იდიოტი [ნაწილი 2]
ელენე წერეთელი. უკვე მივადექით სახლს,არა ბოდიშით სასახლეს. იმდენად უზარმაზარია მიჭირს მზერა გავუსწორო. დაახლოებით შვიდი სართული დავთვალე,მათ შორის კი იმხელა დაცილებაა,სადღაც ორი ან სამი კაცი ერთმანეთზე,რომ დაადგა. კარები ოქროსფრად არის შეღებილი,კედლები კი თეთრად. შეშასვლელთან აწერია ძველ ქართული ასოებით"დადიანთა სამეფო" კარებთან მცველები იდგნენ,შავ სამოსში გახვეულნი და შიგნით შეგვიპატიჟეს. ოთახში სულ სხვანაირი ჰარმონია გადაიშალა. კედლებს ამშვენებდნენ თამარ მეფისა და თორმეტე საუკუნის ეპოქის მეფეების პორტრეტები. -გუკა ეს რა ადგილია? -ცოტაც მოიცადე და თავადვე იხილავ. მისი თავდაჯერებულობის მიკვირს. ცოტახანში დაბალი კაცი შემოგვიერთდა დიდი გრძელი წვრით. გუკას ბიჯაკი და ჩემი მოსაცმელი ჩამოგვართვა და იქვე ჩამოკიდა. ამ იდიოტმა უკვე დაიწყო ღლაბუცობა. კაკრეჭილი სახით ხელზე ჩამავლო თავისი ღონიერი ხელი და წინ გამიძღვა. გუკა ბაგრატიონი. ამ გოგოს სისხლი ისე მინდა დავლიო,როგორც არასდროს მდომებია. მისი გონება უბრძანებდა სხეულს. ელენე მიდი გაიხადე შენი წვეტიანი ქოშები და ჩაუნგრიე ამ იდიოტს კბილები,მერე დებილივით აღარ გაიკრიჭება,რაღას უცდი გოგო?სანამ თავს შარში არ გაყობ არ მოისვენებ ჰო? ელენემ თვლაბი გადაატრიალა და ერთი ორჯერ მკვახე მზერა მესროლა. ნეტავ იცოდეს,რომ ლევან დადიანი სამი ათასწლეული მეფობს ამ მხარეში. იგი ცნობილი მაქციათა წინამძღოლია. ევას დედა,ლია შეირთო ცოლად,მაგრამ მანვე შეჭამა იგი. საბედნიეროდ,ევამ ამის შესახებ არაფერი იცის,რომ მამამისი მაქციაა. ელენე წერეთელი. კარები შევაღეთ,თუ არა კლასუკური მუსიკის ხმა გაისმა. ათასბოთ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი ისხდა მაგიდასთან. თითოეულის მზერა ჩვენსკენ წამოიჭრა. დამპალი,ძროხა ბიჭი,შეხედე რანაირ კაბაში გამოგაწყო ელენე,აქ ყველას თამარ მეფის ნაირად აცვია,და შენ?აქოთქოთდა გონება. ერთის მხრივ იგი მართალია,რატომ ჩამაცვა ასე?საპასუხოდ მუჯლუგუნი გავკარი გუკას,თუმცაღა გვიან მომივიდა,რადგან მაღალი წვერიანი კაცი შემოგვეგება წინ. -მოგესალმებით ბატონო გუკა,მობრძანდით. ამ იდიოტმა თავი დაუკრა. ცხენები,რომ ჭიხვინებენ და მერე უცნაურად აჩენენ კბილებს,ზუსტად ისე შემომხედა. როგორ მინდა ამ ლამაზი თმებიდან დავითრიო და ღერა ღერა დავაცალო. -შოუ ახლა იწყება პატარავ-თვალი ჩამიკრა. -შენი პატარა ტყეში დარბის მიდი გაეკიდე. -დიდი სიამოვნებით,მაგრამ შენ როგორ დაგტოვო აქ მარტო? -ოჰ,როდიდან გაღელვებს ჩემი ბედი?-კბილებში გამოვცარი. -როდის არ მაღელვებდა რომ? -და როდის გაღელვებდა? -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გუკა-შემოგვიერთდა ჰალსტუხიანი ტიპი. -შალვა ბატონო-ჩაეხუტა ეს იდიოტი. -რამდენი ხანია არ მინახავხართ ძალიან შეიცვალეთ-განაგრძობდა შალვა. -ნატალი როგორ გყავთ? -კარგადაა. მოიცა რა თქვა?ნატალიო?ეს ხომ ის გოგოა,წერილიდან. მათი დიალოგი კიდევ ათ წუთს გაგრძელდა. ნატალი შალვას მეუღლე აღმოჩნდა. ზუსტად ერთი კვირის წინ,გუკამ ნატალი გადაარჩინა სიკვდილს და მადლობის ნიშნად ვახშამზე დაპატიჟეს. ხედავ ელე?როგორი კეთილია ჩვენი გუკა,აჩუყებულა თქვა გულმა. გონებამ გადაიხარხა და წამოჯდა. უკვე თქვენიც გახდა?და ის მეორე ვინ არის ელენე?დარო რომ ქვია? -მართალი ხარ ეგ გასარკვევი მაქვს-ვუპასუხე ჩაფიქრებულ გონებას. დარწმუნებული ვარ ეგაც ასეთი ვინმე იქნება,დაასკვნა გულმა. მაგასაც ვნახავთ,დაასრულა გონებამ. როგორც იქნა შალვა გაგვეცალა და წინ გადავინაცვლეთ. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ამ იდიოტის შეყვარებული,ერთი როგორი გემოვნება აქვს ვნახავ. -მზად ხარ?იცოდე რამე,რომ შეგეშალოს ჩემი ხელიტ ამოგფატრავ გულს-კედელზე ამაკრო გუკამ. -ნუ ღელავ,თავს არ გავწირავ. მისი ოკეანის ფერი ლურჯი თვალები ისევ მძირავენ. თითქოს ფრთები შემასხეს და გაფრენა შემიძლია ოკეანის ზედაპირზე. მისი ხელების შეხებას ამოვყავარ ოკეანიდან და ახლა ჩემი სექსუალური ფანტაზიის მორევში მკეტავს. სურვილი მიჩნდება დავეწაფო მის ტუჩებს. მისი თბილი ხელები ჩემსას ეხება და ტანში ვიბრაციით გადმოდის მისი სიმხურვალე. რეცეპტორი ამას შეგრძნობს,წარმოქმნის ნერვულ იმპულსს და მთელ სხეულში ვრცელდება. მექანიკურად ტანში მბურძგლავს. ელენე არ აყვე ამ გრძნობას,დაგღუპავს გოგო,დაგღუპავს!მას არ უყვარხარ,გამოფხიზლებას ცდილობს ჩემი გონება. წამში მახსენდება,რომ ეს ყველაფერი თამაშია და კმაყოფილ მიმიკას წამშივე ვცვლი. -წავედით. მოვშორდით ფარდას და პირდაპირ სცენის შუა გულში გავემართეთ. წვერიან მამაკაცის გვერდით ჩამოვსხედით და მოხუც მამაკაც მივაშტერდი. -მეგობრებო,მოხარული ვარ წვეულებაზე,რომ მობრძანდით. ძალიან დიდ პატივს დამდებთ,თუ ჩემს ქალიშვილს ევას შევეგებებით. კიბიდან ჩამოდის თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა. რა პატარაა,თორმეტი წლისას ჰგავს. გუკასკენ გავაპარე თვალები,ისეთი აღტაცებით შეყურებდა,რომ მომინდა ჭიქა მესროლა მისთვის თავში. ევამ მამასითან გადაინაცვლა და თავის დაკვირთ მოესალმა გარშემომყოფებს. ერთი ვერ გამიგია,ეს თქვენობით ლაპარაკი და თავის დაკვრები და ამდაგვარები რატომ ხიბლავთ? -დღეს ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეა,ეს დღე მინდა დავლოცო თქვენთან ერთად ბატონებო-გაისმა უკნიდან ჩოხაში გამოწყობილი კაცის ხმა. ყველმა ანტიკვარული ჭიქა აიტაცა მაღლა და გაგიმარჯოოთი შემოიფარგლენ. გუკამ ხელი დამავლო და მამა შვილთან მიმარბენინა. -როგორ გაბედე აქ შემოსვლა?-ხმა აიმაღლა ლევანმა. -მამა,მე დავპატიჟე-ჩაერია ევა. -მე და ჩემი საცოლე-გუკას ხელმა წელზე გადაინაცვლა. სიტყვა "საცოლეს" ხსენებისას კი თვალები გამიფართოვდა. ეს რა სინაგლიეა!-გილოცავთ დაბადების დღეს ქალბატონო ევა. ევას არაფერი უპასუხია ისიც ჩემსავიტ დაბნეული ჩანს. აი ლევანმა კი ამათვალ ჩამათვალიერა შემდეგ აპლოდისმენტებით შესძახა. -ვახ,მორიგი "კახპა" მომიყვანე ხომ აქ? ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული. თითქოს გულში ფეხი ჩამაჭირესო და ზევიდან მსრისავენ. თვალებზე ცრემლი მომერია,თუმცა როგორღაც შევძელი მათი შეკავება. მან თქვა მორიგიო? ესიგი ჩემამდე ყოლია მას კიდევ სხვა ასეთ სიტოაციაში ჩავარდნილი... გუკასენ გავიხედე,თვალებში არც კი მიყურებდა. რისი იმედი მქონდა?რატომ დავთანხმდი ამაზე? ნუთუ შემეშინდა? არაა... არ შემშინებია,ეს იყო იმედი,იმედის ნაპრწკალი ჩემში,რომელსაც სურდა გუკასგან რაღაც ურთიერთობის მიღება. თორემ,სიკვდილის კარგი ხანაი არ მეშინია. -მეგობრებო,შეხედეთ გუკა ბაგრატიონს,შეხედეთ ასეთი გვარის მატარებელს,ჩვენს დიდებულ წვეულებაზე ვისთან ერთად არის მოსული,ან როგორი კაბა აცვია? ყველას მზერა მუხლს ზემოთ კააბზე მოხვდა. შემრცხვა,თავეი დავხარე,ცრემლები თავისით წამოვიდნენ თვალებიდან. აქ სული მეხუთებდა აღარ შემიძლია. გავიქეცი... არც არავინ გამომყოლია უკან... გუკა ბაგრატიონი. -რატომ არ გარბიხარ გაეკიდე შენს... -კმარა!უკვე ყელში ხარ ამოსული,რანაირი მამა ხარ შენ? საკუთარი შვილის დედა შეჭამე! ესღა არ გეყო და რაო ჩემი საცოლეს ხორცის გემოც მოგეწონა?რა გიდნა ესეც გადასანსლო,როგორც სხვა დანარჩენს უქენი? რატო დუმხართ ბატონო ლევან? -როგორ ბედავ!-სილა გამარტყა სახეში. ქართველი ვამპირების საემფო ერთადერთიღა დარჩა და ისიც ბაგრატიონებს გვეკუთვნის. ჩვენი პირევლი წინაპარი ტრანსილვანი-იდან მიიჩნევა. რუმინეთის ამ ისტორიულ რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეპიდემიამ იმსხვერპლა. გლეხები მიცვალებულებს მალევე მარხავდნენ. ხშირად, იმ ადამიანებს, რომლებიც კატალეფსიით იყვნენ დაავადებულნი, გარდაცვლილად მიიჩნევდნენ და შესაბამისად, მიწას აბარებდნენ. „მკვდრები“ მალევე იღვიძებდნენ და საფლავიდან ამოსვლას უშედეგოდ ცდილობდნენ. სამარხების ქურდები და ვამპირებზე მონადირეები საფლავებს დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში თხრიდნენ, თუ ადმიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, სხეული უცვლელი ხვდებოდათ, კატალეფსიის შემთხვევაში, გვამს პოზა შეცლილი ჰქონდა, ხოლო თუ ფრჩხილების ქვეშ და პირში სისხლის კვალსაც აღმოუჩენდნენ, ვამპირად შერაცხავდნენ. იყო შემთხვევები, როცა გაცოცხლებული ადამიანისთვისაც მიუსწრიათ, რომელსაც გულ-მკერდში სარის ჩარჭობით საბოლოოდ კლავდნენ. ერთერთი ვამპირი სახელად ჰერეკლე საქართველოს ტერიოტორიაზე დასახლდა. მალევე აღმოაჩინა მის თავში ვაპირობის შესაძლებლობები და გამოკვლევა დაიწყო. ვამპირები მზეზე იწვიან; ვამპირებს ნივრის ეშინიათ; იმისთვის რომ ვამპირი უცხო ადამიანის სახლში შევიდეს, სახლის პატრონმა მას ზღურბლზე გადაბიჯების ნება უნდა მისცეს; თუ ვამპირს ნაკურთხ წყალს შეასხამ, მოკვდება. ეს ოთხი ძირითადი თეორია ჩამოაყალიბა,რაც შემოდგომში დამუშავდა და დრეს დღეისობით მხოლოდ მეორე და მეოთხე თეორია მუშაობს. -მამა შეჩერდი-ჩვენს შორის ჩადგა ევა. -გაემცალე შვილო. -არა! შენ მას ატკენ მამა! -ევა მამაშენს კითხე ვინ არის სინამდვილეში. ესღა ვთქვი და უკან გამოვბრუნდი. ელენე უნდა ვიპოვო აუცილებლად უნდა ვიპოვო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.