მუდმივ ხმაურში.... 2 თავი
ლექციაზე დაგვიანებული სწრაფად ჩახტა მანქანიდან და შესასვლელთან მომლოდინე ნინის სწრაფად დასტაცა ხელი. -დაგვავგვიანდა წამო. -ნეტა რატო? ვინ მოგიყვანა? -გიგიმ -გიგი? ეგ ვიღაა? -ჩვენთან რომ დადიან ხუთნი, ვახსენებდით ამასწინ ერთ-ერთი. -და რატომ მოგიყვანა? -ლოგიკურად ერთად გავიღვიძეთ დილით და მაგვიანდებოდა ვთხოვე. -მიმი, შენ რა მასთან იწექი?_ლამის მთელი ეზოს გასაგონად აპირებდა ყვირილს ხელი რომ ააფარა მეგობარმა და ხმა დაუგუდა. -ხო, ოღონდ ახლა გვაგვიანდება და საღამოს მოგიყვები რა. სასწავლებლიდან სახლში გაიქცა, არც მოვედი უყვირია შესვლისას, არც დედა შემოგებებია თბილი ღიმილით და არც მამა მისალმებია, ჩვეულებას არ ღალატობდნენ და მისი შესვლა არც კი შეუმჩნევიათ. სწრაფად აირბინა კიბეები ქურდივით და ოთახში შეიკეტა, ცოტა წაიძინა და ცხრისთვის სამსახურისთვის მოემზადა. გაღიმებულმა დახუჭა თვალები კლუბში შესვლისას და ღრმად ჩაისუნთქა იქ დატრიალებული სხვისთვის შეიძლება საძულველი, მაგრამ მისთვის საყვარელი სურნელი. სწრაფადვე გამოიცვალა და მუშაობას შეუდგა, ლაშასგან ერთი პატარა ჭიქა არაყიც მიიღო და უკვე ყველაფერი კარგად იყო. ორ საათში ხუთივე ბიჭი ერთად შემოვიდა, ათ წუთში ისევ ყველას უმშვენებდა გვერდს ახალი გოგო გიგის გარდა,ის როგორც ბოლო ერთი კვირა დღესაც მარტო იყო. -ბიჭებო თქვენი ვიცი, გიგი შენ ვისკი თუ წვენი? -ისევ წვენი მიმი. -კარგი და გოგონებს?_ელოდა გიგის მზერას და მიიღო კიდეც, თვალის კუთხით ადევნებდა გიგი ყოველ მის მოძრაობას თვალს და გოგოს სახეზე ვერაფერს ატყობდა. იმ ღამით გიგი აღარ გამოხმიანებია. როგორც ამ ორი წლის მანძილზე შუა კვირაში არც ახლა გამოჩენილან ბიჭები, მათ შორის არც გიგი. ოთხშაბათს საღამოს ლექციებიდან გამოდიოდა მანქანას აყუდებული რომ დახვდა ბიჭი, ფეხები მიეტყუპებინა და შავი სათვალიდან აკვირდებოდა გარემოს. -გიგი -მიმი_ორივეს სიცილი აუტყდა მიახლოებულ სახელებზე. -წავიდეთ? -წავიდეთ_მხრების აჩეჩვით დათანხმდა გოგო და მანქანაში ჩაჯდა. -დავლიოთ რამე?_ძლივს იყვნენ სახლში შესულები კედელზე რომ ააყუდა მიმი. -რაღაც შენი ეს პოზა დიდად არ გავს სასმლის შემოთავაზებას_მიახლოებულ სახეზე ღიმილით მიანიშნა და თითონაც მოხვია ხელები. -მაშინ დალევა მოგვიანებით_ტუჩებს წვდა და ოთახისკენ წაიყვანა. არცერთს გაჭირვებია მეორეს გაშიშვლება, გიგი სინაზეს სულაც არ იჩენდა და პირიქით, ჭკუიდან გადაყავდა მიმიც რომ ყვებოდა. ამჯერად ტკივილის ნაცვლად მხოლოდ სიამოვნება იგრძნო და რაც უფრო უხეშად ექცეოდნენ ერთმანეთს, მით უფრო ხვდებოდა, რომ იცლებოდა, ის აგრესია რასაც ორი წელი იგროვებდა გარეთ გამოქონდა და მანამდე არ გაჩერდა და გიგიც არ მოასვენა, სანამ ბოლომდე არ დაიცალა და ადგომის თავიც აღარ ქონდა. -ჯანდაბა, ერთ საათში სამსახურში უნდა ვიყო და ამ დროს ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. -შენ თავს დააბრალე. -შენ ხომ იყავი სინაზის განსახიერება? პირველი მე გადავივლებ რა თორე ეს სისველე ჭკუიდან მშლის. -მიმი, რატომ მე? რატომ ახლა? პატარა გოგო არ ხარ გეტყობა, მაგრამ ასე რატო გადაწყვიტე? -არ მეგონა გულახდილობის საღამოს მოწყობა დაგვეგეგმოს. -უბრალოდ ვერ ვხვდები, ქალიშვილო რომ არ ყოფილიყავი მესმის, მაგრამ რატომ ჩემთან პირველად? რატომ მაინდამაინც იმ დღეს? რატომ ასე თამამად? რატომ სხვა გოგოებივით კისერში არ მადენ და ასე იოლად რატომ იკიდებ? -კარგი, მოდი ერთი კითხვა აირჩიე მაქედან და დღეს იმაზე გიპასუხებ. -კარგი ვითამაშოდ, მაშინ რატომ მე? -ორი წელია გხედავთ, ყველა სხვადასხვას იცვლიდა მხოლოდ შენ გხედავდი ერთ გოგოსთან, ბოლო ერთი კვირაა მარტო ხარ და ვისკის უკვეთავ, იმ დღეს სულ ბოლომდე დარჩი და სმას აგრძელებდი, დასკვნა: შეყვარებულს დაშორდი და დეპრესია გქონდა, სასმელში იხრჩობოდი და გოგო აღარ გაგიკარებია ანუ არამხოლოდ დაშორდით, არამედ გიღალატა და საქალეთი გძულდა, ისევე როგორც სიყვარული. ამითი მივხვდი რომ ჩემნაირი მეორე ვიპოვე, ყოველგვარი დაპირებების და სამომავლო იმედების გარეშე. არ მჯერა სიყვარულის, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის და არც იმისი, რომ ერთ დღეს გავთხოვდები და ბედნიერი ოჯახი მეყოლება, 25 წელს გადავცდი, მალე 26ის გავხდები და გადავწყვიტე აღარ მეთქვა უარი სიამოვნებაზე და მეცხოვრა ისე, როგორც მე მინდოდა და არა მეზობლებს, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ 26 წლის ასაკში პარტნიორი მყავდეს. -გთხოვ მითხარი, რომ იურიდიულზე სწავლობდი, თორე გამომაშტერე. -კი, დავამთავრე_გაეცინა გოგოს -ეს ყველაფერი კიდევ ერთ კითხვას ბადებს, თუ აქამდე სხვანაირად ცხოვრობდი, მარტო მე ორი წელია იქ დავდიოდი, რატომ მაინდამაინც იმ დღეს? -მგონი დღეს ერთ კითხვაზე შევთანხმდით_არეული სახით აქცია ზურგი და შიშველი გაემართა აბაზანისკენ. იმ დღესაც გიგიმ დატოვა სასწავლებელში, მაგრამ შესვლა ვერ მოასწრო ისე სტაცა ნინიმ ხელი და უკანა ეზიში გააქანა. -ასე იოლად ვერ გამოძვრები ქალბატონო, დაიწყე დროზე. -აუ ნინი, უბრალოდ შემეკითხე და გიპასუხებ რა, ხომ იცი ჩემი მოყოლა. -მასთან წევხარ? -ხო. -როდიდან? -შაბათს და გუშინ. -რატომ? -არ ვიცი, სასწაულად მინდოდა განტვირთვა, ისიც ჩემს დღეში იყო, მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა, თანაც სიმპატიურია და რავი ქმარი მე არ მყავს და ვერთობი. -ვითომ გულგრილად ნუ მელაპარაკები ქალბატონო, დაგავიწყდა რამდენი წელია გიცნობ? გადასარევად ვიცი რაღაც რომ მოხდა და გადაგიბრუნა ეგ ტვინი, თორე როდის იყო საყვარელს ეძებდი. -ახლა არა რა ნინი, ხომ იცი ხელოვნების ისტორია როგორ მიყვარს. -ისეთი სიმპატიური ლექტორია ვის არ უყვარს, მაინც რა კარგია ეს ოხერი_აუდიტორიაში შესვლისას ამოჩურჩულა ნინიმ და გაწითლებული სახე ჩახარა. ოჰოჰ, მგონი ეს სერიოზულად გაბმულია. ღიმილით დავიკავეთ ადგილები. შაბათს როგორც ყოველთვის კლუბი უკვე სავსე დამხვდა და მომიწია სწრაფადვე შევდგომოდი მუშაობას, ცოტა გვიან მოვიდნენ ბიჭები და ისევ იგივე შეკვეთა ავიღე. დახლთან ვისვენებდი გიგი რომ მომიდგა გვერდით. -მიმი სამი დღით მივდივარ და არ ვიქნები. -კარგი_მხრის აჩეჩვით ვუპასუხე და ლაშას მომზადებული კოქტეილის დაგემოვნება გავაგრძელე. -გადამრევ რა, შენ ახლა დაკითხვა უნდა დაგეწყო, სად მივდივარ, ვისთან, რატომ, როდის, და ასე შემდეგ. -არამგონია ნაშებს აჩოტებს აბარებდნენ. -შენი თავი ნაშა გგონია? -მემგონი როცა ბიჭს გოგოსთან მხოლოდ სექსი აკავშირებს ეგრე ეძახიან. -შენი ნომერი მომე რომ ჩამოვალ გნახავ, დღეს ვერ მოვასწრებ ჩასაბარგებელი ვარ._უპრობლემოდ ჩავუწერე და ახალ კლიენტებთან მისასვლელად წამოვდექი -და სხვათაშორის, შენ ჩემი ნაშა არც ხარ და არც იქნები_ყურთან ჩამჩურჩულა, დაბუსუსებული დამტოვა და წავიდა. სასიამოვნო წუთების გახსენებას შეეშვა მიმი და გამოფხიზლებული წავიდა შეკვეთის ჩასაწერად. მართლაც ზუსტად სამი დღე არ გამოჩნდა გიგი, დიდად არც უფიქრია გოგოს, არც მონატრებას შეუწუხებია, რამდენჯერმე კი გაახსენდა ის სითბო რასაც მისგან იღებდა, მაგრამ სასწრაფოდ აარიდა ფიქრებს თავი. მეოთხე დღეს შუადღეს აწრიპინდა მისი მობილური. „რამდენ ხანში გეცლება?“ „გიგი?“ „ხო, მე ვარ“ „ახლა რომ გამოვა ლექცია, კიდევ ერთი მაქვს და ვსო.“ „გარეთ დაგელოდები მაშინ“ თვალი ავარიდე წარბ აწევით მომლოდინე ნინის და ლექტორის მოსმენა გავაგრძელე. -გიგია ხო? მოგაკითხავს? ერთმანეთს ხვდებით და მიმალავ ხო? -ამოისუნთქე ადამიანო, ხო მომაკითხავს, იმიტომ არა რომ ვხვდები, იმიტომ რომ ერთად ვწევართ და მორჩა. -ღმერთო, მამაშენის შვილი ასე იოლად როგორ ლაპარაკობ ბიჭთან დაწოლაზე. -სწორედ მაგიტომ მამაჩემის შვილი რომ ვარ_ჩაიჩურჩულა და ნერვიულად მოხაზა ფანქრით ხაზები. -გამარჯობა ქალბატონო. -გიგი_ღიმილით მიესალმა გოგო -ნაყინზე რას იტყვი? -ამ სიცხეში დიდი სიამოვნებით. -მაშინ მაკში წავიდეთ, ცოტა მშია. -რატომ არასდროს იცინი? -ორი კვირაა მიცნობ გიგი. -ორი წელია. და თუნდაც ორი კვირა იყო, იმდენ დროს ვატარებთ ერთად ეს რომ შევამჩნიო. -დღეში ერთი კითხვა დაგავიწყდა? -ხოდა 4 დღე არ ვიყავი, ანუ 4 კითხვა მაქვს. -ჰმ, მოლაპარაკებები შეგიძლია, გისმენ. -რატომ იმ დღეს? -ხატვა უბრალო გატაცებათ მქონდა, მაგრამ ჩემი ძმ მეხვეწებოდა ყოველთვის პროფესიად გაიხადე და მე დაგეხმარებიო, იმ დღეს კონკურსიდან დამირეკეს, ქუთაისში ჩემი ნახატი მოეწონათ და მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს გამოფენაში. ისე გამიხარდა მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს და გავმწარდი. -რატო არ გაგიშვეს? -იმიტომ, რომ არ ადარდებთ სად რას გამოვფენ და არ აპირებენ ჩემ გამო ზედმეტი თანხები დახარჯონ. -რატო? -ამას რა მიხვედრა უნდა? არ ვუყვარვარ და ფეხებზე ვკიდივარ ორივეს, შეიძლება ვერ მიტანენ კიდეც. ბოლო კითხვა დაგრჩა და ყურადღებით შეარჩიე_ნაყინი ბოლო ლუკმა გადაყლაპა და მომლოდინე სახით ახედა ბიჭს. -სად არის მერე ამ დროს შენი ძმა? -საფლავში. თუ მორჩი წავიდეთ, ჩვენი ამბავი რომ ვიცი სამსახურამდე ძალების აღდგენა დამჭირდება_ვითომ უდარდელი სახით წამოდგა და თვალი აარიდა გახევებულ ბიჭს. ------------------------------------------------------ რას იტყვით ღირს შემდეგი თავებიც რომ დავდო? დიდად გამოხმაურება არ მოყოლია და იქნებ არ გაინტერესებთ??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.