შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ?! (დასასრული )


25-07-2018, 15:23
ავტორი funny girl
ნანახია 2 552

-გამარჯობათ , თქვენ ალექსანდრე ახვლედიანის ახლობელი ბრძანდებით ?
-მე მისი ცოლი ვარ
- სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ რომ თქვენი მეუღლე დაჭრილი შემოიყვანეს ჩვენთან საავადმყოფოში ამ მისამართზე ... დანარჩენს ადგილზე შეგატყობინებთ - გამითიშეს
არ ვიცი რა დამემართა , ფერი სულ დავკარგე . ღმერთი მეხუმრებოდა , ცხოვრება მეთამაშებოდა საშინელ თამაშს .. იმედია ღმერთი ისე არ გამწირავს რომ მას რამე დაემართოს და წამართვას .

- რაც შეიძლება მალე წამიყვანე ალექსანდრესთან - მივვარდი დაცვის თანამშრომელს
- არ შეიძლება აქაურობა რო დატოვოთ
- სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ , არ გთხოვ გიბრძანებ რო დამაბრუნო
- კარგით ქალბატონო
მთელი გზა განადგურებული ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი , საშინლად მეშინოდა ჩემი ცხოვრების სიყვარულს რომ მივეტოვებინე.
დიახ , სიყვარულს.. ახლა გავაცნობიერე როგორ მიყვარდა და ვერ გადავიტანდი მას რომ რამე მოსვლოდა..
რამოდენიმე საათში უკვე საავადმყოფოს შესასვლელთან ვიდექი და ფეხები მეკვეთებოდა .
გავბედე და შევედი
- ულაცრავად , მე ალექსანდრე ახვლედიანის მეუღლე ვარ
- დიახ , ბატონი ალექსანდრე მკლავში დაჭრილი შემოიყვანეს , საგანგაშო არაფერია , ოპერაცია გაუკეთეს ტყვია ამოუღეს , ახლა პალატაში იმყოფება
ღმერთოო როგორ მანერვიულეს , მაგრამ მაინც მომეშვა საგანგაშო რომ არაფერი არ იყო
- შეიძლება.მისი ნახვა
- დიახ , წამომყევით
მეც გავყევი და მის პალატასთან გავჩერდით . ორ წუთში შევედი , როგორც ჩანს ეძინა . ცრემლებმა იწყეს ჩემი თვალებიდან ცვენა და შეჩერება.არც მიცდია , მის საწოლთან მივედი ვაკოცე და დავიწყე
- ალექსანდრე , როგორ შემაშინე ვერც კი წარმოიდგენ , ისე შეგეჩვიე უშენოდ სუნთქვაც აღარ შემიძლია , რამე რომ.მოგსვლოდა რა მეშველებოდა მერე მე , პირველად შემიყვარდა ადამიანი რომელსაც არ ვუყვარვარ მაგრამ მაინც მინდა შენთან ყოფნა .. არასდროს არ მიგატოვებ რადგან უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია.
- მერე ვინ გთხოვს მარიამ ჩემს მიტოვებას ? ან რაიცი რომ იმასაც არ უყვარხარ , უზომოდ მიყვარხარ და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის - ლამის სული განვუტევე ეს სიტყვები რომ გავიგე მისგან , ცრემლებმა უფრო.იწყეს დენა - კარგი რა მარიამ , სულ რა გატირებს .
- უბრალოდ სიხარულის ცრემლებია - ვუთხარი და გავუღიმე - ძალიან მიყვარხარ და ესე აღარ მანერვიულო
- კარგი დამშვიდდი
- რა მოხდა?
-არაფერია , უბრალოდ რატი დაგვესხა თავს როდესაც მის დაპატიმრებას აპირებდნენ და მისი ნასროლი ტყვია მკლავში მომხვდა , რატი კი დააპატიმრეს ასე რომ საგანგაშო აღარაფერია .
- საუკეთესო ხარ - ვუთხარი და კვლავ ვაკოცე
- კარგი ეხლა წადი სახლში დაისვენე დაღლილი იქნები
- არა აქ დავრჩები მეც შენთან
- მარიამ
-არ ექვემდებარება გაპროტესტებას
- კარგი ხო

რამოდენიმე დღის შემდეგ ალექსანდრე გამოწერეს სახლში , ოღონდ დროებით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს რომ არ გადაღლილიყო
- ხომ არაფერი გინდა სანდრო ? -ვკითხე მეე
-არა არაფერი არ მინდა მაგრამ კომპანიაში საქმეები მაქვს მოსაგვარებელი აქ კიდევ ასე უქმად ვერ ვიწვები , თან შენი წილი უნდა გადმოგცეთ მე და მამაშენმა რომ განაგრძო შენ მართვა
- შენ მაგაზე არ ინერვიულო მაგას სხვა დროსაც მოასწრებთ. ჩემთვის მთავარი შენი კარგად ყოფნაა და თუ ჩემი ხათრი გაქვს იწექი ცოტა ხანი არ გადაიღალო და მერე რაც გინდა ის გააკეთე
- კარგი მაგრამ შენი დახმარება დამჭირდება
- რაში ?
-ხომ გაგეგება ბიზნესის საქმეები? აგიხსნი რაღაცეებს და შეხვდი ბიზნესმენებს რომლებთანაც შეხვედრა მქონდა , სხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები და მეტჯერ აღარ მოინდომებენ შეხვედრას
- კარგი რა პრობლემაა
- კარგი მაშინ აგიხსნი ყველაფერს
მართლაც ყველაფერი ამიხსნა და მეც გავიგე რა როგორ უნდა გამეკეთებინა .. მეორე დღეს იმართებოდა შეხვედრა და მეც ვნერვიულობდი , ალექსანდრე კი მამშვიდებდა სანერვიულო არაფერიაო , თან თუ არაფერი გამოგივა არაუშავსო . ეს უფრო მანერვიულებდა და.უფრო მინდებოდა რომ მისთვის ჭკუა მესწავლებინა.
- კარგი ჩემი წასვლის დრო მოვიდა , როგორც კი მოვაგვარებ დავბრუნდები , შენ არ გადაიღალო თავი
- კარგი და შენც არ ინერვიულო
გასვლისას ვაკოცე და წამოვედი.
ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა . ხელშეკრულებაც კი გავაფორმეთ მაგრამ მე რის მარიამი ვიქნებოდი ალექსანდრე.რომ არ მენერვიულებინა ამიტომ სახლში დაღვრემილი მივედი ,მის გვერდით ჩამოვჯექი და სევდიანი ხმით დავიწყე
- ალექსანდრე ყველაფერი ვეცადე , რაც კი შემეძლო - ლამის იყო ცრემლები გადმომეყარა
-კარგი არაფერია დამშვიდდი , ოღონდ შენ არ ინერვიულო - საზიზღარი ბიჭი არადა თვითონაც როგორ ნერვიულობდა რადგან მართლაც მნიშვნელოვანი საქმე იყო
- კაი რა ალექსანდრე რა გვაქვს სანერვიულო , ხელშეკრულებაც კი გავაფორმეთ აღსანიშნად გვაქვს საქმე - ვთქვი და გავიცინე - მაღიარე რააა
- ოხ მარიამ , ოხ .. რა გაიძვერა ქალი ხარ , სამსახიობოზე.უნდა ჩაგებარებინა -მითხრა გაბრაზებულმა და თან გახარებულმა
- კარგი რაა ..

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ და მე და ალექსანდრეს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა , ისეთი როგორიც შეგვეფერებოდა მე მარიამ ბაგრატიონს და მას ალექსანდრე ახვლედიანს .
ერთ დღეს როდესაც ალექსანდრე დაბრუნდა სამსახურიდან.სახლში რაჭმელს ვუმზადებდი როდესაც საშინლად გავხდი , სასწრრაფოდ სააბაზანოში გავვარდი ალექსანდრეც უკან გამომყვა
- რა გჭირს მარიამ
- არაფერია ალბათ მოვიწამლე - ეს ვთქვი და მის მკლავებში ჩავესვენე
გონს საავადმყოფოში მოვედი , ალექსანდრეც პალატაში იმყოფებოდა ჩემს თავთან
- რა მოხდა?
- გული წაგივიდა მარიამ და აქ მოგიყვანე - ექიმიც ამ დროს შემოვიდა ოთახში
- ოჰ ჩვენს ლამაზ პაციენტსაც გაუღვიძია , თავს როგორ გრძნობ?
- თავბრუ მეხვევა ოდნავ
- არაუშავს ეგ ნორმალურია თქვენს მდგომარეობ
ობაში
- რა მდგომარეობაში ექიმო? - ვიკითხეთ მე და ალექსანდრემ ერთდროულად
- გილოცავთ სამი კვირის ფეხმძიმე ბრძანდებით
იქ რა ამბები დატრიალდა ამის აღწერა შეუძლებელია , ალექსანდრე შოკში ჩავარდა , მეც. შემდეგ მომვარდა კოცნა და ფერება დამიწყო.
ამის შემდეგ იყო ჭირვეულობა , შუაღამისას ალექსანდრეს გაღვიძება და აქეთ იქით სირბილი , შენდეგ წ*ლების დაღვრა , სამშობიარო , და პატარა დაჩი და არამარტო დაჩი , პატარა ანასტასიაც..
ხუთი წლის შემდეგ ვიდექით მე და ლექსანდრე სვანეთში , ჩახუტებულები იქვე ჩვენი ბავშვები თამაშობდნენ და მათ ვაქცევდით ყურადღებას , მოულოდნელად ალექსანდრემ თავისკენ შემაბრუნა და მაკოცა
- ცხოვრება მშვენიერია,?
-ცხოვრება მშვენიერია!

ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ ნამდვილად არ მეცალა , ამიტომ ესეც დასასრული , იმედია ისეთი გამოვიდა როგორსაც ელოდით და იმედები.არ გაგიცრუვდათ. და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოგეწონათ თუ არა ?



№1 სტუმარი ნია

ძალიან მომეწონა და გამიხარდა ასე ბედნიერად რომ დაასრულე <3

 


№2  offline წევრი funny girl

ნია
ძალიან მომეწონა და გამიხარდა ასე ბედნიერად რომ დაასრულე <3

მიხარია რომ მოგეწონა ❤

 


№3  offline წევრი ჵჵჵჵ

საკალელი ისტორია იყო <3

 


№4  offline წევრი funny girl

ჵჵჵჵ
საკალელი ისტორია იყო <3

Madloba rom waikitxe ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

მომეწონა ძალიან!????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent