შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულშია (საცდელი)


24-07-2018, 20:57
ნანახია 1 238

წითელ, პატარა, მაგრამ კომფორტულ მანქანაში, ვმგზავრობ და ჩემ გვერდით ჩემი ქმარი მიზის.
-იმედი მაქვს ტყუილად არ ჩამომიყვანე აქ დევიდ?-ვკითხე მე მას ეშმაკური ღიმილით, მანაც გამიღიმა და მიპასუხა:
- ჩემი წინაპარი ინგლისელი მეომარი იყო, მე მინტერესებს როგორი მიწებისთვის გაწირა მან თავი.
მინდა მოგახსენოთ რომ მე და ჩემი ქმარი შოტლანდიაში ვიმყოფებოდით, დევიდი ბევრს კითხულობდა ამ ადგილებზე და ყველაფერი დაწვრილებით იცოდა. მან უცებ თითი მთისკენ გაიშვირა და მითხრა:
-აი იმ მთიდან ინგლისელი მემომრები ყველას თვალს ადევნებდნენ. ერთხელ მათ შოტლანდიელები შეამჩნიეს და სულ ამოხოცეს.
მე კარგად დავაკვირდი მთას და ეს დრო მეყო იმისთვის რომ დამემახსოვრებინა იგი.
ჩვენ მივადექით ერთ-ერთ პატარა სახლს საიდანაც გახარებული, ხანში შესული ქალი გამოვიდა, მან გადაკოცნა დევიდი და მე გადმომხედა:
-დევიდ, ეს არის შენი ცოლი? კარგი არჩევანი გაგიკეთებია, გამარჯობათ მე კარა მქვია სასიამოვნოა- მე გავუღიმე და მაშინვე ვუპასუხე:
-მე კლერ მმქვია.... კლერ ბიჩიმ.... სასიამოვნოა ჩემთვისაც.. შესანიშნავი ადგილია შოტლანდია.
-მართალი ხარ, მაგრამ შენ ჯერ ყველაზე საინტერესო არ გინახავს, შენ როგორც ვიცი ფრანგი დედა გყავს ხომ?
-დიახ.
ალბათ გაგიკვირდებათ, ფრანგი და ინგლისელი ქართულად როგორ მეტყველებენ? მინდა გითხრათ რომ მე ქართველი მამა მყავს და საქართველოში ბევრ დროს ვატარებდი, ჩემს ქმარს კი ქართველი დედა, და ჩვენ ერთმანეთი საქართველოში გავიცანით. მე და დევიდი ადვილად ვუგებთ ერთმანეთს, ორივემ ვიცით ინგლისური, ფრანგული და რა თქმა უნდა ქართულიც. შევედით პატარა ქოხში და კარამ მაშინვე გვაჩვენა ჩვენი ოთახი, მე მაშინვე მივათვალიერე, ყველაფერი მყუდროდ იყო მოწყობილი, ბუხარი და მის გვერძე წიგნების თარო და პატარა სავარძელე, გრძელი დიდი ფანჯარა,საიდანაც მოჩანდა დათოვლილი მთები. მაგიდა რომელზეც იდგა ტელეფონი და ეწყო ჟურნალები, მეორე კუთხეში კი პატარა მყუდრო საწოლი რომელზეც ხალათები ეწყო, მის ზემოთ ნახატი, რომელსაც ეტყობოდა რომ აკანკალებული ხელით ხატავდნენ. სულ ბოლოს კი გარდერობი რომელზეც მარტო სარკე ეკიდა. მე მაშინცე კარას ვკითხე:
-ეს ნახატი თქვენი დახატულია?
-არა საყვარელო, ეს ჩემი გარდაცვლილი ქმრის ნახატია, ნათელში ამყოფოს მისი სული.- ეს თქვა და ოთახიდან გავიდა, მე რატომღაც უხერხულად ვიგრძენი თავი რომ ეს კითხვა დავსვი, მაგრამ უკვე ვერაფერს გამოვასწორებდი.
-კლერ, კარტაზე ერთი ადგილი მაქვს მონიშნული, გამოიცვალე და წავიდეთ.
-დიდი სიამოვნებით.- გავუღიმე და ჩანთიდან ამოვიღე და ჩავიცვი ლურჯი კაბა, თეთრი ფეხსაცმელი, და დევიდს მივმართე.
-მე მზად ვარ, და იქნებ მითხრა სად მივდივართ?
-შოტლანდიების ბელადის სასახლე იყო, ეხლა უკვე ცოტა დანგრეულია, მაგრამ საინტერესო რამ მაინც დარჩაებოდა.
მე ჩავფიქრიანდი, გავიკეთე ჩემი კულულა შავი თმა და სიჩუმე ისევ მე დავარღვიე:
- საინტერესოა შენი წინაპარი იქ ყოფილა?
-აბა რა, ვაი-დევიდი წვერს იპარსავდა და შემთხვევით სახე გაიჭრა:
-მოდი მე დაგეხმარები:შევთავაზე მას და მანაც გამომიწოდა ძველებური საპარსი დანა:
-საიდან იშოვე ეს ძველებური დანა?
-ჩემი მეომრისგან დამრჩა-და გამიღიმა, მე მივხვდი რომ თავის ინგლისელ წინაპარზე გულისხმობდა და დანას გადავხედე.
ცოტა ხნის შემდეგ გამოვემშვიდობეთ კარას და გზას გავუდექით, მე ყველაფერს ვაკვიდებოდი, სად იყო ბნელი ტყე, სად იყო განათებული მდელოები და სად იყო მაღალი მთები, ეს ყველაფერი გულს მიმშვიდებდა. ცოტა ხანში მივადექით დანგრეულ სასახლეს. დევიდმა ხელი მომკიდა, რათა არ წავქცეულიყავი, სასახლე თუნდაც დანგრეული იყო მაინც საოცრად გამოიყურებოდა. ჩვენ შიგნით შევედით და დაბლა კიბეებს ჩავყევით, დევიდმა კარების გახსნა სცადა,მეც ცოტა მივეხმარე, კარები საშინელი ხმაურით გაიღო, დევიდი პირველი შევიდა და ხელი გამომიწოდა,
-აქ რა ხდებოდა, რა ოთახია ეს?
-არ ვიცი, ზოგი ფიქრობს რომ აქ შოტლანდიელები თავის მონებს კეტავდნენ,მაგრამ რატომღაც მეეჭვება.
-დღეს უკვე დავიღალე მოდი სახლში წავიდეთ.
-კარგი,თანაც ხვალ ექვსზე უნდა გავიღვიძოთ.
-რატომ?
-ამბობენ ყოველ დილით ჯადოქრები, იმ გორაზე ადიან-თითი თან ერთ-ერთი გორისკენ გაიშვირა-და რაღაც რიტუალებს ასრულებენ და მაინტერესებს,
-გასაგებია
სახლში დავბრუნდით თუ არა, მე დასაძინებლად მოვემზადე.
-კლერ, მე მაღაზიაში გავალ, კარგი?
-კარგი საყარელო.
იგი ოთახიდან გავიდა, მე სარკეში ჩავიხედე და დავიწყე თმების ვარცხნა, თუმცა ეს ჩემ თმებს ვერ უშველიდა.
წიგნი ავიღე,საწოლში ჩავწექი და კითხვა დავიწყე. ცოტა ხანში დევიდი მოვიდა,ხელში პარკი ეჭირა და შეწუხებული სახე ჰქონდა, სააბაზანოში გავიდა, პიჟამო ჩაიცვა და გვერძე მომიჯდა:
-საყვარელო, შენ ვინმე ხომ არ გემტერება?
-არა, და რა მოხდა?
-ვიღაც კაცი იდგა ფანჯრის წინ და შენ გიყურებდა, მე მას მივუახლოვდი და ის უცბად გაქრა
-შენ გინდა რომ თქვა ,მოჩვენება ნახე?
-არ ვიცი მაგრამ სიფრთხილე გვმართებს.
მეორე დღეს მე და დევიდმა დილა ადრიან გავიღვიძეთ და გავემართეთ რიტუალის სანახავად, ბუჩქებს ამოვეფარეთ და ცოტა ხანში გამოჩნდა ქალთა გუნდი, ყველა თეთრებში იყვნენ ჩაცმული და სახე არ უჩანდათ, ხელში ჩირაღდნები ეჭირათ, მათ დაიწყეს სიმღერა, რომლის სიტყვების მნიშვნელობაც მე არ ვიცოდი, დაიწყეს ცეკვა, ეს ყველაფერი ანგელოზების რიტუალს ჰგავდა და არა ჯადოქრების, ისინი ისე ნაზად მოძრაობდნენ,გეგონებოდათ ჰაერში დაფრინავენო, მათი სიმღერა კი გულს დაგიწყნარებდა და საუკეთესო მოგონებებს გაგახსენებდა, რიტუალის დამთავრების შემდეგ, ქალები დაიშალნენ, მე და დევიდი ავედით გორაზე და ვნახეთ წრეზე ჩამწკრივებული მაღალი ქვები და მათ ცენტრში ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ქვა, მე ექთანი ვიყავი და ამიტომაც მცენაარეებით ვიყავი დაინტერესებული, სანამ დევიდი ქვებს ათვალიერებდა მე შევამჩნიე ერთი ყვავილი რომელიც მე ადრე არ მინახავს და დავინტერესდი, მაგრამ დევიდმა ყურადღება გამიფანტა:
-საოცარია, ეს ქვები აქ ალბათ 12 საუკუნეა აქ დგას.-მე არაფერი არ ვუთხარი და უბრალოდ ცენტრალურ ქვას შევხედე, მე რა თქმა უნდა ჯადოქრობის არ მჯეროდა მაგრამ მაინც მქონდა ისეთი შეგრძნება რომ მე და დევიდმა ისეთი რამ ვნახეთ რაც არავის არ უნდა ენახა. სახლში როცა მივედით, კარამ ჩაიზე დამპატიჟა, მე უარს ვერ ვეტყოდი და გავყევი. კარამ ჩაი მოადუღა და ჭიქა დამიდგა:
-ხელი მომეცი აბა,-მე გაკვირვებულმა შევხედე-ნუ გეშინია, ბებიაჩემმა ბავშვობაში ხელიით წინასწარმეტყველობა მასწავლა, მინდა ჩემი ცოდნა გამოვცადო-მან მე გამიღიმა, მე მას ხელი გავუწოდე, ის ცოტას დააკვირდა ხელს და შეშინებულმა გამომხედა, მეც შეშინებულმა გავხედე:
-რა მოხდა?- დავიბენი მე
-იცი რა არის საყვარელო, ხელისგულზე არის ორი ხაზი, ერთი წარსულის, მეორე მომავლის, თუ წარსულის ხაზი უფრო გრძელია ვიდრი მომავლის მაშინ მომავალში კარგს არ უნდა მოელოდე, თუ მომავლის ხაზი უფრო გრძელია ვიდრე წარსულის მაშინ ბედნიერი მომავალი გელის, მაიგრამ აი შენთან ეს ორი ხაზი ერთმანეთს უერთდდება, თითქოს..... თითქოს...
-თითქოს რა?-ვეღარ მოვითმინე მე
-თითქოს შენი მომავალი წარსულშია.-მე დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა და მადლობა ღმერთს დევიდი შემოვიდა:
-დევიდ მე დღეს იმ ჯადოქრების გორაზე......
-თქვენ იმ გორაზე იყავით?- შემაწყვეტინა კარამ
-დიახ-კარას სახე უფრო შეუწუხდა და ოთახიდან გავიდა-ხო რას ვამვოვდი?
-ჯადოქრების გორაზე მითხარი რაღაც-შემახსენა დევიდმა.
-ხო,მადლობა, იმ გორაზე ერთი მცენარე ვნახე,წიგნში ვეძებ და ვერ ვიპოვე მისი სახელი.
-შეგიძლია შუადღისას წახვიდე და ისევ ნახო თუ გინდა?
-კი..კი... აუცილებლად.
შუადღისას დევიდი თავის ძველ შოტლანდიელ მეგობართან წავიდა ახალი ადგილების სანახავად, მე კი გორაზე წავედი, ვიპოვე მცენარე რომელიც მე მჭირდებოდა და მოვწყვიტე, უცბად თავბრუსხვევა დამეწყო,რაღაც ხმები ჩამესმოდა ყურში, თითქოს ვიღაცა მეუბნებოდა რომ ხელი მომეკიდა ცენტრალური ქვისთვის, მე ნელა მივუახლოვდი ქვას და ხელი მოვკიდე, თვალწინ ელვასავით ჩამიყროლა მოგონებებმა და გავითიშე.
///////////////////////////////////////
მადლობა რომ წაიკითხეთ, იმედი მაქვს მოგეწონათ, ღირს გაგრძელება?



ძალიან მომეწონა. ოღონდ მართლა. რათქმაუნდა უნდა გააგრძელო. heart_eyes kissing_heart ბესთ, ბესთ, ბესთ...
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


ციფერთვალაგოგო
ძალიან მომეწონა. ოღონდ მართლა. რათქმაუნდა უნდა გააგრძელო. heart_eyes kissing_heart ბესთ, ბესთ, ბესთ...

kissing_heart kissing_heart heart_eyes მადლობა, მადლობაააააა

 


№3  offline წევრი winter girl

რაღაც განსხვავებულია,საინტერესოა რა მოხდება შემდეგ თავებში.უბრალოდ ძალიან ბევრი ნაცვალსახელი გაქვს გამოყენებული და ტავტოლოგია გამოგდის.არ არის სულ საჭირო მე,მე გამოიყენო.პირდაპირ დაწერე გადავწყვიტე ბლა ბლა ბლა...გავყევი ბლა ბლა ბლა...მე გავყევი,მე გადავწყვიტე ცოტათი ზედმეტია.მოკლედ შემდეგ თავს ველოდები,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება...

 


winter girl
რაღაც განსხვავებულია,საინტერესოა რა მოხდება შემდეგ თავებში.უბრალოდ ძალიან ბევრი ნაცვალსახელი გაქვს გამოყენებული და ტავტოლოგია გამოგდის.არ არის სულ საჭირო მე,მე გამოიყენო.პირდაპირ დაწერე გადავწყვიტე ბლა ბლა ბლა...გავყევი ბლა ბლა ბლა...მე გავყევი,მე გადავწყვიტე ცოტათი ზედმეტია.მოკლედ შემდეგ თავს ველოდები,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება...

შემდეგისთვის გავითვალისწინებ, მადლობა რომ წაიკითხე

 


№5  offline წევრი თაკო ^_^

მალე დადე შემდეგი ტავი საინტერესოჩანს

 


თაკო ^_^
მალე დადე შემდეგი ტავი საინტერესოჩანს

შევეცდები, მადლობა რომ წაიკითხე yum

 


№7  offline წევრი nathali lifhonava

ვაუ<3
პირველი ისტორია და ასეთი დასაწყისი?
კარგი ხარ!
მაგრამ,მართლა ცუდად მხვდება თვალში სულ უამრავჯერ გამოყენებული "მე"
მეორე თავში გაითვალისწინებ მჯერაა!

<3
წარმატებები ბეიბი
<3
იმედია პასუხისმგებლიანი იქნები საოცრებავ და დაამთავრებ ამ ისტორია<3
კისს უ kissing_closed_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


nathali lifhonava
ვაუ<3
პირველი ისტორია და ასეთი დასაწყისი?
კარგი ხარ!
მაგრამ,მართლა ცუდად მხვდება თვალში სულ უამრავჯერ გამოყენებული "მე"
მეორე თავში გაითვალისწინებ მჯერაა!

<3
წარმატებები ბეიბი
<3
იმედია პასუხისმგებლიანი იქნები საოცრებავ და დაამთავრებ ამ ისტორია<3
კისს უ kissing_closed_eyes

მადლობა დიდი, გავითვალისწინებ შენიშვნას და შევეცდები გამოვასწორო kissing_heart kissing_heart

 


№9  offline წევრი ჭირვეული

კარგი სერიალია outlander , ნაწერის რა მოგახსენო...

 


GentleWoman
კარგი სერიალია outlander , ნაწერის რა მოგახსენო...

დასაწყისი მართალია მანდედან ავიღე მაგრამ გაგრძელება უნდა შევცვალო, სერიალს მთლიანად არ დავაკოპირებ ნუ გეშინია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent