შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვმიტანილი (1 თავი)


22-07-2018, 17:29
ავტორი daiana
ნანახია 1 390

საქმე N205.
მკვლელობა.
ეჭვმიტანილი: გიგა ორჯონიკიძე,36 წლის,დასაოჯახებელი.
მოკლული: მამაკაცი,კახა კეკელიძე,40 წლის,ბიზნესმენი.ორი შვილი,ალექსანდრე კეკელიძე 20 წლის,მართა კეკელიძე 17 წლის,მეუღლესთან იმყოფება განქორწინებაში.
გამომძიებელი: ლადო ქებურია.
დეტექტივი:ანა ლაშხი.
**
-ეს საქმე,მეორე კვირაა არ იხსნება,სამხილები,რაიმე ნივთი რაც შეიძლება მკვლელობასთან იყოს კავშირში .. არაფერი არ არსებობს .. ისიც არ ვიცით ეჭვი ვიზე მივიტანეთ,საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან,გიგა ორჯონიკიძე? - გამომძებლის ოთახიდან საშინელი ხმაური ისმოდა.
-ლადო დამშვიდდი .. ასე ვერაფერს გავარკვევთ და ვერც დავალაგებთ .. ორჯონიკიძე ბოლო კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად ეკონტაქტებოდა კეკელიძეს,ყოფილი ცოლი ამბობს,რომ ადრე არც იმდენად კარგი ურთიერთობა ქონდათ ერთმანეთთან .. - დიდ დაფასთან,რომელიც ფოტოებით იყო მოჭედილი,ახალგაზრდა,შავგრემანი გოგონა იდგა,გაწონასწორებული,სასიამოვნო ხმის ტემბრით. - შვილები,ალექსანდრე და მართა იხსენებენ,რომ მამასთან უცხოკაცი ორი კვირის მანძილზე დადიოდა,რომელთანაც მხოლოდ კაბინეტში საუბრობდა,საიდანაც ხშირად გამოდიოდა ყვირილის და შელაპარაკების ხმა.კეკელიძეს ღვინის ბიზნესი ქონდა,რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ბაზარზე,ისე როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ .. ბავშვების აღერას თუ ვენდობით,ორჯონიკიძე ზუსტად ის კაცია,რომელიც კეკელიძეს კაბინეტში ესაუბრებოდა. ხელ ჩასაჭიდს აქ ვერაფერს ვხედავთ,მაგრამ კითხვები ჩნდება .. ცოლი ამბობს,რომ კარგი ურთიერთობა არ ქონდათ,შვილების ნათქვამიც ამას ასე თუ ისე ადასტურებს .. ორჯონიკიძის საქმიანობა არ ჩანს,არაფერს აკეთებდა 30 წლის მამაკაცი,დავიჯერო? რაღაცეები იმალება .. დღეს კეკელიძის მეგობრებს და ბიზნეს პარტნიორებს ვხვდები .. ხვალ ორჯონიკიძეს .. თუ მკვლელია,ადვილად მივხვდებით საუბარში ..
-ანა,სახლის კამერები ნახეთ? ოფისის? ორჯონიკიძის ოჯახის წევრები?
-კამერებიდან ზუსტად მკვლელობის დრო არის გამქრალი,დაახლოებით,5 საათიდან 8 მდე,სამი საათის ინტერვალით ყველა კამერა გათიშული იყო,ან მასალა წაშლილია.ოფისში იმ დღესკეკელიძე არ მისულა,სახლში მუშაობდა,მდივანს საბუთები მიატანინა .. ორჯონიკიძეს ერთი შვილი ყავს,როგორც ჩანს ახალგაზრდობის გაფრენისას შეეძინა,20 წლის,კონსტანტინე ორჯონიკიძე,საქართველოში არ ცხოვრობს 15 წლის შემდეგ,დედასთან ერთად ინგლისშია .. ეს ქალი გათხოვილი არ არის,არც მუშაობს და არც რაიმე კერძო ბიზნესი აქვს,მაგრამ გაჭირვებულის არაფერი ეტყობა .. ინგლისში უყველაფროდ როგორ ცხოვრობს? როგორც ჩანს ყოფილი საყვარელი ეხმარება,ანუ ორჯონიკიძე,მაგრამ ამ კაცის არც ბიზნესი არის სადმე დარეგისტრირებული,არც მწერალია,რომ წიგნებით შოულობდეს ფულს და არც ყოფილი ვეტერანი არ არის,სახელმწიფო რომ უფინანსებდეს ცხოვრებას .. საშინელი ამბავია .. ყველა ადამიანში,ვინც კი იმ დღეს კეკელიძის სახლში იყო,პოტენციური მხვლელი არსებობს,გამოძიებისთვის ..
-ღმერთო ეს საქმე გამახსნევინე ..
##
-გიგა ორჯონიკიძ,არა?
-მკვლელობაში ვარ ეჭვმიტანილი და ჩემ სახელს ახლა არკვევთ? - ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ბრაზით ანთებულ თვალებს მზერა გაუსწორა.
-რა ურთიერთობა გქონდათ,გარდაცლილთან?
-უნივერსიტეტში ერტად ვსწავლობდით.
-მხოლოდ ძველი კურსელობა გაკავშირებდათ მასთან?
-ეჭვი არ მეპარება,რომ მაგ კითხვის პასუხი მანდვე,ფურცელზე გიწერია.
-თქვენ აქ მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემა გევალებათ ბატონო გიგა.
-თქვენი სახელი?
-აქ კითხვებს მე ვსვამ .. ბოლოს როდის ნახეთ კეკელიძე?
-ერთი თვის წინ.
-ანუ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე?
-არ ვიცი,მე გადათვლა მეზარება!
-რაზე ისაუბრეთ მასთან?
-არ მახსოვს ..
-თქვენ იცით,რომ ეჭვებს კიდევ უფრო უმძაფრებთ გამოძიებას?
-არა.
-ბატონო გიგა,თქვენთვისვე ჯობია სიმართლე თქვათ!
-რა ჯობია პატარავ ჩემთვის ვიცი,მეტი სიმართლე რა ვთქვა .. არ მახსოვს და ჰე!
-ნუ ყვირიხართ!
-ნუ მაყვირებ!
-გავიწყდებათ სად ხართ?
-არა,სამწუხაროდ მახსოვს,რომ კაცის მკვლელობას ერთი გალეული გოგონა მაბრალებს ..
-შეურაწყოფას არ მოგითმენთ!
-რას იზამ? ჩვენებას შენი ნებით დაწერ და ცივ სისხლიან მკვლელად გამასაღებ? - კაცმა გადაიხარხარა და გაცეცხლებულს თვალებში ჩააკვირდა - ძალიან ღრმა თვალები გაქ! რამდენი წლის ხარ?
-თქვენი საქმე არ არის ეგ .. კეკელიძს ოჯახს თუ იცნობთ?
-შვილებს მხოლოდ .. რამოდენიმეჯერ ვიყავი მასთან სტუმრად და ბავშვებს იქ შევხვდი.
-თქვენი საქმიანობა..
-ეგეც ზუსტად ვიცი,რომ მაგის პასუხიც გაქ! - ჩაიცინა.
-ისიც ზუსტად იცით,რომ ბავშვებმა ჩვენება მოგცეს?
-არა,ეგ საიდან უნდა ვიცოდე?
-უკან იხევთ ..
-ჩვენ რა,ვთამაშობთ?
-ჩვენ არა,თქვენ კი ..
-არც მიცდია
-მაგრამ ასე გამოვიდა .. კეკელიძის შვილებმა თქვეს რომ,როცა თქვენ მათთან სტუმრად მიდიოდით,გარდაცვლილთან თიტქმის სულ კამათობდით,რა იყო ამის მიზეზი?
-ჭადრაკში ვუგებდი,სულ.
-არ მჯერა!
-შენი პრობლემაა!
-ანუ,თქვენი კონმფლიქტი მხოლოდ ჭადრაკს ეხებოდა?
-დიახ.
-სად იყავით ორი კვირის წინ,საღამოს 7 საათზე?
-არ მახსოვს ..
-კარგით,სად იყავით 15 მაისს?
-აჰ,მეგობრის დაბადების დღეზე,რესტორანში ვიყავი 10 საათამდე,შემდეგ სახლში და იქ რას ვაკეთებდი შენთვის ცოდნა არ არის საჭირო,პატარა ხარ ჯერ!
-ანუ კეკელიძეს არ შეხვედრიხართ?
-არა,სიმართლე გითხრათ ოფისში ვიყავი,მაგრამ არ დამხვდა,მდივანმა მითხრა არ იქნებაო და მეც სახლში დავბრუნდი.
-თქვენს შვილს - წამით სახე შეეცვალა კაცს - კონსტანტინეს,რამდენად ხშირად ნახულობთ?
-ეგ თქვენი საქმე არ არის ..
-კარგი არის უადგულო კითხვები?
-ანა! ძალიან ახალგაზრდა ხარ და საოცრად ჭკვიანი .. სად მოასწარი ამდენის სწავლა?
-მე თქვენთვის სახელი არ მითქვამს ..
-არც მე მითქვამს თქვენთვის,რომ შვილი მყავს.
-მკვლელი ხართ!
-ნეტა ვიყო,არ გაწვალებდი პირდაპირ გეტყოდი ..
-დეტექტორზე გაიარეთ!
-და თუ არ გავივლი?
-მაშინ უდაოდ დავრწმუნდები რომ მკვლელი თქვენ ხართ!
-მე დეტეტქორს გავივლი,შენ ხვალ ყავაზე დამპატიჟებ!
-ოცნება გყვარებიათ.
-არა,საერთოდ! თუ გინდათ უსაფუძვლო დადანაშაულება გაპატიოთ ..
-კარგი.
გიგა ორჯონიკიძემ დეტექტორი გაიარა.
-მკვლელია!
-ანა,დეტექტორს ვერ მოატყუებ! სისულელეა,პულსი ოდნავადაც კი არ აჩქარებია,არც სისხლის მიმოქცევა .. ანა,ეს კაცი უდანაშაულოა და დროა ეს საქმე იმ თაროზე შემოდო,რომელსაც გაუხსნელი საქმეები აწერია.
-ბატონო ვანო .. ეს საქმე,რომ ასე მივჩურთოთ .. ხალხი აყვირდება,ოჯახიც ..
-ვერ ვხსნით ანა,ვერა!
-მკვლელია ეს კაცი!
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
-ვგრძნობ!
-ანა,ჯობია დაისვენო,როგორც ჩანს გადაიღალე!
#
#
ტელეფონმა გაანათა,უცხო ნომრიდან ესემესი იყო:
"ხვალ საღამოს რვისკენ მცალია,კაპუჩინო მიყვარს,შენ გამიკეთებ სახლში,ანა!"



№1  offline წევრი ნორმი

ყველაზე და ყველაფერზე ნეტად მიყვარს დეტექტიური ჟანრის მოთხრობები,ვგიჟდები,შემიძლია ერთი და იგივე თავი მილიონჯერ წავიკითხო,ეს,მოთხრობა უკვე ძალიან შემიყვარდა და ველი რომ მოვლენები უფრო მძაფრი და საინტერესო გახდება.ჩემი აზრით დასაწყისისთვის შესანიშნავია.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი triniti

Dasawyisit zedmetadac ki davinteresdi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent