ნამდვილი სიყვარული (8)
თავი 8 დღეები გადიოდა, ნიკი ჯიუტად განაგრძობდა იმის მტკიცებას რომ ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა, ეს საშინლად მაცოფებდა და ჩემდა უნებურად ჯავრს ნინიზე ვიყრიდი, ის ჩემსა და ნიკს შორის იჭყლიტებოდა -დილამშვიდობისა ელი -მე სამზარეულოში შევედი ჯერ კიდევ პიჟამაში გამოწყობილი -გამარჯობა როგორ ხარ? რაც ჩამოხვედი წესიერად ვერ დავილაპარაკეთ -ჩვეულებრივად ვარ ელი, ამაზე არ იდარდო. ეს ვისი ყავა? -მე ბარზე დადგმული ყავით სავსე ფინჯანი ავიღე -ნიკის ყავაა -ამას მე დავლევ მან კი ახალი მოიმზადოს -თქვენს შორის რა ხდება მარ? -მოწყენილი სახით მკითხა ელიზაბეტმა -შენი ძმა ვირივით ჯიუტია -თუმცა შენ მასზე ჯიუტი ხარ პატარა ქალბატონო -სამზარეულოში დევიდი შემოვიდა მომღიმარი სახით -შენ ვინმემ რამე გკითხა? -მე მაშივე იერიშზე გადავედი -ვცდილობ კეთილი ვიყო გოგონა -თუ გინდა დამეხმარო შენს იდიოტ ძმას უთხარი რომ ის ბარბი არ შეეფერება -ეგ არ გაამართლებს -რატომ ჭკუის კოლოფო? -მე წყენანარევი ხმით ვკითხე -შენზეც ეგ ვუთხარი და მაშინვე შეუყვარდი -საძაგელი ხარ მოშორდი აქედან -მე დევიდს ხელი ვკარი, ის კი მისაღებ ოთახში წავიდა მომღიმარი სახით -ჰო მართლა ელი შენ და დიტოს როგორ გაქვთ საქმეები? -ყველაფერი კარგად არის, იმაზე კარგად ვიდრე მოველოდი. დღეს სასეირნოდ მივდივართ -თქვენი ამბავი მიხარია, მინდა რომ თქვენ მაინც გამოგივიდეთ ყველაფერი, მაგალითი ჩემი და ნიკის ურთიერთობისგან აიღეთ, ერთ დროს მე ვუყვარდი ახლა კი ბარბის დასდევს კუდში -ნუ ღელავ ნიკი მოეგება გონს და ყველაფერი მოგვარდება -ნიკი რა საკითხზე უნდა მოეგოს გონს? -ელის და მე საუბარი ნინიმ გაგავაწყვეტინა, როგორც კი ის სამზარეულოში შემოვიდა მე და ელი მისაღებში გავედით, ყველაზე ნაკლებად ნინისთან ერთად ჭორაობა მინდოდა, მისაღებში დევიდი იჯდა ტელევიზორის წინ და ფეხბურთის მატჩს უყურებდა. -დევიდ იცი დღეს ბარბარე მოდის -მაგარია, ჩემთვის არ უთქვამს თუ მოდიოდა -ის ჩემს სანახავად მოდის და არა შენს -არა რა ნამდვილი ჯოჯოხეთის პრინცესა ხარ, ლუციფერი ქალი რომ ყოფილიყო შენ იქნებოდი -მადლობა ძვირფასო კომპლიმენტისთვის -მოშორდი აქედან თორემ მოგკლავ -მეც მიყვარხარ დევიდ -ცოტა ხნის შემდეგ -უკაცრავად მარიამის ნახვა სად შეიძლება? -ჩემი და შემოსასვლელში დაცვას ესაუბრებოდა მოულოდნელად იქვე ნინი გამოჩნდა -თქვენ ვინ ბრძანდებით? -გადასამოწმებლად იკითხა დაცვამ -მე მისი და ვარ -ზევით აბრძანდით, დიდი დარბაზი გაიარეთ და პირველ კარში შედით -მადლობა -ერთი წუთით ასე როგორ შეიძლება, ყველას თუ შემოუშვებთ კამპუსში მაშინ თქვენი ფუნქცია რა იქნება? -მკაცრი ტონით უთხრა ნინიმ დაცვას -რაიმე პრობლემა გოგონი? -ბარბარე გააბრაზა ნინის გამოხტომამ -შენ ხარ პრობლემა, ეს გასართობი ცენტრი არ არის რომ როცა გინდა მოხვიდე და წახვიდე -უფროსის როლის თამაშს აჯობებს ჩემი დის ბიჭს შეეშვა, რამდენი კომპლიმენტიც არ უნდა გითხრას ნიკმა, რამდენი საჩუქარიც არ უნდა გაჩუქოს და რამდენჯერაც არ უნდა დაწვეს შენთან მას მაინც არ ეყვარები ისე როგორც მარი იყვარს, შენ ყოველთვის ჩემი დის შემცვლელი იქნები. ახლა კი ჩემს დას ვნახავ შენის ნებართვით -ბარბარე მოვიდა და ყველაფერი მომიყვა რაც ფოიეში მოხდა მე და ელიმ გულიანად ვიცინეთ. ის მამხნევებდა რომ იმედი არ დამეკარგა, იგივეს აკეთებდა დევიდი და ელიც, თუმცა მე აღარ მჯეროდა ამის, ყოველ დღე ვხედავდი ნინისა და ნიკს ერთად ისინი ბედნიერები იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ ყველაფერი ჰქონდათ ბედნიერებისთვის. ჩემი მცდელობა კი ნიკისთვის სიყვარული დამემტკიცებინა უშედეგო იყო, ყოველ დღე უფრო ვრწმუნდებოდი რომ ნიკის წარსული ვიყავი რომლის გახსენებაც არ სურდა. მისი გულგრილი დამოკიდებულება ჩემს თავდაჯერებულობას ანადგურებდა, იმედს აქრობდა ჩემს გულში, არ ველოდი რომ მისი დაბრუნება მარტივი იქნებოდა თუმცა არ წარმომედგინა რომ შეუძლებელი გახდებოდა. ერთ დილით ისიეთი გადაწყვეტილება მივიღე რომელსაც არავინ მოელოდა ჩემგან, ამ გადაწყვეტილებამ ნიკიც კი გააოცა. -დილამსვიდობისა მარ -გამარჯობა, ყავა უკვე დალიე დევიდ? -დაღლილი სახით შევლასლასდი სამზარეულშო იქ კი ჩემი მხირაული მეგობარი დევიდი დამხვდა -კი, მოიცა რა დაგემართა? -დაღლილი და გამოფიტული ვარ -ყავა გაგიკეთო პატარავ? -თუ არ შეწუხდები კი -ღმერთო შენი თავაზიანობა იმაზე მიუთითებს რომ მართლა ცუდად ხარ, შემიძლია რამით დაგეხმარო? -ამ დროს ნიკი შემოვიდა სამზარეულოში -გამარჯობა ბავშვებო, აბაზანა შენს განკარგულებაშია მარიამ -ნიკ უნდა დაგელაპარაკო -მაპატიე მაგრამ ახლა დრო არ მაქვს შენი ყოველდღიური სპექტაკლისთვის -არავითარი სპექტაკლი უბრალოდ მომისმინე -ეს რაიმე ახალია?! -გაკვირვებულმა შემომხედა ნიკმა, ის ჩემგან რაღაც ხრიკს მოელოდა -არა ეს დასასრულია -რა? -ნიკმა გაოცებული სახით შემომხედა -ნიკ ყველაფერი მორჩა, არავითარი სპექტაკლები და ძველი დროის გახსენება, მორჩა დამთავრდა დავიღალე იმ სიყვარულისთვის ბრძოლით რომელიც არ გჭირდება, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ ჩვენ აღარ არსებობს, მე გიყურებდით შენ და ნინის და ვხედავ რომ რომ მის გვერდით ბედნიერი ხარ, ვხედავ რომ მასთან ის გაქვს რაც ჩემთან არ გქონია, სიყვარული ყოველგავი დაბრკოლების გარეშე, ნიკ მე გათავისუფლებ ჩემგან და პირობას გაძლევ რომ თვენს შორის აღარ ჩავდგები. თუ შენი ბედნიერება ნინის გვერდით ყოფნა დაე ასეც იყოს. -ჰო მაგრამ... თქვი რაიმე ნიკ -გაოცებისაგან დევიდს არ იცოდა რა ექნა -მე აბაზანაში შევდივარ - ეს ვთქვი და ოთახიდან გავედი -გილოცავ ნიკ ის ერთადერთი გოგო დაკარგე რომელსაც ნამდვილად უყვარდი, შეგიძლია თავის მოტყუება განაგრძო რომ ნინი გიყვარს წარმატებებს გისურვებ, მაგრამ არ დაგავიწყდეს ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, შენი შენს ნამდვილ სიყვარსულს წასვლის უფლება მიეცი უკვე ორჯერ, მეტი შანში აღარ გენება ძმაო. -აქ რა მოხდა? -სამზარეულოში ნინი შევიდა -გილოცავ გოგონა შენსას მიაღწიე -გაბრაზებულმა უთხრა დევიდმა -რა მოხდა დევიდ? -მარიმ ნიკი დაგითმო, მაგრამ არ გეგონოს რომ ეს დასასრულია, ერთ დღეს ჩემი იდიოტი ძმა შენს გვერდით გაიღვიძებს და მიხვდება რომ შენი მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა ხარ -საკმარისია დევიდ, გასაგებია რომ მარიამი შენი მეგობარია მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას ჩემს შეყვარებულს ასე ესაუბრო -მე ჩემი სათქმელი ვთქვი დანარჩენს დრო გვიჩვენებს -დევიდი თავის ოთახში გავიდა, ნიკი კი ნინის გვერდით ჩუმად იდგა არ იცოდა რა ეთქვა, ან ღირდა კი საუბრის წამოწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.