უნებლიე მოწმე (თავი მესამე)
-სად ვარ? -მეგონა აღარ გაიღვიძებდით-ღიმილიანი სახით გვერდით ჩამოუჯდა ხანში შესული მამაკაცი-ჩემს სახლში ხარ, ნაპირას გიპოვე უგონოდ და აქ მოგიყვანე -არაფერი მახსოვს-სევდიანად ამოილაპარაკა და წამოჯდომას შეეცადა მაგრამ თავის ტკივილმა საშუალება არ მისცა -მოიცადე ახლავე წამალს დაგალევინებ. აქ ყველაფერი ნატურალურია და წამლებსაც სამკურნალო ბალახებისგან ვაკეთებთ-სასიამოვნოდ გაუღიმა და იქვე ცალკე მდგომ, ხისგან აგებულ სამზარეულოში გავიდა -რამდენი ხანია რაც აქ ვარ? -მესამე დღეა შვილო. ორი დღეა გძინავს, უკვე მეშინოდა ,რომ არ გამოფხიზლდებოდი-მზრუნველი ხმით უთხრა და წამალი დაალევინა-საერთოდ არაფერი გახსოვს? -კი ,რაღაცები მახსოვს ,მაგალითად ის რომ აეროპორტიდან სახლში მივდიოდი და მერე თავდასხმა მოხდა , მე ვიღაცის მანქანაში აღმოვჩნდი, მგონი მათი მანქანა იყო ,მერე გასროლა მახსოვს და ამის მერე უკვე ვეღარ ვიხსენებ. -თავზე ხელი მოიკიდა და თითქოს გახსენებას შეეცადა -კარგი შვილო, არაუშავს ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდება. გონებას ნუ დაძაბავ ,დაისვენე და მანამდე მე საჭმელს გავაკეთებ -მარტო ცხოვრობთ აქ? -არა ჩემს შვილთან ერთად. აი ისიც-უთხრა და კარში მდგარ ბიჭზე მიანიშნა. ლილიანას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ლამის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის შავ, ბრიალა თვალებს წააწყდა. წელს ზემოთ შიშველ დაკუნთულ ტანს მოავლო თვალი და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ბიჭს სასიამოვნოდ ჩაეღიმა და მის გასაცნობად გამოემართა. -გაიღვიძე? გამარჯობა მე პეტრე მქვია-გაუღიმა და ხელი გაუწოდა, ლილიანა ფიქრებიდან გამოერკვა და ხელი ჩამოართვა. -სასიამოვნოა ,მე ლილიანა ვარ-გაუღიმა და კიდევ ერთხელ აათვალიერა. საკუთარ თავზე გაბრაზდა და ღიმილი მოიშრა-მგონი ეთიკა სულ დაივიწყე-საკუთარ თავს უთხრა და ხელი უკან წამოიღო -რამე მითხარით?-სასიამოვნო ხმით ჰკითხა პეტრემ -არა თქვენთვის არაფერი -შვილო, ვინმეს ნომერი მაინც არ გახსოვს , ალბათ ნერვიულობენ შენზე. -მამა ტელეფონი მაინც არ გვაქვს და-სიცილით უთხრა პეტრემ -არაუშავს ვიზამთ რამეს მთავარია ნომერი ახსოვდეს. -არა არ მახსოვს ,იმიტომ რომ ყველა ნომერი ტელეფონში მეწერა და არ დამიმახსოვრებია, სამწუხაროდ.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლილიანამ. პეტრეს ჩაეცინა. -უი ,ტელეფონზე გამახსენდა . შენი ტელეფონიც ვიპოვე ,შარვლის ჯიბეში გედო ,მაგრამ არ ირთვება. ალბათ წყალმა გააფუჭა. -ჯანდაბა ,ახლა რა ვქნა?-ტელეფონი აიღო და ჩართვას ცდილობდა ,თუმცა უშედეგოდ. -პეტრე, გამოართვი შვილო და გასაკეთებლად წაიღე-მისცა შვილს დავალება და თავად სუფრის გაშლას შეუდგა -დაგეხმარებით-ხელები გაუწოდა ლილიანამ იმის ნიშნად ,რომ მისთვისაც რაიმე მიეცა -იყოს ,შვილო. შენ დაისვენე ყველაფერს მე გავაკეთებ-თბილად უთხრა და გვერდი აუარა. -თქვენ სულ ასეთი კეთილი ხართ?-ღიმილიანი სახით შეხედა ლილიანამ -შენ სულ ასეთი საყვარელი ხარ?-ორივეს გაეცინა. ნახევარ საათში პეტრეც დაბრუნდა. -აბა ,შვილო ქა ქენი? -ორ დღეში დაგახვედრებთო გაკეთებულს -ორ დღეში? ამდენი ხანი რატომ სჭირდება? -გადამწვარიაო რაღაც ნაწილზე თქვა ,კარგად ვერ გავიგე -ჯანდაბა-ამოიოხრა და სავარძელზე ჩამოჯდა. -კარგი არაუშავს ახლა მაგაზე ნერვიულობა მაინც არაფერს უშველის. მოდით მიირთვით მზად არის საჭმელი. -მამა, ასეთი სუფრა ჩემთვის არასდროს გაგიშლია. რა წესია? -პეტრე, ბევრს ლაპარაკობ ,მაგის მაგივრად წადი და დოქით წყალი მოიტანე. -როგორც მიბრძანებთ, ბაგრატიონთა შთამომავალო-გაიცინა და ოთახიდან გავიდა -ძალიან გემრიელია ყველაფერი ,ბატონო.....-მხოლოდ ახლა გაახსენდა ,რომ ამ კაცის სახელი არ იცოდა -სოლომონი,შვილო-გაუცინა და ხელი გაუწოდა-სასიამოვნოა -უკაცრავად რა, არც ვიცი როგორ გამომრჩა-დაიმორცხვა ლილიანამ, რაზეც პეტრეს ჩეცინა -შენ კი არა მე როგორ გამომრჩა-ლოყაზე ხელი მოუსვა და თბილად გაუღიმა -კარგი მივირთვათ ,მივირთვათ. მამა მეც მინდა ხოლმე ასეთი გემრიელი საჭმელი-თქვა პირგამოტენილმა და დიდი ჭიქიდან წყალი მოსვა -პეტრე, რანაირდა იქცევი? -დატუქსა და სუფრის ალაგებას შეუდგა -დაგეხმარებით რა ახლა მაინც. -დაჯექი შენ შვილო. ყველაფერს ეს მუტრუკი აალაგებს-სიცილით თქვა და თეფშები ხელში შეაჩეჩა თავად კი საწოლზე წამოწვა. -ხედავ ,ლილიანა, ორი დღეა აქ ხარ და უკვე შენზე გამცვალა-თავი ნაღვლიანად გადაიქნია და სამზარეულოში გავიდა. _____________________________________________________________ -ბაჩო, ახალი არაფერია? -უკვე მეოთხედ ურეკავს ანა დღის განმავლობაში -არა ,სამწუხაროდ, თუ რამეს გავიგებ პირველ რიგში შენ დაგირეკავ -კარგი-გაუთიშა და საბას მიუბრუნდა-სად უნდა იყოს? გავაფრენ. ნეტავ არაფერი მოსვლოდა. რატომ დავაჩქარე, რატომ? ჩემი ბრალია ყველაფერი.-კედელთან ჩამუხლული ტიროდა -დაწყნარდი ,ანა გონს მოდი. შენი ტირილით ვერაფერს უშველი-შეანჯღრია, ეცადა გონზე მოეყვანა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ საბაზე მიხუტებულს ჩაეძინა. ___________________________________________________________ -ზღვის ყურებით ტკბები?-სანაპიროსთან მჯდომ ლილიანას უკნიდან ხმა მოესმა -კი, საღამოს მზე ულამაზესია. შენ სარბენად არ იყავი წასული?-მზერა პეტრეს მიაპყრო -ახლა მოვედი და ვიბანავე. მეც მიყვარს ხოლმე აქ ჯდომა -გვერდით მიუჯდა -ტელეფონი ხვალ უეჭველი იქნება? -შენ მგონი ჩვენგან წასვლა ძალიან გინდა-მომხიბვლელად გაუღიმა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია -არა ეგ რა შუაშია ,უბრალოდ ალბათ ნერვიულობენ ჩემები და უნდა დავურეკო. -ხო გასაგებია-ღიმილით უთხრა და ისევ ჰორიზონტს გახედა.-არავინ გყავს?დარწმუნებული ვარ ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება-ლილიანასთვის ეს კითხვა მოულოდნელი იყო -რა? -გაკვირვება ვერ დამალა -არა,თუ არ გინდა ნუ მეტყვი, სახე შეგეცვალა ეს რომ გკითხე-აშკარა უხერხულობამ დაისადგურა -შეგიძლია თუ რაიმე არ გასვენებს მომიყვე მე მოგისმენ -მოსაყოლი არაფერია-გაუღიმა და წამოდგა-შევიდეთ სახლში -ბოდიში, მგონი ჩემი კითხვა არ გესიამოვნა -არაუშავს-ესღა თქვა და სახლისკენ წავიდა ,შხაპი მიიღო და დაიძინა. მეორე დილას ხმაური აღვიძებს.სამზაულოში გავიდა და მოფუსფუსე მოხუცს ეკითხება-რა ხდება ,ბატონო სოლომონ? -პეტრეს მეგობრები მოვიდნენ და გარეთ ხელბურთს თამაშობენ. -კარგია-ამოილაპარაკა და იქვე მყოფ სავარჯელში ჩაეშვა-ჩემი ტელეფონი ხომ არ მოუტანიათ? -არ ვიცი ,მგონი კი .პეტრეს ჰკითხე ,ეგ იყო დილას წასული -კარგით-გარეთ გავიდა და უამრავ ხალხში პეტრეს მოძებნას შეეცადა. როგორც იქნა მიაგნო ,თუმცა ისე იყო ის გართული ვიღაც გოგოსთან ფლირტით ,ლილიანამ ხმა ძლივს მიაწვდინა. -ხო, ლილიანა-როგორც იქნა მიაქცია ყურადღება -ჩემი ტელეფონი გაკეთდა?-წარბშეკრულმა ჰკითხა და ხელები გადააჯვარედინა, რაზეც პეტრეს გაეცინა -კი, ჩემს ოთახში საწოლთან რომ კარადა დგას იმის პირველ უჯრაში დევს-ცივად უთხრა და ბუზღუნით წასულ ლილიანას თვალი გააყოლა. -ჩაირთო-სიხარულით ხტუნვა დაიწყო ლილიანამ -ანუ წახვალ მალე?-სევდიანად ამოილაპარაკა სოლომონმა -კი მაგრამ ჩამოვალ ხოლმე, თქვენ იმხელა სიკეთე გამიკეთეთ, სიცოცხლე თავიდან მაჩუქეთ. როგორ დაგივიწყებთ-უთხრა და ჩაეხუტა -რა საყვარელი ხარ ლილიანა-შუბლზე მშობლური მრუნველობით გულანთებულმა აკოცა და თავადაც მოჰხვია ხელი-კარგი მიდი დაურეკე, დროს ნუღარ კარგავ -კარგი -უთხრა და ოთახში შევიდა. ტელეფონში პეტრეს მიცემული კარტა ჩადო ცოტახანი იცადა სანამ უპასუხებდნენ და როგორც იქნა ანამ აიღო ყურმილი -ანა-თვალები უბრწყინავს დაქალის ხმის გაგონებისას -მეჩვენება მგონი ლილიანა ,შენ ხარ?-ისმინ განწირული ხმა -კი ,ანა, მე ვარ-არც ეს აკლებს და ტელეფონის სხვადასხვა მხარეს გიჟებივით დახტიან -ცოცხალი ხარ? სად ხარ? რა შეგემთხვა? როგორ ხარ?-მიაყარა კითხვები ანამ -ანა, ლილიანაა? როგორ არის?-მათ ლაპარაკს საბამაც მოკრა ყური -დამაცადე-შეუბღვირა ანამ -ანუშკები, მომენატრეთ. არ ჩამომაკითხავთ? -რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო ,მეც საშინლად მომენატრე, სად ხარ მომწერე და ახლავე წამოვალთ -კარგი მოიცა-გაუგზავნა მისამართი-მოგწერე -კარგი ლამაზო ,წამოვალთ მალე-გაუთიშა და საბასთან ერთად დაქალის წამოსაყვანად წავიდა. -დაურეკე, შვილო?-ოთახის კარი სოლომონმა შეაღო. -კი და აქ იქნებიან მალე -ესეიგი დღეს წახვალ?-კარზე მიყუდებულმა პეტრემ სევდიანად იკითხა -კი ,მაგრამ შევეცდები ,რომ ჩამოვიდე ხოლმე -კი აბა რა-დაიბუზღუნა და ოთახიდან გავიდა -ყურადღებას ნუ მიაქცევ უცნაურად იქცევა ხოლმე-დაამშვია სოლომონმა ნახევარ საათში საბა და ანა უკვე იქ იყვნენ . -ანა-დაიძახა ლილიანამ და დაქალტან ჩასახუტებლად გაიქცა-მომენატრე გიჟო -მეც ძალიან-ლილიანა სოლომონსა და პეტრეს მიუბრუნდა -კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივეს . ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ჩემთვის ,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ -შენი კარგად ყოფნით -თბილი ღიმილი შეანათა სოლომონმა და გადაეხვია -ნახვამდის პეტრე -მასაც მოეხვია ლილიანა- და ხო ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და თუ გადაწყვეტ სამუშაოს დაწყებას ან რაიმეს წამოწყებას დაგეხმარები. ქალაქში „გაჩითული’’ გოგო ვარ ხომ იცი?-სიცილით უთხრა და თვალი ჩაუკრა,რაზეც პეტრეს ჩაეცინა და იქვე მდგარ მომღიმარ ანას გახედა -აქაც მაქვს სამსახური მაგრამ მაინც მადლობა. ამ ბარათსაც შევინახავ ყოველი შემთხვევისთვის. ისე სანამ წახვალ რაღაც მინდა გკითხო -გისმენ -ის გოგო შენი დაა?-ანაზე მიანიშნა პეტრემ -თითქმის ,ჩემი საუკეთესო მეგობარია, მოგეწონა ჩიტო?მეგონა მე მოგწონდი, ეჰ-ვითომ დანაღვლიანდა ,მაგრამ უცებ გამოასწორა გამომეტყველება პეტრეს შეწუხებული სახის დანახვისას და წარბების თამაში დაიწყო , პეტრეს ლოყები შეეფაკლა-ამას რას ვხედავ. შენ ის არ იყავი დღეს დილას გოგოების „დაკერვით“ რომ ირთბოდი თავს-სიცილი აუტყდა ლილიანას -გეყოფა რა, გამაცანი გთხოვ-შრეკის ფისოს სახე მიიღო და თანხმობაც არ დააყოვნა -გაიცანი ანა ,ეს პეტრეა ბატონი სოლომონის შვილი -სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა პეტრემ -ჩემთვისაც-ხელზე ეამბორა -ჯენტლმენია ჩვენი პეტრე-სიცილით თქვა ლილიანამ და საბას ხელკავი გაუყარა. -წავიდეთ ხომ უკვე-იკითხა საბამ და ანას ხელი პეტრეს გამოგლიჯა -ნახვამდის-განაზებული ხმით დაემშვიდობა ანა და მანქანში ჩაჯდა -ისეთი ხმით უთხარი ნახვამდისო, ვიღაცას უნაზესი არსება ეგონებოდი-სიცილი აუტყდათ საბასაც და ლილიანასაც -შემეშვით რა, იმედია ამ ბიჭის ნომერი გაქვს-ყურში ჩასჩურჩულა ანამ -არა ,მგონი მე არ ჩამიწერია და თვითონ თუ არ ჩაწერდა აბა საიდან-თქვა და უცებ ტელეფონზე ზარია-ე, პეტრე ჩემს ტელეფონში შენი ნომერი საიდან აღმოჩნდა ? -მე ჩავწერე როცა სახლში მომქონდა-სიცილით ეუბნება -ტყუილად თავს ნუ დაიღლი ვიცი რატომაც მირეკავ-გაეცინა და ანას ტელეფონში ჩაუწერა ნომერი-შენც მოგწერო?-სიცილით ეკითხება ლილიანა -ჩემს აზრებს კითხულობ რა-გაეცინა პეტრესაც. საღამოს უკვე ანას სახლში იყო ყველა და დივანზე წამოწოლილები ისვენებდნენ -ლილიანა, იქ საიდან მოხვდი?-მოულოდნელად ჰკითხა ანამ -ნეტავ მეც ვიცოდე, არ მახსოვს -ნაღვლიანად ამოილაპარაკა და დივანის საზურგეს მიეყრდნო -საერთოდ არაფერი გახსოვს? -კი ,აეროპორტში რაც მოხდა მახსოვს მერე ისიც მახსოვს ვიღაცის მანქანაში რომ აღმოვჩნდი ,მერე გასროლის ხმა მახსოვს და მორჩა -კაი არაუშავს გაგახსენდებ ნელ-ნელა . დაიღლებოდი ,მიდი დაიძინე -არა, არ მინდა ისედაც იმდენი ხანი მეძინა. მირჩევნია გავისეირნო, ამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ. ქუჩებიც კი მომენატრა-დაემშვიდობა ანას და საბას და ოთახში შევიდა, ყურსასმენები და ტელეფონი აიღო და კიბეებს დაუყვა.მშობლიური ქალაქის სურნელით აივსო ფილტვები და სეირნობა განაგრძო. ცდილობდა მომხდარზე ეფიქრა და რაღაც გაეხსენებინა ,მაგრამ ამაოდ. უეცრად მხარზე შეხება იგრძნო. ღამით გაუჭირდა მისი სახის დანახვა, მაგრამ ხმა ამიღო თუ არა იცნო. ან როგორ ვერ უნდა ეცნო?! -აქ რას აკეთებ?-სიბრაზეს ვერ მალავდა -ლილიანა, როდის დაბრუნდი? სად იყავი? ყველა გეძებდით -რა შენი საქმეა მე სად დავდივარ. ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობ -მომისმინე ძალიან გთხოვ, შენთან ბევრ რაღაცაზე მაქვს სალაპარაკო -მართლა? ალბათ შენი და ნატალია სასიყვარულო ისტორიები უნდა მომიყვე-ხმაში ზიზღი შეერია -არა ,დავშორდით-ისე უთხრა თითქოს ამით ლილიანას თავისკენ მიმავალ გზას უთავისუფლებდა -ვაიმე, ეს რა მოისმინა ჩემმა ყურებმა? კისერზეც ხომ არ ჩამოგეკიდო ,რადგან თავისუფალი ბრძანდებით ბატონო ბაჩო -ლილიანაა.... -დამამთავრებინე, ისე მეწყინა ხომ იცი, ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები იყავით . ორივე მოღალატე, ორივე თვალთმაქცი, ორივე მატყუარა და ორივე ერთ დროს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყავით, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეირგეთ და ახლა ორივე თქვენგანი წაშლილი ხართ ჩემი ცხოვრებიდან. გთხოვ ნუღარ გამოჩნდები და საერთოდ ნუღარ შემახსენებ შენს არსებობას-ხმის ტემბრს უმატებდა ნელ-ნელა -ლილიანა ,მომენატრე საშინლად-ამ სიტყვების გაგონებამ ლილიანა იმდენად გააოცა ,რომ ხმა ვეღარ ამოიღო და ერთიანად ათრთოლდა-მე არა ,ოდნავადაც კი ,იმიტომ რომ მიღალატე. -საოცრად დამაკლდა შენი სურნელი-აგრძელებდა ბაჩო ისე თითქოს ლილიანას სიტყვები ვერც გაიგო-შენი კოცნა მომენატრა, ვნანობ, რაც გავაკეთე და ვიცი ,რომ შენც მოგენატრე-თითი ლილიანას ტუჩზე ჩამოატარა და კედელზე ააკრო-შენდამი ისევ იმას ვგრძნობ, რასაც წლების წინ. ისევ ისე მიჩქარდება გული ,როდესაც გიახლოვდები-უთხრა და ტუჩებზე ვნებიანად დაეძგერა. იმედია მოგეწონებათ ეს თავი. მგონი დიდი გამოვიდა მოცულობით. ველოდები შეფასებებს მადლობა ვინც კითხულობს და შეფასებების დაწერისთვისაც არ ენანება დრო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.