შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა (ნაწილი 12)


22-07-2018, 01:53
ავტორი judi N
ნანახია 1 443

როგორი იყო ვაკო ჯაყელი.. არვიცი. უამრავი ფერი იყო მასში. უამრავი ემოცია.. ტკივილის, სიხარულის, სევდის, ვნების, სიყვარულის თავშესაფარი იყო. ბიჭი რომელიც ყველას უყვარდა, მაგრამ თავად აშინებდა სიყვარული. ამბობდა რომ ვუყვარდი, ამტკიცებდა, მაგრძნობინებდა. მისი ყველა შეხება ჩემთვის დღესასწაული იყო. ერთიანად დამივლიდა ტანში სიხარულები, მეც მიყვარდა.

- შავო ვარდო უნივერსიტეტში ვაგვიანებთ..
- არ წავიდეთ რა.
- აუცილებლად უნდა წავიდე მე, შებ თუ გინდა იყავი და მოვალ საღამოს.
- არა! მე გაგიყვან მანქანით.
- გეძინება ვაკო, მეტროთი წავალ რა მოხდა.
- მერე იქ რომ ისევ ვინმე ამოიჩემო და უყურო, მერე ისიც ჩემსავით გადაირიოს და აგეკიდოს?!
- ნუ მასხრობ! მე ვთქვი რომ ადამიანის ყურება მიყვარს, სულ სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს და ნუ ამდაბლებ.
- იცი რომ მიბრაზდები ტუჩს სასაცილოდ აბრუნებ.
- ტუჩს არა? რომელს ამას?
მისკენ გადავიწიე და ვაკოცე. სულ სხვანაირი ვიყავი მასთან. არ მეშინოდა გრძნობების გამოხატვის, არც ჩემში მოარული სიყვარულის, სისხლთან ერთად რომ მიედინებოდა ჩემში.
ტელეფონმა დაურეკა, როგორც არ უნდა გავეღიზიანებინე ამ ფაქტს მას სხვა ადამიანებიც ეხვია გარს. თავს ახსენებდა ცხოვრება, რომელიც ჩემი ვაკოსგან სრულიად განსხვავდებოდა. ასეთი იყო ვაკო, გართობა უყვარდა, ღამის გათენება და დღის ძილში გაფლანგვა, სასმელი და გოგოები, ვგრძნობდუ რომ შეიცვალა მას მერე რაც ჩვენ გავხდით, მაგრამ დღეს ისევ ეს ზარი და მისი მეგობარი ჯანო.
- ჯანო იყო, საღამოს კლუბში მელოდება, სულ დაგვივიწყეო.
- ჰოო.. მიდიხარ?
- არ წავიდე?
- შენ როგორც გინდა. ახლა მაგვიანდება, გამიყვან თუ წავიდე?
-ტუჩის გადმობრუნება დაგავიწყდა.
წამოდგა, უცებ მოემზადა და სახლიდან გავედით, კარის გაღება და გვერდით მეზობლის გამოსვლა ერთი იყო. ასეთია ლილი ბებო, ყველა და ყველაფერი აინტერესებს.
- გამარჯობა ლილი ბებო.
- ნინია, ჩემო დახატულო, სად დამეკარგე?
მე მელაპარაკებოდა და მზერა ვაკოსკენ ჰქონდა, აათვალ-ჩაათვალიერა და მზერა მასში გაატარა, რენტგენის აპარატის მსგავსი მზერა ჰქონდა ლილის. .
- გაიცანით ვაკო ჯაყელი.
- შეყვარებული, დაამატა ვაკომ.
შემდეგ იყო ლილის ლოცვა და ხოტბა, ალბათ არასდროს დაამთვრებდა რომ არ მეთქვა მეჩქარებათქო და გამოვქცეულიყავი.
კარი გამიღო და სწრაფად ჩაჯდა თვითონაც.
- საღამოს ცოტახნით წავალ და
არდავასრულებინე, მუსიკა ჩავრთე და ავუწიე. არ ვუსმენდი, მაგრამ არც ვაკოს ვუსმენდი. ხომ იცნობდა ჯანოს?! ხომ იცოსა იმ კლუბში რა სიტუაცია იყო? ნუთუ სულელი ეჭიანი შეყვარებული გავხდი და ყველაფერს ვაბუქებდი?!
- მეც წამოვალ, დავაბერტყე გაუაზრებლად.
- სად?
- სად მიდიხარ ვაკო საღამოს?
- არა იქ არ მოგეწონება, საშენო არარის.
- საშენოა?
- საჩემო შენხარ.
ვერ ვიტანდი, როცა გაბრაზებული ვიყავი და ეს სრულიად უკონტექსტო რაღაცას მეუბნებოდა.
მოვედით, კარი გავაღე და გადავედი.
- კარგად.
- კოცნა?
- საშენო არარის. კარი მივუხურე და უნივერსიტეტში შევედი.
არ მოუწერია, არც დაურეკავს. ფბ-ს ვსქროლავდი, როცა მისი ჩექინი ვნახე იმ კლუბში.
- არ მენდობი. მისმა სმს-მა გაანათა ტელეფონი.
- სხვებს არ ვენდობი.
- ეჭვიანობ?
- უნდა ვიეჭვიანო?
- არა.
- უპსს. ვეჭვიანობ.
- ცოლად გამომყევი და მერე სულ შენთან, შენში და შენთვის ვიქნები.
- უფანტაზიობის პიკი ხარ ჯაყელო.
- შენ არ იცი ჩემ ფანტაზიებში რაებს ვაკათებთ ჩვენ.
- ვერკასთან მივდივარ მე.
- მიყვარხარ.
- მიყვარხარ.
უნივერსიტეტიდან გამოსვლისას უკვე შებინდებულიყო. ვერკას სახლი ახლოს იყო, მაგრამ გზაში მაინც მოვასწარი ფიქრი, როცა ფიქრობ სულ სხვა სამყაროში ხარ. იქ ყველაფერი ისეა როგორც გინდა. იქ შენ ხარ მეფეც და მეფის მასხარაც.
ვერკასთან მისვლისას მისი სახის გამომეტყველება კარგს არაფერს ამბობდა.
- მშვიდობაა ვერკა?
- ფბ-ში არ შესულხარ?
- ორი საათის წინ, რა ხდება?
- არა, არაფეერი, პატარა, სულელი ბავშვივით სცადა თვალის ახვევა ჩემთვის, მაგრამ ცუდი რამეა ეს ინტერნეტი, არც ტყუილს აცლის ადამიანს.
შევედი თუ არა ჩექინი ამომიგდო ვიღაც სალი მაისურაძის, სალი და ვაკო არიან ვედნიერად სალის ტკბილს სახლში. პოსტის ქვევით ვაკოს მძინარე ფოტო და სალის ხელი ჩანდა მის თმაში.
ღრმად ამოვისუნთქე.
- ყავა გამიკეთე ვერკ და დღეს შენთან დავრჩები.
- ვერ დარჩები.
- უკაცრავად?
- უფროსწორად, სჯობს სახლში იყო და იფიქრო, აჯობებს შენთვის.
ვერკა არ ჰგავდა ჩემ დაქალ ვერონიკა ჭავჭავაძეს. დღეს ყველამ ჩემი შეშლა გადაწყვიტა, გავბრაზდი, ჩანთა ავიღე და წამოვედი. არაფერი უთქვამს ვერკას, იყო ჩუმად და უყურებდა როგორ მივდიოდი, ჩაფიქრებული, ათასი ხარახურით თავში.
ისევ გზა და ისევ ფიქრი...
ადამიანები ყოველთვის დავბორიალობთ წარსულის და მომავლის ფიქრებში. უსასრულოდ გავრბივართ დღევანდელობისგან...ველური სულები იმალებიან მშვიდ ადამიანებში... ცრემლები ისტერიულ სიცილში...სიმართლე თვალებში..ყველა რაღაცას ან ვიღაცას ემალება,გაურბის.. ბევრი ქაქანებს გაუთავებლად მაგრამ ძალიან ცოტა ლაპარაკობს..ხშირად ადამიანებს სურვილების სიზმრებში ახდენა,განხორციელება გვაკმაყოფილებს და რეალობაში შუა გზაში მივყრით ჩვენს იმედებს ისე როგორც ნაგავს ვყრით ხშირად ქუჩაში,ოღონდ ჯერ აქეთ- იქით მივიხედ- მოვიხედავთ დავრწმუნდებით, რომ ვერავინ გვხედავს და მხოლოდ მაშინ.. ამით ვაჩუმებთ ჩვენს შიგნით რაღაც მართალს.. სხვისი განკითხვით ვცდილობთ ჩვენი ცუდის დამალვას. ჰოო, კარგად შეფუთული, ლამაზი ბანტით, ხომ ჩვენთვის ყველაფერი ლამაზია და ეშმაკსაც წაუღია შიგნით რა იქნება.. იქნებ სიცარიელე? ყველაფერი ყალბის მიღმა ხომ მხოლოდ სიცარიელეა..არავინ ვიცით მე ან შენ ან იქნებ ვიღაც სულ სხვას ჩვენი ფიქრები სად მიგვიყვანს, ვარსკვლავებბთან თუ კენჭებთან.. ალბათ მე მაინც ადამიანების თვალებში დავიწყებდი ვარსკვლავების ძებნას, როომელთა ნათებას სიბნელეც კი ვერაფერს აკლებს. მაგრამ სანამ სადმე სხვაგან დავიწყებ მათ შეგროვებას ჯერ ჩემს თვალებში უნდა ვეძებო, თორე ჩამქრალი თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს რაცარუნდა კაშკაშა იყოს ის.. სასოწარკვეთილება დროის კარგვაა.. მთავარია გვახსოვდეს, რომ ღრუბლები მზეს მხოლოდ დროებით ამოეფარებიან ხოლმე.. ამით მზე ხომ არ ქრება, არსად იკარგება.. ცხოვრებაშიც ჩვენშიც ხშირად ასე ხდება გრძნობები, ხასიათი, მიზნები ერთმანეთს ენააცვლება ამით ჩვენში არაფერი იცვლება.. თავისუფლება სულს სჭირდება და არა ენას.. მე კი შენ მჭირდები.. შენ მე ჩვენ ადამიანები .. იმედი და ჩვენს თვალებში მოციმციმე ვარსკვლავებიი... სურვილის ჩასაფიქრებლად ვარსკვლავების ჩამოვარდნა არარის საჭირო.. მათი ყურებაც საკმარისია რომ მათში ჩაიკარგო უსასრულოდ, დაგებადოს უამრავი იდეა, ფიქრი... დაინახო ღრუბლებს მიღმა მანათობელი მზე.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ მომწონს ვაკოს ასეთი საქციელი და არც ეს სალომე.

 


№2  offline წევრი LaLiDze

კარგი რა ვაკო,რა ქენი ეს :/

 


№3 სტუმარი Elene

Dzalian magaria da male dade ra, dzalian damainteresa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent