შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( თავი 10)


10-07-2018, 20:06
ავტორი judi N
ნანახია 1 396

- ვაკო ჯაყელო , ჩაგრულთა მცველი გახდი? ჩვეული ამაზრზენობით იცინოდა და ცდილობდა სახლში შემოსულიყო.
ვაკომ არაფერი უპასუხა, ხელი მოჰკიდა და კარი გაიხურა. ცივი წყლის თავზე დასხმას ჰგავდა, უცებ გამოვფხიზლდი და კარს მივვარდიი, თუმცა აღარ ჩანდნენ, ვერც დავიძახე, მივხვდი არც აზრი ჰქონდა და ყველას გავაღვიძებდი.... უკან შემოვბრუნდი და აივნისკენ გავიქეცი.. შუაღამე იყო , ბნელი და უემოციო.. მხოლოდ საბას ხმა ისმოდა , სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ვერც მათ ვხედავდი.. მხოლოდ ყრუ ყვირილი , მონოტონურად მხოლოდ საბა გაჰყვიროდა და ღამის სიმყუდროვეს ჩემს სიმყუდროვესთან ერთად არღვევდა.. თავში უამრავი ცუდი აზრი შემომიძვრა.. რატომ ისმოდა მხოლოდ საბას ხმა? სად იყო ვაკო? რა სჭირდა ? რას უშავებდა სანადიროდ გამოსული მხეცი.. ვიფიქრე პატრულში დავრეკავ თქო , თუმცა ამით ვაკოსაც შევუქმნიდი პრობლემებს.. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეფიქრა... შიში შემომეკრა სხეულზე ისე მჭიდროდ,რომ ერთ მთლიანობად ვიქეცით.. სიბნელეში ვაცეცებდი თვალებს ,მაგრამ წყვდიადი გასაქანს არ მაძლევდა და სიშავე მიმწყვდევდა მასში... აღარც საბას ხმა აღარ ისმოდა.. სიჩუმე და სიბნელე.. საშიში და უტყვი.. ნელ-ნელა ფეხებში ძალა დავკარგე და აივანზე ჩავიკეცე.. ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი, მაგრამ თითქოს თავად ჰაერი ყელში მიგროვდებოდა და მახრჩობდა.. სიშავეში ერთი წერტილი ამოვიჩემე და მივაშტერდიი.. ისტერიულად ვქანაობდი ერთ ადგილას ჩაკეცილი, ყურებზე ხელებს ვიჭერდი ღამის ამაზრზენი სიჩუმე რომ არ შემომეშვა ჩემში..
კარის ხმა იყო.. ან ვაკო იქნებოდა და ან საბა. ჩემში არც ნაბიჯების ხმას შეუცვლია რამე.. რაც უფრო ახლოს ისმოდა , მით უფრო ვწყდებოდი რეალობას. მერე იყო დაძახებბა - ნინია ! და ღამეში გაფანტული ჩემი სახელი.. ექოსავით მრავალჯერ განმეორდა, ჩემში გაიარა და გაუჩინარდა... ბოლოს აივნის კარიც გაიღო, თვალი არ მომიშორებია იმ წერტილისთვის.. ვიგრძენი როგორ ჩაიკეცა ჩემს წინ სხეული, ვიგრძენი როგორ შემიმეხვია ორი ხელი და თავისკენ მიმიზიდა.. ნელ-ნელა სხეულმა ისტერიული რწევა შეწყვიტა, ცდილობდა ყურებიდან ჩამომეწია ხელები, თავიდან გავუძალიანდი , მთელი ძალით ვუჭერდი თავს ხელებს და თითქოს მის გაჭ....ტვას ვცდილობდი, მერე იყო სისუსტე და მოდუნება.. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი სახეზე ნიავის შეხება.. ყელში მომწყვდეულმა ჰაერმა ჩემში მოძრაობა განაგრძო და ჩემი დაპაუზებული არსებობა გაგრძელდა.. მხოლოდ ახლა შევხედე სხეულს და სახისკენ გავაპარე თვალი...
- ვაკო! სახეზე ვისვამდი თითებს , თითქოს ყველა ნაკვთს ვიმეირებდი, რომ დავრწმუნებულიყავი მართლა ის იყო თუ არა.
-ცის არტ ყელა, შეგეშინდა? ხომ გითხარი დაგიცავ მეთქი. ხომ შეგპირდი , რომ სულ შენთან ვიქნებოდი ... შენც ხომ შემპირდი, რომ მენდობოდი, არ უნდა შეგშინებოდა.
- უშენობის. მარტო დარჩენის, მეშინოდა საბაში შეღწეული მხეცის .
- ის მხეცი გამოშვებულია, საბა აღარ არსებობს შენთვის და შენ იმისთვის.
- რა მოხდა?
- მიემგზავრება.
- რამე დაუშავე?
- თვითონ დაუშავა საკუთარ თავს. აქ თუ დარჩება ბოლო მოეღება, მას კი დამიჯერე საკუთარი ტყავი შენზე მეტად უყვარს და წავა.
- მე არც ვუყვარდი, უბრალოდ ამომიჩემა.
- მეც ამიგიჩემე, ოღონდ მე მიყვარხარ !
-მიყვარხარ!
- არ გეძინება? რაც გაგიცანი ვეღარ მძინავს.. ხან შენზე ვფიქრობ, ხან შენ გესიზმრები და ვერ ვიძინებ , ახლა დღეს კულმინაცია იყო , ჩემი დიდი აურზაური ხარ ჯავახიშვილო !
-წამოდი, დავწვეთ . რთული ღამე იყო .
- ჰომ არ გავამარტივოთ?
- ჯაყელო, ისეთი გადამწვარი ვარ ემოციებით ახლა ნამდვილად არ მკლავს შენი სურვილი.. ან შენ საიდან ამდენი ენერგია .
- კარგად მაქვს ნავარჯიშები .
ტუჩი გადმოვაბრუნე როგორც მჩვევია და ცხვირი ავუბზუე.. ასე ადვილად ახერხებდა ჩემს სულელ გოგოდ ქცევას. ჩემი რეაქციის დანახვაზე სიცილი აუტყდა , ამან სულ გამაცოფა და ოთახისკენ წავედი, როცა ზურგიდან ვიგრძენი ჩახუტება, მერე ფეხები იატაკს შორდებოდა და მის მკლავებში ჩავიკარგე პატარა ბავშვივით.
- ნამდვილი ხარ! მაგრამ ყველა შეხებისას მგონია,რომ თოვლის ფიფქივით დადნები და ხელიდან დამისხლტდები.
- შავო ვარო, ჩემი შავი ბრილიანტი ხარ. გარედან ცივი და უკარება, მაგრამ შენში უამრავი ფერია, რომლითაც ცხოვრებას მიფერადებ!
საწოლში ჩამაწვინა და გვერდზე მომიწვა. ასე ვუყურებდით თვალებში რამენიმე წუთით ერთმანეთ, გვიყვარდა ჩვენს თვალებში არეკლილი ჩვენი თავი და ერთმანეთი. მერე თვალები დამეხუჭა და ძილმა ისევ თავის ქსელში მოგვამწყვდია. შუაღამე იყო, უტყვი და უგრძნობი, მაგრამ უამრავ ემოციას იტევდა.
გაღვიძებისას სანამ თვალს გავახელდი, გონებაში დავალაგე, როგორ ავიზლაზნებოდი საწოლიდან , მოვამზადებდი საუზმეს და ჩემი შავი ვარდის გაღვიძების მაყურებელი გავხეებოდი.
ფრთხილად გავახილე თვალები , დილა მისით დაიწყო , ვაკო ჯაყელი მოხვდა ჩემს თვალებში პირველი.. ღმერთო, უღმერთოდ სიმპატიურია. ნელა გადავიწიე მისკენ და ტუჩები მივაწებე მის ლოყას.. ავდექი, თმა უბრალოდ, არეულად ავიწიე და სამზარეულოში ჩავედი. ყავა და ტოსტი მოვამზადე ,კარზე ზარმა დარეკა . არც კი გამივლია თავში შიში, არანაირი ცუდი მოლოდინი . მივხვდი, რომ ვაკოსი საკუთარ თავზე მეტად მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი,რომ საბა წარსულში ჩარჩა.
- ნინია ჯავახიშვილი თქვენ ხართ?
-დიახ
- ხელი მომიწერეთ და თაიგული ჩაიბარეთ.
უზარმაზარი ვარდების თაიგული მომაჩეჩა ხელში.. უამრავი შავი ვარდი. გაოცებული ვიდექი კართან
- კარი და პირი დაკეტე, ცის არტ ყელა.
- შავო ვარდო, როდის ? გეძინა და ახლა არ თქვა სიზმრიდან გადავრეკეო.
- მძინარეს , რომ ლოყებს მიკოცნი, როცა მღვიძავს მაშინაც შეგიძლია გაიმეორო. იცინოდა და თვალს არ მაშორებდა, მანძილა ამოკლებდა ჩვენ შორის.
- მსახიობო?
-არადა იმედი მქონდა ხელების ფათურსაც დამიწყებდი.
- ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე?
-გაიმეორე?
ჩემს წინ იყო, ისე ახლოს ,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი . წელზე მომხვია ხელი დაა მაგიდაზე ამსვა, ხელში შავი ვარდების თაიგულით და საკუთარი , ერთადერთი შავი ვარდით, ეს ვარდები დაჭკნებოდა , მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ერთადერთი არასდროს დამტოვებდა. ჩემს ტუჩებზე მისი ტუჩები გაბატონდნენ. თითქოს ერთმანეთს ჩვენს ისტორიას უყვებოდნენ.
- საუზმე მოგიმზადე
- იმედია შენს ტუჩებზე გემრიელი იქნება , თორემ ვინანებ ,რომ მათ მოვწყდი.
- მიყვარხარ!
- მიყვარხარ!
-----------------
ესეც ახალი თავი , გამიზიარეთ თქვენი აზრი, გმადლობთ რომ კითხულობთ, თქვენი ყველა სიტყვა საოცრად მნიშვნელოვანია ჩემთვის <3



№1 სტუმარი your fan ❤

dzaan magari iyo❤❤saswauli xar ase gaagrdzele gtxov da lamazad daagbirgvine,cota iseti momenti gaushvi sadac ertmanetit tkbebiam dzaan magari iyo madloba❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent