უშანსოდ მტოვებ?! (3)
–ნუ გარბიხარ.. მოდი აქ... მარიამის ხმა მოესმა ბარბარეს და უკან მიიხედა... –ღმერთო ჩემო! თვალები შუბლზე აუვიდა ბარბარეს, როცა მისკენ მობაჯბაჯე პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც უკან–უკან იყურებოდა და ამოწმებდა დაეწია თუარა მარიამი, თან კისკისებდა... –ოხ შე პატარა ცელქო! სიყვარულით აიტაცა ხელში მარიამმა და კარში მდგარ ორ გაოცებულ სახეს შეხედა –ჯანდაბა მარიამ! ბარბარე ისევ შოკში იყო–როგორ ჰგავს.. –ალექსანდრეს! წინადადება კარში მდგარმა გაბრიელმა დაასრულა... მარიამს სახეზე ფერი შეეცვალა, წარბები შეკრა და ბავშვი ისე მიიხუტა თითქოს ვინმე ართმევდა –აამ... უკაცრავად მგონი შემეშალა, მაპატიეთ... გაბრიელმა უხერხულად იგრძნო თავი –მგონი შენი წასვლის დროა! მარიამზე გაოცებული სახით მიშტერებულმა ბარბარემ გაბრიელის მისამართით თქვა –დაგირეკავ! –კარგი... ისევ იგივე პოზაში მდგომმა უპასუხა თუმცა გონს მალევე მოეგო–ნომერი რომ არ მომიცია?! ეს უკანასკნელი სიტყვები ტყუილად წარმოთქვა რადგან კარში აღარავინ იდგა–სად გაქრა... თავისთვის ჩაილაპარაკა –ბარბარე დაჯექი უნდა ვილაპარაკოთ... –ხო! სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს! ნაწყენი სახე ჰქონდა ბარბის მარიამმა ბავშვი იქვე სათამაშოებთან დასვა, თავად კი დის გვერდით დაიკავა ადგილი –ბავშვი სანდროსია... ღრმად ამოისუნთქა–არ იცის... –შენ წარმოიდგინე ვხვდები მაგას! –არც უნდა გაიგოს.. –მაგასაც ვხვდები, გაგება რომ გინდოდეს აქამდე გაიგებდა... –იცოდა ბავშვზე (ხმა აუკანკალდა) აბორტი მომთხოვა... –მარიამ რა მოხდა ორი წლის წინ? *** „ორი წლის წინ“ თბილისში ყველასთვის სასურველი სარძლო–მარიამ გოდერძიშვილი და ყველასთვის სასურველი სასიძო–ალექსანდრე მეტრეველი ერთმანეთს შეხვდნენ! *** გაზაფხულის სურნელოვან და სუსხიან საღამოს მარიამი ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას, წვეულებაზე იყო დაპატიჟებული და ორჭოფობდა წასულიყო თუ არა, საბოოლოდ მერაბმა დაურეკა და სთხოვა წვეულებაზე წასვლა რადგან ნიკოლოზ მეტრეველისგან ხელშეკრულება ჰქონდა წამოსაღები, სხვა რა გზა ჰქონდა დათანხმდა... შავი მთლიანი კაბა ეცვა, წინ მოკლე და უკან გრძელი, ჯინსის ქურთუკი, ლურჯი კედები, ჩანთა გაისწორა და სახლში შეაბიჯა... იქაურობა ჟურნალისტებით იყო სავსე, მიმტანები სინებით ხელში დარბოდნენ აქეთ–იქით, აშკარად ეტყობოდა დიასახლისის ხელი სახლს, ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი იქაურობა, ძირითადად ეზოში იყო გაშლილი ფურშეტის სტილში, როცა შიგნით შევიდა, უმეტესობამ მას მიაპყრო მზერა, მარიამ გოდერძიშვილი ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო ყველასთვის... არ შეიმჩნია ყურადღება, სახლისკენ დაიძრა, დინჯი ნაბიჯებით, თავაწეული მიდიოდა, დიდად არ ათვალიერებდა დამსწრე საზოგადოებას, ცოტა მოეწონა კიდეც სიტუაცია, აუზთან მდგარი მაგიდიდან ვისკით ნახევრად სავსე ჭიქა აიღო, ტუჩებთან მიიტანა და მთელს სხეულზე იგრძნო რაღაც მძიმის შეხეთქება, წონასწორობა დაერღვა და აუზში ჩაეშვა –რომელი იდიოტი დამეჯახეთ! ალბათ თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა ისეთი სახე მაქვს, აუზის კიდესთან გაწუწული ქათამივით ვდგავარ და ჩემი პოტენციური მსხვერპლების თავის წაცლის იდეებზე ვფიქრობ.... რამდენიმე წყვილი თვალი მომშტერებია –დამშვიდდი! ვულკანში კიარ ჩამიგდიხარ... სიცილით მიახლოვდება ერთ–ერთი ვულკანის ცეცხლი იქნება მაგ თვალებს რო დაგთხრი! ვინ ვგონივარ ერთი ამას! –მინიმუმ ბოდიშს ველოდები! მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და ჩემი თავმოყვარეობა ეჭვქვეშ არ დავაყენო –მაქსიმუმ ჰავაის კუნძულებზე გაგიშვებ კაი? თვითმფრინავში ფანჯრისკენ დაგიჯავშნო ადგილი თუ სულერთია? თვალს მიკრავს ეს ჭკუა ნაკლული –მე ვეცადე! მაგიდზე დადებულ თეფშს დავწვდი და ის იყო მისი მიმართულებით უნდა გამეშვა რომ ოჯახის დიასახლისის ხმა გავიგე –მარიამ! რა გჭირს? აღშფოთებული ჩანდა ქალი... რა მჭირს და გაგრილება მომინდა! –გამარჯობა სესილი... მიუხედავად ჩემი გამწარებისა მაინც თბილად გავუღიმე ქალს, მიყვარს და რა ვქნა... ბავშვობიდან ვიცნობ, თბილი და მოსიყვარულეა ძალიან.. –არაფერია... შიგნით შევიდეთ... თეფშს ისევ უკან ვაბრუნებ და სახლისკენ მივდივარ, გზად იმ იდიოტს უნდა ჩავუარო, რა სჯობს ნეტა ვეცე და თავი წავაცალო თუ მშვიდად და დარბაისლურად მოვაგვარო, ჰო მგონი მეორე... ჯანდაბა როგორ მინდა ის თვითკმაყოფილი სიფათი ჩამოვუღო... და კიდევ ჯანდაბა მარიამ საიდან მომდის ამდენი აგრესია... 1,,2,,3,, ღრმად ვსუნთქავ და ვიღიმი... –საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ... სახლში შესულს ნიკოლოზიც მხვდება და ვესალმები –როგორ გაწუწულხარ, ზემოთ ადი გამოიცვალე და რამე მშრალი ჩაიცვი... ხო აბა რა გავიქცევი, ერთი სული მაქ აქედან გავაღწიო... –რაღაც საბუთები დამაბარა მამაჩემმა... –თვითონ არ შემოევლო ერთი... მწყრალად წარმოთქვა კაცმა –წამოდი მარიამ გამოიცვალე... –იყოს ასეც კარგად ვარ... ნამდვილი სიდებილე წამოვაყრანტალე, ხო კარგად ვარ აბა რა... –ჩემი შვილი უნდა გაგაცნო როგორც იქნა... ნიკოლოზ ხელს მხვევს და იმ მიმართულებით მატრიალებს საიდანაც ჩემი წყალში ჩამგდები მოემართება–არ არსებობს! ამათი შვილი ესეთი დეგენერატო რატოა ვინმე მეტყვის?! –გაიცანი ალექსანდრე ეს მარიამ გოდერძიშვილია! სიამაყით წარუდგინა ჩემი თავი... –საღამოს გმირი მარიამ გოდერძიშვილი... წყალი თბილი იყო? ცინიკური სახით მეკითხება ვაჟბატონი... –ჩემთვისაც სასიამოვნოა... სიმწრის ღიმილით ვპასუხობ, უკანაკსნელ ძალებს ვიკრებ რომ თავი შევიკავო სესილის და ნიკოლოზის ხათრით.. –ალექსანდრე რა მიმართვაა? თვალები უბრიალა სესილიმ –უბრალოდ მომეცით რაც წასაღებია კარგით! მიწყდება მოთმინების ძაფი –ჩვენ მერე დავილაპარაკებთ! ნიკოლოზის ხმა აშკარა უკმაყოფილებით სავსე იყო... რამდენიმე წუთი ველოდები, მანამდე სესილი მეკითხება რაღაცეებს, ძირითადად ოჯახის შესახებ... –აი ესენია ძვირფასო... ღიმილით მიწვდის საქაღალდეს ნიკოლოზი –ღამემშვიდობის... –გაგაცილებ! დებილი თვითკამყოფილების ხმა მესმის... არც ვუყურებ ისე ვაგრძელებ გზას –მაინც არ მითხარი რომელი მხარე დაგიჯავშნო... –შენ საქმეს მიხედე! –გიხდება ტანზე მიკრული კაბა... ხმა არ გასცე მარიამ, დაიღლება და დაგანებებს თავს... მოიცა წინ რატო ამესვეტა ეს უდღეური –კიდევ ერთი შანსი მომეცი... ირონია, სრული ირონია ღმერთო მორჩა! ძაფი გაწყდა, –მომისმინე თვითკმაყოფილო იდიოტო! თავი დიდი ვინმე ნუ გგონია, ოჯახის სახელს ამოფარებული ძალიან ბევრი შენნაირი მინახავს! თავი ჩემგან შორს დაიჭირე თუარ გინდა იმ უბედურების გზას მიგაყოლო! მივახალე, კარისკენ წავედი და ჰო, მხარე გავცხე იდიოტს! ––ოუუუ, ფისოს კლანჭები ჰქონია! მესმის ჩაცინების ხმა *** ალექსანდრეს მეორედ კლუბში შევხვდი, იმ დაწყევლილ კლუბში სადაც ყველაფერი დაიწყო... –ბარბარე დამელოდე გამოვდივარ... ცალ ფეხზეც ვიცვამ მაღალქუსლიანს და მივკაკუნებ ჩემი დისკენ –წავედით ხოო... –კი ჩემო ლამაზო... კლუბში ჩვენი მამიდაშვილის–ლენას დაბადების დღეზე წავედით... ახალი სტილია კლუბებში დაბადების დღის გადახდა, რესტორნები იშვიათია უკვე... თან ლენა დანიშნულია და საქმროს სასტავიც აქაა... ერთი ორ წიქას დავლევ და მერე მეშველება, თორე დაძაბული ვარ... –ბარბარე იცოდე ბევრი არ დალიო, უცხოებს არ ეცეკვო და ჭკვიანად მოიქეცი...–ჰა როგორ გამომივიდა? მეღიმება ვითომდა დარიგებაზე –სუპერ! ცერა თითს მიწევს და მიცინის –გოგოებოო... გიჟივით გვეტაკება ლენა... საჩუქრების გადაცემის შემდეგ ვიკავებთ ადგილს და წავიდა –1 ჭიქა ჩვეულებრივი –2 ჭიქა სასიამოვნოდ ვარ –3 ჭიქა ცეკვა მინდაა –4 ჭიქაზე მეხუთეც მინდება –5 ჭიქაზე ვის ვეცეკვები ვეღარ ვიგებ მაგრამ აშკარად კარგი მოცეკვავეა, ილეთებს მაკეთებინებს ისეთებს შეშურდება სალომე ჭაჭუას... –6 ჭიქაზე თავბრუ მეხვევა... –7 ჭიქაზე ვიღაცის მძიმე ხელს ვგრძნობ მუცელზე... მოიცა,,, დილაა.. ანუ ღამე უკვე მორჩა? თუ ღამე მორჩა მე სხვა სახლში რატო მეღვიძება? ღმერთო ოღონდაც დებილურ სერიალებში რომაა ისე არ აღმოვჩნდე... გეხვეწები ეგრე არ იყოს.. გეხვეწები რაა... ჯერ ერთ თვალს ვახელ, მეორესაც... ჯანდაბა! ეგრეა! *** ჩამქოლეთ! ღირსი ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.