შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ?! (6 თავი)


22-07-2018, 14:49
ავტორი funny girl
ნანახია 2 079

- რატი ჯაფარიძე - მითხრა და საშინელი ცივი მზერით შემომხედა - ჩემი სახელია რატი ჯაფარიძე
ყველაფერი უკუღმა დატრიალდა , არ ვიცოდი რა მოხდებოდა , ჩვენი ოჯახის მტერი ახლა წინ მედგა და არავინ არ იცოდა მას გულში რა ედო , რას მოიმოქმედებდა ეს მხოლოდ მან და ღმერთმა იცოდა ...
შიში , შიში და კვლავ შიში.
მოულოდნელად ალექსანდრემ მკლავში ხელი ჩანავლო ,მანქანაში ჩამტენა შემოუარა გვერდი და დაიკავა თავისი სავრძელი და ადგილს მოსწყდა . მხოლოდ ეს სიტყვები გავიგე
- გაიქეცი ახვლედიანო , გაიქეცი .გიპოვი და გაგანადგურებთ ყველას
არ ვიცოდი სად მივყავდი ალექსანდრეს მაგრამ საშინლად განრისხებული რომ იყო აშკარა იყო.
მალ მალე რეკავდა.
- დედა მოემზადე მივდივართ , დაცვის ბიჭები წამოგოყვანენ ყველას... არა არაფერია არ ინერვიულო.
- სიძე ბატონო მოემზადეთ და დაცვის ბიჭებს გამოყევით , არა არაფერია .. რო გნახავთ აგიხსნით სიტუაციას
მართლა ძალიან ვნერვიულობდი , როგორც ჩანს რატი არ იყო ის კაცი რომელიც დანებდებოდა და არაფერს მოიმოქმედებდა მაგრამ მან არ იცოდა რომ მასზე უარეს კაცს ეჭიდებოდა , ალექსანდრე არ აპატიებდა მას მისთვის დამუქრებას , და ეს არც გაქცევა არ ყოფილა მან მხოლოდ ჩვენზე იფიქრა რომ არაფერი დაგვმართნოდა .
- სად მივდივართ ალექსანდრე ? - ვკითხე აღელვებულმა - ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი
- ნუ გეშინია არაფერი მოხდება , უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით სვანეთში მივდივართ
- კარგი
საშინლად დაღლილს გზაში ჩამეძინა , როდის ავედით სვანეთში ვერც ის გავიგე . რომ გამომეღვიძა უკვე საძინებელ ოთახში ვიყავი ,ოთახში კი არავინ არ იყო . სასწრაფოდ ავდექი და ხმაური საიდანაც მოდიოდა იმ ოთახს გავუყევი. როგორც ჩანს ყველა შეკრებილიყო უკვე
- გამარჯობათ - მივესალმე ყველას და ალექსანდრეს გვერდით დავიკავე ადგილი
- მოკლედ გეტყვით ეხლა ყველაფერს - დაიწყო მან- როგორც იცით რატი გვმტრობს და გვიწვევს , ის არ მოერიდება არანაირ გზას რომ გაგვანადგუროს ამიტომ უფრო დაცულად რომ იყოთ და მეც რომ აღარ ვინერვიულო თქვენზე აქ იქნებით , დაცვის ბიჭებიც აქ იქნებიან და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ ..
- შენ სად იქნები ალექსანდრე ? - ყველას მაგივრად მე ვკითხე
- მე წავალ და იქიდან მოვაგვარებ ყველაფერს . - ისე თქვა ვითომც არაფერი
- სალაპარაკო მაქვს შენთან - ვუჩურჩულე სანდროს
- თქვენის ნებართვით ჩვენ ცოტახნით დაგტოვებთ - თქვა ადგა და მეც მანიშნა გავყოლოდი .
ისევ იმ საძინებელში შემიყვანა სადაც გამეღვიძა
- რა ხდება მარიამ? - მკითხა ჩვეულებრივად
- სანდრო არ სჯობია შენც აქ დარჩე და აქედან მოაგვარო ყველაფერი , იქ უფრო მეტი საფრთხე დაგემუქრება
- მარიამ , ნუ ნერვიულობ , ყველაფერი კარგად იქნება , არანაირი საფრთხე არ დამემუქრება და თქვენ თუ ასე ინერვიულებთ მეც ვერ მოვახერხებ საქმეზე კონცენტრირებას - მითხრა და გამიღიმა , ოღონდ ეს ირონიული ღიმილი აღარ ყოფილა
- როდის მიდიხარ ? - ვკითხე მოწყენილმა
- ამაღამ დავრჩები და დილით დავბრუნდები უკან - მითხრა და მომეხვია - ისე ძალიან ნერვიულობ ამ ბოლო დროს ჩემზე მარიამ , რა ხდება ? ხომ არ შეგიყვარდი? - საზიზღარი როგორ დამცინის
- კარგი რა ამ დროსაც ხუმრობის ხასიათზე ხარ? - ვუთხარი და ხელზე ვუპწკინე
- მეტკინა გოგო , რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო კატასავით ნუ იპორჭყნებითქო
- საზიზღარი ბიჭი ხარ შენ , წავედი მე ჩავალ ცოტახანი ქვემოთ და ამოვალ მალე , დაიძინე შენ . დილით ადრე უნდა წახვიდე
- კარგი მიდი
მეც დავტოვე საძინებელი და მისაღებში გადავინაცვლე. ხალხი ნელ ნელა იშლებოდა და დასაძინებლად მიდიოდნენ . ბოლოს მარტო რომ დავრჩი , ცოტახანი ვფიქრობდი რა მოხდებოდა , მაგრამ თავს შემოვუძახებდი რომ არაფერი არ მოხდებოდა ცუდი.
მალე მეც ავედი საძინებელში , ალექსანდრეს უკვე ეძინა როგორც ჩანს , ვერ გავძელი მაინც შემოვუარე საწოლს მის თავთან დავჯექი და შუბლძე ვაკოცე , მასაც მეტი რა უნდოდა გაეღვიძა , ხელი დამავლო მის ქვევიდან მომაქცია და ველურივით მეტაკა
- სანდროო
-ახლა არა მარიამ ,ნურაფერს ნუ მეტყვი , უბრალოდ დატკბი.
მეც აღარ შევეწინააღმდეგე და ალერსში ავყევი

- - - - - - - - - -
მეორე დილით მშვენიერ განწყობაზე გავიღვიძე , მაგრამ მალევე ჩამშხამდა როგორც კი ოთახი მოვათვალიერე და სიმარტოვე ვიგრძენი , ძალიან მეწყინა რომ არ გამაღვიძა ალექსანდრემ და ისე წავიდა .
ავდექი მოვემზადე და საწოლის ალაგებას ვაპირებდი.როდესაც წერილი შევნიშნე .
" მაპატიე მარიამ ,შენი ესე დატოვება არ მინდოდა ,მაგრამ არც შენი გაღვიძება მსურდა . არ ინერვიულო ,თავს მოუფრთხილდი . შეგეხმიანები ხოლმე და მალე დაგაბრუნებ სახლში . "
მე კიდე როგორ მეწყინა რომ გაუფრთხილებლად წავიდა ის კიდევ ჩემზე ზრუნავდა .
ქვემოთ ჩავედი ყველას თავი მოეყარა და დაიწყო ერთი ამბავი
-მარიამ შვილო , ალექსანდრე სად არის - მკითხა დედამთილმა
- დილით ადრე წავიდა , საქმეების მოსაგვარებლად
- კარგი შვილო , არ მიირთმევ ?
-არა გმადლობთ არ მინდა , გარეთ გავალ სუფთა ჰაერზე .
-კარგი შვილო როგორც გინდა
როგორი კარგი დედა ყავს ალექსანდრეს , სათნო და მოსიყვარულე , დედაჩემი კი მუდამ დაბღვერილი შემომცქეროდა . მისგან იმ სითბოს.ვიღებ რაც არ მიმიღია ჩემი მშობლისგან..
რამდენიმე დღის განმავლობაში მუდამ გვკითხულობდა ალექსანდრე და სულ საქმის კურსში გვაყენებდა , რატი როგორც ჩანს არ აქტიურობდა , ხან გამოჩნდებოდა ხან არა ..
ნელ ნელა თითქოს ყველაფერი გვარდებოდა . ჩვენც მშვიდად.ვიყავით არაფერი გვადარდებდა იმდენად , ეს მხოლოდ ერთმანეთის დასანახად თორემ ღმერთმა იცის ჩვენს გულებში რა ხდებოდა. აქაურობა ძალიან მომწონდა დავდიოდი სადაც მომესურვებოდა , მხოლოდ და მხოლოდ დაცვის თანხლებით , მაგრამ ეს არ მაწუხებდა რადგან ვიცოდი რომ ალექსანდრე ამით უფრო დამშვიდებული
იქნებოდა.

ცხოვრება ძალიან უცნაურია, ამავდროულად ძალიან ტკბილი , მრავალფეროვანი, ხშირ შემთხვევაში ძალიან ვერაგი ,ზოგჯერ ისეთ რამეს დაგმართებს რომ მიწაზე განარცხებს.
ჩემი ცხოვრება ზუსტად ასეთია , როცა ნელ ნელა ვბედნიერდებოდი , ყოველთვის განსაცდელს მივლენდა.

უკვე ორი დღეა რაც ალექსანდრეს ვერ ვუკავშირდებოდით , გული ცუდს მიგრძნობდა და ყველაფრის სურვილი მეკარგებოდა . ამ ორ დღეში იმდენი ვინერვიულე რომ სულ ჩამოვხმი..
ყველა ნერვიულობდა , განსაკუთრებით კი ალექსანდრეს დედა . ვცდილობდი ისინი დამემშვიდებინა და მეთქვა რომ არაფერი მოხდებოდა ცუდი . მაგრამ ეს მხოლოდ მათ გასამხნევებლად , მე ხომ ვიცოდი რომ კარგი არაფერი მოხდებოდა , რატის დროებითი სიწყნარე გასაკვირი იყო , თუმცა რომ რაღაცას გეგმავდა აშკარა იყო..
უკვე პანიკაში ვვარდებოდი , ალექსანდრესგან არც ერთი ზარი , შეტყობინება და არც ჩვენს ზარზე პასუხობდა . დაცვის ბიჭებმა არაფერი არ იცოდნენ , არავინ არაფერი იცოდა , ლამის იყო გავგიჟებულიყავი როდესაც ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ალექსანდრე მეგონა და გახარებული წამოვფრინდი ფეხზე რომ მალე მეპასუხა.
უცხო ნომრიდან რეკავდნენ
- გისმენთ ,ვინ ბრძანდებით?
-გამარჯობათ , თქვენ ალექსანდრე ახვლედიანის ახლობელი ბრძანდებით ?
-მე მისი ცოლი ვარ
- სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ რომ თქვენი მეუღლე დაჭრილი შემოიყვანეს ჩვენთან საავადმყოფოში ამ მისამართზე ... დანარჩენს ადგილზე შეგატყობინებთ - გამითიშეს
არ ვიცი რა დამემართა , ფერი სულ დავკარგე . ღმერთი მეხუმრებოდა , ცხოვრება მეთამაშებოდა საშინელ თამაშს .. იმედია ღმერთი ისე არ გამწირავს რომ მას რამე დაემართოს და წამართვას .

ესეც მეექვსე თავი , აზრზე არ ვარ რა გამოვიდა . იმედი მაქვს მოგეწონებათ და დააფიქსირებთ თქვენს აზრს .



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

ველიიი ახალ თავს იმედია ყველაფერი კარგად იქნება და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდება

ცუდი დასასრული არ მოუხდება ამ კარგ ისტორიას

 


№2 სტუმარი ნია

უკვე იმდენმა გამიცრუა ამ საიტზე იმედები და ისე ცუდად დაასრულეს ისტორიები რომ შიშით ვკითხულობ ყველას:( იმედია შენ მაინც არ გააფუჭებ ასეთ საყვარელ ისტორიას, ან მიგვანიშნე მაინც რომ თავიდანვე ვიცოდეთ და გადავწყვიტოთ წაკითხვა.
მიყვარს ეს ისტორია და მჯერა ალექსანდრე შეძლებს ოჯახის დაცვას და არცერთ წევრს არ ჩააგდებს ბოროტი რატის ხელში. მომწონს მარიამის ნერვიულობა მასზე, ანუ გრძნობები გაუჩნდა და მახარებს ეს ფაქტი <3

 


№3 სტუმარი Natkap

Cota Didi tavebi ro dado arshegidzlia 10wutshi wavikitxe 6sive tavi

 


№4 სტუმარი ევა

მალე დადე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent