შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვმიტანილი (2 თავი)


23-07-2018, 19:51
ავტორი daiana
ნანახია 1 287

-ამას თავი ვინ გონია? - გამწარებულმა ტელეფონი საწოლზე მოისროლა გარდერობს მიადგა,გამოიცვალა და მარკეტში ჩავიდა,სტუმარს ელოდებოდა.
..
-ეს გოგო .. ზედმეტად ჭკვიანია! ბევრს ფიქრობს ..
-გიგა,შენთვისვე ჯობია ურთიერთობა გააბა მაგ გოგოსთან .. საიდან აქვს ასე მძაფრად ეჭვები ვერ ვხვდები,მაგრამ ჯერ ჯობია აბნევდე. - შუა ხნის მამაკაცი მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და ფურცლების დასტა ერთმანეთზე დააწყო.
-ბავშვია,ჭკვიანი ბავშვი.
-მოგეწონა? - კაცმა ცინიკურად ჩაიცინა.
-არა
-მატყუებ!
-არ მომწონებია,უბრალოდ გამაოცა,მისი ასაკისთვის ზედმეტად ჭკვიანია,თან ქალია! ქალისგან ასეთი გამჭრიახი გონება მიკვირს ..
-არ შეცდე გიგა,ემოციებს და გრძნობებს არ აყვე! გაფრთხილებ!
-თამაზ თავს დამანებებ?
-კოსტაზე საიდან გაიგეს,ხუთი წელია,რაც ეგ საქმე დაიწყე,საგანგებოდ მალავ და რანაირად აქვთ ინფორმაცია ..
-არ ვიცი,ეგ მაბნევს .. კოსტათი არ შეეცადონ საქმეზე გასვლას ..
-კოსტამ რამე იცის?
-არაფერი,ვფიქრობ უფრო შანტაჟის მხრივ გამოიყენებენ.
-იმ გოგოსთან იურთიერთე
-ჰო.
**
სააბაზანოდან კისრის მტვრევით გამოვარდა,სულ დაავიწყდა სტუმარს რომ ელოდებოდა.სასწრაფოდ ჩაიცვა,სველი თმები მხრებზე გადმოიყარა და კარზეც დააკაკუნეს.
-ჯანდაბა,მკვლელთან ერთად პუნქტუალურიც ყოფილა! - გამწარებულმა ჩაიბუტბუტა და კარი მძიმედ გამოაღო.
-ანა! - რაღაც ისეთი ხმა ქონდა,ზედმეტად სასიამოვნო.მისგან წამოძახებული თავისი სახელი ძალიან მოსწონდა და ამას ახლა მიხვდა.
-გამარჯობა - თავაზიანად გაუღიმა და სახლში შეატარა.
საერთოდ არ გრძნობდა დაძაბულობას.არადა ადამიანს,რომელსაც პირდაპირ აბრალებდა მკვლელობას სახლში ყავდა.არანაირი შიში და არანაირი ნერვიულობა არ აწუხებდა.თავადაც უკვირდა,მაგრამ ყველაფერი საქმის ცოდნას დააბრალა.
-როგორ ხარ? - დივანზე მოკალათებულმა გამოხედა ტავზე წამომდგარს და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
-სახლში მკვლელი მყავს და როგორ ფიქრობ,როგორ უნდა ვიყო? - ცინიკურად ჩაიცინა,ისე როგორც ორჯონიკიძემ იცოდა და მის წინ შავ სავარძელში ჰაეროვნად მოკალათდა.
ძალიან არ უნდოდა აღიარება,მაგრამ ეს კაცი ზედმეტად საინტერესოდ ეჩვენებოდა,ვერც კი ამჩნევდა ისე ეკეკლუცებოდა და ცდილობდა დაებნია,ოდნავ მაინც.
შეამჩნია მის ნათქვამზე კაცს როგორ გადაურბინა სიბრაზემ,ხელზე სახსრები გაუთეთრდა,იმდენად ძლიერად მომუშტა.
-მეპრანჭები? - უდარდელად ჩაიცინა და გაოცებულ გოგოს დააკვირდა.
-ვერ გავიგე?
-ჩემზე ინფორმაციას რომ იძიებდი,არ გითრეს რომ,ქალის თმა,თანაც სველი მაგიჟებს?
-ეგ რომ მცოდნოდა,დამერწმუნე თმას საერთოდ არ გამოვაჩენდი - თვალი ღიმილით ჩაუკრა და სამზარეულოში გაქრა.
..
-ყველაფერი დავალაგოდ ქრონოლოგიურად - განყოფილების უფროსი სურათების დაფასთან იდგა - ბიზნესმენი და ორჯონიკიძე,დაახლოებით 18-20 წლის ასაკში მეგობრობენ .. გადის 15-20 წელი,ყოფილი მეგობრები ისევ ხვდებიან ერთმანეთს,ხშირად კამათობენ,მაგრამ როგორც ეჭვმიტანილი ამბობს ამ კამათის მიზეზი მხოლოდ თამაშია .. კეკელიძის გარდაცვალების დღეს,ორჯონიკიძე მართლაც იყო რესტორანში,მაგრამ 8 საათიდან 10 საათამდე .. კითხვა პირველი:სად იყო მანამდე? რას აკეთებდა? მის საცხოვრებელთან არსებული ყველა კამერა უნდა გაიხსნას და საგანგებოდ დათვალიერდეს,ასევე უნდა გაიჩხრიკოს მისი სახლი,თუმცა .. ბიზნესმენი გაგუდულია და თუ იარაღი ვერ ვიპოვნეთ არც უნდა გაგვიკვირდეს .. ექსპერტიზის პასუხები ხვალ იქნება,გავიგებთ კეკელიძს ორგანიზმში რაიმე მომწამლავი ნივთიერება თუარსებობდა .. ან ძალადობის კვალი.მკვლელმა ბავშვები "დაინდო" და მამა მაშინ მოუკლა,როცა ორივე გასული იყო სახლიდან,გარდაცვლილიც მოსამსახურემ ნახა პირველად.
-ბატონო ვახო,ორჯონიკიძე ამბობს რომ 15 მაისს მართლაც მივიდა კეკელიძის სანახავად,ოღონდ ოფისში და არა სახლში,სადაც უთხრეს რომ ბიძნესმენი არ იქნებოდა და იქედან წავიდა .. - ანამ დაკითხვისას გარკვეული მასალა დაუდო უფროსს საბუთებთან - მე თუ მკითხავთ ამ კაცის საქმიანობა საეჭვოა .. რატომ გაახლა კონტაქტი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის პატრონთან ახლა,როცა მანამდე ერთხელაც კი არ შეხვედრია სადმე?
-ანა მართალია - ფეხზე შუა ხნის დეტექტივი წამოდგა,ისიც ქალი.
-ქალბატონო ლუდა,ანას ეთანხმებით? - ყველამ,ვინც კი იქ იუო კალს გაკვირვებულმა გახედა.აქამდე არ არსებულა შემთხვევა ასეთი რამ მომხდარიყოს.
-დიახ - დარწმუნებით წამოიძახა ქალმა და ახალგაზრდა კოლეგას გაუღიმა - ანას ეჭვებით სხვადასხვა მხარეს გავხსნით .. ამ კაცს - საჩვენებელი თითით ორჯონიკიძის ფოტოზე მიანიშნა - ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს,თუ მკვლელი ის არის,მაშინ ერთი პლიუსი ჩემგან,იმის გამო რომ ბავშვებს ფსიქიკა არ შეურყია და არ აყურებინა როგორ მოუკლა მათ მამა,ასევე ყველაფერი ისე გააკეთა,რომ როცა ისინი გამოჩნდებოდნენ,მამის სხეულს უკვე სხვა ნახავდა .. ანუ პირველები ვერ ნახავდნენ,ფაქტიურად დაიცვა ბიზნესმენი შვილები სამუდამო დაღისგან .. მოკლედ,ამ კაცის საქმიანობაზე უნდა გავიდეთ .. მე რაღაც ეჭვები მაქვს,სავარაუდოდ ანაც იგივეს ფიქრობს რასაც მე ..
##
-მე ამ ღამეს დიდხანს გელოდი .. - ჩუმმა ღიღინმა იმდენად შეაშინა გასაღები გაუვარდა ხელიდა - რაო პატარავ,შეგეშინდა? - დაიხარა და გასაღები თვითონ აითო,თვითონვე მოარგო კარს და სახლშიც პირველი თავად შევიდა.
-უკაცრავად,სხვის საკუთრებაში შეჭრისთვის რომ იჭერენ იცი? - გაბრაზებულმა რკინის კარები მთელი ძალით დაკეტა და ბინაც შეზანზარდა.
-საოცრად სუსტი ნერვები გაქვს! ახალგაზრდა გოგოს რა დღეში გაქ..
-რა გინდა?
-იმ დღეს კაპუჩინომ ისე მომაწონა თავი რომ გადავწყვიტე დღესაც გსტუმრებოდი.
-ჩემს შებმას ცდილობ? - წარბები ლამის კეფაზე გადაიტანა,როცა მის თვალებში უცხოდ აცეკვებული ჭინკები დალანდა.
-კი!
-არც უარყოფ,არა?
-არა!
-და ახლა ზუსტად არ იცი რომ შანსი არ გაქვს?
-ახლა ზუსტად ვიცი რომ შანსი მაქვს და შენ ჩემზე მალე გაგიჟდები! - დარწმუნებულმა უთხრა და ფანჯარა გამოაღო - ხედი კარგი გქონია .. ამის გამოც ხშირად გეწვევი.
-არამგონია მოასწრო,დღეს ან ხვალ ციხეში ამოყოფ თავს .. მერე მე გეწვევი თუ ძალიან მთხოვ .. - გაუღიმა და ისევ იმ სავარძელში ჩაჯდა,ფეხები აიკეცა და მასზე მიშტერებულ თვალებს დააკვირდა - არადა თვალები საერთოდ არ გიგავს ..
-მკვლელისას ხო? - დამთავრება თავის თავზე აიღო და გაბრაზებული სწრაფად მიეჭრა.
-ტყუილად ნუ მაშტერდები თვალებში და ნუ ცდილობ სიახლოვით დამაბნიო,შენს ოინებს არ წამოვეგები და მითუმეტეს ვერ შეძლებ თავი ოდნავ მაინც მომაწონო - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კაცის დაჭიმულ ძარღვებს მზერა ჩუმად შეავლო.
-გინდა რაღაც გითხრა? - ყურში ფრთხილად ჩასჩურჩულა და თმაზე თიტები გადაატარა.
-ყურადღებით გისმენ!
-შენ მე სიგიჟემდე შეგიყვარდები! ვერ დამაბრალებ მკვლელობას,სასამართლოზე საერთოდ არ მოხვალ .. ბრალს ვერ დამიმტკიცებ .. გული არ გაგიშვებს!
-ბევრს ოცნებობ ეჭვმიტანილო!
-ცხოვრებაში ყველა ოცნება ავიხდინე .. არც ეს დამრჩება აუხდენელი! - კარისკენ წავიდა გასვლამდე წამები იყო დარჩენილი,ქალის ხმა რომ წამოეწია.
-შენმა შვილმა იცის მამა ნარკოტიკებით ნაშოვნი ფულით რომ არჩენს?
ყველაფერი შეზანზარდა.



№1  offline წევრი ნორმი

საუკეთესო და საუკეთესოოო ველი შემდეგ თავს
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი melina

ძალიან კარგია❤

 


№3  offline წევრი triniti

Ratom mgonia rom am kacs daachoqevs anaa.ise momewoneboda rom ar yofiliko mkvleli es giga.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent