უბედური შემთხვევა? (თავი 1)
23/05/18 -ალო,ხო დე.მოვდივართ უკვე,არ ინერვიულოთ მალე მოვალთ.თქვენ უკვე მზად ხართ?ყველანი მოსულები არიან და ჩვენ გველოდებით?კარგი ჩვენც მალე მოვალთ.კაი დეე კარგად. -დედაშენი იყო? რა ყურადღებიანია,უკვე მეხუთედ რეკავს.-გაეცინა ნიკას. -ხო იცი ნერვიულობს. მართვის მოწმობა ახალი აღებული გაქვს და ჯერ ვერ გენდობა.-ნიამაც გაიცინა და სიყვარულით სავსე თვალებით გახედა. ძალიან ძნელია სიტყვით აღწერო ისეთი გრძნობა,როგორიც სიყვარულია. ეს ერთადერთია,რომელიც უნდა განიცადო,რომ იგრძნო. სწორედ ამ გრძნობით იყვნენ ეს ორი ახალგაზრდა დაკავშირებულნი. მათ ის ძაფი აკავშირებდათ,რომელიც სიყვარულის სიმებითაა მოქსოვილი.შეუძლებელია ეს ძაფი რამემ გაწყვიტოს.შეიძლება დაზიანდეს,მაგრამ გაწყვეტით არ გაწყდება.ეს შეუძლებელია.სიყვარული ის ხელუხლებელი გრძნობაა,რომელიც წინ მრავალი დაბრკოლების მიუხედავად ბრძოლას არ წყვეტს და საბოლოოდ იმარჯვებს,თუმცა როგორც ჩვენი დიდი აკაკი იტყოდა „ მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა? “ სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას ყველა ნამდვილი სიყვარული.ეს არის ნამდვილი გრძნობის მთავარი გამოცდა,რომელიც ხშირად კრახით მთავრდება. -მიყვარხარ.-უეცრად წარმოსთქვა ნიკამ. -მეც,მეც ძალიან-გოგომაც არ დააყოვნა პასუხი. ხელი გადახვია მის გვერდით მჯდომ ნიკას და მხარზე ეამბორა. უღრუბლო ამინდი იყო და მზეც არ იყო ჯერ ჩასული,რომ მოულოდნელად წვიმა დაიწყო.ნეტავ რისი ნიშანია? უბედურების მაუწყებელია,წინასწარ გრძნობს რაღაც ცუდს და ნაადრევად გლოვობს,თუ უბრალოდ ამინდის ცვალებადობის ბრალია?რას გაუგებ ბუნებას,ძნელია მისი შეცნობა. -გაგვიწვიმდა-მოწყენით წარმოსთქვა ნიამ-ნელა ვიაროთ გთხოვ. -კარგი,ნუ ნერვიულობ უკვე ახლოს ვართ და შინ მშვიდობით მიგიყვან.შენს მშობლებს უვნებელს ჩავაბარებ შენს თავს.-ეტყობოდა იუმორის კილოც,მაგრამ მის სიტყვებში რაღაც სიმართლის მარცვალიც ერია. -კარგი რა ნიკა,სულ როგორ უნდა ხუმრობდე შენ.-გადაიხარხარა-ჩემებთან კი სერიოზულად მოგაქვს ხოლმე თავი.-ისევ გაიცინა. -კარგი რაა,აღარც ვიხუმრო?-იხტიბარს არ იტეხდა. -კარგი,კარგი იხუმრე რამდენიც გინდა. რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოწვა,რომელიც ნიამ დაარღვია. -ღმერთო მართლა რა საშინელი ამინდია.ძალიან გთხოვ,მანამ წვიმა არ გადაიღებს ჩემთან დარჩი და თუ დალევ მანქანა დატოვე და ისე წადი.არ მინდა ასეთ ამინდში მარტომ,მითუმეტეს მთვრალმა იარო. -ჩემი მზრუნველი.როგორც შენ მეტყვი ისე ვიზამ, ჩემო ერთადერთო.შენ თუ მეტყვი ღამეც შენთან დავრჩები,ოღონდ შენებს მოელაპარაკე მხოლოდ შენს ოთახში დავიძინებ,სხვაგან არა.-სიცილი ვერ შეიკავა. -შენ ისევ ხუმრობას აგრძელებ,მე სერიოზულად გელაპარაკები.-ღიმილით,მაგრამ ნაწყენი კილოთი თქვა ნიამ. -მეც სერიოზულად ვამბობ,ჩემო სიცოცხლე.-ბიჭის პასუხმაც არ დააყოვნა და ნიას სახეზე მოწყენა რომ შეატყო მის გაფითრებულ სხეულს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. ნიას ეამა ნიკას ასეთი საქციელი და გაირინდა. გზა გადატვირთული იყო. ათასი ფერისა თუ მარკის ავტომობილი მოძრაობდა.ყველა თავის გზაზე მიდიოდა. ალბათ ყველა მათგანს სახლში როგორ ელოდებიან.ჩემი აზრით,სახლიდან გასვლის წინ ყველამ უნდა ვიფიქროთ ამაზე.მაშინ,როცა ჩვენ თუნდაც ერთ ნაბიჯს ვდგამთ სახლიდან მოშორებით,ჩვენი მშობლები,ახლობლები თუ კეთილისმსურველნი ჩვენ შინ მშვიდობით დაბრუნებაზე ლოცულობენ. ასე მოელოდნენ ნიას და ნიკასაც. ისინი კახეთიდან ბრუნდებოდნენ თბილისში. წვიმის წვეთები გამუდმებით ასველებდა მანქანის მინას. წვიმის ხმა წყვილის დიალოგისთვის შეუფერებელი და უსიამოვნოც კი იყო. ნიკა ყურადღებით ატარებდა მანქანას.გზაზე არაფერი ჩანდა და ამიტომ მის წინ მდგომ მანქანას ნელა მიჰყვებოდა.ასე მწკრივად ჩალაგებული მანქანები მიდიოდნენ ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთს გზას უჩვენებდნენ,უეცრად მწკრივიდან ერთი მანქანა რომ გამოხტა და გამოიშხუილა.ლამის ამათ მანქანას შეასკდა,პატარაზე გაეხახუნა კიდეც. -გიჟი ხარ?-ყვირილით გასძახა ნიკამ და გააფთრებულმა მანაც გაარღვია მწკრივი და აედევნა ბეემვეს მარკის ავტომობილს.-მე შენ განახებ სიჩქარე როგორ უნდა. გზა ორმხრივი იყო.მეორე ზოლიდან მომავალი მანქანა არ ჩანდა ამიტომ ნიკა მთელი სისწრაფით აედევნა ბეემვეს. -ნიკა,რას აკეთებ?-გაკვირვებულმა იკითხა ნიამ.-გთხოვ არ გინდა,გაუშვი თავის გზაზე. -ნია გთხოვ,ნუ გეშინია,უბრალოდ ჭკუას ვასწავლი. ნიკა ისევ მეორე ზოლში მოძრაობდა.წინიდან მომავალი მანქანა კვლავ არ ჩანდა,ამიტომ თავისუფლად გაუსწორდა უკვე მწკრივში ჩამდგარ ბეემვეს, ფანჯარას ჩაუწია,მძღოლს შეაგინა და გზა განაგრძო.მწკრივში ჩადგა და სიჩქარესაც უკლებდა ისევ ბეემვე,რომ გამოჩნდა.უდაო იყო ნიკას საგონკაოდ იწვევდა.ნუთუ ეს აღმოჩნდება მათი გამოცდა? გამოცდა,რომელიც ნიკამ უნდა ჩააბაროს,ნიას კი კარნახის უფლებაც არ ექნება. ნიკამ გადაწყვეტილების წინაშე დადგა.მან გამოწვევა მიიღო და ამის ნიშნად გაარღვია რიგი,გამოაჭრა სავალი გზის მეორე მხარეს და აედევნა ბეემვეს. სურათი ასეთი იყო:მწკრივი უწყვეტად მოძრაობდა საიდანაც ხან ერთი მანქანა გამოვიდოდა გაასწრებდა მეორეს და ხან პირიქით.ასე გაგრძელდა თითქმის ათი წუთი. -ნიკა მორჩი გეყოს.იცოდე მეორედ შენთან აღარ ჩავჯდები.-ნია ანერვიულდა და ხელები აუკანკალდა. ნიკას ეტყობოდა,რომ აზარტში შევიდა.ნიას სიტყვებიც კი აღარ ესმოდა.წუთით თავი კომპიუტერულ თამაშში ეგონა და სიჩქარეს თანდათან უმატებდა. არც ბეემვეს მძღოლი აკლებდა.ნიკა ვეღარ ეწეოდა ბეემვეს,ამიტომ უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს,იმაზე კი არ ფიქრობდა რომ თავის გზაზე არ მოძრაობდა და შეიძლება გაჩერება ვეღარ მოესწრო.ნიკას უკვე აღარაფერი ესმოდა,გარდა მანქანის ძრავის ხმისა,რომელიც საშინლად ბღუოდა. -ნიკა ძალიან გთხოვ შეანელე,მეშინია-განწირული ნია ემუდარებოდა.-შეანელე თორემ ხმას აღარ გაგცემ,ძალიან გთხოვ,თუ გიყვარვარ. ნიკას სამწუხაროდ აღარაფერი ესმოდა.მისი ტვინი თითქოს გათიშული იყო და გონება მხოლოდ ბეემვეს გასწრებისკენ იყო ორიენტირებული.სულ გადაავიწყდა ნიას ყოფნა.ალბათ,რომ ხსომებოდა მისი ხათრით მაინც შეანელებდა. გზის ხან მარცხენა,ხან მარჯვენა ზოლში დაატარებდა მანქანას.იმდენად დაებინდა გონება,რომ წინ ვერაფერს ვეღარ არჩევდა,ან რა უნდა გაერჩია ამ საშინელ ამინდში. ნია შეშინებული ღვედს ეჭიდებოდა. წინიდან რაღაც სინათლე გამოჩნდა.მანქანის ფარები იყო.ნიკას დაბინდული გონება ვეღარ ხედავდა მომავალ მანქანას,ის კი უახლოვდებოდა და თან გაუჩერებლად ასიგნალებდა. ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა. ამის გააზრება ნიამაც კი ვერ მოასწრო ნორმალურად. -ნიკაა ფრთხილად,ტრაილ..-შეშინებულმა ნიამ შეჰკივლა ბოლო ხმაზე,რულსაც მოეჭიდა შეჯახება,რომ აერიდებინა თავიდან,მაგრამ ვერ მოასწრო.გარდაუვალი აღმოჩნდა ეს შეტაკება. საშინელი სანახაობა იყო.მანქანამ სამი ბრუნი გააკეთა და გზიდან გადაიჩეხა. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა.ორი სიცოცხლე ახლა სიკვდილს ებრძვოდა. ნია ახლა უგონოდ იწვა. ნიკა კი რეალობაში დაბრუნებული ნიას თვალს არ აშორებდა. -ნ..ი..ა-ძლივს წარმოსთქვა გონებაზე მყოფმა ნიკამ-ნია, ხმა გამეცი გთხოვ.. - თვალზე ცრემლები მოადგა-ნია მაპატიეეე..გთხოვ ახლა თვალები გაახილე..ნუ მაშინებ გთხოოვ..არასდროს აღარ დავჯდები საჭესთან ოღონდ შენ თვალები გაახილე. ნია უგონოდ იწვა.თავი აქეთ ქონდა გადმოგდებული და თმები უფარავდა სახეს. ნიკა ვერ ინძრეოდა და განწირული ტიროდა. -ეს რა ჩავიდინე ღმერთო-თვითონაც დასუსტებული,ხმამაღლა ბღაოდა. საშინელი სურათი იყო. განწირული ნიკა შველას ითხოვდა,რამდენიმე წამში კი მანაც დაკარგა გონება. _______________________ საცდელი თავია <3 რას იტყვით,ღირს გაგრძელება? მადლობა,რომ კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.