შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეცხრამეტე თავი)


28-08-2017, 18:42
ავტორი buterfly
ნანახია 1 781

-როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი?-აცრემლებული გამოვიდა მარიამი პალატიდან და გარეთ მდგომ ექიმს მიმართა
-არ ვიცი დაზუსტებით. შესაძლებელია ერთ დღეს, ერთ თვეს ან ერთ წელს.
-ან სამუდამოდ-დაამატა აჩიმ და ამღვრეული თვალები მიანათა ექიმს
-მისი გამოჯანმრთელება თქვენზეც არის დამოკიდებული. უნდა შეუწყოთ ხელი, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები გაახსენდეს
-როგორ შეგვიძლია რომ ეგ გავაკეთოთ?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო მარიამმა
-არ ვიცი. ძველი სურათები აჩვენეთ ან რაიმე მოუყევით.
-კარგით გასაგებია და როდის შეგვეძლება მისი წაყვანა?
-ხვალ უკვე შეგეძლებათ. დღეს გამოკვლევებს დავამთავრებთ და წამლებსაც გამოვუწერთ რომ სისხლის გაწმენდა რაც შეიძლება მალე მოხდეს.
-კარგი გასაგებია-ამოილაპარაკა და აჩის გვერდით ჩამოჯდა
-რომ ვეღარ გამიხსენოს?-თავჩაღუნულმა ამოილაპარაკა და ტირილისგან თავი ძლივს შეიკავა
-ყველაფერი ხომ არ დავიწყნია? რაღაცეები ახსოვს და ეს კი იმას ნიშნავს რომ დრო და დრო ყველაფერი გაახსენდება.
-ღმერთმა ქნას,თორემ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ-სევდიანად ამოილაპარაკა და თვალებიდან უნებართვოდ გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
იმ საღამოს ყველა თავს ევლებოდა ემილიას. ერთადერთი ვინც მასთან შესვლას ვერ ბედავდა და კართან იჯდა, აჩი იყო. ეშინოდა რომ ემილია ცივად მოექცეოდა , ეშინოდა უცხოდ გადაქცეულ თვალებში ჩახედვის.
-მე გავალ ცოტახანს და მალე დავბრუნდები-შესძახა მეორე დღეს, დილით პალატაში მყოფ მარიამს და ნიკას და გიას მიუბრუნდა- ბატონო გია ერთი წუთით შეგიძლიათ გამოხვიდეთ-ემილიას სახლის გასაღები გამოართვა და საავადმყოფოს შენობა დატოვა. შოკოლადის დიდი შეკვრა და დიდი რაოდენობით ჰელიუმის ბუშტები იყიდა, რომ ხვალ ემილიას გამოსვლისთვის სახლი გაელამაზებინა. მთელი სახლი ყვავილებში ჩაფლო .ყველაფერი ულამაზესად მოაწყო და საყვარელი ადამიანის მოსვლას დაელოდა და აი ემილიაც მოვიდა , ჯერ ისევ სუსტად გრძნობდა თავს ამიტომ მანქანიდან ნიკამ და მარიამმა ხელკავით გადმოიყვანეს .სახლი არ ახსოვდა ემილიას და არც მისი სამუშაო, პროფესია .არაფერი აღარ ახსოვს. ყველაფერს თავიდან უნდა შეეჩვიოს. სახლში შესვლისას ყვავილების სასიამოვნო სურნელმა თავბრუ დაახვია. მისაღებში შეაბიჯა და ხედავს ყველაფერი ყვავილებით არის დაფარული. პატარა ბავშვივით გაუხარდა და დაუფიქრებლად აჩის გადაეხვია, აჩი კი ამ საქციელმა იმდენად გაახარა ,რომ ხელები მჭიდროდ მოჰხვია წვრილ წელზე და გულში მაგრად ჩაიკრა . ემილია მალევე მოვიდა გონს და აჩის ხელებისგან თავი გაინთავისუფლა , ამით კი აჩისაც შეახსენა მათი ახლანდელი მდგომარეობა და ის მწარე რეალობაში დააბრუნა. ხელები მძიმედ ჩამოუშვა და ემილიას გახარებულ სახეს აკვირდებოდა.
-მადლობა-ესღა უთხრა ემილიამ მორიდებით და დივანზე ჩამოჯდა
-არაფრის-ნაძალადევად გაუღიმა
-აჩი ,როგორ მოგირთავს აქაორობა.-ღიმილიანი სახით მიუბრუნდა გია აჩის-მადლბა შვილო
-რას ბრძანებთ ბატონო გია, რა შეწუხებაა. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ-დაიჩურჩულა და თავი დაბლა დახარა. რაზეც გიას ჩაეღიმა და შვილს გვერდით მიუჯდა
-სახლს ვერ იხსენებ ,ჩემი ლამაზო?-ღიმილით გადაულაპარაკა
-ბუნდოვნად მახსოვს. კარგად ვერ ვიხსნებ
-ნეტავ მეც ბუნდოვნად მაინც გახსოვდე-დანანებით ამოილაპარაკა აჩიმ
-რაა?-გაკვირვებული სახით შეხედა ემილიამ
-არაფერი. იმედია მალე ყველაფერს გაიხსენებ.
-იმედია. ჩემი საძინებელი საით არის? გამოვიცვლი-მარიამმა საძინებლამდე მიაცილა
-მოგეხმარო. სუსტად ხარ ჯერ
-არა საყვარელო, მადლობა
-კარგი-უთხრა და კარი გაიხურა.
მალევე გამოიცვალა და მათთან დაბრუნდა.
-დაგესვენა ემილია ცოტახანს. გადაღლილი იქნები-მზრუნველი ტონით უთხრა აჩიმ
-არა .თქვენთან მირჩევნია. ასე მგონია საუკუნეა არ მინახიხართ.-გაუღიმა და აჩის გვერდით ჩამოჯდა.-მომიყევით რამე. მინდა რომ გაგიხსენოთ.-თქვა და ნიკას გადახედა და მზერა აჩიზე შეაჩერა.
-პირველ რიგში ვინც უნდა გაიხსენო ეს აჩია-ჩასჩურჩულა მარიამმა დაქალს.
-ლუკა? ლუკა სად არის?
-აჰა ესეიგი ლუკაც ახსოვს-იმედ გაცრუებულად ამოილაპარაკა მარიამმა და ემილიას მიუბრუნდა-ემილია ამ დღეში მის გამო ჩავარდი .ნუთუ ეს არ გახსოვს?-გაკვირვებული უყურებდა მარიამი
-არა არ მახსოვს. უბრალოდ თითქოს მომენატრა
-რა?მოგენატრა?-გულში რაღაც ჩაწყდა აჩის
-გოგო შენ ნორმალური თუ ხარ?
-არ მახსოვს და რა გავაკეთო
-ჩვენი არ გჯერა ?ხომ გეუბნებით მის გამო შეგემთხვათქო ეს ყველაფერი-განაგრძობდა მარიამი
-კი მაგრამ რატომ?
-ნელ-ნელა ყველაფერს გაიხსენებ და მიხვდები რატომაც
-ის ხომ ჩემი შეყვარებული იყო.-დანანებით ამოილაპარაკა და ამ სიტყვების გაგონებისას აჩიმ თავი ვეღარ შეიკავა.
-გოგო, მან შენ მოგიტაცა და სასიკვდილოდ გაგიმეტა .გარდა ამისა მიგატოვა როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა .დედის გარდაცვალების შემდეგ მამაშენიც წავიდა და ჩემი წყალობით შერიგდით ,გესმის? ჩემი წყალობით. შენ კი ლუკა, ლუკას გაიძახი. აღარ შემიძლია. მან დაგტოვა.-ყველა გაოცებული უყურებდა.ყველაფერი უცებ მიახალა და ამდენმა მწარე ინფორმაციამ ემილიაზე ცუდად იმოქმედა და ატირებული ოთახში შეიკეტა. აჩი მალევე მიხვდა მის შეცდომას და საშინლად ინანა ,რომ ნერვები ვერ მოთოკა და ემილიას ვერ გაუგო და მას ასე ატკინა გული მისი დაუდევრობით და დაუკვირვებლობით
-ვნახავ როგორ არის-ემილიას ოთახისკენ გაემართა გია
-ბატონო გია, არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ჩემი აზრით სჯობს თუ აჩი მივა მასთან-უთხრა მარიამმა და პასუხს დაელოდა.
-მართალი ხარ შვილო, მართალი-თქვა და აჩის ხელით ანიშნა ,რომ მასთან მისულიყო და ისიც დაუფიქრებლად ,მაგრამ ამავე დროს დაძაბული და სინანულის გრძნობით სავსე მიაბიჯებდა ემილიას ოთახისკენ. ფეხები უკან რჩებოდა თითქოს გილიოტინაზე გაჰყავთო.
-ემილია. როგორ ხარ?-ძლივს წარმოთქვა მისი ოთახის კართან მდგომმა
-***
-ემილია-კიდევ ერთხელ გაუმეორა
-წადი თავი დამანებე. არავისთან საუბარი არ მინდა
-ემილია ძალიან გთხოვ კარი გამიღე, მაპატიე არ მინდოდა ასე უხეშად გამომსვლოდა
-წადი აჩი, წადი .-მკაცრად გაუმეორა .
-არსადაც არ წავალ, სანამ კარს არ გამიღებ და არ დამელაპარაკები-ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა და კარიც გაიღო.
-შემოდი-მიმართა აჩის და კარი მიხურა-რა გინდა?
-დალაპარაკება მინდა. ბოდიში, მაპატიე კარგი? არ მინდოდა შენი გულის ტკენა ,უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე ,როდესაც მასზე ასე ლაპარაკი დაიწყე.მე ხომ ვიცოდი რაც გაგიკეთა და...-სიტყვა ვეღარ დაასრულა, ემილიას სახე ხელებში მოიქცია-ემილია, მიყვარხარ-თავი ვეღარ შეიკავა და გულიდან წამოსული სიტყვა დაუფიქრებლად უთხრა
-მე. მე არ ვიცი. ვერ გიხსენებ. დრო მჭირდება რომ ყველაფერი გონებაში აღვიდგინო. მეც მინდა რომ გამახსენდეს ყველაფერი. მინდა ,რომ შენ გამახსენდე-უთხრა და ხელით სახეზე მიეფერა-არ მახსოვხარ მაგრამ ... ვგრძნობ ,რომ შენთან რაღაც დიდი მაკავშირებს-დაუფიქრებლად ამოილაპარაკა და აჩის თვალები სიხარულით აუციმციმდა-შეიძლება ვერ გიხსნებ მაგრამ შენი დანახვისას გული უცნაურად იწყებს ძგერას. როგორც ჩანს ტვინმა ვერა მაგრამ გულმს სამუდამოდ დაგიმახსოვრა-ღიმილით უთხრა
-ჩემთვის ესეც საკმარისია. შენგან სიცივეს ვერ ავიტანდი და ძალიან მიხარია ,რომ რაღაც შემოგრჩა ჩემს მიმართ-უთხრა და გასასვლელისკენ გაემართა
-აჩი-მიმართა კართან მდგომს-ყველაფერს ვიზამ ,რომ გამახსენდე
-აჩის მხოლოდ გაეღიმა და კარი გაიხურა.
-მე მივდივარ-დამშვიდებულმა ამოილაპარაკა
-ჩვენც წავალთ ბატონო გია. თქვენც და ემილიასაც დასვენება გჭირდებათ
-კარგით შვილებო-უთხრა და თითქოს წაბარბაცდა .დივანს დაეყრდნო
-კარგად ხართ ?-ხელი შეაშველა ნიკამ
-კი, კი კარგად ვარ. თქვენ არ ინერვიულოთ ალბათ გადაღლილობის ბრალია-ნაძალადევად გაუღიმა და ბავშვები გააცილა.
* * * * * * * * * * * *
-ელაპარაკე?-მანქანაში ჩასხდომისას მოუთმენლად ჰკითხა მარიამმა
-კი ვილაპარაკეთ-თვალებში აშკარად სიცოცხლის სხივი აუთამაშდა.
-მერე ?
-ასე თქვა შენს მიმართ უცნაური გრძნობა მაქვს და იმედია მალე გაგიხსენებო
-ეგ უკვე კარგია.
-ხო.
* * * * * * *
-რა ხმაა?-საწოლიდან წამოხტა ემილია და სამზარეულოში გავარდა-მამა-დაიყვირა ძირს უგონოდ მყოფი გიას დანახვისას და მასთან ჩაიმუხლა-მამა რა დაგემართა? მამა. -იძახდა ანერვიულებული და მაშინვე ტელეფონს ეცა და საავადმყოფოში დარეკა. 20 წუთში უკვე მასთან იყვნენ და გია საკაცეთი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. ათასნაირ გამოკვლევებს უტარებდნენ ,თუმცა ემილიას არავინ არაფერს ეუბნებოდა რაზეც სულ უფრო და უფრო ნერვიულობდა და დერეფანში წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა. უცებ კი თითქოს მისი დარდი ვიღაცამ იგრძნო და ტელეფონზე ზარია.
-ტელეფონს დახედა ემილიამ და „აჩიკო“ ამოიკითხა თუ არა მაშინვე უპასუხა-აჩი-ნამტირალევი ხმით უთხრა
-ემილია, ხომ კარგად ხარ?-აღელდა და სავარძლიდან ფეხზე წამოიჭრა
-არ ვარ კარგად. მამა ცუდად გახდა და ახლა საავადმყოფოში ვართ
-რაა? რა მოუვიდა ? ახლა როგორ არის?-უკვე ქურთუკს იცვამდა და წასასვლელად მოემზადა
-არ ვიცი. არავინ არაფერს მეუბნება-ტირილით უთხრა ემილიამ
-ახლავე მოვდივარ .ცენტრალურ საავადმყოფოში ხართ?
-მგონი-ძლივს ამოილუღლუღა და გათიშა- აჩიმ ნიკას და მარიამს დაურეკა ,ნიცა მომვლელს დაუტოვეს და წამში მასთან გაჩნდნენ. მალევე უკვე საავადმყოფოს შენობაში მიაბიჯებდნენ და იქვე კედელთან ,სკამზე მჯდომი ემილია დაინახეს ,რომელიც ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს მაგრამ დრო და დრო ვერ ერევა და ისინი იმარჯვებენ.
-ემილია, როგორ ხარ?-ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა აჩი და მის წინ ჩაიმუხლა
-ბატონი გია როგორ არის?
-არ ვიცი -თქვა და ცხარედ ატირდა
-დაწყნარდი ჩემო ლამაზო, ნუ ტირიხარ ძალიან გთხოვ-უთხრა აჩიმ და ემილია გულში ჩაიკრა და მის დამშვიდებას შეეცადა . ამ დროს კი ექიმიც მოვიდა.
-ექიმო, მამაჩემი როგორ არის? გონს მოვიდა?-ძლივს მოაბა ემილიამ ორ სიტყვას თავი
-****(სრული დუმილი)
-ექიმო ხმა ამოიღეთ. როგორ არის მამაჩემი?-სიმშვიდეს ვეღარ ინარჩუნებს ემილია.
-...

ბოდიში ამ პაწაწინა თავისთვის, მაგრამ მეტი ფიზიკურად ვეღარ მოვასწარი და იმედია რაც დავწერე ის მოგეწონებათ.შემდეგში ყველანაირად შევეცდები უფრო დიდი და გემრიელი თავები დავწერო.



№1  offline წევრი Mia_smith

მიყვარს მიყვარს მიყვარს ეს მოთხრობა და რა გავაკეთო ჰა? ვაი აჩის მდგომარეობა :( გია მოკვდაა წტფ? ვაიიიიი კიდე ეს უნდოდა ამ გოგოს?!!ველი შემდეგს და უფრო დიდ თავს

 


№2  offline წევრი buterfly

Mia_smith
მიყვარს მიყვარს მიყვარს ეს მოთხრობა და რა გავაკეთო ჰა? ვაი აჩის მდგომარეობა :( გია მოკვდაა წტფ? ვაიიიიი კიდე ეს უნდოდა ამ გოგოს?!!ველი შემდეგს და უფრო დიდ თავს


ძალიან, ძალიან გამახარე ამ კომენტარით.დიდი მადლობა, რომ შენს შეფასებებს მიზიარებდი. დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent