შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენლად რეალური (სრულად)


25-07-2018, 19:46
ავტორი Bloodreina
ნანახია 4 589

ირონიულია ცხოვრება რომ გიმტკიცებს იმას რისიც არასდროს გწამდა.
ირონიულია საკუთარ თავს იმაში რომ გამოიჭერ რისი არსებობაც სასაცილოდაც კი არ გყოფნიდა.
ირონიულია არ განცდილს უარყოფდე და აქამდე დაუჯერებელს გრძნობდე.
***
სიტყვა სრულყოფილებაც კი იმდენად ამაზრზენად მეჩვენებოდა რომ არც კი წარმომედგინდა მსგავს ვინმეს თუ ვიხილავდი. საკუთარ თავთანაც კი ვერ ვაღიარებდი ვინმეს სრულყოფილებას აქამდე.
ვუყურებდი ჩემს პირდაპირ მდგომს და არაადამიანურად მძაფრად ვგრძნობდი მის არსებობას.
გაასმაგებულად მიცემდა გული.
ვუყურებდი როგორ ამოძრავებდა სრულყოფილ, გრძელ, წვრილ თითებს.
როგორ ისწორებდა თმას მისი ულამაზესი არაადამიანურად ლამაზი თითებით.
ვუყურებდი როგორ ამოძრავებდა არარეალურად სისხლისფერ ტუჩებს.
ვუსმენდი მისი ტუჩებიდან წამოსულ საოცარ ბგერებს და დამეფიცება მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა.
45 წუთიანი ლექცია თვალისდახამხამებაში დამთავრდა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე გოგოებს უსწრაფესად დავემშვიდობე და მას გავყევი.
სრული სიგიჟე იყო თუმცა სხვანაირად არც შემეძლო.
ვცდილობდი შეუმჩნეველი ვყოფილიყავი როგორც აქამდე ვახერხებდი ამას. საბედნიეროდ მანქანით არ იყო და არ ჩამოვრჩენილვარ. რამდენიმე მოსახვევი გაიარა და მასთან ერთად მეც.
შევამჩნიე როგორ აპირებდა უკან მობრუნებას და სწრაფად ამოვეფარე კორპუსს. რამდენიმე წამი მოვიცადე და თავი ფრთხილად გავყავი რომ დამენახა რას აკეთებდა. გული ყელში მომებჯინა როცა ჩემს წინ აღმართულს წამიერად შევეჯახე.
ხელები გამიოფლიანდა და უნებურად შევისუნთქე ასე ახლოს მყოფის სურნელი.
წარბაწეული მიყურებდა მისი ჩამთრევი ჭაობისფერი თვალებით.
ვიგრძენი მწველი ტკივილი მკერდის არეში და ნერვიულობისგან თითები ამიკანკალდა.
ვერც კი დავინახე როდის შეეხო მისი ხელი ჩემს მხარს თუმცა ვიგრძენი როგორ ამეწვა მთელი სხეული ამ უბრალო შეხებით.
- ანნა - ისეთი ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა მთელს სხეულში. ყველა წერტილი მოიარა სისხლი ამიდუღა და ბოლოს მუცელში მწველ ფეიერვერკად გაიშალა. ვერაფერი ვუპასუხე. მხოლოდ ვიგრძენი როგორ ჩამოსრიალდა მისი ხელი ჩემს მკლავზე და ბოლოს მისი უგრძელესი თითები ჩემს წვრილ და მასთან შედარებით პატარა თითებს გადაეჭდო. არგანცდილი გრძნობებით ავივსე, აქამდე თუ მხოლოდ ხელები მიკანკალებდა ახლა ნათლად ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ფეხები და შემდეგ სხეული. სუნთქვა ამიჩქარდა და რომ არა მისი ძლიერი ხელი წელზე, ეჭვი მეპარება ფეხზე დგომა შემძლებოდა. მისი სხეულის ასე ახლოს შეგრძნებამ უარესი დამმართა. მკერდის არეში ტკივილი უფრო გაძლიერდა, კანკალს ვერ ვწყვეტდი და ვგრძნობდი როგორ მიცრემლიანდებოდა თვალები აქამდე ნანატრი სხეულის შეხების გამო. მისი ცხელი ამონასუნთი მთელს სახეზე მეფინებოდა და აცრემლიანებული თვალებით უკვე ბუნდოვნად ვხედავდი. მინდოდა რამე მეთქვა, ან სულაც მოვშორებოდი რომ უკეთ სუნთქვა შემძლებოდა, თუმცა ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი თბილი ხელები იყო ჩემს წელზე.
გამყიდველი ცრემლი ლოყაზე ჩამომიცურდა და კიდევ უფრო დიდი სისუსტე ვიგრძენი მუხლებში.
მერე არაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი თვალებმა მაშინვე აღიქვეს რომ უცნობ ოთახში ვიყავი, სწრაფად ვცადე წამოდგომა თუმცა თავბრუ დამეხვა და ფეხზე მდგომი ისევ ლოგინზე დავეცი.
- უნდა იწვე ანნა - მომესმა ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო ხმა. ხმის მიმართულებით გავიხედე და საწილის გვერდზე მდგარ სავარძელში მჯდომი იოანე დავინახე. ძლივს დამშვიდებული არსება ისევ ამიფორიაქდა და თვალები ისევ ცრემლით ამევსო. იოანე ფეხზე წამოდგა და ლოგინზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მისი სიახლოვისგან მუცელი მოულოდნელად შემეკუმშა. რაღაც აქამდე არგანცდილი ვიგრძენი.
კანკალმა ამიტანა როდესაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფს მისი თითები ჩემს თმას შეეხო და წინ ჩამოყრილი რამდენიმე კულული ყურს უკან გადამიწია.
- როგორ დაგტანჯე ანნა - მგრძნობიარე, მისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით ყურთან მიჩურჩულა და ფრთხილად შემეხო ტუჩებით იქვე. გაუცნობიერებლად ტუჩებიდან სიამოვნების ბგერები დამცდა და ცოტა მაკლდა ისევ არ დამეკარგა გონება. რეალობა არ მეგონა ეს ყველაფერი, თუმცა არც აქამდე ნანახ სიზმრებს არ გავდა. მიჭირდა დაჯერება რომ ეს არც ჩემი წარმოდგენა იყო და არც სიზმარი.
საბოლოოდ მაშინ გავტყდი როცა მისი ხელები წელზე მაგრად მომეხვია და ბოლომდე ვიგრძენი ამდენჯერ ნანატრი საყვარელი სხეული ჩემს სხეულზე.
- მაპატიე ანნა - პატიებას მთხოვდა და ვერ ვხვდებოდი რატომ. მისი ბრალი არ იყო რომ ასეთ არარეალურს და არაადამიანურს ვგრძნობდი. -
- შენი ბრალი არ არის - ზედმეტად ბავშურად გამომივიდა და გავიგე როგორ ჩაეცინა. ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და ნანატრი სიტყვა ხმამაღლა გააჟღერა
- მიყვარხარ ანნა. - ყურებს ვერ დავუჯერე მისი ხელებიდან თავი დავიხსენი და ამჯერად მის თვალებში დავიწყე პასუხის ძიება.
თვალები პატარა ბავშვივით უბრწყინავდა და ნათლად ვხედავდი რამხელა სითბო ჩასდგომოდა მის ჭაობისფერ თვალებში. უნებურად აცრემლიანებული თვალებიდან შეუწყვეტლივ წამომივიდა ცრემლები და შვება ისევ მისი მკლავები აღმოჩნდა. მისი არაადამიანურად თბილი მკლავები მეხვეოდა და მის სითბოს მთელს სხეულში მინაწილებდა. ვგრძნობდი ეს იყო ის რისიც არასდროს მწამდა და განვიცდიდი იმას რისი არსებობის არასდროს მჯეროდა.
მთელი სხეულით აკანკალებული ვგრძნობდი მის თბილ, ნაზ და მოზომილ შეხებას და ზუსტად ვიცოდი ამის შემდეგ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.



№1 სტუმარი 123

ufro didi ro yofiliyo da personajebze meti gagvego kargi iqneboda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent