგონას სხეული. ნაბიჯის გადადგმაც უჭირდა ალექსანდრემ რომ ჩაჰკიდა თითები,ხელის ზურგზე აკოცა და ძლიერად შემოხვია ფალანგები
-აქედან დავიწყეთ ყველაფერი, მხოლოდ ეს უნდა გახსოვდეს ამ შენობის დანახვისას და ისე შეხვიდე როგორც დედოფალი. დაივიწყო აქ გატარებული კოშმარული დღეები ,მხოლოდ მე და შენ ვიყავით სხვა არავინ...გახსოვდეს რომ მე შენს გვერდით ვარ
დადეშქელიანები სრული შემადგენლობით შევიდნენ შენობაში. მიაბიჯებდა ოჯახის წინ და სიამაყეს გრძნობდა,მხოლოდ იმიტომ რომ ალექსანდრეს თითები არ შორდებოდნენ,მხოლოდ იმიტომ რომ კაცი ყოველ წამს უყურებდა და უღიმოდა. სხვა არაფერი იყო მნიშვნელოვანი იმა ადამიანების გარდა ვინც გვერდით ჰყავდა. არც ყურადღების ცენტრში ყოფნა ადარდებდა,არც სტატუსი, არც ძალაუფლება რომელიც მის ხელთ იყო,მხოლოდ ალექსანდრე დადეშქელიანი აბედნიერებდა სხვა არაფერი რაც მის ხელთ იყო.
საზოგადოება რომელიც თვალს არ აშორებდა უკვე სულს უხუთავდა.ცდილობდა დაეიგნორებინა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. სიხარული ვერ დამალა ნაცნობი სახეების დანახვისას. ყველანი იქ იყვნენ მიშო, მათე, ლაშა და ბექაც .კომპლიმენტებით აავსეს გოგონა და კომპანიონობა გაუწიოეს. ალექსანდრემ სტუმრებს მიმართა, საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა და მარიამი სრულიად მონუსხული უსმენდა ,თვალს ვერ აშორებდა .იმდენად სხვანაირი იყო და ასეთიც რომ გონებას ურევდა, გათიშული უსმენდა დაყველა მის მოძრაობას აკვირდებოდა. წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და სწორედ ამ დროს გააკეთა სრულიად გასაოცარი განცხადება. მარიამს თვალები გაუფართოვდა ,როდესაც საკუთარი სახელი გაიგო
-დარწმუნებული ვარ ათას ამბავს მოიფიქრებთ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაავრცელებთ ინფორმაციას ამიტომ პირადად წარვადგენ მშვენიერ ქალს რომელიც გვერდს მიმშვენებს, გაიცანით მარიამ ნაკაშიძე ჩემი გულისა და გონების შესანიშნავი მეპატრონე -მარიამს უყურებდა ამ დროს , გაუღიმა და თვალები სითბოთი აევსო. გული გაუჩერდა ნაკაშიძეს, სიტყვის თქმა არ შეეძლო, ადგილზე გაშეშებული იდგა და შავ სფეროებში ჩაძირულს აღარაფერი ადარდებდა. ალექსანდრე მიუახლოვდა და მისი მტევანი თითებში მოიქცია. მალე აღმოჩნდნენ დარბაზის ცენტრში, სასიამოვნო მელოდია ისმოდა ირგვლივ .ცეკვავდნენ. მკლავები მის ყელზე ჰქონდა მოხვეული და თვალს არ აშორებდა
-ვგიჟდები ასე რომ მიყურებ - ლოყაზე მსუბუქად შეახო ტუჩები და ყურში ჩურჩული განაგრძო-არაფერს მეტყვი? მგონი გაგაბრაზე
-რა თქვი წეხან? რისი მეპატრონეო?
-გულისა და გონების, რამე გამომრჩა?
-სიყვარული ამიხსენი?
-არ იცოდი რომ მივარდი? - ალექსანდემ მაცდურად გაუღიმა ,თვალები ისე დააწვრილა ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა ნაკაშიძე
-ნუ აკეთებ ეგრე ...მინდა გაკოცო , ახლა დავიფერფლები- თვალები დახუჭა და ტუჩები დაბრიცა. მალევე იგრძნო თავისუფლება,ალექსანდრეს დაძარღვული მკლავები წელზე აღარ ეხებოდნენ. ყელზე მიცოცავდნენ, თმაში შეცურდნენ და ტუჩებზე ტუჩების შეხება იგრძნო.სიამოვნებისგან ჩუმი კვნესა წასკდა. ტუჩების მოძრაობას აჰყვა და საერთო რიტმი შექმნეს .ყველა მათ უყურებდა, ისინი ვერავის აღიქვამდნენ. მშვიდად შეწყვიტეს ცეკვა და მაგიდასთან დაბრუნდნენ.
მარიამი ისეთ თავისუფლებას გრძნობდა თვალები უნათებდნენ, ეშმაკუნები უხტოდნენ სფეროებში და ვეღარ ისვენებდა. ალექსანდრე როგორც კი მარტო მოიხელთა მასინვე ჩაკიდა ხელი და წაიყვანა.
-სად მივდივართ?
-მინდა რომ მოგიტაცო , არ მომწონს ამდენი ქალი რომ გიყურებს- ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და როგორც კი გაიღო კარი მაშინვე შიგნით შეიყვანა დადეშქელიანი-ზედმეტად ვარ აღგზნებული, მთელი დღეა გონებას მირევ ...საშინლად გამომწვევი ხარ
-მე? მე მეუბნები?
-დიახ თქვენ, ასეთი სერიოზული, ასეთი მოფლირტავე მზერით, ასეთი ...რატომ ხარ ასეთი? - ტუჩებზე დაატარებდა თითებს და არ კოცნიდა
-როგორი?
-გასაგიჟებელი და მხოლოდ ჩემი! შენი ლუქსის სტუმარი პირველად ვიქნები როგორც მარიამ ნაკაშიძე ...უბრალოდ შენი ქალი - კარი რომ გაიღო გაიღიმა და დადეშქელიანის ტუჩებს წვდა
-რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მაგიჟებ...- კაბა მოაშორა და ჟინმორეული დაეწაფა ქალის მხურვალე კანს-ვგიჟდები შენზე
-არა ,ეს მე ვგიჟდები შენზე
-მარიამ!
-ალექსანრე!
არავინ იცოდა სად იყვნენ წვეულების მთავარი გმირები, მშვიდად დაბრუნდნენ უკან ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა. შეერივნენ მეგობრებს ,ალექსანდრე ვისკის აგემოვნებდა და მინაბული თვალებით უყურებდა მარიამს, რამდენჯერმე აასრიალა მის შიშველ ზურგზე თითები და ისევ ისიამოვნა მარიამის რეაქციით.
-გეყოფა...
-არ მყოფნი!
-სახლში დავბრუნდებით და მერე ... ნუ ხარ გაუმაძღარი- ჩუმად ეჩურჩულებოდა და ცდილობდა არავის გაეგო. ამ საუბარში გართულებს, სრულიად ერთმანეთით დაკავებულებს სიმყუროვე დაურღვიეს. მარიამისთვის უცნობი ბიჭი მიუახლოვდათ ,მაშინვე მარიამს გაუსწორა მზერა,მისი მტევანი თავისაშ მოიქცია და ხელზე ეამბორა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო მარიამ .მე ალექსანდრეს კოლეგა გახლავართ ბაჩო გაბუნია დიდად მოხარული ვარ თქვენნაირი ლამაზი მანდილოსნის ხილვით
-სასიამოვნოა. გმადლობთ კომპლიმენტისთვის ბატონო ბაჩო- მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირა, თავდაჭერილი იყო ისე ესაუბრებოდა ბიჭს
-ამ საღამოს თქვენი ცეკვა არ გვიხილავს აქ ასე ვთქვათ ჩუმად მიმდინარეობს ტურნირი ქალბატონებს შორის თქვენ არ შეუერთდებით? პირველი ცეკვის შემდეგ
- ბაჩო ამგვარ შეჯიბრში მხოლოდ ისინი იღებენ მონაწილეობას ვისაც სურს დარწმუნდეს რომ კარგად გამოდის ცეკვა .მარიამს ეჭვი ისედაც არ ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში - მიუხედავად იმისა რომ ეგონა ცეკვა არ იცოდა მაინც თქვა ეს წინადადება მარიამს კი შეუმჩნევლად გაეღიმა და უცებ დაასერიოზულა გამომეტყველება . ბიჭმა ირონიული ღიმილი მოიშორა და მალევე მოშორდა წყვილს.
-შენ ხომ გიყვარს ტანგო თუ ვცდები- მოგვიანებით უთხრა ალექსანდრეს და დაძარღვულ მკლავზე თითები აასრიალა-მოდუნდი, ამად არავინ ღირს
-მის სიტყვებს ნუ მოუსმენ...
-არავის ვუსმენ, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, მინდა შენთან ვიცეკვო
-ხო ,მაგრამ შენ
-ვიცეკვოთ მხოლოდ მე და შენ -თვალებში უყურებდა , თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული,მაჯაზე ცერას ნელა დაატარებდა და ალექსანდრეც სრულიად მონუსხული უყურებდა
მარიამის ნებას დაჰყვა, განათება შეიცვალა .ტანგოს ცეცხლოვანი მელოდია გაისმა. მარიამს თვალებში უყურებდა და ტემპერატურა მაქსიმუმისკენ იწევდა. მელოდიას აჰყვა, ნაბიჯებს ერთმანეთს აყოლებდა. ქალის მოხდენილ, სექსუალურ მოძრაობებს მზერა დაბინდული უყურებდა, სისხლი უდუღდა,მისი შეხება აგიჟებდა. თითები შიშველ ბარძაყზე აასრიალა და მოუჭირა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და მარიამიც მიჰყვა შემდეგ ხელიდან დაუსხლტა. მისი ღიმილი, მზერა გონებას ურევდა. ბოლოს ზურგიდან აეკრო, ხელები მუცელზე მოხვია და ტუჩები ყელზე მიაწება .მარიამმა თავი შეაბრუნა და ლოყაზე აკოცა
-მარიამ ...ოოხ მარიაამ .ქალის სხეულში ჩასახლებული ეშმაკი ხარ ,მწვავ - თავისკენ შეაბრუნა თითები სახეზე ჩამოუსვა და წითელ ბაგეებს ოხვრით დაეკონა, ისე სუნთქავდა თითქოს მალე სულს გააფრთხობდა კოცნამ კი სასწაულებრივი წამალივით უშველა...
სხვა რაღა უნდა მომხდარიყო, არასდროს ყოფილა ასეთი მონუსხული. მთელი სარამოს განმავლობაში არავინ შეუნიშნავს ირგვლივ მარიამის გარდა. ისიც კმაყოფილი იყო თავისი თავით ალექსანდრეს გაბრწყინებული თვალები მისთვის ყველაფერი იყო.
-რა ამბები ჩაატარეთ ყველა დაშტერდა
-ტანგო იყო საოცრება...მეც კი ვიგრძენი მომატებული ტემპერატურა
-ყბა ჩამომივარდა...საოცრება იყო
-საოცრებები არიან-ლილია და ელენე საუბრობდნენ.
-მიხარია რომ მოგეწონათ ... მეც ვისიამოვნე ცეკვით , ალექსანდრე შესანიშნავი პარტნიორია
-როდის ისწავლე ცეკვა არ გკითხავ, ფაქტია რომ ყველაფერი საოცრად გამოგდის რასაც კი მოინდომებ- ჩაიცინა და ისევ შეეხო თითებით წელზე.მარიამი მაშინვე გაიწია და ხელიდან დაუსხლტა.
ის ღამეც სასწაულების ღამე იყო, სიამოვნებისგან იღლებოდა. ბედნიერებისგან ენერგია ეცლებოდა . იმდენად იყო მოდუნებული რომ ალექსანდრეს მკლავებიდან შორს ყოფნაც აღარ შეეძლო.
.........
ელენე კლასელ გოგონებთან ერთად იჯდა ეზოში და სხვადასხვა თემაზე საუბრობდა. შესვენება ჰქონდათ და დროს მშვენივრად იყენებდნენ. მალევე შეუერთდდათ რამდენიმე მეთორმეტეკლასელი ბიჭი და საუბარში ჩაერთნენ
-შენ ელენე ხარ ხო?- თაფლისფერთვალებამ მომნუსხველად გაუღიმა და ხელი გაუწოდა - მე ილია
-სასიამოვნოა
დიალოგი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგრძელდა. ელენე და ლილე მშვიდად საუბრობდნენ. სკოლაშიც ერთად შევიდნენ დასვენების დასრულების შემდეგ. დემეტრე ამ დროს მეგობარ გოგონასთან ერთად იყო და დერეფნის ბოლოს საპირფარეშოს წინ იდგა . უყურებდა როგორ აკოცა ვიღაც უცხო ბიჭმა ელენეს, უღიმოდა და მხრიდან ხელს არ უშვებდა. ისიც თვალებში შესციცინებდა და რაღაცაზე ღიმილით ესაუბრებოდა . თავი ძლივს შეიკავა, გიჟივით ხომ ვერ მივარდებოდა . გაკვეთილზე უნდა შესულიყო და სხვა გზა არ ჰქონდა.
-დემუს დღეს ვერ წამოგყვები- სახლში დაბრუნების დრო რომ მოვიდა ქალბატონმა ღიმილით განუცხადა
-რატომ სადმე მიდიხარ? მე გაგიყვან...
-ილოსთან ერთად მივდივარ და მერე დავბრუნდები სახლში
-სად მიდიხართ?- ძვლივს შეიკავა თავი -სად გაიცანი ეს ილო?
-დღეს გავიცანი,ძალიან კარგი ბიჭია. გავისეირნებთ სადმე... წავედი ,მოდის- უცებ აკოცა და გაიქცა.
დემეტრე წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ელენესთან კამათი უბრალოდ არ შეეძლო . ბრაზისგან გაგიჟდა, ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასე ცუდად . ყველაფერს ეგოისტობას აბრალებდა, ელენე სულ მასთან იყო და ახლა სხვას რომ დაეკავებინა მისი ადგილი სულ ცოტა ხნით მაინც ჭკუიდან გადავიდოდა.
მარტო გაუყვა დერეფანს , თავდახრილი მიდიოდა და ფიქრობდა როგორ ჩაექრო გაბრაზება. დიდხანს ფიქრი არ დასჭირდა, გრძელ ფეხებს მოჰკრა თვალი,მაღლა აუყვა და ნაცნობი სახის დანახვისას ჩაიცინა
-დემეტრე როგორ ხარ- გოგო მოეხვია და ლამის მიეწება სხეულზე .როგორი საშინელი შეგრძნება დაეუფლა, საერთოდ არ მოსწონდა ეს გადაპრანჭული გოგო
-კარგად ლიკა შენ?
-მომენატრე- პერანგის ყელზე ჩამოუსვა თითები ბიჭს
-ხოო? თავისუფალი დრო გაქვს?
-რა თქმა უნდა - მაცდურად გაუღიმა და თავად წავიდა თეძოს რხევით ეზოს მიმალული ნაწილისკენ და პირველმა სწორედ მან მოხვია ხელი ისე ვნებიანად კოცნიდა წესით უნდა გაექრო ყველა ფიქრი ბიჭიც აჰყვა, მაგრამ გონებას ვერ თიშავდა . კედელზე მიაკრა გოგო და ხელი მოკლე კაბის ქვეშ შეუცურა ცოტახანს ეფერებოდა ცდილობდა ჩაეხშო ფიქრები, მაგრამ არ გამოდიოდა უცებ უშვა ხელიპერანგის რამოდენიმე გახსნილი ღილი შეიკრა და ჩანთას დაწვდა -მიდიხარ ?
-ხომ ხედავ! - უხეშად უთხრა და სწრაფად წავიდა ავტოსადგომისკენ . მანქანა ადგილს მოსწყვიტა და უბრალოდ ხეტიალი დაიწყო ქუჩაში . იპოვნა კიდეც ვისაც ეძებდაილოს გვერდით მჯდომი ელე მხიარულად კისკისებდა და საყვარელ შოკოლადს აგემოვნებდა. მანქანა გააჩერა და ბაღში მსხდომებს შორიდან უყურებდა . უბრალოდ საუბრობდნენ ,მაგრამ სისხლი უდუღდა გრძნობდა რომ შეეძო იმ ბიჭის ცემა სურდა. ფეხებზე დაიკიდებდა მიზეზის ძიებას, წამსვე დაიცლებოდა ბრაზისგან, მაგრამ ელე? ის ხომ გაბრაზდებოდა მისი წყენინება კი უარესად იმოქმედებდა. მობლური ამოიღო და დაურეკა , უყურებდა როგორ ამოიღო ჯიბიდან მომღერალი მობილური გოგონამ და გაღიმებულმა უპასუხა თითქოს სხვანაირად იღიმოდა,დემეტრესთვის განკუთვნილი ღიმილით
-დემუსიიი
-სად ხარ ელე? რას აკეთებთ?- არც ამჯერად დაფიქრებულა, უბრალოდ ჰკითხა და პირზე ხელი აიაფარა. საშინლად გრძნობდა თავს
-დემე რა გჭირს? რა ხმა გაქ ვინმეს ეჩხუბე , გაბრაზებული ხარ ?დემე რამე ხო არ შეგემთხვა? რამე გტკივა?- უცებ მიაყარა გოგომ თან მცირე მანძლზე გადიოდა და გამოდიოდა დემეტრე რომ უყურებდა აღელვებულ გოგონას ეგოისტურად უხაროდა, კმაყოფილებას გრძნობდა ასე გაუაზრებლად უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა
-არაფერი ციცქნა, ნუ ნერვიულობ .კარგად ვარ და ფრთხილად ფეხი არ წამოჰკრა მაგ ქვას დაიხედე გოგო წინ - უცებ მიაყოლა გაღიმებულმა და მანქანიდან გადავიდა .ელეს ჯერ გაუკვირდა ,მერე დემეტრე დაინახა და პირდაპირ მისკენ გაიქცა
-შემეშინდა იდიოტო! რა აღარ ვიფიქრე ,ლამის გამოვვარდი შენთან შენ კიდე აქ ხარ თურმე - ისე ელაპარაკებოდა მისი ყელიდან არც აუწევია თავი, დემეტრემაც მოხვია წელზე ხელები და გაიღიმა .საოცარ შვებას გრძნობდა მისი სიახლოვისას
-კაი ტო რა უნდა მომსვლოდა აქეთ ვიყავი დაგინახე და მოვედი .რაზე საუბრობდით?- ელეს ხელი მოხვია და ილოს მიაპყრო მზერა. ირონიული სიცილი ვერ შეიკავა ბიჭის გაბრაზებული გამომეტყველება რომ შენიშნა
-არაფერი განსაკუთრებული, ილო კარგი მოსაუბრეა. წავიდეთ ხო? სამეცადინო მაქ რაღაცები ....კარგად ილო- უცებ მიაყარა გოგომ წამიერად აკოცა ბიჭს და ზურგი აქცია . დემეტრემ მისკენ მიიწია და მხარზე ხელი დაკრა
-ვილაპარაკებთ ამაზე მოგვიანებით -თვალი ჩაუკრა და ელეს გაჰყვა .ხელი მოხვია და საფეთქელზე აკოცა -ელუცი გინდა მაკდონალდში წავიდეთ?
-აუუ კიი დიდი ჩიზბურგერი მინდა - ტაში შემოჰკრა და მანაქნაში ჩასკუპდა.
მხოლოდ ელე და დემე იყვნენ აღარც ფიქრებში ჩნდებოდა სხვა .დრო გადიოდა,მაგრამ ბიჭი აშკარად არ ეშვებოდა ელეს უფრო დაახლოება სურდა და სარგებლობდა დემეს სიმშვიდით ელეს კი უბრალოდ მეგობრად მიაჩნდა ,უბრალო ნაცნობად რომელსაც მეგობრობის პერსპექტივა ჰქონდა მხოლოდ.
კლასელის დაბადების დღეზე ყველანი ერთად იყვნენ. მთელი სახლი სავსე იყო, ხმაური და არეულობა სუფევდა ყველგან. ელენე მარტო იდგა და უყურებდა მოშორებით მყოფ წყვილს. ნერვები მოეშალა ლიკამ დემეტრეს რომ აკოცა, ყელში შეეხო მისი ტუჩები ზუსტად იქ სადაც ელენეს უყვარდა ხოლმე კოცნა . თვალები აატრიალა და მზერა მოაშორა. ილო გამოჩნდა ჰორიზონტზე თავისი ჯელტმენური ჟესტებით და ცეკვა სთხოვა. რა თქმა უნდა დასთანხმდა,მაგრამ ბიჭმა ისე მიიხუტა უხერხულად გრძნობდა თავს. არადა უბრალოდ წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული, მაგრამ არ მოსწონდა, დაძაბული იყო და ცეკვისგანაც სიამოვნებას ვერ იღებდა . ის იყო დემეტრე უნდა მივარდნოდა დამიანემ რომ შეაჩერა და იქედან გაიყვანა.
-რას აკეთებ ,ხო არ გაგიჟდი
-ვერ ხედავ რო არ ისვენებს? თავს არ ანებებს ტო, არ ევასება გოგოს და ვერ უნდა გაიგოს? ნახე როგორ ცეკვავს...დავამტვრევ იმ თითებს , ხომ შეიძლება არა? მაღიზიანებს მაგის ვითომ კაი ტიპოვა, მშვიდი დიალოგები და ჯელტმენობა... ს*რი ეგ - უცებ მიაყარა და მოაჯირს მუშტები დაუშინა
-რა გინდა ვერ ვხვდები,მოსწონს და ცდილობს რომ შეაბას
-ვინ ? ჩემი ელენე?
-შენი ელენე , შენი მეგობარი არ არის? სულ მარტო ხომ არ იქნება
-ახლა არ დაიწყო თუ ძმა ხარ...ისედაც აფეთქდება მალე ტვინი. ისე მინდა გადმოვიღო და გავგლიჯო რომ სისხლი მიდუღს
-რატომ ,ვერ ვხვდები რა მიზეზით. დააშავა რამე? ელენეს აწყენინა თუ რა
-აწყენინებს...ხომ ვიცი, არ ეტყობა როგორიცაა ? ვერ ხედავ რა ყალბია?
-იქნებ და არ აწყენინებს, წინასწარ რატომ გამოგაქვს დასკვნები?
-შემეშვი დამიანე თორემ მის ნაცვლად შენ გცემ ...-უცებ მოშორდა და იქედან გავარდა.
ეზოში იჯდა ელენე რომ მიუჯდა გვერდით, თავი მხარზე დაადო და კოცნა დააპირა,მაგრამ უცებ გაახსენდა როგორ აკოცა ლიკამ .წამსვე დამანჭა სახე
-ის ლიკა ნერვებს მიშლის
-ის ილო ნერვებს მშლის და მოვკლავ- ერთად თქვეს და მერე ერთმანეთს შეხედეს
-რას ერჩი ილოს?
-ლიკას რას ერჩი მშვენიერი გოგოა
-ხოო რა თქმა უნდა ...შესანიშნავი გოგოა შენი ტემპერამენტის ჩასაცხრობად.უკეთესები გყავდა ადრე და საერთოდ პატარა არ ხარ ჯერ? იქნებ რამე აგკიდონ და მერე დაისვენებ
-იმ ილარიონს რა უნდა რას ებრძვის
-რა უნდა უნდოდეს ?
-მე რა ვიცი ,რაღაც აშკარად უნდა და ვერ ისვენებს
-არაფერიც არ უნდა ...შენ მოჩვენებები გაქვს და სჯობს დამშვიდდე
-მეჩხუბები თუ რა ხდება
-აი მოდის შენი ლიკუნა და დაგამშიდებს- უცებ უთხრა და წავიდა. ცოტაც და გული აერეოდა, როგორ ვერ იტანდა ამ ყველაფერს. [ირველად რომ ნახა დემეტრეს გვერდით გოგონა მაშინ არ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია,ერთად იშვიათად ხედავდა ახლა კი ეს ლიკა ისე იქცეოდა ნერვებს უშლიდა.
სააბაზანოში შევიდა ,ონკანი მოუშვა და ის იყო სახეზე უნდა შეესხა გრილი წყალი .კარი რომ გაიღო და ილო გამოჩნდა
-ილო აქ რა გინდა?
-შენთან დალაპარაკება მინდა
- აივანზე გავიდეთ სალაპარკო თუ გაქვს
-კარგი გავიდეთ უბრალოდ სხვაგან ვერ გნახე იმ კუდის გარეშე -კბილებს შორის გამოსცრა და უკან დაიხია.
აივანზე გავიდნენ, ყველასგან შორს იყვნენ იქ არავინ იყო იმ დროს და ბატონმაც ხელსაყრელი დრო შეარჩიაგამოვნახავ და ამიტომ გადავწყვიტე დაგლაპარაკებოდი აქ და ახლა...მოკლედ მე ძალიან მომწონხარ.დანახვისთანავე მომეწონე და მინდა ერთად ვიყოთ. მე და შენ , შენი დემეტრეს გარეშე.გასაგებია რომ მეგობრები ხართ,მაგრამ ზედმეტი მოსდის, უნდა მთელი შენი ცხოვრება აკონტროლოს...მე კი მინდა ჩემი იყო, შენს თავს ვერავის გავუყოფ-ძალიან ახლოს იყო, იმდენად ახლოს რომ ელენეს უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა .თითები რომ შეახო სახეზე და მოეფერა უარესად გახდა-მიყვარხარ ელე - ბოლო სიტყვებმა საერთოდ შეძრა. უბრალოდ არ შეეძლო ამ სიტყვსი ასე უბრალოდ გამოყენება, ბიჭმა კოცნაც რომ დააპირა წამსვე დაუსხლტა და დისტანცია გაზარდა
-ილო , მე არ მიყვარხარ ... არც მსგავსი გრძნობა მაქვს შენს მიმართ. უბრალოდ შეუძლებელია მე და შენ ერთად რომ ვიყოთ და მითუმეტეს დემეტრე გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან. მას შეუცვლელი ადგილი უკავია და ვერავინ ვერასდროს შეეხება . ძალიან გთხოვ დაივიწყე ეს აზრი და უბრალოდ ნაცნობებად დავრჩეთ,რადგან მეგობრები აშკარად ვეღარ გავხდებით
-ასე მარტივად ვერ მომიშორებ და ეს იცოდე .შენს დემეტრეს კიდე ჩვენს საქმეში თუ ჩარევ დედას ვუტირებ ,გასაგებია? ახლა არაფერს გეუბნები ,მაგრამ არც გაიფიქრო რომ თავიდან მომიშორებ - უხეშად მოკიდა სახეზე ხელი ,გაიცინა და წავიდა.
ელენეს მისი ასეთი ცვლილება არ მოეწონა, დემეტრეს რომ დაემუქრა ყველაზე მეტად ეს ადარდებდა,რადგან კარგად იცნობდა დადეშქელიანს და სულ მცირე მიზეზი მაინც რომ მიეცა მისთვის ილოს სამუდამოდ გადაეკიდებოდა. გაცუმდა,ისევ დემეტრეს გამო,რადგან მისი შარში გახვევა არ სურდა.
დემეტრეს არც დასჭირვებია არაფრის კითხვა. სულ ცოტა დრო ,დაკვირვება და დასკვნა ხელთ ჰქონდა
-ილომ რაო მევასებიო? მერე არ შეგეშვები და მაგრად მიყვარხარო?
-დემეტრე არ გვინდა მაგაზე რა
-მითხარი ან კი ან არა ...მშვიდად ვარ ხომ ხედავ
-არ მინდა იჩხუბო...არ მინდა და გთხოვ დაივიწყე ის ბიჭი
-წავიდეთ სახლში მიგიყვან - ისე მშვიდი იყო ელენემ ვერაფერი უთხრა. დიახ ძალიან მშვიდი და კმაყოფილი იყო,როგორც იქნა მიზეზი მიეცა და შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. საბოლოოდ უნდა ჩამოეშორებინა ელენესთვის ილიკო . ილარიონმაც არ გაუშვა შანსი, როგორც კი დაურეკა მაშინვე ნათელი იყო როგორ დასრულდებოდა მათი შეხვედრა. შეხვდნენ, იჩხუბეს, დემეტრემ მთელი ბრაზი გადმოანთხია და მისი მეგობრებიც გალამაზებულები დატოვეს.
-ნანაა - დამიანემ დაუახა მის ნაცვლად მეორე მოსამსახურე გამოვიდა ამათ რო შეხედა უცებ შეხტა- მიდი რაც დაგვჭირდება წამლები ბინტები რა გვითრიე და მომიტანე მერე დაივიწყე ასე რო გვახე ოქეი?-გოგოს შეხედა მანაც თავი დაუქნია და მიიმალა .
ბიჭები რომ მივიდნენ სახლში წესით მოსამსახურეების გარდა არავინ უნდა ყოფილიყო,მაგრამ მარიამი მისაღებში იყო და დასისხლიანებული საძმო რომ დაინახა შეშინებულმა წამოიკივლა და ლამის მობილურიც დაუვარდა
-რა ხდება მარიამ -ალექსანდრემაც არ დააყოვნა . დემეტრე წამსვე მიხვდა ვისაც ესაუბრებოდა მარიამი და ანიშნა არაფერი ეთქვა.
-არაფერი , უცებ ძაღლი დავინახე გზაში და ხო იცი როგორ მეშინია კაი წავედი ეხლა გკოცნი - ტყუილი კი მოიფიქრა,მაგრამ ხმაზე ყველაფერი ეტყობოდა
-დარწმუნებული ხარ?
-ხო კი ხო კაი წავედი -უცებ ამოიბურტყუნა და გაუთიშა
-აუუ არაფერი თქვა თორე გავაფრენ -დემეტრემ თავი ასწია და დაღლილი სახე მიაპყრო . მარიამს არ მიუქცევია ყურადღება უცებ აიღო მაგიდაზე დადებულ სპირტს ბიჭებს მოავლო თვალი ყველაზე ცუდად მათე გამოიყურებოდა და მასთან მივიდა მაგიდაზე ჩამოჯდა და ფრთხილად მოწმინდა ხელიდან სისხლი
-აუ მეწვის ტო
-მოიცა ცოტა და ვსიო - წყალბადის ზეჟანგიც დაასხა მერე ისევ მოწმინდა მალამო წაუსვა და გადაუხვია. სწრაფად აკეთებდა ყველაფერს ასე ,რომ მალე მოილია საქმე ბოლოს დემეტრეს გახედა ეკითხებოდა თვალებით ნებას დამრთავ თუ არაო მას კიდე მარიამის გამომეტყველებაზე ეღიმებოდა და ძლივს იჭერდა მიმიკას
-ძაან არ დაასხა სპირტი იცოდე- ეს რო უთხრა თავი დაუქნია მორჩილი ბავშვივით და ძაან ფრთხილად მოწმინდა გახეთქილი წარბიდან სისხლი, შემდეგ ტუჩზე ბოლოს კი ხელებს მიადგა. ფეხზე ედო მისი ხელი მეორეთი ეჭირა და წმენდდა ისე ჰქონდა გეგონებოდათ ხეს ურტყავდა .

ალექსანდრე მაშინვე მიხვდა რომ ატყუებდა და სახლისკენ ისე გაქანდა გზაში ათასი საშინელება იფიქრა. კარი რომ შეგლიჯა მარიამი ჯერ კიდევ დემეტრეს მოვლით იყო დაკავებული
-ფუ ჩემი... ასე უცებ სად გაიჩითა - დემეტრემ ჩაილაპარაკა და ხელი გამოგლიჯა მარიამს . ის კიდე დასჯილი ბავშივით იდგა .ალექსანდრეს თვალი ვერ გაუსწორა
-შენ მერე დაგელაპარაკები ,ძაღლი დაინახა თურმე -მარიამს შეხედა და მერე ბიჭებს მოავლო მზერა - რა გჭირთ მატარებელმა გადაგიარათ? რას გავხართ
-აუ მამა ძმურად არ გაახურო ახლა რა ... არ დაიწყო ნოტაციები, შენი ამბავი მაინც არ ვიცოდეთ. საჭირო იყო და ვიჩხუბეთ კარგად ვართ იზრუნა ჩვენზე მარიამ დედიკომ და წავალთ დავიძინებთ თორემ დავიღალეთ- დამიანე წამოდგა უცებ დემეტრე სანამ რამეს ეტყოდა და გააგიჟებდა უარესად ძმას ბეჭზე მოუჭირა ხელი იმის ნიშნად რომ გაჩუმებულიყო და ალექსანდრეს გაუღიმა-აუუჩ ტუჩი მტკივა
-იტყვით რატო იჩხუბეთ?გამოვიცნო? ელენეს ეხება თუ ლილეს...მოიცა დავფიქრდე შენ ყველაზე კარგად გამოიყურები ესე იგი ისე იყავი გაბრაზებული არავინ მიუშვი ახლოს შესაბამისად ელენეა საქმეში? - დემეტრეს შეხედა და გაიცინა -კარგი დავიკიდებ,უბრალოდ მითხარით ვინმე ცინგლიან ბავშვს ეხება საქმე თუ ჩავერიო მეც .დროულად თუ შეიძლება - დემეტრესაც გაეცინა მიუხედავად იმისა რომ მამიკო აშკარად ყველას დასცინოდა
-სანდრო ბიძია იმენა ჯიგარი ხარ- მათემ მხარზე დაკრა ხელი
-ბიჭო !
-სანდრიკოს ხო არ დაგიძახებ აბა - უცებ გადააკეთა და საწყლად გახედა -წავალთ ახლა ჩვენ,მე ხვალ გამოცდა მაქვს. ენერგია მჭირდება თორემ მიუხედავად ჩემი ნიჭიერებისა ჩავიჭრები
-სად მიდიხარ შე ჩემა აქ გამოიცვალეთ და ვივახშმოთ
-ნანას ვეტყვი რამე გემრიელი გააკეთოს და ხვალ ჯანზე იქნებით - ალექსანდრემ ბიჭებს კიბისკენ უბიძგა თვითონ მარიამს აუარა გვერდი და სამზარეულოში გავიდა .დატოვა ისე გაბუტული , თან დაიგვიანა და იცინოდა მისი სახე რომ ახსენდებოდა .
-აუ იმას უთხარი რო არ ბრაზდები თორე შევწუხდი ჩამოსტირის სახე- დემეტრე მიუახლოვდა და უდარდელად უთხრა ვითომ არ აინტერესებდა- და კიდე მადლობა უთხარი - ბოლოს მიაყოლა და წვენი დაისხა
-შენ ვერ ეუბნები?
-რატო ატრაკებ სანდრო?-ისე გახედა ორივეს გაეცინა
-იცოდე თუ რამე მითხარი ხო?
-კაი ნუ აბუქებ .ხო იცი ჩემი მუჭი ვისაც მოხვედრია ცხოვრებაში აღარ გაუ*რაკებია .შენი შვილი ტყუილად ვარ?- გაიცინა და უცებ მოშორდა მამიკოს თითქოს გამოხატვა არ უნდოდა სიყვარულის არადა მისზე გიჟდებოდა
ვახშამზე ლილეც ჩავიდა, ბიჭებს რომ გადახედა სიცილი დაიწყო.შემდეგ მათ შორის ჩაჯდა და დაიწყო
-მათუშკები შენ ვინ მოგარტყა ასე მაგრად
-აუ ლილეჩკა შენ უნდა წაგვეყვანე ტო იმათ უფრო მაგრად ვცემდით თან რიცხობრივადაც გავთანაბრდებოდით- დემემ მოხვია ხელი და საფეთქელზე აკოცა თან იცინოდა , ლილეც კისკისებდა
-ელენიკოს დავურეკავ
-იცოდე არაფერი უთხრა - დემეტრემ უცებ მიაყოლა მაგრამ ლილემ ისე გახედა გაჩუდა-კაი ხო ...ვიცი რო არ ეტყვი,უბრალოდ წამომცდა
ალექსანდრე მარიამს აიგნორებდა და ისიც თანდათან უფრო იწყენდა. დიდხანს უყურებდა ბოლოს სამზარეულოს შეაფარა თავი. კარადასთან იდგა და ჭიქაში წვენს ისხავდა თან ჩუმად ლაპარაკობდა და საკუთარ თავს ეჩხუბებოდა
-ქალბატონო მარიამ, ყოჩაღ გადასარევად მოიქეცი. ალექსანდრე გაბრაზებულია,აბა რა იქნება მოატყუე და ... აბა რა უნდა მექნააა აუუუ რო მეთქვა ინერვიულებდა.მე რა ვიცოდი სად იყო იქნებ რამე საქმე ჰქონდა . არაფერი სჭირდათ ისეთიი
-და მაინც უნდა გაცუმებულიყავი , თუ სათქმელი არაფერი გქონდა- მუცელზე მოხვაი ხელები და ყელში აკოცა - ვგიჟდები ასე რომ იბუტები
-ალექსანდრეეე
-მეტჯერ აღარ მომატყუო თორემ დაგსჯი
-გეფიცები ბოლოა - ხელები ყელზე მოხვია და აკოცა
-ისეთი საყავრელი ხარ ბოროტი ძია მგონია თავი და ვიგრუზები
-ზოგჯერ შენ ძალიან სულელობ იცი?
-მარიამ !
-მე მესაუბრები თვითშეფასებაზე და შენ რა დღეში ხარ ალექსანდრე? რამდენიმე წელი რა მოსატანია საერთოდ
-ოხ ,ქალბატონო მარიააამ თქვენი განვიტარება მაოცებს
-ყველაფერი წინაა საყვარელო
.............
დემეტრეს რომ შეხვდა ელენე უკვე იცოდა ჩხუბის შესახებ და გაბუტული იყო
-რაოო პატარავ რატომ ხარ გაბუტული?
-როდის იჩხუბეთ ?
-ვინ იჩხუბა ბუს?-ისე გაუღიმა ლამის დადნა ელენე
-ნუ მიღიმი ეგრე - უცებ გამოფხიზლდა დემეტრეს ეცინებოდა და თვალები უწვრილდებოდა ლოყები კი საყვარლად ეჩხვლიტებოდა -დემეტრეე
-რაო ბუს რატო მიბრაზდებიი- ხელი მოხვია და ცხვირის წვერზე აკოცა
-რა უნდა გელაპარაკო გიჟი ხარ ნამდვილი -გაიბუტა და გვერდით დადგა
-ბუს ნუ მებუტები თორე აღარ მოგცემ იმ შოკოლადს შენთვის რო ვიყიდე
-ერთი შოკოლადით აპირებ გამოისყიდო ?
- ერთი მე ორი შენ - გაიცინა და ჯიბიდან მისი საყვარელი შოკოლადი ამოიღო
-მმ ვიფიქრებ- საყვარლად ჩაფიქრდა მერე კი გამოართვა სამივე- შენ არ გინდა შოკოლადი
-რა ღორმუცელა ხარ ბუს, გასუქდები
-მერე რა ბიჭს მაინც არ გამიჩერებ გვერდით და შენ სულ კი მეყოლები. მეგობრობას არ აწუხებს ქოლეტერინი - გაიცინა და ნეტარებით ჩაკბიჩა -მმმ რა გემრიელიაა
-მოკლედ ისე ამბობს ვითომ თვითონ ჭკუა ეკეტებოდა
-ჩემები ჩამოდიან -უცებ თქვა და მოიწყინა
-ხოო? როდის
-არ ვიცი ზუსტად დედამ დამირეკა გუშინ
ელენეს მშობლები რომ ჩამოვიდნენ იშვიათად ხვდებოდნენ. უყვარდა ელიკოს დრო როდესაც მთელი ოჯახი ერთად იყო,მშობლები ისვენებდნენ ან თუნდაც სამშობლოში მუშაობდნენ.
მარიამის გამოცდებმაც ჩაიარა.პასუხების გაგებამდე ღელავდა,მაგრამ ბოლოს დამშვიდდა ქულებიც გაიგო და სრულიად კმაყოფილი დარჩა.
ალექსანდრესთან ერთად დადიოდა სხვადასხვა შეხვედრაზე, ერთ-ერთი სტუმრობის დროს ფრანგ ინვესტორებს ფრანგულად რომ გაუბა ბაასი ალექსანდრეს შოკი ჰქონდა. იქ არ შეიმჩნია,მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა თემას გვერდი არ აუარა
-როდის მოასწარი ფრანგულის სწავლა
-დამატებით დავიქირავე მასწავლებელი...კარგად არ ვიცი ჯერ
-ცეკვის და ფრანგულის გარდა ჩემგან მალულად რა ისწავლე თუ ნელ-ნელა გამოაჩენ მსგავს შოკში რომ ჩამაგდო - ხელი მოხვია წელზე და თმა გაუშალა-ისე წინააღმდეგი არ ვარ. კიდევ რა ისწავლა ჩემმა ლამაზმა ქალბატონმა?
-ბევრი რამ კიდევ დარჩა
კეკლუცად გაუღიმა და პიჯაკი მოაშორა სხეულიდან- ჩავიდეთ რა ვივახშმოთ ბავშვებთან ერთად ,მშიაა
-გამოვიცვალოთ და ჩავიდეთ-მხურვალედ აკოცა და საქმეს შეუდგა.
ბავშვები უკვე ისხდნენ და მიირთმევდნენ
-მამიკოო როგორ ჩაიარა ვახშამმა- ლილე მამიკოს ჩაეხუტა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა.მარიამმა არავის მიაქცია ყურადღება , მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო
-რა ხდება მარიკუნა იქ არ გაჭამეს არაფერი?
-მე ნანას მომზადებული მირჩევნია - როცა ამოისუნთქა წვენი დალია და დამიანეს გაუღიმა
-კლუბში წასვლას ვაპირებთ და ხო არ წამოხვალთ - დემეტრემ თქვა გასვლამდე და ოჯახს გადახედა
-წესით ამათ ასაკში კლუბში არ უშვებენ ესენი კი სარგებლობენ რა ენაღვლებათ მაგათი საკუთრებაა და ვინ დაუშლის- ბუზღუნით თქვა ალექსანდრემ და წამოდგა მარიამთან ერთად - ჩავიცმევთ და ჩამოვალთ ფეხი არ გაადგათ უჩვენოთ - კიბეებისკენ წავიდა და უცებ მობრუნდა -ლილე კაბის სიგრძეს დააკვირდი
-აუუუ მამააა
-მამას არ მოსწონს მის თვალწინ რომ გიწყებენ ბიჭები შებმას ,რაა გაუგებარი ლილე?- მშვიდად უთხრა და წავიდა.
მოემზადნენ, მალევე დაბრუნდენ ქვემოთ ლილეს მაინც მოკლე კაბა ეცვა და მშვიდად იყურებოდა მობილურში
-ლილეე შვილო ჩემო მე რა ვთქვი?
-მე ვუთხარი რომ ჩაეცვა ის რაც უნდოდა
-უკაცრავად? დემეტრე მამა შენ ხარ თუ მე ...
-რა უბედურებაა კაბის სიგრძეზე გაჭედვა? ადრე ასე არ იქცეოდი
-ადრე ლილე ასეთი არ იყო, ფუშფუშა ტრუსი ეცვა და ნაკეცები ჰქონდა ბარძაყებზე იცი? ბიჭებიც არ ცდილობდნენ მისი კაბის ქვეშ შეძრომას დემეტრე დადეშქელიანო და სანამ არ გეყოლება საკუთარი ქალიშვილი მანამ ნუ ჩაერევი იმაში რაც ჩემი საქმეა
-ალექსანდრე - ლილემ რომ მოიწყინა და ამღვრეული თვალებით წავიდა საძინებლისკენ მარიამი ჩაერია- ლილეს ნებისმიერი სიგრძის კაბა იმდენად მოუხდება რომ მაინც ნებისმიერს მოეწონება და მგონი არ ღირს მისი წყენინება , საღამოს განწყობის გაფუჭება და ცუდი მამიკოს როლში ყოფნა
-ვა ვა ვა დედიკო ჩვენკენაა? ყოჩაღ დედიკო
-დამიანე ნუ მეძახი დედიკოს
-მამიკოს მხოლოდ დედიკო ამშვიდებს ხოლმე და აბა ვინ ხარ?
-19 წლის ვხდები 18 აგვისტოს და მგონი სიგიჟეა დედას რომ მეძახი
-რაა? 18 აგვისტოს? მეც მაგ დღეს მაქვს- უცებ თქვა ,მაგრამ ალექსანდრემ ლილეს მოხვია ხელი და კარისკენ დაიძრა ისე თითქოს წამის წინ არაფერი უთქვამს
-წავედით ეხლა შვილებო თორე კი უნდა ვბრუნდებოდეთ უკან ის დროა უკვე .ჩემი გოგოები ჩემთან ბიჭები წინ
კლუბები ისევ არ უყვარდა, მართალია კომპანია მოსწონდა მაგრამ სასმელის სუნი უარყოფითად მოქმედებდა.ბიჭებიც იქ იყვნენ ,იცეკვა კიდეც. ალექსანდრესთან დროს ყოველთვის კარგად ატარებდა,მაგრამ თავბრუსხვევას ვერაფერი მოუხერხა.
ბიჭები მიმოიფანტნენ ერეკლეც გაქრა მალე , მას ლაშიკოც მიჰყვა დამიანე ლილეს ეცეკვებოდა მარიამი კი მარტო დარჩა და საპირფარეშსკენ წავიდა , ალექსანდრე აივანზე იყო სიგარეტს ეწეოდა და თან საქმეზე ესაუბრებოდა ვიღაცას . როცა შევიდა რაღაც უცნაური შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც მიყვებოდა ,მაგრამ განდევნა ფიქრები . მაკიაჟს ისწორებდა როცა ვიღაც შევიდა და გასაღების გადატრიალების ხმა გაიგონა . მის წინ დაახლოებით ოცი წლის ბიჭი იდგა საშუალო სიმაღლის და ამაზრზენი გამოხედვით, მარიამს მაშინვე შიშის გრძNობა დაეუფლა
-აქ რას აკეთებთ ეს ქალების საპირფარეშოა ,მამაკაცების წინაა
-მთელი საღამოა გიყურებ იცი? როგორც იქნა მარტო დაგიგულე და ეხლა არსად წავალ. სანამ ჩემსას არ ავისრულებ და შენს მადიანს სხეულს არ დავაგემოვნებ - ხელი უხეშად წაავლო და კედელს მიანარცხა, მოახლოებულის შიშმა აიტანა და ყვირილი დაიწყო შველას ითხოვდა სანამ მოასწრო მერე პირზე ააფარა ხელი კაცმა და კოცნა დაუწყო, ფართხალებდა მაგრამ ამაოდ მხოლოდ ფეხი იატაკზე მძლავრად დარტყმას ახერხებდა რაც ხმაურს იწვევდა როცა კაბის გახდაზე გადავიდა მაშინ უკბინა და დაიყვირა ამას კარის შემომტვრევა მოყვა თითქოს ვიღაც ელოდა დაყვირებას ვერც მოახერხა სახის გარჩევა ისეთი სისწრაფით დაეტაკა გამძინვარებული დემეტრე ბიჭს და მარიამს მოაშორა, გაწევა და დარტყმა ერთი იყო.გაავებული თავს ვერ აკონტროლებდა მხეცს ჰგავდა სანამ სახეზე სისხლი არ დაინახა მანამ არ შეეშვა მერე აკანკალებულ მარიამს მოეხვია და წამოაყენა, მანაც ინსტიქტურად ჩაბღუჯა ხელით მისი მაისური და ქვითინი განაგრძო .
-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა არაფერი დაუშავებია ხო, ხო ვერ მოასწრო. მითხარი რო ვერ მოასწრო - ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა ,ასე არასდროს არაფერზე უდარდია
-ვერა შენ .. დროულად მოხვედი- ტირილთან ერთად თქვა და ცრემლების დენა განაგრძო . დემეტრე ეხვეოდა და თავზე კოცნიდა ,თვითონაც უკანკალებდა სხეული ისე იყო ბრაზისგან და შიშისგან შეშლილი -წამიყვანე გთხოვ...აქედან წამიყვანე, ალექსანდრესთან მინდა
-ცოტა დამშვიდდი , ასე რომ გნახოს გაგიჟდება და მოკლავს - ცრემლები შეუმშრალა და სწრაფად წაიყვანა. უნდოდა ალექსანდრესგან შორს სუფთა ჰაერზე გაჩერებულიყო ცოტა ხანს,მაგრამ დადეშქელიანი გზაში შეეჩეხათ და მარიამი რომ დაინახა წამსვე მასთან გაჩნდა
-მარიამ რა დაგემართა? დემეტრე რა ჯანდაბა ხდება გამაგებინე
-ალექსანდრეე - მაშინვე წამოიტირა და ხელები ყელზე მოხვია
-არაფერი , მე მოვაგვარებ...წაიყვანე სახლში და მეც წამოვალ მალევე
-დემეტრე, ახლავე მითხარი რა ჯანდაბა მოხდა- მარიამს თმაზე ეფერებოდა და თან შვილს უყურებდა
-სააბაზანოში ვიღაც შეუვარდა, დროულად მივედი ვცემე და შენი დამატება აღარ სჭირდება . მე მივხედავ, შენ მარიამი დაამშვიდო სჯობს ხომ ხედავ პანიკაშია
-მოვკლავ იმ ნაბიჭვარს...
-ალექსანდრე გთხოოვ სახლში წავიდეთ - მარიამი მაშინვე მკლავებზე მოეხვია და ისიც დანებდა. დემეტრეს წამით შეხედა,ძალაგამოცლილი გოგო ხელში აიყვანა და სწრაფად დაძრა მანქანისკენ
-შემომხედე ...მარიამ შემომხედე
-არ მინდა...სახლში მინდა სწრაფად - მზერა მოაშორა და ხელები სხეულზე მოიხვია. ალექსანდრე ისე ატარებდა წამებში მივიდა სახლში. მანქანიდან გადასულს ისევ აუკანკალდა მუხლები და კარს მიეყრდნო
-მარიამ ...
-სააბაზანოში შემიყვანე, კანი მეწვის ... ასე მოვკვდები.თუ არ მოვიშორებ მოვკვდები ალექსანდრე - მაისურზე უჭერდა თითებს და თვალებში უყურებდა -არ შემიძლია ...ამის ატანა არ შემიძლია .შენ გარდა არავინ უნდა შემეხოს ყველა მტკენს...მეწვის გესმის მეწვის ალექსანდრე
უყურებდა და გული უჩერდებოდა, მისი ცრემლები სუნთქვას უკრავდნენ. სააბაზანოში შეიყვანა გვერდით დაუდგა და თავად გაუქაფა სხეული, თითების შეხების საშუალება არ მისცა. კოცნიდა და მანამ არ გამოსულან სანამ სუნთქვა არ დაუმშვიდდა მარიამს, საბოლოოდ არ დაწყნარდა და მოდუნდა
-დავწვეთ - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ტუჩებისკენ გაიკვლია გზა და ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე
-გაიხადე ...სველი ხარ სულ- ახლაღა შეამჩნია ტანსაცმლით რომ იდგა და თავად შემოაძარცვა სამოსი.ალექსანდრემ მისი თითები მუჭში მოიქცია და სათითაოდ ყველაზე აკოცა ,წყლის წვეთებით დანამული კანი უფრო გლუვი და რბილი ეჩვენებოდა -კარგად ვარ , მორჩა ... დავივიწყოთ- სახეზე ჩამოუსვა თითები და შემდეგ აკოცა
საწოლში იწვნენ, ალექსანდრეს მკლავებში მოქცეული დუმდა. კარზე დააკაკუნეს და დამიანეს ხმაც გაისმა
-შეიძლება?
-შემოდი დამი -როგორც კი დაუძახა მაშინვე შემოვიდა ბიჭი და უკან ლილეც მიჰყვა. უკვე პიჟამოები ეცვა დათუნიებიანი და საყვარლად მიკუსკუსებდა
-როგორ ხარ? - მორიდებულად ჰკითხა და შორიდან დააკვირდა ლილესგან განსხვავებით
-უკვე კარგად მადლობა -ისე საყვარლად იღიმოდ, ლილე მოეხვია და ხმაურით აკოცა -ჩემი ლამაზი გოგო - თმა გადაუწია და მანაც აკოცა
-აუუ მამაა
-რა იყო - სიცილით უთხრა ალექსანდრემ, იცოდა რაღაცის თხოვნას რომ აპირებდა ბავშობიდან ასეთი იყო
-თქვენ თუ ამაღამ ანუ ხელს თუ არ შეგიშლით დავიძინებ რა აქ - ძლივს მოაბა თავი და თვალების ფახურით შეხედა
-სად აქ, ამ საწოლში ანუ?
-ალექსანდრე რას ეკითხები რა იყო გაუგებარი -მარიამმა უთხრა და თვალები დაუბრიალა
-რა ..- საწყლად გახედა რას მეჩხუბებიო
-მოდი ჩემო ლამაზო- მარიამი ალექსანდრესკენ ჩაიწია და საწოლის უზარმაზარ ადგილზე დაკრა ხელი მსუბუქად, ლილე წამში მიუწვა გვერდით და ჩაეხუტა . დამიანე გაოცებული უყურებდა მერე ალექსანდრეს მზერა დაიჭირა და სიცილი აუტყდა
-მამა და კი გვყავდა ისედაც დედა გვინდოდა ჩვენ ეს ბავში სად ნახე - სიცილით თქვა მაგრამ ორივე ქალბატონმა რო გაუქანა ბალიში და მოახვედრა თავში შეწყვიტა- ეე ეხლა დაგსჯით ორივეს უყურე ამათ შენ -უკან ესროლა ბალიში
-გეყოთ ეხლა ვინ არიან ესენი ტო, ბაღია?კაცმა რომ გკითხოთ დიდები ხართ დილას „რაზბორკას“მიწყობენ საღამოს თამაშობენ, ეს კიდე დილას სექსუალურ ქალს ჰგავს გადარეული ვიყურებოდი ვინმემ ზედმეტად არ გამოხედოსთქო და ეხლა რაც აკეთებს -ალექსანდრემ უცებ დაიწყო და წამოდგა -წავალ მე საერთოდ მარიამ და დაიძინე შენ ლილესთან ერთად ან უკეთესი ზღაპრების წიგნს მოვიტან და წაგიკითხავთ ყველას ერთად -ეს რომ თქვა სიცილი თვითონაც ძვლივს შეიკავა .
-შენ ხო მე გიყვარვარ - მარიამმა ისე გახედა და წამოჯდა ალექსანდრეს ნერწყვი გადასცდა და ჩაახველა
-მერე ?-ძლივს მოთოკა ემოცია
-მერე ის რომ ამაღამ შემისრულებ ბავშვობის ოცნებას ოჯახთან ერთად დაძინება რო მინდოდა, თბილად და ტკბილად
-ოო ეხლა ჩემი წასვლის დროაა- დამიანე ფეხის თითებზე დადგა და გაპარვა დაიწყო ისეთი სასაცილო იყო ლილე კისკისებდა
-მანდ გაჩერდი ყმაწვილო - მარიამმა დაუძახა
-არა მარიამ რა ბავშვობის მერე არ დამიძინია სხვასთან ერთად ნუ ეხლა იმას ძილი არ ერქვა და არა რაა
-ანუ თხოვნას არ მისრულებ? - ტუჩები დაბრიცა და თვალებდაწვრილებულმა გახედა
-ნუ მიყურებ ეგრე . უთხრა ალექსანდრე ეგრე ნუ მიყურებს რა
-დამიანეე . დამიიი მოდიი ააქ- ნოზივით აბრუებდა ბიჭს და საწოლზე უტყაპუნებდა თითებს ლილეს გვერდით .
-ვაიმეე რანაირად მიყურეებს ორივეს დაგგუდავთ რო გაბაზრდეს ეს ამბავი სადმე - უცებ დაწვა ლილეს გვერდით და საბანი გადაიფარა
-ალექსანრე არ მოდიხარ?- მარიამმა გახედა და ისიც დაიძრა
-რა შარში გაყავი ალექსანდრე დადეშქელიანო თავი - ჩურჩულით თქვა და გვერდით მიუწვა მარიამს -ახლა რა ვქნათ დავიძინოთ თუ ზღაპარი მოგიყვეთ
-მე მიკეთებ მამა მაგას? დიდი მადლობა-დამიანემ ძვლივს შეიკავა სიცილი მიეხუტა ლილეს ხელი მუცელზე მოხვია და თვალები დახუჭა- დილით ვინმემ რომ გამაღვიძოს ან რაიმე ხმამ მოგკლავ მარიამ - თვალდახუჭულმა თქვა და დაძინება სცადა . ვინ აცადა კარზე ფრთხილად დააკაკუნეს ცნობილი იყო უკვე ვინც იყო
-მოდი დემეტრე -ალექსანდრემ დაუძახა და ისიც შემოვიდა , ჯერ ანერვიულებული სახე ჰქონდა აშკარად ღელავდა მარიამზე მერე ამათ რომ შეხედა გაოცებული უყურებდა
-რა ხდება აქ?-ეს თქვა, მაგრამ უცებ მოეხვია ვიღაც და ვეღარ განაგრძო მერე მიხვდა მარიამი რომ იყო და სახე დაასერიოზულა
-მადლობა დემეტრე ვერასდროს გადაგიხდი ამ საქციელისთვის - უთხრა და მის მხარზე ჩამოსდო ნიკაპი ხელები კი ყელზე ჰქონდა მოხვეული. ბიჭს სითბო ჩაეღვარა გულში ,მაგრამ მაინც არ გატყდა
-თუ არ დამგუდავ გადახდილი გექნება
-ბოდიში არ მინდოდა - უცებ დახია უკან და საყვარლად შეხედა. დემეტრემ ჩაახველა მსუბუქად ღიმილი რომ არ გაპარვოდა და საწოლში მწოლიარე მომღიმარ ხალხს გახედა
-რა გინდათ თქვენ მანდ არ მეტყვით?
-მე გეტყვი იცი მინდოდა ასე ერთად დაგვეძინებინა ყველას და დამიანემ ჩემი სურვილი შეასრულა . მე ობოლი ვარ ხო და სულ მინდოდა ასე ოჯახისწევრებთან ერთად დაძინება და - საყვარლად ბუტბუტებდა თითქოს ამ 16 წლის ბავშვის რცხვენოდა
-ხოდა ჩემო დემეტრიუს შენ ვერ გაგიბედა თქმა თან ოთახში რო არ მოგაკითხავდა რადგან აქ მოხვედი შენი ფეხით ჩააქრე ეხლა შუქი და ჩაწექი შუაში - დამიანემ უთხრა ისე რო ლილეს ყელიდან თავი კიდე არ ქონდა ამოწეული ისე ლაპარაკობდა და ხანდახან კოცნიდა ის კიდე იცინოდა
-მშვენივრად წევხართ ოჯახი თუ გინდოდა არიან უკვე მე რა შუაში ვარ
-მე ისე მინდოდა ყველა იმ ადამიანთან ერთად ვყოფილიყავი ვინც ოჯახისწევრად მიმაჩნია და მიყვარს მათ შორის შენც შედიხარ მაგრამ დაივიწყე - მარიამი საწოლისკენ მიბრუნდა და ფრატუნით წავიდა . დემეტრე უყურებდა და გულში იცინოდა „ ეს გოგო ვიღაც ჯადოქარია ჯერ მამაჩემი გადარია ახლა კიდე მე „ შუქი ჩააქრო და სერიოზული გამომეტყველება არ მოუშლია
-იცოდეთ დილით ხვევნა კოცნა არ დამანახოთ შუაში მე ვწვები , ხვრინვა რო არ იცით ვიცი ხო და კიდევ გაიწიეთ მეც ხო უნდა დავეტიო ტო- ბოლოში გაიცინა მარიამმა სიხარულისგან ტაში შემოკრა უკვე საწოლზე იდგა და ზემოდან მოეხვია ბიჭს, ყელზე ჩამოეკიდა და ხმაურით აკოცა ლოყაზეე
-მადლობაა ძალიან ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ცოტა დიდი რო ვიყო შენნაირ შვილზე ვიოცნებებდი - უთხრა და მოეხვია . დემეტრეც ჩაეხუტა მერე ხელი მოხვია წელზე და მასთან ერთად ავიდა საწოლზე და დაემხო
-ყველანი რადგან ადგილზე ვართ ვეხვევით ერთმანეთს და ვიძინებთ - ალექსანდრემ განაცხადა ყველას გადახედა და თვითონაც აეკრა ზურგიდან მარიამს. ხელები მაინც ვერ გააჩერა პენუარის ქვეშ შეუყო როცა მარიამის ფეხები მისას შეეხო ჟრუანტელმა დაუარა და გაიღიმა . გადახედა მის გვერდით მყოფ ხალხს და ბედნიერებისგან გაიბადრა- ჩემი ოთხი სუნთქვა -ჩუმად თქვა და კმაყოფილმა დახუჭა თვალები.
არის წუთები რომლებიც ყველა უბედურებას გავიწყებს. არიან ადამიანები რომლებიც ბედნიერებით გავსებენ და უბედურებას მთლიანად დევნიან .........

........................
18 აგვისტოს ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმართეს უმცროსმა დადეშქელიანებმა
-მამა ჩქარა მოდი ...მოდი თორემ გავგიჯდები... მამა ის ის არ სუნთქავს .მე და ის ვჩხუბობდით მერე დანა გაჩნდა...ჯანდაბა დაეცა ეხლა კი ის არ სუნთქვას მამა მოდი გთხოვ- დემეტრეს ისეთი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს გული გაუჩერდა ,აღარც მარიამის დაბადებისდღე ახსოვდა,აღარც მისთვის მომზადებული საღამო უბრალოდ მიდიოდა და წამებს ითვლიდა...
- მარიამ ვიღაც ბიჭი მომყვებოდა უკან ძალიან შემეშინდა ახლა სააბაზანოში შევედი და კარზე აკაკუნებს. გევედრები მიშველე გთხოვ მოდიი - ლილეს ხმა რომ გაიგონა მძღოლს თხოვა მითითებულ მისამართზე მიეყვანა . მობილურით დაკავშირებას ცდილობდა და ისე მირბოდა შენობისკენ. ალექსანდრე უკვე კართან იდგა და ორივე ისე იყო გათიშული გონს ვერ მოვიდნენ სანამ ჩაბნელებულ დარბაზში ვერ აღმოჩნდნენ სადაც მხოლოდ უზარმაზარ ტორტზე ანთებული სანთლები ანათებდა და სიჩუმეს დაბადების დღის მისალოცი სიმღერა არღვევდა. ერთად ჩააქრეს სანთლები. შუქი აინთო ზემოდან წვრილი ბრჭყვიალა ქაღალდები ცვიოდა და თავზე ეყრებოდა წყვილს .ყველა ულოცავდა ბავშვები პირველები მივიდნენ . რამდენიმე წუთი კიდევ შოკში იყვნენ და აი გიჟების ოჯახიც შემოვარდა მთელი შემადგენლობით ირაკლიც აუყოლიაებიათ , მაშო და მია თავისთავად, ანი და ანდრიკოც იქ იყვნენ. ძალიან გაუხარდა მარიამს და სულ კივილ-წივილით მოხდა მათი შეხვედრა . როგორც იქნა ჩაწყნარდნენ და მიუსხდნენ მაგიდას. მარიამი სასმელზე უარს აცხადებდა და როგორც ბოლო ორი კვირაა მხოლოდ გემრიელად მიირთმევდა ,მაგრამ გადასვლები ჰქონდა საოცარი სალათიდან შოკოლადზე ,ტორტიდან მჟავეზე
დემეტრე და ლილე „დატუქსეს“ ასე რომ შეაშინეს, მაგრამ ისე იყვნენ გახარებულები არ გამოსდიოდათ
ალექსანდრემ შუა ქეიფის დროს ითხოვა ყურადღება და ყურადღების ცენტრში მოექცა ისევ
-სხვა გარემოში ვაპირებდი ამ საღამოს გატარებას ,მაგრამ ამაზე უკეთესად ვერ დავგეგმავდი და მადლობა ასეთი სიხარულისთვის. არ მიწყენთ თუ ვიტყვი, რომ დღის მთავარი ქალბატონი მარიამია როცა გავიგე რომ ერთ რიცხვში გვქონდა დაბადების დღე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი საჩუქარი იყავი მართალია რამდენიმე წლით გვიან დაიბადე, მაგრამ მოგვაინებით გამომიგზავნა ღმერთმა შენი თავი. დღეს მინდა რომ სამუდამოდ მიგისაკუთრო კონანოს და ღვთის წინაშე რადგან ვიცი შენს გარეშე ერთ წამსაც ვერ ვიარსებებ, შენ ხარ ქალი რომლის ერთი შემოხედვაც კი მაბედნიერებს. მინდა მთელი დარჩენილი ცხოვრება ყოველ დილით პირველს შენ გხედავდე, ჩემი კოცნა გაღვიძებდეს ხოლო ღამით ჩემი შეხება გაგზავნიდეს სიზმრების სამყაროში, მინდა ბოლოს დაძინებისას შენს სახეს ვხედავდე და შენი გულის ხმა მესმოდეს -ჯიბიდან პატარა ლამაზი ყუთი ამოიღო გახსნა , მარიამს უფრო მიუახლოვდა ისე უღიმოდა ,ისე უყურებდა მთლიანად შთანთქავდა მისი სფეროებით-ცოლად გამომყვები და იქნები ჩემი მეუღლე , ჭირში, ლხინში , სიღარიბესა და სიმდიდრეში ჩემს გადარეულ შვილებთან ერთად მიმიღებ , ისე შეიყვარებ მათ როგორც მე მიყვარს და კიდევ გაზრდი ჩემი შვილების რაოდენობას, იქნები ჩემი ცოლი ბოლო ამოსუნთქვამდე სანამ ჩვენი გულები არ შეწყვეტს ფეტქვას?- ამდენი სიტყვა ალექსანდრესგან თავად მასაც კი აღიმებდა, ისე უხტოდნენ ჭინკები თვალებში რომ პატარა ბიჭს ჰგავდა
მარიამმა თითები მის ხელისგულზე მოათავსა და თანხმობის ნიშნად გაუღიმა. რამდენიმე წამს სიტყვის თქმა ვერ მოახერხა შემდეგ კი გაიცინა და მოწყვეტით აკოცა
-თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი მიყვარდე მუდამ ჭირის, ლხინის,სიღარიბისა და სიმდიდრის ჟამს .ბოლო ამოსუნთქვამდე ვიყო შენს გვერდით და მიყვარდე უსასრულობამდე სანამ ჩვენი სულები იარსებებენ. შენს გიჟ ბავშვებს მივისაკუთრებდი და გეტყოდი ჩვენი ბავშვები მიყვარსთქო, მაგრამ სასაცილოა ორი წლით უფროსი დედა ვერ ვიქნები ამიტომ მხოლოდ სიყვარულს დავტოვებ რომელიც ყველაფერი ერთადაა მიყვარს როგორც შენი შვილები და მიყვარს თავიანთი ხასიათის გამო ,თითოეული მათგანი ერთად და ცალ-ცალკე . რაც შეეხება შვილების რაოდენობას მეც ვაპირებდი შენთვის სიურპრიზის გაკეთებას უფრო სწორედ ყველასთვის- პაუზა გააკეთა და ღიმილით გახედა საზოგადოებას, რომელიც სუნთქვაშეკრული უსმენდა - მართალია უკვე მთელი თვეა არსებობს და აი აქ იზრდება ნელ-ნელა რვა თვეში ჯანმრთელი რომ მოევლინოს ქვეყნიერებას, მაგრამ ეს ერთი საკმარისი ვერ იქნება ამიტომ კიდევ გპირდები იმდენით გავზრდი ჩვენი შვილების რაოდენობას რამდენსაც მოინდომებ - იღიმოდა, თვალები უციმციმებდა ,ალექსანდრეს ხელი მუცელზე მიიდო და დაელოდა მის რეაქციას
- აქ ისაა მე ვინც მგონია?- გაოცებული იდგა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა
-არ ვიცი ბიჭია თუ გოგო, მაგრამ ის არის ნამდვილად...
ის საღამო მართლა ბედნიერებით სასვე იყო ისეთი რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ბედნიერ დღეთა პირველ ათეულში შედის ....
..........................
სექტემბერში დაქორწინება გადაწყვიტეს და მთელი თვე ჰქონდა . ვინაიდან გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ სამზადისიც ყველასთვის დამღლელი იყო გარდა მარიამისა მას მხოლოდ არჩევანის გაკეთება უწევდა ათეულობით დიზაინერი და დამხმარე ჰყავდათ. როგორც იქნა შეარჩია კაბა, ფეხსაცმელი, სამკაული და ვარცხნილობა . გოგონებმაც აირჩიეს ყველაფერი .სახლი თავდაყირა იყო,ვინ მიდოდა და მოდიოდა ვერ გაიგებდით. დადეშქელიანები ცოტა დაირალნენ კიდეც,მაგრამ გოგონებს ვერაფერს ეუბნებოდნენ.
ქორწილის დღე ამაღელვებელი იყო ორივესთვის . პირველად ქორწინდებოდნენ ალექსანდრეს შვილები კი ჰყავდა ,მაგრამ საყვარელ ქალზე პირველად იწერდა ჯვარს. ბიჭები დილიდან მზად იყვნენ გოგონები ცალკე განყოფილებაში იყვნენ სახლის ერთი მხარე ჰქონდათ დაკავებული და დილიდან ჰქონდათ სამზადისი დაწყებული, სახლი ვიზაჟისტებით და სტილისტებით იყო სავსე .
ბოლო შედეგი კი ასეთი იყო წინ ელენე და ლილე მოდიოდნენ შუაში უზარმაზარ კაბაში გამოწყობილი მარიამი მოაბიჯებდა. ფატა უფარავდა სახეს ,მაგრამ ნაკვთები მაინც ჩანდა ხელში თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა უკან ტყუპები მოყვებოდნენ ისეთი ლამაზები იყვნენ ანგელოზებს გავდნენ. ბიჭები ქვემოთ იდგნენ და ელოდნენ . ალექსანდრე გულის ძგერას ხან ვერ გრძნობდა ხან კიდევ გაორმაგებით უცემდა .
დიდებული დღე იყო ,ისეთი როგორიც მათ შეეფერებოდათ. ბევრი ემოციით, სიხარულით, სიგიჟით, მოულოდნელობითა და გაოცებით სავსე.
სამი თვე საქორწინო მოგზაურობაში გაატარეს, ყველა ქვეყანაში იყვნენ რომელიც მარიამს აინტერესებდა და იქ სულ სხვა ალექსანდრე დაინახა. მშვიდი, მოდუნებული, ხალისიანი ყოველგვარი საქმისა და დაძაბულობის გარეშე უბრალოდ მარიამის ალექსანდრე იყო...
..............
გამობერილ მუცელზე ბავშვის გამოსახულებით მაისური გადაიცვა და გვერდით მიუწვა მეუღლეს
-ნეტავ ბიჭია თუ გოგო?
-რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ჯანმრთელი იყოს ... გოგო თუ იქნება მომდევნო ბიჭი გამოვა ან პირიქით- უთხრა და აკოცა
-ბევრი შვილი მინდა
-მაინც რამდენს შეძლებ ვითომ ?
-იცინე ხო და შენ რამდენს შეძლებ ეგაა საქმე თორე მე ჯერ სად ვარ ...ჩემს ასაკში გათხოვილიც არაა ბევრი - ტუჩები დაბრიცა მარიამმა და ისე შეხედა ქმარს
-ხოო? მაინც რამდენი შვილი გინდა
-იმდენი შვილი გეყოლება რამდენი ასოცაა შენს გვაში ,გაწყობს? მე გპირდები რომ სანამ შევძლებთ გავაჩენ
-ოო ძალიან დიდი გამოწვევაა მაგას ბევრი მუშაობა უნდა
-ტყუპები მინდა იმედია მეც მეყოლება სადაც 15 წლის ასაკში ასეთი ბიჭები ჩასახე მეც მინდა ერთი ტყუპი მაინც
-დავიმახსოვრებ მაგას იცოდე დედიკო და რო დავიბადები მერე გაგახსენებ- მუცელთან დაიჩურჩულა და ტუჩები მიაკრა
-მარწყვი მინდა შოკოლადის ნუსთან ერთად ოღონდ თეთრი უნდა იყოს ნუსი არა ორივე თეთრიც და შოკოლადისფერიც
-მივდივარ ეხლავე, კიდე ხო არ გინდა რამე?-მაშინვე წამოდგა
-არა
არა მას მერე ოთხჯერ უთხრა მარწყვის შემდეგ , ვაშლზე, ქლიავზე და ატამზე ერთად გაუშვა, შემდეგ პიცა მოუნდა ბევრი ყველით , მერე სპაგეტი ამათგან თითო ლუკმა ჭამა ყველა ბოლოს კი ღამის ოთხ საათზე გაეღვიძა და საცივი მოითხოვა რომ მიუტანა საიდანღაც სასწაულებრივად ეს არ მინდა გულს მირევსო და ბუზღუნით დაიძინა , ალექსანდრე კი ფეხზე ვეღარ დგებოდა დავარდნისთანავე ჩაეძინა.
......
ბავშვები უკვე სკოლას ამთავრებენ მაგრამ ციებცხელება რომელიც სხვა მოსწავლეებს აქვთ მათ არ გამოუცდიათ ვინაიდან საქართველოში გადმოსვლამდე მაღალ დონეზე იღებდნენ განათლებას .
დემეტრემ ვიღაც გოგო გაიცნო რომელიც ძალიან მოსწონდა და სხვების მსგავსი ურთიერთობა არ ჰქონდა მასთან , მართალია ისეთი თბილი და გახსნილი არ იყო როგორც ელენესთან რადგან არ შეეძლო მაგრამ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირად დადიოდნენ ერთად. ხან სად პატიჟებდა ხან სად , მაგრამ ელენე როგორც კი დაურეკავდა მაშინვე უკან სახლში მიჰყავდა და ელესთან გარბოდა. ერთ დღესაც კლუბში დაპატიჟა უნდოდა ყველასთვის გაეცნო ნორმალურად ისიც დათანხმდა. დემემ მიაკითხა სახლში ძალიან მოხვდა თვალში მისი გამომწვევი ჩაცმულობა და მაკიაჟი ,მაგრამ არაფერი უთქვამს თავს იკავებდა ჩხუბისგან . გოგო აშკარად მის გამოწვევას ცდილობდა ისე მოქმედებდა . დემეტრეს კი სურვილის მაგიერ აზრი ეცვლებოდა უკვე და ურთიერთობის სხვა ფაზაზე გადაყვანა გადაიფიქრა.
ყველანი მაგიდასთან ისხდნენ, ელებე ოთხი დღე მშობლებთან იყო და როდის დაბრუნდებოდა არავინ იცოდა. დემეტრე კი უკვე მონატრებისგან გიჟდებოდა. ზურგით მჯდომმა ვერ დაინახა როგორ დაიძრა მისკენ ელიკო
-წავედი და დაიწყე გართობა ხო ბატონო დემეტრე-„გაბრაზებული“ დაადგა თავზე ბიჭს და შეეცადა მშვიდად ესაუბრა,მაგრამ არ გამოუვიდა,დემე ისე მოეხვია მონატრებულს სულ დაავიწყდა ირგვლივ ადამიანების არსებობდა
-ჩემი ციცქნა ,როგორ მომენატრე რომ იცოდე .მეთქი ჩავაკითხავ და ძალით წამოვიყვან ჩემთან ჩემს ფერიასთქო- ეხუტებოდა მის სურნელს შთანთქავდა და ლაპარაკობდა, ელეც გაყურსული იდგა მის მხარზე ედო თავი და ღრმად სუნთქავდა საყვარელ სურნელს , როცა ბრაზისგან გალურჯებულ ნინის მოკრა თვალი თითონაც ეწყინა , ტკიოდა როცა ხვდებოდა რომ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ მაგრამ მალე გადაფარა დემეტრეს კოცნამ ყველაფერი, გოგოს სახე ხელებში მოიქცია და იმდენჯერ აკოცა ლამის ადგილი არ დაუტოვა ასე გიჟივით იცის სულ ელეც კისკისებდა და გეყოსო ეძახდა . ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ ყველა გაღიმებული უყურებდა ერთის გარდა რომელიც ბოღმით და შურით სკდებოდა .
ყველა მიესალმა ელეს ძალიან გაუხარდათ მისი მისვლა, ნინი კი წამსვე უკანა პლანზე გადავიდა წესით კი მისი გაცნობის საღამო იყო და მთავარი უნდა ყოფილიყო ეხლა კი ყველა ელეზე საუბრობდა დემეტრეც ხელს არ უშვებდა მის თითებს ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა. რაღაც უნდა ეღონა მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ბოლოს იდეა მოუვიდა და განხორციელებასაც შეუდგა, იცოდა დემეტრე საკმაოდ ნასვამი იყო ასეთ მდგომარეობაში ბიჭის აყოლიება კი ძალიან მარტივია ხოლმე
-დემეე დავიღალე და შეგიძლია სახლში წამიყვანო?- გვერდიდან მიეკრა ყელში აკოცა და ჩასჩურჩულა ისეთი ხმით დენი დაუვლიდა ბევრს ,მაგრამ დემეტრე არაფერს გრძნობდა
-კარგი როგორც გინდა - უდარდელად თქვა და წამოდგა- ჩვენ წავალთ ნინის მივიყვან და დავბრუნდები
-დემე ამაღამ ბინაში ვრჩები მისამართს გეტყვი და იქ წამიყვანე კარგი?- არაფერი უთქვამს ისე წავიდა მითითებული კორპუსისაკენ-ამოხვალ? ცოტახანს დარჩი რა, ვისაუბროთ ყავას მოგმზადებ - მანქანის გაჩერებისთანავე მისკენ გადაიწია და ჩაეხუტა -წამოხვალ?-ყელში აკოცა და თითები ფეხზე აასრიალა . დემეტრე წამსვე წვდა და ტუჩებზე დააცხრა. ჟინს აყოლილი მალევე აღმოჩნდა გოგონას ბინაში, ტანსაცმელი თითქმის შემოაძარცვა ,მაგრამ რაღაც იყო რაც ცხოველურ სურვილზე მაღლა იდგა და გონებამ სურვილს სძლია.მოშორდა, გოგონა საწოლზე დატოვა და პერანგის ღილები წამსვე შეიკრა
-ზედმეტი მომივიდა, ჩემი წასვლის დროა
-არ წავიდე...შენი მინდა გავხდე...მინდიხარ -ისევ აეკრო , აკოცა და დაწყებულის გაგრძელება სცადა-მიყვარხარ დემეტრე - აი ამ სიტყვებმა კი სრულიად შეშალა, ეზიზღებოდა ტყუილად ნათქვამი სიტყვები,ვე რიტანდა ამ ფარისევლობას და გული ერეოდა ყველა ნინის მსგავს გოგოზე. მაშინვე მოიშორა და მოშორდა
-აღარასდროს თქვა ეგ...შენნაირები ჩემ საკუთრებაში არასდროს იქნებიან!
-და ვინ იქნება შენი ელენე? წმინდანი და სათნო ელენიკო რომლის გამოც ყველაფერზე უარს ამბობ?
-ელენეს ნუ ახსენებ, გიკრძალავ! მწყობრიდან ნუ გამომიყვან თორემ ინანებ
იქაურობას დროულად გაეცალა სანამ საოცრებას ჩაიდენდა. კლუბში დაბრუნდა ისევ და ელიკოს გვერდით მიუჯდა
-დაბრუნდი ბატონო?
-რას სვამ ქალბატონო?
-არ ჩამეხუტო...
-რა ხდება?
-მოიშორე ეგ სუნი და მერე
-ატრაკებ
-ხო არა?
-ელენეე!...დარჩები ამაღამ ჩემთან ?- ისე საყვარლად უთხრა ელეს გაეღიმა
-მაგ სუნს თუ მოიშორებ კი- ენა გამოუყო საყვრლად დაეჭყანა და წამოდგა. ბიჭებიც მიდიოდნენ უკვე. დემეტრემ ლილე და ელენე წაიყვანა, დამი სადღაც იყო მიმალული და არც უძებნია . სახლში მისულმა იბანავა და ოთახში დაბრუნდა , ელეს მისი მაისური და მოკლე შორტი ეცვა საწოლში იწვა , ვიღაცას წერდა და იღიმოდა . დემეტრემ რომ დაინახა გაუკვირდა ამ დროს ვინ წერსო მაგრამ არ უნდოდა შემჩნევა , გვერდით დაუწვა მაგრამ გოგოს ყურადღება არ მიუქცევია ისევ მესიჯობით იყო გართული .
-ვის წერ ელენე?- ძვლივს დაიმორჩილა ხმა იმდენად იყო გაბრაზებული
-ნიკს - გაღიმებულმა უთხრა და ეხლაღა შეხედა - არ მომიყოლია ? სულ გადამავიწყდა
-და ამ დროს რო გწერს დღე არ ქონდა მობილური?
-ეხლა ლონდონშია და იქ ადრეა ჯერ მივწერ ეხლა დავემშვიდობები -უცებ განაგრძო წერა დემეტრე კიდე გიჟდებოდა . როგორც იქნა მორჩა და დემესაც მიაქცია ყურადღება
-მოყვები ეხლა ვინაა თუ
-ჩემი მშობლების კომპანიონის შვილია ის დამხვდა აეროპორტში რო ჩავედი ძალიან კარგი ბიჭია მხიარული და საყვარელი, მასთან ერთად ვიყავი იქ ყოფნის დროს მერე ლონდონში მიდიოდა იქედან ერთად ვიმგზავრეთ ერთი დღე იქაც დავრჩი ერთად ვბოდიალობდით ქალაქში ისე გავერთეთ დაგვაღამდა თავზე მერე კი წამოვედი თბილისში ის იქ დარჩა . მოიცა ფოტოებს გაჩვენებ - ისე აღწერდა და საუბრობდა დემეტრეს სუნთქვა შეეკრა ყველა კუნთი დაეჭიმა თითქოს რაღაც უჭერდა ყელში და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა , ელენემ ფოტოები აჩვენა მათი ერთად გადაღებული მართლა კარგი გარეგნობა ჰქონდა ბიჭს ზედმეტადაც კარგი თან ელეს ისე უყურებდა ლამის ჭკუიდან გადავიდა დემეტრე რთული მისახვედრი არ იყო რომ მოსწონდა და ელენესაც რომ შეყვარებოდა არც ეს იყო გამორიცხული
-მოგწონს - დასვა დასკვნა და ძვლივს შეიკავა თავი ემოცია რო მოეთოკა
-მეც მიკვირს ხო იცი არასდროს არავინ მომწონებია სხვანაირად, მაგრამ ნიკა განსხვავებულია ძალიან მომწონს ,მაგრამ არ ვიცი რა გამოვა მე აქ ვარ ის იქ სწავლობს დედაჩემი ისედაც იკლავს თავს ისევ ლონდონში დაბრუნდი რა გინდა მანდ რა უნდა ისწავლოო - როგორც ყოველთვის გულახდილად უთხრა რასაც გრძნობდა და საყვარლად შეკრა წარბები თან საბანზე დალაგებულ თითებს საყვარლად აწვალებდა . დემეტრე კი გაითიშა ყოველთვის ეშინოდა ქვეცნობიერად რომ ვიღაც შეუყვარდებოდა იცოდა რო აუცილებლად მოხდებოდა ეს მაგრამ ეხლა არ იყო მზად ელენე სხვის გვერდით ეხილა შეყვარებულის სტატუსით. იმის გაფიქრება რომ ვიღაც შეეხება გონებას უბინდავს . იცის რომ ვერაფერს გააკეთებს და უნდა შეეგუოს ამ ფაქტს მაგრამ საშინლად უჭირს არ იცოდა რა უნდა ეთქვა
-დრო გვიჩვენებს ყველაფერს
-არ მინდა შენი დატოვება მომიხდეს ლონდონში დაბრუნების ხარჯზე, მაგრამ მასთან დაახლოებაც მინდა - ელე ჩაეხუტა და კვლავ განაგრძო დემეტრესთვის ჭრილობების მიყენება . რომ წარმოიდგინა ელე წავიდოდა სულ გაგიჟდა ჯერ არ გაცნობილ ბიჭის მიმართ სიძულვილს გრძნობდა არც კი იცოდა მის შესახებ არაფერი მაგრამ მაინც არ მოსწონდა იმის გამო რომ ელენეს აშორებდა.
-არ ვიცი რა იქნება მომავალში მაგრამ შენი გადასაწყვეტია ეხლა კი ძალიან დავირალე დაძაბული დღე იყო - თქვა და ზემოდან დახედა გოგოს . წამებშ ყველაფერი დაავიწყდათ აღარც ნიკა არსებობდა მათ გონებაში ელე მაღლა აიწია ყელზე მოხვია ხელები და ბევრი აკოცა
-ძალიან ძალიან მომენატრე ჩემო დემუსი -მორჩა კოცნას და მის ყელში ჩარგო თავი , ბიჭმა საბანი ამოუკეცა ზურგთან ხელები მოხვია თავზე აკოცა და თვალები დახუჭა. ერთმანეთის გულისცემას გრძნობდნენ და მორფეოსის სამყაროში ეშვებოდნენ ....
.................
მისაღებში დივანზე იჯდა ქალბატონი მარიამი, ხელში ხილით სავსე თეფში ეჭირა მიირთმევდა და თან გაბერილ მუცელზე ხელს ისმევდა
-მარიაამ- დამიანე შემოვიდა და მისკენ წავიდა -ჩემი ფერიას დედიკო როგორ გრძნობს თავს? - მაგრად აკოცა ლოყაზე და გვერდით მიუსკუპდა აართვა ყველაფერი მუცელს წესიერად რო მიახლოებოდა და მოფერება დაუწყო-აუ რატო ხარ გაჩერებული დაი? ან ხელი მოარტყი ან ფეხი როგორც იცი თუ ჩაიძინე მანდ ქალბატონო- ისე საყვარლად უთხრა მარიამი იცინოდა
-სულელო აცადე ბავშვს სულ ხო ვერ მიპარტყუნებს ეხლა ფეხებს
-აუ რა წესია ეგ ხო უნდა გავიგო მისმენს თუ არა
-რას ბრძენობ აბა გენიოსო შეგაწუხა ხო მარიამ- დემეტრე შემოვიდა და მეორე მხრიდან ის დაუჯდა- როგორ არის ჩვენი პრინცესა ?- ფართოდ გაუღიმა და მუცელზე ფრთხილად გადაუსვა ხელი
-ფერია არ ვიცი და დედიკოს მამიკო ენატრება დღეს დამირეკა და მითხრა ვერ მოვდივაროო მე კიდე ხო იცით ვერ ვიტან მარტო ძილს
-აბა რა ხდება ვის უნდა ჩემს გვერდით დაძინებაო?-ლილე შემოფრინდა ოთახში და დემეტრეს ჩაუხტა კალთაში ერთი იმას აკოცა- ჩემი ტკბილი ბიჭი-სიცილით გაუწელა ლოყა და მერე მარიამს მოეხვია- მარიკუნა გინდა მე დავიძინო შენთან ერთად
-კი თან რაღაც ისეთი შეგრძნება მაქ რო მალე დამეწყება მშობიარობა და მეშინია ექიმს დავურეკე დღეს და არ იდარდო ყველაფერი რიგზეა და არ მოხდება გართულებაო ,მაგრამ მეშინია ალექსანდრეც ვერ მოდის - მარიამმა მოიწყინა და მუცელზე მოფერება დაიწყო-დე ჯერ მოიცადე რა მამიკო რო ჩამოვა მერე გაჩნდი
-კაი რა მარიამ ჩვენ აქ არ ვართ? გაგაფრენთ საავადმყოფოში ერთ დაყვირებაზეც კი - დემეტრემ დაამშვიდა
-გინდა პიცა გაგიკეთოთ?- დამიანემ წარბები აუთამაშა და გადაიტანა კიდეც ყურადღება
-აუუ მინდაა - ტაში შემოკრა პატარა ბავშვივით და სამივე ააგდო ფეხზე თვითონ ბიჭებმა წამოაყენეს ფრიალა კაბა გაისწორა რომელიც მუხლს იყო აცდენილი იმხელა მუცელი ჰქონდა და საყვარლად დაბაჯბაჯებდა ერთი ხელი წელზე ჰქონდა მიდებული . ერთად ამზადებდნენ პიცას მხიარულად და შემდეგ გამოცხობას ელოდნენ
-ელენიკო სადაა? დამივიწყა რაღაც
-დაკავებულია მოვა საღამოს ...მათეს დაბადების დღეა დღეს, წამოხვალ რესტორანში?
-კი წამოვალ საჩუქრის საყიდლად გამომყვებით?
-არც ჩვენ გვიყიდია შევჭამოთ და წავიდეთ
სავაჭრო ცენტრში ცირკი მოაწყვეს, მარიამი ისე გაამხიარულეს ღიმილი არ მოშორებია სახიდან. საღამოს დაბადებისდღეზე წავიდნენ, მარიამს სიარულში ეხმარებოდნენ და ისიც მშვიდად მიაბიჯებდა.
შუაღამით ელენეს დაურეკეს, ყველანი აივანზე იყვნენ და უყურებდნენ უზარმაზარი თაიგულით ხელში ბიჭს. იმხელა ვარდები ეჭირა თავადაც ძლივს ჩანდა. ელენე რომ გაიქცა და მოეხვია დემეტრე ისევ აივანზე იდგა და ძარღვებდაჭიმული უყურებდა წყვილს. იცნო ფოტოზე გამოსახული ბიჭი და უკვე მერამდენედ შეიპყრო იგივე შეგრძნებამ. მათემ ბიჭი მიიპატიჟა და ელენეც ყვავილებით ხელში გაკრეჭილი იდგა . ნიკი დარჩა, დემეტრე კი იქაურობას გაეცალა .უკანა ეზოში იდგა დამიანე რომ მიუახლოვდა
-იცოდი რო ჩამოდიოდა?
-არა
-მგონი მართლა უყვარს ელე თან კაი ბიჭი ჩანს -გვერდით მიუჯდა ტყუპს და ფეხზე ხელი დაკრა- წავა შენი აზრით?
-არ ვიცი .არაფერი აღარ ვიცი .უკვე ცუდად ვარ .ვერაფერი გავიგე რატომ ვღიზიანდები ასე რომ ეხუტება ,უყვება რაღაცებს და კოცნის .რატო მიჩნდება ისეთი შეგრძნება რომ ჩემს ადგილს მართმევენ, მე ხო მეგობარი ვარ და სულ ვიქნები მითხარი დამიანე რატომ- ასეთი დამწუხრებული არასდროს უნახავს ძმა ეხლა კი უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა
-შენს გარდა მაგას ვერავინ გაარკვევს , უნდა დაფიქრდე გაანალიზო ყველაფერი და მიხვდე რას გრძნობ ეხლა კი შეეცადე ელე არ გააბრაზო და არ დაგეტყოს
დამიანე დაბრუნდა დემეტრე კი ისევ ეზოში დარჩა შეეცადა დამშვიდებას და მერეშეუერთდდა ბიჭებს. შესულს თვალში მოხვდა ელე რომელიც ნიკაზე იყო მიხუტებული და ისიც უღიმოდა თან თმაზე ეფერებოდა . სისხლი გაეყინა ,მაგრამ გზა განაგრძო მათ წინ უნდა დამჯდარიყო ელე უცებ წამოდგა და მასთან მივიდა
-დემე რა გჭირს ხო ყველაფერი რიზეა? რამე მოხდა?- რა თქმა უნდა მიხვდა მაინც რო ცუდად იყო თვალებში უყურებდა გოგოს მისი შეხებისას შეკრთა რაღაც განსხვავებული გრძნობა დაიჭირა რომელსაც აქამდეც გრძნობდა მაგრამ ეხლა აღიქვა თითქოს სხვანაირად აზროვნებდა, ყველა დეტალს აკვირდებოდა . -დემ მითხარი რა -ეს რო უთხრა ხელი მოხვია მერე ლოყაზე ჩამოუსვა თითები და შუბლზე აკოცა
-ჩემი ფერია... კარგად ვარ ყველაფერი კარგადაა ხო იცი ხანდახან მივლის ხოლმე -გაიცინა და ხმაურით აკოცა ლოყაზე . მერე დააფიქსირა ნიკა როგორ უყურებდა აშკარად ეჭვიანობდა მაგრამ ელესთან არაფერი შეიმჩნია . შემდეგ საცეკვაოდ წაიყვანა დემეტრეს კი თითოულ მის მოქმედებაზე სისხლი ეყინებოდა , როცა ეხებოდა გიჟდებოდა ამდენი არასდროს დაულევია, მაგრამ არც თვრებოდა ისე რომ აღქმა დაეკარგა
-გეყოფა- დამიანემ გამოაცალა ჭიქა და გაღიმებულმა თვითონ მოსვა ყურადღება რო არ მიექცია- ადექი წავიდეთ გვიანია უკვე, ლილე დაიღალა
-არა ელე რო წავა მერე წავალთ უნდა წავიყვანო
-შენი აზრით ნიკა აქ რისთვისაა შენ რო გაგატანოს მისი შეყვარებული? ეგ ფუნქცია დაკარგე უკვე და შეიგნე უნდა შეეგუო
-მაგას ვერ შევეგუები ვერა- კბილებსშორის გამოსცრა და მუჭი შეკრა -შემეშვი გთხოვ ცოტას დავლევ და მერე წავიდეთ
-კარგი ჯანდაბას იცოდე არაფერი მიქარო- დამიანე დანებდა და მოშოს საყვარელ ნათლულს იგივე დას გაუწოდა ხელი საცეკვაოდ რომ წაეყვანა -ქალბატონო ელიზაბეტ ნებას მომცემთ გეცეკვოთ?
-რა თქმა უნდა ბატონო დამიანე- გაიღიმა გოგომ და ფეხზე წამოდგა , ისეთი საყვარელი და ბავშვური იყო ყველას ძალიან უყვარდა, არ არსებობდა ადამიანი ვისაც მასთან კონფლიქტი მოსდიოდა ისეთი დამყოლი, გულჩვილი და მიამიტი იყო . უკვე 18 წლისაა, მაგრამ მაინც ბავშვურია. მათე ყველაზე უფროსი იყო , 22 წლის გახდა ბატონი
დემეტრე მოცეკვავე წყვილს უყურებდა და სვავდა როცა დაბარებულივით გამოჩნდა ნინი, სინამდვილეში მისმა ერთ-ერთმა დაქალმა შეატყობინა დემე სადაც იყო და ისიც იქ გაჩნდა მოეხვია ზურგიდან ბიჭს და ყელში აკოცა
-დემე როგორ ხარ?
-აქ რა გინდა
-მომენატრე - ისევ განაგრძო ალერსი და გაჭრა კიდეც უფრო ბრაზმა გაჭრა რომელიც დემეტრეს ჰქონდა ელენეს მიმართ, წყვილს შეხედა და დააფიქსირა როგორ უყურებდა ელენე თითქოს რაღაცის გამოცდა სურდა. ფეხზე წამოდგა ხელი მოხვია ნინის და ტუჩებზე დააცხრა.
ელენე რას გრძნობდა ამ დროს? იწვოდა მთელი შიგნეული ეწვოდა და არ იცოდა რა ემართებოდა ის ხომ ნიკას გვერდით იდგა და არ უნდა დაინტერესებულიყო რას გააკეთებდა დემეტრე, მაგრამ არ შეეძლო გრძნობის გადაფარვა ყველაფერი ეკიდა იმ წამებში უნდოდა მივარდნილიყო და ის გოგო მოეხრჩო
-ელე რა ხდება?-ნიკას ხმამ გამოაფხიზლა
-აა არაფერი დავიღალე ემოციური დღე იყო
-გინდა წავიდეთ? მეც დღეს ჩამოვფრინდი და მაშინვე აქეთ წამოვედი
-როგორ გაიგე აქ რომ ვიყავი?
-შენთან მივედი სახლში და იქ მითხრეს სადაც იყავი .ვეღარ მოვითმინე და წამოვედი- ბიჭი ელაპარაკებოდა, მაგრამ ელენე დემეტრესთან იყო ფიქრებით რომელიც მასზე აკრულ გოგოსთან ერთად ტოვებდა შენობას, ყელში კოცნიდა და ისე მიაბიჯებდა -მისმენ?
-უკაცრავად .. წავიდეთ მგონი ჯობია გვიანია უკვე -უცებ მოშორდა ბიჭს და მათესკენ წავიდა , ნიკაც უკან გაყვა გაბრაზებული რადგან იცოდა ელეს ასეთი მდგომარეობის მიზეზი. მათეს დაემშვიდობნენ და ერთად გავიდნენ შენობიდან, ნიკამ მანქანის კარი გაუღო ისიც დაჯდა და ღვედი შეიკრა . გზაში დემეტრეს მანქანას დაეწიეს , ელენემ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დაიწყეს შეჯიბრი ,იცოდა დემეტრე როგორი მძღოლიც იყო მისი ასაკის მიუხედავად და სულაც არ იყო ამით კმაყოფილი .ეშინოდა რამე არ დამართნოდათ მართალია მიჩვეული იყო ,მაგრამ ეშინოდა რომ დემეტრეს რამე შეემთხვეოდა. დიახ , მასზე ფიქრობდა და არა საკუთარ თავზე
-არ გაჰყვე გთხოვ ...გაჩერდი გემუდარები ,გაჩერდი
-ელე კაი რა... რაა საშიში უბრალოდ შევეჯიბრებით უცებ მოვუგებ და წავალთ ხო უნდა გაიგო როგორი მძღოლი ვარ
-არაა საჭირო ...დემეტრე ათი წლიდან ატარებს. მისი ასაკი ნუ მოგატყუებს...აქ საშინელი მოსახვევებია.დემეტრემ ზეპირად იცის ეს გზა შენ კი პირველად ხარ და ვერ დაამარცხებ
-ასე გგონია? იქნებ მე ვარ ის ვინც დაამარცხებს დემეტრე დადეშქელიანს და წაართმევს საუკეთესოს ტიტულს - უთხრა და სწრაფად წავიდა იმ გზისკენ სადაც დემეტრეს მანქანა მიდიოდა
-ნიკა არ გინდა გთხოვ
-დამშვიდდი და აირჩიე ვისკენ ხარ... დემეტრესკენ, რომელსაც მის ნაშასთან სექ*ი ეჩქარება და გზად გონკაობასაც ასწრებს თუ ჩემკენ
-მგონი სერიოზულად უდგები ამ საკითხს და არა მხოლოდ დრიფტზე საუბრობ- მაშინვე მიუხვდა ელენე და მზერა გაუსწორა, ბიჭმა უცებ მოარიდა მზერა და გზას გახედა .
დემეტრე გაჩერებული იყო მის გვერდით დადგა და გადახედა ქალბატონი ნინი მიწოლილი იყო სავარძელზე ხელი დემეტრეს ფეხზე ედო და იცინოდა . ელენემ დემეტრეს შეხედა და მისი გამომეტყველების შეეშინდა იცოდა რისი მომასწავლებელი იყო ეს მზერა და ეშინოდა , არც თავისი თავის იმის რო რამე დაემართებოდა, არც ნიკას გამო დემეს გამო ეშინოდა გული ეკუმშებოდა როცა წარმოიდგენდა შეიძლება რამე დამართნოდა,ამ შეგრძნებას ვერ იშორებდა
-არ გინდა გთხოვ - შეემუდარა დემეტრეს თუ ნიკას არც თვითონ იცის
-წარმატება მისურვე პატარავ- ხმამაღლა თქვა ნიკამ და ფეხზე ხელი დაადო . მანდ უფრო უმატა დემეტრეს ჟინმა და მანქანის მოტორს ისეთი ხმა გამოასცემია ლამის გახლიჩა . წამში მთელი გზა მტვერმა დაფარა , შეგრძნება დაიკარგა მხოლოდ ადრენალინი და გამარჯვების სურვილი დარჩა . არც ნიკა ყოფილა ცუდი მძღოლი, მაგრამ ელენე მართალი იყო დემეტრე სათანადოდ ვერ შეაფასა ის ვერ გაითვალისწინა რომ მისი ასაკის მიხედვით არ უნდა გამოეტანა დასკვნა დადეშქელიანზე.
დემეტრე ისე მიდიოდა ბოლოს ნინის კივილის ხმა ისმოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა , ერთ ყველაზე რთულ მოსახვევში როცა შემობრუნდა და უკანსვლით განაგრძო გზა ნიკაც კი გაოცდა .ერთმანეთს უყურებდნენ და თითქოს იცოდნენ ერთმანეთის ფიქრები და ისიც ამის შემდეგ როგორაც გაგრძელდებოდა მათი ამბავი , მერე ელეს შეხედა და თვალი ჩაუკრა . უცებ მოაბრუნა მანქანა და ისე გააქროლა თითქოს მიფრინავდა. ნიკამ საჭეს დაარტყა ხელი და ჩუმად შეიგინა. როცა გააჩერეს ელენე უცებ გადავიდა არ ფიქრობდა უბრალოდ მადლობას წირავდა ღმერთს იმის გამო რომ არაფერი მოსვლიათ დემეტრეს მოეხვია და ჩურჩული დაიწყო
-კარგად ხარ არაფერი მომხდარა მადლობა ღმერთს მადლობა უფალს
-რა უნდა დამმართოდა ელე ? რა მშიშრარა მყავხარ- გაიცინა და შუბლზე აკოცა- ჩემო ფერია შეგეშინდა?-უკვე იცოდა როგორ აგიჟებდა ნიკას და განაგრძობდა მეტი სიხარულით .
-ყოჩაღ არ ველოდი. ამჯერად გაგიმართლა მომიგე, მაგრამ ხომ იცი ერთ გამარჯვებას შესაძლოა სხვა მრავალი მარცხი მოჰყვეს
-ეგ ხელმოცარული ადამიანებისთვისაა რომ დამშიდდნენ და შურით არ გასკდნენ . ხშირად იმეორე იქნებ გიშველოს- ეს ისე მშვიდად უთხრა , ისე გამაღიზიანებლად და საკუთარ თავში დარწმუნებულად ნიკა ლამის აფეთქდა და იქვე გადმოაფრქვია მთელი ბოღმა რაც ახრჩობდა ,მაგრამ იმაზე მეტად ჭკვიანი იყო ვიდრე დემე წარმოიდგენდა. ელენეს გაუღიმა ისე ვითომ არც არაფერი და ხელი მოხვია
-წავედით თოჯინა თორე გვიანია უკვე გვეყოფა თამაში საკმაოდ დიდი ვარ მაგისთვის ეგ უფრო დემუსის საქმეა- ისე ირონიულად თქვა ელენე გაბრაზდა ხელი გააშვებინა უცებ და უკან დაიხია . ალბათ ეტყოდა დემე წამიყვანსო, მაგრამ შეხედა უკვე დემეზე აკრულ ნინის და უკან დაიხია
-წავედით -ხმა ჩამწყდარმა თქვა კიდე გადახედა წყვილს და მანქანაში ჩაჯდა. სახლში სწრაფად მიიყვანა კოცნას აპირებდა, მაგრამ ელენემ უცებ გაწია თავი მოხერხებულად მოეხვია თითქოს ვერც მიხვდა მის ჩანაფიქრს და სახლისკენ წავიდა. როცა კარი მიხურა აეკრა ზურგით და თვალები დახუჭა ცოტახანს იატაკზე იჯდა და ფიქრობდა ყველაფერზე მერე მობილური აიღო და დემეს დაურეკა წესით რო ნინისთან ერთად უნდა ყოფილიყო ,მაგრამ მაინც ურეკავდა. როგორც იქნა უპასუხა
-დემე სად ხარ?
-სახლში - მხოლოდ ეს უნდოდა , როგორც კი გაიგო მაშინვე წამოდგა ავტოფარეხში ჩაირბინა მანქანის გასაღები აიღო და თავად დაჯდა საჭესთან, დემეტრემ ასწავლა ტარება, მაგრამ არ აძლევდა ხშირად მართვის უფლებას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ეხლა კი სწორედ ეგ შემთხვევა იყო, როცა დანაკლისს გრძნობდა დემესთან ყოფნის და უნდოდა აენაზღაურებინა. მალე დადეშქელიანების სახლთან იდგა და შესასვლელისკენ მიემართებოდა.
მარიამი ქვემოთ იყო ჩამოსული ვერ ისვენებდა და ჭამა ქონდა დაწყებული ხელში ჩიფსის შეკვრა ეჭირა და გემრიელად მიირთმევდა
-ელე? შენ ხომ ნიკამ წაგიყვანა?
-ხო ,მაგრამ სახლში მომბეზრდა .დემე ზემოთაა?
-ხო ახლა ახვალ?
-ხო. არ ავიდე?- გაუკვირდა მისი ტონალობა
-არა საყვარელო ადი მიდი არ ძინავს ჯერ ალბათ
-ყველაზე საყვარელი ფეხძმიმე ხარ- ელემ უცებ აკოცა ვერ მოითმინა ერთი ცალი ჩიფსიც ამოაცალა და კიბეები აირბინა, მარიამი უყურებდა და იღიმებოდა. ალექსანდრე მოენატრა და მობილური აიღო სულ არ მიუქცევია დროისთვის ყურადღება , რომ არ პასუხობდა გაუკვირდა მერე გაიფიქრა ამ შუაღამით ძინავს ალბათ და ვერ გაართვა ძილს თავიო მაგრამ როგორც იქნა უპასუხა ეგონა ნამძირალევი ხმა ექნებოდა მაგრამ შეცდა
-გისმენ მარიამ
-რა ხმაა? სად ხარ? სასტუმროში არ ხარ? რა დროა იცი? რატო არ გძინავს?-უცებ მიაყარა
-ხო არ ვარ სასტუმროში ბიჭებთან ერთად გავედი ცოტა განსატვირთად თორე მოვკვდით ამდენი საბუთების კირკიტით
-და სად ხარ ეხლა კლუბში? განტვირთვა რა არის ლამაზი ქალების შებმა?- ამ ფეხმძიმობაში სულ გაუბერა .... ლამის ტირილი დაიწყო
-მარიამ რა ხმა გაქ და საერთოდ რას მეუბნები ეგ როგორ იფიქრე
-კიდე მე მიბრაზდები? მანდ ხარ კლუბში და სვავ რომელი ქალი მოგასვენებს დარწმუნებული ვარ გეკიდებიან ყელზე -უკვე სრუტუნით უთხრა რადგან ცრემლები მოდიოდა
-მარიამ არ გამაგიჟო ახლა, ტირი? რის გამო ტირი გოგო უნდა მახსნევინო ეხლა რო შენს გარდა ყველა ქალი მაგრა ?
-რა გინდა აბა მანდ სასტუმროში ვერ განიტვირთეთ ?
-აუ მარიამ ძირს დამხვდი უნდა გცემო მაგ სისულელისთვის რა - უცებ ამოთქვა ალექსანდრემ და მანაც ყურები ცქვიტა. ცრემლები მუჭით მოიმშრალა და აწითლებულ ცხვირზე ხელის გული გაისვა
-რა ქნა? მანდედან როგორ მცემ ნეტა თუ ვინმე გოგო გიდგას გვერდით და იმას მოარტყამ ჩემს მაგივრად
-კი ძაან მაგარი ნაშა მიდგას გვერდით იმენა ჩასაყლაპი... კაი წავედი ეხლა რა დროს შენთან ლაპარაკია კაცი დავიწვი ისეთი ქალია -ალექსანდრემ საერთოდ გადარია და ისე დაუყვირა ლამის თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო
-მოგკლავ ალექსანდრე დადეშქელიანო, შენს სისხლს დავლევ იცოდე ვინმეს თითი რო დააკარო ან პირიქით ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე
-ხოო? რაღაც არ მჯერა მაგის მოდი აბა ვცადოთ . სად ხარ ეხლა საჭმელად ჩამოხვედი ჩემო ბუთხუზა ხო?
-ბუთხუზა ვარ ხო მე? რატო ვარ ნეტა ბუთხუზა და ფუმფულა ბავშვს ხო არ ვატარებ მუცლით ერთი კაცისგან რომელიც ეხლა ვიღაც შხვართი ქალების გარემოცვაში თავისი ბაბნიკი ძმაკაცების თანხლებით ერთობა
-გამოდი გარეთ ერთი და გავარკვიოთ ვინ სად ერთობა და ვინ ვის მოკლავს მიდი ერთი გელოდები- ეს რო უთხრა სულ გაგიჟდა ისე უცებ გაიარა მანძილი თითქოს აქამდე სიარული არ უჭირდა . ალექსანდრე რო დაინახა მანქანიდან გადმოსული თავის გიჟ ძმაკაცებთან ერთად რომლებიც სიცილისგან ხოხავდნენ უკვე აღარ იცოდა გაბრაზებულიყო თუ რა ექნა. მერე ვიფიქრებო და ისე უცებ გადალახეს მანძილი და მოეხვივნენ ერთმანეთს ნუ გაბერილი მუცელი ხელს უშლიდათ ცოტა მაგრამ მონდომება მითხარით თქვენ და რა არ გაკეთდდება
-ჩემი ლამაზი გოგო , ჩემი სულელი ბავში როგორ მომენატრე - ალექსანდრე კოცნიდა და ჩურჩულებდა მერე მუცელზე ეფერებოდა სულ დაავიწყდა ყველაფერი - მა დედიკო ვერაა კარგად ლაშა ბიძიაზე ეჭვიანობს
-არა პროსტა არ ვარ შხვართი? - ლაშა გაიჯგიმა და ერთი ფეხი წინ გაწია
-იდიოტო ჩაიდუმე ენა - ერეკლემ ხელი წამოარტყა
-ხედავ რძალო? თვითონ უშნო როა შურს
-მოკეტავთ ეხლა და საერთოდ დაახვევთ აქედან? არ დამტოვოთ სახლშიც მარტო
-ვაიი უმადური ფუიი ჩვენ რო არ ვყოფილიყავით შეგაცდენდნენ ჩეხი გოგოები და ვნახავდი მერე რანაირი პატიოსანი ჩამოხვიდოდი მარიამთან -უცებ თქვა ლაშამ და მანქანის კარი გააღო-ვსიო გავრბივართ, გავასწროთ სანამ მოგვკლავს ორივეს. კარგად მარიაამ ხვალ მოვალთ მანამ მოესიყვარულე მაგას - უცებ მიაყარა და მანქანაში ჩაჯდა.
ალექსანდრემ კი მარიამი ააფრიალა ხელში და დაცვას დაუტოვა ჩანთები შემოსატანად. კიბეები აიარა თან კოცნიდა და ელაპარაკებოდა-როგორ მომენატრე ჩემო ტკბილო , უფრო გაფუმფულდი შეენ? რო გკოცნი მეტად ტკბილად მხვდება შენი ლოყები
-ღორმუცელა ბავშვი გვყავს და მე რა შუაში ვარ - საყვარლად თქვა და ალექსანდრეს აკოცა კიდე ერთხელ-ისე მომენატრე დაუსრულებლად შემიძლია გაკოცო და დაგახრჩო კოცნით
-რას ელოდები მერე უარზეა ვინმე?- ალექსანდრემ უთხრა და იატაკზე დასვა ერთი მაგრად აკოცა და მერე მოწყდა მის ბაგეებს- მმ რა ტკბილი ხარ - კბილები ჩაასო ტუჩებს და მერე გაილოკა- ჩემს გიჟ შვილებს სძინავთ? დღეს მათეს დაბადების დღე როა ეხლა დაბრუნდნენ ალბათ
-ეძნებათ უკვე დამიანე და ლილე მალე მოვიდნენ .დემეტრე ეხლა მოვიდა ,მაგრამ არ შეხვიდე ხვალ ნახე ჯობს
-წავედი ვნახავ ჩემს ბარტყებს და მოვალ- უცებ აკოცა და გავიდა, ბავშვების ოთახებში ნელა შევიდა საწოლს მიუახლოვდა ძალიან ფრთხილად დაიხარა თმაზე გადაუსვა დამის ხელი და შუბლზე აკოცა, მერე ლილეს ოთახში შევიდა როგორც კი დაიხარა და აკოცა მაშინვე ჭყიტა თვალები ქალბატონმა წამოიკივლა და ზედ შეახტა მამიკოს
-მამუციი როგორ მომენატრეე რატო არ თქვი თუ მოდიოდი ცუდოო შენ. ვაიმე როგორ მიყვარხარ ჩემი ტკბილი მამიკო- იმდენჯერ აკოცა და ჩაეხუტა ალექსანდრე სიცილს ვერ იკავებდა ხელი მაგრად მოხვია და მანაც ბევრჯერ აკოცა, დაიტვირტა სიხარულით და ისე დაბრუნდა თავისი საძინებლისკენ მაგრამ დემეტრეს ოტახთან მაინც გაჩერდა უნდოდა მისი ნახვა ....
...........
ელენემ საფეხურები აირბინა და დემეტრეს ოთახში შეაჭრა. ვაჟბატონი წელს ზემოთ შიშველი იდგა არყის ბოთლით ხელში
-რას აკეთებ - ბოთლი გამოართვა და იქვე დადო- ამდენს რატომ სვავ .ვერ იტან დალევას და დღეს რა გჭირს
-აქ რა გინდა შენ
-არ გინდა რო ვიყო? ნინისთან თუ გერჩივნა აქ რატო ხარ
-ნინის დედაც... მოდი ჩემთან - ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრო თავზე კოცნიდა და ისე უჭერდა ხელს თითქოს ვინმე ართმევდა, მაგრამ ელესაც სიამოვნებდა უფრო მიაკრო მის შიშველ მხარზე დადო თავი და ხელები წელზე მოხვია
-გიყვარს?- სიჩუმე დაარღვია და თვალებში ჩახედა
-არ მინდა ლაპარაკი გთხოვ დავიძინოთ რა მარტო მე და შენ სხვა ყველა გავაქროთ ფიქრებიდან - უთხრა ხელი ჩაკიდა კარადიდან მისი მაისური გამოიღო მერე ზურგს უკან დაუდგა უცებ გადაიცვა დემეტრემაც ჩაიცვა სპორტული შარვალი მაისური და მის გვერდით დაწვა. ელენემ მკერდზე დაადო თავი და გაიტრუნა
-ძალიან შემეშინდა მეგონა რაღაც მოგივიდოდა
-ჩემზე ღელავდი თუ შენს გვერდით მჯდომზე
-დემეტრე მე გითხარი შემეშინდა რომ რაღაც მოგივიდოდათქო . შენ მოგივიდოდა და სხვათაშორის იქ მეც ვიყავი და შეიძლებოდა რამე დამმართნოდა
-შენი აზრით ისეთ რამეს გავაკეთებ შენ რითაც შეგიქმნი საფრთხეს?
-არ გაგიკეთებია, მაგრამ მეგონა გააკეთებდი ისე უყურებდი
-ასე მაგრად მიცნობ სულ ხვდები რასაც ვფიქრობ და რაც მინდა?
-ალბათ. შენ ხვდები ?
-ალბათ- მანაც ისე უპასუხა და თავზე აკოცა- სულ გახსოვდეს რო ჩემი ცხოვრება ხარ და შენზე წინ არავის დავაყენებ რაც არ უნდა გააკეთო, სადაც არ უნდა წახვიდე და ვინც არ უნდა აირჩიო შენ სულ ჩემი გოგო იქნები, ჩემი სუნთქვა... ჩემი ელი - თვალებში უყურებდა მერე დაიხარა და ხანგრძლივად მიაკრა ცხელი ტუჩები შუბლზე. ისევ იგრძნო რაღაც ცხელის ჩაღვრა, ელენეს აჩქარებულ გულისცემაც ესმოდა....
ფიქრებში ჩაძირულს მხოლოდ ელენეზე ეფიქრებოდა , ხელი უკეთ მოხვია. მეორეთი სახეზე ეფერებოდა, როცა ალექსადრემ ფრთხილად შეაღო მისი ოთახის კარი და მათი მზერა ერთმანეთს წააწყდა. ჯერ გაკვირვებული უყურებდა შვილს მერე უკეთ დააკვირდა , დემეტრე შეცბა არ ელოდა ვინმე თუ შევიდოდა ამ დროს თვალით ანიშნა გადიო ალექსანდრემაც თავი დაუქნია და ფრთხილად მიხურა კარი. მაშინვე გადაწყვიტა გაერკვია რა ხდებოდა მათ შორის და ოთახში ჩაფიქრებული შევიდა, მარიამი უკვე იწვა გაიხადა და გვერდით მიუწვა
-რა ხდება ძინავდათ?
-დემეტრეს და ელენეს შორის რამე შეიცვალა ჩემს აქ არ ყოფნაში?
-ელენეს შეყვარებული ჰყავს. ლონდონში გააცნო დედამისმა ხო იცი რომ წერდა , დღეს ჩამოვიდა ... დღეს ჩამოვიდა, რესტორანში დაადგა უზარმაზარი ვარდების თაიგულით. როგორც ვიცი ელე ნიკამ წაიყვანა დემეტრე კიდე იმ გოგოსთან ერთად გასულა მე რო გითხარი ვერ ვიტან-თქო, ნინი. დასკვნა შენ გამოიტანე
-გასაგებია... იმ გოგოსთან რაღა უნდოდა
-რა მნიშვნელობა აქ რაც მთავარი არსად დარჩენილა და სახლში მოვიდა, დავინახე სასმელი აიტანა ზემოთ გაარკვიე რა რა სჭირს ...დაეხმარე ეგეთი არასდროს მინახავს - ჩაეხუტა და აკოცა მერე ცხვირი ყელზე გაუსვა ქვემოთ ჩამოყვა და სურნელი შეიგრძნო-როგორ მომენატრეე ხვალ არსად წახვიდე თორე არ დაგელაპარაკები იცოდე
-ისედაც არ მივდივარ უნდა ავინაზღაურო დაკარგული ხუთი დღე - ხელი მოხვია და დაბურცულ ტუჩებზე აკოცა- ჩვენი პატარა როდის აპირებს გამოსვლას?
-არ ვიცი მგონი მალე წესით ეს ორი კვირაა მაქსიმალური ვადა მაგრამ მგონია ორი კვირა არ მოიცდის
-ძალიან კარგი უკვე ყველაფერი მომზადებული გვაქ ჩვენი ფერიასთვის ასე რომ შეგიძლია გამოხვიდე მა აქ ისეთი გიჟი ხალხი დაგხვდება გადაგრევენ შენც,მაგრამ ეგ გიჟები მიყვარს მე ყველაზე ძაან - მუცელთან ჩაიცია და ისე ელაპარაკებოდა კოცნიდა და მერე თავი დაადო-შენმა დედიკომ არ იცის მე რო ვუვლიდი შენს ძმებს და ყველაფერი რო ვიცი მერე ლილე დაემემატა და მოკლედ სტაჟიანი მამიკო ვარ შენზე კი არ ვსწავლობ მა იცოდე არ შეგეშნდეს ხელშ რო დაგიჭერ დედიკოზე დიდი გამოცდილება მაქ მე - ისე თბილად საუბრობდა მარიამი ბედნიერებისგან აღარ იყო მის თმებში დაასრიალებდა თითებს და ეფერებოდა
-მიყვარხარ უსაზღვროდ, საუკეთესო ხარ-მოეხვია და მის ყელში ჩარგო თავი. ცოტახანს გაჩერდა მაგრამ შემდეგ უცებ თქვა
-აუუუ მინდა მინდა მინდააა
-რა გინდა
-ნუ დამცინი თორე გაგებუტები - ხელები მკერდთან გადაიჭდო და ხუთი წლლის გაბრაზებული ბავშვის გამომეტყველება დაკერა . ალექსანდრე კი სიცილის ვერ იკავებდა
-მოდი ჩემთან უნდა გაკოცო თორე გავაფრენ-უცებ მოხვია ხელი საწოლზე დააწვინა და იმდენი აკოცა სიცილს ვეღარ იკავებდა
-ვაიმეე გაჩერდი, ალექსანდრე მეცინება გაჩერდი - კისკისებდა და აღარ ჩერდებოდა -გაჩერდი და ალუჩა მომიტანე ალუჩა მინდა მინდააა
-კაი რა სად წავიდე ეხლა ალუჩაზე არ გეცოდები ეხლა ჩამოვფრინდი
-მინდა!
-ვაიმე როდის დაიბადება რა შენ რა ჭირვეული მყევხარ
-მიდიხარ? სახლში გვაქ მგონი
-ვნახავ - გავიდა და მალე დაბრუნდა . მიირთვა და როგორც იქნა დაიძინა.
....
დემეტრეს არც ჩასძინებია უყურებდა ელენეს და აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას. დილით უყურებდა როგორ იღვძებდა ჯერ თითები ჩაიტანა დემეს მკერდიდან წელისკენ უკეთ რო მიხუტებოდა, მერე ყელზე გაუსვა ცხვირი და ღრმად შეისუნთქვა სურნელი . ამ დროს ორივეს გააჟრჟოლა სასიამოვნოდ და განსხვავებულად მერე გაიღიმა და თვალები გაახილა, სამაგიეროდ დემემ მოიმძინარა თავი . ელემ შეხედა წამოიწია და სახეზე მოფერება დაუწყო ჯერ ლოყებზე და შუბლზე უსმევდა თითებს მერე ნიკაპზე , თმებზე .ბოლოს დაიხარა და ლოყაზე მიაკრა ტუჩები ხანგრძლივად თან ლოყა მის ლოყას მიადო და გაიყურსა
-დემუსი არ იღვძებ? ვისაუზმოთ და გამიყვანე სახლში
-ცოტახანს დარჩი რა- დემემ ხელი მოხვია წელზე და ისევ დააწვინა ამჯერად თვითონ ჩაეხუტა
-დემ მიდი წამო რა -თმები აურია და შუბლზე აკოცა
-მეზარება არ ავდგეთ რა არ მინდა
ბევრი ბუზღუნის მერე დამიანე და ლილე დაახტნენ თავზე. ატყდა ერთი ორომტრიალი მერე მარიამიც მიგორდა და ყველა მასზე გადაერთო. ბოლოს ისაუზმეს ყველამ ერთად მხიარულად . ელესთან ზარიც განხორციელდა და დემეტრეს ნერვებიც გაყვა, როცა ელე ნიკასთან შესახვედრად წავიდა.
სამი დღე გავიდა. ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს ბოლოს საღამოს რესტორანში დაპატიჟა და სერიოზულ საუბარზე გადავიდა.
-ელე მართალია დიდი ხანი არაა რაც გიცნობ ,მაგრამ შენზე ბევრი რამ ვიცოდი მანამ სანამ გაგიცნობდი დაუსწრებლად მომწონდი შენი მშობლების წყალობით, იმდენს მიყვებოდნენ შენზე . როცა გაგიცანი მეტად მომეწონე ეხლა კი მინდა ურთიერთობა ვცადოთ და უფრო დავახლოვდეთ , მინდა ერთად ვიყოთ . შეიძლება ერთ ქვეყანაში ცხოვრება დროებით ვერ მოვახერხოთ ,მაგრამ მოგვიანებით გადმოხვალ ლონდონში ვიცი მიხვდები რო აქ ყოფნა ტყუილი დროის კარგვაა და იმ ბიჭზე აყოლა არაფერს გარგებს . უნდა დაუჯერო შენს მშობლებს და შეეშვა დემეტრეს ხომ ხედავ როგორია მასთან ყოფნა კარგს არაფერს გიქადის ის კი ზედმეტად ახლოსაა შენთან და ზედმეტებს ბედავს. არ მინდა ასე ხშირად რჩებოდე მასთან და საერთოდ ასე გეხვეოდეს და გკოცნიდეს თავის ნებაზე . შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ჩემს გარდა არავინ უნდა გეხებოდეს არ მინდა რამე აგიკრძალო, მაგრამ დემეტრე გამონაკლისია ვერ ავიტან მის გვერდით იყო და ასე იქცეოდე როგორც ეხლა. ის არავინაა მეგობრები მიდიან და მოდიან მე კი მინდა ჩემი ცოლი გახდე და ..- კიდევ გააგრძელებდა ალბათ საუბარს ელენე გონს რომ არ მოსულიყო. უსმენდა თან ფიქრობდა და გონებაში ხარშავდა ყველაფერს. მიხვდა რო, ტყუილად დაკარგა დრო, იცოდა რომ განგებ ცდილობდა ვინმეს შეყვარებას თითქოს ამით დაუმტკიცებდა თავს რომ დემეტრე მხოლოდ მეგობარი იყო და შეეძლო სხვა ბიჭთან ყოფნა, მაგრამ ეხლა ხვდება რო შეუძლებელი ამის დამტკიცება. ყველაფერს მოეფინა ნათელი. თითქოს გონება გაუნათდდა როცა გადაწყვეტილების წინაშე დადგა . აღარც კი უსმენდა ნიკას უბრალოდ გაბრაზდა და მალევე მიასვა თავის ადგილას..ამ დროს დემეტრეს ყველაზე მეტად ჰგავდა, როდესაც ბრაზდებოდა კონტროლს კარგავდა
-გაჩუმდი და მე მომისმინე ! შენ ხარ ჩემი მშობლების სასურველი სასიძო. დარწმუნებული ვარ შენს მშობლებსაც ვუნდივარ რძლად ოჯახური გარიგების მიზნით ისე არც კი მიცნობენ . შენც იცოდი რო, უბრალოდ უნდა დაგეკერე მხომ მაგიტო მხვდებოდი. მერე მოგეწონე და ახლა მიყენებ აქ პრეტენზიებს . არაფერი თქვა, ვიცი რომ ასეა და ვნანობ დრო რო დავკარგე დემეტრეს რაც შეეხება შენც დაიმახსოვრე და ჩემს მშობლებსაც გადაეცი, რომ ისაა ჩემთვის ყველაფერი და ნემისმიერს დავთმობ მის გარდა , ვერავინ ამიკრძალავს მასთან ურთიერთობას და ვერც დამაშორებს. ეხლა კი შეგიძლია დაბრუნდე შენს ლონდონში და სხვა ვინმე ეძებო, მე არ გამოგადგები არ მიყვარხარ და არც არასდროს შემიყვარდები. მხოლოდ შენი გარეგნობა შემიძლია შევაფასო - წამოდგა და ჩანთაც აიღო-კარგად ნიკოლა- ცინიკურად გაუღიმა და სწრაფად დატოვა იქაურობა. შემდეგ ლილეს დაურეკა და კლუბისკენ წავიდა სადაც ბავშვებს მოეყარათ თავი მათ შორის დემეტრესაც . იცოდა იმ საღამოს რაც მოხდებოდა და მკვდარი იდო მაგიდასთან . ვისკით სავსე ჭიქას ჩაჰყურებდა და თან სვავდა. ელენემ რომ დაინახა გაეღიმა უკვე ყველაფერში გაერკვია და ბედნიერი მიუჯდა გვერდით, შემდეგ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა
-დამალევინებ მეც დემ?
-ელე? აქ რა გინდა?
-აქ თუ არა აბა სად გინდა ვიყო? - აუარა გვერდი კითხვას და ჭიქიდან ცოტა მოსვა- ფუუ რა საშინელი გემო აქ, არ დალიო რა - ჭიქა გვერდით გასწია და კიდევ ჩაეხუტა - წამო ვიცეკვოთ რამდენი ხანია არ გვიცეკვია მე და შენ- ხელი ჩაკიდა და წამოაყენა. დემეც გათიშული მიყვებოდა უკან ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა . ნელი მელოდია ისმოდა წყვილი კი ჩახუტებული ცეკვავდა და ერთმანეთით ტკბებოდა . როცა დასრულდა დემემ ელეს ლოყაზე აკოცა და მაგიდისკენ დაიძრნენ . გიჟივით შემოვარდა ნიკო ...პასუხის გაცემა უნდოდა ეგევე ელენეს წვდა მაჯაში და თავისკენ მიიზიდა
-მომისმინე შე ლაწირაკო . რა გგონია ასე მარტივად შეგეშვები? ასე იოლად გადამაგდებ? მეთამაშე და ეხლა დამტოვებ? ფეხებზე ... შენი აზრი აქამდე იმიტო ვაკეთებდი ყველაფერს ვიფიქრე ძალით არ მოვიყვანთქო ისე კი გადაწყვეტილია ჩემი და შენი ამბავი ფეხებზე გინდა თუ არა, ჩემი ცოლი იქნები შენი მშობლები თანახმა არიან და დღესვე გამოგაყოლებენ მე რო მოვინდომო ამ ნაბიჭვარს კი ცხოვრებაში ვეღარ ნახავ - უღრიალებდა თან ხელს უჭერდა . დემეტრე უცებ ვერ მოვიდა გონს ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი მერე კი ელენე რომ დაინახა როგორ ცდილობდა განთავისუფლებას და მტკივან ხელებზე იხედებოდა გაგიჟდა, სისხლი გაეყინა გონება გაეთიშა მხოლოდ ერთძე ფიქრობდა და აასრულა კიდეც დიდი ხნის სურვილი. ელენე უცებ დაიხსნა ბიჭის ხელებიდან და დამიანესკენ გასწია თვითონ კი ყელში სწვდა ბიჭს
-რაო რა მინდაო რა თქვი შე ? ვინ მოგყავს ცოლად? შენ ვაფშე ვინ ჩემი ყ*ე ხარ ელენეზე რომ ლაპარაკობ და პრეტენზიებს მიცხადებ.. მიპასუხე რა უფლებით ეხები და ტკენ ვინ მოგცა ნება უყვირო - ჯერ ურღრიალა მერე იმანაც რო, მოიშორა ხელი და პასუხი უხეშად გასცა ერთი მოუქნია და მაგიდას ისე მიანარცხა ყველაფერი დაამსხვრია, მერე მივარდა წამოაყენა და გარეთ გააგდო .
ყველა უკან გაყვნენ , ბიჭებს გაზავება უნდოდათ , ელენე ტიროდა ეშინოდა რამე არ მომხდარიყო ,მაგრამ ისე დაუყვირა არც ერთი მომეკაროთო ყველა გააშეშა იცოდნენ უფრო რომ გაგიჟდებოდა და თავისას მაინც გაიტანდა . ისე ჩხუბობდნენ იმის აღწერა და იმ სიტყვების წარმოთქმა შეუძლებელია ბოლოს რომ იჯერა გული და სისხლი ადინა წამოდგა თან წამოიყოლა ძალაგამოცლილი სხეული და ბოლოჯერ უღრიალა
-ორ საათს გაძლევ აქედან ასათეს*დ და ელენეს სამუდამოდ გონებიდან ამოსაშლელად .მერე კიდე რო დაგინახო ამ გოგოსთან მიახლოებული დედას გიტირებ...კარგად დაიმახსოვრე - ხელი უშვა და დაცვას გახედა გაათრიეთ აქედანო . იმათაც წაიყვანეს დაბეგვილი ნიკოლოზი. დემეტრემ მარტივი მოძრაობით მოიწმინდა ცხვირიდან წამოსული სისხლი და ელენესკენ წავიდა რომელიც დამიანეს ეხვეოდა და ტიროდა . დამიმ ხელი უშვა სამაგიეროდ დემეტრე მოეხვია -ჩშ ჩშ ჩემო ლამაზო ხომ იცი მეკეტება რომ ტირიხარ და შეიძლება მოვკლა ხო იცი რო მოვკლავ
-შემეშინდა რო რამეს დაგიშავებდა -ტირილით თქვა და სუსტი ხელები შემოხვია ბიჭს
-ჩემი ციცქნა რა სულელი მყავხარ, როდის უნდა მიხვდე რომ შენს გამო ნებისმიერს მოვუღებ ბოლოს -თვალებში ჩახედა და შუბლზე აკოცა- წამოდი მივდივართ მე და შენ მნიშნელოვანი საქმე გვაქ გასარკვევი ჩემო ფერია- დამის გადახედა ანიშნა რაღაც და ელესთან ერთად წავიდა თავისი მანქანისკენ. მალე დამშვიდდა ელე , დემეტრეს მისი ხელისთვის თავისი არ გაუშვია , ჩქარა მიდიოდა სულ თავისუფალი იყო გზები , ბოლოს კი წყნეთის აგარაკზე ავიდნენ. მყუდრო და ლამაზი ადგილი იყო. ორივე გადავიდა მანქანიდან , იქვე ეზოში დასხდნენ დემეტრემ ცრემლები მოწმინდა და მთელი სახე დაუკოცნა ელე გატრუნული იჯდა და გული გამალებით უცემდა
-ჩემო ფერია შენ იცი ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ხარ , იცი რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ მაგრამ ეხლა მივხვდი რო არც ერთს არაფერი გვცოდნია აქამდე რაც მეგონა ის არაფერია იმ გრძNობასთან შედარებით რასაც ვგრძნობ შენს მიმართ და რაც კიდევ ხდება . იმდენად მიყვარხარ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ჩემი სულის ნაწილი ხარ ,ჩემი გულის ფეთქვა... ქალი რომელიც მინდა მხოლოდ ჩემი იყო როგორც მეგობარი, შეყვარებული, ცოლი, საყვარელი ქალი, ჩემი შვილების დედა და უკანასკნელი ვისაც თვალების დახუჭვისას დავინახავ ,მინდა სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცოლი იყო და მხოლოდ მე გიყვარდე. ვიცი რომ შენ ეს გაგიკ..
-ჩშ - ელენემ გარბრწყინებული თვალები მიაპყრო და ტუჩებზე თითები მიადო- შენ ჩემი გულის ფეთქვა ხარ, შენს გარეშე სისხლი გამეყინება არც ერთი წვეთი იმოძრავებს, სუნთქვა გამიჭირდება იმიტო რომ ჩემი სუნთქვა შენ ხარ . მოვკვდები შენი თუ არ ვიქნები, ქალი რომელიც იქნება შენი მეგობარი, მრჩეველი, დამამშვიდებელი საშუალება , ნარკოტიკი რომელსაც მთელი ცხოვრება მიიღებ, შენს შვილებს თუ არ ვატარებ მუცლით არასდროს გავხდები დედა. შენი ცოლი თუ არ მერქმევა არასდროს მეყოლება ქმარი შენზე ძლიერად ვერავის შევიყვარებ რადგან მეტად მხოლოდ შენ მიყვარდები დღითიდღე ყოველი წუთის გასვლისას მეც მიყვარხარ იმ მაქსიმალური ძალით რომელიც შესაძლოა ქალს კაცი უყვარდეს
ამ სიტყვებმა სამუდამო ბენირება მიანიჭა ორივეს , თითქოს გული გაუჩერდებოდათ ამხელა სიხარულით . ხელი მოხვია და მაგრად ჩაიხუტა უკვე საყვარელი ქალი
-მიყვარხარ დემეტრე დადეშქელიანო - დაიჩურჩულა ელენემ და თვალებში ჩახედა .
შუა ღამით მთვარის ქვეშ ულამაზეს ბაღში იდგა წყვილი მინიმალური მანძილით დაშორებული რომელთა გულებიც სინქრონში ფეთქავდნენ, რომელთა სუნთქვაც ერთმანეთს ერწყმოდა , ტუჩები კი პირველი და საუცხოო შეერთებისკენ მიისწრაფოდნენ . გრძნობების ფეიერვერკი იყო , მეტასტაზები რომელსაც ერთმანეთს უგზავნიდნენ და სხვა განზომილებაში დაფრინავდნენ. დემეტრე კოცნიდა ნაზად , გრძნობით და სურვილით ისე როგორც წმინდა არსებას შეეფერება . ფრთხილობდა თითოულ დეტალში და უდიდეს სიამოვნებას იღებდა . მსგავსი გრძნობა არასდროს განუცდია თითქოს გული ამოფრინდებოდა და სადღაც შორს გაფრინდებოდა , ჟრუანტელი რომელსაც მთელს სხეულში გრძნობდა , ვეღარ გრძნობდა ვერც ერთ კიდურს , უჟანგბადობა აწუხებდა მაგრამ არ უნდოდა მოშორებოდა მის ბაგეებს. ბოლოს მოსწყდა მაგრამ მხოლოდ ბაგეები დააშორეს თვალებში უყურებდა ელეს შემდეგ გულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა.
........
მარიამი მთელი საღამო მოუსვენრად იყო, ოთახში დადიოდა ვარჯიშებს აკეთებდა. ლილე და დამიანე რომ დაბრუნდნენ უფრო დამშვიდდა . კარისკენ გაიხედა და დემეტრე რომ არ გამოჩნდა ბავშვებს მიუბრუნდა
-დემე სად არის?
-ელენესთან ... უნდა უთხრას რომ უყვარს
-ვაიმეე რა მაგარია არ მჯერა ნუთუ დადგა ეს ბედნიერი დღე...დღეს ასწაულების დღეა- უცებ წამოდგა ფეხზე სულ დაავიწყდა ტკივილი ისე უხაროდა.- ვაიმეეეეეეე დამეწყოოოოოოოოოოო- მარიამის ხმამ ყველაფერი მოიცვა .უცებ მიიდო მუცელზე ხელი და თვალებგაფართოებულმა გახედა ალექსანდრეს. წამებში საავადმყოფოსკენ მიქროდნენ დამიანე იჯდა საჭესთან ალექსანდრე უკან იყო მარიამის გვერდით. ყველაფერი იმაზე სწრაფად მოხდა ვიდრე ელოდნენ, დადეშქელიანი გვერდიდან არ შორდებოდა და პატარა ქალბატონის დაბადებასაც დაესწრო. ნანატრი ხმა გაისმა და სიმშვიდემაც დაისადგურა...
მარიამს სიხარულის ცრემლები წასკდა, პირველი სიყვარულის ნაყოფი ჰყავდა მკერდზე დაწვენილი. ის პატარა არსება ამდენ ხანს რომ გრძნობდა უკვე მის მკლავებში იყო მოქცეული და სრულიად მასზე იყო დამოკიდებული
-ბედნიერი იყოს შენი ამ ქვეყნად მოვლენა პატარა ქალბატონო , მე შენი მამიკო ვარ - ჩურჩულით უთხრა და ფრთხილად აკოცა -მიყვარხარ ჩემო ქალღმერთო - მარიამის ტუჩებს შეეხო . შემდეგ ექიმებმა გადაიბარეს დედიკო და ჩვილი ,მამიკო კი გაუშვეს ოჯახს დაუბრუნდა დერეფანში რომ ზეიმობდნენ პატარა ქალბატონის მოვლენას.
-კიდევ ერთი ფერია მყავს - პირველად ბიჭებს მოეხვია ორივეს ერთად შემდეგ ლილეს მოხვია ხელი და როგორც ყოველთვის მხურვალედ აკოცა
-გილოცავ მამიკოო...
-საღოლ შენ რა ,კიდე ერთი გოგო ისიც ხო ლამაზი იქნება და ვიაროთ შეიარაღებულებმა - ლაშიკო მოეხვია და როგორც ყოველთვის დაიწყო ღლაბუცი .
მალე პალატაში გადაიყვანეს დედა-შვილი. მარიამს ძალა აღარ ქონდა ბავშვს აჭამა და თითქოს ამ დროს ენერგიით დაიტვირთა მართალია ფიზიკურად დაცლილი იყო მაგრამ ეს პატარა არსება ძალას მატებდა. შემდეგ ალექსანდრე შევიდა სხვებს არ უშვებდნენ უბრალოდ მინიდან უყურებდნენ ბავშვს და დედიკოს , ხელს უქნევდნენ და აკვირდებოდნენ პატარა დადეშქელიანს .
-როგორ ხარ ?- შუბლზე აკოცა და გაუღიმა
-ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ ,საოცრებაა - ბავშვს უყურებდა რომელსაც მშვიდად ეძინა დედიკოს გვერდით და ტუჩებს აცმაცუნებდა
-მიყვარხარ ჩემო ქალღმერთო- ალექსანდრე მის ბაგეებს დააკვდა და მარაგი მიიღო . შემდეგ პატარა ქალბატონთან დაიხარა პაწუწა თითებზე აკოცა და ცხვირი ფრთხილად გაუსვა სურნელი შეიგრძნო და სიამოვნებისგან ამოისუნთქა- როგორ მომენატრა ეს შეგრძნება ყველა მათგანს განსხვავებული და გამორჩეული სურნელი აქვს ამავე დროს ტკბილი და თბილი -პატარა დადეშქელიანს რა დავარქვათ დედიკო?
-ანაბელი ! ბელს დადეშქელიანი თუ წინააღმდეგი არაა მამიკო
-არა პრეტენზია არ მაქვს დანარჩენი შვიდიდან ყოველ მეორეს მე დავარქმევ - გაახსენა დანაპირები და აკოცა-იცოდე შეგასრულებინებ პირობას
-მახსოვს ბატონო ალექსანდრე -გაუღიმა დაღლილმა და ისევ აკოცა
-დაიძინე ჩემო ფერია მე გარეთ ვიქნები ...
რამდენიმე დღე საავადმყოფოში ნამდვილი აურზაური შექმნეს, დედიკოს გასამხიარულებლად რას არ აკეთებდნენ. ბავშვს ვეღარ შორდებოდნენ დადეშქელიანები . სახლში მისვლის დღიდან პატარა ქალბატონის ირგვლივ ტრიალებდნენ. მარიამის ძალების აღდგენამდე ალექსანდრეც სახლში იყო და უკვე გამოცდილი მამიკო ყველაფერს შესანიშნავად ართმევდა თავს . საოცარი სანახავი იყო უზარმაზარ მკლავებში რომ მოიქცევდა ნამცეცა ქალბატონს და სასეირნოდ დაჰყავდა, დილით გაღვიძებაც არ უჭირდა, მარიამთან მიჰყავდა და ღიმილით უყურებდა დედა-შვილს.
ორი თვე თვალის დახამხამებაში გავიდა, ქალბატონი გაიზარდა და ბავშვებიც მარტო იტოვებდნენ. ჯერ კიდევ ახალი გაღვიძებულები იყვნენ, ანაბელს ფუმფულა ლოყებს უკოცნიდნენ კარი რომ გაიღო და დამიანე გამოჩნდა
-დილამშვიდობის ,როგორ ხართ? ბავში მიმყავს... კარგად- უცებ თქვა ხელი მოხვია ქალბატონს და აართვა დედიკოს მერე კი მისი რბილი და ფუმფულა ლოყები ჩაკბიჩა-ჩემი გემრიელი გოგო , როგორ მიყვარხარ- ცხვირი გაუსვა ყელზე და ხმაურით აკოცა თან მიდიოდა არაფერი უკითხავს
-დამიანე სად მიგყავს
-ჩემთან იქნება ნუ ღელავთ თქვენ შეგიძლიათ „იცელქოთ“ - ბოლოს გაიცინა და გავარდა ოთახიდან
-გიჟია ესეც - მარიაამმა თქვა და წარბები მაღლა აზიდა მუცელზე თითებმა რომ დაიწყეს თარეში
-მშვენიერი იდეა მოგვაწოდა - ალექსანდრეს თვალები უბრწყინავდა ,ნელა აკოცა შემდეგ კი მთელ სხეულს დაეპატრონა.
........
-ბავშვი მომიყვანე რა- ლილე დამის საძინებელში შევარდა და რომ დაინახა როგორ ფართხალებდა საწოლში ქალბატონი გაიცინა და ისიც მათთან მოთავსდდა- ჩემი ტკბილი - ბავშვს დაწვდა და ჩაკოცნა- ფუმფულა დედოფალა- მთელი ტანი დაუკოცნა რაც კი სამოსიდან უჩანდა მერე მუცელზე ასწია ზედა და ღიპზე აკოცა- რამდეხლა ღიპი გაქ გოგო ასე შეიძლება??
- გეყოთ ,მომიყვანეთ ბავშვი - დემეტრე შემოვიდა და უცებ აიყვანა გოგონა
-დემეტრე მოგკლავ, მომიყვანე ბავშვი
-ხო გყავდათ მაცადეთ ახლა მე ჩავაცმევ და სასეირნოდ მიმყავს
-ელენეს ისე ვერ ნახულობ თუ რა ხდება
-ელენეს სულ ვნახულობ იდიოტო და გამეცალე ეხლა - ძმას შეუბღვირა და ბავშვის ოთახში შევიდა კარადიდან ტანსაცმელები ამოიღო და ქალბატონს ჩააცვა. დამი და ლილეც გავიდნენ თავიანთ ოთახებში , ჩაიცვეს და დემეტრეს გაყვნენ უკან
***-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-***
==_სამი წლის შემდეგ _==
ლილე ნიუ-იორკში იმყოფებოდა ტყუპებთან. ღამით კლუბში გართობა გადაწყვიტეს, რამდენიმე ჭიქა სასმელის,ცეკვისა და გართობის შემდეგ აჟიტირებულებმა გადაწტვიტეს იქაურობას გასცლოდნენ და ღამის ქალაქში სეირნობის სურვილით შეპყრობილები იქვე მდებარე სკვერისაკენ წავიდნენ.
-მთელი წელია აქ არ ვყოფილვარ ძალიან მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნა - ლილე ორივეს მოეხვია და სათითაოდ აკოცა
-ჩვენც ტკბილოოო....იცი ახალი ამბავი გვაქ მე და მიას- სიცილით თქვა მაშომ და წარბები სასაცილოდ აათამაშა
-რა ამბავი?
-შენთან ერთად ვბრუნდებით საქართველოში ...აქ სულ ხო არ ვიქნებით ,დედიკო და მამიკო დავითანხმეთ და ჩვენს სახლში ვიცხოვრებთ
-ვაიმეეე მართლაა? რა მაგარიააა... როგორ გამახარეეეთ- სიხარულით ხტუნვა დაიწყო გრძელი ტალღოვანი შავი თმას ნიავი ურევდა ფრიალა კაბა უფრო ზემოთ იწევდა და ზეციურ ქმნილებას ჰგავდა.
სკამებზე დასხდნენ. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას . მოწყენილობას ვერ იტანდა გიჟი მაშო ამიტომ ისევ მან გადაწყვიტა გასართობის პოვნა
-ვითამაშოთ სურვილებზე?
-მოსულა- მია ეგრევე დაეთანხმა
-კარგი ხო ჯანდაბას იმედია რაღაც საწაულს არ გამაკეთებინებ როგორც ბოლოს ვიღაც კაცს რომ დავუყვირე „პატარა ბიჭი ვაშლი მომიცუნცულე“-ლილეს მოგონებამ სამ ხმაში სიცილი გამოიწვია .ბოლოს რომ დამშვიდნენ თამაში დაიწყეს და ყველა მაშომ მოიგო. ასე რომ მიას და ლილეს სურვილების შესრულება მოუწევდათ
-აი ასეე მგელი ვარ რა
-აუუ ცუდადაა ჩვენი საქმე-მია მიეხუტა ლილეს და ბუზღუნი დაიწყო
-ჯერ მხოლოდ ერთ სურვილს გამოვიყენებ, რომელსაც ქალბატონი სათნოების და სინაზის განსახიერება ლილე დადეშქელიანი შეასრულებს, მანჰეტენის ცენტრში - მხიარულად განაცხადა ფეხზე მდგომმა და განაგრძო- და და და და დააააა -მეტი დრამატიზებისთვის წაიმღერა - ეხლა უცებ მოიმარჯვებს ჩემი ტყუპისცალი დაიკო მობილურს , კამერას ჩართავს რათა ეს კადრები დააფიქსიროს
-აჰა მზადაა- მიამ თქვა და გამოაჩინა კადრში
-ვინაიდან მე მაქვს ქალბატონ ლილესთან სურვილი მოგებული ჩვენი უმწიკლო და საყვარელი ლილე ადგება თავისი ლამაზი გიშრისფერი თვალებით ხუთი წუთის განმავლობაში აქ მყოფთაგან ერთ-ერთ ბიჭს აკოცებს ვნებიანად და ამაღელვებლად ისე რომ დაუვიწყარი გახდეს -ეს ყველაფერი ომახიანად თქვა მერე კი ჩურჩულით მიიწია კამერისკენ-რაღა დაგიმალოთ და დასამახსვრებელი კი იქნება ჩვენი გოგოსთვის პირველი კოცნააა დაა -უცებ ისევ აიმაღლა ხმა და მობილურს დახედა -აბაა წამზომი ჩაირთოოოო
ლილე გაოცებული იყო არ იცოდა რა გაეკეთებია მია ვიდეოს უღებდა .უცებ ზურგით მდგომი ბიჭი დაინახა არ ვიცი რა გადაუტრიალდა ტვინში და რატომ არ თქვა უარი ამ შემოთავაზებაზე. ბიჭთან წამებში გაჩნდა, ხელი თავზე და ყელზე მოხვია შემდეგ კი მთელი ვნებით დაეკონა მის ბაგეებს. უცნობი თავიდან დაიბნა, შემდეგ გაიღიმა გოგოს მკლავები მოხვია და კოცნა გააღრმავა. დადეშქელიანი ჭკუიდან გადაიყვანა, უჟანგბადობა რომ არა ალბათ არასდროს მოშორდებოდნენ ერთურთს -ოდნავ მოშორდა გოგოს სხეულს და ტუჩები თითქმის შეუმჩნევლად გაილოკა ეხლაღა შეხედა ლილეს აფორაჯებულ , ბავშვურ და ამავე დროს ულამაზეს სახეს. რომელიც წამიერად ჩაიბეჭდა გონებაში მისი შავი თვალები კი სადღაც სხვა პლანეტაზე აგზავნიდნენ თავადაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს ასეთი ხომ არასდროს არაფერი დამართნია.
ლილე რას გრძნობდა ამ დროს? ლილე უბრალოდ გათიშული იყო მხოლოდ მის სახეს აკვირდებოდა და თავისივე მსგავს, შავ თვალებში იძირებოდა, იმ განსხვავებით, რომ ბიჭს ზედ ეტყობოდა როგორი მკაცრი და უხეში იქნებოდა . სწრაფად გაახსენდა გოგონები ,ბიჭს ზურგი აქცია და ლამის სირბილით მივიდა ტყუპებთან
-ვაუუ შოკში ვარ ბეიბი ეს რა იყოო? წავედი მეც უნდა ვაკოცო- მაშომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ,მაგრამ მიამ გააჩერა
-გაგიჟდი შეენ? წამოდი დროზე წავიდეთ საკმარისია დღეისთვის გართობა
-კარგი ჩემი მომდევნო სურვილი მიაკოსია, რომელიც ხვალ უნდა დამხვდეს
-არ გინდა თქმა ვიცი ისედაც შენი ყავა, ნამცხვარი, საყვარელი შოკოლადი და ხილის ასორტი მხოლოდ ჩემი მომზადებული და მორთმეული
-იმენა ჯიგარი ტყუპი მყევხარ რა, უმაგრესი
სახლში დაბრუნდნენ ,ტყუპებს მეორე დღეს აღარც ახსოვდათ წინა ღამინდელი ამბავი , მხოლოდ ლილე ითიშებოდა წამით და მის გონებაში შავი მოელვარე თვალები ჩანდა ტუჩები კი ისევ ეწვოდა თითქოს ცეცხლი ეკიდა .
-აბა დღეს რა ვქნათ არ წავიდეთ გამოსაფხიზლებლად სავარჯიშოდ?
- უცებ მოვემზადები ნამდვილად მჭირდება ფიზიკური განტვირთვა
-დაგჭირდება გენაცვალე იმ ბიჭს ისე კოცნიდი წუხელ რა დაგავიწყებს-მაშომ მიაძახა და ლილეც შეუბრუნდა გაბრაზებული
-ჯერ ეს ერთი შენი მოთხოვნა შევასრულე და მეორეც არაფერი განსაკუთრებული უბრალო კოცნა იყო ვიღაც ამერიკელს სულ არ ჰკიდია ახლა ეგ კოცნა? ქართველებივით არ აინტერესებდეთ ერთბაშად
-ნუ ახლა ამერიკელი თუ იყო კი, მაგრამ რაღაც არააქ ეგეთი გარეგნობა უფრო კავკასიელს ჰგავს - მიამ დაამატა და მობილურს დახედა ლილე რომ მიხვდა რასაც აკვირდებოდა ასეთი ინტერესით მაშინვე მივარდა
-რას უყურებ ფოტო გადაუღე?
-გადაგიღეთ კოცნის მერე როგორ უყურებდი იმენა საკაიფო ბიჭია
-მივდიოდი და არ გამიშვი ჩავუტარებდი მასტერკლასს .ამასავით პირველ კოცნას კი არ მივიღებდი...
მთელი დღე მხიარულად გაატარეს აუზზე ხო საერთოდ გაგიჟდნენ ცურვითაც იჯერეს გული რუჯიც მიიღეს და გვიან დაბრუნდნენ სახლში. შემდეგ დაღლილები ტელევიზორთან მიესვენენ და ფილმების ყურება დაიწყეს ,ბოლოს პოპკორნი ეყარა ყველგან და მტვერსასრუტით შეიარაღებულები დადიოდნენ .
გავდივართ გოგოებოო ძაან მაგარი ფართია მაიკლთან-მაშომ სოციალურ ქსელში ძრომიალის მერე წამოიძახა გახარებულმა და ფეხზე წამოხტა-
-ეგ ვინაა?
- ეგაა მთელს ჩვენს სასწავლებელში ყველაზე მაგარი ბიჭი არ გაგაცანი გოგო? რა გჭირს შენ
-ვაიმე არ მიმიქცევია ყურადღება
-ვის არ მიაქციე ყურადღება მაიკლს? იმიტო გიყურებდა ისე გაგიჟებული? ტიპს დაევასე და შენ არ მიაქციე ყურადღება? წამო ეხლა დროზე იქ იქნება ყველაზე მაგარი სასტავი
-აუ მეზარება რა ხო იცი მაგათი ზღვარგადასული წვეულებები არ მომწონს სულ ვიღაც მეკიდება და უნდა მოვიშალო ნერვები
-ნუ დარდობ მაიკლი არ მოგაკარებს არავის იცი რა ჯიგარია?
-ჯიგარი ამერიკელი არ მინახავს მე
ბოლოს რა თქმა უნდა წვეულებაზე იყო. მაიკლის სახლში სადაც სრული ქაოსი სუფევდა, ლილე კი თავს არაკომფორტულად გრძნობდ ამითუმეტეს მასპინძელი ზედმეტ ყურადღებას იქცევდა რაც არასასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა.
-მეზიზღება უკვე ეს სიტუაცია....რა წესია ბორდელია თუ სახლი. გული მერევა
-ვაიმეე რა აზიატი ხარ გოგო გავგიჟდი დიდი ამბავი ...მაიკლთან მივიდეთ გადავცეთ საჩუქარი
იჭისგან თავის დაღწევა უნდოდა, ყველასგან შორს გასვლა და მშვიდად ყოფნა. მობილური რომ ამრერდა და ელენეს ნომერი ამოიცნო მაშინვე მოშორებით გავიდა
-ელე როგორ ხარ?
-კარგად ლილე შენ? როგორ ერთობი მაგათთან?
-ძალიან მაგარია იცი ახალი ამბავი მაქ ...ტყუპები საქართველოში მოდიან ჩემთან ერთად და მანდ იცხოვრებენ
-ვაიმეე მართლაა ძალიან გამიხარდა ,დემეს ვეტყვი
-ახლა მასთან ერტად ხარ?
-არა გასულია მარტო ვარ რა ხდება? მითხარი ეხლა გაგიჩალიჩა რაღაც ხო იმ გიჟმა მაშოკომ
-ვეთამაშე სურვილებზე და მოგვიგო როგორც ყოველთვის და იცი რა მითხრა? მიდი ეხლა აქ ვისაც დაინახავ უცებ მიდი აკოცე და მოშორდიო მეც რა ჯანდაბა გადამიტრიალდა არ ვიცი ვიღაც ბიჭი დავინახე ზურგით იდგა ჩვენგან მივედი და ვაკოცე ვიფიქრე უცებ მოვშორდებითქო მაგრამ ისე მაკოცა სულ დამავიწყდა ყველაფერი დარეტიანებული დავდივარ დღესაც
-ვაიმეე როგორ შეგეცვალა ხმა იცი? პირველი კოცნაც ეგეთი განსხვავებული უნდა
-შენ მაინც შემეშვი რამ გამაგიჟა ვერ ვხვდები თითქოს მიზიდავდა პირველად ვაკოცე ბიჭს და ისიც აზრზე არ ვარ ვინაა. ვიღაც ამერიკელი რომელიც კაცმა არ იცის რას წარმოადგენს
-მე თუ მკითხავ ძალიან რომანტიკულია ღამით მანჰეტენზე კოცნი ძალიან მაგარ ბიჭს
-შენც მაგრად გაგაგიჟა დემემ ხო? არ მიკვირს. ეხლა წვეულებაზე ვართ, ვიღაც ამათი კოლეჯიდანაა მაიკლი ჰქვია.შემაწუხეს ,ისე მიყურებს მგონია შიშველი ვდგევარ ეგ გიჟები აქ რომ იყვნენ ცემაში ამოხდიდნენ სულს-გაიცინა მისი ძმები რო წარმოიდგინა -მომენატრა ჩემი გიჟები
-ჩვენც მოგვენატრე ჩემო ლამაზო- დემეტრეს ხმა გაიგონა და გულში სითბო ჩაეღვარა-როგორ ხარ მანდ?
-დემუსიიი ,ჩემი დემუსიი როგორ მომენატრეეე
-მეც ჩემო ლამაზო .რას შვები, სად ხართ
-დაბადების დღეზე ვართ
-ხოო? ეხლა გოგოები შენთან არიან?- დაასერიოზულა ხმა
-არა მარტო ვზივარ უკანა ეზოში . ხმაურია და ხო იცი ვერ ვიტან
-ეხლა მანდ გოგო შუაღამე არაა? სახლში წადით რა ნუ დაბოდიალებთ
-კაი დემუსი დამშვიდდი, წავედი
-ჭკვიანად იცოდე და ფრთხილად ...
მობილური ჯიბეში ჩაიდო და წამოდგა დაინახა როგორ მიდიოდა მისკენ კარგად შეზარხოშებული მაიკლი და უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა .უნდოდა გოგოებთან გასულიყო, როცა მაჯაში წვდა ბიჭი და სწრაფად ააკრა სახლის კედელს . ლილეს შეჯახების გამო საშინლად ეტკინა ზურგი და წამოიკივლა
-რა ლამაზი ხარ ლილე - ბიჭი სახეზე ეხებოდა და თან უახლოვდებოდა
-არ შემეხო ...ხელი გაწიე და გამიშვი
-დაბადების დღის საჩუქარი მინდა და მერე გაგიშვებ
-არ გაბედო მოკარება
-ვიცი რო შენც მოგწონვარ შეუძლებელია არ მოგწონდე თუ მოინდომებ ჩემი გოგო იქნები
-არ მაქ სურვილი და ხელი გამიშვი -გაბრაზდა უკვე დადეშქელიანის ქალბატონი და თვალები უფრო ღრმა გაუხდა
-რო არ გაგიშვა ? - ხელი საჯდომზე მოუჭირა და კაბის აწევა დაიწყო. ლილე ისე იდგა ვერ ახერხებდა თავდაცვას უკვე უსიამოვნო ჟრუანტელს გრძნობდა ცოტაც და გაავებული მოიშორებდა ბიჭს, მაგრამ დაასწრეს დადეშქელიანს თავისი ძალის გამოვლენა . მაიკლს ვიღაცის ტორი ჩაებღაუჭა მხარზე და ძალიან თავისუფლად მოაშორა ლილეს მერე კი სიბნელეში გაიჟღერა ბიჭის ხმამ რომელმაც ლილეს ჯერ არ განცდილი გრძNობა გაუღვივა თითოეული ბგერა აგიჯებდა იმდენად მამაკაცური და ამაღელვებელი იყო . მართალია გერმანულად უთხრა და ძალიან გაუკვირდა მაგრამ გაიგო რადგან ფლობდა საკმაოდ კარგად ამ ენას გაოცდა მაგრამ არ შეიმჩნია „ეს გოგო უკვე დაკავებულია და სხვის საკუთრებას ნუ ეხები ხო იცი რაც დაგემართება“ მაიკლი შეკრთა სიბნელეში მყოფს გახედა რომელსაც ლილე ვერ ხედავდა მხოლოდ და ერთი სული ქონდა დაენახა , შემდეგ ლილეს შეხედა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ლილე მას უყურებდა მაგრამ როცა გონს მოვიდა და ბიჭისკენ წავიდა იქ აღარავინ დახვდა. გაოცებული იხედებოდა ირგვლივ მაგრამ ვერავინ შეამჩნია თითქოს იქ არავის გაევლოს .
სახლში დაბრუნებულს საღამოს მომხდარი ინციდენტი უტრიალებდა გონებაში და ამაზე ფიქრში ჩაეძინა. ბოლო დღეებმა ნიუ-იორკში არაჩვეულებრივად ჩაიარა შემდეგ ბარგი ჩაალაგეს და გახარებული დაბრუნდა საქართველოში. ჩაფრენისას ყველა ადგილზე დახვდა პატარა ქალბატონი მაშინვე დაიკოსკენ გაიქცა ისე საყვარლად მიბაჯბაჯებდა და ფუმფულა ხელებს მისკენ წევდა
-ლილეეე -ტიტინებდა მერე კი მოეხვია . ბავშვი ხელში დაიჭირა და ძალიან ბევრი აკოცა
-მეტოქე მყოლია და ვერ მივმხვდარვარ-ალექსანდრემ სიცილით თქვა როგორც კი დები მოწყდნენ ერთმანეთს და პირველმა სწორედ მან ჩაიკრა გულში ქალიშვილი -მომენატრე პრონცესა
-მეც მამიკოო ...ძალიააან ძალიან მომენატრე - როგორც ჩვევია ბევრი აკოცა ალექსანდრეს მერე კი დანარჩენების ჯერი დადგა განსაკუთრებით გახარებული მარიამს მოეხვია რომელიც უკვე ხუთი თვის ფეხმძმე იყო და მუცელი საგრძნობლად ეტყობოდა-გაბერილხარ უფრო ვაიმე რა საყვარელი მუცელი გაქ რაო ექიმმა ბიჭია თუ გოგო
-ჯერ არ ვყოფილვართ ხვალ მივდივართ
-მეც წამოვალ მაინტერესებს და ხო იცი .სახელს მე ვარქმევ
-რა თქმა უნდა პრინცესა- მარიამმა გაუღიმა -ჩემი მულიკო და მისი ოჯახი როდის ჩამოდის ?
-მოაგვარებენ დარჩენილ საქმეებს და ჩამოვლენ ზაფხულის ბოლომდე ალბათ
ყველანი სახლში წავიდნენ უკვე მზად ქონდა ნანას ვახშამი ერთად მიუსხდნენ სუფრას უკვე სრული შემადგენლობით .
-აუუ ალექსანდრეე -მარიამმა ბუზღუნით თქვა და ქმარს გახედა- ნაყინი მინდა მარწყვის
-მომაქ მე მოგიტან- დამიანე წამოდგა და მამიკოს სამსახური გაუწია
-მოკლედ რა ნახე რა სამსახურს გიწევენ ბიჭები -გაიცინა მარიამმა და დამის ლოყაზე აკოცა- მადლობა დამიი
-ტყუპებმა გაიღვიძეს - ხმა გაიგონა თუ არა ლილემ მაშინვე გავარდა და უკან დაბრუნდა ბაჯბაჯა ბიჭებთან ერთად რომლებიც დამოუკიდებლად ვერა, მაგრამ დაიკოს დახმარებით მოდიოდნენ და იღიმოდნენ
-მამიტო გიო და გაბლო ლატო ველ დადიან მალტო?- ანაბელმა მამიკოს ახედა და მისი გამოწვდენილი ლუკმაც ჩაიდო
-მამიკოს პრინცესა ისინი პატარები არიან შენხელა რო იქნებიან აი მერე ირბენენ
-მე დიდი გოგო ვალ ეგენი ლოდიც იქნებიან ჩემქელა თამაჩი მინდა მე უფ მომიკანეთ პატალა გოგო
-არა რა ხო ვამბობ ეს ბავშვი არის ალი კვალი მამამისი ნახეთ როგორ ბრაზდება ამანაც ასე იცოდა ბავშვობაში რო აიჩემებდა რამეს - ლაშამ თქვა სიცილით და ერთ-ერთი ტყუპი აიყვანა ხელში- შენ რომელი ხარ ჩემი ნათლული თუ მეორე
-რას ეკითხება ბავშვს... სულელია ეს ჩემისა გეტყვის ახლა ერთი წლის ბავშვი მაგას? - ერეკლემ წამოარტყა თავში ხელი და მერე ბავში გამოგლიჯა- მოდი ჩემთან შენ ჩემი ნათლული ხარ გაბო, ხო მართალია დედიკო?-მარიამს გახედა რომელიც იცინოდა-არა? აბა გიორგია? არაა გიორგი გიორგი ისაა იმას უფრო ღია ფერის თვალები აქ ამას შავი აქ ნუ მასწავლით ეხლა რა ჩემი ნათლული ესაა
-სად არჩევს ეხლა რომელს უფრო ღია თვალები აქ გადამრევს ეს მე- ლაშამ მეორე დაიჭირა და ერთად შეხედა ორივეს- ისე მართალია ხო იცი ამას უფრო ღია აქ? მოყავისფრო
-მართალია ოღონდ პრიქით გიოს აქ მუქი გაბოს ღია
-აი ხო ხედავ შეცდი ძმა ესეიგი შენ ხარ გიო ისაა გაბო თუ პირიქით აუუ ვინ ხარ ბიჭო შენ ჯერ ამათ ვერ ვარჩევდი სანამ არ გაიზარდნენ ეხლა ესენი დამემატნენ რა იყო შე ჩემა არაიდენტურ ტყუპებს ვერ ქაჩავ?- ერეკლე ალექსანდრეს მიუბრუნდა
-შე შინაბერა ჯობია შენ თავს მიხედო სულ არ გყავს არც ერთი შვილი მაგან კი გაგვასწრო და ერთად ვერ გავასწრებთ ეხლა მე და შენ სულ ტყუპები რო გაგვიჩინონ ცოლებმა - ლაშამ მოშხამა წამსვე
-ხო ისე მართალია მეშვიდე შვილს ელოდება უკვე ტო.. მარიამ ცოტა რო დაატორმუზო და გვაცადო დაწევა არ გინდა?- ერეკლემ უთხრა სიცილით და წარბები აუთამაშა მარიამი კი იცინოდა
-ცოლი გყავს უკვე და მე არ ვიცი?
-ერთ-ორ დღეში შეიძლება გადამეკეტოს ,ხელი დავავლო და მოვიტაცო ის ჯიუტი თხა. როდის ამომივა ლოდინი ყელში არ ვიცი...მთავარია მაგას არ დაემსგავსონ ჩემი შექმნილი ბავშვები თორე მერე რა მეშველება
- ერეკლე ბიძია ანუ ეკას ცოლად შერთვას აპირებ და მე არაფერი ვიცი? მოკლედ ამ ერთ თვეში რა ამბები დატრიალებულა ლაშა შენც ხო არ გყავს ვინმე შერჩეული
-ლილე გეყოფა რა მე რა დღეში ვარ იმ ჯიუტმა რა მიყო შენ კიდე დამცინი? დიდი მადლობა და ბიძა აღარ დამიძახო გოგო თორე გცემ
-დასვი ბავშვები უნდა ვაჭამო- მარიამი მოდიოდა ფაფებით ხელში მერე ორივე თავიანთ სკამში ჩასვა თეფშები წინ დაუდო და დაიწყო ,ხუთ წუთში ორივე თეფში მოპრიალებული იყო -დედიკოს ღორმუცელა ბიჭები მოგეწონათ დეე- მოტუტყნულ ლოყებზე აკოცა და მერე ბიჭებს გახედა- ამოიყვანეთ რა ძმებო და წამომყევით სააბაზანოში უნდა დავბანო - დამიმ და დემეტრემ აიყვანეს ბავშვები ისინიც მხიარულად ათამაშებდნენ ხელ-ფეხს და რაღაც ბგერებს გამოსცემდნენ . მერე გამოცვლაში მოეხმარნენ და ისევ უკან დაბრუნდნენ.
-სადაა ჩვენი გოგოოო- გადარეული მათე შემოვარდა და ეგრევე აიტაცა ხელში ლილე
- როგორ შემოვარდი გამისკდა გული ,ვაიმეე
-ჩემო შაქარყინულო . მომენატრე - დასვა და ბევრი აკოცა
-გიჟო გამოეცალე ბავშვს მოაჭამე ლოყები მე რა ვქნა- მიშომ ჩაავლო ხელი და უკან გასწია -ჩემი შავთვალება ფერიაა - გაიცინა და მოეხვია -როგორ ხარ ? იმ გიჟებმა ხო არ გადაგრიეს შეენც?
-იმ გიჟებზე გამახსენდა რამდენი ხანია არ გვინახია შეიცვალნენ თუ ისევ აფრენენ ის კუდაბზიკა დები
- გისმენდნენ ვინ იქნება კუდაბზიკა გაჩვენებდნენ -ლაშამ გაიცინა და ბიჭებიც შეუბრუნდენ
-ვაა ლაშა ბიძია შენც აქ ხარ?-მათემ უთხრა და შეაშრო ღიმილი სახეზე
-ბიძია იქნება რო გაგიგდებს ფეხ ქვეშ და ამოგთხრის ენას ...უზრდელი ბავშვი ეს . კლუბში ვარ ვკერავ გოგოს ვდნები ისეთი ქალია და მოდის ეს იდიოტი და მამიკო როგორ ხარო მეუბნება, რომ მოვიხედე სადღა იყო გოგო
-მერე გენაცვალე ისეთ გოგოებს ნუ მიადგები ,რომლებიც მე მევასება ნახე დაბალი, მსუქანი ქალები შენი ასაკის ეგენი არიან და
-შენ ვერ გავიგე ამ ასაკს რას ეხები ყმაწვილო- ალექსანდრე გამოვიდა ხელში გაბო ეჭირა გვერდით ანაბელი მოყვებოდა
-ალექსანდრე შენთან საქმე არ მაქ .... შიდი შვილი რო ეყოლება კაცს იმას სიბერეს როგორ ვუხსენებ . ჩემი ფერიაა .... ბელს ჩაგეხუტო მოდი - დაიხარა და ბავშვიც მოეხვია
-მათუსიიიი ლოგოლ ქალ ბიჭო კიდე ველ დაჭკვიანდი ჩეენ?-ისე საყვარლად უთხრა ყველას გაეცინა
-ეგ ვინ გასწავლა თქვი ... ამან ხო?-დამიანეზე მიუთითა გაბრაზებულმა
-ალ გეტკვი. ალა ქულდულია ძმა- ეს ისე თქვა უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო მათემ იმდენი აკოცა
-ჩემი გოგო გაგაგიჟებენ ეს გადარეულები ამდენი ძმები კი გყავს მარა ლილეს მიბაძე/ აი ხო ხედავ არ უნდა დაგეტოვებია ბავშვი ერთ თვეში გააგიჟეს
-შენ ტყუპები რომ ჩამოვლენ მერე ნახე -მარიამმა თქვა სიცილით და გაბოს დაედევნა რომელიც ისე სწრაფად მიხოხავდა ძვლივს დაიჭირა -მოდი აქ შე ონავარო სად მიდიხარ
-დედააა- ისე უთხრა ვითომ რამე დიდ წინადადებას ეუბნებოდა გაუცინა და ტაში შემოკრა ფუმფულა თიტებით
-ჩემი ტკბილიი- მარიამმა ხელში აიყვანა კალთაში ჩაიჯინა და ბევრი აკოცა
ელე მალე წავიდა სასწავლი ქონდა და არ ეცალა . დანარჩენები გვიან გავიდნენ . ერეკლე თავის ეკუნასთან წავიდა. სადარბაზოსთან იდგა და მის ფანჯარას უყურებდა იცოდა რმ, მარტო იყო სახლში და ბევრი ფიქრის შემდეგ შენობაში აღმოჩნდა. მესამე სართულზე გაჩერდა ,ჩაისუნთქა და დააკაკუნა . მალე ფეხის ხმა გაიგო და კარიც გაიღო
-შენ აქ რა გინდა გასაგებად არ გითხარი აღარ დამენახო-თქო?-წამსვე ჩხუბზე გადავიდა ქალბატონი შენგელაია
-დალაპარაკება მინდა უკანასკნელად და მერე თუ მეტყვი წავალ - ისეთი გამომეტყველება ჰქონდა გოგომ ვეღარ გაუძლო
-მეტყვი რაც გინდა და მაშინვე წახვალ- მკაცრად განაცხადა და მისარებისკენ დაიძრა. დივანზე იჯდა ,უყურებდა ბიჭს და ელოდა რას ეტყოდა
-ისე ნუ მიყურებ თითქოს ფეხებზე გკიდია რას გეტყვი და მაინც არ დაიჯერებ
-და კიდევ უნდა მჯეროდეს?
-რატომ არ გესმის არაფერი მომხდარა იმ ღამით და საერთოდ ყველაფერი მეორე დღესვე დავასრულე
-დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ღამით დაასრულებდი -ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგე
-დავიღალე უკვე ამდენი არც ერთი ქალისთვის არ მიბრძოლია. საერთოდ რაზე ასაუბარი როცა მეორედ არავისთვის გამიხედავს შენ კიდე მთელი კვირაა გიხსნი რო არაფერი მომხდარა .თითი არ დამიკარებია მისთვის უბრალოდ იმ სახლში იყო სადაც მე ,რადგან შუაღამით წვიმაში ვერ გავაგდე ქალი ტყეში, დანაშაულია ? მითხარი უნდა გამეგდო და მე არხეინად დამეძინებინა? მიპასუხე ,ასე რო მოვქცეულიყავი მაგარი კაცი ვიქნებოდი? მთავარია შენ არ შეგპარვოდა ეჭვი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანს გავიმეტებდი წვიმაში გასაყინად და ცხოველების დასაგლეჯად თუ არა ....რა გავაკეთო
-არაფერი1 უბრალოდ შემეშვი არ მაინტერესებს თუნდაც მართალი იყოს არ მინდა შენთან რამე მაკავშირებდეს. მე და შენ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და გამორიცხულია ჩვენგან წყვილი შედგეს. თავს თუ არ დამანებებ სამსახურსაც დავტოვებ და ჩემი უფროსიც აღარ იქნები . ახლა კი დატოვეთ ჩემი სახლი ჩემები შეიძლება მალე დაბრუნდნენ და არ მინდა აქ დახვდეს ვიღაც უცხო კაცი - იმდენად ცივი იყო,ისეთი შეუვალი ტონი ჰქონდა ერეკლეს ძალა აღარ ჰქონდა,აღარც ნერვები და იქაურობას გაეცალა.ბიჭებთან ერთად სვამდა მთელი ღამე ....
ერთი კვირა მოჩვენებასავით დადიოდა და ყველა გაგიჟებული იყო , არაფერი შველოდა ბავშვებს თუ ეთამაშებოდა თორე სულ ჩამოსტიროდა სახე . ანაბელი დაუსკუპდა მუხლებზე და ლოყაზე პატარა თითებით მოეფერა
-გაიცინე ლა ელეკლე ბიძია მე მიკაქალ ძალიან და კველას გვიკაქალ .ეკაკოცაც უკაქალ მე მითქლა საიდუმლო იკოცო მალა ჩენ იცეთი მოწკენილი ქალ ალ მაინტელეცბც ცაიდუმლო - დარწმუნებულმა უთხრა და გულზე მიეხუტა -ქო ალ ინელვიულებ?
-ბელს შემომხედე და მომიყევი ეკამ რა გითხრა ...იცოდე არ მომატყუო
-მაჩინ ჩენ და ეკაკომ ლო დამიტოვეთ წკეთჩი . იქ იჯდა და გიკულებდა გაბოს ლოგოლ უცვლიდი აი ისე გიკულება დედიკო ლო უკულებს მამიკოს და მე ვკითქე ჩენ გიკალს ელეკლე ბიძია-თქო ? იმან გაიცინა, მელე ჩენ შეგხედა და მითხლა ძალიან მიკვალსო მალა ჩვენი საიდუმლო იკოსო . აქმდე უნდა მეთქვა ხო?-უცებ ჩამოარაკრაკა და მოწყენილმა შეხედა ერეკლეს
-ჩემი ტკბილი გოგო, როგორ მიყვარხარ შენ ვერ წარმოიდგენ -ერეკლემ უცებ აკოცა ბავშვს და მერე ძირს ჩამოსვა . ბიჭებთან გავიდა ეზოში რაღაც უთხრა და იქაურობა დატოვა . საღამომდე საქმეებს აგვარებდა მერე კი დანიშნულების ადგილისკენ წავიდა . დაინახა როგორ მოდიოდა ეკა თავდახრილი ,დაღვრემილი. ერეკლე წინ დაუდგა ,მაგრამ გოგო აშკარად ფიქრებში იყო ჩაძირული. ხელი რომ არ მოეხვია უთუოდ დაეჯახებოდა
-ერეკლე?- წამით ვერ დაფარა ემოცია,თვალები გაუბრწყინდა. მერე კი ემოციის დამორჩილებას ეცადა-მეგონა აღარ გამოჩნდებოდი
-მჭირდები . საქმე მაქვს, რომლის მოგვარება მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემს ნაცნობთა შორის და შეგიძლია დამეხმარო? გთხოვ დამეხმარე- ისეთი გამომეტყველება მიიღო ეკას შეეშინდა რაღაც მნიშვნელოვანიაო და მაშინვე წამოეგო ანკესზე
-ყველაფერი კარგადაა?
-არა... გთხოვ წამომყევი
-კარგი ჩემს ძმას ვეტყვი და წამოვალ
-არა გთხოვ, მეჩქარება მერე დაურეკე -ხელი ჩაკიდა და სწრაფად ჩასვა მანქანაში. როგორც იქნა დამშვიდდა ეხლა აღარაფერი აწუხებდა იცოდა რომ მოაგვარებდა დანარჩენს.
-ერეკლე სად მივდივართ -ჩუმად იჯდა,მაგრამ საკმაოზე დიდხანს რომ გაგრძელდა მგზავრობა შეეშინდა კიდეც
-მალე მივალთ
-მე გკითხე სად მივდივართ-თქო
-მოგიტაცე! უკვე ჩემი ცოლი ხარ და მივდივართ ამ ამბის აღსაღნიშნად ალექსანდრეს აგარაკზე
-მეხუმრები ხო? კარგი რა მე კიდე მეგონა პრობლემა გქონდა
-შენი აზრით ვხუმრობ?
-მოგკლავ გეფიცები. რა ვერ გაიგე ადამიანო არ მჭირდები ,არ მინდიხარ ,არ მინდა შენთან. მითუმეტეს ცოლად არ გამოგყვები, ძალით რანაირად მომიყვან, ჩემი ძმა მოგვაგნებს და მოგკლავს .რა გინდა მითხარი... შემეშვი, შემეშვი - უკვე პანიკაში იყო .ყვირილის შემდეგ ქვითინი რომ დაიწყო ერეკლემ მანქანა გააჩერდა და საჭეს დაუშინა მუშტები
-რატო მაგიჟებ ? მითხარი ასეთი ჯიუტი რატო ხარ? მეტი რა გავაკეთო ,შენი ცოლად შერთვა მინდა .მიყვარხარ! მიყვარხარ გაიგე ....არავინ მჭირდება შენს გარდა. რა დაშავდება რომ აღიარო და ბედნიერები ვიყოთ. მითხარი რა დავაშავე მიპასუხე, მიპასუხე
-არ მიყვარხარ .რა აუცილებელია რამე დააშაო არ მინდა შენი ცოლობა ,არა
-ესე იგი არ გიყვარვარ და ჩემი ცოლობაც არ გინდა. გასაგებია
-ანუ უკან წამიყვან?
-არა თუ არ გინდა ძალით მოგიყვან მოტაცება რატო ჰქვია .იდექი და იყვირე თუ გინდა, მაგრამ დაუსახლებელი ტერიტორიაა და ვერავინ გიშველის - სწრაფად დაძრა მანქანა დასიჩქარეს უმატა.
დანარჩენები იქ იყვნენ უკვე და წყვილს ელოდნენ, სუფრა აივანზე იყო გაშლილი ბავშვები ეზოში დარბოდნენ , მანქანის გაჩერებისთანავე გადმოვიდნენ, ყველანი ემოციებში იყვნენ,მაგრამ წყვილის სახეების დანახვისას ყველაფერს მიხვდნენ
-კაით რა ეხლაც ესე უნდა იყოთ? რა დაგემართათ ხალხო - ლილე ბუზრუნებდა
-ცოლად არ მომყვება და ისე მაინც დავლევ ...იმედია ბლომად გაქვთ სასმელი - ერეკლემ ზურგი აქცია გოგოს და სახლში შევიდა. ბიჭები დასხდნენ გოგოები სახლში იყვნენ. ეკა გაბრაზებული იჯდა და ხმას არ იღებდა
-ახლა ესე უნდა იჯდე? - მარიამმა იფეთქა - ხო იცი როგორ მიყვარხარ და ვფიქრობ რომ შენც არ გძულვარ მგონია რომ გვაფასებ მე და ალექსანდრეს და იცი რომ ტყუილად არაფერს გავაკეთებდით .ერეკლე რომ დამნაშავე იყოს გვერდით არ დავუდგებოდით .უყვარხარ იმ ბიჭს ,ძალიან უყვარხარ და მეტი რა გააკეთოს .რომანტიკა თუ გინდა ეგ არაფერს ნიშნავს ცარიელ სიტყვებს ყველა გეტყვის ,ერეკლეს კი ისე ძალიან უყვარხარ მასზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს და ეს კარგად ჩაიბეჭდე გონებაში. არ ვიცი ეხლა რა მოხდება, მაგრამ იცოდე მასავით ვერავინ შეგიყვარებს და აქედან მარტო თუ წახვალ სამუდამოდ დაკარგავ ბედნიერების შანსს .დარწმუნებული ვარ მეტს არაფერს გააკეთებს როგორაც არ უნდა უყვარდე და ეტკინოს უშენობა თითსაც არ გაანძრევს
-დედაა -ანაბელი აეკრო მკერდზე აღელვებულს და ქვემოდან ახედა
-ხო პრინცესა
-ელეკლე ბიძიამ ლო მითქლა ქოლწილი იქნება, მელე ჩენნაირი პლინცესები მეც მეკოლებაო მომატკუა? ლატოა ისევ მოწკენილი კველა? ელეკლე ბიძია ლატო ალ მოვიდა ჩემთან ცუდადაა ისევ?- პასუხს ელოდა ქალბატონი და დედიკოს თვალს არ აშორებდა
-არ ვიცი ჩემო ლამაზო. ეკა დეიდას გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა .წამოდი ოთახი ვაჩვენოთ დაისვენებს და იფიქრებს - ფრთხილად წამოდგა და კიბისკენ წავიდა.ეკაც უკან გაჰყვა , ცრემლებს ჩუმად იმშრალებდა და დაბინდულ თვალებს იატაკს არ აშორებდა.ერთ-ერთ საძინებელში შევიდნენ -რამე თუ დაგჭირდება აივანზე ვიქნები მათთნ ერთად. უბრალოდ კართან მოდი და მაშინვე მოვალ.ან მომწერე - გაუღიმა და სახეზე მოეფერა- დაფიქრდი კარგად ხო?
-მადლობა
მარიამმა და ანაბელმა მარტო დატოვეს ეკა, ბავშვებს უკვე ეძინათ ანაბელიც მიაწვინა მათთან ზღაპარის მოყოლამდე ჩაეძინა ბავშვს, მგზავრობისგან გადაღლილი იყო..
ბიჭები სვავდნენ ერეკლე დუმდა. მარიამი რო შევიდა სევდიანი თვალები მიაპყრო ,გვერდით მიუჯდა გოგო და ჩაეხუტა
-სადაა
-ოთახშია .დაფიქრება ....ვუთხარი აქედან მარტო თუ წახვალ სამუდამოდ დაკარგავ ერეკლეს და მერე ინანებ-თქო არ ვიცი რა გავაკეთო ერე ,მეტი არაფერი შეგიძლია ნუ აქ ძალით თუ არ დატოვებ სანამ არ შეიცვლის აზრს -მარიამი ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა
გვიან დაიშალნენ. ყველამ საძინებელს მიაშურა, მხოლოდ ერეკლე დარჩა გარეთ,ბოლოს საძინებლის კართან იდგა ხელი ზედ ჰქონდა მიდებული და თავის დამშვიდებას ცდილობდა. ღრმად ჩაისუნთქა,სახელური ჩამოსწია და შევიდა. ეკა საწოლზე იჯდა ,ერეკლე რომ შევიდა წამოდგა

-მიდიხარ ხვალ თუ რჩები. უბრალოდ მიდიხარ თუ არა
-მიშვებ ?
-შენი აზრით ქალს ,რომელიც სიგიჟემდე მიყვარს ძალით დავტოვებ ჩემს გვერდით მაშინ როცა ის ვერ მიტანს და ჩემთან ყოფნის სურვილი არ აქვს? ეგოისტური ქცევის გამო დავუნგრევ ცხოვრებას? მე უკვე გადავდგი შენკენ ძალიან ბევრი ნაბიჯი შენგან მხოლოდ ერთ ნაბიჯს ველოდები.მხოლოდ ერთს ,მაგრამ თუ უკან დაიხევ იცოდე რომ უბრალოდ დასრულდება. ჩემში აირსებებს სიყვარული -სახეზე ეფერებოდა მერე შუბლზე აკოცა და უკან დაიხია .ცოტახანს უყურებდა პასუხის ამოკითხვას ცდილობდა.ბოლოს უკან დაიხია-გასაგებია .ხვალ ლაშა წაგიყვანს, შეგიძლია მშვიდად დაიძინო -ზურგი აქცია ,მაგრამ მკლავზე ხელები შემოეხვია წამის მეასედში კი ეკა ეხვეოდა.
-მიყვარხარ და სულელი ვარ ამდენი ხნის მანძილზე რომ გაწამებდი შენც და საკუთარ თავსაც
-ჩემი ჯიუტი გოგო - თავი ააწვინა და მონატრებულ ბაგეებს დაეწაფა
-იცოდე ჩემს გარდა ვინმეს შეეხები და ხელებს დაგამტვრევ
-კარგი, მოვიშუშებ როგორმე ხელებს
-იდიოტო - ხელი დაარტყა და ისე ჩაეხუტა -მომენატრა შენი ჩახუტება - გატრუნულმა თქვა და მისი სურნელი შეიგრძნო
-დავწვეთ მაშინ და ჩაგეხუტები - შუბლზე აკოცა და მერე გაიცინა-ამაღამ მაგას დავჯერდები ხვალ ამათ გავყრი და მერე მოვა ჩემი დრო
მასთან ერთად დაიძინა ჩაეხუტა და დილამდე არ შეტოკებულა. დილით ერთად რო დაინახეს ყველა მიხვდა რომ შერიგდნენ და მათ ბედნიერებას იზიარებდნენ.
საღამოს თბილისში დაბრუნდა ყველა წყვილი კი მარტო დატოვეს ეკას ძმა იმათ ნახეს და ვინაიდან გოგო თანახმა იყო რას გააწყობდა , ასე რომ ყველაფერი მოგვარდა. ორი დღე მშვიდად გავიდა, ალექსანდრე საწოლზე იწვა ბავშვებთან ერთად სანამ მარიამი შხაპს იღებდა
-მამიტოო- ანაბელი მამიკოს გვერდით იწვა უფროსწორედ მასზე იყო მიხუტებული და უყურებდა-ეკაკო და ელეკლე ლატო დალჩნენ მალტო იიქ?
-უკეთ დაისვენებენ მა და მერე რო ჩამოვლენ პატარა ბავშვს მოიყვანენ
-დედიტოც ლო კავც მუცელჩი იცე?
-ხო -ალექსი კოცნიდა ქალბატონს თან ბიჭებს უყურებდა საწოლზე რო დახოხავდნენ და ჩასასვლელს ეძებდნენ-მარიამ გამოდი მალე ვერ ვერევი ამათ , მარიამ -სააბაზანოში იყო და არ პასუხობდა კიდე რომ დაუძახა და არ გააგონა ბავშვები ერთად ჩასვა მანეჟში და სააბაზანოში შევარდა. მარიამი იატაკზე ეგდო,მთლიანად გაფითრებული -მარიამ ხმა გამეცი გთხოვ ჩემო ლამაზო -ხელში აიყვანა და იგრძნო როგორ დაესვარა თითები ბლანტი სითხით . გონება დაებინდა, ვერაფერს ხედავდა,მხოლოდ გზას . მკლავებში მოქცეულს კოცნიდა და გამოფხიზლებას თხოვდა. მძღოლს სწრაფად მიჰყავდა მანქანა, საკაცეზე რომ დააწვინა და ექიმებმა წაიყვანეს სისხლიან ხელებს დახედა და სუნთქვა შეეკრა
-მამა როგორაა -დერეფანში იდგა დამიანეს ხმა რომ გაიგო
-არ ვიცი არ გამოსულან ჯერ -ძვლივს თქვა და კედელს მიეყრდნო. თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო . მალე ექიმი გამოვიდა -როგორაა ექიმო ბავში ხო
-ნუ ღელავთ ბატონო ალექსანდრე ყველაფერი სტაბილურადაა როგორც ჩანს მნიშვნელოვანი სტრესი მიიღო მოგეხსენებათ ფეხმძიმობას მსგავსი ემოციური ფონი საფრთხეს უქმნის. ამაღამ საავადმყოფოში დავტოვებთ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.ხვალ ანალიზების პასუხებს შევიტყობთ და შეგეძლებათ წაიყვანოთ
-გმადლობა ექიმო ...შეიძლება შევიდეთ?
-დიახ ,მიბრძანდით უბრალოდ არ გადაიღალოს
მარიამის გაფითრებული სახე რომ დაინახა გული შეეკუმშა, ვერ უძლებდა მისი ჩამქრალი თვალების ცქერას
-ჩემი ანგელოზი -შუბლზე აკოცა,მერე თითები დაუკოცნა-როგორ შემაშინე ჩემო ცხოვრებავ -მის ხელზე ედო თავი და მზერას ვერ უსწორებდა
-მაპატიე გთხოვ, უბრალოდ შემეშინდა და არ ვიცოდი როგორ მეთქვა მაშინვე გონება დავკარგე
-ჩშ ჩემო ლამაზო არ ინერვიულო არ გინდა გთხოვ მე შენთან ვარ და ბოლომდე დაგიცავ
-კახამ დამირეკა არ ვიცი როგორ გაიგო მაგრამ დამემუქრა რომ მოგკლავდათ თუ ფულს არ მივუტანდი
-კახა ვინ არის -ბიჭები სწორედ ამ დროს შევიდნენ და მარიამის სიტყვები რომ გაიგეს ალექსანდრეს ანთებულ თვალებს გაუსწორეს მზერა-მამა ვინ არის ეს კაცი ? რა უნდოდა მარიამისგან
-მარიამთან დარჩით არ დატოვოთ .არცერთი წამით -უცებ წამოდგა ,გიჟს გავდა მარიამის ბაგეები წამით შეეხო და შემდეგ წავიდა-არ ინერვიულო ,მალე დავბრუნდები.მიყვარხარ ხომ იცი .
მარიამს დამამშიდებელი გაუკეთეს და ჩაეძინა,მაგრამ ბიჭები ისევ იქ იყვნენ...
-იცი რამე იმ კახას შესახებ?
-მგონი მარიამის მამობილია მეტი არაფერი. ხომ იცი მამა არასდროს საუბრობს მარიამის წარსულის შესახებ
-უნდა დავურეკო თორემ გავგიჟდებიმ ან ეს დაცვის გამოგზავნა რა საჭირო იყო სახლშიც გაუძლიერებია ,ელენეც ჩვენთან მიუყვანია
-მოიცა ხომ იცი ვერ იტანს რომ ურეკავ მალე მოვა ,დარწმუნებული ვარ
-დაიძინა უკვე?- ალექსანდრე ხუთ წუთში შევიდა და მარიამს რომ შეხედა გაეღიმა -ნუ მიყურებთ ეგრე არაფრის მოყოლას არ ვაპირებ მარიამს თუ უნდა მოგიყვებათ -უცებ უთხრა და გააჩერა ორივე თვითონ კი მარიამთან დაჯდა და მის ხელს აკოცა მერე მუცელზე მოეფერა- შენ ხო ჩემი პრინცესა ხარ. ვიცი რომ გოგო ხარ, გული მიგრძNობს ამიტომ უნდა გამაგრდე. იცი რამდენ ვინმეს უყვარხარ? შენი გიჟი და- ძმაც გელოდება
-გიჟიო ჩვენზე თქვა?- დემეტრემ გახედა დამიანეს იმას გაეცინა
-არა შენზე და ანაბელზე მეტი გიჟი არ ვართ არავინ
-გავალთ აქედან
-გავიდეთ=დამიმ გადახედა და გაიღიმა
-აი მა გესმის ორივე ვერაა სრულ ჭკუაზე .....
დილით სახლში დაბრუნდნენ მარიამი ხელში აყვანილი მიყავდა ალექსანდრეს და შიგადაშიგ კოცნიდა ისიც გარინდული იწვა მის მკლავებზე . ვინაიდან წოლითი რეჟიმი ჰქონდა ყველა მის ოთახში იყო და მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ ბიჭები იქვე დაბობღავდნენ ანაბელი კი გვერდით ეწვა მიხუტებული და არ დგებოდა
-წუქელ ლატო წაგიკანა მამიკომ დაძინებული?
-დე სხვაგან უნდა დავეწვინე და იმიტო
-ლატო ჩენ სულ ამ ლოდინჩი გძინავს და მე იქ სისქლი ვნახე და ლამე გეტკინა დედიტო? ჩემეჩინდა -ძალიან ჩაეხუტა და ცრემლები წამოუვიდა- ქო ალა გტკივა დედაა? ჩემი დაც ქო კალგადაა მუცელჩი?
-კი ჩემო ცხოვრება დედას სიხარულო დე არ იტირო ხო? კარგად ვართ ორივე და არაფერი გვტკივა -მარიამმა პატარა სახე დაუკოცნა ბავშვს, მერე ყელი და თითები
-აუ მეც მინდა თქვენთან- ლილემ ბუზღუნით თქვა რაზეც დამიმ დასცინა
-19 წლის ქალი რამ გადაგრია გოგო ორი წლის ხარ?
-აუუ მომშორდი შენ საერთოდ წაიყვანეთ ეს გიჟები და დაგვტოვეთ გოგოები მარტო თქვენ გყავდეთ ამაღამ
-თუ გგონია არ წავიყვან ძაან შემცდარხარ მომეცი ტანსაცმელი, საფენები და პიჟამოები ჩემთან წვებიან დღეს ჩემი გოჭები
-უკაცრავად ერთი ჩემთან მოდის - დემეტრემ გაბოს დაავლო ხელი და აკოცა- შენ რომელი ხარ ძმა?
-ეგ გაბრიელია - მარიამმა უთხრა სიცილით
-რა მნიშვნელობა აქ წავედით ჩვენ- ბიჭები გავიდნენ ლილე კი პიჟამოებით დაბრუნდა და მიუწვა გოგოებს გვერდით . ალექსანდრე რო გავიდა სააბაზანოდან და ამათ შეხედა ოთახიდან გაქრა. ბიჭების ოთახის კარზე დააკაკუნა ,იცოდა ერთად იქნებოდნენ და არც შემცდარა პატარებს დასდევდნენ დიდები და უშედეგოდ ცდილობდნენ პიჟამას ჩაცმას.
-მამა მოგვეხმარე თორე ვისვრი ამათ აქედან- დემეტრე დავარდა სავარძელზე და საწყალი თვალებით შეხედა
-მა მოდით ჩემთან რატო აწვალებთ თქვენს ძმებს ეხლა თუ მიმიღებენ მეც მაგათთან უნდა დავწვე და ცოდოები არიან
-გამოგაგდეს შენც ბატონო ალექსანდრე?
-ხო რა ვქნა ქალბატონები არიან დღეს უფროსები ნუ თუ არ მიიღებთ მამას წავალ ლილეს ოთახში
-მოდი მოდი ეხლა თუ არ დავუდექით ერთმანეთს გვერდით მერე რა გვეშველება - დამიანემ თქვა ერთი მიიწვინა გიო თუ გაბო და ჩაეხუტა. ბოლოს ყველა ერთად დაწვა . ლილემ შუაღამით გაიღვიძა ბავშვების ოთახში გავიდა ,ფოტოები გადაუღო მძინარეებს. მერე უკან დაბრუნდა ჩაეხუტა თავის თბილ დაიკოს და ძილი განაგრძო.
.....
ანა დევდარიანი ოჯახთან ერთად საქართველოში გადასახლდა. როგორც იქნა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება და სწორედ მიშოსა და მათეს მეზობელ სახლში დაბინავდნენ. ჩიხში შესვლისას მაშო და მიშო ერთმანეთსაც კი შეეჯიბრნენ. სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ გზაში, ბიჭმა მოუგო და მანქანა თავის სახლთან გააჩერა, გოგონები მათ შემდეგ სახლში იყვნენ ამიტომ მანქანა მოშორებით გააჩერეს. ახალი მეზობლები ბიჭები ეგონათ და შესახვედრად დაიძრნენ მანქანიდან ორი ულამაზესი გოგო რომ გადმოვიდა
-დიდი ხანი მოგვაშტერდებით ეხლა თუ მიხვდებით ვინ ვართ სამწუხაროდ ,მეზობლებო - მაშომ შეუღრინა მიშოს და უცებ გაუფანტა ფატაზიები . ხმა რო გაიგონა მიხვდა ვინც იყო და ნერწყვი მძიმედ გადააგორა
-მაშო? შანსი არაა მაშო გასვიანი ხარ შენ? ასე განვითარდა პლასიკური ქირურგია ამ სამ წელიწადში- მაშინვე გადავიდა ნერვებზე თამაშში და უცებ დაატრიალა მაშო -ყოჩაღ შესანიშნავი ნამუშევარია ყველაფერი ნამდვილს გავს ერთი შეხედვით - ისე ჩამოუსვა ხელი საჯდომზე და მკერდზე რეაგირება ვერ მოასწრო
-გაუბერე ბიჭო შეენ? პრინციპში რა მიკვირს როგორი ხისთავიანი იყავი ისეთი დარჩი ქირურგია ეგეთი განვითარებული ვერასდროს იქნება შენი ტვინიდან თეთრი ნივთიერების ნაცვლად რუხი შეიყვანონ და მოანიჭონ შენს გლუვ ტვინს ნაოჭები -მიამ უპასუხა მაშო შოკში იყო
-რა იყო შენ სამედიცინოზე ვსწავლობ და სამედიცინო ენაზე ლანძღვა დავიწყეო? -მათემ მიუგო პასუხი
-შენ ვინ გელაპარაკება და საერთოდ აქ რა გინდა მიშო იქ ცხოვრობს და შენ ჩაუსახლდი?
-მე უფრო ახლოს ვცხოვრობ ქალბატონო მაია აი ამ სახლში თქვენს გვერდით - მიუთითა სახლზე რომელიც ისე ახლოს იყო ლამის ფეხით გადააბიჯებდა ფანჯრიდან ფანჯარაში
-ხომ ვამბობდი რა არ გვინდა სხვაგან ბიძიასთან ავაშენოთ სახლი-თქო. დედაჩემის ბრალია
-ანუ მეზობლები ვართ?
-წავედით ჩვენ, თქვენ შეგიძლიათ გაიაზროთ რა ბედნიერება გხვდათ წილად
რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში შევიდნენ, მანამდე ავტოფარეხში იყვნენ და საუბრის ხმა რომ გაიგეს ზემოთ ავიდნენ.გაკვირვებულები დარჩნენ, ანას გვერდით ბიჭები ისხდნენ და მხიარულად იცინოდნენ
-აი ჩემი გოგოებიც მოვიდნენ ,ბიჭი სად დაქრის ნეტავ, ეტყობა ეჩვევა გარემოს
-ხო ალბათ სადმე ბარშია და გოგოს ითრევს -ჩურჩულით თქვა მაშომ და სავარძელში ჩაჯდა-ყველაფერთან ერთად დაუპატიჟებელი სტუმრის როლიც იკისრე?
-არა მეზობლის ,რომელიც ახალ მეზობლებს იცნობს მაშიკო
-ბიჭებო რას მიირთმევთ?-ანას ისე მოსწონდა ორივე მათგანი სულ არ აინტერესებდა ქალიშვილების დამოკიდებულება
-არაფერს ქალბატონო ანა, გმადლობთ ჩვენ წავალთ აღარ შეგაწუხებთ-მათემ უთხრა და წამოდგა
-ვაიმე ქალბატონო არ გამაგონოთ უბრალოდ ანა დამიძახეთ
-კარგი ანა ეგრე მოსახერხებელია უფრო
-ვაა რა სტუმრები გვყოლია ტო - ანდრეა შემოვიდა და ბიჭებს მიესალმა-როგორ ხართ
-კარგად თქვენ
-მე როგორ ვიქნები ვეგუები ახალ გარემოს და მიხარია თქვენნაირი მეზობლები რო მეყოლება .ახლა ვნახე თქვენი მშობლები მართლა ძალიან სასიამოვნო ხალხია ,ვატყობ კარგად შევეწყობით და გვექნება ჭუკჭუკი სამეზობლოს . ირაკლი სადაა?
-მოვა სად წავა -მაშომ თქვა და მიას გაყვა უკან საძინებლისკენ . ორივეს მეზობლად ჰქონდათ ოთახები .ირაკლი კი მესამეზე იყო გაბატონებული.
..................
საღამოს ყველა ალექსანდრეს ეწვია რადგან მარიამს კიდევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა
-ჩემი ლამაზი რძალი როგორ მყავს?- ანა შევიდა გაღიმებული და სწრაფად მოეხვია-მომენატრე ლამაზო
-მეც, ძალიან. ბავშვები სად არიან?
-აქ ვართ- ორივე ერთად მივარდა და მოეხვია
-გეყოთ გოგო სუსტადაა ჯერ - ირაკლი შევიდა და მოშორდა ორივე-როგორ ხარ მარიამ?-თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-კარგად ირა შენ? ანდრეა სადაა?
-ანდრეაო ვინ მახსენა?- ალექსანდრესთან ერთად შემოვიდა და მოეხვია რძალს-რძალო შე ძველო როგორ ხარ ჰა ჩემმა ცოლისძმამ დაგასუსტა ხო? შენი ბარტყები სად გყავს
-სძნავთ -მაშომ უპასუხა
-დაზვერე უკვე ხო ყველაფერი
-კი და ახალი მოსამსახურე გყოლიათ
-ძიძაა შეთავსებით როცა ვერ ვიცლით
-გასაგებია ჩვენ ყვალა ახალი გვყავს ეხლა და როგორ შევეგუები არ ვიცი
-არ მითხრა ახლა ნანა დამითმე ცოტა ხნითო ,ჩემი ძიძაც ხო იყოო თორე გავგიჟდები. ჩემი ბავშვები მისი მომზადებული საჭმელის გარდა არაფერს ეკარებიან- ალექსანდრემ დაასწრო დას და წინასწარ გადაუკეტა გზა
-მოკლედ რა ამას ხო ვერ შეაპარებ ვერაფერს
-ახალი მეზობლები როგორ მოგწონთ ? მათე და მიშო თქვენთან არიან ახლოს
-ხო გვაქ ეგ ბედნიერება ეგენი მაკლდნენ სრული ჰარმონიისთვის-მაშომ თქვა ბუზღუნით და კიდეც შევიდნენ ერთად ორივენი
-ძაღლი ახსენეო- მიამ განაგრძო და ბიჭებს ცხვირი აუბზუა
-როგორ ხარ მარიკუნა? ჩვენი პრინცესა რას შვება?
-საიდან დაასკვენი რო პრინცესაა ექიმმა ვერ დაინახა ეგ
-ოჰ მაშიკოც აქ ყოფილა კი ვერ შეგნიშნე კიდე კაი დაილაპარაკე
-ცინიზმს ცდილობ ყმაწვილო თუ მეჩვენება
-როგორ გეკადრება დედოფალი თქვენ ბრძანდებით
-ტყუპებო ქვემოთ ჩამოდით -ანამ დაუძახა და ისინიც გაეცალნენ
-თქვენ ისევ ჩხუბს აპირებთ?
-ჩვენ არა იმათ დაიწყეს
-რთულად ყოფილა საქმე -მარიამმა გაიცინა - ესენიც წაიყვანეთ რა და ძიძას უთხარით აჭამოს ანაბელს ლილე დაისვავს .მიდი დე წადი წაყევი ბიჭებს
-მე ჩენთან შევწამ ლა
-დე მთელი დღე ხო არ დაწვები მიდი წადი ბავშვებთან ითამაშე გოგოებთან ერთად იყავი
-ალ მინდა მე ჩენთან მინდა
-დე შემომხედე? კარგად ვარ მე, შენ წადი ჭამე და ამოდი მერე ოღონდ მარტო არა ხო?
-კალქი- ჩაეხუტა მაგრად აკოცა და მერე ჩაბობობღდა ძირს . ბიჭებმა ხელი ჩაკიდეს ტყუპებს და აიყვანეს ანაბელი კი გვერდით მიყვებოდათ.
.................
მარიამი გამოჯანმრთელდა, ყველაფერი დასტაბილურდა. ირაკლიმ მუშაობა დაიწყო ანრეასთან ერთად, ტყუპები დროს ატარებდნენ ლილესთან ერთად და არაფერი ადარდებდათ.
კლუბში იყვნენ, ლილე უცნაურად გრძNობდა თავს , გრძNობდა რომ ვიღაც უყურებდა, გულისცემა აუჩქარდა ვერაფერი გაიგო, გონება აერია, თვალებს აცეცებდა ,მაგრამ ვერავის ხედავდა ისეთს ვისაც შეიძლებოდა ასეთი შეგრძნება გამოეწვია. ბოლოს ვეღარ გაუძლო ხმაურს და აივანზე გავიდა. მოაჯირს ხელებით ეყრდნობოდა და სივრცეს უყურებდა ვირაც რომ მიუახლოვდა, მკლავზე ხელი ჩაავლო თავისკენ შეაბრუნა და წამსვე დაუკოცნა გაყინული ტუჩები.გონებამ ამშინვე აღიქვა ნაცნობი , შინაგანად მონატრებული შეხება.ნაცნობი უცნობი არ ჩერდებოდა, თითებს უმისამართოდ დაატარებდა ლილეს სხეულზე , მკლავებშორის მოიქცია, მასთან ერთა დაიძრა იქვე კედელს ააკრა ,კუთხეში იყვნენ სადაც ვერავინ დაინახავდათ. ტუჩებს მოშორდა და ყელზე გადაინაცვლა, ლილე კი სიამოვნების მორევში ჩაძირული წინააღმეგობას ვერ უწევდა, თითები ინსტიქტურად დაცოცავდნენ ბიჭის თავზე და მხრებზე .ყბის ქვეშ იგრძნო ცხელი ტუჩების კვალი და ცხელი სუნთქვა ყელზე მიეფრქვია
-მეორე კოცნაც ჩემია პატარა პრინცესა . დარმწუნებული იყავი ყველა დანარჩენიც ჩემი იქნება- ვნებამორეული ხმა ჩაესმოდა და ძალა ეცლებოდა .უცნობმა ნაცნობმა ისე დატოვა გონს ვერ მოვიდა. ძვლივს მოახერხა გამოფხიზლება , აზრზე მოსვლა და უკან დაბრუნება . ყველაფერი ილუზიას ჰგავდა, ზედმეტი ფიქრისგან გამოწვეულ მოჩვენებას.შეუძლებელი იყო მეორედ შეხვედროდა ნიუ-იორკის პრინცს...
სახლში დაბრუნდა, საძინებელს მიაშურა და დაიძინა. ძილშიც კი ისევ იგივეს ხედავდა, სუნთქვაც აღარ შეეძლო უკვე, სული აუფორიაქდა,მოსვენება საბოლოოდ დაკარგა. ვეღარ უძლებდა უცნობის კვალს ....
საუზმეზე რომ ჩავიდა ანაბელი შეეგება, აკოცა და ღიმილით ახარა
-ლილეე იცი ჩვენ დგეს სტუმალი გვეკოლება...მამას მეგობარია ,ჩვენთან დალჩება იცი?
-მართლა ? ვინ არის ?- ალექსანდრეს გახედა პასუხის მისაღებად
-ჩემი ძველი მეგობარია,არ იცნობთ. საქართველოში გადაწყვიტა გადმოცხოვრება და სანამ სახლს დაასრულებს ჩვენთან იცხოვრებს
-როდის მოვა?
-საღამოს, მანამ საქმეები აქ და ვერ ახერხებს მოსვლას. ვახშამზე გვესტუმრება , ჩვენებიც მოვლენ
-კარგი და სად იქნება მისი ოთახი?
-შენს მხარეს , ყველაზე მშვიდად იქნება სახლის მაგ მხარეს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-კარგი როგორც გინდათ . წავალ მე გამოვიცვლი, ტყუპებს უნდა გავუარო საშოპინგოდ მივდივართ და საღამოს მოვალ
მთელი დღე გოგონებთან ერთად დახეტიალებდა, რა თქმა უნდა ყურადღება გადაიტანა და საერთოდაც ისე დაიღალა მაღაზიებში სიარულით რომ ძალა აღარ ჰქონდა. საღამოს ჯერ ტყუპებთან იყო, ყველაფერი მოიზომეს, მიალაგეს მერე დადეშქელიანების რეზიდენციას მიაშურეს , ლილეს საძინებელში იბოგინეს და მისაღებამდეც მიაღწიეს მაგრამ სტუმარი არსად ჩანდა
-მალე მოვა ალექს?
-კი დამირეკა ხუთ წუთში მანდ ვარო. ბარგი კი გამოგზავნა უკვე და დაალაგეს გოგონებმა
- ვიცი მითხრეს
მალევე გაისმა ზარის ხმა, ალექსანდრე წავიდა კარის გასაღებად. მალევე გამოჩნდა მისაღებში მაღალ ათლეტური აღნაგიბის, ლურჯთვალება ბიჭთან ერთად. ისეთი მზერა ჰქონდა აშკარა იყო რატომ მეგობრობდა დადეშქელიანთან. პირველ რიგში მარიამი გაიცნო, შემდეგ ბავშვებზე გადავიდა. ლილე ანაბელთან ერთად იყო სამზარეულოში სასუსნაოები რომ მოეპარათ. თეფშზე ტორტის დიდი ნაჭერი ედო ოთახში რომ შევიდა და ლურჯთვალება მისკენ შებრუნდა .წამსვე დაეხვა თავბრუ,უყურებდა ოთახში მდგომ ნაცნობ სილუეტს და თანდათან კარგავდა ძალას. წონასწორობა დაერღვა, თეფში იატაკზე დავარდა და ნამსხვრევებად იქცა. ალექსანდრემ სწრაფად მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა
-ჩემო ფერია ხელი ხომ არ გაიჭერი, მაჩვენე ? რა დაგემართა ლილე? - ხელები დაუთვალიერა, მაგრამ გაკაწრული არ ჰქონდა აკოცა და თვალებში ჩახედა. დადეშქელიანი მაშინვე გამოფხიზლდა ალექსანდრეს შეშინებული მზერა რომ შეამჩნია
-არაფერია, მა. უცებ დამივარდა -თავი მაღლა ასწია და მამას გაუღიმა
-კარგი ფერია, არაუშავს. მოდი გაგაცნო ჩვენი სტუმარი -ბიჭს მიაპყრო მზერა ფერდაკარგული რომ უყურებდა მამა-შვილს- ნიკოლოზ დევდარიანი . ეს კი ჩემი უფროსი ქალიშვილი ლილეა
-სასიამოვნოა- ნაბიჯები გადადგა , გოგოს თვალებში უყურებდა.ხელი გაუწოდა სემდეგ ლილეს თხელი თითები ხელისგულში მოიქცია ,ცერა ხელის ზურგზე გადაუსვა და ოდნავ გაუღიმა
-ჩემთვისაც სასიამოვნოა - თითქოს თავისუფლად თქვა ,მაგრამ მაინც შეეტყო ტონალობის ცვლილება
მთელი საღამო ეკლებზე იჯდა, არაფერს იმჩნევდა. ბიჭისკენ არც კი იყურებოდა, საუბრობდნენ ,დროს მსვენივრად ატარებდნენ ის კი წუთებს ითვლიდა რომ წასულიყო და იქაურობას გასცლოდა. შემთხვევა როგორც კი ნახა ბოდიში მოიხადა და სუფრას გაეცალა. დერეფანში მიაბიჯებდა მარიამი კი უკან მიჰყვებოდა


-რა გჭირს ლილე რამე შეგემთხვა?
-რაზე ამბობ? არაფერი მომხდარა
-ნუ მატყუებ გთხოვ ვიცი რაღაც გაწუხებს ვგრძNობ რო ვერ ხარ კარგად- მარიამი სახეზე მოეფერა და თმები გადაუწია- ლილე არ მეტყვი რა მოხდა? სტუმარს ეხება?
-არა ის რა შუაშია - უცებ შეიცხადა მარიამი მიხვდა მაგრამ არაფერი უთქვამს .
სტუმრები რომ წავიდნენ მხოლოდ ალექსანდრე და ნიკოლოზი დარჩნენ,ბიჭს ოთახი აჩვენა და მარტო დატოვა.
სავარძელში დაჯდა ,სახე ხელებში ჩამალა და ყველაფერზე ფიქრი დაიწყო . როგორ უნდოდა ყველაფერი ამოეგდო გონებიდან და არ ეღალატა თავისი პრინციპებისთვის, მაგრამ გრძნობდა რომ ვერ შეძლებდა . კედელს დასცხო მუჭი ისე რომ არავის გაეგო და მერე თავი მიაყრდნო ,შეიკურთხა უმისამართოდ . მოწესრიგდა, არც შხაპმა უშველა, ვერც დაიძინა დიდხანს ტრიალებდა საწოლში. იცოდა რომ ძალიან ახლოს იყო ლილე ,იცოდა და ვერაფერს აკეთებდა.
სამზარეულოში ჩავიდა, წვენს სვავდა როცა მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოესმა. ვიღაც ფეხშიშველი მიდიოდა მეთლახზე . გული ისე აუჩქარდა მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა , როცა ჩაბნელებულ ოთახში შემოვიდა მისი სურნელით აივსო იქაურობა და თვალები დაეხუჭა უცებ მოხვია წელზე ხელი და პირველივე კედელს ააკრა . გოგომ შიშისგან წამოიკივლა,გასაჩუმებლად ტუჩებზე შეეხო, შემდეგ თითი გადაუსვა და მის შავ სფეროებს მზერა გაუსწორა.ისე ახლოს იყო უნდოდა მთლიენად შეესრუტა მისი სურნელი , ხავერდოვანი კანი შეეგრძნო ,მაგრამ თავს უნდა მორეოდა, სურვილები დაევიწყებინა .
თითებს დაატარებდა გოგოს ტუჩებზე, ყელზე იქ სადაც ტუჩებით უნდა შეხებოდა. გრძნობდა როგორ თრთოდა მის მკლავებში მოქცეული სიფრიფანა სხეული, ესმოდა როგორ ცემდა დადეშქელიანის გული .იცოდა რომ აშინებდა, ცუდად იქცეოდა, არაკაცობა იყო მისი საქციელი ,მაგრამ სურვილი კლავდა და რომ არ აესრულებია გაგიჟდებოდა. ხელი ყელზე შეუცურა და ტუჩებზე ტუჩები შეახო.კოცნიდა ნელა , ნაზად და ჰაეროვნად თითქოს უნდოდა მოფრთხილებოდა , დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიამოვნება ,მაგრამ მისმა ფართხალმა გააჩერა . ლილე იმდენად იყო დაბნეული შეშინებული და გაოგნებული არ იცოდა როგორ მოქცეულიყო , ისევ რომ აკოცა გაგიჟდა, ყველაფერს ზედ უვლიდა რაც კი ამდენი წლის განმავლობაში უსწავლია, იმდენად ამაზრზენი იყო ეს სიტუაცია მისთვის რომ სიამოვნებაც კი დააიგნორა. ძალა მოიკრიბა და სურვილს წინ აღუდგა ...პირველივე გაბრძოლებისას გაითავისუფლა ხელი და თითების ანაბეჭდები დაუტოვა დევდარიანს . ისე უყურებდა ბიჭს თითქოს მის დაგლეჯას აპირებდა, ავაზას ჰგავდა, შავი თვალები ისე უნათებდა ბრაზისგან რომ ნიკოლოზს უფრო მეტად აღაგზნებდა
-რა ადამიანი ხარ ...ასეთი ნაბიჭვ.. როგორ ხარ ახლა მაინც ხომ იცი ვინ ვარ . შენი მეგობრის შვილს კოცნის მისსავე სახლში კოცნი მიუხედავად იმისა რომ კარგად იცნობ და იცი რაც მოხდება -მაქსიმალურად შეეცადა ხმა გაეკონტროლებინა,მაგრამ მის ტონალობაში კარგად ჩანდა ბრაზი -არ გაბედო, გესმის? არ გაბედო კიდევ ერთხელ დამაკარო თითი. თავი ისე დაიჭირე თითქოს არ მიცნობ თორემ განანებ გეფიცები ,გაგანადგურებ! - უთხრა და იქვე დატოვა გაშეშებული ნიკოლოზი, გაოცებული იღიმოდა და კედელს მიყრდნობილი უყურებდა პატარა ავ ქალბატონს, როგორ ეტყობოდა დადეშქელიანების კვალი.
...........
მთელი ოჯახი ერთად საუზმობდა, ლილეს თავი მშვიდად ეჭირა. ნიკოლოზს ისედაც არ უყვარდა ბევრი საუბარი, ზოგჯერ აპარებდა მზერას გოგონასკენ და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.
-ლილე დღეს მიდიხარ სადმე?- დემეტრე მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-არა, გოგონები მოვლენ
-ელენე ვერ მოვა .არ დაელოდო ტყუილად
-ხოო? და სად მიგყავს?-გაუცინა და ქვემოდან ახედა
-სიურპრიზია, რამდენიმე დღე არ ვიქნები სახლში და არ ინერვიულოთ -ბავშვებს მოეფერა, მარიამს მუცელზე აკოცა და ანაბელი აიყვანა
- მიმყავს ეს მე
-სად მიგყავს, გაგიჟდი?
-წამოხვალ ბელს? ჩემთან და ელესთან ერთად
-სად მიდიქალთ?
-მოდი ყურში გეტყვი -ყურში ჩასჩურჩულა ბავშვს რაღაც და პასუხს დაელოდა-აბა მოდიხარ?
-კიიი დედიკო, ლილე ...ჩამილაგეთ ბალგი მივდივალ
-ვინ გიშვებს
-ჩენ ვინ გეკითქება მე და დემეტლე ვალთ აქ უფლოცები და ჩვენ გადავწკვიტეთ ლო წავიდეთ- ხელები გულთან გადაიჯვარედინა როგორც იცის და გაბრაზებულმა გახედა დედიკოს . ნიკამ სიცილი ვერ შეიკავა,ცდუნებას ვერ გაუძლო და ბავშვი ხელში აიყვანა
-შენ რა მაგარი ვიღაც ხარ - აკოცა და პირველად გაიღიმა. ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა ლილე დადნა „ნუ იღიმები არ შემიძლია ,ნუ იღიმები გთხოვ“ გულში იძახდა და თვალს ვერ აშორებდა-შენ იცი მე ვინ ვარ?
-ლას მეკითქები თუ ქვდები?
-ბოდიში, ქალბატონო ბელს მე მომიტევეთ
-ანაბელ გეყოფა .მოდი სუფრასთან დაბრუნდი და მერე სასეირნოდ წავიდეთ
-აუუ დემეტლე უთქალი ლა
-მარიამ გამოუშვი . პირველად ხო არ მიმყავს
-დემეტრე შენ უცებ მოგინდება დარჩენა, ღამით ვერსად დავტოვებ. არ შემიძლია
-კარგი რა ,რაა სანერვიულო. ხომ იცი, რომ თვალისჩინივით გავუფრთხილდები
-შორს მიდიხარ?
-არა თუ რამე მოხდა ჩამოვიყვან მალევე
-წაიყვანე,ოღონდ მის სურვილებს არ აჰყვეტ, შოკოლადებით, ბურგერებით, მზა საჭმელებით და გაზიანი სასმელებით არ გამოჭყიპოთ
-კარგი დედა კარგი- დემეტრემ გაუცინა და ბავშვი წაიყვანა
-დემეტრეე ....
-უკაცრავად ვიცი ორი წლით რომ ხარ ჩემზე უფროსი
-მართლა? მე უფრო დიდი მეგონე-ნიკამ ვერ დამალა გაოცება, მერე მიხვდა ცუდად რომ გამოუვიდა- იმას კი არ ვგულისხმობ რომ ცუდად გამოიყურები უბრალოდ ალექსანდრე ჩემზე უფროსია და ვიფიქრე შენ
-დამშვიდდი ნიკოლოზ ყველა ეგრე ფიქრობს მარიამზე თითქმის 12 წლით დიდი ვარ . ვიცი გიკვირს , მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს
-მართლა ყველაზე გიჟური გრძნობა ყოფილა- ისე თქვა არც დაფიქრდა და ინსტიქტურად გაექცა ლილესკენ მზერა - მე წავალ თქვენის ნებართვით საქმეები მაქ ,ჯერ ვერ დავლაგდი კიდე
-კარგად. წარმატებულ დღეს გისურვებ
-საღამომდე
ყველა სადღაც წავიდა, ლილესთან ტყუპები მივიდნენ , აუზი აავსეს და მზის გულზე ნებივრობდნენ .მოგვიანებით ირაკლი შეუერთდათ , მაგრამ ცურვა არ ისურვა და იმათი გიჟობით ერთობოდა. შემდეგ დამიანე დაადგათ , ეგრევე ისკუპა აუზში და ჩაიყოლა გოგონებიც
-დამიანეეე
-რაო მაშიკოო
-იდიოტო კინაღამ დავიგუდე- ეხლა მიამ ამოყვინთა და უცებ ამოვიდა აუზიდან რომ შებრუნა მათეს შეასკდა
-ფრთხილად ქალბატონო თორე ისევ ჩავარდები - ხელი ინსტიქტურად მოხვია შიშველ წელზე და სწრაფადვე მოშორდა
-მათუსი არ ჩამოხვალთ თქვეენ?
-არ მინდა ირასთან დავჯდები
-რატო ქონების გამოჩენის გრცხვენია მათუშკა?- მიამ წაკბინა და შეზლონგზე დაწვა . მათემ ირონიულად გაუღიმა ,უყურებდა და ისე იხდიდა. შემდეგ შებრუნდა და აუზში გადაეშვა
-ყბა დახურე გოგო- მაშომ უჯიკა შეუმჩნევლად და ისიც გამოფხიზლდა
-ვაიმე ეს ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი მათე იყო? აუ გული მაქ ცუდად- მსახიობური ნიჭი გამოავლინა მიამ და მაშო აკისკისდა .
-ოჰ მოსულა ბატონი მიშიკო .რაო მიშა მზეზე ფერის მიღება გადაწყვიტე იქნებ ადამიანს დავემსგავსოო?
-დილიდან იწყებ შენ შხამის გადმონთხევას ქალბატონო?
-ვცდილობ - წამოდგა თმები ზურგზე გადაიყარა და ისეთი მოძრაობით წავიდა აუზისკენ მიამაც გააყოლა თვალი .
-მიშა მოდი აქ- ირაკლის ხმამ გამოაფხიზლა ,მიხვდა რომ გამოიჭირეს და ალეწილი სახით მიუჯდა გვერდით
-არ გაჭედო ძმობას გაფიცებ, პროსტა ხო იცი რო
-რა რო ვიცი ნერწყვის ყლაპვით რომ კვდები და ჩემი დაა მაგის მიზეზი?
-კარგი ერთს გთხვ ნარტყამ ადგილზე მეორედ აღარ დამარტყა . ჩემი გოგო ჩამოდის დღეს და მე უნდა დავხვდე აეროპორტში ხომ უნდა მიცნოს -უცებ მიაყარა და ამოისუნთქა
-თვალს ვერ უბრძანებ ,მაგრამ ქცევები აკონტროლე ვიცი ესენი გიჟები არიან ,მაგრამ ხო იცი თუ ვინმე შეეხო ფეხებზე მერე ყველა და ყველაფერი - მაგიდაზე დაკრა ხელი და იქაურობას გაეცალა. მიშომ ამოისუნთქა ლუდი დალია და ისევ გაექცა თვალი მაშოსკენ , მერე გაბრაზდა რა ჯანდაბამ გადამრიაო და საერთოდ გაეცალა იქაურობას. მათე ცურვას მორჩა და ამოსვლისას აყლაპია მიას ნერწყვები . მერე ისე შეხედა მიახვედრა ვხვდები შენს ფიქრებსო და გააბრაზა .
ყველანი წავიდნენ, ლილე დარჩა მხოლოდ. აუზში ცურავდა და ფიქრობდა , მერე ტივტივებდა,ხელები გაშლილი ჰქონდა, თვალები დაეხუჭა, სახე უჩანდა წყლის ზემოთ ქალთევზას მოგაგონებდათ. მშვიდად ამოვიდა წყლიდან ფიქრობდა რომ მარტო იყო პირსახოცი მოიხვია ,შემდეგ თხელი მოსაცმელი მოიცვა შეიკრა და სახლში შევიდა. ტანს ნარნარად არხევდა და გზას განაგრძობდა, კიბეები აიარა და ოთახისკენ წავიდა კარი შეაღო თუ არა მაშინვე იგრძნო ნიკას მიახლოება, ცხელი სუნთქვა კანზე ეფრქვეოდა და გრილ სხეულზე ცეცხლს უკიდებდა . წამებში დაებინდა გონება, ცხელი ხელების შიშველ წელზე შეხება იგრძნო,ჟრუანტელმა დაუარა ხელები მოიშორა და ბიჭისკენ შებრუნდა
-არაფერი თქვა! - ტუჩებზე ხელი ააფარა და გიჟივით გავარდა იქედან.
...................
მარიამი და ალექსანდრე ერთად ისხდნენ აივანზე, დადეშქელიანი მშვიდად ეფერებოდა მუცელზე და განვლილ დღეზე უყვებოდა.
-ჩემს გაბერილ გოგოს მოენატრა თავისი პრინცესა?
-ხო და შემდეგში აღარ გავუშვებ - ტუჩები დაბრიცა და სახე მის ყელში ჩამალა- უნდა დავურეკო-უცებ წამოიწია და მობილური აიღო
-დემეტრემ დამირეკა წეხან ,დავაძინეთ ანაბელი და არ დარეკოთ ტყუილადო
-ეტყობა დაიღალა იმდენი რამე გააკეთეს აბა რა იქნებოდა
-ლილეს ძინავს და დამი სადაა?
-დამი ბიჭებთან ერთად წავიდა, გაინავარდებს და მოვა-გაიცინა და ისევ კომფორტულად მოკალათდდა ალექსანდრეს მკლავებსი, ყელზე ცხვირი გაუსვა და ამოიკრუტუნა-ერთი მაგას არ მოეწონა ვინმე და კი დაყიალობს თავის ნებაზე , რა ენაღვლება
-ეგრე მე ოცდაათი წელი ვიარე და 19 წლის ასაკში რა მოვთხოვო
-შენ ერთადერთი ხარ...ჩემი ბედნიერება -თითები სახეზე ჩამოუსვა და ტუჩებში აკოცა- მიყვარხარ
-მარიამ..
-შევიდეთ, ცივა უკვე. დავიძინებ მე ...
მარიამი რომ დაწვა, ცოტა ხანს უყურებდა, ვერ იძინებდა ამიტომ ქვემოთ ჩავიდა. იცოდა ნიკუშა სახლში არ იყო . იმ წამს შევიდა დევდარიანი
-საღამომშვიდობის - თვალები ისე უნათებდა ეტყობოდა რომ ნასვამი იყო
-დალიე შე ჩემა?
-ცოტა . ხო იცი ისე ვერ ვძლებ
-ისევ ისეთი ხარ, საერთოდ არ შეცვლილხარ
-შენ შეიცვალე ,თან ძალიან შეიცვალე .ვინ წარმოიდგენდა ალექსანდრე დადეშქელიანი ოჯახის კაცი თუ გახდებოდა.მეგონა ტყუპებთან ერთად იგულავებდი მთელი ცხოვრება
-იმედია შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ქალი ვინც ხეტიალს შეგაწყვეტინებს, დაამშვიდებს შენს სულს და ცხოვრებას
-შეიძლება გამოჩნდეს კიდეც...მთავარია მასთან ყოფნა შეგეძლოს. შენ გაგიმართლა ,მე არამგონია ღმერთმა ბედნიერების უფლება მომცეს- სწრაფად თქვა და ალექსანდრეს მანამ გაეცალა სანამ რამეს ჰკითხავდა. ლილეს ოთახს ისე ჩაუარა რომ იქეთ არც გაუხედავს, იცოდა თავს ვერ შეიკავებდა, სწრაფად გადაკეტა კარი და საწოლს მიაშურა. სიზმარში მაინც იყო დადეშქელიანთან ერთად.

...................
მარიამის დაბადებისდღეს რესტორანში აღნიშნავდნენ. უკვე ყველანი გასულები იყვნენ მხოლოდ ლილე შემორჩა სახლში,იმ დღეს განწყობის ასამაღლებლად საშოპინგოდ წასვლა გადაწყვიტა და დრო ისე გაეპარა გონს ვერ მოვიდა.სახლში რომ შევიდა სხვებიი უკვე მზად იყვნენ,ყველანი გაუშვა და თავად მშვიდად დაიწყო მზადება. ახალი კაბა მოირგო,სარკის წინ დადგა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. კმაყოფილი დარჩა საკუთარი თავით, გრძელი თმა წელამდე სწვდებოდა ,გადაწყვიტა შეეკრა ,მაგრამ ისევ გადაიფიქრა სწრაფად აიღო კლატჩი და ოთახიდან გავიდა. კიბეზე სწრაფად მიაბიჯებდა , მობილურს დაჰყურებდა დრო რომ გაეგო. უცებ შეჩერდა როდესაც დაჟინებული მზერა იგრძნო და მიხვდა რომ წინ ვიღაც იდგა. პირდაპირ მის მზერას წააწყდა და გულისცემა აუჩქარდა. ნიკუშა მონუსხული უყურებდა, ისე თითქოს პირველად ხედავდა ლამაზ ქალს, გული ისე უცებმდა უკვე ყურსაც სტკენდა მისი ხმა ადრე კი ამ ორგანოს არსებობის შესახებაც კი არ იცოდა
-იმედია მე არ მელოდი
-მგონი მთელი ცხოვრება შენ გელოდი - გათიშულმა ამოთქვა და მისკენ გადადგა ნაბიჯი.აგიჟებდა დადეშქელიანის სიჯიუტე. მთელი სხეულით გადმოსცემდა ემოციებს,მაგრამ მისი სიტყვები და გამომეტყველება მაინც შეუვალი იყო
-მეჩქარება, მძღოლი მელოდება- გვერდის ავლა სცადა,მაგრამ ბიჭმა თითები მოხვია წელზე და უფრო ახლოს მიიზიდა
-ასეთი ლამაზი არ უნდა იყო
-ძალიან გთხოვ არ გინდა ეს ბანალურობები...გამიშვი ,მგონი აგიკრძალე ჩემთან მოახლოება
-მეგონა ხვდებოდი რომ ვერაფერს ამიკრძალავ და ისე იქნება როგორც მინდა
-ჩემი მინდა შენს მინდას ყოველთვის გადააჭარბებს, დარწმუნებული იყავი ამაში ნიკოლოზ.ახლა კი გამიშვი შენთან ერთად მგზავრობას არ ვაპირებ
-რატომ მგონია რომ ჩემი გეშინია... ხუთ წუთში არაფერს დაგიშავებ
-ნუთუ მართლა გგონია რომ შენი ბრაზიანი გამომეტყველება, შეკრული წარბები და უხეში ტონი ,ან ღრიალი შემაშინებს. აშკარად ვერ ხვდები ვის ესაუბრები...შენ გვერდით არცერთი წუთი მინდა გავატარო, ისიც საკმარისია ამ სახლში რომ გიტან,დამატებით დროს არ გამოგიყოფ . ატანა აღარ მაქვს უკვე შენი
-ე.ი ვერ მიტან , გეზიზღები და შიშის ნაცვლად ზიზღის გრძNობას გიჩენ ხომ ? - თვალები წამსვე აენთო,აგიჟებდა ამ გოგოს სითავხედე. თითები უფრო მოუჭირა და სახე იმდენად ახლოს მიუტანა რომ სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა ლილეს
-ხელი გამიშვი! მე ჩემი სათქველი ვთქვი და დასკვნები შენ გამოიტანე
-კარგი ,დასკვნებს მე გამოვიტან - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაშინვე ეძგერა მონატრებულ ბაგეებს . მთელი სხეული დაეჭიმა, ვნებიანად,მომთხოვნად და ამავე დროს ფრთხილად უკოცნიდა გოგონას ტუჩებს , წინააღმდეგობას უწევდა დადეშქელიანი ,მაგრამ ბოლოს ცდუნებამ სძლია ,მკლავები ყელზე შემოხვია და მისი ტუჩების მოძრაობას აჰყვა - დარწმუნებული ვარ ჩემსავით“არავინ გძულს“ და ვერც ვერავინ შეგაზიზღებს თავს ,ასეთი თუ არის შენი სიძულვილი - კმაყოფილი მოსწყდა ლილეს ბაგეებს, გაიღიმა და სრულიად მოდუნებული ,ბედნიერი გაემართა გასასვლელისკენ დადეშქელიანთან ერთად-არაფერი თქვა თორემ კონტროლს დავკარგავ -მაშინვე უთხრა, როგორც კი გონს მოვიდა ლილე და თავის დაღწევა სცადა
რესტორანში მისვლამდე სიტყვაც არ უთქვამთ, ნიკოლოზი მშვიდად მართავდა მანქანას და შიგადაშიგ აპარებდა მზერას წარბშეკრული ქალბატონისკენ. როგორც კი შენობაში შევიდნენ მაშინვე დაშორდნენ ერთმანეთს. ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარა.
საღამო მშვიდად მიდიოდა. ალექსანდრე და მარიამი ერთმანეთზე აკრულები ცეკვავდნენ. ორივეს თვალები უბრწყინავდა ბედნიერებისგან
-უკვე მეოთხე წელია ერთად ვართ ამ დღეს . არასდროს დამავიწყდება როგორ მთხოვე ცოლობა. შენ ხარ ჩემი ბედნიერება ალექსანდრე
-შენ კი ჩემი სუნთქვა ხარ, რომლის გარეშე ვერ ვიარსებებ - ყურში ჩასჩურჩულა ცოლს და მელოდიას ააყოლა სხეული . ნაზად და ჰაეროვნად ირხეოდა მარიამი , ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა გაბერილი მუცლით ,მომღიმარი და ბედნიერი...
-მიყვარხარ ჩემო ლამაზო - დემეტრემ ხელი მოხვია ელენეს და ყელში აკოცა - შენ როდის უნდა გახდე ჩემი ცოლი? როდის უნდა გიწოდო ჩემი ქალი
-ახლა სხვისი ვარ ?
-ელენე ნუ გადაგაქვს თემა
-ხომ იცი რომ ჯერ ადრეა დემეტრეე
-იცი მთელი ცხოვრება რომ დაგელოდები და არ დაგაჩქარებ, ამიტო იყენებ ამ მდგომარეობას
-დემეტრე დადეშქელიანის სუსტი წერტილი ვარ და არ უნდა გამოვიყენო ? ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც შენი მართვა შეუძლია
-და მაგრადაც გამოგდის - ახედა და თვალები დაუბრიალა
-ვგიჟდები ეგრე რო მიყურებ- გაიცინა და ლოყაზე აკოცა .
ლილე ბიჭებს ეცეკვებოდა დამი, მათე, მიშო, ლაშა მის განკარგულებაში იყვნენ ამათ ერეკლე, ალექსანდრე და დემეტრე ემატებოდნენ ასე რომ არ მოუწყენია . ნიკოლოზი კი მშვიდად იჯდა და უყურებდა მომღიმარ , ლაღ ქალბატონს და ამით ბედნიერდებოდა. თანდათან გრძნობდა სასმელის მოქმედებას , მაგრამ მიჩვეული იყო და განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ გრძნობდა.
ლილეს მთელი საღამო ადევნებდა თვალს და კარგად შენიშნა ერთი ბიჭი რომელიც აშკარად აწუხებდა. მისი კურსელი იყო ,ლადო ერქვა ეს იცოდა და თავის შეკავებას ცდილობდა. დიდი სიამოვნებით სცემდა,მაგრამ მიზეზი არ იყო სანამ არ დაინახა როგორ გაჰყვა უკან ეზოში გასულ ლილეს,როგორ ესაუბრებოდა რაღაც თემაზე გაკვირვებულ დადეშქელიანს. გოგომ მალევე უპასუხა,რამდენიმე სიტყვა უთხრა და სწრაფად გაეცალა. ეს სიტუაცია მხოლოდ ნიკუშასთვის არ იყო ცნობილი,დემეტრემაც კარგად დაინახა და შანსი არ გაუშვა.ლილესთან ცეკვა რომ დაიწყო მაშინვე ჰკითხა ბიჭზე
-ლილე რა უნდოდა ლადოს?
-არაფერი
-კარგი ნუ მეტყვი, ხვალ მივხედავ თავად მაგ ამბავს
-გეყოფა ,სულ საჩხუბარ მიზეზს ნუ ეძებ
-შენ დამშიდდი და დაიკიდე- შუბლზე აკოცა და ჩაიხუტა- ჩემი პრინცესა გაიზარდა და მე კიდე პატარა მგონიხარ ალექსანდრე რა დღეშია წარმომიდგენა არ მინდა
-ერთნაირი გიჟები ხართ ორივე თქვენ
-დიდი კომპლიმენტია - უთხრა და თავი დაუკრა მელოდიის დასრულების ნიშნად.
ლილე ბართან იჯდა მაღალ სკამზე და წვენს მიირთმევდა როცა ლადო აეკრა ზურგიდან,ხელი მუცელზე შეუცურა
-ლადო ხელი გაწიე და მომშორდი მთვრალი ხარ
-არაფერს ცვლის ეგ ხომ იცი რომ მიყვარხარ და მინდიხარ
-ლადო მომშორდი. პრობლემებს შეიქმნი და არ ღირს,გაფრთხილებ -ცივად მოიშორა ბიჭის ხელი,თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა,მისმა შეხება საშინლად გააღიზიანა. უკვე ატანა აღარ ჰქონდა,ეზიზღებოდა როდესაც მის ნათქვამს ვერ იგებდნენ.
ალექსანდრე აივანზე იდგა ,კარგად დაინახა ყველაფერი შენობაში შესვლას აპირებდა,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა ისე სწრაფად წამოვარდა ნიკოლოზი და ბიჭს მიეჭრა. განრისხებული იყო და ალექსანდრე ამ მზერას კარგად ცნობდა, იცოდა ასეთ მდგომარეობაში კაცის მოკვლაც შეეძლო,ისიც კარგად იცოდა იშვიათად რომ ვარდებოდა ამ უკიდურესობაში.
ნიკუშა ბიჭთან ერთად წავიდა, ყველაფერი მალევე მოხდა. არეულობის გამოწვევა არ უნდოდა, უკვე გვიანი იყო ბიჭები სახლში გაუშვა მარიამიც მათთან ერთად. თავად გაჰყვა ნიკუშას მანქანას, ძლივს იპოვნა სადღაც ნანგრევებზე ლადოს სცემდა, ბიჭი უკვე გათიშული იყო ის კი თავს ვერ აკონტროლებდა. სწრაფად მოაშორა უგონოდ დავარდნილ სხეულს და უკან გასწია
-გეყოფა შემოგაკვდება ...გეყოფა მეთქი- ხელი მსუბუქად ჰკრა და უკან გასწია
-ალექსანდრე? აქ რა გინდა რატო ერევი,,, უნდა მოვკლა ეგ ნაბიჭ*არი
-ნიკა მანქანაში ჩაჯექი დროზე !
-ალექსანდრე...
-ნიკოლოზ ! -ისე დაუღრიალა გონებაც გაუნათა მგონი.ბიჭს დახედა გადააფურთხა და მანქანისკენ წავიდა. სწრაფად მართავდა, სახლში რომ შევიდა ლილე მისაღებში დახვდა, მაშინვე მისკენ გაიქცა და სისხლის წვეთები რომ დაინახა გონება დაებინდა. არაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ ნიკოლოზს რაღაც სჭირდა
-დაჭრილი ხარ? რა დაგემართა...სისხლი გდის? - თვალები აემღვრა მაჯებზე ჩაავლო თითები და დაბინდული თვალებით უყურებდა
-დამშვიდდი პატარავ, კარგად ვარ...არაა ჩემი სისხლი, დამშვიდდი შემომხედე - ხელი მოხვია და თავი ააწევინა - კარგად ვარ -ტუჩები შუბლზე მიაწება და გულში ჩაიკრა.
ალექსანდრემ ყველაფერი დაინახა და მოისმინა, ყელში ბურთი მოაწვა,ცოტა აკლდა აფეთქებამდე ლილე ნიკუშას მკლავებში რომ დაინახა
-ლილეე - სწრაფად დაუძახა, ისეთი ხმა ჰქონდა გოგო შეკრთა. უცებ დაიხსნა თავი ნიკუშას მკლავებიდან და ალექსანდრეს გახედა- საძინებელში წადი, გვიანია უკვე და დაიძინე
-მამა მე ...
-ლილე წადი
სწრაფად შებრუნდა და საძინებლისკენ დაიძრა. ალექსანდრე ნიკოლოზს უყურებდა ის კი მზერას არ არიდებდა მშვიდად იდგა, იმით კმაყოფილი რომ ლილე მასზე ღელავდა.
-შენ წადი გამოიცვალე და მერე დაგელაპარაკები !
-კარგი ,როგორც იტყვი
რამდენიმე წუთში შევიდა ალექსანდრეს კაბინეტში, ჭიქა ვისკით აავსო და მაგიდის წინ სავარძელში ჩაჯდა. არც დადეშქელიანის ანთებულ მზერას აქცევდა ყურადღებას
-გისმენ !
-რა გინდა რომ გითხრა ალექსანდრე?
-ნიკოლოზ ჩემ ნერვებზე ნუ თამაშობ ! იცი რაც მინდა რომ მითხრა და თქვი სანამ გამიწყდება მოთმინების ძაფი და სანატრელი გაგიხდება ეს წამები... ხომ ხედავ ახსნის უფლებას გაძლევ
- რისი ახსნის უფლებას მაძლევ იმის რისი ახსნაც შეუძლებელია? შეგიძლია ამიხსნა მარიამი რატო გიყვარს? შეგიძლია მითხრა? არ შეგიძლია ,არც შენ და არც არავის შეუძლია. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ წარმოდგენა არ მქონდა ,ვერც კი ვიფიქრებდი ლილე შენი შვილი თუ იყო , მაგრამ დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს მაინც ისე მოვიქცეოდი როგორც ახლა. ვიცი რომ არაკაცი ვარ და ძმაკაცთანაც კი მივქარე ,ისე მივქარე ვერაფერი გამამარათლებს .შენც კი გადაგაბიჯე იმიტომ რომ ვკვდები ,არ შემიძლია მის გარეშე !ჯანდაბა, ის ნებისმიერ ლომკას ფარავს, როცა ვუყურებ და თავის შეკავება მიწევს მგონია რომ შიგნეული მეწვის. ორმაგი ნარკომანი გავხდი შემიძლია წამალზე უარი ვთქვა მაგრამ ლილეს რომ ვუყურებ ,არ შემიძლია ...გესმის ? არ შემიძლია თავის გაკონტროლება. მინდა ხელი მოვხვიო და არასდროს გავუშვა. მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ჩემ გარდა ვერავინ შეეხება, მინდა მთლიანად შევიგრძნო... ეგოისტურად მიყვარს კი არ მიყვარს მაბოდებს, ვაღმერთებ. სამ თვეში გამაგიჟა, სამ თვეში გაალღო გული ,რომელიც თუ გამაჩნდა არ ვიცოდი . ეგოისტი ნაბიჭ*არი ვარ , ვიცი !ვიცი ,რომ ჩემნაირ მხეცს მისნაირი ანგელოზი არ შეეფერება და არც არასდროს ვიქნები მისი ღირსი , მაგრამ მოვკვდები სხვასთან რო დავინახო. არასდროს არ მითქვამს რო ტკივილი ბოლოს მომიღებდა, ხომ იცი რო არ დამიწუწუნებია არასდროს, ისიც იცი რაც მაქ გამოვლილი, მაგრამ ეხლა მოვკვდები - ფეხზე იდგა ყვიროდა და ყველაფერს ამბობდა, ყველა გრძნობას და დაგროვილ ემოციას- აქ ვარ და ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ ,მაგრამ თუ არ მომკლავ ისე ვერ მომაშორებ შენს შვილს. მხოლოდ ეგ ვარიანტი გაქვს,შეგიძლია მომკლა თითსაც არ გავანძრევ ,არ შეგეწინააღმდეგები-უკვე ალექსანდრე მის წინ იდგა გაგიჟებული გაავებული, აღარ იცოდა რა გაეკეთებია რაც ყველაზე მეტად უნდოდა ის მოიმოქმედა ისეთი მუჭი უთავაზა ნიკოლოზს კედელს მიანარცხა. მერე ყელში წვდა და მაღლა აწია
-როგორ გაიცანი ლილე ...ყველაფერი მომიყევი თორემ მოგკლავ გეფიცები
-აზრი არააქვს... ეგ რომ გითხრა მაინც მომკლავ
-ნიკოლოზ ამოღერღე ,თქვი ამის დედას შევ**ი- ისევ დაარტყა, მერე კედელს დასცხო მუშტი
-ვერ გეტყვი.. გაგიჟდები -ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და წელში გასწორდა
- მეტად რაღა გამაგიჟებს ,ვრწმუნდები ჩემს ეჭვში და ვიგებ რომ ჩემი 19 წლის გოგო უყვარს ჩემს 27 წლის ძმაკაცს, რომელიც ნამდვილი მხეცია და გრძნობა არ გააჩნია. დანდობა არ იცის და შეუძლია გადაკეტილზე ადამიანი დაუფიქრებლად მოკლას . თან ვიცი რომ ასე შორიდან კი არ ეტრფის რაღაც ხდება და ეს რაღაც სისხლს მიყინავს გესმის ? ახლა შემიძლია მართლა მოგკლა ჩემი ხელით ,აქვე წაგაცლი თავს ხომ იცი
-ნიუ-იორკში შევხვდი პირველად.ტყუპებთან ერთად იყო კლუბში, შევამჩნიე მაგრამ ახლოსაც არ მივსულვარ მალევე გავედი მოსაწევად და დაბოლების მერე საერთოდ აღარ დამინახავს. კლუბი ბიჭებთან ერთად დავტოვე,იქვე ბაღში ვიყავი უკვე გამოფხიზლებული. სახლში წასვლას ვაპირებდი რომ მოვიდა და მაკოცა...დავშტერდი , ვერ გავიგე რა ხდებოდა,მაგრამ საშინლად მომინდა მისი კოცნა და წასვლის საშუალება არ მივეცი მეც ავყევი ... მერე უცებ მომშორდა და ისე გაქრა თითქოს არც ყოფილა,მაგრამ მისი სახე კარგად დავიმახსოვრე
-რას მეუბნები ,ზღაპარს მიყვები?ჩემი ლილე მოვიდა გაკოცა და წავიდა? სრულიად უცხო კაცთან მოვიდა გაკოცა და გაქრა?
-ხომ გითხარი გაგიჟდები-თქო, ბოლომდე მაინც მომისმინე ...ლილე არაფერ შუაშია
-აბა შენ ხარ დამნაშავე? შენ მიხვედი და აკოცე? შენ დააძალე ...აიძულე ? მიპასუხე
-არა,მაგრამ ლილეც არაა დამნაშავე ხომ იცი როგორი უმწიკლოა ... ტყუპებთან სანაძლეო წააგო ,მაშომ უთხრა რომ უნდა მოსულიყო და ეკოცნა
-რამხელა შვება ვიგრძენი ნეტავ იცოდე....მერე ,მერე კიდევ შეხვდით? აქ მოსვლამდე ურთიერთობა გქონდათ?ამოთქვი ხომ ხედავ მოთმინებას ვკარგავ
-წვეულებაზე შევხვდი, იქ შემთხვევით ვიყავი ოჯახის უფროს ლაწირაკ შვილს დაბადებისდღე ჰქონდა, ლილე მოეწონა და სადღაც ჯანდაბაში ჰყავდა მიმწყვდეული...ლილემ ვერ შემამჩნია ბიჭი რომ მოვაშორე . მერე აქ შევხვდი და მივხვდი რომ შარში ვიყავი ,რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ვფქრობდი პატარა სულელი,თინეიჯერი ბიჭივით დავშტერდი . ნეტავ იცოდე როგორ მეჩხუბა, როგორ მკაცრად მელაპარაკება ,როგორ გამომლანძღა ცხოვრებაში პირველად სიამოვნებით ვუსმენდი როგორ მეჩხუბებოდა. ახლოს მისვლის უფლებას არ მაძლევს,დამემუქრა კიდეც ,გაგანადგურებ თუ შემეხებიო
-ხო რა თქმა უნდა გეჩხუბება, თავს გაიწამებს და მაინც არ აღიარებს რომ უყვარხარ! მე ხომ დარწმუნებული ვარ გიჟდება შენზე, ჯანდაბააა ამიის დედაააც ჩემი საყვარელი პირველი გოგონა შეყვარებულია ,თან შენზეე . სრულიად გამოუცდელი ბავშვი შენზეა გაგიჟებული და ახლა იტანჯება შენ გამო - ნიკუშას მოშორდა ოთახში დადიოდა და ღრიალებდა, მერე ლარნაკი მოისროლა, ხელშ რაც მხოვდა ყველაფერი დაამსხვრია-რა ვქნა ახლა,რააა ჯანდაბა გავაკეთო რომ არ შევუვარდე და ევჩხუბო,როგორ მოვიდა და როგორ გაკოცა ... არა შენ რა მდგომარეობაში ხარ და ის როგორ იქნება წარმოდგენაც არ მინდა მე რომ ვეჩხუბო უარესად გახდება .ასაკზე როგორ გაგიმახვილო ყურადღება როცა მარიამზე თითქმის 12 წლით უფროსი ვარ ,მაგრამ
-შენ და მე ორი უკიდურესობა ვართ ალექსანდრე ,ხომ იცი მე ვერასდროს შევიცვლები
-არ შეიცვლები და ლილესაც ვერ გაეკარები. შეგიძლია შორიდან უყურო და დატკბე,მაგრამ არც იფიქრო რომ ურთიერთობის საშუალებას მოგცემთ!
-შევიცვალო? კარგი რა შენ გჯერა რომ ჩემნაირ გარეწარს შეცვლა შეუძლია? შენ რომ ნება მომცე მე ვერ დავუშვებ ლილეს ცხოვრება ავურიო, ჩემზე მოჯაჭვული გავხადო და წამებისთვის გავიმეტო ,მაგრამ სხვასთან ყოფნის საშუალებასაც არ მივცემ
-უკაცრავად? სწორად გავიგე? გინდა ჩემი შვილის გრძნობებით ითამაშო? არც შენთან იყოს, არც სხვასთან და ასე დაიტანჯოს მხოლოდ იმიტომ რომ შენნაირ ავადმყოფს უყვარს? თუ გიყვარს შეიცვალე ,ეცადე ! მე არ დავუშვებ როცა მოგინდება და თავს ვერ მოთოკავ მივარდე აკოცო და კიდევ რა ვიცი რას მოისურვებ...საერთოდ წარმოგიდგენია ლომკის დროს რომ გნახოს? ან კაიფში რომ გნახოს უკონტროლო ...ღმერთო ჩემო წარმოდგენაც არ მინდა.არა მორჩა ან ეცდები რომ შეიცვალო, ან მოშორდები ,თითს აღარ დააკარებ!
- და შენ გგონია მაგას შევძლებ? თავის შეკავება რომ შემეძლოს შენ შვილს თითს დავაკარებდი?
-მაგიჟებ ხედავ? გინდა შემომაკვდე და არ ისვენებ. გინდა სისხლში გავისვარო ხელები, თან შენს სისხლში და ამ სახლში - სკამი აიღო და ნიკუშას ნაცვლად მინისკენ მოისროლა, მალევე გაისმა მსხვრევის ხმა და ყველაფერი ნამსხვრევებმა დაფარა .თითქოს მოეშვა ისე უცებ ამოისუნთქა და გაჩერდა
- არ ვიცი რა იქნება, ერთი ვიცი მხოლოდ ლილეს ვერაფერს დავუშავებ , ვერ ვავნებ . რაც შეიძლება მალე გადავალ ჩემ სახლში და პრობლემაც ცოტა შემსუბუქდება მართალია უფრო გამიჭირდება რომ ვერ ვნახავ ,მაგრამ ასე სჯობს -მაგიდასთან დაჯდა ჯერ ერთი ჭიქა დაცალა მერე საერთოდ ბოთლი მიიყუდა . სანამ არ აუწვა შიგნეული სასმელმა მანამ არ მოიშორა მერე კი წამოდგა
ალექსანდრე დამსხვრეულ კაბინეტში იდგა ირგვლივ დალეწილი იყო ყველაფერი , ნიკოლოზი კი გათიშული მზერით იდგა და უყურებდა
-თუ გადაწყვეტ რომ ნორმალური ურთიერთობა შეგიძლია მე წინააღმდეგი არ ვიქნები . თუ მიხვდები რომ თავს ვერ გააკონტროლებ და არ შეგიძლია ნორმალური ადამიანივით ცხოვრება იცი რო ყველაფერი ჩემი შვილების გარდა -უთხრა და თვითონ გავიდა ოთახიდან.
მარიამს კიდევ არ ეძინა ელოდებოდა ალექსანდრე როდის ავიდოდა, ასეთი გაგიჟებული რომ დაინახა შეეშინდა
-ალექსანდრე რა მოხდა?
-მოდი ჩემთან გთხოვ ჩამეხუტე , მჭირდები რომ დავმშვიდდე თორემ გავაფრენ .ნამდვილად გავგიჟდები- მარიამი წამოდგა და მაგრად მოეხვია . მერე გვერდით დაუწვა თავი გამობერილ მუცელზე დაადო , მარიამი თმაზე ეფერებოდა და არაფერს ამბობდა
-მართლა უყვარს, ერთმანეთი უყვართ მარა ვიცი დაიტანჯება . ლილე ვერ გაუძლებს ,ჩემი ფერია ამ დაბრკოლებას ვერ გაუძლებს და მე არ ვიცი რა ვქნა . როგორ მოვაშორო კაცს რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობ და ვიცი მასზე ძლიერად არავის შეუყვარდება, მაგრამ მისი სიყვარული გაანადგურებს . პირველად არ ვიცი რა გავაკეთო როგორც მამა უძლური ვყოფილვარ და ეს მაგიჟებს , ვერაფერს გავაკეთებ ვიცი აზრი არ ექნება რომ გავუშვა წაყვება ნებისმიერ ადგილას იმიტო, რო არაფერი აინტერესებს მაგას
-ნიკოლოზი ხომ შენი მეგობარია და ვერ ვხვდები რა
-ვიცი როგორიცაა და ეგაა საქმე...ვერ დაგიხასიათებ მარიამ , ვერ მოგიყვები რა გაუკეთებია ცხოვრებაში . ეს თავადაც იცის და არ ვიცი რას გააკეთებს ვერ ვხვდები მეშინოდეს თუ არა ვერც სიყვარულს დავუშლი . ღმერთი ხო არ ვარ სხვა რომ იყოს ვცემდი, დავასახიჩრებდი გავაგდებდი აქედან, მაგრამ მაგასთან აზრი არააქ თვითონ თუ არ მოშორდება ისე აზრი არაფერს არააქ .უნდა მოვკლა , როგორ უნდა მოვკლა
-დამშვიდდი ყველაფერს დრო გვიჩვენებს. შენ უბრალოდ მეტად მიაქციე ყურადღება ლილეს და მათ ურთიერთობას, გზა და გზა მიხვდები რა უნდა გააკეთო - ქმარს აკოცა და თლილი თითები სახეზე ჩამოუსვა -ჩამეხუტე და შეეცადე დაიძინო ეხლა ამ გონებაზე ვერ შეძლებ აზროვნებას
როგორც იქნა მარიამმა იმოქმედა მასზე და ჩაეძინა. დილით თავი უსკდებოდა, ყველაფერი გაახსენდა და გონება ამღვრეული ქონდა არ იცოდა რა გაეკეთებია ცოტაც და გაგიჟდებოდა , მაგრამ მაინც დამშვიდდა . ჩაიცვა ქვემოთ ჩავიდა ყველა ადგილზე იყო , ლილე მოწყენილი იჯდა მის ასეთ მდგომარეობაში ყურება კლავდა , მაგრამ იცოდა რო დღეიდან ხშირად შეხედავდა ასე პირველად სწორედ მასთან მივიდა წამოაყენა და მაგრად ჩაეხუტა
-ჩემი ფერია რატომაა მოწყენილი უნდა რამე ვუყიდო და ვერ მეუბნება?-ისე უთხრა ლილეს თითქოს არაფერი იცოდა
-არა , უბრალოდ წუხელ არ დამეძინა და ხო იცი როგორ ვარ ხოლმე ვისაუსმებ . მერე დავიძინებ- მამიკოს აკოცა მერე ისევ ჩაეხუტა . ამ დროს შემოვიდა ნიკა თვალები დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა, უპეები ჩაშავებული.პირველად ალექსანდრეს შეხედა მერე ზურგით მდგომ ლილეს და იგრძნო როგორ ჩაეღვარა სითბო სხეულში
-დილამშვიდობისა - ხმა დაბოხებული ჰქონდა ლილე მაშინვე შეკრთა როგორც კი ჩაესმა საყვარელი ხმა . ალექსანდრემ იგრძNო მისი ცვლილება,მაგრამ ისევ დააიგნორა. ხელი უშვა და სახეზე მოეფერა
-ვისაუზმოთ
ნიკოლოზთან ანაბელი მივიდა და ქვემოდან ახედა ორმეტრიან ბიჭს ისე საყვარლად უყურებდა გაეღიმა
-ლატო გაქ ჩენ თვალები გაწითლებული ?
-ანაბელ როგორ ხარ?-ნიკა ჩაიცუცქა და ბავშვს თბილი ხმით უთხრა ,თან უღიმოდა -მეგონა ისევ აგარაკზე იყავით .მოგენატრა სახლი?
-კი მომენატლა. ჩენ ლო წაქალ ალ მოგენატლებით ჩვეენ?
-ძალიან მომენატრებით- ჩუმად უთხრა და სევდით აევსო თვალები - მოდი ერთად ვისაუზმოთ მე და შენ გინდა?
-ლილეე - მაშინვე დას გახედა რომელიც მათ უყურებდა და უცებ შეკრთა
-გისმენ ფერია
-ჩეილება მე დგეც ნიკუჩა ბიძიამ მაჭამოც ქო ალ გაბლაძდები
- არ გავბრაზდები - ღიმილით უთხრა და დააიგნორა ნიკას მზერა .
ბავშვი ნიკას ფეხზე დასკუპდა მანაც თავისი საყვარელი კერძები გადმოუღო და აჭმევდა. ისეთი ლაღი და საყვარელი იყო ტიტინა ანაბელი თითქოს ყველა ტვირტი მოეხსნა .ბავშვს უსმენდა უყურებდა როგორ ილუკმებოდა და ზოგჯერ პირგამოვსებული ლაპარაკობდა
-ანაბელ ლუკმა გადაყლაპე და მერე ილაპარაკე- მაშინვე ეტყოდა მარიამი და ისიც გაჩუმდებოდა. ალექსანდრეს სიტყვა არ დაუძრავს ხან ნიკას უყურებდა ხან ლილეს, რომელიც ისედაც არაფერს ჭამდა და ეხლა საერთოდ ჩანგლით ხაზავდა თეფშზე გადმოღებულ კერძს
-ლილე რატომ არ ჭამ სხვა კერძი გინდა მოამზადონ?-მარიამმა უთხრა და გამოიყვანა ფიქრებიდან
-აა არაა უბრალოდ მადა არ მაქ წავალ მე დავისვენებ ჯობს - უცებ წამოდგა და დატოვა ოთახი. ნიკამ თვალი გააყოლა მერე ალექსანდრეს გახედა და ისევ ბავშვს მიუბრუნდა . მერე თვითონ აიყვანა ხელში და თავის ოთახში წაიყვანა რომ გამოეცვალა მარიამიც მიყვებოდა უკან. დერეფანში ლილე შეხვდა
-დედიტო ჩენ დალჩი მე ლილე გამომიცვლიც ქო ლილეე
-მე .. მოდი ჩემთან და გამოგიცვლი- ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ და ხელი გაუწოდა
-ალ მინდა ნიკამ წამომიკანოც აცე მაგალზე ვალ ჩენ პატალა ქალ ქო წამიკან ნიკუჩაა?-მერე ბიჭს შეხედა , რომელიც ღიმილს ვერ იკავებდა . და რბილ ლოყებზე აკოცა ნაზად და ტკბილად
-წაგიყვან . მაღლიდან მზერა რადგან გიყვარს მოდი ასე დაჯექი ოღონდ ხელი მომხვიე - უცებ დაისვა მხრებზე , გოგო კისკისებდა თან მოეხვია .პატარა თითებს ხან ლოყებზე უსმევდა ხან შუბლზე მერე გადმოიწია და აკოცა
ბავშვების საძნებელში შევიდნენ , ნიკამ სააბაზანოში შეიყვანა და თითონ მობანა მოთხუპნული სახე . წყლის შეხებისას კისკისებდა და თვითონაც ეცინებოდა. მერე პირსახოცით გაამშრალა და საძნებელში გაიყვანა. ლილეს მისი ტანსაცმელები ეჭირა ხელში
-დამცვი ლილემ უნდა ჩამაცას ჩენ მანდ დაჯექი - პუფზე მიუთითა და ნიკაც დაემორჩილა. უყურებდა ლილე როგორ აცმევდა პატარა ფერიას , მერე თმები დაუვარცხნა , ჩაუწნა ლოყაზე აკოცა და ძირს ჩამოსვა
-ექლა ლაგაც ლო გთქოვო ნიკუჩა ჩეიძლება?- ბავშვი მასთან მივიდა და წინ დაუდგა
-აბა გისმენ ფერია -გაუღიმა და თითები დაუკოცნა
-ჩემი დედიკო ქო ელოდება ჩემს დაიკოც და გაბელილია ამიტო ველ დადიც წესიელად მე კიდე პალკჩი მინდა წასვლა და ატლაქციონებძე დაჯდომა ძიზაცთან ელთად ალ მინდა წაცვლა და წამიკან?
-მარტო შენ გინდა რო წაგიყვანო?
-ალა მე და ჩემი ძმები გაბო და გიო
-მარტო მე რო არ მენდობა მარიამ დედიკო? მერე როგორ მოვიქცეთ პატარა პრინცესა? მე მოუხერხებელი ვარ და ბავშვების მოვლა არ გამომდის და შენს ძმებს იქ როგორ მივხედავ მარტო?
-მალტო ლატო ლილე წამოვა -უცებ დადო დასკვნა და გადაჭრა საქმე. ლილე უსმენდა და ეს რო გაიგონა ცისარტყელას ფერებმა გადაურბინა
-მეე? ანაბელ რა ამოიჩემე ეხლა ხო იყავი გუშინ წასული დემეტრესთან ერთად დღეს რაღა გინდა ატრაქციონებზე? თან მე არ მცალია და ..-ალბატ მიზეზს მოიფიქრებდა მარიამი რო არ შესულიყო. ოთახში მყოფებს უცებ გადახედა და გაიღიმა
-აბა რა ხდება აქ ჩემი პრინცესა მზადაა?
-ნიკუჩა უთქალი ლა - ბავშვი ჩაეხუტა ნიკას და ქვემოდან ამოხედა ისეთი საყვარელი იყო გააბრუა კაცი
-რა უნდა მითხრას ნიკოლოზმა?
-ანაბელს და ბიჭებს თუ გამოუშვებ ცემთან ერთად სასეირნოდ
-ნიკა მარტო ვერ მიხედავ იმათ განსაკუთრებით ხო ხედავ როგორი ცელქები არიან მე ვერ წამოვალ დანარჩენებს არ სცალიათ და ლილე თუ წამოგყვება თანახმა ვარ - უცებთქვა და ლილეს შეხედა
-მე .. არ
-ხო თქვი დღეს სახლში ვარო წაყევი რა გთხოვ გაერთობიან ესენი შენც გაისეირნებ თან ვერ ხარ კარგ გუნებაზე და გამოკეთდები -ისე მოეწონა თავისი იდეა უცებ მიაწვა სიტყვა რო აღარ ქონოდა სათქმელი
-მარიამ ... კარგი ხო ნუ მიყურებ ანაბელ ეგრე ჩავიცმევ შენც მოემზადე და წავიდეთ იცოდე თუ არ დამიჯერებ დაგტოვებ მარტოს იქ
-ჩენ დამტოვე მელე ნიკუჩა ლიცთვიცაა იქ ამქელა კაცი
-მოკლედ რა სიტყვაში ვერ გაჯობებს ვერავინ- ბუზღუნით ტქვა და გავიდა. მარიამმა ბავშვები მოამზადა, ჩანთები გაამზადა მერე „კენგურუ ჩანთები“ მისცა ნიკას ხელში და ლილეც მიუყენა გვერდით
-აბა გაბარებ ოთხ ბავშვს და მიხედე საღ-სალამათი დააბრუნე უკან ყველა . რო დავრეკავ მიპასუხე და დაღამებამდე მოიყვანე ბევრი ტკბილი არ აჭამო და იქნებ ლილემ რამე შეჭამოს არ შეწუხდეს იქ მშიერი კუჭით -უცებ მიაყარა გაუღიმა ლილეს ბავშვებს აკოცა და დაელოდა როდის ჩასხდებოდნენ მანქანაში. უყურებდა როგორ ჩასვა თავიანთ სავარძლებში ბიჭები , ანაბელი შემდეგ ლილეს შეხედა რომელიც მანქანისკენ მიდიოდა კარი გაუღო და ისიც წინ დაჯდა. მარიამს ეღიმებოდა , უყურებდა მიმავალ მანქანას და თან ალექსანდრესთან რეკავდა
-გისმენ მარიამ
-აბა თუ გამოცინობ რა გააკეთა შენმა გიჟმა ცოლმა
-რა ქენი მარიამ?
-ნიკოლოზს გავაყოლე სასეირნოდ ჩვენი ბარტყები და ლილე ეხლა გავიდნენ ეზოდან
-რამ მოგაფიქრა ეხლა ეგ
-რა გინდა გადასარევი აზრია ცოტა ბავშვებზე გადაერთვებიან ნახავენ როგორ უნდა იყო მშიდად და ბედნიერად სხვათაშორის შენი ბელსის იდეა იყო და მე დავეხმარე რა
-კარგი მადროვე ეხლა საქმეები მაქ . გკოცნი ხშირად დაურეკე და ანაბელს კითხე ხოლმე რას აკეთებენ მე რო დავურეკო არ გამოვა
-კაი გკოცნი მალე მოდი. მიყვახარ
-შევეცდები ,ჭკვიანად იცოდე და დაისვენე
....
მანქანაში ჩუმად ისხდნენ ნიკუშა და ლილე სიტყვასაც არ ამბობდნენ, სამაგიეროდ ანაბელი ლაპარაკობდა ,ბიჭები თავის ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
ნიკოლოზმა მანქანა რომ გააჩერა ტყუპები თავიანთი სკამიდან ამოიყვანა ,მათი ცისფერი ჩანთა კი მხარზე გადაიკიდა. ლილემ სიცილი ვერ შეიკავა რამაც ბატონი“გააბრაზა“ . ტყუპებს ხელი ჩაკიდა და წინ წავიდა
-ჩენ ლამდენი წლიც ქალ ნიკუჩა?
-მე ძალიან დიდი ვარ - გაუღიმა ბავშვს და ლილეს წამით გახედა
-მაინც ლამქელა დიდი ქალ
-27 წლის ვარ ნუ რაღა დარჩა მალე 28 წლის გავხდები ...შენ იცი თვლა აქამდე?
-უიი ლამქელა კოფილქალ მე მაქამდე თვლა ძვლივს მასწავლა ლილემ - სასაცილოდ შეიცხადა პატარა ქალბატონმა . როგორ შეიძლება ამათთან ერთად იყო და არ იმხიარულო -ჩემი ლილე 19 წლიცაა ჯელ ბიჭებიც მაგდენიც ალიან
-ანაბელ არ გინდა ცოტა ხანს რომ შეწყვიტო კითხვების დასმა და უბრალოდ გვითხრა რომელ ატრაქციონზე დაჯდები?
-ალ მინდა, მალა კაი
-აცადე ბავშვს ლაპარაკობს... ისედაც ვიცი ბავში რომ ხარ - ნიკამ გაუღიმა და გააბრაზა კიდეც დადეშქელიანი
-მე არ ვარ ბავშვი უბრალოდ შენ გგონია ეგრე და საერთოდ არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.ვისთვისაც საჭიროა იმისთვის არ ვარ ბავშვი- ბიჭები სკამზე დააჯინა ანაბელი კი ბილეთებით ხელში იქვე წავიდა გასართობად . ნიკამ ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა, ისე დაჰყურებდა გეგონაბოდათ მალე იფეთქებდა
- რისი თქმა გინდა მაგით
- წინადადება ვთქვი ,დავასრულე სათქმელი და დასკვნა როგორიც გინდა ისეთი გამოიტანე
-რატომ მოქმედებ ჩემს ნერვებზე, გინდა გამაღიზიანო ხო? მაგით რას მიაღწევ ,ჩხუბი რომ მომინდეს მოფერების ნაცვლად? - უცებ მიიზიდა თავისკენ და ლოყა გლუვ კანზე მიადო ტუჩები კი ყურთან მიაკრა
-გაიწიე ნუ მეხები - უცებ დაიხია უკან და ბავშვებთან დაჯდა ,გაბრაზებული იყურებოდა და უფრო ამხიარულებდა ნიკოლოზს.
მთელი დღე სეირნობდნენ, კარგად გაერთო ქალბატონიც მერე ეშმაკის ბორბალზე მინდაო ანაბელმა ,მარტო ვერ დასვავდნენ ამიტომ ლილე უნდა დამჯდარიყო
-არა ნიკა დაჯდება შენთან ერთად
-მე რატომ
-იმიტომ!. მიდი რას ელოდები მე ბავშვებს საჭმელს ვაჭმევ
-მეჩვენება თუ სიმაღლის შიში აქვს ჩემს პრინცესას
-მე არ ვიცი შენი პრინცესა ვინაა და რისი შიში აქვს
-აბა ცოტა დაფიქრდი- უკნიდან აეკრა და ყელზე ცხვირი გაუსვა -დაფიქრდი?
-ასე რა დამაფიქრებს- ინსტიქტურად თქვა და უცებ წამოწითლდა ნიკოლოზმა რომ გაიცინა
-ხოო ეგ მართალია ერთად დავსხდეთ და გადავლახოთ შიში!- ხელი მოხვია წელზე ისე რომ ვეღარ შეტოკდა სწრაფად დასვა სკამზე ,გვერდით მიუჯდა ბავშვები ჩაისვეს თან ხელი მოუჭირა მის სიფრიფანა თითებს და აკოცა
-იცოდე რომ შევწუხდე აქ მამაჩემზე პასუხის გაცემა მოგიწევს და საერთოდ რა მინდა აქ წაიყვანე ესენი მე დავრჩები -წამოდგომა სცადა, მაგრამ დაძრეს ბორბალი და წამსვე გაქვავდა, ფერი დაეკარგა ,თვალები გაუფართოვდა
-მე მიყურე
-არ მინდა შენი ყურება უარესად გავხდები
-ნუ ჯიუტობ პრინცესა ,შემომხედე-ისეთი ხმით ეუბნებოდა წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ ჰყოფნიდა. თავი მისკენ შეაბრუნა ,ნიკოლოზის სფეროებში ჩაიძირა და საერთოდ გადავიწყდა შიში. ფერიც დაუბრუნდა ,მოდუნდა -შეგვიძლია მეორე წრეზე წავიდეთ
-რაა? ჩამოვედით უკვე? რა მეორე წრე სიცოცხლე არ მომბეზრებია - უცებ წამოდგა ბავშვებს ხელი დაავლო ძირს ჩამოსვა და თვითონაც ჩავიდა. ნიკოლოზი ღიმილით უყურებდა და უკან მიჰყვებოდა. შემდეგ კაფეში ისადილეს. ლილეს საყვარელი საჭმელები რომ შეუკვეთა ყბა ჩამოუვარდა გოგოს
-რა ,რამე შემეშალა?
-არა უბრალოდ არ .. საიდან იცოდი
-შენთან ერთად ვცხოვრობ მთელი თვეა ,პრინცესა
-ნუ მეძახი პრინცესას .არ ვარ მე შენი პრინცესა
-აბა ვისი ხარ ?- თან წვენი მოსვა და მოჭუტული თვალებით გახედა, ხო იცოდა რაც ემართებოდა ლილეს ასე რო უღიმოდა და მაინც იწვევდა .გიჟდებოდა მის დაბნეულ მზერაზე და შეფაკლულ ლოყებზე
-აუცილებლად ვინმე საკუთრებას უნდა წარმოვადგენდე ? არ შეიძლება ჩემი თავი მევე მეკუთნოდეს?
-არა, მესაკუთრე ეგოისტი ვარ - არხეინად უთხრა და ლოყაზე აკოცა -საკუთარი თავისტვსიაც არ მემეტები
-გენაცვალეთ რა საყვარელი ბავშვები არიან ....ძალიან გვანან დედიკოს . ღმერთმა გაბედნიეროთ შვილებო- ვიღაც ქალი მიუახლოვდათ და ბედნიერმა დალოცა წყვილი, რადგან ოჯახად წარმოიდგინა ,შორიდან ისე გამოიყურებოდნენ . ლილე გაშრა, ენა ჩაუვარდადა სიტყვა ვერ დაძრა, ნიკოლოზს კი წამში წარმოუდგა თვალწინ მათი ოჯახი და სიხარულით გული გაორმაგებით აუძგერდა
-მადლობა დეიდა ,გაიხარეთ - თბილად უთხრა ქალს
-არა რა ოჯ.. - ლილემ დააპირა ეთქვა, მაგრამ ნიკამ ხელზე აკოცა და გაუღიმა
-პრინცესა წავიდეთ მგონი დროა ხო?
ქალი წავიდა ,ლილე კი ისე უყურებდა სიცილი ვერ შეიკავა
-არა რა... შენ ნორმალური არ ხარ .არ გამაჩენია სამი შვილი 19 წლის ასაკში?
-რა მოხდა არ შეიძლება? ტყუპები რომ გყავდეს? რა იცი რა შემიძლია
-შენ რა,.. რა უზრდელი ხარ და ნერვებს როგორ მიშლი - საყვარლად აეფაკლა ღაწვები ბავშვები ჩამოსვა და გასასვლელისკენ წავიდა. ნიკამ ფული გადაიხადა და სიცილით მიჰყვა უკან. მალე დაეწია ბიჭები ხელში დაიჭირა და სათითაოდ დაუკოცნა ლოყები. ანაბელი კი ლილეს მიყვებოდა და მშვიდად აკვირდებოდა წყვილს.
საღამო იყო როცა ეზოში შევიდნენ, ლილე გაბუსხული გადმოვიდა ისეთი საყვარელი იყო ნიკას უნდოდა მაგრად მოხვეოდა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხა .ანაბელი იყო სამაგიეროდ უსაზღვროდ კმაყოფილი,სახლისკენ გაიქცა და მარიამს მოეხვია
-დეე იცი რა მაგარი იყოო
-მერე მომიყევი ყველაფერი ჩემო ფერია - ჩუმად უთხრა მარიამმა და გაიცინა. ალექსანდრე გამოვიდა სახლიდან და წყვილს სეხედა. ბიჭები ნიკუშას ეჭირა, ერთი მხრებზე ესვა მეორე „კენგუროში““ ჰყავდა ჩასმული და მშვიდად მიაბიჯებდა. მარიამმა მობილური რომ აიღო და ფოტოების გადაღება დაიწყო წამსვე შეკრა წარბები
-ლილე საყვარელო ერთი წუთი აქეთ მოიწიე- ხელით ანიშნა ნიკასკენ მიწეულიყო ისიც ვერ მიხვდა რა უნდოდა და მიიწია . წამში გადაიღო ფოტო და გაიცინა- ახლა ჩემთან მოდი ძალიან მინდა შოკოლადი და შესვლა მეზარება ,მომიტანე რა თუ გიყვარვააარ
-კარგი რა პრობლემაა
ალექსანდრემ ბავშვები გამოართვა ნიკოლოზს და თვითონ დაჯდა მათთან ერთად
-შენ სად მიდიხარ მოდი აქ - ლილემ როცა სახლისკენ აიღო გეზი ნიკაც უკან მიყვებოდა და წამსვე გააჩერა ალექსანდრემ
-რა?-ისე გამოხედა მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა
-მარიამ!-ალექსანდრემ გახედა და ისიც გაჩერდა- როგორ ჩაიარა დღემ?
-კარგად....ძალიან მაგარი ბავშვები გყავს
-მადლობთ რომ მითხარი კი არ ვიცოდი - ალექსანდრემ ირონიულად გაუღიმა- ბიჯო შენ გამაგიჟებ მე ...დაჯექი სად იხედები -უცებ დაუყვირა
-ალექსანდრე რა გინდა? რას მაწამებ მაცადე წავიდე თორე გამისკდება ახლა გული
-სად გაგიშვა ჩემს შვილთან ? იყოს არ გინდა -ისევ ირონია და გააგიჟა ნიკა
-რა გინდა ეხლა აქ უნდა დამაყუდო? დავიღალე სად შემიძლია ამდენი ბავშის მომწყესვა ამაზე მარტივი ოთხ კაცს ეჩხუბო
-მეოთხეც თუ ბავშია რატომ ვერ ისვენებ...პედოფილი ხარ?
-სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს- გაიცინა და სახლისკენ კი არ წავიდა ლამის შევარდა არ გარბოდა თორე ისე ადგავდა ნაბიჯებს ბევრი არ აკლდა სირბილამდე . საფეხურები აირბინა და ლილეს ოთახის კართან გაჩერდა ,დააკაკუნა მაგრამ არავინ რომ არ გასცა ხმა პირდაპირ შევიდა . ლილე იქ არ იყო, მერე წყლის ხმა გაიგონა და მიხვდა სადაც იქნებოდა. უცებ ფანტაზიები მოეძალა და პირი გაუშრა ტუჩები დაისველა და სავარძელში ჩაესვენა . კარს უყურებდა წამსვე შევარდებოდა იქ სხვა რომ ყოფილიყო. ფეხზე წამოდგა იფიქრა გავალ სანამ თავს ვაკონტროლებო . კართან იყო ,სახელური უნდა ჩამოეწია როცა ლილეს ხმა გაიგონა და მერე ინსტიქტურად გადაეკეტა საკეტი
-აქ რას აკეთებ -მხოლოდ ეს უნდოდა, ისე შებრუნდა და მივიდა უკვე ვეღარ აზროვნებდა. ხელი მოხვია წელზე და სხეულზე აიკრა, გაგიჟებული დასცქეროდა გოგოს რომელსაც წყლის წვეთები ანცად დადიოდა სხეულზე „გაგიჟებით წვეთზე ვეჭვიანობ“ სწორედ შესაფერისი სიტყვები იყო . უნდოდა იმ წვეთების ნაცვლად მისი ტუჩები ყოფილიყო უყურებდა, მაგრამ არ ეხებოდა. ლილე სუნთქვაშეკრული იდგა, ფაქტობრივად არც იდგა ნიკოლოზს ეჭირა , ტუჩები გაუშრა ისედაც აწითლებული ჰქონდა ცხელი წყლის ჭავლის გამო ახლა ენის წვერი ფრთხილად გადაისვა ,დაინახა მისი მზერა რომელშიც ვნება, სურვილი, დაუოკებელი, დაუცხრობელი, ველური სურვილი ჩანდა. ლილე შიშმა მოიცვა მის თვალებში იყურებოდა და გულისცემა უჩერდებოდა . როცა ხელი მოხვია და მის ყელში ჩარგო თავი ლამის გაითიშა , ნიკა მის კანზე ცხვირს აყოლებდა თითქოს სურნელს უკეთ იგრძNობდა მერე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და თავი მის თმაში ჩამალა
-რას მიკეთებ ასეთს , მითხარი რატომ ვერ გეშვები ... ჭკუიდან მშლი
-ნიკა მე...
-ჩშ არაფერი თქვა გთხოვ უბრალოდ ნება მომეცი შეგიგრძნო -დაჰიპნოზებული ლაპარაკობდა თითებს ნაზად ახებდა მის გლუვ კანს და თითოეული მისი რეაქციით ტკბებოდა .ლილე როგორ იქნებოდა ამ დროს როცა ამხელა კაცი ვერ აკონტროლებდა თავს , შინაგანად დუღდა, მაგრამ თითსაც არ ანძრევდა მხოლოდ ჩახუტებული ყავდა და არც კი ირხეოდა- მე ... უნდა წავიდე - ხელებში მოიქცია მისი სახე შუბლზე მიაკრა ტუჩები და ზურგი სწრაფად აქცია
-სად მიდიხარ
-სახლში ...ჩემს სახლში გადავდივარ. დღესვე ჩავალაგებ ბარგს
-უკვე გადადიხარ? მეგონა ჯერ არ წახვიდოდი
-ხომ გინდა შეგეშვა, შენს სურვილს ვასრულებ - ნიშნისმოგებით უთხრა და გავიდა. ლილე კი საწოლზე დაემხო და ღრმად ამოიგმინა ბალიშს დაარტყა ხელი მერე ჩაიხუტა და გაჩუმდა. დამიანე შევიდა მის საძინებელში უცებ ჩააცვა და გარეთ გაათრია მომეხმარე ბავშვებმა გამაგიჟეს მარიამს კიდე არ შეუძლია ეხლა იმათი მიხედვაო. ასე გათიშული იჯდა ბაღში კარგად დაინახა როგორ გამოვიდა ნიკოლოზი ჩემოდნებით ხელდამშვენებული და თავის მანქანაში დაწყობა დაიწყო, ისე რომ არც გაუხედავს ლილესკენ . გოგოს თვალი რომ არ მოუშორებია, თითქოს ბოლოჯერ უყურებდა .
ყველას დაემშვიდობა, ისე თითქოს სიკვდილი არ ერჩია ლილესგან შორს ყოფნას,მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა მიხვდა რომ თავს ვეღარ გააკონტროლებდა. ლილეს რომ მოეხვია ყელსი დაუტოვა ტუჩების კვალი და წამსვე მოშორდა
-ცოტა ხნით ადრე ალექსანდრეს მიეჭრა და პირდაპირ ახარა
-მივდივარ დღესვე
-სად ჯანდაბაში მიდიხარ ,კიდე ერთი კვირა არ რჩებოდი? ავეჯი არაა ჩამოსული ბოლომდე, ეზოც არ დაუსრულებიათ ....სად გადადიხარ
-არ შემიძლია რაღაც საშინელებას გავაკეთებ და მერე არ ვიცი
-ოთახში რომ ახვედი დღეს ლილესთან შებრძანდი ხომ? რა გააკეთე- ალექსანდრეს ყველა ძარღვი დაეტყო ყელზე .თვალები ჩაუწითლდა და ურჩხულს დაემსგავსა
-არაფერი გამიკეთებიამ მაგრამ რო არ გამიკეთებია და შეიძლება სხვა დროს ზედმეტად მივქარო მაგას გეუბნები მეც და რა გინდა , გითხრა რა მემართება როცა ვუყურებ? არ იცი რა მემართება ? ვერ ხვდები?
-მოკეტი , გაჩუმდი დამდე პატივი და გაჩუმდი. მგონი გავიწყდება ჩემს შვილზე რომ ლაპარაკობ ძლივს დავმშვიდდი და ნუ მაცემინებ თავს
-ხოდა მივდივარ რა
-მიბრძანდი ბატონო ვერ გაკავებ...
-დიდი მადლობა ამ გადასარევი თვისთვის შენი ბავშვები მომენატრებიან...სხვა ბავშვებიც
-ოჰ რო არ დაგეგკონკრეტებინა ვერ მივხვდი... მიდი გადი ეხლა გამიგიჟდება შვილი დღეს ვატყობ. ვიღაცას თუ არ მოუყვება დეპრესია დაემართება და მერე მართლა მოგკლავ
-მე რა გავაკეთო ეხლა შენ გიჟი შვილები გყავდეს და ეშინოდეს მათი რეაქციის
- ჩემს შვილებზე რომ ლაპარაკობ პირი გამოირეცხე ...შენ გიჟი იყო ეხლა დააბრალე ბიჭებს . ხვალ მიშოს მეგობარი ჩამოდის დახვედრას ვუწყობთ , ჩემების მეგობარია განსაკუთრებით ლილესი და მოკლედ შენც უნდა იყო ... მიშიკომ დაგპატიჟა მთელი სულით და გულით
-კაი მოვალ. გოგოა ის მეგობარი ?
-აუ გაუბერა უცებ გოგოა ამჯერად ,მაგრამ ბიჭებიც ჰყავს მეგობრები და იმედია შენ მიშოზე და მათეზე არ გაუტევ მაგათთვის დასავითაა და რომ დაინახო ჩაეხუტოს აკოცოს და შემოეხვიოს . არ დაიწყო გაფრენები რა
-დიდი მადლობა რომ გამაფრთხილე . მაგათზე არ ვეჭვიანობ ისედაც ,დაკავებულ ხალხს რა ესაქმება ჩემს პრინცესასთან
-შენია როგორ არა... მოგართმევენ ლანგრით
-ალექსანდრე ნერვებზე რისთვის უკრავ? სიმამრი უნდა გცემო მაინცადამაინც?
-შენ ბიჭო შ*გ ხო არ გა* ... მომინდომა . ძაან წასულხარ ოცნებებში ,წუხელ ვერ გამოიძინე ალბათ ....მიდი გადი გამასწარი ეხლა მალე -ხელი ჰკრა და ოთახიდან გააგდო . გიჟები ერთად გავიდნენ სახლიდან ჯერ ქვემოთ იყვნენ , მერე ბარგი რომ ჩაულაგეს მოსამსახურეებმა თვითონ გაიტანა ნიკამ-გინდა გააგიჟო ხო?
-აუ არ მაცლი ალექსანდრე რა
-მიდი ბატონო მეტად რაღა უნდა გააგიჟო ისეთი სახით გიყურებს გამომიშტერა ბავშვი
-მიდი ცოლთან ჯობს ,რაღაც უნდა მგონი
-მივდივარ !
ნიკოლოზი წავიდა და დარჩა ისევ ოჯახი ერთად, მაგრამ მისი წასვლით ყველა მოწყენილი იყო . მართალია კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა ,მაგრამ მაინც ყველასთან სითბოს ამჟღავნებდა . ანაბელი გაბუსხული დადიოდა , მერე ლილეს მიეკრა და ქვემოდან ახედა
-ლილუცი ნიკუჩაცთან მინდა მე მომენატლა
-კარგი რა ანაბელ გუშინ წავიდა ეგრე მე არ გენატრები და ის როგორ მოგენატრა- ვითომ უდარდელად თქვა ბავშვი რო გაემხიარულებია თან იღიმოდა
-ჩენ თუ მოგენატლა ელთ დგეჩი მე ლატო ალ მომენატლებოდა ვითომ- ისე უთხრა ენა ჩაუვარდა ლილეს . კიდე კაი მარიამმა უშველა
-ალექს დაასრულა ნიკუშამ უკვე სახლის მოწყობა? მაინტერესებს როგორი გამოვიდა ვესტუმროთ
-მარიამ !
-აბა დაასრულა?
-არა ჯერ ამ დღეებში ბოლო ნივთებიც ჩამოვა და ეგაა.
-ხალხო რას ელოდებით არ ემზადებით ლიზიკოს დასახვედრად?-დამიანე ჩავიდა ქვემოთ და გადართო ახალ საქმეზე ოჯახი. მალე ყველა ერთად გავიდა სახლიდან . ლიზიკოს წამოსაყვანად იყო უკვე მიშიკო და მათე .
..........
რესტორანში შესვლისას ბევრი ნაცნობი დაინახეს და მათი მონახულება დაიწყეს. ლილე აივანზე იყო გასული , მარიამი და ალექსანდრე იყვნენ ერთად ბავშვები ბიჭებს ჰყავდათ.
-ნიკოლოზი არ მოვა?
-შენ ძაან გინდა მგონი ლილეს გათხოვება
-რას დამცინი ვერ გავიგე მინდა დიახაც. გათხოვება არა ჯერ, მაგრამ მინდა ბედნიერი იყოს და გული მიგრძNობს სხვასთან ვერ მიაღწევს ამ ბედნიერებას . რომ დავინახე როგორ უყურებდა ლილეს მივხვდი რომ უსაზღვროდ უყვარდა
-ამომწურავი პასუხი იყო მომაკეტინე - გაიცინა და მის ბაგეებს ფრთხილად შეეხო
-უკაცრავად გვრიტებო -ნიკოლოზი გამოჩნდა ასპარეზზე - კითხვა მაქვს და წავალ
-აივანზეა ნიკუშ- მარიამმა გაიცინა და მხარზე დაადო ხელი - იცოდე რომ გამიბრაზო ჩემი გოგო მოგკლავ - მშვიდად გაუღიმა და ასე სიცლით დაემუქრა
-ყველა როგორ მერჩის ტო -„საწყლად“ თქვა და აივნისკენ დაიძრა. ლილე ვიღც ბიჭს ელაპარაკებოდა და იცინოდა, რაღაც ამბავს უყვებოდა . ნიკა ადგილს მიეყინა და უყურებდა ბიჭის მზერას , მაშინვე აუდუღდა სისხლი აივანზე გავიდა და მათკენ დაიძრა , ხელი შეუცურა მუცელზე გოგოს და ზურგით გულ-მკერდზე აიკრა, იეთი შეგრძნება ქონდა თითქოს იწვოდა მაგრამ მაინც განაგრძო მიზნის ასრულება, მოცახცახე ლილეს ყელში აკოცა
-როგორ ხარ ჩემო პრინცესა?- ისეთი თბილი ხმით უთხრა იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ლილეს და გაეღიმა
-ნიკა.. კარგად შენ?
-მომენატრე და რომ გხედავ უკვე კარგად ვარ . არ გამაცნობ ჩემო სიცოცხლე ამ ბავშვს?- ახალგაზრდა ბიჭს ცინიკური ღიმილით ახედა და დაინახა როგორ გაბრაზდა . დიდი სიამოვნებით გაულამაზებდა თავ ყბას მაგრამ არც იქ უნდოდა აჟიოტაჟის ატეხვა და არც წასვლა .
-ჩემი პარალელ კლასელი ლაშა ეს კი ნიკა დევდარიანია -სახელი რო გაიგონა ბიჭმა უცებ დააკვირდა და ნერწყვი მძმედ გადააგორა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მსმენია
-ხოო? საინტერესოა რა გსმენია
-იმდენი მსმენია რომ მივხვდე აქედან ავორთქლდე - ბიჭმა თქვა და მართლა გაეცალათ. ნიკას გაეღიმა მაგრამ ფეხებზე ეკიდა ყველაფერი ლილეს უფრო მაგრად მოეხვია და ყელს აუყვა ტუჩებს ნელა და ნაზად აკრობდა გლუვ კანზე , როცა გოგო მოდუნდა და თავი ოდნავ უკან გადაწია იგრძNო როგორ მოემატა ტემპერატურა უნდოდა ძლიერად ეკოცნა მაგრამ არ გამოდიოდა სხვების მსგავსად ველურივით ვერ ექცეოდა . ნელა შეაბრუნა თავისკენ თითები თმებში შეუცურა მიბნედილ თვალებში ჩახედა და მის რბილ, ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა . როცა ლილეს თხელი თითების მოხვევა იგრძნო სუნთქვა შეეკრა , იცოდა ჰაერი აღარ ეყოფოდა არ უნდოდა მაგრამ მაინც მოსწყდა მის ბაგეებს , ეხლა უბრალოდ ძალიან ახლოს იდგა მასთან თითები თმებიდან მის სახეზე გადაიტანა , დაწითლებულ ბაგეებს როცა შეახო მისი რეაქციის აღქმა დაიწყო და კმაყოფილება შიგნიდან ჭამდა როგორ უნდოდა კიდე დაპატრონებოდა ამ ბაგეებს მაგრამ იცოდა თავს ვეღარ შეიკავებდა
-რატო .. რატო აკეთებ ამას რის დამტკიცებას ცდილობ - ჩამწყდარი ხმით დაიწყო ლაპარაკი , თვალები კი სითხით აევსო - ტკბები ჩემი სისუსტით? ასე გაბედნ..
-ჩშ არ გინდა გთხოვ ეგ არასდროს თქვა , არ იფიქრო რო შენს გრძნობებზე ვთამაშობ . არასდროს გესმის? გარასდროს გამოგიყენებ
-მოდიან ნიკოლოზ გამოდით- ალექსანდრემ შეაწყვეტინათ საუბარი და ისე გავიდა ვითომ განსაკუთრებული არაფერი დაუნახავს. ნიკამ შუბლზე აკოცა და იქაურობა დატოვა
დარბაზში ყველა ელოდებოდა საღამოს ვარსკვლავის შემოსვლას უმრავლესობა იცნობდა მაშიკო და მია ელოდნენ მეგობარსმ რომელიც დიდი ხანია არ უნახავთ, ლილეს და ელეს წყალობით იცნობდნენ საკმაოდ კარგად ამ ფერიას . ხო ნამდვილი ფერიაა ლიზიკო , სიფრიფანა, ნაზი, ლამაზი ქერა თმებით რომელიც ყოველთვის შეკრული აქვს და გაშლილი თითქმის არავის უნახავს , ცისფერი კამკამა თვალები რომლებიც მუდამ ბრწყინავს , ღიმილი -ბავშური, სუბთა და ამაღელვებელი, ლამაზი პატარა ცხვირი, თხელი ტუჩები , საშუალო სიმაღლის მიუხედავად მაინც ძალიან მაგარი ფიგურა ქონდა ყველაფერი ზომიერი და ამავე დროს მიმზიდველი.
ირაკლი ბართან იჯდა და იქედან უყურებდა სიტუაციის მსვლელობას . ზოგადად არ აღელვებს ხოლმე მსგავსი სიტუაციები ნაკლებად ემოციურია , მაგრამ მაინც გაიხედა შემოსასვლელისკენ როცა აჟიოტაჟი ატყდა და გაშეშდა ნამდვილ ანგელოზს უმზერდა რომელიც ბავშვივით უმანკოდ იღიმოდა და წკრიალა ხმით ესალმებოდა ყველას. როგორც იქნა ჩაწყნარდა ყველაფერი , ირაკლიმ გამოსაფხიზლებლად ერთი ჭიქა გადაკრა და გადაწყვიტა ბიჭებისკენ წასულიყო. ჰორიზონტზე ლიზი და გოგოები გამოჩნდნენ , მაშომ და მიამ შენიშნეს და ეგრევე გამოვარდნენ მისკენ ხელი ჩაკიდეს და გოგოებისკენ წაიყვანეს
-წამოდი ლიზიკო უნდა გაგაცნო
-მოვდივარ არაა გაქცევა საჭირო-გაბრაზებულმა გადახედა დებს
-ნუ ხარ ჯუჯღუნა-ჩუმად უთხრა მიამ და როგორც იქნა მივიდნენ ლიზიკოსთან. რომელმაც ეხლა გამოიხედა მათკენ და შემოანათა. მათი თვალები წამით ერთმანეთს გადააწყდა გოგოს თითქოს შეეცვალა გამომეტყველება, მაგრამ წამში ისევ გაიღიმა
-გამარჯობა ირაკლი სასიამოვნოა შენი გაცნობა - თლილი თითები გაუწოდა . ირაკლის გული ისე უცემდა ეგონა ამოუვარდებოდა. დახედა მის თითებს ნერწყვი მძიმედ გადააგორა და გაუღიმა. ტორში კი მისი თლილი თითები მოიქცია და სურვილი გაუჩნდა არასდროს გაეშვა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ლიზი. კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა
-იცი ლიზიკო ჩვენსავით გადმოდის საცხოვრებლად მიშიკოსთან იცხოვრებს ასე რომ მეზობლად ვიქნებით . ისე მიხარია ვერ წარმოიდგენ- ეს რო თქვა მაშომ და ლიზიკოს მოეხვია წამში ბედნიერებით აივსო . თვითონაც ვერ გაიაზრა რატო გაუხარდა მაგრამ ძალიან ესიამოვნა როცა გაიაზრა რო ახლოში ეყოლებოდა ეს ანგელოზი და ხშირად დატკბებოდა მისი ცქერით .
-აბა ჩემი გოგო როგორაა? - მათე მივიდა მოეხვია უკნიდან და მხარზე აკოცა -ეს რო დაინახა რატომღაც არ ესიამოვნა მერე თავის თავს გაუბრაზდა რა შენი საქმეა ვინ ჩაეხუტება და ვინ არა დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ და შესაძლოა უყვართ კიდეც ერთმანეთიო
-ჩემი მათე ძალიან მომენატრე შენ კიდე დამტოვე და გაშპი - მისკენ შებრუნდა წელზე შემოხვია ბიჭს ხელები და ქვემოდან ახედა. პატარა იყო მასთან შედარებით და ჩაიმალა ლამის მათეს მკლავებში. ბიჭმა თავზე აკოცა და გაიცინა
-ჩემი სიფრიფანა გოგო ისევ ისეთი გამხდარი ხარ, არ ჭამ გოგო არაფერს?
-აი ახლა გამასუქებს მაია დეიდა (მიშოს დედა)-ჩემი გაბელილი მარიკუნა მოდიის- მარიამისკენ წავიდა და მოეხვია მერე მუცელზე მოეფერა
-ლიზიკო ისევ ისეთი საყვარელი ხარ მოკლედ რა შენ ამათგან განსხვავებით არ შეიცვლები
-ვიცი ხო ბავშვი ვარ მე ვერ ვგრძნობ გაზრდას წლები გადის უბრალოდ და კი გავხდი 19 უკვე
-მართლა ცხრამეტისაა?- მაშოს უთხრა ირაკლიმ ჩუმად იმან ისე ახედა დასერიოზულდა-რა იყო გოგო ისე გკითხე
-კი როგორ არა . ხო საყვარელია- ძმას მოეხვია და ყურში უთხრა- იმდენად საყვარელია შენც გაგათბობს
-არ მცივა ნუ ღელავ შენ - ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-ვნახოთ - ორაზროვნად თქვა მაშომ და მიას გადახედა რაღაც ანიშნა თვალით მაგრამ ირაკლის არ გაუგია .
-რა ხდება ირა შენც ჩაგივარდა გულში ეს ლამაზი ფერია?-ალექსანდრემ უთხრა ჩუმად . ესენი ძმაკაცები არიან და შემოვლების გარეშე ელაპარაკებიან ერთმანეთს
-სანდრო მათეს და ლილეს ერთმანეთი უყვართ?- იგნორი გაუკეთა მის კიტხვას და მთავარი კითხვა დასვა რომელიცტვინს უღრღნიდა
-ისე როგორც შენ და ელენეს - ეს უთხრა და გვერდით მიბაჯბაჯებულ მარიამს მოეხვია- ხო არ დაიღალა ჩემი გოგო?
-არა რა დამღლის ასეთ გარემოცვაში ისე ცოტა კი ცელქობს ჩვენი ბავშვი წავიდეთ რა ხვალ ექოზე იქნებ გავიგო ვინაა სახელი ხო უნდა დავარქვათ
-სახელს ლილე არქმევს მგონი ხო?
-კი ჩვენი ლილე არქმევს - მარიამმა ლილეს გაუღიმა რომელიც ლიზის ეხუტებოდა და იღიმოდა . მერე ნიკოლოზი გამოჩნდა ლიზის გაუღიმა და თავი გააცნო . გოგო რათქმაუნდა მასაც უღიმოდა თან რაღაც განსხვავებულად მერე ლილეს ანიშნა რაღაც მაგრამ ვერავინ გაიგო .
გვიან წავიდნენ სახლში უკვე კარგად შეზარხოშებულები . გიჟების ჯგუფი ერთ უბანში ცხოვრობდა ასე რომ ერთ გზას დაადგნენ. ბავშვებს მანქანაში ჩაეძინათ მამიკომ გადმოიყვანა, დამიანე და დემეტრეც მიეხმარა . ასე რომ მარიამი უკან მიყვებოდა თავის დადეშქელიანებს და კმაყოფილი იღიმოდა. ბწებმა თავად გახადეს ტანსაცმელები ბავშვებს და საბანი გადააფარეს. მარიამმა ბავშვებს აკოცა და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა . საძინებელში შესულმა ეგრვე მოიშორა კაბა და საცვლების ამარა დატანტალებდა ოთახში , მუცელი უკვე იმხელა ქონდა ძალიან ლამაზი სანახავი იყო . ალექსანდრემ წელზე შეუცურა ხელი და მის წითელ ბაგეებს დააცხრა, შემდეგ ყელზე გადაინაცვლა იქედან დამრგვალებულ მკერდზე რომელიც უფრო მადისაღმძვრელი ჩანდა შემდეგ მუცელზე გადაინაცვლა მარიამი კი გარინდული იდგა და ნეტარებისგან ტუჩებს იკვნეტდდა
-ალექსანდრე რაღაც უნდა გითხრა მოიცადე
-მერე მეტყვი - ისევ მკერდზე დააკვდა და ხელი ლიფის შესაკრავისკენ წაიღო
-ალექსან..- მისმა ბაგეებმა დაადუმა ამიტო ვერაფერი თქვა.
მეორე დღეს ლილეს თანხლებით წავიდნენ ექოსკოპიაზე . ისეთი აჟიტირებული უსმენდნენ ბავშის გულისცემას , უკვე მერამდენედ ისმენდა და ისევ იგიე გრძნობა ეუფლებოდა , ლილე კი პირველად იყო და გაყურსული უყურებდა მონიტორს . ექიმს გაეცინა და სამივემ მას გახედა
-რა ხდება ექიმო?
-მოკლედ თქვენი მსგავსი პრაქტიკაში არავინ მყოლია გილოცავთ გოგოა ერთი დანამდვილებით ვიცი რომ გოგოა
-ერთი რას ნიშნავს მეორეცაა? - ლილემ თქვა რადგან ყურადღება გაამახვილა და სიხარულით წამოფრინდა ფეხზე
-ხო ორნი არიან ისევ ტყუპებს ელოდებით
-ვაიმეე რა მაგარია ისევ ტყუპები თან ორივეს მე ვარქმევ სახელს და მამიკო უკვე მესამე ტყუპების მამა ხდებიიი - გაშეშებულ ალექსანდრეს მოეხვია და ლოყები დაუკოცნა
-არ მჯერა , ისევ ტყუპებია ? მეორე გოგოა თუ ბიჭი
-ერთი წამით ბოლომდე აღარ ვნახე აქამდეც უნდა მეთქვა მაგრამ სიურპრიზად შემოვინახე . აი გამოჩნდა მეორეც გოგოა ასე რომ ჩემო ლამაზო გოგო შეგიძლია ორი გოგონას სახელზე იფიქრო ორი თვე კიდევ წინ გაქვს
-არაა ფიქრი საჭირო მინდა კესანე და ემილიანა დავარქვათ . ჩქარა წავიდეთ რა, ერთი სული მაქვს როდის ვეტყვი ყველას დავურეკავ ჩვენთან მოვიდნენ - სწრაფად დაურეკა ძმებს და თხოვა სასტავი შეეკრიბა . სახლში მისვლამდე ცქმუტავდა წინ გადაიწეოდა უცებ და გაბადრულ მარიამს კოცნიდა -ჩემი მაგარი დედნაცვალი ხარ შენ , შენი მსგავსი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს
-გეყოფა ლილე ამდენი ქება დიდება ეგ მამაშენის დამსახურებაა, ბიოლოგიურად თუ მივუდგებით - მარიამმა გაიცინა და ალექსანდრეს გახედა, იმანაც გამოხედა და ისე გაუღიმა გონება აურია
მანქანის გაჩერებისთანავე გადმოვიდა ლილე და სახლში შევარდა . ყველა ადგილზე იყო უკვე
-მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა გვყავს ჩვენ იმიტომ რომ მესამე ტყუპი შვილების მამა გახდება .... ამჯერად გოგონები არიან ორივე,,, ვაიმეე ტყუპი გოგონები როგორ მინდოდა
-მათლა გოგოები ალიან? ულააა
-ვაა რა მაგარია საღოლ სანდრიკო
ბევრი კომენტარი გაკეთდდა იმ საღამოს ერთად იყვნენ. ლიზიკო ბედნიერებისგან ბრწყინავდა . იმდენად ჰყავდა მონატრებული ყველა თან ესეთი ამბავი დახვდა ასე რომ ირაკლი მთელი საღამო ტვინარეული იჯდა
-რა გჭირს ირაკლი?- დემეტრემ უთხრა და მხარი გაჰკრა
-აა არაფერი ჩავფიქრდი უცებ
-ძაან ლამაზი და კარგი ფიქრი აგირჩევია მოუფრთხილდი მაგ ფიქრს- მხარზე ხელი დაკრა
-ასე მეტყობა?
-ვინც შენ გიცნობს მიხვდება ლიზიკო ვერ გაიგებს არ იდარდო
-გამოვ... ტო ეს რა დღეში ვარ
-თავიდან ეგრე იცის გადაგივლის მერე ერთად რო იქნებით
-შენ ძაან გაუტიე ვერ ხედავ ისე მიყურებს როგორც ნაცნობს და მე რომელი რომანტიკოსი მნახე. ხო იცი არ შემიძლია მსგავსი რაღაცეები, იცი რისთვისაც მაქ ხოლმე ურთიერთობა ქალთან
-წინასწარ ნურაფერს იტყვი სიყვარულისგან გარდაქმნილი იმდენი ადამიანი გყავართ წინ შენ რაღა დაგემართება მამიდაშვილო
-სიყვარულზე ლაპარაკი ჯერ ადრეა... სისულელეც კია მესამედ ვნახე და
-დამშვიდდი და მიყევი დინებას ირუშ -ჭიქა მიუჭახუნა გაიცინა და გადაკრა- წავედი ჩემს ელს ვნახავ სადაა -ფეხზე წამოდგა და გაიძურწა იქედან.
ერთ კვირაში ბიჭები აგარაკზე წავიდნენ მოაწყეს იქ ორომტრიალი , სასმელი, ქალები და მოკლედ დაიმხეს იმ ღამით თავზე ყველაფერი . დემეტრე აივანზე იჯდა სასმელით ხელში და ელეს ელაპარაკებოდა
- დემუსი მჯერა რომ არ მღალატობ... მთელი ღამე ლაპარაკი არაა საჭირო-სიცილით უთხრა, მაგრამ სიმღერის და გოგონების ხმა რომ გაიგონა გაჩერდა-ეგ ვინ იყო რომ გეძახდა ჩამოვიდე ახლა და ვაჩვენო ვისი ბიჭის შებმა უნდა? -დემეტრემ ხმამაღლა გაიცინა და თავი უკან გადასწია-ნუ იცინი დემეტრე თორე ჩამოვალ და მაგ ყელს დაგისინიაკებ ...
-კი ჩამოხვალ, მაგრამ რომ ვერ მომისწრო და შემაცდინოს მერე რა გვეშველება.მითხარი რომ მიმიღებ შეცდენილს...ხომ მიმიღებ
-დემეტრე ნუ მაბრაზებ !
-ჩამოდი-თქო ხომ გითხარი ,სხვა რა გავაკეთო ჩემო ჭირვეულო ?
-ხოდა კარგად ...წავედი, მეძინება სად ჩამოვიდე რაც გინდა ის ქენი. იმპოტენტი არ გახდე, მე კიდევ კარგა ხანს არ გამოგყვები ცოლად , მანამდე მოკვდები - დაგესლა და გაუთიშა სანამ დემეტრე გაგიჟდებოდა
-არა პროსტა ვის აღადავ...გამითიშა მოვკლავ ამ გიჟს, არა რა ტყუპების გავლენაა გააგიჟა ლილეც და ელეც - თქვა და საქანელა სკამს მიეყრდნო, თავი უკან ჰქონდა გადაწეული , თვალები დახუჭა და გრილი სიო შეიგრძნო ,რომელიც აფხიზლებდა და თრობას უფრო სასიამოვნოს ხდიდა . უცებ ვიღაც ჩაუსკუპდა ხელები ყელზე მოხვია და ყურზე ტუჩები მიაკრა
-მომენატრე დემე -უცებ დაუარა უსიამოვნო ჟტუანტელმა ,როცა ნინი დაინახა . თან ისეთ ფორმაში იყო შეიძლება მართლა დაბინდვოდა გონება, ლამის შიშველი იყო და ვნებიანი თვალებით უმზერდა ტუჩებისკენ დაიძრა ,როცა ბიჭი გონს მოვიდა და თავიდან მოიშორა
-აქ რა გინდა ნინი?
-ვიცი ელე არაა აქ ...უბრალოდ ერთი ღამე გავიმეოროთ, მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება ამის შესახებ -ხელი ისევ მოხვია და კოცნას შეეცადა
-გაიწიე და შემეშვი ...ხომ გითხარი გასაგებად რომ მეორე და მესამე ღამე აღარ იქნებოდა და საერთოდ არ გამკარებოდი სიახლოვეს .რაა გაუგებარი ? მე არ მჭირდები , არ მინდიხარ და არააქ მნიშვნელობა ელენე სადაა უფრო ნუ შემაზიზღებ ქალთა მოდგმას ...ძალიან გთხოვ წადი აქედან
-ასეთი ცუდი გარეგნობა მაქ დავიჯერო რო სექ*ზე უარს მეუბნები?
-ჩემთვის მნიშვნელობა არააქ რა როგორი გაქ და ნუ მომაყენებინებ შეურაცხყოფას ნუ გამომიწვევ, გირჩევ დროზე გამეცალო
-კარგი მივდივარ, მაგრამ იცოდე ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი- როცა ეგონა წავიდოდა მაშინ ეძგერა და აკოცა . წამში მოიშორა
-დედას შევე*** აქ რა დედის ტყ*ნა უნდოდა -ბოთლს დაავლო ხელი და მიიყუდა . სწრაფად აიარა უკანა კიბეები და საძინებელში შევიდა . მალე უკან დაბრუნდა ყველა თავის პონტში ერთობოდა ზოგი გასულიც იყო უკვე მაგალითად დამიანე საერთოდ არ ჩანდა ჰორიზონტზე.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ტყუპები შემოცვივდნენ
-ჰაიი სასტავ .... ჩვენ გარეშე გართობა გეკადრებოდათ? ნწ ნწ ნწ დაისჯებით მაგისთვის- მაშიკომ სიცილით თქვა და ბიჭებს მოავლო მზერა, მერე კი მიას გადაულაპარაკა- ეს მათხოჯი გოგონები სად იპოვნეს ჩემს თავს გაფიცებ
- მათეს ხედავ?
-არა... მიშოს ვხედავ და ეს წკლა ვინაა? მაგას ვანახებ მე ნაშებს ...დამაცადე ბატონო მიშა,სულ ცოტა დამაცადე -გაბრაზებულმა თქვა ,მაგრამ მალევე გაიღიმა და სასმელებისკენ წავიდა.
ტყუპებისგან განსხვავებით ელენა სულაც არ ეჭვიანობდა, მშვიდად შევიდა სახლში და დემეტრეს დანახვისას სირბილით გაიქცა მისკენ.ყელზე მოეხვია და შემდეგ ტუჩები დაუკოცნა
-ელე? მართლა ამოხვედი გოგო? აგიყოლიეს იმათ?
-რო არ ამოვსულიყავი გული გამისკდებოდა -გაიცინა და ისევ აკოცა- ჩემი ჭკვიანი ბიჭი მარტომ დალიე ხო ? იცოდე რომ გავიგო იცელქე მწარედ დაგსჯი - კეკლუცად უღიმოდა,მერე ყელში აკოცა და დემეს რეაქციამ თავადაც მოჰგვარა ჟრუანტელი. დემემ თავი ააწევინა და ტუჩებზე დააცხრა, ვნება ისე მოეზალა ყველაფრის შემდეგ ელენა წამალივით იყო მისთვის.
-ოეე რო აუშვით აფრები აქ ვართ ჩვენც... რა იყო ბიძაშვილო - მიამ მოაშორა ერთმანეთს - ვიცი ხო საზიზღარი ვარ ... ნუ მომკლავ რაა - დემეს გაკრეჭილმა გახედაარ
-ლილე , ლიზი თქვენც აქ ხართ? - დემეტრემ ოთახის ბოლოში მდგომი გოგონები რომ შენიშნა შემდეგ გააცნობიერა რა საშინელი მდგომარეობა იყო ირგვლივ სასმელის სუნი, კვამლით გაჟღენთილი ოთახი და სრული ქაოსი. საძინებლებში რა ხდებოდა იმაზე არაფერს ვამბობ- წამოდით ახლავე ზემოთ ავიდეთ ჩემს ოთახში სხვაგან არ ვიცი ვინ არიან- უცებ გაუშვა ყველა მეორე სართულისკენ
-აუ დემეტრე ნუ გაახურებ ძმურად ჩვენც გვინდა გართობა- მაშო აწუწუნდა
-რა გართობა გინდა გოგო არ გადამრიო .... შენი აზრით მოსაწევს მოგცემ თუ სასმელს .მანდ იყავით, ცხვირი არ გამოყოთ . ჩავალ მე იმათ გავუძახებ და მერე ჩამოდით
-აუუ რა ცუდი ბიჭი ხარ რა
-ხმა!
დემეტრემ ოთახი დატოვა. მალე მართლა გაუშვეს გოგონები და თვითონ დაიწყეს მილაგება , მაგარი გაბრუებულები იყვნენ, სულ არ იცოდნენ გოგოები იქ თუ იყვნენ დემეტრეს თქმა დაავიწყდა ასე რომ სავარძლებში იყვნენ ჩასვენებულები და ეწეოდნენ . მიშო და ირაკლი წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ ფეხზეც არაფერი ეცვათ . მიშო ვისკის აგემოვნებდა, პერანგის ღილები გახსნილი ჰქონდა და დივანზე ნახევრად იყო მიწოლილი
-აუუ მომბეზრდა აქ რა მინდოდა ...გამომკეტა იმ გიჟმა,მე გართობა მინდოდა აქ ჯდომა კი არა ...ქვემოთ ჩავიდეთ
-რატო წამომიყვანეთ აქ რა მინდოდა უუფ-ლიზიმ დაიწუწუნა და ბუზღუნით გაჰყვა უკან. ოთახში რომ შევიდნენ წამით შედგნენ სამაგიეროდ ბიჭები გამოერკვნენ წამსვე
-ამათ აქ რა უნდათ- ირაკლიმ შეიცხადა და უცებ ჩააგდო საფერფლეში მოსაწევი . ლიზი რომ დაინახა სულ დაიბნა ,სწრაფად დაიწყო მაისურის ძიება-ჩემი მაისური სად დედის ტყ***ში წავიღე
-ოთახში დაგრჩა ალბათ
-უიმე ნარკომანები რა იყოთ რო არ დაბოლდეთ ისე ვერ ერთობით? ფუიი შეგირცხვათ სახელი . გამოაღეთ ეს ფანჯრები თორე დავბოლდები მეც და კიდე ეგ მინდა? -უცებ მიაყარა მაშომ... მიშიკოს ალმაცერად შეხედა გამოსტაცა ხელიდან მოსაწევი და ფანჯრიდან გადაუძახა
-აქ რა გინდათ თქვენ ხო ვერ მეტყვით?- ირაკლიმ დაუბღვირა დებს
-რა ენდომებათ ... დაგვხედეს ,არ იცით ბიჭების წვეულებაზე რო არ უნდა გაეძრონ წესიერი გოგონები? რა იცი რას შეესწრები -მათე ამეტყველდა პირველი
-გეყოთ ახლა ჩაიცვით გამოფხიზლდით და ჩამოდით
-გშვია და გვაჭამეთ მაინც რამე ტო გართობა არ შეგვარგეთ და
-შენს მოსამსახურებლად ამოვედი აქ ზუსტად როგორ გამოიცანი
-აუ ამას მოვკლავ თუ არ გამაშორებთ- მათემ თვალები აატრიალა და ხელები გაშალა
-ისე რა ხარ და დაბოლებული ხო საერთოდ საოცრება იჩითები
-ენა გოგო !
-მია გაჩუმდი,ახლავე- ირაკლიმ რომ შეუღრინა შემდეგ გაჩუმდა.
ლილემ და ელენემ მოამზადეს ვახშამი,წვეულების ნაცვლად უბრალო კერძები და სასმელი დარჩათ. ბიჭები რომ გამოფხიზლდნენ მინერალური წყალი მიირთვეს და ისევ მისაღებში გადაინაცვლეს ბოთლებით ხელში.
-თქვენა და ხშირად ეწევით?
-მია გაჩუმდები თუ რა გავაკეთო?
-გეკითხები არ შეიძლება?
-არ შეიძლება იმიტომ რომ სხვის საქმეში ყოფ ცხვირს - მათემ ცხვირზე დაჰკრა თითი ნაგლად გაუცინა და ოთახიდან გავიდა.
-ვინ სად იძინებთ იცით?- დამიანემ გადახედა საზოგადოებას
-რამდენი საძინებელია გააჩნია
-ხუთი საძინებელია
-მე და ელე ერთად დავწვებით , ტყუპები ერთად , ლილე და ლიზი ერთად
-გამორიცხულია მე ამასთან ერთად ვერ დავიძინებ თან ორი საწოლი არ დევს - მიშომ შეიცხადა უცებ
-არც მე მაქ დიდად შენთან დაძინების სურვილი
-აუ აბა დაწექით დივნებზე და გეყოფათ ოთახები
-მე მარტო დავწვები რა გთხოვთ თქვენ მოაგვარებთ ვიცი - ლილემ თქვა და წავიდა. მესამე სართულზე სულ ბოლო ოთახში შევიდა საწოლზე ახალი თეთრეული გადააგო გაიხადა და საცვლების ამარა დაწვა. რამდენიმე წუთში მორფეოსის სამყაროში იყო.
-მეც წავალ დავწვები, ძილინებისა- ლიზიმ თქვა ყველას გაუღიმა და წავიდა . ბოლოს ელენე და დემეტრეც წავიდნენ . დარჩნენ ტყუპები , ირაკლი, მიშო და მათე
-თქვენ არ აპირებთ დაძინებას?
-ირაკლი რა გინდა? არ გვეძინება - სავარძელზე გაწვა და ფეხები მაგიდაზე გაშალა
-ჯდომის მანერაც ამას ქვია - მიშომ ჩაიცინა და თვალი ააყოლა. ირაკლი მართალია ფიქრებით ლიზისთან იყო,მაგრამ მიშოს მზერა არ გამორჩენია
-გამოდი შენთან საქმე მაქვს, დროზე
-მოვდივარ- მიშო წამოდგა და უკან გაჰყვა.
ეზოში რომ გავიდნენ მაშინვე დაიწყო ახსნა, ფიქრობდა რომ აუცილებლად მაშოზე დაელაპარაკებოდა,მაგრამ ირაკლიმ არ ადროვა-რაღაც მაქ სათქმელი ,ლიზის ეხება
-ლიზისთან შენ რა გინდა?
-ოოხ ჩემ დას რომ უყურებ და ყლაპავ ნერწყვებს ეგ ხომ კარგია ...სერიოზული საქმე მაქვს და ნუ იცინი
-გისმენ!
-ვიცი რომ ლიზის თქვენს გარდა არავინ ჰყავს და მისთვის ძმასავით ხარ ამიტომ ვფიქრობ შენ უნდა გითხრა რომ ... მოკლედ ლიზი ძალიან მომწონს არ ვიცი მგონი მიყვარს კიდეც ვიცი სულელურად ჟღერს მაგრამ რამდენიმე დღეში მომნუსხა...მგონი შევიშალე, არ ვიცი. მინდა უფრო დავუახლოვდე და ამისთვის შენი თანხმობა მჭირდება,არ მინდა გაურკვევლობა იყოს. ორი და მყავს , ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც ვისურვებდი რომ მათ ექცეოდნენ ხომ გესმის
-რადგან ამას მეუბნები ე.ი სერიოზულადაა საქმე. ლიზი ჩემი ცხოვრებაა და მინდა ბედნიერი იყოს ... გული რომ ატკინო, ერთხელ დავინახო ტირის და გაბრაზებულია გეფიცები მოგკლავ
-იგივეს თქმა შემიძლია მაშოზეც
-ეგ რა შუაშია
-თავშია ,მაგრამ ბავში ხარ ჯერ და ვერ ხვდები. ჯიუტები ხართ ორივენი- მშვიდად უთხრა და ასევე აუღელვებლად განაგრძო- მინდა ლიზის გვერდით დავიძინო ამაღამ
-უკაცრავად როგორ? რა უნდა ვქნაო ? შენ ხო არ გაუბერე ...გამორიცხულია ,რომც არ მიეკარო და ხმალი ჩადო შუაში დილით რომ გნახავს გაგიჟდება მერე რა ვუთხრა ან შენ რას ეტყვი... არაა ეგ ეგეთ რაღაცებს მიჩვეული, ჩემ გარდა არავის გვერდით არ დაუძინებია, არასდროს
-მაგას მე მოვაგვარებ ისე , რომ ლიზი არ გაბრაზდეს, მითუმეტეს არ შეშინდეს . ...რაც გინდა მთხოვე
-რა გთხოვო ბიჭო გავყიდო ბავში თუ რა გავაკეთო
-ნუ გაჭედე...გაყიდვა რა შუაშია მინდა უბრალოდ ჩავეხუტო და ტკბილად დავიძინო შეიძლება სულ ვერ გაიგოს მის გვერდით ვინმეს ეძინა თუ არა
- როგორც კი შეაბიჯებ ოთახში იმ წამსვე გაიღვძებს , გამორიცხულია -ნერვიულად მიმოდიოდა მერე სახლს ახედა და ფანჯარაში დაინახა მაშო, როგორ იხდიდა .წამსვე მოარიდა თვალი, მაგრამ გონება აერია. იცოდა არაკაცური რომ იყო ორივეს მხრიდან, მაგრამ გონს არ იყო და ჭკუა არ მოეკითხებოდათ. -მაშოს ეტყვი რომ ნიძლავი წააგე და ჩემს გვერდით უნდა დაიძინოს . თვითონ შემოვიდეს და მთხოვოს რომ დაიძინოს ჩემ ოთახში მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები ამ ღამით ლიზას გვერდით
-მეღადავები ბიჭო? შენ შ*გ ხო არ გა*..... გამორიცხულია მაშო მაგას არ გააკეთებს ...თან მათე სად მიგყავს შუაში ჩაგიწვეთ ჩემი და?
-მათე მიხედავს თავის თავს ნუ გეშინია
-მიხედავს კი მიას გვერდით მოთავსდება ... რა დღეში ვარ ტო . არა ისე ორივე კი ისწავლს ჭკუას ,მაგრამ ის უნდა ვნახო და ვუთხრა არ შეტოკდეს ისე დაწვეს და მაქსიმალურად მოუშალოს ნერვები ჩემს მაგიერ
-ვაი მაშიკო შენ კი გასწავლი ჭკუას
-იცოდე ზედმ..
-გეყოფა რა მიდი წადი ახლა და უთხარი , მეძინება
მიშომ მათე გაისტუმრა ოთახიდან ნუ ისედაც გარეთ იყო ,მაგრამ იცოდა სადაც უნდა წასულიყო. ირაკლიმ დაარწმუნა მაშო საჩუქარს დაჰპირდა და იმასაც მაგრად ეკიდა თან გეგმაში ჰქონდა მიშიკოს გაგიჟება და ამ შანსს გაუშვებდა? ირაკლი ლიზის ოთახში ლანდივით შეძვრა ,მაგრამ საწოლზე როგორც კი დაწვა ლიზი მაშინვე წამოჯდა და მსუბუქად წამოიკივლა, მკერდზე საბანი აიფარა და თვალები უფრო გაუფართოვდა
-ირაკლი? აქ რა გინდა
-აუ ბოდიში ტო... გაგაღვიძე - თავზე ხელი გადაისვა და ეცადა სიტუაციის დასტაბილურებას-ვიფიქრე ჩუმად შევალ-თქო. სხვაგან ადგილი არაა და იატაკზე ხო არ დავიძინებდი დავწვები აქ... ხელს არ შეგიშლი მართლა
-არა. მე არ .. როგორ .. კი , მაგრამ შენ ..-დაბნეული ვერ აბავდა სიტყვებს თავს და საყვარლად ბუტბუტებდა
-დაიძინე შენ და წარმოიდგინე რომ მარტო ხარ უბრალოდ დავწვები ძაან გთხოვ ნასვამი ვარ კიდე ვერ გამოვფხიზლდი ბოლომე ,ხომ გესმის ...კიდე იატაკზე ნუ დამაწვენ რა- ისეთი ტონით ესაუბრებოდა თითქოს მხოლოდ საწოლის გამო იყო იქ
-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით - ლიზამ მის მზერას ვერ გაუზლო და ინსტიქტურად წამოიზახა, რომ გაიზრა წამსვე ალისფერი დაედო სახეზე.
-აბა რა ვქნა...წავიდე დავწვე იატაკზე?
-დარცი ... დიდი საწოლია მაინც - კიდისკენ მიჩოჩდა .ისეთი საყვარელი იყო, დიდხანს სუნთქვაც კი უჭირდა ,შემდეგ მოდუნდა და მალევე ჩაეძინა. ირაკლი მის სუნთქვას უსმენდა აკვირდებოდა და როგორც კი ჩაეძინა მაშინვე მოეხვია. სწორედ ეს სჭირდებოდა ყველა გრზნობის, გონებაში დატრიალებული ქაოსის გაქრობა. მისი სურნელი, შეხებისგან გამოწვეული სიამოვნება და ყველა ემოცია ერთად საკმარისი იყო. მშვიდად დახუჭა თვალები და მალევე ჩაეძინა.
უფროსი ძმისგან განსხვავებით ტყუპებს სიმშვიდე არ ღირსებიათ იმ ღამით. მაშომ დიდხანს იცადა, შესაფერის მომენტს ელოდა. გრძელი, ფართო მაისური ეცვა რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა და შიშველ მკერდს საოცრად გამოკვეთდდა. ძილი რომ მოუნდა შემდეგ დაიძრა მიშიკოს ოთახისკენ. ბატონს ეგონა რომ მაშო არ დათანხმდებოდა ირაკლის შეთავაზებას და სააბაზანოსკენ გასწია. შხაპის მიღების შემდეგ პირსახოცი მოიხვია წელზე და საძინებელში სწორედ იმ დროს გავიდა მაშომ რომ შეაბიჯა
-მიშოო- ოთახში შესულ მაშოს წინადადება შუაზე გაუწყდა . გეგმა წყალში ჩაეყარა, თავად აღმოჩნდა მახეში, ისე უყურებდა მიშოს დანამულ სხეულს რომ გეგონებოდათ მალე იძალადებსო
-ქალბატონ მაშოს ვახლავარ რამ შეგაწუხათ თქვენო აღმატებულებავ? შემოდი, შემოდი არ შეგჭამ... მე ტკბილი მიყვარს მწარეს არ ვეტანები -დაინახა მისი მზერა,ყველაფერს მიხვდა,მაგრამ მაინც გამოიწვია . მაშომ წარბები მაღლა აზიდა, ჩაიცინა კარისკენ შებრუნდა ოდნავ გადაიხარა და მიშოს კიდევ ერთი ვნების ტალღა დაატეხა თავს. გოგო მისკენ დაიძრა მიდიოდა და მიარხევდა მრგვალ თეძოებს ისეთი მიმზიდველი იყო ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან , თან ფისოს თვალებით უმზერდა ბიჭს. მის წინ დადგა და ცხელი ხელისგულები მოშიშვლებულ გულ-მკერდზე მიაწება . იმდენად წვავდა მიშოს კანს წყლისგან გაგრილებული სხეული წამში გაუცხელდა ისე რომ ეგონა ცეცხლი ეკიდა, კანი დაეხორკლა -მიშოო -საყვარელი ხმა გააჟღერა და ერთი ფეხი მოკეცა -იცი რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულებ?- მისკენ მიიწია თან თითებს ათამაშებდა -იცი ის საწოლი არ მომწონს მე ეს ოთახი მირჩევნია და ხომ არ გეწყინება მათეს ნაცვლად მე, რომ გამიყო საწოლის ნახევარი
-რა? მე.... - ისე გაითიშა ირაკლისაც ეტყოდა აზრზე არ ვარ ამ გოგოს საიდან გაუჩნდა ეს აზრიო. მაშოს უყურებდა და ტვინიდან უხამს აზრებს ვერ დევნიდა , ტუჩები დაისველა და საუბარი შემდეგ განაგრძო- რა პრობლემაა შეგიძლია აქ დაიძინო
-და შენ ჩაცმას არ აპირებ? პირსახოცით წვები?- უცებ მოშორდა , დამრგვალებული სფეროები და მშვიდი ხმაც მოიშორა და გადაიკისკისა . ისეთ მოძრაობებს აკეთებდა ლამის ყველაფერი უჩანდა.
მიშომ ჩანთიდან საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოში შევიდა .კარი როგორც კი მიხურა მაშინვე მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი -ვიცი გინდა გამაგიჟო, მაგრამ არ გამოგივა გამორიცხულია ასე არაკაცურად ვერ მოვიქცევი მერე ირაკლის რა ვუთხრა... კაცურად გამიგე შენი და ისეთი სექსუალური იყო თავი ვერ შევიკავე არავითარი გრძნობა მაქ თქო? -დამშვიდებაც არ აცადა კარზე დაუკაკუნა
-მიშოო , მალე გამოდი რა მეც მინდა შესვლა
-მოვდივარ- როგორც კი თქვა მაშინვე ჩაიცვა და კარი გააღო. მაშო ძალიან ახლოს იყო,მისი სურნელიც კი იგრძნობოდა. თვალები დახუჭა და ისე განაგრძო გზა, ლამის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა ზედმეტი რომ არ მოსვლოდა,მაშო კი არ ჩერდებოდა ,მალევე გამოვიდა სააბაზანოდან,საწოლს მიუახლოვდა და გადაიხარა. თან ტუჩებს იკვნეტდდა ,თითქოს საჭირბოროტო თემაზე ფიქრობდა
-რომელ მხარეს დაწვები მიშო?- სწრაფად გასწორდა და მისკენ შებრუნდა. ბიჭი გვერდის ავლას აპირებდა და მაშოს უეცარი შესტრიალების გამო ზუსტად მის წინ აღმოჩნდა. წამები დასჭირდა, სულ ერთი მზერა, მის სფეროებში შეღწევა,მისი კანის შეხება და ყველაფერი დაივიწყა. მხოლოდ გრძნობები დარჩა რომლებსაც ვერ ერეოდა, მაშოს ტუჩებს შეეხო და შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. თითქოს იცოდა გონს რომ მოვიდოდა და ყველგან კოცნიდა სადაც კი შეეძლო,მის ყელს ეხებოდა, სახეს უკოცნიდა,თითებს მოშიშვლებულ ფეხებზე დააცოცებდა. საწოლზე მაშინ აღმოჩნდნენ მაშომ კვნესა რომ ამოუშვა და მიშოს მაისური შორს მოისროლა. თითები ბიჭის ზურგზე აასრიალა და ისიც წამსვე მოშორდა. საკუთარ თავს ებრძოდა, გონარეული,ძლივს გამოფხიზლებული
-ჯანდაბა.. მაპატიე გთხოვ... მაპატიე ეს შეცდომა იყო არ უნდა შეგხებოდი ამის დედაც.რა გავაკეთე - საწოლზე მიწოლილ მაშოს გაგიჟებული სახით დაჰყურებდა. მაპატიე და დაივიწყე გთხოვ... ეს არ უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე შენ ძალიან ... რას ვაკეთებ ირაკლის და ხარ ,ჯანდაბა ... ეს როგორ ვქენი - თვითონაც არ სჯეროდა რო თავი ვერ მოთოკა ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ასეთ მდგომარეობაში
-თუ გაჩუმდები და შეშინებული ქალიშვილივით გოდებას მორჩები კარგი იქნება . ვერ ვიტან როცა ვნანობ ჩადენილ საქციელს , მითუმეტეს სხვა რომ ნანობს იმას რასაც მე არა
-შენ სულ გაგიჟდი ხომ? ასე მშვიდად როგორ ამბობ
-მე ვიცი რა და ვისთან მინდა .ისიც ვიცი რაც რატომ ვაკეთებ... შენ როცა მიხვდები აღარ ჩავარდები პანიკაში... ახლა კი ძალიან გთხოვ დაწექი და დაიძინე . თუ არ შეგიძლია დამამშიდებელი დალიე-თავი ბალიშზე დადო, საბანი გადაიფარა და ზურგი აქცია .გულისცემა ისევ აჩქარებული ჰქონდა, სისხლი უდუღდა ვინ იცის რად დაუჯდა ასე მშვიდად ყოფნა.აგიჟებდა მიშოს მიუხვედრელობა, მისი ქცევა და სიტყვები.მომხდარის შემდეგ ხომ საერთოდ დაკარგა შინაგანი კონტროლი.
მიშო აივანზე გავიდა , ჯერ ნერვიულად დადიოდა მერე კედელს ურტყავდა ხელს ბოლოს თავი მიადო და ყველაფერი გაიხსენა რაც მას და მაშოს აკავშირებდა. თითოეული დღე პირველი წამიდან ბოლომდე“მე ვიცი რა მინდა და რას ვგრძნობ შენ როცა გაიგებ დამშვიდდები“ ეს სიტყვები რას მიანიშნებდა იმას რომ მაშოს უყვარდა და უნდოდა მიშოც მიმხვარიყო? მიხვდა კი ? მგონი მიხვდა ფანჯრიდან გახედა მძინარე გოგოს მერე დამშვიდებული შევიდა ოთახში დაწვა და მკლავები მოხვია. მისი სხეულის შეგრძნებისას ცხელმა ტალღამ დაუარა და სასიამოვნოდ გაეღიმა.ცხვირი ყელზე გაუსვა და იგრძნო როგორ დაეხორკლა გოგოს კანი
- გაჩერდი ან მომშორდი -მაშოს ხმამ დაუყოვნებლივ გაიჟღერა
-რატომ შენ ხომ არ გაქვს პრობლემა
-რადგან გეუბნები გაჩერდი-თქო ე.ი საჭიროა. არ ვაპირებ გაურკვეველ გონება არეულ ბიჭს მაშინ მივცე შეხების და კოცნის ნება როცა გადაეკეტება და ქალი მოუნდება -ეს როგორც კი თქვა მიშო მაშინვე აენთო,მაჯაში წვდა თავისკენ შეაბრუნა,ზემოდან მოექცა და ხელებიც გაუკავა
-შენი აზრით გარკვეული არ ვარ რა მინდა ხო? არ ვიცი რას ვგრძნობ და იდიოტი ვარ რომელსაც ისიც ვერ გაუგია ქალზე ჭკუას რომ კარგავს . შენ წარმოიდგინე და მშვენივრად ვიცი რას ვგრძნობ და როგორ მიყვარხარ... ეგ შენ არ იცი და ვერც გაანალიზებ, რადგან სულ გეგონება რომ შენი გამოყენება მინდა ,ასეთი გგონივარ უბრალოდ ვნებას აყოლილი ბიჭი
-ხელი გამიშვი მტკივა … საერთოდ არ იცი მე რა მგონია. შენ უბრალოდ ჯიუტი და ხისთავიანი ხარ და ბოლომდე ვერც კი იაზრებ როგორ გიყვარვარ. ჩემთან კამათი გირჩევნია და ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებ ,მე პრობლემა არ მაქვს -ეშმაკურად უღიმოდა და თვალს არ აშორებდა, მიშოსაც გაეღიმა ხელები წელზე შემოხვია და ისევ აკოცა,ამჯერად უფრო ნაზად,მშვიდად კოცნიდა
-ადექი, ჩაიცვი მივდივართ
-სად მივდივართ
-შენ ხომ ექსპრონტად გიყვარს ყველაფრის გაკეთება, ეხლა მე უნდა გაჩვენო როგორი სიგიჟის ჩადენა შემიძლია -მაშო წაიყვანა , საძინებელში რომ შევიდა მათე იატაკზე გაწოლილი დახვდა და სიცილი ძლივს შეიკავა.მიას საწოლზე მშვიდად ეძინა და არცერთს გაუგია მათი შესვლა.
მანქანაში რომ ჩასხდნენ და ისევ არაფერს ამბობდა მაშოს მოთმინება ამოეწურა
-მეტყვი სად მივდივართ თუ დაგახრჩო ნერვების დაგლეჯვის ნიადაგზე
-სად მივდივართ და... საიდუმლოა
-ის მაინც მითხარი ვის რას წერ და ასე ჩქარა სად მიდიხარ
-ისედაც გვიანია გრძელი გზა გვაქ გასავლელი და ხო არ დავაგვიანებთ .... ათასი საქმე გვაქვს
-შენ თავი მიარტყი რამეს? არა მეც მაგარი ვარ ,ნასვამ,დაბოლილ ძლივს გამოფხიზლებულ ჩემზე გაგიჟებულ ბიჭს მივყვები სადღაც ჯანდაბაში
-არა შენმა კოცნამ დამაჩლუნგა
-დავიჯერო რომ გაჩნდი ეგრევე გაკოცე და მას მერე ხარ ეგრე?
-ჩავთვლი რო არაფერი გითქვამს
-ვერ მპასუხობ და რა უნდა გააკეთო ,უნდა გაჩუმდე როგორც გჩვევია
-დღეიდან ჩემებურად გიპასუხებ და დავისვენებთ ორივე- ისე სწრაფად დაამუხრუჭა მაშომ თავი ძლივს შეიმაგრა, ღვედს თითებით ჩააფრინდა და ასე თვალებგაფართოებული კიოდა მიშომ რომ აკოცა. თავის დახსნის საშუალება არ მისცა ,სანამ არ მოდუნდა მანამ არ მოსწყდა მის ტუჩებს
-ეს .. ეს რა იყო გაგიჟდი ხო სულ -ხელებს ასავსავებდა ,ტუჩები ერთმანეთს დააშორა და ღრმად სუნთქავდა
-ჯობს დაიძინო, ძალა გჭირდება და დასვენება გონება რომ მოიკრიბო .
მიშოს არც კი მოუსმენდა ,მაგრამ ყველაფერმა ერთბაშად იმოქმედა,ბოლოს მართლა ჩაეძინა.ისე მშვიდად ეძინა მიშო გაღიმებული უყურებდა და შიგადაშიგ ხელზე კოცნიდა. იცოდა სიგიჟეს ჩადიოდა და ყველას გადარევდა ,მაგრამ ორივე გიჟები არ არიან?
სიყვარულია თავად სიგიჟე და იგი აგიჟებს ადამიანებსაც.
როგორც იქნა ჩააღწიეს სოფელში . მიშიკო იმერელი კაცი იყო წარმოშობით და სოფელში ჰყავდა ბებია და ბაბუა რომლებზეც გიჟდებოდა და მათაც ერთადერთ შვილიშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ . დილის ოთხი საათი იყო ეზოში რომ შეიყვანა მანქანა . ხმაურზე მოხუცებიც მალე გამოვიდნენ
-რომელი ხარ მაქანე ამ შუაღამით
-ბაბუ მე ვარ მიშო
-ბაბუა გენაცვალოს შენ რავა დეიკარქე თლა შე კაცო ასე უნდა? ამ შუაღამით რამ ჩამოგიყვანა ბიჯო ,გამოგაგდო ჩემმა რძალმა სახლიდან?-კაცი მოეხვია მონატრებულ შვილიშვილს მაგრამ ვინ აცადა მაშნვე გამოაცალა ბავშვი ხელიდან მზიკომ და დაუკოცნა მთელი სახე
-გეიწი კაცო იქეთ მანახე ჩემი ბოვში. შენ გენაცვალოს ბებია რამხელა კაცი მყავხარ უკვე. ჩემი სიცოცხლე შემოგევლოს შენ შენ გეხუტუნე მე - კოცნიდა და თან ლაპარაკობდა
-ბებო ბაბუ თქვენ ხო ხართ ჯიგრები და ხო დამეხმარებით
-რაია ბაბუა ხოა მშვიდობა
-ცოლი მომყავს და თქვენი დახმარება მჭირდება, უნდა შემიფაროთ- ისეთი სახით უთხრა მოხუცები გააგიჟა
-ცოლი მოგყაავს? დედა ბებია გამისკდა გული შენი ჭირიმე , მაგას გვიმალავდი ბიჭო? სადაა კი მარა ის გოგო არ გვანახებ შე კაცო?
-გვიან წამოვედით და ჩაეძინა მანქანაში, ხვალ დატრიალდება ერთი ამბავი და დაიწყება ომი. თქვენი დახმარების იმედი მაქ
-ომი არა ის ,ვის დოუწყია მაგიზა ომი ქალმა კაცს თუ არ წაყვა აპა ისე რა უნდა ბოვშ უნდა გყავდეს გამრავლდე და მოშენდე... 23 წლის ბიჭს ქე უნდა მოგყავდეს ცოლი ბაბუკო
-მეიყვანე ბიჭო ბოვში მანქანაში ატკივდება ყველაფერი .დააწვინე ლოგინში ახლავე ავალ მე შენ საძნებელში და დაგახვედრებ მზად ყველაფერს... მიდი ბებია მიდი რას უცდი ,დანარჩენს რო გათენდება მერე მივხედავ მთავარი ხო გიყვართ ბებია ერთმანეთი და ..თუ მეიტაცე ბიჭო -უცებ შეიცხადა და შუა გზაში გაჩერდა
-მე სადღაც უნდა წავიდე ...რა მოვიტაცე ბებო კარგი რაა ასე მიცნობ? შენ მოამზადე ოთახი და მერე დაიძინეთ თქვენ,არ დაგველოდოთ
-კი მარა
-წამოი ქალო რო გეუბნება დოუჯერე მიხედე შენ საქმეს და დევიძინოთ ჩვენ . ბაბუკო ქვევით ვართ ჩვენ ჩვენს ოთახში და თუ რამე დაგჭირდა გაგვაღვიძე -მოხუცები სახლში შევიდნენ. მიშომ მანქანის კარი გააღო და მაშოს აკოცა მანაც წამში გაახილა თვალები და ირგვლივ მიმოიხედა
-სად ვართ?
-სოფელში, ჩემს სახლში. გადმოდი
-გაგიჟდი შენ ნამდვილად
-მაშო წამომყევი და ყველაფერს გაიგებ - ხელი ჩაკიდა . რამდენიმე წუთი იარეს აღმართზე შემდეგ კი ერთ სახლთან გაჩერდნენ. მიშომ დაიძახა და მალე გამოვიდა მამაო . კი ნამდვილად მღვდელი იყო და მაშო თვალებს ვერ უჯერებდა. ენა ჩაუვარდა , როცა უთხრა მე და ჩემს საცოლეს გვინდა ჯვარი დაგვწეროო . გათიშული მიყვებოდა მიშოს... ნახევარ საათში ორ სოფლის მცხოვრებთან ერთად იდგა ეკლესიაში მღვდელი ემზადებოდა ჯვრისწერის ჩასატარებლად . მაშომ მისი ხელები მოიქცია თავისაში და დაიწყო
-ვიცი გაოგნებული ხარ შენს სიგიჟესაც გადავაჭარბე, მაგრამ ვიცი სწორად ვიქცევი არ მინდა დროის დაკარგვა რადგან არაფერი შეიცვლება მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდე ღვთის წინაშე ეხლავე ,აქ ამ წმინდა ადგილას ღვთის სახლში გთხოვ იყო ჩემი მეორე ნახევარი სიცოცხლის ბოლომდე და დარწმუნებული იყო რომ მეყვარები ჭირში და ლხინში, სიღარიბესა და სიმდიდრეში, მანამ სანამ ეს გული ძგერს . მინდა ყველა ჩემი შვილის დედა შენ იყო, რადგან მხოლოდ შენ გხედავ ჩემს გვერდით გაბერილი მუცლით და მხოლდო შენს სურვილებს ვასრულებ
-მე... მიშო ეს სიგიჟეა . ასე არ იქმენა ოჯახი ეს ეს რა რაღაც წარმოუდგენელია არ ვიცი მე თან ჯვრისწერა მიშო
-უბრალოდ მითხარი გიყვარვარ თუ არა
-ხომ იცი რო მიყვარხარ და ეს ახირება არაა ,მაგრამ ოჯახი ეს - თვალებში უყურებდა მერე გაჩერდა თვალები დახუჭა თითქოს ყველაფერი გაითიშა უნდოდა გულისთვის მოესინა, ყველაფერი კარნახობდა რო უნდა დათანხმებულიყო, ხმა ჩაესმოდა და ამ ხმის ამოძახილს მიჰყვა- თანახმა ვარ და იცოდე დღეიდან დაემშვიდობე მშვიდ ცხოვრებას და ყველანაირ საკუთრებას რადგან ჩემს საკუთრებაში გადმოდიხარ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ,რომელსაც შენი სისხლი არ უჩქეფს ძარღვებში თითი რომ დაგაკაროს ჩათვალე მკვდარი ხარ. მხოლოდ ეს დაიმახსოვრე და იცოდე რომ არასდროს გაპატიებ მაგ ერთს - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. შემდეგ ჯვარისწერა ჩატარდა, ერთმანეთს მიულოცეს მეჯვარეებმაც წყვილს , როგორც მაშომ გაიგო იქაური მიშოს მეგობრები იყვნენ და უარი არ უთხრეს რა თქმა უნდა . გამთენისას გამოვიდნენ ტაძრიდან, სწორედ იმ წამს დაეცა მზის პირველი სხივი ღვთის სახლს.
დილის ექვსზე შევიდნენ ეზოში, უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ . კიბეს მიუყვებოდნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, მზე ამოდიოდა და ყველაფერს ანათებდა . მიშომ სახლის კარი გააღო და პირველი შეატარა მეუღლე. დერეფანს გაუყვნენ შემდეგ ერთ-ერთ საძინებელთან გაჩერდნენ. მყუდრო ოთახი იყო როგორც ჩანს მიშოს საკუთრებაში მყოფი . ბებოს უკვე ყველაფერი მოემზადებინა .
-ცოლი მყავს ტო რა მეგონა ეს დღე ასე თუ დასრულდებოდა დალევით დავიწყე და ჯვრისწერით დავასრულე - ხელი მოხვია მაშოს და ჩაეხუტა -დაიღალა ჩემი ცოლი ხო?
-ხო ძალიან მეძინება. ყველაზე რთული დღე გველის წინ ასე რომ ჯობს დავისვენოთ
-ყველაფერი კარგად იქნება
-ვიცი
ჩახუტებულებს ეძინათ დამღლელი დღის შემდეგ...
.....
ირაკლისთვის დილა მშვიდად დაიწყო, 8 საათი იყო რომ გაიღვიძა ლიზას აკოცა და ჩუმად დატოვა ოთახი. პირდაპირ მაშოს სანახავად გაემართა,მაგრამ ქალბატონი იქ არ დახვდა. მიასთან რომ შეიხედა და იატაკზე გაწოლილი მათე დაინახა ისევ უკან დაბრუნდა. ეზოში მიშოს მანქანა რომ ვერ დაინახა უკვე გონება აერია და ბიჭთან დარეკა, ქალბატონს მობილური საძინებელში ჰქონდა დატოვებული,მიშო კი ზარებს არ პასუხობდა. სულ ცოტა ხანში უკვე ყველა გიჟს გავდა,მანსაკუთრებით კი მია ყრიდა ცოფებს
-არა მე როგორ არ მითხრა, ისე როგორ წავიდა რომ არაფერი მითხრა.... მოვკლავ რომ გამოჩნდება- ოთახში დადიოდა და ქოთქოთებდა
-დამშვიდდი მიშოს არაფერი უთქვამს ჩემთვის ,ალბათ სადმე გავიდნენ დილით და დაბრუნდებიან
-მოკეტე შენ.. ყველაფერი შენი ბრალია. ვერ დაეტიე იმ ოთახში? ჩემი და ჩემს გვერდით იქნებოდა -მათეს შეუღრინა და ისე დაუბრიალა თვალები ბიჭმა გაჩუმება არჩია
-დამშვიდდით ახლა ორივე და ილოცე ის არ ახდეს რასაც ვფიქრობ - ირაკლიმ გამოსცრა კბილებშორის და მიაც გააჩუმა
თბილისში დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ. იქ უკვე მიშოს ოჯახიც გაგიჟებული იყო და მაშოს მშობლებიც ჭკუაზე აღარ იყვნენ. ალექსანდრემ ყველაფერი გაარკვია და ცოტა დამშვიდდა კიდეც
-სოფლის სახლის ნომერი გაქვთ ქალბატონო მაია?
-იქ არიან? როგორ ვერ მოვიფიქრე - უცებ აიღო მობილური და დარეკაა . მზიკომ რომ უთხრა გილოცავ შვილის გაბედნიერებასო უცებ დაიყვირა და ჩაიკეცა
-მაია მაია გამოფხიზლდი რა მოხდა მაია -გაგიჟებული იყო თემური სახეზე უსვამდა ხელებს რო გამოეფხიზლებია, ისიც მოსულიერდა და ისევ წამოიკვნესა
-დაქორწინდნენ . ჯვარი დაიწერეს წუხელ-ეს რომ გაიგონა ანამ მუხლები მოეკვეთა და სკამზე მოწყვეტით დავარდა .
სრული ქაოსი იყო,ბოლოს ალექსანდრემ და მარიამმა მოასულიერა ყველა და სოფლისაკენ წავიდნენ სრული შემადგენლობით
.........
დილით მიშოს კოცნამ გააღვიძა, თვალების გახელამდე გაიღიმა და შემდეგ წამოიწია
-არ დამსიზმრებია ხო?-იღიმოდა და ისე უყურებდა ახლად გამომცხვარ ქმარს
-ჩემი ცოლი ხარ და სიზმრად რა ნახე მე რა ვიცი ქალბატონო ...შენი ფანტაზიის ამბავია
-საზიზღარო . არ გირჩევს ჩემს გაბრაზებას... რა იცი ამაღამ სად მოგიწევს გათენება -უთხრა საწოლიდან წამოდგა თმები შეისწორა და გაოცებულ მიშოს გაუღიმა
-ეგ რას ნიშნავდა , მემუქრები?
-არ გამაცნობ შენს ბებიას და ბაბუას სანამ ჩვენები მოვლენ? არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა...როგორ ავხსნა ეს არაორდინალური სიფსიხე ... ჩემი და მომკლავს ,დედაჩემმა და მამაჩემმა რომ გაჩუმდნენ მია არ მაპატიებს
-დამშვიდდი ...სიმართლე უთხარი და მორჩება ყველაფერი .... წამო გაგაცნობ ჩემებს იცი რა ჯიგრები არიან? მაგათ ვგავარ სხვათაშორის - ხელი მოხვია, ლოყაზე აკოცა და გარეთ გაიყვანა
-სააბაზანო მაჩვენე ჯერ პირდაუბანელი შევხვდე ხალხს?
-წამოდი - დერეფნის ბოლოს გაჩერდა კარი გააღო და ერთ-ერთი კარადიდან პირსახოცი მიაწოდა-მალე გამოდი მეც ხო უნდა შევიდე
-კარგი -გაუღიმა და კარი მიუხურა. მოწესრიგდა თან ფიქრობდა ყველაფერზე ეშინოდა რომ შეიძლება არასწორად მოიქცა, მაგრამ საკუთარი გრძნობის იმედი ჰქონდა.ისიც იცოდა რომ მიშოს უყვარდა,მაგრამ მაინც ეშინოდა რადგან ფაქტობრივად ყველაფერს თავიდან იწყებდნენ.სულ სხვანაირი ურთიერთობა უნდა შეექმნათ და რთული იქნებოდა,თუმცა ყველაფრისთვის მზად იყო .იმ დროს ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საკითხს როგორც არასდროს
ქვევით ჩასვლისთანავე იგრძნო ცხელი ხაჭაპურების და შემწვარი წიწილის სუნი . თვალები დახუჭა და ენის წვერი ტუჩებზე გადაისვა
-ტუჩებს შეეშვი თორე გადავრევ ბებიაჩემს და გაგვყრის აქედან- მიშომ უთხრა ჩურჩულით და ყელში აკოცა
-ბებია გენაცვალოს ადექით? - ქალი გამოვიდა და ლაპარაკთან ერთად წამებში შეათვალიერა მაშიკო კმაყოფილი მოეხვია- შენ გენაცვალე ბებო რა კარგი გოგო ყოფილხარ ...კარგი არჩევანია ძლივს არ დამიმშვიდდა გული? გილოცავთ ბებო და არ ინერვიულო შენ ჩემს ბიჭს ვერ დეიწუნებს ვერევინ და დანარჩენი მოგვარდება ეწყინებათ თავიდან მარა გადოუვლით მერე .მასე დედაჩემი მთელი წელი არ მელაპარაკებოდა რო გევიპარეთ მე და მიშა
-კაი ქალო რათ უნდა ამდენი ლაპარიკი ჩამეეხსენი მა ბოვშს და დამანახე ე ჩვენი რძალი მეც
-ეს კიდო ხო არ გაცლის სიცოცხლეს რაია მაცადე პატარა შე კაცო - გაიწია ქალი და მაშომ გაიღიმა. ისეთი საყვარელი მოხუცები იყვნენ სულ დაგავიწყდებოდა დარდი ადამიანს . ამჯერად ბაბუას მოეხვია
-მალადეც ბიჭო არაა ანგელოზივით?
-მე ცუდი ბიჭი ვარ თუ რა გინდათ ახლა მაგით რომ მითხრათ ვერ ვხვდები
-მორჩი თუ კაცი ხარ ლაპარიკს და წამოით ვჭამოთ სანამ მოვლიენ სულელი დედაშენი და მამაშენი და აგვაწიოკებენ . მაიას ამბავი რო ვიცი რო გვითრიოს ყველა თმით არ გამიკვირდება
-რა გინდა შენ კიდე ამ მაიასთან რო გადეეკიდე სად გინახია მაგის თმით ნათრევი ვინმე
-ოჰ რადგან არ მინახია ბევრს კი არ ნიშნავს. სიტყვიზა ვთქვი თვარა ენა აქ იმფერი ხელით შეხება რაღათ უნდა მოგკლავს ადგილზე კაცს-ქოთქოთით მიდიოდა ქალი და თან მაშოკოს არ უშვებდა ხელს-ბებია ერთი დღე არ გაჩერდე მაგასთან ვიცი ახლა შენ არ გეცოდინება უბორკები და ამისთანები იგი კიდო აგიშლის ნერვებს ტყვილა. აქ ჩვენ ბოვშს თავისი ბინა და იქ გადადით პირდაპირ რავარც ჩახვალთ თბილისში თუ დიდი სახლი გინდა მერე იყიდეთ ან ააშენეთ
-რას ეუბნები ქალო ბოვშს გადირიე შენ სულ?
-რატო ბაბუ ბებია სვეცკი დედამთილია -მიშო მოეხვია ქალს და სიბერისგან დანაოჭებული ლოყები დაუკოცნა- სულაც არაა ეგეთი ანჩხლი დედაჩემი თან იცნობს მაშოს ,მის ოჯახსაც და არ შეექმნებათ პრობლემები . დამავიწყდა მეთქვა მაშო ვინაა. მოკლედ მაშიკო ჩვენს მეზობლად ცხოვრობს გახსოვს გითხარით ალექსანდრეს და გადმოდის ჩვენს გვერდით საცხოვრებლად-თქო. მაშიკო ალექსანდრეს დისშვილია
-რაიი? მეხუმრები თუ რაფერაა საქმე ეს ის გოგ..-რაღაცის თქმა უნდოდა მიშომ რო უბრიალა თვალები - ხო გასაგებია რა ჯობია მაგას -უცებ გადაკეთა - თუ იცნობენ მშობლები ერთმანეთს აბა მოგვარებულა ყველაფერი და ეგია . ჩემი სულელი ბოვშებიც მოვლიენ ესეიგი- თან ლაპარაკობდა თან მაგიდაზე ამატებდა რაღაცებს -ჭამე ბებია ჩემი გაკეთებულია ყველაფერი - ხაჭაპურის ფუმფულა ნაჭერი გადაუღო მაშოს თეფშზე იმდენი ყველი იყო შიგნით გარეთ გადმოდიოდა
-მადლობა, ძალიან გემრიელად გამოიყურება- ისე იყო მოშიებული ათჯერ გემრიელად ეჩვენებოდა. როცა ისაუზმეს . გრანდიოზული სუფრის მზადებას შეუდგა ქალბატონი მზიკო , მაგრამ არ დასცალდა . ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა ქუჩაში მანქანები , მალევე მათ ეზოსთან გაჩერდნენ და დაარღვიეს სოფლის სიმშვიდე. პირველად ანა და მია გადმოვიდნენ . ნუ ყველა ხო გაბრაზებული იყო ამათი დაუფიქრებელი საქციელის გამო, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით
-მაშო გასვიანო ეხლავე გამოდი - ანამ დაიყვირა ჯერ კიდევ აკონტროლებდა ტემბრს და კივილში არ გადასულა,მაგრამ ისეთი თვალებით იყურებოდა ალექსანდრეს და რომ იყო აშკარად ჩანდა
მაშომ იმ წამს იგრძნო რომ შარში იყო და გულისცემაც აუჩქარდა, მიშო რომ მოეხვია და აკოცა თითქოს ძალა მოემატა- ყველაფერი კარგად იქნება -ხელი ჩაკიდა და გარეთ წავიდნენ. მოხუცები უკან მიჰყვებოდნენ
-შვილო ჩემო , თქვით რომ უბრალოდ მიშოს სოფელი დაათვალიერე. ბებია ბაბუა გაიცანი და ისე არაა როგორც გვგონია
-დედა მე .. ჩვენ წუხელ ჯვარი დავიწერეთ და უკვე ცოლ-ქმარი ვართ - მაშომ უთხრა და ანას ხმა ჩაუვარდა იმ წამს მისულ ქმარს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. სამაგიეროდ მია გაცხარდა
-არა მომესმა ხომ? ნამდვილად მომესმა ,შენ ასე უცებ მაგ გადაწყვეტილებას თან ისე რომ მე არ მცოდნოდა არ მიიღებდი. გამორიცხულია ერთ ღამეში სიყვარულში გამოტყდომოდით ერთმანეთს და გაპარულიყავით
-მია მე მართლა არ მიფიქრია
-მიშო რას გავს შენი საქციელი რა უპასუხისმგებლობაა ასე მოქცევა გეკადრება? - ამჯერად მაია მოვიდა და ვაჟიშვილზე გადმოანთხია ბრაზი
-დამშვიდდით ყველა სახლში შევიდეთ დავსხდეთ და ზედმეტი ლანძღვისა და ჩხუბის გარეშე .ერთად აგიხსნით ყველას ყველაფერს მგონი ჯობს ადამიანურად დავილაპარაკოთ - ანდრეას შეხედა მერე ირაკლის და მაშოს ხელი მოხვია . ყველანი სახლში შევიდნენ. ბიჭები თავს იკავებდნენ კომენტარისგან იცოდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ ამ ორს, მაგრამ მაინც უტყდებოდათ ასეთი საქციელი თან ძალიან უხაროდათ რო გამართლდა მაგრამ ჯერ არ გამოხატავდნენ . გოგონებს მითუმეტეს უხაროდათ მაშოს წამების დასრულება,მხოლოდ მია იყო გაგიჟებული და ვერ იაზრებდა ვერაფერს
-ვიცი არასწორად მოვიქეცი ,მაგრამ როგორც უზომოდ შეყვარებულმა კაცმა ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა . მინდა გითხრათ რომ რამდენიმე თვის წინ გავაცნობიერე როგორ მიყვარდა მაშო , მაგრამ თავს ვიკავებდი რიგი მიზეზებისდა გამო რომელთა შორის ერთ-ერთი მისი სტატუსი იყო. ჩემი მეგობრების და წესით არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ დანაშაულის სიმძაფრე არამგონია დიდი იყოს. რაც შეეხება ჩვენს დაქორწინებას ყველაფერი ექსპრონტად მოხდა ,როგორც კი დავრწმუნდი მაშოს გრძნობებში მივხვდი რომ დრო აღარ უნდა დამეკარგა , მინდოდა ჩემი ცოლი ყოფილიყო ამიტომ აქ წამოვედით. მხოლოდ ეკლესიაში მისვლისას მოვიდა მაშო აზრზე და მადლობა ღმერთს დამთანხმდა... ახლა უკვე ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ და მინდა რომ თქვენც დაგვლოცოთ, რადგან მშობლების ლოცვის გარეშე სრულფასოვანი ბოლომდე არ იქნება ჩვენი ოჯახი -პაუზა გააკეთა და მაშოს ხელზე აკოცა , მერე მშობლებს შეხედა -დედა , მამა
-მაია არაფერი თქვა თუ ღმერთი გწამს - მაშინვე წამოდგა თემური და ცოლს გახედა - ყველას ძალიან გვიხარია თქვენი ამბავი ამაში დარწმუნებული ვარ , მართალია ნაწყენები ვართ ასე დაუფიქრებლად რომ დაოჯახდით და ჩვენ არაფერი გაგვაგებიეთ ...მე ძალიან მიყვარს ჩემი მაშიკო და ახლა მითუმეტეს როცა ვიცი რომ ჩემი რძალია. გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ - მოეხვია ორივეს განსაკუთრებით მაშიკო ჩაიკრა გულში და აკოცა- იცოდე მალე მინდა ბაბუა გავხდე- ჩუმად უთხრა და მერე ანდრეას გახედა, რომელიც გაბრაზებული იჯდა და ალექსანდრეს უყურებდა -ანდრიკო კაი ახლა გეყოფა ნუ ანერვიულებ ჩემს რძალს ...ხომ ვიცით ყველამ რომ სიძეს არ იწუნებ და გეყოფა
-მამა - მაშომ გახედა მამიკოს და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ანდრეა წამოდგა და მათკენ წავიდა, მაშიკო მაგრად მოეხვია და აკოცა მერე კი ყურში ჩასჩურჩულა-ბოდიში მა რა ვქნა მიყვარს და ხო იცი როგორი გიჟი ვარ რო მეუბნებოდი შენ ვინ მოგიყვანსო აი ჩემზე უფრო გიჟი არსებობს თურმე...მააა ხო მაპატიეებ? - ამოისრუტუნა და უფრო მაგრად მიეკრო კაცს
-ჩემი ერთი პრინცესა გამიფრინდა...მეორე შენნაირი ხომ დამრჩა ,გადავიტან როგორმე თან შორსაც ხომ არ მიდიხარ.ხშირად მოხვალ ჩემთან რომ ცოტა შევეჩიოთ შენი გათხოვების ამბავს...მიაა გეყოფა გაბუტვა,მოდით ჩემთან - ანასაც გადახედა
-არ მინდა ! - მიამ ზურგი აქცია და ოთახიდან გავარდა. მერე სახლი დატოვა საერთოდ ,უკანა ეზოში გავიდა, მინდორზე დაჯდა და სახე ხელებში ჩამალა.
მოკლედ რომ ვთქვათ ამით დამშვიდდა ყველაფერი , ყველამ მიულოცა ბოლოს ირაკლისთან თვითონ მივიდა მას მერე რაც დაინახა როგორ ელაპარაკებოდა მიშო და საწყალი თვალებით გახედა,მისი კატის მზერა ოჯახის ყველა მამაკაცზე მოქმედებდა.
-ნუ მიყურებ მაშო გასვიანო ეგრე ძალიან გაბრაზებული ვარ .... კარგი ხო აღარ ვარ იმიტომ რომ თუ დავფიქრდები არც ერთი მოქცეულხართ ცუდად. ცოლად მოგიყვანა და ხო ვერ დავუშლი ახლა თითი არ დაგაკაროს როგორც ადრე..თქვენც დაისვენებთ და მეც
-რა ადრე ?
-არაფერი ნუ აქცევ მაგას ყურადღებას შოკშია ... ვერც ბრაზობს, ვევასები სიძედ და აღარ იცის რა ქნას
-მე გავალ რა ...მია უკვე ათი წუთია გავიდა და არ ჩანს, ვიფიქრე მოვა-თქო ,მაგრამ არ მოდის ის თუ არ შემირიგდება მოვკვდები -თქვა და სახლი დატოვა ,წინ რომ ვერ იპოვნა შემდეგ უკან გავიდა ...
მიას გონება ჰქონდა არეული ბრაზმა სძლია და ვეღარ აზროვნებდა . გაურკვეველი ბგერები ამოუშვა და ხელები მიწას დასცხო .იმდენად იყო გაბრაზებული ვერ ხვდებოდა როგორ ეკაწრებოდა კანი , სანამ ვიღაც არ სწვდა მაჯაში და არ გააჩერა
-გეყოფა, გეტკინება - მათე იყო, უცებ წამოაყენა .დამფრთხალი უყურებდა მის მტევნებს და თითებს უსვამდა-ძალიან გტკივა? ეს რატომ გააკეთე ,ხო იცოდი რო გეტკინებოდა... წამოდი ონკანთან,წყლით მოგბან- ხელი ჩაკიდა და იქვე ონკანთან მიიყვანა. წყალი მოუშვა და ფრთხილად მოწმინდა მტვერი . მია გაკვირვებული უყურებდა -კიდე გტკივა ?
-არა და საერთოდ აქ რა გინდა? რატომ არ ხარ შიგნით, მიულოცე წყვილს და მიუჯექი საზეიმოდ გაწყობილ მაგიდას
-მია გეყოფა ნუ ხარ ასეთი ჯუტი ის ხომ შენი და არის. უკვე ხო გაიგე რაც მოხდა რა ექნა გაეღვიძებინე და რა ეთქვა სადღაც მივყავარ მიშოს და იცოდეო? თვითონ იცოდა შენი აზრით რომ მიჰყავდა რისტვის მიჰყავდა ან სად მიჰყავდა? მიშო გიჟია და დარწმუნებული ვარ წამში გადაწყვიტა ეს ამბავი
-მიაა - მაშო ამ დროს მივიდა და ტყუპს წინ დაუდგა
-მე დაგტოვებთ რძალო- გაუღიმა მაშოს და იქაურობას გაეცალა. მაშომ ახლა დაინახა მიას ხელები და მაშინვე დაავიწყდა ყველაფერი სანამ არ შეუხვია და დარწმუნდა რომ ინფექიცა არ შეეჭრებოდა მანამ არ გაჩერებულა. მია კი უყურებდა და თანდათან უქრებოდა გაბრაზება . ბოლოს მოეხვია თან ტიროდა სულ ბოლოს ორივე ტიროდა საწოლზე იჯდნენ ჩახუტებულები და რას ლაპარაკობდნენ ვერავინ გაარჩევდა თვითონ ესმოდათ მხოლოდ . მიშო რომ შევიდა და ეს დაინახა ჯერ გაოცებული უყურებდა მერე სიცილი დაიწყო და კინაღამ დაიგუდა
-რა გაცინებს იდიოტო -მაშომ ცრემლები მოიშმრალა და შეუტია
-ვაიმეე რა საყვარლები ხართ რომ იცოდეთ ისე რო გაკვირდებით ძაან გავხართ ერთმანეთს კიდევ კარგი მიას გრძელი აქ თმა და შენ ისევ მოკლე თორე ამერეოდით ერთმანეთში
-სიძე გილოცავ და იცოდე ჩემს დას გააბრაზებ და ბოლოჯერ ამოისუნთქავ, ჩათვალე გვამი ხარ
-ჩემს ძმაკაცს რომ ემუქრებით თუ შეიძლება დაფიქრდით რა, ეგრე მარტივი მოსაკლავი არაა მიშიკო-მათე შევიდა ოთახში და მიშოს ხელი მოხვია
-ეს საიდანღა გამოჩნდა.. მოკლედ რა , ოჯახისწევრებს ვერ დავლაპარაკებივარ
-უკაცრავად, მაგრამ მე და მიშო ერთად მოვიაზრებით თითქმის ყველგან დღისით ....ღამით მარტო ვტოვებ ,მე არ ვჭირდები
-ახლა მითუმეტეს ვინ მიგიშვებს ახლოს აგახიეს შენი ცხოვრების საზრდო ...ცოლი ჰყავს უკვე ვიცი შენს გულში რაც ხდება გამაგრდი მათუნა- ლაშა შემოვიდა და დადგა მთელი დრამა თან არ არსებულ ცრემლებს იწმენდდა და წრიპინა ხმით ლაპარაკობდა . მათეს სახე რო გენახათ სიცილს ვერ შეიკავებდით
-მოგკლავ ლაშა
-კაი სიხ ნუ ცხარობ რაა
-ვაიმეე ლაშიკო რა მაგარი ხარ -მია მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-ახლა ჩემი რძლის და არ იყო ვიცი რასაც გეტყოდი, მაგრამ გავჩუმდები ჯობს
-რას მეტყოდი, რა უნდა მითხრა ერთი თქმით ბევრი რამის თქმა შეიძლება მთავარია რისი გაკეთება შეგიძლია
-ამას ახლა მოვკლ..
-მია გამოდი არ გვინდა ჩხუბი ჩემი ქორწილის პირველი დღეა უნდა ვიზეიმოთ- მაშომ უცებ გაიყვანა -გოგო გადარევ შენ ეგრე მათეს და მერე მოგვიწევს ერთად ქორწილის გადახდა
-დამცინი დაო? შენ რომ არ მოგიკლეს დადეშქელიანებმა მიშო ეგ საოცრებაა და ისიც იმიტომ მოხდა რომ ქორწილამდე არაფერი ყოფილა ...აი მათეს ჩემგან მეეჭვება სხვა რამ რომ სურდეს და მერე ტყუპებიც მოკლავენ და ირაკლიც
-ბევრი გიფიქრია მაგაზე
-მაშო მოგკლავ ახლა ნუ გამაბრაზებ ჯობს საკუთარ თავს მიხედო ...ამაღამ ისეთი ამბავი დატრიალდება ამ სახლში დიდი ხანია რომ არ უნახავთ ამ კედლებს... ისე ძველი პროექტია ხო? გაუძლებს ვითომ ჩემი სიძის ენერგიას ეს სახლი?
-მია გამასწარი ახლა სანამ მათე დაგაყენე თავზე
-მათე რას მიზავს მერე
-რა ვიცი მე რამეს მოიფიქრებს - მაშომ თვალი ჩაუკრა და მიშიკოსკენ დაიძრა როგორც კი დაინახა
-მოკლედ დატკბა და დაიშაქრა..
მთელი ღამე გაგრძელდა ქეიფი იქ დაემატათ მიშიკოს იქაური ნათესავები და მოკლედ მამაპაპური ლხინი გაიმართა . მიშომ ხელი მოხვია მაშიკოს ,მხარზე მიაწება ტუჩები და ჩუმად ჩასჩურჩულა
-როგორც სჩანს ამაღამაც ძილი მოგვიწევს მაშიკო
- მეტი არაფერი გახსოვს შენ ?
-მოიცა ჩაგიგდებ ხელში და მერე ვნახოთ შენ რა გაგახსენდება -უთხრა და ამჯერად ყელში აკოცა
-გეყოფა , სირცხვილია
-ცოლად რისთვის მოგიყვანე ეს დამალვები და სირცხვილია რო არ გამევლო და მაინც ამბობ?
-გაჩუმდი და მითხარი ვინაა ის ბიჭი მიას თვალებით რომ ჭამს ...როგორ უყურებს ხედავ?
-როგორით უყურებს და ცხვირ პირს რომ გაუერთვიანებს ამ ინდივიდთაგან რომელიმე ...ამიტომ ჯობს ჩავერიო სანამ დამიჩაგრავენ ბიჭს - ჩაიცინა და ბიჭთან ერთად დატოვა მაგიდა. მალევე დაბრუნდნენ მაგრამ ბიჭს ცვლილება არ აღენიშნებოდა,ისევ ისე უჟუნებდა მიას თვალებს.
მიას რომ გაეცნო ბიჭი და აშკარად ფლირტი გაუბა მერე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მანამდე ყურადღებასაც არ აქცევდა ამ უკანასკნელს. უხეშად პასუხობდა,მაგრამ დიალოგი ვერა და ვერ დაასრულა. როგორც იქნა მოშორდა და სახლში შევიდა. გონს ვერ მოვიდა ისე შესვა მათემ საძინებელში და კედელს ააკრა

-რას აკეთებ გოგო გინდა მოვკლა ის დედა მოტ***? ვერ გააგებინებ რომ არ გევასება და მოიშორებ?
-ვინ მოვიშორო რას ბოდავ. გაიწიე იქეთ და ნუ მეხები
-ნუ გეხები ხო? მე არ უნდა შეგეხო , მე უნდა მეჩხუბო და გადმოანთხიო შხამი ყოველ წინადადებაზე იმ ს*რს კი ეჟღურტულები და უღიმი ყოველი წინადადების ბოლოს
-ნუ ყვირი ძაან გთხოვ და მომშორდი ...არაა შენი საქმე ვის გავუღიმებ და ვის დავუყვირებ
-რომ დაბრუნდები კიდევ თუ მოვა და დაიწყებთ ჟღურტულს მაშინ გაჩვენებ ჩემი საქმეა თუ არა ...
უკან რომ დაბრუნდა მათე ისე იქცეოდა როგორც ყოველთვის თითქოს ზედაც არ უყურებდა და მაინც როგორ იგებდა ყველაფერს მიას არ ესმოდა.
მათეს ირაკლი მიუჯდა გვერდით და ირონიულად გაუღიმა
-შენს თავზე ზედმეტს ხომ არ იღებ
-არამგონია
-მე რატომ მგონია . ამ ამბის მერე დღეს რაც მოხდა ყველაფერზე ვიფიქრებ ...მეორე დაც ასე რომ გამითხოვდეს გავგიჟდები
-არ გაგითხოვდება ეგრე
-შენ რა იცი
-ირაკლი ძალიან კარგად იცი შენ ყველაფერი და ტყუილად ნუ მალაპარაკებ- მათემ გახედა და ღვინის ჭიქა ბოლომდე დაცალა -ამაღამვე მიდიხართ?
-არ ვიცი შეიძლება დავრჩეთ და ხვალ დილით წავიდეთ
-კარგი მაგრამ ამდენი როგორ გადავნაწილდებით ხომ ვერ მეტყვი?
-მე რა ვიცი მათე? მოაგვარებს მაგას მზიკო არამგონია გზაში დაგვტოვოს თან მთვრალები ვართ ყველა საჭესთან კი დავჯდები, მაგრამ არ შემიძლია ამდენი ნერვიულობის მერე საჭესთან ჯდომა
ალექსანდრე მარიამის გვერდით იჯდა, რამდენიმე ჭიქა დალია საბოლოოდ დამშვიდდა და ერთობოდა ბიჭებთან ერთად. შემდეგ მიხვდა ქალბატონი რომ დაიღალა და მაშინვე აკოცა- მაროო დაიღალე?
-ხოო ...ცოტა, ვინერვიულე მაინც
-რა განერვიულებდა მარიამ? ერთმანეთს არ იცნობდნენ თუ არ მოსწონდათ ერთს გოგო მეორეც ბიჭი ...
-ბავშვებიც დაიღალნენ უკვე...ძიძასთან უნდა დაგვეტოვებინა
-არ უნდა ენახათ მამიდაშვილის ქორწილი? რა ჩუმადაა ჩვენი გოგო თუ აკვირდები
-ხოო ათას კითხვას სვამდა დღეს...
- წამოდი სახლში შევიდეთ- ქალბატონი ძალით წამოაყენა და სახლში შეიყვანა.მზიკო იპოვნა და მაშინვე გაუღიმა
-მზია ბებო შეგიძლია ჩვენ სადაც ვიქნებით ის ოთახი მაჩვენო? ბავშვებს ძილის დრო აქვთ ისედაც დაიღალნენ და ბარემ დააძინებს მარიამი
-აბა რას ვიზამ ბებო წამოდი ახლავე გაჩვენებ შენ გენაცვალე მე რა კაი გოგო მოგიყვანია ბებია და რაფერი სასტაული ბოვშები გყავს - ქალი მოეფერა ლოყაზე და ოთახისკენ გაუძრვა წყვილს -არა რას ვიფიქრებდი ასეთი ოჯახი თუ გეყოლებოდა ჰა? აგერ დედა მზადაა ყველაფერი ბოვშებიზა დივანი გავშალე დეეტევიენ ანდა ლოგინიც დიდია და ქე დეეტევით თქვენ რაფრაც გინდათ
-მადლობა მზია ბებო - მარიამმა გაუღიმა.. ქალმა აკოცა გოგოს და ოთახი დატოვა
-დედა მეძინება მე - ანაბელი უკვე თვალებდახუჭული ლაპარაკობდა მამიკოს ეჭირა ხელში და მასზე იყო მიხუტებული
-მამა დააძინებს თავის პრინცესას - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ზედმეტი სამოსი მოაშორა და საწოლში დააწვინა. გვერდით მიუწვინა მარიამმა ტყუპები და თავადაც დაწვა. მალე სამივეს მშვიდად ეძინა
-მე რომ არ გამოვიდე ხო არ იქნება უხერხული, ცოტა დავიღალე და დავიძინებ
-როგორც გინდა ჩემო ლამაზო . ხვალ ადრე წავიდეთ მე გაგაღვიძებ - ალექსანდრემ აკოცა და ოთახიდან გავიდა.
ვინაიდან მართლაც არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის საძინებლები მზიკო ბებოს გვერდით მეზობლის სახლში დააბინავა ბიჭები , რომელიც ნათესავი იყო და მისი ქალიშვილი გახლდათ მაშიკოს მეჯვარე.
დემეტრე, ელენე და დამიანე მეზობელ სახლში გადავიდნენ. დიასახლისმა ოთახები აჩვენათ, სამივეს გათიშულს ეძინა.
დილით ადრე გაიღვიძა დამიანემ ... ფანჯრიდან დაინახა სილუეტი და თვალები მოიფშვნიტა უკეთ რომ გაერჩია . ქალი ზურგით იდგა აშკარად არ ელოდა ვინმეს იქ ყოფნას თან იმ დროს, დილის ხუტი საათი იყო მოკლე პენუარის ამარა იდგა, ხელები გაშლილი ჰქონდა და მზის ამოსვლას უყურებდა . მშვიდად შებრუნდა და აიუყვა კიბეს , მხოლოდ ამ დროს შეხედა მის პროფილს და სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში. დილით ადრე მიდიოდნენ ამიტომ გოგოს ამოცნობა ვერ მოახერხა ,შესაძლოა იქვე იყო ,მაგრამ დაკვრვებისთვის დრო არ ჰქონდა
-რა გჭირს დამიანე?-დემეტრემ შეამჩნია მისი დაბნეულობა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჰკითხა
-იცი ჩვენ ვის სახლში ვიყავით?
- მაშიკოს მეჯვარე ვინცაა იმ გოგოს სახლში ,მაგრამ თვითონ ის გოგო ცოტა ხანს იყო... შენ არ გინახავს მგონი ,შემოირბინა და წავიდა ...რაღაც საქმე ჰქონდა და
-როგორი გოგო იყო
-რავიცი მე არ დავკვირვებივარ ...იმდენი რამე მოხდა რა დროს მეჯვარე იყო დამიანე? ისე შენ რატო მკითხე?
- ამ დილას დავინახე ვიღაც და
-შეიძლება სესილი იყო
-კაი არ აქვს მნიშვნელობა -ამით ამოიწურა საუბარი შემდეგ ბავშვებზე გადაერთვნენ რომლებიც ხან დედიკოსთან ისხდნენ წინ ხან უკან ბობღდებოდნენ.
მაშიკომ და მიშომ ქორწილის გადახდაზე უარი განაცხადეს მხოლოდ ხელს მოაწერდნენ თბილისში დაბრუნებისას . თავიდან იქ დარჩენას აპირებდნენ ,მაგრამ მერე გადაწყვიტეს მათთან ერთად დაბრუნებულიყვნენ . თბილისში ჩასვლისას უკვე მზად დახვდათ მიშიკოს ბინა სადაც დაებინავებინათ მათი ნივთები და ყველაფერი წესრიგში იყო . საღამოს მივიდნენ სახლში, მაგრამ მალევე დაადგნენ თავზე სტუმრები ასე რომ ის ღამეც მეგობრებთან ერთად გაატარეს....
-მესამე დღეა ჩემი ცოლი ხარ და კიდე ვერ ჩაგიგდე ხელში ისე რო არ გეძინებოდეს ან გათიშული მთვრალი არ ვიყო
-ხვალ ხელი მოვაწეროთ ,მოაგვარა უკვე ირამ ყველაფერი და გავიპაროთ სადმე -მაშომ უთხრა სიცილით და ყელზე მოხვია ხელები- ჩვენი მეჯვარეები სად არიან?
-სოფელში კი ცხოვრობენ მარა უკვე აქეთ არიან სწავლობს ორივე უფრო სწორედ დათო მუშაობს სესილი სწავლობს . დავურეკავ და ხვალ ადგილზე იქნებიან . აუ ხვალაც ხო მოგვიწევს აღნიშვნა
- შენ თუ კიდე დალევ ღვიძლის პრობლემები შეგექმნება მთელი კვირაა მთვრალი ხარ- საწოლზე მიწოლილს აკოცა და სააბაზანოსკენ წავიდა. იქედან რომ გამოვიდა მიშოს უკვე ეძინა , გვერდით მიუწვა,ჩაეხუტა და ისვ ისე მშვიდად დაიძინა.
მეორე დღეს ხელი მოაწრეს და ამჯერად რესტორანში აღნიშნეს,ანდრეამ და თემურმა ისე ვერ ჩაივლის ეს ამბავიო. მიშო ამჯერად არ აპირებდა დალევას და ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. ცოტა ხნით დარჩა მათთან ერთად
-ვიპარებით ცოლო- ხელი ჩაკიდა ცეკვის დასრულების შემდეგ და გასასვლელისკენ წაიყვანა.
სახლში მივიდნენ რომელიც სპეციალურად მაშოსთვის ჰქონდა მომზადებული, სანთლების ბილიკები მიდიოდა საძინებლისკენ და საოცარი სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ. მაშოს გულისცემა გაორმაგებული ჰქონდა და მთელი სხეული უთრთოდა.მიშო ყველაფერს ამჩნევდა და მაქსიმალურად ფრთხილი იყო. გონება ერეოდა მისი შეხებისას, მზერაც კი უყვარდა , მზერა რომელიც მხოლოდ მისი იყო და ყველაფრის თქმა შეეძლო, იმ გრძნობების გამოხატვა სიტყვები რომ ვერ აღწერდა .
სრულიად უცხო, სასიამოვნო გრძნობები ეუფლებოდა და საერთო ქაოსს ქმნიდა ყველას აღქმაც კი ძნელი იყო. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ,თვალები დახუჭული ჰქონდა და ისევ გრძნობდა მიშოს ტუჩების შეხებას კანზე
-მგონი სამყაროს მოვწყდი და როდის დავბრუნდები?
-ამჯერად მალე ... შენი ტელეფონი მალე აფეთქდება
-მია იქნება ... მოვკლავ ხვალ
-ახლავე უნდა მოუყვე თუ რა ხდება
-ნუ ხარ ენამწარე...
-არც ცოლისდა მაინტერესებს არც სხვა ვინმე...ძლივს მარტო დავრჩით . კარს ვკეტავ , არავინ იცის სად ვართ იფიქრონ რომ სხვაგან წავედით
-დამშვიდდი , არავინ მოგტაცებს ჩემ თავს - მობილური გათიშა და მისკენ გადაბრუნდა- მეძინება,დავიძინებ ხო?
-რას ვიფიქრებდი შენ თუ ოდესმე რამე ძალას გამოგაცლიდა და შხამის ნთხევის სურვილს წაგართმევდა ,თურმე იარაღი მქონია და არ ვიცოდი
-ცოტა მაცადე და მაგასაც ვნახავთ რა იარაღი გაქვს
-დაიძინე მაშო , ძალები მოიკრიბე ხვალ გავიგოთ რა მაქ და რა არა - იღიმოდა და განაბულ ცოლს დაჰყურებდა, თმებზე ეფერებოდა მერე შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს და მასაც თანდათან უფრო ღრმად ეძინებოდა.
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად ნახა, რამდენი რამ მოხდა და ერთხელაც კი ვერ წარმოიგენდა რომ მაშო მისი ცოლი იქნებოდა,მისი ქალი და ისიც ისე შეიყვარებდა როგორც თავად უყვარდა,რომ მასთან ერთად მშვიდად ყოფნას შეძლებდა და ოდესმე დამშვიდდებოდნენ. მთელი სახე დაუკოცნა ძილის წინ და შემდეგ თავადაც დაიძინა.
დილით მარტოს გაეღვიძა, მთელი საწოლი ათვისებული ჰქონდა . მიშოს ძებნა არ დაუწყია იცოდა სადღაც ახლოს იქნებოდა, პირდაპირ სააბაზანოში შელასლასდდა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მალე მოიკრიბა ძალები,გამოფხიზლდა და ჩანთებში ძრომიალი რომ დაეზარა მხოლოდ მიშოს პერანგი მოიცვა შიშველ სხეულზე. როგორც ვარაუდობდა ბატონი სახლში იყო,სამზარეულოში იდგა და რაღაცას მთელი მონდომებით ამზადებდა
-რას ამზადებს ჩემი ბიჭი?
-აღარ ვიცი უკვე და ის ვიცი რომ დაისჯება ეს გოგო - ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა ,გიჟივით დააცხრა ტუჩებზე ,მაგრამ უცებ მოსწყდა -დამეწვება და ჩამეყრება შრომა წყალში . მანდ დაჯექი და ძალიან გთხოვ არ შემეხო, თორემ დარჩები შენ მშიერი და მე დავნაყრდები - ორაზროვნად უთხრა და ტუჩები გაილოკა ... მაშო იქვე მაგიდაზე შემოჯდა ,ხელისგულებით დაეყრდნო ხის ზედაპირს და მიშოს მზერა მიაპყრო. მიშომ თვალები აატრიალა,მზერა მოშორა, კერძი თეფშებზე გაანაწილა და როგორც კი მაგიდაზე დააწყო მაშინვე მიეჭრა ცოლს. ტუჩებს უკოცნიდა, თითებს უმისამართოდ დააცოცებდა და მაშო რომ არ მოშორებოდა ალბათ არც გაჩერდებოდა
-გეყოფა მიშიკო... თუ არ ვჭამე გონებას დავკარგავ, ორი დღეზე მეტია ნორმალურად არ დავნაყრებულვარ მხოლოდ ენერგიას ვკარგავ- პერანგის ღილები ისევ შეიკრა , უცებ ჩამოხტა მაგიდიდან და ისე გაეცალა მიშოს გონს მოსვლა არ აცადა. დაბღვერილმა გახედა და ისე დაჯდა მის გვერდით. ქალბატონი გემრიელად მიირთმევდა ქმრის მომზადებულ საუზმეს
-ყოჩაღ .შესანიშნავი მზარეულიც ყოფილხარ -ტუჩები ხესაწმენდით მოიწმინდა ,წვენი დააგემოვნა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში- დავასრულებ და მერე დამსაჯე თუ გაქაჩავ- რომ მიხვდა როგორ დაეჭიმა ძარღვები ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა
-თუ გავქაჩავ? ესეიგი თუ გავქაჩავ - სკამიდან წამოაგდო და ხელში აიტაცა
-მიშო გეყოფა დამსვი მიშო -კისკისებდა და ფეხებს აფართხალებდა თან ხელებს მხრებზე ურტყავდა . მიშომ საჯდომზე წამოარტყა ხელი სიცილით
-გაჩერდი არ დამივარდე - უთხრა და მალევე დააგდო საწოლზე თვითონ ზემოდან მოექცა - რაო რას მეუბნებოდი?
-რას და ..- ნერწყვი გადაყლაპა მისი ტუჩების მოახლოებისას და თითები წელზე შეუცურა თან ზემოთ მიაცოცებდა თითებს გიჟდებოდა როცა ხვდებოდა მამკაცის რეაქციას მისი შეხებისას და არ ჩერდებოდა . ფეხები შემოხვია და წამოიწია ხელები ყელზე გადაიტანა - კიდე თუ გაქაჩავთქო
-შენს გარდა ამქვეყნად ვერვინ ახერხებს ჩემს გაგიჟებას და ჩემით თამაშს - შეცვლილი ხმით უთხრა და ისევ გრძნობით დაეწაფა ქალის ტუჩებს. მშვიდად ეფერებოდა,მისით ტკბებოდა და სხვა არაფერი ადარდებდა მაშოს ჩუმი წამოძახილები სიამოვნებას უძლიერებდა ,მისი თითების შეხება გონებას ურევდა.
-დღეისთვის გეყოფა... სხვა დროს გაჩვენებ რამდენს „ვქაჩავ“ - ჩაეხუტა და ტუჩები დაუკოცნა- უზომოდ მიყვარხარ,იცი?
-ვიცი ...
-შენ არა?
-შენ არ იცი? -ეშმაკურად უღიმოდა და ქვემოდან უყურებდა
-ოჰ რა ეშმაკი ქალი ხარ ...
-სამაგიეროდ მხოლოდ შენი ვარ - თვალების ციმციმით უთხრა და თავი მის ყელში ჩამალა
……..
ელენე და დემეტრე მთელი დღე ერთად იყვნენ. ისეირნეს, ისაუბრეს ,როგორც ჩვეოდათ ხოლმე მარტო განმარტოების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. დემეტრე საწოლზე იწვა და სანამ ელენე შხაპს იღებდა ბიჭებს წერდა, მობილურით ირთობდა თავს . წყლის ხმა ისმოდა მეზობელი ოთახიდან,მერე უცებ შეწყდა და ჩვეულებრივზე ადრე გამოვიდა ელენე, მხოლოდ ხალათი ეცვა სველ სხეულზე და წყლის წვეთები თმებიდან ტანზე ეცემოდა. მაშინვე წამოდგა დემეტრე
-რა ხდება ? ასე მალე რატომ გამოხვედი ცუდად ხომ არ ხარ
-შენ უნდა მითხრა რა ხდება, სიმღერას ვუსმენ და უცებ ეს შეტყობინება მხვდება
-რა შეტყობინებაა ასეთი სააბაზანოდან დროზე ადრე რომ გამოგიყვანა...ეს ხალათი არაფერს ფარავს და იქნებ ჩემზეც იფიქრო- თავისას აგრძელებდა,მერე მობილური რომ აუფრიალა ელენემ თვალწინ გაჩერდა
-ამიხსენი , უბრალოდ მითხარი რა ხდება -ეკრანზე დემეტრე იყო ქერასთან ერტად, რამდენიმე ფოტო , ერთში ეხვეოდა,მეორეში უკვე კოცნიდა
-ამის დედაც ეგ კ*ხპა ... როგორ მოახერხა ,ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა და გამაბა?
-დემეტრე რას ნიშნავს გაგაბა ...მასთან იყავი ? ეს ხომ აგარაკზეა გადაღებული, ანუ მხოლოდ დალევას არ დასჯერდი და მარტივად გაცდუნა ქალბატონმა - თვალები აემღვრა და წამსვე დახუჭა.მერე ზურგი აქცია და სახეზე აიფარა ხელები- მითხარი რომ არ მოვსულიყავი რა მოხდებოდა იმ ღამით
-ელენაა მაგას როგორ მეუბნები...საერთოდ არ მიცნობ?
-გიცნობ , მთვრალსაც გიცნობ , ფხიზელსაც და საერთოდ ვეჭვიანობ არ მაქ უფლება? მხოლოდ შენ შეგიძლია ეჭვიანობისგან გონების დაბინდვა? - უცებ დაუყვირა მისკენ შებრუნდა და საყელოში წვდა- შემომხედე და მითხარი რა მოხდა
-მოვიდა, ყელზე მომეხვია ... ერთი ღამე გავატაროთ მხოლოდ ერთადო,მომენატრეო
-და შენც შეგებრალა , ვენატრებიო და დათანხმდი?
-ელენა !
-ნუ მიყვირი - მოერე ხელი ყბაზე მოუჭირა და თვალები დაუბრიალა
-მოვიშორე , გულს მირევდა მისი შეხება და მერე უცებ მაკოცა ...თურმე ვიღაც ფოტოებს იღებდა. რა მიჩალიჩა აზრზე ხარ? მოვკლავ... მოვკლავ და მერე ხომ მომშორდება ეგ ნაბოზ***
-მე რომ შემთხვეოდა იგივე რას იზამდი
-შენი ტუჩების შეხების უფლება არავის აქვს, მოვკლავდი ... იმ კ*ხპასაც საბოლოო მოვიშორებ, გეფიცები - თითები დაუკოცნა,წელზე შეუცურა ხელი და თავისკენ მიიზიდა-ხომ გჯერა ჩემი - ლოყაზე კოცნიდა , ნიკაპზე, ყელზე მერე ისევ თვალებში ჩახედა-ჩუმად ნუ ხარ და ასე ნუ მიყურებ...მითხარი რომ გჯერა
-შენ მხოლოდ ჩემი ხარ...ჩემი და სხვა არავის აქვს უფლება შეგეხოს . არ მაინტერესებს როგორ მოახერხებ ,მაგრამ ისე მოიშორე ყველა რომ ჩემ მსგავსად სხვა არავინ მოგეკაროს, თორემ გეფიცები , ჩვენ სიყვარულს გეფიცები საშინელებას გაგიკეთებ ! უშენოდ მოვკვდები ,მაგრამ შენ რომ მიღალატო, სხვას რომ შეეხო ვერ გაპატიებ - თითები ლოყაზე ჩამოუსვა, საუბრის დასასრულს ყელზე მოეხვია და ტუჩები დაუკოცნა - ტკივილამდე მიყვარხარ დადეშქელიანო
-ჩემი ელენა...-კოცნისას ამოთქვა და შემდეგ განაგრძო-ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გიღალატებ, მომაჯადოვე და შენ გარდა არავინ მინდა
................
დადეშქელიანები ერთად იყვნენ , ჯერ ერეკლე და ეკა მივიდა და ორმა ფეხმძმემ სინქრონში დაიწყო წუწუნი. შემდეგ ეულად დარჩენილი მათე მივიდა და უფრო გამხარეულდენნ
-მოვიდა ჩვენი მათე -გაიცინა დამიანემ და გვერდით დაისვა ბიჭი-როგორ გრძნობ თავს მიშოს გარეშე?
-ჩვენმა სიძემ მიგატოვა ასე რომ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მოგიწევს...ან დიდი ხნით. მაშო ჩემზე უფრო მესაკუთრეა და არავინ იცის რას გააკეთებს...ნეტავ იცოდეს შენმა ძმაკაცმა რა შარში გაეხვა - ანამ გაიცინა და გვერდით მჯდომ ქმარს მიეკრო
-მე თუ გავუძელი ამდენი წლის განმავლობაში ისიც გაუძლებს როგორმე ... - ანდრეამ შუბლზე აკოცა და ხელი მოხვია წელზე ...მერე მათეს გახედა და გაიცინა- ანდაც მოიყვანე შენც ცოლი და მოგვარდება ყველაფერი
-გირჩევნოდეს არ დააპიროს ცოლის შერთვა ჯერ - ირაკლიმ ჩაილაპარაკა ,მხოლოდ დამიანემ გაიგო და მასთან ერთად გაეცინა
-იცინე ,იცინე იქნებ და რა მოხდეს ...ვინ იცის რა აზრი შემაწუხებს- მათემ გადაულაპარაკა მოცინარ ბიჭებს და ორივე გააჩერა
-შენ თუ გგონია მიშიკოს მსგავსად მარტივად მოგვარდება ძალიან ცდები... ეს, იმაზე ათჯერ გიჟია დარწმუნებული ვარ სიცოცხლეს გაგიმწარებს და სულ აღარ მოგინდება ცოლის შერთვა კი არა ქალის დანახვა- ირაკლიმ უთხრა ჩუმად და მიას გახედა- მია ჩემო ფერია რა გჭირს? შენც ხო არ მოგინდა გათხოვება.. ხომ იცი ტყუპებს ერთად უნდებათ ხოლმე რაღაცები
-ძალიან გინდა ჩემი გათხოვება? არა მე მყავს რამდენიმე კანდიდატი და ვიფიქრებ რომელი ჯობს -მიამ ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა ძმას
-რამდენიმე ვარიანტიდან გადარჩევის პრინციპით თუ აპირებ გათხოვდე არ დასრულდება შენი ქორწინება კარგად
-სიყვარული აგიჟებს და მე გაგიჟება აღარ მჭირდება ,საკმარისად მაკლია
-მართალია აგიჟებს და ასულელებს ,აბა არ ასულელებს? მაგალითი სახეზე არაა?-ხელები გაშალა და უცებ შეიცხადა
-რა მაგალითზე ამბობ მათე?- ანდრეამ გახედა ეჭვისთვალით ,მაგრამ მალევე მოიფიქრა პასუხი
-რა მაგალითზე და მაშოზე და მიშოზე ვამბობ სიგიჟე არაა მათი მთელი ამბავი დასაწყისიდან დღემდე?
-წინასწარ ვერაფერს იტყვი არ იცი ღმერთი შენ რას გიმზადებს - ალექსანდრემ უთხრა და ისე შეხედა თითქოს ეუბნებოდა ყველაფერი ვიცი შენს ტვინში რაც ხდებაო
-მართალია მაგრამ ზოგის მსგავსი იდიოტი რო არ შემიყვარდება და მითუმეტეს ცოლად არ გავყვები წინასწარ ვიცი და ღმერთი და ბედი არაფერ შუაშია -მიამ თქვა და ისე გახედა მათეს ლამის ეგრევე წამოფრინდა და ეჩხუბა
-მაგით რისი თქმა გინდა - მათემ გახედა და თვალები დაუბრიალა
-შენ რა განაღვლებს, თუ იმ იდიოტების რიცხვში მოისაზრე თავი -მაშინვე ჩაიცინა და მათე სულ მთლად გააცოფა
-მია !- ანამ დაუბრიალა თვალები
-რა არის დედა მე უბრალოდ ვთქვი და ამას რა აგიჟებს ვერ ვხვდები
-აუ გეყოფათ ეხლა რა ნუ ჩხუბობთ.. მიშო და მაშკო აღარ არიან ახლა აქ და გააგრძელეს ამათ- მარიამმა თქვა ბუზღუნით და მუცელზე მოისვა ხელი- ჩემი გოგოები დღეს ძალიან აქტიურობენ ...თქვენი ჩხუბი რომ ესმით მგონი ესენიც ჩხუბობენ აქ-ისე საყვარლად დაბუსხა ტუჩები ალექსანდრემ ერთი აკოცა და მერე მუცელთან დაიხარა
-მა რატო ცელქობთ? დედიკო არ გააბრაზოთ თორე რო გამოხვალთ მანდედან დაგსჯით-ეს რო თქვა იგრძნო როგორ მოარტყა ერთ- ერთმა ფეხი და უკეთ დააკვირდა- ვაა გამომეხმაურა ერთი
-ვაიმე ჩემიც ამოძრავდა ...რა არი ერთად გაგიჟდნენ ყველანი? - ეკამ წამოიკივლა უცებ ისე დაარტყა თავისმა ბიჭუნამ. ერეკლე მოეფერა მაგრამ ისე გაგრძელდა ეს დარტყმები მალე ორივე კიოდნენ-ვაიმე ერეკლე დამეწყო მგონი . ასე მალე რატო დამეწყო ჯერ ხო ადრეა ....ააა მტკივაა მიშველეეთ მტკივააა- გოგო პანიკაში იყო ვეღარ სუნთქავდა ორ წამში მარიამიც წამოდგა
-ალექსანდრე დამეწყო ჩქარა ნივთები წამოიღეთ ჩემი გოგონები მოდიაააან- კივილით იძახდა და თან ხელს უჭრდა ქმარს. ყველა დაფეთებული მიმორბოდა ზოგმა ნივთები წამოიღო ზოგი მანქანებში ჩაცვივდნენ და ეკას დაეხმარნენ. მარიამი შედარებით მშვიდად იყო ,პირველი იყო თუ მეორე აიიი ეკა კი პანიკაში ჩავარდა
საავადმყოფოში შესვლის სცენა იყო საოცარი. მანქანები ელვის სისწრაფით შევარდნენ , უცებ გაჩერდნენ ამდენი ადამიანი გადაცვივდა ორ მშობიარესთან ერთად რომელთაგან ერთი ბოლო ხმაზე კიოდა...
მარიამს მაშინვე დაეწყო მშობიარობა ,ეკა კი პალატაში იწვა და ელოდა როდის ინებებდა ბატონი წამსოვლას
-მტკივაა... ვაიმე ეხლა მოვკვდები ისე მტკივა .დეე გემუდარები გამოდი გთხოვ ტკივა დედიკოს ძალიან დეე- ყვირილთან ერთად ამბობდა და ერეკლეს ხელს არ უშვებდა
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო ღრმად ისუნთქე ყველაფერი კარგად იქნება
-ააა შენ რა იცი რას ვგრძNობ ვაიმეეე
დიდხანს არ გაგრძელებულა მისი წამება ასე რომ როცა პირველი გოგონა დაიბადა სახელად კესანე მეორე სამშობიაროში ორი წუთით დაგვიანებით ერეკლეს ვაჟკაცის ხმამაც გაიჟღერა და რამდენიმე წამში სამი ბავშვის ტირილის ხმა ერეოდა ერთმანეთს . ამის საშუალებით გაიგეს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა . ერთად გამოვიდნენ მამიკოები მეზობელი საოპერაციოებიდან , ჯერ ერთმანეთს მოეხვივნენ შემდეგ სხვების ჯერიც დადგა
-გილოცავ ახალბედა მამიკო ვაჟკაცს - ალექსანდრე მოეხვია და მხარზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი
-მადლობა შენც გილოცავ უკვე რვა შვილის მამიკო ქალიშვილების დაბადებას . ვაიმე მგონი ცუდად ვხდები- ხელი მოუჭირა და ისე შეაქანა ალექსანდრემ დაიჭირა
-ერეკლე ბიჭო აქამდე თუ გაძელი ეხლა რა გემართება... შე ჩემა არ გრცხვენია?
-შენთვის ადვილია ფაქტობრივად გინეკოლოგივით ხარ იმდენჯერ დაესწარი უკვე და ამან რა ქნას- ლაშა მივიდა სიცილით თან ორივეს მოეხვია ერეკლეს სახეში მსუბუქად გაარტყა ხელი- გამოფხიზლდი ბიჭო მოგეჭრა თავი
-რო გაიზრდება შენი ბიჭი ვეტყვით შეგიწუხდა მამიკო-თქო - ნიკამ დაარტყა მხარზე ხელი და შემდეგ მოეხვია
-მოიცა მოვა თქვენი ჯერიც და რას იზამთ ერთი ვნახოთ... თქვენი საყვარელი ქალი რო დაიწყებს კივილს და იცით რომ გაუსაძლისად ტკივა
-კაი შე ჩემა ნუ გადაგვრევ ჩვენც - ლაშამ შეიცხადა და ნიკას მხარზე დაჰკრა ხელი- ისე ნიკუშ ჩვენ დავრჩით ერთი ცოლები რომ არ გვყავს .....ამათმა როგორ უნდა გვაჯობონ ტო მიშიკომაც კი მოიყვანა ცოლი სადაა მართლა ამდენ ხანს ერთი კვირაა ცოლი ყავს და კიდე ვეღარ შორდება მაშიკოს?
-ლაშიკო ჯობს გაჩუმდე ხო?- ანდრეამ გახედა და იცის სიცილით ვითომ გაჩუმდა
-მაპატიე ანდრო,ჩუმად ვარ მორჩა -ხელები მაღლა ასწია და გაიცინა
ბავშვების ნახვა უნდოდათ. ჯერ დემეტრე და დამიანე წავიდნენ ,მერე ელენე და ლილე მიჰყვნენ, ბოლოს ირაკლი და ლიზი წავიდნენ ერთად . გოგო ისე მიაბიჯებდა ,თითები ჰქონდა ერთმანეთში ახლართული და ისე ესაუბრებოდა ირაკლის
-კარგი წყვილია - ერეკლემ გადახედა ალექსანდრეს და ჩუმად უთხრა
-ანას წელია წელს, სამივე შვილი თუ გაუბედნიერდა ... მალე შვილიშვილიც ეყოლება, ამ ასაკში ბებიობა მაგარი იქნება
-რაო რა ბებიაო? იმაზე ლაპარაკობთ რაზეც მე ვფიქრობ?- ანამ გახედა და წარბები მაღლა აზიდა
-რას ვლაპარაკობთ შენ რა გგონია გააჩნია ის ვთქვით რო მაშიკოს მალე ეყოლება ბავში აი მოდიან -ერეკლემ უცებ მოაგვარა საქმე და მომავალ წყვილს გახედა -ნახეთ ბავშვები?
-კიიი ვაიმე რა საყვარლები არიან ერუსი საღოლ შენ რა ბიჭი გყავს რა ბიჭი - მაშიკო მოეხვია ერეს და ხმაურით აკოცა -ბიძია შენზე აღარფერს ვამბობ ამდენი ბავშვები შენს ასაკში ალბათ არ ჰყავს არავის
-ახლა თუ იმუშავებს მიშიკო კარგად შანსები გაქვთ დაეწიოთ 11 წელიწადში - ლაშამ უთხრა სიცილით მაგრამ მაშომ ისეთი სახე დაკერა წამსვე გაჩერდა- რა იყო გოგო არ მომკლა ის სამი დღე კი გაგაჩერეთ მარა ერთი კვირ..
-ლაშა გაჩუმდები ეხლა თუ რა ვქნა ...მოკლედ რა როდის გეყოლებათ ერთი გოგონები ყველას რო მიხვდეთ ეხლა რა ჭკუაზე ვარ მე- ანდრეამ გამოსცრა კბილებსშორის და ცოლს ჩაეხუტა- დავიწყოთ ცოლო ჩვენც მუშაობა მეოთხეზე მომინდა რაღცა პატარა ბავშვი სახლში
-რას სულელობ ანდრეა? შვილიშვილი გვეყოლება აწი რა პატარა ბავში სულ გადაგრიეს ამ გიჟებმა შენ რა. მოკლედ საქართველოში დაბრუნებამ ამიწიოკა ოჯახი
-აწიოკებას რას ეძახი ანუშკი ეხლა შენ შვილები რო გაგიბედნიერდება ეგ ცუდია?
-ერთზე გეთანხმები, მაგრამ შვილები? რა შვილები ? - ვითომ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა
-ვაიმეე მამიკო რა საყვარლები არიან ჩემი გოგოები და დათუჩაა - ლილე მოდიოდა ისეთი საყვარელი იყო ისეთი ლაღი ნიკა გაშეშებული უყურებდა და ოცნებობდა ერთ დღეს ისიც ყოფილიყო ერეკლეს და ალექსანდრეს ადგილას . ლილე მამიკოს მოეხვია მანაც მკლავები შემოხვია გოგონას სიფრიფანა სხეულს და თავზე აკოცა
-ჩემი ფერია ხარ შენ... ჩემი პირველი ფერია და შენ ვერასდროს ვერავინ შეგცვლის - ჩუმად უთხრა , მერე ნიკასკენ გააპარა მზერა, ნახა როგორ უყურებდა ლილეს და გაეღიმა .
-ერეკლიუს საღოლ რა რა მაგარი ბიჭი გყავს ექთანმა 4 კგ არის და 56 სმ-ოოო გიგანტია ბავში რა -დამიანემ უთხრა სიცილით და ფოტოები აჩვენა ყველას რომელიც მინიდან ჰქონდა გადაღებული .
-დედიკოებს როდის გვაჩვენებენ
-მალე ალბათ წავედით ახლა დავლიოთ თორე გაშრა პირი - ერეკლე წამოდგა და ბიჭებიც გაყვნენ ....
ირაკლი და ლიზი მივიდნენ ოთახთან სადაც ახალშობილები ყავდათ და ფანჯრიდან შეხედეს ბავშვებს . ლიზი ისეთი ბედნიერი იყო ამ ციცქნების დანახვისას თვალები უბრწყინავდა . უამრავი ფოტო გადაუღო
-ირაა შენი აზრით რომელია კესანე და რომელი ემილი?
-ეგ მხოლოდ მარიამს ეცოდინება და იმ წარწერით თუ გავარჩევთ ხელზე რომ აქვს დამაგრებული -გაიღიმა და ინსტიქტურად მოხვია ხელი თავისკენ რომ მიეწია- ნახე კესანე აწერია . შემდეგ მიხვდა რაც გააკეთა როცა იგრძNო ლიზი როგორ დაფრთხა და სიამოვნებისგან გაეღიმა .
-მგონი დროა წავიდეთ- უცებ დაუსხლტა ხელიდან ლოყებაწითლებული ლიზი და სწრაფად წავიდა. ისიც უკან გაჰყვა ,უყურებდა და თან ეღიმებოდა .
.........
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედიკო როგორ გრძნობს თავს?- ალექსანდრე შევიდა ოდნავ შემთვრალი , დიდი ვარდების თაიგულით მარიამთან და მის ფერდაკარგულ ტუჩებს დაეკონა -ჩემი ძლიერი გოგო ... მორჩა მუშაობას ვწყვეტთ დროებით...ბავშვები მოგიყვანეს?
-ჯერ არა სანამ გადმომიყვანეს მოვწესრიგდი ნემსი გამიკეთეს... გავიდა დრო . აი ახლა მოიყვანენ ჩემს პრინცესებს . ჩემი ბავშვები როგორ არიან
-ძიძას ველაპარაკე კარგად არიანო... ანაბელი გკითხულობა, ბიჭებმა ცოტა იჭირვეულეს, ახლა ძინავთ . ბავშვებიც გავუშვი სახლში ასე რომ არ ინერვიულო
-გავიგე ერეკლეს მაგარი ბიჭი ჰყავს, ექთნებმა ისე ტირის ძლიერი ბიჭი იქნებაო... დათა დაარქვეს ბოლოს ხომ? ჩვენი კესოს ტოლია ზუსტად, ემილია წამებით ჩამორჩა
-შენ ქალბატონო ყველაფერი გაგიგია უკვე- ალექსანდრე ეფერებოდა, კოცნიდა და კმაყოფილი და ბედნიერი იღიმოდა -მიყვარხარ ჩემო ლამაზო-თავი მის ყელში ჩამალა და რამდენჯერმე მიაკრა ტუჩები კანზე
-მაბედნიერებ ალექსანდრე დადეშქელიანო - მარიამმა თლილი თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ფრთხილად აკოცა .
ბავშვები როცა მიუყვანეს მამიკოც იქ იყო. რა თქმა უნდა „გაესაუბრა“ ქალბატონებს, შემდეგ ხელშიც დაიჭირა, უყურა როგორ აჭმევდა დედიკო , შემდეგ ფოტოები გადაიღეს ოთხივემ ერთად ბოლოს კი უყურებდა მძინარე ცოლ-შვილს და ბედნიერებისგან გული გაორმაგებით უცემდა. ვერასდროს წარმოიდგენდა თავს მსგავს მდგომარეობაში,ამაზე ფიქრიც კი არ მოსვლია აზრად წლების წინ,იმაზეც კი ვერ იოცნებებდა რომ ასე ძლიერ შეუყვარდებოდა ვინმეს, ასეთი დამოკიდებული გახდებოდა ქალზე რომელიც მასზე წლებით უმცროსი იყო. მარიამმა უბრალოდ გადატრიალება მოახდინა მის ცხოვრებაში,ყველაზე დიდი და სასიამოვნო რევოლუცია...
მეორე დილასვე გავარდა ანაბელი ლილეს საძინებელში და დიდი მოთხოვნის შემდეგ დილაადრიან წაიყვანეს ბავშვები საავადმყოფოში . ბიჭებიც ელოდნენ ვიღაცის გამოჩენას, მაგრამ ანაბელის მსგავსად არ იყვნენ გაცნობიერებულნი . ექვსივე ერთად შევიდნენ საავადმყოფოში ...ყველა მათ უყურებდა ფოტოებსაც უღებდნენ , უკვე ჟურნალისტებმა იცოდნენ ახალი ამბავი, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდნენ ალექსანდრეს მკაცრად ჰყავდა ყველა გაფრთხილებული და ინტერვიუს არ იძლეოდა .
ერთად შევიდნენ პალატაში, ბიჭებს ბუშტები და ყვავილები მიჰქონდათ, პატარა ვაჟკაცებს თითო ვარდი ეჭირათ . მარიამმა რომ დაინახა სრული შემადგენლობა სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა ,მაგრამ მაშინვე შეიმშრალა და მოეხვია ყველას. ბავშვები საწოლთან მივიდნენ და გოგონებს დააკვირდნენ . პატარებმა ფრთხილად წაიღეს ხელი რომ გაეგოთ რა არსებები იყვნენ ეს ციცქნები , ანაბელი კი ჩუმად უყურებდა მერე კი მარიამს ახედა
-დედიტოო? ჩენ გაბელილ მუცელჩი ეც ციცქნა თოჯინები იკვნენ? მე მეგონა დიდი გოგოები იკვნენ. ამათ ლა ვეთამაჩო მე ალც ლაპალაკობენ, ალც იცინიან საელთოდ ძინავთ? უუფ ეგეთი მუნჯები ეს ოლიც კი მკავც მე- ძმებზე მიუთითა და გაბუსხულმა გადააჯვარედინა ხელები . ყველას ეცინებოდა მის სიტყვებზე დამიანე კი ვიდეოს იღებდა შემოსვლის წამიდან, როგორც ყოველთვის სამახსოვრო კადრებს ინახავდა
-ბელს ესენი ახლა არიან პატარები თორემ მალე გაიზრდებიან..ბევრს გეთამაშებიან და გეჭორავებიან
-მალე დაბრუნდეც დედიტო საქლში და ლო გაიძდებიან ეგენი მელე ვნაქოთ
-ჩემი თოჯინა.. მა არ მოეფერები კესოს და ემის?
-ლანაილად მოვეფელო ისეთი წითლები და პატალები ალიან ვატკენ ლაგაცას და მელე მეჩქუბებით შალი მინდა ექლა მეე? დამანებეთ თავი- ისეთი საყვარელი იყო დემეტრემ ხელიდან აართვა მამას და იმდენჯერ აკოცა კისკისს ვერ იკავებდა ქალბატონი
-ჩემი ფერია, ჩემი მაგარი გოგო... ნეტა შენნაირი კაჭკაჭი ვის ჰყავს მეორე .დადეშქელიანების კაჭკაჭი ხარ შენ . შენს უფროს დას კი არ გავხარ სულ არ ლაპარაკობდა - უცებ მისწვდა ლილეს რომელიც ერთ- ერთ გოგონას იჭერდა ხელში და პაწინა თითებს უკოცნიდა
-შენ რამე პრობლემა გაქ ყმაწვილო?
ოთახშ ნიკოლოზი შემოვიდა ორი უზარმაზარი დათვი მოდიოდა უფრო სწორედ რომელთაც დიდ ტორებში თაიგული ჰქონდათ მოქცეული და მერე აღმოჩნდა რომ ნიკოლოზი იყო .როცა ლილეს შეხედა ბავშვით ხელში თვალები აუბრჭყვიალდა და ღიმილი ვერ შეიკავა
-ბიჭებო დღეიდან მაგრად ყოფნა გვმართებს უკვე ოთხი გოგო გვყავს მისახედი, შეიარაღებულები უნდა გავყვეთ უკან
-ჯერ ჩვენ ლილე გვყავს მაგათ არაფერი უჭირთ აი ამ ანგელოზს კი მოგვტაცებს ვიღაც მართლა თუ არ დავდექით მაგრად- დემეტრე ზურგიდან მოეხვია დას თან მის ხელში მშვიდად მძინარე ბავშვს აკოცა, მერე კი ლილეს ყელში ჩარგო სახე- ლილუცი რა ვქნა ახლა ვცემო ერთი-ორი ბიჭი შენ რო გაწუხებს თუ არ შევეხო ჯერ - წინადადება აშკარად ნიკოლოზისკენ იყო მიმართული. ლილეს ფერი დაეკარგა , ნიკა კი ჩვეული უემოციო გამომეტყველებით იდგა და უყურებდა ლილეს სულ სხვაგან იყო ფიქრებით და არაფერი ანაღვლებდა ბავშვების გარდა .
-დემეტრე ჯობს სახლში წაიყვანოთ ბავშვები, ჩვენები მოვლენ და მიხედეთ ერთად - ალექსანდრემ უცებ შეცვალა თემა
-კარგი წავედით ჩვენ და აბა ხვალ გელოდებით სახლში ციცქნა ქალბატონებო- ორივეს აკოცა და წინ გაუშვა დამიანე და ლილე -ნიკოლოზ არ წამოხვალ ჩვენთან? თუ ბიძიებს არ გეკადრებათ ბავშვებს დაგვეხმაროთ - ისე გამოკვეთა ბიძა ნიკუშას ძარღვები დაეჭიმა. ალექსანდრე კიდე სიცილს ვერ იკავებდა. მხარზე დაჰკრა ხელი ძმაკაცს
-წამოვა აბა რას იზავს მოგეხმარებათ ამას იმხელა გამოცდილება აქ ბავშვებთან ურთიერთობის ძიძად დაიწყებს მუშაობას რო რამე
-ალექსანდრე - ნიკამ გახედა, გაბრაზებული აბრიალებდა თვალებს
-რა? ასე არაა? ვიცი რო გიჟდები ბავშვებზე
-ალბათ გინდოდა გეთქვა მოზრდილ ბავშვებზე - დემეტრემ ჩაუსწორა და ისეთი სახით გახედა ნიკუშას რომ არა სიტუაცია ალბათ ისინი დახოცავდნენ ერთმანეთს.
-კაი გვეყო ხუმრობა წადით ეხლა დროზე !
-შენ არ მიდიხარ? გამოიცვალე და გვიან მოდი მერე რა საჭიროა აქ ყოფნა
-სახლში წავალ ახლა შენი აზრით და აქ დავტოვებ ჩემს სამ ქალბატონს?
-მალე მინდა სახლში დაბრუნება და აქედან წასვლა ვერ ვიტან საავადმყოფოებს
-საახალწლოდ გინდა გუდაურში წავიდეთ. ბავშვებიც ცოტა მოზრდილები იქნებიან და კარგად დავისვენოთ- ალექსანდრემ იდეაა გააცნო მეუღლეს და დაიწყეს საუბარი ახალ გეგმებზე. შესანიშნავად იცოდა როგორ გაეყვანა დრო და დაევიწყებინა მისთვის დაღლილობა
მეორე დღეს სახლში პირველად შეიყვანეს პატარა ქალბატონები და რა თქმა უნდა გაიმართა ლხინი დადეშქელიანების ოჯახში ნუ გადაწყდა რომ რაოდენობრივი უპირატესობით იქ უნდა აღენიშნათ დადეშქელიანის ქალბატონების და ყიფიანის ვაჟბატონის დაბადება.
ბოლოს როგორც ყოველთვის ყველა იქ დარჩა , საძინებლები უკვე მზად იყო და კი არ შევიდნენ შებარბაცდნენ . ალექსანდრეც საკმაოდ ნასვამი ავიდა საძინებელში სადაც უკვე პატარა ქალბატონებს მშვიდად ეძინათ მარიამი კი უფროს შვილებს ეფერებოდა. ჩუმად გაიხადა და მიუწვა გვერდით ბავშვებს თან მარიამის ტუჩები დააგემოვნა
-მიყვარხარ ...- ჩურჩულით უთხრა და თავის შვილებს გაღიმებულმა გადახედა . ცოტახანს უყურებდა აკოცა სამივეს, მერე წამოდგა შარვალი ამოიცვა და უმცროს ქალიშვილებს აკოცა თავიანთ საწოლში რომ იწვნენ მშვიდად-მე გავალ და მოვალ მალე ,თუ გინდა დაიძინე
-დაგელოდები -მარიამმა იცოდა სადაც მიდიოდა და უფრო კომფორტულად მოთავსდა საწოლში . ალექსანდრე თავისი უფროში შვილების ოთახებს მიადგა ჯერ ბიჭებს შეუარა, რადგან ისინი ახლოში იყვნენ . ფრთხილად შევიდა ,დემეტრეს გვერდით როგორც ყოველთვის მშვიდად ეძინა ელოს ფაქტიურად ისიც მისი შვილია და ხუთი გოგოს მამაა .ჯერ ბიჭს აკოცა შემდეგ ელოს და დამიანეს ოთახს მიაშურა , ვაჟბატონს როგორც ჩვევია ძირს ჰქონდა უკვე საბანი გადაგდებული, გადააფარა შუბლზე აკოცა და სახლის მეორე მხარეს წავიდა სადაც ლილე ეგულებოდა . ოთახის კარი შეღებული იყო და უცებ გამოფხიზლდა , ყოველთვის ხურავდა ხოლმე ლილე ამიტომ უფრო ფრთხილად მივიდა ,როცა შეიხედა და მთვარის შუქით განათებულ ოთახში ნიკოლოზი დაინახა შეცბა... ლილეს საწოლთან იატაკზე იჯდა და ფრთხილად ეფერებოდა მძინარე გოგონას , მერე რაღაც უთხრა ლოყაზე ძალიან ნაზად აკოცა, წამოდგა და კარისკენ წავიდა. ალექსანდრემ უკან დაიხია ისე რომ გამოსულ ბიჭს პირდაპირ ზურგს უკან დაუდგა ,როცა კარი მოხურა მაშინ წვდა მაჯაში და თავისკენ შეაბრუნა
-წამოდი შენ უნდა ვილაპარაკოთ-კბილებსშორის გამოსცრა და თვალები დაუბრიალა
-ალექსანდრე? აქ რა გინდოდა
-მე რა მინდოდა? მე რა მინდოდა ჩემი შვილის ოთახში?- როგორც კი შეიყვანა თავის საძინებელში მაშინვე შეუღრინა
-კარგი მაპატიე უბრალოდ არ შემეძლო ....მთელი თვეა რაც წავედი არცერთხელ შევხებივარ და უკვე ცუდად ვხდები ლომკა მაქვს.... აქ ისე რო დავრჩენილიყავი მოვკვდებოდი, უბრალოდ ცოტახანს ვუყურებდი
-მგონია რომ სხვა ვიღაცას ველაპარაკები ,მაგრამ ვერ ვიჯერებ . ყველაზე საშინელი იცი რა არის? არაფერს აკეთებ იმისთვის რომ მისი სიყვარული დაიმსახურო ასე ურეაქციოდ იტანჯები და ჩემს შვილსაც ანადგურებ - მხოლოდ ეს უთხრა და დატოვა ოთახი , ლილესთან შევიდა აკოცა და თავის საძნებელში დაბრუნდა . უჭირდა თავის კონტროლი,მაინც ბრაზობდა მაგრამ ცდილობდა ნათელი გონებით შეეხედა სიტუაციისთვის ,რაც საშინლად ძნელი გადასატანი იყო. ბავშვებს მიუწვა გვერდით , შუაში იყვნენ მასსა და მარიამს შორის .
-რა ხდება? რაღაც ანერვიულებული ხარ
- ნიკა იყო ლილეს ოთახში.... ისე უყვარს ვერც კი წარმოვიდგენ ბოლომდე-თქო ასე მგონია მაგრამ აზრი?
-ყველაფერი მოგვარდება უბრალოდ გარკვევა სჭირდება და დაგეგმვით ხომ ვერ დაგეგმავს როგორ შეაყვაროს 19 წლის ბავშვს თავი, რომელიც მისი ძმაკაცის შვილია და ბიძასავით უნდა იყოს მისთვის
-აღარ შემიძლია უკვე არ ვიცი რა გავაკეთო .
-შენ მეტს ვერაფერს გააკეთებ დაისვენე ახლა ხვალ ხო შეხვედრა გაქვს
-ხო ეგ სულ დამავიწყდა როგორ დაგტოვოთ ახლა ორი დღით ... არ მინდა
-არაუშავს სამაგიეროდ ხშირად დაგირეკავთ პატარების ფოტოებს გამოგიგზავნი დიდებს დაელაპარაკები და მალე გავა ორი დღე , ცოტა მეც მოვიკრებ ძალებს - გაუღიმა და ტუჩზე იკბინა-ცოტა უნდა შევისვენოთ ოღონდ თორე ამდენ მშობიარობას ვერ გავუძლებ - გაიცინა და გვერდით მძინარე გაბოს აკოცა
-კარგი ავიღოთ ტაიმაუტი ბავშვების ჩასახვაზე -გაიღიმა და თავად ანაბელს მოეხვია -მამას პრინცესა... ეს იქნება ჩემი სისხლის გამშრობი ,გული მიგრძნობს საოცრებებს დაატრიალენს. ლილე მშვიდია და დამჯერი, ჩემს სიტყვას არ გადააბიჯებს არასდროს ეს კი რას ჩაიდენს ღმერთმა უწყის
.........
ორმა დღემ ასე თუ ისე სწრაფად განვლო , ალექსანდრე ,როცა მოიცლიდა სულ ელაპარაკებოდათ . ბავშვებს თავიანთი საქმეები ჰქონდათ ამიტომ სახლში არ იყვნენ... საღამოს კი პატარებს არ შორდებოდნენ. მაშიკო და მიშიკო ისევ მარტოობით ტკბებოდნენ. ირაკლი შორიდან ტკბება ქალბატონი ლიზის ცქერით, ნიკოლოზი და ლილე მიუხედავად სიახლოვისა მაინც შორს არიან ერთმანეთისგან იმდენად მიუწვდენელი ჩანან რომ ტკივილი კლავთ.
საღამოს ყველანი დადეშქელიანებთან იყვნენ ,ნიკოლოზი ისე უყურებდა ლილეს გოგომ ვეღარ გაუძლო და იქაურობას გაეცალა.სააბაზანოში შევიდა,ონკანი წრაფად მოუშვა ცივი წყალი სახეზე შეისხა და სარკეში ჩაიხედა ,თვალები რომ გაახილა უკან მდგომი ნიკოლოზის ანარეკლი დაინახა
-აქ რას აკეთებ -ხმაც კი შეეცვალა,მთელი სხეული უთრთოდა
-მომინდი - უთხრა ვნებიანი ხმით და თავისკენ შეაბრუნა - ისე მომინდი რომ თავს ვეღარ ვერევი
-არ გაბედო შეხება გაიგე ვერ ვიტან შენს მაგ ქცევას და ნუ იქცევი ასე, მაგ..- უცებ მიაყარა მაგრამ ნიკას აღარფერი აინტერესებდა მისი მთთოლვარე ბაგეების გარდა რომლის შეხებისას სხვა განზომილებაში გადაინაცვლა რაღაც საოცარი გრძNობები იყრიდა ამ რამდენიმე წამში თავს . გიჟდებოდა ლილე რომ ეწინააღმდეგობა მაინც ვერ წყდებოდა ბოლოს მოშორდა და ლოყის აწვაც იგრძნო ყბა დაუბრუშდა მაგრამ მხოლოდ ლილეს თვალებს უყურებდა .ცდილობდა გამოეცნო მისი ნამდვილი რეაქცია, მაგრამ ისეთ გაბრაზებულ ქალბატონს ხედავდა ვერაფერი გაიგო , სრულ ჩიხში იყო
-აღარ გაბედო !აღარასდროს მაკოცო ასეთი ნაძირალა როგორ ხარ მამაჩემთან ისე იჭერ თავ თითქოს მისი მეგობარი ხარ... ესაა შენი მეგობრობა და შენი კაცობა? ასეთი ქცევის მერე როგორ უნდა გენდოს ადამიანი, მიპასუხე. ვინ ხარ ასეთი ქცევის მერე გიფიქრია მაგაზე ? არა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გკიდია ყველაფერი ,მხოლოდ შენი სიამოვნება გაღელვებს და მეტი არაფერი ....მე კი ფეხებზე შენ რა გინდა და რა არა.... კიდე თუ შემეხები ყველა გაიგებს შენი კაცობის შესახებ და მერე რას უპასუხებ მშვიდად ვუყურებ - მკერდზე ჰკრა მუშტი და გაცეცხლებული გავარდა იქედან. ნიკა ჯერ გაოცებული უყურებდა მერე იგრძნო როგორ გაგიჟდა ,რადგან იმაზე კი არ ფიქრობდა რაც უთხრა არამედ იმაზე რომ გაბრაზებული უფრო მოსწონდა . მეტიც გიჟდებოდა გაბრაზებულს რომ უყურებდა. რაღაც საერთოს პოულობდა ამ დროს მასში... გაიცინა და კმაყოფილი გამომეტყველებით დაბრუნდა უკან . ლილე იქ არ დახვდა. დიდი ხანი არ გამოჩნდა და ბოლოს ვერ მოითმინა და ალექსანდრეს ჰკითხა
-სად წავიდა
-რომ გავიდა მას შემდეგ არ დაბრუნებულა . რა გააკეთე - ჭიქა ეკავა ხელში და ისე ელაპარაკებოდა ვინმეს რომ არ გაეგონა
-მეჩხუბა , გაბრაზებული გავარდა და ალბათ მშიდდება ახლა- ისევ ვერ შეიკავა ღიმილი. ალექსანდრემ წარბაწეულმა გახედა და მხრები აიჩეჩა- რა ? ისეთი საყვარელი იყო გაბრაზებული კიდე მომინდა მეკოცნა
-მთვრალი რომ ვარ მაშინ რატომ მეუბნები და აკეთებ ათას სისულელეს უნდა გამაგიჟო და გცემო?
-კაი ალექსანდრე რა აღარ მოგბეზრდა? გოგო რომ გყავს წინასწარ უნდა გქონდეს გაცნობიერებული რომ ვიღაც შეეხება
-იდიოტო შენნაირი გიჟი არ მყავდა წარმოდგენილი. გამიგიჟა შილი და ახლა კმაყოფილი მიზის აქ და იცინის
-არ მომეკაროო და რა ვქნა თორემ კი დავამშვიდებდი
-მართლა მოგკლავ მე შენ -ჭიქა გამოცალა და წამოდგა -მარიამს ვნახავ და ლილეც თუ ვიპონვე გეტყვი
ზემოთ ავიდა ჯერ მარიამთან და ბავშვებთან შევიდა უკვე ღრმად ეძინათ გაეღიმა და ლილესთან წავიდა. ოთახში არ დახვდა , ამიტო აივანზე გავიდა მართლაც იქ იჯდა პლედი ქონდა მოხვეული ყავის ფინჯანი ეჭირა და სარწეველა სკამს აქანავებდა, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა.იმდენად იყო ფიქრებში ჩაძირული ალექსანდრეს დაჯდომაც ვერ შეამჩნია. კაცმა ხელები მოხვია გოგონას და მუხლებზე დაისვა თავი მკერდზე დაადებინა და შუბლზე აკოცა, ისიც მოდუნდა საყვარელი სხეულის შეხებისას დამშვიდდა თვალები დახუჭა და ხელები შემოხვია
-რატომაა ჩემი თოჯინა მოწყენილი?
-დავიღალე მა ... შეიძლება მარტო წავიდე ერთი კვირით აგარაკზე?
-თუ გგონია რომ ეს გჭირდება წადი ჩემო ლამაზო მაინც მძღოლს და ერთ მოსამსახურეს გავუშვებ წინასწარ რომ მოაწესრიგონ ყველაფერი
-მადლობა მა ...მიყვარხარ - წამოიწია და ლოყაზე აკოცა მერე ისევ მიეხუტა
-სად წახვალ ჩემო ფერია?
-შორს არ მინდა, წყნეთში ავალ ხვალ საღამოსვე .არ უთხრა რა არავის კარგი? თორე დამადგებიან და ხო იცი მერე დაიწყება გართობა და ორომტრიალი
-კაი ჩემო თოჯინა ისე იქნება შენ როგორც გინდა - თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა- ფერია ქვემოთ არ ჩავიდეთ?
-ცოტა ხანს ასე ვიყოთ და მერე ჩავიდეთ- გაიღიმა და კაცს მაისურზე გაუსვა ცხვირი - მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა ხარ და ღმერთის მადლიერი ვარ შენი შვილი რომ ვარ
-მე ვარ ბედნიერი იმით რო შენ ხარ ჩემი ქალიშვილი , ჩემი პირველი ფერია და იცოდე რომ სულ ჩემი პატარა ფერია იქნები ყოველთვის რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს მამიკო შენს გვერდით იქნება - მაგრად მოხვია ხელები , თითები ზურგზე დაუსვა მანაც სახე ჩამალა მის ყელში და მშვიდად დაიწყო სუნთქვა, თითქოს მძიმე ტვირთს იშორებდა ალექსანდრესთან საუბრის დროს .
როცა დაბრუნდნენ ნიკამ გაღიმებულმა ახედა მამა შვილს და მას მერე აღარ გაუხედავს ლილესკენ თავს იკავებდა თითქოს მის ნებას დაყვა , არ უნდოდა გაეღიზიანებია .
-დემე ვიღაც გირეკავს- ელენემ მობულური გაუტანა დემეტრეს რომელიც აივანზე იდგა და ბწებს ელაპარაკებოდა. ზარს უპასუხა და გვერდით გადგა თავისუფლად რომ ესაუბრა , ელენე აკვრიდებოდა მის გამომეტყველებებს და შინაგანად ღელავდა რაღაც არ მოსწონდა . ანერვიულებული მივიდა ბიჭებთან... გაბრაზებული იყო აშკარად
-წავედით საქმე გვაქ რაღაც მოსაგვარებელი და ისევ დავბრუნდეთ
-დემეტრე სად მიდიხართ ვინ დაგირეკა?
-მერე გეტყვი
-არ შეტოკდე იცოდე ! ახლავე მითხარი ვინ დაგირეკა - ისეთი ხმით უთხრა რო არ ეთქვა იცოდა გაგიჯდებოდა
-მიშომ დამირეკა რაღაც ხდება ვჭირდებით მალე მოვალთ მეც არ ვიცი ზუსტად. არ ინერვიულო დაგირეკავ თუ დამაგვიანდება
-ფრთხილად იყავით- აკოცა და გაუშვა.
.......
-რა ხდება შე ჩემა ასე რო გამოგვყარე
-მეც არ ვიცი მიშომ მოდით მალეო, მისამართი მომწერა. აი აქაა მისი მანქანა- უცებ გააჩერა კორპუსებს შორის დაინახა მიშოს , გაცეცხლებული იდგა
-რა ხდება მიშიკო?
-რამდენიმე ს*რს უნდა მოვ***ნა გამზრ*** რომ აღარ შეაწუხონ წესიერი გოგონები
-რა გჭირს ბიჭო ვინ ვის აწუხებს - დამიანემ ჰკითხა და მიმოიხედა შენიშნა შორიახლოს ბიჭები იდგნენ სადაბაზოსთან და მზერა მათზე შეაჩერა
-ჩვენი მეჯვარე ხომ იცით რა ვერ გაგაცანით ნორმალურად , სტუდენტია-თქო ნათქვამი მექნება. დღეს ამათგან ორი დაჰყვება მთელი დღეა ახლა კიდე აქ არიან და გაგიჟებულია გოგო. მარტო ცხოვრობს და წარმოიდგინე ახლა რა დღეშია ....მოკლედ რა
-გასაგებია წავედით დროზე რას ველოდებით - დემეტრე ბიჭებისკენ დაიძრა . მიშო წინ მიდიოდა, დამიანე რაღაც განსაკუთრებით გაღიზიანდა არც იცნობდა იმ გოგოს, მაგრამ რაღაც აწუხებდა ძალიან. მიშო ბიჭებს ელაპარაკებოდა როცა მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო. ისინი საერთოდ არ იყვნენ აზრზე აშკარა იყო . უცებ დატოვა იქაურობა და სადარბაზოში შევიდა შესვლისთანავე გაიჟღერა ყრუ კივილის ხმამ რომელსაც ახშობდნენ , ყურები დაეხშო, ვეღარაფერს აღიქვავადა უცებ აირბინა საფეხურები მესამე სართულამდე ...კარი ღია იყო სწრაფად შევარდა უკვე კარგად ესმოდა კივილის ხმა პირდაპირ საძნებელისკენ გაიქცა ....ირგვლივ ყველაფერი ომის ველივით იყო , საწოლზე ეგდო გოგო ზემოდან ბიჭი იყო მოქცეული აკავებდა და კოცნიდა . სისხლი გაეყინა ,ცხოვრებაში პირველად იყო კაცის მომკვლელი იმდენად შეიპყრო ზიზღმა გონება დაებინდა მხოლოდ იმას აღიქვავდა როგორ ესვრებოდა მისი სისხლით ხელები და აგრძელებდა მუშტების რტყმევას სანამ არ გაითიშა . შემდეგ გოგოს გახედა, რომელიც საწოლის ბოლოში იყო მოკუნტული, ფეხები მკერდზე ჰქონდა მიკრული ტანსაცმელი შემოფლეთილი ჰქონდა, ნაკაწრებიდან სისხლი სდიოდა. მთელი სხეულით კანკალებდა , თვალები ჩაწითლებული, თმა არეული, ტუჩი გახეთქილი ლოყა აწითლებული ამ სურათს რომ შეხედა გული გაუჩერდა მხოლოდ მისი დაცვის სურვილს გრძნობდა და სხვა ვეღარაფერს. ხელი მოხვია და გულზე მიიკრა
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება , ვეღარავინ შეგეხება გეფიცები - თმაზე უსმევდა ხელს გოგო მაისურზე ჩაებღაუჭა და ტირილი განაგრძო .
ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა . მიშო კიბეებზე ამორბოდა ხმაურის გაგონებისას გაოცდა, როცა იატაკზე დაგდებული ბიჭი დაინახა მერე ირგვლივ მიმოიხედა და სესილი დაინახა ბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა . სწრაფად მივიდა მათთან და გოგოს მოეხვია
-ჩემი ლამაზი გოგო მაპატიე მაპატიე სესი მაპატიე გთხოვ ვერ მოვასწარი დავაგვიანე სეს - გაგიჟებული ჩურჩულებდა ,ხმაც კი აღარ ჰქონდა
-მიშოო მეე.. ის შემოვარდა ვერ გავაჩერე შევეცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე . მეგონა დასრულდა მეგონა მიიღებდა თავისას ....მეშინია - გოგოს ხმამ ყველას გული მოუკლა გაშტერებულები იდგნენ და ვერაფრის თქმას ახერხებდნენ , ძირს დავარდნილი ბიჭი ამ დროს მოვიდა გონს .... დამიანემ რომ დაინახა მაშინვე ყელში წვდა და იქედან გაათრია
-აქ მოდი შე ნა*იჭვარო -სააბაზანოში შეიყვანა წყალი მოუშვა , სავსე ჯაკუზში თავით ჩაუშვა და მანამ აწვებოდა კეფაზე სანამ ძლიან არ აფართხალდა . მერე ისევ იგივე გაიმეორა და ირაკლი რომ არ შესულიყო ალბათ მოკლავდა
-შეეშვი ხომ ხედავ რას გავს
-უსუსურ ქალზე რომ ძალადობდა ხომ მაგარი იყო
-გათიშულია ვერ ხედავ? - ხელი როგორც კი გაუშვა მაშინვე იატაკზე ჩაიკეცა -წამოდი იყოს ეს აქ ...მიხედავენ
გარეთ რომ გავიდა მიშოს ხელში ჰყავდა სესილი, გოგოს სახე დამალული ჰქონდა და ისევ ტიროდა. დემეტრეს მისი ჩანთა ეჭირა ხელში და მიშოს მიჰყვებოდა უკან
-შენთან მიგყავს?
-ხო, მაშოს დავურეკე უკვე . მაგას მიხედეთ მოვალ მეც - მათეს და ირაკლის შეხედა, ჩემთან მოდით მერე ბინაში - დემეტრე, დამიანე და მიშო იქედან წავიდნენ. მაშო შეშლილი სახით დახვდა იმაზე ღელავდა მიშოს რამე არ დაემართოსო რა იცოდა სად იყვნენ ,არც ის იცოდა ვის ელოდა . სესილი რომ დაინახა გული გაუჩერდა
-მოამზადე საძინებელი?
-ღმერთო ჩემო...მე მოვამზადე კი წამოდი ,სწრაფად - საძინებელში შეიყვანეს, მიშომ დააწვინა და შუბლზე აკოცა
-ჩემი სესი - თავზე მოეფერა და ისევ აკოცა- გეფიცები პასუხს აგებს მაგისთვის - გასწორდა და მაშოს აკოცა საფეთქელზე. ჩუმად უთხრა ყურში- მიხედე , მე გვიან მოვალ ...არ ინერვიულო ,დროულად მივედით..- მხოლოდ ეს თქვა და მალევე დატოვა იქაურობა .
-წავედით?-დემეტრემ შეხედა
-წავედით ხო სანამ ძვლებს არ ჩავუმსხვრევ ვერ მოვისვენებ - მიშომ მუშტი შეკრა და თვალები ჩაუწითლდა. დამიანე როცა წავიდა კარისკენ მხარზე მოკიდა ხელი და გააჩერა- შენ არ მოდიხარ
-რას ნიშნავს არ მოვდივარ
-შენ საკამრისზე მეტი გააკეთე დანარჩენი ჩემი საქმეა აქ დარჩი ყველა იქ ხო არ ვიქნებით რამე რომ დასჭირდეს მაშოს მიეხმარები ...მშვიდად ვიქნები აქ რომ დარჩები
-კარგი .იცოდე საკადრისად დასაჯე თორემ მოვძებნი მაინც - მიშომ მხოლოდ მხარზე დაარტყა ხელი მადლობის ნიშნად და დემეტრესთან ერთად დატოვა იქაურობა .
მაშო ახალი ტანსაცმელის ჩაცმაში მიეხმარა, ჭრილობები გაუწმინდა შემდეგ დამამშვიდებელი დაალევინა . ცოტა დამშიდდა , საწოლზე იწვა მოკეცილი
-მადლობა ყველაფრისთვის, შენც შეგაწუხე
-ყველაფერი დაგავიწყდება აი ნახავ...დრო გავა და გაივლის . მთავარია დროულად მოვიდნენ
-ის ბიჭი მე ვინც გადამარჩინა აქაა? მისი ნახვა მინდა
-მე არ ვიცი რომელი იყო საყვარელო
-ჩვენთან ერთად წამოვიდა აქ
-დემეტრე იყო? თუ დამიანე
-არა დემეტრე არა მას ვიცნობ იმ ბიჭს არ ვიცნობ ალბათ დამიანე - ყვირილისგან ხმა ჩავარდნილი ჰქონდა და შესვენებებით ლაპარაკობდა, ახველებდა კიდეც და ტუჩებს ისველებდა პირი ისე უშრებოდა
- აქაა , დავუძახებ გინდა?
-მინდა
მაშო გარეთ გავიდა დამიანეს ვისკის ჭიქა ეჭირა და სვავდა ხელები სულ დასისხლიანებული ჰქონდა ,მაგრამ აშკარად ვერ გრძნობდა
-დამი სესილის შენთან ლაპარაკი უნდა
-არ სძინავს?
-არა . შეხვალ?
-კი ახლავე - წამოდგა ჭიქა მაგიდაზე დადო და ოთახისკენ წავიდა. ღრმად ჩაისუნთქა,ეცადა მშვიდი გამომეტყველება მიეღო, შეეცადა უარესად არ შეეშინებინა გოგო , კარზე დააკაკუნა -შეიძლება?
-შემოდით - სუსტი ხმა მოესმა და კარი გააღო. ოთახში შევიდა და გოგონას დააკვირდა, თლილ თითებს ერთმანეთში ხლართავდა , ნერვიულობდა როცა შეხედა დამიანეს ლოყები აუწითლდა . დამი მიხვდა რომ რცხვენოდა და მეტად მოუნდა მისი სიფრიფანა სხეულის ჩახუტება -მე ... მადლობა მინდოდა მეთქვა . თქვენ რომ არა არც კი ვიცი .. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს
-არაა საჭირო არაფრის თქმა . უბრალოდ როგორც მიშიკოს მეგობრებმა ვიმეგობროთ ...მე დამიანე დადეშქელიანი ვარ მაშიკოს ბიძაშვილი - გაუღიმა და ხელი გაუწოდა . გოგომ დახედა და მაშინ შეამჩნია ხელები რა დღეში ჰქონდა, როცა გოგონას გამომეტყველება შეეცვალა
-თქვენ ხელები .. სისხლი გდით
- არაუშავს . აბა არ გამეცნობით?- გაიცინა და დააიგნორა ხელების ტკივილი
-სესილი ჯაფარიძე - თავისი თითები შეაგება დამიანეს ძლიერ ხელს და ოდნავ მოუჭირა
-აბა სესილი რით გემსახუროთ . დიძინება გირჩევნია უფრო დაისვენებ თუ მე და მაშიკოს გვესაუბრები
-არ მინდა დაძინება...
-კარგი მაშინ როგორც გოგონებთან ჭორაობის ექსპერტი ჩემი გოგონების გადამკიდე ამაღამ მოვუსმენ თქვენს საუბარს- ტაში შემოჰკრა და ოთახიდან გავიდა .
-მაშიკო შედი შენ სესილისთან და მოვალ მეც
-კარგი ხო კარგადაა?
-კი - სააბაზანოში შევიდა ხელებიდან სისხლი მოიშორა .ცოტა გამოფხიზლდა და გაღიმებული შევიდა ოთახში. სავარძელში ჩაჯდა და მუცელზე დაიწყო ხელები
-ვიცნობ შენს მაგ მზერას დამი - მაშიკომ გაიცინა და გვერდით მიუწვა სესის- აგიხსნი ეხლა ამას რაც უნდა . ელოდება როდის მოუყვები ყველაფერს
-რა ყველაფერს- გოგოს უცებ ეგონა ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტზე თუ ეუბნებოდა და შეცბა
-რას და შენს შესახებ რისი გახსენებაც გახარებს და გიყვარს ეგრე არ გამოვა აბა ჩვენი მეგობრობა ქალბატონო სესილია
-სესილია არ ვარ სესილი მქვია
-კარგი სესილია გისმენ - დამიანემ მაინც თავისერბურად უთხრა და იქვე დადებული მიშოს სიგარეტიდან ერთი ღერი ამოაძრო - მე რომ მოვწიო ხო არ გაბრაზდებით?
-ეწევი შეენ?-მაშომ წარბები მაღლა აზიდა
-ახლა მომინდა- მოუკიდა და კვამლი ჩაუშვა ფილტვებში .
-სესი დაიწყე მაგის ცქერას გირჩევნია- ჩუმად უთხრა მაშომ და ააწითლა კიდეც გოგო
-მე უბრალოდ...თვალი ვერ
-ნუ მიხსნი, გეხუმრე რა ვიცოდი თუ შეგრცხვებოდა. ჩემი დამუსი ყველაზე სიმპაწიური ბიჭია - წამოდგა და ფეხებზე დაუსკუპდა ბიძაშვილს -ხო დამი?
-გარეგნობა მშობლების დამსახურებაა მთავარია როგორი ხასიათი გაქვს და საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ ქალბატონო ამაზე- ცხვირზე დაკრა თითი მაშიკოს . ერთად გახედეს სესილის ,რომელიც ამათი სიგიჟით იყო გაკვირვებული-გისმენთ-ერთად თქვეს
-მართლა უნდა მოვყვე? არ მოგბეზრდებათ?
-ეს რა მორცხვი გოგო ყოფილა ტო . ნაღდად მიშოს ნათესავი ხარ?
-მე უბრალოდ ახლა
-ისე რას ვეკითხები ჩვეულებრივად იქცევა გოგო . მე უბრალოდ ამათ სიგიჟეს ვარ მიჩვეული და მგონია ყველა მათ მსგავსად თუ იქცევა
-აბაა რა ხდება აქ?- დემეტრე შემოვიდა და გადახედა იქ მყოფებს
-მიშო სადაა?- მაშიკო წამოდგა და დემეტრესთან მივიდა
-გარეთაა ნახე - ჩუმად უთხრა შუბლზე აკოცა და სესის გახედა-როგორ ხართ ქალბაონო სესილი?
-კარგად ,მადლობა
-ყველა აქ ხართ ტო?- ირაკლიმ შემოყო ოთახში თავი და დამშვიდებული რომ დაინახა გოგონა დემეტრეს დაადო მხარზე ხელი- არ წავიდეთ დემუსი? ჩვენები გველოდებიან ალბათ
-წავიდეთ ხო . დამიანე მოდიხარ?
-მოვდივარ -ფეხზე წამოდგა და სესილის შუბლზე აკოცა- ქალბატონო მოგვიანებით შევხვდებით
-ნახვამდის - გოგომ გაუღიმა და თვალი გააყოლა.
ბიჭები წავიდნენ. მიშო მოწესრიგდა, შხაპი მიიღო, ცოტა დამშვიდდა და საძნებელში გავიდა
-რა გააკეთე მიშო?
-არაფერი...შენ რომ დაგაინტერესოს ისეთი -ხელი მოხვია და ტუჩები დაუკოცნა- როგორაა?
-დამიანე ვის არ გაამხიარულებს არ იცი რა ტიპია?
-ასეთი გადარეული პირველად ვნახე ,მეგონა მოკლავდა არადა ყოველთვის ის გვაწყნარებდა და ბოლომდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს
-ხო, მეც შევატყე , მაგრამ სესისთან არაფერი შეიმჩნია -თან ელაპარაკებოდა თან კოცნიდა -წამო სესისთან გავიდეთ და მერე დაიძინებს ,ვაცადოთ მშვიდად ყოფნა
სესილისთან შევიდნენ ცოტახანს გაჩერდნენ შემდეგ მშვიდი ძილი უსურვეს და ოთახი დატოვეს. მიშომ ხელი მოხვია ცოლს და მის გემრიელ ტუჩებს დაუწყო დაგემოვნება
-შეგიძლია წვენი მომიტანო?- მიშომ ყელში აკოცა და ისე თქვა
-კი. შედი საძნებელში და მოვალ მალე
-გელოდები - კიდევ აკოცა და საძინებლისკენ წავიდა. ქალბატონი მაშიკო მალე შევიდა ჭიქა მიაწოდა, თვითონ კი პენუარი გადაიცვა და გვერდით მიუწვა . მიეხუტა ,ყელში აკოცა, თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა
-დაიჭერენ?
-ჯობს აღარ გავარჩიოთ ეგ თემა და საერთოდ დავივიწყოთ. ბინაში მოსამსახურე მივიყვანე იქაურობას მიალაგებდა და ისე დატოვებდა
-ჩვენთან დარჩეს ცოტა ხნით სანამ გამოკეთდდება და საერთოდ უფრო ხშირად რატომ არ ვნახულობთ ხოლმე?მარტო თუ არის არ გაუჭირდება?
-მოგეწონა ხო? იცი რა საყვარელი და კეთილი გოგოა? უბრალოდ თავს შეგაყვარებს უკეთ რომ გაიცნობ. მიხარია რომ გინდა დაახლოება მასთან
-ჩვენთან რომ დავპატიჟოთ , ბიძიასთან აგარაკზე საახალწლოდ წამოვა?
-არ ვიცი საახალწლოდ სოფელშია ხოლმე , თუ თვითონ ენდომება მშობლებს მე დაველაპარაკები ჩემთან ერთად ყველგან გამოუშვებენ და ვნახოთ - მაგრად მოხვია ხელები და ცხვირი მის აბურდულ თმაში ჩაყო - თმების გაზრდას არ აპირებ ჩემო ხუჭუჭა?
-ნწ . მერე ვინ გამარჩევს მიასგან?
-მე მაინც გარჩევთ . შენს სურნელს, თვალებს და სხეულს მილიონში გამოვარჩევ თუნდაც ტყუპი იყოს - ზემოდან მოექცა და ფრთხილად აკოცა
-გეყოფა ..სირცხვილია სძინავს გოგოს ....გავა ხმა
-მერე ნუ იკრუტუნებ თორემ მე ჩუმად ვარ- გაიცინა და მიიღო კიდეც ჩქმეტა
-საზიზღარი ბიჭი ხარ
-ვიცი - გაიცინა და პენუარის სახელოები ძირს ჩამოაცოცა თვითონ კი მკერდს მიაკრა ტუჩები
-მიშოო- უკვე ხმა შეცვლილი ჰქონდა ხელების მოადუნა და ტუჩები მოიჭამა ლამის
-ცოტას მოგეფერები, თორემ ვერ წარმოიდგენ როგორი გაგიჟებული ვარ .დამამშვიდებლზე მეტად მჭირდები-ბუტბუტებდა და თითებს მის გლუვ კანზე დააცოცებდა ...
დადეშქელიანები სახლში დაბრუნდნენ. ისევ იყვნენ სახლში სტუმრები ნუ რაღა სტუმრები . ისინი უხმოდ დასხდნენ დემეტრე ელენესთან მივიდა მოკლედ უამბო და დახურა თემა. დამიანემ სმა დაიწყო რაც ალექსანდრეს არ გამოჰპარვია და ირაკლის ანიშნა ამას რა ჭირსო მაგრამ პასუხი არ მიუღია. ყველა,რომ წავიდა დამიანე მისაღებში დივანზე იჯდა ვისკის ჭიქით ხელში და ერთ წერტილს უყურებდა.
-დამიანე გინდა ვილაპარაკოთ?-ალექსანდრე მიუჯდა ჭიქით ხელში
-რაღაც უცნაურს ვგრძNობ .იმდენად უცნაურს რომ შიშის გრძნობა მიჩნდება- ალექსანდრეს შეხედა და დაიწყო მოყოლა იმ დილიდან როცა პირველად დაინახა სესილის სილუეტი ბოლო დეტალით - მეშინია რომ ვინმე აწყენინებს, ატკენს. მაგიჟებს ის ფაქტი რომ შეიძლება ვინმე შეეხოს .ვიღაც უყვარდეს და საერთოდ მინდა მისი სიფრიფანა სხეული მაგრად ჩავიკრა გულში და არ გავუშვა
-როგორც ჩანს ჩემი კიდევ ერთი შვილია ყურებამდე შეყვარებული ან სულ ცოტა ხანში იქნება - ალექსანდრემ მხარზე დაკრა ხელი და ჭიქა მის ჭიქას მიადო- სიყვარულს , ჩემს სარძლოებს , სასიძოს და შვილებს გაუმარჯოს, რომლებიც სიყვარულით იწვიან და კაცმა არ იცის როდის ეშველებათ . ამ შემთხვევაში დემეტრემ გაჯობათ ყველას
-არ ვიცი სიყვარულია თუ არა ,მაგრამ ფაქტია ეს გოგო მიზიდავს ისე როგორც სხვა არავინ და კაცმა არ იცის რა დონემდე ჩამითრევს
-მაგას წინასწარ ვერ განსაზღვრავ . ასე რომ ჯობია დაისვენო და დაელოდო მომდევნო დღეს, როცა მის ნახვას შეძლებ შემდეგ კი თუ მიხვდი რომ ძალიან გიყვარს ისე რომ მთელი ცხოვრება არ მოგინდება სხვა ქალის გვერდით ყოფნა ისე შეაყვარე თავი მისთვის ერთადერთი გახდე
-რა მარტივად ლაპარაკობ მაგრამ რა გენაღვლება რვა შვილი გყავს კაცს და ისეთი ცოლი ნებისმიერი რომ შეჰნატრის
-თქვენც გნებავთ ცოლის შერთვა ბატონო დამიანე თუ რა ხდება?- მარიამი შევიდა ოთახში და დამის ჩაეხუტა - რძალი უნდა მომიყვანო?
-იცინეთ იცინეთ მე წავალ დავწვები თორემ თავი მტკივა უკვე . იმედია გუდაურის სახლში კიდევ ერთი ადამიანისთვის იქნება ადგილი - ბოლოს მობრუნდა და სიცილით უთხრა მამას
-რა თქმა უნდა თორემ გამოვუნახავთ სადმე შენ ახლოს ადგილს
-აუუ მითხარით მეც მამა-შვილი რას ნამიოკობთ აქ - ტუჩები დაბრიცა მარიამმა და გაბრაზებულმა გადახედა ორივეს- დამიანეეე - საყვარლად დაიწუწუნა ისე რომ დამი მობრუნდა და ჩაეხუტა იმდენჯერ აკოცა მარიამმა სიცილი დაიწყო . ბოლოს ალექსანდრე ჩაეხუტა ორივეს -მაინც არ მეუბნებით?
-აუ შენ ვინ ხარ ტო აუცილებლად უნდა გამახსენო? ჩემი გამჭირვებია ბავშვს
-ბავში ვინაა? ბავშები ოთახში მყავს მე დატოვებული - მარიამმა თვალებმოჭუტულმა გახედა
-შეეშვი ბავშვს - ალექსანდრემ სიცილით უთხრა ხელი მოხვია და კიბეზე აარბენინა
-აუ ალექსანდრეეე-ფეხებს აფართხალებდა და წუწუნებდა . დამიანე კი უკან მიყვებოდათ და იცინოდა -იცოდე ხვალ ვერ გამექცევი ვაჟბატონო- ოთახში შესვლამდე დაუქნია თითი მუქარის ნიშნად.
-დამსვი ეხლა მაინც - ჩუმად უთხრა ბავშვებს რომ არ გაღვიძებოდათ . ალექსანდრემ წამში ჩამოსვა კედელს ააკრა და ტუჩებზე ეძგერა. სანამ გაითიშებოდა და იქ დაატრიალებდა ამბავს გააჩერა -მოიცადე ბავშვები გაიღვიძებ ალექსანდრე მოიცადე უფ- ხელი ჰკრა მკერდზე და დაუსხლტა
-მარიაამ - ალექსანდრემ შეკრული წარბებით გახედა -მართლა?
-კაი რა ცოტახანს მოითმინე გაიზრდებიან გადავიყვანთ საძინებელში და მერე აქ არ ვარ?
-მე მიკეთებ მაგას? ესენი ღამით ჭამას როდის გადაეჩვევიან მანამ მე რა ვქნა არ მოგეფერო? - საწოლზე აცოცდა თან იხდიდა და ჩურჩულებდა. მარიამმა მოიჭამა ლამის ტუჩები
-ნუ ხარ ცუდი ბიჭი ამ ბავშვს რეებს მიკეთებ?- სუნთქვა აჩქარებულმა უთხრა წინ გაჩერებულ ქმარს რომლის სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა ,ცხვირი კანს ეხებოდა და ტუჩებს ყელზე დააცოცებდა.
-მინდიხარ და გამორიცხულია ამდენი ხნის შემდეგ გაჩერება შევძლო- ხელი წელზე შეუცურა და მუცელზე შეისვა თან მასთან ერთად წამოდგა . როცა გამოიყვანა ოთახიდან წინა საძინებლის კარი შეაღო და ზედ ააკრა - აი რატო აქ დიდ სახლს პლიუსები - ხელი შეუცურა პენუარის ქვეშ და გადააძრო მარტივი მოძრაობით შემდეგ საწოლზე დააწვინა, შემდეგ ... შემდეგ კარგია სქელი კედლები რომ აქვს იმ დიდ სახლს ეგეც კიდე ერთი პლიუსი სახლის.
...............
საღამოს ლილე წყნეთში აგარაკზე წავიდა ისე რო მარტო ალექსანდრემ და მარიამმა იცოდნენ სად იყო . ალექსანდრე სახლში იყო მთელი დღით ამიტომ ბავშვებთან ერთად იჯდა სათამაშო ოთახში ხალიჩაზე და მათ ეთამაშებოდა . პატარა გოგონები იწვნენ მშვიდად და ეძინათ დანაყრებულებს . მარიამი სამზარეულოში იყო ბავშვებისთვის საჭმელი მიჰქონდა სამ ნაწილად ცალკე ანაბელისთვის , ცალკე ორი ულუფა უფროსი ტყუპებისთვის
-ალექსანდრე მომეხმარე რა- ერთი თეფში მას მიაწოდა შემდეგ ტუმბოზე დადო და მოურია რომ გაეგრილებია. პარალელურად მობილური აზუზუნდა და ის ამოიღო ფოტოები გამოუგზავნეს თან სოციალური ქსელის მისამართები ეწერა სადაც იგივე მასალები ნახა სტატიებში . ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ , თითქოს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. გაითიშა, გონება ფოტოების ირგვლივ ტრიალებდა და სტატიას ხარშავდა . ტკივილს გრძნობდა გულის არეში ისეთს ,რომელიც სუნთქვას უკრავდა თითქოს ყველაფერი წამში განადგურდა და თავზე დაემხო თვითონ კი ნანგრევებიდან ამოსვალის გზას ვერ ხედავდა . კარადას მიეყრდნო ხელით , თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და ღრმად სუნთქავდა.ალექსანდრემ შეამჩნია და ზურგიდან მოეხვია, ეშინოდა არ დაცემულიყო
-რა დაგემართა...ცუდად ხარ? წნევა დაგივარდა თუ რა გჭირს მარიამ
-არ შემეხო ! - გვერდი აუარა და კარებთან მივიდა არც კი შეუხედავს ალექსანდრესთვის -ნათია ამოდი სწრაფად ბავშვებს მიხედე - ძიძას დაუძახა და გავიდა ალექსანდრეს ისევ არ შეხედა - წამომყევი საძინებელში დავილაპარაკოთ - ასეთი ტემბრი არასდროს ჰქონია. მასში ბრაზი, დამცირება, ტკივილი , სასოწარკვეთა ერთად ჩანდა . ალექსანდრე აზრზე ვერ მოდიოდა დაბნეული გაჰყვა უკან . კარი ზურგს უკან მიხურა და მისგან ზურგშექცევით მდგომ მარიამს შეხედა ,რომელიც ლეპტოპში რაღაცას ეძებდა და მთელი სხეულით თრთოდა
-ცხოვრება რა ხდება? ყველაფერი რიგზეა?
-რიგზე თუა ?! მეკითხები ხომ რიგზე თუ არის - ღიმილმა გაუპო ბაგე და თვალებში ჩახედა - გავიგებ შენი პასუხის და განმარტების შემდეგ რა არის რიგზე და რა არა და საერთოდ არსებობს თუ არა ცნება ჩვენ - უკვე ნერვიულობისგან დაჭიმული ჰქონდა ძრაღვები და თვალები აცრემლიანებული , მაგრამ ცრემლს გადმოღვრის საშუალებას არ აძლევდა.პასუხს ელოდა უბრალოდ და მანამდე დასკვნის გამოტანას არ აპირებდა, მაქსიმალურად იკავებდა თავს . ლეპტოპი მისკენ შეაბრუნა და აჩვენა სტატია უზარმაზარი ფოტოთი სადაც ალექსანდრე ვიღაც ქალს კოცნიდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელზეც ორი დღის წინ იმყოფებოდა - „ალექსანდრე დადეშქელიანი სულ რაღაც ორი კვირის წინ ტყუპი ქალიშილების მამა გახდა . მარიამი მისი ხუთი შვილის დედაა . რა გახდა მათ შორის განხეთქილების მიზეზი და რატომ დაუბრუნდა ყოფილ შეყვარებულს ბატონი ალექსანდრე „-ჩაიკითხა პირველი სათაური შემდეგ მეორეზე გადავიდა- „ცოლი სახლში ბავშვებს უვლის საყვარელი კი წვეულებებზე კომპანიონობას უწევს. საინტერესო გადაწყვეტილებაა ბატონო ალექსანდრე „- კიდევ ერთი ამოიკითხა, ასეთი უამრავი იყო, მაგრამ წაკითხვის ძალა აღარ ჰქონდა ,განადგურებული იყო . მისკენ შებრუნდა და მიუახლოვდა - გახსოვს იმ დღეს ,როცა პირველად მომიყვანე ამ სახლში მითხარი ჩემთან თუ დარჩები თავისუფალი ურთიერთობა გვექნება და როცა მიხვდები რომ აღარ გინდა ჩემთან ყოფნა წახვალ ან პირიქით როცა მე მივხვდები რომ შენ აღარ მინდიხარ ცივილიზებულად დავშორდებითო ...მე დავრჩი, მაგრამ მგონი შენ მიდიხარ თან ისე რომ მე ასე ვიგებ ყველაზე საშინელი , შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი გზით თუ რა თქმა უნდა სიმართლეს ახლა მაინც მეტყვი და ასე მშვიდად და ჩუმად არ მომისმენ ერთ სიტყვას მაინც მეტყვი რომ დავიჯერო შენი სიმართლე ...ვიცი რომ ასეა არაა მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე სინამდვილეში როგორაა
-არაფრის თქმას ვაპირებ !- კბილებსშორის გამოსცრა და ლეპტოპი დახურა- არაფერს გეტყვი იმიტომ რომ კითხვა ისე დასვი მაგაზე პასუხის გაცემას არასდროს ვიკადრებ . არასდროს! იმის ნაცვლად გეკითხა ვინაა ეს ქალიო მეკითხები რას აკეთებთ თავი გაიმართლეო ეხლა რა ვქნა დავდგე და პატარა ბიჭივით მოგიყვე რა და როგორო იყო ჩაგივარდე ფეხებში და გემუდარო დამიჯერო?
-ნუ მაგიჟებ გთხოვ ....ნუ გადაგყავარ ჭკუიდან . წარმოიდგინე რომ მე მხედავ ვიღაც კაცთან ერთად რას მკითხავდი . მკითხავდი კი საერთოდ რამეს? ან იმას მოკლავდი ან მე . წარმოიდგინე რას ვგრძნობ... ერთი წამით წარმოიდგინე ეხლა რას ვფიქრობ და რას განვიცდი შენ კიდე დგახარ უემოციოდ და მადანაშაულებ უნდობლობაში - ცრემლები წამში მოიწმინდა ხელისგულით და ისევ განაგრძო ლაპარაკი, მაგრამ ხმა შეეცვალა სასოწარკვეთილებამ მოიცვა მისი არსება .
ალექსანდრე ბრაზობდა უნდობლობის გამო გიჟდებოდა რო მარიამს ეჭვი შეეპარა, მაგრამ არ შეეძლო მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება . ხელები მოხვია და ჩაეხუტა , ქალმა თავი ვეღარ მოთოკა და ტირილი ზლუქუნში გადაეზრადა. აქ უკვე გაჭედა , თავზე კოცნიდა და ხელებს მაგრად ხვევდა
-მე შენ არასდროს გიღალატებ არც კი გავიფიქრებ შენს ღალატს რადგან შენ ჩემთვის იდეალური ქალი ხარ. ქალი რომლის გარდა ხორციელადაც კი არ მომინდება სხვა , რომელიც მთლიანად მივსებს გულს და სხვისთვის ადგილს აღარ ტოვებს . შენ ხარ ჩემი ბედნიერება . ის ქალი ჩემი ძველი სტუდენტობის მეგობარია დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და დაავიწყდა ქართველების ხასიათი დარწმუნებული ვარ არც უფიქრია ამდენი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა კოცნას,, რომელიც ფაქტობრივად მისალმება იყო მისგან მე კიდე არ მიკოცნია . რომ გითხრა მისი ნახვა არ გამიხარდა-თქო მოგატყუებ ,მაგრამ არა ისე როგორც ქალის , ჩემი მეგობრის ნახვა ძალიან გამიხარდა . არც კი მიმიქცევია ამ კოცნისთვის ყურადღება და აზრზე არ ვიყავი ასე თუ მომიტრიალდებოდა უკან. ის საღამო საერთოდ სოფოსთან ერთად ვიყავი ბევრი ვილაპარაკეთ მომიყვა თავისი ამბები მე ჩვენზე მოვუყევი ცოტა, ბევრი ბავშვებზე ლამის გაგიჟდა ხვალვე მივდივარ ახალ წლამდე ვერ ვბრუნდები და როგორ ვერ უნდა გავიცნო ეგ ბავშვებიო -თან ეფერებოდა თან ელაპარაკებოდა - ნუღარ ტირი თორე გავგიჯდები იცოდე - ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა და ცრემლებისგან დანამული სახე დაუკოცნა
-შენსა და იმ სოფოს შორის ადრეც არაფერი მომხდარა სულ მეგობრები იყავით? მარტო მეგობრები და სხვანაირად არ გიყვარდათ ერთმანეთი?
-რა იყო მარიამ? ფეხმძმობის შემდეგი ეჭვიანობა დაგეწყო ახალია რამე?- ჩუმად უთხრა თან კოცნიდა
-არასდროს მიღალატებ? თუ აღარ გეყვარები ხომ მეტყვი
-ჩემი პატარა სულელი ბავში ხარ ისევ. რატო არ გესმის რო სულ მეყვარები ,ყოველთვის - თითები თმებში შეუცურა და მის ბაგეებს დააკვდა . ისეთი ვნებით კოცნიდა ქალს სულ გადაავიწყდა ყველაფერი ალბათ სახელსაც ვერ გაიხსენებდა რომ გეკითხათ.
ალექსანდრემ ისე დაცოფა ყველა ჟურნალისტი მეორე დღეს თითქმის აღარ საუბრობდნენ ამ თემაზე . სამაგიეროდ ამ ყველაფრის ატვირთვიდან ნახევარ საათში აწკრიალდა მობილური და გამოჩნდა კიდეც გადარეული
-გისმენთ
-ალექსანდრე რა იყოს ეეს? ეს სტატიები ნახე? ვაიმე შენმა ცოლმაც ნახა ალბათ ხო? გაგიჟებული იქნება... დედას გეფიცები არც მიფიქრია საერთოდ ვერ ვიაზრებდი ახლა ამ ერთ ტუჩის შეხებაზე რომელსაც კოცნაც არ ერქვა ასეთი ამბავი თუ ატყდებოდა
-სოფო დამშვიდდი არ მყავს გიჟი ცოლი მარტივად გაიგო, ავუხსენი . ასე რომ ოჯახური იდილეა არ დაგვრღვევია . როგორ ხარ ? შენ ისევ ნიუ-იორკში ბრძანდები?
-არა თბილისში ჩამოვფრინდი ამ დილით
-აბა ახალ წლამდე ევრ მოვდივარო მომატყუე ქალბატონო სოფიო?
-არ მომიტყუებიხარ სანდრიკო უბრალოდ მალე მოვაგვარე საქმეები და უკვე თბილისში ვიცხოვრებ ალბათ დავრჩები რამდენიმე წელი სანამ არ მომბეზრდება
-ესეიგი შეძლებ ამ საღამოს ვახშამზე მეწვიო ...მხოლოდ მე, ჩემი ცოლი და ბავშვები ვიქნებით
-მიღებულია მიწვევა... საღამოს შენთან ვარ ბეიბი
-არა რა ბეიბი გოგო შენ გაგიჟებულხარ უფრო იმის მერე ბოლოს რო გნახე
-კაი რა ალექს შენ რომ ხარ ჯმუხი და დასტოინი არაა საკმარისი? წავედი აბა გკოცნი ბევრს ლოყებზე -ბოლოში სიცილით დაამატა და გაუთიშა
-ვინ იყო?- მარიამი შევიდა ოთახში და გაღიმებულს რომ შეხედა ალმაცერად ახედა
-სოფო იყო... ამ საღამოს დავპატიჟე ჩვენთან და ვახშამზე მოვა
-ხოო? აბა ახალ წელს მოდისო?
-მალე მოვაგვარე და ჩამოვედიო ასე მითხრა .დეტალურად მოგიყვება ყველაფერს ათ წუთში ისეთი ლაქლაქაა დაგღლის, მოემზადე - ალექსანდრმე ხელი მოხვია და ფეხებზე დაისვა ქალბატონი - ბავშვები სად არიან?- ჩურჩულით უთხრა და ყელში აკოცა
-სძინავთ... ნახევარი საათი კიდევ იძინებენ ,მინიმუმ
-გასაგებია - ყელიდან ლავიწზე გადავიდა და მკერდისკენ დაიძრა- ეს ზედა მაღიზიანებს - მკერდი ისე იყო დაფარული კანს ვერ შეეხო ხელი ჩააცოცა და გადახსნა -მერე წამოდგა და საფხურები აირბინა...
………
ლილე საღამოს უკვე აგარაკზე იყო, მოსამსახურეები გაუშვა და მარტო დარჩა. ბუხრის წინ იჯდა ,პლედი მოიხვია და ფანჯრიდან ხედს უყურებდა. თავს კარგად გრძნობდა, ხმაურის გარეშე ,მარტოს ფიქრის დრო ჰქონდა. გრძნობებშიგარკვევა არ სჭირდებოდა, შესანიშნავად იცოდა რომ ნიკოლოზი უყვარდა,მაგრამ უამრავი ფაქტორი იყო რის გამოც ამ გრძნობას ვერ აღიარებდა, ნიკუშასთან ყოფნა არ შეეძლო მისი ხასიათი, ასაკი, სტატუსი ყველაფერი ბარიერს ქმნიდა და არც მის გრძნობებში იყო დარწმუნებული . არ უნდოდა სახლში დაბრუნება, მასთან შეხვედრა და ისევ ქაოსში ყოფნა. გვიან
.... მარიამი განსაკუთრებულად მოემზადა სტუმრის დასახვედრად . მზარეულს კერძების ჩამონათვალი მისცა, ბავშვები მოაწესრიგა და თავადაც გამოიცვალა. ბავშვები მისაღებში იყვნენ, პატარებს ეძინათ, ბიჭები სათამაშოებთან ისხდნენ და ანაბელი მულტფილმს უყურებდა.
-მარიამ ადრე ხომ არ წავიდეთ გუდაურში?- ალექსანდრე მივიდა და გვერდით მიუჯდა თან ბავშვებს მოეფერა -ჩემი პრინცესები , რაო მა მიხვდით მამიკო რო მოვიდა ?- პაწაწინა თითები დაუკოცნა .შემდეგ ცოლს გახედა- ეს კაბა გიხდება , მაგრამ მოუხერხებელია -თვალი ააყოლა და წარბები შეკრა
-რატომ კომფორტულია
-ეგ ჩასაცმელად აბა გასახდელად მკითხე? გვერდით აქ შესაკრავი ისიც შუა ადგილას რა აზრი აქ მაგის გახსნას გამაგებინე
-არ ხარ შენ ნორმალური- მარიამმა სიცილით უთხრა და ჩაეხუტა, მერე ყბაზე აკოცა.-მე გავიხდი შენ არ იდარდო მაგაზე
-მოვიდა ქარბორბალა- მალე კარზე ზარის ხმა გაისმა და მოსამსახურემ გაარო კიდეც... ალექსანდრე სიცილით წამოდგა და შემოსასვლელისკენ გაიხედა , მარიამმაც მიბაძა .მართლა ქარიშხალივით შემოვარდა სოფია. მარიამი მაინც ეჭვიანი ქალის პოზიციიდან უმზერდა შინაგანად ასე იყო, მაგრამ გონება უკრძალავდა ეჭვიანობას. ქალი კი მართლა ღვთაებრივი იყო გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმა, მუქი მწვანე ჭაობისფერი თვალები დახვეწილი ნაკვთები, სექსუალური სხეული
ალექსანდრესკენ დაიძრა ხელებგაშლილი უნდა მოხვეოდა, მაგრამ უცებ შეცერდა უხერხულად გაიღიმა და თითები ერთმანეთში ახლართა
-უკაცრავად მე დისტანციას დავიცავ -საყვარლად თქვა და მარიამს შეხედა, რომელიც მომღიმარი იდგა ალექსანდრეს გვერდით - ვაუუ აი მესმის ქალი სულ ვიცოდი რომ მაგარი ცოლი გეყოლებოდა სანდრიკ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილ შედევრთან გვაქ საქმე -უცებ თქვა და გაიღიმა- არ ვიცი მე შენ რას იფიქრებ ,მაგრამ თუ არ ჩავეხუტე არ შემიძლია - უცებ მოეხვია სანდროს და ხმაურით აკოცა ლოყაზე . შემდეგ მარიამს მოეხვია - სასიამოვნოა შენი გაცნობა და გეფიცები მართლა არაფერი გვქონია მე და სანდროს უბრალოდ მაგის ტუჩებზე მაფანატებს და მიყვარს ხოლმე ასე უცებ რომ ვკოცნი კოცნაც არ ქვია ისევ ვსულელობ ხო? რა ვქნა ვბერდები და ჭკუა არ მემატება როგორც შენი ქმარი ამბობს - საყვარლად შეკრა წარბები და წამწამები ააფახუნა
-ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა . მართალია პირველი ეფექტი საშნელი იყო, მაგრამ როცა მივხვდი რომ ერთგული მეუღლე მყავს და უბრალოდ ემოციებმა შემიპყრო სასიამოვნო გახდა შენი - მარიამმაც სწრაფად მიუგო და ღიმილით შეხვდა
-ძალიან კარგი გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ . აქ არ მყავს ნაცნობები სანდრიკოს და ანას გარდა . ბავშვებს საჩუქრები ჩამოვუტანე აი მოსამსახურეს აქვს... ნუ იმედია მოეწნებათ და მოერგებათ - უცებ ბავშვებზე გადაიტანა ყურადღება და თვალები უფრო გაუბრწყინდა- ეს ანგელოზები სულ თქვენია? ალექსანდრეე მართლა ამდენი შვილი გყავს? მეთქი მითია ასეთ ახალგაზრდას ამდენი ბავში როგორ ეყოლება-თქო - ბავშვებთან მივიდა და ჩაიმუხლა. ანაბელმა მაშინვე დააფიქსირა და შეათვალიერა იმდენად მოეწონა ეს პოზიტივის მატარებელი ქალი ახლოს მივიდა და მორცხვად უთხრა
-ჩენ ვინ ქალ? ძალიან ლამაძი ქალ ისეთი ლამაძი ლო ლაჩიკო ბიძიასაც კი მოეწონები - ეს საიდან დაასკვნა არავინ იცის, მაგრამ სოფოს ნაკლებად ანაღვლებდა
-არ მაინტერესებს შენი ლაშიკო ბიძია ვინაა ,მაგრამ შენ კი ნამდვილი ანგელოზი ხარ/ იცი მე შენი მამიკოს მეგობარი ვარ სოფო
-მათლა?
ბავშვს მოეხვია, შემდეგ ტყუპებს კოცნიდა თან აკვირდებოდა და მაინც ვერ დაიმახსოვრა რომელი რომელი იყო, აი ნამცეცა ქალბატონებს რო დახედა შეჩერდა -ღმერთო რა ციცქნები არიან, ამათ როგორ იჭერთ ხელში? რამე რომ ეტკინოთ მერე?
-მოკლედ შენ ისევ ისეთი მოუქნელი ხარ? ქალი ტყუილად ხარ რა არაფრის კეთება ამას არ ეხერხება , კვერცხსაც ვერ შეიწვავს დილით რომ დანაყრდეს აზრზე არაა სამზარეულო რა ხილია
-ნუ დამცინი საზიზღარო დიდი ამბავი ახლა ეგ ყველა ქალმა იცის ზატო მე მაგარი გოგო ვარ - გაიჯგიმა და ისევ ბავშვებს დახედა- ამათი აყვანა მართლა არ გიჭირს მარიამ?
-არა ძალიან მარტივია უბრალოდ შენ არ ხარ შეჩვეული აქ მე ბიჭები დავახელოვნე ამ საქმეში უკვე ცოლს რო შეირთავენ და შვილები ეყოლებათ თავად მოუვლიან
-აი ეგეთს ვიპოვი მე ქმრად და აღარ მომიწევს საქმის კეთება . რაღაც მინდა გკითხო მარიამ გიყურებ და სულ რამდენიმე კილო გექნება ზედმეტი და ეს ხუთი ბავში ასე მიყოლებით მართლა შენ გააჩინე ?
-ვაიმე სოფო როგორ კითხვებს სვავ? აუცილებელი კი არაა ყველა გასუქდეს მშობიარობის შემდეგ
-ნუ დამცინი ბიჭო აბა გასაოცარი არაა ორი კილო ექნება ალბატ მომატებული ქალმა ამდენჯერ იმშობიარა თან შენ არ თქვი სულ რაღაც საჭმელი უნდებოდა შენ რო იქნები ფეხმძიმედ გადარევ ქმარსო? მე რო გავსუქდები ალბათ ვეღარც დავიკლებ
-დამშვიდდი შენ ეგ არ გემუქრება არც არავინ იქნება ისეთი გიჟი შენ რომ ცოლად შეგირთოს და ისე შენ არ ხარ ბავშის გამჩენი - უცებ გაუცრუა იმედები და გააცეცხლა კიდეც სოფო
-დიდი მადლობა როგორ მამხნევებ .. . 28 წლის ქალს კი უნდა მეშინოდეს აწი შინაბერობის და ეს კიდე მიმატებს სანერვიულოს
-კარგი რა ალექსანდრე რას ეუბნები . შინაბერობა ? შენ თუ შინაბერა დარჩები აღარ ყოფილა მსოფლიო კაცობრიობის საშველი - მარიამმა გულახდილად აღნიშნა და ბიჭებს დაუძახა- მარტო პატარები კი არ გვყავს ჩვენ ,ალექსანდრეს უფროსი ტყუპები ჩამოვლენ ეხლა, ქალიშილი არაა სახლში და მოგვიანებით გაიცნობ - დამიანეეე , დემეტრეეე ჩამოდიით
-მოვდივართ მარიაამ- ერთ-ერთმა დაუძახა და კიბეზე დაეშვნენ. ბოხი ხმა რო მოესმა სოფოს გაოცებულმა გაიხედა და ორი მაღალი ბიჭი რომ დაინახა, ერთმანეთის მსგავსი და ორივე ალექსანდრეს ყმაწვილობა იყო ხელით დაეყრდნო სანდროს
-ვაიმეე ეს სიმპატიური ბიჭები შენი შილები არიან? თუ მე იმდენად მაკლია კაცის სითბო უხამსი მოჩვენებები დამეწყო ჰა- ეს ისე თქვა დამიანემ და დემეტრემ სიცილი ვერ შეიკავეს თან გოგო რომ შეათვალიერეს ისეთ ვიდზე იყო , ალბათ ნერწყვიც გადასცდებოდათ მარა ვინ გაცლის ეს ფიქრები საყვარელ ქალებზე აღქმის უნარს გიკარგავს კაცს-მე ხო ვიცნობდი ამათ, პატარები იყვნენ სულ...ხელში ძლივს ვიჭერდი
-გეყოფა ახლა ნუ გადამირევ ბავშვებს... ამათი გულები დაკავებულია და შენთან შედარებით ბავშვები არიან -ალექსანდრემ უთხრა და ძლივს შეიკავა ღიმილი
-რა ბავშვები ესენი არიან ბავშვები? რამდენი წლის ხართ?
-ცხრამეტის არიან რა იყო შენ კიდე ბავშობაში ხომ მყავდა შენთან ,არ გახსოვს ?-ალექსანდრეს რომ გაახსენდა ის დრო ახლა მართლა ვერ შეიკავა სიცილი . თან ელენე შევიდა ოთახში და ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნებოდა ნამდვილად სასაცილო იქნებოდა
-კაი ახლა მეღადავები? ის პატარა ბავშვები შენ რომ იქ გყავდა, ჩემს სახლში ჩემს გვერდით რომ ეძინათ და მიფათურებდნენ ფუმფულა თითებს მკერდზე თითქოს რძე იჩქეფებდა იქედან , მერე რომ ტიროდნენ, სულ შიოდათ და ბოთლებით ხელში ვიდექი და ვაჭმევდით ერთად , გამოცვლითაც რომ გამოვუცვალე რამდენჯერმე საფენები.... ესენი არიან, ეს სიმპატიური ბიჭები? ვაიმეე პედოფილი ვარ მგონი?- ეს ყველაფერი ისე თქვა ალექსანდრეს უყურებდა რომ შებრუნდა. ელენე უკვე მისული იყო და ბიჭების გამომეტყველებაზე მარიამთან ერთდ იცინოდა .
-რა საჭირო იყო სოფო დეიდა მაგის გახსენება - დამიანემ ეს რომ უთხრა თვალები დააკვესა
-უკაცრავად რა მამაშენს ადრე შემოუტია კაცურმა ამბებმა ,ივაჟკაცა და ტყუპები გააკეთა მე რა შუაში ვარ 28 წლის ქალს 19 წლის ბიჭები ვერანაირად ვერ მეყოლება და დეიდა არა რაა
-ვაიმეე ცუდად ვარ რაო დემუსი აწვალებდი ქალბატონ სოფოს?- ელენემ ხელი მოხვია დემეტრეს და ლოყაზე აკოცა
-ეს გოგო ვინაა ჩემს ლამაზ ბიჭს რომ ეკიდება ყელზე?- ისე თქვა სოფომ მართლა მისი ბიჭი გეგონებოდათ დემეტრე
-შეყვარებული ვარ სოფო ნუ თუ გადავწყვეტ ცოლიც გავხდე შეიძლება - ელენემ გახედა და ზურგით აეკრო დემეს
-ვაუუ აი მესმის ამბავიი, რა ოჯახია. ალექსანდრე გასაოცარია აქეთ პატარა ბავშვები იქეთ შეიძლება ბაბუა გახდე და რავიცი იქნებ მუშაობენ კიდეც ...ეგ ჩვენს ბავშობაში იყო ხელისმოწერის გარეშე რომ არ კეთდდებოდა ბავშები თორე - არა რა საზიზღარი გოგოა ხო იცოდა ახლა რომ ააწითლებდა ელენიკოს ასეც მოხდა დემეტრეს გაეღიმა ,მაგრამ მალე მიიღო სერიოზული სახე და ელეს ყელში ჩარგო თავი, რაღაც ჩასჩურჩულა და სულ ააწითლა გოგო .
-გეყოფა სოფო რა ნუ გადამირევ ბავშვებს
-ისე რა გამოდის რო ცხრა შვილი გყავს? შენი ლილე მაინტერესებს ძალიან. პირველად რომ ვნახე ისეთი საყვარელი იყო მშვიდი და თბილი, ტკბილი - რომ გაახსენდა ბავშვი უცებ მოიბუზა- აუუ ლილეს ნახვა მინდა და საერთოდ შენ რანაირი მეგობარი ხარ თვითონ მნახულობდა რომ მოდიოდა ამერიკაში და ბავშვებს არ მაჩვენებდა
-ახლა შენ ეგრე თუ მოგეწონებოდით სოფიკო დეიდა დაგვმალავდა აბა რას იზავდა - დამიანემ ისევ გააღიზიანა და გვერდით დაუდგა - ისე სოფიკო დეიდა ძალიან მაგარი ფორმაშ კი ხართ ...კიდევ კარგი სხვა ვითარებაში არ შევხვდით ერთმანეთს
- ამ ლაწირაკს დამიხედეთ... შენი შვილი რომ არის არ ეტყობა? როგორ მიჟუჟუნებს თვალებს - სიცილით თქვა და მოეხვია - არ მომაქციო შვილო ყურადღება, ვერ მაქ ყველაფერი თავში რიზე ვხუმრობ თორე შენნაირი ბავშვები რომ მომწონდეს ცხრა გზის ვიქნებოდი გათხოვილი და გამოთხოვებული- მოშხამა ბოლოში მაინც
- გეყოფათ ახლა დამიანე არაფერი უთხრა თუ ღმერთი გწამს- ალექსანდრემ გააჩერა თორემ როდემდე გააგრძელებდნენ ვინ იცის
-წავედით ყველაფერი მზადაა სავახშმოდ - მარიამმა სუფრასთან მიიწვია ყველა. ბავშები ბიჭებმა წაიყვანეს , ანაბელი თავად მიკუსკუსებდა
-ჩეიძლება მე ჩენთან დავჯდე სოფო ?
-კი ჩემო ლამაზო ,მაგრამ მე რო არ ვიცი რას გაჭმევს დედიკო?
-შუაში დავჯდები იქედან დედიკო დაჯდება აქედან ჩენ- უცებ მოაგვაა საქმე და დასკუპდა. სოფომ აკოცა და თავისი ადგილი დაიკავა.
-მომენატრა ნანას ნახელავები - გაიღიმა და პირველი კერძი დააგემოვნა . მარიამს იმდენად მოეწონა ეს გიჟი გოგო სახლში მის მოპატიჟებას გეგმავდა და ჰკითხა კიდეც დრო რომ გამონახა
-სოფო სახლი უკვე დასრულდა თუ სხვაგან ცხოვრობ
-დეკემბრის ბოლოს დასრულდება მანამდე სასტუმროში ვარ და სხვათაშორის არაჩვეულებრივი სასტუმროა ალექსმ მაგრამ იმ შენს ლუქსში არ შემიშვეს
-მანდ არავინ შედის მხოლოდ მე, ასე რომ უკაცრავად ქალბატონო სოფო
-შენსას ხომ კაცი ვერ გაიგებს ...ჯანდაბას იყოს ეგრე, მაინც არაჩვეულებრივი ოთახი მაქ . სხვათაშორის ძალიან კარგი მომსახურე პერსონალია გოგოები ხო და ბიჭები არიააან უუფ- ტუჩები სასაცილოდ მოიკვნიტა -პერფექტო
-მართალია სასტუმროში კომფორტულად იქნები ,მაგრამ თუ მოინდომებ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება . შეიძლება ბავშვების რაოდენობამ შეგაშინოს, მაგრამ იმხელა სახლია დამიჯერე ამათი ხმაური არ შეგაწუხებს თან ამდენი ხანია მეგობარი არ გინახავს შენ თავად თქვი რომ გინდოდა ბავშვების გაცნობა და თუ წინააღმდეგი არ იქნები სახლის დასრულებამდე გადმოდი
-მართლა? ალექსანდრე რას იტყვი , უხერხული არაა იმ ჭორების მერე?
-ჭორები არ მაღელვებს საყვარელო მთავარია სიმართლე და ვინ რას ილაპარაკებს მეორეხარისხოვანია - მარიამმა გასცა პასუხი და გაუღიმა - ეგ პრობლემა მოიხსნა ანუ გავუშვა ბიჭები ბარგის წამოსაღებად?
-შეიძლება ამათთან ერთად დავიძინო ხოლმე? მართალია არაფერი გამეგება მოვლის, მაგრამ ბავშვებზე მეკეტება - ისე საყვარლად თქვა ყველას გაეცინა
-ლილე არაა და დაწექი მერე ის შეგედავება - დემეტრემ თქვა და გაიცინა- იმდენი ბავშვი შეიკრიბა მეც მომინდა შილი- ელენეს გაბრაზება განაგრძო ისე გახედა გოგოს სახე აელეწა , ცისარტყელას ყველა ფერი დაედო ორ წამში და ისე დაარტყა ფეხი დაიკრუნჩხა ბიჭი
-კიდევ გინდა რამე?- ყურში ჩასჩურჩულა
-არაა , გადამინდა - თვალები დააწვრილა და გაბრაზებულმა გახედა ელენეს
-ბოდიში სიცოცხლე ხომ იცი რომ ვბრაზდები... უმართავი ვხდები გესმის ალბათ- ირონიულად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
ასე მშვიდად იყვნენ და საუბრობდნენ გიჟი რომ შევარდა
-ვაიმე დადეშქელიანებო ვკვდები შიმშილით ...არც დედაჩემია სახლში, ნადიაც წასულია შვებულებაში მე კიდე დღეს დავაღამე სამსახურში და გაიწიეთ მოწყალება , დამაპურეთ- ოთახში შესვლამდე მიაყარა იცოდა ამ დროს რომ ვახმშობდნენ და პირდაპირ თავზე დაადგათ. უცებ გადახედა სუფრას და წარბაწეულმა ახედ- დახედა სოფიოს და განაგრძო- ღმერთო დამცინი თუ რა ხდება? არა ნამდვილად დამცინი- მაღლა აიხედა თითქოს ღმერთს ელაპარაკებოდა მერე ისევ სოფოს შეხედა- მეჩვენება? არა ეს ალქაჯი როგორ მომეჩვენება ღამეც არაა რომ დამძინებოდა და კოშმარს ვხედავდე - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ამ დროს ყველა ფხუკუნებდა ერთის გარდა აქამდე რომ ჭიკჭიკებდა და ეხლა გაბრაზებული იჯდა და ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან ,ლაშკოს მიმართულებით
-ამ პირველყოფილს აქ რა უნდა ალექსანდრე , პალეოლითის ხანის წარმომადგენლებმა როდის დაიწყეს შენთან ბოგინი- იმხელა ირონიით იყო გაჟღენთილი და ისე შეხედა ალექსანდრეს ამ სერიოზულმა კაცმაც კი სიცილი დაიწყო ,თან ორ გაბრაზებულ მეგობარს უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა აჩხუბებდათ. ლაშა უკვე იჯდა სოფოს მოპირდაპირე მხარეს და ნანას მისთვის თეფში მოჰქონდა
-არც ქაჯების შეკრებაა, ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრობს აქ, მაგრამ აშკარად გიყურებ -ლაშიკომაც არ დააკლო
-დედიკო? ესენი ლატო ჩხუბობენ? მე მეგონა მოეწონებოდათ ელთმანეთი - ანაბელმა ჩასჩურჩულა მარიამს მანაც სიცილი ვერ შეიკავა
-მოიცა დე და ვნახოთ რა მოხდება... ჭამე შენ თან ხო?
-იცნობთ ერთმანეთს ?-ალექსანდრემ რომ თქვა ორივემ მისკენ გაიხედა
-არა! ეგ ბედნიერება მაქ - ორივემ ერთად თქვა
-ხოდა მე გაგაცნობთ...დიდი პატივია- დამიანე ჩაერთო - ესეიგი რინგის, ამ შემთხვევაში მაგიდის მარჯვენა მხარეს ზის უმშვენიერესი ქალბატონი სოფო მჭედლიძე შესანიშნავი ვიზუალი, არაჩვეულებრივი განათლება, ქალი ტალანტი, მომხიბვლელობა , ინტელექტი თქვენ ჩემი კერპი ხართ- დამიანე წამოდგა და ხელზე დემონსტრაციულად ეამბორა , ეს ყველაფერი ისე თქვა და გააკეთა სოფოსაც გაეღიმა- დაა მაგიდის მეორე მხარეს უძლიერესი პიროვნება,კაცი სიმპატიურობის განსახიერება, რა შარმი , თანამდებობა, ჭკუა , მიღწევები , ფლობს უამრავ ნიჭს და უნარს რისი ჩამოთვლაც არაა საჭირო სუფრასთან რა ვიცი რა წამომცდეს ბავშვები არიან მაინც - სხვა ტონალობაში დაამატა და განაგრძო- თავად ლაშა ყიფიანი, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე
-აშკარად სხვაზე მეტყველებდი- ისევ ერთად თქვეს და დამიანეს გახედეს
-რა იყოთ ხალხო ასე რამ გადაგრიათ ან როდის შეხვდით ერთმანეთს - ალექსანდრემ სერიოზულად კითხა და პასუხის მოლოდინში გაირინდა
-ჯერ აეროპორტში დამეჯახა ,ამაყირავა დავვარდი ძირს დამემსხვა ლამის ძვლები და ასე დემონსტრაციოულად გადამიარა ,მანამ კარგად ამათვალიერა იატაკზე გართხმული და წავიდა ცინიკური ღიმილით
-ძალიან მეჩქარებოდა თორე მაშინ არ ვიცოდი რა ჩიტი იყავი და გარეგნობის გამო დახმარებაზე კი არა ბევრ რამეზე არ გეტყოდი უარს - უცებ უთხრა ლაშამ და მოშიშვლებული მკერდისკენ გადაიტანა მზერა
-უტაქტო ნეარდერტალელი.... მანქანასთან ვიდექი იმ საღამოს შეხვედრაზე რომ მოვდიოდი ჩემი ახალი კაბით და ისე ჩამიქროლა გუბურა დააშრო ჩემს კაბაზე გადმოიტანა და დამტოვა ასე გაწუწული
-რა გუბურა როდის ეგ
-ოთხი დღის წინ მგონი
-კაი ახლა რა ვიცოდი ისე ჩქარა მივდიოდი არ დამინახავს ირგვლივ არავინ
-მერე მაგას ვამბობ მეც ადამიანები სადაც არიან ეგრე გიჟივით არ უნდა მოძრაობდე ...რაღა ვით გიჟი არ ხარ?
-კარგით რა ამის გამო ჩხუბობთ?
-ჯერ სად ხარ... ამ დილით გამოვდივარ ჩემთვის მშვიდად სასტუმროდან ეს მოქროდა როგორც ყოველთვის ,სად ეჩქარებოდა დილაადრიან ვერ გავიგე ლამის გამიტანა რაღა ლამის ჩემი ახალთახალი მანქანა კი გამინადგურა მერე იკადრა გაჩერება და გადმოსვლა . თურმე მე ვყოფილვარ დამნაშავე რადგან ღმერთმა სექსუალური სხეულის გარდა სხვა ნჭით არ დამაჯილდოვა
-რა ზუსტად დაუმახსოვრებია ყველა დეტალი . ასე ჩაგივარდი გულში?- ლაშამ ისე შეხედა და უთხრა სოფოს ენა ჩაუვარდებოდა ალბათ სხვა რომ ყოფილიყო, მაგრამ სოფო რისი სოფო იყო
-გულში ჩავარდნაზე თუ მიდგება საქმე წამებში მიხვდი ვინც ვიყავი დაფიქრებაც არ დაგჭირდა ისიც კი იფიქრე რომ გეჩვენებოდი
-ახლა უნდა დადოთ ზავი, რადგან ჩემი ორი მეგობრის ჩხუბი გამორიცხულია
-შენა და ესეც მეგობარია? მე რატო არ ვიცოდი? - აშკარად აპირებდა იმ კოცნაზე ეთქვა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა და მარიამს გახედა
-ისეთივე მეგობარია როგრიც თქვენ ...ამერიკაში სწავლის დროს გავიცანი გეუბნებოდით თქვენც ,მაგრამ არ მოხერხდა თქვენი შეხვედრა ,ისე ერე იცნობს
-რა ბედნიერად მიცხოვრია ასეთ პრიმატს რომ არ ვიცნობდი- ჩაილაპარაკა და წვენი მოსვა. უფრო იმაზე ბრაზობდა სიგიჟემდე რომ მოსწონდა ეს თავქარიანი კაცი და ასე შხამს ანთხევდა თითქოს ცდილობდა გრძNობები დაეხშო . მაინც ისე უყურებდა ცეცხლს უკიდებდა .
- დაზავდით ახლავე, თან ხშირად შეხვედრა მოგიწევთ სოფო ჩვენთან იცხოვრებს და გუდაურში მოდის ჩვენთან ერთად საახალწლოდ- უცებდ დაამატა ალექსანდრემ და სოფოს გადახედა
-სად მოვდივარ? კი არა და როდის მოვდივარ?
-ზუსად არ ვიცით გეტყვი მერე
-მე ზავის წინააღმდეგი არ ვარ შენნაირ ქალებთან კამათს სხვა სახის გართობა ჯობია- იმდენად უტიფრად ჟღერდა მისი სიტყვები სოფომ გაიფიქრა „ შენ გაჩვენებ მე ფლირტს და უზრდელობას მადროვე „ უცებ გაინაზა და თითები მის ტორს შეაგება თან ტუჩებს იწვალებდა და ისე უყურებდა ცეცხლი ეკიდა ლაშას
-მეც თანახმა ვარ რა მაქვს სადავო
-ახლა დაგვერხა- დემეტრემ სიცილით უჩურჩულა ელენეს
-გასაგიჟებელი წყვილია- ელენე ფხუკუნებდა და დემეტრეს ეკროდა რომ დაემალა სახე
ვახშამმა ძალიან მაგრად ჩაიარა . სოფოს ბარგი გადმოიტანეს , საძინებელში დააბინავეს . ყველა მისაღებში ისხდნენ როცა მიამ დაურეკათ მოვკვდი მოწყენილობით ეს ჩემი დაც გამოვათრიე სახლიდან და კლუბში ვართ მოეყარეთ უცებო
-მიამ კლუბში ვართო და არ წავიდეთ?- დამიანემ გააჟღერა იდეა
-გადასარევია აქაურ კლუბებს არ ვარ გაცნობილი ...ხუთ წუთში მზად ვარ და წავდეთ- უცებ წამოდგა სოფო და გავარდა. ბოლოს ყველამ დატოვა სახლი მხოლოდ ცოლ-ქმარი და ბავშვები დარჩნენ . ამათ კლუბი და გართობა არ ჭირდებოდათ დამიჯერეთ.....
სოფიო გიჟ ტყუპებს იცნობდა და მათი ნახვა იყო ყველაზე მაგარი . რომ გაიგო მაშოს გათხოვების შესახებ მიშო წარბაწეულმა შეათვალიერა და მერე დაახამხამა გაშეშებული თვალები
-ვაუუ ბეიბი შოკია შენი ქმარი - მიშოს მოეხვია და ლოყაზე აკოცა- მიხარია შენი გაცნობა იმედი მაქ ვიმეგობრებთ
-ჩემთვისაც სოფი
-ვაიმე ის სიმპო ყმაწვილი ვინაა?-
-სად ხედავ სოფო სიმპატიურს მანდ ერთი მათე ზის მარტო- მიამ თქვა ჯუჯღუნით არადა ისეთი სიმპატიური იყო აღარ იცოდა როგორ დაეოკებია ემოციები იმ საღამოს რო არ გაეგიჟებია იმაზე მეტად ვიდრე თვითონ იყო მოკვდებოდა . სოფომ უცებ გადახედა მიას და ჩაიცინა
-მართალი ხარ საყვარელო არაჩვეულებრივი ბიჭია აი შენ რო გაგხედნის ისეთი - ჩურჩულით უთხრა და მიას სახეზე კაიფობდა მერე . ბიჭთან მივიდა და ხელი გაუწოდა- მათე ხო? მე სოფო ვარ ალექსანდრეს მეგობარი და თქვენი კამანდის წევრი ახალი . ბიჭმა ათვალიერა და წამოდგა
-სასიამოვნოა სოფო თქვენნაირი ლამაზი ქალის გაცნობა
-ჩემთვისაც საყვარელო - სოფომ გაუღიმა და დასკუპდა .
ყველაფერი კარგად მიდიოდა, მია და მათე კინკლაობდნენ, ლაშა სოფიას არ აშორებდა თვალს და ქალბატონი სრულიად აიგნორებდა. ელენე და დემეტრე ერთობოდნენ , ხან ცეკვავდნენ ხანაც მათეს და მიას ამბებიზე იცინოდნენ. მაშო და მიშო ცეკვავდნენ , ფლირტაობდნენ და ისინიც ჩვეულ ამპლუაში იყვნენ. დამიანე მშვიდად სვამდა, ლაპარაკობდა და მოდუნებულიც იყო სანამ სესილია არ დაინახა. შემდეგ გოგოს უყურებდა და წამსვე მოქმედებაზე გადავიდა ცეკვა რომ სთხოვა ვიღაც უცხო ბიჭმა
-ჩემთან ცეკვავს, ასე რომ შეგიძლია მიბრძანდე- კბილებსშორის გამოსცრა და გოგო საცეკვაო მოედნიკენ წაიყვანა.
-დამიანე
-რა? მასთან ცეკვა გინდოდა?- წელზე შეუცურა ხელი და მელოდიას ააყოლა სხეული. გოგოსთან სიახლოვე მასზე საოცრად მოქმედებდა. მისი თვალები აგიჟებდნენ, უყურებდა და გონება ერეოდა. მალევე მოდუნდა, უფრო ახლოს მიიზიდა გოგონა , სახე მის თმაში ჩამალა და ცეკვა განაგრძო. სესილიაც უჩვეულოდ კარგად გრძნობდა თავს, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება არ ტოვებდა დამიანესთან ყოფნის დროს....
-ლიზაზუ რაზე ფიქრობ?-ლიზი მოწყენილი იჯდა მია რომ მიუჯდა და მოეხვია
-ირაკლი არაა თბილისში?
-ჩემი ლამაზი გოგო - მიას გაეცინა და ლოყაზე აკოცა- აქ ბრძანდება, უბრალოდ საქმე ჰქონდა და კლუბში ვერ მოვიდა
-მე მეგონა ვნახავდი . აბა რა მინდა აქ, ხმაურში თავი ამტკივდა - ბუზღუნით თქვა და ტუჩები დაბრიცა
-პრინცესა ლიზა რატომაა მოწყენილი? - ირაკლი მოულოდნელად გამოჩნდა და ლიზის თბილად გაუღიმა. მიამ მის მზერაში პირველად დაიჭირა ასეთი განსხვავებული სითბო და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მას მერე მთელი საღამო აკვირდებოდა ძმას და იხსენებდა ცვლილებებს რაც ლიზის გაცნობის მერე მოხდა
-მაშიკო მოდი ერთ წამს- გამოგლიჯა მიშოს ხელიდან და აივანზე გაიყვანა
-რა ხდება გოგო გაგიჟდი შეენ?
-უყვარს ... ვაიმეეე უყვარს- ხტუნვა დაიწყო თან ტაშს უკრავდა და დას ეხვეოდა
-მია გაგიჟდი?
-ირაკლის , ჩვენს ბედოვლათს ლიზაზუ უყვარს.... დარწმუნებული ვარ. ვაიმეე წარმოიდგინე რა მაგარია გვეშველა, ეშველათ აუუ რა რძალი გვეყოლება აზრზე ხარ შენ გოგო? - მაშომ რომ გაიაზრა ისიც გაგიჟდა და ასე კოცნიდნენ ერთმანეთს, ხტოდნენ და კიოდნენ
-რა გჭირთ გასვიანების ქალბატონებო მე არ მეტყვით?-მიშო რომ გავიდა და ეს სცენა დაინახა გაკვრივება ვერ დამალა
-მოდი შენ აქ - საყელოში წვდა და კედელს მიაკრა- მითხარი იცოდი ხომ? როგორ არ გეცოდინებოდა ირაკლი როგორ დაგიმალავდა... მე კიდე არაფერი მითხარი ხომ? ყოჩაღ შენ ქმარიც შენნაირი უნდა, მიმალავ ყველაფერს- უცებ მოიბუსხა და ლამის ცრემლები წამოუვიდა
-მაშიკო რაზე ბრაზდები გამაგებინე მეც თორემ გამისკდება გული და... რატომ ტირიხარ გოგო- ხელები მოხვია და ცრემლები მოწმინდა- მია გამაგებინე რა უნდა ამას
-იცოდი ხო ირაკლის ლიზი რომ უყვარს.... შენ გეტყოდა
-მითხრა ხო აბა არ მეტყოდა? იმ დღიდან უყვარს პირველად რომ ნახა ოღონდ არ გააბაზროო და როგორ მეთქვა
-იდიოტო ჩვენ აქ ვკვდებით ნერვიულობით... ჩვენი ლიზაზუ იტანჯება მაგ ხისთავიანის გამო-თქო და ეს კიდე რაზე ლაპარაკობს აქ უუფ - მიამ ჩაიქნია ხელი და დატოვა წყვილი იქ
-რაო ? ჩემს ლიზასაც უყვარს და მე არ ვიცი? ახლა გავგიჟდები
-უყვარს რომელია ჩვენ რომ გავიცანით მაშინ დაინახა სადღაც ,ჩემი ირუშა ხო იცი რა სიმპოა ხოდა მოეწონა . მერე ფოტოები ნახა ჩვენც ველაპარაკებოდით ხოლმე ამბებს ვუყვებოდით და ისე შემოუყვარდა ვერ გააცნობიერა ასე დაუსწრებლად უყვარს რამდენი ხანია ახლა რომ გაიცნო სიხარულისგან აღარაა.... ეს კრეტინი რამდენ გოგოს ააგდებს იმდენჯერ უსკდება გული
-მართლა ტო? ანუ რა გამოდის ახლა რო ის იქეთ წამობს ეს აქეთ? აუ ჩემი ლიზაზუ
-ვეტყვი ჩემს ხისთავიანს აუხსნას სიყვარული - ტაში შემოჰკრა პატარა ბავშივით და ქმარს ტუჩებზე ეძერა ,უცებ მოშორდა და ტუჩზე იკბინა- როგორი ტკბილი ხარ, მალე წავიდეთ სახლში-უცებ უთხრა და ისე გავარდა მიშო გაშტერებული დატოვა...
მაშო და მიშო მალევე წავიდნენ. მია ამბით ისე იყო აჟიტირებული რომ ორმაგი ენერგიით განაგრძო გართობა, სვამდა, ცეკვავდა ისევ სვამდა და ბოლოს საკმაოდ შეთვრა კიდეც. ცეკვის დროს ვიღაც უცნობმა მოხვია ხელები და უსიამოვნო ჟრუანტელი რომ იგრძნო წამსვე გაეცალა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, აივანზე იყო სუფთა ჰაერს გონს რომ მოეყვანა ,მაგრმა ვინ ადროვა. მათე წვდა მკლავში და თავს დააცხრა
-რას აკეთებ მია? ჩემი გაგიჟება გინდა ხო? ის ს*რი ვინ იყო
-ვინ? ვისზე ამბობ?- ხელები მხრებზე დაალაგა და უდარდელად ჰკითხა
-ვისაც ეცეკვებოდი ...მთვრალი ხარ ხო? -მისი სიახლოვე სულ აბნევდა, ის ეუყურებდა გოგო გული აუჩქარდა
-შენც მთვრალი ხარ
-მე ვაზროვენებ და შენ არ მგონია ეგ შეგეძლოს
- ანუ აზროვნებ? დარწმუნებული ხარ? მე არ ვიქნებოდი - მასთან ახლოს მიიწია და ისეთი ვნებიანი ხმით უთხრა მათეს ჟრუანტელმა დაუარა
-მია გეყოფა ...სახლში მიმყავხარ ახლავე
-ირაკლი წამიყვანს
-ირაკლი წავიდა ,ლიზის გაიყვანს და შეიძლება არც დაბრუნდეს
-იცი მივხვდი ...
-რას მიხვდი
-რომ უყვარს - ძალიან ახლოს ჩურჩულებდა მის ტუჩებთან - მივხვდი რომ ირაკლის ლიზი უყვარს .შენც იცოდი ხომ,?
-შენ როგორ მიხდვი ? სასწაულია, მეგონა სიყვარულის აღქმა არ შეგეძლო... თუ როცა შენ უყვარხართ მარტო მაშინ ვერ იგებ-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და მია იქედან გაიყვანა. მანქანაში ჩასვა ,ღვედი შეუკრა და იქაურობას მოშორდა...ქალბატონს მალევე ჩაეძინა ამიტო ხელში იყვანილი შეიყვანა სახლში შემდეგ კი ანდრეამ გადაიბარა.
…....
ალექსანდრე და მარიამი საღამოს აივანზე ისხდნენ და ცხელ ჩაის აგემოვნებდნენ ...
-ლილე უკვე ოთხი დღეა იქაა და არ აპირებს ჩამოსვლას?
- მითხრა კიდე დავრჩებიო
-ნიკას მზერებს რომ ვაკვირდები მინდება ვუთხრა ლილეს ადგილსამყოფელი. ყოველ დღე აქაა და თვალებით ეძებს , ვერაფერი გაიგო და არც გვეკითხება
-რომ იკითხოს რა
-ცოდოაა
-მარიამ მე რა გავაკეთო? მის ნაცვლად ვუთხრა ჩემს შვილს ...მამიკო ნიკოლოზს უყვარხარ და ნება შენია როგორც გინდა ისე მოიქცეი-თქო?
-ნუ ხარ ბოროტი ...ცოტა რომ დაეხმარო რა იქნება?
-მეტად დახმარება მე არ ვიცი მშვიდად ვცდილობ ვუყურო მის ქცევას . როდის ეშველება ამ ხალხს? ხომ შეიძლება ჩემსავით მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება და მიყვნენ გულის ძახილს
-უფრო რთულად ხედავენ ყველაფერს და ერთის მხრივ მართლებიც არიან - მარიამს მის ფეხებზე ედო თავი და ქვემოდან უყურებდა , ალექსი დაიხარა და აკოცა
- მიყვარხარ ჩემო ნამცეცა და იმედია ახალ წელს ჩემი შვილებიც საყვარელ ადამიანებთან ერთად შეხვდებიან ... გუდაურში ერთად ვიქნებით ყველა და იმედია გამოიყენებენ შანსს
-ერთ რაღაცას დავაკვირდი - მარიამმა აღტაცებულმა გაიცინა და ალექსანდრეს ყელზე მოხვია ხელები მერე კი ფეხებზე დაუსკუპდა
-აბა რას ...მითხარით ქალბატონო
-ანის რომ ეყოლება შვილიშვილი შენც ბაბუა ხდები ხო? - უცებ დაასკვნა- წარმოიდგინე 34 წლის ბაბუა იქნები
-რა ბაბუა .... ვინაა ფეხმძიმედ
-მაშოს ვაკვირდებოდი, ნუ მომიხდა შემთხვევით- საყვარლად დაბრიცა ტუჩები და განაგრძო- ძალიან მგრძნობიარე გახდა, ცვალებადი ხასიათი აქ და რაც მთავარია პრეტენზიული გახდა კერძებთან მიმართებაში... ზუსტად მახსოვს აქამდე არ ჭამდა თევზს გუშინ კი ისე გემრიელად მიირთმევდა გაკვირვება ვერ დავმალე . თან მიშო ეუბნებოდა დილიდან ჭამ რა ვეღარ მორჩიო და როდის იყო ეგრე შენი საყვარელი მეუღლე ?- მარიამმა თვალები დააწვრილა და ქმარს შეხედა
-კარგი რა სამედიცინოზე კი სწავლობ ჩემო ცოლო, მაგრამ ეგრე ვერ დაადგენ ქალის ფეხმძმობას იქნებ და რა ხდება
-კარგი ნუ დამიჯერებ რომ გაიგებ მალე ახალ ამბავს მერე გაგახსენდები- ტუჩები დაბრიცა და გაიბუტა
-სოფო სად წავიდა იცი?- დუმილი დაარღვია კოცნის შემდეგ ალექსანდრემ და ჩურჩულით უთხრა თან ყელში კოცნიდა
-ისეთი ლამაზი იყო მალე თუ არ მოვიდა ძებნა გამოვაცხადოთ . ისე არ ვიცი სად წავიდა, მგონი შეხვედრა ჰქონდა საქმესთან დაკავშირებით
-აა ეგ მითხრა იმ კომპანიის მეწილე უნდა გაიცნოს სადაც მუშაობს თვითონაც აპირებს წილის ყიდვას - უცებ დაფიქრდა და გაიცინა- არაა? ოხ ლაშა ლაშაა გიჟი ხარ ნამდვილი გადარეული
-ლაშა რა შუაშია ?
-ჩემო ქალბატონო დიდი ვნებათაღელვა გველოდება წინ- გაიცინა და ხელში ააფრიალა ცოლი - წამოდი ამ სცენით უნდა დავტკბე - სახლში შეიყვანა და გარდერობში დასვა-მალე მოემზადე ცხოვრება რესტორანში მივდივართ
-გაგიჟდი ალექსანდრე? ბავშვებს ვერ დავტოვებ ...თან ახლა რა გვინდა იქ
-ჩშ ჩაიცვი დამიჯერე -სანდრომ აკოცა, თან იხდიდა და მარიამსაც აშორებდა ტანსაცმელს
ისე უცებ მოემზადნენ სიცილ კისკისში თან ჩუმად დაიპარებოდნენ ბავშვები რომ არ გაეღვიძებინათ. მარიამმა ფეხსაცმელები კიბის ჩავლის შემდეგ ჩაიცვა და ქმარს მიჰყვა უკან
......
სოფი მოემზადა მანქანის გასაღები აიღო და რესტორანში წავიდა. მაშინვე გააცილა მენეჯერმა მაგიდისკენ სადაც მისი ამჟამინდელი უფროსი იჯდა, რომელსაც უკვე ათი წელია იცნობს მისი სურვილით გახდა საქართველოს მთავარი ფილიალის მმართველი და აქაური კომპანიის პრეზიდენტი .
-ჩემი გოგო -კაცმა გაუღიმა და მოეხვია -ძალიან ლამაზი ხარ როგორც ყოველთვის
-მადლობთ ბატონო თენგიზ . ჯერ არ მოსულა როგორც ვხედავ ახალი მეწილე
-არა, მალე მოვა
-რა საჭირო იყო აქციების გაყიდვა მაინც ვერ ვხვდები ჩვენ ხომ საამისო მდგომარეობა არ გვაქ და არც არასდროს შეგვექმნება... რაში გჭირდებოდათ უცხო მეწილე
-უცხო არ არის შილო ჩემი მეგობრის შილია . შენ არ იცი რა კარგი ბიჭია , მე უკვე დავბერდი მარტო შენ ვერ შეგატოვებ ამხელა საქმეს ის კი თავისი საქმის პროფესიონალია . აი ისიც მოდის - კაცმა გაიღიმა და წამოდგა. სოფიც ინსტიქტურად წამოდგა რომ შეხვედროდა უცნობს , ნელა შებრუნდა და მომღიმარი ლაშა რო დაინახა შოკი მიიღო . ბიჭმა კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე
- როგორ ხარ ?- თენგიზს მოეხვია და გაიღიმა . როგორ გასაგიჟებლად იცინის მაინც გადარია გოგო
-კარგად შვილო უკვე დაიმედებული მაქ გული . გაიცანი სოფო
-არაა საჭირო ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს -უცებ უთხრა და სოფოს შეხედა- იმედია წარმატებული იქნება ჩვენი თანამშრომლობა როგორც კომპანიის მფლობელისა და პრეზიდენტის- ხაზგასმა გააკეთა იმაზე რომ თავად იყო მფლობელი და ბრაზისგან გაცეცხლებულ სოფის მოეხვია . ხელი გამოყვანილ წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა - ჯობია ისუნთქო, ბრაზი კარგს არაფერს მოგიტანს- ყურში ჩასჩურჩულა და ხელი უშვა
-დავსხდეთ აბა ვივახშმოთ ლელა სახლში არაა და ხომ იცით როგორ ვშიმშილობ მაგ დროს
-სადაა ლელა დეიდა?
-რავიცი რაღაც საქმეები აქ და ერთი კვირა კიდე ვერ ჩამოვა. ახალ წელს თემო და დამუნა ჩემთან ხვდებიან უკვე შევუთანხმდი მამაშენს და შენ სად იქნები ლაშა?
-მე როგორც ყოველთვის დადეშქელიანების რეზიდენციაში ... თუ რამე გეგმები არ გამომიჩნდება
-გასაგებია ...გავიგე ალექსანდრეს გოგონები ჰყავს . სოფო შენ გეცოდინება ყველაზე უკეთ როგორი ბავშვები არიან გვანან მამიკოს?
-ორივეს გვანან, მაგრამ ალექსანდრეს თვალები აქვთ ყველას არც ერთია გამონაკლისი
-ჯერ სად ვართ მომდევნოები დაემსგავსებიან მარიამს
-კიდე აპირებენ?
-რა შეუშლით ხელს -ლაშამ გაიცინა და ჭიქა დაიჭირა- ჩვენს თანამშრომლობას გაუმარჯოს - თენგის მიუჭახუნა ჭიქა შემდეგ სოფის გახედა ,რომელიც ძალათ უღიმოდა - ქალბატონო სოფი რაღაც დაბნეული ჩანხართ
-მოგეჩვენა ეტყობა - გაუღიმა და ღვინო მოსვა. იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა სასმელი თავის დანიშნულებას აღწევდა
ირგვლივ სასიამოვნო მელოდია ჟღერდა , სასმელმა უფრო მეტად აუდუღა სისხლი თითქოს ენერგიით აივსო. დროულად გამოჩნდა მიმზიდველი ყმაწვილი ჯენტლმენური ჟესტით
-შეიძლება ვიცეკვოთ?
-დიახ - ხელი ჩაკიდა და წამოდგა. შეამჩნია ლაშამ როგორ გააყოლა თვალი და უფრო კმაყოფილმა დაიწყო ცეკვა
- გიორგი
-სოფი, სასიამოვნოა
-მაპატიეთ შესაძლოა ზედმეტად ვეჩრები თქვენს პირადში ,მაგრამ რომ არ გკითხოთ არ შემიძლია- ბიჭმა დაატრიალა და თვალებში ცახედა
-გისმენთ
-იმ ბიჭთან რა ურთიერთობა გაქვთ?
-არანაირი ... რატომ მკითხეთ?-გაიღიმა და თვალი გააპარა ლაშასკენ
-ისე გვიყურებს მგონია რომ მომკლავს
-გეჩვენებათ
-კაცებს მსგავსი მოჩვენებები არ გვაქვს დამიჯერეთ , როცა თქვენთან მოვდიოდი მინდოდა უკეთ გამეცნეთ , მაგრამ ვფიქრობ ზედმეტი ვარ
-ზედმეტად გულახდილი ხარ -გაიცინა და ხელები ყელზე მოხვია
-დამიჯერეთ ზედმეტად ეჭვიანობა არ ჭირდება ისედაც გაგიჟებულია თქვენზე - მიხვდა ბიჭი და გაიღიმა
-იმედი მაქ ისევ შევხვდებით -მუსიკის დასრულების შემდეგ უთხრა, მსუბუქად შეახო ლოყაზე ტუჩები და მაგიდისკენ დაიძრა .გაუკვირდა იქ მსხდომი ალექსანდრე და მარიამი რომ დაინახა. იმ წამსვე დაუბრიალა თვალები მეგობარს ,რომელიც კმაოფილი უღიმოდა
-თქვენ აქ რას აკეთებთ?- ჩურჩულით უთხრა და დაჯდა
- აქ ვახშმობა გადავწყვიტეთ ლაშა რომ დავინახეთ ვიფიქრე შევუერთდდებით-თქო... გავიგე ახალი ამბავი
-ხო ,ცამდე ვარ ბედნიერი ახალი უფროსის გაცნობით
-აბაა გეტყობა- მარიამმა თქვა და ძლივს შეიკავა სიცილი
სოფიმ გაატარა მისი სიტყვები და ისევ მოსვა წითელი ღვინო. მარიამი და ალექსანდრე ცეკვავდნენ ვიღაც ბიჭი ისევ დაიძრა სოფისკენ ...ამჯერად ლაშამ ჩაკიდა ხელი და წამოაყენა
-რას აკეთებ იდიოტო
-სიტყვები შეარჩიე უკვე შენი უფროსი ვარ და შენთან ცეკვა მინდა ქალბატონო სოფი - შიშველ ზურგზე ხელის გული მიაბჯინა და იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი
-შენ გგონია რომ ამ აქციების ყიდვით მმართავ? თავისუფლად შემიძლია განცხადება დავწერო და წავიდე. ნებისმიერ კონკურენტ კომპანიაში სიხარულით მიმიღებენ
-რა თქმა უნდა შეგიძლია ოღონდ სამი წლის შემდეგ... ასე მალე დაივიწყე კონტრაქტი ლამაზო?- ყურში ჩასჩურჩულა და ცხვირი კანზე გაუხახუნა შემდეგ კი ყელზე მიაკრო ტუჩები - სიტყვები შეარჩიე ჩემო თოჯინა დღეიდან და დამემორჩილე
-დატკბი მონაპოვარით, სანამ დრო გაქვს - უთხრა და მოშორება სცადა ,მაგრამ ხელი დაუჭირა და სხეულზე აიკრა
-საით ქალბატონო მე კიდევ მინდა ცეკვა
-ნუ მეხები ...ხელებს მიფათურებ თუ მეცეკვები
-როგორც გინდა ისე ჩათვალე
- უზრდელი, უტაქტო და იდიოტი კაცი ხარ რომელსაც ვერ გაურკვევია რა უნდა და ცხოვრება თამაში ჰგონია
-ცხოვრება თუ თამაშად მიმაჩნია შენ შეუცვლელად ჩემი სათამაშო იქნები , თოჯინა- უთხრა. ხელი ჩაკიდა და იქედან წაიყვანა
-სად მიგყავარ
-თამაშს ვიწყებ - თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა. სწრაფად მიდიოდა სოფო კი ნელ-ნელა ბრაზდებოდა ცოტაც და ცეცხლს გადმოაფრქვევდა . როგორც იქნა მცხეთაში ერთ-ერთ სახლთან გაჩერდნენ. მანქანა ეზოში შეიყვანა და გადმოვიდა,სოფოც მიჰყვა.იცოდა აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას და თამაშში აჰყვა
-შენი თამაში რაში მდგომარეობს სახლები უნდა მაჩვენო ?
-საერთოდ არ გეშინია?- სახლში შესვლისას უთხრა სიბნელეში მის წინ იდგა თან კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული და თვალებში ჩასცქეროდა
-შენი უნდა მეშინოდეს და ვერ ვხვდები?
-შენ ხო მე არაკაცად მსახავ გონებაში და გგონია ვთამაშობ ხომ შეიძლება ეხლა საშინელი რამ გავაკეთო მარტო დაუსახლებელ ადგილას ყოფნით და შენი სისუსტით ვისარგებლო
-მე შენ იდიოტი მგონიხარ და არა მოძალადე ურჩხული - თვალებში უყურებდა და უფრო იწვევდა
-ცუდიამ არადა სიგიჟემდე მინდა ახლა ის გავაკეთო რისი სურვილიც მწვავს - შეცვლილი ხმით უთხრა და ტუჩებზე თითები გადაუსვა . სოფოს აღარ შეეძლო მეტის ატანა და მოთმენა ახლა მის მადისაღმძვრელ ბაგეებს რომ არ შეხებოდა გული გაუჩერდებოდა, ვნებას რომ არ აყოლოდა გაგიჟდებოდა . ხელი მოხვია ყელზე და ტუჩებს თითქმის
-ხოდა გააკეთე ის რაც გინდა უფრო სწორად გვინდა- ხმა ჩაუვარდა მხოლოდ კოცნაზე ფიქრობდა შემდეგ როცა იგრძNო როგორ შეერწყა მათი ბაგეები ერთმანეთს გარინდული ყვებოდა კოცნაში . ბოლოს გონს მოეგო ,მაგრამ უკან დახევა ასე არ შეიძლებოდა რაღაც უნდა მოეფიქრებია თორემ თავს ვეღარ შეიკავებდა . ლაშა ხელებს უმისამართოდ დააცურებდა მის სხეულზე , ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვა და მთელი სხეული გაუცხელდა, სისხლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა ძარღვებში . ძლივს მოახერხა გამოფხიზლება, თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა
-ბატონო ლაშა უკვე სცდებით საზღვრებს , ასე არ ეკადრება უფროსებს გათამამება ვიცით ქვეშევრდომებდა -უთხრა და მოშორდა
-ჩემთან თამაშის გაგრძელებას აპირებ როგორც ჩანს
-მე არ ვთამაშოს უბრალოდ მოთამაშეებს ვაჩვენებ ნაკლოვანებებს - ირგვლივ მიმოიხედა, უკვე განათებული იყო ოთახები- აქ რისთვის ამომიყვანე
-ხომ შეიძლება ისეთი პასუხი გაგცე გაგიჟდე რატო იქმნი პრობლემას?
-რომ წამომიყვანე მაგდენი არ გიფიქრია და შესაბამისად ჩემთან დაწოლა არც გექნებოდა გუნებაში გავლილი - უდარდელად უთხრა და კედელს მიეყრდნო - წასვლა მინდა, ძალიან მეძინება
-ცოტა მოითმინე და წავიდეთ - სადღაც გავიდა და მალე დაბრუნდა - წავედით.
გარეთ გავიდნენ მაგრამ ისეთი ქარიშხალი იყო ერთი ნაბიჯის გადადგმა და გაწუწვა ერთი იყო . ისევ უკან შებრუნდნენ . და ფანჯრიდან გაიხედეს, კოკისპირულად წვიმდა
-ამაღამ ვერსად წავალთ -ნათურები აციმციმდა და ერთიანად ჩაქრა -ჯანდაბა ესღა მაკლდა -ჯიბიდან მობილური ამოიღო და სოფის მიანათა . გოგო აშკარად გაფითრებული იყო , თითქოს რაღაც ახსენდებოდა , ფანჯრიდან იხედებოდა და უყურებდა წვიმის წვეთებს - წამოდი ოთახს გაჩვენებ დავიძინოთ , სოფი გესმის?
-აა ... კი მოვდივარ მე სანდროს უნდა დავურეკო და ვუთხრა რომ ვერ მივდივარ, ინერვიულებს
-იცის რომ ჩემთან ხარ და არ ინერვიულებს
-მაგრამ არ იცის რომ არ მივალ
-დამშვიდდი და დაიძინე, გვიანია ალექსს მე დავურეკავ
-მე ისედაც არ მაქ თან არაფერი ისე გამომაქცუნე რესტორანშო დარჩა ყველაფერი
-ძილინებისა- დააიგნორა მისი გაბრაზება და ოთახიდან გავიდა.. .
მარიამი და ალექსანდრე რესტორნიდან მალევე წამოვიდნენ , სოფის ნივთებიც წამოიღეს იცოდა უკან რომ არ დააბრუნებდა ლაშიკო . ზარიც მალე განხორციელდა
-სად ხართ ბიჭო
-აგარაკზე ჩემთან , აქ ძაან მაგრად წვიმს ელექტროენერგიაც ყველგან გაითიშა და ვერ მოვდივართ
-იცოდე სოფის ზედმეტად...
-ხვალ როგორც კი გადაიღებს წამოვალთ და არ ინერვიულო მეგობარზე, მივხედავ
-მოიცა- რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ლაშამ გაუთიშა იფიქრა დამიწყებს ჭკუის დარიგებასო . გაიხადა და საწოლში შეწვა... ძალიან ციოდა , ოთახს ჭექა-ქუხილისგან გამოწვეული სინათლე ანათებდა , წვიმა თანდათან ძლიერდებოდა . ლაშა მშვიდად იწვა , და კოცნაზე ფიქრობდა მსგავსი რამ არასდროს დამართნია, უკონტროლო ხდებოდა ყველაფერი როდესაც სოფიას ხედავდა.... გაეღიმა სოფის გახსენებაზე .
სოფო შეშინებული იჯდა საწოლში საბანი ჰქონდა მოხვეული, მუხლები გულზე ჰქონდა მიკრული , ხელები მოხვეული ფეხებზე და თავი შიგ ჩარგული, ირხეოდა ერთ ადგილას და კანკალებდა. როგორ ცდილობდა ,მაგრამ ვერაფრით იგდებდა თავიდან მოგონებებს ეს ყველაფერი საშინელება იყო სიბნელე, კოკისპირული წვიმა, მარტოობა კი გაუსაძლისი ხდებოდა. უნდოდა ვინმე მოხვეოდა და თავი მშვიდად ეგრძნო ,მაგრამ არ შეეძლო ...ლაშასთან ვერ გავიდოდა . თავს უმკლავდებოდა იქ რჩებოდა ,მაგრამ ბოლოს გონება იმდენად მოიცვა წარსულის კადრებმა წამოდგა და ხელების მოძრაობით მიაგნო მეორე ოთახს ,კარი რომ შეაღო მაშინ გაისმა ქუხილის ხმა, ოთახი განათდდა ლაშამ ნათლად დაინახა როგორ ჰქონდა სახე ტუშით დასვრილი, თვალები ტირილისგან დაწითლებული და გული შეეკუმშა , აზრზე ვერ მოვიდა რას შეიძლება გამოეწვია ასეთი მდგომარეობა . სწრაფად მივიდა და მოეხვია , სოფომ როცა ძლიერი მკლავების შეხება იგრძნო დაცულობის შეგრძნება დაეუფლა ხელები მოხვია შიშველ წელზე და თავი მკერდზე მიადო ისევ ტიროდა იცოდა რომ სისუსტე არ უნდა გამოეჩინა, მაგრამ აღარ შეეძლო
-სოფი რა მოხდა - შეშინებულმა კითხა და თვალებიდან ცრემლები მოწმინდა
-მე.. მეშინია გთხოვ არ დამტოვო მარტო ... არ მიმატოვო სიბნელეში გთხოვ ..
-სიბნელის გეშინია? თუ ჭექა ქუხილის, მითხარი ამის გამო ტირი?
როგორ არ უნდოდა მისი მოტყუება, მაგრამ სიმართლეს ვერავის ეტყოდა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა მის გარდა სიმართლე
-ხო მაგის მეშნია ვიცი დამცინებ , მაგრამ მართლა ძალიან მეშინია
-კარგი აღარ იტირო რა გთხოვ ,მოდი ჩემთან- ხელი მოხვია და აიყვანა, საწოლზე დააწვინა და ზემოდან დახედა- კაბით აპირებ დაძინებას? ცუდი არაფერი იფიქრო უბრალოდ მოუხერხებლად იქნები თუ გინდა ჩემს მაისურს მოგცემ
-კარგი - ისევ სუსტი ჰქონდა ხმა მაქსიმალურად ცდილობდა დამშვიდებულიყო ლაშას ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა. მაისური გამოართვა, შემდეგ ლაშა შებრუნდა მხოლოდ მაშინ შემობრუნდა როცა უთხრა ჩავიცვიო და გვერდით მიუწვა .
არ უნდოდა ჩასძინებოდა და ისევ სიზმრად ენახა რეალურად მომხდარი ამბავი,მაგრამ თავს ვერ მოერია. ისევ ნახა კოშმარი, ისევ დაეწყო კრუნჩხვები, სხეული დაეცვარა, ბოდავდა და ლაშას ყველაფერი ესმოდა. მის გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა...ეხვეოდა, გამოფხიზლებას თხოვდა, თვალების გახელის შემდეგაც კი აგონიაში იყო. კანკალებდა და გაურკვეველ სიტყვებს ამბობდა ...
კანკალი რომ შეწყვიტა ისევ დააწვინა. ცოტა ხანში ყველაფერმა გადაიარა, წვიმაც შეწყდა და ისიც დამშვიდდა ,თვალები რომ გაახილა და ლაშა დაინახა წამსვე შეეშინდა
-შენ.. რა .. რა მოხდა? რამეს ვამბობდი?-მხოლოდ ეს თქვა ,როცა გონს მოსვლა ბოლომდე შეძლო. ლაშამ არ იცოდა რა გაეკეთებინა ამჯობინა თავი აერიდებინა პასუხისთვის და შემდეგ გაერკვია მიზეზი
-მე წყალი მინდოდა და გამომეღვიძა მგონი ცუდი სიზმარი ნახე ხო? გინდა შენც მოგიტანო წყალი?- მაქსიმალურად შეეცადა მშვიდად ეთქვა. სოფოს გულზე მოეშვა, მშვიდად დადო თავი ბალიშზე და ოდნავ გაუღიმა
-ხო კოშმარი იყო ,მადლობა
ლაშა გათიშული მიაბიჯებდა. წყალი აუტანა და ისევ დაწვა. ამჯერად მშვიდად დაეძინა უყურებდა და ფიქრობდა , საშინლად მოუნდა ჩახუტებოდა და მისი დაბურცული ტუჩები დაეკცნა . ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა, გოგო ცოტა შეიშმუშნა,შემდეგ კომფორტულად მოეწყო და ძილი განაგრძო.
მეორე დღეს ისე დაბრუნდნენ თბილისში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სახლში გათიშული შევიდა , ძლივს გაუღიმა ბავშვებს და სწრაფად ავიდა საძინებელში. შხაპის მისაღებად შევიდა მაშინვე, ალექსანდრე უკან მიჰყვებოდა, კარზე დაუკაკუნა
-სოფ მალე გამოხვალ?
-რა ხდება ? ჯერ ვერა რელაქსაცია მჭირდება
-კარგი ,მერე ვილაპარაკოთ . უნდოდა გასულიყო, მაგრამ იცოდა ბოლოს გადაიფიქრებდა სოფო სულ ,ლაპარაკს ამიტომ საწოლზე მიწვა და დაელოდა . ქალბატონი მალე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული მიაბიჯებდა
-ამ ჩვევას ვერ გადაეჩვიე ?
-ალექს აქ ხარ? მეგონა გახვედი
-აბა როდის დაიწყებ გისმენ ჩაიცვი და მოყევი მიდი - გაუღიმა და ხელით შეაბრუნა სააბაზანოში. მალე გამოლასლასდა, დასჯილი ბავშვივით და ჩაეხუტა - რა ხდება ? სოფ რამე ხო არ მიქარა იმ ჩერჩეტმა
-ნწ, იმან არა წუხელ საშინელი ღამე იყო . მე ხო იცი ვერასდროს ვიკავებ თავს... ხომ ხვდები რაც დამემართებოდა , მაგრამ მგონი ლაშამ ვერ გაიგო ... ეგონა სიბნელის თუ მეშინოდა მერე სიზმარი ვნახე ისევ. იცი დიდი ხანია არ დამსიზმრებია . რომ გავიღვიძე ლაშასაც ეღვიძა მაგრამ მითხრა არაფერი გითქვამს მგონი კოშმარი გესიზმრაო . მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ ,მგონია რომ ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არაფერი თქვა. იქნებ მიხვდა ,მერე რა ვქნა? მოვკვდები ეგ ვინმემ რომ გაიგოს
-ჩემი გოგო - ალექსანდრემ გულში ჩაიკრა და აკოცა- არ იტირო ჩემო ლამაზო ყველაფერი წარსულში დარჩა . გეყოფა ნუღარ იტანჯები და მიეცი თავს ბედნიერების უფლება მგონი დროა გრძNობებს გასაქანი მისცე ...ხომ იცი როგორ მიყვარხარ ... რომ ლაშა მოგწონს თან ძალიან, გთხოვ მიეცი შანსი მასაც და საკუთარ თავსაც - ეფერებოდა ის კი ტიროდა მერე დამშვიდდა
-არ შემიძლია ხო იცი მას მერე არ შემიძლია არავისთან ურთიერთობა ,რომ მეხებიან ცუდად ვხდები... მე არ შემიძლია ის არ იმსახურებს ჩემნაირს....იცი? წუხელ მე სისულელე ჩავიდინე ყველაზე დიდი სიგიჟე -უცებ გაჩერდა და გაიღიმა
- შენგან რა გამიკვირდება
-ხომ იცი ბიჭებთან ზედმეტად თავს არაფრის უფლებას ვაძლევ ,ჩახუტებითაც არ ჩავხუტებივარ რამდენი ხანია არავის ...ხომ იცი რაც მემართება , მაგრამ წუხელ ვნებამ შემიპყრო ეს რაღაც სასწაული შეგრძნება იყო ,მეგონა სადღაც სხვაგან ვიყავი გონებაც კი დამებინდა რამდენიმე წამი საერთოდ ვერ ვფიქრობდი -ლაპარაკის დროს იცინოდა მერე საწოლზე გადაწვა ვარსკვლავის ფორმაში და ჭერს უყურებდა
-რა ვნებამ შეგიპყრო, ვინ შენ? ანუ რა გინდა მითხრა რო შეგეხო და მოგეწონა? არაფერი გაგახსენდა და გიჟივით არ მოშორდი?
-არა ,პირიქით ისე მოვიქეცი როგორც ნორმალური ადამიანი იქცევა საერთოდ არაფერი გამხსენებია მშვიდად და წყნარად მოვშორდი და მოვუშალე ნერვები - გადაიკისკისა - წუხელ პირველად ვაკოცე ჩემი ნებასურვილით ბიჭს
-წავედი მე ლაშიკო უნდა ვნახო
-რა ლაშიკო ნახო შენ გაუბერე ხო? მოგკლავ ალექსანდრე დაივიწყე ისიც რო შენი მეგობარია მე ვარ მარტო შენი მეგობარი ხომ იცი რომ სხვას ვერავის დაველაპარაკები და თუ არ ვთქვი რას ვგრძNობ გავაფრენ
-ოღონდ იმ დღეს მოვესწრო შენ თქვა რომ გიყვარს და მეტი არაფერი მინდა ჩემო ლამაზო - ალექსანდრე მოეხვია და ბევრი აკოცა - ეჰ რა კარგი იყო მარტო მე რომ გკოცნიდი გამომიჩნდა კონკურენტი ხედავ ?
-იდიოტო რას მეცანცარები აქ რვა შილის მამა ხარ ბოლო-ბოლო- ხელი წამოარტყა სოფიმ და მოიბუსხა
-წამოდი, გოგონები არიან ქვემოთ
-ლაშაც მოვა?
-ოჰ ვეღარ ვძლებთო ქალბატონო?
-რო მიხვდეს? სხვა დროს რომ მოხდეს ისე რომ დამესიზმროს? რაღაც უნდა გკითხო... შენ ხო შენ ხო კარგად იცნობ ლაშას - ლოყები აუწითლდა და ისე განაგრძო
- ხუთი თითივით - ალექსანდრე უყურებდა და სიცილს ვერ იკავებდა
-ის .. ლაშა .. ანუ ლაშა .. იცი რისი თქმა მინდა? მას .. რა დამოკიდებულება აქვს ანუ ძველად რომ იცოდნენ აქ საქართველოში ქალი რო
-ვაიმეე დავიტანჯე სოფო არაა ლაშა აზიატი და არ გამოფენს პირველივე ღამის შემდეგ ზეწარს - ძლივს შეიკავა სიცილი - კაი ხო არ გაბრაზდე....მისთვის მთავარია მიხვდეს რომ ის ერთადერთი ხარ ვის გამოც ყველა სხვა ქალს შეეშვება
-მართლა? ანუ მე რო არ ვიყო ..უფრო სწორად რომ არ ვარ
-გოგო ნუ დამღალე და საერთოდ შენ რა შორს წასულხარ ფიქრებით ერთი გაკოცა კაცმა და მიაჯაჭვე უკვე საწოლს? აიი რა გარყვნილი ფიქრები გაქ ამ მოხუც ქალს
-ალექანდრე!- გაბრაზდა მაგრამ როგორ გაბრაზდა
-წამო ჩემო კდემამოსილო სექსუალურო ქალბატონო. გამიგიჟა ბიჭი აქ და აწამებს ეხლა
ქვემოთ ჩავიდნენ და საღამო ჩვეულ მხიარულ ნოტაზე გაატარეს...
..................
ლილე ისევ აგარაკზე იყო . საღამოს სამზარეულოში ფუსფუსებდა ,ნამცხვარი მოუნდა და მზადება დაიწყო , ძლივს გაიხსენა ნანას რეცეპტი,რარაცები თვითონ შეცვალა და ბოლოს მოლოდინის რეჟიმში გადავიდა . საყვარელი სიმღერა მაღალ ხმაზე ჩართო, ცეკვავდა , მღეროდა და ნამცხვარს აკეთებდა. თმა ორ ნაწნავად ჰქონდა დაწნილი,ისეთი საყვარელი იყო. სწორი ნაცრისფერი კაბა ეცვა , ფეხზე ფუმფულა სახლის ფეხსაცმელები, მოკლედ საყვარელ , ციცქნა ბავშვს ჰგავდა და წარმოიდგინეთ ახლა ასე რომ ნახავდა მონატრებისგან ისედაც გაგიჟებული ნიკოლოზი რას მოიმოქმედებდა
ეზოში შესვლისთანავე გაიგონა სიმღერის ხმა და ძარღვები დაებერა , ათასი სულელური აზრი გაუჩნდა, სახლში რომ შევიდა და ირგვლივ ვერავინ შენიშნა ცოტა დამშვიდდა და სამზარეულოსკენ წავიდა. ლილე ცეკვასთან ერთად უსმევდა კრემს ნამცხვრის ფირფიტებს თან კრემს აგემოვნებდა , უყურებდა და სუნთქვა ეკვროდა...მისი სურნელით რომ არ აევსო ფილტვები და მონატრებულ სხეულს არ Cახუტებოდა იქვე განუტევებდა სულს , სწრაფად მიეჭრა, ხელი მაჯაში ჩაკიდა თავისკენ შეაბრუნა და გიჟივით დააცხრა ტუჩებზე ....ლილე გაშეშებული იდგა, სანამ არ გაიაზრა ვინ კოცნიდა და არ დაიმუხტა დადებითად. მიხვდა როგორ ენატრებოდა , ხელები მოხვია ყელზე და კოცნაში აჰყვა... ნიკუშა უფრო გახელდა,ხელი წელზე მოხვია და მაგიდაზე შემოსვა ,თვითონ ფეხებსშორის მოექცა კიდევ კოცნიდა,ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა, ლილეს მსუბუქ კვნესას ისმენდა და კმაყოფილებისგან გიჟდებოდა...
-სანამ აზრზე მოხვალ ჯობს დანაკლისი შევივსო-ღაწვებაწითლებულ გოგოს უყურებდა და მზერას ვერ აშორებდა ... ჩაიცინა, ხელი ისევ შეუცურა წელზე დაიდევ აკოცა . ამჯერად ქალბატონმა დადეშქელიანმა გააჩერა
-აქ რას აკეთებ ! როგორ მომაგენი
-იცი შენი ჯდომის პოზა და ხმის ტემბრი ძალიან ცდება ერთმანეთს და ჯობს ფიზიკური მდგომარეობის შესაფერისად ვილაპარაკოთ - ისე ელაპარაკებოდა აბრუებდა, ტუჩებზე თითები გადაუსვა, მერე ლოყას აუყვა და თმაში შეუცურა
-თითები გააჩერე და მომშორდი- მაგიდიდან ჩამოსვლა სცადა , მაგრამ ნიკამ გააჩერა. ფეხებზე დაადო ხელი და თითები მოუჭირა
-არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ - ახლოს მიიწია და ყელში აკოცა , გოგოს კვნესა წასკდა... თავი უკან გადაწია და თითები ისევ დაეჭიმა - ხუთი დღით როგორ მიმატოვე... საერთოდ არ შეგეცოდე? - შეცვლილი ხმით ლაპარაკობდა და ტუჩებს უმისამართოდ დააცოცებდა
-ნიკოლოზ ...
-რომ იცოდე როგორ მომენატრე... ვიფიქრე წავიდა და აღარ დაბრუნდება-თქო
-გეყოფა - უკვე გრძნობდა როგორ იპყრობდა სურვილი , მოთმინების ბოლო წვეთიც ქრებოდა
-მითხარი რომ დღესვე დაბრუნდები
-არ ვაპირებ ...
-კარგი მე დავრჩები - თან ლაპარაკობდა თან კოცნიდა
-გამორიცხულია - უკვე აღარც ეწინააღმდეგებოდა ისე საუბრობდა
-ანუ მივდივართ შენი ნახელავის დაგემოვნების შემდეგ?
-შენ ვერ გავიგე ყველაფერი უნდა დააგმოვნო? ჩემზე არ ჩერდები? - ეს რო უთხრა ნიკა სიცილით მოშორდა
-რაო ქალბატონო ხუმრობაზე გადავედით ,აღარ ვბრაზდებითო?- ცხვირზე აკოცა და თითებით მის ნაწნავებს წაეთამაშა
-ნიკოლოზ ბიძია ჯობს მომშორდეთ და მაცადოთ ბავშვს მშვიდად გართობა ჩემთვის სანამ შემომიერთდება მეგობარი - ძირს ჩამოვიდა,კაბა გაისწორა და ნამცხვარზე კრემის წასმა განაგრძო. კოვზით ამოიღო და ისე დააგდო ნიკას ისევ გაეცინა,მაგრამ წამსვე შეკრა წარბები
-ვინ მეგობარი ! -წამოეგო ანკესზე,მაგრამ ლილემ რომ გაიცინა მერე მოვიდა გონს- არა რა მეც მაგარი ვარ ამხელა კაცს ბავში მეთამაშება
-თამაში შენი მოგონილია - კრემი თითით ამოიღო და ენა აუსვა
-ეგრე ნუ აკეთებ თუ ღმერთი გწამს
-რა ეგ.. კარგი რა ,,,,კარგი რაა - უცებ მიბრუნდა და დაასრულა როგორც იქნა . - ესეც ასეე ეხლა დაგაგემოვნებ - ტუჩები გაილოკა და დანა მოიმარჯვა დაჭრა თეფშზე გადმოიღო და უკან შებრუნდა- შენ კიდე აქ ხარ ნიკოლოზ ბიძია?
-რას მეთამაშები ახალი გეგმაა ეს?
-რა ვიცი ბიძია მე გეგმები, სად მაქ მაგდენი ფიქრის თავი ამ პატარა ბავშვს
-ბარგი მე ჩავალაგო? გადავათვალიერებ ბარემ რაღაცებს
-ქალის საცვლები თუ გაინტერესებს მაღაზიებს მიგასწავლი ფართო არჩევანია
-მე მელაპარაკები ნამდვილად? ვიღაცაში გერევი ხო? ამ ხუთ დღეში რა დაემართა ჩემს მორცხვ გოგოს?
-შენ გოგოც გყავს? გამაცნობ? რამდენი წლისაა?
-ეს ირონია ასე მალე როგორ შეისწავლე, კურსებია რამე აქ?
-აუუ ბოდიში ფეხზე რომ დაგაყენე არ გეგონოს რომ უზრდელი ბავშვი ვარ ,ვიცი უფროს უმცროსი. დაჯექი ბიძია დიდი ხანი დგომა არ შეიძლება შენთვის , გადაიღლები
-კარგი იყოს ნება შენი თუ ასე მოგწონს - ნიკოლოზმა გაიცინა და გვერდით მიუჯდა. ჩანგალი გამოსტაცა და ნამცხვარი მიირთვა - გემრიელია, მაგრამ მე სხვა ტკბილი რაღაც უფრო მომწონს- უთხრა და კრემიანი ტუჩები დაუკოცნა - აი ეს ყველაზე გემრიელია
-მე ნამცხვარი მირჩევნია - უდარდელად უთხრა და ჩანგალი გამოართვა
ნიკა უყურებდა და იცინოდა . მერე ჩაეხუტა და აკოცა
-რატო ხარ ასეთი საყვარელი ? - ყელში აკოცა და თავი მხარზე დაადო
-ყველა ბავში საყვარელია
-არ წამოხვალ ? არ მაქ ახლა ტანსაცმელები წამოღებული და ნუ მაწამებ ტყუილად- ხელები ისევ მოხვეული ჰქონდა
-არ მინდა მე დაბრუნება და რა შუაშია შენი აქ დარჩენა? რა უფლებით რცები ჩემს სახლში?
-მე ჩემი მეგობრის სახლში ვრჩები თუ დავრჩი , მაგრამ ახლა არ ვაპირებ მაგას
-ჩემს უფლებებს ხომ არ ასწორებ მიწასთან?
-არა რას ამბობ უბრალოდ ბავშვს დამრიგებლურად ვურჩევ სად უნდა იყოს მერე რომ არ მომენატრო და სიგიჟის ზღვარზე გადავიდე
-და ვინმეს ხედავ აქ შენი სიგიჟე რომ ანაღვლებდეს?
-ლილე რატომ მიწვევ? აუცილებლად ძალის გამოყენებით წაგიყვანო?
-ცოტა ხმა მაინც დაიბოხე ადამიანო ასე ვერ მაშინებ არადა შენზე ლეგენდები დადის
-ლილე!
-არ მოვდივარ ...როცა მინდა მაშინ დავბრუნდები თბილისში და თუ შეიძლება ეხლა დატოვე სახლი -ისე შეხედა მართლა შეეშვა თამაშს . ნიკამ იფიქრა დავავლებ ხელს და წავიყვანო, მაგრამ გადაიფიქრა იცოდა დიდხანს ვერ დარჩებოდა იქ წამოდგა და ლილემ ისე შეხედა მიხვდა რომ უკვე ცუდად იყო ხელი მოხვია სხეულზე აიკრა
-მივდივარ - ტუჩებზე დაეკონა, სწრაფად მოშორდა და გაოგნებული დატოვა ჭირვეული დადეშქელიანი.
მთელი საღამო ნერვებმოშლილი დადიოდა, სულ ახსენდებოდა ნიკა და სუნთქვა ეკვროდა . გიჟი არ იყო? ადგა ჩაალაგა ბარგი ,დახურა სახლის კარი და წავიდა თბილისში.

.............
შუა ღამე იყო ეზოში რომ შევიდა, დემეტრე ეზოში იჯდა მანქანის ხმა რომ გაიგო მაშინვე ფეხზე წამოდგა
-ჩემი ფერია დაბრუნდაა - მოეხვია და ბევრი აკოცა
-მომენატრე დემუსი
-ვხვდები... თორე არ დაბრუნდებოდი ასე მალე
-აუ მაგრად მეძინება-საყვარლად დაბრიცა ტუჩები და სახლში შევიდა. ბავშვების ოთახს გულგრილად ვერ ჩაუარა , მძინარებს მოეფერა შემდეგ კი მამიკოს ოთახის კარზე დააკაკუნა
-შემოდით- ხმა გაისმადა ისიც ჩუმად შევიდა - ლილე? - მარიამს გაუკვირდა რომ დაინახა და გაიღიმა
-მარიკუნაა- ჩუმად უთხრა და მისკენ წავიდა. ალექსანდრეს გათიშულს ეძინა , დაღლილი იყო.
-რატომ არ გვითხარი თუ მოდიოდი
-უცებ გადავწყვიტე... გავალ ეხლა თორემ გაგაღვიძე შენც- ბავშვებს დახედა მერე მამიკოს აკოცა ერთი რომ არ გაეღვიძებინა და გავიდა. მთელი ღამე ფიქრობდა და როგორც იქნა ჩაეძინა. მეორე დღე სახლში გაატარა, საღამოს ჩანთა აიღო და ნიკოლოზთან წასვლა გადაწყვიტა. ეზოში შესვლისთანავე სიმღერის ხმა მოესმა ,რომელიც უფრო ძლიერდებოდა, სახლის კარი ღია იყო ამიტომ პირდაპირ შევიდა . სახლი არეული იყო ,აშკარად წინა ღამის ნამოქმედარი ჩანდა . როგორღაც გაიარა მისაღებამდე და ადგილზე გაიყინა
ნიკოლოზი დივანზე გათიშული იწვა . სწრაფად მივიდა ახლოს და მისი სახე რომ დაინახა ყველაფერს მიხვდა ... გაშავებული იყო, უპეები ჩაცვენოდა და საშინელი გამომეტყველება ჰქონდა . თვალი მისი სხეულისკენ გაექცა და დაინახა ჩალურჯებული ვენა რომელსაც ნემსის კვალი დატყობოდა . ინსტიქტურად დაიხარა და ხელზე შეეხო წამსვე მოუჭირა მაჯაში ხელი ნიკამ თან ისე რომ თვალები აემღვრა ტკივილისგან გოგოს , მისი დაწითლებული თვალები რომ დაინახა ცრემლებმა თავისთავად იწყეს დენა . წინ ნამდვილი მონსტრი ეჯდა არაადამიანური მზერით
-ლილე შენ ...- შეცბა, არ ელოდა ლილეს იქ . არ უნდა ყოფილიყო , არ უნდა ენახა ასეთ მდგომარეობაში. პირველად რცხვენოდა საკუთარი თავის, პირველად მოუნდა დროის უკან დაბრუნება . ყველაფერს იზავდა ოღონდ ასე არ ენახა ლილეს და მის ცრემლების მიზეზი არ გამხდარიყო
-გამიშვი ხელი - ჩამწყდარი ხმით უთხრა და ტკივილისგან დაწითლებული მკლავები გამოაცალა
-ლილი გთხოვ მომისმინე მე..
-ჩშ არ მაინტერესებს არაფერი, ყველაფერი გასაგებია,რადგან გამოფხიზლდი წავალ- ცრემლები დაუდევრად შეიმშრალა და ზურგი აქცია ისევ გადაუარა ბოთლებს, ქაღალდებს არ შეიგრძნო ირგვლივ გამეფებული გულისამრევი სუნი და სწრაფად დატოვა იქაურობა.
სახლში ისე შევარდა თვალი ძლივს მოჰკრა ალექსანდრემ. უკანა ეზოში იყო სახლისკენ რომ წავიდა იმ წამს დაინახა ლილე
-რა ხდება? წეხან ლილე შემოვიდა სახლში?- ალექსანდრე შევიდა სახლში და მოსამსახურეს ჰკითხა
-დიახ ბატონო ალექსანდრე .ზემოთ ავიდა
სანდრომ სწრაფად აიარა კიბე და კარზე დაუკაკუნა -ლილე მა რატომაა კარი ჩაკეტილი
-მარტო მინდა ყოფნა ,გთხოვ- მაშინვე მიხვდა რომ ტიროდა, არ გაქსჭირვებია მიზეზის გაგება , ნკოლოზს დაურეკა მაშინვე ,მაგრამ არ უპასუხა და პირდაპირ სახლში დაადგა.ნიკოლოზი ისევ მისაღებში იჯდა
-რა ხდება აქ შენ ... ასე გნახა ლილემ? მიპასუხე
-ხო... მე არ ვიცოდი თუ ჩამოდიოდა , მეძინა როცა მოვიდა
-მეგონა ახლა მაინც შეეშვებოდი ამ სისაძაგლეს და საერთოდ ასეთ ყოფას - იგვლივ მიმოიხედა ,სულ დამსხვრეული ჰქნდა ყველაფერი - ასე უცებ როგორ მოასწარი ..რას გიგავს ხელები , შეიხვიე დაიცლები სისხლისგან
-არ შემიძლია მთელი ცხოვრებაა დამოკიდებული ვარ ... ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ რომ უნდა შევიცვალო მაგრამ არ შემიძლია ძალა არ მეყოოო . გუშინ ჩვენზე ვფიქრობდი და იმდენად ამერია გონება სურვილმა შემიპყრო...იქ უნდა დავრჩენილიყავი,მაგრამ თავს ვერ ვერევი .... მერე ბიჭები მოვიდნენ ,რომ წავიდნენ მთვრალი ვიყავი და პლიუს გავიკეთე
-მაშინ შეეშვი. შეეშიი! ლილეს ან მაგ საზიზღრობას
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად მიყურო და არ მცემო მაინც
-რა გინდა ... შენ ვერაფერს უშავებ საკუთარ თავს ხელების კედელზე რტყმევით და დასისხლიანების გარდა და გინდა მე გცემო? მაგას არ გავაკეთებ ... ვიცი შენ უფრო მეტად გტკივა ვიდრე ლილეს . მას ისე უყვარხარ ნება რომ მისცე ახლავე შენთან იქნება, რომ უთხრა მიყვარხარო ასეთსაც აგიტანს ...ესაა სინამდვილე და ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად. შენ უარეს მდგომარეობაშიც მინახიხარ , ახლა აშკარად უმნიძვნლო დოზა მიიღე.... ორმაგად გტკივა სიყვარულის გამო და შენი ცხოვრების გამო
-ამის მერე ახლოს მიმიშვებს?- ამღვრეული თვალებით ამოხედა
-ადექი მოწესრიგდი...ადამიანს დაემსგავსე . მე დამლაგებელს დავურეეკავ აქაურობა რომ მიალაგოს . საჭმელი გაქ რამე თუ არა
-დემეტრესთვის უნდა მეთქვა მომკლავდა ცემაში და დავისვენებდი ...შენ ვინ ხარ ტო გამიხდა მოაზროვნე ჩემს ასაკში გიჟი იყავი და ასე დაღვინდი? საერთოდ შეიცვალე თუ რა ჯანდაბაა
-მორჩი ყბედობას და გააკეთე რაც გითხარი -ბოლოს დაუღრიალა და სავარძელში ჩაესვენა- ღმერთო გაძლება მომეცი
ნიკა გავიდა ... ალექსანდრემ მოსამსახურეები გამოიძახა . სავსე ვისკის ბოთლი იპოვნა და ჭიქა გაავსო. ცოტა მაინც უნდა დაელია თორემ მართლა მოკლავდა . მობილურის ხმა რომ გაიგო მაშინვე უპასუხა
-გისმენ მარიამ
-სად ხარ?
-საქმეზე. რა ხდება?
-ლილეა ცუდად... ოთახიდან არ გამოდის, ბავშვებიც არ შეუშვა... ახლა დემეტრე მოვა და თუ ნახავს ასეთ მდგომარეობაში რაღაცას იეჭვებს ...რა გავაკთო?
-გასაღები აიღე და შედი მის ოთახში... დაელაპარაკე ან უბრალოდ იქ იყავი ...
ნიკას საკმაოდ შეაგვიანდა , რომ ჩამოვიდა უკვე ყველაფერი მზად იყო . თითქმის მთელი დღე ნიკოლოზთან გაატარა და საღამოს დაბრუნდა სახლში...
ლილე ბავშვებთან ერთად იჯდა და თამაშობდა . მარიამი კი პატარებს აჭმევდა, გაღიმებულმა შეხედა ცოლს და მკლავები მოხვია
-ვიცოდი რომ შეძლებდი- ყურში ჩასჩურჩულა და ბავშვებთან დაჯდა . სამივეს მოეფერა და შემდეგ მიიხუტა ლილე
-მა შენი ძმები სად არიან?
-არ ვიცი სადღაც გავიდნენ -მამიკოს ყელში ჩარგო თავი და ხელები მოხვია .
-მიყვარხარ ჩემო ფერია - თავზე აკოცა
-საღამომშვიდობის ოჯახო- დემეტრე და დამი შევიდნენ და დივანზე დასხდნენ- აბა როდის მივდივართ გუდაურში ...მოვიდა ახალი წელი ხალხო
-ორ დღეში წავალთ მანამდე მოაწესრიგებენ ყველაფერს
-კარგიაა სესიც იქნება ხო?- დამიანემ თქვა და ყველას გაეღიმა- არა რა გაცინებთ
-არაფერი- სიცილით უთხრა მარიამმა და ჩაეხუტა-ჩემი ბიჭი შეყვარებულია?- ლოყაზე აკოცა
-არ ვიცი... შეიძლება
-შეიძლება სიყვარული ახალია რამე?
-ოო ასე მარტივი ხო არაა დრო გავა ცოტა და მივხვდები რას ვგრძნობ
-სიყვარულის ვირუსია მგონი გავრცელებული წელს ბევრი ქორწილი გველის მარიამ გული მიგრძNობს- იგრძნო როგორ შეიშმუშნა ლილე მის მკლავებში და გაეცინა - მამას პრნცესა შენც ხო არ გამითხოვდები?
-არ ვათხოვებ მე მაგას - დემეტრემ თქვა და გოგო მამიკოს გამოსტაცა ხელიდან და თვითონ ჩაიხუტა- შენი შესაფერისი კაცი არ დაიბადება - ლოყები დაუკოცნა - ნუ თუ არის დაბადებული შეიძლება შანსი მივცეთ - ბოლოს გაიცინა და თავზე აკოცა
-ეჰ ჩვენ ვინ გვეკითხება თუ შეუყვარდა გულს მერე დამთავრებულია- დამიანემ უფრო თავისტვის ამოილაპარაკა მაგრამ ლილეს ფიქრებსაც პასუხი გასცა და მაშინ ბოლო წერტილი დასვა .
...........................
დადგა გუდაურში წასვლის დროც ყველა მომზადებული იყო , სამსახურიდან გათავისუფლებული, მშვიდი და ბედნიერი დასვენების წინ . მიშომ ისე მოაწყო რომ სესილის ბარგი სოფლის გზის ნაცვალდ გუდაურის გზას გაუყენა, დილით ისე ადრ დაადგა გათენებულიც არ იყო
-ვაა სესი რა საყვარელი პიჟამა გაცვია?- სიცილი დაიწყო მისი მარწყვებიანი შარვლის და მაისურის დანახვისას და თმაარეულ ძილისგან თვალებდასიებულ გოგოეს ჩაეხუტა- გაიღვიძე სეეს მივდივართ?
-აუ მიშო გამოგაგდო სახლიდან რძალმა? სად მივდივართ
-რა ხმა გაქ სადაა ჩემი სესილია- უცებ გაიწია და სიცილი განაგრძო
-ოო ნუ სულელობ- ჩაახველა და ხმა დაუბრუნდა -სად მივდივართ?
-გუდაურში ხო გიყვარს შენ თოვლი
-გამორიცხულია სოფელში მივდივარ როგ..
-დავურეკე მამაშენს და ნება დამრთო სადაც მომესურვება იქ წაგიყვანო თუ მინდა უსასრულოდ ....მიდი ახლა ჩაიცვი გავდივართ უკვე - შეაბრუნა და ნახევრად მძინარე შეაგდო საძინებელში ,თან დამის დაურეკა
-რა იყო შე ჩემა მადროვე გამოვალთ ცოტა ხანში ბავშებს ვაცმევ
-ძიძა გინდა იყო თუ სესილისთან ერთად იმგზავრო?
-რა? მოდის ანუ? სად როგორ... სად მოვიდე- უცებ მიაყარა და გაბო მარიამს მიაჩეჩა ხელში
-ოო დაინტერესდი პატალავ?
-მიშო მოგკლავ
-შენს ადგილას არაფერს ვიტყოდი, მაგრამ კაი ჯანდაბას მოგცემ შანსს ხუთ წუთში სესის ბინაში თუ გაჩნდები და ბარგს მანქანაში ჩადებ
-მოიცა დადგება ჩემი დროც და მოგივლი შენ მე მასხრად აგდებისთვის გადაგიხდი
დამიანემ ბარგი მანქანაში ჩადო და სესის კორპუსთან გაჩნდა . მიშო ქვემოთ ელოდა, სესილიას ჩემოდანი მიაჩეჩა და წავიდა
-მეჩქარება მე მაშო მელოდება...ჭკვიანად იარე იცოდე თორემ ჩემი ხელით მოგკლავ
-მეტის ღირსი ვარ ...რა გოგო მოგათხოვეთ
-შენ კი არა ანდრეამ მომათხოვა...საქმეს მიხედე
სესილია საარბაზოდან რომ გავიდა და დამინე დაინახა გაოცება ვერ დამალა
-დამიანე? აქ რას აკეთებ?
-დამის მიყავხარ ჩემო ლამაზო მე ჩემი ცოლი უნდა წამოვიყვანო ასე რომ დაკავებულია ჩემი მანქანა აბა წავედი ჭკვიანად იარეთ -სესის უცებ აკოცა დამის მხარზე დაჰკრა ხელი და გაეცალა
-აბა წავედით?
-ხო.. ისა მე არ ვიცოდი არ მინდა შეგაწუხო
-შენ მე არასდროს შემაწუხებ მშვენიერო და ეგ მეორედ არ იფიქრო ხო?- ეს რო უთხრა გოგო აშკარად დაიბნა დამიანე კი უფრო მხიარულდებოდა მისი აჭარხლებული სახის ყურებისას. მთელი გზა საუბრობდნენ აალაპარაკა როგორც იქნა ქალბატონი...მისი ღიმილიც კი ბედნიერს ხდიდა.
…..
მარიამმა ბავშვები მოამზადა, ბარგი მანქანებში გადაანაწილა. სოფიაც მათთან ერთად მგზავრობდა. პატარებს თითქმის მთელი გზა ეძინათ და საერთოდ არ ჭირვეულობდნენ. სახლში რომ მივიდნენ ყველამ თავიანთ ბიჭებს მიხედა, ზოგმაც საკუთარ თავს და რამდენიმე საათი სახლის ათვისებაში გავიდა . ..
ყველანი ადგილზე იყვნენ ,მხოლოდ ნიკოლოზი არ ჩანდა ალექსანდრემ გასცა ცნობისმოყვარე შვილებს პასუხი და ნიკუშას საქმიანობა დაასახელა მიზეზად.
-დავიღალე -მარიამი აწუწუნდა , ქმარს მხარზე დაადო თავი და თვალები დახუჭა
-ამხელა ოჯახის ქალბატონობა მარტივი ხომ არ არის - ტუჩები შუბლზე მიაწება და მკლავები მოხვია- არ გაქრა დაღლილობა?
-ნწ,საერთოდ არა -ქვემოდან ახედა და წარბები შეჭმუხნა-მეძინება
-გინდა ერთად დავალაგოთ და მერე დავიძინოთ? ყველანი მიდიან და სიმშვიდე იქნება... ბავშვებიც ჯერ არ გაიღვიძებენ
-თანახმა ვარ - ყელში აკოცა და პირველი წავიდა საძინებლისკენ

უკვე იძინებდნენ ნახევრად მძინარე ანაბელი რომ შებაჯბაჯდა, საწოლზე აბობღდა და პირდაპირ ბალიშზე დაეცა
-მა აქ რა გინდა?
-ველ დავიძინე იქ და მოვედი- ნახევრად ძინავდა აწითლებული ლოყები და არეული თმა ისე უხდებოდა ალექსანდრემ ხელი მოხვია მის პატარა სხეულს და გულზე მიიკრა- მაცადე მამიკო დავიძინო- ისე საყვარლად თქვა ,ორივეს გაეცინა
- დაიძინე მა
დანარჩენები დაბორიალებდნენ, მერე გუნდაობა დაიწყეს და გააგიჟეს ხალხი. ამხელა ბიჭები დასდევდნენ ერთმანეთს და პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ
-აუუ მიშო რა სულელი ხარ რააა.... სულ დავსველდი ახლა რო, გავცივდე იცოდე დაგსჯი- ბუზღუნებდა მაშიკო და მიბლატუნებდა თოვლში ამოვლებული , თმაზეც კი თოვლი ჰქონდა
-როგორ დამსჯი ?- მიშო ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა -აუ მეც მცივა ტო რო დამახტი და მაყარე თოვლი , გავიყინე - ხელი მოხვია და სწრაფად შეიყვანა ოთახში - მალე გავიხადოთ ჯობს - უცებ დაწვდა მოსაცმელს ,მერე მაისური მიაყოლა თვითონაც გადაიძრო და თან კოცნიდა
-გეყოფა ახლა გაყინული ვარ არ მაქ მოძრაობის ძალაც კი - გაეცალა და სააბაზანოში შევიდა
-რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს ? მეოთხე დღეა უკვე არ ...
-არ შეიძლება დაღლილი ვიყო?
-რელაქსაციის ყველაზე კარგი საშუალება ეგაა მაშიკო- სააბაზანოში შეყვა და უკვე შიშველი მეუღლე შეათვალიერა , სავსე აბაზანაში ჩადიოდა . გონებაში რაღაც აზრმა გაუელვა, მაგრამ გადაიფიქრა მერე ისევ ამოუტივტივდა და მასთან მივიდა თითები სხეულზე აასრიალა და ქაფიან წყალში გაიკვლია გზა
- მიშო გეყოფაა- ჩურჩულით თქვა და გაიცინა
-რამეს ხომ არ მიმალავ? აი ისეთს ოთხი დღეც რომ მოიცდი ახალ წლამდე და თორმეტ საათზე გამახარებ
-რა ქარაგმებით მელაპარაკები მიშიკო? რას უნდა გიმალავდე?- ხელი საყელოში ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა - ჩამოხვალ?- ტუჩებთან დასჩურჩულა და ნაზად შეეხო
-ახლა აღარ ხარ დაღლილი?
-დავფიქრდი და აღარ ვარ დაღლილი - ყელში აკოცა და ღილების გახსნა დაიწყო . მიშო სწრაფად წამოდგა ,ტანსაცმელი იქვე დაყარა მაშოს ხელი დაავლო და წყლიდან ამოიყვანა- აბაზანის ნერვები არ შემწევს მოდი აქ - წყლის ქვეშ დააყენა ქაფი მოაშორა მერე გაამშრალა და სწრაფად წაიყვანა საძინებელში ...
........
-ჩემი გიჟი გოგო გამიწუწეს- ირაკლის ხელში მია ეჭირა ,რომელიც ცუდად დაეცა და ფეხი ტკიოდა თან სველი იყო და მთლიანად თოვლში ამოვლებული
-რა გაცინებს ...შენც ძმა ხარ ახლა ამის მერე? გადამიარა ამ ნადირმა და შენ დამცინი - მტკივან ფეხს დახედა რომლიდანაც სისხლი მოდიოდა თან მათესკენ გაიშვირა ხელი დასჯილი ბავშვივით რომ მიჰყვებოდა უკან
-შენ რომ იყავი დამნაშავე ხო იცი?-ყურში ჩასჩურჩულა დას და კიბეებისკენ წავიდა. მათეც მათ გაჰყვა, რადგან მეზობელ ოთახში იყო
-რა გჭირს შვილო- ანა გამოვიდა საძინებლიდან კისკისით ანდრეა მოყვებოდა უკან, მაგრამ მია რო დაინახა გაშეშდა
-დავეცი - მობუზულმა თქვა . მათეზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ანიმ რომ შეხედა ბიჭის გამომეტყველებას მაშინვე მიხვდა
-კარგი არაუშავს ....არაა საშიში, მოგწმენდ სისხლს და მორჩება
-თქვენ მგონი გასვლას აპირებდით - ახლა გამოსულ მამას შეხედა რომელსაც ქურთუკები ეჭირა
-მამიკოს ანგელოზს რა სჭირს?
-არაფერი მა... წაიყვანე დედიკო და წადით . მივხედავ მე ამას -ირაკლიმ უთხრა
-დარწმუნებული ხარ?
-დედა წადით ... ვერ მივხედავ მე ?
-კარგი იცოდე თუ რამე დაგვირეკე -ანა და ანდრეა გაუშვა, მია საწოლზე დააწვინა და ზემოდან დახედა
-სველი ხარ შენ თვითონ გამოიცვალე და მერე შემოდი- განკარგულება გასცა ქალბატონმა
-შენ?
-შენ ჩემზე მეტად სველი ხარ ეგრე მაინც ვერ მიხედავ ჩემს ჭრილობას
-მაგდებ?
-ოო ირაკლი მოშორდი აქედან - მიამ ისიც გააგდო . თვითონ მოიშორა ქურთუკი, მერე ფეხს დახედა და ცრემლები წამოუვიდა. თვალები დაბინდული ჰქონდა მათე რომ შევიდა... ჩუმად მივიდა, ჭრილობის დასამუშავებელი ყველა საჭირო ნივთი თან ჰქონდა
-შეიძლება?- ჩუმად უთხრა და ისეთი თვალებით შეხედა მია დიდი სიამოვნებით გაიცინებდა ,რომ არა ფეხის ტკივილი
-რა გგნებავს ბატონო მათე? რამე დამრჩა კიდე მრთელი და უნდა მომტეხოთ? - განგებ უთხრა ასეთი მკაცრი ტონით თითქოს ბრაზობდა .ძლივს ნახა ქედმოდრეკილი მათე და ამ შანსს გაუშვებდა ხელიდან?
-მე.. არ მინდოდა შემთხვევ...- ძვლივს თქვა ორი სიტყვა... ყველაფერი ტუმბოზე დააწყო მერე შეხედა გაწუწულ და გაყინულ გოგოს
-რატომ მიყურებ ეგრე სველი ვარ მცივა და იმიტომ ვკანკალებ
მათეს არაფერი უთქვამს კარადა გააღო და ტანსაცმლის გამოღება დაიწყო. მერე მიუახლოვდა საწოლს და იქვე დადო სპორტული შარვალი და გრძელსახელოებიანი მაისური
-მომცემ დანაშაულის გამოსყიდვის უფლებას?
-გააჩნია რას აპირებ - წარბი მაღლა აზიდა მიამ- ახლა ჩემთვის ტანსაცმლის გახდას თუ აპირებ ეგ შენთვის არის მომგებიანი უფრო ვიდრე ჩემთვის
-არაფერი განსაკუთრებული არმგონია გქონდეს რომ გავგიჟდე- მაინც ვერ შეიკავა თავი ის კი არ იცის კიდე კარგად როგორც აფრენს მია ....მაშინვე დასწვდა სველ მაისური და მათეს მუხლებზე დადო
-პრობლემა არაა მგონი ხო? აუ შარვალი როგორ გავიხადო ვერ ვდგები - ტუჩები დაბრიცა . მათემ ძლივს შეიკავა თავი , თითებით ფრთხილად დაწვდა შარვლის ღილებს მოხერხებულად გახსნა და ნელა გახადა. ცდილობდა არ შეხებოდა , მტკივან ადგილას უფრო შენელდა და ისე მოაშორა რომ არ ეტკინა . მია იცინოდა მათეს კიდე სისხლი აუჩქროლდა სწრაფად აიღო მაისური და თვითონ გადააცვა მერე ამოისუნთქა ცოტა. ჭრილობის გასუფთავება რომ დაიწყო მაშინ შემბრძანდა ირაკლი
-აბა მიაკუნა მივხედოთ ჭრილო...- სიტყვა გაუწყდა - ვაა მათე? აქ რა გინდა შეენ?
-დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს
-მერე შიშველი რატომ ხარ ... შენი დახატვით აპირებს გამოსყიდვას? - ამაზე მათემ ახედა და მისი სახე რომ დაინახა დას შეუტია- გადაიფარე რამე გოგო
-აუუ კაი რა -ჯერ ირაკლის შეხედა მარა მერე ფეხი ეტკინა და წამოიყვირა თან ხელი ჩაკიდა მათეს და მოუჭირა- მტკივა იდიოტო ნუ მაჭერ ეგრე რამ გადაგრია
-მაპატიე
-მივდივარ მე როგორც ჩანს გამოგიჩნდა მომვლელი ...ბელსმა გაიღვიძა იმას მოვეფერები და მოვალ მერე - ირაკლი გავიდა და კარი მიხურა
-მალე დაასრულე დავიტანჯე
-მია ნერვებს რომ მიშლი ხვდები და ამიტო იქცევი ასე ხო?
-უიი ნერვებიც გაქ შეენ?
-მია !
-რაა? -ისე უყურებდა უკვე ცუდად იყო მათე - კიდე უნდა მატკინო რამე?
-არ მინდოდა არ ვიცოდი უკან თუ ქვა იყო და ფეხი გადაგიბრუნდებოდა
-უიმეე კარგი ხო კარგი ამდენ ბოდიშს რომ მიხდი საყვარელი მეჩვენები და გული მითბება- მიამ გადაიკისკისა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა -დამშვიდდი, არ ვბრაზობ. ვიცი რომ არ გინდოდა . მიდი ახლა ჩაცმაში დამეხმარე და თავისუფალი ხარ
მათემ შარვალი ჩააცვა ,მერე თავი მაღლა ასწია შუბლზე მიაკრა ტუჩები , გაუღიმა და იქაურობას გაეცალა
-რა დღეში მაგდებ ღმერთო? ამ იდიოტს უნდა გავეგიჟებინე? - მიამ გაბრაზებულმა თქვა ჩუბლზე მიიდო თითები, იმ ადგილას სადაც მათემ აკოცა - აუ ცუდად ვარ შუბლზე კოცნის დროს რას მმართებს და ტუჩებს რომ შეეხოს მოვკვდები ალბათ . რაა? რაზე ვფიქრობ ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს რა არ მინდა იმ გიჟის შეყვარება . არ მინდა ვითომ არ მიყვარს უკვე რა -ბუზღუნით თქვა და თავი ბალიშში ჩარგო.
.......
ლიზი აივანზე იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. სიო თმებს ურევდა, ციოდა კიდეც, მაგრამ სახლში შესვლა არ უნდოდა . ირაკლიზე ფიქრობდა და როგორც კი გავიდა ბიჭი აივანზე მაშინვე გულისცემა აუჩქარდა . თითების შეხება რომ იგრძნო სიცივისგან დახორკლილი კანზე ეკლებმა დააყარა
-ლიზი ამ სიცივეში აქ რას აკეთებ?
-სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა და - შებრუნდა , მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა რა ახლოს იყო ირაკლი. ახლა კი ლამის მის ტუჩებს ეხებოდა . ისიც იდგა დ აუყურებდა ,ხელები წელზე შემოხვია და სანატრელ ბაგეებს დააცქერდა. გრძNობდა როგორ თრთოდა გოგო მის მკლავებში და სურვილი ემატებოდა .ძალიან ნაზად შეეხო შემდეგ როცა წინააღმდეგობა ვერ იგრძნო უფრო გააღრმავა კოცნა... ლიზის სიზმარში ეგონა თავი, როცა გაანალიზა რაც ხდებოდა თითები მოხვია და კოცნაში აჰყვა ...ირაკლი მანამდე თუ თავის შეკავებაზე ფიქრობდა და საკუთარი ნაბიჯი აღელვებდა მერე ერთიანად მოდუნდა ,გული ორმაგად უცემდა თვალებში უყურებდა გოგონას და კოცნის შემდეგ გრძნობებიც ერთბაშად გაუმხილა
-მიყვარხარ ჩემო პატარავ... ძალიან მიყვარხარ და აუცილებლად შეგაყვარებ თავს
-მე... შენ მართლა მეუბნები? ცხადია?- ისე საყვარლად ახედა ირაკლის ისევ მოუნდა მისი წითელი ბაგეების დაგემოვნება -ნუთუ მართლა ხდება - სახეზე ეფერებოდა ბიჭს, მერე თავად აკოცა -მიყვარხარ ...ძალიან მიყვარხარ. უზომოდ, ტკივილამდე მიყვარხარ - აი აქ კი მართლა გაოცდა ბატონი...ხვდებოდა რომ გულგრილი არ იყო, მაგრამ ამას თუ მოისმენდა ვერასდროს წარმოიდგენდა
-ჩემი ფერია, ჩემი სასწაული ხარ მაბედნიერებ პატარავ - მისი სახე ხელებში მოიქცია და ყველა ნაკვთი დაუკოცნდა , შემდეგ მოეხვია და დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთზე აკრულები მთვარის ქვეშ
ზოგჯერ ბედნიერება სიმარტივეშია...როცა გიყვარს არ აქვს რომანტიკას მნიშვნელობა,მთავარია გაიგო რომ უყვარხარ...
..........
მეორე დილას უფროსი დადეშქელიანი ცოლთან ერთად იჯდა აივანზე , პლედი მოახვია და თოვლით დაფარულ ხედს გახედა. ცხელი ჩაის არომატი ტრიალებდა ირგვლივ ...სახლში ისევ სიმშვიდე იყო. ყველას მშვიდად ეძინა
-ნერვიულობ ვიცი ,მაგრამ ჩხუბს ჯობია მშვიდად შეხვდე ...გარეგნული სიმშვიდით მაინც შეხვდე ამ მდგომარეობას
-ვიცი ისევ გაიკეთა და იმიტომ არ ჩამოვიდა. ოთხი დღე ვერ გაძლებდა ისე მოენატრებოდა ლილე . იცი რა საშინლად ვარ? ორივე ძალიან მიყვარს... ნიკუშა ფაქტობრივად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა კაცად. ყოველთვის ძალიან მგავდა ხასიათებით და ამიტო გვქონდა დიდი კავშირი . მან რაც გადაიტანა იმ ტკივილს ბევრი ვერ გაუძლებდა - ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა განაგრძო უნდოდა ყველაფერი ეთქვა ერთადერთი მარიამი ჰყავდა ვისაც ესაუბრებოდა ისე თითქოს საკუთარ თავს უყვებოდა თან რჩევასაც იღებდა განსჯის გარეშე ....ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ,როცა გვერდით ასეთი ქალი გყავს -15 წლის იყო ნინის , დედამისს კიბოს ბოლო სტადია რომ დაუდგინეს. ვერ აღვწერ როგორ იყო იმ დროს...განადგურდა ერთმა მომენტმა მთლიანად შეცვალა თინეიჯერი ბიჭის ცხოვრება... ცდილობდა დედასთან მყარად მდგარიყო, არ გამტყდარიყო,ემოციები არ ეჩვენებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ბევრჯერ გამოვარდნილა პალატიდან და ბოლო ხმაზე უტირია ... ბოლო ხმაზე უყვირია , მთელი ოთახი თავდაყირა დაუყენებია და დედამისთან ისე შესულა თითქოს არაფერი მომხდარა . მაშინ მივხვდი როგორი ძლიერი იყო ...15 წლის ასაკში იყო ასეთი,მაშინ როცა ზოგი გართობაზე ფიქრობს და კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს ცხოვრებას.
-ღმერთო ჩემო...რა რთული პერიოდი გამოუვლია. დედამ რამდენ ხანს იცოცხლა ,მალ გარდაიცვალა ალექსანდრე?- მარიამს გული აუჩუყდა ,რომ წარმოიდგინა როგორ იქნებოდა ტკივილი იგრძნო
-ქიმიოთერაპია, რომ დაიწყო ყველაზე საშინელი მომენტები მაშინ დადგა... ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყომ ორ თვეში კი ფიტულს დაემსგავსა,სრულიად შეიცვალა... ვხედავდი და გული მიჩერდებოდა , მაგრამ არასდროს დაუკარგავს მთავარი ნიშანი, თვალები სულ უციმციმებდა ნიკას რომ დაინახავდა. თვალებით საუბრობდნენ ხოლმე, ორივეს შეეძლო მზერით გაენდოთ გრძNობები...ნინოს სულიერი სიმშვიდე ჰქონდა, რაღაც საოცარი ქალი იყო.... როცა ასე ცუდად იყო მისი დანახვისას ვმშვიდდებოდი თითოეული წამი რაც მასთან მაკავშირებდა შეუფასებელია მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას რომ ღვთის მიერ იყო დედამიწაზე გამოგზავნილი ეს ნინო იყო . ნიკას ღიმილს რომ ვხედავ მახსენდება ხოლმე ნინო, ჩემი უფროსი მეგობარი ...ნიკა იმდენად ჰგავს გოგო რომ ყოფილიყო ალბათ ნინოს ასლი იქნებოდა
მარიამი შეძრწუნებული უსმენდა ალექსანდრეს ისევ მიეკრო და ნიაღვარივით წამოსული ცრემლები შეიმშრალა. ეგონა თავად იტანჯებოდა , მაგრამ როცა ამ ამბავს უსმენდა მიხვდა რომ მსგავსი სულიერი ტკივილი არასდროს განუცდია .
-ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა ნიკა გვერდიდან არ შორდებოდა . იმ დღეს არც კი ვიცი რატომ წამოვედით იქედან. ნინო თითქოს უკეთ იყო, ტკივილები აღარ ჰქონდა მორფინიც არ გაუკეთებიათ ამიტომ რამდენიმე საათით სახლში.... გავედით ნიკას მამაც წავიყვანეთ . იქ მარტო ნიკოლოზი დარჩა ,მამას თავად უთხრა წადი და მეც მომიტანე ტანსაცმელიო კაცი იმდენად იყო განადგურებული შვილზე ნერვიულობა ცალკე აგიჟებდა და ნიკას გამო ყველაფერს აკეთებდა... ორი საათით წავედით , მხოლოდ ორი საათით . ამ დროში სიტუაცია დამძიმებულა ...ნიკა უყურებდა როგორ კვდებოდა დედამისი. ბოლოს ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს .
-როგორ სულ არავინ იყო იქ? როგორ არ დაგირეკათ...მარტო რატომ დარჩა
- ჯერ კიდევ გონზე მყოფ დედას უსმენდა მის ბოლო სიტყვებ , რომელიც არავინ ვიცით რა იყო .... როცა მივედით დერეფანში ექიმები იდგნენ და ისინიც კი ტიროდნენ. მაშინვე მივხვდით რაც მოხდა ,სანამ პალატამდე მივედით ნიკას ყვირილმა მოიცვა მთელი საავადმყოფო , მამამისი იქვე ჩაიკეცა . პირველი მე შევედი ... ნიკა რომ დავინახე გული მომიკვდა ... ნინოს ეხუტებოდ და კოცნიდა... უკვე ხმა აღარ ჰქონდა, გათიშული ეფერებოდა და ბუტბუტებდა მხოლოდ მაშინ გაგიჟდა, როცა ექიმები შევიდნენ და გასვლა სთხოვეს ...ნინოს ცხედარს არ შორდებოდა , ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და გაითიშა. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი და აქამდე გრძელდება მისი ჯოჯოხეთი ამქვეყნად
-მამა ხომ ჰყავდა... როგორ შეიძლებოდა ასე განადგურებულიყო.შენ ჰყავდი, მეგობრები ...
-მამამ ნინოს სიკვდილი ვერ გადაიტანა, ნიკას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. დალევა დაიწყო, საქმეს შეეშვა, წამალზე შეჯდა...მთელი ქონება გაფლანგა და ბოლო დარტყმაც მიაყენა ნიკუშას. ორი წელი იყო გასული ნინოს გარდაცვალებიდან , ნიკა თავიდან მხოლოდ ცუდად იქცეოდა, უხეში გახდა, ყველას და ყველაფერს ერიდებოდა. სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა,მაგრამ ნარკოტიკებზე დამოკიდებული კიდევ არ ყოფილა.
-მერე? მერე რა მოხდა ალექსანდრე
-მერე ...მერე სახლში დაბრუნებულს მამა საკუთარ ეზოში , ხეზე ჩამომხრჩვალი დახვდა. ბოლო წერტილი ეს იყო ... მერე აღარავინ ჰყავდა, კოშმარები აწუხებდა. ღამე საერთოდ აღარ ეძინა. მოშორდა მეგობრებს, სკოლას, სწავლას ...ყველაფერს რაც კი ნორმალურ ადამიანებთან აკავშირებდა...ჩემთან წავიყვანე, დიდი ხანი ვეძებდი და სადღაც ბუნაგში ვიპოვნე. ერთი თვე დარჩა მხოლოდ, იმ ერთი თვის გახსენებაც არ მინდა. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე ვერაფერს გავაწყობდი ..უბრალოდ გაიღვიძა და სხვა ადამიანი იყო. თითქოს ერთ ღამეში გაიზარდა, წლები მოემატა, დაღვინდა, ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა , გეგმები დასახა და იქცა სულ სხვა ადამიანად , ცივ, უხეშ, უგულო კაცად რომელიც რობოტს უფრო ჰგავდა მაშინ ვიდრე იმ ნიკუშას მე რომ ვიცნობდი...დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ დააბალანსა ემოციები, მშობლების ამბავი სადღაც გულის კუნჭულში გადამალა და ცხოვრება განაგრძო. ყოველთვის ჰქონდა ძალა, ნარკოტიკებს მაინც არ გაანადგურებინა თავი, მუშაობდა დაუღალავად. მამამისის კომპანია ფეხზე დააყენა, ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დაიწყო. სწავლა, მუშაობა ,ხალხთან ურთიერთობა... პიროვნება შექმნა რომელსაც ბევრი იცნობდა და ბევრი პატივს სცემდა ჯერ კიდევ წლების წინ. შემდეგ მკურნალობაც დაიწყო, სარეაბილიტაციო ცენტრშიც იწვა. დამოკიდებული აღარ იყო,მაგრამ ბოლომდე ვერ შეეშვა. ზუსტად ვიცოდი მშობლების გარდაცვალების დღეს ქრებოდა, მთელი დღე გათიშული იყო და არავინ ვიცოდით სად იყო .
-აქამდე რატო არ მომიყევი ...არც კი ვიცი რა ვთქვა
-ეხლა ხვდები რატო მქონდა ასეთი რეაქცია რომ მივხვდი ლილე უყვარდა? სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება მომეკლა , მაგრამ ნიკოლოზი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მას წარმოუდგენია. კარგი მამა არ ვარ , მაგრამ ვიცი ლილეა ერთადერთი ბედნიერება რაც კი ნიკოლოზის ცხოვრებაში ყოფილა და ერთადერთი საშუალება რამაც შეიძლება სიმშვიდე მოუტანოს მის სულ ... ჩემი შვილია ერთადერთი ვინც შეიძლება „მისი მუდმივი ნარკოტიკი“ გახდეს და ყველაზე დიდი ძალა მისცეს
-შენ არაჩვეულებრივი ხარ... არა მხოლოდ როგორც მეგობარი . მამა ხარ არაჩვეულებრივი იცი რატომ? მიუხედავად ყველაფრისა ისე იქცევი, რომ ლილე ძალიან არ დაიტანჯოს უამრავი შეყვარებული წყვილია ვინც აფსურდის გამოა მსგავს დღეში... ესენი კი ყველაზე განსხვავებულები არიან და ვიცი, როცა აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვართ ყველაფერი ცუდი დასრულდება. შენ არ იცი ლილე როგორი ძლიერია ... ის შენი შვილია. დადეშქელიანების ნაწილია და შეუძლებელია სუსტი იყოს... ვიცი რომ გაუძლებს ყველაფერს და ნიკოლოზს მეტად გააძლიერებს . ორ შეყვარებულ ადამიანზე ძლიერი რგოლი არ არსებობს და გჯეროდეს რომ ორივე ბედნიერი იქნება ,რთული იქნება,მაგრამ მაინც შეძლებენ
.......
ნიკოლოზი ისევ არ ჩანდა... სხვა ყველაფრი ჩვეულებისამებრ იყო. ზოგი კამათობდა, ზოგსაც სანერვიულო არაფერი ჰქონდა . ბავშვები მარიამთან და ალექსანდრესთან იყვნენ. დათუნაც მათ დაიტოვეს და ერეკლესა და ეკას დანარჩენებთან გართობის საშუალება მისცეს. თავად რომ გავიდნენ ამდენ ბავშვთან ერთად ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყველანი ისე უჯერებდნენ ალექსანდრეს რომ მარიამიც კი გაოცებული იყო...
................
მია ყვლას გამოეყო და მარტო სეირნობდა ტყეში. ფიქრებმა იმდენად გაიტაცეს რომ დაბნელდა კიდეც. გონს რომ მოვიდა შუა ტყეში იდგა, ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო და სხვა არაფერი,ცივილიზაციის ნიშანწყალიც არ იყო...ადამიანის კვალსაც კი ვერ ხედავდა. ადგილზე ტრიალებდა , კანკალებდა და წამებში პანიკაში იყო
-ღმერთო დამეხმარე გთხოვ არ მინდა ასე სიკვდილი... არ მინდა ,გთხოვ დამეხმარე. განა რა ცოდვა მაქვს ასეთი ერთი გიჟი გოგო ვარ ასე სიკვდილი არ მინდა ....მინდა ჩემს ქმართან ერთად ვიყო, როცა მოვკვდები ღრმა მოხუცებული ,ახლა ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის - ცრემლები მოდიოდა და ჩამწყდარი ხმით საუბრობდა-მაშო ერთ ცალად როგორ დავტოვო? ან ჯერ რა გამოვცადე რომ მკლავ ?
-მიააა - ჯერ ბუნდოვნად მოესმა ხმა , ეგონა ეჩვენებოდა შემდეგ უფრო ახლოდან გაიგო - მიაააა ხმა გამეციი ....მიააა - ისევ როცა მოესმა საყვარელი ხმა და დაინახა მისკენ მიმავალი მათე სიხარულისგან აღარ იყო ... გაიქცა და გიჟივით მოეხვია , ისე ეკვროდა ვერავითარი ძალა მოაშორებდა -ჩემი გოგო , ჩემი ლამაზი გოგო... როგორ შემეშინდა .მეგონა დაგკარგე, მეგონა ვეღარ გიპოვიდი - მათე ნერვიულობისგან გიჟს გავდა... ხელებს თმაზე უსვამდა, გაყინულ ლოყებს უკოცნიდა
-ღმერთო მადლობა... მადლობა რომ შანსი მომეცი - უცებ თქვა და უცებ აკოცა ....კოცნიდა მთელი გრძNობით .გიჟურად და ამაღელვებლად. მათე ჯერ შეკრთა მერე თავადაც აჰყვა...მკლავები უკეთ მოხვია მისი ტუჩების დაგემოვნება განაგრძო...
თავზე ათოვდათ და გაყინულებს ესეც არ ანაღვლებდათ. ისევ თვითონ მოშორდა . სანამ მათე იტყოდა რამეს ტუჩებზე თითები მიადო და დაიწყო- მომისმინე გთხოვ... ვიცი გიჟი ვარ, გადარეული სულ ნერვებს გიშლი პირველივე შეხვედრიდან თითქოს რამე დამიშავე არადა არაფერი დაგიშავებია იმის გარდა რომ სიგიჟემდე მომწონდი, მიზიდავდი და ჯერ არ განცდილ ვნებას აღვივებდი ჩემში... ამის მეშინოდა და გეჩხუბებოდი თითქოს ეგ დამიცავდა იმისგან რომ არ შემყვარებოდი . მაგრამ ვის დაუცვია სიყვარულისგან თავი ....ახლა მივხვდი, გავაცნობიერე რომ ყველაზე ძლიერი გრძნობაა და მისი მართვა არ შეიძლება...ისე მიყვარხარ მგონია რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ და საერთოდ არ მაინტერესებს გიყვარვარ თუ არა , უბრალოდ მოგწონვარ, ვნებას აღვძრავ შენში თუ ჭკუას გაკარგვინებ ... დედამიწის ღერძიდან გადაყვანა რომ დამჭირდეს შენს დაკარგვას არ ვაპირებ
-არ გვინდა კატაკლიზმები, მეორედ მოსვლა და გამყინვარების დაწყება. ისე გიჟივით მიყვარხარ ისედაც დაგვატყდება ეგ ყველაფერი თავზე ერთად თუ არ ვიქნებით- მათემ თავად მოხვია ხელი და ისე ეძგერა ტუჩებზე აი ეს იყო კოცნა თუ იყო - აი ასე ჩემო გიჟო ანგელოზო დღეიდან სამუდამოდ ჩემი ხარ ... წავედით ახლა თორე შეგვჭამს მგლები და ვერ მოვახერხებ შენით დატკბობას .ხო უნდა ჩამყვეს საფლავში შენი ტუჩების გემო და ამიფორიოქოს სული- სიცილთ უთხრა ხელში აიყვანა გათოშილი მია და სწრაფად გაიარა მანძლი სახლამდე რომელიც ტყეში გზის გავლისას შენიშნა .
სიბნელეში მობილურით გაარჩიეს საგნები- ერთი საწოლი და მაგიდა იდგა, ბუხარში ძველი ნივთები ,დასაწვავი ნაჭრები ეყარა სანთებელათი აანთო ცეცხლი და გარედან შემოიტანა ტოტები , რომ არ გაყინულიყვნენ . შემდეგ ბუხარი ანათებდა გარემოს. როგორც იქნა მობილურმა დაიჭირა რამდენიმე წამით და მაშინვე შეტყობინება გაგზავნეს დაამშვიდეს ოჯახი ერთად ვართ ხვალ დილით დავბრუნდებით არ ინერვიულოთო
-ეხლა რა ვქნათ... აქ სად დავწვე
-საწოლს ვერ ხედავ?
-მე მანდ ვერ დავწვები დარწმუნებული ვარ რწყილები ან რამე მსგავსი იქნება
-კარგი რა მია ნახე ჩვეულებრივი საწოლია სულაც არ ჩანს ჭუჭყიანი თეთრეული ალექსანდრეს სახლის მომვლელი ამბობდა აქვე ქოხი მაქ ტყეშიო და ალბათ მისია ნახე ობობიის ქსელებიც არაა ირგვლივ და სისუფთავეა
-კარგი ხო დავწვები მაშინ მე ... შენ აქ ვერ დაეტევი
-ვითომ რატომ ვერ დავეტევი ,ასეთი მსუქანი ვარ?
-რა იყო კომპლიმენტს ელი?
-მოკლედ შენ ხო არ გაახარებ კაცს- თქვა და გვერდით მიუწვა მართლა ისეთი პატარა საწოლი იყო ძლივს ეტეოდნენ ,მაგრამ გაყინულებს ახლოს წოლა უფრო არგებდათ
......
-გამაგიჟებს ეს გოგო ნამდვილად გამაგიჟებს ....ამდენი ხანია კატა =თაგვივით არიან და ახლა მოუნდათ ერთად წასვლა? გავგიჟდები ანდრეა თუ არ გავიგე სად არიან დარეკე კიდე იქნებ გიპასუხონ - ანა გაგიჟებული მიმოდიოდა ოთახში
-დედა დამშვიდდი რა არაფერი მოხდება არ იცნობ მათეს?
-მათეს კი ვიცნობ ,მაგრამ მია ვიცი რა გიჟია და რამე სისულელე არ ჩაიდინოს
-კაი დედა ახლა დიდი დიდი ჩვენსავით დაქორწინდნენ მეტი სისულელის გამკეთებელი მია არაა
-გაგიჟდი გოგო შეენ? ეგ მინდა ეხლა მეე? არა მეორე გოგოც რო ქორწილის გარეშე გავათხოვო გავგიჟდები
-შენ მაგაზე ნერვიულობ ქორწილს რომ არ გადაიხდიან თუ იმაზე რომ დაქორწინდნენ-ანდრეამ გახედა ცოლს და თვალები დაუბრიალა
-ანდრეა დაქორწინდნენ მერე ბიჭი არ მოგწონს თუ არ იცი ერთმანეთი რომ უყვართ ...ერთხელ არ შეიძლება მოვიდნენ და მთხოვონ შვილის ხელი?
-ვაიმე ანი ნეტა სხვა სადარდებელი არ გექნებოდეს რამე რა- ალექსანდრემ თქვა და ჩაეხუტა დაიკოს
-შენ რა გენაღვლება პატარა გყავს შვილები.... დემეტრეს საცოლეს ყველა კარგად ვიცნობთ ჩვენი ელენიკო არაჩვეულებრივია .დამიანე კიდე ხო ვიცი ცუდი გოგო არ ჰყავს შერჩეული- ნიშნისმოგებით თქვა და დამის გახედა - ლილე კიდე ისე არ გათხოვდება შენ რომ არ გკითხოს, მაგაში დარწმუნებული ვარ და ამათ გაზრდამდე და დაოჯახებამდე ათასი ვარიანტი შეიცვლება გათხოვების და ცოლის მოყვანის
-ანა მამიდა ველ გავიგე ჩენ ლა განელვიულებც მალიამი მაინც გამოუჩვი მეძინება დავიგალე ქალი - ანაბელმა ბუზღუნით თქვა და მარიამს მიეხუტა
-ჩემი პრინცესა გეძინება დეე? წამო წავიდეთ ჩემო სიცოცხლე ...შენი გიჟი მამიდაშვილი ხვალ მოვა - ბავშვი აიყვანა და წავიდა . დანარჩენინებს ეძინათ უკვე ამიტომ ანაბელი დააწვინა და მასაც წამსვე დაეძინა.
ანა კი მთელი ღამე საწოლს არ მიჰკარებია. მისაღებში იჯდა და ანდრეასაც არ აძლევდა დაძინების საშუალებას.
......
დილით დაბრუნდნენ გვრიტები ანა დივანზე იჯდა და როგორც კი შევიდნენ წამსვე წამოფრინდა ფეხზე
-სად იყავით? გუშინ რატომ არ მოხვედით? მია რას გავს შენი საქციელი ხომ იცოდი რომ ვინერვიულებდი თქვი ახლა რა დამართე ამ ბიჭს ...რა სისულელ გააკეთე მოყევი გამისკდა გოგო გული. შენ უნდა მომკლა?
-დედა დამშვიდდი ეხლა არ ინერვიულო არაფერი მჭირს უბრალოდ გზა ამერია ტყეში თოვა დაიწყო... კიდევ კარგი მათემ მომაგნო დამინახა ტყეში რომ შემოვედი რამდენიმე წუთ რომ არ დავბრუნდი წამოსულა მოსაძებნად და მიპოვა
-ჩემი გოგო ,მოხვედი მამა? გამაგიჟა დედაშენმა - ანდრეა შევიდა და შვილს მოეხვია-ხომ კარგად ხარ მა?
-ვაიმეე ჩემი სიკვდილი.... დედა შენ ტყეში ლამის მკლებმა დაგგლიჯეს და დედაშენი ამ დროს აქ იჯდა და არფერი იცოდა?-უცებ წამოიკივლა და გონება დაკარგა
-ანა ანა გამოფხიზლდი რა გჭირს ანა არ გამაგიჟო ვერ ხედავ კარგად არიან? - ანდრეამ სახეზე ჩამოუსვა თითები და ცოტა შეაფხიზლა -აი ეგრე რა რას მიხეთქავ გულს - აკოცა და ჩაეხუტა - მამა ხო კარგად ხარ სად იყავით წუხელ
-ჩვენი სახლის მომვლელის ქოხში ახლოს სხვა არაფერი იყო და რა გვექნა
-კაი დამშვიდდით ეხლა ყველა რა იყო ანა ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გახდი არ შეიძლება ეგრე - ალექსანდრე ჩაეხუტა დას და ბავშვებს გაუღიმა - დაჯექით თქვენ რა იყოთ რა შეშინებული სახეები გაქვთ
-ჩვენ რაღაცის თქმა გვინდოდა და
-ვაიმე არაფერი გამაგონოთ ეხლა არ გამაგიჟოთ - ანამ წამოიყვირა- წადით გამოიცვალეთ ჭამეთ რამე და დაისვენეთ რას დაიძინებდით სადღაც ქოხში
-მართალია წადით ბავშვებო დაისვენეთ - ანდრეაც დაეთანხმა ასე რომ მათემ ხელი მოხვია და კიბისკენ უბიძგა
-უკეთესი დრო შევარჩიოთ ახლა ანერვიულებულია და რას გააკეთებს არავინ იცის
-მართალია ცოტა დამშვიდდება და ვეტყვით - ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში შევიდა.
.......
ერთად საუზმობდნენ ლაშა რომ მივიდა...
-გამარჯობათ მეგობრებო როგორ გიკითხოთ? ჩემი ანგელოზები როგორ არიან?- ყველას აკოცა ბავშვებს განსაკუთრებით მოეფერა მერე სოფოს შეხედა რომელიც ვითომ აქამდე ვერ შეამჩნია და გაუღიმა- ქალბატონო სოფო როგორ გიკითხოთ?
-არაჩვეულებრივად ვიყავი აქამდე - მისმა დანახვამ ააფორიაქა. აქამდე თუ ისე აწუხებდა გაუჩერებლად ფიქრები ლაშაზე და იმ კოცნაზე ბოლო შეხვედრისას რომ მოპარა ეხლა გარეგნულადაც დაეტყო .
-ძალიან კარგი - მხოლოდ ეს უთხრა ისე დაიჭირა თავი თითქოს არაფერი მომხდარა, ზედაც არ უყურებდა . ბავშვებთან ერთად დაჯდა ყველას ელაპარაკებოდა ჩვეული ხალისით და ენერგიით მხოლოდ სოფის აიგნორებდა . საუზმობის შემდეგ ყველა მიმოიფანტა ზოგი სად წავიდა ზოგი სად . მარიამმა გოგონებთან ერთად წაიყვანა ბავშვები სასეირნოდ, ალექსანდრე სახლში დარჩა აივანზე იჯდა ყავის ფინჯანით ხელში და სიგარეტს ეწეოდა, მზიანი ამინდი იყო. გვერდით ლაშა მიუჯდა მას საყვარელი ლიმნიანი ჩაის ფინჯანი ეჭირა ხელში , შემდეგ სიგარეტის ღერს მოუკიდა და გააბოლა
-მე და შენ დიდი ხანია მეგობრები ვართ ხომ ასეა- სერიოზული გამომეტყველებით დაიწყო და ალექსანდრეს შეხედა- თითქმის არაფერია ისეთი რაც არ ვიცით ერთმანეთზე
-გისმენ ლაშა რა გინდა მკითხო პირდაპირ მითხარი და თუ შემიძლია გიპასუხებ
-ვიცი რომ ახლა ძალიან გიყვარს მარიამი და არასდროს უღალატებ არ მინდა ცუდად გაიგო უბრალოდ მაინტერესებს შენ და სოფოს ადრე ,სტუდენტობისას რამე გქონდათ?
-მე და სოფო ყოველთვის მეგობრები ვიყავით ისეთი მეგობრები, როგორიც ელენე და დემეტრე იყვნენ იმ განსხვავებით რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ მე და სოფის კი მხოლოდ მეგობრულად გვიყვრას ერთმანეთი ...მინდა გითხრა რომ მასზე მაგარი ქალი არ მეგულება, საუკეთესო გოგოა ვერავინ მიხვდება სინამდვილეში როგორი კარგია მხოლოდ მე ვიცი ყველაფერი მასზე და დამიჯერე ამქვეყნად ყველაზე წმინდა და სუფთა გული აქ და ნებისმიერს გავანადგურებ მას რომ აწყენინოს და გული ატკინოს
ლაშამ ხედს უყურებდა და ეწეოდა. თვალსაც არ ახამხამებდა ცოტა ხანს .შემდეგ ისევ დაიწო
-მთელი კვირაა არ მინახავს და იცი რაზე ვფიქრობდი? ყოველ დღე მასზე ვფიქრობდი .იმ ღამით ,როცა ერთად ვიყავით შუაღამით შემოვიდა ოთახში .საშინლად იყო შეშინებული, რომ მითხრა ღამის მეშინიაო გამიკვირდა ,მაგრამ არ შევიმჩნიე მერე ვაკვირდებოდი მძინარეს და .. კოშმარი ნახა ან რეალობა გაახსენდა ,ბევრი ვიფიქრე ამაზე და ვიცი რეალობა ნახა არც ღამის და ჭექა-ქუხილის ეშინოდა . პირველად ვგრძნობდი როგორ მტკიოდა სხვისი ტკივილი ალბათ არაფერია ჩემი შიში იმასთან შედარებით რაც მას გადახდა არც კი ვიცი როგორ აღვწერო მისი იმჟამინდელი მდგომარეობა მეგონა ლაღი და მხიარული , თავქარიანი სოფისგან არაფერი იყო დარჩენილი . პირველად მკითხა რამე ხო არ მითქვამსო ვიცოდი უხერხულად იგრძNობდა თავს ამიტო გავჩუმდი , შენთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე არც მინდოდა ჯერ რამე მეთქვა სანამ ჩამოვყალიბდებოდი, ჩემს გრძნობებში გავერკვეოდი და მზად ვიქნებოდი სიმართლის მოსასმენად
-ლაშა მე არ შემიძლია არაფრის თქმა ეს მხოლოდ სოფის გადასაწყვეტია მხოლოდ ერთს გეტყვი ის არ ჰგავს სხვებს და მის მსგავს ვერასდროს შეხვდები - მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და იქაურობას გაეცალა. ლაშა კი ისევ იჯდა უყურებდა დათოვლილ ხეებს და განაგრძობდა ფიქრს ან რაღა იყო საფიქრალი იცოდა რომ ჰაერივით სჭირდებოდა ეს გიჟი გოგო და მის გარეშე ვერ გაძლებდა .
სოფია ხედს უყურებდა, საღამოს ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა . ლაშა ჯერ შორიდან უყურებდა, შემდეგ მის გვერდით დადგა
-ლამაზი ხედია არა?
-ხო ძალიან ლამაზია .... მეგონა ოცდათერთმეტში ჩამოხვიდოდი
-ხო მეც ეგრე მეგონა , მაგრამ დრო გამომიჩნდა და წამოვედი .... გავისეირნოთ არ გინდა?
- გავისეირნოთ- ირგვლივ ლამპიონები ანათებდა ყველაფერს მათ შუქზე კი თოვლი ლამაზად ბრჭყვიალებდა . უხერხული დუმილი იყო გამეფებული , ორივე ღელავდა მოსალოდნელი საუბრის გამო
-მგონი შეგცივდა გინდა დავბრუნდეთ?- დუმილი ლაშამ დაარღვია გათოშილ ხელებზე აკოცა და თვალი გაუსოწრა
-წავიდეთ - ლაშა პასუხმა დააკმაყოფილა ხელი მოხვია და სახლისკენ წავიდნენ. უკვე ყველა თავის საძინებელში იყო, მათი ოთახები მესამე სართულზე იყო მოთავსებული ამიტომ ერთად აიარეს კიბე . ლაშას დალაპარაკება უნდოდა ,მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო , სოფო საკმაოდ ჭკვიანი იყო იმისთვის რომ მარტივად მიმხვდარიყო სიმართლეს ამიტომ თავად დაიწყო . ძლიერი ხასიათი ყოველთვის ჰქონდა ახლაც ამაყად დახვდა წინააღმდეგობას
-მგონი ჩემთან დალაპარაკება გინდა თუ ვცდები
-მე .. მართალია მინდა დალაპარაკება ,მაგრამ თუ გინდა სხვა დროს იყოს უკვე გვიანია
-არ მიყვარს საქმის გადადება გარკვევა მირჩევნია ხოლმე, მაგრამ დიდი დრო დაგვჭირდება თუ არ გეზარება და მზად ხარ ჩემს მოსასმენად - საძინებლის კარი გააღო და ხელით მიუთითა შესულიყო.
ლაშა ოთახში შევიდა ისიც უკან მიჰყვა საშინლად ღელავდა ცხოვრებაში პირველად ყვებოდა ამ ამბავს თან საკუთარი სურვილით-იმ ღამით ყველა სიტყვა გესმოდა ხომ? -პირდაპირ უთხრა და თვალებში ჩახედა
-თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი ...უბრალოდ
-მადლობა რომ იმ ღამით არ შეიმჩნიე ალბათ იმ წამებში ძალიან ცუდად ვიქნებოდი ახლა სხვანაირად ვაზროვნებ და ბევრი ვიფიქრე მას მერე
-სოფო მართლა არ გინდა თუ ...
-15 წლის ვიყავი ნოემბერი იყო... 18 ნოემბერი სამ დღეში 16 ვხდებოდი უკვე დაგეგმილი მქონდა როგორ დაბადებისდღეს გადავიხდიდი რა უნდა ეჩუქებინათ მშობლებს როგორ კაბას ჩავიცვამდი . იმ დღეს საშინლად ციოდა მოღრუბლული იყო ასეთი ამინდი ყოველთვის ცუდად მოქმედებდა ჩემზე ...ჯერ სკოლაში ვიყავი შემდეგ მასწავლებელთან ,პირველიდან მეორე მასწავლებელთან წავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, თან უკვე წვიმდა თანდათან ძლიერდებოდა, როცა გამოვედი ინგლლისურის მასწავლებლიდან დაბნელებული იყო ...მაშინ არც განათება იყო, საერთოდ ჩაბნელებულ ქუჩაში მივდიოდი საშინლად წვიმდა ზუსტად ისე როგორც იმ ღამით -უკვე უჭირდა მოყოლა, მაგრამ მაინც გააგრძელა - როცა ჩიხში შევედი ვიგრძენი როგორ მომყვებოდა უკან ვიღაც ...საშინელი წინათგრძNობა მქონდა პირველად შემეშინდა , ჩქარა წავედი, უკვე მომდევდა . გავიქეცი ,ირგვლივ ვიხედებოდი მაგრამ არავინ ჩანდა ისეთი ხმა იყო ვერც ვერავინ გაიგებდა ყვირილს... ჩემი დაჭერვა არ გასჭირვებია პირზე ხელი ამაფარა და ერთ-ერთ სახლში შემათრია ,მიტოვებული ადგილი იყო . ვყვიროდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ვცდილობდი გაქცევას და რამდენიმეჯერ გამარტყა, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი მხოლოდ შიშს , მოსალოდნელი საფრთხის შიშს როცა დავინახე გაელვებისას მისი სახე გული გამიჩერდა მერე უკვე ვევედრებოდი გაჩერებულიყო მაგრამ ამაოდ ვინაიდან სიცივე იყო საკმაოდ ბევრი მეცვა ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მოვიშორე და ისევ დამაგდო საწოლზე თან დამარტყა უკვე სისხლი მდიოდა , ნაკაწრები მქონდა . ვევედრებოდი გაჩერებულიყო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა მთვრალი იყო ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და საერთოდ არ ესმოდა არაფერი მხოლოდ სურვილი ჰქონდა რომელიც მანამდე ვერ აისრულა ... ბოლოს მახსოვს როგორ შემომახია ყველაფერი და ქამრის გახსნა დაიწყო ბოლოჯერ გავიბრძოლე და ისე დამარტყა გავითიშე მას მერე აღარაფერი მახსოვს საერთოდ არაფერი . გონს საავადმყოფოში მოვედი პალატაში მხოლოდ ალექსანდრე იყო მაშინ პირველად ვნახე ისე ვიყავი ნაცემი სიტყვებსაც ვერ ვამბობდი მხოლოდ ცრემლები მდიოდა გაშეშებული თვალებიდან ...ყოველ ღამით იმდენ დამამშვიდებელს მიკეთებდნენ გათიშული ვიყავი შემდეგ მითხრეს რომ კოშმარს ვხედავდი და უმართავი ვხდებოდი . დაახლოებით ერთი თვე საავადმყოფოში ვიყავი , ,შემდეგ სახლში წამიყვანეს, მაგრამ ისე ვიყავი აზრი არ ჰქონდა ისევ კლინიკაში დამაწვინეს ამჯერად ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი... ფსიქიატრიულში წაყვანამდე ცოტა მაკლდა . მამას ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევისას ,როცა ვერანაირად მამშვიდებდა გულმა შეტევა მისცა და ძლივს გადაარჩინეს ... დედა განადგურებული იყო ერთადერთი ადამიანი მრჩებოდა საყრდენად...ბიჭი ვინაც იმ სახლიდან გამომიყვანა ,ჩემი ანგელოზი ალექსანდრე რომელიც ყოველდღე მოდიოდა და ჩემს ამბავს გებულობდა.. მასთან საუბარმა დამაბრუნდა უკან და ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგა . რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკაში გადავედით საცხოვრებლად, რადგან აქ ყოფნა არ შემეძლო ახალი გარემო მჭირდებოდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად . ალექსანდრე როცა ჩამოვიდა სასწავლებლად ერთ უნივერსიტეტში აღმოვჩნდით და მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ მართალია ხშირად ვეღარ ვნახულობ ,მაგრამ ისაა ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ჭუჭყიანი მხარე იცის... იცის როგორი ვარ და რა საშინელი ქალი იმალება ამ მხიარული ,მომღიმარი და ბავშვური გოგოს მიღმა ...უკვე შენც იცი - ცახცახებდა, ცრემლები დიოდა, მაგრამ მაინც არ ქვითინებდა თითები დაუბრუშდა,საუბარს მაინც აგრძელებდა-ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი რომ არ მინდა ჩემი გარეგნობის გამო, რომელიც გხიბლავს ვნების გარდა სხვა უფრო წრფელი და თბილი გრძნობა გაგიჩნდეს მინდა თავიდანვე იცოდე როგორი ვარ და თავიდან ამოიგდო ყველაფერი რაც კი გიფიქრია და მხოლოდ კომპანიონად აღმიქვა ,რადგან ჩემი .... ჩემი ეს მდგომარეობა კავშირში არაა მასთან - თითები დაეკრუნჩხა ნერვიულობისგან უკვე სპაზმები დაეწყომ ძლივს სუნთქავდა -მაპატიე რომ ... რომ დაგამძიმე ამ ამბით ..... მაპატიე - უკვე არაადამიანური ხმა ამოუშვა საწოლზე დაეცა და კრუნჩხვები დაეწყო ლაშას აღარაფერი ახსოვდა გათიშული იყო გიჟივით მივარდა და მისი გამოფხიზლება სცადა თან ყვიროდა და შველას ითხოვდა არც კი გაუაზრებია საერთოდ თუ იძახდა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა ალექსანდრემ უკან გააგდო სოფოს ჩანთიდან რაღაც ნემსი ამოიღო და გოგოს მხარზე დაარჭო მერე იქვე დააგდო და უკვე დამშიდებული სხეული გულში ჩაიკრა . კიდევ კარგი მხოლოდ მარიამი იყო ოთახში სხვას არავის გაუგონია ხმა ,რადგან ღრმად ეძინათ თან განაპირა მხარეს . მარიამი კარში იდგა გაოცებული . ლაშა გაშეშებული იჯდა სავარძელში და საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და აღიქვავდა ტკივილის გარდა ,რომელიც ენით აღუწერელი იყო , რომელსაც ვერაფერი გადააჭარბებდა .
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო ... ყველაფერი კარგადაა შენთან ვარ . შენთან ვარ ჩემო გოგო - ალექსანდრე მაგრად იხუტებდა თავზე კოცნიდა ხელს ზურგზე უსმევდა და ჩურჩულებდა
-გავიდეს გთხოვ ყველა გავიდეს გემუდარები- იმდენად ჩუმად თქვა მხოლოდ ალექსანდრემ გაიგო
-გადით ... რა მოგვიანებით ისაუბრებთ . მარიამ გადით გთხოვ
-ახლავე - მარიამი მოვიდა გონს და ლაშას ანიშნა ამდგარიყო. ბიჭი დაპროგრამებულივით წამოდგა კიდევ უყურებდა სოფოს , რომელიც უბრალოდ ცახცახებდა ალექსანდრეს ძლიერ მკლავებში და მისი სახეც კი არ ჩანდა . ოთახიდან გავიდა და მეზობელ კარს მიეყრდნო
-ლაშა ... ლაშა კარაგდ ხარ?- მარიამმა უცებ მოკიდა ხელი
-არა არ ვარ კარგად... კარგად ვერ ვიქნები - უცებ თქვა და იქედან გიჟივით გავარდა. მარიამმა მისი გაჩერება ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში შევიდა ოთახში.... სოფის უკვე ღრმად ეძინა ალექსანდრეს ჰყავდა მიხუტებული და ისევ ეფერებოდა თმაზე
- ლაშა სადაა
-წავიდა... არ ვიცი სად. მეშინია რამე არ შეემთხვას, თოვს თან ცუდად იყო
-შეგიძლია აქ დარჩე? ბავშვები არ გაიღვიძებენ ჯერ... მე უნდა წავიდე
- რა თქმა უნდა, მაგრამ რომ გამოფხიზლდება რა გავაკეთო
-დილამდე არ გაიღვიძებს მანამდე მე მოვალ... არ იდარდო უბრალოდ მინდა აქ იყო ცუდად თუ გახდა დამირეკე კარგი ?
-კარგი - ქმარს აკოცა - ფრთხილად იყავი ხო?
-მიყვარხარ - ალექსმა აკოცა და ოთახი დატოვა.
მარიამმა სოფოს საბანი გადააფარა გვერდით მიუწვა და მობილური მუცელზე დაიდო არ ეძინებოდა რა თქმა უნდა ალექსანდრეს და ლაშას დაბრუნებას ელოდა ...თან სოფოს უყურებდა ძილშიც კი ემჩნეოდა სახეზე ტკივილი .
ალექსანდრემ მალევე დაინახა ლაშას მანქანა და იქვე გააჩერა... მანქანასთან დაინახა თოვლში ჩაკეცილი ბოლო ხმაზე ხაოდა და ხელებს ურტყავდა თოვლიან მიწას ....პირველად დაინახა მის თვალზე ცრემლები ,პირველად ხედავდა ამ მხიარულ ,უდარდელა ბიჭს ასეთ მდგომარეობაში და ორმაგად ტკიოდა ...ფეხზე წამოაყენა და მოეხვია
-ალექსანდრე ... ეს ეს საშინელებაა ჩემი სოფი , ჩემი გოგო თურმე რა გადაუტანია ალექსანდრე ...ეს, ამას როგორ... გაუძლო როგორ გაუძლო .მითხარი ასეთი ძლიერი როგორაა .... მტკივა ალექსანდრე მინდა დავავიწყო ,მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო .მინდა მოვკლა ის , მინდა ახლა აქ მყავდეს და ცემაში ამოვხადო სული მინდა დავუმსხვრიო ძვლები , დავაჭრა თითები რომლებითაც ეხებოდა . მოკვლა მინდა ალექსანდრე
-დამშვიდდი დიდი ხნის წინ მოკვდა და მეორედ შეუძლებელია იგივეს გაკეთება. მას მიეზღო საკუთარი ქცევის გამო... ზუსტად ისე როგორც შენ თქვი შესაძლოა უარესადაც კი
-როგორ
-სოფო იცნობდა მას, იცოდა ვინც იყო... ის ბიჭი მისი შეყვარებული იყო მეამიტურად ბავშვურად უყვარდა ან რა იცოდა სიყვარული რა იყო ის ბიჭი მასზე სამი წლით დიდი იყო , როგორც გაიგეს რუსეთში გაიქცა მაგ ამბის შემდეგ, მაგრამ სოფის მამამ და მისმა მეგობრებმა მიაგნეს ...მე როგორც გავიგე იმ ბიჭისგან ფერფლიც აღარ დატოვეს სოფომ არ იცის ამის შესახებ მან მხოლოდ ის იცის რომ ის ბიჭი მოკვდა და არც უნდა გაიგოს გესმის? ის მას მერე არავის მიკარებია პანიკური შიში ჩამოუყალიბდა უცხო ბიჭის ჩახუტებაზეც კი ცუდად რეაგირებს .მხოლოდ მათთან გრძნობს თავს მშვიდად ვისაც ენდობა ,ასეთი კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანია მამამისი, ნათლია, რომელიც მამამისის საუკეთესო მეგობარია , მე და შენ . შენ ხარ ერთადერტი ვისაც არც კი იცნობდა ნორმალურად მაგრამ იგივე მდგომარეობაში არ ვარდებოდა. ეს რო მითხრა გაოცებული ვიყავი მაგრამ ახლა ვხვდები ჩემი გოგო თავიდანვე გრძნობდა შენთან კავშირს . არ მეგონა თუ მოგიყვებოდა ვიცი ძვირფასი ხარ მისთვის და გონია რომ ამით გიცავს
-რისგან მიცავს ალექსანდრე... მეუბნებოდა იცი ბოლოს ამბობდა მაპატიეო. მაპატიე ასეთი რომ ვარო ღირსი არ ვარო... შენი ღირსი არ ვარ არ უნდა შეგიყვარდეო იმიტო მითხრა ეს ყველაფერი იმიტო გაიხსენა და მოყვა რომ გონია ამ ამბის შემდეგ არ შემიყვარდება? გონია შემძულდება მითხარი ამის დედაც გავგიჟდები ...უკვე აღარ შემიძლია ,მტკივა ალექსანდრე მტკივაა საშინლად .ყველაფერი მეწვის ,არ ვიცი რა გავაკეთო. ისე მიყვარს ,შიგნეული მეწვის სული მეფერფლება მისი ტკივილის შეგრძნებისას, იმის წარმოდგენისას რომ ატკინეს, იმის გააზრებისას რომ შეეხნენ ,დაარტყეს და ატირეს მისი ტკივილის წარმოდგენისას ვგიჟდები . მას ჰგონია რომ ცუდია,ჰ გონია რომ თვითონაა ცუდი
-მართალია გარეგნულად აღარფერი ეტყობა მაგრამ შინაგანად ისევ ისე ტკივა... სულ იძახის რომ საშინელი ქალია, ამაზრზენი და გულისამრევი იმდენად საშინელი რომ კარგ ადამიანთან ყოფნას არ იმსახურებს არც ოჯახს შვილებს და სიყვარულს იმსახურებს შენ ჭირდები ლაშა შენს გარდა ვერავინ დაეხმარება მე არ შემიძია მისი დახმარება მე მეტი არაფერი შემიძლია შენი სიყვარულის გარდა ვერაფერი დაეხმარება. თუ იგრძნობს რომ მიუხედავად ყველაფრისა გიყვარს და ამას არაფრად აგდებ არ გაინტერესებს მისი წარსული მხოლოდ მაშნ იქნება ბედნიერი და დაივიწყებს ყველაფერს ამას ამბობს ყველა ფსიქოლოგი მაგრამ აქამდე ისეთი არავინ გამოჩენილა ვისთან სიახლოვეც არ აშინებს და არ ახსენებს იმ დაწყევლილ ღამეს
გამთენიისას დაბრუნდნენ სახლში .მარიამს ჩასძინებოდა ,ალექსანდრემ აკოცა სოფოს შემდეგ მარიამი აიყვანა ხელში და ოთახიდან გავიდა. ლაშა ჯერ თავის საძინებელში იყო შესული გამოიცვალა ბოლო ძალები მოიკრიბა და შემდეგ შევიდა სოფოსთან. ისევ მშვიდად ეძინა გოგოს, მის გვერდით ფრთხილად დაწვა, ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა , თან თმაზე ეფერებოდა .
გამომეტყველება რომ შეეცვალა ლაშა მიხვდა რომ მალე გამოიღვიძებდა. სოფო სასიამოვნო სურნელს გრძნობდა უნდოდა რომ სიზმარი მაინც შეერგო ამიტო მისკენ მიიწია თავი მის ყელში ჩარგო , სურნელი ღრმად შეიგრძნო და გაიტრუნა . ლაშა მოეხვია და აკოცა ,როცა გააცნობიერა რომ შეგრძნება ნამდვილი იყო ციებიანივით გახტა უკან და შეშინებულმა შეხედა ბიჭს .
-აქ .. აქ რას აკეთებ მე ხო ... არა შეუძლებელია აქ არ უნდა იყო - ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო სვლა . ლაშამ გააჩერა ხელები მოხვია და თვალებში უყურებდა
-სოფო ჩემო ლამაზო შემომხედე გთხოვ - თავი ააწევინა და აცრემლებულ თვალებში ჩახედა -შენ ამქვეყნად ყველაზე სუფთა, წმინდა და უმწიკლო ქალი ხარ . იმდენად მიყვარხარ შენი დაკარგვა მომკლავს , შენს გარეშე ვერ ვიარსებებ... შენ ხარ ის ერთადერთი ვის გარეშე არარაობა ვიქნები შენს გარდა ვერავის ვუერთგულებ ,ვერავის ვუწოდებ ჩემი შვილების დედას შენ ხარ ის ვინც მჭირდება ,ვინც ჩემი გულის ფეთქვაა ...მხოლოდ შენ და არავინ სხვა . გეფიცები ყველაფერს დაგავიწყებ გაგაბედნიერებ და აღარასდროს გაიხსენებ ძველ დროს- ელაპარაკებოდა სოფოს კი ცრემლები დიოდა -მიყვარხარ ჩემო-უთხრა და მის ათრთოლებულ ბაგეებს ძალიან ფრთხილად შეეხო, ეშინოდა მისი რეაქციის მაგრამ როცა იგრძნო როგორ მოდუნდა ისიც დამშვიდდა, შემდეგ ჩაეხუტა ისე ჩაეხუტა ძვლების ტკაცუნი მოესმა
-არ მატკინო გთხოვ არასდროს მიღალატო ისე მიყვარხარ მოვკვდები შენს გარეშე ვერ ვიარსებებ - სოფომ ჩუმად უთხრა ისე რო თავი არ აუწევია ხელები წელზე მოხვია და გაიტრუნა
ალექსანდრე ვერ ისვენებდა უნდოდა გაეგო რა მოხდა მაგრამ არ იცოდა რა გაეკეთებია
-ვაიმე ალექსანდრე მოისვენე თუ ღმერთი გწამს
-მამიტო მოიცვენე ლა თავბლუ დაექა- ატიტინა გაბრიელი მამიკომ ხელში აიყვანა და აკოცა
-წავიდეთ ჩემო გოჭო ვისაუზმოთ მზად იქნება უკვე ყველაფერი
-მოიცადე გოგონების ეტლი წაიყვანე შენ ესენი თვითონ წამოვლენ ან
-დილამშვიდობის აბა ვინ წამოვა ჩემთან ერთად?- დემეტრე შემოვარდა და ბავშვები ჩაკოცნა უფროსებს ხელი ჩაკიდა და მათთან ერთად წავიდა
-აი გვყავს დამხმარე, ელე სადაა დემეტრე?
-გავიდა ცოტახნით და მოვა -დაუძახა და ბავშვებთან ერთად დაეშვა კიბეებზე
ყველა ქვემოთ იყო მათ არაფერი იცოდნენ ლაშაზე და სოფოზე ამიტო მხიარულად ისხდნენ . მარიამი კი ტითებს იმტვრევდა უკვე არც ერთი ჩანდა
-მოვკლავ ლაშას სადაა ამდენ ხანს სიყვარულის ახსნას რაღა უნდა გავგიჟდი- ბუტბუტებდა
-გეყოფა მარიამ წეხან შენ არ მეუბნებოდი მოისვენეო?- ალექსანდრემ გააჩერა და გვერდით დაისვა
მალე ოთახში სოფო და ლაშიკო შევიდნენ.... ვაჟბატონს ხელი ჰქონდა მოხვეული და ლოყაზე კოცნიდა მარიამმა რო დაინახა სულ დაავიწყდა ყველა და ყველაფერი მათკენ გაიქცა და ორივეს მოხვია ხელები თან მონაცვლეობით უკოცნიდა ლოყებს
-ვაიმე როგორც იქნა . რა მაგარია გვეღირსა მიყვარხართ ძალიან ძალიან ორივე შენ მაინც ყველაზე მეტად ჩემო გიჟო გოგო - იძახდა და ეხვეოდა
-რა ხდება ჩვენ არ გვეტყვით?
-მე და სოფო ერთად ვართ- გაიკრიჭა ხელი მოხვია ისე რო სხეულზე აიკრა და აკოცა
-აი მესმის ამბავიი დილიდან ასეთი უნდა 31 დეკემბრის დილა როგორ დაიწყო და საღამო რა იქნება წარმომიდგენია - ტაში შემოჰკრა ანამ და ჩაეხუტა ორივეს -სუპერ წყვილი ხართ
-აი ბატონო ალექსანდრე ეხლა გაძლიერებული ძალებით დავუპირისპირდებით შენს რეკორდს - ეს რო თქვა ერეკლემ სოფოს ფერი ეცვალა ლაშიკომ ყელში აკოცა
-ცუდზე არ იფიქრო ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ცხოვრება
-ლა გიქალიათ აცე ველ გავიგე ლათ უნდოდა ექლა თქმა ეც დიდები ლა ცულელები ქალთ ალ იცით ისედაც ვიც ვინ უკალს?- ანაბელმა თქვა და გაიბუსხა მამიკოს მიეხუტა და აკოცა- ეცენი ცულელები ალიან მამიკო ჩენ თუ ქვდები ქოლმე ამათ ლა ჭილთ
-ჩემი თოჯინა შენ ხარ ჩემი ჭკვიანი გოგო მა და იმიტო ხვდები ყველაფერს შენ კიდე გეცოდინება ახალი ამბები და მითხარი აბა?- ალექსანდრემ ისე უთხრა არავის გაუგია
-მია და მათე ალიან ელთად ველ ქედავ ლანაილად უკულებც?
-ეგრე უყურებდა მამიკო ეგ სულ
-ალა ექლა იმდენც აგალ ჩქუბობენ
-ხო? ეგ მარალია ხო იცი შენ ჩემი ჭკვიანი გოგო
-ილაკლი და ლიზიკო დავინაქე ლოგოლ ექუტებოდნენ ელთმანეთს
-რაა? მართლა?
-ოჰ აქლა ტკუილი დამაბლალე მე მოვიტკუები ჩენი აზლით? ვიცი გაზლდილი ვარ
-არა ეხლა დემეტრეს და დამიანეს და ტყუილს როგორ იტყვი -ალექსანდრმე გაიცინა და ბავში ჩაიხუტა -ჩემი ცხოვრება რა ტკბილი ყავხარ მამიკოს- ჯერ ლოყები დაუკოცნა ,მერე ხელები
-მიყვარხარ მე შენ მამიკო
-ნახე მა რა კარგად თქვი სიტყვები ასე არ ჯობია?
-ოო მეჩლება ....მეშლება ხოლმე ასე ვწვალობ პატალა ვალ ჯელ
-აბა რაზე საუბრობთ მამა შვილი?- მარიამი მიეკრა ქმარს და ბავშვს აკოცა
-ქმარს არ უნდა კოცნა?
-შენ თუ კოცნა გაკლია და- ჩუმად უთხრა და მასაც აკოცა - ესეც გადავაგორეთ ეხლა ლილე და ნიკუშა დაგვრჩა მანდ უფრო რთულადაა საქმე
-ნუ გამახსენებ ცოტახანს დავურეკე და მითხრა არ ვიცი როდის მოვალო მგონი ცუდად არ იყო უბრალოდ რაღაცას რო ელოდება ისეთი კმაყოფილი ხმა ჰქონდა რაღაც სასწაულს დაატრიალებს ახლა ეგ ან გამაგიჟებს ან გამახარებს
-საიდან იცი ეხლა ეგ
-შენ არ იცი მე როდის რას ვფიქრობ? ისე ვხვდები მე მაგის ოინებს
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი ყველაფერი როგორ იცი
-ბიჭი ნაკლებად - ჩაიცინა და კალთაში ჩაისვა ცოლი
-გვრიტებო ვისაუზმოთ ახლა რა იყოთ თქვენ საძინებელში არ გყოფნით მოფერება?- ერეკლე დაადგათ თავზე და სიცილი დაიწყო
-გამეცალე ახლა თორემ გადაგამტვრევ ძვლებში-ალექსანდრემ შეუბღვირა ისიც სიცილით გავიდა-გიჟია
ერთად ისაუზმეს უკვე ერთით მეტი ბედნიერი წყვილი იჯდა მაგიდასთან, სხვა სიხარული რომ აკავშირებდათ ერთმანეთთან .
-ერთი შენ დაგვრჩი ძმაო ახალ წლამდე უნდა მოასწრო სიყვარულის ახსნა- დემეტრემ გადაულაპარაკა დამიანეს და მხარზე ხელი მოხვია
-შენ რა გენაღვლება იცოდი ელეს რო უყვარდი და მე რა ვქნა სულ რო დავაფრხო მერე? ეხლა მეგობარივით მაინც ვარ
-მე რაღაც არ მგონია ეგრე ჩემსავით სიმპატიური ბიჭი ხარ და ასე გულგრილი ვერ იქნება ჩემი სარძლო - გაიცინა და დამიანე გააბრაზა ვითომ
-ოჰ ეს რა იყო ეხლა, ვითომ დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის
-განსხვავება მე ვარ - ელე ჩაეხუტა ორივეს და მორიგეობით აკოცა- შენ ძმასავით მიყვარხარ ეს კიდე ყველანაირად მიყვარს თუ რამე შეიძლება აღმატებით ფორმაში- გაიცინა და მოწყვეტით აკოცა დემეტრეს
-მერე შე კაი ქალო აღარ მიყვები ამ ბიჭს ცოლად? დაგვეტანჯა ბავში - გაიკრიჭა ერეკლე
-ვინ მთხოვა რო?- ელენემ თქვა და ასე უდარდელად დასკუპდა თავის ადგილას. დემეტრემ ისე გახედა ცეცხლს აფრქვევდა
-ეგრე ხო? კარგი დავიმახსოვრებ
-დაიმახსოვრე - მისკენ მიიწია და ყელში აკოცა- ყველაფერი უნდა გახსოვდეს ჩემო გემრიელო
-ელენეე ! ოხ ელენე - ტუჩები მოიკვნიტა და ჩანგალს მოუჭირა ხელი
-რაო დემუსი გაწამებს ჩემი გოგო?- მარიამმა გაიცინა
-წამება ჩემი მოგონილია- ორაზროვნად თქვა და ელენეს გახედა რომელმაც გაიაზრა რაც უთხრა და ლოყები დაუწითლდა
-იქნება გენაცვალე ... ვისი შვილი ხარ - ანდრეა იცინოდა თან მიას და მათეს აკვირდებოდა - თქვენ შვილო რაღაც ძალიან დათბით და რა ხდება?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს აბა სულ ხო არ ვეჩხუბები ცარიელ ხეს გინდა ელაპარაკე გინდ არა
-ვის?- მათემ თვალები დააბრიალა და მიას მკვლელი მზერით გახედა
-ვაიმეე ახლა არ დაიწყოთ თუ ღმერთი გწამთ მათე მე დამდე შვილო პატივი არ აყვე ხო იცი რა გადარეულია- ანამ უთხრა უცებ და ამჯერად მია გაბრაზდა
-რატომ ვარ გადარეული ...ეს ნაკლებია? ესეც არ მყავდეს მამა აბრამის ბატკანი - ფეხი გაწია მისკენ და დააბიჯა წინ მჯდომს
-ოხ მია!- კბილებსშორის გამოსცრა და დაიმანჭა -მოგივლი მე შენ ცოტა მაცადე- ჩუმად უთხრა მიამ კი ტუჩზე იკბინა
-გელოდები - ტუჩების მძრაობით უპასუხა და გადაიკისკისა ბიჭის დაჭიმულ ძარღვებს რო შეხედა
ლიზი და ირაკლი მშვიდად ისხდნენ , ორივე დინჯი ბუნების ადამიანი იყო და არ გაუჭირდებოდათ . ბიჭმა მისი ფეხისკენ ხელი გააცოცა მისი ხელი თავისაში მოიქცია და მოეფერა თითებით . ლიზის ღაწვები აუფერადდა, ამაზე კი ჭკუა გადაეკეტა უცებ მიიწია და ლოყაზე აკოცა
-ვგიჟდები შენს შეფაკლულ ლოყებზე - ჩუმად უთრა და ისე დაიჭირა თავი თითქოს არაფერი მომხდარა .
სესილის ვიღაცამ დაურეკა ამიტომ სწრაფად დატოვა სუფრა და გარეთ გავიდა, დამიანეს ეს არ გამორჩენია და უკან მიჰყვა ... გოგო კისკისებდა, აშკარად ვიღაც საყვარელ ადამიანს ელაპარაკებოდა
-მეც მომენატრე ბაჩო... არ ვარ მაქეთ თორე გნახავდი აბა რას ვიზავდი. მიყვარხარ ჩემო ტკბილო -ეს რო გაიგონა ყურები დაეხშო ეგონა გული გაუსკდებოდა. ძალა წაერთვა ასეთი სისუსტე არასდროს უგრძნია . სესილი მისკენ შებრუნდა და ასე რო დაინახა შეცბა მობილურზე საუბარი დაასრულა და შეშინებულმა მიადო თბილი თითები ლოყაზე
-დამიანე რა მოხდა? ფერი არ გადევს, კარგად ხარ? გინდა წყალი მოგიტანო ან რავიცი რამე...დამი
-მე.. არაფერი კარგად ვარ -უცებ უთხრა და გიჟივით გავარდა სახლიდან. მანქანა გააჩერა განაპირა ადგილას და საჭეს დასცხო ხელები მერე გიჟივით ღრიალებდა , ბოლოს დახარჯა ენერგია , თავი საჭეს მიადო თვალები დახუჭა და მშიდად სუნთქვა დაიწყო . როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და უკან დაბრუნდა .
-სად იყავი -დემეტრე გარეთ ელოდა ბევრჯერ დარეკა და უკვე გიჟს გავდა როგორც კი დაინახა ხელი ჩაავლო და სახლის უკან გაიყვანა
-შეყვარებული ჰყავს ,ვიღაც უყვარს
-რა სისულელეა... საიდან დაასკვენი ეგრე რომ იყოს მიშო გეტყოდა
-იქნებ და არ იცის მიშომ ...აუცილებელია ყველამ იცოდეს? ჩემი ყურით გავიგონე როგორ ეუბნებოდა მიყვარხარ, მომენატრე ჩემო გემრიოლოო ...გავგიჟდები რაღაც უნდა ვქნა გონებიდან უნდა ამოვიგდო თორე სხვასთან რომ დავინახო მოვკვდები ან იმას მოვკლავ ... გავგჟდები რო წარმოვიდგინე ვიღაც ეხებოდა სისხლი მეყინება და მინდა მოვკლა ის უჩა თუ ვიღაც
-მაინც არ მგონია ეგრე ...იქნებ ჰკითხო
-რა ვკითხო... მაგრად მიყვარხარ სული მეწვის უკვე ვკვდები, ჭკუაზე აღარ ვარ და მითხარი გყავს თუ არა შეყვარებული-თქო? ეს ვუთხრა ?
-ნუ ღრიალებ ბიჭო გაიგო ყველამ- ალექსანდრე მივიდა მათთან - რა ხდება ვის ჰყავს შეყვარებული საიდან დაასკვენი რომ შეყვარებული ჰყავს
-აუ მამა ნუღარ მკლავთ რა შემეშით გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა სხვას ვის ეტყოდა ახლა იმ სიტყვებს.. არავის
-რას აპირებ მერე ასე უნდა დანებდე და ჩაიკლა გრძნობა გულში? ისე თითქოს ყოველი მეორე შეგიყვარდება და არაფერი განსაკუთრებული არაა შენს გრძნობაში?
-აბა რა ვქნა მამა თუ უყვარს და იმ ბიჭსაც უყვარს ავახიო შეყვარებული? სხვის შეყვარებულთან რა მესაქმება ეგეთ ნაბიჭვრებს მთელი ცხოვრებაა ვებრძვი და მე გავაკეთო იგივე?
-მე არ მითქვამს არაკაცივით წაართვი და შეაწუხე-თქო გითხარი გაარკვიე რა ურთიერთობა აქვთ, ვინაა და საერთოდ უყვართ თუ არა ერთმანეთი.ასე პირდაპირ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება . ახლა დამშვიდდი და შემოდი სახლში, ის გოგო ნერვიულობს ცუდად იყო და სადღაც წავიდაო ისე თქვა მეგონა იტირებდა
სამივე ერთად შევიდა სახლში, დამიანე უკან მიდიოდა თავდახრილი იყო და ცდილობდა გონების მობილიზებას, მაგრამ სუსტი ხელების შემოხვევა რომ იგრძნო სითბომ მოიცვა მთელი მისი არსება ... ეს ციცქნა გოგო ბედნიერების მეტასტაზებს აგზავნიდა მთელს ორგანიზმში
-როგორც იქნა დაბრუნდი მეგონა ცუდად იყავი... ძალიან ვინერვიულე ხომ კარგად ხარ დამიანე?- ისეთი თბილი იყო თავი ვერ შეიკავა და მთელი ძალით მოეხვია თითქოს იმ წამს მივიდოდა მისი შეყვარებული და გამოგლეჯდა ხელიდან . გოგო გაშეშდა ვერ მიხვდა მისი ამგვარი ქცევის მიზეზს, ლოყები აუწითლდა როცა ბიჭმა მის ყელში ჩარგო თავი და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია -დამიანე ..
-მაპატიე .კარგად ვარ, მადლობა... არ ღირდა ნერვიულობად- ნაწყვეტ -ნაწყვეტ თქვა და მოშორდა.
......
ლილეს მონატრება კლავდა, უკვე მეტის მოთმენა აღარ შეეძლო . ყოველ საღამოს ქვითინებდა, მარტო დარჩენისას მხოლოდ ნიკოლოზზე ფიქრობდა და ცრემლებიც თავისთავად იწყებდნენ დენას. ბალიშში თავშარგული ტიროდა ალექსანდრე რომ შევიდა და მოეხვია . უკვე ვეღარ უძლებდა შვილის ტკივილს , აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა
- ჩემო ცხოვრება არ იტირო, ჩემო ლამაზო - თავზე ეფერებოდა და ცრემლებს უშორბდა
-აღარ შემიძლია მამა მტკივა, საშინლად მტკივა მის გარეშე... მინდა მოვიდეს ,აქ იყოს არ მაღელვებს როგორია მჭირდება.ჰაერივით მჭირდება თავისუფლად რომ ვისუნთქო .შენ ხომ თავიდანვე ყველაფერი იცოდი , რატომ არაფერი გააკეთე რატომ არ დამაშორე აქამდე როგორ მივედი ...მითხარი -ტიროდა და მკერდზე მსუბუქად ურტყამდა გაშლის ხელს
-შეუძლებელია დაივიწყო ჩემო პატარავ , ის ისეა შენს გულში შემოჭრილი მისი განდევნა უფრო გატკენს
-ასე როგორ შეგიძლია შენ ხო ყველაზე უკეთ იცი როგორიცაა... მას საერთოდ არ შეუძლია უყვარდეს არც კი ვიცი მე რატომ მიყვარს არაფერი გაუკეთებია საამისოდ
-ცდები ჩემო სიცოცხლე ...შენ არ იცნობ კარგად ,არც კი იცი როგორ ტკივა მას უშენოდა. არასდროს ყოფილა ასე, ცხოვრებაში არცერთხელ ყვარებია.საკუთარ თავს შენგან შორს ყოფნა რომ მიუსაჯა თავი ტანჯვისთვის გაიმეტა,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონია შენ გიცავს არ იცის რომ შეგიძლია მის გვერდით ყოფნა,არ იცის რომ ძლიერი ხარ და მასთან ერთად ყველაფერს გაუძლებ
-არ ვუყვარვარ და საერთოდ , რომ ვუყვარდე შემეშვებოდა არ გამაგიჟებდა და შენი მეგობრობის გამო მაინც დამანებებდა თავს ...ახლა რაღა დროსია . ამას არ მასწავლიდი? არ მეუბნებოდით ყველა ,რომ მეგობრობა ყველაზე ძლიერია? კაცს თუ მეგობრის დაფასება არ შეუძლია და არც არავის გამოადგებაო?
-და ვინ გითხრა რო მან მიღალატა
-მამა ნუ გამაგიჟებ აბა რა გააკეთა მან ..
-მან სიყვარულის იგნოგოლირება ვერ მოახერხა , რადგან უძლიერესი გრძნობაა ,მაგრამ ყველაფერი... თითქმის ყველაფერი რაც ჩემთან იყო კავშირში სწორად გააკეთა .
-მის მხარეს ხარ ? - თავი წამოსწია ცრემლები შეიმშრალა და თვალებში ჩახედა
-მე სიყვარულის მხარეს ვარ მას მერე უფრო მეტად რაც მარიამი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და თავდაყირა დააყენა ყველაფერი -სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და ცრემლები შეუშრო- უბრალოდ გულს უსმინე ... ამჯერად დაივიწყე ჩემი და მისი ურთიერთობა. მხოლოდ გულს მოუსმინე ის არასდროს ცდება თუ გეტყვის რომ მის გარეშე ვერ იფეთქებს უბრალოდ მოეხვიე და უთხარი რომ გიყვარს... დამიჯერე შენი ერთი „მიყვარხარ“ ყველაფერს შეცვლის
ამ საუბარმა თითქოს ყველაფერი დაალაგა , ლილე დამშვიდდა და მიყვა დინებას. საახალწლო მზადება დაიწყო სახლი მორთეს , ტკბილეული დაამზადეს მოკლედ ნანას დახმარებით საღამოს უგემრიელესი სუფრა იყო გაშლილი მისაღებში , ბუხართან სითბო , მშიდი მელოდია და მეგობრები .ჯერ კიდევ არ იყო თორმეტი საათი უკვე კი კარგად იყვნენ შეზარხოშებულები
-მაშიკო აღარ გეყო ამდენი ჭამა?- მიშო მოეხვია ცოლს და ყელში აკოცა ის კი ისევ მიირთმევდა ხაჭაპურს
-მინდაა ...ვერ გავიგე რა გაწუხებს?
-მგონია რო მოიმატე
-ძალიან კარგი თუ მოვიმატე ეგრე უნდა იყოს კიდეც - მისკენ შებრუნდა და აკოცა -უყვარხარ შენს კანფეტ გოგოს - ჩუმად უთხრა მერე კი წამოდგა - მეგობრებო, ჩემო ოჯახო მინდა პატარა განცხადება გავაკეთო.მოკლედ დიდი ხანია ველოდები ამ დროს მინდა ახალ წელს ამ ბედნიერი ამბით შეხვდეთ - მიშოს შეხედა რომელიც დაბნეული უყურებდა სასმელისგან უფრო მეტად უბრჭყვიალებდა თვალები . მაშომ გაიღიმა და მუცელზე მიიდო ხელი - გავაგიჟე ქმარი ამდენ საჭმელს რატო ჭამ , წონაში მოიმატე და დამრგვალდებიო , სულ მეწუწუნებიო და კიდევ ათასი რამ მითხრა ამ ერთ თვეში. მე მაინც ვითმინე, ვითმინე, ვითმინე მთელი თვე და უკვე ჩემი დრო დადგა ...უფრო სწორედ მომავალი რვა თვე ჩემი და ჩვენი შვილის იქნება მამიკო - გაიცინა და მიშოს თვალებში ჩახედა .
ყველა გონებაში ხარშავდა ინფორმაციას, გაოგნებული იყო ბებია და ბაბუა , დეიდა , ბიძები მაგრამ მიშო ერთიანად გრძნობდა ყველაფერ საოცრებას ცოლი სხეულზე აიკრა და სახე დაუკოცნა თან ბოლო ხმაზე ყვიროდა შვილი მეყოლება, მამა გავხდებიო . უამრავი კომენტარი იყო განსაკუთრებით ანი და ანდრეა იყვნენ გაოცებულები ასეთ მცირე ასაკში რომ ეყოლებოდათ შვილიშვილი და უკვე სიხარულს გძნობდნენ ამ ახალი შეგრძნებით
-აი ხომ გეუბნებოდი ბატონო ალექსანდრე- მარიამმა დრო როგორც კი იხელთა მაშინვე მოეხვია და ჩუმად უთხრა
-რას მეუბნებოდი-ისე გაიკვრივა თითქოს არ ახსოვდა
-ნუ ისულელებ თავს მოხარშულს გიცნობ სანდრიკო, ძალიან კარგად იცი რაზეც გეუბნები
-კარგი ხო კარგი მართალი იყავი - თვალები დააწვრილა ,გაიცინა და მის ტუჩებს შეხო-ბაბუა ვხდები, ისე შენ მაგ ბავშვის ბებო იქნები
-ალექსანდრეეე ...
ორაკლიმ მშობლებს ბოლო დარტყმა მიაყენა, ისარგებლა ამარლებული განწყობით და ლიზას ხელი სთხოვა .ისედაც გეგმაში ჰქონდა ,მომზადებული იყო ბეჭედს თან დაატარებდა და ყოველი წამის გასვლას ელოდა. პირველად იყო ცხოვრებაში ასეთი აჟიტირებული,ამდენ ემოციას არასდროს შეუწუხებია და უბრალოდ სხვა დროისთვის ვერ გადაიტანდა ამ მნიშვნელოვან მომენტს . ლიზას ხელი მოხვია და მოშორბით გაიყვანა , მის წინ მუხლებზე დადგა და ბეჭდის ყუთიიც გახსნა...ძალიან სიტყვაძუნწი გამოდგა ამჯერადაც
-ცოლად გამომყვები ერთადერთო?- ლიზა თვალებგაფართოებული უყურებდა, ლიზა კი არა ყველა ასე იყო. ირაკლი თუ ამას ასე მოულოდნელად იტყოდა და გადაწყვეტდდა ვინ იფიქრებდა -ლიზა თუ არ მიპასუხებ ბეჭედს მაინც გაგიკეთბ ხომ იცი- ისევ ისე იდგა და უკვე თვალებში უყურებდა
-მე ... მე რა თქმა უნდა გამოგყვები - უცებ თქვა და ყელზე მოეხვია . ირაკლიმ ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული და ტუჩები დაუკოცნა-მიყვარხარ გასვიანო
ანა ანდრეას ეკვროდა და თვალებგაფართოებული იყურებოდა. მისი სიგიჟის ზღვარსაც კი გადააჭარბეს შვილებმა... ის კი არ იცოდა ირაკლისაც რომ ულლოცავდა გასვიანების დღე რომ იყო. ანდრეა ჯერ კიდევ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მია ჰყავდა სახლში და თან ახალი წევრი ემატებოდა ოჯახს, რძლის შემატება, შვილიშვილი ყველაფერი ახარებდა . აი მათემ კი ორივეს ერთად მოუღო ბოლო,თითქოს შეთანხმებულები იყვნენ ყველანი და ცალ-ცალკე თავდასხმას ერთი დარტყმა მიაყენეს ცოლ-ქმარს
-უკაცრავად ოჯახო, ვინაიდან შოკიდან მეც ვერ გამოვედი დროულად და ახალ წლამდე სულ რაღაც ხუთი წუთი რჩება სანამ გარეთ გავალთ და ფაიერვერკებით განათებულ ცას შევხედავთ და ახალ წელს მივულოცავთ, მინდა ...მინდა მე მინდა-უცებ შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და მიას მოხვია ხელი ,თან ანდრეას და ანას უყურებდა-მინდა გითხრათ რომ თქვენი ქალიშვილი ძალიან მიყვარს... იმდენად მიყვარს რომ თანახმა ვარ მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარო ,გავუძლო მის ჭირვეულობას, დღეში ათჯერ ომს და არასდროს გავუშვა - ამჯერად მიასკენ შებრუნდა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო - გახდები ჩემი ცოლი, სამუდამო მეგზური , ჩემი ყველა შვილის დედა და საუკუნო ბედნიერებას მომანიჭებ?- ეს რომ თქვა მიას ღიმილი შეაშრა სახეზე , ათასმა ფერმა გადაურბინა უყურებდა მათეს და არ იცოდა რა გაეკეთებინა.მათემ საუბარი რომ დაიწყო იფიქრა მხოლოდ სიყვარულზე ეტყვის ანას და ანდრეასო , ხელის თხოვნაზე ვერც კი იფიქრებდა -მია გახდები ჩემი ცოლი?
-მე.. - მშობლებს და ძმას შეხედა თითქოს ამოწმებდა მათ რეაქციას ეს ყველაფერი წამებში მოასწრო,რომ იგრძნო ყველა თანახმა იყო გაიცინა და მათეს მოეხვია - თანახმა ვარ მთელი ცხოვრება გაგაგიჟო და ისე მოჯადოვდე , რომ ერთი წამიც ვერ გაძლოს შენმა გონებამ ჩემზე ფიქრის გარეშე ...მოემზადე ძვირფასო მთელი ცხოვრება ჩემთან ყოფნა მოგიწევს
ანა უკვე ფერდაკარგული იდგა ანდრეაზე მოხვეული და ძლივს ამბობდა სიტყვებს
-ღმერთო როგორი წელი მექნება შვილიშვილი მეყოლება , თან მეორე გოგო გამითხოვდება და ჩემი ბიჭიც ცოლს ირთავს . ასე უცებ როგორ დამატეხე ყველაფერი თავს თან ისეთი კარგები არიან ყველანი ვერც ვნაწყენდებიმ დავიჯერო ახლა თბილი დედამთილი და სიდედრი ვიქნები? რას მიკეთებ ღმერთო
-შენ კი არა მე რას მიკეთებს ერთი სიძე არ მყოფნდა? ძლივს შვილიშვილი მეყოლება და ვიფიქრე ყურადღებას გადავიტან-თქო, რძალმა გამახარა ძლივს ჩემ ბიჭს ეშველა-თქო და ბოლოს მაინც წყალში ჩაყარა ყველაფერი,ჩემი გოგო გამიფრინდება
-ანდრეაა როგორი ბებია ვიქნები? მე რა ვიცი ბებიობა
-ეგრე შენ ცოლი და რძალიც თუ იქნებოდი ვერ წარმოიდგენდი ,მაგრამ დედაჩემიც კი გიჟდება შენზე მე ხომ საერთოდ მაგიჯებ- უცებ გაიცინა და აკოცა
-რა დროს ეგაა ანდრეა შვილიშილი გვეყოლება მალე
-შვილიშვილი მე კი არ მაბერებს ჩემი სიძის ვაჟკაცობაზე მიუთითებს - გაიცინა და აკოცა ისევ -მიყვარხარ რომ ბრაზდები მაშინ უფრო ...რა ვქნა მიას გარეშე? ისე რაღა გარეშე ისიც იქვე მეყოლება ...მეტი პოზიტივი ცოლო ჩვენი შვილები ბედნიერები არიან
-ჩემი დედიკო და მამიკო რა წელი გელოდებათ წინ ეს წელიც არაჩვეულებრივად დავასრულეთ- მია მოეხვია მას მაშიკოც მიჰყვა -მართლა არ ვიცოდი ის არანორმალური ცოლობას თუ მთხოვდა,სად გააჩინა ეს ბეჭედი ასე უცებ...ვაიმეე არ მჯერა ვთხოვდებიიი
-ჩემი გოგონები გამოფრინდნენ
-მე არსად მივდივარ
-არც ეს წასულა ეგრე ჩემთან არ არიან ყოველ დღე ?
-ჯერ არ მივყვები მე ...ეგონოს რო ხვალვე შემირთავს ცოლად, ახლა ჯერ ნიშანი ატაროს ჩემი საქმროს სტატუსს შეეჩვიოს მა , მერე ვნახოთ -ჩუმად უთხრა და ეშმაკურად გაიღიმა
-რას ქვია ჯერ არ მომყვები? თავი უნდა მომატაცებინო? - მათემ მაინც გაიგო და წამსვე გააპროტესტა
-ჩემი მოტაცება ეგრე მარტივი რომ იყოს გენაცვალე სხვისი ცოლი ვიქნებოდი უკვე
-ვერ იქნებოდი ღმერთი არ დაუშვებდა მაგას ...შენ ჩემთვის ხარ გაჩენილი და პირდაპირ იმ გზაზე გატარა ჩემამდე რომ მოგეღწია- ხელი მოხვია ,სხეულზე აიკრა და ტუჩის კუთხეში აკოცა
-ასე რომ მიყურებ ძალა მეცლება...ახალ წელს ასე უნდა შევხვდე- ამოიკრუტუნა და მკერდზე მიადო თავი-რა გიჟურად მიყვარხარ,ასე არ შეიძლება
გარეთ გავიდნენ, უკვე ახალი წელი იყო. ყველა თავის გოგოსთან ერთად მიაბიჯებდა . დამიენე შორიდან უყურებდა და ფიქრობდა რომ მისთვის ახალ წელი მარტო დაიწყებოდა. ისე იყო გახარებული სხვების გამო , მათი ყურება ისე ახალისებდა ყველაფრის დავიწყება შეძლო იმ წუთებში...ფეიერვერკის გაშვებას ელოდნენ ყველანი
-მოკლედ რა ხედავ ქალბატონო? მე და შენ პირველებს შეგვიყვარდა და ბოლოები დავქორწინდებით -დემეტრე მოეხვია ელენას და ყელში აკოცა
-შენ არ გინდა ჩემი ცოლად შერთვა და მე გხოვო ცოლად მომიყვანეთქო?- ელენემ ეშმაკურად ჩაიცინა და დემეტრეს ტუჩებს შეეხო- ახალ წელს გილოცავ სიყვარულო
-მალე სულ გეყოლები - დემეტრემ ორაზროვნად ჩაილაპარაკა და კოცნა უფრო გააღრმავა ,მერე მოშორდა და გაუღიმა- კიდევ ერთი ახალი წელი ჩემთან ერთად...ნეტავ რამდენს შევხდებით ელიკო?
-ყველას რასაც კი დედამიწაზე ყოფნისას მოვესწრებით...-თვალებში უყურებდა და მშვიდად იღიმოდა-ჩემი ბედნიერება ხარ ,დადეშქელიანო
.....................
დამიანეს გვერდით იდგა სესილი ბედნიერებით სავსე . გაღიმებული შესცქეროდა ცას დამიანე კი მის გარდა ვერავის ამჩნევდა ის სიხარულიც კი გადაავიწყდა, აღარც ხმაური აფეთქების და იარაღის გასროლის ხმა ესმოდა მხოლოდ საკუთარი გულისცემას გრძნობდა, რომელმაც სესილი მისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა . ფეიერვერკი რომელიც ცას ათასფრად ანათებდა არაფერი იყო ამ კოცნასთან შედარებით ,რომელმაც ორი შეყვარებული ადამიანი გააბრწყინა და ჯერ არ განცდილი გრძNობით აავსო . კოცნიდა ნაზად , ფაქიზად და მთელ გრძნობას აქსოვდა ამ შეხებაში. როცა მოშორდა თვალებში ჩახედა და დაბნეულ გოგოს ცხელი ტუჩები შუბლზე მიაკრა შემდეგ კი ალბათ რამეს ეტყოდა ,მაგრამ თავისი თავი სად ახსოვდა როცა დაინახა უფრო სწორედ ყველამ დაინახა იმ წამს მისული ნიკოლზი როგორ მოეხვია ლილეს, სხეულზე აიკრა და ვნებიანად დააცხრა მის ბაგეებს .
დემეტრე ალექსანდრესთან ახლოს იდგა ნიკოლოზი რომ დაინახა ,მაშინვე ბრაზით აივსო ,ალექსანდრე რომ არა ალბათ წამსვე მიეჭრებოდა და ისე დაიწყებდა ჩხუბს სულ არ გაახსენდებოდა ახალი წელი რომ იყო.
დამიანემ ძმას და მამას გახედა მიხვდა რომ თავი უნდა შეეკავებინა,მაგრამ მაინც დაიძრა მათკენ ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა . როგორც კი მოშორდა ნიკოლოზი ლილეს ტუჩებს კიდევ ერთხელ გაისმა აფეთქების ხმა და ცა განათდდა ყველამ ინსტიქტურად მაღლა აიხედა და დაინახა წარწერა“ლილე მიყვარხარ „ ნიკამ გოგონას სახე ხელებში მოიქცია თვალებში უყურებდა
-მიყვარხარ ჩემო პატარავ, გთხოვ გახდი ჩემი ცხოვრების შეუცვლელი ნარკოტიკი, ნება მომეცი შენით ვიარსებო, უფლება მომეცი ვიცხოვრო შენთვის და ვიყო ისეთი რომ გაგაბედნიერო
ლილე ვერ სუნთქავდა, ყველაფერი ეწვოდა თითოს ლავა ეღვრებოდა მუცელში და წვავდა . გონებაში უამრავი აზრი უტრიალებდა, გონებაის საპირისპიროდ გული მოქმედებდა,ძალას კარგავდა მაგრამ ნიკოლოზის ხელები აძლიერებდნენ
-ნიკოლოზ - ჩამწყდარი ხმით თქვა . ყველა მის სიტყვას ელოდა ის კი ვერაფერ ამბობდა
-ფერია უბრალოდ უთხარი ის რასაც გული გკარნახობს და წარმოიდგინე რომ მხოლოდ ისაა დედამიწაზე შენს გვერდით - მარიამის სიტყვებმა ძალა მისცა . გაყინული თითები ნიკოლოზის წვერიან ლოყას შეახო შემდეგ კი ტუჩებთან დასჩურჩულა „მიყვარხარ“ და თავისი ინიციატივით შეეხო საყვარელ ბაგეებს.
რამდენიმე წამი ყველა გაოცებული უყურებდა ამ მოვლენამ გადაფარა ყველა ახალი ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის , რადგან ვერ წარმოიდგენდნენ რადიკალურად განსხვავებულ ნიკოლოზს და ლილეს როგორც წყვილს .
-მამა რატომ მაჩერებ - დემეტრე მწყობრიდან იყო გამოსული-გამიშვი ხელი..რა უბედურებაა ლილეს ამას აყოლებ?
-ვაიმე დემეტრე ხმა არ ამოიღო თორე გავგიჟდები- ალექსანდრეს არაფრის თქმა შეეძლო სამაგიეროდ მარიამი ისე იყო გახარებული ნებისმიერს აღუდგებოდა წინ ლილე და ნიკოლოზი რომ ერთად ეხილა
-მორჩა როგორც იქნა - დამიანემ თქვა და მათკენ წავიდა - აბა ... გისმენთ ნიკოლოზ
-დამი
-შენ მოიცადე შენ მერე ილაპარაკებ . დროზე დაიწყე სანამ ის მოვა და სიტყვის თქმასაც ვერ მოახერხებ- დემეტრეზე მიუთითა,რომელიც მარიამს ეუბნებოდა რაღაცას და წამებში დაიძრებოდა მათკენ კიდევ კარგი ცოტა შორს იდგა
-მოვიდეს და მერე ვიტყვი ყველაფერს რისი თქმაცაა საჭირო - ისე თქვა ლილესთვის ხელი არ გაუშვია,ლოყაზე ფრთხილად აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო . დამიმ რომ შეხედა მის ხელს ძარღვები დაებერა
-უნდა იჩხუბოთ ახლა? არ გინდათ რა გთხოვთ - თვალები აუწყლიანდა და დემეტრეს შეხედა
-მე ხომ გითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი ახლა მითხარი, სანამ შანსი გაქ-თქო - ეგრევე მისკენ გაიწია, ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.
-გილოცავთ ახალ წელს - ალექსანდრე ლილეს და ნიკოლოზს შორის ჩადგა ორივეს მოხვია ხელი .ქალიშვილს აკოცა მეგობარს მხარზე დაჰკრა მარჯვენა და მერე გაოცებულ ტყუპებს შეხედა - რა ხდება ბიჭებო? რამე პრობლემაა ჩემს სიძე-ძმაკაცთან?
-ეს მოჯადოებულია, შეტყევა აქვს თუ რა დედის ტყ*** ხდება - დემეტრემ დამიანეს გადახედა მერე ალექსანდრეს- მამა შეიშალე?
-ალექსანდრე ამათთან ჩხუბის ნერვები არ მაქვს... მაცადე გავიხარო ,დაელაპარაკე შენ რა გევედრები - ნიკამ ისე შეხედა სანდროს უარის თქმა არ შეეძლო, ლილეს ხელი მოხვია - ნუ ნერვიულობ ჩემო ლამაზო...სულ გაიყინე ,კანკალებ ლილე ყველაფერი კარგადაა -მზერა გაუსწორა
-დაიწყებ ახლა თუ რა გავაკეთოთ ჩვენც გაოცებულები ვართ-ალექსანდრეს უყურებდა ლაშა და ერეკლე . ნუ დანარჩენებიც ,მაგრამ ესენი განსაკუთრებით ღელავდნენ ლილე შვილივით იყო მათთვის
-რაა სალაპარაკო ... დღეს ორმა კაცმა სთხოვა ხელი თავის საყვარელ ქალს და რაღა ნიკუშამ გაგაგიჟათ ....უყვართ ერთმანეთი და მე თავიდანვე ვიცოდი ყველაფერი, როგორც იქნა აღიარეს და ახლა ახალი წელია ხალხოოოო მაცადეთ ჩემს რვა შვილს, სარძლოს და სასიძოს მოვეხვიო - იქვე მორბენალ ბავშვებს გახედა არავის კოცნა რომ არ ადარდებდათ და ისევ ფეიერვერკით ირთობდნენ თავს
-მოიცა ცოლი? - მარიამმა დაწვრილებული თვალებით გახედა და ტუჩები დაბრიცა
-ცოლი უპირველეს ყოვლისა- ხელი მოხვია და დაიყვირა- ახალ წელს გილოცააავ ოჯახოო- მარიამის ტუჩებს დააცხრა და შემდეგ კმაყოფილი მოშორდა- აი ასე ...ახლა უკვე დავმშვიდდი და მხოლოდ შენი სურვილი მკლავს- ყურში ჩურჩულით უთხრა და იქვე აკოცა კიდევ ერთი
-ამაღამ ვსვავთ და ხვალიდან შენს განკარგულებაში ვარ - მარიამამ ხელი ჩაკიდა და დანარჩენების მსგავსად სახლში დარუნდნენ. მხოლოდ დემეტრე და დამიანე დარჩნენ
-შენც ბრაზობ ხო? ნიკას რას ვერჩი ალექსანდრე გვყავს მოსაკლავი იცოდა და ჩვენ არაფერი გვითხრა
-რას ელოდი ხო გვითხრა რამე ისეთია რასაც ვერ ხვდებითო? ხო ვხვდებოდით თავიდანვე უნდა მივწოლოდით და ახლა არ გავიგებდით . ახლა გვიანია ,რადგან უყვართ ერთმანეთი აზრი არააქვს არაფერს ,წყანაც დავივიწყოთ - დემეტრემ თქვა და დამიანე გააკვირვა
-შენ ხარ ეს?
-ჩემი ლილეს გამო ყველაფერზე თანახმა ვარ, რომ დავუშალო რა მამა მის მხარესა ვერ ხედავ? მეც მომწონს, ჯიგარია მარა ყურადღებით ვიქნები ლილეს რომ აწყენინოს დავავიწყებ სიცოცხლეს...ელიკოო ნუ მიბღვერ ყველანი ლილეს ბედნიერებისთვის არ ვიბრძვით?- ეზოში მდგომ ელენეს გახედა და ხელები გაშალა- სახლში შევიდეთ...ამდენი ქორწილი გველის ,სხვის ქორწილებში მაინც ვიქეიფოთ ჩემო გოგოვ
სახლში რომ შევიდნენ ტყუპები ლილე მაშინვე მოშორდა ნიკოლოზს და მათ მოეხვია
-ნუ გვეაფერისტები ქალბატონო ,არ ვჩხუბობთ ისედაც- დამიანემ უთხრა და გულში ჩაიკრა- მიყვარხარ ჩემო ლამაზო
-მეც მეც მეც ძალიან მიყვარხართ
-მე არ გიყვარვარ?- ზურგიდან მოეხვია ნიკა და გაიცინა
-შენ რა იყო ახლა ასე უნდა ეხუტებოდე და კოცნიდე სულ?- დემეტრემ გახედა და შეუბღვირა
-ნუ ახლა შენ და ელენეს ვერ შეგედრებით- ეგრევე მოუჭრა მშვიდად და სახე ლილეს თმებში ჩამალა
-იცოდე რომ აწყენინო მოგკლავ... სხვას არაფერს ვამბობ ბედნიერი ვარ ჩემს დას გახარებულს რომ ვხედავ - მშიდად უთხრა და გაეცალა . ელენეს მოხვია ხელი და იქედან გაიყვანა
-სად მიგყავარ დემ?
-მოდი ჩემთან - საძინებლის კარი შეაღო და კედელზე ააკრა შემდეგ ნაზად აკოცა, უფრო გააძლიერა და ბოლოს მუცელზე შეისვა და ისე განაგრძო კოცნა - ახალ წელს გილოცავ...ჩემო ტკბილო - ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა და თვალებში ჩახედა მერე ცხვირზე აკოცა- მიყვარხარ
-ძალიან მაგარი დღე იყო არა? ასეთი ბედნიერი ახალი წელი დიდი ხანია არ გვქონია ფაქტობრივად ასეთი უცნაური არც არასდროს გვქონია,ნამდვილი სიგიჟე იყო - ელენე ეფერებოდა და თან ლაპარაკობდა . ვნება იპყრობდა , მაგრამ თავს იკავებდა
- გავიდეთ ახლა - ძირს ჩამოსვა თან ყელს უკოცნიდა , კაბა გაუსწორა ერთი ხელის მოსმით და ისევ აკოცა ვნებამორეულმა ისე რომ კვნესა ვერ შეიკავა ელენემ - მაგიჟებ, მაგრამ კიდევ მოვითმენ როგორმე
-დიდი ხანი მოგიწევს ქორწინებას არ ვაპირებ - გაბრუებულმა უთხრა და დემეტრეს ყელისკენ გადაინაცვლა - ხომ იცი ვერ ვიტან ამ ქორწილებს და შენ კი...მაგიჟებ . ნახე ყველას ეგონა ახალ წლამდე ხელს ვთხოვო და რა ამბავი მოაწყვეს- ყელზე უკბინა და მერე სველი კოცნით მოურჩინა .დემეტრეს ძარღვები დაებერა ლამის დასკდომაზე ჰქონდა ხელები კედელს მიაყრდნო რომ თავი ეკონტროლებია
-გეყოფა თორემ ვეღარ გავჩერდები
-ვინმემ გაგაჩერა? - ვნებისგან ანთებული თვალები მიანათა და პერანგის ღილებს დაწვდა თან ტუჩებს უკოცნიდა
დემეტრე გაჩერდი , თავი შეიკავე დემეტრე არ გინდა მხოლოდ ერთი ღამე მოითმინე დღეს და შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოგედგინა, მხოლოდ ახლა გაუძელი ამ გიჟს და ხვალიდან სულ შენს მკალვებში იქნება- თავის თავს ამხნევებდა ძალა რომ მოეკრიბა და გნოება არ გათიშვოდა. უცებ მოიშორა ელენე და ვნებისგან არეულ ქალს თვალებში ჩახედა ასე რომ უყურებდა უფრო კმაყოფილი იყო და მეტად უნდებოდა მისი დაპატრონება, მაგრამ არა გონება ძლიერი იყო ვიდრე ხორცი
-გეყოფათ ქალბატონო ელენე დამშვიდდი , დაწყნარდი და ქვემოთ ჩამოდი- მოწყვეტით აკოცა, უკბინა ერთი და გიჟივით გავარდა ოთახიდან . ელენე კი გაშეშებული, სუნთქვაგახშირებული და გულაჩქარებული მიეყრდნო კედელს . თვალები დახუჭა და ტუჩები მოიკვნიტა ჯერ კიდევ მის გემოს გრძNობდა და ჟრუანტელი უვლიდა „გინდა გამაგიჟო ხო? რა ჩაიფიქრე დემეტრე, რა !“
როცა ყველა თავის სტიქიაში იყო ნიკოლოზმა შემთხვევით ისარგებლა ,ლილე იქედან გაიყვანა და საძინებელისკენ დაიძრა
-ნიკოლოზ სად მიგყავ...- პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ ვინ ადროვა . ხელები მოხვია და იმდენად გააბრუა მისი სიხლოვით ხმა ჩაუვარდა , სუნთქვა გაუხშირდა და გულისცემა აუჩქარდა
-მომენატრე , მინდიხარ და მაგიჟებს შენი სურვილი - შეცვლილი ხმით უთხრა და ველურივით ეძგერა მის ბაგეებს. კოცნიდა ერთნაირად უხეშად, მომთხოვნად, ვნებით და უდიდეს სიამოვნებას გვრიდა ლილეს. თითები ყელზე მოხვია და უფრო მოქაჩა ბიჭი თავისკენ ამან სულ გადარია ნიკოლოზი , გოგო კედელს ააკრა და კოცნა გააძლიერა- ჩემი გემრიელი ნუგბარი ხარ შენ , რომელსაც ვერ ველვი- ჩამხჩალი ხმით თქვა და ყელზე გადაინაცვლა , ლილე მთლიანად მოდუნდა ხელებს მის მხრებზე დააცოცებდა შემდეგ დაკუნთულ მკლავებს ჩამოუყვა და თითები უდნავ მოუჭირა . ტუჩები სიამოვნებისგან უთრთოდა კბილები ჩაარჭო ქვედა ტუჩს ამოძახილები რომ ჩაეხრშო , როცა ლავიწს შეეხო მწველი ბაგეები და ისევ ზემოთ იწყეს სვლა მიხვდა რომ ნიკოლოზი ღრმად შეტოპვას არ აპირებდა და თავს იკავებდა კმაყოფილმა გაიღიმა და თავად დააცხრა მის ბაგეებს შემდეგ მოშორდა და გაუღიმა მიბნედილი ბრჭყვიალა თვალები მიანათა და ხელებიც მოაშორა
-ჯობია წავიდეთ ,საკმარისია დღისთვის ზედმეტი მოგივა და ხომ იცი გადაჭარბებული რაოდენობა კოკაინის თუ კლავს ამ შემთხვევაში ჩალურჯებებს იწვევს თვალის არეში - გაიცინა და ისე დაუსხტა ხელებიდან ნიკოლოზი ხახამშრალი დატოვა. უცებ მოვიდა გონს და უკან გაჰყვა . ლილე ნარნარად მიაბიჯებდა დერეფანში ისეთი მიმზიდველი იყო ყბებზე მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი გამოსაფხიზლებლად შემდეგ თმაზე და სწრაფად დაეწია
-სხვა დროს ასე რო დამტოვო დაგსჯი - ყელში აკოცა და ისე დაიჭირა თავი თითქოს არაფერი მომხდარა, მშვიდად დაუბრუნდნენ დანარჩენებს
.......
ლაშიკო გიტარით ხელში იჯდა და სოფოს უმღეროდა ყველა განაბული უსმენდა ბოლოს დაასრულა და გაიკრიჭა
-კოცნა არ მეკუთნის ჩემო ლამაზო?
-ყველა თავისას მიიღებს ლაშიკო - საყელოში მსუბუქად წვდა და თავისკენ მიქაჩა შემდეგ კი დააგემოვნა მისი ბაგეები და ბოლოს დაიჩურჩულა- აბა კიდე იმღერებ
-არა აღარ მახსოვს არაფერი-დაიჩურჩულა ხელი მოხვია და გიჟივით დააცხრა ტუჩებზე
-გიჟია ეს ჩემისა რას გვაკვირვებს ნეტა- სიცილით თქვა ერეკლემ უცებ მოხვია ხელი ეკას კალთაში შაისვა და გიჟივით დააცხრა გამობურცულ ტუჩებზე. მერე გაუცინა- ახლა თავისუფალი ხარ
-მოიცა გავალთ აქედან განახებ მე შენ თავისუფლებას- ეკამ დაუბღვირა ტუჩი მოიკვნიტა ფეხზე წამოდგა და მეორე გიტარა მათეს მიაწოდა- მათიუს გვიმღერე რა
-მე? შანსი არაა რამდენი ხანია არ მიმღერია არა ეკუნა ვერა
-რაა? შენ მღერი? - ეგრევე აზიდა წარბი მაღლა მიამ
-მია ახლა არ მომთხოვო იმღერეო თორე დაგტოვებ გაუთხოვარს
-ოოჰ რას მაშინებ ნეტა მე თუ დავრჩები გაუთხოვარი ნეტა შენ ვინ წამოგყვება ცოლად - ენა გამოუყო და გიტარა მიაწოდა - დაუკარი , ჩემთვის ტკბილო ...გთხოვ- ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა -მათიუს ჩემთვის არ იმღერებ?-ისე გააბრუა ბიჭი უარს ვერ ეტყოდა ვერანაირად
-ბიჭებიც თუ იმრერებენ თანახმა ვარ
-ეე ჩვენთან რა გინდა ახლა უნდა ჩაგვითრიო შე ჩემა ?
-დამი გთხოვ რაა გთხოვ იმღერე შენს ხმაზე ვგიჟდები დამიკო გთხოვ- ელენე უცებ წამოდგა და მაზლს მოეხვია. დამიანე სულ არ იყო სიმღერის ხასიათზე ,საერთოდ მოწყვეტილი იყო სამყაროს მხოლოდ სესილიზე ფიქრობდა, რომელიც ვერაფერს ხვდებოდა და ირგვლივ მყფთა ბედნიერებით ტკბებოდა
-დამიანე იმღერე რამე და მიუძღვენი შენს საყვარელ ქალს- ალექსანდრემ ნიშნისმოგებით გახედა და ორივემ დაინახა როგორ შეეცვალა გამომეტყველება სესილის , მხოლოდ წამიერად მაგრამ ალექსანდრემ გაამახვილა ყურადღება და გაიღიმა - აბა დამიანე იმღერებ რამეს? მერე მათე აგყვება
-ჯერ მათემ იმღეროს და მერე მე ვიმღერბ- ბიჭს გახედა მანაც დანებების ნიშნად გიტარა მოიმარჯვა და სასიამოვნო მელოდია გააჟღერა . მია გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ბოლოს მოეხვია და აკოცა .
სესილი კი ჩაფიქრებული იჯდა თითქოს ბრაზობდა, შინაგანად დუღდა როცა ფიქრობდა რომ დამიანეს ვიღაც უყვარდა , გრძნობდა ჯერ არ განცდილ ტკივილს იმის დაკარგვისა რაც მართალია არასდროს ეკუთნოდა ,მაგრამ ჩუმად გულში თავისად მიაჩნდა . დამიანე უყურებდა თავჩაქინდრულ გოგოს , გიტარა აიღო და სევდიანი, თბილი ხმით დაიწყო „ციდან დაგათვალიერებ „ იმდენად ამაღელვებლად მღეროდა სესილის გულისცემა აუჩქარდა წინ მჯდომს თვალებში უყურებდა თითქოს გრძNობდა მის ტკივილს, მაგრამ ვერ ხვდებოდა რით იყო განპირობებული. როცა დაასრულა ყველა ტაშს უკრავდა დემეტრე მოეხვია და თავზე აკოცა
-ყველაფერი კარგად იქნება -თავი თავზე მიადო და მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა
-მე უნდა გავიდე აღარ შემიძლია - სწრაფად წამოდგა და იქაურობა დატოვა. ღამის სამი საათი იყო . ყველა დაღლილ-დაქანცული ავიდა საძინებლებში , მშობლების გასტუმრებამდე მარტო ეძინა მიას შემდეგ მათე გაჩნდა და მასთან ჩახუტებულს ჩაეძინა . ლიზი დაძინებას აპირებდა, როცა კარი გაიღო და ჩუმად შევიდა ბატონი ირაკლი, მაშნვე მიხვდა ვინც იყო და გაეღიმა, ბიჭი გვერდით მიუწვა სხეულზე აეკრო და აკოცა არაფერი უთქვამთ ასე გატრუნულებს ჩაეძინათ . დემეტრემ ხელი მოხვია სააბაზანოდან გასულ ელენეს და საწოლზე დააწვინა ბევრი აკოცა შემდეგ მოეხვია და მეორე დღის მოლოდინში ტკბილად ჩაეძინა მისი სურნელით გაბრუებულს . ლილე , მაშო , ანა და მარიამი ქვემოთ იყვნენ ნანას მარტო ხომ არ აალაგებიებდნენ ახალი წლის ღამეს მაგიდას ამიტომ სწრაფად მოეხმარნენ და შემდეგ გამოვიდნენ. რა თქმა უნდა ნიკოლოზი, ალექსანდრე და მიშიკო იქ იყვნენ
-რას აკეთებ ქალბატონო? შენი გადაღლა რომ არ შეიძლება არ იცი? - მიშომ გაბრაზებულმა მოხვია ხელი ცოლს და მუცელზე მოეფერა - ჩემს გოგოს მოფრთხილება სჭირდება რომ ძლიერი გოგო იყოს და მამიკო გაახაროს
-ნუ დარდობ სიძე არაფერი წაუღია ,რაც აალაგა ყველაფერი მუცელში ჩაალაგა- სიცილით თქვა ანამ და მოეხვია წყვილს- ძალიან მიყვარხართ ბავშვებო
-მეც მიყვარხარ სიდედრო- გაეკრიჭა მიშიკო და ხმაურით აკოცა ლოყაზე
-ეე მეც მაკოცეთ- გაიბუსხა მაშო და ორივემ აკოცა
-სადაა ჩემი ცოლი ამდენი ხანი? მთვრალ ქმარს არ უნდა მიხედო? შენს გარდა აღარავინ მყავს ქალიშვილებს გამოუჩნდათ უკვე ბიჭები - ანდრეა ჩამოვიდა ცოლს ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა
-შენ სულ გაგიჟდი ხო? მოვდივარ რას ჩამოხვედი ,ძლივს დგახარ ფეხზე
-ისე ამბობ ვითომ არ იცოდე მთვრალს რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა- ჩურჩულით უთხრა და ანასგან მუჯლუგუნიც მიიღო - მეტკინა გოგონი
-ხოდა ძალიან კარგი ,კაცს შვილიშილი გეყოლება და ჭკუა ვერ ისწავლე კიდე
-ჭკუა მე რათ მინდა სამი შვილი გავზარდეთ სიძემ უნდა ისწავლოს ახლა ბავშის მოვლა
-იცის ანდრო იცის ჩემი ბავშვები ამის გაზრდილია ნახევრად- მარიამმა თქვა და გაიცინა
-ხოდა მაგიტო წავყევი ცოლად ასეთი საქმიანი და მზრუნველი რომაა... ვის სახლშიც შენ შეხვალ აშენდება ფეხადო ხო გეუბნებოდნენ და დამიმტკიცე ახლა სიცოცხლე- მაშიკომ უთხრა და გაეკრიჭა
-მამიკოს ფერია ნახე დედიკო ჩემს ნერვებზე თამაშს ცდილობს ის კი არ იცის რო ვერ გამაბრაზებს აწი რაც არ უნდა გააკეთოს- მიშომ დააიგნორა და მუცელს აკოცა მერე ხელი მოხვია და კიბისკენ წაიყვანა- ვიძინებთ ჩვენ არ შეიძლება ფეხმძმე ქალისთვის ძალის დახარჯვა და გადაღლა უნდა გამოიძინოს
-ექიმო მიშო როდის დაიცავით დისერტაცია ფეხმძმე ქალთა ქცევაზე
-გოგო ნუ გამაბრაზებ , გეყოს - ცხვირზე უკბინა და გაიცინა -ვგიჟდები შენზე ჩემო გიჟო ალქაჯო - აკოცა და თვითონ გახადა ტანსაცმელი მერე საცვლების ამარა მყოფ ცოლს შიშელ მუცელზე აკოცა და თავი მიადო - მა ჯერ ვიცი არ გესმის ჩემი, მაგრამ როცა ვიცი მანდ ხარ ჯერ კიდევ პატარა , ჩამოუყალიბებელი ემბრიონი გული სიხარულით მევსება , ერთი სული მაქ როდის გაიზრდები , მინდა მალე გავიგო შენი გულისცემა, დავინახო პატარა თითები, ფეხები,ცხვირი, ტუჩები . მაშო სიხარულით ივსებოდა როცა მიშოს ასეთ სხვანაირს ხედავდა უფრო თბილს და მოსიყვარულეს, მის თმებში შეაცურა თითები და მოფერება დაუწყო შემდეგ დაიხარა და აკოცა
-მიყვარხარ მეც და ჩვენს პატარასაც -გაიღიმა პენუარი გადაიცვა და ეხლა თვითონ გახადა შემთვრალ ქმარს თან რამდენიმეჯერ აკოცა მერე კი მის გვერდით მოთავსდა მკერდზე აეკრო და ყელში აკოცა- მე მგონია რომ ბიჭია
-მე ვიცი რომ გოგოა
-წავალთ ექიმთან და გავიგებთ არც ეგაა პრობლემა დავიცდი ცოტას
-აი ასე მომწონს რომ არ მეკამათები დედიკო ნახავ რომ გოგოა მანდ და მალე გაგებერება მუცელი და ჩემი ღიპუცა იქნები- ისეთი თბილი ხმა ჰქონდა რაღაც განსხვავებული მაშოს სიამოვნების ჟრუანტელს გვრიდა.
..............
ალექსანდრემ ლილეს და ნიკოლოზს გადახედა და ძმაკაცს დაუბღვირა
-რას ელოდები ახლა როდის დავავლებ ჩემს ცოლს ხელს გაგეცლები და უფლებას მოგცემ ამაღამ იმათ მსგავსად რომ ჰგონიათ ვერაფერი გაიგეს ანამ და ანდრეამ, მიუწვები ჩემს გოგოს გვერდით და ტკბილად დაიძინებ?
-ხო ეგ მგონია ზუსტად რა კარგია შენ თვითონ რომ თქვი- ისეთივე მშვიდი ტონით უთხრა და ლილეს მოეხვია . გოგოს ცეცხლი მოეკიდა , ლოყები აუწითლდა, თავი დახარა
-ნიკოლოზ ! -გაბუტულმა თქვა და ხელიდან დაუსხლტა
-ხომ ხედავ ლილეა უარზე თორე მე არ მაქ პრობლემა - უთხრა და მარიამი ხელში აიტაცა- ჩემო ცოლო როგორც იქნა მარტო დავრჩით - აკოცა მოწყვეტით და ნიკოლოზს ახედა- ვიცი ახლა მაინც შეხვალმის ოთახში, ვერ გაძლებ და ზედმეტად რომ შეეხო იცი როგორ მიყვარს თითების დამტვრევა - მკაცრად გადახედა და კიბისკენ წავიდა, მარიამი სხეულზე მიიკრო და საძინებელში შევიდა - როგორ გამოთვრა შენი ქმარი ხედავ?
-ძალიან დავიღალე თორე შენი სიმთვრალე ხელს ვერ მიშლის ხო იცი?- მაცდურად გაუცინა და ძირს ჩამოხტა . სწრაფად გაიხადა , პენუარი გადაიცვა და საწოლზე ჩამომჯდარ ქმარს მოეხმარა სამოსისგან გათავისუფლებაში
-მხოლოდ დამიანე დარჩა და დიდი ხნით მოვისვენებ, სანამ ჩვენი პატარები გაიზრდებიან სადარდებელი აღარ მექნება - ხელი მოხვია წელზე მარიამს და უცებ მოექცა ზემოდან- თუ არ მოგეფერე ვერ დავიძინებ ხო იცი
-სესილის უყვარს ...თავს დავდებ თუ ასე არ იყოს - მარიამი მოექცა ზემოდან და მის კუბუკებზე თითებით თამაში დაიწყო, მერე თავი მკერდზე დაადო და აკოცა- მეძინება, ძალიან დავიღალე
-დაიძინე ჩემო სიცოცხლე -ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა .
........
ლილე გაბუსხული იდგა ზურგი აქცია ნიკოლოზს და კიბეებისკენ დაიძრა როცა ჰაერში აღმოჩნდა და იგრძნო ტემპერატურა როგორ მოემატა ნიკოლოზის შეხებისას , სასმელს შერეული სუნამოს სურნელიც კი სასიამოვნოდ ეჩვენა და გაბრუვდა,მაგრამ წამით
-ხელი გამიშვი - აფართხალდა მაგრამ რა აზრი ჰქონდა. ნიკოლოზს გაეღიმა უფრო მიიკრა სხეულზე და აკოცა. ჩქარა აირბინა კიბეები და ოთახში შეიყვანა - დამსვი და გადი აქედან არ ვაპირებ მე შენთან ერთად დაძინებას
-კარგი ნუ დავიძინებთ - ტუჩის კუთხე ჩატეხა თვალებში ჭინკებათამაშებულმა- შენით გაიხდი თუ მე გაგაშიშვლო-ჩურჩულით უთხრა და ყურთან მიაკრა ტუჩები, იგრძNო როგორ გააჟრჟოლა გოგონას , მის კანზე ბუსუსების არმია შენიშნა და კმაყოფილს გაეღიმა
-შენ.. შენ.. რა ეს - ლილე აღშფოთებული იყო უცებ გაინთავისუფლა თავი და ძირს ჩამოხტა - სულ გაგიჟდი ხო? არა რა შენი დათრობაც არ შეიძლება ჭკუა გეკეტება ისედაც არ გამოირჩევი დიდი გენიოსობით და საერთოდ გიჟდები - უცებ მიაყარა
-ამ პატარა ქალბატონს დამიხედეთ ერთი როგორ გამიბრაზდა - ხელი მოხვია ისევ და ცხვირზე აკოცა- ახლა არა, მაგრამ არც დიდი ხნით გადაიდება შენი მთლიანად ჩემს საკუთრებაში გადმოსვლა - ნაზად აკოცა ლოყაზე შემდეგ ქვემოთ ჩამოყვა, ნიკაპს შეეხო , ქვედა ტუჩი მოიქცია ტუჩებს შორის და ნაზად დაუკოცნა - მალე ჩაიცვი შენი დათუნიებიანი პიჟამა და მომიწექი გვერდით თორე მართლა მე გაგხდი და ისე მოგიწვენ გვერდით
-მე დათუნებიანი პიჟამა არ მაქ
-მარტო ეგ თუ გგონია გასაპროტესტებელი ძალიან კარგია- გაიცინა და ისევ აკოცა
-საზიზღარო - ტუჩები დაბრიცა და ფრატუნით გავიდა სააბაზანოში. ჯიბრზე ჩაიცვა ყველაზე სექსუალური პენუარი და ისე გამოეცხადა უკვე საწოლზე წამოწოლილ ნიკოლოზს რომელმაც თავიდან ფეხებამდე წამში აათვალიერა და ერთანად დაუარა ელექტროდენმა , ვენები დაებერა , ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ღრმად სუნთქვა დაიწყო . ლილე უკვე საწოლში იწვა როცა იგრძნო ენერგიის მოზღვავება, სისხლის მიმოქცევამ საგრძნობლად იმატა უკვე ლავა მიედინებოდა და წვავდა სწრაფად მოექცა გოგოს ზემოდან და გიჟივით დააცხრა მის ბაგეებს. როგორც არ უნდა შეიცვალოს თავის გაკონტროლებას მაინც ვერ მოახერხებს როცა უყურებს ჩვეულ ფორმაშ მაშინ ეკეტება და ეხლა ხო საერთოდ აინთო ვნებისგან . ლილე თავიდან დაძაბული იყო შემდეგ ისეთ სიამოვნებას გრძნობდა მთელი სხეული მოადუნა, თითები მის შიშველ მხრებზე მოათავსა და გაურკვეველი მიმართულებით დაასრიალებდა მის ნავარჯიშებ სხეულზე , ამით უარესად ხდიდა და უკვე გრძNობდა როგორ გაუჭირდებოდა თავის შეკავება რამოდენიმე წამში რომ არ გაჩერებულიყო მაგრამ შეძლო . თავი ლილეს ყელში ჩარგო , ისევ იგივე პოზაში იწვა , ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო , ლილეს წელზე მოხვია ხელი და ისე გადაბრუნდა რომ გოგონა სხეულზე აიკრო, თავზე აკოცა და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო.
ლილე გატრუნული იწვა ნიკოლოზის მკლავებში მოქცეული , მძაფრად შეიგრძნობდა მის სურნელს, სითბოს, სიახლოვეს, თითების შეხებას რომლების სახეზე და თმაზე ეფერებოდნენ და ჟრუანტელს გვრიდნენ , ესმოდა მისი გულისცემა რომელიც საამოდ ჩაესმოდა და მორფეოსის სამყაროში გზავნიდა. ნიკოლოზი უყურებდა მძინარე ქალბატონს რომელსაც სუნთქვა უკვე დაუმშვიდდა ღრმა გაუხდა რაც მის სიზმრების სამყაროში გადასვლას ადასტურებდა. ფრთხილად შეეხო მის გამობურცულ ბაგეებს კომფორტულად მოეწყო ისე რომ ლილეს არ დაშორებია სანტიმეტრითაც კი და მშიდად დაიძინა.
.......
დილით არავის გაღვიძებია რადგან სამ საათზე დაძინებულებს შვიდზე რა ააყენებდათ. გათიშულებს ეძინათ მითუმეტეს ისეთი სარეცლის გამყოფები ჰყავდათ საერთოდ არ გაიღვიძებდნენ საღამომდე მათი ნება რომ ყოფილიყო .
მშობლების ხვედრი მძიმეა ამიტომ ქალბატონების დედიკოს და მამიკოს ადრე გაეღვიძათ . ბავშვები ტიროდნენ ამიტომ მამიკო წამოდგა ბავშვები აიყვანა და დედიკოს მიუწვინა. მარიამმა ძვლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს მაგრამ მომღიმარ ბავშვებს რომ შეხედა თავადაც გაიღიმა
-დედას პრინცესებო გილოცავთ ახალ წელს - ორივეს აკოცა და ყველაზე ჭუჭყუნა მოღეღილ მკერდთან მიიკრა ბავშვმა არ დააყოვნა და ამობურცულ ძუძუსთავს წაეტანა .
-ახალ წელს გილოცავ ჩემო ლამაზო- ალექსანდრე მიუწვა გვერდით და აკოცა თან ბავში ეჭირა ხელში
-ამათ არ ეყოფათ რძე ფაფა გვჭირდება - კოცნის შემდეგ დააყოლა
-იქნება ფაფა კაპიტანო ეხლავე-ბავში საწოლზე დააწვინა თვითონ ჩაიცვა სპორტული შარვალი, მაისური და მოსაცმელი
-ბავშვების ოთახში შეიხედე არ გაეღვიძოთ თორე შიშვლები ირბენენ სახლში და გაცივდებიან
-არის მოვიტანო ფაფები დავხედო აბვშვებს - გაიცინა ალექსანდრემ და ოთახიდან გავიდა. მოსამსახურეები უკვე სამუშაოს ასრულებდნენ , ალექსმა ფაფა ბავშვების ბოთლებში ჩაასხა და ზემოთ ავიდა ისევ. ამჯერად უფროსების ოთახში შეიხედა ყველას ეძინა , სითბოსგან ლოყები აწითლებული ჰქონდათ გაბრო და გიო ერთმანეთზე იყვნენ მიხუტებულები , ანაბელი კი გადაწოლილი იყო თავის საწოლზე უკანალი ამოეშვირა თავი კი ხელებზე ედო დამხობილს ეძინა . ალექსანდრეს გაეღიმა საბანი გადააფარა აკოცა სამივეს და გაიპარა იქედან. შემდეგ ლილეს ოთახის კარი შეაღო დაინახა მშვიდად მძინარე წყვილი და გაეღიმა მათ შემხედვარესნიკოლოზს მგონი პირველად ხედავდა ასეთი მშვიდი და ბედნიერი იერით .
- დავუბრუნდი ჩემო ქალბატონო ყველა საქმე მოვავარე ბავშვებს ძინავთ , ნიკოლოზი ლილესთანაა
-იქ რაღა გინდოდა კაი რა
-ხო იცი მიჩვეული ვარ ყოველ ახალი წლის დღეს შევდივარ
-მომავალ ახალ წელს გათხოვილი იქნება და სად შეხვალ ძაან საინტერესოა
-ჩავისიძებ რა პრობლემაა ნიკოლოზი უარს არ იტყვის ყველა ვუყვარვართ თან პრობლემა არ გვექნება არანაირი
-კაი რა ახალ დაქორწინებულ წყვის არ აცლი მშიდად ცხოვრებას?
-მოიცა დემეტრე და ელენეც უნდა წავიდნენ ანუ დღეიდან?- უცებ მოტვინა და შეიცხადა თან ბავშვს აჭმევდა და გამოაცალა პირიდან ბოთლი
-ბავში დარჩა მშიერი - უცებ გაეცინა მის ქმედებაზე მაანც დაუბრუნა ბოთლი ბავშვს - მოიცა რაო?რა დღეიდანო?
-ამაღამ ჩემი ვაჟკაცი ცოლს ირთავს ეშველა როგორც იქნა ნუ ელე თუ გაყვა
-ეგ როგორ სად ირთავს აქ?
-არა რა აქ ყაზბეგში ჩვენს დაჩაზე მიდიან იქ დაიწერენ ჯვარს და თაფლობის თვესაც გაატარებენ იმ არაჩვეულებრივ ადგილას მაგრამ არაფერი იცის ელენემ დემეტრემ კი გამაფრთხილა არავინ დამენახოთ იქ მხოლოდ მე და ელენე უნდა ვიყოთ და მეჯვარეები იმ დღეს არ უყვარს ჩემს გოგოს ქორწილები და საერთოდ აღნიშვნა თავიდანვეო და რა გაეწყობა შილის ჯვრისწერას ვერ დავესწრები სამაგიეროდ ხელისმოწერას ჩავატარებ გრანდიოზულად
-რაა? ეგ როდის გადაწყვიტეთ რა გამოდის ეხლა არავინ ვიქნებით? ვერ უნდა ვუყურო მათ ჯვრისწერას? რა წესია რაა
-ვაიმე მარიამ რომანტიკა მოაწვა ჩემს ბიჭს და რა მეთქვა მე და ჩემი ძმაკაცები თუ არ ვიქნებით არ მოგაყვანიებ ცოლსთქო
-იდიოტო - დაებღვირა მარიამი ალექსანდრემ აკოცა
-უყვარხარ მაგ ბიჭს და იმიტო ითმენს თორე განახებდი მე შენ იდიოტს - ჩურჩულით უთხრა რადგან ბავშვებს უკვე ეძინათ
-ბავშვები წაიყვანე და მაცადე დავიძინო როდის წავლენ ?
-მალე მაგრამ ჩვენ ვერც გავაცილებთ მოტყუებით მიჰყავს
-ვაიმე რა მაგარია გაგიჟდება ელენე - სიხარულით აღარ იყო მარიამი ტაში შემოკრა და ალექსანდრეს მოეხვია რადგან ბავშვები უკვე თავიანთ საწოლში იწვნენ - მიყვარხართ ყველა დადეშქელიანი
-მე რომ მიყვარხარ ისე არავის უყვარხარ - ზემოდან მოექცა და აკოცა
-ვიძინებთ ძალები მჭირდება - მარიამი ზურგთ აეკრო მის გულ-მკერდს ხელებს თავისი დაადო და დაიძნა. ალექსანდრემ მის თმაში ჩარგო სახე და სიზმრებში უკან მიჰყვა .
ერეკლე და ეკატერინეც დავითმა გააღვიძა . მუჯლუგუნით წამოაგდო ქალბატონმა ერეკლიუსი და ასე თვალდახუჭულმა მიუყვანა ბავშვი , ისევ დაწვა და გაღიმებული უყურებდა როგორ მიირთმევდა ბატონი დავითი . შემდეგ ბავში შუაში ჩაიწვინეს ორივე მოეხვია და ტკბილად განაგრძეს ძილი.
უმცროსმა დადეშქელიანებმა ერთად გაიღვიძეს ჯერ ტიტინით მიულოცეს ახალი წელი ერთმანეთს უკვე ბიჭებიც ლაპარაკობდნენ იმდენს ვერა რამდენსაც ანაბელი მაგრამ გამოდიოდათ აზრის გამოხატვა , შემდეგ ფეხშიშველები პიჟამოებით გატანტალდნენ მშობლების ოთახში თან თმას იქექდნენ არეული ჰქონდათ, ლოყები დაწითლებული, ტუჩები დაბურცული და ღიპუცები გადმოგდებული რადგან შარვლები ჩაჩაჩული ჰქონდათ . საწოლზე მიფოფხავდნენ როცა გაიღვიძა მარიამმა და ალექსანდრემ . სიხარულით აივსეს სამივე დასვეს საწოლზე და სათითაოდ ჩაკოცნეს
-გეკოფათ დედიტო
-ქო ლა მოლჩა
-უიმე უჟმურები მე მაკოცეთ ალ უნდათ მაგათ - ანაბელმა თქვა და მამიკოს მიეკრა - ჩემი მამიკო - ლოყაზე აკოცა და მერე მეორე მხარეს გადაინაცვლა დედიკოსაც აკოცა მაგრამ მაინც მამიკოს მიეკრა .
-დედას სიხარულები ხართ თქვენ -აკოცა ბიჭებს და გაუღიმა- აბა დე თქვით გილოცავთ ახალ წელს
-გიოცავ აქალ წელც
-აუუ ყოჩაღ მაგრად თქვა უიმეე ლა ბოთეები ქალთ - ანაბელმა დასცინა ძმებს ისე რომ მამიკოს არ მოშორებია . ალექსანდრე კი იცინოდა ბიჭების დაბღვერილ სახეებზე თან ორივე იდენტურები იყვნენ თითქმის და გაორმაგებით უბღვერდნენ
-ალ ვალ მე ბოთე - ორივემ ერტად თქვა და დედიკოს მიეკრა
-ბავჩვები - ისე ქვა ვითომ თითონ დიდი იყო - მეძნება მე და ხმა არ გავიგო -განაცხადა მამიკოს ხელი დაადო ცხვირი მის ყელში ჩარგო ისე რომ სულ დაიმალა მის მკლავებში , თან კოცნიდა მამიკო და უფრო ტკბილად ეძნებოდა. მალე ერთად დაეძნათ ყველას და მართლა არ გაუღვიძიათ შუადღემდე.
...... ...........
პირველად იმ ამბით დავიწყებ რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რადგან დანარჩენები სიმშვიდით და მდგრადობით გამოირჩევიან გიჟით დავიწყებ. გიჟი ვინაა? დემეტრე დადეშქელაინზე გიჟი არ გვყავს ამ ისტორიაში აბა გავიგოთ როგორ დაიწყო ელეს და დემეს დილა.
ადრე გაიღვიძა მართალია ძლივს გაახილა თვალები, მაგრამ მიზნის მისაღწევად ღირდა. გვერდით მძინარე ელეს დახედა ფრთხილად აკოცა საბანი გაუსწორა და ძალიან ნელა დაიწყო ბარგის ჩალაგება მალევე მორჩა რადგან ბევრი არც არაფერი გამოუყენები, ელეს კი მალე მოუწესრიგა ისე ჰქონდა დალაგებული . შემდეგ აბაზანაში შევიდა შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და გამოსულს ელე უკვე ფხიზელი დახვდა , მაშინვე გაუღიმა ბიჭს და ისიც მიეჭრა
-ახალ წელს გილოცავ ჩემო გემრიელო - ელენემ ხელები მოხვია ყელზე და ბიჭის ბაგეებს თავისი შეაგება
-მეც გილოცავ ჩემო ფერია -დაიჩურჩულა და კოცნა გააძლიერა - აბა წამოხტი ახლა ჩაიცვი გავდივართ
-სად გავდივართ ახალი წელია მოიცა რა
-ელენე ნუ მეწინააღმდეგები
-ოო კარგი ხო ვიცი ახლა რაღაც მოიფიქრე, დავყვები ნებასა შენსა - თქვა წამოდგა მოკლე შორტი გაისწორა და კუსკუსით შევიდა სააბაზანოში. მალე გამოვიდა მოწესრიგებული და დემეს შეხედა
-გავდივართ - ხელი მოხვია და ისე ჩავიდნენ ქვემოთ. ბარგი უკვე მანქანაში ჰქონდა გოგონას კარი გაუღო ისიც დაჯდა, ღვედი შეიკრა და მანქანაც ადგილს მოსწყდა. როცა გავიდნენ და გაშორდნენ კარგად გუდაურს მერე ჰკითხა მაინც
-სად მივდივართ?
-ყაზბეგში
-ავალთ ახლა? დიდი თოვლი არ იქნება?
-არაა ამინდიც ხელს გვიწყობს -გაიღიმა მისი ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა
-იქ დავრჩებით? აუ მე იმათთან მინდოდაა
-ჩემთან არ გინდა?
-იმათთანაც მინდა და შენთანაც
-ეგრე არ გამოვა ქალბატონო
-რაღაც ჩაიფიქრე... დარწმუნებული ვარ გამაგიჟებ იქ ისეთ რამეს დამახვედრებ რამე მიყიდე საახალწლოდ კიდე და იქ არის?- ხმამაღლა ფიქრობდა, დემეტრე იცინოდა
-ნაწილობრივ
-აუუ როდის ჩავალთ მაინტერესებს რა მოიფიქრე ამჯერად და საერთოდ მანქანაში რო ვართ ვერ გკოცნი- ეს რო თქვა ეგრევე დაამუხრუჭა დემეტრემ ხელი მოხვია და გიჟივით დააცხრა ტუჩებზე
-წავიდეთ თუ კიდე კოცნა გინდა - ვნებიანი ხმით უთხრა გარინდულ გოგოს და ცხვირი ლოყაზე გადაატარა მისი შეხებისას დნებოდა ეხლაც მოიჭამა ტუჩები და ისე უთხრა
-წ..ავიდეთ ცოტა დარჩა
-ძალია კარგი - მოშორდა გოგოს მანქანა დაძრა და სწრაფად წავიდა ნუ თოვლის საფარი დიდი იყო და როგორც შეეძლო სწრაფად მიდიოდა
-როგორ ახერხებ ასე მშვიდად მომშორდე და განაგრძო სხვა საქმე როცა ზუსტად იგივე გემართება ჩემი შეხებისას რაც პირიქით - ისევ აბუზღუნდა ელენე დემეტრე იცინოდა
-ძლიერი ნებისყოფა მაქ რომელიც ვერა და ვერ გატეხე
-აბა ვინ გატეხა მე ვარ ერთადერთი ვინც გაცნობის პირველივე დღიდან გმართავს ჩემთან იღიმი, გიხარია, ლაპარაკობ და საერთოდ მე გიყვარვარ . შენი ქვის გული ჩემია თითოეული უჯრედი მე მეკუთნის და ამის მერე სხვამ გატეხა შენი ნებისყოფა?
-გაჩუმდი გევედრები თორე თავს მართლა ვერ შევიკავებ და დავილეწებით
-მეთანხმები ესეიგი -გაიცინა და ლოყაზე აკოცა
ყაზბეგში შესვლისთანავე გაეღიმა ელეს რადგან ყველაზე მეტად ეს ადგილი უყვარს . ჯერ სახლში მივიდნენ ბარგი ამოალაგეს ოთახში ჯვრისწერა საღამოსთვის ჰქონდათ დაგეგმილი ამიტო ყველაფერს ასწრებდა . მოსამსახურე მანამ მოამზადებდა ყველაფერს რაც საჭირო იყო. ელეს თეთრი კაბა მიაწოდა თავად შავი შარვალი თეთრი პერანგი და მანტო ეცვა
-თეთრი კაბა რად მინდა სიცივე იქნება შარვალს
-მონასტერში შარვლით ხომ არ წამოხვალ თან მიყვარს ეს კაბა ახალია მე გაჩუქე და მინდა ჩაიცვა
-კარგი ნუ მიყურებ ეგრე ვიცმევ- დემეტრეს მზერას ვერ გაუძლო და აკოცა -ჩავიცმევ და გავიდეთ .
ნახევარ საათში გერგეტის სამებაში იყვნენ როცა თავისი ბიძაშვილი დაინახა გაოცდა , შემდეგ დემეტრეს მეგობარი დაინახა ორივე უკრაინაში იყვნენ და ყაზბეგში როგორ აღმოჩნდნენ ვერ ფიქრობდა მათთან მისვლამდე გააჩერა დემეტრემ და თავისკენ შეაბრუნდა ხელში ბეჭდის ყუთი ეჭირა . მონასტრის შუაგულში იდგნენ დემეტრე თვალებშ უყურებდა ელენეს და მის გაორმაგებულ გულისცემას ისმენდა . გოგო გაოგნებული იყო სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა ყველაფერს ელოდა ხელისთხოვნის გარდა
-ელენე მინდა ამ წმინდა ადგილას გთხოვო ცოლობა ღვთის წინაშე მინდა დამთანხმდე და გახდე ჩემი ცოლი , ჩემი შვილების დედა მინდა იყო , მინდა ყოველ დილით პირველს შენ გხედავდე და ბოლოს შენ კოცნას ვგრძნობდე ...უზომოდ მიყვარხარ და მინდა სამუდამოდ ჩემი იყო . თანახმა ხარ დღესვე, ახლავე გახდე ჩემი მეუღლე
არაჩვეულებრივი გრძNობდა იყო, უზღვევმა ემოციამ ერთად შებოჭა და ჭკუაზე აღარ იყო . ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდოდა... ყოველგვარი ქორწილის ,ღრეობის და ასობით მოპატიჟებული ადამიანის გარეშე . მხოლოდ ის და დემეტრე თავის საყვარელ ადგილას . საფიქრალი არაფერი იყო მაშინვე მოეხვია და აკოცა
-თანახმა ვარ მიყვარხარ ჩემო ბედნიერებავ
დემეტრემ ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოარგო აკოცა . შემდეგ მეჯვარეებმა მიულოცეს დამშიდდნენ და მამაომ ცერემონია დაიწყო . ყველაფერმა ამაღელვებელ ნოტაზე ჩაიარა რამოდენიმე წუთში ცოლ-ქმარი იყვნენ და სახლისაკენ მიემართებოდნენ. ელენეს გულმა ბაგაბუგი დაიწყო როცა სახლში შევიდნენ ყველაფერი სანთლებით და ვარდისფურცლებით იყო მოთული გაუკვირდა რადგან დემეტრეს მსგავსი ქმედებები არ ახასიათებს
-მიყვარხარ ჩემო ფერია - დემეტრემ ფრთხილად აკოცა მაგრამ მალევე მოშორდა როცა იგრძნო როგორ თრთოდა ელენე . ხელი ჩაკიდა და მისაღებშ ბუხართან ორ კაცზე გაშლის სუფრასთან მიიყვანა . სკამი გამოუწია ისიც დაჯდა დემეტრე მის წინ მოთავსდა . ჯერ უყურებდა მერე ვეღარ მოითმინა და უთხრა - დამშვიდდი ნუ ცახცახებ ამაღამ არაფერი გვექნება ისეთი რაც აქამდე არ გაგვიკეთებია , ჩავიხუტებ ჩემს უკვე ცოლს და მშვიდად დავიძინებ შენი სურნელით გაჟღენთილი - მისი ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა -ჭამე ეხლა მთელი დღეა არაფერი გიჭამია ცოლს ხო არ ვაშიმშლებ - უცებ გაამხიარულა ელენე, მალე მოდუნდა და ვახშამმა როგორც ჩვევიათ მხიარულად ჩაიარა . მალე შეტყობინება მოუვიდა დამიანესგან“ ანეიტრალებ უკვე ჩემს რძალს თუ შემიძლია დაგირეკო და მოგილოცოთ“ გაეცინა და თვითონ დაურეკა ხმამაღალზე ჩართო
-გილოცაავთ რომ იცოდე როგორ მიხარია თქვენი ამბავი როგორც იქნა რძალი მყავს უკვე კანონიერად
-მადლობა დამი - ელემ გაიცინა -მალე შენც ყოფილიყავი დემეტრეს მდგომარეობაში
-არ გვინდა ეხლა მაგაზე გილოცავთ აბა და ჯერ ნურაფერს დაიწყებთ ოც კაცს აქ დასარეკი ქორწილში რო არ ვიყავით ეგეც საკამრისია ახლა მილოცვებს გაუძელით ნუ ჩვენ კი ვქეიფობთ მაგრამ
-კარგი გეყოფა - დემეტრემ გაიცინა და გაუთიშა . მართლა ერთმანეთის მიყოლებით ურეკავდნენ ულოცავდნენ და ძალიან მხიარულად იყვნენ
-რას წამოვედით დავრჩენილიყავით იქ ან ჩვენც გადაგვეფრინა გუდაურში
-ქალბატონო შენი სურვილი იყო მშვიდ გარემოში ჯვრისწერა მე შევასრულე და ახლა ნუ წუწუნებ - ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა- ეს ავალაგოთ უცებ და დავიძინოთ გვიანია უკვე ხო არ გადავღლი ცოლს - ფრთხილად აკოცა ელეს და დაიწყო მაგიდის ალაგება. შემდეგ ელე რეცხავდა დემე ამშრალებდა რამდენჯერმე შეასხა წყალის წვეთები ერთხელ ქაფიც მოაცხო მოკლედ კარგად იხალისა ქალბატონმა. ბოლოს ისე გააბრაზა გაქცევა მოუხდა დემეტრეც აედევნა და მეორე სართულის დერეფანში დაიჭირა ,წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა . ორივეს გაორმაგებული ჰქონდა გულისცემა ბიჭი ვნებიანად უკოცნიდა ბაგეებს და ელენეს გონება საზღვრებს გარეთ მიემართებოდა . ლტოლვა, ვნება და სურვილი რომ მისი გამხდარიყო იზრდებოდა . დემეტრემ იგრძნო მისი მდგომარეობდა და ვნებას გასაქანი მისცა ...
.........
მაშიკო დილიდანვე ჭირვეულობდა მიშიკო კი ყველა მის სურვილს ასრულებდა . ეხლაც სუფრასთან ისხდნენ დემეტრეს და ელენეს შეუღლებას აღნიშნავდნენ
-აუუ მიშოო მომაწოდე რა კივი ძალიან მინდა- ტუჩები დაბრიცა ისე თითქოს რაღაც სასწაულს ითხოვდა. მიშომ აიო გათალა დაჭრა და თეფში წინ დაუდო მანაც აკოცა და გემრიელად მიირთვა .
-აუ ნუ სვავ რა თორე მერე ღვინის სუნი შემაწუხებს
-აქამდე არ გაწუხებდა და
-ახლა შემაწუხებს რატო მეკამათები ?
-კარგი წვენი შეიძლება დავლიო ?
-ნუ დამცინი და საერთოდ ეგრე ნუ იცინი ხო იცი ცუდად ვხდები - ტუჩები გაილოკა და სულ გააგიჟა მიშო
-მიწვევ თუ რა ხდება
-საიდან მოიტანე კი არ გიწვევ ფაქტიურად გიბრძანებ ადგე და მოეფერო შენს ცოლს შენი გემრიელი ტუჩებით - ყურში შასჩურჩულა და ოდნავ უკბინა ბიბილოზე შემდეგ აკოცა იქვე და იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი, დაებერა ძარღვები და აუჩქარდა გულისცემა . კმაყოფილმა გაიღიმა და იქაურობას გაეცალა . საძინებელთან მისულს წვდა მაჯაში მიშო სხეულზე აიკრო და ოთახში შეაგდო ფაქტიურად
-მამი მაპატიე დედიკოს ჭკუიდან გადავყავარ თორე არ ვაპირებდი შენს შეწუხებას
-მაგაზე ნუ ღელავ ჯერ - თავისკენ მიქაჩა და ტუჩები დაუკოცნა ...
............
ლიზი და ირაკლი არ გიჟობდნენ უბრალოდ ერთმანეთზე მიხუტებულები ისხდნენ და მათთან ერთად მხიარულობდნენ . მია სულ რაღაცაზე აბრაზებდა მათეს გააგიჟა ბიჭი მერე მიდიოდა კოცნიდა და თაფლავდა. ერეკლე ჭიკჭიკებდა ცოლს უღიმოდა თვალებს უჟუჟუნებდა და ბავშვს ეფერებოდა სანამ მიაძინებდნენ . ლაშიკო და სოფო ერთმანეთით ტკბებოდნენ , ლაშიკო არ სვამდა ამიტო გარეთ გავიდნენ თოვდა და ფიფქები სახეზე ადნებოდათ სოფო ტრიალებდა და კისკისებდა ისეთი ბავშვური და ლაღი იყო ლაშა ბედნიერდებოდა მისი შემხედვარე. ვეღარ მოითმინა ხელი მოხვია სხეულზე აიკრა და მის ბაგეებს დაეწაფა , სოფოს აყვა რადგან ამ გამოწვევის გაძლება არ შეეძლო
-მიყვარხარ ჩემო ქალღმერთო - ყელზე გადაინაცვლა სოფო კი გარინდული იდგა და ხელებშ ადნებოდა ბიჭს - გაყინული ხარ - კოცნა არ შეუწყვეტია ისე აიყვანა ხელში და უკანა შესასვლელიდან შევიდნენ თავიანთ ოთახში . ძირს ჩამოსვა , მანტო გაიხადა და იქვე დადო . ოთახში სითბო იყო და ორივეს ესიამოვნა, მაგრამ ამისთვის დიდად არ მიუქცევიათ ყურადღება
-არც კი მახსოვს ასეთი ბედნიერი ახალი წელი ბოლოს როდის მქონდა - სოფომ მოსაცმელი გაიხადა და სავარძელზე დადო
-მომავალში სულ ბედნიერი იქნება გპირდები . მთელი წელი ბედნიერი გექნება და არა კონკრეტულად ერთი დღე - ლაშა მოეხვია და ნაზად აკოცა
-ვიცი და მჯერა შენი , მჯერა რომ გამაბედნიერებ უკვე მაბედნიერებ შენი არსებობით - ხელები მოხვია ყელზე და აკოცა ფრთხილად დაუკოცნა სახე უნდოდა ყველა მის ნაკვთს შეხებოდა და შეეგრძნო -მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად -ტუჩებთან დაიჩურჩულა და აკოცა ისე ვნებიანად კოცნიდა ლაშამ თავი ვერ შეიკავა , ხელებს უმისამართოდ დააცოცებდა მის სხეულზე , ყელზე გადავიდა გრძNობდა ენერგიის მოზღვავებას , ადრენალინს , უნდოდა შორს არ შეეტოპა რადგან ეშინოდა , ეშინოდა რომ სოფო ცუდად გახდებოდა , მის რეაქციას აკვირდებოდა როცა იგრძნო როგორ მოდუნდა , სუნთქვა გაუხშირდა და სხეული სიამოვნებისგან აუთრთოლდა ცოტა გათავისუფლდა... ნაზად კოცნიდა ,მაგრამ როცა სოფის მწველი ბაგეების შეხება იგრძნო ვნებამ სძლია ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და საჯდომზე მოუჭირა სოფომ კვნესა ვერ შეიკავა და სიამოვნებისგან თვალები მილულა . თიტები ინსტიქტურად გაექცა კაბის სახელოებისკენ ფრთხილად გადაუწია მხრებზე და ტუჩებით ჩამოყვა შიშველ კანს , გრძნობდა სოფოს შეხებას მის ნაზ თითებს ზურგზე, მხრებზე და მეტად ემატებოდა სურვილი . როცა კაბის შესაკრავი გახსნა და მისგან გაანთავისუფლა სხეული წამით შეათვალიერა საცვლებში გამოწყობილი გოგო , უკვე მცირედითაც დაკარგა აზროვნება ტუჩები შავი ლიფიდან მომზირალ ამობურცულ მკერდს მიაწება და ოხვრა ვერ შეიკავა თითებს მის შიშველ წელზე, თეძოზე და ფეხებზე დააცოცებდა წამში შეისვა მუცელზე პერანგი მოიშორა რომლის ღილებიც უკვე გაეხსნა სოფის და შიშველ მკერდზე აიკრა გოგო . როცა ერთმანეთის მხურვალე კანს შეეხნენ ცხელმა ტალღამ იმატა , მუხტი გაძლიერდა . როცა საწოლზე აღმოჩნდნენ მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს სოფო რომელიც პირველად იყო მსგავს სიტუაციაში, პირველად გრძნობდა ვნების სიჭარბეს და სურვილს რომ სხვისი გამხდარიყო . თითებს ლაშას ნავარჯიშებ სხეულზე დააცოცებდა და გრძნობდა მის თითოეულ რეაქციას . შიში იგრძნო სიამოვნებასთან ერთად როცა მოვლენის გაგრძელება გაიაზრა . მის თითოეულ ცვლილებას აღიქვავდა ლაშა და ესეც გაიაზრა მისი ყელიდან ნიკაპზე შემდეგ ტუჩებზე გადაინაცვლა წამით მოშორდა და თვალებში ჩახედა . წამი დასჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად, აზროვნების დასაბრუნებლად ინანა თავისი საქციელი რადგან სოფის თვალებში შიშის გაჩენა გამოიწვია
-მაპატიე ...... მე .. მე .. თავი უნდა შემეკავებია მაპატიე გთხოვ - ხმა სურვილისგან დაბოხებოდა, სიტყვები ძვლივს დააკავშირა ერთმანეთთან ,საწოლზე გადაიტანა სოფის სხეულიდან ხელები რომ სწრაფად გასცლოდა მაგრამ მისდა გასაოცრად სოფიმ ხელებში მოიქცია მისი სახე წამოიწია ისე რომ ზედ აეკრო , თვალებში უყურებდა და იქ უკვე სიამოვნებას, სურვილს ხედავდა
-მინდიხარ - ვნება წარბობდა მის ხმაში. ალისფერი ბაგეები მიაკრა ხელი კი ყელზე მოხვია და შემდეგ ხერხემალზე გადაიტანა . ლაშა კოცნაში აყვა , როცა თითების მოძრაობა იგრძნო კანმა საპასუხო რეაქცია მოახდინა და ბუსუსებმა იწყეს გამოჩენა . სოფის გაეღიმა ტუჩები ყელზე მიაკრო და მხარზე გადავიდა
-შენ... დარწმუნებული ხარ .....- ლაშა ეფერებოდა მაგრამ ისევ აკავებდა მოზღვავებულ სურვილს
-დავიჯერო საერთოდ ვერ დაგარწმუნე როგორ მინდიხარ?- შეცვლილი ხმით უთხრა და ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკბინა . ეს უკვე აზროვნების ბოლო წვეთი იყო შემდეგ იყო მხოლოდ სიამოვნება , ხმები რომელიც ოთახში გამეფებულ დუმილს არღვევდა და ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი .......
......
სესილი და დამიანე ბოლოსთვის შემოგინახეთ . ახალი წლის დადგომასთან ერთად პირველი კოცნა მიისაკუთრა დამიანე დადეშქელიანმა შემდეგ კი ისე გაეცალა არაფერი უთქვამს. სესილია კი დატოვა გაოცებული, დამდნარი და დაფერფლილი . ელოდა ახსნას, ერთ სიტყვას მაინც მაგრამ ამაოდ. ღამე იმაზე ფიქრში გაატარა თუ რატომ გააკეთა დამაინემ ეს .როცა ქვემოთ ჩავიდა დამიანეს დანახვისას ისევ იგრძნო იგივე სითბო და სურვილი რაც იმ წამებში მისი შეხებისას გრზძნობდა. დამიანე ისე იჭერდა თავს თითქოს არაფერი მომხდარა რადგან თავად იყო გაბრაზებული იმის გამო რომ გოგოს აკოცა რომელსაც შეყვარებული ყავს , როცა მისი უჩას ადგილას წარმოიდგენს თავს ბრაზი იპყრობს . ეგონა თავს შორს დაიჭერდა და ყველაფერი მოგვარდებოდა მაგრამ არ შეეძლო , ხედავდა როგორ ცუდად გრძNობდა სესილია თავს და იცოდა შეუძლებელი იყო იმ კოცნის დავიწყება რადგან ეს უბრალო შეხება არ იყო .
სუფრასთან იჯდა და სვავდა , თითქოს სასმელი გადაუჭრიდა პრობლემას , რამდენიმე ჭიქა ააცალა ალექსანდრემ მაგრამ მაინც დალია
-გეყოფა ! უბრალოდ დაელაპარაკე !
-არ შემიძლია
-შეგიძლია! შენ დამიანე დადეშქელიანი ხარ ვერ დანებდები - მისი სიტყვები გამამხნევებლად ჩაესმოდა მაგრამ მაინც ვერ შეძლო . სესილია უკვე წასული იყო ამიტომ მეორე დღისთვის გადადო საქმე.
ყველა საძინებელში იყო , მოსამსახურეებმა ყველაფერი მიალაგეს და თავადაც წავიდნენ დასაძინებლად. დამიანე მისაღებში იჯდა დიდი მინის კედლიდან უყურებდა ხედს . თოვდა და თანდათან იმატებდა თოვლის სიმაღლე ლამპიონების განათებაზე ბრჭყვიალებდა და ლამაზ სანახაობას ქმნიდა. ერთ ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა მეორეში სიგარეტი და უკვე ვინ იცის მერემდენე ღერს ეწეოდა . ჩაბნელებულ ოთახში ეზოდან შემოსული სინათლე აღწევდა მხოლოდ . ნაბიჯების ხმა მოესმა და მიხვდა მის ვინაობას . გული საშინლად უცემდა , გაიტრუნა სიტყვაც არ დაუძრავს წესით ვერც უნდა დაენახა ამ სიბნელეში სესილის . გოგო ბნელ ოთახში მოდიოდა ვერ განსაზღვრა საით უნდა წასულიყო წაბორძიკდა და რომ არა დამიანე იატაკზე დაეცემოდა . სესილი გაფართოებული თვალებით უყურებდა დამიანეს და მის შავ სფეროებში იძირებოდა . მთელი სხეული უთრთოდა , მისი ხელები სხეულს უწვავდნენ თიტქოს მატერია გაიარეს და გლუვ კანს შანთით ეხებოდნენ , სუნთქვა გაუხშირდა გრძნობდა სასიამოვნო სუნამოს სურნელთან შერეულ ნიკოტინის და სასმელის სუნს და თანდათან ბრუვდებოდა . მისი მზერა აბნევდა დაინახა როგორ გადაიტანა მის დაბურცულ ტუჩებზე მზერა და ჟრუანტელმა დაუარა , გაშრა მისი კვლავ შეხების მოლოდინში , უნდოდა თავი დაეხსნა მეოე მე ჩაჰყვიროდა რომ ცუდად იქცეოდა მაგრამ არ შეეძლო სურვილი ყველაფერზე ძლიერი იყო , იმდენად ძლიერი რომ ტუჩები ლამის მოიჭამა მის შეხებამდე . ისედაც გონებადახშული უფრო გაგიჟდა ყველაფერი დაავიწყდა დამიანეს მხოლოდ განცდილის კვლავ განმეორება სურდა და არ აინტერესებდა ამით რა მოხდებოდა . ჯერ ნაზად შეეხო , შეიგრძნო გემო შემდეგ კი მომთხოვნად კოცნიდა ისე თითქოს ბოლოჯერ ეხებოდა და უნდოდა საუკუნოდ გაჰყოლოდა მათი არომატი . სესილი ჯერ გახევებული იდგა უბრალოდ სიამოვნების მორევში ჩაიძრა და ტკბებოდა მისი შეხებით შემდეგ კი ხელები მოხვია და კოცნაში აყვა
-მაპატიე .. ვიცი არაკაცივით ვიქცევი როცა ვიცი რო სხვა გიყვარს შენი გული სხვას ეკუთნის მე კი ... მე კი უტიფრად გკოცნი რომ შენგან ეს მაინც დამრჩეს შენი ტუჩების გემო მაინც ვიგრძნო როცა მონატრება შემიპყრობს - გაუაზრებლად ლაპარაკობდა და გაოცებულ ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფ სესილის უფრო მეტად აკვირვებდა
-დამიანე რა გინდა.... მითხარი ამას რატო აკეთებ გინდა ჭკუიდან გადავიდე? ვიცი რომ ასეთი არ ხარ ჩემს გრძნობებზე არ ითამაშებ მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ -ტირილის ზღვარზე მყოფმა თქვა და ტუჩები მოკუმა - ვერაფერი გავიგე
-ვიცი აზრი არააქ, მაგრამ უნდა გითხრა რომ.. სიგიჟემდე მიყვარხარ, ტკივილამდე მიყვარხარ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ შემეძლო ასე შეყვარება მაგრამ მიყვარხარ, მინდიხარ მინდა სულ ჩემთან იყო სულ გიყურო შორიდან მაინც მაგრამ ვიცი მერე ის მატკენს რო ვერასდროს იქნები ჩემი არასდროს შემეძლება ჩემად გიგულო ვიბრძოლო იმისთვის რო შეგიყვარდე რადგან სისულელეა იმისთვის ბრძოლა რაც უკვე სხვას ეკუთვნის
-რატომაა შეუძლებელი ან ვის გულისხმობ რის გამო იტანჯები ან მე რატო მტანჯავ
-გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი შენს შეყვარებულს მგონი უჩა ქვია
ეს რო გაიგონა სიცილი ვერ შეიკავა ისე ლაღად კისკისებდა დამიანემ ჭკუა დაკარგა
-სესილი ნუ გამაგიჟებ გევედრები გაჩერდი თორე ისეთ რამეს გავაკეთებ სულ რო ვინანებ
-უჩა ვაიმეე ჩემი უჩაა ჩემი უჩაკოო
-სესილი!
-ხოოო ვერ მოგატყუებ...უჩა ჩემი დიდი სიყვარულია -უცებ გაჩერდა და დაიწყო უყურებდა როგორ ეჭიმებოდა ძარღვები დამიანეს მაგრამ მაინც აგრძელებდა - ჩემი სამუდამო სიყვარული რომლის ადგილს ვერავინ დაიკავებს მათ შორის ვერც შენ . სამწუხაროა გული რომ უნდა გატკინო -უცებ მოიწყინა ვითომ ცოტახანს დუმდა ესმოდა დამიანეს გახშირებული სუნთქვა და სიამოვნების მორევში იძირებოდა - წამით წარმოიდგინე რომ ის არ არსებობს როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი- თვალებში ცახედა და სერიოზული ტონით მიუგო
-უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი რადგან ჩემი გახდებოდი ყველანაირი მნიშვნელობით ჩემი . ჩემი ბედნიერება იქნებოდი რომლისთვისაც ვიცხოვრებდი და ვისთვისაც შეუძლებელს შევძლებდი . ვინც იქნებოდა ჩემთვის ყველაფერი ვისგანაც მეყოლებოდა შვილები და ვის გვერდითაც გავლევდი დარჩენილ ცხოვრებას ბოლო ამოსუნთქვამდე და იმქვეყნიუ ცხოვრებაშიც არ დამტოვებდა მისდამი სიყვარული - დამიანემ მთელი გრძNობა ამოაყოლა ამ სიტყვებს და თვალებში სითხე ჩაუდგა პირველად გრძნობდა ტკივილს რომელსაც ვერაფერი გააყუჩებდა ერთის გარდა და ის ერთიც მალამოსავით მოედო
სესილი მინიმალური მანძილით მიუახლოვდა , თვალებში უყურებდა ლოყაზე თლილი თითები ჩამოუსვა იგრძნო მისი რეაქცია და ბედნიერებით აივსო , დამიანემ თვალები მინაბა უნდოდა მისი შეხება კარგად შეეგრძნო .
-დაიმახსოვრე რომ მაგ სიტყვებს არასდროს დაგავიწყებ , ყოველ ჯერზე შეგახსენებ და გაგიბრაზდები როცა დაივიწყებ დადებულ პირობას რადგან ჩემი გული მხოლოდ შენთვის ფეთქავს იმ წამიდან როცა პირველად ატირებული, შეშინებული სესილია ჩაიკარი გულში , პირველივე შენი შეხებისას ვიგრძენი რომ შენს გარდა ვერავის ვენდობოდი რომ შენ იყავი ის ერთადერთი ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებდი და შეუძლებელია ჩემმა საყვარელმა და გასაგიჟებელმა ხუთი წლის ნათლულმა, უჩამ შენი ადგილი დაიკაოს - ბოლოს დააყოლა და დამიანეს შავმა თვალებმა ისე გაანატეს სიხარულისგან ვერ აღვწერ
-რა.. ვინ ... ის ვინაა?-ძვლივს თქვა თან იცინოდა . ისე იცინოდა სესილიას ყველაფერი დაავიწყდა ფეხისწვერებზე აიწია და მის ბაგეებს თავისი შეახო , შემდეგ იყო ვნების ქარცეცხლი რომელშიც უკვე ბევრი დაიწვა რომელმაც კიევ ერთი ოთახის სიმყუდროვე დაარღვია და ის სახლი გახადა გრძNობების ფეიერვერკის მომსწრე .
იმ ღამით ალექსანდრეს და მარიამის ოთახი შეიპყრო კიდევ ერთხელ ვნებისგან გამოცვეულმა გაურკვეველმა ხმებმა, ანას და ანდრეას საძინებელიც იგივე მდგომარეობაში იყო, მიშო და მაშიკო ხო არ ისვენებდნენ ქორწილის დღიდან მიუხედავად იმისა რომ მუშაობის შედეგი ადგილზე იყო , სოფოზე და ლაშიკოზე უკვე მოგახსენეთ , ორი წყვილიღა იყო დარჩენილი მათე, მია ...ირაკლი და ლიზიკო რომელთაც წესით ჯერ-ჯერობით თავი უნდა შეეკავებიათ და იკავებდნენ კიდეც მაგრამ სასმელი თავისას შვება , ვნებას აძლიერებს სურვილს დაუმორჩილებელს ხდის და ისედაც გადარეულ გიჟ ხალხს მეტად აგიჟდებს . აი დასტოინ ხალხს კი მხოლოდ უკიდურესი მდგომარეობა აკარგიებს აზროვნების უნარს და ეს ისეთი უკიდურესი მდგომარეობაა საერთოდ რო გავიწყდება ყველაფერი და ისიც არ იცი სად ხარ, ვისთან ერთად და საერთოდ რას აკეთებ .
..........
ეს დილა რომ არ მოყვებოდეს ქარიშხლიან ღამეს საშინელება მოხდებოდა და არეული გრძNობების, ქმედებების დალაგება , გამოაშკარავება შეუძლებელი იქნებოდა.


დილით ძლივს გაახილა თვალები ისიც მზის სხივები აწუხებდა. მუცელზე იწვა , წელზე კი მძიმე ხელი ჰქნდა მოხვეული .... თავი უსკდებოდა აბა რა იქნებოდა იმდენი დალია წინა ღამით...ვინ არ დალია თორემ მიას თრობა რა გასაკვირი იყო . ხელით თმები გადაიწია და შუბლზე მიიდო გრილი ხელისგული და ნელა დაიწყო წინა ღამის გახსენება .სიამოვნებისგან გაინაბა ,ტუჩები გაილოკა და მიხვდა რომ დაბუჟებული და დასიებული ჰქონდა...“ჯანდაბა მია რამ გაგაგიჟა ,ცოტა ვერ მოითმინე? იტეხე ახლა თავი . ვაიმეე დედაჩემი , მამაჩემი ეს რა ვქნენი რომ მიხვდნენ გაგიჟდებიან „ ნელა გადმოტრიალდა და შიშელ მკერდზე მიიკრა ზეწარი, შემდეგ გვერდით მშვიდად მძნარე მათეს შეხედა და გაიღიმა ბიჭს საბანი წელამდე გადამძვრალი ჰქონდა ნერწყვი გადააგორა და ინსტიქტურად აუყვა თითებით მის კუბიკებს იგრძNო როგორ გააჟრჟოლა და კმაყოფილმა მიაკრა ტუჩები კანზე. წამში აღმოჩნდა მის ქვემოთ, მათე ზემოდან დაჰყურებდა , ხელები თავს ზემოთ გაუკავა და ტუჩებში აკოცა
-ხომ გითხარი თითები გააჩერე ნუ გამაგიჟებთქო - ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა და ისე უყურებდა ტუჩზე იკბინა მიამ
-უნდა გაგასუქო და აღარ მომინდება შენი მოფერება - ტუჩების წვალებით უთხრა და მისკენ აწევა სცადა, მაგრამ მათემ არ მიუშვა -მათე!
-ვგიჟდები შენს თვალებში სურვლის რომ ვხედავ
-შენი თავი გახსენდება ალბათ- წაკბინა ხელები გაითავისუფლა და აკოცა- ყველაფერი მტკივა
-მიკვირს როგორ გაიღვიძე მეგონა შემომაკვდი - თან კოცნიდა თან იცინოდა
-მკვდარი ჩანდა ვინც იყო ამ დილით ძილის მიხედვით ერთი თვე ალბათ არაფრის თავი გექნება - ეს რომ უთხრა მათე უცებ მოშორდა მის ყელს და თვალებ აბრჭყვიალებულმა შეხედა
-რომ არ მიყვარდე გაჩვენებდი რისი თავი მაქ და როგორ ვიღლები, მაგრამ მიყვარხარ და იგივე რომ გავიმეორო უფრო დაგალურჯებ - მკერდზე დახედა და თითები გადაუსვა . მიას ლოყები აუწითლდა მაინც არ იყო მიჩვეული ასე რომ უყურებდა ვინმე - მომეჩვენა თუ ჩემი გრცხვენია- მათემ როგორც კი მიხვდა რომ გამოიჭირა ეგრევე გააგრძელა თითების სრიალი მის სხეულზე
-გააჩერე თითები გთხოვ - ტუჩები მოიკვნიტა და თვალები დახუჭა - ახლა არა
- წუხელ რომ გეუბნებოდი აქ არ შეიძლება-თქო გამიგონე?-ისევ კოცნიდა
-ისე ამბობ ვითომ შეგეძლო თავის შეკავება
-შენ რომ.. რომ გაჩერებულიყავი შევძლებდი, მაგრამ მერე რას შევძლებდი გადამრიე კაცი - ზემოდან დახედა და დასიებული ტუჩები დაუკოცნა - კიდევ კარგი შენს ოთახში არ შევედით თორე იქედან ხმა გავიდოდა - გაეღიმა და გვერდით გადაწვა
-არც ისეთი გათიშული ვყოფილვარ- ენა გამოუყო ზეწარი მოიხვია და სააბაზანოსკენ წავიდა . სარკის წინ რომ დადგა შიშველი და დაინახა დაწითლებული ადგილები მერე იგრძნო ტკივილი,მაგრამ ისიც გაახსენდა იმ წამებში რას გრძNობდა და თავი გააქნია „ ეგრე გაგიჟდები მია“ დუჭის ქვეშ დადგა თვალები დახუჭული ჰქონდა თითებს ნელა დაატარებდა შიშელ სხეულზე და იხსენებდა როგორ ეხებოდა მათე იმ ადგილებს
-ჩემზე ოცნებას მგონი ჯობია იგივე გავიმეორო - მათეს სიცილი მოესმა თვალები გაახილა და მის წინ მდგომს შეხედა
-შენ ხომ არ ოცნებობდი და მოხვედი - არც მან დააკლო სხეულზე აეკრო და ვნებიანად აკოცა
მალე ჩავიდნენ ქვემოთ მოწესრიგებულები , მაგრამ მაინც სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ , მზერაც განსხვავებული ჰქონდათ .
..........
პირველები ალექსანდრე და მარიამი ჩავიდნენ ქვემოთ ,ბავშვების თანხლებით. მოსამსახურეები უკვე საუზმეს ამზადებდნენ , ბავშვები მულტფილმს უყურებდნენ პატარები უკვე დანაყრებულები იყვნენ ასე რომ მშვიდად ათამაშებდნენ სათამაშოებს ხელში ხანაც მამიკო კოცნიდათ და იცინოდნენ
-სად არიან დანარჩენები ამდენ ხანს ნეტა?
-ხო მართლა ამ დილით ანა და ანდრეა წავიდნენ თბილისში .ანდრეას დედა გახდა შეუძლოდ და ბავშვების ანერვიულება არ გვინდაო
-ახლა როგორაა დაურეკე? მე რატომ ვერ გავიგე
-ბავშვებს რომ აჭამე ღრმად დაგეძინა და აღარ გაგაღვიძე
-ხო, მაგრამ დანარჩენები?
-დილამშვიდობის? რა გვაქ საუზმედ? მშია - მაშიკო შემოკუსკუსდა უკან მიშო მოყვებოდა
-ამ დილით ხუთ საათზე ჩამომიყვანა ზეთისხილი მინდაო ავუტანე დავწექი მეძინა ნახევრად შვიდის ნახევარზე გამომიშვა ვაშლი მინდაო, რვაზე ხაჭაპური უნდოდა, ათზე საცივი და ახლა კიდე ჭამს- მიშო თვალებ დახუჭული ჩაესვენა სავარძელში მარიამი ჩაეხუტა
-ასეა მიშიკო ცოლი ხო თავსატეხია ,მაგრამ ფეხმძიმობის ჟამს სატანჯველი ხდება
-მამენტ მაგრად მომწონს რომ ვუსრულებ სურვილებს, მაგრამ წუხელ საერთოდ არ გვიძნია რანაირად შეძლო ამდენჯერ გაღვიძება არ მესმის
-ასეა მიშიკო ვერ მიძლებ სუსტი ხარ და აღიარე ბოლოს და ბოლოს - მაშო ჩურჩხელას მიირთმევდა მუხლებზე დაუსკუპდა და აკოცა - მიყვარხარ და უნდა გამიძლო სხვა რა გზა გაქ ? . დანარჩენები სად არიან ? ჩემი და არ გამოჩენილა ?
-მეც მაგას ვამბობდი . ხო მართლა ანა და ანდრეა წავიდნენ
-ვიცი დამირეკეს ამ დილით - მიშომ თქვა - კარგადაა ბებო და არ ინერვიულონო
-წავედი ერთი უნდა შევუხტე ჩემს ტყუპს ოთახში არ იცელქოონ??- წამოდგომას აპირებდა მია და მათე რომ შევიდნენ.. ერთი აათვალიერა წყვილი და მიას თვალებში ჩახედა
-სად ხარ ამდენ ხანს ქალბატონო?
-მე.. ჩამეძინა ამ დილით და
-დილით რატო წუხელ 12 საათზე წადით და
-ეს რა ვიცი მე სად წავიდა მე დილით გამეღვიძა ადრე მერე დავიძინე როგორც იქნა და ახლა გავიღვიძე რა გინდა მაშო?- ძლივს უთხრა თითქოს დამაჯერებლად, მაგრამ ვის ატყუებდა მაშოს?
-აჰა ესეიგი ერთად არ გეძინათ წუხელ
-არა საერთოდ არ გვეძინა დედას გეფიცები- მათემ უთხრა და ძლივს შეიკავა სიცილი მიას სახეს რო შეხედა .მიშომ მოწვა უკვე ყველაფერი ფეხზე წამოდგა და მათეს მხარზე მიადო ხელი
-მიდი გადი ყმაწვილო სალაპარაკო გვაქ მიდი მიდი სუფთა ჰაერი არ გაწყენს იცი როგორ თოვდა წუხელ?
-კი როგორ არ ვიცი ქარბუქი იყო ნამდვილი.. ისა ძლივს დავიძინე
ეზოში გავიდნენ მიშო ძვლივს იკავებდა სიცილს მაგრამ მკაცრი გამომეტყველება დაკერა ისეთი მათესაც ეჭვი შეეპარა ლამის
-არა როგორ გაბედე აქ ჩვენთან ერთად იყავი ამ სახლში აგერ მეორე სართულზე სიდედრ-სიმამრი იყვნენ შენგან მაგას არ მოველოდი მე მეგონა ჩემს საყვარელ ცოლის დას პატივს სცემდი და ქორწილამდე მოითმენდი არ მოველოდი ამას შენგან
-მეღადავები ხო? კაი შე ჩემა რა იყო
-ვაი შე საცოდაო სულ გამოგაშტერა იმ გადარეულმა ვხუმრობ აბა რომელი ტრადიციების მიმდევარი მე მნახე ...ისე ყელიანი რო ჩაგეცვა რამე კარგი იქნებოდა შეხედე შენ მიას რა მაგარი კბილები ჰქონია?- უცებ მიიწია პერანგის საყელო გაუწია და ნაკბენს დააკვირდა - რა იყო შე ჩემა ჩხუბობდით? ჩემი ცოლისდა ვამპირია?
-მასხარა ხარ რა, მასხარა ...რაზე მელაპარაკება - მათემ სიცილით აქცია ზურგი ის გიჟიც გაეკიდა ბეჭებზე დაეყრდნო და ზედ ჩამოეკიდა - მომშორდი !
-აიი მიაში გამცვალე შე მოღალატევ? მაგაზე უკეთესად თუ არ გიკბინო
-მიშა გამშორდი თორე დაგბრიდავ ბ*ზის შვილი ვიყო
-ოქეიი დავიმახსოვრებ მე მეგას ... გაგებუტე
-იდიოტო
ალექსანდრემ დატოვა გოგოები და სამზარეულოში გავიდა მარიამმა მომღიმარ მიას შეხედა მერე მაშოს გადახედა და ერთად დაიწყეს
-ყოჩაღ შენ !
-რა?
-ვის ატყუებს ეს... შენ თუ მე - მარიამმა გადახედა მაშოს მერე ისევ მიას შეხედეს
-ოო კაი ხო რა იყოთ დანაშაულია? უბრალოდ .. უბრალოდ არ გქონიათ ისეთი მომენტი თავს რო ვერ იკავებ?
-ვაიმეე ესეც ვიცოდი ისე შემოფრთხიალდი - მაშო წამოხტა და ჩაეხუტა -ჩემი გოგო ქალია უკვე? ეჰ მომესწრო ტყუპი მომესწრო ...
-გიჟი- მია იცინოდა თან ეხუტებოდა დას ამ დროს მათე შემოვიდა
-ჩემი ცოლი ჩემთან ცოლისდა ნახავს ვინმეს -მიშომ თქვა და მაშოს მოეხვია -მამიკო შენმა დედიამ აუშვა აფრები რა ენაღველბა გენაცვალე ჭკუა მაგათ არ ეკითხებათ და - სიცილით თქვა და მიიღო კიდეც თავში ბალიში
-იდიოტო!
-გეყოთ ახლა ოჯახური კონფლიქტი არ გვინდა- ალექსანდრე შევიდა და მარიამს ჩაეხუტა - ისინიც მაგიტო იგ..- ჩურჩულით უთხრა მარიამს და შემოვიდნენ კიდეც სოფო და ლაშიკო ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა ორივე ცოლ-ქმარი . მგონი უფრო მეტად გაუხარდათ ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაიგდებნენ რომელიმეს ხელში . ალექსანდრემ მაშინვე სტაცა ხელი სოფოს და ლაშას ... სამზარეულოში გაიყვანა
-ის მოხდა მე რაც მგონია?
- ის მოხდა ჩვენ რაც გვგონია?- ეხლა მარიამი შევიდა .
-რა მხოდა?- სოფომ ვაშლი ჩაკბიჩა და „ვერ მიგიხვდი“ გამომეტყველება დაკერა
-სოფო!
-რა იყო ეგეც უნდა გითხრა? როდიდან გაბარებ მსგავს ანგარიშებს? -ლაშამ უბრიალა თვალები ალექსანდრეს
-მსგავსი ეხლა არავინ გეყოლებოდა შენ და მითუმეტეს მომავალშ არავინ გეყოლება წუხელ დაკარგე თავისუფლება ასე ვთქვათ დაგაყადაღე - სოფომ უთხრა და ლოყაზე აკოცა
-ამას დამიხედეთ ერთი შენ მე განახებ ყადაღას
-ვაიმე - მარიამმა წამოიყვირა და ორივეს ჩაეხუტა- როგორ მიყვარხართ. იცოდეთ მალე ველოდები ქორწილს თქვენ მაინც გადაიხადეთ დემეტრეს არ მიბაძოთ და ერთი ბავში დამაჭერინეთ ხელში
-მე.. ჩვენ
-კაი ხო მეტი არაფერი მითხრა წავედი მე ჩემი ქმარი მჭირდება -მარიამმა არაფერი ათქმევინა უცებ ჩაკიდა ხელი ალექსანდრეს და იქედან გავიდა
დამიანე და სესილი ერთად შევიდნენ ოთახში და ამჯერად მათ მიიქციეს ყურადღება
-რა ხდება დამიანე?- ალექსანდრემ გახარებულ შვილს რო შეხედა სიხარულით აივსო
-მინდა გითხრათ რომ ძალიან მალე კიდევ ერთი ქორწილი გელით - სესილის ხელზე აკოცა
-რაა? აი ამას არ ველოდი ნამდვილად -მიშომ გაიცინა და მოეხვია ორივეს- გილოცავ ნამდვილად შესაფერისი წყვილი ხართ
-მადლობა .. მე
-რა გეგონა რო დიდი ხნით გამყოფებდი ჩემგან შორს?- დამიანემ უთხრა ჩურჩულით . თითქოს ყველა დამშვიდდა, მაგრამ სად იყვნენ ჯერ
-ხალხო ლიზი და ირაკლი სად არიან? ოთახში ვიყავი არც ერთი არაა- მიშომ თქვა, მაგრამ არავინ იცოდა მათ ასავალ დასავალი-რა დავლიეთ წუხელ ასეთი და ამდენი...ახალი წლის პირველი დღის პონტში როგორ არ დავმთვრალვარ,მაგრამ ეს წელი ნამეტანი ვნებათაღელვა გამოდის მგონი ... ასეთი ტემპერამენტით თუ დავიწყეთ ჩვენ
-ჩემი ძმა სადაღაა...ეგ ისეთია ვნებას არ აყვებოდა - მაშო აკისკისდდა და ირაკლის ნომერზე უშედეგოდ დარეკა-არ გადის...ხო მშვიდობაა ნეტა. ლიზაც არაა ხო? ვაიმე ეგენიც თუ გაიპარნენ გული გაუსკდება ანას.რა დროს წასვლა იყო დედა რა ხდება თურმე შენს თავს
ირაკლი სად იყო?
ლიზასთან ერთად
ლიზა სად იყო?
ირაკლისთან ერთად
ორივე? ორივე გუდაურის საზღვრაბს კარგად გაშორბულები იყვნენ და როგორც მიშომ თქვა მათზეც იმოქმედა ახალი წლის საოცარმა მუხტმა ...სიგიჟის წელი ელით აშკარად წინ
პირველს ლიზას გაეღვიძა, უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, სიმძიმე აწუხებდა და თვალების გახელისას გვერდით მიწოლილი ირაკლი რომ დაინახა ,საკუთარი სიშიშვლე გაიაზრა და კივილი დაიწყო. ირაკლიმ მაშნვე გაიღვიძა, გაოგნებული იყურებოდა და ცდილობდა გონს მოსულიყო,მაგრამ არაფერი ახსენდებოდა
-ირაკლიი ჩვენ ... სად ... კი მაგრამ აქ ... აქ მე და შენ მითხარი რო არაფერი გვქონია თორე მოვკვდები მითხარი გთხოვ - უკვე ქვითინებდა მუხლები მოკეცა და თავი ჩარგო რცხვენოდა საშინლად რცხვენოდა ყოველთვის სძულდა მსგავსი სულელუური საქციელი ეხლა კი არ იცოდა როგორ შეეხედა მისთვის თვალებში , იცნობდა ირაკლის და იცოდა ამას ქარაფშუტობად ჩათვლიდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარდა .
-დედას შ**ეცი- საწოლზე დაარტყა ხელი როცა ვერაფერი გაიხსენა. საბანი აწია ,გაიცინა და ზურგიდან აეკრო ლიზის
-ფერია ნუ ტირი არაფერი მომხდარა
-როგორ მე ხო .. მე ხო.. ასე რატო ვწევარ
-მე არ ვიცი შენ როგორ წევხარ მაგრამ მე არ ვწევარ ისე როგორც ზოგადად მჩვევია ხოლმე და როგორი გათიშულიც არ უნდა ვყოფილიყავი ქორწილამდე არაფერს გავაკეთებ ისედაც მალე იქნები ჩემი ცოლი და არსად მეჩქარება? ეს რა არის- ხელები ჰქონდა მოხვეული თავი კი მის ყელში ჰქონდა ჩარგული როცა ხელზე ბეჭედი დაინახა მერე ლიზის ხელსაც დახედა და თვალები გაუფართოვდა - არ არსებობს შანსი არაა... ფუ ჩემი ეს რა დამემართა ასე როგორ შეიძლებოდა ეს ხო ყველაზე მაგრად უნდა მომხდარიყო დაგეგმილი მქონდა წყალში როგორ ჩავყარე ყველაფერი -ჯერ შეიცხადა მაგრამ რომ გაიაზრა ლიზი უკვე მისი ცოლი იყო და დროის დაკარგვა აღარ დასჭირდებოდა გაიცინა და ისევ ჩაეხუტა გოგოს , ცრემლები კოცნით ამოუშრო და სიცილით აკოცა
-რა გაცინებს
-ეს - მისი ხელი თავისაში მოიქცია და ბეჭდები დაანახა
-არაა ხო ...არაა?- გაშტერებული უყურებდა
-არა კი არა კი ! წუხელ რომ წამოგიყვანე შუაღამით ჩემს ნაცნობ მოძღვართან მივედით რომელმაც ჯვარი დაგვწერა სადღაც გვექნება მოწმობა , მერე წავედით და ხელი მოვაწერეთ . ეს ბეჭდები როდის ვნახე ვერ ვიგებ
-ნახე რას ნიშნავს ..მიშო მომკლავს გაგიჟდება ვაიმე რატო დავლიე ამდენი რატოო .ჯერ რა დროს ქორწილი იყო .ასე უცებ ხომ არ ვაპირებდიით
-არ მითხრა ახლა არ მინდოდა შენი ცოლობაო- კოცნიდა და ისე ელაპარაკებოდა- მოიშორე ეს ხელები მკერდიდან ქმარი ვარ თუ ვიღაც გადამთიელი - გაიცინა და ზემოდან მოექცა
-გაჩერდი არ გაბედო - უცებ გაწია იქვე დაგდებული პერანგი აიღო ,მოიცვა და ღილები შეიკრა. მერე წამოდგა ,უცებ საბანი გადასწია და ისე დაემხო
-ცოლო რატომ გარბიხარ? ბედობაა დღეს და ჭირვეულობას ნუ დაიბედებ -ხელი მოხვია და თითები ყელიდან მკერდისკენ გადაიტანა ღილების გახსნა დაიწყო მაგრამ ლიზიმ დაუჭირა ხელი
-ნწ ფიაა ეგ არ შეიძლება ჯერ
-ეს ნახე რა ცოლი ვარო და გამიბლატავდა
- მოიცა ტელეფონია სადაა- ლიზი წამოდგა და იატაკზე დაგდებული მობილური აიღო -მიშოა... ვაიმეე რა ვუთხრა?
-მომე ტელეფონი- ირაკლიმ გამოართვა და მან უპასუხა
-სად ხართ ლიზი ხომ კარგად ხართ? გამისკდა გული რამდენი ხანია გირეკავთ და არ მპასუხებ , გინდა გავგიჟდე ?
-სპიკერზე ჩართე მობილური რაღაც უნდა გითხრათ - ირაკლიმ მშიდად უთხრა და ლიზის ანიშნა დამშიდებულიყო
-ირაკლი? ლიზი სადაა ხომ კარგადაა
-ასე კარგად ჯერ არ ყოფილა - თმებზე ეფერებოდა გოგოს მერე აკოცა ის კიდე გაბუსხული იჯდა
-ვერ გავიგე
-ყველას ესმის?
-კი დაიწყებ ახლა თუ რას იზამ
-მოკლედ მე და ლიზი წუხელ დავქორწინდით ვიცი ნაჩქარევი იყო, მაგრამ შენ ეგ არ უნდა გიკვირდეს ვერც მისაყვედურებ ასე რომ მოგვილოცეთ ქორწილი არ შედგება ამიტომ პირდაპირ თაფლობის თვეზე გადავდივართ და უმორჩილესად გთხოვთ დემეტრეს და ელენეს მსგავსად ერთი თვე ჩვენი არსებობა დაივიწყოთ -მშვიდად ჩამოაყალიბა სათქმელი ის კი არ იცოდა ამ დროს იქ რა ხდებოა?
-რა ქენი? დაქორწინდით? ეს როგორ.. ლიზი , ლიზი თანახმა იყო? რა გაუკეთე ცოლისძმა ჩემს გოგოს?
-გილოცააავთ- ყველამ ერთხმად ჩასძახა
-მადლობთ
-მოიცა ერთი თვე სად იქნებით
-თბილისში მაგრამ არ გაბედოთ მოსვლა
-კარგი ხო კარგი იცოდე ჩემს გოგოს მიხედე რომ აწყენიო იცი რო ყველაფერზე წამსვლელი ვარ
-ერთმანეთის გვესმის სიძე ხომ ხედავ მეც ეგრე ვიყავი მაშო რო მოიყვანე
-ანუ მშვიდად ვიყო? ისედაც მშიდად ვარ ვიცი როგორ გიყვართ ერთმანეთი და წავედით მაშინ თორე რომ ვიცი როგორია ხელს რომ გიშლიან არ მინდა ცოლისძმასთან დაპირისპირება- გაიცინა და მობილური გათიშა
-გიჟია ნამდვილი ეს ბიჭი- თქვა და ლიზის მოეხვია - სად გავჩერდი?
-არ ვიცი მე სად გაჩერდი შხაპი უნდა მივიღო და მერე ვისაუზმო საშინლად მშია ....ისე რაღა საუზმე სადილი გამოდის უკვე - ფეხზე წამოდგა და დატოვა ხახამშრალი გასვიანი . როცა აბაზანიდან გამოვიდა ისევ ირაკლის პერანგი მოიცვა აბა არაფერი ჰქონდა სხვა და რა ექნა ნუ კი იყო კომფორტულად მაგრამ მიზეზად ის ჯობია. ირაკლი არ დახვდა ოთახში ამიტო გარეთ გავიდა სასიამოვნო სურნელი იგრძNო და სამზარეულოსკენ აიღო გეზი როცა დაინახა როგორ ამზადებდა სალათს და წვავდა კვერცხს ერთდროულად ირაკლი სიხარულით აივსო . ვაჟბატონს მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა თმა ისევ არეული ჰქონდა და ისეთი საყვარელი იყო ლიზიმ ვერ მოითმინა და ზურგიდან აეკრო
-შენს ადგილას მაგას არ გავაკეთებდი -უცებ მობრუნდა და დახლზე შემოსვა - როცა იცი როგორი ფეთქებადი ხასიათი მაქვს - ტუჩებზე დააცხა ხელით კი პერანგის შიგნით შეძრა და შიშველ ზურგს აუყვა - ახლა ვიაუზმოთ და მერე ვნახოთ გამოწვევა როგორ უნდა
-არ გამისინჯავს შენი მომზადებული არასდროს
-ხოდა ახლა გასინჯავ და უფრო შეგიყვარდები
-საჭმლით ცდილობ მაგის მიღწევას?
-მთავარი კოზირი ჯერ არ გამომიყენებია აი მერე იმ ერთი პროცენტითაც გაგიჟდები ჩემზე და უჩემოდ მართლა ვეღარ იარსებებ
-მაცდურად ჟღერს ,მაგრამ ახლა ისე მშია საჭმელი მირჩევნია ყველაფერს- მაშინვე დაიწყო ჭამა - რა ცუდი ყოფილა ნაბახუსევი ამდენი არასდროს დამილევია სულ მეჩხუბებოდა მიშო
-კიდევ კარგი წუხელ არ ეცალა შენთვის თორე როდის მეღირსებოდა შენი ქმრობა
-ღმერთმა იცის - თვალი ჩაუკრა და ჭამა განაგრძო
-შენ მართლლა გამიბლატავდი ხო? მე შენ წესიერი მშვიდი გოგო მგონიხარ და მეღადავება აქ, შემაცდინე ხო?
-შენ ამდენი სიცილი თუ იცოდი რა მეგონა
-არც ვიცი უბრალოდ ახლა სიეთი ბედნიერი ვარ როგორ გამოვხატო არ ვიცი
-სიცილი ისე გიხდება უკვე ნებისყოფას ვკარგავ და მეშინია მართლა ცუდი გოგო არ გავხდე - ეს რომ უთხრა ირაკლის ნერწყვი გადასცდა
-ხოო ?მე მიყვარს ცუდი გოგოები
-გოგონები ხო? ხოდა გიყვარდეს - უცებ გაიბუსხა წამოდგა
-იცი შენზე რო ვგიჟდები განსაკუთრებით მაშინ როცა ასე საყვარლად ბრაზდები? მინდება მანამ გაკოცო სანამ ძალა არ გამომეცლება - ჩუმად უთხრა და კოცნა დაუწყო ...-ეს წელი საოცრად დაიწყო ...
-აშკარად ბევრი სიურპრიზი გველის წელს...
.....
ალექსანდრე მარიამის გვერდით იჯდა, ანაბელი მუხლზე ესვა და წყვილებს უყურებდა. უკვე ირაკლის და ლიზას სიგიჟის შესახებ გაიგო, დემეტრე და ელენეც გაიპარნენ, ყველას ცეცხლოვანი ღამე ჰქონდა ...ნიკუშა და ლილე ჯერ კიდევ არ ჩანდნენ . ყველა ახალი წლის სიგიჯეზე საუბრობდა და წამიერად გონება დაებინდა...სიმშვიდეც დაკარგა . ბავსვი წამში მიაჩეჩა მარიამს და გიჟივით გავარდა მეორე სართულისკენ
-ლილეეე ... ლილეეე - საფეხურები აირბინა და ლილეს საძინებელში შევარდა . ნიკას და ლილეს ისე მშვიდად ეძინათ საერთოდ არ გაუგიათ არაფერი. ბიჭის მკერდზე ედო თავი ალქსანდრე რომ შევარდა და მაშინვე წამოჯდა
-რა ხდება მშიდობაა?- ნიკამ უთხრა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან-რა ხდება ალექსანდრე
-ვაიმე გული გამისკდა - უცებ ამოისუნთქა და სიმწრისგან გაეცინა -არაა ...არაფერი დაწექი,დაიძინეთ. ტკბილი ძილი, კარგი ბიჭი ხარ შენ
-მამა რა ხდება ფერი არ გადევს ხომ ყველაფერი რიგზეა...
-კი ყველაფერი არაჩვეულებრივადაა მამას პრინცესა ...შენი ძმა და ლენე დაქორწინდნენ კი იცი, წუხელ ირაკლი და ლიზი გაიპარნენ და ერთი თვე დაგვივიწყეტო შენმა გიჟმა მამიდაშვილმა . დანარჩენები ტკბებიან ერთმანეთით ...დამიანემ სესილის თხოვა ცოლობა და მალე ისინიც დაქორწინდებიან ,მოკლედ არანორმალური წელია და რა ვიცი იქნებ რაღაც ზებუნებრივმა ძალამ შენზეც იმოქმედა ჩემო ერთადერთო
-და აქ რატომ შემოვარდი გეგონა რომ ლილე და მე გავიპარებოდით?- ნიკამ უთხრა და თვალები დაუბრიალა
-ვიცი რომ ვერ იტან ეგეთებს, მაგრამ გადამეკეტა უცებ რა ვიცი არ ჩანდით და ვინც არ ჩანდა ამ ბოლო დროს სასეირნოდ არავინ გასულა
-ვაიმე ალექსანდრე თუ ღმერთი გწამს ნუ გამაგიჟებ ახლა ნარკომანი , ლოთი და გიჟი კი ვარ მაგრამ ლილეს სანამ შენი სახლიდან თეთრი საპატარძლო კაბით არ გავიყვან თითის დამკარებელი არ ვარ
-რა დღეში ვარ... მამა და ჩემი საქმრო საუბრობენ იმაზე თუ როგორ არ დაწვება ქორწილამდე ჩემთან ჩემივე საქმრო...კარგი ძმაკაცებივით უნდა იმსჯელოთ თქვენ ქორწილის მერეც?
-ხედავ? გამიბრაზდა გოგო - ნიკოლოზმა თქვა და ლილეს ჩაეხუტა- კაი ჩემო პატარავ... შენ არ გაბრაზდე და მე შოკოლადებს მოგიტან- ისე უთხრა ვითომ პატარა ბავშვს ელაპარაკებოდა.ალექსანდრემ სიცილი დაიწყო და ისე გავიდა ოთახიდან ,საკუთარ თავზეც იცინოდა და იმ ორზეც...
-გამიშვი ხელი და პატარა თუ ვარ ნახე დიდი ქალი მაგათ მეტი რაა შენს ირგვლის
-ხო მარგრამ მე პატარა გოგო მიყვარს ,რომელიც ცოლად მალე თუ არ გამომყვა მოვკვდები ხომ ხედავ ყველა დაქორწინდა ჩვენს გარდა - საწოლში დაბრუნდა, ლილეს ხელი მოხვია და სახე დაუკოცნა -ჩემო ღვთაებრივო ქალო
-ორი დღის წინ მითხარი რომ გიყვარვარ და ცოლად როგორ გამოგყვებოდი ასე მალე
-კარგი ჩემო ფერია ,მაგრამ მზადება უნდა დავიწყოთ მინდა მალე გახდე ჩემი ცოლი და ბევრი შენი მსგავსი ფერია მაჩუქო - ისე თბილად ელაპარაკებოდა ლილე დადნა თან რო კოცნიდა სულ გაიყვანა ამ პლანეტიდან სადღაც სხვაგან დაფრინავდა
-რას მიკეთებ ასეთს რომ ვითიშები მითხარი არ შეიძლება?- გაბრუებულმა უთხრა და მის ბაგეებს თავისი შეახო
-მე რას მიკეთებ ამხელა კაცს ჭკუა რომ დამაკარგვინე და გადამაკეთე... ასე თბილად და ტკბილად არავის დავლაპარაკებივარ ...ბავშობაშიც არ ვიყავი ასეთი
-მიყვარხარ, მიყვარხარ , მიყვარხარ -მკლავები მოხვია და წვრიან ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
-ქვემოთ ჩავიდეთ, გავიგოთ ნორმალურად რა ხდება...რას წარმოვიდგენდი მე თუ ყველაზე ნაკლებს ვაფრენდი.თქვენ ვინ ყოფილხართ, დადეშქელიანების სისხლი ვისაც ურევია ყველანი აფრენენ ?
-უკლებლივ!-გაიცინა და მზადება დაიწყო.
ანას ძლივს დააჯერეს რომ მართალს ეუბნებოდა ირაკლიზე, სულ იმეორებდა ირაკლი კი არა მია გაიპარებოდა და ნუ მატყუებთ ჩემი ბიჭი მასე არ გაგიჟდებოდაო...გეშლებათ რაღაცო,მაგრამ ბოლოს წიოკი შეწყვიდა და სიცილი დაიწყო. ირაკლიმ რადგან აუშვა აფრები რას დავეძებო, ანუ რძალი მყავს უკვეო და მოკლედ ნამდვილი ზეიმი ჰქონდა სახლში.
..........
ახალი წლის ციებცხელების, ემოციებისა და აჯიოტაჟის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა ცადგა კალაპოტში. გუდაურიდან დაბრუნების შემდეგ ყველანი თავიანთ საქმეს დაუბრუნდა, ახალი ურთიერთობებითა და ახალი ოჯახებით. ერთდროულად უწევდათ მუშაობა, სახლის საქმეების მოგვარება, აბარგება ახალი ოჯახისწევრების გაცნობა და მათთან შეჩვევა. პრობლემების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია,მაგრამ ყველაფრის რაღაც ზღვარში მოქცევა უნდა შეგეძლოს, როცა ნათელ ფერებში ხედავ ცხოვრებას, როდესაც ბევრი საყვარელი ადამიანი გყავს ირგვლივ რომელიც გახარებს, გვერდით გიდგას და ცხოვრებას გილამაზებს ყველაფერი მატრივდება, ყველაფერი მოგვარებადი ხდება...
ნიკოლოზი სამკურნალოდ წავიდა, ქორწილამდე სრულიად უნდოდა ნარკოტიკისგან გათავისუფლება და მთელი არსებით ლილესთან ყოფნა. იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდა, ლილესგან შორს ყოფნას ვერ უძლებდა ,მაგრამ ყველაფერს გაუძლო და სრულიად მოულოდნელად დაბრუნდა სამშობლოში.
ლილე გამოცდების დასრულების შემდეგ აგარაკზე წავიდა, ყველანი სხვადასხვა ადგილას იყვნენ ზაფხულის სიცხეებისთვის თავი რომ დაეღწიათ. ეზოში იჯდა წიგნით ხელში და სრულიად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ნიკუშამ მანქანა სპეციალურად შორს გააჩერა და ეზოში ისე შევიდა ლილეს არაფერი გაუგია. ღიმილით უყურებდა თმაარეულ გოგოს, წიგნით ხელში ისეთი საყვარელი იყო ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა, წამში გადალახა მანძილი და ხელში აიყვანა დადეშქელიანის ქალბატონი, ტუჩებზე დააცხრა და მანამ კოცნიდა სანამ სუნთქვა არ შეეკრა.
-ნიკუშა... დაბრუნდი...დაბრუნდიიიი - იცინოდა და სახეს უკოცნიდა- რატომ არ მითხარი
-მოგენატრე ?
-არაა საერთოდ ... საზიზღაროო ყოველ წამს ველოდი ზარს -თვალები აემღვრა და თავი მის ყელში ჩამალა-იცოდე ეღარ გაგიშვებ ...სულ ჩემთან უნდა იყო ,მორჩა
-მალე უნდა გახდე ჩემი კანონიერი ნარკოტიკი- თითები სახეზე ჩამოუსვა და ისევ აკოცა -უსაზღვროდ მენატრებოდი, მეგონა გავგიჟდებოდი ... უშენოდ ყოფნა აღარ მინდა
-ქორწილისთვის მომზადების დროა?
-იმედია ჭკუიდან არ შემშლი
-უჭირვეულესი პატარძალი უნდა ვიყო- გაიცინა და ლოყაზე აკოცა - ხომ გამიძლებ?
-სამუდამოდ ...
ქორწილისთვის მზადება დაიწყეს...წლის ქორწილი უნდა ყოფილიყო ამდენი წყვილის ნაცვლადაც კი უნდა აღენიშნათ. ისეთი ქორწილი უნდა ყოფილიყო ყველას საოცრად რომ გაეტარებინა დრო...
წელი კი ნამდვილად ნაყოფიერი გამოდგა, სიგიჟეებით სავსე ,ემოციური და არ-ნორმალურებისთვის დამახასიათებლად არა-ნორმალური!
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ წყვილების ვნებიან ღამეებსა და ტემპერამენტს უშედეგოდ არ ჩაუვლია ფეხმძიმეების სიმრავლე აღინიშნებოდა დიდ ოჯახში . ალექსანდრეს თითქოს ბავშვების სიმრავლე არ ეყოფოდა უკვე შვილიშვილების ჯერი დადგა, სამაგიეროდ მარიამი იყო შეჩერებული ,სრულიად წავლაზე გადართული თავის ხუთი შვილის აღზრდით დაკავებული. რაც შეეხება დადეშქელიანებს დამიანემაც და დემეტრემაც მამობისთვის ემზადებოდნენ, ორივე განსხვავებულ მდგომარეობაში იყო. ფეხმძიმობისას ელენეს ხასიათის ცვლილება არ ეტყობოდა ,მაგრამ მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი სესილია სრულიად შეიცვალა,იმდენად ჭირვეული გახდა რომ დადეშქელიანების მთელი ოჯახი მის ირგვლივ ტრიალებდა, ელენეც კი ...
არც ქალბატონი დადეშქელიანის ოჯახში იყო სიმშვიდე, ანა დადეშქელიანი გასვიანისა მაშოს მშობიარობასაც ელოდა, უკვე კვირები რჩებოდა პატარა მიშოვნას დაბადებამდე ,მაგრამ არც დანარჩენი გასვიანები ყოფილან მშვიდად ... ლიზაც ფეხმძიმედ იყო რაც ირაკლისთვის სიურპრიზი არ ყოფილა მიზნად დაისახა ბიძაშვილებს არ ჩამოვრჩებიო და ერთად ელოდნენ ტესტზე ორ წითელ ხაზს. ირაკლის დამაინესგან განსხვავებით გაუმართლა და ლიზა ისეთივე უპრეტენზიო ფეხმძმე იყო როგორც თავად მისი ხასიათი. გგონიათ მია ჩამორჩა დანარჩენებს? მათეს ისეთი სიურპრიზი მოუწყო ყველას აჯობა, ნუ სიგიჟეში ხო ბადალი არ ჰყავდა სამსახურიდან დაბრუნებულ ბიჭს მთელი სახლი ბუშტებით,სათამაშოებით და ბავშვის ტანსაცმელით გაუვსო. მერე საძინებლისკენ გაქცეულ მათეს ბავშვის პირველი ექოსკოპიის ფოტოც დაახვედრა....
ალექსანდრე ყველაზე მეტად იცით ვისმა ფეხმძმობამ გაახარა? აი ლაშა რომ გააგიჟა და გადარია აი იმ სოფიას ამბავმა. ცუდად რომ გახდა გიჟივით გაიქცა კლინიკისკენ, ლაშა ჯერ კიდევ დერეფანში იდგა და ექიმის გამოსვლას ელოდა. ორივემ ერთად გაიგო სოფიას ფეხმძიმობის შესახებ . სოფოს რეაქცია უფრო საოცარი იყო ვიდრე ყველა სხვა მამობის კანდიდატის, ერთმა დედიკომ გადააჭარბა ყველა სხვას აჟიოტაჟითა და კივილ-წივილით. ხომ წარმოგიდგენიატ როგორ გაგიჯდებოდნენ ისედაც არა-ნორმალური ლაშა და სოფია...
............
ზაფხულის ცხელ დღეს სამსახურიდან დაბრუნებული ალექსანდრე დადეშქელიანი ეზოში მყოფებს უყურებდა. მარიამი ტყუპებთან ერთად იჯდა მინდორზე . გოგონებიც და ბიჭებიც მის ირგვლივ ყვავილებივით ისხდნენ, ფერად სამოსში და დედიკოც ღიმილით ადევნებდა თვალს. ქალბატონი ანაბელი ელენასა და სესილიას შორის იჯდა ,ხან ერთს ეფერებოდა მუცელზე ხან მეორეს. უფროსი ტყუპები სახლიდან იმ წამს გამოვიდნენ. დამიანეს ნაყინის ჭიქები მოჰქონდა, დემეტრეს ხილი და მაგიდამდე მისვლისთანავე სხვა მოთხოვნა მიიღეს. მარიამი აშკარად დასცინოდათ . ლილე მარიამის გვერდით პლედზე იჯდა ,მერე წამოწვა და მის ფხებზე დადო თავი . იმ წამს გაიაზრა რომ ქორწილის წინა საღამო იყო, მეორე დღეს მისი პრონცესა სახლიდან წავიდოდა და უკვე ნიკოლოზის ცოლი გახსებოდა ... ლილე დევდარიანი იქნებოდა . მაშინვე გაახსენდა სულ პირველად რომ დაინახა ლილე, მისი მზერა, მისი პაწაწინა სხეული და სითბო რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა.
-მშვიდი საღამო დადეშქელიანებო - ყველას გაუღიმა და ცოლის ტუჩებს შეეხო
-როგორ ჩაიარა დღემ ძვირფასო ?- მარიამს თვალები გაუბრწყინდა მისი დანახვისას
-შესანიშნავად...ყველამ დაასრულეთ გამოცდები ხომ? ანუ ხვალიდან შეგვიძლია დავისვენოთ,როგორც კი ლილეს ქორწილი დასრულდება...იქნებ გადაგეფიქრებინა მამას პრინცესა? - ბავშვეს ეფერებოდა და ისე გახედა
-მამაა კარგი რაა
-კარგი ხო რა იყო,ისე გითხარი
-დევდარიანი არ მოვა დღეს?
-ხვალ ქორწილია და ვუთხარი რომ დღეს არ მოსულიყო...მოვენატრო- ეშმაკურად გაიცინა და მერე წამოდგა- მინდოდა გოგონების საღამო სადმე კლუბშ მომეწყო ,მაგრამ ყველა ფეხმძიმედაა და ამიტომ უბრალოდ ბიჭებს გაგიშვებთ სახლიდან
-ნიკოლოზს ქორწილის წინა საღამოს გართობა ნამდვილად გამოუვა ... ჩვენ წავალთ კლუბში სამაგიეროდ
-ჩვენც მოვედიიით ... დამსვით ვეღარ ვსუნთქავ, დღეს როგორ ცხელოდა ეზოში გასვლა მინდოდა და ჰაერი საერთოდ არ იყო- მაშო შებაჯბაჯდა და მაშინვე სკამზე ჩამოჯდა - მიშოო წვენი მომიტანე გთხოოვ
-მივდივართ ჩვენ
-ირაკლიი ...წვენი მოგვიტანე მე და მაშოს , მია შენც გინდა?- ლიზა დაჯდა და ირაკლის გახედა
-მიდი გაიქეცი ცოლისძმავ..ყველაზე მეტნი შენები არიან - მათემ გაუცინა ,მერე მიას აკოცა და ტყუპებთან ერთად დაიწყო უკან სვლა- ნიკუშა გველოდება
-როგორ ხართ სიხარულებო?- სოფიაც გამოჩნდა და ბავშვებს რომ მოეფერა მერე მარიამის გვერდით დაჯდა- სად მივდივართო რაო ? ვერთობითო დღესო?
-აპირებენ... მეტი არ მინდა ქალი გამოჩნდეს იქ
-ქალის გარეშე როგორ შეიძლება ...
-გავდივართ ,სიძეებო , შვილებო და მომავალ სიძეს თავისუფლების ბოლო საღამოს სასმელს არ მოვაკლებთ. ხვალ გოგო მითხოვდება, გამოცდილება უნდა მივიღო სანამ მომდევნო სამი ქალიშვილი გათხოვდება - ალექსანდრემ ყველანი მოაშორა ცოლებს და მათთან ერთად წავიდა კლუბში...
ქორწილის წინა საღამო კი მხიარულად გაატარეს, მაგრამ დილიდან ორივე საშინლად ღელავდა. ყველა და ყველაფერი მათ ირგვლივ ტრიალებდა, ყველაფერი მზად იყო,მაგრამ მოთმენა აღარ შეეძლო დევდარიანს, წამებს ითვლიდა ლილეს ნახვამდე.
-მოისვენე ადამიანო ... გავდივართ უკვე
-მინდა მალე დასრულდეს...ხელი მოვაწერო , ღვთის წინაშე ჩემი ცოლი გახდეს და მერე მოვიშორო ეს პიჯაკი და ამოვისუნთქო
-აიჩემე ქორწილიო და აჰაა ...წავედით ,ლილე მზადააო მომწერეს
გათიშული მიაბიჯებდა, აღარავის უყურებდა მხოლოდ ლილეს გამოცენას ელოდა. წამები საუკუნეებად იქცა და შემდეგ ყველაფერი გაქრა ,მხოლოდ ლილე დადეშქელიანი დარჩა ,მისი ერთადერთი სიყვარული ...ულამაზესი იყო, ანათებდა .
ალექსანდრემ რომ დაინახა გული შეეკუმშა , შორიდან უყურებდა წყვილს და სიხარულისგან ემოციებს ვერ აკონტროლებდა. მარიამი რომ მოეხვია და აკოცა შვება იგრძნო, სუნთქვაც დაიწყო და გონსაც მოვიდა. შემდეგ წყვილთან მივიდა, ჯერ ლილეს უყურებდა, თვალებამღვრეულს შუბლზე აკოცა და მზერით უთხრა სათქმელი. შემდეგ ნიკოლოზს მოეხვია და მხრებზე დასცხო ხელი
-სიზმარი მგონია ისევ შენ რომ ჩემ პირველ სიხარულს გატან და იცოდე მანაც ისე უნდა იცხოვროს როგორც ზღაპრულ სიზმარში ... - ჩუმად უთხრა და მერე დანარჩენებს გადაულოცა სიძე ბატონი
-დაიწყებენ ახლა მუქარების კასკადს... -ნიკოლოზმა გაიცინა და ტყუპებს გადახედა...
რამდენიმე წუთში ყველანი მანქანებისკენ მიდიოდნენ, მანქანების ხმა, სიცილი, სიმღერა, ხმაური დადეშქელიანების სახლი სავსე იყო სტუმრებით .
ბოლოს დატოვეს სახლი მარიამმა და ალექსანდრემ
დადეშქელიანების კლანი წინ მიაბიჯებდა
-ალექსანდრე -მარიამმა შეაჩერა და მზერა გაუსწორა- იცი?
-რომ გიყვარვარ?
-ჩემი ბედნიერება ხარ
..........
2015 წელი
..........



№1  offline მოდერი abezara98

მერე რაა, რომ ზღაპრულს ჰგავს ყველაფერი, მაინც მომატრებია. მიყვარს მე შენი ისტორიები heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი თამუნე (bibo)

ეე მე რო მიყვარს
მე რო ვგიჟდები
მე რო ვაფრენ
მე რო მაგიჟებს
ჩემი გადარეული ალექსანდრე
მისი გიჟი ოჯახით
მისი საოცარი
სიყვარულით
სიგიჟით
მეგობრებით
ადამიანობით
და ყველაფრით სავსე ისტორია
ვგიჟდები მე მათზე
იმდენად საოცარია
იმდენად ზღაპრული
არაორდინალური
ტკბილი
თბილი
საოცარი
არამქვეყნიური
ჯადოს მიკეთებ
და მაჯადობე
რაღაცას მიკეთებ ფაქტია
ჩემი ალექსანდერე
და მისი მარიამი
საოცარი ტანდემი
აუ მიყვარს
ეს ველურული ბიჭები
ეს საოცარი
უბრალო
გიჟური
არამქვეყნიური
ისტორია
ვგიჟდები მე შენზე
ჩემო პატარა ქალო
მიყვარძარხარ
ჩემო გულების დედოფალო

 


№3  offline წევრი ნან

ყველაზე მეტად მიყვარს ❤️

 


№4  offline წევრი თუთა პირველი

"ყველა გზა შენთან მოდის არიამ" და bad boys... ხო ყველაზე მეტად მიყვარს მაგრამ ამ ისტორიაზე ვგიჟდები, ძალიან ბევრჰერ მაქვს წაკითხული და დიდი სიამივნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებასაც!
მარიამ, ამის გაგრძელება?... წარმოიდგინე აბა გიჟი გადარეული ანაბელი ვინმე საოცარი ბიჭით როგორ გადარევდა ალექსანდერს))))))

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას
heart_eyes heart_eyes
მიხარია კიდევ რომ გახსოვთ
ისევ რომ წაიკითხეთ
და რაც შეეხება გაგრძელებას
გაგრძელებას არ ვგეგმავ ისედაც საკმარისად მაქვს უზარმაზარი ქაოსური ისტორიები
მეორე ნაწილს აღარ დავწერ ალბათ არცერთ ისტრიაზე

 


№6 სტუმარი kati

Meramdened wavikitxe da kidev ramdenjer davubrundebi,vin icis...

 


№7  offline მოდერი naattii

უკვე მერამდენედ ვუთმობ ალექსანდრეს მთელ დღეს ❤

 


№8 სტუმარი manana

სათვალავი ამერია იმდენჯერ მაქვს წაკითქული ვგიჟდები მაფანატებს ამ ისტორიაზე

 


№9 სტუმარი სტუმარი Salome

ძალიან მაგარი იყო ❤️❤️

 


№10 სტუმარი Mako

Saitma mushaoba tu shecyvita sheni istoriebi sad cavikitxo?dacyebul istirias ar daasruleb

 


№11 სტუმარი Maybiline

აუ თითქმის ყველა მთავარ წყვილს ალექსანდრეს და მარიამს რატომ არქმევ? ჩემთვის პირადად ძააან დამაბნეველია. მესმის რომ გიადვილდება, მაგრამ ცოტაარიყოს... ხო ხვდები არა?! ???? (ვგიჟდები შენს ისტორიებზე????) ძალიან მაგრად წერ, სერიოზული ნიჭი გაქვს????

Maybiline
აუ თითქმის ყველა მთავარ წყვილს ალექსანდრეს და მარიამს რატომ არქმევ? ჩემთვის პირადად ძააან დამაბნეველია. მესმის რომ გიადვილდება, მაგრამ ცოტაარიყოს... ხო ხვდები არა?! ???? (ვგიჟდები შენს ისტორიებზე????) ძალიან მაგრად წერ, სერიოზული ნიჭი გაქვს????

ანუ თითქმის ყველა ისტორია მაქვს შენი წაკითხული, ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის ამ საიტზე, მაგრამ რატომღაც პირველად გიწერ კომენტარს. უბრალოდ შენს ისტორიებში ვპოულობ შვებას. ისინი და ყველა გზა შენთან მოდის მარიამ მემგონი ზეპირად ვიცი;დ უბრალოდ ისინი-ში იმდენი პერსონაჯია აი შვილები შვილიშვილები ვერ ვარჩევ ხოლმე ვინ ვინარის ;დ <3 თუ შეიძლება რაღაც-რაღაცეებს გაგიკრიტიკებ ;დ
ძალიან ბევრი ადგილია (არა მხოლოდ ამ კონკრეტულში, არამედ ზოგადად) როცა ორი ან მეტი ადამიანი საუბრობს ვერ ვხვდები ვინ რას ამბობს, დაახლოებით ასე ჟღერს
-როგორ ხართ?
-რავი კარგადდდ
-მეც კარგად
-მეც კარგად
-მე ცუდად
აი აზრზე არ ვარ ვინ რას ლაპარაკობს
(ძაან ცუდი შედარება დავწერე მაგრამ ესეა) ზოგჯერ ორი როცა საუბრობს და ეგეთ მდგომარეობაში ვარ ვითვლი ხოლმე ლოგიკურად ვის რა უნდა ეთქვა.სერიოზულ საფიქრალში ვვარდები :დ
აუ რადგან ეხლა ბოლოსდაბოლოს კომს ვწერ აქვე შეგეკითხები: ყველა გზა შენთან მოდის მარიამ-ში მიშო ყიფიანის მეორე შვილს ინა ჰქვია თუ ნია? ;დდდდ ხან ინა გიწერია ხან ნია და სულ მაინტერესებდა ;დ ძალიან აბდაუბდათ მიწერია მაგრამ ;დ <3 ეხა არ მახსრნდება არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა ;დდდ
გამახსენდა კიდე ;დ
მოკლედ რაც კომი არ დამიწერია შენს ისტორიებზე ყველას აქ ვწერ. ;დ
აი ბათუმ რომ ნანკას სიყვარული აუხსნა, ეგრე რომ ჩემთვის ვინმეს გაეკეთებინა მართლა დავჭრიდი და ავხანჯლავდი. ჩემი საყვარელი წყვილია უბრალოდ ეგ დასასრული არ მომწონს. (ამას ისე ვწერ, ენივეი) ;დ

Maybiline
აუ თითქმის ყველა მთავარ წყვილს ალექსანდრეს და მარიამს რატომ არქმევ? ჩემთვის პირადად ძააან დამაბნეველია. მესმის რომ გიადვილდება, მაგრამ ცოტაარიყოს... ხო ხვდები არა?! ???? (ვგიჟდები შენს ისტორიებზე????) ძალიან მაგრად წერ, სერიოზული ნიჭი გაქვს????

Maybiline
აუ თითქმის ყველა მთავარ წყვილს ალექსანდრეს და მარიამს რატომ არქმევ? ჩემთვის პირადად ძააან დამაბნეველია. მესმის რომ გიადვილდება, მაგრამ ცოტაარიყოს... ხო ხვდები არა?! ???? (ვგიჟდები შენს ისტორიებზე????) ძალიან მაგრად წერ, სერიოზული ნიჭი გაქვს????

ანუ თითქმის ყველა ისტორია მაქვს შენი წაკითხული, ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის ამ საიტზე, მაგრამ რატომღაც პირველად გიწერ კომენტარს. უბრალოდ შენს ისტორიებში ვპოულობ შვებას. ისინი და ყველა გზა შენთან მოდის მარიამ მემგონი ზეპირად ვიცი;დ უბრალოდ ისინი-ში იმდენი პერსონაჯია აი შვილები შვილიშვილები ვერ ვარჩევ ხოლმე ვინ ვინარის ;დ <3 თუ შეიძლება რაღაც-რაღაცეებს გაგიკრიტიკებ ;დ
ძალიან ბევრი ადგილია (არა მხოლოდ ამ კონკრეტულში, არამედ ზოგადად) როცა ორი ან მეტი ადამიანი საუბრობს ვერ ვხვდები ვინ რას ამბობს, დაახლოებით ასე ჟღერს
-როგორ ხართ?
-რავი კარგადდდ
-მეც კარგად
-მეც კარგად
-მე ცუდად
აი აზრზე არ ვარ ვინ რას ლაპარაკობს
(ძაან ცუდი შედარება დავწერე მაგრამ ესეა) ზოგჯერ ორი როცა საუბრობს და ეგეთ მდგომარეობაში ვარ ვითვლი ხოლმე ლოგიკურად ვის რა უნდა ეთქვა.სერიოზულ საფიქრალში ვვარდები :დ
აუ რადგან ეხლა ბოლოსდაბოლოს კომს ვწერ აქვე შეგეკითხები: ყველა გზა შენთან მოდის მარიამ-ში მიშო ყიფიანის მეორე შვილს ინა ჰქვია თუ ნია? ;დდდდ ხან ინა გიწერია ხან ნია და სულ მაინტერესებდა ;დ ძალიან აბდაუბდათ მიწერია მაგრამ ;დ <3 ეხა არ მახსრნდება არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა ;დდდ
გამახსენდა კიდე ;დ
მოკლედ რაც კომი არ დამიწერია შენს ისტორიებზე ყველას აქ ვწერ. ;დ
აი ბათუმ რომ ნანკას სიყვარული აუხსნა, ეგრე რომ ჩემთვის ვინმეს გაეკეთებინა მართლა დავჭრიდი და ავხანჯლავდი. ჩემი საყვარელი წყვილია უბრალოდ ეგ დასასრული არ მომწონს. (ამას ისე ვწერ, ენივეი) ;დ

კიდევ ერთი რაღაც. უბრალოდ ახლა ჩემს თავზე ისე მეცინება მეშინია ოჯახი არ გავაღვიძო;დდდდდ ისარაჰქვიაიმას ;დ აი ყველა მაგარი ტიპი სვანი, სვანური გვარით, სვანური წარმოშობით, სვანეთში სახლით რატომ გყავს???? ;დდდდდ რაღაცნაირია რა ;დდდ მაპატიე მოგაყარე ;დ :***

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

მოკლედ ეს ისტორია ხომ ძველია და იმ წელსრაც დავწერე მგონი ყველას მარიამი და ალექსანდრე ერქვა. სახელი მარიამი ამოჩემებული მაქ ზოგადად მანდ ვარ მხოლოდ ნარცისი და მაგასაც გადავეჩვიე უკვე ჩემ ბოლო ისტორიებს თუ გადახედავ რომლებშიც ნაკლები შეცდომებიცაა და ეს ძაან "მისწორდება " რომ ვაკვირდები.
რაც შეეხება დიდ ისტორიებს თავად ამ ისტორიას ძველი ძაან საშინელება იყო ეს კიდევ უკეთესია... ყველა გზა შენთან მოდის მარიამს და მის გაგრძელებასაც მანდ ისეთი ქაოსია მეთავადაც არ ვიცი რას ვწერდი. ისე ცუდად ვიყავი მაგ დროს რაც მოდიოდა ტვინში იმას ვწერდი და კი გამოვიდა რაღაც ლაბირინთი და დღემდე ვერ ვხვდები ამდენი ადამიანი რატომ კითხულობდა. ისინიში ნიას სახელს რაც შეეხება ეგენი მე თვითონ მეშლებოდა, გვარებიც ხშირად მაქ არეული და მოკლედ მაგ ისტორიებს ერთ დღეს აუცილებლად დავარედაქტირებ ახლა უბრალოდ არ შემიძლია და ყველაზე კოშმარულადდაწერილს ავირჩევ ჯერ ...დიალოგებს რაც შეეხება რა ვიცი მგონი ახლა გაუგებარი აღარაა და ადრე ძაან გაუმართავი იყო ზოგადად მთელი ისტორია ....ბევრი წყვილი სადაც არაა და ზოგადად ნახევარი საქართველო სადაც არ მყავს შეკრებილი იქ არის დალაგებული ეგ ამბები
სხვა არ ვიცი რა გითხრა smile
მადლობა რომ ხარ ჩემი მკითხველი და უამრავი შეცდომისა და ხარვეზის მიუხედავად რომ კითხულობ

 


№13  offline წევრი nini :)

აუ როგორ მიყვარს ეს ისტორიააა...... ვგიჟდები უბრალოდ..... ძალიან ძალიან მიყვარს ალექსანდრე და მარიამიიიიი..... ესს ისტორია მახსოვს ორ ნაწილად გქო და დაწერილი..... და მახსოვს მეორე ნაწილში იყო უკვე ბავშვების სიყვარულის ისტორიებიიი..... ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს მაგრამ განსაკუთრებით მაინც ალექსანდრე და მარიამი.... და შემდეგ უკვე ნიკოლოზი და ლილეეეე..... უბრალოდ ძნელია ამ ორ წყვილზე არ გიჟდებოდეეე..... დანარჩენებიც ხომ კარგები არიან..... ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორიაც და შენც ❤❤❤❤❤

 


№14  offline წევრი Glassy Dreamer

მაშინაც მიყვარდა სულ სულ პირველად რომ წავიკითხე წლების წინ რომ დაიდო მაშინ. მას მერე იმდენჯერ წამიკითხავს ვეღარ მოვსვთლი. ამასწინებზე ისევ ვეძებდი და ისე მეტკინა გული საიტზე რომ ვეღარ ვნახულობდი აი არ ვიცი. 2 დღის წინ ისევ ჩავწერე ძიებაში იქნება და გამიღიმოს ბედმათქო და აჰა , ასე არასოდეს არ გამხარებია ამ საიტზე არაფერი. შენი ყველა ისტორია მიყვარს რომ იცოდე, ეს კიდე ჩემი ყველა დროის უფავორიტესია. და ვინ იცის ამ ისტორიის წასაკითხად კიდევ რამდენჯერ შემოვალ საიტზე ❤ ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე სრულად რომ დაგვიდე ეს ისტორია და არამხოლოდ ამიტომ ზოგადად ხარ ძალიან მაგარი გოგო!!! ❤❤❤

 


№15 სტუმარი ეთო

ეს იყო რაგაც სასწაული რაც კი წამიკითხავს ალექსანდრე ძან მაგარი იყო მისი სიყვარულით.დანარჩენებზე არაფერს ვამბობ ეს იყო შესანიშნავი

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან დიდი მადლობა ყველას
ცალ-ცალკე ვერ გიპასუხეთ მაგრამ ყველას ვკითხულობ ხოლმე და მიხარია ასე რომ მოგწონთ ეს ისტორია მიუხედავად იმისა რომ ჩემი რჩეული ისტორია არაა

 


№17  offline წევრი manonreom

როგორი საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია . ) და ყველაზე ტკბილი ბოლოში მოიტოვე . :)) მოკლედ რა ,სიტყვები არ მყოფნის რომ აღვწერო როგორი ნასიამოვნები ვარ . ❤️
--------------------
ი.მ.

 


№18  offline წევრი sofi_sofiaa13

აი სრულიად შემთხვევით რომ წავაწყდი და გასაგიჟებელიი მოთხრობა რომ აღმოჩნდააა
--------------------
ფეფო

 


№19  offline წევრი Mariam Khutsishvili

ამ გვარზე შეყვარებული ვარ უზომოდ და როგორ გამიხარდა შემთხვევით რომ წავაწყდი ამ ისტორიას, ყველაზე მაგარი იყო ,სრულყოფილი და ძალიან საინტერესო,მიყვააარს(。♡‿♡。)

 


№20 სტუმარი natia

უკვე მერამდენედ წავიკითხე არ ვიცი????მაგრამ ყოველთვის ახალ ემოციებს იწვევს, უმაგრესი ისტორია არის????მადლობა რომ ბედნიერებას გვანიჭებ ????❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი ლილე

ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ასაკებში და გვარებშია დიდი გარღვევები) მარიამი ხან ნუცუბიძეა, ხან ნიჟარაძე, ხან ნოზაძე) ალექსანდრე 30 წლისაა ბიჭები 16 და თან 16 წლის იყო ალექსანდრე ესენი რომ დაიბადნენ. ასევე, ალექსანდრე 34 წლისაა სოფიო 28ის და ბიჭები 19. და სოფიო უცვლიდა ხოლმე ბიჭებს პამპერსს???? 9 წლის სოფიო და 16 წლის ალექსანდრე უნივერსიტეტში სწავლობდნენ ერთად. მოკლედ ძალიან ბევრი არეულობაა. ისე კი ზღაპარივით ისტორიაა. ბედნიერებით სავსე

 


№22 სტუმარი სტუმარი ლიაკო

კარგი იყო,მაგრამ რატო გყავთ სულ სვანი პერსონაჟი ?

 


№23 სტუმარი სტუმარი ნატალია

რა ტკბილია, როგორ მიყვარს.
სულ მინდა ვიკითხო ????
შეუდარებელი გვყავხარ.

 


№24  offline წევრი Ana mamuladze

აიი გვიჟდებიი რა ვქნაა❤️‍????❤️‍????❤️‍????

 


№25  offline წევრი Daldoni Daldoni

კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს შესანიშნავი ისტორია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent